მაღაზიის ბიჭი (სრულად)
2018 წლის 1 თებერვალი. მაღაზიაში დავბიდიალობ და სასუსნავების სექციისკენ მივდივარ, რათა საღამოსთვის პირის ჩასატკბარუნებლად სასუსნავები ვიყიდო. სალაროსკენ მიმავალი უცნობს ვეჯახები და ჩიფსები ხელიდან მიცვივდება, აკრეფაში მეხმარება, მე ბოდიშს ვუხდი და ზრდილობიანად ვუღიმი და უკვე სალაროსთან მისული გამყიდველს ფულს ვაწვდი. გზაში მიმავალს ანა მირეკავს და მეკითხება: -სად ხარ? -გზაში ვარ, მალე მოვალ. -კარგი გელოდები, კომფორტულად მოვამზადებ და "ციდან სამ მეტრზე" ვუყუროთ. -კაი წავედი. საკანცელარიო მაღაზიაში შევედი კალმების საყიდლად, თვალიერებისას ვიღაცას შევეჯახე და ის აღმოჩნდა ვისაც სუპერმარკეტში დავეჯახე. ბოდიში მოვუხადე და გავიარე. ყიდვის შემდეგ ავტობუსის გაჩერებაზე წავედი. უეცრად ფეხი გადამიბრუნდა და რომ არა მაღაზიების ბიჭი მწარედაც დავეცემოდი. -ისევ შენ? მკითხა ოდნავ გაღიზიანებული ტონით. -ისევ მე. -რა გქვია? -მე? -ხო შენ, აბა ჩემს სახელს შენ ხომ არ გკითხავდი. -ნია, ნია თამარაშვილი,მაგრამ რაში გაინტერესებს? -ხშირად ვხვდებით და ურიგო არ იქნება თუ მეცოდინება შენი სახელი. ამ დროს ავტობუსი მოვიდა ის კი საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ანასთან მივედი და ფილმს ჩავუჯექით. დრო გადიოდა, მაღაზიების ბიჭი კი გონებიდან ქრებოდა. ზაფხული მოახლივდა, გაზაფხულის ბოლო დღეები იყო, მე კი თელავში ვიყავი. საღამოობით ხშირად ვსეირნობდი და ვამჩნევდი რომ ვიღაც მითვალთვალებდა. 2018 წლის 1 ივნისი. საღამო ხანი იყო, მოედნიდან მოვდიოდი როდესაც ჩიხიდან წკმუტუნის ხმა გავიგე. ტელეფონის ფანარი ჩავრთე და ჩიხში შევედი, მეგონა ძაღლი იქნებოდა მაგრამ იქ ადამიანი იყო. ხმები შეწყდა, მე კი ადგილიდან არ ვიძროდი. უეცრად ვიღაცამ ნაჭერი ამაფარა პირზე. ავფართხალდი, ყვირილი ვცადე, თუმცა ჩემს ხმას ნაჭერი ახშობდა. ჩემს ხმას ფეხსაცმლის ქუსლის კაკუნით ვავრცელებდი. ნელ-ნელა ყველაფერი ბურუსმა მოიცვა, სხეული მომიდუნდა და სიშავეში გადავეშვი. 2018 წლის 2 ივნისი. თვალები ნელა გავახილე და ნელა წამოვიწიე რადგან თავს სუსტად ვგრძობდი. ოთახს თვალი მოვავლე, ღია ფერებში იყო გაწყობილი იქურობა. გარეთ ბნელოდა. აშკარად ღამე იყო. საწოლიდან წამოვდექი და კარისკენ წავედი. გაღება ვცადე მაგრამ ჩაკეტილი იყო, ამიტომ დავაკაკუნე. -არის აქ ვინმე? - დავიძახე ხმამაღლა თუმცა არავის უპასუხია. კიდევ რამდენჯერმე დავაკაკუნე, ისევ უშედეგოდ. დალოდების მეტი არაფერი დამრჩენოდა, ამიტომ ისევ დავწექი. ცას ნელ-ნელა ეპარებოდა შუქი. რამდენიმე საათში კი(როგორც ამას საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე გვერდით მდგარ ტუმბოზე არსებული მაღვიძარა იუწყებოდა) გათენდა. ცოტა ხანში კარები გაიღო და ოთაში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა ლანგრით ხელში. და ეს ბიჭი გავლენიანი ბიზმესმენის თამაზ ნახუცრიშვილის უმცროსი შვილი ნიკა ნახუცრიშვილი იყო. -გამარჯობა! - მომესალმა ღიმილიანი სახით. -გაგიმარჯოს! - ცივად დავუბრუნე პასუხი და სხვა მხარეს გავიხედე. ლანგარი ტუმბოზე დადო და მე დამიწყო ყურება. ცოტა ხანს ვითმინე, როცა ყელში ამომივიდა მზერე ვკითხე: -რას მიყურებ? -ყურება დანაშაულია? - კითხვა შემომიბრუნა. -შენ მე მაშტერდები, გოგოზე მიშტერება კი დასჯადიაა. - ჩაეცინა. -მე ვერ დამსჯი. -რატომ? იმიტომ რომ გავლენიანი პირის შვილი ხარ? -უკვე ვფიქრობდი რომ ვერ მიცანი. -ის რომ გიცანი რამეს ცვლის? -რა გჭირს? ძალიან გაღიზიანებული ხარ. -სერიოზულად? გამიტაცეთ, აქ გამომკეტეთ და ახლა მეკითხები რა მჭირს. -კარგი, კარგი დაწყნარდი, კი არ შეგჭამთ. -მაშინ კითხვებზე მიპასუხე. -ჯერ ჭამე. -არ მშია, მე კითხვებზე პასუხები მჭირდება. -თუ არ შეჭამ, შენი კითხვები უპასუხოდ დარჩება. - მითხრა და ცხვირზე თითი დამკრა. -კარგი ხო. - ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე, შემდეგ კი უხალისოდ დავიწყე ჯერ კიდევ თბილი კვერცხიანიპურების ჭამა. ის კი ოთახიდან გავიდა და კარი ჩაკეტა. უხალისოდ დავასრულე ჭამა და დაველოდე როდის დაბრუნდებოდა ბატონი ნიკოლოზი. დიდხანს ლოდინი არც მომიწია, მალევე გაჩხაკუნდა კარი და შემოვიდა. უხმოდ აიღო ლანგარი და გასვლა დააპირა. -მოიცადე! - მოტრიალდა და შემომხედა. - მგონი დაგავიწყდა რომ კითხვებზე პასუხი უნდა გამცე, როგორც წეღან თქვი. -პატარა შესწორება. მე ვთქვი რომ შენი კითხვები უპასუხოდ დარჩებოდა თუ არ შეჭამდი,მაგრამ, არ მითქვამს რომ აუცილებლად გიპასუხებდი. ასე რომ. - მითხრა და გავიდა. -ჯანდაბა. - რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე. - ესეიგი ასე არა, კიბატონო, როგორც გინდათ. გადავალ მოქმედებაზე. - გარდერობთან მივედი და გამოვიღე. ჩემდა საკეთილდღეოდ იქ ბოტასები იყო და არამხოლოდ. სასწრაფოდ ჩავიცვი და კარი გამოვაღე. ჩუმად გავედი სახლიდან, მის უკან არსებულ ბაღში წავედი და ერთ-ერთ ხეზე ავედი. დაახლოებით ნახევარ საათში ხმაური ატყდა და გარკვევით გავიგონე ნიკას ნათქვამი - მოძებნეთ. - მალევე გაისმამანქანების ხმა, შემდეგ კი ყველაფერი მიჩუმდა. ფრთხილად ჩამოვედი ხიდან და ოთახში ავედი. ბოტასები თავის ადგილზე დავაბრუნე ისევ ჩემი ქუსლიანები ჩავიცვი. რამდენიმე საათში მანქანები დაბრუნდნენ და ხმებიც გაისმა ქვედა სართულიდან. ქვემოთ ჩავედი, ხმებსაც გარკვევით ვარჩევდი. -როგორ თუ არსად არის? რა მიწამ უყო პირი თუ აორთქლდა? - ლაპარაკობდა ვიღაც გაბრაზებული ხმით. -არ ვიცი არა, ყველგან ვეძებეთ, დაცვასაც არ დაუნახავს. - ნიკას ხმა ვიცანი. კიბეზე ჩამოვედი, ქუსლების კაკუნზე ყველამ გამოიხედა, გარდა ერთისა. დაგვიანებით მანაც გამოიხედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. ის იყო, ის მაღაზიის ბიჭი იყო, ის ანდრეა ნახუცრიშვილი იყო. -სად იყავი? - პირველი ნიკა მოვიდა გონს. -სახლში. -სახლში არ ყოფილხარ. -კონკრეტულად სახლში არა, ბაღში ვიყავი. - ნიკას სიცილი აუტყდა. -ბაღში, ბაღში რათქმაუნდა ბაღში. -აშკარად ეს სიცილი სიმწრის იყო. -კარგი, მოდი დაჯექი. ოთხივე დავსხედით. ხმას არც ერთი იღებდა მე კი მათზე დაკვირვებას განვაგრძობდი. ოთხივე მაღალი, კარგი აღნაგობის იყო. ნიკა და ილია ცისფერი თვალებით და კურნოსი ცხვირით. ლაშა ყავისფერი თვალებით, სწორი ცხვირით, დაბალზე მოშვებული წვერით და სერიოზული სახით. და ის, მაღაზიის ბიჭი, ანდრეა - შავი თვალებით, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, ოდნავ გრძელი თმით და ზესერიოზული ოდნავ გაბრაზებული სახით. საინტერესოა, ჩემზე ასე ძალიან როტომ ნერვიულობენ? რიგ-რიგობით ადგნენ და ზემოთ ავიდნენ. ცოტახანს ისევ იქ ვიჯექი, მერე ოთახში ავედი. თავი 2 ---------------------ანდრეა---------------------- -დარწმუნებული ხარ რომ უნდა ვენდოთ? -არ ვიცი, უნდა დაველაპარაკო. -მგონია რომ სიმართლეს ამბობს, თანაც მოტყუების მიზეზი არ აქვს. - თქვა ილიამ. -სინამდვილეში აქვს. გავიტაცეთ, ოთახში გამოვკეტეთ და კითხვებზე პასუხს არ ვცემთ. და ეს თვითონ შემახსენა. -ამის გამო ბაღში დაიმალა? არასერიოზული საქციელია. -არაუშავს, ეს მაინც აღარ განმეორდება, რადგან, კითხვებზე პასუხებს მიიღებს. -ყველაფერს ეტყვი? - იკითხა აქამდე ჩუმად მჯდომმა ლაშამ. -არა, ყველაფერს არა, არ მინდა მეგობრებთან ურთიერთობა გაუფუჭდეს. -კარგი. წარმატებები. - და ოთახიდან გავიდნენ. ცოტა ხანს შევყოვნდი, შემდეგ კი მისი ოთახისკენ წავედი. როცა შევედი ფანჯარასთან იდგა და გარეთ იყურებოდა. კარების ხმაზე მოტრიალდა, რამდენიმე წამით მიყურა, მერე ისევ ფანჯრისკენ მიტრიალდა. სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი. დუმილი ჩამოწვა ჩვენს შორის. ბოლოს ისევ მე წამოვიწყე საუბარი. -სად იყავი? -ბაღში. -სიმართლეს ამბობ? -კი. - ისე მიპასუხა ჩემკენ არც გამოუხედავს. -დაგიჯერო? - შემომხედა და ჩაეცინა. -რატომ არ უნდა დამიჯერო?- კითხვა შემომიბრუნა. -ალბათ იმიტომ რომ არ გიცნობ. -მართალია არ მიცნობ, არც მე გიცნობ. თუ ასეა, თუ არ მიცნობ, მაშინ, აქ რას ვაკეთებ? ახლა აქ რატომ ვარ? -გავჩუმდი. ის კი აგრძელებდა. -მიდი, მიპასუხე! -დამიმტკიცე. -რა?- გაკვირვებულმა შემომხედა. -დამიმტკიცე რომ ბაღში იყავი, და კითხვებზე პასუხებს მიიღებ. -საიდან უნდა ვიცოდე რომ არ მატყუებ? -ეჭვნარევი მზერით მიყურებდა. -რასაც ვამბობ ვასრულებ. -კარგი. სხვათაშორის ნიკამ ძალიან ინერვიულა ჩემზე, ძალიან აღელვებული ხმა ჰქონდა როცა ყვიროდა მოძებნეთო. სამწუხაროდ აზრად არავის მოსვლია რომ ის კამერები შეემოწმებინა, რომლებიც მრავლადაა ამ სახლში. - ვგრძნობდი როგორ მიპყრობდა ბრაზი, საკუთარ თავზე. -თუ გესმოდა რატომ არ გამოხვედი შენი სამალავიდან? -ინფორმაცია, ინფორმაციის სანაცვლოდ. - მითხრა და ეშმაკურად გაიღიმა. მეც გამეღიმა. -რა გაინტერესებს? -აქ რატომ ვარ? -იმიტომ რომ შემოთავაზება მაქვს რაც ყველაფერს შეცვლის. -რა შემოთავაზება? - ისევ ისეთი გაკვირვებული სახით მიყურებდა. -ინფორმაცია, ინგორმაციის სანაცვლოდ. - თვალები აატრიალა და ისევ მე შემომხედა. - თუ გესმოდა რატომ არ გამოხვედი შენი სამალავიდან? -თუ გინდა მიზანს მიაღწიო უნდა იმოქმედო, თან ნერვები მომეშალა. -რატომ მე? - დასვა ის კითხვა რომელსაც ყველაზე ნაკლებად ველოდი. -იმიტომ რომ განსხვავებული ხარ. - აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს რადგან, წამიერი გაკვირვება დაეტყო სახეზე. - კარგი, მიაღწიე შენს მიზანს? - ისევ ჩაცინება. -რათქმაუნდა მივაღწიე, ახლა აქ ზიხარ და კითხვებზე მპასუხობ. ეს ის მიზანია,რომელიც მქონდა. - ნერვიულად ჩამეცინა. ეს პატარა გოგო იმაზე ჭკვიანი იყო ვიდრე გარედან ჩანდა. -რა შემოთავაზება გაქვს? - ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომიყვანა. -შენი აზრით რამდენი ხანია შენზე ვიცი? - ჯერ გაკვირვებით შემომხედა შემდეგ კი მიპასუხა: -ალბათ, რამდენიმე დღე? - ჩამეცინა, გამიჭირდებოდა ამის თქმა, მას კი გააზრება. -რამდენიმე თვე, რამდენიმე თვეა ვიცი, და გაკვირდები. შენზე ყველაფერი ვიცი. სიმართლე გითხრა მიზიდავ, რეალურად მომწონხარ. მინდა ურთიერთობა ვცადოთ თუ შენც გინდა, რისი იმედიც მაქვს. მხოლოდ 1 წელი, თუ არაფერი გამოვა შენ, შენს ცხოვრებას დაუბრუნდები, მე ჩემსას. მეტი არაფერი. - ვუთხარი, ის კი იჯდა და ხმას არ ან ვერ იღებდა. -იფიქრე. - ოთახიდან გავედი და ასე გაშეშებული დავტოვე. -------------------ნია------------------------------ ვფიქრობდი და ვერ ვხვდებოდი, რატო ამირჩია მე? მაშინ როცა ასობით და ათასობით გოგოს მოსწონდა. შეეძლო ნებისმიერი აერჩია, მიუხედავად ამისა მან მე ამირჩია. მე რომელსაც მისი არსებობა არც კი ადარდებდა. მისმა ნათქვამმა ბევრი კითხვა გამიჩინა. მას მოვწონდი, ანდრეა ნახუცრიშვილს მოვწონდი. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო. სრულ გაუგებრობაში ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. მასთან ურთიერთობა თანაც 1 წლით, ამას ვერ გავრისკავდი. 1 წელს ვერ გავრისკავდი, მაგრამ, მაინც ვფიქრობდი. მთელი წელს ურთიერთობაში ვერ დავკარგავდი, რადგან ვსწავლობდი, მეგობრები და ოჯახი მყავდა, საკუთარი ცხოვრება მქონდა რომელიც გადატვირთული იყო სხვადასხვა საკითხებით. მაგრამ ვფიქრობდი. რატომაც არა, არაფერი დაშავდებოდა რომ მეცადა ურთიერთობა, მაგრამ არა ერთი წლით, არამედ სამი თვით, ზაფხულის სამი თვით რომელიც მხოლოდ მეგობრებს მოიცავდა, არ მეთმობოდა მეგობრებთან ერთად დროის გატარება. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი გამიგებდნენ თუ ავუხსნიდი. და გადავწყვიტე ჩემი აზრი შემეთავაზებინა. როგორც ჩანს ფიქრში დიდი დრო გამიტარებია, რადგან როცა გარეთ გავიხედე მზე უკვე ჩასული იყო და ჰორიზონტზე მზის უკანასკნელი სხივები ჩანდა. მალე კარზე დააკაკუნეს და ოთახში ანდრეა შემოვიდა. მოვიდა, საწოლზე ჩამოჯდა და საუბარი დაიწყო. -მისმინე, მესმის რთულია გადაწყვეტილების მიღება, მითუმეტეს ამ შემთხვევაში. მინდა იცოდე რომ თუ არ გინდა არავინ დაგაძელებს, თუ მისურვებ ხვალვე დაგაბრუნებ სახლში და შენი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავქრებით. ლაპარაკი დაასრულა და დაელოდა რას ვეტყოდი. -და რა მოხდება თუ არ ვარ თანახმა ერთ წელს გაგრძელდეს ურთიერთობა, მაგალითად თუ მინდა რომ სამი თვე გვქონდეს ურთიერთობა? - ვკითხე და მომლოდინე თვალებით მივაჩერდი. -არაფერი, გვექნება ურთიერთიბა სამი თვე. გავიცნობთ ერთმანეთს, დავვახლოვდებით, სამი თვის მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას. -თანახმა ვარ. -მართლა? - აშკარად არ ქონდა იმედი რომ დავთანხმდებიდი. -კი, ოღონდ ჩემებს უნდა დაველაპარაკო და ავუხსნა. -კარგი, როცა გინდა მაშინ წავიდეთ. -და კიდევ ჩემი ტელეფონი და ჩანთა მჭირდება. - თავი დამიქნია და გავიდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ შემოვიდა, საჭმლით და ჩემი ჩანთით ხელში. ჩემებს მივწერე და ვუთხარი არ ენერვიულათ, შემდეგ საჭმელი ვჭამე და დავიძინე. თავი 3 2018 წლის 3 ივნისი. მთელი დილა ვფიქრობდი, როგორ, მეთქვა ჩემი უეცარი გადაწყვეტილების შესახებ , ჩემი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის. შოკში ჩავარდებოდნენ, გაბრაზდებოდნენ, ეწყინებოდათ, გაუხარდებოდათ და ბოლოს ბედნიერად ვიქნებოდით ერთად. მაგრამ, მანამდე უნდა მეთქვა. შუადღისას მისაღებში ვისხედით ნიკა და ილია ტელეფონებში იყვნენ წაყუდებულები, მე ანდრეა და ლაშა კი ტელევიზორს ვუყურებდით. ანდრეა დროდადრო გამომხედავდა ხოლმე, მერე ისევ ტელევიზორის ყურებას აგრძელებდა. მასთან ახლოს მივჩოჩდი და დაბალხმაზე ვუჩურჩულე: -დღეს გცალია? -ხო, რა არი?-ისე მიპასუხა ჩემკენ არც გამოუხედავს. -ვიფიქრე ჩემებთან დღეს ხო არ წავსულიყავით-მეთქი. -მოემზადე და წავიდეთ თუ გინდა. -კარგი. - ვუთხარი და ოთახში ავედი. სახლიდან მალე გავედით. თეთრი პერანგი, ლურჯი შარვალი და კედები კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიდა. აი რატომ გიჟდებოდნენ გოგონები მასზე. საოცარი იყო მხოლოდ გარეგნობითაც, და დარწმუნებული ვიყავი სულიერადაც. არ გამკვირვებია როცა ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მანქანის სადგომიდან შავი G class-ი გამოიყვანა. ცოტა ხანს ვიარეთ. ეჭვი მქონდა რომ ქალაქგარეთ ვიყავით, მაგრამ, როდესაც ტრაფარეტი დავინახე "თბილისი" -ს წარწერით უკვე ცხადად დავრწმინდი. ქალაქში შევედით და მისამართი ვუკარნახე. დედაჩემმა კარი ცოტათი დაბნეული სახით გააღო, და დაბნეულმა შეგვიპატიჟა სახლში. მამაჩემი სავარძელში იჯდა, ჩვენ დანახვაზე წამოდგა და მოგვესალმა. -გამარჯობა, ბატონო… -დავითი. -გამარჯობა ბატონო დავით. მე ანდრეა. -სასიამოვნოა ანდრეა. დაბრძანდით. -რას დალევთ? - დაფაცურდა დედაჩემი. -ყავას თუ არ შეწუხდებით. - თავაზიანად გაუღიმა დედაჩემს. -რა შეწუხებაა შვილო. - მისაღებიდან გავიდა, თან მანიშნა რომ გავყოლოდი. -შვილო ამ ბიჭთან რას აკეთებ? - გაკვირვებით მკითხა ცირამ, თან წყლის ადუღება დაიწყო. -დე… მმმ… ჩვენ… ურთიერთობა გვაქვს. -ურთიერთობა? როდიდან? ან მე რატომ არაფერი ვიცი? -რამდენიმე თვეა. და ახლა უკვე იცი. -შვილო იცი ეს ბიჭი ვინ არის? თამაზ ნახუცრიშვილის შვილია. და როგორ გინდა დამაჯერო რომ ფარული კამერით არ იღებთ. -კარგი რა დედა. გამოფენაზე გავიცანი, შემთხვევით დავეჯახე, და მერე ურთიერთობა ავაწყეთ რა… წყალი ადუღდა. - ყავა გავაკეთე და გავიტანე, დედაჩემი კი უკან ნამცხვრით და თეფშებით გამომყვა. დავითი და ანდრეა რაღაცაზე საუბრობდნენ, ჩვენი დანახვისას საუბარი შეწყვიტეს და ჩუმად დაიწყეს ყავის სმა. წასვლის დრო რომ მოახლოვდა ანდრეა ალაპარაკდა. -როგორც უკვე იცით ჩვენ ურთიერთობა გვაქვს და მინდა რომ ზაფხული ერთად გავატაროთ. თუ რათქმაუნდა წინააღმდეგი არ ხართ. - ხან ცირას ვუყურებდი, ხან დავითს. ბოლოს ალაპარაკდა. -თუ ნია არ არის წინააღმდეგი, არც ჩვენ ვართ წინააგმდეგნი. ხო ცირა? -ხო, არც მე ვარ წინაგმდეგი. -ნუ ეხლა მე თანახმა ვარ. -ძალიან კარგი, მაშინ წავიდეთ. -წავიდეთ. - წამოვედით და კაფისკენ დავიძარით. ყველა ადგილზე იყო და გველოდებოდნენ. -გამარჯობა. -გამარჯობა. - ყველა ერთხმად მოგვესალმა. -გაიცანით ანდრეა, ანდრეა გაიცანი მიშო, მაშო, ნიკო, იკა, ნინა, მაკა. -სასიამოვნოა. -ჩვენთვისაც. - მალე მიმტანი მოგვიახლოვდა და შეკვეთა ჩაიწერა. როდესაც საუბარი უნდა დაგვეწყო ანდრეას დაურეკეს და წასვლა მოუწია, დამიბარა რომ მომაკითხავდა. ამიტომ მარტოს მომიწია მათთან საუბარი. -ნია ეს ბიჭი ვინ არის? ან მასთან ერთად რას აკეთებ? - ეგრევე მეცა ნინა. -მმმ… ჩვენ ურთიერთობა გვაქვს. -ურთიერთობა? რიდიდან გვიმალავ? ან საერთოდ იცი ეს ბიჭი ვინ არის? -ვიცი, ვიცი. არ გიმალავთ, უბრალოდ გვიან გითხარით. -არაა, არ მჯერა. საერთოდაც ეს ბიჭი სად გაიცანი? დარწმუნებული ვარ ბარში ჯდომისას ვერ გაიცნობდი. -გამოფენაზე რომ ვიყავი მაშინ გავიცანი რა, შემთხვევით დავეჯახე. -კარგი დაწყნარდით, ჩვენ დაველაპარაკებით მოგვიანებით. - ბოლოს იკამ გააჩუმა ყველა. -და კიდევ ერთი რაღაც, ზაფხულს თქვენთან ერთად ვერ გავატარებ, სამწუხაროდ. - ნინა წამოხტა და ჩანთას დაავლო ხელი. -ბიჭში გაცვლას არ ველოდი. - თქვა და კაფიდან გავარდა. მას მაშო და მაკაც მიყვნენ. -მე დაველაპარაკები. არ ინერვიულო. - მხარზე ხელი მომითათუნა მიშომ და ისინიც გოგოებს გაყვნენ. მე ანდრეამ მომაკითხა და სახლში დავბრუნდით. ვიცოდი მიშო გადაარწმუნებდა გოგოებს და ამით ვიყავი დამშვიდებული. თავი 4 ბავშვები იმ დღეს არ შემხმიანებიან. ვნერვიულობდი, რადგან ვიცოდი გოგოების ხასიათი, ჯიუტები იყვნენ თუმცა, სუსტი წერტილი მათაც ქონდათ. მთელი დღე ანდრეა და ლაშა ხან კაბინეტში იყვნენ, ხანაც სამსახურში. ნიკასთან და ილიასთან კი ნამდვილად ვერ მოვიწყინე. ხან რას მაიმუნობდნენ, ხან რას და გულიანად ვიცინოდით სამივე. ერთმანეთი გავიცანით ასეთუ ისე. საღამოს მოლში წასვლა შემომთავაზეს საყიდლებზე. ანდრეას მანქანით წავედით. ლაშა და ანდრია წინ ისხდნენ, მე, ილია და ნიკა უკან. მალე მივადექით საბურთალოს სითი მოლს და დავიწყეთ მაღაზიების დალაშქვრა. ZARA-ში მივედით როცა ილიამ საყიდლებზე წასვლის მიზეზი გვამცნო. -მოკლედ, ხალხო მე და ნიკას ხვალ გვაქვს პაემანი და გვჭირდება დახმარება. ვინაიდან და რადგანაც აქ ერთადერთი გოგო ჩვენი ნიაკოა. - ამ სახელზე გამეღიმა. - მისი რჩევები გვჭირდება. აბა ჩემო ნიაკო გამოავლინე შენი ქალური ძალები და დაგვეხმარე, გოგოებისთვის თავის მოწონებაში. -გოგონებისთვის თავის მოწონება არც ისე გიჭირთ. - ოდნავ გავიღიმე. -იცი რა სიტუაციაა? ესენი სხვანაირები არიან, მანქანა და ფული ფეხებზე კიდიათ, სიმარტივე მოსწონთ. - მიპასუხა ნიკამ. -მაშინ, წავედით ბიჭების სექციისკენ. - უკან უხმოდ მომყვებოდნენ. - დაიწყეთ აირჩიეთ ის რაც მოგწონთ. ოღონდ შარვალ-კოსტუმი არა. -მეგონა რამე სპეც ოპერაციის ჩატარება მოგვიწევდა. -იყავით ბუნებრივები, გოგოებს ეგ მოგვწონს. - მთელი მოლი შემოვიარეთ და უამრავი ტანსაცმელი ვიყიდეთ. სახლში დაღლილები დავბრუნდით. საღამოს კი სუში შევუკვეთეთ და ფილმებს ვუყურეთ. დილით ნინამ დამირეკა. -ხო ნინ. -ნია ბოდიში რა, უბრალიდ მეწყინა რომ თავიდანვე არ გვითხარი, მეტს აღარ ვიზამ გპირდები. -მეც ბოდიში რომ არ გითხარით. მთელი დღე მხიარულად ვიყავი ნიას ზარით გახარებული. იმ დღეს არც ანდრეა და ლაშა წასულან სადმე და კარგად გავერთეთ. დილით კარტი ვითამაშეთ მაზიანზე(სამ სურვილზე), შუადღეს აუზზე გავედით, საღამოს კი ფილმს ვუყურეთ. საძინებელში გვიან ავედი თუმცა არ მეძინებოდა. საწოლს ვიყავი მიყრდნობილი როცა გვერდით ილია მომიჯდა. -რაზე ფიქრობ? -ყველაფერზე. -ვიცი, რთულია ურთიერთობა უცხოსთან, მაგრამ მისი ემოცია ნამდვილია. -დღემ როგორ ჩაიარა? - საუბრის თემა შევცვალე, ისიც აღარ მიბრუნებია ამ თემას. -კარგად, შევხვდით და კარგი დრო გავატარეთ. არ ღირს მათი ხელიდან გაშვება. უკანასკნელი ნაბიჭვრები ვიქნებით თუ მათ დავკარგავთ ან რაიმე ზიანს მოვუტანთ. - ფანჯარას მიშტერებოდა და ისე მელაპარაკებოდა. -ხოდა არ გაუშვათ, ყველაფერი იღონეთ რომ თქვენთან დარჩნენ, მაგრამ თუ უბედურები იქნებიან ამ ურთიერთობით, ურთიერთობას არ აქვს აზრი. - თავი უხმოდ დამიქნია წამოდგა და გავიდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ, დავუმეგობრდით. ჩემი და ანდრეას ურთიერთობა კარგად აეწყო. ხან სად დავდიოდით ხან სად, ხან ბიჭებთან ერთად, ხან ბიჭების გარეშე. მათი მეგობრები გავიცანი,ჩემებიც გავაცანი. ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. ორ თვე ნახევარი ისე მალე გავიდა ვერაფერი გავიგეთ. ნახევარი თვე გვქონდა დარჩენილი და გადაწყდებოდა ჩვენი ბედი. იმ დღეს წვეულებაზე მოგვიწია წასვლა. მუხლს ზემოთ კაბა მეცვა, მარჯვენა ფეხთან ოდნავ ჩაჭრილი და შავი ფერის. მას შარვალ-კოსტუმი, სიმპათიური იყო ისევე როგორც სხვა დროს. დროს კარგად ვატარებდით, მნიშვნელოვან თემებზე ვსაუბრობდით და ბევრს ვხუმრობდით. მალევე სადღაც გაქრნენ ოთხივე, ამიტომ სასტუმროს მეორე სართზე დავუწყე ძებნა. ერთ-ერთი ოთახიდან ხმაური გამოდიოდა და მეც იქ შევედი. ლაშა, ილია, ნიკა და ანდრეა იყვნენ, ნინას, მაშოს და მაკასთან ერთად. გაცხარებით კამათობდნენ და ვერც ერთმა შემამჩნია. -ჩვენ გენდობოდით, გვიყვარდით, თქვენ კი გვიყენებდით. რის გამო? ნიას გამო? მასზე ინფორმაციის გამო? - ყვირიდა ნინა. - ეს რაში გჭირდებოდათ? ნებისმიერ დროს შეგეძლოთ მასზე ყველა დეტალის გაგება. იმასაც კი თავისუფლად გაიგებდით, დაცემინების შემდეგ ცხვირი ვინ მოწმინდა. მაგრამ მაინც გამოყენება არჩიეთ. ნაბიჭვრები ხართ, და მეტი არავინ, უსუსური არსბები რომლებიც გრძნობებით თამაშობენ. - ეს მაკა იყო. მან ყველას სათქმელი თქვა. -რა? - გაკვირვებულმა მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე. ყველამ ჩემკენ გამოიხედა, არ მოელოდნენ ჩემს იქ დანახვას. - ნია, მისმინე, არასწორად გაიგე… - დაიწყო ანდრეამ და ჩემკენ წამოვიდა. -რატომ? - ისევ მოიწევდა ჩემსკენ თუმცა შევაჩერე. - არა, არ მომეკარო. - ვუთხარი და დერეფანში გავვარდი, გავრბოდი შეძლებისდა გვარად. ტაქსი გავაჩერე და მიშოსთან წავედი. კარის გაღებისთანავე მის მხარზე ავტირდი. მანამ ვტიროდი სანამ დაღლილს მის მხარზე თავჩამოდებულს არ დამეძინა. დილას მიშოს საწოლში გამეღვიძა, ტანზე საბანი მეფარა, მიშო კი არსად ჩანდა. არც მისაღებში იყო, არც სამზარეულოში. ვიფიქრე რომ მაღაზიაში იქნებოდა ჩასული. (სამეგობროს წესი ერთი წესი გვქონდა ერთმანეთთან ყოველთვის ვტოვებდით საკუთარ ტანსაცმელებს.) მისი გარდერობიდან ჩემი ტანსაცმელი და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად… იქიდან გამოსულს მიშო მოსული დამხვდა.სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. ცოტა მეც მივეხმარე და ჭამას შევუდექით. რაღაცის კითხვა უნდოდა თუმცა ყოყმანობდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკითხა. -ნია რა მოხდა? -არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? -რაღაც მოხდა ნია, თორემ შუა ღამისას არ დამადგებოდი თავზე, თანაც მტირალი. - თვალები დავხარე და თეფშზე საჭმელს დავუწყე ჩანგლით წვალება. -მე და ანდრეამ ვიჩხუბეთ. -იმედია უბრალოდ იჩხუბეთ და არა დაშორდით. - მართლაც იმედიანი თვალებით შემომხედა. -არ ვიცი, მგონი დავშორდით. -არ ღორს ხო ჩაძიება? - თავი ოდნავ დავუქნიე. - ვწუხვარ. - და მაგიდა ავალაგეთ, ის კი სამსახურში წავიდა. ჭურჭელი დავრეცხე და სახლში წავედი. ჩემები არ მელოდებოდნენ თუმცა, გაუხარდათ ჩემი დანახვა. მიხვდნენ რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და კითხვებით არავის შევუწუხებივარ. ნახევარი თვე აღარ გამოჩენილა ისე გავიდა. ეს ნახევარი თვე კი თავს მაქსიმალურად ვიტვირთავდი რომ მასზე არ მეფიქრა. შეკვეთების მიღება დავიწყე, პატარა კაფე-ბარებს ვაპროექტებდი და ფულსაც ვიღებდი. მთელი დღეები მართლაც არ მეცალა, რადგან თავი სხვადასხვა საკითხებით მქონდა გამოტენილი. მაგრამ როგორც კი ღამე დადგებოდა მასზე ფიქრები ჩუმად მიძვრებოდნენ გონებაში. მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის მომენტები. როგორ დავდიოდით რეატორნებსა და კაფეებში,როგორ ვთამაშობდით სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს, როგორ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს. ეს დღეც დადგა, ჩვენი შეთანხმება დღეს დასრულდებოდა და საერთო აღარაფერი აღარ გვექნებოდა. საღამოს ერთ-ერთი ბარის ავტორისგან მოვდიოდი როცა მისი მანქანა შევნიშნე სადარბაზოსთან,ყურადღება არ მივაქციე და სადარბაზოშო შევედი. იქ დამხვდა, დალაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. -ნია! - თითქმის იყვირა და კედელს უხეშად მიმანარცხა ზურგით. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მის თვალებში სურვილს ვხედავდი და ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეხვდა რამდენიმე წამს. -მიყვარხარ ნია! - ჩემს ტუჩებზე ამოთქვა და ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს. მისი კოცნა იყო ნაზი და ვნებიანი, მისი ტუჩები კი რბილი და მომთხოვნი. -მეც მიყვარხარ. 2 წლის შემდეგ… -თანახმა ხარ გახდე ჩემი ცოლი და ცხოვრების მეგზური? - ცალ მუხლზე იდგა და ჩემს პასუხს ელოდა. -თანახმა ვარ გავხდე შენი ცოლი და ცხოვრების მეგზური. 3 თვის შემდეგ… -ორასულად ვარ. -რა? მამა გავხდები? - იცინის და ჰაერში მაბზრიალებს. დასასრული. ერთმანეთთან ყოველთვის ვტოვებდით საკუთარ ტანსაცმელებს.) მისი გარდერობიდან ჩემი ტანსაცმელი და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად… იქიდან გამოსულს მიშო მოსული დამხვდა.სამზარეულოში იყო და საუზმეს ამზადებდა. ცოტა მეც მივეხმარე და ჭამას შევუდექით. რაღაცის კითხვა უნდოდა თუმცა ყოყმანობდა, ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკითხა. -ნია რა მოხდა? -არაფერი, რა უნდა მომხდარიყო? -რაღაც მოხდა ნია, თორემ შუა ღამისას არ დამადგებოდი თავზე, თანაც მტირალი. - თვალები დავხარე და თეფშზე საჭმელს დავუწყე ჩანგლით წვალება. -მე და ანდრეამ ვიჩხუბეთ. -იმედია უბრალოდ იჩხუბეთ და არა დაშორდით. - მართლაც იმედიანი თვალებით შემომხედა. -არ ვიცი, მგონი დავშორდით. -არ ღორს ხო ჩაძიება? - თავი ოდნავ დავუქნიე. - ვწუხვარ. - და მაგიდა ავალაგეთ, ის კი სამსახურში წავიდა. ჭურჭელი დავრეცხე და სახლში წავედი. ჩემები არ მელოდებოდნენ თუმცა, გაუხარდათ ჩემი დანახვა. მიხვდნენ რომ თავს ცუდად ვგრძნობდი და კითხვებით არავის შევუწუხებივარ. ნახევარი თვე აღარ გამოჩენილა ისე გავიდა. ეს ნახევარი თვე კი თავს მაქსიმალურად ვიტვირთავდი რომ მასზე არ მეფიქრა. შეკვეთების მიღება დავიწყე, პატარა კაფე-ბარებს ვაპროექტებდი და ფულსაც ვიღებდი. მთელი დღეები მართლაც არ მეცალა, რადგან თავი სხვადასხვა საკითხებით მქონდა გამოტენილი. მაგრამ როგორც კი ღამე დადგებოდა მასზე ფიქრები ჩუმად მიძვრებოდნენ გონებაში. მახსენდებოდა ჩვენი ურთიერთობის მომენტები. როგორ დავდიოდით რეატორნებსა და კაფეებში,როგორ ვთამაშობდით სხვადასხვა სამაგიდო თამაშებს, როგორ ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებს. ეს დღეც დადგა, ჩვენი შეთანხმება დღეს დასრულდებოდა და საერთო აღარაფერი აღარ გვექნებოდა. საღამოს ერთ-ერთი ბარის ავტორისგან მოვდიოდი როცა მისი მანქანა შევნიშნე სადარბაზოსთან,ყურადღება არ მივაქციე და სადარბაზოშო შევედი. იქ დამხვდა, დალაპარაკებას ცდილობდა, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევდი. -ნია! - თითქმის იყვირა და კედელს უხეშად მიმანარცხა ზურგით. თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს, მის თვალებში სურვილს ვხედავდი და ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეხვდა რამდენიმე წამს. -მიყვარხარ ნია! - ჩემს ტუჩებზე ამოთქვა და ისევ დაეწაფა ჩემს ბაგეებს. მისი კოცნა იყო ნაზი და ვნებიანი, მისი ტუჩები კი რბილი და მომთხოვნი. -მეც მიყვარხარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.