შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომეცი შანსი( დასასრული)


3-08-2022, 20:19
ავტორი sabrina
ნანახია 16 009

თავი 20

აჩის ციალას ხმის გაგონებაზე ფერები გადაუვიდა, განსაკუთრებით,როცა ციალა ახლოს მივიდა და თაიაც გადაკოცნა.
- ციალა დეიდა როგორ ხართ?- ხელი ცივად გაუწოდა
- კარგად აჩიკო შვილო- იმანაც ბედნიერმა გაუღიმა, მერე თაიას თმაზე ხელი გადაუსვა და აჩის მიუტრიალდა-ეს გოგო ჩემი ლევანიკოსვის მინდა, შენ კი იცნობ ჩემს ბიჭს და თან იმასაც მოსწონს- აჩის წარბი მაღლა გაექცა- შენი ნახვა კი მინდოდა ისე, კი იცნობ რა მშრომელი ბიჭი მყავს და რადგან თაიას მშობლები არ ჰყავს ვიფიქრე აჩიკოს დაველაპარაკებითქო- გაეკრიჭა ბედნიერი.
თაია გაშტერებული უყურებდა რიგ- რიგობით აჩის და ციალას.ვერ ხვდებოდა რა შუაში იყვნენ ეს ორი და რატომ უპირებდნენ გათხოვებას.
- ეხლა გვეჩქარება ციალა დეიდა და მერე ვილაპარაკოთ- თაიასკენ დაიძრა , ჯერ ანიშნა წავედითო , მაგრამ ადგილიდან რომ არ დაიძრა ხელით მოქაჩა, იმანაც გაბრაზებული ლურჯები მიანათა და კიბეებისკენ გაიქცა
- კარგი შვილო… ჩემი სიტყვა არ დაივიწყო- აჩიმ მკრთალად გაუღიმა და თაიას დასჯილი ბავშვივით უკან გაყვა.
კიბეები სირბილით აიარა, აი კარების გაღება და კივილი კი ერთი იყო.
- ბიძაშვილი?- შეიკივლა როგორც კი სახლში შევიდნენ- არა რა ბიძაშვილი…. მე ვარ შენი ბიძაშვილი?- თითი გულზე მიიტანა
- კარგი ხო , დაწყნარდი…..იმ დღეს ვნახე და … ციალას ხო იცნობ მთელ კორპუსს მოდებდა
- მე კი ვიცნობ ციალას რაცაა ,მაგრამ საინტერესოა შენ საიდან იცნობ?- ეჭვის თვალით გახედა აჩის
- ძველი ნაცნობია…- თაიას მოჭუტულ თვალებს რომ შეხედა მიხვდა დამალვას აზრი არ ჰქონდა-მეც აქ ვცხოვრობდი, ეხლა არ გაგიჟდე როგორც იცი ხოლმე….ეს ბინა ჩემია- თაიას თვალები რამის გადმოუცვივდა, მაგრამ ამაზე მეტად მისი სტატუსი უფრო ადარდებდა, ამიტომ ჯერ პირველ პუნქტზე გადაწყვიტა მიწოლა.
- და ამიტომ ბიძაშვილად გააციანი ჩემითავი?- ნაპერწკლებს ისროდა თვალებიდან- მეტი ვერაფერი მოიფიქრე?
- რა უნდა მეთქვა? ჩემი შვილის დედაათქო?- არ ჩამორჩა აჩიც
- ბიძაშვილს ყველაფერი სჯობდა... თან ბავშვი მამას რომ დაგიძახებს რას ეტყვი? ბიძაშვილისგან მყავსთქო?- გიჟივით დადიოდა წინ და უკან და ხელებს აქეთ- იქით აფრიალებდა.
- მანამდე აქ აღარ იქნები და ციალაც ვერ გაიგებს. რა პანიკებს ქმნი ?!- აჩი ცდილობდა უდარდელად ეპასუხა.
- შენი აზრით სად ვიქნები...
- ჩემთან სახლში!
- აბა ეხლა ვისთან ვარ- გაოცებული გახედა- მეც კარგი სულელი ვარ ,როგორ დავიჯერე რომ ვიღაცამ ბინა უსასყიდლოდ დამითმო.
- რატომ? მე ხომ დაგითმე- ფეხზე წამოდგა და ფრთხილად მიუახლოვდა- ასეთ ყოფნაზე არ ვიძახი, ეს ჩემ ბინაში ყოფნაა .მე შენთან ერთად მინდა ცხოვრება
- უკან გაიწიე!-თითი ცხვირთან აუფრიალა
- რატომ? ესე გაწუხებ?- თითები წელზე შეუცურა და ხერხემალზე აასრიალა.თაიას ჰორმონები ისედაც არ იყო მწყობრში და საერთოდ გადარია
- ესე არ შეიძლება, მე შენი სათამაშო არ ვარ!-ხმადაბლა ამოიბურტყუნა
- საიდან მოგდის ამ ლამაზ თავში ეგეთი აზრები?- შუბლზე ტუჩები მიაწება- ვინ გითხრა რომ სათამაშო ხარ?
- კვირა ისე გადის არ ჩანხარ ხოლმე - ხელებით მიაწვა , თითქოს გონებამ ახალი თავდაცვის საშუალება ნახა- ღმერთმა იცის ვისთან ხარ და მერე ჩემთან მოდიხარ.შენი აზრით ამას რა ჰქვია?
- არსადაც არ დავდივარ და ნუ მიშლი ნერვებს - ხელზე ხელი ჩაკიდა , ტახტზე დაჯდა და თაიაც თან გაიყოლა- არც მისმენ ისე აკეთებ დასკვნებს.
- შენ მე ეხლაც მეთამაშები…
- აი კიდევ. რა სისულელეა რატომ უნდა გეთამაშებოდე. - ღრმად ჩაისუნთქა- სულ ცოტა ხანი გაჩუმდი და მომისმინე….პირველად რომ გნახე ….ისეთი უმწეო იყავი, იმ კაცს რომ არ გაგეჩერებინე ალბათ მოვკლავდი. გონზე რომ მოხვედი შენმა თვალებმა დამაშტერეს……ახლაც რომ გიყურებ მგონია უსასრულობაში ვიძირები- გაეცინა და მის სახეს ფრთხილად შეეხო - სულ რომ არაფერი თქვა, თუ მოხდა ეგეთი სასწაული, შენი თვალები უხმოდ ამბობენ სათქმელს- თაია დამჯერი ბავშვივით გასუსული უსმენდა- იმ დღეს ტყეში ისე ამშალე ნერვებზე გადავწყვიტე რომ არასდროს მენახე.მთელი თვე გავურბოდი შენთან შეხვედრას, დათასთანაც კი არ ავდიოდი შემთხვევით რომ არ მენახე.მინდოდა დამევიწყებინე რადგან ვგრძნობდი რომ ვეღარ მოგშორდებოდი, მე კი თავისუფლება მიყვარს.... მაგრამ სხვისი ხელები შენს ტანზე , აუღწერელი ჯოჯოხეთია.იმ ღამეს...
- არ გინდა გთხოვ- თვალები აუწყლიანდა
- ის ღამე გახსოვს თაი?- სახე თითით ააწევინა
- არვიცი... რაღაც მომენტები გამახსენდა- სახეზე ჭარხლის ფერი დაედო
- იმ ღამემ მე და შენ უმაგრესი შანსი გვაჩუქა, მეგონა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა-თვალს არ აცილებდა და მის ემოციებს სწავლობდა-მეორე დღეს რომ არ დამხვდი თავიდან მეც სიზმარი მეგონა- გაეცინა- თუმცა მერე მტკიცებულებამ გამახსენა რომ სიმართლე იყო...
- გეყოფა - თაიასთვის ეს გულახდილი საუბარი სირცხვილის დერეფანში გავლას ჰგავდა- გთხოვ...
- მაცადე დავასრულო, ეგრე რომ არ დამასრულებინე იმ დღესაც მაღაზიაში რომ მოგაკითხე ,იმიტომაც არ იცოდი ვის შვილს ატარებდი- თაიას გაწითლებულ სახეზე გაეცინა- მაღაზიიდან ისე უპარდონოდ დამახვევინე , ლამის ხატზე დავიფიცე რომ აღარასდროს გნახავდი.ეხლა კი მეუბნები რომ თურმე ჩემთვის არაფერი ხარ, არც იმის მჯერა რომ შენ არ მოგწონვარ.
- მე არ მითქვამს რომ…და ციალას რომ უთხარი?
- რა დროს ციალაა ნუ გადამრიე… ციალას ენა ვერ ჩერდება და სანამ არ დავლაგდებოდით რაც თავში მომივიდა ის ვუთხარი-ცოტა ხანი ჩუმად იყო- მისმინე, მართლა მინდა რომ ერთად ვიყოთ…
- რომ არ გამოგვივიდეს?
- შეიძლება არც გამოგვივიდეს, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება .
- მე ყოველთვის ნამდვილ ოჯახზე ვოცნებობდი- თვალების ფახურით უყურებდა და აჩის აგიჟებდა
- ხოდა ვიყოთ ნამდვილი ოჯახი- ისე წამოიძახა თაიას გაეცინა- რა გაცინებს?
- ისე ამბობ გეგონება ესე ადვილი იყოს…
- და რთული რატომ უნდა იყოს? ერთმანეთი მოგვწონს…. ბავშვი გზაშია…. ერთად გადავალთ და ეგაა- თეატრალურად გაშალა ხელები- ხო მართლა სამამამთილომ როდის გამაცნობო?
- რააა- ისე წამოიკივლა აჩი შეხტა
- რა გაყვირებს?
- რა სამამთილომ … მამაშენს უთხარი?
- ხო აბა რას ვიზავდი, კაცი კვდებოდა და შვილიშვილი არ მაღირსეო მაინც მაგას ამბობდა,ხოდა გავახარე რა.ამ კვირას გველოდება ვახშამზე- თაია ფეხზე წამოხტა და აქეთ იქით სიარული დაიწყო- დაჯექი გეხვეწები, მე დამეხვა თავბრუ და შენ როგორ დგახარ ფეხზე.
- მართალია, ნეტავ მართლა როგორ ვდგავარ ფეხზე . ჯერ ისე დავორსულდი საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო მამა, მერე ბიძაშვილიო… ეხლა მამამთილიო…მართლა არ ვარ კარგად- მაცივრიდან წყალი გადმოიღო და დიდი ჭიქით მიიყუდა, აჩი კი გაღიმებული ადევნებდა თვალს- სასაცილოა ხო?
- ხო- თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია- ყავას დამალევინებ?
- მარტო მინდა დარჩენა, ყავა ციალამ დაგალევინოს- ხელი კარისკენ გაიშვირა, აჩიც მორჩილად წამოდგა ფეხზე თაიასთან მივიდა და ისე უეცრად აკოცა , თვალები თოჯინასავით ჰქონდა დაჭყეტილი .მერე კი ისე დატოვა სახლი თაიას არაფერი გაუგია.



სოფი დილიდან გადარბენაზე იყო, ბათუმის მაღაზიას ხსნიდნენ და რადგან ლენა უკვე საკმაოდ იყო გაბერილი და მისთვის არაკომფორტული იქნებოდა მგზავრობა დათაც არ წავიდა. ყველაფერი სოფის და დემეს მოსაგ გვარებელი იყო. დილით მოლი უნდა გაეხსნათ საღამოს კი კორპორატიული საღამო უნდა ჰქონოდათ. მთელი დღის განმავლობაში ისე მოხდა რომ დემეტრეს მხოლოდ ტელეფონით უკავშირდებოდა, საღამოს კი კორპორატიულზეც მის გარეშე წავიდა.
- როგორც ყოველთვის უმშვენიერესი ხარ!- ხელზე ეამბორა
- საბა- გაუღიმა სოფიმაც- რამდენი ხანია არ შევხვედრივართ..
- თქვენ ოღონდ ინებეთ, მე ყოველთვის მზად ვარ გსახუროთ- ზოგჯერ მოსაბეზრებლად ზრდილობიანი იყო
- იმედია მოგეწონათ…- წელზე ხელის მოხვევა იგრძნო და ნაცნობ სურნელშიც გაეხვა
- როგორ ხარ პატარა- მოშიშვლებულ მხარზე ეამბორა, სოფიმაც აციმციმებული თვალები მიაგება.საბას ხელი ჩამოართვა და ზერელედ მოიკითხა.მერე სოფის ხელი მოხვია და ბოდიშის მოხდით საცეკვაოდ გაიყვანა.
- ვერ ვიტან ამ კაცს- საბაზე მიანიშნა- მეორედ ხელზეც კი არ დავინახო შეგეხოს არამც თუ გაკოცოს
- რა ხასიათზე ხარ?სად იყავი?- ტანის რხევით აჰყვა მელოდიას
- საქმე მქონდა- გამომწვევად შეხედა- მალე წავიდეთ რა… ისე გამოიყურები მინდა კაბის შიგნითაც შევიხედო-გვერდულად გადასწია თავი და ისე აათვალიერა
- დამიჯერე შიგნით რა ხდება არა ერხელ გაქვს ნანახი და ვერსად წავალთ ჯერ!- საქმიანი იეროი მიიღო
- კარგი რა სოფი… მოლი გაიხსნა, კორპორატიული დაიწყო და უჩვენოდ თუ დალევენ არაფერი მოხდება- ხელი ჩაკიდა და იქაურობა ისე სწრაფად დაატოვებინა სოფი გონზე მანქანასთან მოვიდა
- იცი რომ არასდროს არსაიდან არ გავპარულვარ? სკოლიდანაც კი არსად გავპარულვარ- სიცილით მიუტრიალდა და მანქანაში ჩაჯდა.
- გამოდის ამაშიც პირველი ვარ!- თვალი ჩაუკრა
- ესე გამოდის... სად მივდივართ?- გზას გახედა
- სიურპრიზია, მალე მივალთ.- მართლაც მალე გააჩერა ერთ სახლთან მანქანა.პატარა ერთ სართლიანი სახლი იყო ლამაზი ეზოთი
- ეს ვისია?- ეზოში შესულმა იკითხა სოფიმ
- უკვე ჩვენია, მოგწონს? - კმაყოფილი სახით გახედა
- მომწონს? ძალიან ლამაზია- ყვავილებს დაუწყო თვალიერება- როდის მოასწარი?
- დღეს გადავიფორმე, არ მინდა მია სახლში დავტოვოთ ხოლმე როცა აქ წამოვალთ- სოფი გახარებული ჩაეხუტა, იცოდა დემემ როგორ განიცდიდა სოფი მიას თბილისში დატოვებას- აქ ხშირად მოგვიწევს ჩამოსვლა....
- შიგნით რა ხდება?- სახლისკენ წავიდა
- ჯერ- ჯერობით მხოლოდ ერთი ოთახი მოვაწყობინე , დღეს აქ დავრჩეთ . მერე შენ თვითონ მიხედე მის რემონტს- სახლის კარები გააღო და სოფი წინ გაატარა. სოფის პირველი მაინც მისაღებში ორ კაცზე გაშლილი ვახშამი დახვდა, სანთლებით და წითელი ვარდის ფურცლებით გაწყობილი- რამე გამომეპარა? - დემეტრეს გახედა
- არაფერი , თუმცა იმედია ამის შემდეგ ეს დღე აღსანიშნი თარიღი გახდება- ჯიბეში ხელი ჩაიყო და შავი კოლოფი ამოიღო, გახსნისას კი განათებულ კოლოფში ისევ ის ბეჭედი იყო რაც წასვლამდე დაუბრუნა- ვიფიქრე ახალს ვიყიდდი, მგრამ მინდა იქ გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით,მაგრამ შენ თუ გინდა ... მოკლედ თუ გინდა ახალს გიყიდი- სოფის თვალი გაუსწორა
- ყველაფერი თქვი იმის გარდა რასაც ამ დროს ამბობენ- სიცილით გახედა- თანაც ეს ბეჭედი ყოველთვის მომწონდა
- ხო მართლა- თვითონაც გაეცინა-ეს ბეჭედი რომ ვიყიდე დარწმუნებული ვიყავი რომ მიყვარდი და სულ ერთად ვიქნებოდით, მერე რაც მოხდა აღარ მინდა გავიხსენოთ, უსაზღვროდ მიყვარხარ და რაც არ უნდა მოხდეს დღეს ვიცი რომ უშენოდ ვერ ვისუნთქებ.მიყვარხარ,მჭირდები.....სოფი გამომყევი ცოლად!გახდი ჩემი ცხოვრების თამამგზავრი!
- გამოგყვები- თვალები უბრწყინავდა სოფის- მე შენ მიყვარხარ
- მე უფრო- მასთან მივიდა და ტუჩებზე ნაზად ეამბორა, მერე ხელზე ბეჭედი მოარგო და ხელში ისე უცებ აიტაცა სოფიმ მოულოდნელობისგან შეჰკივლა.
- სად მიგყავარ?- სიცილით შეხედა
- ხომ გითხრი ერთი სული მაქვს ამ კაბას როდის მოგაშორებთქო- თვითონაც გაეღიმა - თან საძინებელი არ გინახავს- საწოლზე გადააწვინა- ვნახოთ გაგვიძლებს თუ არა- ხელები ფეხზე აასრიალა და სოფის ტანზეც ბუსუსებმა არ დააყოვნა. მერე იყო ბევრი მოფერება , ბევრი სიგიჟე და ვახშამი რომელიც არც კი გახსენებიათ.
სოფიმ და დემეტრემ ქორწილი ვიწრო წრეში სანაპიროზე გადაიხადეს. მათი თვალები ბედნიერებისგან ანათებდნენ., პატარა პრინცესა კი დედის მსგავსათ თეთრებში გამოწყობილი დადიოდა და ხალხს ისე ესალმებოდა როგორც მასპინძელი.ამაზე ყველა ხალისობდა, ეს ბავშვი გასაოცარი ქმნილება იყო არა მარტო მშობლებისთვის , ამას ყველა აღნიშნავდა ვისაც კი მიასთან მცირეოდენი დრო მაინც გაეტარებინა.
-დათა, მგონი მუცელი მტკივა- სახე დამანჭა ლენამ
- ჯერ ადრე არაა?- დათამ შეშინებულმა გახედა და პატარა თომა იქვე მდგომ აჩის გადააბარა- გინდა საავადმყოფოში წავიდეთ?
- ბავშვს რომ რამე დაემართოს...- ტირილნარევი ხმით ამოილუღლუღა.
- ნუ ნერვიულობ კარგი… რა უნდა დაემართოს , დიდი - დიდი მამასავით შვიდ თვიანი დაიბადოს-ლენას დაწყნარებას კი ცდილობდა, მაგრამ თვითონაც შეშინებული იყო. მერე აჩის მიუტრიალდა- ძმურად ჩვენ წავალთ, თომა დაიტოვე რა.
-მარტო ხომ არ წახვალთ ჩვენც წამოვალთ….- თაიასკენ გაიხედა
- არ მინდა ქორწილი ჩავუშალო… თუ რამე იქნება მე დაგირეკავთ და მერე უთხარი- მეგობრულად მიარტყა მხარზე ხელი
-კარგი მაშინ - თომას გახედა- გინდა ქალების შებმა გასწავლო?
- ისე ცნობისთვის მეც აქ ვარ - თავი შეახსენა თაიმ
- ხოო? სულ დამავიწყდა - ტუჩი ჩატეხა და ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა
- რას აკეთებ? ბავშვია აქ
- ამანაც ხომ უნდა ისწავლოს- თაიამ ხელზე რომ უბწკინა სახედამანჭული მიუტრიალდა- ველური ფისო ხარ
იმ დღეს სამშობიაროში მისული ლენა უკან აღარ გამოუშვეს , პატარა ნუციკო კი ქვეყანას მალევე მოევლინა, თუმცა როგორც დღენაკლულმა ერთი კვირა ინკუბატორში გაატარა.გამოწერის დღესაც ისეთი პატარა იყო დათას ერთ ხელში ეტეოდა. სულ ეწუწუნებოდა როდის გაუზრდები მეშინია არ მოგჭყლიტოო.
თაიას და აჩის ცხოვრებაც ნელ- ნელა ლაგდებოდა. მართალია ქალბატონი მასთან ცხოვრებაზე უარს ამბობდა თუმცა ისეთ დროს მიზეზობდა აჩის უწევდა პირიქით თაიასთან დარჩენა.საკონდიტროს საქმეც კარგად აეწყო და ამით ბედნიერი იყო.რამოდენიმე თვეში კი თაიას განწირული კივილი იღებდა სამშობიარო ბლოკს
- არასდროს აღარ გავაჩენ შვილს-აჩის ხელს მთელი ძალით უჭერდა და თან ეჩხუბებოდა
- ეხლა გადავრჩეთ და მეორე საკეისროთი გააჩინე თუ გინდა- საწყალი თვალებით უყურებდა ხან თაიას ხან თავის დალურჯებულ მარჯვენას, რომელზეც თაია მთელი ძალით უჭერდა ხელს
- შენ რა შუაში ხარ? გგონია მეორეს შენგან გავაჩენ?... ღმერთო როგორ მტკივაააა- მორიგი ჭინთვაც მიაყოლა
- რას ნიშნავს შენგან არ გავაჩენ, აბა რა გგონია ციალას ლევანიკოს გაყვები ცოლად?- აჩი დათმობას არ აპირებდა
- რატომაც არა მშვენიერი ბიჭია…..
- ეხლავე გაჩუმდით- ბებია ქალი გაგიჟებული უყურებდა- ოცი წლის განმავლობაში რა აღარ მინახავს მაგრამ ესეთი არაფერი, დააცადეთ მშობიარეს იმშობიაროს- აჩის თვალები დაუბრიალა
- მე რა შუაში ვარ?!- გაიკვირვა აჩიმ- ვერ ხედავთ ენას აქაც ვერ აჩუმებს …
მშობიარობა როგორც იქნა დამთავრდა და ოთხ კილოიანი ბიჭიც მიუწვინეს თაიას გულზე. კარგა ხანს არც ერთი მშობელი ხმას არ იღებდა. ექიმი კი გაოცებული უყურებდა, როცა უნდა ელაპარაკათ მაშინ იყვნენ დამუნჯებულები.
სოფი და დემეტრე ძირითადად საქმეში იყვნენ ჩართულები, თუმცა ერთმანეთისთვის დროს მაინც ნახულობდნენ. მიასაც უკვე სკოლისთვის ამზადებდნენ.ბაღში გამოსაშვები ზეიმის შემდეგ მია ბედნიერი გაიქცა მამასთან.
- მამა ნახე- თითზე პატარა ბეჭედი დაანახა
- ლამაზია მია- გაუღიმა დემეტრემ
-იცი ლუკამ მაჩუქა , ნიშნობის ბეჭედიაო- ბედნიერი დაჰყურებდა თავის პატარა თითებს
- გამაგრდი ძმაო- დათამ ფხუკუნით მიარტყა ხელი ზურგზე, დემეტრე კი პირღია უყურებდა მიას ტიტინს რომელიც დემეტრეს საუბედუროდ ენას არ აჩერებდა.
- თავის მშიბლები გამაცნო და შენი გაცნობაც უნდა, თან ერთად ვიქნებით სკოლაშიც….
- სად არის მია ლუკას მამა? მეც მინდა მისი გაცნობა- დათამ რომ შეხედა დემეტრეს გაცოფებულ სახეს ლენას გადაუჩურჩულა
- მიდი სოფი მოძებნე სანამ ამ გიჟმა ზეიმი ჩაშალა- ლენაც სიცილით წავიდა სოფის მოსაძებნად ,რომელიც მომავალ მძახლებთან ერთად იდგა და ბავშვების ისტორიაზე იცინოდა…




2 წლის შემდეგ
- ეხლაც რომ არ ვიყო ორსულად ?- ცრემლიანი თვალებით უყურებდა ლენას
- ყოველ წუთს ბღავიხარ,თევზის დანახვაზე ლამის ზედ აირიე გული და ორსულად თუ არ ხარ და ჩემი კულინარიური შედევრი ტყუილად გამიფუჭე… ჩემი ხელით მოგკლავ მართლა- ორი ცალი ტესტი მიაწოდა- დროზე შედი!
- არ მინდა ჯერ და რა გავაკეთო- საცოდავი სახით შეხედა
- ორი ლიტრი წყალი დაგალევინე რას ქვია არ გინდა… შედი და მოგინდება- თვალები დაუჭყიტა და ძალით შეუშვა.
კარგა ხანს გარეთ ელოდა და რომ აღარ გამოჩნდა კარზე ბრახუნი ატეხა
- ჯერ სულ არ გინდოდა და ეხლა რა სიყვარულის ბუშტი გაგისკდა რომ ვერ ელევი, აღარ გამოდიხარ?- ცოტა ხანში აცრემლებული სოფი გამოჩნდა ხელში ტესტები ჰქონდა ჩაბღაუჭებული- აბა?!
- ორსულად ვარ- გაღიმებულმა შეხედა- მართლა ორსულად ვარ?
- მანახე ტესტები და გეტყვი- ხელიდან გამოგლიჯა ორსულობის ტესტი- ორი ხაზის დანახვაზე კი მეგობარს გადაეხვია
- როდის ეტყვი დემეტრეს?სიხარულისგავნ ალბათ გაგიჟდება…- ტაში შემოკრა
- სიურპრიზი მინდა გავუკეთოოო- ჩაფიქრდა- წავედი თაიასთან , ტორტი უნდა შევუკვეთო, ლენას ტესტები ხელიდან გამოგლიჯა
- მისმინე სოფო- უკან მიჰყვა კართან მისულს- გავიგე რომ გიხარია მაგრამ, ეს ფსელიანი ტესტები უნდა ჩაუდო გოგო ტორტში?- ბოლოს მაინც თავისებურად წამოიკივლა
- სულ გაგიჟდი ხო… როგორ მეცოდება ის ბიჭი- დათაც მოიგონა- ტორტზე ტესტი უნდა დავახატინო
- მერე შენი აზრით თაიამ არ იცის ტესტი როგორია?
- ვაიმე ადამიანო, ტესტი ჩემია რასაც მინდა იმას ვიზავ- ცხვირი მაღლა ასწია და დემონსტრაციულად დატოვა სახლი.
საღამოს ვახშამზე კი დემეტრეს მართლაც დახვდა ლამაზი ტორტი , რომელზეც ტესტი იყო დახატული ორი წითელი ხაზით და ზედ წარწერით, ნომერი ორი“


დ ა ს ა ს რ უ ლ ი








პ.ს.
მადლობა ყველას ვინც კითხულობდით და თქვენს აზრს მიზიარებდით.მოგწონდათ თუ არ მოგწონდათ, აქ მკითხველის სტატუსით ვარ უკვე წლებია და როცა ვინმე აგვიანებდა მეც სულ ვწუწუნებდი, მანამ სანამ თვითონ არ ჩავარდი იგივე დღეში :დ საშინელებაა როცა გინდა დაწერო და ან არ გცალია ან მთელი ოცი წუთი უყურებ ტელეფონს და საერთოდ ვერაფერს ვერ წერ. მგონია რომ ყველა პერსონაჟმა ამოწურა აქ მისი ისტორია და ამიტომ აღარ ჩავთვალე საჭიროდ გამეწელა.კიდევ თუ გადავწყვეთ დავწერო რამე ისტორია სანამ ბოლომდე არ მექნება დაწერილი აღარ დავდებ ისეთი სტრესი გამატარა. ყოველ თავზე მეშინოდა რომ ვინმეს რამე არ მოეწონებოდა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას რომ მამხნევებდით, განსაკუთრებით ვინც ყოველ თავზე კომენტარებს მიწერდით♡♡♡♡♡♡



№1 სტუმარი ნი-კე

კარგი ისტორია იყო..წინაც კარგი იყო..მჯერა უფრო დაიხვეწები და კიდევ უკეთეს ისტორიებს შემოგვთავაზებ..ახლა პერსონაჟებს რაც შეეხება...:აჩი და თაია სასწაული წყვილიაjoy joyსამშობიაროს სცენაზე კი არ ვიცინე ვიხარხარე რასაც ქვია..კიდევ ერთხელ წარმატებები...❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი OKI ME

მიყვარს ეს ისტორია ❤️❤️ იმასაც კარგად ვხვდები რომ ამოწურა ყველა პერსონაჟმა თავისი ისტორია მაგრამ მაინც არ მემეტებოდა დასასრულისთვის. (( აი, დავინახე ახალი თავი და გავბედნიერდი მაგრამ იქვე დასასრული რომ ამოვიკითხე დიდათ არ მესიამოვნა. :DD

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით. მომწონს შენი წერის სტილი ❤️❤️

წარმატებებიი ❤️❤️ უახლოეს პერიოდში გელი ახალი ისტორიით ❤️❤️ ეს ისტორია კი ერთ-ერთია მმრავალ ისტორიათა შორის რომლებიც უუუზომოდ მიყვარს და კვლავ მივუბრუნდები თავიდან წასაკითხად ❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი Mxolos is

Dzalian kargi wasakitxi iyo. Yvelaperi ido shignit tkivilic dardic siyvarulic... mokled dzaan saocreba iyo ra. Kargad wer momwons martla. Martlai yvela tavze ver gikomentarebdi Mara yvelas moutmenlad velodebodi da vkitxulobdi. Ho martla kargi Azria ar dado manam samam yvelas ar dawer tore daviyanjet lodinit. Kai xar ????????????????????????

 


№4  offline წევრი sabrina

ნი-კე
კარგი ისტორია იყო..წინაც კარგი იყო..მჯერა უფრო დაიხვეწები და კიდევ უკეთეს ისტორიებს შემოგვთავაზებ..ახლა პერსონაჟებს რაც შეეხება...:აჩი და თაია სასწაული წყვილიაjoy joyსამშობიაროს სცენაზე კი არ ვიცინე ვიხარხარე რასაც ქვია..კიდევ ერთხელ წარმატებები...❤️❤️❤️❤️

მადლობა რომ ბოლომდე მომყევი❤❤❤

OKI ME
მიყვარს ეს ისტორია ❤️❤️ იმასაც კარგად ვხვდები რომ ამოწურა ყველა პერსონაჟმა თავისი ისტორია მაგრამ მაინც არ მემეტებოდა დასასრულისთვის. (( აი, დავინახე ახალი თავი და გავბედნიერდი მაგრამ იქვე დასასრული რომ ამოვიკითხე დიდათ არ მესიამოვნა. :DD

ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაბრუნდები ახალი ისტორიით. მომწონს შენი წერის სტილი ❤️❤️

წარმატებებიი ❤️❤️ უახლოეს პერიოდში გელი ახალი ისტორიით ❤️❤️ ეს ისტორია კი ერთ-ერთია მმრავალ ისტორიათა შორის რომლებიც უუუზომოდ მიყვარს და კვლავ მივუბრუნდები თავიდან წასაკითხად ❤️❤️

მაბედნიერებს ესეთი კომენტარები, მადლობა♡♡♡♡

სტუმარი Mxolos is
Dzalian kargi wasakitxi iyo. Yvelaperi ido shignit tkivilic dardic siyvarulic... mokled dzaan saocreba iyo ra. Kargad wer momwons martla. Martlai yvela tavze ver gikomentarebdi Mara yvelas moutmenlad velodebodi da vkitxulobdi. Ho martla kargi Azria ar dado manam samam yvelas ar dawer tore daviyanjet lodinit. Kai xar ????????????????????????

მადლობა ♡♡♡

 


№5 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა მაგარი ნაწარმოებია იმედი მაქვს მრავალ კარგ ნაწარმოებებს შექმნით ნიჭიერი ბრძანდებით მომეწონა ეს წყვილები ძალიან კარგი დასასრული ქონდა თან დემეტრე და სოფი ე თავს დარჩნენ მიხარია შანსი რომისცეს ერთმანეთს ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ❤️????????????

 


№6  offline წევრი sabrina

ნესტან
ძალიან მომეწონა მაგარი ნაწარმოებია იმედი მაქვს მრავალ კარგ ნაწარმოებებს შექმნით ნიჭიერი ბრძანდებით მომეწონა ეს წყვილები ძალიან კარგი დასასრული ქონდა თან დემეტრე და სოფი ე თავს დარჩნენ მიხარია შანსი რომისცეს ერთმანეთს ველოდები ახალ ნაწარმოებს მადლობა წარმატებები ❤️????????????

მადლობა♡♡♡

 


№7  offline წევრი likuu_s

ძალიან კარგი იყო, მომეწონა. ყველაფერი იყო ამ ისტორიაში თავმოყრილი. სასაცილოც იყო და სევდიანიც.
თავიდან ცოტა სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ მერე დალაგდასავით. არც გაწელილია, არც აჩქარებული. ერთი, თავიდან რაც არ მომეწონა ის იყო, რომ ხან პირველ პირში იყო თხრობა და ორი ყვებოდა, ხან კიდევ მესამეში. ეს კარგია მერე რომ დალაგდა და მესამეში გააგრძელე თხრობა. ბევრად უფრო გასაგები იყო რა ხდებოდა, ვიდრე მანამდე.

თანდათან უფრო დაიხვეწები.

აბა, წარმატებები!❤️

 


№8  offline წევრი sabrina

likuu_s
ძალიან კარგი იყო, მომეწონა. ყველაფერი იყო ამ ისტორიაში თავმოყრილი. სასაცილოც იყო და სევდიანიც.
თავიდან ცოტა სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, მაგრამ მერე დალაგდასავით. არც გაწელილია, არც აჩქარებული. ერთი, თავიდან რაც არ მომეწონა ის იყო, რომ ხან პირველ პირში იყო თხრობა და ორი ყვებოდა, ხან კიდევ მესამეში. ეს კარგია მერე რომ დალაგდა და მესამეში გააგრძელე თხრობა. ბევრად უფრო გასაგები იყო რა ხდებოდა, ვიდრე მანამდე.

თანდათან უფრო დაიხვეწები.

აბა, წარმატებები!❤️

მადლობა♡♡♡

 


№9 სტუმარი ეკა

ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო. ყოჩაღ.❤️

 


№10 სტუმარი Manama lomidze

მართლაც კარგი იყო ორივე ისტორია საინტერესო და გამართულიც. იყო ცოტა თვალში საცემი ხარვეზები მაგ.გამოასწორებ თანდათან დაიხვეწები არ ინერვიულო წარმატებებს გისურვებ

 


№11  offline წევრი sabrina

ეკა
ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო. ყოჩაღ.❤️

მადლობა♡♡♡

Manama lomidze
მართლაც კარგი იყო ორივე ისტორია საინტერესო და გამართულიც. იყო ცოტა თვალში საცემი ხარვეზები მაგ.გამოასწორებ თანდათან დაიხვეწები არ ინერვიულო წარმატებებს გისურვებ

მადლობა ♡♡♡

 


№12 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია.უკვე აღარ ვიცი მერამდენედ წავიკითხე.მაგრრამ ერთს გთხოვთ, დაჯინება,წამოჯინებას ნუ ხმარობთ.❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent