დანაშაული{2}
სახლში გამთენიისას შევიდა. შხაპის პარალელურად მომხდარზე ფიქრობდა. ლილიანის სახე თვალებიდან არ ამოსდიოდა, ვერ ივიწყებდა მის ცრემლებს, ბრალდებას ვერ ივიწყებდა. ძალიან უნდოდა, თავის მართლება შეძლებოდა, მაგრამ თავს თავადაც დამნაშავედ გრძნობდა.ოჯახს ამხედრებული, პატარა ბიჭივით მოიქცა. ბაბუასთნ კამათის შემდეგ, მას მერე, რაც შემთხვევით გაიგო უფროსი ამირეჯიბის საუბარი და საბოლოოდ გაიაზრა მისი სურვილების აბსურდულობა, ცხელ გულზე სასწრაფოდ მოაგროვა საჭირო ნივთები და, ვინაიდან ბიძაშვილზე საშინლად გაბრაზებული იყო, მხოლოდ მაქსიმეს შეატყობინა, ერთადერთ ადამიანს, რომელსაც მაშინ ენდობოდა. ბრძოლაში მიდიოდა, მარტოდმარტო, თითქოს თვითმკვლელობა ჰქონდა განზრახული.წავიდა...ცხოვრებაში ყველაზე დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. მის ახირებას გაჰყვა თოლორდავა და მის დასაცავად გაქცეულმა დაადგა ფეხი ნაღმს. დაორთქლილილი სარკე გაწმინდა და საკუთარ გამოსახულებას თვალი გაუსწორა. ტყვიების კვალი ჯერ კიდევ აჩნდა მის სხეულს, თუმცა ფიზიკურ ტკივილს ვეღარ გრძნობდა....ერთადერთი რაც ახლა აწუხებდა სულის სიმძიმე იყო. წარსულის ლანდი, მაქსიმეს სიკვდილს რომ ახსენებდა, არასდროს გაქრებოდა. სააბაზანოდან გამოსული უკვე გამზადებულ ტანსაცმელს დასწვდა და ის იყო პირსახოცი უნდა მოეშორებინა, კარის ხმა რომ გაიგო, -ელენე?!- გაკვირვებული მზერა მიაპყრო გოგონას. -დათაა!...ჯანდაბა!- ნახევრად შიშველი კაცის დანახვისთანავე თვალებზე ხელები აიფარა და ისევ კარისკენ შებრუნდა-აქ რა გინდა?! -ჩემს ოთახში?....აქ რა გინდა ელე..ნე?!-აწითლებულ გოგოს თავზე წამოადგა- ჩემს სახლში ამ დილაადრიან....ესეც არ იკმარე.... -შეწყვიტე!...ვიმალები! მეგონა უკვე უნივერსიტეტში იყავი! -დღეს შაბათია! არ ვმუშაობ! ვის ემალები? -ყველას!- ცდილობდა დაბნეული მზერა მოეშორებინა მამაკაცისთვის-ბაბუაშენმა დაგვპატიჟა...მათ კი დილიდან დალევა დაიწყეს...შენ ხომ იცი?! ვერ ვიტან ნასვამ კაცებს! კარგი?!-თვალებში დაჟინებით ჩააცქერდა-ჩემს ოთახში რატომ შემოდი? შენს საქმროსთან რატომ არ გაიქეცი? -ზურა... -ხო ელენე! გეკითხები ზურასთან რატომ არ წადი? -დათუჩაა!-კარში მაღალი ბიჭი გამოჩნდა და მოსაუბრეებს მზერა გაუსწორა- ელენიკო შენც აქ ხარ? რა ხდება? - აი შენი საქმროც მოვიდა ბავშვო!გაჰყევი და ნება დამრთეთ ჩავიცვა!- გოგონამ სასწრაფოდ აუარა გვერდი ორივე მათგანს და გიჟივით გავარდა, -ამოხსნი რა ხდება თუ...- მშვიდი მზერა ჰქონდა უფროს ამირეჯიბს. -არაფრის ახსნას ვაპირებ ზურა! თუ რამის მოსმენა გინდა, ელენეს ჰკითხე! -აუცილებლად...როცა გაიზრდებით ორივეს გკითხავთ!-ბოლო სიტყვები უფრო თავის გასაგონად ჩაიბუტბუტა და კარი გაიხურა. როგორც შეძლო ჩუმად გაიპარა სახლიდან და საღამომდე ისეირნა. * სახლში დაბრუნებისას ისევ ხალხის ჟრიამული რომ გაიგონა არ გაჰკვირვებია, თუმცა თავბედი იწყევლა ასე ადრე რომ მოინდომა ოთახში გამოკეტვა. -დათა?! მოხვედი დე? -გამარჯობა!-შეკრებილ საზოგადოებას გაუღიმა და დედას ლოყაზე აკოცა. -როგორი სასიამოვნოა შენი ისევ დანახვა!-ფეხზე წამოდგა უფროსი ბერიძე და ხელი გაუწოდა ამირეჯიბს.როგორ სძულდა ეს გამოხედვა!მისი მლიქვნელი ღიმილი და ყოველ სიტყვაში სარგებლის სურვილი-სახლში არასდროს ხარ დათა!...კარგია ახალგაზრდები უნდა გაერთოთ, აბა ჩვენ აღარაფერი აღარ გვინდა!...ასე არაა ლევან? -ასეა ავთო რას ვიზამთ!-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და შვილს თანაგრძნობით სავსე მზერით გახედა-დაჯექი დათა! -დაღლილი ვარ მომიტევეთ! -უხერხულია სტუმრებთან!-ბაბუამისი ხმა რომ მოესმა,ძარღვები კიდევ უფრო დაებერა-დათა! -კარგი დავით!-სკამი გამოსწია და ამჯერად თავად ქალბატონ ელენეს გაუსწორა მზერა...ეტკინა მისი თვალები, ბრაზს გრძნობდა, სევდას და ვერსად გაურბოდა მის ტკიბილით სავსე მწვანეებს. -როგორ მიდის შენი საქმეები დათა?...ზურა გვიყვებოდა უნივერსიტეტში დაგიწყია მუშაობა!-ქეთევანის სითბოთი სავსე მზერა იგრძნო..ყოველთვის მოსწონდა ეს ქალი,დარწმუნებული იყო, რომ არაფრით გავდა თავის ქმარს. -კარგად ქალბატონო ქეთევან!გმადლობთ! -ომის შემდეგ უნივერსიტეტში რა გინდა ბიჭო?!-ჩაიროხროხა კაცმა. -ახალგაზრდების განათლება მეტად მნიშვნელოვანია ბატონო ავთო! რას ვიზამთ, მათაც სჭირდებათ ვინმე ვინც დაეხმარებათ!....უნდათ თუ არა ეს!-ბოლო სიტყვების წარმოთქმისას წარბ აწია და მის პირდაპირ მჯდომს გაუსწორა. -ხო მაგრამ ბიზნესი? ჩვენმა სასიძომაც უღალატა საოჯახო ტრადიციას და მედიცინას გაჰყვა! -სამაგიეროდ მარიტა ემზადება მართვისთვის!-ბიძაშვილს თვალი ჩაუკრა და ფართოდ გაუღიმა თავის გაზაფხულს-მანამდე კი ჰყავს მმართველები! -არ ვიცი! არ ვიცი! -დამშვიდდი ავთო!-მკაცრად განაცხადა უფროსმა დავითმა-ჩვენ ვართ ბოლომდე დარწმუნებულები მარიტაში! -ეს მეომარი კაცი სახლში დამიჯინეთ და ქალს ბრძოლის წინა ხაზზე უშვებთ ფაქტობრივად!-უკბილო ხუმრობის მოსმენისას იგრძნო რა სისწრაფით მოძრაობდა სისხლი მის ძარღვებში და მტრულად გახედა ბერიძეს,თუმცა უეცრად მამის გამო დარცხვენილი ელენე მოხვდა თვალში და წამით შეჩერდა. იგრძნო გოგოსაც ისევე ეზიზღებოდა მამამისის შეხედულებები ფულზე, გენდერულ თანასწორობასა და საერთოდ ყველაფერზე, როგორც თავად-მართლა ომზე გამახსენდა! გავიგე ჯილდო მოუციათ!არ უნდა აღნიშნო ბატონო დავით?!--ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, მაგიდას მთელი ძალით დაკრა ხელი და ფეხზე წამოხტა. -ვფიქრობ, ამაში აღსანიშნავი არაფერია!....არ გირჩევთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ, როგორია, როცა შენ გამო ათობით ადამიანი კვდება, როცა შენი მეგობარი ნაღმზე ფეთქდება,როცა თანამებრძოლების სისხში ბანაობ!...არ ვიცი ავთო თუ ფიქრობთ, რომ ამაში რამე გასახარია შეკრიბეთ თქვენნაირები, დარწმუნებული ვარ ჩემი ოჯახის წევრებიც არ გამოგაკლდებოან და აღნიშნეთ!....მეტი რა შეგიძლიათ?! იძულება და ქეიფი მანამ სანამ ათასობით ახალგაზრდა ომში კვდება!-თეფში ააყირავა და მთელი სისწრაფით გავარდა ოთახიდან. -აპატიეთ ამ გამოხტომისთვის...ჯერ კიდევ ცუდადაა! -ცუდად ყოფნას სიმართლეს ეძახი დედა?....დიდი ბოდიში მაგრამ ათასჯერ გაგაფრთხილეთ! ყველა! ჩემი ბიძაშვილისთვის ომზე საუბარი არ გაგებათ!ასეთი რთულია ეს დედამო@#$?-არც უფროს ამირეჯიბს დაუკლია ღრიალი. -ზურა! -ახლა არა დავით!-ამოიღრინა-არ შეგეშინდეს პატარავ!-აცრემლებულ დას თავზე აკოცა და თავადაც დათას გზას მიჰყვა. ................ ორმაგად სტკიოდა დათას ტკივილი.იცოდა, რაც გამოსცადა და თავს ვერ პატიობდა, მარტო რომ დატოვა,მაგრამ ამერიკაში იყო, კვალიფიკაციას იმაღლებდა და ოჯახის წევრებიდან არავინ ინება მისი გაფრთხილება იმის შესახებ, თუ რას აპირებდა დათა, თორემ როგორ დაუშვებდა,ბიძაშვილი, რომელსაც თავგამოდებით იცავდა მუდამ, 23 წლსს ასაკში ომში მარტო გაეშვა?!უნივერსიტეტს მიატოვებდა და წაჰყვებოდა!მისთვის სიცოცხლეს გაწირავდა...იმ ტყიებს გადაეფარებოდა, რომელმაც კვალი დატოვეს უმცროსი ამირეჯიბის სხეულზე!...მაგრამ არ გააგებინეს,არ მისცეს ნება დაეცვა, და ახლაც იმას აკეთებდნენ, რითაც სამუდამოდ შეაძულებდნენ მის თავს დათას! მანქანა რომ გააჩერა, მხოლოდ მერე გაიაზრა სად იყო.ფანჯრებში სინათლე ისევ ენთო,თუმცა ფარდები საშუალებას არ აძლევდნენ დაენახა რას აკეთებდა.რადგან იქ იყო ჩათვალა, არ ღრდა მის უნახავად წასვლა...ისევ საქმეს მოიმიზეზებდა,ისევ მორიგეობას დააბრალებდა, ისევ ეტყოდა, პაციენტის მდგომარეობა მაინტერესებსო...რეალურად კი მისი ერთხელ დანახვისთვის სულს გაყიდდა!...ერთი თვის უნახავს სული ეწვოდა, ისე უნდოდა მისი შავი სფეროების დანახვა...ისევ უნდოდა მისი თმის სურნელი შეეგრძნო! კარამდე მანძილი წამებში დაფარა და ზღურბლს უხმაუროდ გადააბიჯა.მაშინვე გაიგონა ხმამაღალი მუსიკის ხმა და გაეღიმა.მისაღების ჩარჩოს მიეყრდნო, თავი გადახარა და მოცეკვავე ქალის ყურება დაიწყო. სპორტულები ეცვა, ხუჭუჭა თმა მხრებზე დაეფინა,ხელში ბოთლი ეჭირა და ცეკვავდა...მთელი გულით, მტელი არსებით ცეკვავდა. უცხო სხეულს რომ მოკრა თვალი, უეცრად გაშეშდა...მასში ზურა რომ ამოიცნო, გახევდა...გამშრალ ყელში ნერწყვი ფრთხილად გაადორა და აცრემლებული თვალები გაუსწორა მამაკაცს. მისკენ დაძრულის დანახვისას გულმა რამდენიმე დარტყმა გამოუტოვა...არ უნდოდა მისი დანახვა,კლინიკაში მენტორიც ამიტომ შეიცვალა, ბრაზობდა მასზე, ვერ იტანდა, მისი მოკვლა უნდოდა, რომ შეძლებოდა მოკლავდა...მოკლავდა ტყუილისთვის, მის თვალებში დანახული ტკივილისთვის...თავი რომ შეაყვარა, იმისთვის! ფიქრებში ისე გაერთო, გვიან გაიაზრა, თუ როგორ ეხვეოდა მამაკაცი. ცხვირი მის ყელში ჩაერგო,თმაზე ხელს უსვამდა და ცდილობდა ბოლო უჯრედამდე შეეგრძნო...თავადაც უნდოდა ხელები მოეხვია, მისი სურნელი ცხვირში უღიტინებდა...ახლა უფრო მძაფრად იგრძნო მონატრება, უნდოდა ეყვირა მიყვარხარო! მაგრამ ამის ნაცვლად ხელი ჰკრა კაცს! -არ მომეკარო! -ნუცა?!-სასოწარკვეთილი ჩანდა ამირეჯიბი. -აქ რა გინდათ ექიმო?-ცრემლებს ვერ უმკლავდებოდა-გადაწყვიტე ერთადერთი მშვიდი დღეც ჩამაშხამო? -მომენატრე!-ვეღარ ტყუოდა!ამის ძალა არ ქონდა, ერთადერთი რაც სჭირდებოდა ეს პატარა გოგო იყო! -ტყუი!...ისევე, როგორც ადრე ახლაც ტყუი ზურა! გინდა დაგიჯერო,მაგრამ თავს აღარ გავიბრიყვებ! -ნეტავ შემეძლოს ასე არ გძულდე! -არ შეგიძლია!...გამორიცხულია არ მძულდე!ამას ვერასდროს შეძლებ!გპირდები სიცოცხლის ბოლომდე ზუსტად ის გრძნიბა მექნება რაც დღეს! -არასდროს მაპატიებ არა?! -რომც გაპატიო რა აზრი აქვს? საცოლე გყავს, არასდროს შეგეძლება ჩემთან იყო!....თუ სინდისის დამშვიდება გინდა, გეტყვი, ჩემთვის სულ ერთია ზურა!სულ ერთია იქნები თუ არა ჩემთან, გიყვარდი თუ არა!სულ ერთია როგორ მატყუებდი! სულ ერთი, როგორ მძულხარ! სულ ერთია, როგორ მტკივა!სულ ერთია,როგორ მახრჩობს ეს ტკივილი! სულ ერთი ხარ! -ასე არაა....ნუცა! -რა ნუცა რაა?ნუცა, ნუცა...ერთხელ სხვა რამე მითხარი...წინადადება დაასრულე!თავი იმართლე!არ ვიცი რამე გააკეთე!-ხელი მთელი ძალით ჰკრა და კედელს მიანარცხა-რამე თქვი! -ვერ გაიგებ!ვერ მიხვდები...რომ ვიცოდე....გეტყოდი!გეტყოდი,მაგრამ არ შემიძლია...დანაშაული უნდა გამოვისყიდო!....შენგან ერთადერთი რაც მჭირდება ისაა, რომ გჯეროდეს ჩემი! -მჯეროდეს? რა მჯეროდეს ზურა?...ამდენი ტყუილის შემდეგ რა გინდა დაგიჯერო?! -ხომ ხედავ!არ შეგიძლია უბრალოდ დრო მომცე ნუცა...სიმართლე რომ გითხრა...არ დამიჯერებ და ისევ ზურგს მაქცევ!-კბილებს შორის გამოსცრა კაცმა. -პრობლემა იცი რა არის? საკუთარ თავს არ უსმენ!...არაფერს აკეთებ და ჩემგან...მოტყუებული ქალისგან ითხოვ გენდო!....არა ზურა!ცხოვრებას არ დავინგრევ...მოვძებნი ადამიანს რომელსაც ვეყვარები და მეც შევიყვარებ...არ დაგელოდები! არ დაველოდები როდის მიხვდები,რომ შენი საცოლე უცებ შენი ცოლია, არ დაველოდები შენნაირ გაიძვერას, რომელსაც სურს ორი ქალი გამოიყენოს! -ჩემზე მართლა ასეთი წარმოდგენა გაქვს?-გაავებული დააცქერდა ზევიდან. -სიმართლე მწარეა?! -ჩემი არ გესმის! -არც მინდა გაგიგო!მეცოდები!-ხელი გამოგლიჯა და ზურგი აქცია-აქ აღარ დაბრუნდე! ............ მისი მეგობარი ჩამოდიოდა, ამიტომ საკუთარი პრობლემები გვერდით გადადო და ხუთი წლის უნახავი ნენესთვის მზადება დაიწო.რა თქმა უნდა, საუკეთესო მეგობრების საღამო იქნებოდა. მოენატრა მათთან გატარებული დრო...საუბრები, რომლებიც ყოველთვის ახალისებდა. ზარის ხმაზე სწრაფად დაიძრა კარისკენ...ამდენი წლის შემდეგ რომ დაინახა, თითქოს გული გაუჩერდა.ისეთი შეცვლილი იყო, ისეთი გაზრდილი თითქოს სრულიად სხვა ადამიანი...გაახსენდა რატომ წავიდა და წამიერად ისევ დასევდიანდა, თუმცა წამში ყველა ფიქრი გაფანტა და ძლიერად მოეხვია მეგობარს. -ღმერთო როგორ მომენატრე!-ამოთქვა ქალმა და კიდევ უფრო ძლიერად მიეკრა ლილიანს. -ნენე!ჩემი ნენე!-ცრემლებს ვერ იკავებდა-შემოდი!-ჩქარა შეიყვანა სახლში და დივანზე ჩამოსვა.თან ყოველმხრივ ათვალიერებდა...უნდოდა რამე მსგავსება ენახა ხუთი წლის წინ გაქცეულ, განადგურებულ გოგოსთან. -მაპატიე ლილ...მაპატიე რომ შენთან არ ვიყავი!-ტირილით ამოთქვა გოგომ-მაქსიმე ჩემთვის ძმა იყო...საკუთარ ძმაზე ძვირფასიც კი! -დაივიწყე ნენე!შენ უფრო ჩემთან იყავი ვიდრე ვინმე სხვა! -ვერ ვიჯერებ, რომ აღარ დაბრუნდება ღიმილით და არ მეტყვის, რომ ვერასდროს გავიზრდები!...თავს ბავშვად მხოლოდ მის გვერდით ვგრძნობდი! -მისთვის განსაკუთრებული იყავი...შენი ტკივილებით!-ბოლო სიტყვის გაგონებისას დაიძაბა გიგანი და გარემოს თვალი შიშით მოავლო. -დანარჩენები არ მოვლენ? -ნუ გეშინია, მალე მოვლენ!-მხარზე ხელი მზრუნველად დაუსვა. -როგორ გახდი ლილ...საერთოდ არ ჭამ? -ცოტახნით დამივიწყე და შენზე მომიყევი...როგორ შეიცვალე?! სულ სხვანაირო ხარ! -ვისწავლე, როგორი უნდა ვიყო! -ისევ გიყვარს? -რატი წარსულია....აღარ მიყვარს!სამუდამოდ დავივიწყე, ის უბრალოდ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქმარია...ისევე, როგორც ყოველთვის! -ჩემი ქმარი გიყვარდა?-ცრემლები ჩაუდგა თვალებში ოთახში იმ წამს შესულ გოგოს...წამიერად სუნთქვა შეეკრა...თითქოს უეცრად გამკრთალი სიძულვილი იმ წამსვე შეიგრძნო და ისევ დანაშაულით აღივსო....ამის ყურება აღარ შეეძლო, არ შეეძლო მისი ზიზღი აეტანა არ უნდოდა. ჩანთას ხელი დაავლო და გასვლას აპირებდა,ისევ რომ გაიგონა ხმა-გაჩერდი! არ წახვიდე მანამ, სანამ კითხვაზე არ მიწასუხებ!-ბოლო ხმაზე ყვიროდა გოგონა-ჩემი მეგობარი ხარ! ეს როგორ გამიკეთე?მე შენ ასე არასდროს მოგექცეოდი! -არასდროს მომექცეოდი?რა გავაკეთე ანაბელ?მითხარი რა გავაკეთე? რატის ყელზე ჩამოვეკიდე? ვუთხარი მიყვარხარ მეთქი? ვაგრძნობინე?...ზედმეტი მზერა მაინც დაგიჭერია ოდესმე?იცი რატომ? იმიტომ, რომ მე რაც შემეძლო შორს წავედი მისგან...უარი ვთქვი ყველაფერზე,ქვეყნიდან გავიქეცი, იმის გამო, რომ არ მინდოდა რაიმე შეცდომით თქვენ შორის ჩავმდგარიყავი.....იცი პრობლემა რა არის? ის რაზეც მეუბნებოდი არასდროს გაგიკეტებდიო უკვე გამიკეთე ბელს....რატი მიყვარდა....იმ საღამოს გითხარით-ცრემლები მოიწმინდა-გითხარით რატი მიყვარს მეთქი...ჩემს სიამაყეს პირველად გადავაბიჯე და ვაღიარე,მაგრამ თქვენ რა ქენით?!არ გაგიგონიათ! იცით რატომ? ანაბელის ტელეფონში იყავით ჩამძვრალი....და ვიღაცას წერდით....არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის ასეა! როცა მე მიჭირს სხვისი სულ მცირე პრობლემაც კი უფრო მნიშვნელოვანია...გავიწყდებოდით, ჩრდილად ვიქცეოდი და მაშინაც ასე მოხდა...ცხოვრებაში პირველად წარმოთქმული "მიყვარს", რომლის თქვენთვის გაზიარებაც მინდოდა, უბრალოდ ჰაერში გაიფანტა....ერთი კვირის შემდეგ მეგობრებისთვის გასაცნობად მოყვანილს შევნიშნე მოეწონე....შენც მოგეწონა და იმ წამიდან დავივიწყე რომ მიყვარდა...ან ვეცადე ამას...მასთან მეგობრობა შევწყვიტე და ჩვეულებრივ სიძედ ვაქციე, რათა ჩემი თავის კონტროლი შემძლებოდა....და შენ მეუბნები რომ გიღალატე? დაფიქრდი ბელს...იქნებ თქვენ ყველამ მიღალატეთ!....დაგავიწყდათ ჩემი არსებობა, არვინ მომისმინეთ, ვერავინ დაინახეთ რას ვგრძნობდი...არ ვიცი მე ვარ ასეთი კარგი მსახიობი თუ თქვენ არ გაინტერესებთ!...მე ყოველთვის ვიყავი ადამიანი, რომელიც გისმენდათ, მაგრამ როგორც კი ჩემს პრობლემაზე დავიწყებდი საუბარს როგორღაც უფრო მნიშვნელოვან საკითხად იქცეოდა ნებისმიერი მოვლენა თქვენ ირგვლივ!....იქნებ მე ვარ ის ერთადერთი ვისაც უღალატეს ანაბელ! -ნუთუ ისევ აპირებ მსხვერპლი იყო?-ზიზღით აათვალიერა. -ანაბელ გეყოს!-დაიძაბა ქეთაც. -მსხვერპლი? ხო ანაბელ, ვაპირებ მსხვერპლი ვიყო...ცხოვრებაში ერთხელ მაინც მივიღო დამსახურებული მხარდაჭერა, მაგრამ შენ ისევ აქ ხარ და არ დაუშვებ სიმართლეს თვალი გაუსწორონ...არ მისცემ უფლებას მხარი დამიჭირონ! -ლილიან?!შენ ეს იცოდი არა? ამიტომაც ამართლებდი მის წასვლას. -ლილიანს...-რაღაცის თქმა ცადა ნენემ,მაგრამ არ დააცადა. -ვიცოდი! თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი და არასდროს ვფიქრობდი, რომ ნენემ დააშავა!....ის ვერ გააკონტროლებდა საკუთარ გრძნობებს, ვერ გადაწყვეტდა ვინ ჰყვარებოდა, მაგრამ გააკეთა ის, რაც შეეძლო, რატისგან რაც შეიძლება შორს დაიჭირა თავი...მას შემდეგ, რაც გაიგო თქვენო სიყვარულის შესახებ,იცი მაინც როგორ იტანჯებოდა? მაგრამ არასდროს უგრძნობინებია შენთვის, რომ უბედური იყო...ყველაფერი თავად შექმნა შენი ბედნიერებისთვის და მერე უკანასკნელად გაწირა თავი....წავიდა!წავიდა ყველასგან შორს,იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყავი....არა ბელს!ის არ იმსახურებს ამ თვალებით უყურო! -ამის მოსმენა აღარ მინდა!-გაცოფებულმა გოგომ ჩანთას ხელი დაავლო და უკანმოუხედავად გაიქცა. -სანამ დაძაბული გარემოა!-ღვინის ჭიქა მაღლა აწია ლილიანმა-ფსიქოლოგთან სიარული დავიწყე!-ღვინო ბოლომდე დალია და სავარძელს თავით მიეყრდნო. -ცხადია! -რა არის ცხადი ნენე?-თვალები მოჭუტა. -ცხადია!ეს გჭირდებოდა ლილიან...მიკვირს აქამდე რატომ არ გადადგი ეს ნაბიჯი?! -თავს არ ვიტყდებოდი, მაგრამ როცა გონს მოვეგე და შევმჩნიე, რომ უბრალოდ ანორექსიით დაავადებულ ქალად ვიქეცი,გადავწყვიტე! დროა ლილიან თოლორდავა დაბრუნდეს და ყველა ადგილზე მოსვას! -დროული გადაწყვეტილებაა! -არა ქეთ, დაგვიანებულია!-თავი უსუსურების ნიშნად გააქნია ნენემ-რადგან საიდუმლოებებს ფარდა ავხადეთ...ერთი კაცია... -კაცი?უფროსი კაცი? -შენი ასაკის ლილიან!რეებს მახსნევინებ....მასთან ვწევარ! -რა?-ორივემ ერთხმად შეიცხადა. -რა მოხდა? -გიყვარს? -არ ვიცი....უბრალოდ მასთან თავს კარგად ვგრძნობ... -ამერიკელია? -ქართველია....რამდენიმე თვეა დაბრუნდა!-ღვინო მოსვა და მეგობრების რეაქციას დაელოდა-მინდა ანაბელს გადასცეთ, რომ მე მისთვის საფრთხე არ ვარ! მყავს ადამიანი, რომელიც საკმარისად მავსებს იმისთვის, რომ მშვიდად იგრძნოს თავი.გარდა ამისა, მივხვდი, რატი რეალურად არც არასდროს მყვარებია და მითუმეტეს ახლა არ ვაპირებ ვინმეს ურთიერთობები ვანგრიო.ისიც გადაეცი, ეს რომ მდომოდა, მაშინვე გავაკეთებდი! -ასეთი როდის გახდი? -როგორი ქეთა? -ცუვსისხლიანივით საუბრობ! -ვერ წარმოიდგენ როგორ მტკივა, თუმცა თავის დამცირებას და მის ხვეწნას არ ვაპირებ...რეალურად წარსულში თავად დაუშვა შეცდომა...თავად მიღალატა, მაგრამ ისევ უნდა მე ვეხვეწო პატიებაზე....არ ვაპირებ!ყოველთვის მეყვარება, როგორც მეგობარი....ყოველთვის მხარს დავუჭერ შორიდან, მაგრამ არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რაც მე არ გამიკეთებია! -ძლიერი ქალი გახდი! -გავხდი ლილ!....ახლა კი უნდა დაგტოვოთ! -მასთან მიდიხარ? -არ იცის რომ დავბრუნდი...მგონი დროა მეც გავერთო!-თვალი ჩაუკრა და მალევე გაქრა სახლიდან. ....................... ეს ისტორია ბევრ პერსონაჟს და მათ განცდებს აერთიანებს. პირველი ორი თავი გაცნობას და მოკლე ისტორიებს დავუთმე, აქტიურ მოქმედებებზე კი შემდეგ თავებში გადავალთ მე და ჩემი "გმირები". იმედია მოგეწონებათ...ველი შეფასებებს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.