შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა, სიცოცხლისა (თავი 10)


18-07-2022, 11:44
ავტორი სესილია
ნანახია 1 564

***
სიკვდილ სიცოცხლის გზები და ბილიკები ერთმანეთში ახლართული, გული სევდისგან დაოსებული, ფიქრები ქაოტურად მორბენალი, უძილო და უცრემლო ღამეები... ტკივილით სავსე სხეული, დღე-ღამის არევა და ჰალუცინაციები... უიმედობა, სასოწარკვეთილება.. სინანული, ჯერ კიდევ ბევრი რამის და ფიქრი იმ დღეზე, იმ საათზე, იმ წუთზე, იმ წამზე, რომელმაც ყველაფერი ააყირავა, დაანაწევრა და სამუდამო უსასოობაში გამოკეტა სევდისგან დაფლეთილი გული. სული კიდევ ბრძოლის გარეშე დატოვა, თითქოს დააპატარავა და გააქრო... ჯოჯოხეთია დედამიწაზე ან იქნებ უკვე ჯოჯოხეთის ჭაობშია? იქნებ მოკვდა და პირდაპირ ცხელ კუპრში უკრეს თავი, ყოველგვარი განსჯების გარეშე? სიკვდილზე ფიქრი კარგა ხანია გარს დატრიალებს, სიკვდილზე ფიქრი ხომ მაშინ მარტივდება, როდესაც ცხოვრება აზრს კარგავს და შენთვის მნიშვნელობა აღარაფერს აქვს! არც მზის ამოსვლას და ჩასვლას, არც სითბოს და არც სიცივეს. ყველაფერი ერთი ფერია და სიკვდილი სულ არ გაშინებს, რადგან ხვდები, გრძნობ, რომ იქ, სადღაც, გჯერა თუ არ გჯერა, სხვა სამყაროა, სხვა განზომლება ან იქნებ არც ღირდეს იქ სხვა სამყაროშიც გაგრძელდეს შენი არსებობა? იქნებ ჯობია სამუდამოდ ისე გაქრე თითქოს არც ყოფილხარ? არც გიარსებია? არც დაბადებულხარ?
მაქსიმე ნარზე იწვა თვალებდაჭყეტილი, ფიქრებისგან თავის დაღწევას ცდილობდა, თუმცა რაც უფრო ცდილობდა, უფრო და უფრო ებღაუჭებოდა ფიქრების მთელი ჯაჭვი ამ ცხოვრების ამაოებაზე და სიკვდილზე... სიკვდილზე... როგორი მარტივი ყოფილა როცა კლავ, მაგრამ მერე? მერე თითქოს მთელი სიცოცხლის გზა ეკლებით, ცხელი ლავით, წვეტიანი ქვაღორღით, კაციჭამია ცხოველებით არის სავსე და გკლავს, გწვავს, გჭამს, მაგრამ ყველაზე რთული უსასობაა, უიმედობა, როცა გული ყელში გებჯინება და სასუნთქ გზებს კეტავს, მთელი სხეული იბრძვის, კისრის ძარღვები მთელი ძალით იჭიმება, რომ სულ ცოტა, სულ ცოტა ამოისუნთქოს, ოდნავ ჰაერი ჩაისუნთქოს, მაგრამ არა და არა... და ბოლო წამს, როდესაც უჟანგბადობისგან გონება გებინდება, წამიერად ამოისუნთქებ და მომაკვდავი ისევ ახელ თვალს... და ამ დროს ხედავ შენს მიერ მოკლულ ადამიანების სახეებს და ისევ თავიდან იწყება, ისევ კვდები და ისევ ცოცხლდები... აი, ეს არის ჯოჯოხეთი, სასოწარკვეთილების ჯოჯოხეთი. სასჯელი, რომელიც საკუთრ თავს გამოუტანე უსასრულოდ...


***
- სად მივდივართ? - იკითხა დეამ, როდესაც მანქანამ თბილისის ქუჩაზე აუხვია.
- შეიძლება უცნაურად მოგეჩენოს ან გიჟად ჩამთვალო, მაგრამ ჩემი მშობლების სასაფალაოზე მივდივართ.
- სასაფლაოზე? - გაოცებით გახედა დემნას, - ახლა? ასეთ დროს?
- სხვა დროს მივიდეთ? - მანქანა შეაჩერა.
- არა, მაგიტომ არ მითქვამს, უბრალოდ ყვავილებიც არ გვაქვს, არც სანთელი.
- არაუშავს, უბრალოდ ძალიან მინდა მათ საფლავზე მივიდე, მარტო ვერ ვბედავ, თან მინდა შენი თავი მათ გავაცნო.
- გასაგებია... - ჩაეღიმა დეას.
- მამა დიდიხნის წინ გარდაიცვალა, ის ტკივილის განცდა, როცა გავიგე, რომ მამა აღარ იყო დღემდე მძაფრად მაქვს გულში. დედა, რომ გარდაიცვალა პანდემიის გამო ვერ ჩამოვედი, რადგან იმ დროს ყველაფერი იყო ჩაკეტილი. რადგან არც პანაშვიდებზე ვყოფილვარ, არც გასვენება მინახავს, მგონია, რომ სხვაგან არის და ერთმანეთს მალეშევხდებით. ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული, რომ ის აღარ მყავს... - თვალები ცრემლებით ავსებოდა უფროს დევდარიანს.
- მესმის, რთულია ამ ყველაფრის გააზრება... მე ვიყავი შენი დედიკოს პანაშვიდზე.
- მართლა? - თითქოს ამის მოსმენა გაუხარდა დემნას.
- კი, რადგან მედეა დეიდას ვიცნობდი.
- რა საოცარია.
- რა?
- ჩემს გარდა ყველას იცნობდი.
- ნუ შენც გიცნობდი შორიდან, ისე გინდა სიმართლე გითხრა?
- რა?
- ხო არ დამცინებ?
- ჯერ მითხარი და მერე გეტყვი დაგცინებ თუ არა.
- მაშინ არ გეტყვი. - დეამ გულთან ჩაიხვია ხელები და ფანჯარაში გაიხედა.
- კაი, ხო ნუ იბუტები. მითხარი. - ნიკაპზე ხელი მოკიდა და მისკენ შემოატრიალა.
- რადა, მე ადრე ბავშვობაში „გქრაშავდი“.
- „მქარაშავდი?“ ანუ მოგწონდი? - სიცილი აუტყდა დემნას.
- აუუ, ხომ მითხარი არ დაგცინებო?
- მერე? ანუ შენი პირველი სიყვარული ვარ?
- ეგ არ ვიცი, მაგრამ მე 12 წლის ვიყავი შენ 20 წლის და ვფიქრობდი, როგორი მაგარი ტიპია, მეც მინდა ასეთი ძმა მყავდეს და ა.შ. მაშინ რვა წელი სხვაობა ბევრს ნიშნავდა, შენ არც კი გახსოვარ, ახლა კი ამ წლების სხვაობას ვერ ვგრძნობ, პირიქით ძალიან მომწონს.
- ჩემი გოგო. - წინ ჩამოყრილი თმები ნაზად გადაუწია, - მიხარია, რომ ჩემი გქვია. - ხელი ჩასჭიდა და საფლავისკენ მიმავალ გზას გაუყვნენ.
- ღამე სასაფლაოზე არასოდეს ვყოფილვარ! - შიშით აქეთ-იქეთ იცქირებოდა დეა.
- ნუ გეშინია. აი, მოვედით კიდეც. - დემნამ საფლავის პატარა ჭიშკარი გააღო, - დე, მა მოვედი. - ნაზად მიეფერა მათ სურათებს. - როგორ ხართ? იმედია კარგად. არ იღელვოთ ჩემზე, ყველაფერს გავუძლებ და მაქსიმეც კარგად იქნება. მას ხომ მე ვყავარ? - სევდიანად გაეღიმა, - იცით ეს ვინ არის? - დეას ახედა, - ქალი, რომელიც ერთი ნახვით შემიყვარდა. მინდა, რომ დაგვლოცოთ და დაიფაროთ ჩვენი სიყვარული. მჯერა დარჩენილ ცხოვრებას ერთად გავლევთ ჭირსა თუ ლხინში.
- დემნა, ნუ მაწითლებ.
- რატომ? არ გინდა ჩემი მეგზური იყო?
- არა, მაგრამ ჯერ ხომ საფეხურებს გავდივართ? სულ რამოდენიმე დღე რაც ერთად ვართ.
- ვიცი, თუმცა ჩემთვის ეს საფეხურები ერთ მიზანს ემსახურება , ბოლოში ერთად განვაგრძობთ სიცოცხლის გზას ხელ-ხელ ჩაკიდებულნი ჩვენს პრინცესა გოგოსთან ერთად.
- ალბათ, ეგრე იქნება... - გულში სითბოდ ჩაეღვარა საყვარელი მამაკაცის სიტყვები. - მედეა დეიდა ძალიან კარგი ქალი იყო. სულ კარგად მახსენდება.
- კი, გასაოცრად თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე დედა იყო.
- როგორ მშურს ხოლმე...
- რისი?
- იცი? ჩემი მშობლები ჩემით არასოდეს ამაყობენ.
- ეე, რატომ?
- იმიტომ, რომ ექიმების ოჯახის შვილი „მკერავი“ გამოვედი. მერე ეს არ ვიკმარე და ვიღაც მათთვის არასასურველ ბიჭს გავყევი ცოლად, როგორღაც შეეჩვიეს, მიიღეს და ამასობაში ქმარმა მიმატოვა და დავრჩი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვით ხელში მარტო! რა არის აქ საამაყო? ერთხელ ისიც კი მითხრა, დედები ქალიშვილებს ნატრობენ და მიკვირს რა სანატრელია ეგო? ჩემი ძმაა მისთვის მზეც, მთვარეც, ვარსკვლავებიც და დედამიწის მამოძრავებელი ღერძიც! მე ფაქტიურად არც მაღიარებენ, მაგრამც არც კავშირს წყვეტენ ჩემთან! ხანდახან ვფიქრობ ობოლი ვარ! აბა რა აზრი აქვს დედის ან მამის ყოლას, რომლებიც არ გაღიარებენ და შენს წარმატებას, ღვაწლს, შრომას არაფრად აგდებენ და არც სიყვარულს გამოხატავენ შვილის მიმართ!
- ჩემო პატარავ! - დემნამ დეას ხელები მჭიდრო მოხვია და გულთან მიიკრა. - მე მჯერა შენი, მე ვამაყობ შენით და ჩვენი პრინცესა ვივიენით. - მოიცა შენ რა ტირი? - დემნამ თავი ნელა ააწევინა აზლუქუნებულ დეას, - ეე, რა გჭირს?
- უ უ უ უბრალოდ, - სლოკინ-სლოკინით ამოთქვა დევიძემ, - როცა ასე მესაუბრები თავს იმდენად დაცულად ვგრძნობ, ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება და ასეთი მზრუნველი ადამიანია ჩემს გვერდით.
- პირველად, რომ დაგინახე ისე მომნუსხე, ის მომენტი, რომ მახსენდება ახლაც სასიამოვნოდ მცრის ტანში.
- მე კი, ვეცადე საკუთარი თავი არ გამეცა, როცა ჩემს წინ ჩემი პირველი „ქრაში“ იდგა უფრო მამაკაცური და სიმპატიური.
- ოჰ, ოჰ, პატარა კუდიანო. - ცხვირზე აკრა თითი. - არ უნდოდა თურმე თავის გაცემა.
- არ მინდოდა, მაგრამ ვინ დამაცალა.
- არ მოგწონს მერე? წავიდე? - ხელი უშვა.
- სად უნდა წახვიდე, აქ მარტო უნდა დამტოვო?
- ანუ სასაფლაოზე რომ არ ვიყოთ და არ გეშინოდეს, გამიშვებდი?
- ძლივს გიპოვე და სად უნდა გაგიშვა? - ხელკავი გაუკეთა და მხარზე მიეკრა. - შენ ჩემი მყუდრო თავშესაფარი ხარ, რომელიც იმედით მავსებს და როცა აფორიაქებული ვარ, ვიცი შენთან როდესაც მოვალ, სრულ სიმშვიდეს ისევ იპოვის ჩემი ნაომარი სული.
- პატარა ნებიერა ხარ რაა. - თავისუფალი ხელით სახეზე მიეფერა.
- შენ მითხარი ასე და ამიტომ უნდა შევიშნო და შევირგო.
- მაბედნიერებს შენი ბედნიერი ღიმილი.
- მეც... - ქვემოდან ახედა საყვარელ მამაკაცს.
- წავედით.
- წავედით.
ნელა გაუყვნენ სახლისკენ მიმავალ გზას.


***
ადამიანის სიცოცხლე ხანდახან მარტივი გვგონია, გვგონია თუ მოვკლავთ, ამით ყველაფერი დასრულდება, არადა პირიქით, ამის მერე იწყება ის რაც ფსიქიკას გირყევს და შინაგანად გშლის, ხანდახან გააზრებულად, ხანდახან კი ეს ისე ხდება, რომ გვიან ხვდები თუ ნაწილებად რატომ დაიშალე და სიმშვიდეს რატომ ვეღარ პოულობ, რატომ იღრინები, რატომ ღიზიანდები, რატომ გაურბიხარ ხალხმრავლობას ან რატომ ხარ მუდამ ხალხში... შენი ქმედებები აცდენილია იმ ქმედებებთან, რომელიც შენი იყო, თითქოს სხვა გახდი, ხო სხვა გახდი, ადამიანის მკვლელი! მსხვერპლის სისხლის ლაქებს ვერასოდეს ჩამოირეცხავ, რომელიც შენს სულში გაიფანტება და პერიოდულობით მაინც შეგახსენებს, რომ მკვლელი ხარ, რომ ადამიანის სიცოცხლე მოსპე და გაანადგურე, და მასთან ერთად შენი ცხოვრების გზები არიე და სამუდამოდ თუ არა ნაწილობრივ ციხეს დაუკავშირე. ამას აიტან, ციხეს, ჩაკეტილობას, გარიყულობას, მაგრამ იმ თვალებს, უსიცოცხლო სხეულს კი ვერასოდეს ამოიგდებ, მუდამ შენს ირგვლივ იტრიალებს, ხანდახან მოგელანდება, ხანდახან სიზმრად მოვა, კოშმრად მოგევლინება... სპაზმი დაგახრჩობს, სიკვდილს ინატრებ, ხმის წასვლამდე ყვირილს ინატრებ, მაგრამ ვერ შეძლებ, ვერ შეძლებ ამოშალო ის სისხლის კვალი, რომელიც შენს სულს შავ ლაქებად დაეტყო და დაგიმძიმა. რაც დრო გადის უფრო და უფრო იაზრებ, რომ შენს სხეულს როგორ ჭამს და ნელნელა გუდავს მსხვერპლის სისხლის ლაქები, რომელიც შენს სულში გაქრობის ნაცვლად, უფრო და უფრო იზრდება და გბურავს.
- ამ ორს რომ ვუყურებ მეშინია ფსიქიკურად არ შეიშალონ. - მოჭუტული თვალით გახედა „ჩორნამ“ მაქსიმეს და ვალერის, რომლებიც მობუზულები ისხდნენ და ცას გასცქეროდნენ.
- რატომ? - სიგარეტი გააბოლა თემურამ.
- აბა ასეთ განცდებში რომ არიან სწორია? აქ ახლა ვინც ვართ მე, შენ, ვალერა, ის ორიც მკვლელობისთვის ვზივართ, მაგრამ ვაგრძელებთ ცხოვრებას და არ ვართ ცხვირჩამოშვებულნი და საჭმელსაც ვჭამთ, ვთამაშობთ და ა.შ.
- ჰმ, - ჩაეცინა თემურას. - შენ ამას „ცხოვრებას“ ეძახი? დავიჯერო ძილისწინ ან ძილში წამიერად მაინც არ გახსენდება იმ დღე როდესაც ადამიანის მკვლელად იქეცი? მე მახსოვს, მტანჯავს, ხანდახან სუნთქვაც მეკვრის, იმდენად მთრგუნავს ამაზე ფიქრები, მაგრამ გამოხატვა ყველას სხვადასხვანაირი გვაქვს, ალბათ ეს იმის მიხედვითაა, რა დონეზე ვართ სასოწარკვეთილები და თავს რა დონეზე ვგრძნობთ დამნაშავედ.
- იმისთვის რაც ჩავიდინეთ სასამართლო მოგვისჯის და ვიქნებით აქ ოთხ კედელში გამოკეტილები და კიდევ გვემა და ვაი ვუში უადგილოდ მიმაჩნია, ციხეა აქ ძმაო და კაცების ტირილი არ გვინდა. რაც გააკეთა მართებულია, მოღალატე ცოლი მოკლა და მორჩა! რაღას მოთქვამს?
- იმას, რომ ის „მოღალატე ცოლი“ უყვარდა და ალბათ ეს ორმაგად აგიჟებს. ისე „ჩორნა“ ისე საუბრობ, დავიჯერო ერთხელაც არ გიტირია? მერე რაა? ხანდახან კაცებიც ვტირით და ეს სირცხვილი სულაც არ არის.
- რა ტირილი, რა მოთქმა-გოდება, მე რა ქალი ვარ? - ამრეზით ახედა თემურას და სიგარეტს მოუკიდა.
- ჰმ, ვითომ „ქილერი“ ხარ და ასე აღგზარდეს, მკვლელად! ვერ დავიჯერებ, რომ ადამიანმა, რომელმაც ადამიანი მოკლა, დღეში ერთხელ, თუნდა ძილის წინ, როცა ძილბურანში მივდივართ, არც გვძინავს და არც გვღვიძავს, მაშინ წამიერად არ დადუგდეს თვალწინ ის ადამიანი ვინც მოკლა! რა მნიშვნელობა აქვს სიძულვილის გამო იყო ეს თუ აფექტის დროს? ყველაზე გულწრფელები მაშინ ვართ და ყველაზე სუსტებიც, როცა ძილბურანი მოიცავს ჩვენს სხეულებს... - სიგარეტის ნამწვავი იქვე ჩაასრისა თემურამ და სწრაფი ნაბიჯებით გაეცალა ბიჭებს.

***
- ყოველი 68 ადამიანიდან ერთს აუტისტური სპექტრის აშლილობის ანუ შემოკლებით ასა-ს დიაგნოზი აქვს. ასა-ში ერთაინდება განვითარების დარღვევის მთელი ჯგუფი და თითოეული მათგანი განსხვავდება სიმპტომებით. ასა-ს მქონე ბავშვების 44%-ს საშუალო ან საშუალოზე მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ. ძნელია ზუსტად თქვა, როდის ვლინდება ასა-ს პირველი ნიშნები, ზოგჯერ ის 6-12 თვის ასაკში ჩნდება, თუმცა პროფესიონალები, რომლებიც ასა-ს დიაგნოზს სვამენ, არ ჩქარობენ დიაგნოზის დაზუსტებას, სანამ ბავშვი 18 თვის არ გახდება, შესაძლოა, ასა-ს მქონე ბავშვი თავიდან ტიპიურად ვითარდებოდეს და შემდეგ დაკარგოს ის უნარები, რომლებიც უკვე შეიძინა, ზოგჯერ კი პირიქით ხდება. - პროფესორი შეჩერდა, დაკვირვებით მოავლო თვალი დამსწრე საზოგადოებას, რომლებიც მოწიწებით ისმენდნენ თითოეულ სიტყვას, წყალი მოსვა და საუბარი განაგრძო, - განსაკუთრებით, პრობემურია ასა-ის დიაგნოსიზ დასმა გოგონებისთვის. სავარაუდოდ, სწორედ ამით არის გამოწვეული ის სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც გვეუბნება, რომ ასა გოგონებს 4-5 ჯერ იშვიათად ემართებათ. აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე გოგონები და ქალები თავიდანვე ყურადრების მიღმა რჩებოდნენ. როდესაც 1944 წელს ჰანს ასპერგერმა პირველად აღწერა „აუტისტური ფსიქოპათია“. ის საუბრობდა მხოლოდ ბიჭებზე და ფიქრობდა, რომ ქალებსადა გოგონებში ეს მდგომარეობა არ არსებობდა. ასპერგერმა მოგვიანებით შეიცვალა მოსაზრება, თუმცა მითი დარჩა. დღემდე ითვლება, რომ აუტზმი ძირითადად მამრობითი სქესის ადამიანებს ემართებათ, მაგრამ რაც დრო გადის, ეს მოსაზრება მტკიცებულებას კარგავს. დღეს ფიქრობენ, რომ გოგონებში აუტიზმის დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება, რადგან შესაძლოა გოგონები უკეთ ნიღბავენ სიმპტომებს, ასევე უკეთ გამოსდიოდეთ სოციალური ნორმების გადაღება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ დროს მათ ესმით, რატომ იქცევიან ასე.კიდევ ერთი მიზეზი გოგონებისა და ქალების შესაძლო სტატისტიკური აღურიცხაობისა არის ის, რომ ასა-ის დიაგნოსტირების კრიტერიუმი ეფუძნება მამრობითი სქესის ქცევით მახასიათებლებს. ქალებსა და გოგონებში კი ქცევითი ნორმები შესაძლოა განსხვავებული იყოს. შედეგად, დიაგნოზის გარეშე დარცენილი გოგონები ვერ იღებენ იმ სერვისებსა თუ მხარდაჭერას, რომელიც მათ სჭირდებათ. ამ ფაქტით დაინტერესდნენ შოტლანდიაში და ქვეყანაში გასული წლის ზაფხულში ახალი გაიდლაინი გამოსცეს, რომელიც ყურადრებას ამახვილებს ქალებსა და გოგონებში ასა-ის სიმპტომებს გამოვლენაზე. გაიდლაინი ასევ მიზნად ისახავს, რომ ასა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ეფექტურად დადგინდეს. არდეულ ასაკში ასა-ის მქონე ბავშვები ხშირად წყნარები არიან, ამიტომ ზოგჯერ უფროსებს უხარიათ და ჰგონიათ, რომ კარგი ზნის შვილი ჰყავთ. სინამდვილეში ეს შეიძლება აუტიზმის ნიშანი იყოს. წლამდე ბავშვმა ყურადღების მისაქცევად უნდა იხმაუროს, მზერით დ ღიმილით უნდა დაამყაროს კონტაქტი, რეაქცია უნდა ჰქონდეს ნაცნობ ხმაზე და საკუთარ სახელზე, ინიციატივა გამოიჩნოს და/ან უპასუხოს ჩახუტებაზე, მიბაძოს ახლობლების ქმედებებს და ეთამაშოს გარშემომყოფებს. თუ ბავშვს ჩამოთვლილი უნარ-ჩვევები არ აქვს, მშობელმა ეჭვი აუტიზმზე უნდა მიიტანოს. აუტიზმის მედიკამენტური მკურნალობა არ არსებობს, მაგრამ არსებობს თერაპია, რომელიც ეხმარება ბავშვს განვითარებაში. რაც ადრე დაისმება აუტიზმის დიაგნოზი და დაიწყება თერაპია, მით უკეთ განვითარდება ბავშვი. გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვანია აუტიზმის ცნობადობის გაზრდა, რათა ამოვიცნოთ აუტიზმი სქესისა და ასაკის მიუხედავად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დავანგრიოთ მითები, რომლებიც თემის ირგვლივ არსებობს, რადგანაც არასწორმა ინფორმაციამ შესაძლოა, იმაზე მეტი ზიანი მოგვაყენოს, ვიდრე ინფორმაციის უქონლობა მოგვიტანდა. მაგალითად, ერთ-ერთი მითია, რომ აცრები იქწვევს აუტიზმს. ასა ითვლება დიაგნოზად, რომელიც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება. თუმცა ბოლო წლებში ტარდება კვლევები, რომელდა მიხედვითაც აუტიზმის მქონე ადამიანები, თუკი დიაგნოზი ადრეულ ასაკში დაისმება და შესაბამის სერვისებს მიიღებენ, შესაძლოა ტიპიური განვითარების მქონე თანატოლებიდან აღარ განირჩეოდნენ. ერთის მხრივ, აუტიზმი ხანდახან შესაძლოა იმდენად უმნიშვნელოდ გამოვლინდეს, რომ არც კი ვიცოდეთ მის შესახებ, მეორე მხრივ, აუტიზმი ზოგჯერ მკაფიოდ არის გამოხატული და მნიშვნელოვნად უზღუდავს ადამიანს შესაძლებლობებს, მაგრამ ამის არ უნდა შეგვეშინდეს, ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან სჭირდებათ ჩვენს შვილებს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, როცა ჩვენ ჩვენს შვილებს შევიყვარებთ მივიღებთ ისეთს როგორიც არის, მერე ყველაფერი კარგად მიდის. მთავარია, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობადობა, რომ აუტიზმი გადამდები არაა და ეს ბავშვებიც ისეთივე კარგები არიან, როგორც სხვები. სულ ვამბობ და ვიმეორებ ახლაც, რომ შშმ პირი ვართ ყველა, რადგან ზოგს რა შეგვიძლია და ზოგს რა. სრულყოფილი ადამიანი არ არსებობს, ყველას გვაქვს ერთი უნარი მაინც შეზღუდული, ამიტომ ვიღაცეებზე ხელებით მითითება და ა.შ არ არის სწორი და მართებული. ერთხელ ერთმა მშობელმა მითხრა, „ჩემი შვილი არ მიქმნის სირთულეებს, იგი თავად გადის რთულ დროს!“ და მართლაც, თუ ჩვენ ამოვუდგებით ჩვენს შვილებს ამ რთულ დროს გვერდში, ყველაფერი უფრო გამარტივდება და შედეგიც კარგი იქნება.
- დიდი მადლობა ქალბატონო ნინო ასეთი საინტერესო ინფორმაციისთვის. - წამოდგა მაგდა ექიმი, - ახლა დროებით შევისვენოთ და შემდეგ კი თქვენს კითხვებს ვუპასუხებთ ამომწურავად. - გაუღიმა დამსწრე საზოგადოებას და გვერდით ოთახში გაუძღვა, სადაც სტუმრებისთვის ალაფურშეტი იყო მოწყობილი.
- ყავა არ გინდა ან ჩაი? - ჩუმად ჩასჩურჩულა დემნამ დეას.
- აუ, კი. - შესცინა, - ჩაი მირჩევნია, ცოტა მომადუნებს, თორემ მთელი ეს დრო დაძაბული ვისმენდი თითოეულ სიტყვას, თითქოს პირველად მესმოდა.
- შენ ჩემი თქვი, ლამის სუნთქვა მავიწყდებოდა, ასეთ შეხვედრაზე ხომ პირველად ვარ.
- ძალიან დიდი მადლობა.
- რისთვის?
- ასე, რომ მიდგახარ გვერდით.
- აბა ვის გვერდით უნდა ვიყო თუ არა საყვარელი ქალის გვერდით?
- ჩუუ, რამხელაზე ყვირი. - ლოყები აეფაკლა დეას.
- თუ გინდა მიკროფონს ავიღებ და ყველას გამოვუცხადებ, რა იყო მერე?
- ოხ, რა ცუღლუტი ხარ? - თავი გადააქნია დეამ, - ვინც არ გიცნობს.
- მთავარია, შენ მიცნობ და სხვა არ მადარდებს.
- გამარჯობაა. - წყვილს მაღალი ქერათმიანი ქალი მიუახლოვდა
- გამარჯობა თამარ ექიმო, როგორ ხართ?
- მე კარგად და თქვენ? - თვალს არ აშორებდა დემნას, ლამის თმის ღერი დაუთვალა, ისე აშტერდებოდა. დევდარიანი უხერხულად შეიშმუშნა.
- ჩვენც კარგად, მადლობა.
- ბავშვის გამო ხარ აქ?
- დიახ.
- როგორ მიდის თერაპიის ამბავი?
- უკეთესობისკენ.
- ძალიან კარგი, დედაშენი ისე ძალიან წუხს.
- რასთან დაკავშირებით?
- ბავშვი, რომ აუტისტია, მარტივი ხომ არ არის? თან უმამოდ ზრდი, მარტოხელა ხარ.
- არ იდარდოთ, ყველაფერს კარგად ვუმკლავდები.
- ვატყობა, ვატყობ. - ირონიულად ჩაილაპარაკა ქალმა, ისევ კარგად აათვალიერა დემნა და წყვილს გაეცალა.
დემნა ბრაზისგან კბილებს აჭრიალებდა, ნესტოები კი სასაცილოდ დაბერვოდა.
- რა გჭირს? - არ გამოპარვია დემნას ბრაზიანი მზერა დევიძეს.
- ვინ იყო ეს უტაქტო ქალი? აი, ცოტაც და თავს ვეღარ შევიკავებდი. მაღიზიანებს ასეთი „კეთილმოსურნე“ ხალხი.
- კარგი რაა, მაგაზე არ იდარდო. მოდი წავიდეთ.
- სად?
- სახლში.
- მერე კითხვა პასუხი?
- იყოს, სხვა დროსაც იქნება მსგავსი აქტივობები და მერე მოვიდეთ.
- კარგი, მაშინ ვივის გავუაროთ და სადმე წავიყვანოთ.
- მომწონს, ასე ვქნათ. - ხელკავი გაუკეთა და გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯებით გაემართნენ.


***
- მაქსიმე? - ღიმილიანი სახით შეეგება პატიმარს მამა ანდრია.
- დამლოცეთ მამაო. - თავი მოწიწებით დახარა.
- დალოცვილი იყავი შვილო ჩემო, - თბილად გაუღიმა, - მოდი აქ, ახლოს დამიჯექი. გატყობ ბევრი რამ გაქვს სათქმელი.
- დიახ, მამაო. - გაჩუმდა და ტუჩები მოიკვნიტა. - მე წავიკითხე სახარება და ბევრ რამეს მივხვდვი, პირველ რიგში იმას, რომ უცოდველი არ ვარ, როგორც ამდენხანს მეგონა... მაგრამ ეხლა სასოწარკვეთლებაში ვარ, მეშინია ჩემი ცოდვები არ მომეტევება... მე ხომ ორი ადამიანის მკვლელობა მაქვს ჩადენილი... ყოველთვის ვცდილობდი სიკეთე მეკეთებინა, ჩემს მეუღლეს ყველაფერს ვუკეთებდი, ვუსრულებდი, ოღონდ ენატრა, მითუმეტეს შვილი არ გვყავდა და არ მინდოდა თავი დაჩაგრულად ეგრძნო... მაგრამ რა, რა გამოვიდა? მიღალატა, ჰმ! - გაბრაზებით თავი გადააქნია, - ძნელი ასატანია ღალატი, ძალიან ძნელი.
- შენ არ გიღალატებია?
- არა, არა და არა! მე, რომ ა მიღალატებია, ალბათ მაგიტომ გავცოფდი ასე... ვეღარ მოვთოკე ნერვები და აი, შედეგიც სახეზეა... მე, მოვკალი ისინი და ახლა სასჯელს ვიხდი... მაგრამ რატომ დავისაჯე ასე? რა დავაშავე? - მუშტები მომუჭა, - ხან იმედი მომეცემა, ხან სასოწარკვეთილება შემომიტევს... ჩემს დაბადებას ვწყევლი, იმ საშინელ დღესაც ვწყევლი... ეგ რომ არ მომხდარიყო, მე ახლა აქ არ ვიქნებოდი!!! ამა, რომ ვფიქრობ უფრო და უფრო სასოწარკვეთილი ვხდები...
- ნუ წარიკვეთ სასოს, შვილო ჩემო. ეს უდიდესი ცოდვაა ამქვეყნად. ადამიანებს, მორწმუნეს თუ ურწმუნოს ხშირად შეიპყრობს უიმედობა და სასოწარკვეთილება. ამ დროს ჩვენს სულებს ბოროი ეპატრონება, გვაუხეშებს და გვაბოროტებს, მაგრამ დრომ რომ გავა და უკვე მომავლიდან გადავხედავთ წარსულს, მივხვდებით, შემთხვევით არაფერი ხდება: განსაცდელი და მწუხარება - დასაფიქრებლდ და გამოსასწორებლად, სიხარული კი ნუგეშად გვეძლევა. ამქვეყნად ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება...
- მერე რატომ დაუშვა უფალმა, რომ მე ასეთი სასტიკი, მომაკვდინებელი დანაშაული ჩამედინა? რატომ? რატომ მამაო? - საშინელი იმედგაცრუება იგრძნობოდა მაქსიმეს ხმაში.
- ღვთის ნება უწმინდესია, ხოლო რადგან ჩვენ, ღვთისგან დაცილებულ ადამიანებს, ძალზე ბუნდოვანი ცოდნა გვაქვს, თუ რა არის სიწმინდე, ამიტომ უნდა დავუშვათ, რომ ძალიან ხშირად არ გვესმის, ღვთის ნება ამგვარად რატომ მოქმედებს ჩვენზე. ერთი რამ უნდა გვახსოვდეს მუდამ - მას ჩვენი სიწმინდისკენ წაყვანა სურს, მაგრამ არ გვესმის, რას ნიშნავს ეს, რადგან სიწმინდე საღვთო თვისებაა და არა ადამიანური. აქედან გამომდინარე, ღვთის ნება ჩემზე ზოგჯერ ისე მოქმედებს, რომ ყოველთვის სასაიამოვნო არ არის, გაუგებარიც კია, მაგრამ, ერთი კაცი რომ მეორეს კლავს, ნუთუ ეს ღმერთს სურს? ალბათ დაგებადება კითხვა? მე გიპასუხებ, რომ არა! როცა აშკარა ბოროტება ხორციელდება, ეს ღვთის ნება არ არის. თუმცა გადაწყვეტილების საქმედ ქცევა ღვთის ნების დაშვების გარეშე არ მოხდება, მაგრამ თუ ღმერთი ხელს არ გვიშლის ბოროტების ქმნაში, აქ კიდევ ერთ დიდ საიდუმლოს ვაწყდებით. რატომ არ შეგიშალა ხელი უფალმა? ვინ იცის, იქნებ მოკლულს ამის გამო ცოდვა მიეტევა და ცხონდა, ან შეუმსუბუქდა მდგომარეობა. ეს საიდუმლოებაა. შესაძლოა, ღმერთმა ხელი არ შეუშალოს ჩვენი ბოროტების რეალიზებას და ამით საკუთარი სიბინძურე დავინახოთ. ადამიანს ხშირად თავი კარგი ჰგონია და ვიდრე წუმპეში არ აღმოჩნდება, ვერ ხედავს საკუთარ დაცემულობას. მხოლოდ ღმერთს ძალუძს, თავისი სიბრძნით, ყოვლისშემძლეობით ადამიანის მიერ ჩადენილი ბოროტება სიკეთისკენ მოატრიალოს და ყოველთვის ასეც ხდება. ნებისმიერ ბოროტება, რაც ღვთის ნება არ არის, მაგრამ მისი დაშვებით ხდება, უფლის უწმინდესი ნებით აუცილებლად სიკეთით შემოტრიალდება, შვილო ჩემო...
- ჩემი ცოდვა რა სიკეთით უნდა შემოტრიალდეს, მამაო? - უიმედოდ წარმოთქვა, - მე, მე მკვლელი ვარ, მიუტევებლი ცოდვა ჩავიდინე...
- ასე ნუ ფიქრობ! უბრალოდ მიმართე სულით უფალს და უთხარი „უფალო შემინდე“ და ნუ იფიქრებ, რომ უფალი არ გაპატიებს : მის მოწყალებას არ შეუძლია არ გაპატიოს. მთავარია, გულწრფელი სინანული, აღსარება, ზიარება და უფალი შეისმენს შენს ვედრებას... და თუ რა სიკეთით შემოტრიალდება შენს თავზე დაშვებული განსაცდელი, ამას მომავალი გვიჩვენებს, ნუ ვიქნებით სულსწრაფები. მივენდოთ უფალს, ვილოცოთ, რათა შეგვინდოს და გვაპატიოს ჩვენ მიერ, ნებით თუ უნებლიეთ, ჩადენილი ცოდვები...
- მამაო, მე მეშინია გესმის? მე-ში-ნი-ა... ღმერთის მეშინია, მამაო!!! - თავი ხელებში ჩარგო.
- შიში შენი უსაფუძლოა, შვილო ჩემო... უფლის შიში სულაც არ მოითხოვს მუდმივ მოლოდინს იმისას, რომ ღმერთი დაგსჯის. ღვთის შიში ნიშნავს, მოერიდო მრუდე გზით სიარულს, ღმერთის საწინააღმდეგო ქმედებებს. თუ უფლის გწამს და გჯერა, იმისთვის რომ შენი ცოდვები გამოისყიდო, აუცილებელია, გულწრფელი სინანული, რომელიც ადრე თუ გვიან ყველაშ მოდის... ის შენთანაც მოვა თუ გულს გაუღებ უფალს... ახლა წადი, დაისვენე, დამშვიდდი და შემდეგ აი, - წიგნი მიაწოდა, - ეს წაიკითხე, ფსალმუნებია. განსაკუთრებით 50-ე ფსალმუნი, მას სინანულის საგალობელს უწოდებენ, რადგან მასში უდიდესი, განსაცვიფრებელი სინანულია გადმოცემული და ის ყველაზე მეტად გამოხატავს მონანული სულის მდგომარეობას და ხელს უწყობს ადამიანს სინანულის გამძაფრებაში.
- კარგით მამაო.
მაქსიმე საკანში გაღიმებული სახით დაბრუნდა, თითქოს რაღაც დიდი სიმძიმე მოიხსნაო. საწოლზე წამოწვა და ფიქრების მორევში შეცურა.
- რამ ჩაგაფიქრა მაქსიმე, ჰა? - ჩამოუჯდა თემურა.
- საფიქრალის მეტი რა აქვს კაცს? ციხეში კიდე მითუმეტეს. ვზივარ და განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობ... - წამოჯდა.
- ოჰ, არ შემიძლია არ დაგეთანხმო, - მწარედ გაეღიმა მას, - ფიქრი იმაზე თუ როგორ წამებში დადგა ცხოვრება თავდაყირა, როგორი ბედნიერი იყავი და ახლა ერთ პატარა ოთახში ატარებ ცხოვრების იმ ძვირფას დროს, რომელიც გარეთ საყვარელ ადამიანებთან უნდა დაგეხარჯა და გეხარა. ეჰ, - უიმედოდ ჩაიქნია ხელი. ასეთია, ეს უკუღმართი წუთისოფელი, მაგრამ რატომ ვწუწუნებთ? ვისჯებით იმის გამო, რაც ჩავიდინეთ. ჩვენ ადამიანები მოვკალით, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია უფლისთვის... ჯობია მშვიდად მივიღოთ ჩვენს თავს მოვლენილი ეს განსაცდელი და ყველაფერი კარგად იქნება. რა განა ტყუილად ვზივართ ციხეში? ჩვენ ხომ დანაშაული ჩავიდინეთ?
- დიახ, თქვენ დანაშაული მაინც ჩაიდინეთ და იცით რატომ ხეხავთ ციხის კედლებს, მაგრამ მეე? მე რა ვქნა? რით დავიმშვიდო გული? როცა სხვისი მკვლელობა მე შემომტენეს? და სხვის გამო ვიხდი სასჯელს? - ზიზღით დაიყვირა დიტომ, - ეს სამარტალია? რა დავაშავე ასეთი? რატომ მსჯის ღმერთი? მე ხომ ცუდი არასოდეს გამიკეთებია? და ტქვენ გინდათ მითხრათ, რომ თუ მშვიდად მივიღებ ჩემს სასჯელს, გამათავისუფლებენ? - ირონიულად ჩაეღიმა, - თქვენ თუ ღებულობთ, იმიტომ არ ხართ „სვაბოდაზე“? ნუ მაცინებთ რაა, - ხელი ჩაიქნია, - ღმერთი და სამართალი, რომ არსებობდეს, მე აქ არ ვიჯდებოდი!!! - მუშტი ძლიერად დაარტყა მაგიდას.
- ნუ ყვედრი ღმერთს! - სცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა მერაბს.
- იცი რას გეტყვი, ჩემო ძამია? შენ ეგ ეკლესია და წიგნები გაგაგიჟებენ, ნუ გაქვს თვალები ასე დახუჭული და ნუ ხარ ასე მინდობილი მამაოებს, განა ისინი არ არიან ცოდვილები? ნახევარზე მეტი ავაზაკი თუ მკვლელი იყო და ახლა შეიმოსენ შავი სამოსით და თავი უცდოველად მოაქვთ, ჭკუას გვარიგებენ!
მერაბს ნელნელა ევსებოდა მოთმინების ფიალა, ერთი წუთიც და აფეთქდებოდა.
- არ გაქვს უფლება მასე ისაუბრო მოძღვრებზე! - კბილებში გამოცრა მან, - შენ რა იცი საერთოდ? სინანული არ გაგიგია? მონანიება, მიტევება თუ გსმენია ამ სიტყვების შესახებ? ჩვენ ვინ ვართ, რომ განვიკითხავთ და სხვის ცხოვრებაში ვყოფთ ცხვირს? ყველამ საკუთარს მივხედოთ... მითუმეტეს მოძღვრებზე არ გვაქვს რაიმეს აუგად თქმის ფლება! სხვის თვალში კი ნუ ვეძებთ ბეწვს, ჩვენს თვალში არსებულ დირეებს მივხედოთ და მერე ვაძლიოთ სხვებს შენიშვნები. უამრავი წმინდანი არსებობს, რომლებიც თავიდანვე არ ცხოვრობდნენ წმინდა ცხოვრებით, ის მაინც არ იცი პირველად სამოთხეში ვინ შევიდა? ავაზაკი. რატომ? მან იწამა უფლის, შენდობა სთხოვა ცოდვების და უფალმა ღირსყო მის გვერდით ყოფილიყო. ამიტომ სანამ რამეს იტყოდე, დაუფიქრდი ხოლმე.
მოულოდნელად კარები გაიღო და საკანში მამა ანდრია შემოვიდა.
- ღმერთმა დაგლოცოთ შვილებო, - ჯვარი გადასახა პატიმრებს და იქვე სკამზე ჩამოჯდა, თვალი მოავლო იქმ მყოფთ, ჩაფიქრდა, მცირე ხნიანი ფიქრის შემდეგ ოდანვ ჩაახველა და დაიწყო:
- ადამიანის ბუნებაა დაცემა და კვლავ აღდგომა, ბრძანებს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ცოდვით დაცემის, ცოდვის ჩადენის შემდეგ წამოდგომის, ცოდვისგან გამოსვლისა და განწმენდის უნარიც შესწევს. გამოვიყენებთ თუ არა ამ უნარს, ეს ითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული... - გაჩუმდა, - რატომ ხდება, რომ ადამიანი სხვის დაცემას, სხვის ცოდვებს, თუნდაც მცირეს, ადვილად ხედავს, საკუთარი მძიმე ცოდვით დაცემას კი ძნელად? მეტიც, ზოგჯერ საკუთარი ცოდვის სხვისთვის გადაბრალება სჩვევია? - კითხვიანი მზერა მიაპყრო დიტოს, რომელიც უხერხულად შეიშმუშნა. - რატომ ხდება ასე? იმიტომ რომ ერთმანეთს გავუუცხოვდით. ვინც სასჯელმოხდილ თუ სხვა მძიმე ცოდვით დაცემულ, მით უმეტეს - მონანულ ადამიანს ებრძვის, ამით საკუთარ ბუნებას ებრძვის. არავინ არ ვიცით, - ხმა აუწია მან, - იქნებ ხვალ ან ზგ ჩვენ უარესნიც აღმოვჩნდეთ. მიზეზი კი ერთმანეთთან გაუცხოებაა. გააუცხოება იმის ნიშანია, რომ ადამიანები ეგოცენტრიზმს მიეცნენ და ერთმანეთის ენა აღარ ესმით, როგორც ბაბილონის მშენებლობისას... მოდით ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, ჩვენს ცოდვებს მივხედოთ და დამერწმუნეთ ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ შემობრუნდება... არ გვინდა ერთმანეთის ქიშპობა, მტრობა, უბრალოდ მოვექცეთ ყველას ისე როგორც ჩვენ გვინდა გვექცეოდნენ... ალბათ იკითხავთ, ვექცევი მამაო, როგორც მე მინდა მომექცნენ, მაგრამ ამაოდ, ისინი უარეს მიკეთებენო. მერე რა, შვილო? მოთმინებით დაელოდე მის გამოსწორებას, ერთ შანს ნუ მიცემ, რადგან უფალი ჩვენ უამრავ შანსს გვაძლევს, რათა ცოდვაში ჩაფლულნი კვლავ აღვდგეთ და გზა განვაგრძოთ უფლისკენ... არ გამოსწორდება? არ დაგიფასდება? არაუშავს, უფალს მიენდე, ის ხომ ხედავს შენ ცუდი არ გსურს... რას ვიზამთ, ზოგს მოსწონს ჭაობში ყოფნა, ტალახში წოლა, ამიტომ ასეთებს ნუ დავუყრით ოქროს მარგალიტებს... მათთვის ვილოცოთ, რათა უფალი დაეხმაროს იპოვოს გზა სიცოცხლისა, მარადიულობისა... უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ჩვენგან ისეთ ღვაწლს და სიმტკიცეს არ მოითხოვს, რაც ჩვენს სულიერ შესაძლებლობას აღემატება. ამქვეყნად ორი გზა არსებობს: ღვთისკენ სავალი და მეორე- ჯოჯოხეთიკსენ... არჩევანი კი ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. გინდა მარადიული სამყოფელი? ნეტარება? აირჩიე და მიჰყევი უფლის გზას... არ გინდა? მაშინ არავინ გაძალებს, ეს შენი გადასაწყვეტია... მაგრამ უფალს არ შეუძლია მშვიდად უყუროს თუ როგორ იღუპავს თავს მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, ამიტომ ცდილობს სხვადასხვა განსაცდელები მოუვლინოს, ზოგს ავადმყოფობა, ზოგს საპყრობილეში ყოფნა და ა.შ. რათა მრუდე გზიდან სწორ გზაზე დააბრუნოს... ზოგი სწორად იგებს თავს მოვლენილ განსაცდელს, ზოგი კი პირიქით უხეშდება, ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს წარუმატებლობაში, მათ შორის ღმერთსაც. ამიტომ მოდი ყველამ ერტად ვეცადოთ, როგორც წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ‘ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა; ჯერ სენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე, სხვას მისცე სიბრძნე. ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას; ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძეხი სხვას; ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე, განწმინდო სხვა“. სხვისი გაკილვა კი ძალიან იოლია, რადგან ენას ძვალი არ აქვს... მაგრამ სანამ განიკითხავთ ჯერ მათ ადგილას, ვინც განიკითხეთ, წარმოიდგინეთ თავი, გაიზიარეთ მათი საქციელის არსი, თქვენ როგორ მოიქცეოდით აღნიშნულ სიტუაციაში და მერე დამერწმუნეთ სურვილი აღარ გაგიჩნდებათ სხვისი განკითხვისა... - წამოდგა, ყველას სიყვარულით აღსავსე მზერა მოავლო და თბილად გაუღიმა, - ერთმანეთი გიყვარდეთ, ერთმანეთს მიუთითეთ, განსაჯეთ, შეაგონეთ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულით და არა შეურაცყოფის, დამცირებისა და დაჩაგვრის მიზნით... უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ... - კარებზე დააკაკუნა, მცვემა გაუღო და გაუჩინარდა.
დიდხანს იყვენენ პატიმრები ჩაფიქრებულები, იაზრებდნენ მოძღვრის სიტყვებს, არსს და ცდილობდნენ გაეანალიზებინათ თუ რას ნიშნავდა მამა ანდრეას ასეთი მოულოდნელი გამოჩენა, თითქოს იქვე იყო, ისმენდა მათ საუბარს და დამრიგებლად გამოეცხადათ.

***
- ბევრი გალოდინე ხომ? - ადამ ყვავილები უკანა სავარძელზე დადო და იოს გახედა, რომელიც თითქოს მიღმა სივრცეში იყურბოდა, თვალებგაშტერებული - იო, - მხარზე ფრთხილად შეეხო მაზლს.
- აჰ, მოხვედი? - უხერხულად შეიშმუშნა კალანდაძე.
- ის არის ხომ? - ადამ სალონის წინ მოსიარულე ნიას გახედა.
- კი, - საჭეს ნიკაპი ჩამოადო იომ, მზერას ვერ წყვეტდა მომცინარე გოგოს.
- რატომ არ ნახულობ?
- იმიტომ რომ თან გაბრაზებული ვარ და თან მენატრება... - ცრემლები მოეძალა იოს.
- გიყვარს... - ჩაეღიმა ადას.
- ხო, მაგრამ ვუყურებ და ნახე როგორი ბედნიერია, მე კი აქ ვკვდები, ის კიდე იცინის, მინდა ახლა მივიდე, ჩავკიდო ხელი და სადღაც შორს გადავიკარგო, მინდა მხოლოდ მე ვუყურებდე მის ღიმილს, მე ვგრძნობდე მის სურნელს... არადა დამნაშავე ის არის, გული მატკინა მისი უაზრო ეჭვიანობებით, მითხრა რომ არ მენდობა, არადა გულწრფელად მიყვარს, სხვას ვერ ვხედავ ვერავის მის გარდა...
- ასეა, ხომ გაგიგია „სახელის გატეხვას, თავის გატეხვა ჯობიაო“? - თმები აუჩეჩა ადამ, - მთელმა ქალაქმა იცოდა შენი ამბები და სულ არ მიკვირს ეჭვი, რომ ღრღნის, მაგრამ ზურგშექცევით და გაბუტვით რას მოიგებ? პირიქით შეიძლება სიყვარულიც დაკარგო, ამიტომ მოერიე შენს თავს და დაელაპარაკე ერთ დღეს, ახლა კი წავედით თორემ მიცვალებული გამოსვენებული დაგვხვდება.
- წავედით, - ფრთხილად დაძრა მანქანა და სალონში შემავალ ნიას თვალი სიყვარულით ააყოლა.
- რა ქენი ნიაკო? ელაპარაკე?
- კიი, ველაპარაკე ქეთის, და არაა პრობლემა, საპასუხო პოსტი დადეთ და დავადასტურებთო. თან იმდენი კომენტარი დაგროვდა იმ სალანძღავ პოსტზე, 1000-იდან 5 თუ იქნება უმადური, თორემ ყველა ჩვენ გვიჭერს მხარს.
- ინტრიგანია დედას გეფიცები, - ბრაზისგან ფრჩხილებს იკვნეტდა ანო, - ისეთი დაფუფქული თავით მოვიდა, ძლივს მოვუყვანე თმები ფორმაში, სასურველი ფერი დავუჯინე, ლამის ხელები მიკოცნა და ახლა გამოვედით საშინელი სალონი და უხარისხო მასალა? ე.ი ყველას ლაპარაკს ხო არ ჩაიწერ, საზიზღრები.
- დამშვიდდი ანო, - მხარზე ხელი დაადო დეამ, - უმადურ ადამიანს ვერაფერს შეაგნებინებ, მეც მქონია მსგავსი შემთხვევები, მაგრამ სხვა კამყოფილი კლიენტები უფრო მეტია, ათასში ერთი გამოერევა ვინმე ინტრიგანი ან უმადური, ან ორივე ერთად.
- ხო, ეგ კი, არ წყდება გამამხნევებელი ზარები თუ მესიჯები.
- ხო, მშვიდად და აუღელვებლად დაწერე, მოკლე და ლაკონური პოსტი. უბრალოდ იმასაც ვფიქრობ, რომ არ უნდა ამდენი გამოყოლა და ამბავი, მაგრამ ისეთები უწერია, რომ წავიკითხე, ჯობია რომ საპასუხოდ მოკლე სტატუსი გამოვაქვეყნოთ.
- აი, მართლა მაინტერესებს ვინ ეუხეშებოდა, თმებს ვინ წიწკნიდა ბანვის დროს? ან ფრჩხილები ვინ დაუგლიჯა? თუ უკმაყოფილო იყო აქვე უნდა გამოეხატა მისი აზრი და არა ორი დღის მერე სოციალურ ქსელში.
- ნუ ეგ უფრო მიმძაფრებს გრძნობას, რომ მიზანმიმართულად გააკეთა ეს ყველაფერი და მორჩა.
- ხო ვიღაცებმა დააკომენტარეს, ასე დადის სალონებში და მერე ილანძღებაო.
- რა მოგება აქვს მერე მაგით? - თავი ნერვიულად მოიქექა კატომ.
- არაფერი, ზოგი ნეგატივით იკვებება და მშვიდდება. ალბათ ასეთ კატეგორია ადამიანებს მიეკუთვნება.
- შუადღე მშვიდობისა, - სალონში დემნა და ვივი შემოვიდა.
- ვივიი, სად ხარ გოგო შესკუპებული?
- კისერზე. - ამაყად გადმოხედა დედას.
- კარგი ეს ბავშვია, მაგრამ შენ რატომ უსრულებ ყველაფერს? მე რომ მომთხოვოს მერე სად წავიდე? - დემნა ცალ ფეხე ჩაიმუხლა და კისრიდან ვივი ჩამოსვა, - შენ არ მოგთხოვს, ჭკვიანი გოგოა.
- კარგი გოგოებო სამკერვალოში გავალ და თუ რამე დამიძახეთ.
- რა ხდება? - იკითხა დემნამ.
- ვიღაცამ ერთ ერთ ჯგუფში ჩვენი სალონი წყალს გაატანა და ეგ საკითხი განიხილებოდა.
- ვაა, რატომ?
- არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს ინტრიგანია. კარგი მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, აბა მითხარით თქვენ სად იყავით? და ასე ადრე რატომ მოხვედით ბაღიდან?
- თოჯინებში ვიყავით.
- მართლაა? მოგეწონა დე, თოჯინების თეატრი? - ცდილობდა ვივის მზერა დაეჭირა.
- თავიდან შეეშინდა სიბნელის, მაგრამ მერე ძალიან მოეწონა.
- მადლობა.
- გთხოვ, ნუ მიხდი მადლობას. - ხელი ხელზე მოუჭირა და თვალებში ჩახედა, - ეს მეც მაბედნიერებს, როცა ვივის ვხედავ ღიმილიანს. ამას იძულებით არ ვაკეთებ, პირიქით სიყვარულით.
- სიტყვები არ მაქვს. - ცრემლების შეკავება ცადა დეამ.
- შენ გატყობ საქმეები გაქვს.
- და მე როდის არ მაქვს ხომ ვერ მეტყვი?
- ეგეც სწორი შენიშვნაა, - ცხვირზე აკრა თითი, - წავიყვან ჩემთან ვივის და ვითამაშებთ.
- კარგი, თუ წამოვა, ამოვალ მერე მეც, როცა დრო გამომიჩნდება.
- ვივი, წამოხვალ მამიკოსთან? - ხელები ფართოდ გაუშალა ბავშვს, ისიც გულთან ჩაეკრა და სამკერვალო ღიღინ-ღიღინით დატოვეს.
- აუ, დეაა, ამათ რომ ვუყურებ, გული მიჩუყდება. - ხელებს ნიკაპი ჩამოაყრდნო ნათიამ, - როგორი ტკბილები არიან. როგორ ზრუნავს დემნა ვივიზე.
- კიი, მეც გული მიჩუყდება. - უთაობა განაგრძო დეამ, - მიხარია, რომ დემნა ჩვენს ცხოვრებაში შემოიჭრა.
- ვინ შემოიჭრა? - სახეაწითლებული, დოინჯებით შუა კარებში იდგა ცისანა.
- დედა? - წარბი არც შეუხრია დეას, თავისი საქმე ჩვეულ რეჟიმში განაგრძო, - აქ რატომ ხარ?
- შვილთან მოსასვლელად მიზეზი მჭირდება?
- წესით არა, მაგრამ შენ მხოლოდ გარკვეული მიზეზების გამო მოდიხარ ხოლმე ჩემთან, ისე არა.
- შენთან სალაპარაკო მაქვს.
- ილაპარაკე, გისმენ.
- აქ? - სამკერვალოში მიმოიხედა.
- ხო, აბა გარეთ გავიდეთ?
- ასე აჯობებს, - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და უკან გაჰყვა დეას.
- გისმენ. - გულთან ხელები ჩაიხვია და ვითომ ინტერესით გახედა დედას.
- ვინ არის ის ბიჭი?
- ვინ ბიჭი? - წარბები შეკრა.
- ჰმ, ვითომ არ იცი? თუ იმდენი გყავს, სათვალავი გაქვს არეული? - თვალები მკაცრად დაკვესა ცისანამ.
- უკაცრავად? - სიმწრის ცრემლები წასკდა დეას.
- რა უკაცრავად? ვიღაც კაცებთან ერთად სად დაეთრევი? მაგისთვის გაგზარდეთ? რომ სახელი ასე შეგერცხვინა ჩვენთვის? ჯერ ვის წაყევი, შემდეგ ძლივს მივიღეთ და გაშორიდი, ახლა კიდე ვის აეკიდე? სხვისგან უნდა ვიგებდე, რომ ვიღაცეებს ხვდები? ასე აღარ მალავ საყვარლებს, რომ სემინარებზეც კი დაგყავს? ასეთი ცივი, გულქვა როგორ ხარ? შენს მშობლებზე და ძმაზე, რომ არ ფიქრობ? - მრისხანებისგან თვალები უელავდა ცისანას.
- ცივი? გულქვა? - ხმაჩაწყევტით ამოილაპარაკა დეამ, ცრემლები ხელისგულით მოიწმინდა და პირდაპირ თვალებში ჩახედა დედამისს, - ცივი რატომ ვარ? ამის მიზეზს ვერ ხვდები? არ იცი, რომ ბავშვები ცივი გულით და ხასიათით არ იბადებიან? რომ ადამიანები რიგი გარემოებების გამო ხდებიან გულქვები და გულცივები? შენ ხო შენ! - ხელი გაიშვირა, - შენს გამო ვარ ცივი! იმიტომ, რომ არც შენ მანახებდი სითბოს, როგორც მექცეოდი ის მოიმკე და ახლა გინდა მე გადმომაბრალო? გაიხედე, სხვებთან მნახე როგორი ვარ? ბავშვობიდან სულ იმას ჩამძახოდი, რომ ცივი ვარ და მეც მჯეროდა, რომ სითბო და სიყვარული არ შემეძლო! თუმცა საბედნიეროდ გამოჩდნენ ადამიანები ჩემს ცხოვრებაში, რომლებმაც ყინულის გარსში გახვეული ჩემი თბილი გული დაინახეს, დაამსხვირეს და მასწავლეს სიყვარული, ზრუნვა, მაგრამ შენ ესეც უარყავი. სითბო არასოდეს დამანახე და ახლაც იგივეს ჩამძახი, მაგრამ უკვე გავიზარდე და ვიცი ჩემი შინაგანი მე! აქ კი როგორც დედა კი არ მოხვედი, რომელსაც უხარია რომ მისი შვილი ბედნიერია, არა აქ მოხვედი როგორც სადამსჯელო მანქანა, როგორ თუ შენი შვილი ბედნიერია, მე უბედური უნდა ვიყო, უნდა მტკიოდეს და ვიტანჯებოდე! ასე არ ფიქრობ? შენ არ ამბობ ყველგან, რომ სასჯელად მაქვს აუტისტური სპექტრის შვილი! იმის მაგივრად, რომ მხარში ამომიდგეთ დედა, მამა და ძმა, პირიქით, სულ იმას ელოდებით სად დავეცემი, კისერს სად წავიმტრვევ, მაგრამ საბედნიეროდ, უფალი მაღალია და ხედავს ჩემს გულს! ამიტომ გთხოვ წადი, წადი! ნუ ერევი ჩემს ცხოვრებაში, მომეცი უფლება მშვიდად ვიცხოვროთ მე და ვივიენმა.
- სხვა ქალაქში მაინც ცხოვრობდე! - უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები.
- ჰმ, - მტკივნეულად ჩაეცინა დეას, - ისევ იმავეს იმეორებ და მეც გაგიმეორებ, რომ არ ვაპირებ ამ ქალქიდან წასვლას, თუ თქვენ გრძნობთ თავს ჩემს გამო არაკომფორტულად, შეგიძლიათ თქვენ წახვიდეთ!
- ანუ არ მეუბნები ვის ხვდები?
- და რომ გითხრა რა? მიხვალ და გაეცნობი? თუ მიხვალ და ეტყვი მოშორდიო? მითხარი რა გინდა დედა? რა?
- ის მინდა, რომ ამ მრუდე გზიდან გადმოხვიდე და სწორ გზაზე იარო!
- ანუ მე მრუდე გზებზე დავდივარ და შენ სწორზე? კარგი იყოს მასე, მომწონს მე ჩემი არჩეული გზა და გთხოვ წადი, წადი იარე შენი „სწორი“ გზით და თავი დამანებე!
- ინანებ, იცოდე!
- რას? მეტი რა უნდა ვინანო? ლამის სიცოცხლე შემაძულეთ და რაღა უნდა ვინანო?
- წავედი, არ ხარ სრულ ჭკუაზე, რომ დალაგდები, მერე მოვალ და ვილაპარაკებთ და იმ ტიპსაც დაშორდები. - თავისას აგრძელებდა ქალი.
- კი, კი მასე იქნება როგორღაც... - დეამ სამკერვალოს კარები გაბრაზებით გამოაღო და ცხვირწინ მიუჯახუნა ქალს, რომელსაც მისი დედა ერქვა, თუმცა უფრო ბოროტი დედინაცვალი იყო, ვიდრე კეთილი დედა!
- დეა რა გჭირს? - მივარდა ნათია.
- რა მჭირს? - სახეზე აისვა ხელები და სარკეში ჩაიხედა, სულ მთლიანად აჭარხალებული იყო. წყალი ძლივს მოსვა, ნერვიულობამ მერე უწია, იქვე მდივანზე მიწვა და თავი უკან გადადო. - თუ ადრე მოვკვდი, იცოდეთ ცისანას გამოხტომების ბრალი იქნება.
- ვახ რაა, ხო შეიძლება მშვიდად ცხოვრების უფლება მოგცეს? - ცხვირში ჩაიდუდუნა თინიკომ.
- ადამიანი მაშინ აძლევს სხვას უფლებას მშვიდად იცხოვროს, როდესაც თვითონაც მშვიდი და ჰარმონიულია! გულღრძო, ბობოქარ და ავ ადამიანს, სხვისი კეთილდღეობა და ბედნიერება უფრო აბოროტებს და ანერვიულებს, დადის და ფიქრობს, რატომ არის ის სხვა ბედნიერი, რატომ იღიმის? რატომ ცოცხლობს და ა.შ. და სანამ ნერვებს არ დააგლეჯს, მანამდე ტვინს გაუბურღავს! ცისანა ერთ ერთი ასეთი ადამიანთაგანია, ნუ თუ ასეთებს ადამიანები ჰქვია! - თვალებდახუჭული ძლივს ლუღლუღებდა დეა.
- არ გინდა, რომ დაისვენო? წადი, საქმეს ჩვენ მივხედავთ. - შეეცოდა ნატას ფერდაკარგული დეა.
- კარგი, აზრია, ცოტა თუ არ დავისვენე, ასე აფორიაქებული ვერც ვიმუშავებ, წავალ ვივიენს ავაკითხავ. ბოდიშით რა გოგოებო, საქმეს გატოვებთ.
- არ გრცხვენია? მიდი, მიდი, დაისვენე.
დეამ პიჯაკს ხელი დაავლო, სამკერვალოდან გავიდა და ნელი ნაბიჯებით აუყვა დემნას ბინისკენ მიმვალ გზას.
- უკვე მოხვედი? - დაბალ ხმაზე ჰკითხა დემნამ.
- კი. - მდივანზე უხალისოდ მიწვა, - ვივი სად არის?
- ჩაეძინა და ოთახში დავაწვინე.
- ვაჰ, არადა სახლში მინდოდა წასვლა.
- მოიცა შენ რა გჭირს? - დააეჭვა დეას უხასიათობამ.
- ყველაფერი... - ცრემლების შესაკავებლად მაღლა აიხედა დევიძემ.
- მოიცა რამე მოხდა? - ჩაიმუხლა საყვარელი ქალის ფეხებთან.
- სიგიჟე მოხდა. ხანდახან თუ არ მიკვირდეს ამ ყველაფერს როგორ ვუძლებ? ფიზიკურად, არა მაგრამ სულიერად კი დავიღალე ... - ცრემლებმა მაინც იპოვეს გზა.
- მოიცა შენ რა ტირი? - ლოყიდან ნაზად მოწმინდა გუბურადან გადმოსული ცრემლის ნაკადულები.
- შეიძლება ჩაგეხუტო? - აკანკალებული ხმით ჰკითხა, დემნად თანხმობის ნიშნად ხელები ფართოდ გაშალა, დეამ ხელები მხრებზე მოხვია და უფრო მჭიდროდ მიეხუტა. დემნამ მის კისერში ჩარგო თავი და ტირილისგან ათრთოლებულ სხეულს მის მკლავებში მთელი ძალით იკრავდა, უნდოდა ტკივილი მას გადადებოდა და საყვარელი ქალი ბედნიერების ჰორმონებით აევსო. ხელს ზურგზე ფრთხილად აყოლებდა.
- უკეთ ხარ? - ჩუმად იკითხა, როცა იგრძნო დეას სხეული აღარ თრთოდა.
- კი, უკეთ ვარ. - მხრიდან თავი წამოწია და თვალებში ჩააშტერდა, - იცი რომ ძალიან ლამაზი თვალები გაქვს? - თითები გადაატარა.
- შენ უფრო ლამაზი გაქვს. - შესცინა.
- როგორი ლამაზი წარბები გაქვს, - ახლა წარბებზე გადაატარა თითები, - და ეს გრძელი თმებიც ძალიან გიხდება. - თითები მის თმებში ახლართა, დევდარიანს სუნთქვა უფრო და უფრო უხშირდებოდა, ბოლოს კი ვეღარ მოითმინა, მთელი ძალით შემოაჭდო მუცელზე ხელები, თავისკენ მიიზიდა, ღრმად შეისუნთქა საყვარელი ქალის სურნელი და ბოლოს მის ტუჩებს დაეპოტინა, როცა მიხვდა რომ დეაც აჰყვა, ხელში აიტაცა და საძინებელში შეიყვანა.
- დღეიდან, სამუდამოდ ჩემი ხარ. - ჩუმად ჩასჩურჩულა ყურთან და ყურის ძირში ცხელი ტუჩებით დაეწაფა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent