მომეცი შანსი ( თავი 19)
ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა, აჩის თვალები კი თაიას დაეძებდა რომელიც არსად ჩანდა .თაიას სახლის კარები ღია იყო , ყველაფერი შენელებულ კადრს გავდა მანამ სანამ ძალები არ მოიკრიბა და სახლში არ შევიდა.თაია კუთხეში იჯდა თავჩახრილი და თავის მოხუცს ჩუმად დასტიროდა.ადამიანის სიკვდილი როგორ უნდა გაგიხარდეს , მაგრამ საწოლზე თეთრი ზეწარ გადაფარებული ცხედრის დანახვაზე ლამის გული გაუსკდა, სანამ თაია არ დაინახა.იმ დროს აჩის ადამიანის სიკვდილი კი არა თაიას სიცოცხლე უხაროდა. ჯიუტი გოგო რომელიც სულ ტიტინებდა, ეხლა დუმდა და მისი ლურჯები ამბობდნენ მის მაგივრად სათქმელს. აჩის დანახვაზე თაია ფეხზე წამოდგა, თუმცა ადგილიდან ვერ იძროდა . - ღმერთო როგორ შემაშინე- თაიას მოეხვია აჩი- რა აღარ ვიფიქრე თაი... -ჩემი მოხუცი აღარ მყავს- სლუკუნით მოეხვია თვითონაც- კიდევ ერთხელ დამენგრა ოჯახი... - მე აქ ვარ თაი, პატარაც აქაა...- თავზე ეფერებოდა და ჩუმად ებუტბტებოდა- არ გინდა ჰაერზე გავიდეთ? - ესე ვერ დავტოვებ... - მიხედავენ თაი- თავზე აკოცა და გარეთ გაიყვანა. მთელი დღე მასთან გაატარა,ცდილობდა მისთვის საყრდენი ყოფილიყო და გამოსდიოდა კიდეც.თაიას ძალას აძლევდა რომ გაეძლო. მეზობლებთან ერთად მოხუცი პატივით მიაბარეს მიწას.სწორედ გასვენების დღეს გამოჩნდნენ როგორც ხდება ხოლმე მემკვიდრეები და გულდათუთქული ნათესაობა, ისინი ვისაც წლების მანძილზე მისი არსებობაც კი დავიწყებული ჰქონდათ . ადამიანის სიხარბეს ზოგჯერ საზღვარი არ აქვს, რამოდენიმე დღეში როცა მოხუცი მიწას მიაბარეს მისმა ,,მემკვიდრეებმა“ თაიას ერთი თვე მისცეს სახლის დასაცლელად, თუმცა აჩის ეს არ გაუგია. თაია რამოდენიმე დღეში ისევ დაუბრუნდა სამუშაოს, პარალელურად კი ბინის ძებნა დაიწყო.ექიმთან პირველი ვიზიტის დრო რომ მოვიდა აჩიმ დილიდან თვალი ვერ მოხუჭა, ამიტომ თაიასთან წავიდა. - მზად ხარ? - დილით თავზე დაადგა აჩი - ჯერ ადრეა- თვალები დაჭყიდტა აჩის დანახვაზე- თორმეტზე უნდა ვიყოთ , ჯერ ათიც არაა- - ხოო?- საათს დახედა- ვიფიქრე არ დაგვაგვიანდესთქო. ყავას არ დამალევინებ ? - შემოდი - სიცილით გაიწია გვერდით რომ აჩი შეეტარებინა, სახლში შესულს კი ერთ კუთხეში დალაგებული ბარგისკენ გაექცა თვალი. - სადმე მიდიხარ?- ხმა გაებზარა -კი გადავდივარ- ყავის მადუღარა გადმოიღო -რატომ?- იქვე სკამზე ჩამოჯდა აჩიც - ნათესავები გამოჩნდნენ და ბინის დაცლა მთხოვეს... - ეგ როდის მოხდა?- ფაუკვირდა -გასვენების დღეს..... მითხრეს რომ ბინა უნდა გაყიდონ და … - მე რატომ არ მითხარი?- გაბრაზებულმა გახედა- სად გადადიხარ? - ჯერ არ ვიცი, ბინა არ მიპოვნია- გაზზე დადგა მადუღარა და აჩის ქვევიდან ამოხედა, რომელიც დაბღვერილი უყურებდა- ეგრე ნუ მიყურებ! -როგორ?! - გაბრაზებული სახით… - არ უნდა ვბრაზობდე? რამდენი ხანია გეხვეწები ჩემთან გადმოდითქო…. - გეყოფა გთხოვ…. რა სტატუსით გადმოვიდე შენთან? ჩვენ ერთმანეთისთვის არავინ ვართ… - ჯერ ეს ერთი ჩემი შვილის დედა ხარ და მერე მეორე შენ ჩემთვის ბევრს ნიშნავ. მანამდეც გეკავა ადგილი ჩემს ცხოვრებაში სანამ ბავშვის ამბავს გავიგებდი…- თვალები ბრაზისგან ჰქონდა ანთებული- თუმცა როგორც ვხედავ შენთვის არავინ ვარ- ფეხზე წამოდგა - არ გინდა აჩი გთხოვ… - მართალია არ მინდა… ორ საათში გვიწევს ვიზიტი და იქ მოვალ - თაიას სთვის არც შეუხედია ისე გავიდა სახლიდან.დიდხანს იდგა გაქვავებული და ფიქრობდა სად დაუშვა შეცდომა , რა გამოეპარა და რას არ მიაქცია ყურადღება. აჩი კი უაზროდ დახეტიალობდა თბილისის ქუჩებში, მერე მანქანა გააჩერა კლინიკასთან და ლენას დაურეკა - გისმენ აჩი- ლენას მხიარული ხმა გაისმა მეორე მხარეს - ლენ იცოდი თაია რომ ბინას ეძებდა- ლენა დააბნია ამ პასუხმა - არა, არაფერი უთქვამს.რა ხდება აჩი?- თვითონაც ანერვიულდა - მოკლედ ბინას ეძებს და რაღაც მინდა გთხოვო… - გისმენ, თუ შევძელი.. - სანამ სასწავლებლად წავიდოდი ბინა მქონდა ერთ ოთახიანი , ეხლა დაკეტილია… იქნებ შეხვდე და ისე შესთავაზო თითქოს ვინმე ახლობლისაა ,ოღონდ მე არ მახსენო.. - რომ გაიგოს?ხომ იცი გაგიჟდება - სანამ გაიგებს დავლაგებით, წლებია იმ ბინაში არ მივსულვარ- ამოიხვნეშა- მისმინე ლენ ხომ იცი შენს მეტი ვერავინ დამეხმარება - კარგი მე ვეტყვი და არ ვიცი ... იმედია დამთანხმდება - მადლობა ლენა, უნდა წავიდე - თაიას დანახვაზე სასწრაფოდ გათიშა ტელეფონი,თუმცა მანქანიდან გადასვლას არ ჩქარობდა, აინტერესებდა რას გააკეთებდა . თაიამ ათი წუთი მაინც იტრიალა ტელეფონით ხელში შესასვლელთან.ამ ხნის განმავლობაში რამდენჯერ აკრიფა აჩის ნომერი რომ გეკითხათ ვერც კი გიპასუხებდათ.მერე უკვე თავის თავთან გააბა დიალოგი.დიდხანს ებუზღუნა და აჩი უკვე გადასვლას აპირებდა ბოლო ძალები რომ მოიკრიბა და დაურეკა. - გისმენ- კმაყოფილი სახით უპასუხა ტელეფონს. - კლინიკასთან ვარ ….. მოხვალ?- ხმა გაებზარა და სახე სატირლად დამანჭა - უკვე აქ ვარ - სამაგიეროდ აჩის ჰქონდა შეუვალი ხმა.- დინჯად გადავიდა მანქანიდან და თაიასკენ დაიძრა- შევიდეთ? - კი - ბოლო დროს საკმაოდ მოწყენილი იყო, მოხუცის სიკვდილმა დაანაღვლიანა ,სულ ტირილი უნდოდა. ექიმმა ეხოზე რომ გაუშვა, მაშინ კი დაუწყო გულმა ბაგა- ბუგი. გულისყურით და დიდხანს ათვალიერებდა ნაყოფს .აჩიც გულდასმით უყურებდა მის შექმნილ კურკისოდენა ჩანასახს, მაგრამ დუმილმა დიდხანს რომ გასტანა ვეღარ მოითმინა. - რამე ხდება ქალბატონო დალი?- კითხვით მიმართა ექიმს, ექიმმა მკრთალად დაუქნია თავი და თაიასკენ მიტრიალდა. - ორსულად პირველად ხართ- კითხვით მიუტრიალდა თაიას, რომელმაც თავი უჩუმრად დაუქნია- პირველი ორსულობისთვის ნორმალურია, თუმცა მაინც გირჩევთ ერთ თვიან წოლით რეჟიმს. ნაყოფის მიმაგრება არ მომწონს,თუმცა სხვა ყველაფერი მგონი წესრიგში უნდა იყოს, ანალიზის პასუხებს დაველოდოთ- ახლადგამომცხვარ მომავალ მშობლებს შეხედა და გაეცინა- საშიში არაფერია, ეხლა გულის ხმასაც მოგასმენინებთ და თავად დარწმუნდებით. ცოტა ხანში ეხოს კაბინეტში ორი გაოცებული სახე , გაღიმებული ექიმი და ბავშვის გამაყრუებელი გულის ხმა ისმოდა.ექიმმა დანიშნულება მისცა , წოლითი რეჟიმიც გამოუწერა და ყველაფრის მიუხედავად მაინც ბედნიერებმა დატოვეს კაბინეტი.აჩიმ უჩუმრად მიიყვანა თაია სახლში .მანქანიდან გადასვლამდე კი თაიას მიუტრიალდა. - ხვალიდან სამსახურში აღარ გახვალ-ბრძანებას უფრო ჰგავდა მისი ტონი. - ეს ერთი თვე გასაგებია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნება და ექიმი ადგომის უფლებას მომცემს სახლში ჯდომას არ ვაპირებ!- არ დათმო თაიმაც - არც მე ვაპირებ შენ სახლში გამოკეტვას....ხო მართლა რომელ სახლში - თეატრალურად გაშალა ხელები- მოძებნე მაინც? - მოვძებნი მალე და გადავალ? არ ინერვიულო- მანქანის კარები გააღო და გადასვლისას მთელი ძალით მიუჯახუნა. აჩის გაეცინა და ლენას დაურეკა,უკვე მივიყვანე და შენი ჯერიაო.დიდხანს მისი დარწმუნება ლენასაც არ დასჭირდა,მალევე დააჯერა რომ მისი ახლობელი ორი წელია უკვე სასწავლებლად იყო წასული და კიდევ დიდხანს არ აპირებდა ჩამოსვლას. ორ დღეში გადასვლაც დაგეგმეს, აჩიმ თავი დაიზღვია და გადასვლისას არ გაყოლია, ვაი და ვინმემ არ მიცნოსო.მის გადაბარგებას დათა და ლენა აგვარებდნენ. სოფიც ნელ- ნელა ეჩვეოდა ოჯახურ ცხოვრებას.თავს ბედნიერად გრძნობდა, თუმცა მისი ძმის უეცარი გამოჩენა და გაქრობა მაინც უცნაურად ეჩვენებოდა.ერთ დღესაც მესიჯი მოუვიდა გეგა სთხოვდა შეხვედრას.დემეტრესთვის ამ ამბის დამალვა არ უნდოდა მაგრამ დემეტრეს რეაქციის ეშინოდა.ყველაფრის მიუხედავად მისი ნახვა უნდოდა, უფრო იმიტომ რომ იცოდა გეგა ქვეყნიდან წასვლას აპირებდა .ამიტომ სამუშაო მოიმიზეზა და გეგას შეხვედრაზე დათანხმდა. ერთ მყუდრო კაფეში დათქვეს შეხვედრა და საღამო ხანს სოფიც იქ მივიდა. - მიხარია რომ მოხვედი- ღიმილით წამოდგა ფეხზე გეგა - გამარჯობა- წინა სკამზე მოთავსდა სოფიც- დრო ცოტა მაქვს და მირჩევნია პირდაპირ საქმეზე გადახვიდე. - მადლობა რომ დრო გამონახე- ჩაეცინა- უბრალოდ მინდოდა წასვლამდე გამეცანი.გავიგე შვილი გყოლია ... - მია , ხუთი წლისაა- სითბო ჩაეღვარა ხმაში - გეტყობა რომ კარგი დედა ხარ, მისი გახსენებისას თვალები გაგიბრწყინდა.მე არ მყავს არავინ, შენ ხარ ერთად ერთი…..ვიცი ფიქრობ რომ მე მამასთან გავიზარდე, თუმცა ესე არაა- სოფიმ გაკვირვებული შეხედა- არ გეგონა არა?! სულ პატარაობიდან მახსოვს როგორ ცემდა დედას როცა წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ჩემზეც არა ერთხელ აუწევია ხელი.ცხრა წლის რომ ვიყავი სახლიდან პროტესტის ნიშნად გავიქეცი…. დედა არ შორდებოდა , ამბობდა არაუშავს ოჯახში ყველაფერი ხდებაო- სოფი გაოცებული უსმენდა- მხოლოდ იმ პირობით დავბრუნდი რომ გაშორდებოდა და ამან გაამართლა… დიდხანს არ გვანებებდა თავს …გვაკითხავდა, გვაშანტაჟებდა, მაგრამ ყოველ ჯერზე პატრულს ვეძახდი და ბოლოს როგორც იქნა აუკრძალეს ჩვენთან მოახლოვება - ძალიან ვწუხვარ- სოფის მართლა შეეცოდა - ასე რომ დიდი არაფერი დაგიკარგავს მასთან თუ არ გაიზარდე, მე თუ მკითხავ ჩვენ ორს შორის შენ უფრო გაგიმართლა- სოფის სიმწრით ჩაეცინა - მე არც დედაში გამიმართლა… არ მცემდა თუმცა დიდად არც ვჭირდებოდი.დედაშენი ძლიერი ქალია ეტყობა… - კი ძლიერი იყო… შარშან გარდაიცვალა- თავი დახარა - ძალიან ვწუხვარ... - სწორედ ამიტომ მივდივარ ქვეყნიდან… შენი არსებობა ეხლა გავიგე, მამამ არ იცის- სოფის სახეზე გაეცინა- ვიყავი მისული ციხეში და წარმოდგენა არ აქვს, მგონი ჯობია არც იცოდეს. - ციხეში რისთვის მიხვედი? - მინდოდა მეთქვა როგორ მძულდა… მან მე ბავშვობა წამართვა- ცოტა ხანს ჩუმად იჯდა- მიხარია რომ ოჯახი გყავს, კარგი კაცი ჩანს შენი ქმარი… მინდა იცოდე თუ რამე დაგჭირდება უბრალოდ დამირეკე- უცხოური ნომერი გაუწოდა - როდის მიდიხარ? - ამაღამ … კარგია რომ არსებობ და გაგიცანი.. - აღარ დაბრუნდები? - თუ დაგჭირდი მხოლოდ მაშინ...მაგრამ შეგვიძლია ინტერნეტით ვიკონტაქტოთ…მიას გაცნობაც მინდა…თუ წინააღმდეგი არ იქნები. - გაგაცნობ- თავი ჩახარა- მე ... მეჩქარება და თუ … - კი დავამთავრე- სკამი უკან გასწია და სოფიც წამოდგა - შეიძლება ჩაგეხუტო?- ისეთი საწყალი სახე ჰქონდა სოფის გაეღიმა და თავი უხმოდ დაუქნია, გეგაც ახლოს მივიდა და გადაეხვია- თმებით ვგავართ ერთმანეთს- მის ხუჭუჭებს ჩამოუსვა თითები - ხო შენც ხუჭუჭა ხარ- აყვა სოფიც - მინდა ბედნიერი იყო, მაგრამ თუ რამე… მოკლედ იცი როგორც უნდა მიპოვნო.როგორც კი დაგჭირდები მაშინვე შენთან გავჩნდები…. სოფიც დაპირდა დაგირეკავო და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. დემეტრე და აჩი იმავე კლუბში იჯდნენ, აჩი თავის ამბებს უყვებოდა როცა დათაც კლუბში შემოვიდა - აქ რა გინდა ?-გაიკვირვა დემეტრემ - აბა სად უნდა ვიყო?- სავარძელზე უდარდელად ჩამოჯდა. - საქმიან შეხვედრაზე!- ცოტა ხანს დააკვირდა და დათას გაოცებული სახე რომ დაინახა გააგრძელა- იცი სოფი სად არის? - აზრზე არ ვარ , ადრე გავიდა დღეს .. - დემეტრემ ტელეფონი მოიმარჯვა და სოფისთან გადარეკა - სად ხარ სოფი? - ხომ გითხარი შეხვედრა მქონდა და უკვე გამოვდივარ- დემეტრეს ძარღვები დაეჭიმა - კარგი, სახლში წამოდი პირდაპირ- კბილებში გამოცრა და ფეხზე წამოდგა - მოხდა რამე? - დათა გაოცებული უყურებდა მის სახე ცვლილებას - არა არაფერია - კლუბი დატოვა და სახლში წავიდა. ძიძას მია უკვე დაძინებული ჰყავდა და დემეტრეს მისვლის მერე თვითონაც მალე დატოვა სახლი .დემეტრე კი მისაღებში დაჯდა და სოფის მოსვლას დაელოდა.პირველად იყო სოფიმ რომ მოატყუა და მიზეზს ვერ ხვდებოდა.დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია - მელოდებოდი?- თბილად გაუღიმა და მის კალთაში მოთავსდა- რა გჭირს?- დემეტრემ ალერსითვე რომ არ უპასუხა გაუკვირდა - კიდევ ერთხელ გკითხავ და შეეცადე არ მომატყუო- თვალებში ჩახედა- სად იყავი სოფი? - ჩემს ძმას შევხვდი- მიხვდა ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა- არ მინდოდა გაბრაზებულიყავი… - შენი აზრით ეხლა მე მშვიდად ვარ? - აი ზუსტად ეს არ მინდოდა- ფეხზე წამოდგა და მის წინ სავარძელზე დაჯდა- ისეთი სახით მიყურებ …მე უნდა გამეგო რატომ იყო მოსული… - მერე? გაიგე?- ხელები გაშალა - გავიგე- ამოიბურტყუნა - რომ გეთქვა პირდაპირ და * ლესავით არ გამოგეყვანე ისე არ გამოვიდოდა?- უკვე ყვირილის ნოტები შეერია ხმაში - ისე გაბრაზდებოდი ... - ხო რა თქმა უნდა, ეხლა ხომ მშვიდად ვარ... რით ვერ გამიცანი ეს დედა** ული .... რას ვერ იგებ? ტყუილი გამოსავალი გგონია?თუ მე გგონივარ შეუგნებელი ს* რი? - ეგ რა შუაშია... მერე გეტყოდი უბრალოდ... უნდა მენახა - კარგი!- ფეხზე წამოდგა - სად მიდიხარ?- კარებთან მისულს ჰკითხა - დაიძინე, არ დამელოდო...- კარები გაიხურა და გავიდა . მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს სოფის, იცოდა რომ დამნაშავე იყო მაგრამ რაღაც მომენტში სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. დემეტრე კი ამას ვერ გაუგებდა.უკვე თენდებოდა და თვალი ვერ მოხუჭა , ისევ მისაღებში ჩავიდა და მის მოსვლას დაელოდა.დემეტრე გამთენიისას მოვიდა .სოფი იქვე ტელევიზორთან იყო მიწოლილი. - ხომ გითხარი არ დამელოდოთქო - აშკარად ნასვამი იყო. - სად იყავი?- დემეტრემ თვალები მოჭუტა - ვსვავდი- დაუზუსტა ის რაც ისედაც ნათლად ჩანდა - სად? - კლუბში, განტვირთვა მჭირდებოდა.... - კარგი!- ფეხზე წამოდგა და საძინებლისკენ წავიდა, დემეტრეც უკან მიჰყვა.სოფი საძინებლის კართან შეჩერდა - ერთი წუთით დამელოდე - კარები შეაღო , პლედი აიღო და დემეტრეს გააწოდა - ეს რა არის?- პლედზე მიანიშნა - პლედია , თუ არ მოგწონს სადაც სვავდი იქ დაბრუნდი - ცხვირაწეულმა საძინებლის კარები მიხურა და მეტი სიფრთხილისთვის შიგნიდან ჩაკეტა- მომინდომა ბიჭმა განტვირთვა. ტანსაცმელი გაიხადა და აბაზანაში შევიდა.კარების იქით კი დემეტრემ რამდენიმეჯერ პლედს და კარებს რიგრიგობით გახედა ,მერე ჩაეცინა და მისაღების დივანი ვაჟკაცურად აითვისა. - დილით სოფი ამაყი გამომეტყველებით მიასთან ერთად სახლიდან ისე გავიდა დემეტრეს არც გაუგია.არც მის ზარებზე პასუხობდა.საღამოს კი დიდი კალათით წითელი ვარდები მიუტანეს ბარათით .,, მაპატიე, მიყვარხარ“. თაიას ცხოვრება თითქოს დალაგდა, სახლის პრობლემა მოგვარებული ჰქონდა.აჩიც ხშირად აკითხავდა თუმცა დისტანცია გაზარდა. აჩი დისტანციას ზრდიდა თაია კი უფრო მეტად ეჯაჭვებოდა, ყოველ წამს ტელეფონს უყურებდა , მის ზარს ელოდებოდა .უკვე წოლითი რეჟიმიც მოუხსნეს ,თუმცა რადგან ბინაში თანხას არ იხდიდა ტორტების მაღაზიისთვის პატარა ფართის მოძებნა დაიწყო. მალევე იპოვნა მის ახალ საცხოვრებელთან ახლოს ფართი სადაც მისი ოცნების განხორციელებას შეძლებდა. თითქმის მთელი ხუთი წელი აგროვა თანხა რომ რამე დაეწყო და ეს დღეც ისე ახლოს იყო თვალებს ვერ უჯერებდა.ლენა ფინანსურ საკითხებში ეხმარებოდა, თუ რამე ძვირიანი მოეწონებოდა აჩი ყიდულობდა და ლენა თაიას დაბალ ფასს ეუბნებოდა. ამ წყვილს კუბიდონივით დასტრიალებდა თავს. მომდევნო ექოსკოპიის დღე ახლოვდებოდა და სქესიც უნდა გაეგოთ. თაია დილით საცხობში იყო ჩასული, მცხობელთან გასაუბრება ჰქონდა ამიტომ აჩიმ პირდაპირ იქ მიაკითხა. თაიაც მალევე განთავისუფლდა. - უკვე მოხვედი?-თვალები ააფახურა, ყველა მისი გამოხედვა გულს უჩქარებდა . - კი, თუ მზად ხარ წავიდეთ- აჩის სახეზე არაფერი ეტყობოდა მაგრამ ყველაზე მეტად უნდოდა მისი ლურჯები დაეკოცნა და მის წამობერილ მუცელზე თუნდაც ხელი დაედო , მაგრამ იცოდა რა ჯიუტიც იყო ამიტომ დროს აძლევდა დაფიქრებულიყო. ხვდებოდა თაიც არ იყო გულგრილი მაგრამ ისეთი ამაყი იყო მისგან ამის აღიარება არც ისე ადვილი იქნებოდა.ექიმთან მალევე მივიდნენ, ჯერ ანალიზები ჩააბარეს ეხოზე შესვლამდე კი თაია კარებთან გაიყინა. - რა დაგემართა?- გვერდით მდგომს გადახედა - გინდა სქესის გაგება?- ქვევიდან ახედა - შენ არ გინდა?-თაიამ თავი უარის ნიშნად გაუქნია - შენთვის მნიშვნელობა ააქვს გოგო იქნება თუ ბიჭი?- თვალები ემღვრეოდა - არანაირი- გაეცინა თაიას ბავშურობაზე აჩის - გინდა სიურპრიზად დავტოვოთ? - კი... მინდა პირველებმა მისი დანახვისას გავიგოთ.... - როგორც გინდა -წინ გაატარა და ოთახში შევიდნენ.ექიმმა თავიდან ჩვეული ყურადღებით დაიწყო ბავშვის დათვალიერება მერე გვრდით გადატრიალება სთხოვა და კარგა ხანს ათვალიერა ეკრანზე. რაღაცას კარგად აკვირდებოდა , აჩიმ და თაიამ ერთმანეთს გადახედეს - რამე ხდება ექიმო?- აჩიმ ვეღარ გაუძლო მის დუმილს - კი- ექიმმა გაუღიმა- ნაყოფი უკვე სამი თვისაა. სქესის გაგება გინდათ? - არა - ორივემ ერთდროულად წამოიყვირა. - კარგით- გაეღიმა ექიმს , ყველაფერი კარგადაა . - ჟელე მუცლიდან მოაშორა და მათი შვილის სურათი მისცა. კაბინეტიდან გამოსული ორივე აჟიტირებული დასცქეროდნენ ფოტოს, რომელზეც ვერ გაარკვევდით ბავშვს სად რა ჰქონდა, თუმცა ეს მათთვის დიდად არაფერს ნიშნავდა, მთავარი იყო რომ მათი შვილის პირველი ფოტო იყო.გარეთ გამოსულმა კი დათა და ლენა შენიშნეს.ლენა უკვე კარგად იყო გაბერილი და უფრო დინჯად დადიოდა - რაო ექიმმა- ლენა ჯერ თაიას გადაეხვია, მერე კი მუცელზე ხელი მიადო - ყველაფერი კარგადააო, თქვენც გეგმიურ ვიზიტზე ხართ ? - კი და თან სქესი ვერ გავიგოთ, იქნებ დღეს მაინც გამოჩნდეს - დათას ახედა ლენამ- თქვენ რა ქენით გაიგეთ? - არა , სიურპრიზად დავიტოვეთ-გაეცინა თაიას - პირველზე ჩვენც არ გვინდოდა გაგება, ეხლა უკვე გვინდა მაგრამ იმალება- გადაიკისკისა ლენამ - კარგი შედით არ დაგაგვიანდეთ- თაიამ კიდევ ერთხელ აკოცა და აჩისთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. - ხომ არ გშია? - სიჩუმე აჩიმ დაარღვია - ცოტა- ხელებით მოზომა თაიმ - კარგი რესტორანია აქვე და შევიდეთ - გაუღიმა თაის, რომელსაც ხინკლის წარმოდგენისას თვალები გაუბრწყინდა - სახინკლეში რომ წავიდეთ?!- უხერხულად გახედა - როგორც გინდა -მხრები აიჩეჩა და სახინკლისკენ აიღო გეზი. სანამ ხინკალს მოიტანდნენ თაია პატარა ბავშვივით ცქმუტავდა , აჩი კი მის საქციელზე ხალისობდა.მერე ხინკალს ისეთი სიამოვნებით ჭამდა , თვალებსაც კი ხუჭავდა. - მცხობელი აარჩიე?- თაია ნეტარებას მოწყვიტა - მგონი კი, დღეს რომ ქალი იყო ხომ ნახე?- აციმ თავი დაუქნია- მომეწონა, ვნახოთ რა გამოვა - სახელი შეარჩიე?- აჩი ცდილობდა მათ პირადს არ შეხებოდა საუბარი - დედას ანა ერქვა - თვალებში სევდა ჩაუდგა - მინდოდა რაღაც საერთო მომეძებნა და,,თაიანას” ტორტის სახლი იქნება . - კარგია - აჩიმ თბილად გაუღიმა- ბავშვზე რას ფიქრობ ? - მინდა გოგო იყოს , თუმცა ბიჭზეც არ ვარ წინააღმდეგი- თვალები აუბრჭყვიალდა - სახლი მოგწონს?- კითხვებით ცდილობდა გაეგო მის ცხოვრებაში რა ხდებოდა - კომფორტულია და რაც მთავარია ფულის გადახდა არ მიწევს. - თუ რამე დაგჭირდება ხომ იცი…- აჩის ტელეფონზე ზარმა გააწყვეტინა საუბარი დათა ურეკავდა - აჩი საავადმყოფოში უნდა მოხვიდე - რა ხდება?- ფეხზე ინსტიქტურად წამოდგა და თაიასაც ანიშნა ადექიო - მამაშენი მიყავთ … გული გახდომია ცუდად ოფისში , ლენას დაურეკეს - რომელი საავადმყოფო?- უკვე მანქანაში იჯდა გვერდითა კარი რომ გაიღო და თაიაც დაჯდა - გულის ცენტრშიო, ჩვენც გამოვდივართ….აჩი ხომ იცი ყველაფერი კარგად იქნება … - იმედია დათა - ტელეფონი გაუთიშა და თაიას მიუტრიალდა - სახლში დაგტოვებ მე უნდა წავიდე - მეც მოვდივარ!-თაიას დათას ხმა ესმოდა და იცოდა რაც ხდებოდა, აჩი რაღაცის თქმას აპირებდა თაიამ რომ შეაწყვეტინა - მაინც წამოვალ და აზრი არ აქვს ! არაფერი მოხდება უბრალოდ არ მინდა მარტო იყო. - მარტო არ ვიქნები და შენთვის ნერვიულობა არ ძეიძლება , დროს მაკარგვინებ თაია… - ხოდა რატო კარგავ წავედით- ღვედი გადაიჭირა და ანიშნა მზად ვარო გზაში დიდი დრო არ დახარჯვიათ, ლენა და დათაც მალევე მივიდნენ.იქ მისულებს უკვე ოპერაციაზე დახვდათ შეყვანილი , დიაგნოზი ინფარქტი იყო .ოპერაცია დაახლოებით სამი საათი გაგრძელდა .არავინ არაფერს ამბობდა და ნერვიულობაც უკვე პიკს აღწევდა , ბოლოს კი როგორც იქნა ექიმი გამოვიდა . - როგორ აროს ექიმო- აჩის თაიამ დაასწრო კითხვა - ეხლა უკეთ თუმცა ყურადღება სჭირდება .თუ რამე გართულება არ მოყვა სამ დღეში გამოვწერთ - მადლობა - აჩის წაშლილ სახეზე ნელ- ნელა ფერი უბრუნდებოდა. - ხომ გითხარი , ბესო ძია მაგარი კაციათქო- გაეკრიჭა დათაც - დათა შეგიძლია თაია სახლში წაიყვანო?- თაიას გახეხა რომელმაც წარბები შეკრა მის ნათქვამზე- დაიღალე და სახლში წასვლის დრო გაქვს! - არ დავღლილვარ… - ფეხები დააბაკუნე და ეგაა.. .. - პატარა ბავშვი არ ვარ … - კარგი არ ხარ , ოღონდ ეხლა შენზეც ნუ მანერვიულებ- ახლოს მისწია თავზე აკოცა და დათას გადააბარა - დამირეკე რომ მიხვალ და ლენაც წაიყვანე თორემ სამშობიაროში მგონია თავი- სიცილი აუტყდა - ამათ დავტოვებ და უკან წამოვალ … არ დაიწყო ეხლა არ მინდა და ეგეთები…- ხელი აუქნია და ქალბატონები ბუზღუნით ჩასვა მანქანაში. ორი დღე საავადმყოფოს არ მოცილებია, დემეტრე და დათაც გვერდით ჰყავდა . ბესო თავს კარგად გრძნობდა და მესამე დღეს გაწერეს კიდეც.აჩისაც მამასთან მოუწია დროებით გადასვლა. ექთანიც დაუქირავა რომ მისი არ ყოფნის დროს მოევლო. სამი დღის განმავლობაში თაიაც არ ჰყავდა ნანახი.მის კორპუსთან მისვლას ერიდებოდა თუმცა ისე ენატრებოდა უკვე რომ არ მისულიყო არ შეეძლო.ამიტომ საღამო ხანს მასთან გავიდა თუმცა სახლში არ დახვდა, ტელეფონსაც არ პასუხობდა ამიტომ ჯერ სახლში მიაკითხა და კარები რომ არავინ გაუღო ქვევით ჩამოტრიალდა.უკვე მანქანაში ჯდებოდა მისი ძველი მეზობელი , ციალას შეკივლება რომ გაიგო - აჩიკო შვილოოო!- მანქანასთან მისული ცივად მიტრიალდა- დედა, ამას ვის ხედავს ჩემი თვალები. - როგორ ხარ ციალა დეიდა?- ზრდილობიანად მოიკითხა უბნის კოლორიტი - მე რა მიჭირს შენგან დავიწყებულს.როდის ჩამოხვედი? - ერთი წელია უკვე- თან თვალებს აქეთ- იქით აცეცებდა თაია არ გამოჩენილიყო - ცოლი კიდევ არ მოგიყვანია?-ქოთქოთებდა ციალა - არა ჯერ, მაპატიეთ მეჩქარება... - წადი შვილო წადი, ხო მართლა ის ლამაზი გოგო ვინაა შენს სახლში რომ ცხოვრობს?- ციალას როგორ გამორჩებოდა ბინის ამბავი - ჩემი ბიძაშვილია- დაახეთქა რაც მოიფიქრა - მართლა ძალიან მეჩქარება, უნდა მომიტევოთ- ზრდილობიანათ სცადა მისი თავიდან მოშორება - წადი შვილო ოღონდ არ დაგვივიწყო- რაც შეეძლო სწრაფად მოშორდა ციალას და მანქანაში ჩაჯდა. ვერ გაიგო სად უნდა ყოფილიყო თაია, მერე ტორტის სახლი გაახსენდა და იქ მიაკითხა. თაია მის პირველ შეკვეთას აფორმებდა.ისე შევიდა აჩი საქმეში გართულს არც გაუგია.ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა ულამაზეს ტორტს რომელზეც გარკვევით ეწერა ,,ლუკა შვიდი წლის“. ბოლოს თაიამ თავისთვის ჩაიდუდღუნა - ნეტა მოეწონება?-ტორტი კიდევ ერთხელ დაატრიალა - აუცილებლად!- აჩის ხმაზე ისე შეხტა ლამის ტორტს მიეჯახა - ღმერთო … გული ლამის გამიხეთქე - გულზე ხელი მიიდო- როდის მოხვედი? - დაახლოებით ათი წუთია, ესეთი ტორტი ჩემთვის რომ მოეტანათ მეც გამიხარდებოდა- ტორტის თემას მიუბრუნდა- ხატვა არ გიცდია? - რატომ მეკითხები? - ტორტი ლამაზად მოხატე, სავარაუდოდ კარგად უნდა ხატავდე - არასდროს მიცდია- წელზე ხელი მიიჭირა და პატარა მუცელი წინ საყვარლად გამოებზიკა, აჩი შენელებული კადრივით უყურებდა თაიას, მისი ფიქრები კი მხოლოდ ადასტურებდნენ ფაქტს რომ თაია უღმერთოდ ლამაზი იყო. - დაიღალე?- ახლოს მივიდა და წინ გადმოგდებული რამოდენიმე თმის ღერი ყურს უკან გადაუწია, თაია კი დაბნეული ახამხამებდა თავის ლურჯ თვალებს- წამო სახლში წაგიყვანო - მე..მე უნდა შევინახო - ტორტზე მიანიშნა, აჩი კი მისი დაბნეულობით სარგებლობდა და მის სახეს საგრძნობლად უახლოვდებოდა, მერე წელზე ხელი შეუცურა ახლოს მისწია და თაიამ თვალები რომ დახუჭა კოცნის მოლოდინში აჩის ჩაეცინა , ხელი გაუშვა და ჩაახველა- მიდი შეინახე და წავიდეთ- თაიას გაოცებული სახე სიბრაზისგან აუწითლდა, გული ამოვარდნას ჰქონდა. ტორტს ხელი დაავლო და მაცივარში შედო .მერე გაბრაზებულმა წინსაფარი სკამზე მიაგდო - მზად ვარ , წავიდეთ- დემონსტრაციულად ასწია ცხვირი, აჩიმაც ტუჩის კუთხე ჩატეხა და გარეთ ნელი სვლით გავიდა- იდიოტი, თვითკმაყოფილი ნარცისი- ბუზღუნით ჩაკეტა საცხობის კარები. ამ დღის მერე ერთი კვირა არ შეხმიანებია თაიას, ის კი გადარეული დააბოტებდა,ყველგან მის სახეს ეძებდა.ბოლოს ვეღარ მოითმინა და საღამო ხანს მიწერა მარწყვი მინდა და ქოქოსი თუ შეგიძლია მომიტანეო.ეს პირველი სურვილი იყო რისი ასრულებაც თაიამ სთხოვა,მისთვის პასუხი არც მიუწერია ისე წავიდა საყიდლად თაიამ კი იფიქრა რომ მისი მესიჯი დააიგნორა და მაღაზიაში თვითონვე ჩავიდა .უკვე კორპუსში ბრუნდებოდა თაიამ აჩის მანქანას რომ მოჰკრა თვალი და ისიც ამაყად გადმოვიდა.უკანა კარი გააღო და ორი ცელოფანი გადმოიღო. - სად იყავი?- თაიასთან ახლოს მივიდა - მაღაზიაში- მთელი კვირის მონატრება ერთად შემოაწვა - თუ ჩადიოდი რაღატო მომწერე? - არ ვაპირებდი, მეგონა არ მომიტანდი- თავი პატარა ბავშვივით ჩახარა - აი აიღე- ცელოფნები მიაწოდა - არ ამოხვალ? - ისეთი საყვარელი სახე ჰქონდა აჩი თვალებით ჭამდა - ყავას თუ დამალევინებ… - დაგალევინებ.. - გაეცინა თაიასაც და წინ გაუძღვა. სადარბაზოში შედიოდნენ ციალას ხმამ კიდევ ერთხელ რომ გაყინა აჩი - აჩიკო შვილო, ბიძაშვილს მოაკითხე?- თაია ადგილზე გაქვავდა აჩის კი სახეზე ფერები გადაუვიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.