დანაშაული{1}
ფანჯრის რაფაზე მოსეირნე წვიმის წვეთებს უყურებდა.თაფლიანი ჩაის თანხლებით მშვიდ მუსიკას უსმენდა და არემარეს გამალებით აკვირდებოდა.წითელში შემოსილი ქალაქი სასეირნოდ იხმობდა,მაგრამ,როგორც ყოველთვის ახლაც საკუთარ თავს აიძულებდა ყურადღება არ მიექცია.ჭიქას გრძელი თითები მოხვია და ამჯერად მზერა მოპირდაპირე მაგიდას გაუსწორა.პატარა გოგონა მამასთან ერთად იჯდა და მიუხედავად გარეთ არსებული ამინდისა ნაყინს ითხოვდა.კაციც მთელი ძალით ცდილობდა აეხსნა, თუ რაოდენ საშიში იყო ოქტომბერში ნაყინის ჭამა მისი პატარ ყელისთვის,პარალელურად ლოყებს უკოცნიდა და პატარა საოცრების სიცილიც კაფეს ბედნიერებით ავსებდა. როცა ჩაი დაასრულა, წასვლაც ინება,თბილად გაეხვია ნაქსოვ მოსაცმელში და გზას მაინც ფეხით დაადგა.ცდილობდა სახე წვეთებისთვის ისე შეეშვირა, სხვებს რომ არ დაენახათ.წვიმის წვეთებიც თითქოს განგებ არ წგვეტდნენ გულს და მის სახეზე ნაზად დასრიალებდნენ. ნაცნობი შენობის დანახვისას ტანში უსიამოვნოდ დაუარა.ისევ ის სახლი,ისევ მდიდრული, მაგრამ უღიმღამო ოთახები და ერთი "სიმშვიდის კაბინეტი", რომელიც წიგნებით იყო სავსე.გასაღები კარს მოარგო და მალევე აღმოჩნდა სრულიად ცარიელ სახლში,რომლის კედლებიც მას სულს უხუთავდნენ,მიუხედავად იმისა რომ უამრავი ბედნიერი მოგონებით იყვნენ სავსე. ისევ საკუთარ სამფლიბელოს კართან აღმოჩნდა.ყოველდღე თავს პირობას აძლევდა რომ იქ არ შევიდოდა მაგრამ მაინც გული იქით უწევდა.სახელურს კარგახანს ებღაუჭებოდა,ბოლოს მაინც ვერ გაუძლო და ძალაგამოცლილი შევიდა "სიმშვიდის კაბინეტში".ვიწრო,ბნელი ოთახი იყო.ყოველგვარი ელექტრომოწყობილობების გარეშე.კედელზე საღებავებით მოხატული ფიგურები,ხილი და ცხოველები იყო.ერთ ადგილას ხელის ანაბეჭდებიც ჩანდა.მაგიდასა და თაროებზე წიგნებთან ერთად სანთლები ეწყო."მე და შენ...მხოლოდ მე,შენ,რომანტიკა და წიგნები...როგორც მეჩვიდმეტე საუკუნის ადამიანები,თანამედროვეობა არ გვჭირდება!" ფრაზის ამოტივტივებისთანავე ცრემლები მოაწვა,მარგამ თავი აიძულა ეს მლაშე სითხე ისე გაექრო მის ღაწვებზე რომ არ გაეკვლია გზა. -ამას შეძლებ!-თავს შეუძახა და კარი ისე გამოიხურა თითქოს სამუდამოდ დაკეტა. მისაღებიდან ტელეფონის ხმა მოესმა.არ აჩქარებულა,მეტიც ისეთი შეგრძნება დაგრჩებოდათ თითქოს განზრახ აგვიანებდა მობილურამდე მისვლას,მოწყობილობაც მის ჯიბრზე არ ჩერდებოდა.დახედა თუ არა მაშინვე უფრო მოეღუშა სახე. -გისმენ! -ლილიან,შვილო!-ისევ ნამტირალები ხმა. -გისმენ! -როგირ ხარ? -ყოველდღე ამის კითხვა უკეთ ვერ გამხდის ნინო! -ვიცი,ვიცი მაპატიე!...იქნებ ჩვენთან მოხვიდე?! -საღამოს მოვალ,გპირდები...ისედაც ვაპირებდი მოსვლას დღეს!...მომენატრე! -მეც ჩემო ლამაზო მეც! -ახლა გავთიშავ კარგი? -კარგი შვილო!-მასთან საუბარი უარესად ხდიდა,არ იცოდა რა უნდა ეთქვა...და მაინც რას ეტყოდა ერთმანეთს ის ორი ქალი, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად ტკიოდა. როგორც კი შეძლო მაშინვე მანქანის საჭესთან დაიკავა ადგილი და ნინოსთან წავიდა.ეზოში შევიდა თუ არა გული აუჩქარდა.უფროსი თოლორდავა ეზოში იჯდა,ძველი დროისგან განსხვავებით არაფერს აკეთებდა,იარაღები გვერდით გადაედო და მთებს გაჰყურებდა...თითქოს მათში იმას ეძებდა, რაც დაკარგა. -ლადო!-მკრთალად გაუღიმა. -ლილი!-ფეხზე წამოდგა კაცი და მის შესახვედრად მოემზადა,გოგონაც მალევე გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია-მოხვედი!....ჩემი ძლიერი გოგო! -გეფიცები ფეხზე დავდგებით...მის გამო,ნინოსაც ვაიძულებთ, გაუძლოს! -სახლშია! -შევიდეთ კარგი? -წავიდეთ შვილო,წავიდეთ! -ნინო!-დაიჩურჩულა გოგომ, როგორც კი მილეული ქალი დაინახა -მომენატრე!-მაშინვე მოეხვია.მათთან არ იტირებდა,არასდროს არ იტირებდა და მათ გულს არ დაამძიმებდა. -ჩემი გოგო!ჩემი ლამაზი...ღმერთო შენ გვიშველე...ისიც გასწირე არა?! -ნინო!-ქმარმა მაშინვე ანიშნა, გაჩერდიო, მაგრამ აბა რა გააჩერებდა ადამიანს, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთია-ღმერთო, როგორ დაგვტანჯე! ნინო დამშვიდდი,წნევა აგიწევს და ასე თუ უნდა გენერვიულა სულ არ ამოვიდოდი! -შენც არ დამტოვო ჩემო გოგოვ! გემუდარები შენც არ დამტოვო! -სუუუ!არასდროს,არც იფიქრო...თქვენც ჩემი მშობლები ხართ! -ვაი ჩემო საწყალო შვილო!ეს რა დაგვმართე...ეს გოგი მაინც როგორ გაიმეტე! -ასეთს ვერ გიყურებ ნინო!გთხოვ მეც შემიბრალე...ხომ მეუბნებოდი შენც ჩემი შვილი ხარო,ხოდა ჩემი ხათრით გააგრძელე ცხოვრება...ჩემი თუ არა მაქსიმეს სულის ხათრით...ხომ იცი ასეთს ვერ აგიტანდა! -ამას მეუბნები და შენც შავები გაცვია! -ეს სიმბოლური ფერი არაა ნინო...ეს უბრალოდ ჩემი განწყობაა...ეს არ ნიშნავს რომ მე ვერ ჩავიცვამ თეთრს ან წითელს...ახლა წითელი რომ მეცვას უფრ სწორია მაგრამ არ ვარ ფერად განწყობაზე! -როგორ დაგვეტანჯე,.....ყველა ვამაყობთ მისით მაგარამ....-სიტყვა გაუწყდა ქალს. -ჰო....ალბათ უნდა ვამაყობდე,მაგრამ ვბრაზობ ნინო! მასზე ისე ვბრაზობ საკუტარი თავის მრცხვენია!-ცრემლებმა მხედველობა დაუბინდა-იმდენჯერ ვთხოვე არ წასულიყო...იმდენჯერ შევევედრე....კარგად იცი, მუხლებშიც ჩავუვარდი! -შენც ხომ იცი მასში იმდენად დიდი დოზით იყო ეს ყველაფერი, ვერ მოერეოდა ლილი! -ნეტავ დაეჯერებინა....ლაჩარივით მოქცეულიყო და არ მივეტოვებინე! -საფლავზე ისევ არ ყოფილხარ არა?!-ლადოს დამძიმებული ხმა გაისმა. -არ შემიძლია!....არ მჯნდა მისი ასე დანახვა! -თავს ძლიერად გვაჩვენებ,მაგრამ მე ხომ ვიცი როგორი გატეხილი ხარ?!იქნებ სჯობს ეს ნაბიჯი გადადგა,სიმართლეს თვალი უნდა გაუსწორო....როდემდე დააჯერებ თავს,რომ ისევ იქაა და რამდენიმე თვეში დაბრუნდება? -მე არ... -ნუ მატყუებ!-ბრაზი იგრძნობოდა უფროსი თოლორფავას ხმაში-ვიცი,რომ კარს ისევ ღიას ტოვებ!ასე მხოლოდ მაშინ იქცეოდი, როცა მაქსიმეს დაბრუნებას ელოდი! ამიტომაც გაქვს ეს მოჩვენებითი სიმშვიდე!-მერე თავზე ხელი გადაუსვა და ხმა შეარბილა-ლილიან, ჩვენ შენ შვილად მიგიღეთ...კარგად იცი, მასზე ნაკლებად არასდროს მყვარებიხარ....უნდა გაიგო,ის აღარ დაბრუნდება! -ჩვენ მისი დამწვარი სხეული ვნახეთ...შესაძლოა აერიათ! -შენი ნაჩუქარი სამაჯური ეკეთა!კარგად იცი,რომ მომკვდარიყო არც დაკარგავდა და არც დათმობდა...გარდა ამისა,ანალიზებმაც აჩვენეს...ის იყო!-ბოლო სიტყვებმა თავადაც წაართვეს ძალა-მის საფლავთან მიდი და რეალობას თვალი გაუსწორე...მერე კი ახალი ცხოვრება დაიწყე! -მის გარეშე ეს როგორ უნდა შევძლო?!-სასოწარკვეთილი სახე არანაკლებ განადგურებული მამისკენ შეაბრუნა და ამჯერად ტავს საშუალება მისცა მის მხარზე ეტირა. -შენ ძლიერი გოგო ხარ!აუცილებლად შეძლებ,ჩვენ შენ გვერდით ვართ!....მხოლოდ შენთვის ვცოცხლობთ,თორემ მაქსიმეს შემდეგ კი უნდა მკმეკლა თავი!-საუბარში ნინოც ჩაერთო. .......... სახლში დაბრუნებამდე მანქანა სასაფლაოსკენ წაიყვანა.შესასვლელში გაჩერდა და წინ გადაშლილ ხედს თვალი გაუსწორა.რამდენჯერმე სცადა გადასვლა,უნდოდა მასთან მისულიყო და ისევ გულიანად ეტირა,მაგრამ არ გამოსდიოდა.საჭეს შუბლი მიაბჯინა და თვალები ძლიერად დახუჭა.ასე დაახლოებით ნახევარი საათი იყო,ბოლოს მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. -სად იყავი?-კარს აღებდა, ქალის ხმა რომ გაიგო. -კარგად დედა შენ?-უკან არც მიუხედავს. -სახლში შევიდეთ სერიოზულად უნდა გესაუბრო!-როგორც კი მისაღებში შევიდნენ, მაშინვე საქმეზე გადავიდა-ლილიან, უკვე ერთი წელი გავიდა.... -ისევ იგივე დასაწყისი! ვიცი რაზეც გინდა საუბარი და სჯობს ახლავე შეწყვიტო ირინა! -ერთხელ და სამუდამოდ მორჩი გლოვას! -არ ვგლოვობ! -ქვრივი ხარ,ვიცი ძნელია,თავს იმდენად მარტო გრძნობ, რომ გგონია ჩვენ ყველას გვიხარია რაც მოხდა! -ასე არაა! -შენ ქმარი აღარ გყავს და ვიცი, როგორც ხარ!ეს მეც გამომიცდია! -ჩემ და შენ სიტუაციას ერთმანეთს ნუ ადარებ!...შენ ქმარი იმ წამიდან აღარ გყავდა, რაც მამაჩემი გარდაიცვალა,მე კი ახლაც მყავს და სიცოცხლის ბოლომდე მეყოლება,თუნდაც მკვდარი! -როდის განაგრძობ ისეთ ცხოვრებას, როგორიც მაქსიმემდე გქონდა! -არასდროს!მაქსიმემდე ჩემთვის არაფერი არსებობს! -და არც მას შემდეგ? -შემდეგ?დედა, გგინია, მისი სიკვდილი დაასრულებს ჩემში არსებულ თოლორდავას?! -უნდა გესმოდეს, რომ ცხოვრებაში სიყვარული მხოლოდ ერთხელ არ მოდის!აუცილებლად შეგიყვარდება ვინმე სხვა! -მე?-სიცილი დაიწყო-მართლა გჯერა, რომ მე შევძლებ, ვინმე შევიყვარო?როგორ?როგორ უნდა შემიყვარდეს ვინმე, როცა უკვე სიგიჟემდე მიყვარს! -უნდა დაივიწყო!წავიდა,აღარ დაბრუნდება....ცხოვრება უნდა გააგრძელო! -ცხოვრებას ვაგრძელებ!ვმუშაობ,მეგობრებს ვხვდები...მეტი რა გავაკეთო?.... -ფსიქოლოგთან მიდი! -რატომ? -დაგეხმარება!დეპრესია გაქვს! -რადგან შენ მსგავსად მეორე წელსვე ახალი არავინ მოვძებნე და უბრალოდ აღარ ვაპირებ შევიყვარო დეპრესია მაქვს? -გაქვს! -დედა მორჩი ან წადი აქედან! -მაგდებ? -ხო!...გაგდებ! -არ მჯერა! -არც მე!ჩემთან ამ თემაზე საუბარი აღარ გაბედო! -აზრიც არ აქვს!-უკმაყოფილოდ გააქნია თავი და ჩანთას დასწვდა-ნახვამდის! პასუხი არ გაუცია,ფეხები სავარძელზე აწია და ლოყა მუხლებზე ჩამოდო...დაფიქრდა,ვერ ხვდებოდა,რატომ ხედავდნენ მის მარტოობაში ამხელა პრობლემას, მხოლოდ ერთი წელი იყო, რაც საყვარელი ადამიანი დაკარგა და უკვე ყველა ელოდა, რომ ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო....თავად მხოლოდ ერთი რამ სურდა,წარსულში დაბრუნება და მაქსიმეს გვერდით ყოფნა.მისი სურნელი მოენატრა,მისი ღიმილი,ხმა,მასთან ჩახუტება ჰაერივით ესაჭიროებოდა...თავადაც იცოდა,აღარასდროს დაბრუნდებოდა,ამიტომ ილუზიაში არ ცხოვრობდა,უბრალოდ ძველ ჩვევებს არ ივიწყებდა,ქვრივის სტატუსს არ ირგებდა, ჩვეულ ცხოვრებას აგრძელებდა, ისე თითქოს სახლში დაბრუნებულს კვლავ დახვდებოდა საყვარელი ქმარი,დამწვარი ტოსტით ხელში,მერე მაგრად დასცინებდა და "გააბრაზებდა". ერთადერთი განსხვავება მის ცხოვრებაში ადამიანის გაქრობა იყო, ისევ ისეთივე მონდომებითა და სიყვარულით ასრულებდა საკუთარ საქმეს.მისი დღე კი ოთახის ცენტრში მდგარი როიალის წინ სრულდებოდა "მისი" საყვარელი მუსიკის ფონზე....ახლაც როიალთან მითავსდა,თითები კლავიშებს შეახო, ჟრუანტელმა დაუარა, თითქის ისევ იგრძნო თოლორდავას თითებს საკუთარ სხეულზე.თვალები დახუჭა. დაინახა. გაახსენდა,მისი კაცი,იქ,როიალთან როგორ დაასრიალებდა თითებს კლავიშებზე. მერე საკუთარი თავი დაინახა,ხელები მაქსიმეს ზურგზე,კოცნა ყელში. თითქოს ისევ გაიგონა: "-მეტიც არ მინდა ვინმე სხვისთვის წერდე! -უსამართლო ბრალდებაა!...მე მხოლოდ ერთი მუზა მყავს!" მერე თვალები გაახილა,ფეხზე სრაფად წამოდგა და კარისკენ გაიქცა.სირბილით მივიდა მანქანამდე.ისე ატარებდა თითქოს ვიღაცასთან მიიჩქაროდა. ან იწნებ...მიიჩქაროდა კიდეც. საფლავებს შორის გზა ჩქარა გაიკვლია.როგორც კი მიუახლივდა მამაკაცის ზურგი დაინახა.გაუკვირდა, იცოდა ამ დროს ლადო არ იქნებოდა.ბევრი აღარ უფიქრია,მამაკაცისკენ დაიძრა,ისე მიუახლოვდა უცნობს არც კი უგრძვნია.მხარზე ხელი დაადო და თითქოს სიზმრებიდან გამიაფხიზლა კაცო.დენდარტყმულივით შემობრუნდა და ლილიანი რომ დაინახა თითქოს დაპატარავდა. -ლილიან! -შენ..აქ რას აკეთებ!-სჯმშვიდეს ძლივსძლივობით ინარჩუნებდა ჯაყელი-როგორ გაბედე? -ლილიან გთხოვთ! -რას მთხოვ დათაა! -მაპატიეთ! -რა უნდა გაპატიო!მკვლელი ხარ...შენ გამო წამოვიდა! ფეხიც შენ გამი დადგა!-ყვიროდა და მხარზე ხელს ურტყამდა კაცს. -უბედური შემთხვევა იყო!ასე არ უნდა მომხდარიყო....ის არ უნდა გამომკიდებოდა!-მშვიდად საუბრობდა კაცი,თუმცა აშკარა იყო, შინაგანად კვდებოდა-არ ვიცოდი ნაღმი თუ იქნებოდა! -მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს!...წადი!არ მინდა შენი დანახვა ამირეჯიბო! -შემიძულეთ...ვიცი, ამის ღირსი ვარ,მაგრამ დაიმახსოვრეთ, მე იქ მასთან ერთად უკვე მოვკვდი!-ლილანმა ისე აქცია ზურგი თითქოს მისი სიტყვები არ გაუგონია,თიქთოს მისი აცრემლებული თვალები არ დაუნახავს.არც ამირეჯიბს შეეძლო მისგან გაგება მოეთხოვა,კარგად იცოდა თავადაც ასე მოიქცეოდა მის ადგილას რომ ყოფილიყო,არც თვითონ მოუნდებოდა ვინმეს თავისმართლების მოსმენა-მაპატიე მაქსიმე!-გრანიტის ქვასთან დაიხარა და იმ ადამიანის სახეს გაუსწორა თვალი, რომელიც არასდროს კიცხავდა, რომელსაც ესმოდა მისი ყველა ტკივილი,სევდა.მხოლოდ თოლორდავამ იცოდა მისი საიდუმლო-გეფიცები...გეფიცები დავსჯი და მერე მეც....მეც.....ამის უფლება არ მაქვს მაქს...არ მაქვს,მაგრამ ცუდად ვარ!ძალიან ცუდად! და ის, რომ იმის შემდეგ, რაც გაგიკეტე ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობ უფრო ცუდად მხდის!....რა მოხდება აქ რომ იყო!მჭირდები! *** სახლში ისეთი გაბრაზებული დაბრუნდა, ლამის ყველაფერი დალეწა, რაც ხელში მოყვა. ვერ პატიობდა ამირეჯიბს და სიმართლე იქნება. ვთქვათ, ამის არც სურვილი ჰქონდა. ასეც ხდება ხოლმე, როცა დამნაშავეს ვერ პოულობ, სურვილი გიჩნდება ვინმე იპოვო, ვისზეც საკუთარ ბრაზს გადმოიტან. ამ შემთხვევაში დათა საუკეთესო ვარიანტი იყო. მაქსიმე მისი ზარის შემდეგ წავიდა და როგორც ჩანს, გარდაცვალებისას მის გვერდით იმყოფებოდა. იცოდა, არასწორად იქცეოდა, მაგრამ არანაირი სურვილი არ ჰქონდა სხვაზე ეფიქრა მაშინ, როცა ყველაზე დიდ დაზარალებულად თავად თვლიდა თავს. მაქსიმე მისთვის ნამდვილი მეგობარი იყო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს მის გამოჩენამდე გვერდით არავინ ჰყოლია და მსგავსი იმედის გაქრობას ვერავის აპატიებდა. -წყეულიმც იყავ ამირეჯიბო!- სასოწარკვეთილს აღმოხდა და საწოლთან, იატაკზე ჩამოჯდა...თავი ისევ მუხლებს ჩამოსდო და სიჩუმით ტკბობა დაიწყო. არაფერზე ფიქრობდა, სინამდვილეში თავადაც უნდოდა, დეპრესიულის სახე მოეშორებინა, ადამიანს დამგვანებოდა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ მისი ამოვარდნილი ძვლები უკვე იმდენად თვალშისაცემი იყო, აღარ მოწონდა.ჩაშავებული უპეები თითქოს ახლა შენიშნა,აშკარაა, მაქსიმეს როიალთან გატარებული ღამეების შედეგი იყო, არც მხოლოდ ყავა აძლევდა იმდენ ენერგიას, რომ ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა. წამოდგა და სამზარეულოსკენ დაიძრა...მაცივარი გააღო, მაგრამ ვერაფერი იპოვა...მერე გაახსენდა, უკვე კარგახანია პროდუქტები აღარ შეუძენია...თითქოს თავში რაღაც ბლაგვი მოხვდა..იგრძნო რამდენად საცოდავი ჩანდა სხვების თვალში და მხოლოდ ახლა მიხვდა, რომ მისი ჩვეულებრივი ცხოვრება სულაც აღარ იყო ჩვეულებრივი. მანქანის გასაღები აიღო და სუპერმარკეტისკენ დაიძრა...იმდენი ვერ გათვალა, რომ უკვე ღამის ოთხი სრულდებოდა და არც ერთი მაღაზია ღია აღარ იყო. კიდევ ერთი მაღაზიის კარი რომ დახვდა დაკეტილი დანებდა და მანქანაში ბრუნდებოდა, გზის გადაკვეთის დროს მის ფეხებთან მანქანამ რომ დაამუხრუჭა. შოკისგან ადგილზე გაშეშდა. -ნორმალური ხაართ? გზაზე არ იყურებით?- გიჟივით გამოვარდა მამაკაცი-ყურადღებით უნდა იყოთ! -მაპატიეთ...- ამოიჩურჩულა, კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ძალა აღარ ეყო და მამაკაცის მკლავებში ამოყო თავი. .................. როცა გაიღვიძა აღმოაჩინა, რომ სრულიად სხვა ოთახში იყო. პანიკა არ მოუწყვია, მშვიდად წამოდგა და გარემოს თვალი მოავლო. სტუდიოს ტიპის ბინა იყო საწოლი პირდაპირ სამზარეულოს გაჰყურებდა და მანაც მალევე შეამჩნია სამზარეულოს სკამზე მოთავსებული კაცი, მშვიდად რომ მიირთმევდა ყავას. -აქ რას ვაკეთებ?-უძლური ხმით ძლივსძლოივობით წარმოთქვა სიტყვები. -მშვენიერი კითხვაა!....დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემს მანქანას შეუვარდი! -მახსოვს, როგორ დამარტყი კინაღამ მანქანით!-მკაცრად გამოსცრა. -მერე კი მკლავებშიც ჩამივარდი! -ვერ გავიგე?! -რა არის გაუგებარი…გული წაგივიდა! ალბათ შიმშილისა და სიცივიდგან!....სახლი არ გაქვს?ტანსაცმელი? ამ სიცივეში ასე სიარული ნამდვილად მოგკლავს…სად ცხოვრობ…ჩემს მეგობარს თავშესაფარი აქვს! -სახლი მაქვს! ტანსაცმელიც და საკვებიც!-თვალები გადაატრიალა. -გეტყობა კი! -თუ არ გჯერა შენი პრობლემაა…ჩემს მანქანასთან მიმიყვანე ზუსტად ისე, როგორც წამომიყვანე! -მოიცა?!-გაოცებულმა შეხედა. -რა გქვია? -კოსტა! -კოსტა მე ლილიან თოლორდავა ვარ და არც უსახლკარო გახლავართ….ახლა კი გმადლობ დახმარებისთვის, მაგრამ სახლში უნდა დამაბრუნო! საქმე მაქვს…საქმიანი შეხვედრა ერთ საათში და ვერაფერს მოვასწრებ! -კარგი, მაგრამ გესაუზმა მაინც?! -არ ვსაუზმობ! -ეჭვი მაქვს საერთოდ არ იკვებები! -დიდხანს განაგრძნობ ჩემს გარეგნობაზე საუბარს?...უკულტურობაა სხვათაშორის! -ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს? -კოსტანტინე!ზედმეტი მოგდით….რაც უნდა იყოს ეს თქვენი საქმე არაა!... როგორც ჩანს, თქვენთან საერთო ენას ვერ გამოვნახავ!უკან ჩემით დავბრუნდები!-ისე გაიხურა კარი კოსტას სიტყვები აღარ გაუგონია. ტაქსი გააჩერა და მანქანამდე მივიდა…მიუხედავად იმისა, რომ უკვე აშკარად აგვიანებდა, მარკეტში შეიარა და პროდუქტები იყიდა. მერე უცებ გაიქცა ოფისში და მუშაობას შეუდგა.თავით გადაერთო საქმეში…გვერდი ისევ მისმა საყვარელმა ყავამ დაუმშვენა. შეხვედრის დრო რომ მოვიდა, მდივანმა შეატყობინა, რომ მომავალი პარტნიორები უკვე საკონფერენციოში ელოდნენ.თავადაც მაშინვე წამოდგა…ვერ იტანდა როცა აგვიანებდ მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ დღეს თავად ალოდინეს და ამის მოთმენა ნამდვილად არ სურდა. კარი შეაღო თუ არა თავისი ადგილისკენ დაიძრა ისე, რომ საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება ვინ ისხდა სკამებზე. როცა ეკრანის წინ დაიკავა ადგილი კი მზერა პრეზენტატორს გაუსწორა და ბრაზით აივსო.უხმოდ უყურებდა, თუ როგორი ენთუზიაზმით აკეთებდა პრეზენტაციას, მაგრამ თავად ყველანაირი ემოციისგან თავს იკავებდა. როგორც კი მორჩა მაშინვე შეტევაზე გადავიდა. -შენი თავი ვინ გგონია? -დილით რომ გავიგე შენ იყავი, თავად წამოვედი ხელშეკრულების გასაფორმებლად!-ირონიულად გაუღიმა კაცმა. -გიმეორებ!შენი თავი ვინ გგონია?! -ბევრი ვინმე…მაგრამ ამ კონკრეტულ მომენტში კონსტანტინე გელოვანი, შენი გადამრჩენელი და კომპანიის მომავალი პარტნიორი! -იმედები უნდა გაგიცრუო! შენ რომ ყურადღებიანი მძღოლი იყო, გადამრჩენელი არ დამჭირდებოდა და მეორეც შენთან ხელშეკრულებას არ გავაფორმებ! -პირადი აგრესიის გამო უარს ვერ იტყვი!-თვალები აატრიალა გელოვანმა. -არა! ზედმეტად უპასუხისმგებლო ჩანხართ ბატონო კონსტანტინე! -ძალიან ცდებით ქალბატონო ლილიან…თანაც ეს გარიგება თქვენთვისაც სასარგებლოა! -ვითომ რატომ?-მისი მოსმენა აღარ სურდა -თქვენი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბევრი მტერი გამოგიჩნდათ! ცდილობენ დარტყმა მოგაყენონ და აქციების ფასები დაგიგდონ…თქვენ მე გჭირდებთ!-კმაყოფილი ჩანდა კაცი. -არც კი გაბედო ჩემი შეწუხება, საქმეებზე მხოლოდ ჩემს თანაშემწეს დაუკავშირდი! - როგორც ინებებთ!-თავი დაუკრა და ოთახი დატოვა. მარტო დარჩენილმა ისევ იმ საკითხზე დაიწყო ფიქრი.კარგად გაიაზრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. ამიტომ თანაშემწეს ინსტრუქტორის აყვანა უბრძანა თავად კი ერთკვირიანი შვებულებით ტკბობა გადაწყვიტა.სახლში შესვლისთაბავე გამოიცვალა, ტანზე საყვარელი სპორტულები მოირგო და მზადება დაიწყო. საკვებს უყურებდა და საერთოდ არ სურდა მისი გასინჯვა, მადა არ ჰქონდა, მაგრამ მაინც გადაყლაპა….რამდენიმე ლუკმა ჰქონდა ნაჭამი გულისრევა რომ იგრძნო და მაშინვე სააბაზანოსკენ გაიქცა.რამდენიმე წუთიანი “პროცედურის” შემდეგ ისევ ზიზღით გაუსწორა თვალი სარკეს…თავი ეზიზღებოდა ამ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა.უკვე ენერგიაც დაკარგა და ისევ ძილი გადაწყვიტა.ფარდები საგულდაგულოდ ჩამოაფარა და საწოლში კომფორტულად მოთავსდა, რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ მიხვდა, უკვე ესეც აღარ შეეძლო…უკვე ერთი წელია წამლების გარეშე ვერ იძინებდა. გარშემო ყველა მართალი იყო! .........../ დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი...აღელვებული და აჟიტირებული. რაც მთავარია საოცარი შეგრძნებების მოლოდინში. იმედია მოგეწონებათ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.