შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი (თავი16)


14-07-2022, 11:18
ავტორი sabrina
ნანახია 14 370

თავი 16

თაიას საკმაოდ მძიმე ცხოვრება ჰქონდა გამოვლილი, ზოგადად ყველა ადამიანს თავის ისტორია აქვს თუმცა ბავშვთა სახლში გაზრდილ ბავშვებს ბევრად მძიმე ცხოვრება აქვთ განვლილი.თაიას ცხოვრება ოთხ ეტაპად იყოფოდა სახლში სადაც მოსიყვარულე ოჯახი ჰქონდა, დედინაცვალი რომელმაც მისი ცხოვრება ამოაბრუნა, ბავშვთა სახლი სადაც უკვე საკმაოდ დიდი იყო მამის გარდაცვალების შემდეგ რომ გაამწესეს და ნულიდან დაწყებული ცხოვრება რომელშიც 18 წლის შემდეგ აღმოჩნდა .სწავლის გაგრძელება ვერ მოახერხა თუმცა არც ფარ- ხმალი დაუყრია.მალევე იპოვა სამუშაო დამლაგებლად და ერთი ოთახი სადაც დღემდე ცხოვრობდა.ოთახი იტალიურ ეზოში იყო ,მეზობლად კიდევ ექვსი ოჯახი ცხოვრობდა. ის კი ბინას მოხუც ბებოსთან ერთად იყოფდა , მოხუცი რომელიც ისე თბილად ექცეოდა თაის რომ მის დატოვებას ალბათ ვერასდროს შეძლებდა.ერთი წელია უკვე მარკეტში კონსულტანტათ მუშაობს, თუმცა ცდილობს ღამის სმენაში არ დარჩეს და როცა დრო რჩება სახლის დასალაგებლადაც დადის.არის კიდევ საკონდიტრო სადაც ჩააბარა, ყოველთვის მოწონდა ტორტების ცხობა და გაფორმება.ამიტომ მისი ოცნება საკონდიტროს გახსნა იყო და მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებდა.სამსახურში საკმაოდ კარგი თანამშრომლები ჰყავს და მიუხედავად იმისა რომ ადამიანებს იშვიათად ენდობა მათ მაინც მეგობრებად მიიჩნევს.
- თაი ამაღამ ჩამანაცვლე რა , გიო მყავს ცუდად,ლევანმა დარეკა სიცხე აქვსო.- შეევედრა სალომე.
- დღეს ?- საკონდიტროში იყო მისასვლელი და ცოტა ხანს დაფიქრდა, მაგრამ ბავშვი ცუდად იყო ამიტომ ბევრი არ უფიქრია- კარგი შეგცვლი.
- როგორ მიყვარხარ- გადაეხვია-როცა მოგინდება მაშინ შეგცვლი გპირდები.
- იცოდე ვიმახსოვრებ!- თითი სიცილით აუწია.
მთელი დღის ნამუშევარი ისეთი დაღლილი იყო უკვე დახლთან ეძინებოდა.სალომე მოლარე იყო, ამიტომ სალაროსთან დაიკავა ადგილი.მალევე აჩიც შევიდა და თვალიერება დაიწყო, მთელი დღე ცდილობდა ადრე გამოსულიყო მაგრამ თაიას სმენას მაინც ვერ მიუსწრო, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ ეგონა რომ ვერ მიუსწრო.
სიგარეტი და წვენი აიღო და საკმაოდ მოზრდილრიგში დაიკავა ადგილი.
- არ გაქვთ ბატონო ბარათზე ალბად თანხა.- თაია ცდილობდა მომხმარებლისთვის აეხსნა.
- კარგად გაატარე გოგო! პენსია დღეს ჩაირიცხა- სალაროსთან დედიკოს უქნარა ორმოც წელს მიტანებული კაცი იდგა და დედის პენსიით ცდილობდა სასმელი ეყიდა.
- უკვე სამჯერ გავატარე ბატონო , ნახეთ რამხელა რიგია.არ არის თანხა ბარათზე და იქნებ გაიწიოთ?!
- ვის ატყუებ …. ესე უტეხავთ ხომ ფულებს მომხმარებლებს- ეტყობოდა რომ ნასვამი იყო
- აბა რა ხდება?- აჩიმ ჯერ კარგად შეზარხოშებულ ღიპიან კაცს შეხედა და მერე მოლარეს.თაიას დანახვაზე თვალები გაუფართოვდა.
- ვერ გაიგე რას ამბობს? - მოლარეზე ანიშნა- თანხას მიტეხავს და ხმაც აღარ ამოვიღო?
- ვერა, ვერ გავიგე.აბა ტონს დაუწიე და აქეთ გამოდი!
- შენ ვაფშე ვინ ხარ ტო?მომეცი ჩემი ნაყიდი ნივთები დროზე- თაიას მიუბრუნდა
- არ აქვს ანგარიშზე და რა გავაკეთო?- თაია უკვე შეშინებული უყურებდა.
- არაფერი , შემდეგი გაატარე ამას მე გავიყვან- თვალი ჩაუკრა აჩიმ და ღიპინს მიუბრუნდა- აბა აქეთ გამო გავიგო რა პრობლემა გაქვს - ხელი ვითომ მეგობრულად გადახვია და გარეთ გაიყვანა.ცოტა ხანს ხმამაღალი ხმა ისმოდა,მაგრამ ხელების შლა რომ დაიწყო ღიპიანმა მიიღო კიდეც გემრიელად.მალევე პატრულიც გამოიძახეს და დედიკოს კაციც მოხვდა გამოსაფხიზლებელში.აჩიც პატრულთან საუბრის შემდეგ მარკეტში დაბრუნდა,სადაც დამფრთხალი ლურჯი თვალები ელოდნენ.
- რა ქენი? წაიყვანეს?
- კი წაიყვანეს. რა შეშინებული მიყურებ- გაეცინა მის დანახვაზე- შეგეშინდა რამე არ მომსვლოდა?
- არაფრისაც არ შემეშინდა… და საერთოდ აქ საიდან გაჩნდი?- უცებ შეცვალა ტონი.
- მარკეტში საიდან ჩნდებიან ხოლმე?- კარისკენ ანიშნა თვალით- შენ ის მითხარი სულ შარში როგორ ეხვევი.- ირონიული სახით გახედა
- ეგ რას ნიშნავს? მე ვეჩხუბები ვინმეს? თვითონ დაიწყო- მიაყარა თაიამ-საღამოობით თითქმის სულ ეგრეა,ასჯერ ვუთხარი ღამე მაინც დააყენეთ დაცვათქო მაგრამ, ბიუჯეტი არ აქვთ თურმე.
- ვის უთხარი?- გაუკვირდა აჩის, მსგავსი არაფერი გაეგო.
- ვის და მენეჯერს
- სად არის ეხლა ეგ შენი მენეჯერი?- იცოდა რომ რვა საათამდე იქ უნდა ყოფილიყო , მაგრამ რატომღაც არსად ჩანდა.
- პაემანი ჰქონდა გოგოს და ოთხიც არ იყო რომ წავიდა.- ცხვირი აიბზუა- თვითონ მშვენიერი ხელფასი აქვს და ჩვენ კაპიკებზე გვამუშავებენ
- ესე იგი უკმაყოფილო ხარ? რატომ მუშაობ მაშინ აქ?
- სახლთან ახლოსაა და იმიტომ- ამ ლაპარაკში იყვნენ მენეჯერი რომ შემოვარდა.
- რა ხდება აქ? - ჯერ თაიას მივარდა მერე აჩიც შეამჩნია და უცებ დაუწია ტონს- ბატონო აჩი !არ ვიცოდი აქ თუ იყავით.
- მე კიდევ არ ვიცოდი რომ შენ არ იყავი აქ.აბა როგორ ჩაიარა პაემანმა?- კითხვა ოსტატურად შეუტრიალა
- მე…. საქმეზე ვიყავი გასული
- ხოდა ეხლა უფრო მეტი დრო გექნება მაგ საქმისთვის.თავისუფალი ხარ- თეატრალურად გაშალა ხელები.გოგომ ჯერ გაოცებული შეხედა მერე კი თავის ოთახში ავიდა ნივთების ჩასალაგებლად.
- შენ!შენ …. ვინ ხარ?- თვალები დაჭყიტა თაიამ.
- შენი სუპერ გმირი- გაეკრიჭა აჩი- ეს ჩემი ნომერია, შეგიძლია მიაწერო გმირი გამოძახებით.- თვალი ჩაუკრა და დატოვა გაოცებული თაია .
- ღმერთო შენ მიშველე. ეს რა ჩემი უფროსია?- იქვე მდგომ კონსულტანტს მიუტრიალდა რომელმაც სიცილით დაუქნია თავი- მერე თავიდანვე ვერ მითხარი?
- რავიცი ისე ლაპარაკობდით დიდი ხნის ნაცნობები მეგონეთ- ჩაიფხუკუნა და თავის საქმეს მიუტრიალდა.თაიას დაღლილობა სულ დაავიწყდა, მთელი ღამე ისე გავიდა საღამოს მომხდარ ამბებზე ფიქრობდა.

ლენა მთელი ღამე ფიქრობდა დათოს დაბადების დღის სურპრიზზე დილით კი პირდაპირ აჩის კაბინეტში შევიდა.
- აჩი გცალია?
- ხო ,რა ხდება?
- შენი დახმარება მჭირდება!- სავარძელზე ჩამოჯდა ლენა- დათას აქვს შაბათს დაბადების დღე და მინდა სიურპრიზი მოვუწყო.
- მიყვარს ეგეთი რაღაცეები - გაეცინა აჩის- აბა მოყევი რა მოიფიქრე და მე რა მევალება?
ლენამაც თავის გეგმით კმაყოფილმა დაიწყო მოყოლა.ერთი საათი თათბირობდნენ რა და როგორ უნდა მოეწყოთ, ბოლოს მაინც წყნეთის სახლზე შეთანხმდნენ.
-დემეტრეს და სოფისაც დაურეკე, დაგეხმარებიან-შესთავაზა ლენამ- მე ტორტს მოვაგვარებ და იუბილარს ამოვიყვან.- ისე თქვა გეგონრბა ყველაზე მძიმე საქმე იტვირთაო.
- თაიას არ ეტყვი?- შეაპარა აჩიმ, ლენას გაოცებულ სახეზე გააგრძელა- აბა ყველა წყვილში ხართ და მე მარტომ რა ვაკეთო სერენადები გიმღეროთ?
- კარგი ვეტყვი- გაეცინა ლენას- მაგრამ იცოდე რამე რომ აწყენინო მოგკლავ- სავარძლიდან წამოდგა- და კიდევ!ბავშვს მე ვნათლავ!
- რა გჭირს ეეეე ….ნათლულების კოლექციას აგროვებ?- გადაიხარხარა აჩიმ.
- მე მითქვია - თითი დაუქნია და კაბინეტი ამაყად დატოვა.


დემეტრე და სოფის მდგომარეობა თანდათან გვარდებოდა, ცდილობდნენ ახალი ფურცლიდან დაეწყოთ მათი ისტორია, თუმცა სოფი არ ჩქარობდა და ეს გასაგებიც იყო .
- დედა მე არ წამიყვანთ?- მიამ ყური მოკრა დედ- მამის საუბარს .
- იქ პატარები არ იქნებიან მია- ეცადა აეხსნა ბავშვისთვის- თან თომაც აქ რჩება.
- თომა პატარაა და მე უკვე დიდი ვარ.- მერე მამამისს გახედა- თუ არ გჯერა მამას ჰკითზე!- სოფიმ დემეტრეს წარბ აწეულმა გახედა.
- ეგრე ნუ მიყურებ ! ერთხელ ვუთხარი და ეხლა რა ვუთხრა დაპატარავდითქო?
- აუხსენი რატომ არ მოდის შენი დიდი გოგო წყნეთში.მიდი გისმენ- ხელები გულთან გადაიჯარედინა.
- მისმინე მია- დემეტრემ ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო- პატარა ძმა ხომ გინდა?
- რა?
- რა?- ორივე დედა-შვილმა ერთდროულად დააჭყიტა თვალები?
- რა? - გაოცებული სახე მიიღო დემეტრემ- ხო მითხარი აუხსენიო ? ხოდა მაცადა ავუხსნა- მერე მიას გახედა და გააგრძელა- პატარა ძმა რომ გაჩნდეს დედამ და მამამ ერთად ბევრი უნდა იარონ, ისეირნონ და ბოლოს ერთად უნდა გადავიდნენ საცხოვრებლად- ეს უკვე სოფის გასაგონად იყო ნათქვამი, რომელიც ვერა და ვერ დაითანხმა თავისთან გადასვლაზე.
- კარგი ერთი!- გაეცინა სოფის
- მაცადე დავამთავრო!- სოფის გაფრთხილება მისცა და ისევ მიას მიუტრიალდა-ხოდა მამამ დედა რომ დაითანხმოს ერთად ცხოვრებაზე უნდა ველაპარაკო მარტომ.
- მე ხმას არ ამოვიღებ- საწყალი სახით გახედა მიამ
- ეგრე არ გამოვა-თავი გააქნია დემეტრემ
- თომაც რომ რჩება იმასაც უნდა პატარა ძმა?
- არა იმას ალბათ უფრო და უნდა- გაეცინა დემეტრეს- მოკლედ შევთანხმდით? - ხელი გაუწოდა დემეტრემ
- შევთანხმდით- მანაც შეაგება თავის პატარა ხელი- ოღონდ მეც და მინდა!
- იყოს და , მესამე იქნება ძმა- შეთანხმება დადეს მამა- შვილმა. სოფი პირდაღებული უსმენდა.მია კი ბედნიერი გავარდა თავის ოთახში.
- ეს…. რა იყო. შენ საერთოდ ნორმალური ხარ? საიდან მოიტანე რომ შენთან გადმოვალ- ხელების ფრიალით ლაპარაკობდა- ან ბავშვი საიდან მოიგონე, თან….. სამი ბავშვი…. მე არაფერს მეკითხებით?
- ხომ უნდა იცოდეს ბავშვმა, უკვე დიდი გოგოა და…..
- გაჩუმდი! მეორედ მე ავუსხსნი ხოლმე ბავშვს - მაცივარი გააღო და წყალი სულმოუთქმელად დალია- არა რეები ელაპარაკა ხუთი წლის ბავშვს- აგრძელებდა ქოთქოთს სანამ დემეტრე არ ადგა და მისი ტუჩები სხვა საქმით არ დააკავა.
- აბა კიდევ უარზე ხარ- გაბრუებულ სოფის გახედა.
- მოვიფიქრებ!- ეშმაკურად გაუღიმა სოფიმაც .


შაბათ დილით ადრიანად ადგა აჩი და როგორც სიურპრიზის ორგანიზატორმა წინა დღით მომარაგებული პროდუქტები საბარგულში ჩაალაგა.თაიას გაუარა სახლში და წყნეთში წავიდნენ.
- აბა ? დაგიყენეს დაცვა?- სიცილით გახედა აჩიმ
- კი დააყენეს, მშვენიერი ბიჭია- კმაყოფილმა გახედა თაიამ.
- მოიცა! რას ნიშნავს მშვენიერი ბიჭია, შენ რა მოგწონს? - გაოცებულმა შეხედა
- ვის არ მოეწონება?
- - ვის და მე!
- ჯერ მარტო ისეთი ტანი აქვს დაკუნთული,… - ნერვებზე ეთამაშებოდა თაია
- დაცვა დავაყენე შეყვარებული გაიჩინეთქო ვინმემ გითხრა?
- მერე რა მოხდა ? მეც მარტო ვარ ისიც.რა არის გასაკვირი რომ მოგვეწონოს ერთმანეთი?
- თუ დამაკვირდი მეც მარტო ვარ და სხვათა შორის ცოლი ჰყავს იმ ბიჭს.
- გაშორებულია- კმაყოფილმა გახედა.
- სერიოზულად მეუბნები?- თაიას სახეზე ხუმრობის არაფერი ეტყობოდა- ჩემი ბედის დედას შე* ი- ხელი დაარტყა საჭეს და სიჩქარეს საგრძნობლად მოუმატა.
- კარგი ხო…. ეცადე არსად არ გადავიჩეხოთ- შეშინებულმა გახედა.
- იხუმრე? რანაირი ხუმრობაა მერე ეგ
- რანაირი? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ მომეწონება?- აგრძელებდა მის ნერვებზე თამაშს, ლენასგან იცოდა რომ მოსწონდა აჩის
- რას ნიშნავს ვინ მოგეწონება? ვინც უნდა მოგეწონოს აქ ვარ .ვერ მხედავ?- თავლებში მიაშტერდა
- ეს რა ვალდებულებაა?თუ ღმერთი გწამს წინ იყურე - გაშტერებუკი უყურებდა- რატომ უნდა მომეწონო.სულაც არ მომწონხარ- ცხვირი დემონსტრაციულად ასწია მაღლა
- რატომ? რას მიწუნებ? - ნელ- ნელა სიჩქარეს მოუკლო და გაეღიმა.
- ადამიანი ან მოგწონს ან არა , მე შენ არ მომწონხარ- დასკვნა დადო.
- აი მე კიდე შენზე ჭკუას ვკარგავ- ლოყაზე პატარა ბავშვივით უჩქმიტა.
- ეს რა იყო , პატრა ბავშვი ვარ?- ლოყაზე მიიდო ხელი
- არ ხარ?- სიცილით გახედა
- არა ……რა თქმა უნდა არ ვარ! - ამოიბუზღუნა და აჩის რომ გახედა როგორ იცინოდა მუჯლუგუნი მისცხო ხელზე- დამცინი?
- მაინც და მაინც დაცვაში უნდა ვიმუშაო რომ მოგეწონო? პირად დაცვად ხო ისედაც გყავარ?
- არ აყვე თაი, დათას დაბადების დღე არ უნდა ჩაუშხამო- თავის თავს შემოუძახა და მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია.აჩისაც მეტი აღარ უწვალებია წყნარად მივიდნენ სახლამდე.თაიას ისეთი ბედნიერი სახით უყურებდა გარემოს გეგონება ტყეს პირველად ხედავდა.
- მოგწონს?- სახლზე კითხა აჩიმ თუმცა თაია ტყეს უყურებდა.
- ულამაზესია, ოთხი წელია ქალაქიდან არსად გავსულვარ. რისი ხმა ისმის?- ყური მიუგდო წყლის ხმას
- მდინარეა აქვე- ჩანთები საბარგულიდან ამოალაგა-თუ კარგად მოიქცევი ტყეში ხვალ გაგასეირნებ , ეხლა მოდი მომეხმარე.- პროდუქტებზე და ეზოს გასაფორმებელ ნივთებზე მიანიშნა.
სანამ აჩი და თაია სახლის მორთვით იყვნენ დაკავებულები, სოფი და დემეტრეც მოვიდნენ.თაია საკმაოდ კონტაქტური იყო ამიტომ მალევე გაუგეს ერთმანეთს და იუბილარის მოსვლამდე მშვენიერი საზეიმო გარემო მოაწყვეს.დათა კი ამ დროს რომანტიული საღამოსთვის ემზადებოდა როგორც ლენამ უთხრა და სახლში შემოსვლისას პირველი რაც გააკეთა ლენას ტუჩებში ეცა და ისე შემოიჯინა წელზე სიტყვის თქმაც არ აცალა. აჩიმაც ამით ისარგებლა და ფეიერვერკი გაისროლა.დათას ხმაზე რამის ლენა გაუვარდა ხელიდან.სიცილი რომ ატეხეს სტუმრებმა დათა მერე მიხვდა რაც ხდებოდა.
- გული გამისკდა შე* მა- სიცილით გახედა აჩის- რამის ცოლი დამაგდებინე.
- გილოცავ ბებერო- მეგობრულად გადაეხვია ისიც.
მერე ყველამ სათითაოდ მიულოცეს და იქვე გაშლილ სუფრას მიუსხდნენ.ორი ჭიქის მერე ლენას ტორტი გაახსენდა, რომელსაც საგულდაგულოდ ინახავდა.
- საჩუქარი მანქანაში დამრჩა- უეცრად წამოდგა - მოიცა მოვიტან
- ხომ არ მოგეხმარო პატარა?- წარბები აუთამაშა.
- არაფერი გეშველება - ხელი ნუ ნერვიულობ მოვერევი არც ეგეთი დიდია- ენა გამოუყო ქმარს
- ცოტა ხანში ტორტით ხელში შემოვიდა , სანთლების შუქზე კარგად ჩანდა ზედ დაწერილი სიტყვები, გილოცავ მამიკო. ყველა ულოცავდა , სამხიარულო მიზეზი ნამდვილად ჰქონდათ, ოჯახს უკვე მეორე პატარა ემატებოდა.
- ხომ გეუბნებოდი- სოფის გადაუჩურჩულა დემეტრემ- არ გინდა მივბაძოთ?
- იყოს ერთიც საკმარისია- ირონია არ მოაკლო
ლენას გარდა იმ ღამით ყველანი ნასვამები იყვნენ .მიზეზი ერთის მაგივრად ორი ჰქონდათ, ამიტომ ყველანი კარგად იყვნენ შემთვრალნი. თაია და სოფი ერთ ოთახში რჩებოდნენ, დემეტრეს და აჩის მეორე საძინებელი უნდა დაეკავებინათ.თაია მიჩვეული არ იყო დალევას ამიტომ მაშინვე ჩაეძინა. სოფიმ ბევრი იწრიალა და რომ ვერ მოისვენა ქვევით ჩავიდა.ეზოდან აჩის და დემეს ხმა ამოდიოდა.სოფისაც ბევრი არ უფიქრია და მათკენ წავიდა ცივი წყლით ხელში.
- არც თქვენ გეძინებათ- ჰამაკში ჩაჯდა სოფი.
- შენ რატომ არ გძინავს?- გაკვირვრბულმა გახედადემეტრემ
- ცხელა და ვერ ვიძინებ- ჰამაკში კომფორტულად მოკალათდა-რაზე საუბრობდით?
- მეც მაქვს კოტეჯი აქვე ახლოს- აჩიმ ხელით გზის მოპირდაპირე მხარეს გაიშვირა- ეხლახან დავამთავრე და ზღვაზე მინდა მიწის ყიდვა.
- მე მაქვს ზღვაზე- დემეტრემ სოფის გახედა- ციხისძირში
- კარგი ადგილია?- სოფი ხმას ვერ იღებდა, იმ ადგილის გახსენებისას თითქოს ცივი წყალი გადაასხესო.
- ლამაზია, თუ წასვლა მოგინდება მითხარი და გასაღებს მოგცემ- თან აჩის ელაპარაკებოდა და თან სოფისკებნ აპარებდა თვალს .ხვდებოდა მასზე ეს როგორც მოქმედებდა.
- ეხლა მარტო ძილი მინდა , ხვალ გეტყვი წავალ თუ არა- მერე სოფის მიუტრიალდა- ბავშვს სძინავს?- თაია მოიკითხა
- კი ჩაეძინა- გაუღიმა სოფიმ
- მეც წავედი, ბევრი არ იცელქოთ დაუბარა წყვილს და მარტო დატოვა.
- მიიწიე- ჰამაკში ჩაჯდა დემეტრეც- ვიცი რაზეც ფიქრობ.დამიჯერე ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია.
- ვერა , ვერ შეცვლი- თვალი გაუსწორა სოფიმ- რაც იყო მეხსიერებაში ილექება.
- მარტო ცუდი ხომ არ იყო , გაიხსენე რა ბედნიერები ვიყავით იქ- დემეტრეს სოფის თითებს ეთამაშებოდა
- მანამ სანამ ყველაზე უბედურად არ მაგრძნობინე თავი და ზეციდან მიწაზე მთელი ძალით არ დამანარცხე...- თვალი გუსწორა
- სოფი გთხოვ…- მის კისერში ჩარგო თავი- ვიცი რომ შევძლებთ , ყველაფერი გამოვა , მენდე გთხოვ…
- უკვე ყველაფრის მეშინია... რომ არ გამოგვივიდეს?-ხმა უთრთოდა
- ვცადოთ გთხოვ - თან მის თმებში დაატარებდა თითებს- მოგვეცი კიდევ ერთი შანსი
- მე...არ ვიცი, ჩვენ უკვე მარტო არ ვართ... რომ არ გამოვიდეს მიასთვის რთული გადასატანი იქნება....უკვე მარტო მე აღარ ვარ- თავი დახარა
- გამოვა , ვიცი რომ ყვალაფეეი კარგად იქნება- სახეს უკოცნიდა და თან ეჩურჩულებოდა-მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ, ყველაფერი გამოვა ... შანსი მჭირდება- ნაკაპის ქვეშ თითით თავი მაღლა ააწევინა- ეხლა, ქვეყანაც რომ დაიქცეს, ვიცი რომ შენს გარეშე მოვკვდები. უშენოდ ვერ ვსუნთქავ.შენ და მია ხართ მთელი ჩემი ცხოვრების აზრი.
- მაშინაც აქ ვიყავით- გაეცინა- და მე შენ მოგეცი შანსი
- და მე ვერ გამოვიყენე , ამის თქმა გინდა? ანუ არასდროს მაპატიებ?
- მე ეგ არ მითქვამს...
- რას ვერ ვაკეთებ მითხარი ? რა გინდა თქვი და გავაკეთებ.თუ გინდა საერთოდ გავქრები...
- აბა ვერ ვიცოცხლებო?- შეშინებული თვალები მიანათა.
- ვერც ვიცოცხლებ უბრალოდ გავქრები.... მომეცი შანსი - მასთან ახლოს მიიწია და მისი ტუჩები დაისაკუთრა . ნაზად და მთელი გრძნობით უკოსნიდა ტუჩებს, სანამ სოფის სიცილი არ აუტყდა.
- რა გაცინებს?- გაკვირვებული უყურებდა
- ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ცოტაც და შემჭამ
- ნწ- თავი გააქნია- ვერ გაგიმეტებ... მაგრამ ტუჩებს მოგაჭამ.- ჰამაკში გადაწვა და სოფიც მიიწვინა.- ამაღამ აქ ვიძინებთ.
- შემცივდება...
- მე გაგათბობ- მაგრად მოხვია ხელები და თავზე აკოცა
აჩიმ კი თავის საძინებლამდე ჯერ თაიასთან შეიხედა ,ცოტა ხანს შორიდან უყურა.მერე ოთახში შევიდა, საწოლზე ჩამოჯდა და მძინარეს უყურებდა . დიდხანს აკცვირდებოდა მის ნაკვთებს, სახეზე ფრთხილად ეხებოდა, თითქოს მის ძილს დარაჯობდა.როდის ჩაეძინა არც ახსოვდა . დილით მზის სხივები რომ შემოიჭრა თვალები გაახილა, გულზე სიმძმე იგრძნო და თაიას გახედა, რომელიც მშვიდად სუნთქავდა. ცოტა ხანში შეიშმუშნა და აჩიმაც თვალები დახუჭა. ჯერ ცალი ხელი გადმოწია,მერე აჩის ტანზე აასრიალა ხელი და მერე ციებიანივით წამოჯდა საწოლზე.
- ღმერთო ჩემო? რა გავაკეთე?- თავისთვის ბუტბუტებდა.
მერე უცებ ფეხზე წამოხტა და ოთახიდან ისე გავარდა აჩიმ მხოლოდ მისი სახელის დაძახება მოასწრო.მერე სიცილით წამოდგა ფეხზე და ქვევით ჩასვლისას დაინახა როგორ გავარდა ეზოდან თაია ტყის მიმართულებით.დიდხანს ფიქრი არ დასჭირვებია იმის გამოსაცნობად რაც გაიფიქრა.
- სულელი ბავშვი -უკვე აღარ ეცინებოდა. ტყეს გახედა და უკან აედევნა.




-
-



№1 სტუმარი Ana-maria

ახალი წყვილიც გამოჩნდა. მგონი შანსი აჩის ჭირდება. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

 


№2 სტუმარი ნი-კე

დაიგვიანე მაგრამ კარგი იყო

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

ძალიან კარგია, იმედია ეშველებათ

 


№4 სტუმარი სტუმარი Nestani

Momewona kargi iyo saintereso kargi wyvilebit velodebi axal tavs madloba warmatebebi ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი თათია

რა კარგი ისტორიაა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი. ახალს როდის დადებთ?

 


№6 სტუმარი სტუმარი მარი

აი არვიცი რა ვთქვა... იცი დამამუნჯე რასაც ქვია, ორი დღეა გაუჩერებლად ვკითხულობ. გუშინ თუ არ ვცდები ღამის 3 ზე დავიწყე კითხვა და 10 თავი ისე წავიკითხე ვერ გავიგე, მაგრამ უეცრად მივხდი რომ თენდებოდა როცა ჩემს ოთახში მზის სხივები შემოიჭრა,ხოდა მივხდი რომ დრო იყო შემესვენა...ეხლა რაც კი დადებული გქონდა ბოლომდე წავიკითხე და თუ გინდა რომ შენს გამო, ვინმე,გულის შეტევით არ მოხვდეს სააავანდყოფოში, სასწრაფოდ დადე 17 თავი ddd ვიცი როგორი რთულიცაა რადგან მეც ვწერდი ერთხანს...მაგრამ დროის უქონლობოს გამო ჩემი მკითხველი მივატოვე...გთხოვ შენც ეგრე არ ქნა,იცოდე რომ ძაან მაგარი ხარ და უმაგრესად წერ გუშინდელის მერე კი დამერწმუნე რომ შენს ერთგულ მკითხველებს შორის ვარ♡

 


№7  offline წევრი sabrina

სტუმარი მარი
აი არვიცი რა ვთქვა... იცი დამამუნჯე რასაც ქვია, ორი დღეა გაუჩერებლად ვკითხულობ. გუშინ თუ არ ვცდები ღამის 3 ზე დავიწყე კითხვა და 10 თავი ისე წავიკითხე ვერ გავიგე, მაგრამ უეცრად მივხდი რომ თენდებოდა როცა ჩემს ოთახში მზის სხივები შემოიჭრა,ხოდა მივხდი რომ დრო იყო შემესვენა...ეხლა რაც კი დადებული გქონდა ბოლომდე წავიკითხე და თუ გინდა რომ შენს გამო, ვინმე,გულის შეტევით არ მოხვდეს სააავანდყოფოში, სასწრაფოდ დადე 17 თავი ddd ვიცი როგორი რთულიცაა რადგან მეც ვწერდი ერთხანს...მაგრამ დროის უქონლობოს გამო ჩემი მკითხველი მივატოვე...გთხოვ შენც ეგრე არ ქნა,იცოდე რომ ძაან მაგარი ხარ და უმაგრესად წერ გუშინდელის მერე კი დამერწმუნე რომ შენს ერთგულ მკითხველებს შორის ვარ♡

მადლობა დიდი, მეც უამრავჯერ გამითენებია ღამე კითხვაში მაგრამ ვინმეს ღამის თევის მიზეზი თუ ჩემი ნაწერი გახდებოდა ვერასდროს წარმოვიდგენდი.მადლობა რომ კითხულობთ ♡♡♡♡

ნი-კე
დაიგვიანე მაგრამ კარგი იყო

ეხლაც დავიგვიანე ვიცი :დ დავდე უკვე 17 მალე ნახავთ.იმედია მოგეწონება♡

სტუმარი თათია
რა კარგი ისტორიაა, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ყველა თავი. ახალს როდის დადებთ?

მადლობა♡დავდე და გამოჩნდება საღამოსთვის ალბათ♡

Ana-maria
ახალი წყვილიც გამოჩნდა. მგონი შანსი აჩის ჭირდება. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს

ხო , დატომღაც მომეწონა ეს წყვილი♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent