ტიტე(1თავი)
ისევ მოგონებები მიტრიალებს თავში და დღესაც კი, ამდენი ხნის შემდეგ, ვერ ვიჯერებ რომ ეს ყველაფერი მე გადამხდა და ალბათ უკვე მეასეჯერ ვიწყებ ყველაფრის თავიდან გახსენებას. მაინც საიდან დაიწყო ეს ყველაფერი? იქნებ იმ დღეს სრულიად ქარბორბალასავით რომ შემოვარდა სანდრო ოთახში და უკან, მაშინ ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობი სხეული რომ შემოყვა ან მაშინ... როგორც ყოველთვის კვირას მთელი სამეგობრო ვისვენებდით და ამ ერთადერთი თავისუფალი დღის გატარებასაც შეძლებისდაგვარად ერთად ვცდილობდით. არადა, საშინლად გადაღლილები ვიყავით, კიდევ ერთი დამღლელი კვირის შემდეგ, რომელიც რუტინულად მთლიანად საქმესა და სამსახურს გულისხმობდა. ნუ, თუ არ ჩავთვლით გიგასა და ლეკას, მუდამ მოცლილებს, ერთადერთი სადარდებელი ის რომ ქონდათ ყოველი დღე როგორმე გაეხალისებინათ და ხან რას მოიგონებდნენ მოცლილობისგან, და ხანაც კიდევ რას. მაგრამ სწორედ მათი მომაბეზრებელი თავის დამსახურება იყო, ერთმანეთი არასდროს რომ არ დაგვიკარგავს და არ გავუცხოვებულვართ. ჰო, როგორი საშინელი გრძნობაა არა ერთ დღეს შენთვის ახლობელი ადამიანი, შენი სულის ნაწილი, ქუჩაში უხერხულად რომ ცდილობს თავის არიდებას ან სულ უარესი, თავს იკატუნებს ვითომ ჩვეულებრივი გამვლელი იყო, თითქოს არც არაფერი ყოფილა და შენი წარმოსახვა იყო, ერთად გატარებული მთელი ის დრო. ასეა თუ ისე, გიგას და ლეკას მადლიერები ვართ ყველანი, მაგრამ აბა ამაზე კრინტს ვინ დაძრავს, ეგრევე თავში აუვარდებათ, თავს მონაკოს პრინცად და პრინცესად წარმოიდგენენდა მერე ამათ ვინ გააჩერებს? ვერც ვერავინ. სინამდვილეში უთქმელადაც გაცნობიერებული გვაქვს ეს ყველაფერი თითოეულ ჩვენგანს და რა თქმა უნდა, ისინიც გრძნობენ შეფარულ მადლიერებას. მოკლედ, ერთერთ ასეთ კვირას ვატარებდით ერთად, განსაკუთრებული არაფერი, მათე და გიგა ტელევიზორში რაღაც ფეხბურთის მატჩს უყურებდნენ ისეთი ემოციებით გეგონება თვითონ უნდა მოიგონო და ძალღონეს არ იშურებდნენ ამისთვის. ნინა, სალომე და თამრო რაღაცას აცხობდნენ და მე შესული არ ვიყავი ისე გამომამწესეს გარეთ თითქოს ჩემსავით საშინლად თუარა ჩემზე უკეთესად მაინც შეეძლოს რომელიმეს რამე სამზარეულოში. ან გაეგებოდეს მაინც. რომელიმეს რამე ცხობისა. ამიტომაც ზუსტად ვიცი ეს ცხობის იდეა რითიც დასრულდება. მაგრამ ხმას არ ვიღებდი, დაე გაიხარონ, ჩემ სახლში მაინც არ ვართ.თანაც, დიდი ამბავი სამზარეულოს თუ გადაწვავენ, მათემ იდარდოს. არა თავიდანვე კი შეჭმუხნა წარბები და ცადა შეწინააღმდეგება ფრაზით „-მაინც და მაინც ჩემი სახლი რატომ უნდა განადგურდეს“-ო მაგრამ ისე დააიგნორეს, ეჭვი მაქვს საკუთარ არსებობაში შეიტანა ეჭვი მათემ. დანარჩენები ანუ მე, სანდრო და ლუკა დივანზე ვისხედით და ვლაპარაკობდით, არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ მალევე სანდროს დაურეკეს და ჩემი ძმა ისეთი სახით წამოხტა თითქოს მსოფლიოს გადარჩენის მისია ამას დააკისრესო. არადა ეგ იქით იყოს, მაგისი იმედი ოჯახს არ გვქონია არასდროს, ეჰ. -ტიტეა? ისე ჰკითხა ლუკამ, თითქოს მაშინვე მიუხვდა წაშლილი სახის მიზეზსო და სანდრომაც უხმოდ დაუქნია თავი, შემდეგ კი სწრაფი ნაბიჯებით დატოვა სახლი. მაშინ ყურადღება არ გამიმახვილებია ამ ყველაფერზე, ჰო, იქნებ მართლაც მაქიდან დაიწყო ყველაფერი, უფრო ზუსტად კი იმ მომენტიდან, დაახლოებით 10-15წუთში ქარიშხალივით რომ შემოვარდა სანდრო სახლში და რამდენიმე წამში მშვიდად შემოყვა უცნობი მამაკაცი. არც კი ვიცი როგორ აგიღწეროთ, მხოლოდ ის მახსოვს მაშინვე რომ მომხვდა თვალში მისი სიმაღლე, სანდროზე ნახევარი თავით მაღალი იყო და ალბათ მაგიტომ. შემოვიდა თუარა რაღაცნაირი მშვიდი და გრილი სურნელი შემომეფეთა სახეში სრულიად უკითხავად. არადა იმ სიშორიდან შანსი არ იყო რომ მისი სურნელი კიარა საერთოდ რაიმე სურნელი მოსულიყო ჩემამდე, ნორმალურად სახლშიც კი არ შემოსულიყო. მაგრამ ვიგრძენი და დამეფიცება ზუსტად ის სურნელი, დღესაც ასეთი საყვარელი რომაა ჩემთვის. მაშინაც, დანახვის პირველივე წამს და მაგის მერეც, სულ ვგრძნობდი მის გამოჩენას, მისებური სურნელის დამსახურებით, წამის მეასედში რომ მიძვრებოდა მთელს სხეულში და თავს მაკარგვინებდა. ეს ერთერთი იყო იმ მცირე სიიდან მალევე რომ მივხვდი არამიწიერად მიზიდავდა ტიტეში. ტიტე. ჩემი ტიტე... არც კი ვიცი, მართლა, წარმოდგენაც კიარ მაქვს როგორ შევძელით ერთად ვყოფილიყავით. სრულიად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან, მაგრამ ჰო იყო რაღაც დიდი მსგავსება ჩვენში, რაც ჩემზე ბევრად უფრო ადრე, პირველივე შეხვედრისას შეამჩნია ტიტემ ჩემში. მე კი ისე გამომაშტერა იმ ღამით მომხდარმა მოვლენებმა, ნამდვილად ვერ შევძლებდი რაიმეს შემჩნევას. მთელი ჩვენი ურთიერთობა ასე იყო მოწყობილი, მე ყველაფერს გვიან ვხვდებოდი, დაახლოებით მაშინ, ტიტეს ყველაფერი ასი გზის გადახარშული, მოფიქრებული და გადაწყვეტილი რომ ქონდა. ამიტომაც იყო ხშირად მე რომ მისი არ მესმოდა, ჰო მხოლოდ და მხოლოდ მე, ტიტეს როგორღაც ყოველთვის ესმოდა, მაშინაც კი თავად რომ ვერ ვერკვეოდი საკუთარ თავში. აი ასეთი იყო, მისებური და ამიტომაც შევიშალე. ყველაფერი მახსოვს, ჩვენს ურთიერთობაში არც იმდენი სასიხარულო მომენტი იყო, გკიარა შეიძლება ითქვას დაძაბულობა, ჩხუბი, კამათი, წყენა, თუ ტყუილი იყო მუდამ განუყოფელი ნაწილი ჩვენი ურთიერთობისა. და მაინც ვერ ველეოდი, ვერასდროს. სულ მინდოდა ამის გამო მოვშორებოდი, ჩემი ერთი ნაწილი არასდროს არ მასვენებდა, ცდილობდა საღ აზრზე დავეტოვებინე, მაფრთხილებდა, მაგრძნობინებდა რომ მისგან თავის დაღწევა იყო საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ ტიტე ზედმეტად მოედო ჩემს არსებას და წლების შემდეგაც კი, ჩემი ის ნაწილი, არ ვიცი სწორისკენ თუ არასწორისკენ რომ მიმითითებდა, სულ მთლად გაქრა. მე შევიშალე. პირველი ისტორიის, პირველი თავი. არ ვიცი მოგეწონებათ თუარა, არც ის ვიცი ღირს თუ არა გაგრძელება. დაურედაქტირებელია, საცდელი თავივითაა და ამიტომ. მადლობა თუ წაიკითხეთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.