ელფერის სასახლის ქურდი (თავი 3)
გოგონას გაეცინა: _ ფერი, რაღაც მინდა გთხოვო... _ მიჩუქნია უკვე და თხოვნა საჭირო აღარაა... _ ფერი... მე სხვა მიყვარს. ფერის გაეცინა და ერთიანად სველი გოგონას ჩაეხუტა: _ ვიცოდიიი! ვიცოდიი... მაგრამ შენ მე მიღალატე! ახლა ვინ წავიყვანო იმ მხეცის სახლში?! მეგონა შენ წამომყვებოდი, მაგრამ ახლა ვერ წაგიყვან... _ და ისევ სპილოსთან დაჯდა დაღვრემილი. _ ფერი, ვიცი... მინდოდა შენთან წამოსვლა, მაგრამ მე... _ ვიცი უკვე... _ მან გითხრა?! _ ჰო! მე ხომ მისი მესაიდუმლე ვარ! შენ კი ჩემი მესაიდუმლე ხარ! _ ისეთი თბილი და მზრუნველია, ვგიჟდები მას რომ ვხედავ... _ ძალიან მაგარია, მიხარია. _ პატარას რა უნდა დაარქვა?! _ ახლა მასზე შენ უნდა იზრუნო ცოტა ხნით, სანამ შენი არ გეყოლება, ფრანკა. ალექსანდრიტი უნდა დავარქვა! ალექსანდრიტ! გამოდი და დამენახვე, რააა. პატარაზე მაინც დამენახვე... გთხოვ... სპლიყვი ნელ-ნელა გამოჩნდა კიდევაც და ფერი მოეფერა სპილოს, გაამხნევა, მიდი, დაბადე პატარაო. და როცა ნაშიერი დაიბადა, ფრთხილად შეეხო ცხვირზე: _ რა მაგარიააააა! აი, ჩემი ბიჭუნაც! ჩემი ლამაზი ბიჭუნაააა... _ ფრანკა, ახლა ის მითხარი, რა უნდა დაარქვა შენს მომავალ შვილს, ჩემო მომავალო რძალო?! _ ფერი და ელაიანი. ფერის გაეცინა და ქალს ახედა: _ დედაშენის სახელი სჯობს: ფედერიკა... _ ხომ არ მიბრაზდები, რომ ვერ მოგყვები?! _ თუ ჩემს ძმას ბევრ პატარას აჩუქებ, მაშინ არ გაგიბრაზდები, _ მიუგო და მეგობარს ჩაეხუტა. _ დღეს დაიბადა ჩვენი 22 თვის ნანატრი არსება! ჩვენი ბიჭუნა ალექსანდრიტი... _ თქვა ფერიმ და ხელით ფრთხილად შეეხო დედა სპილოს. _ მაშ, ჩვენ გაგვიმარჯოს და ჩვენს ახალშობილ ალექსანდრიტსაც, _ თქვა ფრანკამ და წვენით სავსე ჭიქა მიაწოდა ფერის. ამ დროს ფაჩუნის ხმა მოესმათ. ფერი შეტრიალდა და ჭიქას მთელი ძალით მოუჭირა ხელი, _ აქ რას აკეთებ! _ ფერი, ხელი! _ იკივლა ფრანკამ. ელიანმა დაინახა, როგორ ჩაუტყდა გოგონას ჭიქა ხელში და სისხლი გადმოსდინდა. მაშინვე ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი და ქალს მივარდა, რომ გადაეხვია, მაგრამ ფერიმ ხელი უკან გასწია, _ არ შემეხო! გაეთრიე აქედან! _ მორჩი ჩემთან ასე საუბარს და ხელი მომეცი! _ კაცმა ხელი დაუჭირა, ძალით გადაუხვია და მერეღა შეეშვა. ქალმა დაიგულა თუ არა თავისუფლად თავი, უცბად ხელი მოუქნია კაცს სილის გასარტყმელად, მაგრამ ელიანმა დროზე აიცდინა. მერე მისკენ გადადგა ნაბიჯი, იმანაც უკან დაიხია, მაგრამ კედელს დაეჯახა და თავი მიარტყა. ტკივილისგან თვალები დახუჭა. _ რამე იტკინე?! _ არა! ფრანკაა! _ დაიყვირა ბოლოს. _ აქ ვარ, ფერი. _ წვენი დაასხი და გავაგრძელოთ! ისევ სპილოს მიუახლოვდა და მოეფერა. მერე ჭიქა გამოართვა ფრანკას და მიუჭახუნა. ფრანკამ ელიანსაც მიაწოდა წვენით სავსე ჭიქა. _ ეს ფერის საყვარელი სასმელია... მე ფრანკა ვარ, მისი მეგობარი... _ ელიანი. მეც მეგობრად მიგულეთ... კაცმა დალია. მოეწონა ტკბილ-მწარე სასმელი და ქალს შეხედა, რომლის გადახვეული ხელიდან სისხლს გამოეჟონა. კაცმა დაინახა ეს და ქალი ხელში აიტატა. ფერი ყვიროდა და გაშვებას ითხოვდა, მაგრამ კაცი ყურს არ უგდებდა და სახლისკენ მიაბიჯებდა... მაგრამ ისეთი სიბნელე იყო, კაცს გზა აერია და ტყისკენ წაიყვანა ქალი. _ თავი იტკინე! თან გზა ამიბნიე! _ გამოდის, სულელი გზამკვლევი ყოფილხართ! ტყეში დაიკარგებით და მხეცები შეგჭამენ! _ მე ვერავინ მომერევა, ქალბატონო ფერი! ვერც თქვენ! _ და ქალი ძირს ჩამოსვა. ამ დროს ფერის თავბრუ დაეხვა და ალბათ დაეცემოდა, ელიანს რომ არ დაეჭირა. ძლიერად მოხვია მკლავები. ფერი აფართხალდა და კაცის მკლავებიდან დასხლტომა სცადა, მაგრამ კაცი მძლავრად იჭერდა და გზას აგრძელებდა. ცოტა ხანში სახლიც გამოჩნდა. ყველა მათ შესცქეროდა გაკვირვებული სახეებით. _ ნუ გეშინიათ! კარგად იქნება, დასვენება სჭირდება. გზა აგვერია და ტყეში აღმოვჩნდით. ელიანმა ქალი ლოგინზე დააწვინა. ფერიმ უყვირა და ოთახიდან გასვლა უბრძანა. კაცი გავიდა და სადედამთილოს მიუახლოვდა: _ ქალბატონო ფელისია, სპილოსთან იბანავა და სჯობს სამოსი გამოუცვალოთ, არ გაცივდეს. დედა შევიდა შვილის ოთახში. ის უკვე იცვლიდა ტანსაცმელს და კარის შეღებაზე წამოიყვირა, მაგრამ დაინახა თუ არა დედამისი, ამოისუნთქა და მშვიდად ჩაწვა ლოგინში. ფელისია დაამშვიდა, სთხოვა დაძინება მინდაო, ქალმაც შვილს აკოცა და ოთახიდან გავიდა... ფერიმ თავზე ხელი მიიდო და თვალები დახუჭა, გაახსენდა კაცის შეხება და ლოგინიდან წამოვარდა. ამ დროს კარის გაღების ხმა გაისმა და უცბად მიტრიალდა. კაცი დაინახა შემოსული და მაშინვე უბრძანა ოთახის დატოვება, მაგრამ სისუსტისგან შეტორტმანდა. კაცმა ხელი სტაცა და ლოგინზე დააწვინა. ქალი გამოფხიზლდა და კაცს პირდაპირ შეხედა თვალებში, მანაც მაშინვე დაადო სველი ნაჭერი შუბლზე. ფერიმ გაიბრძოლა. _ გამიშვი! მხეცო! _ დაუყვირა, მაგრამ კაცმა ხელი დაუჭირა და ხელისგულზე დახედა. მხოლოდ ნაკაწრი რომ დაინახა, საიდანაც სისხლი აღარ მოდიოდა, ამოისუნთქა. _ გადი აქედან! გადი! ვერ გიტან! _ დაუყვირა და ისევ სცადა ხელიდან დასხლტომა, მაგრამ კაცს მძლავრად ეჭირა. _ დამშვიდდი და ნუ ფართხალებ! _ უთხრა კაცმა და ამან კიდევ უფრო გააბრაზა. მისი მოშორება უნდოდა, უფრო ემატებოდა ბრაზი, ამ კაცის გამო მისი ამდენი წლის შურისძიების გეგმა რომ ჩაეყარა წყალში. ისევ გაიბრძოლა და დაუყვირა: _ მძულხარ! გამიშვი! მეტკინა, მხეცო! _ ბოლოს თავი მოისაწყლა. კაცმა ასწია ხელები და უკან დაიხია, ბოდიში მოუხადა და შეხედა, მის გაბრაზებულ სახესა და სხეულს აკვირდებოდა, რომელსაც მოკლე პიჟამა ეცვა. ქალმა მის თვალებს გააყოლა მზერა, მიხვდა, რომ კაცი მას უყურებდა და გაბრაზებულმა მოუქნია ხელი. კაცმა ისევ მოასწრო მისი ხელის დაჭერა და გაბრაზებულმა ჩახედა თვალებში. ისე მოეწონა მისი თვალები, რომ გაბრაზება გადაავიწყდა. უცბად გაუშვა ხელი და გაუღიმა: _ შენ ხელს ვერ გამარტყამ! რამდენჯერაც უნდა სცადო, მაინც არ გამოგივა! _ მხეცო, მძულხარ! მეზიზღები! _ დაუყვირა და აივანზე გავარდა. გაბრაზებული დაჯდა დივანზე და სიბნელეს გახედა. _ როდის უნდა წავიდეს ეს მხეცი აქედან! _ მარტო არსად მივდივარ! შენც მიმყავხარ! _ მოესმა კაცის ხმა და წამოხტა, საქმროსკენ დაიძრა, ხელი მოუქნია და ისევ რომ დაუჭირა კაცმა, მოეშვა და როგორც კი ელიანი შეეშვა, ხელი თვითონვე ჩამოსწია. _ გახვალ ოთახიდან, თუ აქ რჩები?! _ დაისისინა, მაგრამ კაცი ახლა თვითონ წამოწვა დივანზე და ცას შეხედა, რომელიც ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. მშვიდად გადაავლო გარემოს თვალი და ქალს შეხედა: _ აქ ვრჩები! _ ამის გაგონებაზე ქალი თვითონ გავარდა ოთახიდან. კაცი უკან გაჰყვა და როგორც კი ფერი გაჩერდა, კაციც გვერდით დაუდგა. მშობლების შეკითხვაზე, როგორ გაუგეთ ერთმანეთსო, ფერიმ გაიღიმა, ერთი სული მაქვს ახალი სახლი ვნახოო, წამოიძახა ვითომ გახარებულმა და საქმროს გადახედა, რომელმაც გაკვირვებული სახე მიიღო მის ნათქვამზე. ფერი კი გულში ფიქრობდა: `რაც უფრო მალე წავალ, მით უფრო მალე მოგიშორებ თავიდან!~ _ მერე ყველას დაემშვიდობა და თავის ოთახს მიაშურა. ქალს გაბრაზებულ გულზე არ ეკაროდა ძილი, მაგრამ თვალები მიეხუჭა, კაცის ძლიერ მკლავებს ისევ გრძნობდა და შუბლზე ისვამდა ხელებს, მისი თბილი თითები ახსენდებოდა და ამ ფიქრებში ჩაეძინა. გამიზიარეთ თქვენი აზრი, ღირს თუ არა წერის გაგრძელება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.