ელფერის სასახლის ქურდი (ნაწილი 2)
გოგონა იმ დღეს საფარიკაოდ წავიდა ტყეში ძმასთან ერთად. მთელი დღე იჯირითეს, იქვე მიირთვეს ფერის გამზადებული საჭმელი და იფარიკავეს კიდევაც. გვიან დაბრუნებულმა გოგონამ სევდა ამოიკითხა მამის მზერაში და გამოკითხვა დაუწყო. _ ელი, შვილო! უკვე გვიანია, დაიძინე, ჩემო ლამაზო. _ მამა, ახლავე მითხარი, ასეთი სევდიანი რატომ ხარ?! _ შვილო! შენი ხელის სათხოვნელად იყვნენ. _ მერე?! _ იძულებული გავხდი დავთანხმებოდი.... მაპატიე.... შვილო... _ მამააა! მამააა! _ იყვირა ელფერმა და ჩაეხუტა, მაგრამ მერე უღებ თქვა. _ თანახმა ვარ, მამა! მაგრამ მასთან შეხვედრა მინდა! _ და მამას აკოცა. მშვიდად გავიდა ოთახიდან და მაშინვე გამძვინვარებული დავარდა ლოგინზე, თავის ოთახში... დედასთან საუბრის მერე თავი მოიწესრიგა და სახემცინარი დაენახა მათ, რათა თავისი ცრუბედნიერებით დაემშვიდებინა მშობლები... ფერის გრძელი ლურჯი კაბა ეცვა, თმა შეეკრა და ჩაეწნა. სამკაული მხოლოდ თმაზე ეკეთა და ტანის რხევით მოაპობდა პატარა სახლის იატაკზე თავის სხეულს. დარბაზში მისი ოჯახის წევრები და სიძის ოჯახის წევრები დახვდნენ. გოგონამ კარი შეაღო და შევიდა თუ არა, ქარმაც დაუბერა, მის სახეს მოეფერა. ქალმა თითქოს სიოს გაუღიმა, შემდეგ მათ წინ წარდგა და გაჩერდა. თავი კი ასწია, მაგრამ არცერთისთვის არ შეუხედავს: _ თანახმა ვარ! მხოლოდ ოთხი პირობით! _ თქვა და გახევდა. ქალის სილამაზე შეუფასებელი იყო. სიცოცხლით სავსე იდგა შემოსასვლელში. კაცმა შეათვალიერა, ცდილობდა მის თვალებში ჩაეხედა, გაბრაზებული შესცქეროდა ქალს, რომელიც ზედაც არ უყურებდა და ძირს იხედებოდა. ასე რომ, სახე კარგად არ მოუჩანდა. ელიანი მისკენ დაიძრა, რამდენიმე ნაბიჯში გაჩერდა და ქალს მიმართა: _ გისმენ! _ თქვა მან მკაცრად და სხეულში რაღაც უცნაური იგრძნო, ის რაც აქამდე ჯერ არ შეეგრძნო და განეცადა. _ ჩემს ოჯახს აღარ დაემუქრებით! _ წამოვიყვან ერთ ადამიანს! _ ქორწილი არ იქნება! _ და იმ ოთახს დავისაკუთრებ, რომელიც მე მომინდება! _ თქვა და გაჩუმდა. კაცს გაეღიმა და მიუახლოვდა. ქალის სახე შეათვალიერა და ჰკითხა: _ რომ არ ვიყო თანახმა?! _ მაშინ არც მე ვარ თანახმა! _ თქვა ფერიმ ცივად და კარისკენ დაიძრა, მაგრამ ამ დროს კაცმა თანხმობა განაცხადა და ქალმაც მიუგო: _ მაშინ მეც თანახმა ვარ! _ შემდეგ თავის ოთახს მიაშურა და ატირდა. _ ელი!... ელი! მე უშენოდ რა ვქნა? _ შენ ჩემთან წამოხვალ, ხომ არ მიმატოვებ? არ მიმატოვებ! 20 წლის წინ ჩემი სახლი დავკარგე და ახლა ამ სახლსაც ვკარგავ და მასთან ერთად ყველაფერს! ოჯახს და მათ სიყვარულსაც! _ ელი... მათ მუდამ ეყვარები. _ მაგრამ მე ტყუილისთვის გამიმეტა ბედისწერამ, უნდა მოვიტყუო და ბედნიერი ქალის როლი ვითამაშო, რათა მათ არ ეტკინოთ! _ უარი რატომ არ თქვი მაშინ?! _ მამამ მას თანხმობა მისცა! _ მაგრამ შენ, ელი?! შენ ვერ შეეგუები და ვერ იცხოვრებ უსიყვარულოდ! _ მორჩი! სიყვარული არ მჭირდება! მე რაც მიყვარდა, იქ დავტოვე 20 წლის წინ, იქ დავტოვე მე, 5 წლის გოგომ! იქ დარჩა ჩემი გული და სული! დრო მოვა, ამ ქორწინებიდან თავს დავიძვრენ და შურისძიებას ვეცდები! შურისძიებაზე ფიქრს არ დავივიწყებ ამ ფარსი ქორწინების დროსაც კი! _ მისთვის არ შეგიხედავს, ელი... _ მე ის არ მაინტერესებს! 20 წელი ვემზადებოდი შურისძიებისთვის, ის ვიღაც კი გამომეცხადა და გეგმა დროებით ჩამიშალა! მაგრამ მასაც ბოლოს მოვუღებ! _ ელი! ასე ნუ ამბობ. გაიხსენე, როგორ გაგზარდეს, მხიარული, ბედნიერი და ნაზი გოგონა. _ მე 25 წლის ვარ უკვე, ფრანკა! და შურისძიება მწყურია! დაე, ორ კაცზე ვიძიებ შურს, ამაზე და ჩემი სასახლის ქურდზეც! _ დაიმუქრა და ლოგინზე დაჯდა გაბრაზებული. ელფერის გასვლის მერე სიძე მშობლებით ვახშამზე მიიწვიეს. მანამ კი სტუმრები პატარა ოთახში განათავსეს, ხოლო ფერის ოთახი ცოტა ხნით სიძეს დაუთმეს, რის გამოც ქალი მხეცს ჰგავდა. ძმას ძლივძლივობით ეჭირა და ძალით გარეთ გაჰყავდა. გაბრაზებული ქალი ხანჯალს ისე ატრიალებდა, როგორც დანას, თან ძმას უძალიანდებოდა. _ ელი! დროა დამშვიდდე! _ უყვიროდა ძმა. _ ის ჩემს ოთახს ისაკუთრებს! _ იკივლა ელიმ და ძმის ხელებში შებორკილ ტყვესავით აფართხალდა. ელიანი ქალის ოთახში შევიდა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა. ოთახს თვალი მოავლო, ყველაფერი დალაგებული და მოწესრიგებული იყო. ყველა ნივთი თავის ადგილას იდო, ზედმეტი არსად არაფერი ჩანდა. სავარძლების შუაში მდგარ მაგიდაზე ლამაზი ყვავილები იდო. კაცმა ხელი შეახო ყვავილებს, მათი სურნელი შეიგრძნო და მერე აივანზე გავიდა, სადაც მხოლოდ დივანი იდგა. ალბათ აქ ზის ხოლმეო, გაიფიქრა. ისევ ოთახში შებრუნდა და კედელზე დაკიდებული ფოტოები შეათვალიერა. შემდეგ ლოგინს შეახო ხელი, ძალიან რბილი მოეჩვენა და დაენანა წამოსაწოლად, კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი და უკან დაიხია. ქალზე ფიქრობდა, მისი მკაცრი სიტყვები ჩაესმოდა ყურში და თავის თავს ეკითხებოდა, ნეტავ, რატომ ვძულვარ, ან რატომ არ შემომხედაო. _ ელი! ის შენი ქმარი გახდება და ეს წესია, რომ შენს ოთახში შევიდეს! იქ, სადაც 20 წელი გაატარე! _ იქ ჩემი ნივთებია! ჩემი ოთახია! ჩემი საკუთრებაა იქ და ჩემი სული! დრო მოვა და ამისთვის ვაზღვევინებ! ჩემს ოთახშია! ყველაფერს ვკარგავ, რაც მე მიყვარს! _ შენ ნივთებს კარგავ მხოლოდ! _ და ახლა ოჯახსაც! ჩემს ოთახსაც! მე დავკარგე სასახლე და მასთან ერთად სულიც! ახლა კი ვკარგავ აქაურობასაც! _ ახალი სახლი გექნება ფერი! _ დაუყვირა. როცა ძმა მასზე აღარ ბრაზობდა, ფერის ეძახდა, მაგრამ გაბრაზებისას ელის დაუძახდა ხოლმე თავის პატარა დას. ბიჭმა გულწასული გოგონა ხელში აიყვანა და სახლში შევიდა. მომავალმა სიძემ დაინახა თუ არა საცოლე ამ ყოფაში, გაბრაზებული ბიჭს წინ გადაუდგა. _ ვინ ხარ! ჩემი ცოლი ხელში რომ აგიყვანია?! _ მისი ძმა ვარ! თავის ოთახში უნდა ავიყვანო! _ თქვა და ნაბიჯი გადადგა. _ მე ავიყვან! უკვე ვიცი სადაცაა მისი ოთახი! _ თქვა კაცმა მკაცრად. _ გირჩევთ, გამოღვიძებისას არ დაენახვოთ! _ გააფრთხილა ძმამ და ელი სასიძოს გადაულოცა. _ მე ყველაფერს ვკარგავ, ყველაფერს! _ დაიჩურჩულა ქალმა და როგორც კი თავის ლოგინს შეეხო, უცბად გამოფხიზლდა და წამოვარდა. _ გაეთრიეთ! აქ ვინ მომიყვანა! _ ეს ოთახი ჩემიცაა ცოტა ხნით! _ თქვენი აქ არაფერია! _ შენ იქნები! _ მიუგო მკაცრად და ქალს შეხედა, რომელიც გაბრაზებული უცქერდა. მისი თვალები მოეწონა, მასში სიამით ჩაიძირა, სულ მიავიწყდა ყველაფერი, ვერც გაიგო, როგორ შეეხო მის ყელს ცივი რაღაც და ქალის ხელს ახლაღა შეხედა. გოგონას პატარა დანა მიედო კაცის ყელთან. სანამ დასერავდა, კაცმა მოასწრო და დანის პირი ხელით დაიჭირა. _ დრო მოვა და გაგანადგურებ! _ დაემუქრა ქალი, მაგრამ მან არ იცოდა, რომ კაცსაც დაკარგული ჰქონდა ის, რაც გულით უნდოდა. არ ჰყავდა შვილი, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. მასაც სტკიოდა გული, მაგრამ ამას არავის უმხელდა, არასდროს... _ ქმრის მოკვლა ისჯება! _ თქვენ ჩემი ქმარი არასდროს იქნებით! _ თქვა ცივად და ხელში დანის დატრიალება სცადა, თუმცა ძვრა ვერ უყო და უფრო გაბრაზდა. ადგომა სცადა, მაგრამ კაცმა ხელი ჩაავლო და ლოგინზე მიაწვინა. ამ დროს კარზე დააკაკუნეს და კაცი ვახშამზე იხმეს. იმანაც უკან დაიხია და ოთახი დატოვა. ქალმა გაბრაზებულმა გადააგდო დანა და ფეხზე წამოხტა. კაბა გამოიცვალა და ისიც ჩავიდა დაბლა. კარი შეაღო, უფროსი სტუმრისკენ წავიდა, მის წინ დადგა და მიესალმა, კაცმაც გაუღიმა და გოგონას თბილად დაუბრუნა სალამი. მერე ქალისკენ დაიძრა, მიუახლოვდა და შეხედა. მისი თვალები მოეწონა, თითქოს ბროლივით სათუთი და ნაზი ყოფილიყო, ისეთი, რომ შეიძლება დამსხვრეულიყო. ქალმა მისი ხელი აიღო და ხელისგულზე პატარა კოლოფი დაუდო. გოგონამ მადლობა გადაუხადა და ქალს ლოყაზე აკოცა: _ გმადლობთ. ის თქვენი შვილია?! _ დიახ, _ ქალს გაეღიმა და შვილს გახედა, რომელიც მათ თვალს არ აშორებდა. _ ნამდვილი მხ... _ გოგონა გაჩუმდა და გაიღიმა. _ შეგიძლია დაასრულო, ყველას ვაძლევ უფლებას, ბოლომდე მითხრას, რასაც ფიქრობს! _ შენიშნა სასიძომ. _ ძალიან კარგი! ნამდვილი მხეცი ხართ და არ მომწონხართ! არც მომეწონებით! _ მიაძახა კაცს და სკამისკენ დაიძრა. _ ელი! _ ხმას აუწია ფერის მამამ და თავისი სახელის გაგონებაზე სიძემაც მისკენ გაიხედა. კაცს ელის მხოლოდ დედა ეძახდა. _ მამა, შენმა სიძემ ნება დამრთო და მეც ვთქვი. შემიძლია კიდევ ბევრი რამ ვთქვა! _ გისმენ, გააგრძელე. ბატონო ელაიან, გთხოვთ. მინდა ვიცოდე, რას ფიქრობს ჩემი მომავალი ცოლი. _ იმ კაცს, ვინც ჩემს მშობლებს აიძულებს ჩემი სურვილის გარეშე მითხოვოს, ჩემს თვალში არაფრის ფასი არ აქვს! _ ელი, ხომ გთხოვე, დამშვიდდი-მეთქი! როგორ იქცევი?! _ აი, ჩემი სიყვარულიც მოვიდა! _ თქვა ქალმა და მისკენ მომავალ ბიჭს ლოყაზე აკოცა, მერე გადახედა მომავალ მშობლებს და მათ გაკვირვებულ მზერას რომ წააწყდა, გაეღიმა: _ ეს ჩემი უფროსი ძმაა, ანხელი, ეს კი ფილიპე, შუათანა ძმა, _ აუხსნა სტუმრებს და ძმები გააცნო მათ. _ დროა ვივახშმოთ! _ თქვა ელაიანმა. როგორც კი ფერიმ სუფრასთან თავისი ადგილი დაიკავა, წინ ელიანი დაუჯდა და ქალს თვალი თვალში გაუყარა. მისი მწვანე თვალები კაცს შიგ გულში მოხვდა. როცა ქალის სიტყვები გაახსენდა, გაეღიმა. ჯერ არცერთ ქალს არ გაუბედია მისთვის ასე ელაპარაკა, ასეთი ტონით, ასე ხმამაღლა. არცერთი მისი ქალი არასდროს გამოხატავდა მის მიმართ სიბრაზეს და უხეშობას. ფერის კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სადედამთილოს ნაზი ხმა მოესმა, მისკენ გაიხედა და გაჩუმდა. _ ფერი, მოგვიყევი შენზე. ვაღიარებ, ჩემი შვილი ჯიუტია და ზოგჯერ მხეციც, მაგრამ როცა გაიცნობ, მიხვდები, რომ თბილი ადამიანია. შენ როგორი ხარ?! პირდაპირი და ცოტა ჯიუტი შენც ხარ, მაგრამ ეს მომწონს... კიდევ როგორი ხარ?! _ ფერი თავის თავზე არ ილაპარაკებს. ის კეთილია და ნაზი, ისეთი, თავის საყვარელ ყვავილსაც რომ არ მოწყვეტს, არ დაჭკნესო. ყოველდღე დაყნოსავს, მაგრამ არ მოწყვეტს... _ თქვა უმცროსმა ძმამ და ფერის შეხედა, რომელიც ფერნანდას შესცქეროდა. _ საოცარია! მართლაც კეთილი ყოფილხარ და ნაზი. ლამაზი თვალები გაქვს, ფერი. _ გმადლობთ, ქალბატონო ფერნანდა. თქვენც ლამაზი თვალები გაქვთ, ბროლივით, გეგონება დაიმსხვრევა, თუ შეეხებიანო. _ იმედია, მარტო მე მტრობთ, ქალბატონო ფერი... _ მოესმა მის წინ მჯდარი კაცის ხმა და ფერიმაც მას შეხედა: _ მე თქვენსავით არ მჩვევია მუქარა სხვის მშობლებთან! თანაც, ვინც მომწონს, იმათ არაფერს ვერჩი. ქალბატონი ფერნანდა და ბატონი რაფაელი კი ძალიან მომწონს! არ გგვანან თქვენ! _ ელი დამიძახეთ, ისე, როგორც დედა მომმართავს. _ დაე, მხოლოდ დედამ მოგმართოთ ასე! _ თქვა ფერიმ და თეფშზე დააწყო დანა- ჩანგალი. _ ახლა კი ყველას ბოდიშს გიხდით, უნდა დაგტოვოთ. _ სკამი გამოსწია და წამოდგა. მომავალ მშობლებთან მივიდა, დაემშვიდობა და კარისკენ წავიდა. _ შეიძლება ვიცოდე, სად წავიდა?! _ მისი შვილობილი პატარას ელოდება და იქ... _ რააა?! _ გაკვირვებული და გაბრაზებული კაცი სწრაფად წამოხტა. ანხელმა გაიღიმა: _ სპილო ფინის მშობიარობა უწევს და მასთან წავიდა. _ მეც მინდა ამის ნახვა! _ თქვა სიძემ. ანხელი კაცს წინ გაუძღვა, რომ მისთვის გზა ეჩვენებინა. კარგა მანძილი რომ გაიარეს, ფარდულში შევიდნენ და კაცმა შეამჩნია ქალი, რომელიც სპილოს გვერდით იჯდა და ელოდებოდა, როდის დაიბადებოდა სპლიყვი. კაცმა ხელით ანიშნა ანხელს, აქ დავრჩები, შენ კი შინ დაბრუნდიო. ანხელი წავიდა. ასე მარტო დადის ღამღამობით?! თუმცა ალბათ დანა ლააქვს თან, _ გაიფიქრა კაცმა. ამ დროს გაიგონა, ვიღაცამ როგორ დაუძახა ფერის და ახლაღა დაინახა უცნობი ქალი, რომელიც მის საცოლესთან მივიდა და წყალი მიაწოდა. ფერიმ ხელები დაისველა და სპილოს სხეულზე გადაუსვა: _ ჩემო პატარა, 22 თვე გელოდებოდი. ახლა დროა გამოხვიდე და დამენახვო. მე მალე უნდა წავიდე იმ მხეცთან და მერე ვეღარ გნახავ. გამოდი გარეთ, ჩემო ლამაზო, უნდა მოგეფერო... შენთვის ბევრი საჭმელი მაქვს მზად... მიდი, ჩემო ბიჭო, შენ ხომ დამჯერი ხარ... _ მოეფერა სპილოს მუცელს. ფინიმაც ხორთუმი ასწია და ქალის თავთან გააჩერა. ფერიმ ახედა: _ ისევ?! _ გაუცინა და როცა სპილომ წყალი დაუშვა მის სახესა და ტანზე, თავი გააქნია და ბედნიერმა გადაიკისკისა. კაცი თვალს არ აშორებდა მისი თმის რხევას და ბედნიერ სახეს. `ყველა ქალს ვაძლევ რაც სურს, მაგრამ ჯერ ისინი ასეთი ბედნიერები არასდროს მინახავს~... გაიფიქრა და თავისი სახელიც მოესმა. ჩუმად უკან დაიხია, რათა მოესმინა, ქალები მასზე რას იტყოდნენ. _ ბატონ ელიანზე არაფერს იტყვი?! _ ნამდვილი მხეცია! _ ფერი, კარგი რაა.. ისეთი სიმპათიურია! ასეთ კაცს ცოლად გავყვებოდი და ყველა ბრძანებას შევუსრულებდი! _ ხოდა, მიჩუქნია შენთვის! ესეც მეორე ნაწილი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.