შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ნახვით სიყვარული?! I-დან XI-ჩათ. თავი


13-07-2022, 00:07
ავტორი sTiTcHhhh
ნანახია 11 903

I თავი
შემოდგომა.ყველაზე მეტად ეს სეზონი მიყვარს. ადამიანის ხასიათივით ცვალებადია. ხის ტოტებიდან ერთი მეორეს მიყოლებით ცვივა ყვითელი ფოთლები და მიწაზე იფანტება. ვფიქრობ,საქართველოში შემოდგომის სილამაზე უფრო განსხვავებულად ჩანს.ჩემს გარშემო თითქმის ჩემსავით არავის არ უყვარს შემოდგომა და ვერც აღიქვამენ მის სილამაზეს.ყველაზე მეტად მიყვარს, როდესაც საღამოს ცხელი ჩაით ხელში ვზივარ აივანზე და ვფიქრობ ჩემს მომავალზე.ახლაც აივანზე ვარ და ვფიქრობ თუ როგორი მომავალი მელის წინ.ამ დროს კი მხრებზე სითბოს ვგრძნობ.
-გაცივდები და შემოდი რა სახლში.- ჯუჯღუნებს ჩემი ძმა. ვგიჟდები მის ჩემს მიმართ სითბოს გამომჯღავნებაზე.
-ხომ იცი ამ დროს როგორ მიყვარს ფიქრი არა.- ვეხუტები.
-ხო რა თქმა უნდა,თაიას ხომ გამორჩეულად უყვარს შემოდგომის ნიავი.-თვალების ტრიალით მეუბნება.
-თოკო,როგორ მიყვარხარ.-უფრო მაგრად ვეხუტები.
-ოჰ,ჩემს დაიკოს თავისი ჯუჯღუნა ძმის მიმართ გრძნობები შემოაწვა.-ლაღად გაიცინა.-მეც ძალიან მიყვარხარ.-მანაც ჩამიკრა გულში და თავზე მაკოცა.-ახლა კი ავდგეთ და სახლში შევიდეთ თორე მარინა გამოგვივარდება,თან ხვალ გასაუბრებაზე მიდიხარ და ხომ უნდა გამოიძინო.მიდი მიდი ადექი.-მითხრა და ერთი ხელის მოსმით წამომაგდო სავარძლიდან.მეც ლასლასით შევედი სახლში და გეზი ჩემი ოთახისაკენ ავიღე.ხვალ გასაუბრებაზე მივდივარ და მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო.ჩავიცვი საღამურები,მაღვიძარა დავაყენე და რბილად დავეშვი საწოლზე.ხვალინდელი დღის ფიქრის შემდგომ ჩამეძინა.
დილას მზის სხივები მანათებს თვალებზე და სწრაფად ვახელ თვალებს.საათს თვალს ვავლებ და ვხვდები,რომ ჯერ ძალიან ადრეა და ჩემ თავზე ვბრაზდები ფარდების გადაფარება რომ დამავიწყდა.ვიცი რომ ძილს ვეღარ შევიბრუნებ ამიტომაც ავდექი მოვწესრიგდი,სპორტული ტანსაცმელი ჩავიცვი და სარბენად წავედი.დავრბოდი და ვფიქრობდი ამ დროს კი ვიღაცის სხეულს შევეჯახე და ინერციით ძირს დავეცი.ძალიან გავღიზიანდი და ეგრევე ჩხუბი დავიწყე.
-სად იყურები,ნორმალური ხარ?ლამის ტვინის შერყევა მივიღე.- წინადადება დავასრულე და ეგრევე ავხედე.ღმერთო რატო არ მომძვრება ენა,ვაიმე როგორი სიმპატიურია.
-გოგონა თქვენ დამეჯახეთ და აქეთ მე მეჩხუბებით?მგონი სჯობს ეგ აგრესია სხვასთან გადმოანთხიოთ.-თქვა და ჩაიცინა.როგორც კი ეს თქვა მაშინვე გავღიზიანდი,წამოვდექი და ჩხუბი დავუწყე.
-აქეთ მე მადანაშაულებ? იმის მაგივრად, რომ ბოდიში მომიხადო? აი ეგ ხართ რა გიტყდებათ ბოდიშის მოხდა როცა თქვენ ხართ დამნაშავე. არც მჭირდება შენი ბოდიში. -ვუთხარი გაღიზიანებულმა და ზურგი ვაქციე და წამოვედი.სახლში მისვლისთანავე ჩემი ოთახისკენ წავედი და ჩემი ოჯახის სახეს ყურადღება არ მივაქციე.ისევ გაბრაზებული ვიყავი იმ ადამიანზე. საათს შევხედე თუ არა მაშინვე სააბაზანოსკენ გავიქეცი რომ სწრაფად მოვმზადებულიყავი.მთელი რიგი პროცედურების ჩატარების შემდეგ ოთახისკენ გავემართე რომ ტანსაცმელი ამერჩია.შევედი თუ არა ჩემი ძმა დამხვდა კაბით ხელში.ვგიჟდები როგორ იცის ხოლმე რომელი ტანისამოსი მინდოდა.ხელიდან გამოვგლიჯე.
-ვაიმე როგორ მიყვარხარ.-ძალიან მაგრად ჩავეხუტე.
-მეც ძალიან.მიდი ახლა ჩაიცვი და მე გაგიყვან თორემ დაგაგვიანდება.-შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.მეც მალევე მოვემზადე მაკიაჟზე დიდი დრო არ დამიხარჯავს, რადგან სასტიკად არ მიყვარს ზედმეტი არაფერი.მალევე გავედი ოთახიდან მშობლებს დავემშვიდობე და გარეთ გავედი.მალევე თოკას მანქანაში ჩავჯექი და ერთ-ერთი ცნობილი კომპანიისკენ წავედი.გზაში კი ჩემი და თოკას დუეტი გაიმართა და ლამის დავაყრუეთ ერთმანეთი.მალევე მიმიყვანა კომპანიამდე.
-აბა შენ იცი წარმატებები და არ ინერვიულო.-ჩამეხუტა.მეც საპასუხოდ ჩავეხუტე და მალევე გადავედი მანქანიდან.კომპანიაში შესვლისთანავე დაცვა მეგებება.
-უკაცრავად ვისთან მიბრძანდებით.-კითხვისნიშნის მზერა მომაგება.
-გამარჯობა გასაუბრებაზე ვარ დაბარებული.
-აჰ კარგი.ბატონი ალექსანდრეს კაბინეტი მერვე სართულზეა.- მითხრა და მეც ლიფტისკენ წავედი.მერვე სართულზე ავედი და კაბინეტის ძებნა დავიწყე.დიდხანს წვალება არ დამჭირვებია მალევე წავიკითხე „გენერალური დირექტორი-ალექსანდრე მაჩაბელი.“კარებთან მივედი, ღრმად ჩავისუნთქე და ორჯერ დავაკაკუნე.თანხმობის შემდეგ კაბინეტში შევედი.
-გამარჯობა,გასაუბრებაზე დამიბარ..-სიტყვა გამიწყდა როდესაც ავიხედე და ის ტიპი დამხვდა ვინც დღეს დამეჯახა.იგიც თავიდან გაკვირვებული იყო,მაგრამ შემდეგ ეშმაკურად ჩამიღიმა.
-მობრძანდით.-ჩაიცინა და მითხრა.დაბნეული მივედი და მის წინ ჩამოვჯექი.
-გამარჯობა.-ვუთხარი ისე,რომ თავი არ ამიწევია.
-გაგიმარჯოს.რაღაც აგრესიული აღარ ხარ ჩემს მიმართ.-ჩაიცინა და მითხრა.
-იმედია ბოდიშს არ ელოდები.-გაღიზიანებულმა შევხედე და ჩემი სივი მაგიდაზე დავდე.
-სიმართლე რომ გითხრა მეგონა რომ მეტყოდი.-გაიცინა და მითხრა.
-სულ ტყუილად და საერთოდ უკვე ვხვდები რომ არ ვარ აყვანილი ასე რომ წავალ.-გაღიზიანებულმა ავდექი და სასწრაფი ნაბიჯებით დავტოვე კაბინეტი და შემდეგ შენობა.როგორც იქნა ტაქსი გავაჩერე და სახლთან მისვლის შემდგომ მივხვდი რომ საბუთები იმ დეგენერატთან დამრჩა.ჩემ დაბნეულობაზე ნერვები მომეშალა მაგრამ იმ თავხედთან გაბრუნებას აღარ ვაპირებდი.ტაქსის მძღოლს ფული გადავუხადე და სახლისკენ დავიძარი.

II თავი
კარების გაღებას ვცდილობ მაგრამ ჩაკეტილია.ჩათანში გასაღების ძებნა დავიწყე და რომ ვერ ვნახე ჩემ თავზე კვლავ გავბრაზდი გასაღების წამოღება რომ დამავიწყდა.ტელეფონი მოვიმარჯვე და დედას დავურეკე,მამა და თორნიკე სამსახურში იქნებოდნენ და აზრი არ ჰქონდათ.ორი ზარის შემდეგ როგორც იქნა აიღო ტელეფონი.
-დედა სად ხარ?გასაღების წამოღება დამავიწყდა და გარეთ დავრჩი.მალე მოხვალ?-ეგრევე ვუპასუხე.
-თაია დედა,მე და ლალი საყიდლებზე ვართ წამოსულები და ჯერ ვერაფრით ვერ მოვალ და შეგიძლია ანისთან გაჩერდე ცოტახანი?- ესეიგი რადგან საყიდლებზეა მთელი დღე სახლში არ აპირებს მოსვლა,ჯანდაბა არადა დაღლილი ვიყავი.ანი ჩემი მეგობარია მაგრამ ისიც მუშაობს და სახლში არამგონია იყოს.
-კარგი დედა აკოსთან წავალ ცოტახანი მაშინ და როგორც კი მოხვალ დამირეკე.-ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე და აკოს ნომერი მოვძებნე.როგორც იქნა აიღო ტელეფონი.-აკო სად ხარ?-მაშინვე ვუპასუხე.
-სახლში თაი სად ვიქნები მე და გეგა ვართ ლუდს ვსვამთ.-როდესაც გეგა ახსენა ტანში სასიამოვნოდ დამიარა.გეგა ჩვენი საერთო მეგობარია,რომელიც ორი წელია მომწონს მაგრამ არც არაფერი,როგორც ყოველთვის ჩემი გრძნობების შესახებ არაფერს ვამბობდი.ახალ წელს გადაწყვეტილი მქონდა რომ მეთქვა მაგრამ მის მოსვლამდე როგორც გავიგე შეყვარებული ყოლია და ჩემი გრძნობებიც წამში დაიმსხვრა.ვაჟბატონი ალექსანდრე რომ დამეჯახა,გეგას მერე პირველად მესიმპატიურა ადამიანი მაგრამ რათ გინდა როგორც კი ხმა ამოიღო მაშინვე მომშხამა.კარგა ხნის შემდეგ ხმა რომ არ ამოვიღე,ცოტა ანერვიულებულმა მკითხა აკომ.-თაია ხო მშვიდობაა?რა ხდება სად ხარ?
-აჰ კი აკო,მშვიდობაა უბრალოდ სახლში არავინ არის და მე როგორც ყოველთვის გასაღები სახლში დამრჩა.ანა სამსახურში იქნება და სალო და მარი აქ რო არ არიან ეგ შენც იცი,ვიფიქრე ცოტახანი აკოსთან მივალთქო მაგრამ თუ არ გცალია,კაი არაუშავს კაფეში წავალ.-წინადადება დავასრულე თუ არა პატარაზე წამოიყვირა აკომ.
-რას ქვია არ მცალია გოგო,უბრალოდ ლუდს ვსვამთ,გეგას არ იცნობ თუ რატო ვერ ამოხვალ.მიდი მიდი დროზე ამოდი ხუთ წუთში აქ იყავი.-ცოტა გამიხარდა,ვიფიქრე გაგას ვნახავთქო მაგრამ...-თან გეგას შეყვარებულიც უნდა ამოვიდეს და გაგაცნობ იცი რა ჯიგარი გოგოა?მაგრად გაუგებთ ერთმანეთს.-თითქოს ბედნიერების ნაპერწკალი ჩამიქრა მაგრამ რას ვიზამდი გეგამ ხო არ იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ არა?ვიფიქრე არ ავალთქო მაგრამ აკოს ამბავი ვიცოდი ძალიან გამიბრაზდებოდა.
-კარგი მაშინ ხუთ წუთში შენთან ვარ.-ვუთხარი და გავუთიშე. ნელ-ნელა მივლასლასებდი ფეხით მაგრამ ათი წუთიც ვერ გავიყვანე მალევე მივედი მასთან.ჭიშკარი შევაღე ბიჭებიც დავინახე და ლამაზი გოგონა რომელიც გეგას გვერდით იჯდა.მაშინვე მივხვდი ვინც იყო მაგრამ თავი დავიმშიდე და მათკენ წავედი.
-პრივეტ ბავშებო.-ვთქვი და მაშინვე აკოს ჩავეხუტე.მანაც გულზე მიმიკრა და თავზე მაკოცა.ვგიჟდები მასზე.
-სად იყავი ამდენ ხანს პატარავ.-შემომხედა და მითხრა.ვგიჟდები ასე რო მეძახის,მარტო მისგან მიყვარს ეს სიტყვა.ბავშვობიდან ერთად მოვდივართ მე,აკო და ანი,შემდეგ კი სკოლაში შემოგვიერთდნენ სალო და მარი.ძალიან განსხვავებული სამეგობრო ვართ და ამით ნამდვილად ვამაყობ.
-აუ რა ვიცი.დღეს გასაუბრებაზე ვიყავი და ისე მომეშალა ნერვები რო რავიცი.მერე სახლში არავინ დამხვდა და ნელ-ნელა მოვდიოდი.-ვთქვი ბურდღუნით და სკამზე ჩამოვჯექი.
-და გასაუბრებაზე რა მოხდა?-აქამდე ჩუმად მჯდომმა გეგამ თქვა და გოგოს ხელი გადახვია.თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა და ვხვდებოდი რაც არ უნდა ყოფილიყო ის უნდა დამევიწყებინა.
-რა და დილას სანამ გასაუბრებაზე წავიდოდი სარბენად წავედი და იქ დავეჯახე ერთ ბიჭს და დავეცი.მეთქი ბოდიშს მომიხდისთქო და აქეთ დამდო ბრალი შენ დამეჯახეო ვეჩხუბე და მერე რომ მივედი გასაუბრებაზე ის ტიპი იყო დირექტორი.-ავატრიალე თვალები და მივეყრდენი სკამს.-დამიწყო მერე ირონიულად ლაპარაკი იქაც ვეჩხუბე და წამოვედი.-დავამთავრე ლაპარაკი და აკოს გავხედე რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა.შემდეგ იმ ორსაც გავხედე და ისინიც ჩუმად იცინოდნენ.-კარგით რა, რა გაცინებ.-დავიბღვირე.
-კაი რა,ბედი მაქო შენ უნდა თქვა რა გინდა.-დაიწყო სიცილი აკომ. მის ხარხარზე ყველას სიცილი აგვიტყდა.ვგფიჟდები ამ ადამიანზე რა.სიცილით მოვსვი ლუდი და ყველას გადავხედე.
-ამ გოგოს არ გამაცნობთ?-კარგა ხნის მერე ვიკითხე.
-მე კესო ვარ,გიგის შეყვარებული.-მითხრა.პატარა ბავშივით შემომხედა და ხელი გამომიწოდა.მივხვდი,რომ ეს გოგო გიგის მორიგი ნაშა არ იყო და ნამდვილად მოწონდა.გულში ჩამწყდა მაგრამ მართლა გამიხარდა მისი ბედნიერება.
-სასიამოვნოა თაია.იმედია ვიმეგობრებთ.- ვთქვი და მეც ჩამოვართვი ხელი.
-აუცილებლად.-თქვა და გამიცინა.
-კარგით აბა ჩვენ გაგვიმარჯოს.-თქვა აკომ და ლუდის ბოთლი აიღო ხელში.-მალე ანის,სალოს და მარისაც გაგაცნობთ და ერთი კარგი ფართიც მოვაწყოთ.-მოსვა ლუდი და შემდეგ ჩვენ შემოგვხედა.
-აუ რა მაგარია.თან მაინც არ ამიყვანეს სამსახურში და სანამ ახალ ვაკანსიას ვნახავ მანამდე გავერთობი მაინც.-ვთქვი და გავიცინე.
-ჩემთან ფირმაში.ვკითხავ გიორგის და იქნებ იყოს რამე საშენო.- მითხრა აკომ და მიმიხუტა.მეც ჩავეხუტე თან ლუდი მოვსვი.ერთი საათის შემდეგ კი მარინამ დამირეკა.
-დე, სახლში ვარ უკვე და მოდი შენც.
-კარგი დე გამოვდივარ მეც.-ვუთხარი და გავუთიშე ტელეფონი.-კარგი წავედი მე დავიღალე თან.-ვუთხარი მათ და წამოვდექი.
-ცოტა ხანს ვერ გაჩერდები კიდევ?-მითხრა კესომ.
-ვერ დავიღალე თან და დაძინება არ მაწყენდა.-ვუთხარი.აკოს ჩავეხუტე.დავემშვიდობე ყველას და სახლისაკენ წამოვედი. ჩაფიქრებული ვიყავი.არა რა რაღა მანდამანიც ის არსება იყოს დირექტორი რა,ბედი არ მაქ არაფერში.თავდახრილი მივიდოდი და მკვრივ სხეულს შევეჯახე და დავეცი.დეჟავუ რა ჯანდაბა მჭირს დღეს.ავხედე და კვლავ ბატონი ალექსანდრე.
-რა ჯანდაბაა,ჯინაზე მე მეჯახები თუ რა უბედურებაა.-ისევ ჩხუბი დავუწყე.
-ისევ და ისევ შენი ბრალია თაია არ იყურები წინ.-მითხრა ირონიულად.გამიკვირდა და თქმას ვაპირებდი ჩემი სახელი საიდან იცითქო,მაგრამ მერე გამახსენდა რომ ჩემი სივი მასთან დამრჩა.
-და შენ ისევ და ისევ ბოდიშის მაგივრად მე მეჩხუბები.-მეც ირონიულად ჩავიცინე და გვერდის ავლა ვცადე.
-გასაუბრებაზე რატო არ გაჩერდი?-მოულოდნელად მკითხა ცოტა გამიკვირდა და შემდეგ გავბრაზდი კიდეც.
-რატომ?ნეტა რატომ.-ჩავიცინე.-ირონიულად რომ მესაუბრებოდი და „მსუბუქად“დამცინოდი არაუშავს?-ვუთხარი და გვერდი ავუარე.ნაღდად არ მქონდა მასთან ლაპარაკის თავი.სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში შევედი გამოვიცვალე და ლოგინში დავწექი.დიდი ხნის ფიქრის შემდეგ კი ჩამეძნა.როგორც ჩანს ნამდვილად დავიღალე და ასე მალე მაგიტომაც დამეძნა.
დილას ტელეფონის ზარის ხმა მაღვიძებ.ნელ-ნელა თვალებს ვახელ და ტელეფონს დავყურებ.უცხო ნომერი იყო.
-დიახ?-ვუპასუხე.
-გამარჯობათ. თქვენ აყვანილი ხართ „ალარკი“ს ფირმაში, უფროსის თანაშემწის თანამდებობაზე.-მითხრა გოგონამ.
-რაა?-გაოცებულმა წამოვიძახე და მაშინვე წამოვჯექი.
-დიახ და შეგიძლიათ რომ დღეს პირველ საათზე მობრძანდით და აგიხსნით თქვენს მოვალეობებს.-ჩამოარაკრაკა გოგონამ.
-უკაცრავად მაგრამ ვინ დაგარეკინათ?-ვიკითხე.
-ბატონმა ალექსანდრემ.-მითხრა.
-აჰამ კარგით პირველს საათზე მაშინ მანდ ვარ.ნახვამდის.-დავემშვიდობე და ტელეფონიც გავთიშე.მაშინვე წამოვხტი და ჩემი ძმის ოთახისკენ წავედი.-თოკა.-გაღვიძება დავუწყე.
-რა დაგესიზმრა ასეთი თაია,ხომ იცი რომ დაღლილი ვარ არა.-თქვა ჯუჯღუნით და ბალიში თავზე წაიფარა.
-აუ ადე რა გთხოვ.სამსახურში ამიყვანეს ამ წამს და პირველი საათისთვის იქ უნდა ვიყო და მომეხმარე რა როგორ მოვიქცე.- ვუთხარი და ბალიში თავიდან ავაცალე.
-ხო,ხო, კარგი ვდგები რაა.-დაიწყო ჯუჯღუნი და ლასლასით ადგა.-კლასიკურად ჩაცმა არ არის საჭირო და არც ძალიან გადაპრანჭვა. რამე ლაითად ჩაიცვი.ნუ მთლად შორტებით არ წახვიდე ახლა.
-კარგი,კარგი და შენ უნდა წამიყვამნო ხო იცი არა.ტაქსით ნუ წამიყვან.-ვუთხარი და კნუტის თვალებით შევხედე.
-კარგი,კარგი წაგიყვან მოემზადე შენ.-მითხრა თავზე მაკოცა და ჩემი ოთახიდან გავიდა.
მაშინვე მზადება დავიწყე ლამაზი სარაფანი და თეთრი კედები ჩავიცვი,მსუბუქად გადავისვი ღია ფერის ტუჩსაცხი და წამოვდექი. პატარა ხელჩანთა და მობილური ავიღე და გარეთ გავედი.
-დედი მოდი რა ცოტა შეჭამე.
-კარგი დე,ოღონდ მალე მაინც პირველი დღეა. -მივედი მაგიდასთან,დიმას ვაკოცე და თოკოს გვერდით დავჯექი.
-აბა მამი რა სამსახურია თან მომიყევი.
-აუ რავი დიმუშ გაყიდვების დიდი ფირმაა და მე ჯერ-ჯერობით უფროსის თანაშემწე ვარ მარა დაწინაურებას ექვემდებარებაო.- ვუთხარი და თან წამოვდექი თორნიკესთან ერთად.
-კარგი მამი აბა წარმატებები.-ლოყაზე მაკოცა.მეც ჩავეხუტე დედასაც ვაკოცე და წამოვედი.
მალევე მივედით კომპანიასთა.თოკომაც წარმატებები მისურვა, მანქანიდან გადავედი და მალევე კომპანიაში შევედი.როგორც ყოველთვის დაცვა გამომეგემა.ამჯერად მიცნო და მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლა.ცოტა ნერვიულობამ ამიტანა,მაგრამ ღრმად ჩავისუნთქე და ლიფტისკენ გავემართე.ავედი სასურველ სართულზე და აწ უკვე ნაცნობ კართან დავდექი,ღრმად ჩავისუნთქე და ორჯერ დავაკაკუნე და დაველოდე პასუხის გაცემას.
-მობრძანდით.-გაისმა ოთახიდან ბოხი ხმა.ტანში უცნაურად დამიარა მაგრამ ეს გრძნობა უკუვაგდე და ოთახში შევედი.
-გამარჯობა ბატონო ალექსანდრე.
-გაგიმარჯოს თაია.-ცოტა ირონიულად მიპასუხა,ან შესაძლოა მე ჩავთვალე ასე.-დღეიდან ჩემი თანაშემწე იქნები და შემდგომ ვნახოთ როგორ გაართმევ თავს,იმის მიხედვით დაგაწინაურებ.-მითხრა და გამიცინა.
-კი რა თქმა უნდა მაქსიმალურად შევეცდები.-ვუთხარი ცოტა დაბნეული.
-კარგი.-მითხრა და ტელეფონი აიღო.-ლილე შემოდი.-ორი წუთიც არ იყო გასული,რომ შემოვიდა ძალიან ლამაზი და დახვეწილი გოგონა,ლამის პირი დავაღე მაგრამ როგორღაც თავი შევიკავე.-ლილე ეს ჩემი ახალი თანაშემწეა და შეგიძლია მისი ოთახი აჩვენო.-ლილემ ჯერ ალექსანდრეს შეხედა და შემდეგ მე გადმომხედა ამრეზით,თითქოს რაღაც საშინელება დაენახოს.აჰამ როგორც ვფიქრობდი ძალიან ამაყი და ქედმაღალი იქნება რა თქმა უნდა.ეს გავიფიქრე და მაშინვე შეუმჩნელად თვალები ავატრიალე.
-დიახ ბატონო ალექსანდრე.-განაზული ხმით უთხრა.ღმერთოო როგორ ვერ ვიტან ასეთებს და ისევ შეუმჩნელად გადავატრიალე თვალები.გავდიოდით როდესაც ისევ ლილეს დაუძახა.
-ოთახს რომ აჩვენებ მერე ჩემთან შემოდი საქმე მაქვს.-თქვა და ეშმაკურად გაუღიმა და ლილემაც იმავე მზერით შეხედა.კი,კი რა თქმა უნდა საქმე გაქვთ აბა რა.
-კარგით ბატონო ალექსანდრე.-უპასუხა განაზულად და თვალი ვითომ და შეუმჩნელად ჩაუკრა.კარგით რაა,სამსახურში მაინც არ იყოთ.
კაბინეტიდან გამოვედით და იმავე სართულზე ალექსანდრეს კაბინეტთან ახლოს ოთახში შემიყვანა.ძალიან მყუდრო და საყვარელი ოთახი იყო.
-ეს იქნება შენი ოთახი.მალე შემოგიტანენ კომპიუტერს და პრინტერს.-მითხრა და კარებისკენ წავიდა,მაგრამ უეცრად მომიტრიალდა და მითხრა.-ხო მართლა,საბუთების და მეილების მოწესრიგების გარდა ბატონი ალექსანდრე რასაც მოინდომებს და გეტყვის ყველაფერი უნდა მიუტანო,მაინც თანაშემწე ხარ და.-მითხრა და გველურად ჩაიცინა.რა გააკეთა ვითომ ახლა თავისი ჭკუით დამამცირა?შენ კარგად არ მიცნობ და ფრთხილად იყავი ვის ეთამაშები იცოდე.გავიფიქრე მაგრამ სრულიად სხვა რამ ვუთხარი.
-დიახ რა თქმა უნდა ეგ მოიაზრება თანაშემწის პოზიციაში მგონი.-ვუთხარი და მეც გველურად გავუღიმე.ჩემი ოთახიდან როგორც იქნა გავიდა და მაშნვე ჩემი ოთახის დათვალიერება დავიწყე.ძალიან მყუდროა იისფერი კედლებით,მაგრამ ძალიან უსიცოცხლო,როგორღაც მოვახერხებ და ოთახსაც შევავსებ. მალევე ოთახში ორი ბიჭი შემოვიდა.კომპიუტერი და პრინტერი შემომიტანა და მალევე გავიდნენ.მალევე საბუტების დახარისხებასა და მაილებზე პასუხის გაცემა დავიწყე,თან ცოტა დაძაბული ვიყავი ალექსანდრეს არ დაერეკა და რამე არ მოეთხოვა.მაგრამ მთელი დღე ისე გავიდა რომ არც მას შევხვედრილვარ და არც დაურეკავს.მეც როგორც შემეძლო მაქსიმალურს ვაკეთებდი და ყურადღებას ვაქცევდი რამე რომ არ შემშლოდა.
ძალიან დამღლელი დღე იყო,რადგან პირველი დღეა და იმედია მალე შევეგუები ამას.ჩემი ძმა ისევ სამსახურშია და ვერ მომაკითხავს.არადა როგორ არ მინდა ტაქსით მგზავრობა მაგრამ რას ვიზამთ.ჩემი ნივთები ავიღე,შუქი ჩავაქრე და კარებიც გამოვიხურე.თითქოს ყველა წასული იყო და მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი.მალევე ჩავედი პირველ სართულზე და გარეთაც გავედი.ტაქსს ველოდებოდი როდესაც ჩემს წინ გაჩერდა შავი დიდი ჯიპი.ცოტა შემეშინდა და უკან დავიხიე.ამ დროს მინა ჩამოიწია და...
-დაჯექი წაგიყვან.-მითხრა ბატონმა ალექსანდრემ.



III თავი
-დაჯექი წაგიყვან.-მითხრა ალექსანდრემ.ცოტათი დავიბენი არ ვიცოდი რა მეპასუხა.ცოტა ხნით გავჩუმდი და შემდეგ ვუთხარი ცოტა მორიდებით.
-არ შეწუხდეთ ბატონო ალექსანდრე,ტაქსი გამოვიძახე და წუთი წუთზე აქ იქნება.
-დაჯექი,მალე წაგიყვან ამ დროს ტაქსით ვერ გაგიშვებ.-მითხრა თითქოს ზერელედ.ვაიმეე თითქოს გაძალებდეს ვინმე რა.
-არ მინდათქო მადლობა.-ვუთხარი ოდნავ მკაცრად.სად არის ეს ტაქსი ამდენ ხანს რა უბედურებაა.
-ესეიგი არა ხო?-მკითხა.
-არა.-ვუთხარი და გზისკენ გავიხედე.
-კარგი,როგორც გინდა.-მხრები აიჩეჩა და წავიდა.ტაქსი რო არადა არ მოვიდა ისევ დავრეკე.
-უკაცრავად მაგრამ ხუთი წუთის წინ ტაქსს გამოვუძახე და ჯერ კიდევ არ არის მოსული და რა გავაკეთო?-ცოტაოდენი სიფიცხით ვუთხარი.
-ბოდიშით აქამდე,რომ არ შეგატყობინეთ მაგრამ თქვენს მიერ გამოძახებულ ტაქსს მანქანა გაუფუჭდა და სხვა დანარჩენი კი დაკავებულია და ვერაფრით ვერ გამოვუშვებთ.-მითხრა ჩვეულებრივად.ნელ-ნელა ბრაზმა შემომიტია და უხეშად ვუთხარი.
-უკაცრავად მაგრამ ამდენი ხანი,რომ ველოდები აქამდე ვერ შემატყობინეთ?რა უპასუხისმგებლობაა ვერ გავიგე ყველაზე საშინელი მომსახურება გაქვთ.-ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე. ასეთი უტიფარი არ გამიგია არავინ,ცოტა დამნაშავედ მაინც ეგრძნო თავი.ტელეფონი კვლავ ავიღე და თორნიკეს დავურეკე. რამდენიმე ზარის შემდეგ როგორც იქნა აიღო ტელეფონი.
-ხო თაი.-ჩამყვირა ტელეფონში.მისი ხმის ფონზე მუსიკის ხმა მესმის და ვხვდები რომ კლუბშია.ოხ,თოკო რაღა დღეს მოგინდა დალევა რაა.
-ნასვამი ხარ?-იმ იმედით ვკითხე,რომ შესაძლოა ახალი მისული იყო,ან დალევით მაინც არ დაელია.
-აუ კი თაი,დღეს ირაკლის დაბადების დღეა და შუა დღიდან აქ ვართ.დღეს შეიძლება გვიან მოვიდე სახლში და უთხარი დედას რა.-მითხრა და აშკარად ეტყობოდა,რომ სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.- რატო მირეკავდი?რამე ხო არ გჭირდება?-მითხრა ცოტა ხნის შემდეგ.კაი დროს გაგახსენდა ჩემო ძმაო ეს გავიფიქრე და თვალები ავატრიალე.
-არა არაფერი სახლში,რომ არ დამხვდი მოგიკითხე.კაი მიდი გაერთე.
-კაი თაი,კარგად.-მითხრა და მალევე გათიშა.შემდეგ მამაჩემთან დავრეკე.გავიდა ერთი ზარი,გავიდა მეორე,მესამე.არადა არ მიპასუხა და ბოლოს გავუთიშე.ოხ რატო არ იცი ტელეფონის თან ტარება მამა რა.აკოსთან დარეკვას აზრი არ ქონდა მის ძმაკაცებთან ერთად იყო წასული.ჯანდაბას ფეხით წავალ და იქნება ტაქსმაც გამოიაროს.მივუყვებოდი ქუჩას და ცოტა შიშმა ამიტანა,სრულიად სიბნელეში,რომ მომიწია გავლა.ორი წუთის შემდეგ ჩემს უკან კაცის ხმა მესმის და შიშისგან გამცრა.ღმერთო გთხოვ ისევ ის არ განმეორდეს რაც ადრე გადამხდა თავს,ძალიან გთხოვ.ახლა უკვე კანკალმა ამიტანა და ვგრძნობდი,რომ მიახლოვდებოდნენ და მისი ხმაც გავიგე.
-ნახე რა ნაშაა.ასეთი გოგო ხელიდან როგორ უნდა გავუშვათ?-ამის გაგონებაზე სუნთქვაც კი შემეკრა და ნაბიჯს ავუჩქარე.ღმერთო გთხოვ გადამარჩინე.ვიგრძენი,რომ იმთაც აუჩქარეს ნაბიჯს და მალევე ხელზე შეხება ვიგრძენი.
-საყვარელო სად გამექეცი,რა გეწყინა ვერ გავიგე.-ამ სიტყვების გაგონებაზე გაოცებულმა ავიხედე და ალექსანდრე,რომ დავინახე მაშინვე გავოცდი,მანაც გამომხედა და თვალი ჩამიკრა.ცოტა ხნის შემდეგ უკან გავიხედე,რომ არავინ არ იყო ამოვისუნთქე.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე.-ვუთხარი მორიდებით და ოდნავ მოვშორდი.
-რისი მადლობა თაია,თურმე ისეთი ძლიერიც არ ყოფილხარ როგორიც მე მეგონა და როგორიც ჩემთან მიმართებაში იყავი.-მითხრა და გველურად გამიცინა.გავბრაზდი,ისევ ის ამბავი გაიხსენა.
-კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე ახლა წავალ მეჩქარება.-ვუთხარი ოდნავ უხეში ტონით და სწრაფი ნაბიჯებით წავედი.
-ახლა მაინც დამთანხმდი და ჩაჯექი ჩემ მანქანაში გაგიყვან.-მითხრა და მეც მაშინვე უკან შევტრიალდი.
-არა გმადლობთ ისედაც ბევრი რამ გააკეთე ჩემთვის და აღარ შეგაწუხებთ.-ვუთხარი და ისევ გავაგრძელე გზა.
-რატომ ჯიუტობ ვერ ვხდები,ისევ იგივე გინდა,რომ მოხდეს.-მიხთხრა და სწრაფად ჩემთან გაჩნდა.
-არ მოხდება ჩემი სახლი აქვეა და მალე მივალ ასე,რომ არ შეგაწუხებთ.-ვუთხარი და კვლავ გავაგრძელე გზა.
-რატომ ხარ ასე დარწმუნებული ვერ ვხვდები,მაგრამ უკვე აღარც გეკითხები.-თქვა და ხელი მომკიდა და მანქანამდე ისე მიმიყვანა ვერაფრით ვერ გავიაზრე.უკვე კარებთან ვიყავით მისულები როდესაც გამოვფხიზლდი და ხელი მაშინვე გამოვგლიჯე.
-როგორ ბედავ.აღარ შემეხო იცოდე,რომ ვამბობ ფეხით წავალთქო ესეიგი ფეხით მივდივარ გასაგებია.-დავუყვირე და დისტანცია დავიცავი.
-ვერ ვხვდები არ გეშნია მაინც?-მკითხა და მალევე ისევ მან გააგრძელა ლაპარაკი.-ნუ ნერვიულობ თავმოყვარეობა არ შეგელახება ჩემ მანქანაში ჩაჯდომით.-მითხრა ცინიკურად.ამაზე ვგრძნობ,რომ ნელ-ნელა ვბრაზდები.ვცდილობ,რომ თავი შევიკავო.ღრმად ჩავისუნთქე და წყნარად ვკითხე.
-საერთოდ თავმოყვარეობა აქ რა შუაშია?
-აბა სხვა მიზეზი რა უნდა იყოს მანქანაში,რომ არ მიჯდები როგორც თანამშრომელს პატივს გცემ და მიმყავხარ სახლში და პატივი დამდე და დამთანხმდი.-მითხრა და საყვარლად გამიცინა. ამაზე თითქოს რაღაც სხვა ვიგრძენი,თმცა უკუვაგდე ეს ყოველივე და ბევრი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.
-კარგი ამ ერთხელ წამიყვანე.-ვუთხარი თითქმის ჩურჩულით და მანქანის კარები გამოვხსენი და ჩავჯექი.ალექსანდრემ შემომხედა, ჩაიცინა და ისიც მიუჯდა საჭეს.მთელი გზა ჩუმად ვიმგზავრეთ.ორი წუთით გავხედე და ლამის სახე შემეჯყინა მის პროფილზე. როდესაც შევამჩნიე მისი ჩაღიმება მალევე თვალი მოვაცილე და კვლავ გარეთ დავიწყე ყურება.მალევე ჩემ სახლთან მიმიყვანა. ღვედი მოვიხსენი და მაშინვე კარები გამოვახე ორი წუთით ალექსანდრეს შევხედე.
-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე და ბოდიში შეწუხებისთვის.-ვუთხარი და ოდნავ გავუღიმე.
-არაფრის და გითხარი რომ არ ვწუხდები.-მანაც გამიღიმა. უთქმელად გადმოვედი მანქანიდან და მალევე შევედი სადარბაზოში.მალევე სახლში ვიყავი უკვე და დაღლილი სახით ვუყურებდი მარინას.
-შენ მოგიკვდი დედიკო როგორი დაღლილი სახე გაქ.-მითხრა და ჩამეხუტა.-წამოდი დედი ჭამე და დაწექი დაისვენე.-მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა.ტელევიზორისკენ გავიხედე და როდესაც დავინახე,რომ მამიკოს ეძინა გამეღიმა და სააბაზანოსკენ დავიძარი.
მალევე გამოვედი და ოთახისკენ წავედი გამოსაცვლელად.ხუთი წუთის შემდეგ კი მაგიდას შემოვუჯექი და გემრიელობების ჭამას შევუდექი.
-რთული იყო პირველი დღე დედიკო?-მითხრა და თბილად გამომხედა.
-მიუჩვეველი,რომ ვარ მალევე დავიღალე თორე ისე არ არის რთული.-ვუთხარი და გემრიელად გავაგრძელე ჭამა.-თოკო არ მოსულა ხო?
-არა თაი და ეგ ბიჭი გადამრევს.ხო ვიცი ახლა დილას მოვა თან ისე, რომ ფეხზე ვერ იდგება.-მითხრა ჯუჯღუნით.
-კაი დე ნუ ჯუჯღუნებ ერთი,დიდი ბიჭია უკვე და თავის თავს მიხედავს.-ვუთხარი და გავუცინე.-კარგი დე დავწვები ახლა თორე მართლა ძალიან დავიღალე.
-კარგი და მიდი დაწექი და დაისვენე.-მითხრა და თვითონ სუფრის ალაგება დაიწყო.
როგორც კი დავწექი დაღლილობა შემომაწვა და მაშინვე გავითიშე. დილას მაღვიძარამ,რომ დარეკა ძლივს გავიღვიძე.როგორც იქნა მივლასლასდი სააბაზანოში მოვწესრიგი და კვლავ ოთახისკენ წამოვედი.დღეს ძალიან მინდოდა განსხვავებულად და უფრო ლმაზად ვყოფილიყავი.ლამაზი კოპლებიანი კაბა ჩავიცვი თეთრი კეტები და სარკის წინ დავდექი,ვფიქრობდი მაკიაჟი გამეკეთეინა თუ,არა მაგრამ ბოლოს შევეშვი და ოთახიდან გამოვედი.პირდაპირ თოკოს ოთახში შევედი,მაგრამ საწოლი ხელუხლებელი,რომ დამხვდა გამიკვირდა.მაშინვე ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოსკენ წავედი.რომ შევედი და დედაჩემი მაგიდასთან ჩაძინებული დავინახე ძალიან გამიკვირდა.
-დედა?-ვუთხარი თუ არა მაშინვე წამოხტა,მეც მასთან მივედი.- კარგად ხარ?
-კი დედი უბრალოდ თორნიკეს ველოდებოდი მთელი ღამე.
-დედა კარგი რა,რამდენჯერ უნდა გითხრა უკვე დიდია და თავის თავს მიხედავს ნუ გეშინია.დაბადების დღეზე იყო და ხო იცი როგორც იციან მაგენმა.-ვუთხარი და გავიცინე.
-ხო მარა მაინც ვნერვიულობ დაერეკა მაინც.-მითხრა ჯუჯღუნით.
-კარგი რა დედა მთელი ღამე სვამდნენ და ახლა როგორ ფიქრობ დარეკვის თავი ექნებოდა?!-ვუთხარი და გავიცინე.-კარგი ახლა მე უცებ ყავას დავლევ და გავიქცევი თორე დამაგვიანდება.-ვუთხარი და წყალი დავადგი.
-მარტო ყავა თაია?ჭამე რამე თორე მოგშვდება მერე ხო იცი.-მითხრა და წამოდგა.
-არა დედა მართლა ვერ მოვასწრებ მაგვიანდება.-ვუთხარი და ყვა გავაკეთე.
-კარგი მაგრამ შესვენებაზე ჭამე იცოდე.-მითხრა და ისევ დაჯდა.
-კი აუცილებლად.-ვუთხარი და გავუღმე.მალევე ყავაც დავლიე და სამსახურშიც წავედი.ტაქსში კი გამუდმებით თოკოს ვურეკავდი,არ იღებს და ძალიან ვნერვიულობ უკვე მეც.რაც არ უნდა მთვრალი იყოს ტელეფონს ყოველთვის პასუხობდა.მალევე მივედი კომპანიაში და ჩემს ოტახში გამოვიკეტე.როგორც ყოველთვის უამრავი საბუთი მედო მაგიდაზე და არააფერზე საფიქრალი დრო აღარ მქონდა.აქეთ იქით დავრბოდი და საბუთები მიმქონდა და მომქონდა.სანამ შესვენებაზე გავიდოდი ოფისის ტელეფონმა დარეკა.თითქოსდა გული ამიჩქარდასავით,ღრმად ჩავისუნთქე და ვუპასუხე.
-თაია შემოდი ჩემთან.-მისი ხმის გაგონებისას თითქოს დამცხა და ავნერვიულდი.პირველი იმას ვფიქრობდი ხმა არ ამკანკალებოდა.
-კარგით ახლავე.-სწრაფად ვუთხარი და ტელეფონი დავკიდე.სარკეში როდესაც ჩავიხედე და წითელი ვიყავი ჩემი თავის გამიკვირდა არ ვიცოდი რა მჭირდა,თმა და კაბა შევისწორე, გავედი და მის კართან დავდექი.ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე და ორჯერ დავაკაკუნე.
-შემოდი.-თქვა თუ არა მაშინვე შევედი და მისი მაგიდის წინ დავდექი.-პირველ რიგში გამარჯობა.-მითხრა და გამიღიმა. ღემრთო თაია რა გჭირს აზრზე მოდი.
-გამარჯობა.-ვუთხარი და მეც გავუღიმე.
-რაღაც საბუთებისთვის მინდა,რომ წახ...-წინადადება შუაზე გაწყვიტა როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა.ირაკლი რა დროს დარეკვაა ახლა.მაშინვე გავუთიშე.
-დიდი ბოდიში.-ვუთხარი და თავი ჩავხარე.
-არაუშავს.-მითხრა და კვლავ გამიღიმა.-ხო ესეიგი რაღაც საბუთებისთვის მინდა,რომ წახვიდე და მოიტანო.კაფეში შეგხვდება და იქ გად...-ისევ გაწყვიტა ლაპარაკი და ისევ ჩემი ტელეფონის გამო.-უპასუხე შეიძლება რაღაც აუცილებელია.-მითხრა და მეც მაშინვე ვუპასუხე ირაკლის რომელიც არ ჩერდებოდა
-ირაკლი რა ხდება, აუცილებელი საქმე თუ არ არის მერე დაგირეკავ უფროსთან ვარ ახლა.-ვუთხარი და მაშინვე ალექსანდრეს გავხედე.
-თაია არ ინერვიულო.-მითხრა და მაშინვე გააგრძელა.- მაგრამ თორნიკე საავადმყოფოშია და სასწრაფოდ უნდა მოხვიდე.
-რაააა?-დავიკივლე და თვალებში ბინდი გადამეკრა.


IV თავი
მალევე რაღაც მძაფრს ვგრძნობ და თვალებს ზანტად ვახელ. გამოსახულება არეულია,ამიტომაც ისევ თვალებს ვხუჭავ და ვახელ და ჰგვერდით ვიხედები.მაშინვე ალექსანდრე დავინახე სკამზე ჩამომჯდარი.ცოტახანს ისევ დავხუჭე თვალები და მაშინვე ირაკლის სიტყვები გამახსენდა და წამოვხტი.ალექსანდრემ ჯერ გაკვირვებული შემომხედა და მალევე ჩემთან მოვიდა.
-კარგად ხარ?-მკითხა თბილი მზერით.
-ახლა უკეთ.-ვუთხარი და მაშინვე ტელეფონის მოძებნას შევუდექი. მალევე ვიპოვე და ისევ ირაკლისთან დავრეკე,როგორც კი ტელეფონს უპასუხა მაშინვე კითხვები დავაყარე.-რა ხდება?ახლა როგორ არის?რა დაემართა?რომელ საავადმყოფოში ხართ?-კიდევ უნდა მეკითხა,როდესაც თვითონ შემაწყვეტინა.
-ჯერ დაწყნარდი.ახლა გამოგიგზავნი მისამართს და იქ მოდი.-მითხრა და მაშნვე გამითიშა.
-ბატონო ალექსანდრე შეიძლება დღეს,რომ წავიდე?და ხვალ გვიანობამდე დავრჩები გპირდებით.-ვუთხარი და თან ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-მშვიდობაა?რა მოხდა მითხარი იქნებ მეც დაგეხმარო.
-ჩემი ძმა საავადმყოფოშია და არ ვიცი როგორ არის,ან საერთოდ რატომ მოხვდა საავადმყოფოში და რომ არ მივიდე ახლა იქ შეიძლება შევიშალო კიდეც.-ვუთხარი და ცრემლები მაინც გადმომცვივდა.
-კარგი დამშვიდდი არაფერი არ იქნება საშიში დარწმუნებული ვარ. მე წაგიყვან საავადმყოფოში.-მითხრა და ის ის იყო უარი უნდა გამეცხადებია,რომ მითხრა.-უარი არ მიიღება.შენი ნივთები აიღე. მე გასასვლელთან დაგელოდები.-აღარ შევეწინააღმდეგე და ჩემი ოთახისაკენ წავედი,ჩემი ნივთები ავიღე და სწრაფად წავედი გასასვლელისკენ.ალექსანდრე მანქანას იყო მიყრდნობილი და როდესაც დამინახა მაშნვე კარი გამიღო.ცოტა მეუხერხულებოდა მაგრამ ახლა ჩემი ძმის გარდა ვერაფერზე ვფიქრობდი.მანქანაში ჩავჯექი,მალევე ალექსანდრემაც დაიკავა თავისი ადგილი და წავედით.გზაში ხმა არცერთი არ ვიღებთ მე სულ ჩემს ძმაზე ვფიქრობ ვინ იცის რა მოუვიდა,იქნებ და ძალიან ცუდად არის, იქნებ უგონოდ არის ან საერთოდ .....არა ამის გაფიქრებაც ცრემლები წამომივიდა.ჩემს ხელებს ვუყურებ ისე მიკანკალებს ვერც კი ვაჩერებ.არ მინდა,რომ ეს ალექსანდრემ დაინახოს, ამოიტომ ჩანთის ქვემოთ ვალაგებ და როდესაც მას გავხედე ისიც მიყურებდა.ამაზეც ძალიან ავღელდი და უარესად ავნერვიულდი.
-თაია ნუ ნერვიულობ.არაფერი არ იქნება საშიში დამშვიდდი.ასე ნერვიულობით რამეს მიაღწევ.დამშვიდდი და მხოლოდ კარგზე იფიქრე.-მითხრა მშვიდად. მისმა სიტყვებმა თითქოს გული გამითბო.
-ვცდილობ,რომ მშვიდად ვიყო,მაგრამ იმის წარმოდგენაზე,რომ შეიძლება თრნიკეს რამე დაემართოს,არ ვიცი შეიძლება გავგიჟდე.- ვუთხარი და თავი მაინც ვერ შევიკავე და ავსლუკუნდი.ოხ თაია,ოხ რატომ არასდროს გამოგდის ცრემლების უკუგდება.ჩემს თავზე ძალიან მეშლება ნერვები.
-თაია არ იტირო რა.გთხოვ მხოლოდ კარგზე იფიქრე და ყველაფერი კარგად იქნება.შენი ნერვიულობით არაფერი არ მოგვარდება.პირიქით მაგრად უნდა იყო და შენი ოჯახიც უნდა დაამშვიდო.-მითხრა და თბილად გამომხედა.ღმერთო რა მემართება.რატომ დამცხა.გავგიჟდები ახლა.
-ვიცი ხო მაგრამ თავს მაინც ვერ ვიკავებ.-ვუთხარი და პატარა პაუზის შემდეგ განვაგრძე.-ძალიან დიდი მადლობა ბატონო ალექსანდრე და დიდი ბოდიში,რომ შეგაწუხეთ,-ვუთხარი ჩუმად.
-არანაირად არ ვწუხდები.მე სემოგთავაზე წაყვანა და რომ მაწუხებდე ხომ არ წამოგიყვანდი არა?-მითხრა და გამიცინა. მალევე მივედით საავადმყოფოსთან.ალექსანდრეს წესიერად გაჩერებული არ ყავდა მანქანა,რომ გადმოვედი და კლინიკაში შევვარდი.მაშინვე ვიკითხე ფოიეში ჩემი ძმა და რომ მითხრეს ჯერ კიდევ საოპერაციოში არისო ლამის იქვე წავიქეცი.თავბრუ დამეხვა და ვიგრძენი როგორ შემაშველა ხელი ვიღაცამ.რომ შევხედე ალექსანდრე იყო.სკამისკენ წამიყვანა და დამსვა.მაშინვე ტელეფონი მოვიძიე და ირაკლის დავურეკე.
-ალო თაია მოხვედი?
-კი მოვედი და მითხრეს,რომ საოპერაციოში არისო.-ვუთხრაი და ხმა გამიტყდა.მალევე ცრემლებმაც არ დააყოვნეს და გადმოცვივდა.
-მოიცადე ჩამოვალ პირველზე და დაგელაპარაკები.-მითხრა და მაშინვე გამითიშა.ხელები ამიკანკალდა.მოგვიანებით გამახსენდა,რომ ალექსანდრე ჩემს გვერდით იჯდა და მას გავხედე.
-ბატონო ალექსანდრე წადით თქვენ.ისედაც ძალიან შეგაწუხეთ და ახლაც შეიძლება საქმე გაქვთ და არ არის აუცილებელი დარჩენა.- ვუთხარი და მორიდებულად დავხარე თავი.
-თაია საქმე,რომ მქონდეს წავიდოდი და ახლა მინდა,რომ ჩემს თანამშრომელს დავეხმარო და გვერდში დავუდგე ასე,რომ დამშვიდდი და მაგაზე აღარ მელაპარაკო.-მითხრა და თვალი ჩამიკრა.პასუხის დაბრუნებას ვაპირებდი,მაგრამ უცებ ირაკლი გამოჩნდა და მისკენ გავიქეცი.
-ირაკლი რა ხდება ჩქარა მითხარი,რა მოუვიდა?მძიმედ არის?-ვკითხე და მაშინვე ცრემლები გადმომცვივდა.
-თაია დამშვიდდი,მდგომარეობა სტაბილურია და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა.უბრალოდ ახლა სძინავს და შესვლა არ შეიძლება.- მითხრა და სკამზე ჩამოჯდა.
-რა მოუვიდა მეტყვი ბოლო-ბოლო?ბოლოს დაბადების დღეზე იყო რომ დავურეკე და გვიან მოვალო მითხრა და მის მერე არაფერი გამიგია და რა მოხდა მითხარი ახლა სანამ გავგიჟდი.-ვთქვი და მეც გვერდით მმივუჯექი.ცოტახანში ვიგრძენი,რომ ალექსანდრეც გვერდით მომიჯდა,მაგრამ ყურადღება აღარ მიმიქცევია.
-ესეიგი კლუბში ვიყავით,რა და შენმა ძმამ როგორც იცის ხოლმე გაილეწა სმით.შემდეგ ვიღაც გოგო დაინახა და იმასთან მივიდა. მერე ყურადღება აღარ მიმიქცევია ყურადღება და დალევა გავაგრძელე.ხუთ წუთში კი ხმაური ატყდა და იქეთ რო გავიხედე თორნიკეს ესეოდა ყველა.მერე ძლივს გავაშველე და გამოვტენე კლუბიდან და მერე მაღაზიაში შევედი.ხუთ წუთში გამოვედი და დამხვდა დაგდებული მაღაზიის წინ სისხლიანი.სასწრაფომ მითხრა,რომ დანით არის დაჭრილი და ერთ-ერთის გამო შინაგანი სისხლდენა ჰქონდა და მაგიტო გაუკეთეს ოპერაცია.-მოყოლა,რომ დაასრულა მთელი სახე სველი მქონდა ტირილისგან.რომ ვფიქრობდი როგორ იტანჯებოდა და ტკიოდა თოკოს გული მემკუმშებოდა.
-იცი ვინები აუშარდნენ?იმედია არა და არც თოკო იცნობს თორე გავგიჟდები მაგან რო გარჩევები დაიწყოს და ისევ რამე შარში გაეხვას.-ვთქვი და ხელების წვალება დავიწყე.
-შენ როგორ ფიქრობ ახლა მაგ ამბავს მასე დავტოვებთ და პასუხს
არ მოვთხოვთ?შენ დაწყნარდი რა და ჩვენ მივხედავთ მაგ საქმეს. მთავარია მალე გამოჯანმრთელდეს.-თქვა და წამოდგა.
-ძალიან გთხოვ რა კიდევ რამე შარში არ გაეხვე,გთხოვ თორემ ვეღარ გადავიტან კიდე რამე,რომ დაემართოს.-ვუთხარი და მეც წამოვდექი.
-თაია დამშვიდდი და გვაცადე ჩვენ საქმე.-მითხრა და შემდეგ შეხედა ჩემს გვერძე მჯდომ ალექსანდრეს.- შენ ვინ ხარ?-ეჭვიანი მზერით შეხედა ალექსანდრეს.
-ჩემი უფროსია მან მომიყვანა აქ და მერე აღარ დამტოვა.-ვუთხარი და მას გავხედე.ისიც წამოდგა და ირაკლის წინ დადგა.
-ალექსანდრე მაჩაბელი.-უთხრა და ხელი გაუწოდა.
-ირაკლი დადეშქელიანი.-მანაც შეაგება ხელი და ოდნავ წარბი აუწია.ოხ ირაკლი ახლა ამის დრო არის?!კარგი რა.
-ირაკლი რა ვქნა მარინას და დიმას როგორ უნდა ვუთხრა?ან საერთოდ ვუთხრა თუ არა.-შევხედე საწყალი სახით.
-ვფიქრობ არ უნდა უთხრა თორე მარინას დეიდას ამბავი რო ვიცი გაგიჟდება მთლად.-მითხრა და ისევ ჩამოჯდა.-უთხარი,რომ ჩემთან რჩება რამდენიმე დღე და ამასობაში ისიც გაიღვიძებს და თვითონაც იგივეს ეტყვის.
-კარგი რამეს მოვიფიქრებ და გეტყვი მერე და ერთნაირად ვუთხრათ თორე ხო იცი ატეხავს მერე ამბავს.-ვუთხარი თუ არა მაშნვე ტელეფონმა დარეკა.როდესაც დავხედე და აკო იყო სახე გამებადრა.სულ გრძნობს როდესაც რამე მიჭირს.-ხო აკო.-ვუთხარი და გავიღიმე თითქოს მხედავდეს.არ ვიცი რატომ, მაგრამ ალექსანდრეს როგორც კი ავხედე სახეზე თითქოს ეჭვიანობა ამოვიკითხე,მაგრამ ეს ფიქრები უკუვაგდე.რატომ უნდა ეეჭვიანა ალექსანდრეს,ჩემს მიმართ გრძნობები მაინც არ აქვს.სულ რატომ მეჩვენება ასეთი რაღაც.
-თაი ახალი ჩამოსული ვარ და არ გინდა ბარში წავიდეთ?გეგა თავის სატრფოსთან არის და ვერ ავაგდე და ანა როგორც ყოველთვის სამსახურშია.-დაიწყო ჯუჯღუნი.
-ვერა აკო.თორნიკე დაჭრეს და საავადმყოფოში ვარ.
-რაა?-იმხელაზე დაიყვირა ტელეფონი მეორე მხარეს გავწიე.-მერე მე რატო არ დამირეკე გოგო ნორმალური ხარ?მისამართი მომწერე სასწრაფოდ გამოვალ.-თქვა თუ არა მაშინვე გამითიშა.ეგრევე მივწერე მისამართი და ტელეფონი ჩავაქვრე.
-ალექსანდრე უკვე უხერხულად ვარ ამდენი ხანი მე, რომ მელოდები.თან დაღლილიც იქნები და ...
-აღარ გააგრძელო უკვე ათასჯერ გითხარი არ ვწუხდებითქო.-მითხრა და ჯიუტად გამომხედა.მეც შევეშვი.20 წუთში აკო შემოვარდა კლინიკაში და ჩემსკენ გამოიქცა.
-რა ხდება,როგორ არის თორნიკე.-მითხრა და მაშინვე ჩამეხუტა. ახლაც ალექსანდრეს გავხედე და დავაკვირდი თუ როგორ ჰქონდა დაჭიმული ყბები.
-ჯერ კიდევ სძინავს,ექიმი ამბობს სტაბილურად არისო და ველოდები როდის გაიღვიძებს.-ვუთხარი და მეც მივეხუტე.მანაც მომხვია ხელები და გულში ჩამიკრა.ორ წუთში ალექსანდრეს ხმა გავიგონე.
-თაია წავალ მე ახლა რადგანაც შენი მეგობრები აქ არიან.-მითხრა და მეც მაშნვე ავხედე.აკოსგან თავი დავიხსენი და უკან გავყევი მას.
-არ ვიცი ბატონო ალექსანდრე მადლობა როგორ გადაგიხადო.- ვუთხარი და თავი დავხარე.
-ბატონო არა გთხოვ რა უბრალოდ ალექსანდრე და მადლობა არ არის საჭირო მეგობრულად დაგეხმარე.-მითხრა და გამიღიმა
-მაინც ძალიან დიდი მადლობა ბატ...-უნდა მეთქვა,როდესაც მის გაბრაზებულ სახეს წავაწყდი მაშინვე ჩავასწორე.-ალექსანდრე, რომ ჩემს გამო შეწუხდი და გვერდში დამიდექი.-ვუთხარი და გავუღიმე.
-არანაირი მადლობა.ხვალ შეგიძლია დაისვენო და შენი ძმის გვერდით იყო.-მითხრა და გამიღიმა.
-დიდი მადლობა.-ვუთხარი და თვალები ამიწყლიანდა.
-კიდევ ერთხელ არაფრის.-მითხრა და გატრიალდა.მეც მოვტრიალდი როდესაც დამიძახა.-თაია.-მეც მაშინვე შევბრუნდი. ის სწრაფად მოვიდა ჩემთან და ახლოს დადგა.-თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე.-მიჩურჩულა და უფრო ახლოს დამიდგა. მისმა სუნამოს სურნელმა თავბრუ დამახვია.ალექსანდრემ ხელი ჩამომისვა სახეზე და მალევე ვიგრძენი ის რამაც ჩემი თავბრუს დახვევა გამოიწვია.წელზე ხელი,რომ არ შემოეხვია ვნებისაგან და თავბრუს ხვევისგან შესაძლოა იქვე წავქცეულიყავი.ძალიან ფაფუკი ტუჩები ჰქონდა და ნაზად მეხემოდა.მალევე შეწყვიტა და გასწორდა.ყურში კი ჩამჩურჩულა.-მომავალ შეხვედრამდე.-ყურთან მაკოცა და სანამ აზრზე მოვიდოდი გაუჩინარდა.


V თავი
ძალიან დაბნეული ვიყავი.ჯერ კიდევ ვერ გადავხარშე ცოტახნის წინ მომხდარი.არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი გარეთ გაშეშებული, თუმცა ბოლოს ირაკლის ხმამ მომიყვანა გონს.
-თაია თორნიკე მოვიდა გონს და შეგიძლია ნახო.-როგორც კი მითხრა მაშინვე შევვარდი და პალატისკენ ავიღე გეზი.როგორც კი პალატაში შევედი და თოკო დავინახე მაშინვე ცრემლები წამომივიდა.
-თოკო.-დავიჩურჩულე და მაშინვე ჩასახუტებლად მივვარდი.
-ჩემო გოგო.-მანაც დაიჩურჩულა და გულზე მიმიხუტა.
-შე საზიზღარო სულ როგორ უნდა გაეხვე შარში,მე მაინც არ გეცოდები?-ვთქვი გაბრაზებულმა და იქვე ჩამოვჯექი.-ან დედა მაინც არ გეცოდება?
-არ მითხრა,რომ დედას უთხარით.-მითხრა და საწყლად შემომხედა.
-ნუ ღელავ არაფერი არ მითქვია,ხომ ვიცი რაც დაემართება ეგ,რომ გაიგოს.ასე,რომ ვეტყვი ირაკლისთან რჩები და მერე შენც დაურეკე.
-კიდე კაი თორე,რომ ვიცი თავზე დამტირებს.-თქვა ჯუჯღუნით. მალევე აკო და ირაკლიც შემოვიდნენ.-სად არიან გაარკვიე?-როდესაც ეს კითხა,მაშნვე მივხვდი და ყვირილი დავიწყე.
-არ გაჩერდები ხო?არ გაანებებ ამ საქმეს თავს და ისევ გარჩევა და სისხლისღვრა გინდა.ან საერთოდ საიდან იცნობ მათ?
-თაია ეს შენი საქმე არ არის ჩვენ მოვაგვარებთ.-თქვა გაღიზიანებულმა.ამის შემდეგ უფრო ავვარდი.
-რა გინდა ადამიანო რა.შეეშვი დაანებე თავი,კიდევ შარში გაეხვევი და რამე დაგემართება და ხო იცი მერე მე რასაც ვიზამ.-ბოლოს ჩურჩულით ვთქვი.-იცოდე ისევ თუ გააგრძელებ მაგ საქმის მოძიებას და ხელახლა ჩხუბს ჩემი სახელი არ ახსენო და არც დამენახო.-ვეუბნები ხმამაღლა და ველოდებოდი მის გადაწყვეტილებას.
-თაია შეწყვიტე გითხარი შენ არ გეხება ეს საქმე თქო და რატომ ერევი და რატომ მანიპულირებ საკუთარი თავით?არ ვაპირებ ეს საქმე ასე დავტოვო ამიტომ აქედანვე შეეგუე,რომ ეს საქმე განახლდება და შურს ვიძებ.-მითხრა და ჯიუტად შემომხედა.მისი გადაწყვეტილებით შოკირებული და გულ-დაწყვეტილი ვიყავი.
-კარგი როგორც ჩანს უკვე არჩევანი გააკეთე და მე თუ არ მეკითხება არაფერი,მაშინ რას ვიზამთ.გამოჯამრთელებას გისურვებ და დედასთან დარეკვა არ დაგავიწყდეს.-ვუთხარი და კარისკენ წამოვედი.
-თაია გთხოვ გამიგე მეც არ შემიძლია ამ საქმის ასე დატოვება, გთხოვ არ წახვიდე დაიკო.-მითხრა სევდიანად.
-ვერ გიგებ და ვერც ვერასოდეს გაგიგებ მიხედე შენ საქმეს მე არაფერში აღარ ვერევი,ვსიო რაც გინდა და როგორც გინდა ის გააკეთე.-ვუთხარი და მაშინვე გამოვედი.გავიგონე როგორ დაიყვირა ჩემი სახელი მაგრამ აღარ მივბრუნებულვარ.მაშინვე გამოვედი კლინიკიდან და ტაქსიც გამოვიძახე.იმდენად ვიყავი გაბრაზებული და ნაწყენი ჩემ ძმაზე ალექსანდრეს საქციელიც წამიერად გამახენდა,შემდეგ კვლავ ბრაზი ისადგურებდა ჩემში. მალევე ტაქსიც მოვიდა და სახლისაკენ წავედი.სახლში ისე შევედი, რომ არავისთვის მიმიქცევია ყურადღება და მაშინვე საწოლზე დავვარდი.მალევე ალექსანდრეზე ფიქრებიც შემომაწვა.ჩემი თავის მიკვირდა მის საქციელზე,რომ არ გავბრაზდი და პირიქით მესიამოვნა.ამით ვხვდებოდი,რომ ალექსანდრეს მიმართ გრძნობები მქონდა მაგრამ ამის დაშვება არ მინდოდა.მალევე ფიქრებში ჩამეძინა და სიზმრებშიც ალექსანდრეს ვხედავდი.
მეორე დღეს ადრიანად გამეღვიძა ჩემ ძმაზე ძალიან ვნერვიულობდი,მაგრამ არ მინდოდა დამერეკა.მალევე ავდექი და გავემზადე.არ მინდოდა უსაქმოდ ვყოფილიყავი,მაგრამ იმასაც ვნერვიულობდი სამსახურში ალექსანდრე,რომ შემხვდებოდა რა უნდა გამეკეთებინა.ამან ძალიან ამაღელვა,მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე.მალევე ქვემოთ ჩავედი და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
-დედუუ.-მივედი და ჩავეხუტე.-რას შვები დედუ?-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-რავიცი დეე შენ ძმაზე ვნერვიულობ ძალიან.-მითხრა ნაღვლიანად.
-რატომ? რა მოხდა?-ვთქვი თითქოს უდარდელად.
-სახლში არ მოსულა მეორე დღეა.მიმტკიცებს ირაკლისთან ვრჩებიო.თითქოს ვგრძნობ,რომ ცუდად არის.-მითხრა ნაღვლიანად.გული მომეწურა დედაჩემის ასეთ სახეზე.მაგრამ თავი ხელში ავიყვანე და თითქოს უდარდელად ვუთხარი.
-კარგი რა დედა,თოკოს არ იცნობ როგორია,ალბათ სვამენ გადაბმულად.მე დამირეკა და მითხრა რო იკასთანა ვიქნები მეგობარი ჩამოდის საზღვარგარეთ და ბოლომდე უნდა შევუბეროთო.ასე,რომ მთლად ქვეყანაც რო დაიქცეს ხომ იცი მაგას სასმელს ვერ მოწყვეტ.-ვუთხარი და გავუცინებ.
-ხო მაგრამ დამირეკოს მაინც ხოლმე.ერთხელ დამირეკა გამაგებია სად იყო და ვსიო.
-მარინა კარგი ახლა რა,დიდი ბიჭია და თავში უქრის ხომ იცი არა. ახალგაზრდაა და გასართობად ივლის აბა სად ივლის.-უეცრად შემოვიდა მამაც და ხუმრობით თქვა.
-მეც მაგას ვეუბნები დიმუშ მაგრამ ესმის?-ვუთხარი და ახლა მას ჩავეხუტე.-ახლა მე ყავას გავაკეთებ ყველასთვის და მე სამსახურში გავიქცევი.-ვთქვი და მაშინვე ყავის კეთებას შევუდექი.მალევე გავამზადე და ვისაუბრეთ.მალევე ყავის დალევასაც მოვრჩი და წამოვდექი.
-აბა ოჯახო მე წავედი და საღამოს გნახავთ.-დიმუს და მარინას ვაკოცე და გარეთ გავედი.ტაქსისი მოსვლამდე ირაკლის ნომერი ავკრიფე და დავურეკე.ორი ზარის შემდეგ მიპასუხა.
-ხო თაი.
-მისმინე იმას უთხარი მარინას დაურეკოს,ნერვიულობს ერთხელ დამირეკა მარტო და მეტჯერ არაო და უთხარი დაურეკოს და დაელაპარაკოს.-ვთქვი და გავჩუმდი.
-შენც რო დაურეკო არაფერი გიჭირს.-მითხრა გაღიზიანებულმა. ამაზე ლამის ავფეთქდი.
-მე ვთქვი მგონი თუ გააგრძელებდა კვლავ გარჩევებს დაივიწყოს და,რომ ყავსთქო ხომ ვთქვი მაგან კიდევ გააგრძელა ამიტომაც ჩემს სიტყვას მე არ გადავალთქო.-ვთქვი ლამის ყვირილით.-მოკლედ თუ ეტყვი უთხარი,რომ დაურეკოს.-მაშინვე გავუთიშე და გაღიზიანებულმა ჩავჯექი ტაქსში.
მალევე მივედი კომპანიასთან.შესასვლელთან ცოტა ხნით შევჩერდი,ღრმად ჩავისუნთქე და ჩემი ოთახისკენ წავედი,თან ვნერვიულობდი გზაში სადმე არ შემხვედროდა.ოთახში როდესაც შევედი მაშინვე ამოვისუნთქე.მალევე საქმეს შევუდექი და ვცდილობდი,რომ გარეთ არ გავსულიყავი.მალევე ტელეფონის ხმა გავიგე და მას დავხედე.ხელები ნერვიულობისგან ამიკანკალდა, ჩემი თავის მიკვირდა ასე რატომ უნდა ვნერვიულობდე,პირიქით აქეთ თვითონ უნდა ნერვიულობდეს ეს,რომ გამიბედა.ღრმად ჩავისუნთქე დაავიღე.
-თაია ყავა მომიტანე.-თქვა ისევ თავისი მომაჯადოვებელი ხმით და მალევე გათიშა.კვლავ მიკანკალებდა ხელები,მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და ოთახიდან გავედი.ყავის აპარატთან მივედი და ყავის გამზადებას შევუდექი.სანამ ყავა მზადდებოდა რამდენიმეჯერ წარმოვიდგინე ალექსანდრესთან შეხვედრა. მალევე ყავაც მომზადდა და ალექსანდრეს კაბინეტისკენ წავედი. ერთი ჩავისუნთქე და კარზე დავაკაკუნე,მალევე შევედი და ყავაც იქვე დავუდე.
-როგორ ხარ თაია?-მკითხა და მაშინვე ამომხედა.ასეთ დაწყებას ნამდვილად არ მოველოდი და ცოტა ხნით ჩუმათ ვიყავი.მაგრამ მალევე აზრზე მოვედი და დაბნეულად ვუპასუხე.
-კარგად მადლობთ.-ვუთხარი უცებ და თავი დავხარე.
-მე ხომ გითხარი დაისვენე ერთი დღე და მერე მოდითქო.-თქვა და მაშინვე წამოდგა და მაგიდას მოუარა და შემდეგ მას მიეყრდნო.
-დიახ,მაგრამ ასე ვამჯობინე.ტყუილად გაცდენას მოსვლა ვარჩიე.-ვუთხარი და ერთი ნაბიჯი უკან გადავდგი.
-და რატომ ტყუილად,ერთი დღე დაგესვენა არაფერი არ დაშავდებოდა.-მითხრა და მანაც ერთი ნაბიჯიგადმოდგა ჩემსკენ.
-ახალი დაწყებული მაქ და ჯერ არ გადავტვირთულვარ დღე,რომ გამეცდინა.-ვუთხარი და ისევ უკან დავიხიე.
-კარგი მაგრამ მე,რომ ვამჩნევ შენს სახეზე დაღლილობას.-დაიჩურჩლა. და ისევ ჩემკენ წამოვიდა.
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი და თუ ჩემთან მეტი საქმე არ გაქვთ მე გავალ.-ვუთხარი და კარისკენ წავედი.მაშინვე მისი ხელი ვიგრძენი ჩემს მკლავზე.მალევე უკნიდან ამეკრო და სახე მომადო.ამაზე ტანში ელექტროობამ დამიარა და თითქოს სუნთქვაც გამიჭირდა.
-მე არ მინდა,რომ გახვიდე.-ყურში ჩამჩურჩულა.-არ ჯობს გუშინდელზე ვილაპარაკოთ?-მითხრა და ცხვირი გამიხახუნა კისერზე.
-გუშინდელზე?-საწყლად ამოვიკნავლე.
-ვიცი,რომ ჩემს მიმართ რაღაცას გრძნობ.-მითხრა ჩურჩულით. მალევე მოვიცილე და ვთხარი.
-საიდან მოიტანე საერთოდ რამეს,რომ ვგრძნობ შენს მიმართ?და საერთოდ კიდევ ერთხელ ჩემი გაფრთხილების გარეშე ოდნავ მაინც შემეხები და ძალიან მწარედ განანებ.შენ მე შენი ნაშების ნაირი ნუ გგონივარ,თავს არ გაგასულელებინებ გასაგებია?-ვუთხარი და ოდნავ ხმასაც ავუწიე.-იმდენს ნუ იზამ,რომ სამსახური დავტოვო იმიტომ,რომ მავიწროვებ.-ვუთხარი და მისი გაოცებული სახისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გამოვედი მისი კაბინეტიდან.
გვიანობამდე მომიწია მუშაობა და იმდენი საქმე დამიგროვდა მომხდარზე საფიქრელად დრო აღარ მქონდა.რამდენჯერმე თორნიკეც მირეკავდა მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.საქმის დასრულების შემდეგ გავემზადე და ოთახიდან გავედი.დღეს ძალიან მინდოდა ფეხით გასეირნება და ჩემთვის ფიქრი.გავედი თუ არა ანას დავურეკე.
-ანნ რას შვები?სამსახურში ხარ ისევ?
-კი თაი მარა ხუთ წუთში დავამთავრებ ალბათ და წამოვალ.ხო მშვიდობაა?-მითხრა და ხმაში ცოტა ნერვიულობა შევატყვე.
-არაფერი უბრალოდ რაღაც ახალი ამბები მაქვს და უნდა მოგიყვე.-ვუთხარი მოუთმენლად.
-ოჰო,ხუთ წუთში ვამთავრებ და ჩემთან გამოდი.-მითხრა
-კარგი წავედი და მალე გავჩნდები შენთან.-ვუთხარი და მალევე გავუთიშე.გზის გაგრძელებას ვაპირებდი,როდესაც ისევ ალექსანდრეს მანქანა გადამიდგა წინ.
-დაჯექი წაგიყვან.-ცოტა იაზოდ და ძალდატანებით მითხრა.
-არ მინდა მადლობა ფეხით გასეირნება გადავწყვიტე დღეს.-ვუთხარი და გზა გავაგრძელე.
-ისევ იგივე გინდა,რომ განმეორდეს?-მითხრა და მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან.
-თუნდაც განმეორდეს მერე შენ რა.-ვუთხარი და ჯიუტად შევხედე.
-მერე ის,რომ არ მინდა ისევ იგივე მოხდეს.-მითხრა და მაშინვე მომიახლოვდა.
-რატომ არ გინდა?მე მინდა და წავალ ფეხით.-ვუთხარი ჯიუტად და ზურგი ვაქციე.მან მაშინვე მომატრიალა,სახე მომიახლოვა და ლოყაზე ნაზად ჩამომისვა ხელი.ჩემდა უნებურად ამაზე თვალები დამეხუჭა და სუნთქვა გამიხშირდა.
-ახლა სულ,რომ სამსახურიდან გაიქცე ამას მაინც გავაკეთებ.-მითხრა და მაშინვე ტუჩები მომაწება.თითქოს მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა.მოულოდნელად მეც ავყევი და სახეზე ხელები შევახე.მანაც წელზე მომხვიდა და კოცნა გააღრმავა.ლამის ხელებში ჩავადნი,წელზე ხელი მაგრად,რომ არ მოეხვია დავეცემოდი კიდეც.მალევე შუბლი შუბლზე მომადო და უჩუმრად მიყურებდა.-რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდი,ამიტომაც არ მინდა,რომ ისევ იგივე გადაგხდეს თავს.-
დაასრულა სიტყვა თუ არა მაშინვე ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამსვა ისე,რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი.ღვედიც თვითონ გამიკეთა და მალევე მანაც თავისი ადგილი დაიკავა.თითქოს მეცხრე ცაზე ვიყავი ბედნიერებისგან,როდესაც ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.მალევე მივედი ჩემ ბინასთან და გააჩერა. უთქმელად ვაპირებდი გადასვლას,მაგრამ მან ხელი მომკიდა.
-რაღაც გავიწყდება.-დაიჩურჩულა და ისევ მომაკრო მისი ტუჩები. თავბრუ დამეხვა და ისე დავიჩურჩულე ნახვამდის და გადავედი მანქანიდან.ისიც მალევე მოწყდა ადგილს.სადარბაზოსკენ შერბენას ვაპირებდი როდესაც გავიგონე.
-აქ რა მოხდა?




VI თავი
-აქ რა მოხდა?-დაიძახა ვიღაცამ გაკვირვებული.მეც იმ მხარეს შევტრიალდი საიდანაც ეს ხმა მომესმა და ვხედავ გაკვირვებულ აკოს და ანას.ისინიც სწრაფად წამოვიდნენ ჩემსკენ.ცოტა ხნით დაბნეული ვიყურებოდი,მაგარმ მალევე აზრზე მოვედი და გავუღიმე.
-საიდან გაჩნდით აქ?-ვუთხარი გაკვირვებულმა და ჩავეხუტე ორივეს.
-ეგ არ არის ახლა მნიშვნელოვანი სასწრაფოდ თქვი აქ რა მოხდა.- მითხრა აკომ ოდნავ გაბრაზებით.
-აი სასწრაფოდ მოყევი ახლა ვინ იყო ის ზე სიმპატიურია ტიპი.- მითხრა მოუთმენლად ანამ.ამაზე ოდნავ ჩამეცინა.
-ავიდეთ სახლში და მოგიყვებით ყველაფერს დაწვრილებით და აკო ეგრე ნუ მიბღვერ თორე არ ვიცი რას გიზამ.-ვუთხარი ბოლოს ჯუჯღუნით.
-კარგი მოიცა რა დროს აკოს ჯუჯღუნია,შენთან ასვლას ჩემთან ავიდეთ და უკეთესადაც მოყვები.-მითხრა ღმილით.
-კარგი ავიდეთ მაშინ,სასმელიც ავიტანოთ და ცოტა მოვწრუპოთ.- ვთქვი და ხელები გავუსვი ერთმანეთს.ამდენი ხნის განმავლობაში კი აკო ჩუმად იყო.-აკო რა გჭირს კარგი რა,ყველაფერს მოგიყვები.- ვუთხარი და მივეხუტე.ბოლოს მაინც მოულბო გული და გულში ჩამიკრა.ამაზე გამეღიმა ღმერთო როგორ ვგიჟდები ამ ადამიანზე.
-კარგი მაგრამ იცოდე დაწვრილებით მომიყვები ყველაფერს და ყველა დასმულ კითხვას გასცემ პასუხს.
-კარგი.-ვთქვი და სამივენი მაღაზიისკენ წავედით.შემდეგ დედას დავურეკე გავაგებინე,რომ დღეს შეიძლება არ მივსულიყავი. მალევე ვიყიდეთ ყველაფერი და ანასთან ავედით.
-აუუ რა კარგი დრო იყო ყოველ შაბათს ყველა ასე,რომ ვიყრიდით თავს და ვსვამდით.-ვთქვი და წარსულის მოგონებებზე ჩამეღიმა.
-აუ აბა ახლა რაღაცნაირად თითქოს დავიშალეთ.სალო და მარიც აქეთ ვერ გამოვახედეთ.-თქვა ანამ სამზარეულოდან გამოსვლისას და თან ჭიქებიც მაგიდაზე დააწყო.-ტრადიციის აღდგენაზე რა აზრის ხართ?-გვითხრა და თან წარბები აათამაშა.ამაზე სამივეს გაგვეცინა.
-რატომაც არა შაბათსაც ვსვამთ ესეიგი.-თქვა აკომ.მალევე ჩამოვასხით ჭიქებში სასმელი ჩიფსები ჯამში ჩავყარეთ და იატაკზე მოვთავსდით.ცოტა ხნის შემდეგ აკომ მკითხა.-ის ტიპი ვინ იყო?- ანაც პასუხის მოლოდინში მე მიყურებდა.
-ჩემი უფროსი.-ვთქვი ჩუმად და სასმელი მოვსვი.
-ეს ის ტიპია?რომ დაგეჯახა და მერე გასაუბრებაზეც ეგ რომ დაგხვდა უფროსად?-მომაყარა აკომ გაკვირვებული სახით.მე მხოლოდ თავი დავუქნიე.ცოტა ხნით ყველა დუმდა ბოლოს კი ისევ აკომ მკითხა.-მოწონხარ?-ამაზე ოდნავ წამოვწითლდი არ ვიცი სასმელმა იმოქმედა,თუ აკოს ნათქვამმა.
-არ ვიცი.-დავიჩურჩულე და კვლავ მოვსვი სასმელი.
-აბა რა იცი ნუ გამაგიჟე.ტიპი სახლში გაცილებს და შენ ბინაში სადაც ლეილა და თამრიკო ცხოვრობენ ეზასავები.-თქვა კივილით ანამ.
-ანა.-შეუბღვირა აკომ და ინტერესიანი თვალები მომაპყრო.
-მოკლედ თორნიკესთან საავადმყოფოში მან წამიყვანა და მთელი დღე ჩემთან ერთად იყო მერე წასვლა,რომ გადაწყვიტა გავაცილე და მადლობაც გადავუხადე.შემდეგ იქ მაკოცა.-ეს როდესაც ვთქვი მაშინვე წამოვწითლდი და მათ გავხედე,რომლებიც გავკვირვებულები მიყურებდნენ.-სანამ მე აზრზე მოვედი მანამდე წავიდა.მერე მის კაბინეტში ვიყავით,როდესაც დარწმუნებულად მითხრა,რომ მის მიმართ რაღაცას ვგრძნობდი მერე ამაზე მაგრად ავუშარდი და გამოვედი.მერე წასვლის დრო,რომ მოვიდა გინდა თუ არა მე წაგიყვანო მე არ მინდოდა და იქ კიდევ ერთხელ მაკოცა სანამ მე აზრზე მოვიდოდი მანამდე ჩამსვა მანქანაში და წამომიყვანა და მერე,რომ მოვედი რაც მოხდა კი იცით.-მოყოლა, რომ დავასრულე მაშინვე მათ გავხედე და გაშტერებულები მიყურებდნენ.მალევე ანა აზრზე მოვიდა და ტაში შემოკრა.
-მაგას რათ უნდა თქმა და კვლევა ისედაც გავარკვიეთ,რომ მოწონხარ.-თქვა და გაიცინა.-ღმერთო რა სიმპატიური სიძე გვეყოლება.-ეს როდესაც თქვა მაშინვე შევუბღვირე.
-ანა არ გამაგიჟო ახლა რა სიძე.ეს დიდად არაფერს არ ნიშნავს და იცი შენ კარგად.და მეორედ სიძე არ დაუძახო.-ვუთხარი გაბრაზებულმა და მთლიანი ჭიქა გამოვცალე.
-მოიცადე იმის გრძნობებამდე ჯერ ის მითხარი შენ რას გრძნობ მის მიმართ.-მითხრა აკომ სერიოზულად.ამაზე ოდნავ დავიბენი. არ ვიცოდი რა მეპასუხა.ის დანამდვილებით ვიცოდი,რომ რაღაც გრძნობა გამაჩნდა მის მიმართ მაგრამ ეს მოწონება იყო თუ უფრო მეტი ეს ნამდვილად არ ვიცოდი.
-ამ...რაღაც გრძნობები ნამდვილად მაქ მის მიმართ მაგრამ ზუსტად არ ვიცი მხოლოდ მოწონება არის თუ..-წინადადების დაუსრულებლად ჩავღუნე თავი.
-ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.-თქვა და მანაც ერთი მოყუდებით დალია.
-კარგი ახლა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.მაგალითად ანაზე და ბატონ...-სიტყვა შუაზე გამაწყვეტინა ანამ ჩახველებით.
-ჰმჰმ!მოდით არ გვინდა ისეთ რამეზე ლაპარაკი ჩვენს წარსულზე ვილაპარაკოთ.-თქვა და მაშინვე თვალები დამიქაჩა.
-ოჰოო ანა აქ რა ხდება?-უთხრა აკომ და სიცილით წარბი აუწია.
-არაფერი.-თავისთვის ჩაიბურდღუნა.
-კარგი ნუ იბუტები.-ვუთხარი და მე და აკომ სიცილი დავიწყეთ.
მთელი ღამე ვსვამდით და წარსულს ვიხსენებდით.თითქოს ისევ ის ბავშვები ვიყავით ლექციების დამთავრების შემდეგ ერთად,რომ ვიკრიბებოდით და ხან როგორ ვერთობოდით და ხან როგორ.მათ გარეშე ალბათ რა უნდა გამეკეთებია არ ვიცი.ბავშვობიდან მე,ანა,დამიანე და აკო ერთად მოვდივართ.თუმცა შემდგომ დამიანემ საზღვარგარეთ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება და ისეთი ხშირი კონტაქტი არ გვაქვს როგორც ადრე.შემდეგ სკოლაში შემოგვიერთდნენ სალო და მარი.ხოლო უნივერსიტეტში დაგვემატნენ ირაკლი და გაგა.ირაკლი მშობლებთან ერთად საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად და კონტაქტი იმდენად ხშირი არ გვაქვს და ხშირად თვითონაც ვერ გვეკონტაქტება,ხოლო გეგა იშვიათადღა თუ იქნება ჩვენთან. მაგრამ ამათ გარეშე ალბათ ჩემი ცხოვრება ძალიან უინტერესო იქნებოდა.მთელი საღამო სიცილში გავატარეთ და ძველი მოგონებების გახსენებაში.შემდეგ კი ყველას იატაკზე დაგვეძინა.
დილით მაღვიძარას ხმა მაღვიძებს.ჩემი თავის მიკვირს როდის დავაყენე მაღვიძარა არც მახსოვს.მალევე გამოვრთე და წამოვდექი.მაშინვე თავის ტკივილი დამეწყო,სააბაზანოში შევედი და მალევე მოვწესრიგდი.ყავა გავამზადე და მათ გაღვიძებას შევუდექი.
-აბაა ქალბატონო ანა და ბატონო აკაკი ადექით ფეხზე.-დავიყვირე. უცებ დაფეთებულივით წამოხტა ორივე და მათ სახეზე ძალიან ხმამაღლა გადავიხარხარე.
-გოგო შენ ნორმალური ხარ?-დაიყვირა ანამ.
-კი რა არი რო?-ვუთხარი და კიდევ ერთხელ გადავიხარხარე.
-გიჟი ხარ იმენა.-აკოც ამყვა სიცილში.
-კარგით ახლა მალე მოწესრიგდით და გავიდეთ თორე ყველას დაგვაგვიანდება სამსახურებში.-ვუთხარი და მაშინვე სამზარეულოსკენ წავედი.მალევე შემომიერთდნენ ანა და აკო და ერთად შევუდექით ყავის დალევას.
-სად იპოვე ეს ტანსაცმელი გაფიცებ.-მითხრა ანამ და ჩაიხითხითა.
-მახსოვდა ქალო დატოვებული რო მქონდა აქ.-ვუთხარი და მეც ჩავიცინე,მაგრამ მალევე მომეჭმუხნა სახე თავის ტკივილისგან.- ვაიმე როგორ მტკივა თავი ასე დღეს სამსახურში როგორ წავიდე.
-აუ აბა შენ ეგ თქვი რამდენი დავლიეთ.-აკომაც ჩაიბურდღუნდა.
მალევე მოვრჩით და ერთად გავედით სახლიდან.სადარბაზოდან გასვლისას კი მე და აკო ერთად გამოვედით ხელიხელ გადახვეულები.სიცილით გავაგრძელე გზა,ხოლო წინ როდესაც გავიხედე მზერა გამეყინა.მანქანაზე მიყუდებული ალექსანდრე იყო და თვალებით მბურღავდა.მალევე მოვშორდი აკოს და მისკენ წავედი.
-აქ რას აკეთებ?-მისალმების გარეშე ვკითხე.ის კვლავ აკოს უყურებდა და შემდეგ გაბრაზებულმა გადმომხედა მე.
-რავიცი ვიფიქრე გავუვლი და მე წამოვიყვან სამსახურშითქო.-მითხრა გაღიზიანებულმა.
-არ მინდა მადლობა აკო წამიყვანს.-ვუთხარი მეც გაღიზიანებულმა და წამოსვლას ვაპირებდი,როდესაც კვლავ ხელი მტაცა და მისკენ მომაბრუნა.
-გითხარი მე წაგიყვანმეთქი და არ გამაბრაზო იცოდე,თორე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.-მითხრა და ყბები დაჭიმა.ამაზე უარესად გავბრაზდი.
-რა მაშანტაჟებ?შენ შენი თავი ვინ გგონია?-ვუთხარი და მაქსიმალურად ვცდილობდი თავი შემეკავებინა ყვირილისგან.
-არ გაშანტაჟებ უბრალოდ გეუბნები მე წაგიყვან-მეთქი.გზაში მინდა ვილაპარაკოთ.-მითხრა შედარებით მშვიდად და მკლავზე ხელი გამიშვა.
-კარგი.-თითქოს უდარდელად ვთქვი და ჩემით ჩავჯექი მანქანაში. ამან ცოტა გააოცა თუმცა მალევე დაიკავა თავისი ადგილი და კომპანიისკენ წავედით.თავიდან ჩუმად იყო თუმცა შემდეგ ვეღარ მოითმინა და მაინც მკითხა.
-ის ტიპი ვინ იყო?-მკითხა და შევატყვე,რომ მაქსიმალურად თავს იკავებდა ჩხუბისგან.
-ვინ ტიპი?-ვითომ ვერ მივხვდი და გავისულელე თავი.
-იცი შენ ვინც.
-ჩემი მეგობარი და რა პრობლემაა?-ვუთხარი და გაღიზიანება შემეტყო ხმაში.
-და ეგეთი ახლო მეგობარია შენი?-ამ კითხვას ვერ მივუხვდი.რა უნდოდა?
-ვერ მიგიხვდი?რასთან დაკავშირებით არის ეს კითხვა?-ვკითხე გაოცებულმა.
-ჩახუტებულები,რომ გამოდიოდით სახლიდან?-ბოლოს თავი ვერ შეიკავა და ხმას აუწია.ამაზე არაფერი არ მითქვია და წყნარად ავუხსენი.
-ჯერ ერთი ჩემი ახლო მეგობარია,მერე მეორე ჩახუტებულები არ გამოვდიოდით ხელი ჰქონდა გადახვეული უბრალოდ და მესამე ის, რომ უაზროდ ნუ ეჭვიანობ.-ვთქვი და მინას გავუსწორე თვალები.
-მეორედ არ დავინახო,რომ ზედმეტად შეგეხოს ვინმემ.-მითხრა გაღიზიანებულმა.ამაზე გადავიხარხარე და შემდეგ გაბრაზებულმა შევხედე.
-ზედმეტი ხომ არ მოგდის შემთხვევით?არანაირად არ მოგცემ უფლებას,რომ ჩემს მეგობრებთან რაიმე ამიკრძალო მითუმეტეს, რომ არანაირი უფლება არ გაქვს ამის.-ოდნავ ხმამაღლად ვუთხარი.
-ანუ მე შენთვის იმდენად არ ვნიშნავ არაფერს,რომ არაფრის უფლება არ მაქვს?-თქვა თითქოს და გულდაწყვეტით.
-ეგ რა შუაშია?ჯერ ერთი ჩემი მეგობრები იმდენად მნიშვნელოვნები არიან,რომ შენ კი არა საერთოდ არავის არ მივცემ უფლებას მათთან პრობლემები შემიქნას,მერე მეორე ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ გვაქ მითუმეტეს ჩემთვის არაფერი არ გითქვამს შენი გრძნობების შესახებ და ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ,თუ არა ეგ მეორე ხარისხოვანია.-ვუთხარი და თვალი ისევ ავარიდე.მალევე გადააყენა მანქანა და მე მომიბრუნდა.
-ანუ შენთვის ჩემი ქმედებები არაფერზე მეტყველებს?-მითხრა მოწყენით.
-მარტო ქმედებით ვერაფერს ვერ მეტყვი და ვერაფერს ვერ მაგრძნობინებ,სიტყვიერადაც უნდა მითხრა თუ რას გრძნობ.- ვუთხარი და მას შევხედე.
-ზოგჯერ ქმედება უფრო მეტს ამბობს ვიდრე სიტყვა.-მითხრა.
-ვიცი მაგრამ თუ სიტყვიერადაც არ დაამტკიცებ მარტო ქმედებით ვერ გავიგებ ვერაფერს.
-რა გინდა,რომ ვქნა?მანდამაინც უნდა გითხრა რომ ვგიჟდები ისე მომწონხართქო?პირველად რომ დამეჯახე მის მერე გულში ჩამივარდი და ვერ დაგივიწყეთქო?გულს მიჩქარებს შენი ერთი შემოხედვათქო?საქმეს ნორმალურად გულს ვერ ვუდებ,რადგან შენზე ფიქრს ვერ ვწყვეტთქო?-მითხრა ოდნავ ხმამაღლა და ფანჯრისკენ გაიხედა.მის სიტყვებს გაოგნებული ვუსმენდი და ვერ ვიჯერებდი მის სიტყვებს.თითქოს თავი სიზმარში მეგონა და მალე გამოვიღვიძებდი.
-მართლა?-თითქოს ვერ ვიჯერებდი მის სიტყვებს.
-მართლა ძალიან მომწონხარ თაია.-მითხრა ჩურჩულით და ჩემსკენ მოიწია.-გთხოვ მითხარ,რომ შენც იგივეს გრძნობ ჩემს მიმართ.-ჩუმად მითხრა და ლოყაზე ჩამომისვა ხელი.ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი და თვალები დავხუჭე.მაგრამ მალევე გონს მოვედი და ჩემი ტუჩები მისას მივაკარი და ვნებიანად ვაკოცე.თითქოს ფეიერვერკმა იფეთქა ჩემს მუცელში და ბნედნიერებისგან გავბრწყინდი.მალევე მოვცილდით ერთმანეთს და შუბლით მივეყრდენი და მეც ჩურჩულით ვუპასუხე.
-მეც ძალიან მომწონხარ.-დავიჩურჩულე და მის ბედნიერ სახეს შევხედე.


თავი VII
არ ვიცი როგორ,მაგრამ ამ მოკოლე ხანში ეს ადამიანი იმდენად მნიშვნელოვანი გახდა ჩემს ცხოვრებაში,რომ არ ვიცი თუ დავკარგავ შეიძლება გავგიჟდე კიდეც.იმ დღის შემდეგ ყოველ დილას მაკითხავდა და ერთად მივდიოდით სამსახურში. სამსახურის შემდეგ კი ხან სად დავდიოდით და ხან სად.არ ვიცი როგორ მაგრამ ამ მოკლე ხანში მან ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭა.ერთ საღამოსაც სამსახურიდან მოვდიოდით როდესაც მითხრა.
-ჩემი მეგობრები მინდა გაგაცნო.-მითხრა მოულოდნელად.ამაზე ცოტა დავიბენი და ცოტა ხნით გავჩუმდი.
-ცოტა ადრე ხომ არ არის?-დავიჩურჩულე ბოლოს.ცოტა ხანი ურეაქციოდ იყო,თუმცა მალევე გააჩერა მანქანა და წყენით შემომხედა.
-შენს გრძნობებში ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული?-მალევე წინ გაიხედა.
-კი რა თქმა უნდა ეგ როგორ გაიფიქრე საერთოდ?-ვუთხარი გაბრაზებულმა.
-აბა რატომ არ გინდა,რომ ჩემი მეგობრები გაიცნო.-მითხრა და შემომხედა საყვარლად.
-მინდა უბრალოდ ვნერვიულობ.არ ვიცი როგორი რეაქცია ექნებათ ან საერთოდ მოვეწონები თუ არა.-ჩავიბურტყუნე და თავი ჩავხარე. ამაზე კი მას გაეცინა და ჩამეხუტა.
-სულელო როგორ არ უნდა მოეწონო ჩემ მეგობრებს,პირიქით შეიძლება აქეთ გაუკვირდეთ მე როგორ მოგეწონე.ასე,რომ ეგ სანერვიულოდ არ ღირს.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.-შენ ჩემ მეგობრებზე რა გემართება და ჩემი მშობლების გასაცნობად,რომ წაგიყვან საერთოდ გაგიჟდები.-თქვა თუ არა მოწყვეტით მაკოცა.
-კარგი ნუ დამცინი.-ვუთხარი ბუზღნით,კოცნისგან გამოწვეული სიწითლე კი არ შევიმჩნიე.
მალევე მივედით ბართან.როდესაც შევედით მაშინვე ვიგრძენი სასმლის და თამბაქოს სუნი.როგორიც წარმომედგინა ისეთი არ იყო,არც ხალხმრავლობა იყო და არც ხმაური.
-ძალიან წყნარი ადგილია.-გადავუჩურჩულე ალექსანდრეს და მანაც თბილად გადმომხედა.
-ეს ადგილი ძალიან ადრე აღმოვაჩინეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და მას მერე აქ ვიკიბრებით სულ.-მანაც გადმომიჩურჩულა და საფეთქელზე მაკოცა.მალევე ერთ მაგიდაზე შეაჩერა მზერა და მითხრა.-მოემზადე გიჟების სამყაროში შესასვლელადა.-გადმომხედა და გაიცინა.მალევე მივედით მაგიდასთან და ყველას თვალი გადავავლე.
-სად ხართ ამდენ ხანს გავგიჟდი ინტერესით.-ერთ-ერთმა ძალიან საყვარელმა ბიჭმა თქვა მოულოდნელად და ჩემსკენ წამოვიდა.-ვაიმე რა საყვარელია.-მითხრა და ლოყებზე ხელი მომკიდა.ცოტა უხერხულობა ვიგრძენი და შევიშმუშნე.-მითხარი ახლა ალექსანდრე ეს გოგო როგორ მოატყუე შენნაირი უჟმური რო შეუყვარდა.-გადახედა სერიოზულად ალექსანდრეს.ამაზე გამეცინა და ალექსანდრეს ნათქვამი გამახსენდა.
-თავიდანვე ნუ გააგიჟებ ახლა არ გინდა.-უთხრა სერიოზულად, თუმცა ბოლოს მაინც გაეცინა.-თაია გაიცანი ეს გიჟი არის ბატონი ჯუმბერი.-უთხრა და მალევე გადაიხარხარა.
-ჯუმბერი არა ჯუბა.-უთხრა ალექსანდრეს ბუზღუნით და შემდეგ მე მომიბრუნდა.-იმას არ მოუსმინო ჯუბა ვარ მე,აი ის სერიოზულის როლს რო თამაშობს არის მირიანი.-მიმითითა მაღალ შავგრემან ბიჭზე.-აი ეს ჩვენი ბარბი გოგოა და კესანე ჰქვია.-და ამჯერად ძალიან საყვარელ გოგოზე მიმანიშნა.-აი ის არის ბატონი გივი შეიძლება პატარა გგონია მარა სიმაღლემ არ მოგატყუოს.-თქვა თუ არა გაეცინა და შემდეგ გივისგან წამორტყმაც მიიღო.
-გივი არა გიგა რამდენჯერ უნდა გითხრა.-მკაცრად შეხედა ჯუბას და შემდეგ მე გამომხედა და გამიცინა.-სასიამოვნოა და შენი სახელი?
-ჩემთვისაც სასიამოვნოა.თაია.-ვუთხარი და გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
-ოჰ,ოჰ აქ რა ამბები ყოფილა.-უცებ გამოჩნდა მაღალი,ქერათმიანი ბიჭი და მის უკან მოდიოდა ქერათმიანი მაღალი გოგო.-ოო შენ ალბათ ალექსანდრეს რჩეული ხარ.-მალევე მე მომიბრუნდა და გამიცინა.-მე გაბრიელი ვარ.-მითხრა და ხელი გამომიწოდა.
-თაია.სასიამოვნოა.-შევაგებე ჩემი ხელი და გავუცინე.მალევე დავჯექით და სასმელებიც შევუკვეთეთ.ის გოგო ძალიან უცნაურად მიყურებდა არ ვიცი მე ვაძლევდი ამდენ მნიშვნელობას მის მზერას თუ მართლაც ეგრე იყო.
-რატომღაც ყველას დაავიწყდა ჩემი წარდგენა შენთან.-მითხრა თითქოსდა ირონიით.ამაზე ალექსანდრეს გადავხედე და მის სახეზე დაძაბულობა შევამჩნიე.-მე ნუცა ვარ ძალაინ სასიამოვნოა.-მითხრა ირონიანარევი ხმით.
-სასიამოვნოა.თაია.-ვუთხარი ოდნავ დაბნეულმა.ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოწვა შემდეგ კი კვლავ ჯუბა წამოვიდა წინა პლანზე.
-კარგით ახლა აქ გასართობათ ვართ მოსულები და რას დუმხართ.-თქვა და შემდეგ ბარისკენ გაიხედა.-შვიდი ჭიქა ტეკილა თუ შეიძლება.-დაიძახა და ისევ ჩვენსკენ შემოიხედა.-აბა სანამ მოიტანენ მანამდე გვითხარით როგორ გაიცანით ერთმანეთი.-გვითხრა და გაგვიცინა.ჩვენი პირველი შეხვედრის ისტორიის გახსენებაზე ორივეს გაგვეცინა.-ოჰ ოჰ რატო გაიცინეთ ამის თქმაზე ასეთი რა მოხდა.-მანაც გაიცინა.
-ნუ იტყვი პირველად შეხვედრისას ლამის მცემა.-როდესაც თქვა მაშინვე გადაიხარხარა და ყველა მას აყვა.ამაზე კი უფრო დავიმორცხვე და შეუმჩნელად მკლავზე ვუჩქმიტე.-კაი რა მეტკინა რა მოხდა მერე.-თქვა ბუზღუნით და ნატკენი ადგილი მკლავით დაიზილა.
-აუ რა მოხდა ბოლომდე მოყევით რა.-გვითხრა კესანემ სიცილით და ინტერესიანი თვალებით შემოგვხედა.ალექსანდრემ კი გააგრძელა ისტორიის მოყოლა და რაც უფრო ბევრს იცინოდნენ მით უფრო მრცხვენოდა მე და ვწითლდებოდი.ცოტა ხნის შემდეგ ნუცას გავხედე.ისიც მიყურებდა და თითქოს ზიზღით სავსე თვალებით მიყურებდა.ვერ ვხვდები ასეთი დამოკიდებულება რატომ აქვს ჩემთან.მალევე ყურადღება დანარჩენებზე გადავიტანე.
-შენ ვინ ყოფილხარ თურმე.ამ უჟმურს თუ გააჩუმებდი და აქეთ ეჩხუბებოდი რას ვიფიქრებდი.-შემომხედა გაბრიელმა და გაიცინა.-ქედს ვიხრი შენი შესაძლებლობების წინაშე თაია.
-რა ბატონო ალექსანდრე არ იყავი ჩხუბის ღირსი თუ რა.-ვუთხარი ბუზღუნით.ამაზე კი ისევ სიცილი ატეხა.როდესაც დაწყნარდა შემდეგ მითხრა.
-კარგი ბატონო ვიყავი ოღონდ არ მოიწყინო.-მომეხუტა და ტუჩის კუთხეში მაკოცა.
-კარგით ახლა რომანტიკით ნუ აგვატირებთ.-ისევ ირონია.რა უნდა ამ გოგოს ვერ გავიგე რა.ძალიან დავიღალე უკვე და მეც ირონიულად გავხედე.
-ძვირფასო თუ არ გსიამოვნებს ჩვენი რომანტიკა მაშინ შეგიძლია სხვაგან გაიხედო არავინ გაკავებს.-გავუცინე და მის ალეწილ სახეზე გულში ვზეიმობდი.ბავშვებს გავხედე და თავიდან ყველას გაკვირვება ეხატა სახეზე ბოლოს კი ყველამ ჩაიცინა.მალევე გავაგრძელეთ სმა.მგონი ზედმეტიც კი მომივიდა.
-მგონი ბევრი დალიე და მეტი არ გინდა თორე ცუდად გახდები.-ჩუმად მითხრა ალექსანდრემ და თავი ჩემს კისერში ჩადო.ამაზე კი საერთოდ თავბრუ დამეხვა.
-ხო მგონი მართლა ბევრი მომივიდა ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია.-ვუთხარი მეც ჩუმად და თავი მივადე.
-ცუდად ხომ არ ხარ?ჰაერზე გაგიყვან.-მითხრა და შუბლზე მაკოცა ამაზე კი თვალები მიმელულა.
-არა რა,არ მინდა იყავი როგორც ხარ არ ადგე.-ჩავიბუტბუტე და ქვემოდან ავხედე.ამაზე მას ჩაეცინა და ტუჩებზე მოწყვეტით მაკოცა.
-ძალიან ლამაზი მყავხარ.-მითხრა და ისევ მაკოცა.
-გვრიტებო ადექით ახლა და ვიცეკვოთ.-წამოგვადგა თავზე ჯუბა.
-აუ არა რა.-ვთქვი წუწუნით.
-არავითარი წუწუნი და ბუზღუნი მიდი ახლა ადგა.-მითხრა.მაგრამ რომ არ გავინძერი ხელი მტაცა და წამომაყენა.-ვიცეკვოთ ახლა მალე.ალექსანდრე მალე მომყევი უკან.-სიცილით უთხრა ჯუბამ და ბავშვებისკენ გამაქანა.მალევე აზარტში შევედი და მეც დავიწყე ენერგიულად ცეკვა.მირიანის ცეკვაზე ყველა ვიცინოდით ისეთ უცნაურ რაღაცეებს აკეთებდა.ჯუბა და კესანე საერთოდ კლუბურ სიმღერაზე ქართულის ცეკვა დაიწყეს ამაზე ხო საერთოდ ყველა გადავირიეთ.მალევე ალექსანდრე ჩემთან ერთად რომ ვერ შევამჩნიე მაგიდისკენ გავიხედე და ნუცასთან მოსაუბრე ალექსანდრე დავინახე.თავიდან ყურადღება არ მივაქციე,რადგან ჩვეულებრივად მიმაჩნდა მათი საუბარ და კვლავ ცეკვა გავაგრძელე.მალევე ისევ მათ გავხედე,მაგრამ მაგიდა ცარიელი, რომ დავინახე გამიკვირდა.ამასაც არ მივაქციე დიდი ყურადღება,თუმცა არცერთი,რომ არ გამოჩნდა თითქოს შინაგანად რაღაც ეჭვი გამიჩნდა და საპირფარეშოსკენ წავედი.სანამ დერეფნისკენ შევუხვევდი მანამდე ნუცას ხმა მომესმა.
-იცი,რომ ძალიან მიყვარხარ და არ დაგივიწყებ.-ნუცას ნათქვამზე გავოცდი.აი თურმე რატომ მიყურებდა ასეთი თვალებით.-არც ჩვენი ურთიერთობა არ დამავიწყდება რაც მის გამოჩენამდე გვქონდა.-ამაზე ხომ საერთოდ გადავირიე ვერ წარმომედგინა მათი ურთიერთობა.-არ ვაპირებ,რომ შენი თავი დავთმო.-არ ვიცი როგორ მაგრამ გაუაზრებლად დერეფანში შევუხვიე,ნუცამ კი თვალი გამისწორა.
-ნუცა შენ ხომ იც..-ალექსანდრეს სიტყვები ნუცას კოცნამ გააწყვეტინა.ვიცოდი რომ დამინახა და მაგიტომ აკოცა ამის დაჯერებას არც ვაპირებდი,მაგრამ ალექსანდრეს მისი მოშორების ნაცვლად კოცნაში,რომ აყვა წამში გავნადგურდი.შემოვბრუნდი და ცრემლებმა გაიკვლიეს ჩემი სახე.მაშინვე მაგიდისკენ დავიძარი, ჩემი ნივთები ავიღე და ცრემლიანი თვალებით ბარიდან გავიქეცი.




თავი VIII
***
ალექსანდრე მალევე მოვიდა გონს და ნუცას მოშორდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ.-დაუღრიალა და ნუცაც მაშინვე შეხტა მის ხმაზე.-ჩვენ ყველაფერი თაიას გამოჩენამდე გავარკვიეთ.არც არანაირი ურთიერთობ არ გვქონია უბრალოდ იმ ღამეს ორივენი ძალიან მთვრალები ვიყავით და ვერ ვაზროვნებდით და ასე მოხდა.მას შემდეგ შენც კარგად იცი,რომ არანაირი ურთიერთობა არ გვქონია.ასე,რომ ცირკებს ნუ დგამ და არ გაბედო ჩემსა და თაიას შორის ჩადგომა და ურთიერთობის გაფუჭება თორემ,დავივიწყებ ჩემი მეგობარი,რომ ხარ და ძალიან მწარედ გაზღვევინებ.-დაუღრინა და თავიანთ მაგიდისკენ წავიდა.როდესაც თვალი მოავლო მეგობრებს და თაია ვერსად ვერ ნახა,მაშინვე შიშის გრძნობა დაეუფლა.
-თაია სად არის?-დაიჩურჩულა და მეგობრებს გახედა.
-ჩვენც არ ვიცით საპირფარეშოსკენ წავიდა და მალევე უკან დაბრუნდა გაგიჟებული,თავისი ნივთები აიღო და გავარდა.- ჩაურაკრაკა ყველაფერი ჯუბამ.ამის გაგონებაზე ალექსანდრეს ფერი გადაუვიდა და მაშინვე მზერა ახლადმოსულ ნუცას შეაგება.
მაშინვე მას მივარდა და ძლიერად შეაჯანჯღარა.
-იცოდი ხო?იცოდი ჩემს უკან,რომ იდგა და სპეციალურად მაკოცე. თქვი.-დაუღრიალა ნუცას.ხოლო მის ირონიულ გამოხედვაზე უარესად შეიშალა.
-აბა რა ეგონა მაგას,რომ შენს თავს დავუთმობდი?-ირონია და ზიზღი გაურია ნათქვამში.
-მე არ ვიყო ალექსანდრე მაჩაბელი თუ შენ ეს მწარედ არ გაგებინო.გირჩევ თვალში ზედმეტად არ გამეჩხირო,თორე ძალიან გაგამწარებ.-როდესაც ეს უთხრა მაშინვე ფერი დაკარგა ნუცამ.
-ხელი გამიშვი მტკივა.-დაიკნავლა და ხელზე დაეჯაჯგურა.
-ჯერ სად ხარ თუ ზედმეტად თვალში გამეჩხირები უარესად გეტკინება.-დაუღრინა და მაშინვე გაუშვა.შემდეგ კი დანარჩენებს მიუბრუნდა და სრული სერიოზულობით უთხრა მათ.-სადაც ეს იქნება იცოდე არსად არ დამიძახოთ არ ვაპირებ კიდევ ერთხელ გამინადგუროს ეს ურთიერთობა.-დაასრულა და მაშინვე გარეთ გავარდა.მანქანაში ჩაჯდა და მაშინვე თაიას სახლისკენ წავიდა. მალევე მივიდა მასთან და ტელეფონი მოიმარჯვა და დაურეკა.ის კი ჯიუტად არცერთ მის ზარს არ პასუხობდა.

***
ტირილ-ტირილით მივედი სახლში და უჩუმრად შევედი შიგნით მარინას,რომ ვერ დავენახე,თორემ ვიცოდი არ მომასვენებდა და მასთან ლაპრაკის თავი არ მქონდა.ოთახში როდესაც შევედი მაშინვე ტანსაცმლიანად მივწექი ლოგინზე.თითქოს ერთიანად მოვწყდი იმ ამბის გაგების შემდეგ.ფიქრები თავს არ მანებებდნენ და არ ვიცოდი რა მექნა.არ მეგონა ალექსანდრე თუ ასე მომატყუებდა და ჩემს გამოყენებას შეეცდებოდა.ვიცი ნუცამ სპეციალურად აკოცა მე,რომ დამინახა თუმცა მისგან იმავე წამს რიაგირებას ველოდი,თუმცა რადგან ალექსანედრე მას აყვა ამით თითქოს გული ნაწილებად დამეშალა.მალევე ტელეფონის ხმა გავიგე და მას შევხედე.როდესაც ალექსანდრეს ნომერი დაეწერა მაშინვე შინაგანად ტკივილი ვიგრძენი.არ მინდოდა მასთან ამ ეტაპზე ლაპარაკი და არც ვაპირებდი ტელეფონის აღებას,მაგრამ არადა არ ჩერდებოდა და ბოლოს ნერვებ მოშლილმა ვუპასუხე.
-თაია.-მაშინვე გავიგე ალექსანდრეს ჩურჩული.
-რა გინდა?რო არ გპასუხობ ვერ უნდა მიხვდე,რომ არ მინდა შენთან ლაპარაკი?-მკაცრად ვუპასუხე.
-ძალიან გთხოვ ჩამოდი და დამელაპარაკე.-მომესმა მისი ტკივილნარევი ხმა.
-რა მოხდა ნუცა მოგბეზრდა და ახლა ისევ ჩემთან მოდი?-ვუთხარი ირონიულად.
-თაია ისეთ რამეს ნუ იტყვი,რომ მერე ინანო.-მითხრა გაბრაზებულმა.-ახლა კი ჩამოდი უნდა დაგელაპარაკო.
-არსადაც არ ვაპირებ ჩამოსვლას და გირჩევნია შენც წახვიდე ტყუილად ნუ დამელოდები.-ვუთხარი გაღიზიანებულმა.
-თუ არ ჩამოხვალ მე ამოვალ და დამიჯერე ეს უფრო უარესი იქნება. ხუთ წუთში თუ არ ჩამოხვალ შენს კართან ვიქნები.-მითხა და გამითიშა.ძალიან გავღიზიანდი,მაგრამ ვიცოდი რო ამოვიდოდა და მე ვამჯობინე ჩასვლა.მალევე ჩავედი და მანქანასთან მიყუდებული დავინახე.ღმერთო არადა როგორი სიმპატიურია სიგარეტით ხელში.ჩემი ფიქრები უკუვაგდე და მაშინვე მასთან მივედი.
-რა ხდება?-ვუთხარი მაშინვე.
-დაჯექი მანქანაში ასე გელაპარაკო?-მითხრა და მანქანის კარი გამომიღო.
-არაა საჭირო აქვე მითხარი და წადი.-მაშინვე ვუთხარი და თვალებში შევხედე.
-შენი ნებით დაჯექი ან მე დაგსვამ აირჩიე.ძალიან ბევრი რამ მაქ მოსაყოლი და აქ ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ.-ამის თქმის შემდეგ მაინც ვყოყმანობდი მანქანაში ჩაჯდომაზე,მაგრამ მერე მაინც გავყევი.მალევე ძალიან ლამაზ ადგილას მიმიყვანა. ხელისგულივით ჩანდა მთელი ქალაქი და გაოგნებული ვუყურებდი ამ ულამაზეს ხედს.
-ღმერთო რა ლამაზია.-გაოგნებულმა დავიჩურჩულე.
-მოგწონს?-მის კითხვაზე შევხედე და ჩუმად დავუქნიე თავი.-მინდა გითხრა,რომ ყველაფერი არასწორად გაიგე ჩემსა და ნუცას შორის მართლა არაფერი არ ყოფილა სერიოზული და ის რაც ბარში დაინახე ნუცამ სპეციალურად გააკეთა.-მისი სიტყვების დასრულებისთანავე მწარედ გამეცინა.
-ვიცი შენ გგონია არ ვიცი?როდესაც მე შემომხედა მაშინ გაკოცა მანაც.-ალექსანდრემ გაოცებულმა გამომხედა და დაიწყო.
-თუ იცოდი სპეციალურად,რომ გააკეთა მაშ..
-მაშინ რატომ გავბრაზდი?-დავასრულე მისი კითხვა.მანაც მაშინვე თავი დამიქნია.-პირველად ის მეწყინა,რომ შენს მეგობართან გქონდა ურთიერთობა ,მეორე ის მეწყინა,რომ მიუხედავად თქვენი წარსულის ურთიერთობისა მაინც წამიყვანე მის გასაცნობად,და მესამე და მთავარი რაზეც სასტიკად გავბრაზდი იყო ის,რომ იმ კოცნის შეწყვეტის მაგივრად აყევი და საერთოდ დაივიწყე ჩემი არსებობა.-დავასრულე თქმა და მაშინვე წინ გავიხედე.ცოტა ხანი ორივე ჩუმად ვიყავით და შემდეგ ალექსანდრემაც ხმა ამოიღო.
-ბოდიში.უბრალოდ ძალიან მინდოდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადამიანები გაგეცნო.მართლა არ ვიცოდი ნიცაც თუ აპირებდა მოსვლას რადგან მას შემდეგ რაც ჩვენ შორის მოხდა იმ ერთ უპატიებელ ღამეს.ჩვენ შორის მართლა არაფერი არ ხდება და არც ხდებოდა.უბრალოდ ერთ საღამოს ყველამ ძალიან ბევრი დავლიეთ და არაფერი არ მახსოვს იმ ღამიდან ერთი რაც ვიცი არის ის,რომ ერთ ლოგინში გავიღვიძეთ ორივემ.მას შემდეგ კი თავს ვარიდებ და მაგის გამო ხშირად მეგობრებთან ერთად არსად არ მივდიოდი.რაც შეეხება კოცნას,მართლა მოულოედნელი იყო და თავიდან მართლა ვერ გავიაზრე რა ხდებოდა,მაგრამ გეფიცები მალევე მოვიშორე და ყველაფერი ვუთხარი,რასაც კი ვფიქრობდი არ მინდა რომ ჩვენს ურთიერთობაში ჩადგეს.ხოლო როდესაც გავიგე,რომ სპეციალურად გააკეთა ეს ყველაფერი შენ,რომ გაგეგო ძალიან გავმწარდი არ იცი რა დონეზე შევიკავე თავი,რომ რამე არასწორად არ მექნა.ძალიან გთხოვ ჩვენს ურთიერთობას ნუცას ნუ დაანგრევინებ.მართლა ძალიან მომწონხარ და არ მინდა,რომ მისი ახირების და სიბოროტის გამო დავანგრიოთ ეს ყველაფერი.-როდესაც მოყოლა დაასრულა მაშინ ვიგრძენი სახეზე ცრემლები. ცოტა ხნით ჩუმად ვიყავი შემდეგ კი მის მზერას შევეჩეხე.
-ალექსანდრე მას უყვარხარ,თანაც ძალიან და რამდენჯერაც მეგობრებთან ერთად იქნები ისიც იქ იქნება.ყოველთვის შეხვდები მას.მეგობრებსაც ვერ აიძულებ,რომ მასთან ურთიერთობა გაწყვიტონ.მეც,რომ წამიყვან მათთან ყოველთვის უნდა ვიგრძნო მისგან ზიზღიანი მზერა.ამის ატანა კი მე არ შემიძლია თან როდესაც ვიცი,რომ შენს მიმართ გრძნობები აქვს და ყოველთვის ეჭვები შემჭამს.-ვუთხარი და ვიგრძენი,როგორ გადმომცვივდა ისევ ცრემლები.მალევე ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-ძალიან გთხოვ რა არ იტირო და მაპატიე გთხოვ არ მინდა შენი დაკარგვა.შევეცდები მაქსიმალურად აგარიდო ამ სიტუაციას.-მითხრა ხმადაბლა.-შეიძლება არ დამიჯერო მაგრამ შენთან ძალიან სხვანაირად ვარ.თითქოს ჩემ თავს არ ვგავარ თითქოს ჩემში სხვა ადამიანი არის.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.მისი სიტყვების მოსმენის შემდეგ წარმოუდგენლად გავბედნიერდი და თან ეგოისტურად გამიხარდა,რომ მე გავხადე ასეთი ეს ადამიანი.წინ დავუდექი,კისერზე ხელები შემოვხვიე და ძალიან ნაზად ვაკოცე.მალევე გავჩერდი და ეშმაკურად შევხედე.
-ესეიგი მხოლოდ ჩემთან ხარ ასეთი საყვარელი და მხოლოდ ჩემთვსი იქნები ხო?-ვუთხარი და მოწყვეტით ვაკოცე.ჩემს სიტყვებზე ძალიან საყვარლად გაიცინა და ცხვირზე მაკოცა.
-მხოლოდ შენთვის ვიქნები.ესეიგი გაგიხარდა მხოლოდ შენთვის, რომ ვარ ასე ხო?-ეშმაკურად გამიცინა.
-რა თქმა უნდა მხოლოდ ჩემთვის უნდა იყო.-გავუცინე მეც.
-ღმერთო როგორ მომწონს შენი ეგოისტობა.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.-კარგი ახლა წაგიყვან სახლში თორე აგრილდა და გაცივდები.მეც თავი დავუქნიე და მალევე წამოვედით.მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და შემომხედა.
-ხვალ ისევ გამოგივლი და ერთად წავიდეთ ხო?-ჩემი ხელი აიღო და ნაზად აკოცა.ამაზე თვალები მივნაბე და გავიღიმე.
-რა თქმა უნდა.-ვუთხარი.შემდეგ მისკენ გადავიწიე და ნაზად ვაკოცე.ალექსანდრემ კოცნა გააღრმავა და წელზე შემიცურა ხელი. მალევე მოვშორდით და მანქანიდან გადავედი.ხელი დავუქნიე და სადარბაზოსკენ წავედი როდესაც გაღიზიანებული და მკაცრი ხმა შემომესმა.
-თაია რა ხდება?




IX თავი
-თაია რა ხდება?-როდესაც შევბრუნდი თორნიკე დავინახე.შემდეგ ალექსანდრეს გავხედე,რომელიც მიღიმოდა და მივხვდი,რომ ჩემი ძმის ხმა არ გაუგია.მეც მისკენ წავედი და წინ დავუდექი.
-რა ხდება?-ვკითხე ირონიულად.
-რა რა ხდება,ვინ არის ის ტიპი?-მითხრა გაღიზიანებულმა.მალევე კარის ხმა გავიგე და მივხვდი,რომ ალექსანდრე გადმოვიდა მანქანიდან.
-და შენ რა გინდა რო?გაარჩიე საქმეები და ჩემთვის მოიცალე?-ვუთხარი აგდებულად.
-ნუ გადაგაქვს ლაპარაკი.-მითხრა მკაცრად.
-გამარჯობა თორნიკე.-გავიგე ალექსანდრეს ხმა და მალევე წელზე მისი ხელი ვიგრძენი.
-შენ ვინ ხარ.-უთხრა თორნიკემ და ვხვდებოდი როგორ იკავებდა თავს ყვირილისგან.
-ალექსანდრე მაჩაბელი,შენი დის თაიას შეყვარებული.-უთხრა და ხელი გაუწოდა.
-რაა?-წამოიყვირა თორნიკემ.-აქამდე რატომ არ მითხარი?.-მომიბრუნდა მე გაღიზიანებულმა.
-და რატომ უნდა მეთქვა?მე გითხარი,რომ თუ იმ საქმეს გააგრძელებდი მე დამივიწყებდი და რატომ უნდა მეთქვა.-ვთქვი და ალექსანდრეს მივეხუტე.
-თაია გეყოს.-გავიგე ალექსანდრეს ჩურჩული.
-არა არ მეყოფა ის მე პატივს არ მცემს და მეც იგივეთი ვპასუხობ.-ვუთხარი.
-თაია ზედმეტი მოგდის უკვე და ჩემს საქმეში რამდენჯერ გითხარი არ ჩაერიოთქო.-მითხრა თორნიკემ გაღიზიანებულმა.
-და მე თუ არ უნდა ჩავერიო შენ საქმეში,შენ რატომ ერევი ჩემს პირად ცხოვრებაში?თან მგონი გავიწყდება,რომ უკვე ზრდასრული ვარ და არ გაქვს ჩემს ცხოვრებაში ჩარევის უფლება.-ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე.
-თაია შენ...-დაიწყო თორნიკემ,მაგრამ ალექსანდრემ გააწყვეტინა და მე მომიბრუნდა.
-თაია ადი სახლში და მე და შენი ძმა დავილაპარაკებთ.-მითხრა ალექსანდრემ ღიმილით.მეც მას დავემორჩლე და სახლისკენ წავედი.
-მე და შენ მერე ვილაპარაკებთ.-გავიგე თორნიკეს ხმა და მაშინვე მისკენ შევტრიალდი.
-თავს ვალდებულად არ ვთვლი,რომ შენ დაგელაპარაკო ასე,რომ თავს ნუ შეიწუხებ.-ვუთხარი ირონიულად.მისი პასუხი არ მომისმენია ეგრევე სადარბაზოში შევედი.

***
-მოკლედ გეტყვი ჩემ დას თავი დაანებე.მისთვის ჯერ ადრე არის არასერიოზული ურთიერთობები და არ მინდა,რომ მას ვიღაცამ
გული ატკინოს.-მითხრა თორნიკემ გაღიზიანებულმა.ამაზე კი მწარედ ჩავიცინე.
-ჯერ ერთი შენი და სრულწლოვანია და თვითონ გადაწყვეტს რა უნდა და რა არა და მერე მეორე,მოდი პირდაპირ გეტყვი.შენი და მიყვარს და არ ვაპირებ,რომ ვინმეს თქმით ან თუნდაც მოთხოვნით შევეშვა სანამ თვითონ არ მოინდომებს ამას.ერთს იმას გპირდები,რომ შენ დას გულს არ ვატკენ,პირიქით მას გავაბედნიერებ.-ვუთხარი წყნარად და მას შევხედე.
-რატომღაც შენი არ მჯერა.-მითხრა გაბრაზებულმა.
-ეგ შენ გჯერა თუ არა მეორე ხარისხოვანია ჩემთვის.მე ჩემს გრძნობებში დარწმუნებული ვარ,თაია კი თავის გრძნობებში.ასე, რომ არ ვაპირებ მასთან დაშორებას და ტყუილად ნუ გაირჯები მაგის თქმით.-ძლივს ვიკავებდი თავს,რომ არ მეცემა მარტო იმიტომ,რომ თაიას ძმა არის.
-ის ძალიან გულუპრყვილოა და დარწმუნებული ვარ დაიჯერებდა შენს ნათქვამს,აი მე კი ზუსტად ვიცი,რომ მისი გამოყენება გინდა ასე,რომ ბოლოჯერ გეუბნები მას შეეშვი თორე შემდეგ სხვანაირად დავილაპარაკებთ.-მითხრა და სადარბაზოში შევიდა ისე,რომ ჩემი პასუხი არ მოუსმენია.რა თქმა უნდა თორნიკეს ნათქვამს არ მოვუსმენ.არ ვაპირებ თაიასთან დაშორებას მარტო იმიტომ,რომ ეგოისტი ძმა ყავს.მალევე დავჯექი მანქანაში,დავწყნარდი და გეზი ბარისკენ ავიღე.

***
ოთახში ვიყავი,როდესაც კარის ხმა გავიგე და მალევე ჩემს ოთახში შემოვიდა თორნიკე.
-არ მაინტერესებს როგორც გინდა იმ ტიპს დაშორდები.-მითხრა გაღიზიანებულმა.
-კაი რადგან შენ მეტყვი აუცილებლად,ხომ არ გაწყენინებ.-ვუთხარი და ირონიულად გავუღიმე.
-არ მეხუმრება რასაც გეუბნები ის გააკეთე.-ხმამაღლა მითხრა.
-აუ შემეშვი რა და შენ საქმეს მიხედე.-ვუთხარი და წამოვწექი.
-მე გაგაფრთხილე.-მითხრა და კარი გაიჯახუნა.ამაზე ძალიან გავბრაზდი.ფიქრებში ვიყავი წასული,როდესაც ტელეფონის ზარმა გამომაფხიზლა.
-თაია.-გავიგე ალექსანდრეს ხმა და სახეზე ღიმილი მომეფინა.
-ალექსანდრე.-მეც ჩურჩულით ვუპასუხე და გავიბადრე.
-უკვე მომენატრე.-მითხრა და მივხვდი,რომ იღიმოდა.
-მეც ძალიან.-დავიჩურჩულე.
-იმედია შენი ძმა არ გეჩხუბა.-მაშინვე დაასერიოზულა ხმა.
-ჰუჰ,ნეტაი ვინ უსმენს იჩხუბოს მეტი რა საქმე აქ რო.-ვუთხარი და გავიცინე.
-კარგი რა თაია ეგრე ნუ ექცევი შენი ძმა არის ბოლო-ბოლო.-მითხრა.
-ჩემი ძმა როა და რომ მიცნობს მაგიტომ ვიქცევი მასე.-ვუთხარი გაღიზიანებულმა.-შევეშვათ ახლა ჩემს ძმაზე ლაპარაკს,შენ სად ხარ?
-ცოტახანი ბარში წავედი ბიჭებთან ერთად თორე ისე მელაპარაკა შენმა ძმამ განტვირთვა მესაჭიროება.-მითხრა და მაშინვე გაიცინა.
-ბიჭები ხართ მარტო?-ვუთხარი ეჭვნარევი ხმით.მანაც არ დააყოვნა და სიცილი დაიწყო.
-ვაიმე როგორ მიყვარს შენი ეჭვიანობა ნეტაი იცოდე.-როგორც კი ეს თქვა მაშინვე გამეღიმა.
-კარგი წადი შენ გაერთე და მეც დავიძინებ.ხვალ ჩემით მოვალ არ გინდა გამოვლა დაისვენე ცოტახანი.
-არა მე მოგაკითხავ,უჩემოდ არ წახვიდე იცოდე.-მითხრა სერიოზული ხმით.
-ოო კაი კაი წავედი მე.-ვუთხარი და მაშინვე გავუთიშე.ორ წუთში კი
ესემესის ხმა გავიგე და გავხსენი.
-„მიყვარხარ“-სახეზე ღიმილი მომეფინა ამის წაკითხვაზე და მაშინვე პასუხი დავუბრუნე.ტელეფონი გვერდზე გადავდე და ბედნიერმა დავიძინე.
დილით კარების ხმა მაღვიძებს.თავიდან არ მინდოდა შემემჩნია, მაგრამ მკლავზე შეხება,რომ ვიგრძენი მაშინვე ვჭყიტე ხელები.
-რა გინდა?-ვუთხარი გაღიზიანებულმა.
-დღეს მე წაგიყვან სამსახურში.-მითხრა და მაშინვე კარისკენ შეტრიალდა.
-არ მჭირდება შენი წაყვანა.შენ შენს ძმაკაცებთან გექნება საქმე და იქ წადი მე ჩემით წავალ და გითხარი უკვე ერთხელ შემეშვითქო და რა არის გაუგებარი?-ვუყვირე და სააბაზანოსკენ წავედი.
მალევე ჩავიტარე პროცედურები და ოთახში დავბრუნდი. ტანსაცმლის არჩევაში დიდი დრო დავხარჯე,თუმცა საბოლოოდ ჩემი არჩევანით კმაყოფილი დავრჩი.საბოლოოდ შევავლე თავი სარკეში ჩემს თავს და კმაყოფილი გავემართე სამზარეულოსკენ. დიმუშას და მარინას ვაკოცე და ყავის გამზადებას შევუდექი ისე, რომ თორნიკეს მზერა არ შევიმჩნიე.
-თქვენ რა ნაჩხუბრები ხართ?-გავიგე მამაჩემის ხმა თუმცა მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
-არა მამა საიდან მოიტანე.-როგოც კი ეს სიტყვები თქვა თორნიკემ მაშინვე სიმწრისგან ჩამეცინა და მამას მივუბრუნდი.
-ხო დიმუშ საიდან მოიტანე?-ირონიულად გავიღიმე.
-რავიცი ადრე სულ კინკლაობდით დილაობით და ახლა ხმაც არ ამოგიღიათ.-თქვა სერიოზული სახით და მაშინვე ორივეს შემოგვხედა.
-გეჩვენება დიმუშ.-ვუთხარი და ყავა მოვსვი.-კარგი წავედი მე მეჩქარება.
-დამელოდე მე გაგიყვან.-გავიგე თორნიკეს ხმა..
-არ მინდა ჩემით წავალთქო.-არ შევბუნებულვარ ისე ვუთხარი და გარეთ გავედი.როგორც ყოველთვის ალექსანდრე მელოდებოდა გარეთ.როგორც კი სადარბაზოდან გავედი,მასთან მივედი და ჩავეხუტე.
-მომენატრე.-დამიჩურჩულა ყურთან და იქვე მომადო ტუჩები.
-მეც ძალიან.-დავუჩურჩულე და ჩემი ინიციატივით მივაწებე ტუჩები მას.-წავიდეთ თორე დაგვაგვიანდება.-დავიჩურჩულე და მოვშორდი.
მალევე მივედით კომპანიაში და ჩვენ ჩვენ ოთახებში შევიკეტეთ. მოსვლამდე კიდევ მეგონა ალექსანდრეს,რომ ვნახავდი მაგრამ იმდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი,რომ ეჭვი მეპარება დღეს საერთოდ მის ნახვას შევძლებ.მალევე მობილურის ხმა გავიგე და იმის იმედად,რომ ალექსანდრე იქნებოდა მალევე ავიღე ტელეფონი მაგრამ იმედები გამიცრუვდა.
-რა არის?-მისალმების გარეშე ვუთხარი თორნიკეს.
-შენ სამსახურთან ვარ და ჩამოდი.-მითხრა ბრაზნარევი ტონით.
-არ მცალია შენთან სალაპარაკოდ,ბევრი საქმე მაქვს და სახლში მითხარი რისი თქმაც გინდოდა.-მაშინვე ვუთხარი.
-ან ჩამოხვალ და აქ დამელაპარაკები,ან მანდ ამოვალ.-მითხრა და მაშინვე გამითიშა.ცოტა ხანი ვყოყმანობდი ჩავსულიყავი თუ არა მაგრამ ბოლოს მაინც წავედი.მალევე მის წინ ვიდექი და თვალებში ვუყურებდი.
-რა ხდება გისმენ.-ვუთხარი გაღიზიანებულმა.
-ჯერ ერთი წესიერად მელაპარაკე და მოიშორე ეგ ირონიული ტონი,უკვე მერამდენედ გეუბნები?-მითხრა გაღიზიანებულმა.
-გადახვალ საქმეზე თუ ავბრუნდე ზემოთ?ძალიან ბევრი საქმე მაქვს და შენთან სალაპარაკოდ არ მცალია.-ვუთხარი და თალი თვალში გავუყარე.
-იმ ტიპთან ისევ გაქვს ურთიერთობა?-თქვა გაღიზიანებულმა.
-არა რას ლაპარაკობ.ძამიკომ დამიშალა და როგორ არ გავწყვეტდი ურთიერთობას.-ვთქვი კვლავ ირონიულად.
-რატომ არ მიჯერებ?ის სხვამნაირი ტიპია და გულს გატკენს შენზე კარგად ვიცი ეგეთ ტიპებს რა უნდათ და ნუ მათქმევინებ.დაშორდი მეთქი გეუბნები ნუ მაიძულებ უფრო მკაცრად მოვიქცე.-მითხრა და ოდნავ ხმას აუმაღლა.მის ამ სიტყვებზე გულიანად გადავიხარხარე.როდესაც სიცილი შევწყვიტე მაშინვე გავეცი პასუხი.
-ძამიკო ჯერ ერთი მე სრულწლოვანი ვარ და როგორც მინდა ისე მოვიქცევი მინდა შეყვარებული მეყოლება,მინდა საერთდ გავთხოვდები და ასე შემდეგ.და მერე მეორე დამიჯერე საერთოდ არ იცი ადამიანების გამოცნობა და ყველას ერთნაირად აფასებ. ასე რომ მე მეტს არაფერს არ ვიტყვი.გინდ შეეგუე და გინდ არა და ისე ნუ იზამ რომ საერთოდ გავწყვიტო შენთან ურთიერთბა და ცალკე გადავიდე საცხოვრებლად შენს გამო.-ვთქვი 2 წამით თვალებში შევხედე სადაც იმედგაცრუება და ტკივილი დავინახე და მაშინვე შენობაში დავბრუნდი და ჩემი საქმის კეთება გავაგრძელე.



X თავი
მალევე მოსაღამოვდა და დაღლილობაც ვიგრძენი.საათს შევხედე,სამუშაო საათები ორ წუთში მთავრდებოდა და ჩემი ნივთების მოწესრიგებას შევუდექი.მალევე კარის ხმა გავიგე და შევბრუნდი.
-ვაიმე როგორ მენატრებოდი.-მითხრა ალექსანდრემ და მაშინვე მისი გრძელი მკლავები ვიგრძენი ჩემზე შემოხვეული.მეც მაშინვე გავინაბე მის მკლავებში და ვუთხარი.
-მეც ძალიან მომენატრე.-ვუთხარი და კისერში ჩავურგე თავი.ცოტა ხანი ასე გაუნძრევლად ვიდექით და ერთმანეთით ვტკბებოდით და შემდეგ მოვშორდით ერთმანეთს.მაშინვე სახე მომიახლოვა და დაიჩურჩლა.
-ძალიან დაიღალე?-თქვა და მაშინვე მზერა ჩემს ტუჩებზე გადმოიტანა.
-კი და თან ძალაინ მენატრებოდი.-დავიჩურჩულე და ჩემივე ინიციატივით შევეაერთე ტუჩები.მალევე ნაზი კოცნა ვნებიანში გადაინაცვლა და მალევე სამუშაო მაგიდაზე შემომსვა მე კი ფეხები მის წელზე შემოვხვიე.მის თმებში თითები ავხლართე რაც მისი ამოოხვრა მოყვა და ტუჩზე მიკბინა.მალევე მოვშორდით ერთმანეთს და შუბლით მივეყრდენი.
-ვერც კი წარმოიდგენ ისე მიყვარხარ.-დაიჩურჩულა ზედ ჩემს ტუჩებზე და კვლავ მოწყვეტით მაკოცა.მის ამ ქმედებაზე თითქოს და თავბრუ დამეხვა და თბილად გავიღიმე.
-მეც ძალიან მიყვარხარ.-ვუთხარი და იგივე გავიმეორე რაც ალექსანდრემ.
-წამოდი ახლა წავიდეთ და სადმე ცხელი ჩაი დავლიოთ. დაღლილობა მოგვეხსნება.-მითხრა და მაგიდიდან ჩამომსვა. მალევე ავიღე ჩემი ნივთები და კარისკენ წავედი.უნდა გემეღო, როდესაც ალექსანდრეს ხელი ვიგრძენი წელზე.მისკენ შემატრიალა და მალევე მისი რბილი ტუჩები ვიგრძენი ჩემსაზე. მალევე მომშორდა,შუბლი მომადო და დაიჩურჩლა.
-მითქვამს ოდესმე,რომ, შენს რბილ და ნაზ ტუჩებზე ვგიჟდები.-თქვა და კვლავ შეაერთა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს.მალევე მომშორდა და კარი გააღო.-აი ახლა კი წავიდეთ კაფეში.-თქვა და გაიცინა.
-ოხ ალექსანდრე,როგორ იცი ხოლმე ჩემი დაბნევა.-ჩუმად დავიბუზღუნე.მან გაიცინა და ჩამეხუტა.ორივე გასვლას ვაპირებდით როდესაც ალექსანდრემ ქვემოთ დაიხედა და შემდეგ საწყალი თვალებით შემომხედა და მითხრა.
-შენ გადი ქვემოთ დამელოდე და ცოტა ხანში მეც ჩამოვალ.-მითხრა და კარი გამიღო.გაკვირვებულმა შევხედე და ვკითხე.
-რატომ?ერთად რომ არ დაგვინახონ?-ვკითხე მოღუშულმა.
-არა რა სისულელეა უბრალოდ პრობლემა მაქვს.-მითხრა დაბნეულმა.ვერ მივხვდი რა ჭირდა და უნებურად მის მზერას გავაყოლე თვალი.მალევე კი მისი ამობურცული ორგანო მომხვდა თვალში და მაშინვე სიცილი დავიწყე.
-ღმერთოო.-წამოვიძახე და კვლავ სიცილი დავიწყე.
-ნუ დამცინი.-ჩაიბურდღუნდა და მაგიდისკენ შებრუნდა.
-კარგი კარგი.ჩავედი მე და შენ მოწესრიგდი.-სიცილით ვუთხარი და კარში გავედი.მალევე შემოვბრუნდი და ვუთხარი.-იმედია დიდ დროს არ დახარჯავ.-ვუთხარი და სიცილით გამოვედი.
-თაიაა.-დაიყვირა.მე კი სიცილით წავედი და თანამშრომლების გაკვირვებული სახეები არ შევიმჩნიე.მალევე გავაღე ალექსანდრეს მანქანა და შიგნით დავუწყე დალოდება.იმ მომენტის გახსენებაზე კი სიცილს ვერ ვიკავებ.5 წუთის შემდეგ კი დამშვიდებული სახით გამოვიდა ალექსანდრე.როგორც კი მანქანაში ჩაჯდა მაშინვე თქვა.
-ხმა არ გავიგო შენი.-ჩაიბუზღუნა და მანქანა დაძრა.დანიშნულების ადგილთან სანამ მივიდოდი სიცილს ვერ ვიკავებდი ამ ამბის გახსენებისას და ჩუმათ ვხითხითებდი.
მალევე მისი მანქანით ძალიან ლამაზ კაფეში მიმიყვანა.როგორც კი შევედით მაშინვე ინტერიერის დათვალიერება დავიწყე.
-მოგეწონა?-მკითხა და თავისუფალი ადგილისკენ წავედით.
-კი.ძალიან მყუდრო და წყნარი ადგილია.-ვუთხარი და გავიღიმე. მალევე მიმტანი მოვიდა და როდესაც ავხედე გამოცებისგან პირი დავაღე.
-რას მიირთ...თაია?-ისიც ჩემსავით გაკვირვებული იყო.
-დამიი?-ვიკითხე და მაშინვე მივვარდი და ჩავეხუტე.-ღმერთო დამი როგორ მომენატრე.-დავიჩურჩულე და მალევე მოვშორდი.-როდის ჩამოდი?
-რამდენიმე დღეა.-მითხრა და გამიღიმა-ორი დღეა აქ შემომაგდეს და ვმუშაობ.უფრო სწორად დედაჩემს ვეხმარები.-მითხრა და გამიცინა.
-შე უნამუსო ბიჭო მერე აქამდე არ უნდა მოგეკითხე ან გენახე?-დავუწყე ჩხუბი.
-აუ კაი რა ახლა არ დაიწყო.ვინმემ მაცადა ტელეფონის დაკავება დამარბენიებდა დედაჩემი აქეთ-იქეთ და გუშინ აქ შემომაგდო კიდე.-მითხრა და გამიცინა.მალევე ჩახველების ხმა გავიგე და ალექსანდრესკენ გავიხედე.ხელებზე ძარღვები შესამჩნევად დაბერვოდა.კარგი რა ისევ ეჭვიანობა.თვალები ავატრიალე და დამიანეს მივუბრუნდი.
-დამი გაიცანი ეს არის ალექსანდრე მაჩაბელი ჩემი...-სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი რომ ალექსანდრემ გამაწყვეტინა.
-თაიას შეყვარებული.-დაასრულა ჩემი ნათქვამი და გაღიზიანებულმა გახედა დამიანეს.
-ვაა მართლა?სასიამოვნოა დამიანე ამაშუკელი თაიას ბავშვობის მეგობარი.-უთხრა და ხელი გაუწოდა.ალექსანდრემ ცოტა ხანს მის ხელს უყურა და შემდეგ დაძაბულმა ჩამოართვა ხელი.ოხ ალექსანდრე.-არა ისე გამიკვირდა ამ გიჟს რომ შეყვარებული ყავს ბავშვობაში ვინც მიეკარებოდა ყველას ცემდა.-დაასრულა თუ არა სიცილი ატეხა და მაშინვე მხარში ვუთავაზე მუშტი.
-დამიანე.-დავიღრინე და მკვლელი მზერით გავხედე.
-კარგი,კარგი.-თქვა სიცილით და კალამი და ბლოკნოტი მოიმარჯვა.-რას შეუკვეთავთ?
-ორი ჩაი და შოკოლადის ნამცხვარი.-უთხრა ალექსანდრემ და მაგიდას მიუჯდა.მეც მას მივბაძე და დამიანეს ავხედე.როდესაც წასვლა დააპირა შევაჩერე.
-იცოდე დამირეკე და შევიკრიბოთ თორემ ჩვენებს ვერ გადაურჩები ხომ იცი.-თქვი და გავიცინე.
-აუცილებლად დედოფალო.-სიცილით დამიკრა თავი და წავიდა. მე ალექსანდრეს გავხედე რომელიც დაძაბული მიყურებდა.
-კარგი რა ალექსანდრე.-ვთვი ბუზღუნით.-შეიძლება ყველა ჩემ მეგობარზე იეჭვიანო?-ჩავიბურდღუნე.
-დიახაც შეიძლება.-თქვა გაღიზიანებულმა და ფანჯრისკენ გაიხედა.-დედოფალო..-გააჯავრა დამიანეს.ამაზე კი სიცილი დავიწყე.
-კარგი რა ალექსანდრე.-დავიჯუჯღუნე და მის საქციელზე გამეცინა.და ჩემთვის ვთვქი-კიდევ კარგი გეგას არ იცნობს.-მეგონა ვერ გაიგო თუმცა შევცდი.
-გეგა ვინ არის?-კვლავ მკაცრად შემომხედა.ნერვიულად ტუჩის კვნეტა დავიწყე.
-არ...ისა გეგა..-დავიწყე ნერვიულად ბლუყუნი.-გეგაც მეგობარია ოღონდ უნივერსიტეტში გავიცანით და ჩვენს საგიჟეთს შემოუერთდა.-ვცდილობდი უფრო მხიარულად გადამეტან საუბარი თორემ დაძაბულობისგან სული მეხუთება.
-და მე რატომ არ უნდა ვიცნობდე?-ჯანდაბა.პრინციპში რატომ ვნერვიულობ,ჩვეულებრივად ვეტყვი მასაც ხო მოსწონდა ჩემამდე ვიღაცეები?პასუხის გასაცემად თვალებში შევხედე და საყვარლად გავუღიმე.
-ოო გეგა.ნუ ის რომ გავიცანი თავიდანვე მომწონდა.სადღაც ორი წელი შორიდან ვეტრფოდი.-ვთქვი დრამატულად და გავიცინე თუმცა ალექსანდრეს სახეზე ღიმილი შევწყვიტე.
-და მან არ იცის ხო ამის შესახებ?-კითხვების სმას არ წყვეტდა.
-არა.ვაპირებდი მეთქვა მაგრამ მისი შეყვარებული გავიცანი და მასზე ოცნებას თავი დავანებე.-ვთქვი და ფანჯრისკენ გავიხედე.-თან რაც შენ გაგიცანი და შენს მიმართ გრძნობები გამიჩნდა მივხვდი,რომ უბრალოდ გატაცება იყო და არა ნამდვილი გრძნობა აი რასაც შენს მიმართ ვგრძნობ.-ვთქვი და ღიმილით მას გავხედე.თვალებში,რომ შევხედე მასაც ბედნიერების სხივი გაუკრთა.ჩემი ხელი აიღო,ტუჩებთან მიიდო და საყვარლად გამიღიმა.მალევე დამიანეც მოვიდა და ჩვენი შეკვეთა მოიტანა.
-მიირთვით დიდო დედოფალო.-თქვა და თავი დამიკრა.მის ამ ჟესტზე გამეცინა.
-სულ როგორ უნდა ცანცარებდე.-ვუთხარი სიცილით და თავი გავაქნიე.
-დიდო დედოფალო თქვენთვის ვინცანცარებ მუდამ.-თქვა და მასაც გაეცინა.-კარგით გვრიტებო მე დაგტოვებთ.-თქვა და შებრუნებას აპირებდა როდესაც ალექსანდრეს ხმა გავიგე.
-თუ შესვენებას აიღებ შეგიძლია შემოგვიერთდე.-უთხრა და მკრთალად გაიღიმა.მის ამ ჟესტზე ლამისაა თვალები ბუდიდან ამომივარდეს.სწორად გავიგე?თუ ჰალუცინაციები მაქვს.
-სიამოვნებით სიძე მაგრამ ხელს არ შეგიშლით?-იკითხა საყვარლად.
-დამიანეე რა სიძეე.-ჩავიბურდღუნე.-შენ და ანა ხომ ვერ გადაეჩვიეთ ამ რეპლიკას რაა.-ვუთხარი წუწუნით და მოცინარ ალექსანდრეს გავხედე.
-არა რატომ მე მომწონს.-გაიცინა ალექსანდრემ.-კარგი გელოდებით მალე შემოგვიერთდი.-უთხრა და კვლავ მე შემომხედა.
-კარგით როგორც გენებოთ სიძევ.-თქვა და სანამ შებრუნდებოდა კვლავ იგივე თქვა.-თქვენის ნებართვით დიდო დედოფალო.-თავი დამიკრა და ისევ გაიქცა.ამაზე კი სიცილი ამიტყდა.
-ეს შენ იყავი თუ სხვა ჩაგისახლდა სხეულში?-ვკითხე მისი საქციელით გაკვირვებული.
-კი ნამდვილად გასაკვირია თუმცა,რას ვიზამთ მომიწევს შევეგუო შენს „ძმაკაცებს“-მითხრა და გამიცინა.მალევე დამიანეც შემოგვიერთდა თავისი შეკვეთით.
-აბა რაზე ვსაუბრობდით?-თქვა და ჩაი მოსვა.-ხო სიძევ,რას საქმიანობ?-თქვა და ვითომ და დაეჭვებულმა აათვალიერა.მის ამ ქმედებაზე კი სამივეს სიცილი აგვიტყდა.
-ცოლის ძმავ კომპანია “ალარიკი“-ს გენერალური დირექტორი ვარ.-თქვა და გაიცინა.ცოლის ძმაზე გამეცინა და გაბრწყინებული თვალებით ავხედე ალექსანდრეს.
-კარგი.-თქვა დამიანემ და კვლავ ვითომდა ჩაფიქრდა.შემდეგ კი კვლავ კითხვით შეუტია.-ვაჟიშვილი ხართ ბატონო სიძევ?-ამ კითხვის გაგებაზე კი თვალები გამიფართოვდა,ალექსანდრეს კი გაეცინა.
-დამიანეე,რა კითხვებით მოძრაობ,გეყოს.-ვუთხარი და შევუბღვირე.
-კარგი,კარგი.-თქვა და კვლავ გააგრძელა სიცილი.შემდეგ კი ისევ დასერიოზულდა.-აი ვერ ვიტან ამ ბანალურ ფრაზებს,მაგრამ საჭიროა.-უკვე ვხვდებოდი რაც უნდა ეთქვა ამიტომაც თავში შემოვირტყი ხელი.-ჩემს გოგოს თუ აწყენინებ არცერთი ნეკნი მთელი არ დაგრჩება.-როგორც ყოველთვის მის ამ ბანალურ ფრაზაზე თვალები გადავატრიალე.
-ღმერთო ასეთი გაცვეთილი ფრაზებით როდის აქეთ მოძრაობ?-ვკითხე თვალების ტრიალით.
-დიდო დედოფალო ეს ვითომდა გაცვეთილი ფრაზა ყოველთვის საჭიროა,რომ იცოდე.-გამომხედა და გამიცინა.
-და მორჩი ამ დედოფალოს დაძახება არ მოგბეზრდა?-ვკითხე თვალების ბრიალით.
-ოხ თაია დაბერდი?ხუმრობა აღარ იცი?-მითხრა და სახე დამიმანჭა.მისკენ მივიწიე და ვითომდა ჩუმად ვუთხარი.
-დამიანე ისე ნუ იზამ,რომ აქედან დალურჯებული გახვიდე,იცი ჩემი შესაძლებლობები.-ვუთხარი და მაშინვე გამოვიწიე და მის დამფრთხალ სახეს შევხედე და ეშმაკურად გავიცინე.ალექსანდრეს როდესაც გავხედე მივხვდი,რომ ჩემი სიტყვები გაიგონა,რადგან სიცილს ძლივს იკავებდა.
-კარგით დიდო დედოფალო,ბოდიში.-თქვა და კვლავ თავი დამიკრა.
შემდეგ მთელი საღამო დამიანეს ღლაბუცს ვუსმენდით და ვხალისობდით.შემდეგ დავიშალეთ და მე და ალექსანდრემ დავტოვეთ კაფე.
-ძალიან სახალისო მეგობარი გყოლია.-მითხრა და გაიცინა.
-კი.ეს და აკო მოსიარულე ჯამბაზები არიან.სულ ღლაბუცობენ.-ვუთხარი და გავიცინე.
-ხო ვიცი.ჩვენთან ეგეთი ჯუბა არის.-თქვა და გაიცინა.
-ხო ჯუბა ზოგადად სისაყვარლეს ასხივებს.-ვუთხარი და გავიღიმე.მან კი წარბაწეულმა გამომხედა.როდესაც მისი მზერის შინაარს მივხვდი მაშინვე ბუზღუნი დავიწყე.-კარგი რა სანი,შენს ძმაკაცებზე ეჭვიანობა აღარ გამიგია.-ვუთხარი და მის ამ საქციელზე თავში ხელი შემოვირტყი.როდესაც გავხედე მიღიმოდა.ვერ მივხვდი მის ამ მიმიკას.-რა?
-მომწონს როგორც მეძახი.-მითხრა და ძალიან საყვარლად გამიცინა.თითქოს ბავშვი იყოს რომელსაც კამფეტის მიცემის მერე იცინის.ჩემი ხელი აიღო და ტუჩებთან მიიტანა.ნაზად აკოცა და კვლავ ჩამოსწია.-აწი სულ ასე დამიძახე ხოლმე,კარგი?-მითხრა და გამიცინა.
-კარგი სანი.-ვუთხარი და მეც გავუცინე.მალევე ჩემს სადარბაზოსთან მივედით.ღვედი შევიხსენი და გადასვლას ვაპირებდი,როდესაც მისმა ხელმა შემაჩერა.
-რამე ხომ არ გავიწყდება?-მკითხა და ღიმილით შემომხედა.
-ჰმმ.მოდი დავფიქრდეთ.-ვთქვი და ჩაფიქრებული გამომეტყველება მივიღე.-მგონი მავიწყდება.
-ჰმმ.და მაინც რა?-მითხრა და ვითომ და გაურკვევლობაში მყოფმა გამიცინა.ვიცოდი რასაც ელოდა,თუმცა სულ სხვა რამე მოვიმოქმედე.
-შეგიძლია ორი დღით გამათავისუფლო?-ვუთხარი და მისი გამომეტყველების ცვლილებას დაველოდე,რომელმაც არ დააყოვნა.
-რაა?-მითხრა გაკვირვებულმა.
-შეგიძლია ორი დღით სამსახურიდან გამათავისუფლო?-კვლავ გავუმეორე ჩემი თხვონა და ვცდილობდი სიცილი შემეკავებინა მის გამომეტყველებაზე.
-რატო უნდა გაგათავისუფლო?-ისევ გაურკვევლობაში მყოფმა მკითხა.
-მეგობრები უნდა შევკრიბო და უნდა გავერთოთ ამიტომ მინდა ორი დღით რომ გამათავისუფლო.-ვუთხარი და საყვარლად გავუღიმე.
-კარგი.-მითხრა მოწყენით.-კიდევ რამე ხომ არ გავიწყდება?-ისევ მკითხა იმედიანად.კიდევ გავაწვალებთქო თუმცა მის გამომეტყველებას ვერ გავუძელი და ჩემივე ინიციატივით მივეწებე მის ტუჩებს.მალევე მოვწყდით ერთმანეთს და მის კმაყოფილ სახეზე ჩავიცინე.-აი ასე რა რატო მაწვალებ.-მითხრა და გამიცინა.
-ახლა შეიძლება დაგტოვოთ ბატონო ალექსანდრე?-ვკითხე და გავუცინე.მანაც ღიმილით დამიქნია თავი.წასასვლელად მოვემზადე მაგრამ ისევ გამაჩერა.-ახლა რაღა მოხდა?-ვკითხე და გავიცინე.
-თქვენს ფართიზე ის ვიღაც გეგაც იქნება?-მკითხა და ცდილობდა თავის ეჭვიანობა დაეფარა,რაზეც სიცილს ვერ ვიკავებ.
-ხო თუ მოიცალა იქნება ალბათ.რა არი რო?-ვკითხე და ეშმაკურად გავუცინე.რაზეც მან თავი გააქნია.-ხო წესით უნდა იყოს ეგეც და მისი შეყვარებული.-როდესაც დავასრულე მის სახეზე კმაყოფილი ღიმილი გამოჩნდა. -თუ ხვალ თავისუფალი იქნები შეგიძლია შენც მოხვიდე თან ჩემს მეგობრებსაც გაგაცნობ.-ვუთხარი და გავიცინე.
-ჰმმ მაცდური წინადადებაა.-თქვა და ჩაფიქრებული გამომეტყველება მიიღო.
-ჰმმ კარგი მაშინ შეიძლება გეგასაც არ წამოყვეს თავისი შეყვარებული და ჩვენთვის ვიქ...-დამთავრებული არ მქოინდა, რომ წამოიყვირა.
-არაა.მცალია და მოვალ აუცილებლად.-თქვა სწრაფად,რაზეც სიცილი ავტეხე და ლოყებზე ხელი მოვუჭირე.
-ღმერთო რა საყვარელი ხარ.-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე.
-შენ ძალიან ლამაზი.-მითხრა და ტუჩები მომაწება.-კარგი ახლა გადადი თორე დაღამდა.ხვალ დამირეკე სად იქნებით და მოვალ.-მითხრა და ლოყაზე ნაზად ჩამომისვა ხელი.
-კარგი წავედი.-ვუთხარი მოწყვეტით ვაკოცე და მანქანიდან გადავედი.სადარბაზოში შევედი და მაშინ გავიგე მისი მანქანის ხმაც.მალევე ავედი და შევაღე კარი.
-სად იყავი ამდენ ხანს?



XI თავი
-სად იყავი ამდენ ხანს?-სამზარეულოდან გამოვიდა ჩემი ძმა ეჭვნარევი მზერით.
-საღამო მშვიდობის ბატონო თორნიკე.-ვუთხარი და გვერდი ავუარე.ჩემს ოთახში შევედი და მაშინვე საწოლზე დავეცი. ორი წუთი არ იყო გასული და მაშინვე შემოვიდა თორნიკე ოთახში.
-მე ვიკითხე სად იყავითქო.-მითხრა გაღიზიანებულმა.მის ამ ქცევაზე კი თვალები გადავატრიალე.
-და მეც გიპასუხე.-ვუპასუხე ირონიულად და გავიცინე.
-თაია გთხოვ ასე ნუ მელაპარაკები რა.არ მიყვარს ჩვენი ასეთი ურთიერთობა-მითხრა სევდიანად და ჩემსკენ წამოვიდა. ცოტახანი მისი სიტყვებისთვის პასუხი არ გამიცია და ჩემთვის ჩუმად ვიწექი.როდესაც მომიახლოვდა და თმაზე ფერება დამიწყო.ძალიან მომენატრა მისი ჩემდამი სითბო.
-თუ არ გსიამოვნებს უნდა ხვდებოდე,რომ შენი ამ ქცევებითა და გადაწყვეტილებებით მე მაზარალებ და ჩემ გამო მაინც უნდა შეიკაო თავი.და ის არ უნდა მითხრა რომ ჩემი საქმე არაფერია რადგან ერთნი ვართ,ერთი სისხლი გვიჩქეფს.შენ თუ რამე მოგივა მე თავს ვერ ვიცოცხლებ,თუმცა შენ ეს არ გადარდებს რა თქმა უნდა მთავარია შენი ეგო დაიკმაყოფილო და მე რას ვფიქრობ და რას განვიცდი გკიდია.მთავარია უბანში ჩმორი არ გამოჩნდე და შენი კაი ბიჭობა დაამტკიცო.-ვუთხარი წყნარად და გვერდით გადავბრუნდი.მან ერთი ამოიოხრა და გვერდით მომიწვა.
-დიდი ბოდიში ჩემო პატარა,მაგრამ მიცნობ და იცი როგორიც ვარ,ჩემთან ზედმეტობებს ვერ ავიტან მითუმეტეს თუ ჩემს ოჯახს და საყვარელ ადამიანებს ირიბად თუ პირდაპირ შეეხებიან.შენ იმ ტიპმა ცუდად მოგიხსენია ამიტომაც ამას ასე ვერ დავტოვებდი.-მითხრა,ამოიოხრა და კვლავ ჩემს თმაზე ფერება განაგრძო.-გთხოვ არ მინდა ასე,რომ ვიყოთ ძალიან მომენატრე.-მის ამ სიტყვებზე როგორც ყოველთვის ცრემლები ვერ შევიკავე.მისკენ გადავბრუნდი და მივეხუტე.
-მეც ძალიან მომენატრე.-ჩავიდუდღუნე და მივეკარი.-იცოდე კიდევ ერთხელ გააკეთებს ასე და მართლა გადავალ აქედან.-ვუთხარი გაბუტულმა.
-კარგი გპირდები.-მითხრა და შუბლზე მაკოცა.ცოტა ხანი სიჩუმეში ვიყავით და ბოლოს გამახსენდა რამდენიმე წუთის წინ რაც თქვა და მაშინვე გაოცებულმა ვკითხე.
-ჩემზე რა თქვეს?-ის ცოტა ხანს გაკვირვებული მიყურებდა ვერ გაეგო რას ვეკითხებოდი.-შენ თქვი,რომ მე მახსენეს ცუდად და რა თქვეს ჩემზე ან საიდან მიცნობდნენ?
-ჩემი ძველი ნაცნობები არიან,მერე რაღაცაზე ჩხუბი მოგვივიდა და დავიშალეთ.-ჩუმად თქვა და მომეხუტა.
-ჩემზე რამე ისეთი თქვა?-ჩავიჩურჩულე და ლოყა თავზე დავადე.
-კი თუმცა ვეღარ იტყვის.-ამოიღრინა და უფრო ძლიერად ჩამიკრა გულში.მივხვიდ რომ არაფრის თქმას აღარ აპირებდა ამიტომ თმაზე ფერება გავაგრძელე.მალევე მომერია ძილი.თორნიკეს რომ დავხედე უკვე ჩაეთვლიმა და პატარა ბავშვს გავდა.
-თოკა.-ჩურჩულით დავუძახე თუმცა რეაქცია არ მოჰყოლია.-თოკა.-ოდნავ ხმამაღლა დავიძახე და თან პატარაზე შევანჯღრიე. მაშინვე შეიშმუშნა და ზანტად გაახილა თვალები.
-თაი.-ჩაიბუზღუნა და კვლავ დახუჭა თვალები.
-თორნიკე ადექი გამოვიცვალოთ და მერე დავიძინოთ.-ვუთხარი და რომ არ დაძინებოდა წამოვიწიე.
-კარგი ხო.-ჩაიბუზღუნა და ზანტად წამოდგა.მე მაშინვე სააბაზანოში შევედი და თან ტელეფონიც შევიტანე.მალევე ვნახე ჩვენი „სქუადის“ ჩათი და მაშინვე დავწერე.
-„ესეიგი როგორც ვიცით ვაჟბატონი დამიანე ჩამოვიდა ისე რომ არავის გაგვაგებინა და მაგის გამო მოხვდა კიდევაც და მინდა რომ ორი დღით სადმე ქალაქგარეთ გავიდეთ.თან მინდა რომ ყველას ალექსანდრე გაგაცნოთ.“-დავწერე და მაშინვე სარკეში ჩავიხედე.მალევე მესიჯების კორიანტელიც წამოვიდა.
-„როდის ჩამობრძანდა?“-წერდა გაბრაზებული ანა.
-„აქამდე რატო არ გაგვაგებინა ნეტა?“-ეს უკვე აკო იყო.
-„არ ვიცი.როგორც ვაჟბატონმა თქვა ხათუნა დეიდა დაარბენინებდა აქეთ-იქეთ და ტელეფონიც წაურთმევია.“-მივწერე სიცილით.
-„ალექსანდრე ვინ არის?“-მალევე მოვიდა გეგას ესემესიც. თავიდან მეგონა,რომ ჩათში წერდა თუმცა პირადში მოუწერია.
-„ჩემი შეყვარებული გეგ.“-მივწერე და თან საღამურებიც მოვირგე. კვლავ საერთო ჩათში გადავედი და ბავშვების მონაწერებს ვკითხულობდი.
-„ესეიგი დადგა დრო და მომენტი როდესაც გავიცნობთ დიად ალექსანდრეს.“-ანას მონაწერზე ხმამაღლა გავიცინე და პასუხიც დავუბრუნე.
-„დიახ დადგა.მინდოდა ყველას ერთად გაგეცნოთ და აი დამიანემაც ხელი შეგვიწყო.იმედი მაქვს გოგონებო წამოხვლათ.“-სალოს და მარის პასუხს კი მოუთმენლად მოველოდი.
-„კი აბა.ძლივს სიძე უნდა გავიცნოთ და მაგ მომენტს გამოვტოვებთ როგორ ფიქრობ?“-როდესაც სიტყვა სიძე წავიკითხე მაშინვე თვალები ავატრიალე.
-„აუუუ რა სიძე.იცოდეთ სიძე არ დაუძახოთ თორე ვერ გადამირჩებით.დღეს ისედაც დამიანე სულ სიძეს ეძახდა ლამის იქ მივახრჩვე.-დავწერე და ოთახშიც გავედი.თორნიკე უკვე თავის ადგილზე იყო და მობილურზე თამაშობდა.
-„აბა რაა ყოჩაღ დამის.“-მარის მონაწერზე კვლავ თვალები ავატრიალე და პასუხი აღარ გამიმცია.ლეპტოპს ხელი მოვკიდე და თორნიკეს გვერდით დავიკავე ადგილი.
-ფილმს ვუყუროთ?-გაბადრული სახით მკითხა თორნიკემ და მეც მაშინვე თავი დავუქნიე.-რას ვუყუროთ?
-ჰუჰ რა კითხვაა რა თქმა უნდა საშინელებას.-ვუთხარი და გავიცინე.
-ოჰ ჰორორების დედოფალს ეს როგორ ვკითხე.-თქვა და გამიცინა.-კარგი მაშინ მე ავარჩევ.-მითხრა და ლეპტოპიც ამაცალა.მე მანამდე ტელეფონი ავიღე და გეგას მინაწერების კითხვა დავიწყე.
-„დიდი ხანია ერთად ხართ?“
-„სად გაიცანი და საერთოდ ვინ არის?“
-„და მთავარი კითხვა მე რატომ არ ვიცოდი?“-დავასრულე და ბოლო კითხვაზე როდესაც გეგას სახე წარმოვიდგინე.
-„გეგა დამშვიდდი.“-მივწერე და სიცილის სმაილებიც არ დავიშურე.
-„რა დამამშვიდებს თან ყველამ რო ყველაფერი იცოდნენ და მე არავინ არაფერი არ მითხრა.“
-„ყველამ არა მარტო ანამ და აკომ იცოდა.მათაც მაშინ გაიგეს,როდესაც მანქანით მომაცილა მაშინ დამინახეს.“-მივწერე და თან თორნიკეს გავხედე რომელმაც ფილმი ვერა და ვერ აარჩია.
-„კარგი მითხარი ვინ არის.“
-„ალექსანდრე მაჩაბელი.აი ის მაშინ გასაუბრებიდან აკოსთან რო წამოვედი და რო გიყვებოდით.“-მივწერე და თორნიკესკენ შევბრუნდი.-თორნიკე დავიღალე უკვე რა ვერ აარჩიე გაფიცებ.
-აუუ არც ერთი არ მომწონს ყველა ზედმეტად ბავშვურია.-დაიწუწუნა და კვლავ კომპიუტერს მიაშტერდა.მე კვლავ ტელეფონს მივუბრუნდი და ბავშვების ჩატში შევედი.
-„და სად ვიკრიბებით ვინმემ მოიფიქრა საერთოდ?“-როგორც ყოველთვის ყველაზე საჭირო კითხვა დასვა აკომ.
-„სადმე ბარში რომ წავიდეთ არა?“
-„აუუ სულ ბარი მოსაბეზრებელია რამე სხვა.“-დაიწუწუნა მარიმ.
-„აუ ხო რამე სხვა განსხვავებული მოვიფიქროთ.“-აყვა სალომეც.
-„ხალხოო სუთ.“-დავწერე მაშინვე.
-„ვის აჩუმებს ეგი უყურე ერთი ამას.“-თქვა ანამ.
-“კარგით დაოკდით.მოკლედ წყნეთში ავალთ ჩემთან.უფრო კარგი გარემო იქნება და კარგად გაიცნობთ ერთმანეთს.-დავწერე და ეგრევე გამოვედი ჩათიდან.-ჰე თოკო ახლა დროზე თორე მიმეძინა.-დავიწუწუნე და შევხედე.
-რამდენი ხანია არჩეული მაქ მარა ვერ მოგწყვიტე გენაცვალე ტელეფონს და.-თქვა და გაიცინა.-და თუ საიდუმლო არ არის ვის წერ?-ინტერესიანი სახით შემომხედა.
-საიდუმლოა.-ვთქვი და მაშინვე წარბი აწია.გამეცინა.-კარგი ხო ბავშვებს ვწერდი.ხვა წყნეთში ვგეგმავთ ასვლას და.-ვუთხარი და კომფორტულად მოვკალათდი.-აუ შენც წამოდი რა თან...-წარმოსახვაში ჩემს თავს შემოვულაწუნე.როგორ დამავიწყდა მისი ალექსანდრესადმი დამოკიდებულება.
-თან რა?-მკითხა და დამკვირვებლურად შემომხედა.მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ კი ვუთხარი.
-ალექსანდრეს გაცნობა უნდათ და მასაც ვპატიჟებ.-ვუთხარი და მაშინვე შევამჩნიე როგორ დაეჭიმა სახე.-აუ გთხოვ ახლა ხასიათი არ გამიფუჭო რა.-დავიწუწუნე და კომპიუტერს შევხედე.
-კარგი რადგან შენსას არ იშლი და კვლავ მაგასთან აგრძელებ ურთიერთობას სხვა გზა არ არის.-თქვა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ ეგრევე გავაჩერე.
-არ წახვიდე რა გთხოვ.ხვალ წამოდი და რომ გაიცნობ დარწმუნდები რომ სულ ტყუილად ბრაზობ და იმდენად მოგეწონება აქეთ შემეხვეწები არ მოცილდეო.-ვუთხარი და მალევე ერთდროულად გავიცინეთ.რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა და შემდეგ ძლივს დაარღვია ეს სიჩუმე თორნიკემ.
-კარგი ჯანდაბას.შენი ხათრით გავიცნობ და თუ არ მომეწონა იცოდე მასთან კონტაქტს არ დამაძალებ.-დაიბუზღუნა და კვლავ ჩემს გვერდით დაწვა.
-კარგი მაგრამ დარწმუნებული ვარ,რომ კარგად შეხვალთ კონტაქტში.-ვუთხარი და კომპპიუტერს მივუბრუნდი.
-იმედია.-ჩუმად თქვა და ასტრალის მეორე ნაწილი ჩართო.



№1  offline წევრი OKI ME

გამიხარდა რომ დავინახე ❤️❤️ იმედი მაქვს ახალი თავების დადებას გააგრძელებ. როგორ მივხვდი ახლა 3 ახალი თავი არის ხომ დამატებული?

ჯერ არ წამიკითხავს, თავიდან დავიწყებ, გავიხსენებ დავიწყებულ მომენტებს და დავბრუნდები :DD

და აი მეც დავბრუნდი. საერთო ჯამში კარგი არის ძალიან. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ისტორია. იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს და ძალიან არ დაიგვიანებ :DD

იმის იმედიც მაქვს არ დაიწყებს ეხლა თორნიკე ქართველი ვაჟკაცი ძმის მსგავსად რაღაცეებს. :D

მოუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️წარმატებები ❤️

უი გამომრჩა. ისე ამ გეგას რა უნდა? რას დაუწყო გამოკითხვები? იმედია მეგობრულად ეკითხება და ის გოგო ტყუილად არ ყავს შეყავრებულად. დიდი იმედი მაქვს :DD ჯობს იმ საყვარელ გოგოს მიხედოს და თაიას შეეშვას. როცა ქონდა შანსი დადიოდა მაშინ დაბრმავებული :DDD

 


№2  offline წევრი sTiTcHhhh

OKI ME
გამიხარდა რომ დავინახე ❤️❤️ იმედი მაქვს ახალი თავების დადებას გააგრძელებ. როგორ მივხვდი ახლა 3 ახალი თავი არის ხომ დამატებული?

ჯერ არ წამიკითხავს, თავიდან დავიწყებ, გავიხსენებ დავიწყებულ მომენტებს და დავბრუნდები :DD

და აი მეც დავბრუნდი. საერთო ჯამში კარგი არის ძალიან. მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ისტორია. იმედი მაქვს მალე დადებ ახალ თავს და ძალიან არ დაიგვიანებ :DD

იმის იმედიც მაქვს არ დაიწყებს ეხლა თორნიკე ქართველი ვაჟკაცი ძმის მსგავსად რაღაცეებს. :D

მოუთმენლად ველი ახალ თავს. ❤️წარმატებები ❤️

უი გამომრჩა. ისე ამ გეგას რა უნდა? რას დაუწყო გამოკითხვები? იმედია მეგობრულად ეკითხება და ის გოგო ტყუილად არ ყავს შეყავრებულად. დიდი იმედი მაქვს :DD ჯობს იმ საყვარელ გოგოს მიხედოს და თაიას შეეშვას. როცა ქონდა შანსი დადიოდა მაშინ დაბრმავებული :DDD

მადლობა დიდი ძალიან მიხარია თუ მოგეწონა heart_eyes heart_eyes ვნახოთ მომდევნო თავში ალექსანდრე თუ გაუძლებს თორნიკეს "მენტალიტეტს" smile smile smile

 


№3  offline წევრი ♥️♥️

ძალიან კარგია და ძალიან საინტერესო ველით ახალ თავს♥️♥️♥️♥️♥️

 


№4  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან მომეწონა
მოვლენები საინტერესოდ ვითარდება kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი Nestani

Me axovs es motxroba zalian momewona minda make dadit imedia es wyvili ar daushleba tornikes uaryofiti saqciekebit velvet Debi axal tavs madloba warmatebebi

 


№6  offline წევრი Crazy dreamer

ახალი თავი დაახლოებით როდის იქნება?

 


№7  offline წევრი sTiTcHhhh

♥️♥️
ძალიან კარგია და ძალიან საინტერესო ველით ახალ თავს♥️♥️♥️♥️♥️

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes

Crazy dreamer
ძალიან მომეწონა
მოვლენები საინტერესოდ ვითარდება kissing_heart

მადლობა დიდი blush blush

სტუმარი Nestani
Me axovs es motxroba zalian momewona minda make dadit imedia es wyvili ar daushleba tornikes uaryofiti saqciekebit velvet Debi axal tavs madloba warmatebebi

მადლობა heart_eyes

Crazy dreamer
ახალი თავი დაახლოებით როდის იქნება?

დავდე უკვე და მალე აიტვირთება heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent