შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გზა შენამდე [თავი მე-5]


2-08-2022, 18:44
ავტორი L.G-25
ნანახია 1 418

სახლში მისულმა დათოს საქმის ძიება განაგრძო,იცოდა თუ დათოს მკვლელის პოვნა უნდოდა მაშინ ჯერ მოღალატე უნდა მოეძებნა, მაგრამ ეს ისე უნდა გაეკეთებინა რომ არავის გაეგო, თუ ვინმე გაიგებდა გეგმაც ჩაიშლებოდა, ამ საქმეში ის მარტო იყო. ტელეფონზე ზარი გაისმა და სანდრო ფიქრებს მოწყდა, ტომი ურეკავდა, იმდენად იყო ამ საქმეებით გადაღლილი რომ არ სურდა პასუხის გაცემა, ნეტავ შეეძლოს დაძინება და ამ სამყაროსგან დასვენება, მაგრამ ჩვენ ყველა ამ სამყაროს ტყვეები ვართ და გვიწევს ამას შევეგუოთ.
-ბატონო სანდრო, როგორც მთხოვეთ ბოლო წლებში დაზარალებული ხალხი მოვძებნე, საკმაოდ დიდი სია იყო, თუმცა გამორიცხვის მეთოდით სია შევამცირე, 5 ადამიანია ისეთი ვინც შესაძლოა ჩვენ მკვლელს ჰგავდეს და აქედან ერთ-ერთს საქმე ჰქონდა აღძრული ჩვენი გადარჩენილის და სხვა 2 კაცის წინააღმდეგ.
- მოვდივარ ჯგუფი შეკრიბე და ერთად განვიხილოთ.
-უკვე ყველა წავიდა მხოლოდ მე და ემა ვართ ოფისში.გინდათ დანარჩენებს დავურეკო?!
-არა მხოლოდ შენ და ემაც საკმარისია.
-კარგით.
სანდრო განყოფილებაში მალევე მივიდა, ცდილობდა ეს საქმე მალე გამოეძია, რომ დათოს და ცოტნეს საქმეს დაბრუნებოდა. ემას და ტომ გდაღლილი სახეები ჰქონდათ, არადა ახსოვდა სანდროს მათი სახეები პირველი შეხვედრიდან, ისინი მხიარულები და ბედნიერები იყვნენ სანამ სანდრო გამოჩნდებოდა, ახლა კი თვალებს ქვეშ ჩაშავება დასტყობოდათ, თითქოს წონაშიც დაიკლეს, რაც სანდრო გამოჩნდა მას შემდეგ ნორმალურად არავის უძინია, სანდროც შეცვლილი ჩანდა იმ ღამეს, თითქოს კეთილი ბიჭუნა სამყარომ ბოროტ მხეცად აქცია. იმ ღამეს მუშაობა არავის უნდოდა, იმ ღამეს არცერთს არ ადარდებდა ვინ იყო სერიული მკვლელი, ამას მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებდნენ.
ტომი:-ერთი ქალია, რომელმაც სადღაც 2 წლის წინ საჩივარი შემოიტანა, რომ სამმა კაცმა მასზე იძალადეს, პოლიციას მაშინ ბევრი მკვლელობა ჰქონდა გამოსაძიებელი, ამიტომ ეს საქმე გამოუძიებელი დარჩა.
ემამ თავი დახარა და განაწყენებული ხმით ჩაილაპარაკა - მახსოვს ეგ, ყოველ დღე აქ იჯდა მოსაცდელში და სულ იმას გვეკითხებოდა თუ რა ხდებოდა მის საქმეზე, შემდეგ აქ სიარული შეწყვიტა.
სანდრო:-და ახლა სად არის?
ტომი:-როგორც აქ წერია, ამბიდან 5 თვის შემდეგ ინსომნია დაეწყო, შემდეგ კი ფსიქიკური პრობლემები დაემატა ამიტომ საგიჟეთში წაიყვანეს და ახლაც იქ არის.
სანდრო:-უნდა წავიდეთ და გავარკვიოთ მაშინ რა მოხდა.
ტომი:-ახლა გვიანი ამ დროს იქ არავინ შეგვიშვებს.
სანდრო:-მართალია უკვე გვიანია, ხვალ დილით მე და ზი წავალთ თქვენ კი ის 2 კაცი მოძებნეთ და გადარჩენილთან ერთად აქ მოიყვანეთ.
-ის 2 კაცი მკვდარია და იმ ერთი კაცის მოყვანა შემიძლია.
სანდრომ ჩაახველა და ლაპარაკი განაგრძო -კარგი მხოლოდ ის მოიყვანე და დაკითხე. რაც შეეხება იმ საქმეს რაზეც იმ ღამით ვისაუბრეთ, ამ საქმის დახურვისთანავე გეტყვით გეგმას და მოქმედებაზე გადავალთ.
-გასაგებია.
სანდრო ადგა და მაშინვე ოთახიდან გავიდა,ისევე სწრაფად წავიდა როგორც მოვიდა,ადრე ყველაფერს ერთად განიხილავდნენ, ახლა კი სანდრო უბრალოდ ამბობს რა უნდა გააკეთონ სხვის აზრი უკვე უმნიშვნელო გახდა, ადრე ცდილობდა გაეგო ჯგუფის შესაძლებლობები ახლა კი ყველაფერი უინტერესო გახდა, მხოლოდ ბრძანებებს გასცემს, ის არასდროს იყო თბილი ადამიანი, მაგრამ არც ასეთი ცივი ყოფილა.
ემა:-მასზე ვღელავ.
ტომი:-რატომ?
-ვერ ხედავ როგორ შეიცვალა.
-განა სულ ასეთი არ იყო?!
-არა, ის ადრე ჯგუფის ლიდერი იყო ახლა კი ასე აღარაა, ვფიქრობ ჩენი ჯგუფი მალე დაიშლება.
-ნუ ღელავ მარტო არ დარჩბი, მე შენთან ვარ.
ემამ მოწყენილად დახარა თავი -ჩემზე არ ვღელავ, მეშინია რომ თავსი თავს დაკარგავს.
-შენ რა მის მიმართ გრძნობები გაქვს?
-არ ვიცი, მის გვერდით ყოფნა უცანურია, გული მტკივა, მაგრამ არ ვფიქრობ რომ მიყვარს, თითქოს ის ჩემ თავს მაგონებ და არ მინდა რომ მე დამემსგავსოს , მინდა რომ სწორ გზას არ აცდეს და ჩემსავით არ დაიკარგოს.
-არ მესმის.
-არც მე მესმის.
-ემა ვიცი, რომ ბევრი რამ არის რასაც მიმალავ, მაგრამ მინდა იცოდე რომ მე შენთან ვარ, რაც არ უნდა მოხდეს მე შენი მეგობარი ვიქნები.
ემამ ცრემლნარევი ღიმილით ტომს შეხედა -მადლობა.
ცოტა ხანს ერთმანეთს უყურებდნენ, ემა თვალს არ აცილებდა ტომს, თითქოს ცდილობდა მისი სახე კარგად დაემახსოვრა.
ტომმა ჩაიცინა და ღიმილით უთხრა -ასე ყურებას თუ განაგრძობ ვიფიქრებ, რომ სანდრო კი არა მე გიყვარვარ.
-ჩემთვის მნიშვნელოვანი ხარ.
-და შენს იდუმალ ბიჭზე რას იტყვი, მასზე მნიშვნელოვანი ვარ?
-ჰმმმ, არა მასზე მნიშვნელოვანი ამ ქვეყნა არავინაა.
-როდის უნდა გამაცნო?
-რაიყო ეჭვიანობ.
-კი, რადგან მან ჩემი მეგობრი წამართვა.
-ნუ ღლავ შენ უფრო ხშირად გხვდები ვიდრე მას.
-რატომ?
-ცოტა ხნით ერთმანეთისგან შორს უნდა ვიყოთ, ასე გადაწყვიტა.
-და რამდენი ხანია რაც არ გინახავს?
-7თვეა.
-7 თვე?! დარწმუნებული ხარ რომ ისევ უყვარხარ? მგონი დაგშორდა.
-არ დამშორებია, ოჯახური საქმეების გამო დისტანცია გვაქვს.
-კარგი რა მეც ბიჭი ვარ და საყვარელი ადამიანისგან შორს 7 თვე ვერ გავძლებდი, მგონი ცდილობს გულის ტკენის გარეშე დაგშორდეს.
-ასე არ არის.
-კარგი ნუ ბრაზდები, რა ჩემი საქმეა, მაგრამ შეხედე 7 თვე გავიდა და აგერ შენ თვალი სანდროს დაადგი, დარწმუნებული ვარ იმასაც არ გაუცივებია საწოლი.
-უკვე გითხარი რომ სანდრო არ მიყვარს და ვიცი ისიც მარტოა.
-კარგი პრინცესა ტყუილების დაჯერება განაგრძ.
-ვერ გიტან!
-აი მე კი მიყვარხარ.
ემამ ტომს თავში ფრთხილად წამოარტყა ხელი, ტომმა კი ემას ხელი გადახვია და გაუღიმა.
დილით ადრიანად ადგან სანდრო, ზის დაურეკა და ერთად წავიდნენ ფსიქიატრიულ სავაადმყოფოში. უზარმაზარი კარები იყო, ეზო ხეებით და მცენარეებით იყო სავსე, ექიმები და პაციენტები ეზოში სეირნობდნენ, ეზოს შუაგულში უზარმაზარი შენობა იდგა, ზი და სანდრო შიგნით შევიდნენ, მიმღებში პოლიციის დამადასტურებელი საბუთები წარუდგინეს და ქალის მონახულებაზე მარტივად დათანხმდნენ. ოთახში შევიდნენ, ეს იმ ქალის საძინებელი იყო, კედლები თეთრად იყო შეღებილი, ერთი ფანჯარა იყო ისიც ჭერთან ისე ახლოს იყო, რომ გარეთ გახედვა შეუძლებელი ჩანდა, ერთი საწოლი,ერთი კარადა და ერთი მაგიდა იდგა, რომელზეც წიგნები და ფურცლები ეწყო, სანდრო მაგიდასთან მივიდა და ფურცლებს ზემოდან გადახედა, ნახატები იყო, თითქოს უაზრო ნაჯღაბნებს გავდა, თუმცა თუ კარგად დააკვირდებოდი, ადამიანების სახის დანახვასაც შეძლებდი. ქალმა დაინახა სანდრო ნახატებს, რომ უყურებდა და სწრაფად მივარდა მაგიდას ფურცლები აიღო და წიგნებს ქვეშ შეტენა.
-ამ ნახატების ნახვის უფლება არ გაქვთ.- თქვა და შეშინებულლი სახით ახედა სანდროს.
სანდრო:-აქ თქვენთან სალაპარაკოდ ვართ, რამდენიმე კითხვა გვაქვს და გვინდა პასუხები გაგვცეთ.
-მე არაფერი ვიცი.
-ჩემი აზრით იცით.
ქალმა რაღაც ჩაიბურტყუნა და ოთახში აქეთ-იქით სიარული დაიწყო, თან თმებზე ხელს ისვამდა.
სანდრო:-გახსოვთ ის სამი კაცი?
-ვინ სამი კაცი?! მე არაფერი ვიცი, ისინი მე არ მომიკლავს.
-და რა იცით რომ მოკვდნენ?
-დამ... დამ მითხრა.
ზი:-2 მათგანი მკვდარია, თუმცა 1 ჯერ კიდევ ცოცხალია.
-არა, არა, არა ყველა მკვდარია.
სანდრო:-,, დაში,, ვინ იგულისხმეთ?
-ჩემი და, ის კარგია იმ კაცებისგან განსხვავებით.
-თქვენ და არ გყავთ.
ქალი სანდროსთან ახლოს მივიდა და ყურში ჩურჩულით უთხრა
-როგორ არა მყავს, ის აქ არის. - და ოდანვ ეშმაკურად ჩაიხითხითა, შემდეგ კი ისევ თმაზე ხელის სმა განაგრძო.
სანდრო:-ბოლოდროინდელ მკვლელობებთან რა გაკავშირებთ.
-არაფერი, დამ მითხრა რომ თქვენთვის არაფერი მეთქვა.
სანდრომ მხრებში ხელი წავლო შეაჯანჯღარა და ყვირილით უთხრა.
-შენი სისულელისთვის არ მცხელა, უამრავი პრობლემა მაქვს და შენ უარესად ართულებ ან ახლავე მეტყვი ყველაფერს ან აქვე მოგკლავ.
ზი სანდროს ეცა და მკლავებში ხელი წაავლო, შეშინებული ჩანდა,მაგრამ მკვლელის კი არა სანდროსი ეშინოდა. ძალა მოიკრიბა და აკანკალებული ხმით უთხრა.
ზი:-ბატონო სანდრო გთხოვთ ამას ნუ იზავთ.
სანდრო:-თავიდან მომწყდი, ამ ქალს ახლავე მოვკლავ, მეტის ატანა აღარ შემიძლია ეს სამყარო მაგიჟებს.
ზი:-ბატონო სანდრო ეს გამოსავალი არ არის, ეს ქალი ფსიქიკურად ავადაა ახლა მას ჩვენი არ ესმის, ნება მომეცით მე ვცადო.
სანდრომ ქალს ხელი გაუშვა და ოთახიან გავიდა. ზიმ ქალს გაუღიმა და შეეცადა დაახლოვებოდა.
ზი:-იმ კაცებმა ცუდი რაღაც გაგიკეთეს, მგონი სიკვდილს ნამდვილად იმსახურებდნენ.
-კი კი დაიმსახურეს.
-ნეტავ ვინ არის ის გმირი ვინც ეს გააკეთა.
-მაგას ვერ გეტყვით, მაგრამ ის აქ არის.
-როგორი მაგარია შენ გმირი გყავს, მე კი იმდენი პრობლემა მაქვს ნეტავ მეც მყავდეს გმირი მას ყველა ბოროტმოქმედზე ვეტყოდი და ის დამეხმარებოდა მათ დაჭერაში.
-მართლა?
-კი მართლა.
-ჰმმმმ.... არ ვიცი დას ვკითხავ და თუ იტყვის, რომ მისი მოსვლა შეიძლება, მაშინ დაგეხმარებით.
-მართლა? ამას ჩემთვის მართლა გააკეთებ?
-კი კი, ის დაგეხმარება, ხვალ დაბრუნდი და მასაც აქ დაგახვედრებ.
-მადლობა შენ ძალიან კარგი მეგობარი ხარ.
-მეგობარი? მე და შენ მეგობრები ვართ? -ბედნიერი დიდი თვალებით იკითხა ქალმა.
-კი მე და შენ მეგობრები ვართ.
-ეს კარგია, აქამდე მეგობარი არ მყოლია.
-როგორც მეგობარს შენს ნახატებს ხომ არ გამატანდი? ნუ ღელავ იმ ცუდ კაცს არ მივცემ, ხვალ დაგიბრუნებ.
-ჰმმმმ.... არ ვიცი....... კარგი წაიღე, რადგან ეს პირობა იქნება, რომ ხვალ აუცილებლად დაბრუნდე.
ზიმ ნახატები წამოკრიფა და კართან მივიდა, შემდეგ უკან გამოიხედა და ღიმილით გამოძახა.
-კარგი ახლა წავალ, შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე მეგობარო.
ზიმ ისევ ჩაიღიმა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. გარეთ გამოვიდა მანქანაზე მიყუდებული სანდრო სიგარეტს ეწეოდა, მოწყენლი და გაბრაზებული ჩანდა. წეღან შიგნით საშიში იყო, თუმცა იმ მომენტში ძალიან მარტოსულად გამოიყურებოდა, რა უცნაურია ხასიათის ასეთი ცვლილება, რაც დრო გადიოდა ცოტნეს უფრო ემსგავსებოდა. ის ცდილობდა სამყარო კარგი გაეხადა და საბოლოოდ თავად გახდა ის რაც ძულდა, იმ სამყაროს ახალი მარტოსული სული შეემატა სანდროს სახით.
ზი:-ნახატები წამოვიღე და ხვალ მეტყვის ვინ არის მისი და, როგორც მივხვდი მკვლელი ის ,,და,, უნდა იყოს.
-კარგია, ჩაჯექი განყოფილებაში დავბრუნდეთ.
-კარგად ხარ?
-კი კარგად ვარ.
-ერთი კარგი ადგილი ვიცი შეგვიძლია მანქანა განყოფილებასთან დავტოვოთ და დასალევად წავიდეთ.
-არ მინდა.
-არ გინდათ, მაგრამ გჭირდებათ.- ზი დიდხან ეწუწუნა და საბოლოოდ სანდროც დათანხმდა
-კარგი რადგან არ იშლი წავიდეთ.
ზიმ სანდრო სანაპიროსთან წაიყვანა, იქაურობა ლამაზი და მშვიდი იყო, ზღვა ღელავდა, მაგრამ მაინც სიმშვიდე იყო, სანაპირო ხალხისგან დაცლილიყო,თითქოს ხალხმა სიცოცხლე შეწყვიტა, აღარავის უხაროდა ამ სამყაროში ცხოვრება, ის რაც ამ ქალაქში ხდებოდა ზემოქმედებდა ხალხის განწყობაზე. სანდრომ და ზიმ დალევა დაიწყეს, ზი გაოცებული მიშტერებოდა სანდროს, ბოთლას ბოთლაზე ცლიდა, არაფერს აყოლებდა და მარტივადაც დათვრა.
ზი:-ამ ბოლო დროს შეიცვალე ეს დათოს ამბის გამოა?
-მე ყოველთვის ასეთი ვიყავი, მაგრამ ვმალავდი.
-არა თქვენ დაუცველ ადამიანს არასდროს უყვირებდით, ის რაც დღეს ქენით ეს არასწორია.
-ზი შენ რა იცი მე როგორი ვარ, სულ რამდენიმე თვეა ერთმანეთს ვიცნობთ და გგონია ყველაფერი იცი?! შენ არაფერი იცი და არც არავინ იცის რას ვგრძლობ, დათო... ის კარგი ადამიანი იყო, ჩემთვის ძმასავით იყო, ის ჩემი ერთადერთი ოჯახი იყო, შენ არ გესმის მისი სიკვდილი, როგორი რთულია. იცი ამასწინად განყოფილებაში, რომ დავბრუნდით გავიგონე ემა და ტომი დათოზე როგორ საუბრობდნენ, იმდენი საზიზღრობა თქვეს, ისე ლაპარაკობდნენ თითქოს ადამიანზე არ საუბრობდნენ, იმ დღეს მივხვდი რომ თქვენ ყველას ფეხებზე გკიდიათ დათო, რადგან მას ახლოს არ იცნობდით არც გადარდებდათ, მაგრამ ჩემთვის ასეთი მარტივი არ არის მისი დაკარგვა. ისინი ისე ამბობდნენ თითქოს დათომ დაიმსახურა ეს ყველაფერი, რადგან კარგი ვიზუალი ჰქონდა და ამაზე იცინოდნენ, მე არ მადარდებს მასზე რას ფიქრობთ, მაგრამ ამის თქმის უფლება მათ არ ჰქონდათ, ადამიანები უგულო ნაბიჭვრები ხართ, დათო კი ერთადერთი იყო ვისაც გული ქონდა ამიტომაც მოკლეს.
-ალბათ რამე არასწორად გაიგე, ტომი და ემა არ არიან ცუდი ადამიანები ამას არ იზავდნენ.
-არა მე ყველაფერი კარგად გავიგე. არავის გადარდებთ დათო რას გრძნობდა, მან ეს არ დაიმსახურა, ის კარგი ადამიანი იყო.მე ყველაფერი დავკარგე, ახლა მარტო ვარ და ერთი რამ გავიაზრე, ეს ყველაფერი არ ღირს ამ დანაკარგად, დათოს მკვლელს დავიჭერ და აქედან წავალ.
-არა თქვენ ამ ქალაქს ჭირდებით, რაც თქვენ მოხვედით მე იმედი მომეცა, რომ ვიღაც მართლა გააკეთებდა ამ ქალაქისთვის რამე კარგს.
-ზი მე მეტი აღარ შემიძლია, ვიცი არ მეტყობა, მაგრამ სულიერად უკვე გავტყდი.
ზი გაჩუმდა, აღარაფერი უთქვამს, მხოლოდ სანდროს მიშტერებიდა, თითქოს ეს სახე შეცვლილიყო, უფრო ასაკოვანს გავდა ვიდრე პირველად ნახვისას. სამყარომ კვალი მის სახესაც დაამჩნია, ადრე ცივი ჩანდა თუმცა ძლიერი, ახალ კი ისევ ცივია მაგრამ ძლიერი აღარ ჩანდა, მისმა ყინულმა ლღობა არ დაიწყო, პირიქით ბზარები გაუჩნდა და გატყდა. ამის მერე ხმა არცერთს აღარ ამოუღია, ისხდნენ და სვამდნენ,ზი შეეშვა სანდროს უკან ქაჩვას, დანებდა თუ სანდროს უნდა, რომ მონსტრად იქცეს დაე გახდეს მონსტრი. ლამაზი საღამო იყო, სანაპირო ლამაზად მოჩანდა, ღელავდა და ამ ტალღებს თან ქარი მოჰქონდა, უკუნით სიჩუმეში მხოლოდ ბუნების ხმა ისმოდა.
ბოლოს სიჩუმე სანდრომ დაარღვია, ზის გახედა და მშვიდად უთხრა.
-ნახატები თან გაქვს?
-ნახატები?! კი, კი თან მაქვს.
-მიდი მოიტანე, მაინც არაფერს ვაკეთებთ ნახატებს მაინც შევხედოთ.
ზიმ სწრაფად მოიტანა ნახატები, ბევრი არ იყო 25-30 ცალი იქნებოდა, დათვალიერება დაიწყეს, ნახატებში კაცები ჭარბობდნენ, ქალებს იშვიათად ხატავდა, ყველა ნახატს ეტყობოდა რომ ფსიქიკურად არასტაბილური ადამიანის შესრულებული იყო, ადამიანები ეხატათ რომლებსაც ეშინოდათ და თითქოს სისხლისგან იცლებოდნენ, ზოგს დანა თავში ჰქონდა ჩარჭობილი, ზოგსაც გულში. სანდრო ერთ ფოტოს მიაშტერდა და გაოცებული უყურებდა.
ზი:-რა მოხდა ბატონო სანდრო?
-ამ ნახატს შეხედე, ბოლოს მოკლული კაცი რა პოზაშიც ვიპოვეთ იმ პოზაშია, გარემოსაც შეხედე თითქოს იმ ადგილს გავს.
-მართალია ძალიან გავს,ჭრილობაც ზუსტად იმ ადგილზე აქვს, ეს რას ნიშნავს, მან საიდან იცოდა ეს ხომ გამოძიების პირაი დეტალებია!
-ოოოო არა ეს ის არის.- წამოიყვირა სანდრომ და ფეხზე წამოხტა, მანქანისკენ გაიქცა, ზი უკან გამოეკიდა, ორივე მანქანაში ჩაჯდა და სადღაც წავიდნენ.
ზი:-რა ხდება?
-ნუთუ ვერ მიხვდი მკვლელი ის ქალია.
-კი მაგრამ ის საგიჟეთშია იქიდან არავინ გამოუშვებს.
-როგორც ჩანს ვიღაც ნებას აძლევს გარეთ იაროს.
ორივე ფსიქიატრიულში დაბრუნდა, შესასვლელში ვიღაც ქალი შემოეგებათ, თავიდან არ უშვებდა, თუმცა რაც სიტუაცია აუხსნეს შესვლის უფლება მისცა. მედდასთან ერთად ქალოს ოთახი გააღეს, თუმცა იქ არავინ დახვდათ, უკვე წასულიყო.
ზი:-სად უნდ წასულიყო?
-ჩვენ ვუთხარით, რომ ერთი მოძალადე ჯერ კიდევ ცოცხალია, ალბათ მასთან მიდის, სასწრაფოდ უნდა გავარკვით ის კაცი სად არის.
-ტომთან დავრეკავ დღეს დაკითხვს ეგ აწარმოებდა.
ზიმ ტომს დაურეკა, თუმცა ის კაცი დაკითხვის შემდეგ სახლში წასულა, არ უნდოდა პოლიციაში დიდხანს დარჩენა, ზი და სანდრო სასწრაფოდ გამოვიდნენ ფსიქიატრიულიდან და იმ კაცთან წავიდნენ, ის სახლი ისევ ისეთი სანაგვე იყო როგორც პირველად ნახვისას, ირგვლივ ბნელოდა, სანდრომ კაცს დაუძახა თუმცა ხმა არავინ გასცა, ორივემ იარაღი მოიმარჯვა და საძინებლის კარი შეაღეს კაცი ძირს ეგდო სისხლის გუბეში ქალი კი გვამის გვერდით იდგა დანით ხელში.
ზი:-ქალბატონო იარაღი დააგდეთ, თქვენ დაპატიმრებული ხართ ნუ შეგვეწინააღმდეგებით.
ქალმა ზევით ამოიხედა და ორივეს ცივად შეხედა, შემდეგ ისევ ცხედარს დახედა და იმედგაცრუებულმა გაიღიმა.
-შენ ჩაგვიშვი არა? - ჩახლეჩილი ხმით წამოიძახა. ზი და სანდრო გაოცებულნი მიშტერებოდნენ.
-არა მე არაფერი მითქვამს დაიკო.- ახლა ნაზი ხმით წამოიძახა.
ისე ჩანდა თითქოს ქალი თავის თავს ელაპარაკებოდა და ხმებს იცვლიდა.ზიმ იარაღი ქვევით დაწია და ქალისკენ გადადგა ნაბიჯი.
-ჰეი გახსოვარ? მე ზი ვარ შენი მეგობარი დილით გაგიცანი.- ნაზი და თბილი ხმით წარმოთქვა ზიმ, ისე ჟღერდა ეს სიტყვები თითქოს ქალი მართლაც ადარდებდა.
-მეგობარი? კი მახსივხარ, მეგობარი.-ქალს თვალები გაუნათდა და გაიღიმა.
-მინდა რომ იარაღი დააგდო და პოლიციაში მშვიდად გამომყვე, შენზე მე ვიზრუნებ.
-პოლცია? რა მინდა პოლიციაში მე არაფერი დამიშავებია.
-შენ კაცი მოკალი ხელებზე დაიხედე.
ქალმა ხელებს დახედა და სისხლიანი დანის დანახვაზე მთელი ძალით დაიყვირა, ცრემლები თქრიალით ჩამოსდიოდა თვალებიდამ, ისე ტიროდა როგორც ნიანგი ტირის თავისი მსხვერპლის ჭამის შემდეგ. ქალმა უკან დაიხია და ზის დაუყვირა რომ ახლოს არ მისულიყო, ცოტა ხანს ხელებს უყურა,შემდეგ კი ზის ახედა, სახე შეცვლილი ჰქონდა, ის შეშინებული ქალი სადღაც გაქრა, დანა მაგრად დაიჭირა ხელში და ზისკენ გაიქცა, თოფმა იგრიალა, მხოლოდ ერთი გასროლის ხმა იყო, ქალის ცხედარი ზის ფეხებთან დაეცა, სანდრომ შუბლში მოარტყა ტყვია, ზი ნაღვლიანი თვალებით დაჰყურებდა ქალს, არ ბრაზობდა ამ ქალზე, პირიქით ის ეცოდებოდა.
სანდრო:-მართალია მკვლელი ის იყო, მაგრამ ჯერ არ ვიცით მას გარეთ ვინ უშვებდა.
-ტომს ვეტყვი ფსიქიატრიულის კამერების ჩანაწერები ნახოს.
-კარგი. შენ როგორ ხარ?
-კარგად ვარ ჩემზე ნუ ღელავთ, მადლობა გადარჩენისთვის.
სანდროს აღარაფერი უპასუხია, მალე პოლიცია მოვიდა და ორივე სახლში წავიდა. მეორე დღეს ტომმა კამერების ჩანაწერები ნახა და გაირკვა, რომ ერთ-ერთი მედდა უშვებდა მას გარეთ, რადგან უნდოდა ამ ქალს ბოროტმოქმედებისგან გაეწმინდა ქუჩები. ზიმ გადაიხადა ქალის დაკრძალვის თანხები, ეცოდებოდა ცხოვრებისგან ნატანჯმა ასე რომ დაასრულა ცხოვრება, ეს ქალი მსხვერპლი იყო რომელიც ცხოვრებამ მტაცებლად აქცია.
იმ დღეს ქალბატონმა მაიამ ზი და სანდრო თავის ოთახში დაიბარა.
მაია:-ყოჩაღთ საქმე კარგად შეასრულეთ, მიხარია რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.
ზი:-იმ ქალისთვის არ დასრულდა კარგად.
-მაგრამ ჩვენთვის დასრულდა და ეს უკვე კარგია, ამჟამად საქმეს აღარ დაგიმატებთ შეგიძლიათ ძველ საქმეს მიუბრუნდეთ თუ დამჭირდებით გაგაგებინებთ.
სანდრო:-კარგით.
მაია:-სანდრო რა ხდება ცოტნეზე?
-ჯერ არაფერი ვიძიებბთ.
-მინდა რომ ეგ მალე ჩააყუდო, უკვე ამ ქალაქს ზედმეტად დააწვა ზურგზე.
-კარით.
-ახლა შეგიძლიათ წახვიდეთ.
ორივე გამოვიდა, სანდროს უკვირდა მაიას რატომ უნდოდა ცოტნეს მოშორება განა მისი მოგზავნილი არ იყო მაია. უკვე ტვინს ყველაფერი ურევდა და ეს აღიზიანებდა. სანდრომ ემას მაგიდასთან გაიარა და გაჩერდა.
-ემა შენ და ტომი 9ზე ჩემ სახლში მოდით საერთო საქმეზე უნდა ვისაუბროთ.
-არის სერ.
საღამოს სამივე მაგიდას მიუსხდნენ და საქმის განხილვა დაიწყეს, ტომმა და ემამ კარგად არ იცოდნენ რა საქმე იყო, სანდრომ მხოლოდ ის უთხრა რომ ასე ცოტნეს გამოჭერას შეძლებდნენ და ახლა ინტერესით ისხდნენ, უცდიდნენ სანდრო როდის მოუყვებოდა მის მთლიან გეგმას.
სანდრო:-ვინაიდან ცოტნე წესებით არ თამაშობს გადავწყვიტე წესები მეც დავარღვიო და თქვენ მჭირდებით.
ტომი:-მე მზად ვარ, მიყვარს წესების დარღვევა.
ემა:-და რა უნდა გავაკეთოთ.
-დათომ სანამ მოკვდებოდა მითხრა, რომ ცოტნე ყველა საბუთს თავის სახლში, კაბინეტში, ინახავს და მინდა რომ იქ შეიპაროთ და რაც კი მის დანაშაულს დაამტკიცებს ყველაფერი გამოიტანოთ.
ემა:-რააა?!
ტომი:-უკვე სახალისოა.
-მესმის გიჟურად ჟღერს, მაგრამ ამ შაბათს წვეულებაზე მიდის, მეც იქ მივალ და დროს გავაწელინებ, თქვენ კი მის სახლში შეიპარებით, კამერებს და სიგნალიზაციას ტომი მიხედავს, კაბინეტში შეხვალთ და მის სამსახურთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან საბუთს წამოიღებთ, რაც დაამტკიცებს რომ კანონებს არ ემორჩილება, შემდეგ კი მას დავიჭერთ.
ემა:-არ ვიცი ეს სარისკოა.
ტომი:-და აბა არაფერი გაკავეთოთ, მუდამ შიშში ვიყოთ?!
ემა:-არა, გავაკეთებ, მაგრამ მაინც მეეჭვება გამოვიდეს.
სანდრო:-ნუ ღლავთ ისეთგან არ გაგიშვებდით სადაც საფრთე დაგემუქრებოდათ, მენდეთ.
ემა:-კარგით თუ სიკვდილია ერთად მაინც ვიქნებით, ბოლო მოვუღოთ იმ ნაბიჭვარს დათოსთვის.
ტომი:-ჰო ეს დათოსთვის გავაკეთოთ.
სანდრომ ორივეს გაუღიმა, თმცა ეს ღიმილი ზიზღნარევი იყო, რთული გასარკვევი იყო მაგრამ მაინც მოჩანდა, რომ დათოს ხსენება არ ესიამოვნა. საღამო გეგმის გარკვევაში გაატარეს, შემდეგ სანდრომ ორივე სახლში მიიყვანა და თავად დათოს საფლავზე წავიდა. უკვე ძალიან ბნელოდა, ხეები შრიალებდა, სანდრო დათოს საფლავს დაჰყურებდა, იქ უკვე ბალახს ამოეყო თავი, ირგვლივ მკვდარი სიჩუმე იდგა. სანდრომ მომღიმარი სახით აიხედა მაღლა და ბედნიერმა წარმოთქვა.
-დათო მალე მოღალატეს მივაგნებ, უბრალოდ დაიცადე ნაბიჯ-ნაბიჯ მივალ შენ მკვლელამდე და ეს პირველი ნაბიჯი იქნება.



№1  offline წევრი OKI ME

ახლა აღმოვაჩინე ეს ისტორია. საინტერესო ჩანს. წავიკითხავ ახლა ბარემ ყველა თავს და კიდევ მოვალ ახალი კომენტარით :D:D

 


№2  offline წევრი L.G-25

OKI ME
ახლა აღმოვაჩინე ეს ისტორია. საინტერესო ჩანს. წავიკითხავ ახლა ბარემ ყველა თავს და კიდევ მოვალ ახალი კომენტარით :D:D

მადლობა ❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი ნესტან

იმედია მალე დადებთ და თან იპოვიან მაგრამ მოღალატეს მადლობა წარმატებები ❤️

 


№4  offline წევრი L.G-25

ნესტან
იმედია მალე დადებთ და თან იპოვიან მაგრამ მოღალატეს მადლობა წარმატებები ❤️

მადლობა ❤️❤️ შევეცდები მალე დავდო ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent