დანაშაული{4}
საღამოხანს ამირეჯიბების ოჯახი მშვიდად იჯდა მისაღებ ოთახში.უფროსი დავითის მოთხოვნა იყო, ყოველი დღის დასასრული ერთად გაეტარებინათ და რამდენადაც შესაძლებელი იყო გამოსდიოდათ კიდეც. ზურა ოჯახურ ტრადიციას იშვიათად უერთდებოდა, თუმცა ახლა მათ გვერდით იყო და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა. -ერთ საღამოს ატარებ ჩვენთან და მაშინაც ტელეფონისთვის თვალი არ მოგიშორებია!-საყვედურით მიმართა ბაბუამ. -მე ისიც მიკვირს, ჩვენთვის დრო რომ გამონახა! -დიდი მადლობა რეზო! შენი მამური სოლიდარობის ყოველთვის მჯეროდა!-ირონიული ღიმილით ამოხედა მამას- თუ ვერ იაზრებთ ვმშაობ და დრო არ მაქვს საჭორაოდ ჩამოჯიგდეთ ხოლმე! -ჩვენი ბიზნესისთვის რომ მიგეხედა, დრო ყველაფრისთვის დაგრჩებოდა....მათ შორის საცოლისთვისაც! -ელენე რა შუაშია? რამე მოუვიდა? -აუცილებელია რამე მოუვიდეს იმისთვის, რომ გაგახსენდეს? -გადატვირთული რეჟიმი მაქვს! -ეგ გამართლება გგონია? არ იცი, რომ ქალს ყურადღება სჭირდება? არ იცი, რომ შენი ქალი გასაჭირში თუ ლხინში შენთან უნდა იყოს? მარტო პაციენტები გაინტერესებს? -ჩემი ქალი? რა ჩემი ქალი?! თქვენ ელენე მართლა ნივთი გგონიათ? ელენე დამოუკიდებელი ქალია, რომელსაც ჩემი კონტროლი არ სჭირდება და თუ იმდენად გაუჭირდება, რომ ვინმეს დახმარება დასჭირდება, არ მგონია ეს მე ვიყო! რადგან ის არასდროს მომმართავას!-ცოფებს ყრიდა ზურა. -რას ნიშნავს არასდროს მოგმართავს?-ხმას აუწია რეზომაც- აბა ვის უნდა მიმართოს, თუ არა საკუთარ საქმროს? -საქმროს? მისი საქმრო არ ვიქნებოდი არასდროს, რომ არა თქვენი და მისი ოჯახის სულელური აზროვნება! არ მიყვარს და არ ვუყვარვარ, მაგრამ ვემორილებით თქვენს ნებას და უმჯობესია სხვა არაფერში ჩაერიოთ კარგი?!-ბოლოჯერ იღრიალა, შემდეგ კი მშვიდად დაამატა- მაცადეთ მშვიდი საღამო გავატარო ჩემს დასთან ერთად ან წავალ და ისევ საავადმყოფოში დავიძინებ!-სწორედ ამ დროს კარის ჩარჩოზე მიყრდნობილ დათას გაუსწორა მზერა-მანდ რას დამდგარხარ შენ კიდე?! მე თუ ვზივარ და ვიტან მოხვალ და შენც აიიტან!-მზერით სავარძელზე ანიშნა და დის გვერდით მიესვენა. -როგორ მიყვარს ოჯახური იდილია!-ირონიული ღიმილი აიკრა, ჩამოჯდა და მზერა მოავლო გაცხარებულ ოჯახს-ერთი მშვიდი საღამო მეღირსება? -რა იყო ბაბუ სტუდენტებმა გაგაბრაზეს?- არც უფროსმა დავითმა დააკლო-მომინდომა მშვიდი საღამო კაცმა, რომელმაც მსოფლიოში ყველაზე მოსაწყენი პროფესია აირჩია...ჩვენ მაინც გაგიხალისებთ ცხოვრებას! -გმადლობთ ეს უკვე მოახერხეთ!...- კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თვალებზე ხელი რომ ააფარეს. -აბა გამოიცანი ვინ ვარ?!- რაც შეეძლო დაბოხებული ხმით მიმართა.ამირეჯიბმა ჯერ წარბები შეჭმუხნა მერე კი ხელზე შეეხო ქალს. -ნენე?-ჩუმად ამოიჩურჩულა ხელი მოიშორა და მონატრებულ სახეს გაუსწორა მზერა-ნენეე!-ძლიერად მოეხვია და ჰაერში დაატრიალა. -მე ვარ დათი!-ხმამაღლა გაიცინა და ლოყაზე ტუჩები მიაკრო-ჩემი გიჟი! -როდის ჩამოხვედი? -გუშინ! -შენ რა იცოდი და არ მითხარი? -რა გგონია ვისი დაგეგმილია მისი ჩამოსვლა?-ეშმაკურად გაუცინა ზურამ. -მოგკლავ! ეს როგორ დამიმალე!-სანამ დათა ბიძაშვილთან კამათით იყო დაკავებული ნენემ ყველა ინახულა-და თქვენ ქალბატონო? არ უნდა გეთქვა თუ მოდიოდი? -სიურპრიზია პატარავ!-იცოდა, როგორ ვერ იტანდა ასე რომ მიმართავდა და მისი გაღიზიანების ექსტაზის თავიდან განცდა მოუნდა. -ნენე! -ნუ მიყურებ ეგრე! რაც ჩამოვედი ყველა ეჩხუბებით და წავალ საერთოდ!...ისე გირჩევნიათ ყველაზე სიმპატიური ბიძაშვილების დუეტი შეკრათ და კლუბში წამიყვანოთ! -არ გეზარება? -რა მეზარება ზურა? დაბერდი აშკარად! -დავიღალე ნენეკო! -ადექი რაა! ნახე დათას სახე პირდაპი ითხოვს რომ ალკოჰოლი მიეწოდოს!...მარიტ ახტი ჩაიცვი! -მოიცა, მოიცა! -ნუ გერთვება ძმურიი! მე ვთქვი რომ მოდის!ვინმემ ეენიკოს დაურეკეთ მომენატრა! ……………………………….. კლუბში ხუთივე ერთად გამოჩნდნენ. ელენე თავს უხერხულად გრძნობდა თუმცა შეეცადა არაფერი შეემჩნია. -სასმელს მოვიტან!-შეეცადა დროებით მაინც მიეცა ამოსუნთქვის საშუალება. -ვიცეკვოთ ნენე!-დათამ ხელი ჩაავლო ქალს და პასუხს არც კი მოუსმინა ისე წავიდა. -მარტო ჩვენ დავრჩით! მოვა ის და მარტო უნდა ვიყო! აბა ეგენი არავისთან ცეკვას მაცდიან!-მარიტამ ამოიოხრა. -ცეკვა არ მიყვარს ასე რომ მე ვიქნები შნი პარტნიორი!-თაზე ხელი გადაუსვა. -და ჩემი ძმა? -რა შენი ძმა? -ჩემი ძმა უფრო გიყვარს თუ ჩემი... -აბა ხომ არ მოიწყინეთ გოგონებო? -არა! საინტერესო საუბარი ჩაგვიშალე!-უკმაყოფილოდ გაიქნია თავი მარიტამ, ელენემ კი აშკარად შვებით ამოისუნთქა-ცეკვა მინდა! გარემოცვა მაღიზიანებს მგონი...მეცეკვე! -რა გჭირს ამიხსენი? -არ შეიძლება ცეკვა მინდოდეს? -ტონი აკონტროლე მარიტა!....საკუთარ თავს არ გავხარ! -მეცეკვები თუ არა? - არა!-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ტელეფონმა დაურეკა და გარეთ გავიდა. - საუბარი ხომ არ გაგვეგრძელებინა! -რაღაც უცნაურად იქცევი მარიტა! მოხდა რამე ჩემო საყვარელო?- ელენე მიუახლოვდა და შეეცადა მასთან ჩვეული საუბარი წამოეწყო, მაგრამ ამირეჯიბი აშკარად მტრულად იყო განწყობილი მის მიმართ. -მოხდა ელენე! მაგალითად ის მოხდა რომ ჩემი ძმა არ გიყვარს...ცოლად მაინც მიყვები! -მაგრამ... -არ უარყო! ეს ორივემ ვიცით! -მაშინ ისიც გეცოდინება რომ არჩევანს არავინ მიტოვებს! -კი ესეც ვიცი და აქამდე ამიტომაც არ გადანაშაულებდი რაიმეში, მაგრამ ამ ბოლო დროს შევამჩნიე რამდენად ხშირად გერევა სააბაზანოს კარი იმ სახლში, რომელშიც გაიზარდე...უცნაურია, რომ ყოველთვის დათას ოთახში ამოყოფ ხოლმე თავს...მერე უცებ აღმოვაჩინე, როგორ გეჭირა მისი მაისური....როგორ ათვალიერებდი მის ნივთებს , როცა ოთახში არ იყო და დავფიქრდი იქნებ ეს ქორწინება შენთვისაც ხელსაყრელია.... -რას ბოდავ? -მაგალითად იმიტომაა ხელსაყრელი, რომ ჩემს ბიძაშვილთან ახლოს იყო! -ხვდები რას მეუბნები? -დამიჯერე კარგად რომ არ დავკვირვებოდი საკუთარ ეჭვს ამას არ გკითხავდი! -სჯობდა ყველაფერს კარგად დაკვირვებოდი!-წამოდგა და უკანმოუხედავად დატოვა. -გოგონებო...ელენე სადაა?-უკან დაბრუნებულმა იკითხა და თან საკუთარ ნივთებს დასწვდა. -ბართან წავიდა! -კარგი! მე უნდა წავიდე სასწრაფო საქმე მაქვს სახლში დათა წაგიყვანთ!რომ მოვალ დავილაპარაკოთ ხო? -დავილაპარაკოთ! *** ბართან ჩამოჯდა და სასმელი შეუკვეთა.ცდილობდა სიამოვნება მიეღო ალკოჰოლთან ურთიერთობით, თუმცა რამდენიმე წუთის წინანდელი საუბარი ამის საშუალებას არ აძლევდა. თავადაც იცოდა რომ გრძნობების დაფარვა უჭირდა, თუმცა მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ეს სხვებისთვისაც შესამჩნევი გახდებოდა. თუ ამას ვინმე გაიგებდა დაიღუპებოდა..არავინ დაინდობდა, საკუტარი მამა გადაუვლიდა პირველი და დათასაც დაღუპავდა.არ შეეძლო საკუთარი გრძნობების გამო მისთვის ზიანი მიეყენებინა. ამიტომ უნდა შეეჩერებინა მარიტა სანამ არარსებული რომანის შესახებ ვინმეს ეტყოდა. უცხო მამაკაცი მიუახლოვდა და გასაუბრება სცადა. შეეცადა მოეშორებინა მაგრამ უცნობი აშკარად არ აპირებდ ადანებებას. -მგონი უკვე გითხრეს, რომ უნდა წახვიდე!-ამირეჯიბი მოულოდნელად გამოჩნდა და ტვალები დაუბრიალა კაცს. ისიც უკანმოუხედავად წავიდა. -გმადლობ! -აქ მარტო რატომ ზიხარ?-ჩათვალა რომ ეს მისი ერთადერთი შანსი იყო სულ ცოტახნით მაინც ესაუბრა საყვარელ ქალთან ისე, რომ არავის შეეშალა ხელი. -ვფიქრობ! -შეიძლება ვიკითხო რაზე? -ყველაფერზე რაც ჩემს გარშემო ხდება! დავიღალე დათა! შენ იცი...იცი რამდენი თამაში გვიწევს ცხოვრებაში! ყოველთვის გესმოდა რას ვგრძნობდი! -შეშინებული ჩანხარ! რამე მოხდა? -მომწყინდა, ყველას ბრძანებების შესრულება მღლის! - მაშინ ნუ შეასრულებ! მარტივია! -მარტივი არ არის!ჩემს ოჯახს იცნობ! იქ მარტივი არაფერია....ბაბუაჩემს ვძულდი, ახლა მამაჩემს ვძულვარ, თუმცა მაინც კარგი ინვესტიცია ვარ! -ინვესტიცია არ ხარ! შენ ნიჭიერი, ლამაზი, ემოციებით სავსე, პერსპექტიული ქალი ხარ, რომელსაც ამ სამყაროში მაღალი მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. -ნეტავს ყველა შენსავით მხედავდეს!... -შეუძლებელია ეს არ შეამჩნიო! -შენ ძალიან ძვირფასი ადმიანი ხარ დათა! ............... მანქანას მთელი სისწრაფით მართავდა, იმდენად სწრაფად, რომ ნახევარი საათის გზა თხუთმეტ წუთში გაიარა. -რა დაემართა! -ცუდად გახდა, მგონი მოიწამლა! -არ გაგაფრთხილე სახლში წადი მეთქი?-კარი შეაღო თუ არა შეტევაზე გადავიდა მაგრამ მობუზული ნუცას დანახვისას თითქოს მოლბა. -შენი ნახვა არ მინდოდა!-ძლივსძლივობით ამოიკრუტუნა და გამშრალი ტუჩები ენით დაისველა-აქ რატომ ხარ! -სახლში წაგიყვან, ამაზე მერე ვისაუბროთ!-მისკენ დაიხარა, თუმცა ქალმა შეაჩერა-ნუ ჯიუტობ ნუცა. -არ შემეხო რა! ამის ატანა არ შემიძლია!მართლა! -მაპატიე!ამ ერთხელაც!-ხელში აიტაცა და გასაგვლელისკენ დაიძრა. სახლში მიყვანის შემდეგ მაშინვე საწოლში დააწვინა და თავადაც მის გვერდით ჩამოჯდა.შუბლზე ხელი მიადო და როცა მიხვდა რომ ზედმეტად ცხელი იყო თერმომეტრს დაუწყო ძებნა. -კარგი ნუცა!უნდა გაიღვიძო...ნუცა!-ფრთხილად შეაღვიძა- წამალს დაგალევინებ და მერე ისევ დაიძინე კარგი?-აბი საკუთარი ხელით გადააყლაპა და შემდეგ ისევ ძილის უფლება მისცა. სანამ გაიღვიძებდა სამზარეულოს მიაშურა და წვნიანის მზადება დაიწყო. აშკარა იყო გოგონა სახლში იშვიათად იკვებებოდა, ვინაიდან მაცივარი თითქმის ცარიელი იყო. რამდენიმე საათში წვნიანით ხელში შევიდა საძინებელში და უკვე გაღვიძებულს მიუახლოვდა. -აქ არ უნდა იყო! -წავალ, როცა კარგად გახდები! -არ მინდა ზურა! შენი მზრუნველობა მაშინებს....შენ საცოლე გყავს და მე მეშინია, რომ შენზე დამოკიდებული გავხდები! -მე უკვე ვარ შენზე დამოკიდებული ასე რომ თავი მარტო არ იგრძნო!....წვნიანი უნდა შეჭამო!-ნუცა უხმოდ დაემორჩილა-ყველაფერს გამოვასწორებ! -რას გამოასწორებ ზურა? გამოსწორება რომ შეძლო რაღაც უნდა იყოს დარჩენილი...ჩვენ შორის კი უკვე ყველაფერი დაინგრა! -მიყვარხარ ეს არაფერია? -და ჩემგან რას ითხოვ? ვუყურო როგორ მოიყვან ცოლს, შვილები როგორ გეყოლება თუ შენი საყვარელი გავხდე! -უბრალოდ დრო მომეცი! -მეშინია! -ვიცი, მაგრამ რაღაც უნდა გავაკეთო ნუცა...მერე ყველაფერი კარგად იქნება! -ეს არ მამშვიდებს...-უეცრად წამოხტა და სააბაზანოსკენ წავიდა.რა თქმა უნდა ამირეჯიბიც უკან გაჰყვა და უნიტაზტან ჩახუტებულს მიუახლოვდა-არ გინდა! -დაწყნარდი ნუცა!-მისი თმა ეჭირა და ზურგზე ხელს უსვამდა-გაივლის! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.