მომეცი შანსი ( თავი 18)
თავი 18 ბევრი იფიქრა რა იქნებოდა მომავალში და ბოლოს იმ დასკვნამდე მივიდა რომ შანსი უნდა მიეცა , არა მარტო მიას გამო არამედ იმის გამო რომ თვითონ ვერ წარმოედგინა სხვა მის ადგილას .უკვე თენდებოდა მესიჯზე პასუხი რომ მიწერა ,, გელოდები ... მიყვარხარ“ სოფისგან განსხვავებით თაიამ ბევრი ფიქრის მერე მაინც გადაწყვიტა წასულიყო აბორტზე.მთელი ბავშვობა ოცნებობდა ნამდვილ ოჯახზე, მოსიყვარულე ქმარზე და ბევრ შვილზე.თუმცა ჯერ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა ფეხზე მყარად დამდგარიყო, კლინიკასთან რომ მივიდა თავის გულის ხმა უკვე ყურებში ესმოდა. - ხომ არ დამაგვიანდა- შესასვლელთან სოფიც დაეწია- არ გადაიფიქრე? - ვერ გადავიფიქრე- ცრემლიანი თვალები მიანათა სოფის. - მოდი ცოტა ხანს გარეთ დავჯდეთ, ჯერ დაწყნარდი და მერე შევიდეთ- სოფიმ კლინიკის ეზოში გაიყვანა - -ხო ლენ- ტელეფონზე ლენას ზარს უპასუხა - უკვე შეხვედით? - არა ჯერ გარეთ ვზივართ- სოფიმ თაიას შეხედა- ნერვიულობს დაწყნარდება და შევალთ. - გადაეცი რომ .... რომ ყველაფერი კარგად იქნება- ბზარი შეერია ლენას ხმასაც - არ ინერვიულო , რომ გამოვალთ დაგირეკავთ - კარგი გელოდებით- ლენას ისედაც მალე უჩუყდებოდა გული და ამ ორსულობისას საერთოდ ცრემლად დაიღვარა. - - ლენ გავდივარ.... - აჩიმ კაბინეტში შეყო თავი-მოიცა რა გჭირს ტო..-ატირებული რომ დაინახა კარები შეაღო და მაგიდასთან მივიდა - რამე გტკივა? გინდა დათოს დავურეკო?- შეშინებული უყურებდა. - მე არაფერი...- სტყვებს ძლივს ამბობდა - აბა ვის ჭირს? - თაია... - რა დაემართა?- ფერები გადაუვიდა მისი სახელის გაგებაზე- ლენა რა მოუვიდა თაიას. - მას არაფერი...რატომ არის ცხოვრება უსამართლო- ცრემლიანი თვალები მიანათა- რა დააშავა ესეთი ამ გოგომ რომ ესე ისჯება?! - წესიერად ამიხსენი რა ხდება- სკამი ახლოს მისწია და წინ დაუჯდა ლენას , მანაც რაც თაიასგან იცოდა ნაწილობრივმოუყვა. აჩის ისეთი სახე ჰქონდა ლენამ მოყოლა რომ დაამთავრა ვერ მიხვდებოდი გაბრაზებული იყო თუ გაოცებული. - რეებს მეუბნები ხვდები? გიჟივით წამოხტა ფეხზე- სად არიან? - კლინიკაში მაგრამ ....შენ რა უნდა გაუკეთო, ჩვენც ვუთხარით დაგეხმარებითთქო მაგრამ.... - ვის დაეხმარებით.... ეგ გოგო გიჟია?- ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან-კლინიკის მისამართი მომწერე და სოფის დაურეკე გამოიყვანოს ამ წუთას- გასვლისას მიაძახა და კაბინეტი დატოვა. - ამას რაღა დაემართა ?!- გაშტერებული უყურებდა კარებს , მერე სოფოსთან გადარეკა - სოფი არ შეხვიდეთ... - უკვე ამზადენბენ ლენა - გამოიყვანე რა... ცოტა ხანს გააჩერე გთხოვ - რა ხდება? - არ ვიცი მაგრამ აჩი გიჟივით გამოვარდა ... - აჩი რა შუაშია? - მე რა ვიცი სოფი?!მოვა მანდ დაჰკითხე - კარგი შევდივარ- ტელეფონი გათიშა და ბლოკში შევიდა სადაც თაია უკვე ნარკოზის ქვეშ ჰყავდათ - აქ არ შეიძლება შემოსვლა გოგონი... - შეიძლება , მე...- ვერ გაიგო რა ეთქვა- სულ ათი წუთი რომ მოიცადოთ?!- ჯერთხოვნით მიმართა - პაციენტი თანახმაა, ნარკოზი კი მხოლოდ ნახევარი საათი იმოქმედებს... - აქედან ფეხს არ მოვიცვლი!-თხოვნას უკვე აღარ გავდა. სერიოზულად მოუმატა ტონს- თუ არ გინდათ მთელი კლინიკა თავზე დაგახვიოთ თაიას თითი არ დააკაროთ- ხელებს ცხვირთან უტრიალებდა, ექიმი კი გაოცებული უყურებდა - საიდან ამდენი გადარეული- რეზინის ხელთათმანები მოიხსნა გაბრაზებულმა ექიმმა და საოპერაციო ბლოკი დემონტრაციულად დატოვა. სოფი საწოლზე ჩამოჯდა და გათიშულ თაიას თავზე დაუწყო ფერება, მალევე შემოგლიჯა კარები აჩიმაც. - რა ხდება ? - საწოლთან მივიდა - დავაგვიანე? - არა , ჯერ არც დაუწყიათ.. - აბა რა სჭირს?- გათიშულ თაიას უყურებდა. - ნარკოზის ქვეშაა, კიდევ ოცი წუთი იქნება ალბათ ესე.- მერე აჩის შეხედა - არ მეტყვი რა ხდება? - რა ხდება და რომ ვიძახდი ეს გოგო გიჟიათქო არ გჯერათ- ახლოს დაიხარა თაიასთან და შუბლზე აკოცა, მერე თითები მუცლისკენ გააპარა გაიღიმა და სოფის გახედა- ამ ქალბატონს წავიყვან სანამ გათიშულია და ხმას არ იღებს- გაეცინათ ორიბეს- რამოდენიმე დღეში დავბრუნდებით და თუ მოუნდება თვითონ მოგიყვებათ- თვალები უბრწყინავდა, თაია ხელში აიყვანა და კარებისკენ დაიძრა. - მოიცა ესე ხალათით მიგყავს? - - შეიცხადა სოფიმ - გამოცვლაში დროს ვერ დავკარგავ, ეგენი ცელოფანში ჩააწყვე რა - სოფის ტანსაცმელებზე მიანიშნა და გარეთ გავიდა. ქალბატონი მანქანაში მოათავსა , ღვედი შეუკრა და ექიმს ჰკითხა რამე ხომ არ იყო საჭირო რომ გამოფხიზლდებოდა, ექიმის რჩევებს მოუსმინა და წყნეთისკენ აიღო გეზი.სოფიმ სიცილით დაუქნია ხელი მიმავალ მანქანას და ლენას დაურეკა ახალი ამბით. ოცი არა მაგრამ თხუთმეტ წუთში კი დაიწყო გამოფხიზლება თაიამ. - კიდევ დიდხანს გაძლო, ნარკოზმაც ვერ გათიშა- თავისთვის ჩაიდუდღუნა აჩიმ - წყალი მინდა- აჩის ისე გახედა აშკარად ვერ არჩევდა ვინ იყო-წყალი... - ექიმმა თქვა არ დაალევინოო, ერთი საათი გაძელი უწყლოდ არაფერი მოგივა. - შენ... ეს ხმა მეცნობა.... მოიცა..- შეეცადა თვალები კარგად გაეხილა, კარგად რომ მიხვდა ვინც იყო უცებ წამოჯდა სავარძელზე- შენ ? სად ვარ? - მანქანაში - ირონიულად ჩაიცინა - მერე? - თვალები უფრო მაგრად დაჭყიტა-აქ რა მინდა? - და სადაც იყავი იქ რა გინდოდა?- ხმაში ბრაზი გაურია აჩიმ. - ვერაფერი ვერ გავიგე-მერე უკანა სავარძელზე გაიხედა- მარტო ვართ? - არა ბავშვიც აქაა- მუცელზე მიანიშნა - ბავშვი?!სულ დამავიწყდა - ტანზე რომ დაიხედა ერთი შოკი მანდ მიიღო- ეს რა არის? შენ რა მომიტაცე? - კი არ მოგიტაცე წამოგიყვანე იმ ყასაბებისგან და მაცადე ცოტა ხანს, სახლში მივალთ და იქ ვილაპარაკოთ- მერე კარგად დააკვირდა მის ულამაზეს ლურჯებს- ბავშვს რომ შენი თვალები არ გამოყვეს გავგიჟდები - ჰა... - გაოცებული უყურებდა აჩის-რა შენი საქმე ჩემს შვილს რა ფერის თვალები ექნება? - გეხვეწები ცოტა ხანს გაჩუმდი.რა დავაშავე ესეთი ნარკოზმაც რომ არ გაგაჩუმა... - წამიყვანე უკან და გავჩუმდები... - რატომ ბავშვი რომ მოკლა? ნერვებს ნუ მიშლი.... ათი წუთიც...- ღრმად ჩაისუნთქა- მივალთ და მერე ვილაპარაკოთ- ისეთი საწყალი თვალებით შეხედა თაიაც დაემორჩილა და გაბუტულმა გაატრიალა თავი.წამალი მაინც თავისას შვებოდა და ისე მივიდნენ ხმა აღარ ამოუღია. - მოვედით - მანქანა ეზოში შეაყენა და თაიას მიუტრიალდა რომელიც საეჭვოდ დუმდა- თაი.. თაია გესმის- მისკენ გადაიწია, თაის კი გათიშულს ეძინა- როცა უნდა ილაპარაკოს მაშინ ჩუმდება- გაკვირვებულმა შეხედა მის ბავშვივით მძინარე სახეს.მერე მანქანიდან გადავიდა, კოტეჯის კარი შეაღო და თაია ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში. სამზარეულოში შესულმა ვერაფერი რომ ვერ აღმოაჩინა მაღაზიაში წასვლა გადაწყვიტა, თაიას მესიჯი მიწერა მალე მოვალო და მანქანით წავიდა.თაიმ გაღვიძებისთანავე ჯერ სახლი დაათვალიერა მერე სოფის დაურეკა, რომელიც თვითონაც გაკვირვებული იყო აჩის საქციელით - ეხლა სად ხარ? - ორსართულიანი ხის სახლში, ამას კოტეჯს რანაირად ეძახიან?- აბუზღუნდა , თან სახლს მოავლო თვალი რომელიც თანამედროვეობის პიკს უფრო წარმოადგენდა ვიდრე უწყინარ კოტეჯს. - თვითონ სად არის?- გაუკვირდა თაიამ რომ უთხრა მარტო ვარო - რავიცი მესიჯი დამხვდა მალე მოვალო და ველოდები- მერე ჭიშკრის გაღების ხმა მოისმა - ოჰ მოუწყია კომფორტი, არ გადმოხვიდე უცებ არ დაიღალო- ელექტრო ჭიშკარზე გააკეთა აქცენტი. - ეცადეთ ერთმანეთი არ დახოცოთ- სიცილით დააბარა სოფიმ- მომწერე რომ გაარკვევ რატომ წაგიყვანა. - კარგი და მადლობა ყველაფრისთვის... - თავს გაუფრთხილდი- დაემშვიდობა სოფი და სამუშაოს მიუტრიალდა. - სოფი დღეს ხომ იცი შეხვედრა გვაქვს- დათამ შემოუღო კარები - ხო მახსოვს- თავი მოისაწყლა- მარტო რომ წახვიდე? ან ლისზე რა გვინდა ? შეხვედრაა თუ რომანტიული ვახშამი - შენ გაემზადე და იქ გავარკვიოთ რა არის - სერიოზული სახით მიტრიალდა და გავიდა. სოფიც საღამომდე ჯერ მიას ეთამაშა, რომელიც რატომღაც ბედნიერ ხასიათზე იყო და აჟიტირებული თომასთან წაყვანას ითხოვდა, საიდუმლო უნდა მოვუყვეო -დე თომა ჯერ პატარაა და არაფერი არ ესმის- სოფომ სცადა აეხსნა მაგრამ ... - ხოდა მაგიტომ ვუყვები რომ არ ესმის- მიას პასუხმა დაამუნჯა - აჰ ეხლა გასაგებია- გაეცინა სოფის, თავის ასაკისთვის მია საკმაოდ ჭკვიანი ბავშვი იყო. მალევე მოწესრიგდა, მია ლენასთან დატოვა და თვითონ ლისზე წავიდა . დაჯავშნილ მაგიდასთან კი დემეტრე ელოდა .გული ისეთ ხმას გამოსცემდა ეგონა გაუსკდებიდა, მთელი თვე მარტო მისი ხმა ესმოდა მიას ოთახიდან და გრძნობდა სულის ტკივილამდე როგორ ენატრებოდა.დემეტრემ ჯერ შორიდან უყურა ადგილზე გაქვავებულ სოფის , მერე მასთან ახლოს მივიდა და ხელები გაშალა ისე როგორც პატარა ბავშვებს უშლიან ჩასახუტებლაც.სოფის ჩაეცინა და მის სხეულს მიეკრო, ისე ეკვროდნენ ერთმანეთს თითქოს ერთ სხეულად გადაქცევა სურდათ... თუმცა იქნებ სურდათ კიდეც.დემეტრე უფრო მალე მოვიდა გონს - თუ მალე არ მოვშორდით ერთმანეთს ხვალ ინტერნეტ ვარსკვლავები გავიღვიძებთ- იქვე ტელეფონ მომარჯვებულ ხალხზე მიანიშნა და სოფიც უცებ მოშორდა- აქ დავრჩეთ თუ სხვაგან წავიდეთ? - წავიდეთ... - აბრჭყვიალებული თვალები მიანათა- მია ლენასთანაა და სახლში წავიდეთ დემეტრემ ხელი ჩაკიდა და რესტორანი ერთად დატოვეს, მანქანაში როგორც კი მოთავსდნენ სოფისკენ მიტრიალდა და ისე დაეწაფა მის ტუჩებს როგორც მწყურვალი წყალს.ბოლოს როგორც იქნა მოსწყდა და მის დაწითლებულ ტუჩებს რომ შეხედა გაეცინა - ვიცი რომ გიჟივით მოვიქეცი, მაგრამ ისე მენატრებოდი- ცერა თითს მის ბაგეებზე დაატარებდა, თითქოს ცდილობდა ესე ემკურნალა მათთვის - მეც მომენატრე- სოფი ახლოს მიიწია და მის საყვარელ ადგილას , დემეტრეს ყელში ჩარგო თავი.ცოტა ხანს ესე ჩუმად ეფერებოდნენ ერთმანეთს ,მერე კი როგორც იქნა სახლშიც წავიდნენ ოღონდ მია მაინც ვერ გაიმეტეს და ჯერ ბავშვს მიაკითხეს, რომელიც სიხარულით შეეგება მამას და თან მოახსენა რომ მისი საიდუმლო მარტო თომას უთხრა , როგორც შეპირდა. - აქ დარჩები?- მამას მიუტრიალდა როცა დემე მის დაძინებას ცდილობდა- შერიგდით?- ჩურჩულით ჰკითხა - კი შევრიგდით- დემეტრეს გაეცინა - და ეხლა სულ ერთად ვიცხოვრებთ?- კითხვები არ ელეოდა. - სულ ერთად... ოღონდ დაიძინე მია რა- საწყალი სახით შეხედა საათს - კარგი ხო, ძილინებისა- ტასო მიიხუტა და დაბარებულივით ხუთ წუთში უკვე ეძინა . - დააძინე? - სალათის კეთებაში გართულმა გახედა სამზარეულოს კარზე მიყუდებულ დემეტრეს რომელიც ბედნიერად ადევნებდა თვალს მის ფუსფუსს. - ლამის თვითონ დამაძინა- გაეცინა დემეს და სოფის უკნიდან აეკრო- სახლში წასვლა მეზარება და არ გინდა შენი საწოლი გამიყო?- თან კისერს უკოცნიდა და სოფის ბუსუსებზე ეცინებოდა - ჯერ ვივახშმოთ და მოვიფიქრებ- ეშმაკურად გახედა სოფიმაც - ანუ შანსს მაძლევ?- ქვევიდან ამოხედა - ჩვენს ურთიერთობას ვაძლევ შანსს... - სოფი ბავშვის გამო აკეთებ ამას?- მისკენ მიატრიალა და თვალებში ჩახედა - არა- თავი გააქნია- მარტო ჩემი შენდამი სიყვარულის გამო... დამიჯერე მე რომ არ მიყვარდე... ვერავინ მაიძულებდა , თუმცა ამით მიასაც ბედნიერს გავხდი- ხელები კისერზე შემოხვია და მოწყვეტით აკოცა - მეც მიყვარხარ... ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ... და იცი რა... მართალი იყავი - ოჰოო...- გაეცინა სოფის- მე სულ მართალი ვარ , შენ რომელზე იძახი... - ეხლა ქვეყანაც რომ დაიქცეს ვერაფერი მაიძულებს შენს მიტოვებას- ახლოს მიწია, ჯერ მის საყვარელ ტუჩებს დაუბრუნდა მერე კი მის საძინებელში ისე შეიყვანა სოფი გონზეც ვერ მოვიდა, ვერც ის მიხვდა როდის დარჩა დედიშობილა , უბრალოდ თავს გათიშვის უფლება მისცა და დემეს ბოლომდე მიენდო. აი თაია კი სხვა განზომილება იყო - არ მოვიდა დრო ვილაპარაკოთ?!- პროდუქტებით დამშვენებულ აჩის გაჰყვა სამზარეულოში - ჯერ ვჭამოთ რა ...მაგრა მშია- ბავშვივით აწუწუნდა- ნახე თან გაკეთებაც არ მოგვიწევს უბრალოდ ღუმელში უნდა შევდოთ - თან ვილაპარაკოთ... - რატო არ ჩუმდები ... არა ეგ თვისება ბავშვს რომ გამოყვეს ალბათ გავგიჟდები... - შენ ... შენ რაში გაინტერესებს ჩემს შვილს რა თვისებები ექნება- უცებ გაჩუმდა და მიხვდა რომ მას , ვის მოკვლასაც დღეს აპირებდა შვილი უწოდა.ჯერ მუცელზე დაიხედა მერე აჩის შეხედა , რომელიც ჩუმად ადევნებდა თვალს მის ემოციებს და მერე მისი ლურჯი თვალები ზღვასავით აწყლიანდა. - ოღონდ არ იტირო... არა რა...- ხელები დანებებულმა დაუშვა რომ შეხედა უკვე ცრემლები სდიოდა - მე...მე მისი მოკვლა მინდოდა...- თან სლუკუნებდა- ჩემს შვილს ვკლავდი... არ მაპატიებს ხომ?- საწყალი სახით შეხედა - არ ვუთხრათ და გაპატიებს- გაეცინა აჩის და სახეზე ცრემლები მოწმინდა- მოდი დავჯდეთ , ჭამას მაინც არ მაცლი და ვილაპარაკოთ.- დივანზე დააჯინა და თვითონაც გვერდით მიუჯდა- რა გახსოვს იმ ღამიდან... - რომელი... - მერე გაახსენდა რასაც გულისხმობდა - ვცეკვავდი და წვენს ვსვავდი, მერე დილა მახსოვს და ვიღაც იწვა ... - წვენს სვავდა თურმე გოგო- ირონიულად შეხედა- ჯერ ეს ერთი რომ წვენს სვავდი რომელშიც ალკოჰოლი იყო გარეული.მერე მეორე ჩემს გარეშე ალკოჰოლს აღარც კი დასუნავ და კიდევ...იმ ღამეს ,მოკლედ იმ ღამეს მეც იმ კლუბში ვიყავი- გადაწყვიტა შორიდან მოევლო- დაგინახე ის ს*რი როგორ გიფათურებდა ხელებს და ... ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ , ცოტა ვიჩხუბე და სახლში წასვლა შემოგთავაზე... - მოიცა!- ხელის აწევით შეაწყვეტინა- შენ იყავი?- ხმას აუწია.. - მაცადე მოგიყვე თუ გინდა , თუ არა და გავჩუმდები- თაიამ ანიშნა გააგრძელეოოო- მოკლედ მეც ნასვამი ვიყავი და ტაქსში ჩავჯექით მაგრამ დაგეძინა . მისამართი არ ვიცოდი და სასტუმროში წაგიყვანე... - და ამით ისარგებლე?-თვალები გაუფართოვდა-შენ.... - შენ მე ვინ გგონივარ? რას ნიშნავს ვისარგებლე?-უკვე ყვირილზე გადავიდა- იქ უნდა დამეტოვებინე და ჯერ მთხოვე დარჩი ცუდად ვარო, მერე რავიცი ესეთი რა დალიე ...მეორე დილით ნაწამებს მე უფრო ვგავდი... ველური რომ ხარ... მთელი ზურგი დამიკაწრე..- ბოლოს სიცილი აუტყდა - მე... შენთავ ვიწექი??? და აქამდე არ უნდა გეთქვა?- ფეხზე წამოხტა ყვირილით - თუ გახსოვს სასტუმროდან გაიპარე... ან არ დაგაინტერესა ვინ იწვა შენს გვერდით?- არც თვითონ ჩამორჩა ყვირილში - უნდა გამეღვიძებინე? არ იცოდი სად ვიქნებოდი? - - ხოდა გამარჯობა შენი- დემონსტრაციულად გაშალა ხელები- მოვედი ბატონო შენთან , მაგრამ აზრი? გამომლანძღე და კულტურულად დამა** ვევინე გახსოვს? - უნდა გეთქვა.... - რა უნდა მეთქვა ...მე რა ვიცოდი თუ დაგავიწყდებოდა, მთელი ღამე კატასავითკრუტუნებდი ჩემს სახელს და იპორჭყნებოდი... - გაჩუმდი... ნუ ყვები...-ყურებზე ხელები აიფარა, ლოყები სულ აუწითლდა, აჩი მის სახეზე იცინოდა- სასაცილოა?შენ არ იძახდი ჩემთან რომ დაწვები მთელი ცხოვრება გემახსოვრებაო? - გაახსენა ტყეში საუბარი - მე რა ვიცოდი ახალგაზრდა გოგოს სკლეროზი თუ გქონდა- არ ჩამორჩა აჩიც- და ხო კიდევ გვექნება დრო რომ დამიმახსოვრო- ცხვირზე ხელი ჩამოჰკრა? - და რა გგონია შენთან კიდევ დაწვები? - კი არ მგონია ეგრე იქნება და წამო რა მშია... - ანუ რა გამოდის ბავშვი....შენგან მყავს?- თითქოს ეხლა გაიაზრა რაც ხდებოდა - ეგრე გამოდის... აზრზე ხარ? მამა ვხდები- პირველად გაითავისა. სიხარულისგან თაიას ეცა და ხელში აყვანილი დაატრიალა. - დამსვი- ერთი წამოიკივლა- ეხლა გული ამერევა... - მოიცა - უცებ შეწყვიტა აჩიმ- სააბაზანო იქითაა- ხელით ანიშნა - მოგატყუე- ენა გადმოუყო- მშია...მაჭამე რა რამე? - იმედია ბავშვი მარტო თვალებით დაგემსგავსება - გაბრაზებული წავიდა სამზარეულოსკენ - რატომ ვითომ... რას მიწუნებ?- ბუზღუნით გაყვა უკან - პირს სანამ გააღებ არაფერს, პირიქით - ტუჩი ჩატეხა და მის მკერზე გაყინა მზერა, თაია რომ მიხვდა თვალები მოჭუტა - უზრდელო- ცხვირი ასწია და აჩის გვერდი აუარა - არადა უკანაც კარგი ხედია... ენა გიშლის მარტო ხელს... - თუ არ გაჩუმდები ბავშვს არ გაჩვენებ- ირონიულად გაუღიმა - კი როგორ არა- სიცილი აუტყდა აჩის გვერდით ამოუდგა და საჭმლის ყუთების გახსნა დაიწყო. იმ წუთას ბედნიერები იყვნენ იმით რაც ჰქონდათ და მეტი ჯერ არაფერი სურდათ.რამოდენიმე დღე წყნეთის სახლში - აუ სოფი ამდენი რამე რად გინდა ?- დემეტრე უკვე გიჟად იყო ქცეული- მთელი სახლი მოგაქვს? - ჩემი ნივთებია და აბა აქ როკ ვარსკვლავს დავუტოვო?- გაოცებულმა შეხედა - საღამომდე მორჩები?- მერე უცებ გაახსენდა- არ გინდა დამხმარე ავიყვანოთ? არ გეზარება ამათი ამოლაგება? - სახლში დიასახლისი ერთი უნდა იყოს და ამ წოდებას ვერავის დავუთმობ- ცხვირი ასწია და ნივთების ჩალაგება განაგრძო. დემეტრეს მეტი რაღა დარჩენოდა და პულტით ხელში დივანზე მოკალათდა .ცოტა ხანში კი კარზე ზარი გაისმა . - დემე მიდი რა გააღე?- გამოსძახა ოთახიდან სოფიმ , ისიც დიდი რაგბის გულშემატკივარივით ჩაფლული იყო თამაშში და ზლაზვით გაიმართა კარებისკენ .კარებში კი არც მეტი არც ნაკლები სოფის ბიოლოგიური ძმა იდგა.დემეტრე მას სურათებიდან იცნობდა, ისიც იცოდა მამამისს არ გავდა თუმცა მისი და სოფის ცხოვრებაში კიდევ ვინმეს მისიანი რომ ჩარეულიყო ნამდვილად არ უნდოდა. - აქ რა გინდა?- საკმაოდ უხეშად ჰკითხა - - უკაცრავად- შეუვალი სახით გამოეპასუხა სტუმარი- თუ მეხსიერება არ მღალატობს მე თქვენ არ გიცნობთ და არც თქვენთან მოვსულვარ. - სამწუხაროდ მე გიცნობთ- კბილებში გამოსცრა-საერთოდ არ იყო საჭირო აქ შენი მოსვლა.. - სოფიოს დაუძახეთ თუ შეიძლება- მასთან საუბარს არ აპირებდა - სოფის თავი..... - ვინ არის?- ხმა რომ ვერ გაიგო გარეთ გააკითხა სოფიმ- გამარჯობათ, ვინ გნებავთ? - - მისამართი შეეშალა... - თქვენ სოფიო ხო-დაზუსტების შემდეგ კი გააგრძელა- მე შენი ძმა ვარ სოფი- საკმაოდ თბილი გამომეტყველება ჰქონდა - მე... - ფეხები აუკანკალდა და დემეტრემაც უცებ მიიზიდა წელზე ხელის მოხვევით - მე მარტო ერთი ძმა მყავს და ისიც საკმაოდ პატარაა. - თქვენ ალბათ ვერ ხვდებით... - არ გინდათ- ხელის აწევით გააჩერა- ვხვდები ვისი შვილიც ხარ, არც მასთან და არც რომელიმე მის სისხლით ნათესავთან კავშირიც კი არ მინდა რომ მქონდეს- შეუვალი იყო სოფის პასუხიც - მე , ქვეყნიდან მივდივარ- ჩაეცინა, დემეტრეს კი ყბები ჰქონდა დაჭერილი ერთმანეთზე რამე რომ არ დაეშავებინა მისთვის- არ ვიცი ოდესმე კიდევ გნახავ თუ არა, მინდოდა გცოდნოდა რომ მე ვარსებობ და არც მე ვამაყობ მამით.- სოფი ესეთ პასუხს არ ელოდა- როგორც ვხედავ მარტო არ ხრ, იმედია ბედნიერი იქნები... მე არც კი ვიცოდი შენი არსებობის შესახებ.... მიხარია რომ გნახე... - უკან გატრიალდა- ხო მართლა გეგი მქვია და შენი ნამდვილი გვარი ბაქრაძეა- თვალი ჩაუკრა და კიბეებზე დაეშვა. სოფი კარგა ხანს იდგა დემეტრეზე მიხუტებული, არც დემეტრე იყო კარგ დღეში.თუმცა ესეთ რამეს არც ერთი არ ელოდა.მერე მისაღებში შევიდნენ - ეს რა იყო?!- კარგა ხნის დუმილი დაარღვია სოფიმ- მოვიდა .... რისთვის მოვიდა? - რავიცი სოფი, გაგეცნო რა..- მერე ახლოს მიიწია- ყველას თავის ცხოვრება აქვს... მათ შორის ჩვენც და თუ დროზე არ მოხვალ გონზე მიასთან დაგბაგვიანდება სავარაუდოდ- მისი ყელის დაგემოვნებას შეუდგა.. - ვსიო მზად ვარ- უცებ წამოხტა ფეხზე - მომეცი ჩანთები - ჩანთების დანახვაზე გადაიფიქრა- მოდი ავთოს ვეტყვი და ის წამოიღებს-მძღოლს გადაულოცა. - ზარმაცო- სიცილი აუტყდა სოფის - გინდა დაგიმტკიცო რომ ზარმაცი არ ვარ?- ისე სწრაფად აიყვანა ხელში , სოფიმ მარტო წამოკივლება მოასწრო - გადაირიე... ბავშვთან... - ხო ბავშვთან .....ნახევარ საათი დრო გვაქვს- თან საძინებლისკენ მიყავდა,თან კოცნიდა- მგონი დროა მეორე დავიწყოთ - სოფის სიცილზე თვითონაც გაეცინა და საძინებლის კარიც უკან ჩამოიტოვა . *** - უკვე გითხარი,შენთან არ გადმოვალ- თავის ლურჯი თვალები დაუბრიალა. - რას ნიშნავს არ გადმოხვალ! აბა რას იზავ? შენი აზრით შვილს ყოველ მეორე დღეს მოვინახულებ?- არც აჩი აპირებდა დანებებას - თუ გინდა ყოველ დღე მოდი , ვინ დაგიშალა?- მხრები აიჩეჩა - ღმერთო გაძლება მომეცი- თვალები აატრიალა აჩიმ- ბავშვს ოჯახი სჭირდება... - მერე?! თუ გადმოვალ ოჯახი შეიქმნება?- თვალები მიანათა - ერთად ვიცხოვრებთ და ერთმანეთს უკეთესად გავიცნობთ- მერე დაფიქრდა- თან რამე რომ დაგჭირდება იქვე გეყოლები- თვალი ჩაუკრა - თუ რამე დამჭირდება მე თვითონ ვიყიდი... ან დაგირეკავ- ირონიულად გაუცინა- თან ჩემ მოხუცსაც ვერ დავტოვებ მარტო. - შენთან საუბარი შეუძლებელია -ამდენი დღის განმავლობაში ერთი და იგივეს ხვეწნით დაღლილი დანებდა . სახლში მიიყვანა და თვითონ სამუშაოზე დაბრუნდა. ერთი თვე ისე გავიდა აჩი ყოველდღიურად აკითხავდა სამსახურში და სახლში მიჰყავდა .ერთ დღესაც ჩვეული წესი არ დაარღვია აჩიმ და თაიას სამსახურში მიაკითხა თუმცა იქ არ დახვდა.არავინ იცოდა რატომ არ იყო , ტელეფონსაც არ პასუხობდა. მანქანით გიჟივით გავარდა თაიას სახლისკენ იქ მისულს კი რამის მუხლები მოეკვეთა კარებთან სასწრაფო დახმარების მანქანა რომ დაინახა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.