შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომუნისტი (მესამე თავი)


2-08-2022, 14:31
ავტორი murachashvili
ნანახია 2 156

მესამე თავი
ის აღტაცება რაც თავიდან საქართველოში ჩამოსვლისას გამიჩნდა გაქრა. რომ გითხრათ დიდი ენთუზიაზმით დავყვებოდი მუზეუმებშიო, მოგატყუებთ. მომბეზრდა ერთი და იგივე ისტორიის მოსმენა, მუდმივი ხოტბა და ქებათა-ქება საბჭოთა წყობის. ჩემი მივლინების დასრულებამდე თითზე ჩამოსათვლელი დღეები რჩებოდა და ვაღიარებ მიხაროდა კიდეც სამშობლოში დაბრუნება.
მახსოვს იმ საღამოსაც რუსთაველის თეატრში ვიყავით. თარჯიმანთან ერთად ჩვენთვის გამოყოფილ ლოჟაში ვიჯექი, ზემოდან გადავყურებდით დარბაზში მოსიარულე საზოგადოებას. მუდამ ენაწყლიანი, უჩვეულოდ ჩუმი და დაძაბული იყო, მომღიმარს თითქოს სიცილი დაავიწყდა.
- ლამაზი თეატრია, ვისი სახელობისაა?- საუბრის ჩამოგდება ვცადე, მაგრამ გოგონას ჩემი თითქოს არ ესმოდა. პასუხის ღირსადაც კი არ ჩამთვალა.
გვერდით მჯდომს ისე გავხედე თავი არ მიმიტრიალებია. ცივი, არაფრის მთქმელი თვალებით უმზერდა მოპირდაპირე ცარიელ, ჩაბნელებულ ლოჟას. თითქოს არაფერი განსაკუთრებული. მაგრამ ფაქტია თვალს არ აცილებდა, ლოჟის ფარდა სულ ერთი წამით გადაიწია, მოაჯირს ვიღაც დაეყრდნო, მაგრამ სახე არ გამოჩენილა, მხოლოდ მამაკაცის თითები, ხელის ტერფი მოაჯირზე ისე გადაატარა თითქოს ფორტეპიანოზე უკრავდა და ფარდაც ისევ ჩამოაფარეს. თითქოს ამას ელოდა. თამამად ვიტყოდი, რომ გოგონას სუნთქვაც კი შეეკრა.
- ბატონო პიერ, თუ არ მიწყენთ, რამდენიმე წუთით დაგტოვებთ! - ჩემ თანხმობას არც კი დაელოდა ისე გავარდა. არ მომჩვენებია, დღეს დილიდანვე აშკარად დაძაბული იყო.
ლოჟიდან ვხედავდი როგორ გადაჭრა დარბაზი. მანანას მუდამ გაშლილი ტალღოვანი თმა ამჯერად უკან გადაეწია და კეფაზე კოსოდ ქონდა დაკოსებული. მუხლამდე ტრაპეციად აჭრილი კლასიკური კაბითა და მოკლე პიჯაკით ქუსლიანი ფეხსაცმლით გამოწყობილი მისი მოხდენილი მოძრაობით აშკარად იზიდავდა იქ მყოფთა ყურადღებას. მაგრამ გოგონა თითქოს ვერავის ამჩნევდა. დიდი დრო არ დასჭირვებია, ჩვენ წინ მდებარე ლოჟაში ამჯერად ქალის სილუეტი ამოძრავდა. მართალია არ ჩანდა, მაგრამ თავს დავდებ მანანა იყო, მისი მოხდენილი თავის ჭერის მანერით ათას ადამიანში გამოვარჩევდი. უნებურად თვალი დარბაზისკენ გამექცა, ლოჟას მხოლოდ მე არ ვაკვირდებოდი. დარბაზში მჯდომი შავ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი აშკარად იგივე მიმართულებით იყურებოდა.
პირობა შეასრულა, წარმოდგენის დაწყებამდე ლოჟაში შემობრუნდა.
- აი, მეც დავბრუნდი. - წინ ისე ამესვეტა თითქოს სხვაგვარად ვერ დავინახავდი. მოაჯირს დაეყრდნო უდარდელი ღიმილით, მგონი ირბინა ისე უჭირდა სუნთქვა.
- მინერალურ წყალს ხომ არ მიირთმევთ? - მაგიდაზე მდგომი ბორჯომი შევთავაზე სულისმოსათქმელად, თან დარბაზს მოვავლე თვალი, პიჯაკიანი მამაკაცი იქ აღარ იყო.
სპექტაკლს უცნაური სახელი, ყვარყვარე ერქვა, ერთ მედროვე და მუქთახორა მამაკაცზე გახლდათ, მეზიზღებოდა მსგავსი ადამიანები. მანანა მითარგმნიდა, მიხსნიდა ჩემთვის გაუგებარ ეპიზოდებს.
მისთვის ჩვეული ჯდომის მანერით, ყელმოღერებული უმზერდა სპექტაკლს, მე კი აზრებით სულ სხვაგან დავფრინავდი. ეჭვი არ მასვენებდა. კითხვა კითხვაზე მებადებოდა და პასუხს ვერ ვიღებდი. რატომ გავიდა, რა უნდოდა, შეხვდა თუ არა ვინმეს, იქნებ ნარკომანია, ან კიდევ უარესი, კრიმინალი?! რა ვიცოდი ამ გოგონაზე გარდა იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლების მიერ დანიშნული თარჯიმანი იყო, ან იქნებ საერთოდაც შეკრული იყო კაკებესთან და მე მიჩალიჩებდნენ რამეს, ერთხელ და ორჯერ წაუყენეს ბრალად საბჭოთა კავშირში ჩასულ ტურისტებს უშიშროების აგენტობის ბრაკდება? ალბათ, დამცინებთ, მეტყვით რომ აშკარად პარანოია მეწყებოდა, მაგრამ ვერაფრით ავხსენი დღევანდელი მოვლენები. რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა გამეგო რა მოხდა მოპირდაპირე ლოჟაში.

სპექტაკლი ორი ნაწილისგან შედგებოდა და სულმოუთქმელად ველოდი შესვენების დროს.
- ბატონო პიერ, დარბაზში ხომ არ ინებებთ გასეირნებას? - ფიქრებიდან მისმა თბილმა ხმამ გამომიყვანა.
- არა, ამხანაგო მანანა, თქვენ დაისვენეთ, ენა მაინც არ მესმის, აქ ჯდომა მირჩევნია.
- მაშინ, თქვენის ნებართვის ჩანთას დავტოვებ, კარგით?
- დიახ, რა თქმა უნდა; - გამიხარდა კიდეც - თუ არ შეწუხდებით, ყავაც წამომიყოლოთ. - უკვე გასულს მივაძახე, სპექტაკლის დაწყებამდე შევამჩნიე პირველ სართულზე კაფეში ყავის მსურველთა მოზრდილი რიგი, იმედია გამიმართლებდა და გოგონა გარეთ შეყოვნდებოდა.
სულ რამდენიმე წუთი მქონდა, რაც ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა მისი ნივთების გასაჩხრეკად. საეჭვო ვერაფერი ვიპოვე, გარდა ჩანთაში მოთავსებული მცირე ზომის რვეულისა, აშკარად ქართული ასოებით ნაწერი A3 ფორმატის რვეული ჩემ ყურადღებას ალბათ არც მიიქცევდა, რომ არა მისი კონვერტზე მოთავსებული გერმანული საფოსტო მარკა. დიდხანს ცხადია არ მიფიქრია, რვეული პიჯაკის შიდა ჯიბეში დავმალე და ცვლილება რომ ვერ შეემჩნია კონვერტში ხელსახოცები ჩავტენე.
- ხომ არ მოიწყინეთ? - ყავის სურნელი შემოიყოლა მანანამ.
- არა, რა თქმა უნდა. - ცხელ-ცხელი სითხე ხრუპუნით მოვსვი - და მაინც, ვერაფრით მივხვდი, თქვენ მოგწონთ კვარკვარე?
- ვერ მიგიხვდით, რას გულისხმობთ?
- მსგავსი მამაკაცი მოგეწონებოდათ?
- არა რა თქმა უნდა. მაგრამ ყვარყვარე მხოლოდ მამაკაცი არაა, აქ ბევრად დიდი რამ იგულისხმება.
- მაინც რა? - ინტერესით ჩავეკითხე ქალიშვილს.
- ტერორი, შიში, რა შეიძლება დაემართოს ადამიანს როცა არაფერი აქვს და უცებ ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში.
- საინტერესოა. თუ კვარკვარე მოზალადეა, ხალხი რატომ ემორჩილებოდა?
- ზოგჯერ ძალაუფლება არასწორი ადამიანების ხელშიც ხვდება. - მსგავსი სიტყვები მეუცხოვა თარჯიმნისგან, რომელიც დღემდე სულ კომუნიზმის დამცველად მევლინებოდა.
- ამას ამბობს რევოლუციონერი ქვეყნის შვილი, - გაოცება ვერ დავმალე - ხომ არსებობს პროტესტი, ასე ცხვარივით თავდახრილი რატომ იტანდნენ უმაქნისი კაცისგან შეურაწყოფას? - თვალებში ვუმზერდი ქალიშვილს, თითქოს მინდოდა იქ წამეკითხა სასურველი პასუხი.
- ზოგჯერ ასეც ხდება! - თვალი ამარიდა, ეს სიტყვები ისეთი ტკივილით თქვა ვეღარ მივხვდი სპექტაკლი იგულისხმა, თუ საკუთარი თავი.
სპექტაკლი დაიწყო და მეც ზედმეტი კითხვები აღარ დამისვავს.
თეატრიდან სასტუმრომდე შორი ნამდვილად არ იყო, ფეხით მოვინდომეთ გასეირნება რუსთაველზე, თუმცა ჩვენთვის გამოყოფილი მძღოლი ავტომობილით მაინც გვერდით მოგვყვებოდა.
- იცით რომ ჩვენთან თითოეულ ტაძარს მისი სახელი აქვს? - დუმილი დაარღვია მანანამ.
- და, რა ქვია ამ ტაძარს? - მარჯვენა მხარეს მდგომ ეკლესიაზე მივუთითე.
- ქაშვეთი.
- ცოტა უცნაური სახელია. - წარმოთქმაზე კიდეც ერთხელ მოვიტეხე ენა.
- დიახ, დასახელება ლეგენდას უკავშირდება.
- მომიყვებით? - მინდოდა მესარგებლა უჩვეულოდ დამტკბარი ჩემი თანმხლებლის ენაწყლიანობით და რაც შეიძლება მეტი გამეგო.
- მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ქართველები - ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევრები ვიყავით და ვართ კიდეც. - ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად გამოკვეთა.
- მეგონა კომუნისტებს ღმერთის არ გწამდათ. - გულწრფელად გამიკვირდა მისი სიტყვები.
- ეგ ალბათ ადამიანზეა დამოკიდებული, მაგრამ ასე მგონია რაც საუკუნეების განმავლობაში შენშია ასე მარტივად ვერ გაქრება. ჩვენი ხალხი სარწმუნეობას ეწირებოდა, რწმენის გამო იღუპებოდა. ჩვენთვის რელიგია და სამშობლო ერთი იყო.
- გინდათ დამარწმუნოთ, რომ ეს სულისკვეთება ისევ არის შემორჩენილი?
- არ ვიცი, იმედი მაქვს. ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება ქაშვეთს, კი უბრალოდ გეტყვით, რომ მისი სახელი საქართველოში VI საუკუნის I ნახევარში, ანტიოქიის ეკლესიიდან ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად შემოსულ 13 ასურელ მამას უკავშირდება. მამათა შორის ერთ-ერთმა, მამა დავითმა სამოღვაწეოდ თბილისი აირჩია. თავის მოწაფესთან, ბერ ლუკიანესთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე მთის ფერდობზე მდებარე ქვაბულში დასახლდა და პატარა სამლოცველო მოაწყო.
როგორც ამბობენ, მამა დავითი ხუთშაბათობით თბილისში ქრისტიანულ სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოდიოდა. ცხადია მაშინაც გვყავდა მტრები, მაზდეანები ხედავდნენ, რომ მამა დავითი ხალხში დიდ სიყვარულს იხვეჭდა და ყველა ხერხის გამოყენებით ცდილობდნენ შეებღალათ მისი სახელი. მოისყიდეს ფეხმძიმე ქალი, რომელმაც ქადაგების დროს, სახალხოდ, სიძვის ცოდვაში დასდო მამა დავითს ბრალი.
- სიძვის ცოდვა რას ნიშნავს?
- დააბრალა, თითქოს მამაომ მასთან იცხოვრა და ორსულადაც მისგან იყო. თქმულება გადმოგვცემს, რომ მამა დავითმა აიღო თავისი კვერთხი, შეახო ორსულის მუცელს და ხმამაღლა კითხა მუცლადმყოფ პატარას:
- თქვი, ვინ არის შენი მამა?
ყველასთვის მოულოდნელად ქალის მუცლიდან მოისმა ხმა:
- მამა მჭედელიაო.
- შემდეგ რა მოხდა?
- თქმულების რამდენიმე ვერსიაა, ერთი ვერსიით, იქ მყოფმა ადამიანებმა ქვები აიღეს და დაიწყეს ქალის ჩაქოლვა. მამა დავითმა ვერ შეძლო ხალხის შეჩერება, ცილისმწამებელი ქალი ქვებით ჩაქოლეს და იქვე დატოვეს — ქვათა შუა. აქედან წარმოდგა სახელწოდება „ქვათაშუეთი“ ანუ „ქაშუეთი“.
- ასე გაიმეტეს ორსული?
- არ ვიცი, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც: მძიმე ცოდვის გამო, ცილისმწამებელ დედაკაცს ღვთის რისხვამ უწია და ბავშვის ნაცვლად ქვა შვა — აქედან მიღებულა სახელი „ქვაშვეთი“.
- თქვენ რომელი ვერსიის უფრო გჯერათ?
- ალბათ მეორე, ბუნებით ქართველები სასტიკი ხალხი არ ვართ. ქალს, მითუმეტეს ორსულს, რაც არ უნდა დაეშავებინა, ასე სასტიკად არ გავუსწორდებოდით.
- ლამაზი ლეგედაა, დასაფიქრებელი. რა ბედი ეწია მამაოს?
- როგორც ამბობენ ამ ამბის შემდეგ, მამა დავითმა მალევე დატოვა თბილისი და თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად გაემართა გარეჯის მრავალმთის დაუსახლებელ, უდაბნო ადგილას, სადაც პოვა სამუდამო თავშესაფარი. იმ ადგილას მონასტერია, დავითგარეჯის სახლობის. აი, მოვედით კიდეც სასტუმროსთან. ჩვენი დამშვიდობების დროა.
- საინტერესო ხალხი ხართ ქართველები. მჯერა კიდევ ბევრი რამ გაქვთ მოსათხრობი. ხვალ ჩვეულ დროს გელოდებით.
- ეს ყველაფერი მხოლოდ წარსულია, ჩვენი ქვეყნის ლამაზი მოგონება. ტკბილ ძილს გისურვებთ.
არასოდეს დამავიწყდება მისი თვალები, უკანასკნელი შემოხედვა. თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა, მის მზერაში არ იყო შიში, უბრალოდ სევდა. თვალი გავაყოლე მიმავალს.



№1  offline წევრი თ. ა.

მე მგონია მართლა ახლა იწყება ყველაფერი. ისე უცნაური შეგრძნება დამიტოვა ამ თავმა ყველა კარტი დამალა და ყველაფერი ბურუსში გახვია. გვიან გამოაჩინა მანანამ თავი და მოხიბლმა მგონი კიდეც იტალიელი ტურისტი. ვნახოთ აბა რა მოხდება შემდეგში.

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

თ. ა.
მე მგონია მართლა ახლა იწყება ყველაფერი. ისე უცნაური შეგრძნება დამიტოვა ამ თავმა ყველა კარტი დამალა და ყველაფერი ბურუსში გახვია. გვიან გამოაჩინა მანანამ თავი და მოხიბლმა მგონი კიდეც იტალიელი ტურისტი. ვნახოთ აბა რა მოხდება შემდეგში.

გეთანხმები, ჩვენი მანანიკო წესით საინტერესო გოგონა უნდა გამოვიდეს kissing_heart

 


პატარა თქვი იყო და არ მეყო.
მემგონი მანანა სულაც არ ფიქრობს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია.
რაღაც მოხდა თეატრში, რაღაც ისეთი რაც მთლიანად შეცვლის "ტურისტის" და მანანას ურთიერღობას. წინ დიდი დაძაბულობა გველის მგონი.

 


№4  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რუსკიმარუსია
პატარა თქვი იყო და არ მეყო.
მემგონი მანანა სულაც არ ფიქრობს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირია.
რაღაც მოხდა თეატრში, რაღაც ისეთი რაც მთლიანად შეცვლის "ტურისტის" და მანანას ურთიერღობას. წინ დიდი დაძაბულობა გველის მგონი.


სიმართლე გითხრათ, მართლა ძალიან მიხარია თქვენი დაინტერესება kissing_heart kissing_heart რა მოხდა თეატრში კი მომავალში ერთად გავარკვიოთ. ვფიქრობ საინტერესო პერსონაჟი გვეყოლება მანანას სახით

 


№5 სტუმარი სტუმარი სალო

როდის დადებთ შემდეგ თავს ? რატო გვალოდინებთ ამდენხანს თანდათან წერთ?

 


№6  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი სალო
როდის დადებთ შემდეგ თავს ? რატო გვალოდინებთ ამდენხანს თანდათან წერთ?

ვიცი რამდენად რთულია ცდა. მაგრამ ისტორია ეხლა იწერება. დავდებ მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent