შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული{3}


29-07-2022, 02:06
ავტორი dara
ნანახია 10 351

კარზე რამდენჯერმე დააკაკუნა, თუმცა არავინ ჩანდა.თხუტმეტი წუთის შემდეგ მობეზრებული აპირებდა უკან გაბრუნებას როცა კარი გაიღო და მამაკაცი გამოჩნდა.ძილისგან დასიებულ თვალები მხოლოდ მას შემდეგ გაუსწორა, რაც ქალმა ხმამაღლა ჩაახველა.
-მეჩვენები ნენე?-ეშმაკურად გაიღიმა და გადაპარსულ თავზე ხელი გადაისვა-კარგი სიზმარია! არ გელოდი!
-არ მითხრა,რომ ჩემ არყოფნაში ვინმე იპოვე და ახლა შენს საწოლს მისი სხეული ამშვენებს!-უნებართვოდ შეაბიჯა, გარემოს თვალი კმაყოფილმა მოავლო და დივანზე ჩამოჯდა.
-თავად გჯერა მაგის?
-არ შეგეძლო სახლში სიახლე შეგეტანა?-ოსტატურად დააიგნორა-ზუსტად ისეთია, როგორიც ამერიკაში!
-რას ვიზამთ ერთფეროვნება მიყვარს!
-ჰო ეს შენს ქალებსაც ეტყობათ!
-რომელ ქალებში ნენე?! რეებს იგონებ....რამე დაგესიზმრა?
-მჰმმ....ხშირად მესიზმრები!
-არ გინდა პალტო გაიხადო? ავასრულოთ შენი სიზმრები! ვფიქრობ, დღეს არსად აპირებ წასვლას!-თვალი ჩაუკრა და ვნებიანი მზერა ჩააყოლა..
-როგორც ყოველთვის მართალი ხარ!
-მაშინ რას უცდი?
-ვფიქრობ, რომელი დავტესტო....მგონი საწოლი უფრო კომფორტული უნდა იყოს!
-მოდი ამას მე გადავწყვეტ!-ხელის ერთი მოძრაობუთ წამოაყენა ქალი და სხეულზე მიიკრა-ამის შიგნით არაფერი გაცვია!....ხერხი მაინც შეცვალე!-ყელს ჩააყოლა ტუჩები და ხელი პალტოს ქამრისკენ გააცურა.
-ერთფეროვნება გხიბლავს!-გაბრუებულმა ძლივს ამიჩურჩულა.
-მართალი ხარ!-ერთი ხელით მოაშორა საფარველი და სიშიშვლე გაამეფა-რას ამბობდი?საწოლი გირჩევნია?!-მუცელზე შეისვა
-მჰმ!
-მე ვფიქრობ აქ სჯობს!-სამუშაო მაგიდაზე შემოსვა და ბოლომდე დაეუფლა ქალის სხეულს.
-კონ სტან ტინე!
***
დილით გაღვიძებულს ქალი საწოლში არ დახვდა. იფიქრა, როგორც ყოველთვის დამტოვა და წავიდაო, დიდად არ უდარდია, მიჩვეული იყო ნენესგან ასეთ ქცევას, ამიტომ მშვიდად წამოდგა იბანავა და საუზმის მზადება დაიწყო. უკვე საუზმობდა მის მაისურსა და შორტებში გამოწყობილი გიგანი რომ გამოჩნდა.
-უჩემოდ დაიწყე?-მოწყვეტით აკოცა და წ ლის ჭიქა ააცალა.
-სად იყავი?-წარბები შეკრა და ისე დააკვირდა-გაგაეღვიძებინე! დაიკარგები ნენე!
-შენ მე სადაური გგონივარ, საინტერესოა?!
-წლებია აქ არ ყოფილხარ და რატომ ჯიუტობ ვერ ვხვდები?!-თავად დაუდო საუზმე და დაელოდა, როდის დაიწყებდა ჭამას-ნენე ხომ შევთანხმდით, საუზმე აუცილებელია შენთვის!
-მიყვარს, ჩემზე რომ ზრუნავ!-გაეკრიჭა და ომლეტს უღიმღამოდ დაუწყო ჭამა.
-მგონია, რომ უგემურია! თავად რომ არ მომემზადებინა,ალბათ დავიჯერებდი კიდეც!-ჩანგალი წაართვა და თვითონ დაუწყო ლუკმების მიწოდება.
-ბავშვი ვარ?
-ბავშვივით იქცევი!-წარბის აწევით მიანიშნა, რომ უნდა დამორჩილებოდა და გიგანმაც აღარ გაუწია წინააღმდეგობა- გუშინ არ გითქვამს, რატომ დაბრუნდი, როდის ჩამოხვედი ან მე რატომ არ ვიცოდი შენი გეგმები?
-ჩემი გეგმები როდის იცი ხოლმე კონსტანტინე?
-ნენე ნუ მეთამაშები, მშვიდად გესაუბრები და თუ შეიძლება, თანმიმდევრულად მიპასუხე კითხვებზე, სანამ მდგომარეობას ვინარჩუნებ და ბოლომდე არ ვიაზრებ, როგორც მექცევი!
-უკვე ბრაზობ და ვერ ვხვდები რატომ?
-ნენე!
-კარგი ხო! მეგობარი დამიკავშირდა, ექიმია, აღმოჩნდა, რომ კლინიკაში გინეკოლოგი სჭირდებათ და მეც გადავწყვიტე,საყვარელი ადამიანები მომენატრნენ და მათ გვერდით მინდა ყოფნა.
-ერთ კითხვას დაგისვამ კარგი?
-არ კმარა კითხვები კოსტა?
-მე რომ ამერიკაში ვყოფილიყავი, წამოხვიდოდი?
-ამ კითხვას მისვამ, როცა თავად გადადგი ეს ნაბიჯი?-სევდანარევი ირონიით გაუღიმა, მორიგი გაწვდილი ლუკმა დააიგნორა და წამოდგა.
-აი თურმე რა?! გაბრაზებული ხარ! ამიტომ არ მპასუობდი ზარებსა და შეტყობინებებზე, ამის გამო არ მითხარი, რომ მოდიოდი. იქნებ ნახვასაც არ აპირებდი?....როდის ჩამოფრინდი?
-ახსნას არ ვაპირებ!
-მიპასუხე!
-გუშინ! დაკმაყოფილდი პასუხით?
-რომელ საათზე?
-რამდენიმე საათით ადრე, სანამ გნახავდი! მეგობრებს შევხვდი!-უყურებდა გაცოფებულ კაცს და მოსწონდა მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, სადისტურად სიამოვნებდა, რომ აბრაზებდა მას შემდეგ, რაც ამერიკაში დატოვა.
-რატი ნახე.....რატი ნახე და მხოლოდ ამიტომ მოხვედი ჩემთან!-ფეხზე ნერვიულად წამოდგა-ის რომ არ გენახა, არც გაგახსენდებოდი! არ მოხვიდოდი და შესაძლოა ვერც გამეგო, რომ აქ იყავი.....როდის დამთავრდება ჩემთვის მაგ კაცის ჩრდილის როლი?! ან ოდესმე აპირებ, დაივიწყო?ოდესმე პატივს დამდებ და ადამიანად აღმიქვამ?
-შენ თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, რომ მე რატი მადარდებს, მასზე ვფიქრობ ან გადარებ მაინც, ძალიან ცდები! რაც გინდა ის იფიქრე, დიდი ხანია ის ადამიანი აღარ ვარ, რომელიც ვინმესთვის რამის ახსნას დაიწყებს! და არ დაგავიწყდეს შენ მაქციე ასეთად, თავდაჯერებულად, ძლიერად, შენ მარწუნე რომ მეც მაქვს ფასი!
-მაგრამ ის კაცი ვერ დაგავიწყე არა?!
-უსაფუძვლო ბრალდებებს არ მოუსმინოო, თავად მითხარი ხუთი წლის წინ...ხომ იცი, ძალიან დამჯერი გოგო ვარ!
- უბრალოდ საუბარიც აღარ მინდა!
-კონსტანტინე კარგი რა?!- კარი უსიტყვოდ გაიხურა, ისე რომ უკან არც მოუხედავს.მიხვდა გაბრაზებული იყო და არ გაკვირვებია, ალბათ თავადაც გაბრაზდებოდა, მსგავსი რამ რომ ეფიქრა, თუმცა არ უნდოდა ახსნა, არ შეეძლო აეხსნა რამე კაცისთვის, რომელსაც ყოველთვის უსიტყვოდ ესმოდა მისი.სჯეროდა, რომ მალე ყველაფერს თვითონ მიხვდებოდა, იმიტომ რომ, ეს კონსტანტინე ყიფიანი იყო, კაცი, რომელმაც გონს მოიყვანა, კაცი, რომელმაც მიახვედრა, რომ რატის მიმართ არაფერს გრძნობდა და კაცი, რომელიც მისი ცხოვრების მამოძრავებელი ელემენტი გახდა.
.............
საავადმყოფოში იყო, გადატვირთული ღამე ჰქონდა, ორდინატორიდან ორდინატორში დარბოდა და ერთი წამით ვერ მოახერხა შესვენება.დილით უკვე გამოფიტული იჯდა ყავის ჭიქით ხელში და სივრცეს გაჰყურებდა. კიდევ ერთი მორიგეობა გადაცვალა, კიდევ ერთ ღამეს გაატარებდა საავადმყოფოში, კიდევ ერთხელ დახარჯავდა მთელს ენერგიას, რათა ფიქრები არ მიჰკარებოდნენ.ზურას მთელი დღე თავს არიდებდა, ცდილობდა, რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ჰქონოდა, თუმცა იმასაც ხვდებოდა, ამით მისი პროფესიონალური ზრდა რომ ფერხდებოდა. სხვა თუ არაფერი, ზურა ნამდვილად კარგი პროფესიონალი იყო, რომელსაც იდეალრად გამოსდიოდა სწავლება.ფიქრებით გართულს წამოადგა თავზე.
-სახლში წადი!-მკაცრად გაიჟღერა ხმამ.
-ვერ მიბრძანებთ რა გავაკეთო!-ფეხზე წამოდგა და გვერდის ავლა სცადა.
-გიბრძანებ! შენი უფროსი ვარ...ადამიანად თუ აღარ მთვლი ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მე ისევ შენი უფროსი ვარ არ დაივიწყო!-აშკარად ბრაზობდა კაცი.
-მორიგეობა მაქვს, ვერ წავალ!
-სამი დღეა აქ ხარ ნუცა....ასე ვერაფერს ისწავლი, გამოფიტული ხარ, ფერი არ გადევს, საერთოდ ჭამე რამე?
-ეგ არ გეხებათ, მთავარია პაციენტებისთვის არაფერი დამიშავებია!
- და გიყურო, როგორ ინადგურებ თავს მანამ, სანამ თავადაც პაციენტი არ გახდები?
-გამიშვით!-თვალებით მოჭერილ ხელზე ანიშნა.
- არა! სანამ არ დამპირდები, რომ სახლში წახვალ, შხაპს მიიღებ, შეჭამ და დაისვენებ!
-მე თქვენ არაფერს დაგპირდებით!-ოდნავ ხმამაღლა მიმართა და მიიქცია კიდეც ირგვლივ მყოფების ყურადღება-მეზიზღები!
-მეც მიყვარხარ! ახლა კი გაჩუმდი და წამომყევი სულელო ბავშვო!- მაშინვე კაფეტერიისკენ წაიყვანა, მიუხედავად ნუცას წინააღმდეგობებისა, არ ჩერდებოდა და ძალით მიჰყავდა ქალი-აქ დაჯექი და ეს შეჭამე!-წინ სენდვიჩი და წვენი დაუდო და სკამზე ძალით დასვა.
-არ შევჭამ! თავი დანამებეთ უკვე ათასჯერ გითხარით!
-ახლავე თუ არ შეჭამ, მე გაჭმევ! კარგად იცი არ გამიჭირდება,თანაც მთელი საავადმყოფო აჭორავდება! შენი პერფორმანსის მერე ისედაც ყველა გვაკვირდება!-თვალით გარშემომყოფებისკენ მიანიშნა. ნუცასაც სხვა გზა აღარ ჰქონდა, უღიმღამოდ შეუდგა ჭამას-ძალიან კარგი, ანუ მეც შემიძლია დავჯდე....სხვათაშორის მეც ადამიანი ვარ და ძალიან მღლით თქვენ. ყველა!
- არ მითხოვია ჩემზე გეზრუნათ, დარწმუნებული ვარ, ისედაც ძალიან დაკავებული ხართ საცოლეზე ზრუნვით!
- ნეტავ ოდესმე სიმართლის მოსმენას თუ ისწავლი ნუციკო?-დანანებით გაიქნია თავი და გვერდზე მაგიდას დაუწყო დაკვირვება.
- ამაზე საუბარი არ მინდა!
-კარგი მაშინ იმაზე ვისაუბროთ, რომ თუ ოდესმე კიდევ შეგამჩნევ, მორიგეობებს ცვლი და გადაბმულად 36 საათზე მეტს მუშაობ, გაგათავისუფლებ ყოველგვარი შანსის გარეშე! და დამიჯერე, როგორც ადამიანს შენი, ხოლო როგორც ექიმს შენნაირი ექიმის დაკარგვა არ მინდა ნუცა!
-როგორც ადამიანმა დიდი ხანია დამკარგეთ... როგორც ექიმს კი ჯერ ვერ შეგპირდებით!....წესებს დავიცავ!-წამოდგა და უსიტყვოდ დატოვა. რამდენიმე წამი აკვირდებოდა, მერე გაყოლაც დააპირა, მაგრამ ქალის ხმამ გააჩერა.
-გავიგე ამ კლინიკის ყველაზე სიმპატიური ექიმი კაფეში იყო და ვიფიქრე დავიწყებული მეგობარი მოენატრებოდა!- მაშინვე იცნო ნენეს ხმა და გაღიმებული მიბრუნდა ჩასახუტებლად მომართული ქალისკენ. წამებში დაფარა მანძილი და ძლერად მოეხვია წლების უნახავს- როგორ მომენატრე ზუურ!- ხმამაღლა წამოიძახა, როცა კაცმა ხელში აიტაცა და დაატრიალა. კარგად დაინაცა მათკენ მიმართული გაბრაზებული თვალები, თუმცა ჩათვალა, რომ ახლა არაფერი უნდა ეკითხა.
-როგორ მიხარია, აქ რომ ხარ, ფერია!-ჩვეული, მზრუნველი ტანოთ მიმართა და თავზე აკოცა-როგორი შეცვლილი ხარ! გაიზარდე!-ცდილობდა მთლიანად შეესწავლა. აშკარა იყო , აღარ გახლდათ ისეთი პატარა, როგორიც ამერიკაში წასვლამდე-რამდენი წელი გავიდა ნენეე!
-ჩვენი ბოლო შეხვედრიდან სამი!-გაუღიმა.
-რა უცნაურია! არადა წლები ერთ ქვეყანაში ვცხოვრობდით!
- არავისთან შეხვედრა არ მინდოდა ზუზუ! შენ ხომ იცი, საკუთარ თავთან ყოფნა მჭირდებოდა!
-იმ ბიჭს ისევ ხვდები?
-მგონი!- სახე დამანჭა.
-მგონი? ნენე!
-ამაზე საუბარი არ მინდა ზუზუ!
-ნუ მეძახი მეთქი ამ ზუზუს რამდენჯერ გითხარი!
-შენ სულ ჩემი ზუზუ იქნები...მაქსიკოს ნაწილი ზუზუ!
- მაქსიკოს ნაწილი...-თავი დახარა და ღრმად ამოისუნთქა- მაქვს უფლება მაქსიმეს ნაწილი მეწოდოს?
-რაც უნდა იფიქროს ლილიანმა, არც შენ და არც დათა დამნაშავეები არ ხართ! ამას ისიც მალე გაიაზრებს!...ნუ მოიწყინეე!
-მენატრება!
- ყველას გვენატრება!....კარგი! წამიყვანე ახლა და მანახე სად უნდა ვიმუშავოო!
-წამოდი!....დღეს ჩემთან მოდი! ყველას მოენატრე ფერია!
-დათა გავახაროთ!-უცებ გაიკრიჭა და ბიჭს მხარზე ჩამოეკიდა.
-გავახაროთ!
-იცი როგორ მომენატრა? უი დათაზე გამახსენდა ელენიკო როგორაა?-ეშმაკურად გაუღიმა ამირეჯიბს.
-ჩემი საცოლე დათაზე რატომ გაგახსენდა?-წარბები მოჩვენებითად შეკრა.
-ეხ ზურიკელა, ზურიკელა! არ გიცნობდე მაინც!ზუსტად ვიცი რაღაცას ხლართავ და ან შენით მეტყვი ან ჩემით გავარკვევ და კარგად იცი არ გამიჭირდება!
-დაწყნარდი ნენეკო! როცა ყველაფერს მოვაგვარებ, ყველა გაიგებთ და მეც მშვიდ ცხოვრებას განვაგრძობ! არავის აფორიაქება არაა საჭირო... ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება დამიჯერე!-ხელი მოხვია და თავზე აკოცა.
-კარგი რა ზურაა!
-არ უნდა მაგას კარგი! წავედი ახლა მე...ნახევარ საათში ოპერაცია მაქვს...დღეს გელოდები იცოდე!
-კარგი, მეც ლევანს ვნახავ, რაღაც დეტალებია გასარკვევი....საღამოს მოვალ..დათად არ უთხრა!-თვალი ჩაუკრა და მთავარი ექიმის კაბინეტისკენ გაემართა.
........................................
ფსიქოლოგის კაბინეტში იჯდა. მესამე ვიზიტი იყო და უკვე ელოდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავსა და მაქსიმეზე ვეღარ ისაუბრებდა. ქალს აშკარად სრულიად სხვა მიმართულებით მიჰყავდ ასაუბარი.
-მაქსიმესა და მეგობრების ურთიერთობა როგორი იყო?
-ის, რომ დათას დასაცავად გაქცეული გარდაიცვალა, ამაზე ნათელ წარმოდგენებს ვერ გიქმნით?-თავი ფანჯრისკენ შეატრიალა და უღიმღამოდ დაუბრუნა პასუხი.
-დათას ხსენებაზე ღიზიანდები?!
-იმედია ეს კითხვა არ იყო!
-მომიყევი მასზე!
-ეს აუცილებელია?-კვილებს შორის გამოსცრა.
-ლილიან, ხომ შევთანხმდით, თუ მოყვები, თავს უკეთ იგრძნობ!
-დათა და ზურა მაქსიმესთან ერთად გავიცანი! ბიძაშვილები მაქსიმეს მეზობლად ცხოვრობდნენ და ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები იყვნენ....მატ გარეშე არაფერს აკეთებდა. მაშინ თვრამეტი წლის ვიყავი, მაქსიმე და ზურა ცხრამეტის, დათა კი ძალიან თხუთმეტის. ყველაზე ტკბილი თინეიჯერი, ვინც კი ოდესმე მინახავს...ტკბილეული,კითხვა და კალათბურთი უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარა იყო, ყოველთვის ზრდასრულივით აზროვნებდა, ალბათ ამიტომ იყო, რომ მაქსიმე განსაკუთრებულად აფასებდა და ასაკის გამო ზურასგან არაფრით განუსხვავებია...იყო შემთხვევები ორივე მათგანი დათას ეკითხებოდა რჩევას.....თავიდანვე განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა...ყველა საიდუმლო შემეძლო გამემხილა და ისიც არასდროს მიმალავდა საკუთარ რეალურ, გულწრფელ გრძნობებს, რომელსაც გარკვეული მიზეზების გამო ზურასა და მაქსს ვერ უმხელდა!-ღრმად ამოისუნთქა.
-რას გულისხმობ?
-თვრამეტი წლის იყო, პირველად რომ შეუყვარდა. მახსოვს საშინლად წვიმდა, მაქსიმე სახლში არ იყო...კატის კნავილი გავიგე და გამახსენდა, რომ ბაღში შემოჩვეული კნუტი თავსხმა წვიმაში იყო. მის მოსაყვანად უნდა გავსულიყავი, კარი გავაღე და გაწუწული დათა პირდაპირ ჩემს იატაკზე აღმოჩნდა....იმ დღეს დიდზანს ვისაუბრეთ, კარგად მახსოვს, როგორი აღტაცებით მიყვებოდა ელენეზე, რომელიც სკოლაში დაინახა...ამბობდა აქამდე არ დამინახვას, თორემ აუცილებლად დამამახსოვრდებოდაო.....ვცდილობდი დამემშვიდებინა და დავარწმუნე კიდეც, რომ სჯობდა დროზე გაეცნო.....მერე ბაბუამისის მეგობარი გამოჩნდა, საშინელი კაცი...თვითონ დავითიც უცნაური კაცია, ძველებური ტრადიციების მოყვარული.....მისი მეგობარი ელენეს ბაბუა აღმოჩნდა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ დავითმა ზურა ელენეზე დანიშნა...მამამისმა კი ჩვიდმეტი წლის გოგოზე კი არ იფიქრა, პირიქით გაუხარდა.....ზურას სიყვარული არასდროს ანაღვლებდა, ამიტომ მისთვის სულ ერთი იყო, თუმც ამაინც შეეცადა ყველაფერი ჩაეშალა...არაფერი გამოუვიდა და სწორედ ამიტომ წავიდა ამერიკაში სასწავლებლად....დათა განადგურებული იყო...თავს ვერ ერეოდა და პარალელურად რცხვენოდა იმის, რომ ბიძაშვილს ღალატობდა......ყველაფერი ამიტომ მოხდა...
-დათა თქვენთვის ძვირფასი ადამიანია ლილიან!
-მან ქმარი მომიკლა ნინა! ჩემვის არაფერს წარმოადგენს! მგონი სეანსი დასრულდა, ნახვამდის!
.............
ველი შეფასებებს!



№1  offline წევრი OKI ME

რა კარგი თავი იყო heart_eyes heart_eyes ახლა უკვე ნათელი გახდა ყველაფერი heart_eyes heart_eyes საინტერესოა და უფრო და უფრო საინტერესო ხდება ისტორია.

ლილიანს დათა მართლა განსაკუთრებულად სხვანაირად უყვარს. ვიმედოვნებ ფსიქოლოგი დაეხმარება ყველაფრის სწორად გააზრებაში. რთული იქნება ლილიანისთვის მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ შენ ამას შეაძლებინებ.

ოოო, ქალბატონი ნენე ძალიან მომწონს. კონსტანტინეს უყურე შენ როგორი ეჭვიანი ყოფილა. რას წამობრძანდა საქართველოში და დატოვა იქ ნენე? ეჭვიანობამ დააბრმავა ეს ბიჭი. უიმე კოტეეე რაღა დროს რატიაა, კარგი რააა laughing laughing laughing

მგონი ყველაზე რთულად ზურას საქმეა. დანიშნეს გოგოზე რომელიც არ უყვარს მაგრამ მისი ბიძაშვილია შეყვარებული მასზე. ყავს საყვარელი ქალი რომელთანაც ბაბუამისის იდიოტური გადაწყვეტილების გამო ვერ იქნება. pensive pensive pensive

უუკარგესი ისტორიააა. არ მინდოდა რომ ეს თავი ასე მალე დასრულებულიყო. მიუხედაავდ იმისა რომ ყველა გმირის ისტორიას მოიცავდა ეს თავი, მაინც არ მეყო laughing laughing laughing წარმატებებიიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი Tata

კარგია მომეწონა ველოდები ახალს

 


№3  offline წევრი dara

OKI ME
რა კარგი თავი იყო heart_eyes heart_eyes ახლა უკვე ნათელი გახდა ყველაფერი heart_eyes heart_eyes საინტერესოა და უფრო და უფრო საინტერესო ხდება ისტორია.

ლილიანს დათა მართლა განსაკუთრებულად სხვანაირად უყვარს. ვიმედოვნებ ფსიქოლოგი დაეხმარება ყველაფრის სწორად გააზრებაში. რთული იქნება ლილიანისთვის მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ შენ ამას შეაძლებინებ.

ოოო, ქალბატონი ნენე ძალიან მომწონს. კონსტანტინეს უყურე შენ როგორი ეჭვიანი ყოფილა. რას წამობრძანდა საქართველოში და დატოვა იქ ნენე? ეჭვიანობამ დააბრმავა ეს ბიჭი. უიმე კოტეეე რაღა დროს რატიაა, კარგი რააა laughing laughing laughing

მგონი ყველაზე რთულად ზურას საქმეა. დანიშნეს გოგოზე რომელიც არ უყვარს მაგრამ მისი ბიძაშვილია შეყვარებული მასზე. ყავს საყვარელი ქალი რომელთანაც ბაბუამისის იდიოტური გადაწყვეტილების გამო ვერ იქნება. pensive pensive pensive

უუკარგესი ისტორიააა. არ მინდოდა რომ ეს თავი ასე მალე დასრულებულიყო. მიუხედაავდ იმისა რომ ყველა გმირის ისტორიას მოიცავდა ეს თავი, მაინც არ მეყო laughing laughing laughing წარმატებებიიი heart_eyes heart_eyes heart_eyes

როგორ მახარებს შენი კომენტარი❤დათა მართლა განსაკუთრებულია ჩემთვისაც???? გულთან ახლოსაა????

Tata
კარგია მომეწონა ველოდები ახალს

მადლობა ❤

 


№4 სტუმარი სტუმარი რუსა

kissing_heart არ გცალია ალბატ პატარა თავებია არადა რამდენია მოსაყოლი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent