შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა... (თავი 7)


11-07-2022, 13:34
ავტორი სესილია
ნანახია 1 213

***
- დემნიკო სად ხარ? - ხმაურით შემოვიდა ოთო მისაღებში.
- ეს დემნიკო რა არის ახლა? - გვერდულად გახედა დატვირთულ მამიდაშვილს.
- ესენი სად წავიღო?
- რაებია?
- მამიდაშენმა ალბათ ჩემი ძმისშვილი შიმშილისგან კვდებაო და ლობიო, კომბოსტოს მწნილი და ფლავი გამომატანა.
- მოიცა ვინმეს გასვენება იყო? - წამოჯდა.
- გასვენება?
- აბა ეს გასვენების პურ-მარილი სად იყო? - ტვირთი ჩამოართვა მამიდაშვილს.
- აჰ, ეგ გაიგოს ახლა მამიდაშენმაა. - თავი ამრეზით გადაიქნია.
- რატომ?
- მარხვა დაიწყო და როგორც წესი ყველა მარხვა ჩვენს ოჯახში ამ მენიუთი იწყება, თუ წინააღმდეგი ხარ, მაშინ დგები და სხვაგან ჭამ.
- აჰა. გასაგებია.
- ახლა შეჭამ თუ მაცივარში შევალაგო?
- იყოს, მერე. ახლა არ მინდა.
- კარგი, წავედი მაშინ.
- მოიცა სად მიდიხარ?
- სალონში ვარ ჩაწერილი.
- სალონში?
- ხომ, ლაზერი უნდა გავიკეთო.
- ღმერთო ჩემო. - დემნამ შუბლზე მიიჭირა თითები, - წადი, წადი. თავს მატკივებ უკვე.
- მივდივაარ. - კარები გაიხურა და კიბეებზე დაეშვა. - ნიაკო, როგორ ხარ? - მხიარულად შეაჭრა სალონში.
- ვაა, ოთო. მე კარგად და შენ?
- მეც კარგად.
- რამ შეგაწუხა?
- ჩაწერილი ვარ შენს დასთან. - წარბები აათამაშა.
- მითხარი, - მისკენ ოდნავ გადაიწია. - ძალიან მოგწონს?
- ვინ? - ვითომ ვერ მიხვდა, ისეთი სახე მიიღო ბიჭმა.
- წადი, წადი. მაღვალაკი ხარ, ვიფიქრე დავეხმარებითქო. - ენა გადმოუტიტა.
- ოო, თუ დამჭირდება ანუ მქონდეს შენი იმედი? - თვალები სასაცილოდ აუფახულა.
- გადი, გადი. მოვიდა შენი დრო.
- კაი, მერე ვილაპარაკოთ. - თვალი ჩაუკრა და ნუცას კარზე ფრთხილად დააკაკუნა, - შეიძლება?
- შენ? - არ ელოდა ბურდულს უფროსი მხეიძე.
- ხო მე ვარ, მაგრამ ასე გაკვირვებული რატომ მიყურებ? პირველად მხედავ?
- არა, წარბები და ღაწვები წინა კვირას გაგიკეთე და ახლა რამ შეგაწუხა?
- ახლა სხეულზე უნდა მოვიშორო. - პერანგის ღილების შეხსნა დაიწყო.
- ოჰო, - ფარულად შეათვალიერა ბიჭის ნავარჯიშები სხეული ნუცამ, - მოდი, სიმართლე მითხარი, მე მეპრანჭები ხომ?
- შემიძლია, რომ გეპრანჭებოდე? რომ მომწონდე? - სახე ახლოს მიუტანა.
- და თუ უარს გეტყვი, შეწყვეტ? - გამომწვევი მზერით მიაჩერდა.
- არა! - თავი გადააქნია.
- არა? - გამომცდელად დააკვირდა ოთოს მწველ მზერას. - მომწონს!
- რა?
- შენი ასეთი შემართება.
- რატომ?
- არც მე ვიცი... ისე უბრალოდ... გადაბრუნდი, ახლა ზურგზე.
- მოიცა მუცელზე მოვრჩით?
- კი.
- ტკბილი ხელი გაქვს, საერთოდ ვერ ვგებულობ ტკივილს.
- ნწ. ცდები. ჩემი ხელების დამსახურება სულაც არაა, აპარატია უმტკივნეულო.
- აჰ, გავიგე ეგ, მაგრამ კომპლიმენტი რომ შეიფერო არ გიფიქრია?
- მაგაზე მერე დავფიქრდები.
- მართალია შენზე რასაც ამბობენ.
- ჩემზე? და რაო? რას ამბობენ?
- „სტალაგმიტივით“ ცივი გული აქვსო.
- ვაა, და ვინ გითხრა ეს?
- გგონია გეტყვი? - ჩაეცინა ოთოს.
- საზიზღარო! შენ მიწოდე და გინდა სხვას გადააბრალო?
- გადაბრალებები არ მიყვარს, თუმცა მაინც ვერ ვხდები რატომ მიწუნებ?
- ვერა? - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- ნწ. ვერა, ამიტომ ამიხსენი. ზრდასრულები ვართ, გულღიად უნდა ვისაუბროთ, რომ ურთიერთობა ან წინ წავიდეს ან იმავე წერტილში გაქრეს, სადაც ახლაა.
- პატარა ხარ. - ლაზერის დანათება განაგრძო მონიშნულ ადგილებზე.
- ეგაა მიზეზი? 4 თუ 5 წელი? ვაა, ანუ სხვა ყველაფერს არ მიწუნებ? - ანცი ღიმილი დასთამაშებდა ოთოს.
- ღმერთო! - ნუცამ ჭერს მიაპყრო მზერა, - შენ „ფეირივით“ კითხვები არ გიმთავრდება? - დახედა ბიჭს.
- ანუ პასუხს მარიდებ, ეს მომწონს.
- აიჰ, - მოულოდნელად გაკაპასდა ნუცა, - მოიშორე რაა სახიდან ეს თვითკმაყოფლი იდიოტის ღიმილი. მორჩა. - რეზინის ხელთათმანები და პირბადე გაბრაზებით ჩააგდო ურნაში და კაბინეტი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
- როგორი საყვარელია. ეს გაბრაზებაც უხდება, - პერანგს იკრავდა ოთო და ბედნიერი ღიმილი არ შორდებოდა სახიდან.
- ნიაკო.
- ხო დეა. - მობილურისთვის თვალი არ მოუცილებია ისე უპასუხა.
- შეგიძლია, წამით ეკრანს თვალი მოაშორო და მე შემომხედო?
- ხო, გისმენ.
- რა ვჭამოთ? გამოიძახე რა რამე, რაღაც მჟავე მინდა თან არ მინდა, ტკბილიც არ მინდა, მაგრამ ...
- კარგად ხარ? - ქვემოდან ტუჩაბზუებით ახედა ნიამ.
- ჰაი დეაკო, როგორ ხარ?
- ოჰ, ოთო აქ არ გელოდი, მე კარგად და შენ?
- მეც კარგად. - ანცი ღიმილი სახიდან არ შორდებოდა.
- მოგესალმებით, - კარებში დემნა იდგა, დეას მისი დანახვისას წამიერად სუნთქვა შეეკრა, თვალები გაუფართოვდა და ძლივს ამოიბუტბუტა რაღაც.
- Wow, დემნა, თმები როგორ გიხდება ასე. - სამაგიეროდ ნიაკომ გამოხატა ემოციები.
- აჰ, თმები? თმისამაგრი გამიწყდა და ... - დევდარიანმა უხერხულად დაისვა ხელი გრძელ თმებზე.
- აი, აგერ, გამომართვი... - ინსტიქტურად მოიხსნა დეამ თმისამაგრი და დემნას გაუწოდა.
- აჰ, მადლობა დიდი.
- მეც, მოვედი. - სალონის კარები უხეშად შემოაღო ანდრომ.
- ანდრო? - უსაზღვრო გაოცება აღებეჭდა ნიას, დეაკო კი მკვლელ მზერას არ აშორებდა არასასურველ სტუმარს.
- არ მელოდით? - ცინიკურად იკითხა მოსულმა.
- და რატომ უნდა დაგლოდებოდით? - არც ცივად ჟღერდა დეას ხმა და არც თბილად.
- ვივიენი სად არის? - ანდრო ოთოს და დემნას მზერას არ აშორებდა.
- და რატომ უნდა გითხრა?
- მე მამა ვარ! - ხმის ტონს აუწია და მუშტი მაგიდაზე დასცხო.
- მამა? - დეამ ნაღვლიანადა ჩაიცინა, - ისევ იმავეს იმეორებ... თუმცა ხმის ტონი კარგად შეარჩიე როცა მე მესაუბრები! ხომ იცი, თუ მოვინდომე თავს სადაც ამოყოფ? ბავშვის ნახვა გინდა და აქ ნასვამი მოდიხარ? ჰმ, ისევ ისეთი ნაგავი ხარ, როგორც ადრე. - ზიზღი გამოეხატა სახეზე. - გგონია, ვივი ასეთს მიგიღებს? ან აქ რატომ მოხვედი? გუშინ ხომ ვისაუბრეთ? თუ რამე ვერ აგიხსენი სწორად? გითხარი და ახლაც გიმეორებ, ის კავშირი, რომელიც შენივე ხელით გაწყვიტე და გათელე, აღდგენას არ ექვემდებარება, ამიტომ საიდანაც მოდი, იქ წადი! ზედმეტი ადამიანები ჩემს ცხოვრებაში და მითუმეტეს ვივის ცხოვრებაში არ მჭირდება! - ოლიმპიური სიმშვიდით განაგრძობდა საუბარს დეა, თუმცა რომ ღელავდა ოფლით დაცვარული შუბლი გასცემდა.
- ანუ წავიდე? - ანდრომ ხმა ჩამწყდარმა ამოილაპარაკა.
- ხო, წადი და აქ სცენების გამართვისთვის სხვა დროს, სხვაგან მოგთხოვ პასუხს!
- კარგი, - დაყაბულდა, - წავალ და სხვაგან, სხვა დროს ვილაპარაკოთ. ნამდვილად, არ მსურს ამდენი დამსწრე საზოგადოება.
- წადი. - დეამ ხელი აუქნია, ანდრომ თვალი მოავლო ყველას, განსაკუთრებით დიდხანს შეაჩერა მზერა დემნაზე და სალონი მძიმე ნაბიჯებით დატოვა. - ბოდიშით, ყველას გაუგებრობისთვის და შეწუხებისთვის, - დეამ თავი დაუკრა ყველას ბოდიშის ნიშნად და სამზარეულოში გაუჩინარდა.
- უკაცრავად, - ნიაკომ ოთოსა და დემნას შორის გაიარა და დეაკოს შეჰყვა.
- არ წავიდეთ? - დემნას მხარი გაჰკრა ბურდულმა.
- კი, კი, წავიდეთ. - თითქოს ბურუსიდან გამოერკვაო, თავი გადააქნია და სალონიდან გარეთ გავიდა, ოთოც კვალდაკვალ მიჰყვა.

***
- აუუ, ბებია სად მიდიხარ? - ბარბაცით მიჰყვებოდა ნია ქალს.
- სად და მიწაში?!
- სად? მანდ რა გინდა?
- აბა ჩემი ხნის ქალი მიწაში წავა დია, პაემანზე ხო არა?
- მერე მიწაში თუ უნდა წახვიდე, ყოველ კვირაში ექიმთან რატომ დავდივართ?
- რა თქვი? - თვალებმოწკურულმა გახედა.
- ბებიაა, ისე მეძინება, ამ დილით რომ ავდექი ბალიში მომყვებოდა სად მიდიხარო, ამიტომ არ მომისმინო, ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ და ვბოდავ. - მიეხუტა ბებიას. - მაგრამ სულ მიწაში წასვლაზე რატომ ლაპარაკობ? თანაც ქვა ორჯერ გააკეთე უკვე.
- ქვაზე გამახსენდა, - მიუბრუნდა შვილიშვილს, - გუშინ ლამარას ორმოცზე ხომ ვიყავი.
- მერე?
- ისეთი ლამაზი ჰქვა გაუკეთებიათ, კინაღამ ვაკოცე.
- ვის აკოცე?
- კინაღამთქო.
- მერე ვის?
- ლამარას.
- გაგიჟდი?
- არაა, უბრალოდ სხვების მომერიდა და არ ვქენი მასე, თუმცა მის ბიჭს ვკითხე და გავიგე ვისთან გააკეთეს.
- ვისთან?
- ლამარა კი მეუბნებოდა მენდეო, მაგრამ არ დავიჯერე და კი მაქვს ცუდი ქვა.
- ბებიააა. - სახეზე ხელები აიფარა ნიაკომ, - სხვაზე თემაზე, რომ ილაპარაკო არა? ჯერ ჩემს ქორწილიში უნდა იცეკვო, შვილთაშვილი დაიჭირო ხელში, გაზარდო, რა დროს სიკვდილზე საუბარია? არ გრცხვენია?
- მერე როდის დამაღირსებთ მაგას შენ ან შენი და?
- არ ვიცი, მაგრამ ვეცდებით ბევრი არ გალოდინოთ.
- ნიაკო. - აქოშინებული იო წინ გადაუდგა გოგოს.
- იო? რა ხდება? ვინმე მოგსდევს? - ირგვლივ მიმოიხედა.
- გეძახდი, არც მობილურზე მიპასუხე და ... გამარჯობა. - მიესალმა ბებიას, რომელიც ეჭვის თვალით ათვალიერებდა ახალგაზრდა ყმაწვილს.
- გაგიმარჯოს შვილო. - ხელი გაუწოდა საამბოროდ. კალანდაძე ოდნავ დაბნევით ემთხვია ხელზე. - მე წავალ, მეჩქარება.
- სად მიდიხარ ბებია? - ვერ მიხვდა ნია.
- საქმე გამომიჩნდა და ტაქსით წავალ სახლში.
- კარგი, ბე. - მიუხვდა ბებიას და თვალი მანამ არ მოაშორა სანამდე თვალს არ მიეფარა. - იო, აბა როგორ ხარ? - ბედნიერი ღიმილი შეანათა.
- შენ რომ გხედავ როგორ ვიქნები? ფანტასტიურად და შენ?- შუბლზე ჩამოყრილი თმები ფრთხილად გადაუწია.
- მეც და სად დამინახე, მე რომ ვერ შეგამჩნიე?
- მანქანით მივდიოდი და ძლივს გავაჩერე, მერე კიდევ მოგსდევდი.
- სად მიდიოდი?
- ოფისში, და შენ სად მიდიხარ?
- მე სამსახურში.
- მერე ფეხით ავიდეთ.
- ოჰ, ისე შორს ვართ არ დავიღალოთ. - გადაიკისკისა.
- რატომ? შეგვიძლია წერეთლის ქუჩით ჩავიდე და ჯიბლაძით ამოვიდეთ, ან ხახანაშვილით, ან შანიძის აღმართით ან ას საფეხურიანი კიბე ამოვიაროთ და ისე დავუყვეთ თამარ მეფის ქუჩას.
- ოო, როგორი კარგი მარშუტები მოგიფიქრებია, მაშინ დავუყვეთ გზას.
- შეიძლება ხელი ჩაგკიდო?
- ახლა? აქ?
- ხო, კარგი, მესმის. თუმცა იცი როგორ მინდა ჩაგიკრა გულთან?
- სუ, - სახეზე ხელები აიფარა ნიამ, - ნუ მაწითლებ.
- ნია.
- ხო.
- იცი ძალიან უჩვეულოდ ვარ, ძალიან მომწონს რომ ერთ გზას ვადგავართ, ბედნიერებისკენ. სიმართლე გითხრა, ვერ წარმომედგინა, რომ მოგეწონებოდი.
- რატომ? შენ ხომ მშვენიერი ბიჭი ხარ?
- ვითომ? შეიძლება მშვენიერი იყო, გულკეთილი, მაგრამ იმან არ შეგიყვაროს ვინც შენს გულს ააფორიაქებს, ამიტომ მადლობა მინდა გითხრა, რომ ჩემს გრძნობებს ენდე და მიიღე.
- მეც მადლობას გეტყვი, რომ შემამჩნიე და შემიყვარე.
- ვერ დავიჯერებ, რომ ჩემამდე არავინ გამჩნევდა.
- კი, ალაგ-ალაგ, თუმცა სერიოზული არასდროს ყოფილა.
- სერიოზული ჩემთანაც არასდროს ყოფილა, შენ ხარ ის პირველი, რომელიც ჩემი გულის სიმებს ისე შეეხო, რომ სხვა ჰანგები და მელოდები დაუკრა, გამაბრუა და სიყვარულით ამავსო, დამათრო.
- საიდან მოგაქვს ასეთი ტკბილი სიტყვები? ინტერნეტში ეძებ? - აწითლებული სახის დამალვას სახეზე თმების ჩამოყრით ცდილობდა გოგო.
- ხო, კი ინტერნეტში დავეძებ. რა საყვარელი ხარ, ეს სიტყვები თავისით მოდის გულიდან, როცა გხედავ, ვერ ვჩერდები, მთელი სხეული მეჭიმება ისე მინდა რომ ჩაგიკრა და ჩაგიხუტო, შენზე ვიზრუნო, ვიაროთ ერთად, ვიცინოთ, ვიხალისოთ და ერთად ყოფნით დავტკბეთ.
- ჩემი მურაბა ხარ, მარწყვის მურაბა.
- მართლა? იცოდე აწი მარწყვს, რომ დავინახავ შენ გამახსენდები თუ როგორ მეძახი და შენ, ჩემი პირადი ვარდის კოკორი ხარ, რომელიც ჩემს გულში ამოვიდა, ნელნელა იშლება და მისი სასიამოვნო სურნელით მთელს სხეულს, გულს, სულს, გონებას მირევს და მიფორიაქებს.
- იო.
- ხო.
- შენებმა იციან, რომ გიყვარვარ?
- ჩემებმა? იციან, რომ ჩემს ცხოვრებაში სიახლეებია, თუმცა როცა შენ მზად იქნები მაშინ გაგაცნობ მათ, მზად ხარ? გინდა ახლავე წავიდეთ? - ხელი ჩაჭიდა და თითქოს გასაქცევად მოემზადა.
- გადარეული ხარ.
- შენ გადამრიე და პასუხისმგებლობაც შენს თავზე უნდა აიღო და რა ვქნათ წავიდეთ?
- არაა, ჯერ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა, ეს ისე გკითხე.
- და შენ რას მეტყვი? იციან შენებმა?
- მხოლოდ ჩემმა დამ.
- მართლა? მერე რაო?
- არაფერი, უბრალოდ ფრთხილად იყავიო.
- რატომ?
- ერთმანეთს გული არ ატკინოთო!
- აა, ეგ არ მოხდება. პირიქით მინდა შენი გული სულ ბედნიერებისგან ძგერდეს.
- მეც ანალოგიურად.
- ას კიბესთან მოვსულვართ, აგიტატო და ისე აგიყვანო?
- გაგიჟდი? - რამდენიმე საფეხური აირბინა და გამომწვევად თვალი ჩაუკრა.
- აბა, გაიქეცი, რომ არ დაგიჭირო.
- მივრბივარ. - კიბეებს კისკისით ახტებოდა ნია და უკან დადევნებულ იოს გაურბოდა.

***
გულზე მოწოლილ უჰაერობას ვერა და ვერ უმკლავდებოდა მაქსიმე. საკნის პატარა ფანჯარას უიმედოდ უცქერდა, გრძნობდა, რომ იქედან საკმარისი ჟანგბადი არ შემოდიოდა ოთახში მყოფი პატიმრებისთვის... გრძნობდა გულზე ჩხვლეტები პერიოდულად როგორ უმძაფრდებოდა. ღრმად ჩაისუნთქა, თითქოს მისი წილი ჟანგბადი მოსტაცა ოთახში დაგუბებულ უჰაერობას და სასოწარკვეთილებამდე მოუნდა ჰაერზე გასვლა. დიდხანს იბორგა, ძილიც ეთამაშებოდა, ფიქრები კიდევ ფუტკრებივით ეხვეოდა გარს და შინაგან ფორიაქს უფრო და უფრო უმძაფრებდა.
- ჰეი. - საკნის კართან ნანუ იდგა.
- ნანუ? - თვალებგაფართოებული წამოჯდა.
- სუ, - ტუჩზე ხელის მიდებით ანიშნა სიჩუმე შეენარჩუნებია.
- ნანუ, - ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა და ცრემლებით აევსო თვალები.
- რატომ? - ვედრებაც და ტკივილიც ისმოდა ქალის ხმაში, - ასე რატომ მატკინე? ხედავ? სისხლი ისევ მდის? - გულთან დაიხედა. - შეცდომა დავუშვი, ვნებებს ავყევი, მაგრამ სიკვდილი ყველაზე ცუდი გამოსავალი იყო... რატომ? ჩვენ ხომ ასე გვიყვარდა ერთმანეთი? ასე რატომ დავასრულეთ ის რაც მარადიული გვეგონა? შეცდომა ორივემ დავუშვით?! იქნებ ორივე ვიმკით იმას რაც დავთესეთ? მე ჩემი ღალატისთვის დავისაჯე, შენ კი ჩემი მკვლელობისთვის ისჯები?! მაგრამ... რატომ? რატომ? მტკივა... ჭრილობა ძალიან მტკივა, მაქსს... სისხლი არც ჩერდება და არც მთავრდება... ასე რატომ დავასრულეთ?
- ნანუ, ნანუ...
- მაქსიმე, მაქსიმე, გაიღვიძე მაქსიმე.
- რაა რა ხდება? - შეშლილი თვალებით წამოხტა მთლიანად სველი მაქსიმე და კარებისკენ იყურებოდა.
- კარგად ხარ? ეტყობა კოშმარი დაგესიზმრა, ძლივს გაგაღვიძეთ.
- ბოდიშით. - დაცვარული შუბლი ხელისგულით მოიწმინდა, - ბოდიშით, ალბათ ძალიან შეგაწუხეთ.
- არა, შენ იყავი კარგად და ჩვენ რითი გვაწუხებ? გინდა მწვანე ჩაი მოგიმზადო? დაგამშვიდებს.
- არა, არა მადლობა. ისედაც ძილი გაგიტეხეთ.
- ძილი რომ გაგვიტეხე და აღარ გვეძინება იმიტომ გთავაზობთ ჩაის, თან მალე გათენდება, ექვსი საათია.
- კარგი, მაშინ დავლიოთ ჩაი. - წამოდგა მაქსიმე და ჭიქები დააწყო მაგიდაზე.
- ცუდი რამ გესიზმრა?
- კი... - თავი ჩაქინდრა. - მიჭირს... მეშინია ფსიქოლოგიურად არ გავტყდე, თორემ მერე ჩემს თავს ვეღარ ვუშველი... თუმცა შველაც რათ მინდა? ოთხ კედელში გამოკეტილს შველა რათ მინდა?
- მაქსიმე, მართალია ეს ცხოვრება უმეტესად უსამართლობის, დიდი ბრძოლის, მწუხარების და ტკივილის ნავსაყუდელია, თუმცა ჩუმი იმედით უსასრულო სიჩუმეს ვაფარებთ თავს და გვწამს, რომ ოდესღაც ინათებს, რადგან ცხოვრება გეგმა არ არის, ცხოვრება მოულოდნელობაა!
- ანუ გჯერა რომ ჩვენთვის ოდესმე ინათებს?
- კი, მე მაგ რწმენით ვუძლებ... ჩემი ცხოვრება მარტივი არასდროს ყოფილა და ახლა მითუმეტეს, როდესაც ადამიანის სიცოცხლე, უფლისგან მოძებული წავართვი. მე და შენ რაც ჩავიდინეთ, უსამართლობაა! ადამიანი ადამიანს არ უნდა ვნებდეს! უნდა გავიაზროთ რაც მოხდა, რა ჩავიდინეთ და მოვიმოქმედოთ რამე ანუ მოვინანიოთ. პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენს მიერ ჩადენილ დანაშაულზე. შეიძლება არ გვესმოდეს, ვერ ვიაზრებდეთ ჩვენს ქმედებას, მაგრამ ხალხზე უნდა ვიფიქროთ, ვისაც ჩვენი ქმედებით ვატკინეთ.
- და შენ ვის ატკინე?
- ჩემს ოჯახს, მშობლებს, ცოლს, შვილს... მათთვის ეს მძიმე ხვედრია, მძიმე გზა, რომელსაც ისინი ჩემი დაუდევრობის გამო გადიან. რატომ უნდა ერქვას ჩემს შვილს მკვლელის შვილი? რატომ უნდა რცხვენოდეს, რომ ჩემი შვილია? იცი, ჩვენ აქ მყოფებს ისეთ რამესთან გვიწევს შეგუება, რასთან შეგუება არავის შეუძლია, მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენი გატყდომით, ჩვენი ოჯახის წევრები უფრო გატყდებიან! ჩვენ რაღაც უხილავი ძალებით უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, რომ იმედი, ბჟუტავი, ხანდახან არ არსებულიც კი გავაჩინოთ და გავაძლიეროთ. ხომ გაგიგია, ყველა ოჯახი ერთნაირად არის ბედნიერი, უბედური კი - თავისებურად.
- სიკვდილზე გიფიქრია?
- სიკვდილზე? ვინმე არის, რომ არ უფიქრია? მაგრამ სიკვდილში, რომ გამოსავალი იყოს, მთელი ქვეყანა ასე მოიქცეოდა! სიკვდილში ხსნა არ არის, იცი სიკვდილზე უარესი რა არის?
- რა?
- სიცოცხლე.
- სიცოცხლე? რატომ?
- ჰმ! - ცალყბად ჩაეცინა, - სიკვდილის შემდეგ ორი გზა გვაქვს - სამოთხე ან ჯოჯოხეთი! სიცოცხლეში კი ვერ გებულობ სწორ გზებს, ერთმანეთში გერევა და არასწორ მიმართულებებს ხშირად ვაკეთებთ! ამიტომ ხშირად ვიტანჯებით! შეიძლება სხვების თვალში გარეგნულად ლაღები, ბედნიერები ვართ, მაგრამ შინაგანი მე და სულიერი მდგომარეობა ჩვენი, მხოლოდ ჩვენ ვიცით... როგორ ვნადგურდებით, როგორ ვიმსხვრევით და რა ფასად გვიჯდება გაღიმება მხოლოდ ჩვენ ვიცით... ხომ ასეა?
- კი, მასეა. - დაეთანხმა მაქსიმე.
- მაგრამ, სიცოცხლეს იცი რა პლიუსი აქვს? შეგიძლია არასწორი მიმართულებიდან სწორ მიმართულებაზე გადახვიდე, გზები დაალაგო და სული იხსნა, ხოლო სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ორი არჩევანი გაქვს. ამიტომაც, მგონია, რომ დიდხანს უნდა ვიცოცხლო, თუნდაც აქ, ოთხ კედელში, რომ შევძლო არასწორი გზიდან სწორ გზაზე გადასვლა, მე თუ ვერ ვიხსნი ჩემს სულს, იქნებ ჩემს შვილს არ დავუბრკოლო ჩემი მოუნანიებელი ცოდვებით მომავალი.

***
სალონში უცნაური სიჩუმე იდგა, თითქოს ყველა თავის ფიქრებში იყო და ხმას არავინ იღებდა, აქა იქ ისმოდა თმის საშრობის ხმა, ხან მაკრატელის ჭრის ხმა, ჟურნალის გადაფურცვლის ხმა და ა.შ. გარეთაც უსიამოვნოდ ცრიდა.
- გამარჯობაათ. - მთელი მისი სიდიადით და ომახიანობით შემოვიდა ცისანა.
- ცისანა დეიდა როგორ ხართ? - წამოხტა ნიაკო.
- კარგად, თავად როგორ გიკითხო?
- მეც კარგად, მადლობა.
- ჩაწერილი ვიყავი.
- ვიცი, გელოდებათ კატო.
- კარგით. - ამაყი ნაბიჯებით გაცილდა.
- ღმერთო ჩემო როგორ წვიმს, ვივი შემო ჩემო პრინცესა. - დეამ ქოლგა ჩასადებში ჩადო.
- დეა რა კარგია, რომ მოხვედი.
- რა იყო ვინმე მელოდება?
- არა, დედაშენი მოვიდა.
- ოჰ, ლამაზდება?
- კი, ყველა პროცედურაზეა ჩაწერილი.
- ვაა, ისევ ჩემს ხარჯზე აპირებს თუ იცი? - გაეცინა დეას.
- ვიცი? არ ვიცი? - მხრები აიჩეჩა დაბნეულმა ნიამ.
- არ იდარდო, რომ მორჩება პროცედურებს, აუცილებლად, შეაჩერე და უთხარი თანხების რაოდენობა.
- მერე? - თვალები გაუფართოვდა.
- მერე გავახსენდები და მიკითხავს და დამიძახე.
- ოხ, რა ხარ შეენ.
- კაი, წავედი. საქმეებს უნდა მივხედო. - სამკერვალოში შევიდა დეა. - გოგოებო აბა რას შვრებით? ძალიან ხომ არ დავაგვიანე?
- არაა, რა დააგვიანე. - თარგის ჭრა განაგრძო ნათიამ.
- ვივი სად არის? - თვალი მოავლო ოთახს, - ვაა, სად დასკუპებულა ჩემო გოგო, - მივიდა მასთან, - დეე, აბა მითხარი დღეს რა ისწავლე? ეს რა რიცხვია?
- ოთხი.
- ეს?
- ხუთი.
- ყოჩაღ დეე, ჩემი ჭკვიანი. მოდი აბა ამ ასოებით ჩემს სახელს თუ დაწერ? ვაა, ყოჩაღ, უკვე ჩემს სახელსაც წერ დეე. როგორ მაბედნიერებ. - შუბლზე აკოცა შვილს დეამ, - იცი მე შენთვის ახალი ფაზლი ვიყიდე, მოიცა მოგიტან და ააწყვე კარგი?
- კარგი. - თავი დაუქნია ვივიენმა.

სალონში უცნაური სიმშვიდე ცისანამ დაარღვია, დიდების და ყურადღების მოყვარული ქალი მისი ლაქლაქით თავს ატკიებდა ყველას.
- კატო, იმედია კარგი ფერი დარჩება. ძირები კარგად ხომ შეღებე? იცოდე თავი შენ უნდა დამბანო, აი პერეკისი ალერგიას მაძლევს, მაგრამ აბა თმები როგორ გამოვიქერაო? უკვე გავწითლდი ხომ? თუ შეიძლება სველი პირსახოცით მომწმინდე ამ ადგილებში. - შუბლს აჩვენებდა და თავმობეზრებულ კატო თვალებით აჩვენებდა კოლეგებს „მომეშველეთო“!
- ვაა, ცისანაა, როგორ ხარ?
- ვაიმე, მედო, შენ აქ რა გინდა? - ქედმაღლურად შეირხა ქალი.
- რატომ რა მინდა? თმები უნდა შევიღებო და შევიჭრა. - ჯიბრიანი ღიმილი აუთამაშდა სახეზე შემოსულს, თითქოს ნიშანს უგებდა, თუმცა მისი გამოხედვა სხვა არამეზე მეტყველებდა
- აჰ, არა უბრალოდ არ მეგონა შენც აქ თუ დადიოდი.
- რატომ? ჩემი შვილები სულ მანებივრებენ, რომ საუკეთესო ადგილებში ვიარო და ვისიამოვნო. იმ ამაგს რაც მათზე გავწიე, მაქსიმალურად მიბრუნებენ.
- ძალიან კარგი, მიხარია, - ყალბი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე ცისანას, - საით არიან? რას მოღვაწეობენ?
- ერთი გაეროშია და მეორე კიდევ ევექსის კლინიკების იურიდიული განყოფილების უფროსია.
- აჰ, გასაგებია, კარგია ნამდვილად. მახარებს. - თუმცა ისეთი სახე მიიღო, თითქოს მოჰბეზრდა მასთან საუბარი.
- შენები როგორ არიან? ვიცი ეს სალონი დეასი, რომ არის და საოცარ კაბებს ქმნის.
- კი, დეა ამ ბიზნესს მართავს. გიორგი კი სამედიცინოზე სწავლობს, თან პარალელურად მუშაობს ელჯის კლინიკაში.
- ვაა, ძალიან კარგი. ზოგადად მგონია შვილებს უნდა მივცეთ იმ გზით სიარულის უფლება, რომელიც მათ აბედნიერებთ. აი, ჩემმა მეგობრის შვილმა ისეთ ფაკულტეტზე ჩააბარა, საერთოდ რომ არ უნდოდა და მიანება მერე სწავლას თავი და ახლა საზღვარგარეთაა და ტაქსაობს თუ რაღაც ამდაგვარი. არასოდეს მქონდა გადაჭარბებული წარმოდგენა ჩემი შვილების ნიჭიერებაზე, მე მაქსიმალურად ვუწყობდი ხელს და ვეხმარებოდი იმ ნიჭის განვითარებაში, რომელიც მათში იყო და ზედმეტად არ ვითხოვდი იმას, რაც მათთვის ზედმეტი იყო.
- რას ამბობ მედო? ბავშვებმა რა იციან რა უნდათ და რა არა? - შეშფოთება დაეტყო ცისანას. - მე ყოველთვის ვაკონტროლებდი მათ. ნუ დეას არჩევანი დიდად არ მომწონდა, მაგრამ რომ დაიჯინა ვეღარ გადავათქმევინეთ.
- რატომ? დეას ზუსტად ის პროფესია აქვს რაც საუკეთესოდ გამოდის, ამიტომ სწორად მოქცეულხარ, რომ გზა არ გაუმრუდე.
- ხო, რავიცი. - იჭვენეულად ჩაილაპარაკა.
- ასეა ცისანა, შვილები ჩვენი ოცნებებით არ უნდა შევხუთოთ, თუ მათ ჩვენს კალთაში გავკუჭავთ, ვერასოდეს გაიზრდებიან და ვერ გახდებიან დამოუკიდებელი და წარმატებული ადამიანები. თუ მათ ოცნების ფრთებს ჩამოვჭრით და სასურველი მიზნისკენ სწრაფვას დავუშლით, ისინი ვერასოდეს ისწავლიან დაცემის შემდეგ წამოდგომას. მე მათ მუდამ მხარს ვუჭერდი, მათთან ერთად ვუყურებდი ფილმებს, მულტფილმებს, მათ საყვარელი ჯგუფების მუსიკებს, მომწონდა თუ არა, ამით მათ ჩემს მხარდაჭერას ვუჩვენებდი. მგონი ეგაა სწორი მიდგომა და არა ის, რომ მე ამ მუსიკას ვუსმენდი და შენც ეს უნდა მოისმინო, მე ეს მსახიობი მომწონდა და შენ რატომ არ მოგწონს...
- ნამდვილად, გეთანხმები. - ნაძალადევად იღიმოდა ცისანა.
- ცისანა დეიდა, უკვე უნდა ჩამოვიბანოთ თმები.
- კი, კი ახლავე. - სწარფად წამოხტა ქალი, ერთი სული ჰქონდა როდის გაექცეოდა მედეას, რომელთანაც ბევრი ვერ იტრაბახა. - კატო, კარგად ჩამომბანე, არ დაგრჩეს ერთი მისხალიც კი, ისედაც ალერგიულ წამლებს ვსვამ თმის შეღებვამდე.
- მერე ცისანა დეიდა, სხვა ფერით სცადეთ შეღებვა, ხორბლისფერიც მოგიხდებათ.
- აჰ, არა და არა! ეს არის ჩემი ფერი, თან ჭაღარაც არ მეტყობა, ნუ ბევრი არ მაქვს, მაგრამ მაინც.
ისევ სიმშვიდე ჩამოვარდა სალონში, ყველა თავისი საქმით იყო დაკავებული.
- ესეც ასე, მოვრჩით ქალბატონო ცისანა.
- ძალიან ლამაზი გამოვიდა, - თითებს ჰაერში ატრიალებდა.
- კი, ნაზი ფერია. სურათს გადაგიღებთ თუ შეიძლება.
- აჰ, კი, გადამიღეთ. - ხელის მტევნები ერთმანეთზე ლამაზად დააწყო. - მოვრჩით ხომ?
- კი, კი თავისუფალი ხართ.
- მადლობა ყველას, მომავალ შეხვედრამდე. - მოსასხამი მოიცვა და გასასვლელისკენ წავიდა.
- უკაცრავად ცისანა დეიდა. - შეაჩერა ნიაკომ.
- დიახ. - ნახევრად მობრუნდა.
- თანხა არ უნდა გადაიხადოთ?
- თანხა? - უცებ შეცბა, არ ელოდა. - მოიცა ჩემი შვილის სალონში ფული უნდა გადავიხადო? - მედიდურად გაიბღინძა.
- და რატომ არ უნდა გადაიხადოთ? - დეას მოსვლამდე მის შეჩერებას ცდილობდა.
- დედა? - მომღიმარი სახით გამოვიდა დეა, - აქ იყავი? - ცდილობდა საუბარი ბუნებრივად გამოსვლოდა.
- კი, მოვწესრიგდი. - ნაძალადევად იღიმოდა.
- მერე ისე მიდიოდი არ უნდა გენახე?
- არ მეგონა აქ თუ იყავი...
- მერე დაგერეკა, ან სხვაგან სად ვიქნებოდი?
- ჩემზე რამდენია გადასახდელი? - ვითომ არ გაუგონია შვილის კითხვა, ნიაკოს მიუბრუნდა.
- 150 ლარი.
- 150? ბარათით გადავიხდი. - ოქროს ბარათი მიაწოდა.
- იყოს, - შეაჩერა ნიაკო, - მე გადავიხდი, ჩემს მოსიყვარულე დედას ფულს როგორ გამოვართმევ? - მრავლისმეტყველი მზერა სტყორცნა სახე წაშლილ ქალს.
- არა, იყოს, გადავიხდი. - ნირწამხდარი მაინც ცდილობდა სიამაყით დგომას.
- რადგან უფროსმა მითხრა, მას უნდა დავემორჩილო. - ნიამ უკან დაუბრუნა ბარათი და ღიმილით თავი დაუქნია დამშვიდობების ნიშნად.
- კარგი, მადლობა.
- არაფრის დედა, ეს ის მცირედია რაც შენი ამაგისთვის შემიძლია გავაკეთო. - დეამ ნაღვლიანად ჩაიღიმა.
- წავედი, მაშინ. - უხერხულად შეიშმუშნა და სწრაფი ნაბიჯებით დატოვა „იმპერიალი“.
- ყოჩაღ! მაგრად გაუძელი.
სახიდან დეას ღიმილი ტკივილმა ჩამორეცხა.
- ნეტა რატომ შემხვდა ასეთი დედა? ასე რატომ ვყავარ ათვალწუნებული? ვივიც კი არ მოუკითხავს... ვა ასეთი ცივ გულიანი რატომ არის? ასეთი ამპარტავანიც რატომ არის? ან აქ იმიტომ მოდის, რომ ფულს მე გადავუხდი? ან რა წესია, კარგი ხო გადავიხდი ეგ 150 ლარიც არც დამაქცევს და არც ამაშენებს, მაგრამ ისე მაინც მოიქცეს თითქოს იხდის და რაღაც ამდაგვარი. ვაა, ამოუცნობია ეს ქალი ჩემთვის, მამაჩემიც კი არია და მის ჭკუაზე ყავს.
- მგონია იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც თვლიან, რომ თვითონ არიან დედოფლები და სხვა ყველა მონა.
- მე კი ურჩი მონა აღმოვჩნდი ხომ? - გადაიკისკისა დეამ.
- დიახ, - აჰყვა სიცილში ნია.
- აქ რა სიცილი-ხარხარია, რა ხდება? - ლაზერის ოთახიდან გამოვიდა ნუცა.
- ცისანა იყო და გავხალისდით ცოტა.
- მოიცა ცისანა იყო და მე არ მნახა?
- მოიცა როდის მერე გნახულობს?
- ანუ ის ვიგულისხმე, რომ ლაზერზე არ მოვიდა, თორე შვილს არ კითხულობს და მე მომიკითხავს? მისმინეთ მშია და რა ვჭამოთ?
- რა დროს ჭამაა, ექვსი საათი დაიწყო.
- მოიცა დღეს გვიანობამდე არ მყავს პაციენტები?
- არა, დღეს 6 საათზე ასრულებ.
- ვაა, რა მაგარია. - ბედნიერმა ხელები გაშალა.
- კარგი, წავედი ახლა ვივი უნდა მივუყვანო ლილის და მერე ამოვბრუნდები.
- რატომ? სამუშაო გაქვს?
- კი, ერთი კაბა მაქვს სულ ხელით უნდა ამოვქარგო.
- რა ნერვები აქვს ამას, ვგიჟდები. - გადახედა დას ნუცამ.
- მაგიტომაც მაქვს ეგ ნერვები, რომ ვმუშაობ კონცენტრაციას მხოლოდ სამუშაოზე ვახდენ და სხვა რამეები მავიწყდება.
- მაგარი გოგო ხარ შენ, უნდა გაგათხოვო.
- ეს ვის რას ელაპარაკება, თვითონ გასათხოვარი.
- მე არ ვაპირებ!
- აბა მე რატომ მიპირებ? შვილი მყავს და თავს კარგად ვგრძნობ.
- აა, გასაგებია. მაშინ ნიაკო გავათხვოთ!
- დაო.
- რა იყო?
- თავი რამეს ხო არ მიარტყი გამოსვლისას? ასეთ ბჟუტურობებს რატომ ლაპარაკობ?
- მოიცა ვივის მოვიყვან, თქვენ მანამდე ერთმანეთში გაერკვიეთ.
- ვივიკოო, - ჩასახუტებლად ხელები გაუშალა ნუცამ ბავშვს. - დღეს არ გინდა, რომ ჩამეხუტო?
- არა. - მოკლედ უპასუხა და თოჯინა ტასო, გულთან მიიკრა.
- კარგი, მაშინ სხვა დროს ხომ?
- დავფიქრდები.
- წავედით, თუ ვერ მოგისწარით სიგნალიზაციაზე აიყვანეთ მაინც.
- კარგი დეა.
- აბა დროებით. ვივი დაემშვიდობე გოგოებს.
- კარგაად. - ხელი დაუქნია და გარეთ გავარდა სირბილით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent