დანაშაული{5}
-უბრალოდ სასაცილოა შენი საქციელი, როდის მერე ეჭვიანობ მსგავსს სისულელეებზე და გარბიხარ? ვეღარ გცნობ აქაური ჰავა უარყოფითად მოქმედებს შენზე თუ რა ხდება?-გიჟივით შევარდა გელოვანის კაბინეტში და თავზე წამოადგა კაცს-კონსტანტინე! -ნენე!-კბილებს შორის გამოსცრა და თვალები დაუქაჩა. -რა ნენე? რა? რაღაც სისულელის გამო თითქმის ერთი კვირაა გაქრი! -დანშვიდდი თუ შეიძლება და მერე ვილაპარ.... -მერე აღარ იარსებებს...გპირდები თუ ახლავე არ მორჩები ამ სისულელეს ვეღარასოდეს მნახავ! -დამიჯერე სიტყვას შეასრულებს, ასე რომ სჯობს დაემორჩილო კონსტანტინე!-ზურგს უკან ქალის ხმა გაიგონა და სწრაფად შეტრიალდა. -ლილიან?-სავარძელში მჯდომ ქალს გაუსწორა მზერა. -გამარჯობა ნენე!-ფართოდ გაუღიმა ქალმა. -თქვენ ერთმანეთს იცნობთ? -ბავშვობიდან!-ჩაიცინა თოლორდავამ-გამიმართლა, რომ პირდაპირ სამოსის გახდა არ დაიწყე!-ისევ ნენეს შეხედა. -ლილ, გეყოს გთხოვ! -როგორც იქნა გავიცანი კაცი,რომელსაც ხვდები და მთხოვ, გავჩერდე? -მივდივარ!ამის მოსმენა არ მინდა!-კარისკენ შებრუნდა, თუმცა კონსტანტინემ შეაჩერა-გამიშვი! -მე მივდიოდი ნენე, შეგიძლიათ მშვიდად ისაუბროთ! შენზე არ გავბრაზებულვარ! -ვიცი!-გაუღიმა და მზერით გააცილა. -აბა? -რა აბა?! -რას მივაწერო შენი სტუმრობა? -შენ რა დამცინი?-კიდევ უფრო გაცხარდა ქალი. -კარგი ყოფილა, როცა ქრებიან? -სამაგიეროს მიხდი გელოვანო? -არა ნენე! ვბრაზობ! შენზე საშინლად ვბრაზობ იმის გამო, რაც გამიკეთე! -არაფერი გამიკეთებია!ჩემი ნდობა როდის დაკარგე> -მას შემდეგ, რაც ტყუილი მითხარი! -მე შენთვის ტყუილი არ მითქვამს! -ნუთუ? -რატომ მაიძულებ აგიხსნა? ეს არ მინდა, მეგონა, არ გვჭირდებოდა! იქნებ ზედმეტად დიდი იმედები დავამყარე? -ზედმეტად დიდი იმედები? ნენე უკვე ამდენი წელია გელოდები...ველოდები მომენტს, როცა მართლა ვიგრძნობ, რომ ისევე არმიქვამ საკუთარ ნაწილად, როგორც მე! მაგრამ არ მოხდა! ოთხი წელი გავიდა და მე ისევ რატი სცრდილში ვცხოვრობ! ხანდახან მგონია, რომ გინდა ჩემში მისი სახე დაინახო! -შენ მართლა ასე ფიქრობ? ამდენი წლის შენდეგაც? -აბა რა ვიფიქრო! მიდი, მითხარი, რა შემიძლია ვიფიქრო? საქართველოში წამოსვლა შემოგთავაზე და უარი მითხარი! ცოტახანში კი თავად ჩამოხვედი! იმ დღეს ვიფიქრე, ჩემ გამო დაბრუნდა მეთქი, მაგრამ არა! შენ ჩემ გამო არაფერს აკეთებ! არასდროს! -ანუ ერთი ეგოისტი, სულელი გოგო ვარ? -მე ეს ვთქვი?-მაგიდაზე ხელი დაარტყა და საკმაოდ ხმამაღლა მიმართა-ჩემი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციას მორჩი! -იცი პრობლემა რა არის? ყოველთვის მასწავლიდი საკუთარი თავის მერწმუნა, დამეჯერებინა, რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც შეძლებს მწვერვალები დაიპყროს, რომ მე ყველასათვის სასურველი ქალი ვარ! მაგრამ საკუთარ თავს ასე არ აღიქვამ! არ გინდა დაიჯერო, რომ მე შევძელი წარსულს გავქცეოდი და ჩემი ამჟამინდელი რეალობა შენ ხარ! -ამის თავად გჯერა?-უკვე დაღლილი სახით შეხედა და სავარელში ჩაესვენა. ნენემ მისი სახე ხელებში მოქცია და მკრთალად გაუღიმა. -დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამის მტკიცება არ უნდა მჭირდებოდეს!თუ მთელი ცხოვრება მომიწევს დაგაჯერო, რომ შენ ხარ ერთადერთი, ამას როგორ გავუძლებ? თუ მთელი ცხოვრება მომიწევს პასუხი ვაგო იმ დანაშაულისთვის, რომელიც ანაბელის წინაშე ჩავიდინე, მაშინ ბედნიერება როგორ უნდა შევძლო კონსტანტინე?....მე შენი ნდობა მჭირდება! -მე შენ გენდობი ნენე! უბრალოდ ხანდახან მეც ვარ სუსტი! -მაშინ ერთმანეთს სისუსტეების გადატანაში დავეხმაროთ?! შენ ეს უკვე გააკეთე! დავძლიოთ შენი სისუსტე კარგი?-მის მუხლებზე ჩამოჯდა და სახე ყელში ჩაურგო. ........................... სახლში კვლავ გვიან დაბრუნდა, მთელი კვირის გადაღლილს მხოლოდ დასვენება სურდა. ძველმა ჭრილობებმაც თავი შეახსენა და ახლა სულიერ ტკივილთან ერთად ახლა ფიზიკურიც ტანჯავდა.კარი ძლიერად მიაჯახუნა და მისაღებში შევიდა. -მოხვედი? -ვერ მხედავ?-ერთ დროს უახლოესი ადამიანის ხმა, რომ გაიგონა თითქოს უფრო დამძიმდა....ისევ საკუთარი თავით, ისევ საკუთარი შეცდომებით. -ცოტახნით ვისაუბროთ რა!გადავიწვი !-ამოიხვნეშა ბიჭმა და სავარძელზე დაეცა. -რა იყო ისევ რეზოს გამო? -რატომ უნდა შევწირო საკუთარი გრძნობები ამ ოჯახის სულელურ სახელს? -რატომ წუწუნებ ვერ გავიგე?!-იმდენად ბრაზობდა თითოეული სიტყვის მოსმენისას, უნდოდა ყველა ნეკნი ჩაემტვრია ბიძაშვილისთვის-მშვენიერი გოგონაა! -არ მიყვარს დათა!-კბილებს შორის გამოსცრა უფროსმა ამირეჯიბმა-არც მას ვუყვარვარ! -სულელი ხარ და იმიტომ არ გიყვარს!--ღრმად ჩაისუნთქა. -ჩემთვის ზედმეტად ნაზია!არ მინდა გული ვატკინო! -ზურა მისმინე!ან შეირგე ეგ საოცარი ქალი ან ერთი ადგილი გაანძრიე და იბრძოლე იმისთვის ვინც გიყვარს! -შენ მეუბნები ამას? -რას გულისხმობ? -დათა!-თვალები დაუბრიალა...უმცროსმა ამირეჯიბმა კი მის თვალებში თითქოს წყენა დაინახა...ან თავად ეგონა ასე-დათა! -რას ვიზამთ, არასდროს მიმართლებდა! -ასე ვერ მოექცევი შენს თავს! -ვისი ბიძაშვილი ვარ...-თავისთვის ჩაიბუტბუტა და ისე გავიდა ოთახიდან ყურადღებაც არ მიუქცევია,თუმცა ზურა რისი ზურა იყო უკან არ გაჰყოლოდა. -მოიცადე! -რა ხდება ზურა?რისი გაგონება გინდა? -იმის, რომ ჩემი საცოლე გიყვარს!-ამის თქმა და მის ყელზე ამირეჯიბის თითების გაჩენა ერთი იყო-ამას საკუთარ თავასაც ვერ უმხელ არა?! ამიტომ გადაწყვიტე იმ წყეულ დღეს წასვლა, ამის გამო ხარ ახლა ასე, ამის გამო გგონია, რომ შენ ხარ დამნაშავე მაქსიმეს სიკვდილში! -გაჩუმდი!-კბილებს შორის გამოსცრა. -აღიარე! -გაჩუმდი მეთქი ზურა, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ! -როდემდე აპირებ ჩუმად ყოფნას? როდემდე მიყურებ ასე ჩუმად...ასე დაუხრი თავს ამ იდიოტურ აფიორას? -ზურა! -ყველაზე ცუდი იცი რა არის? იმ პატარა, საყვარელ და ნაზ გოგოსაც გული მისდის შენ დანახვაზე და ამ დროს იძულებულია მე მომიჯდეს გვერდით იმიტომ, რომ შენ ხელის განძრევაც არ გინდა მის გამო! -რას ბოდავ?! -ელენეს უყვარხარ! სიგიჟემდე დათა, ისე უყვარხარ შენი დანახვისას ნერვიულობისგან აკანკალებს, იმიტომ, რომ უნდა ჩაგეხუტოს, მაგრამ ამ დროს იძულებულია ჩემი ხელი ეჭიროს! -გინდა, მისთვის ვიბრძოლო, რომ შენ ნუცასთან გაიქცე არა?! -მე ნუცა უკვე დავკარგე!არ მინდა შენც დაკარგო ელენე! -შეუძლებელია! -დათა! გონს მოეგე! -ამას არ დაუშვებენ!შენ გგონია, რომ სდომოდათ პირველი მე არ მომადგებოდნენ? არ დაუშვებენ და რომც დაუშვან შეუძლებელია ზურა! -რატომ?გამაგებინე რატომ? -იმიტომ, რომ მე ომში ვიყავი, მეგობარი თვალწინ მომიკვდა, ჩემ გამო მოკვდა, რა მნიშვნელობა აქვს ძალით გავაკეთე თუ არა!ხელები სისხლში მაქვს და არ ვაპირებ ელენე გავსვარო! -ახლა შენ ბოდავ!სერიოზულად აპირებ ამის გამო მის დათმობას? ამას მართლა მეუბნები და თვალებში მიყურებ? -არა! არ გესმის,რასაც გეუბნები! ჩმი სულიც ზუსტად ისეა დამახინჯებული, როგორც სხეული!ღამით კოშმარები მაწუხებს, მერე ვდგები და ყველაფერს ვლეწავ....როგორ წარმოგიდგენია ჩვენი ურთუერთობა...რამე რომ დავუშავო? -ვიცი დათა! მე ყველაფერი ვიცი! მე იქ ვარ! ყოველ ღამე, როცა ეს გემართება მე იქ ვარ და ვცდილობ, რომ დაგამშვიდოს!შენ ამას ვერ ხედავ! ეს იმიტომ, რომ აგონიაში ხარ და საკუთარ თავს არ ეკუთვნი! ეს კოშმარები განაჩენი არაა! ამის გადაჭრა შეიძლება! უბრალოდ თავი არ უნდა დაიდანაშაულო იმაში, რაშიც ოდნავი წვლილიც კი არ გაქვს! -....მე არ მინდა მისი გასვრა, ის ისეთი წმინდაა ჩემთვის, ჩემნაირი ცხოველისთვის! -გაგიჟდი? გირჩევნია მიყურო როგორ შევირთავ ცოლად შენ საყვარელ ქალს? და კარგად იცი სხვა გამოსავალი არ მექნება! იცი მაინც როგორ იტანჯება?....ცოტა ხნის წინ შენი სახელით მომმართა იცი?.....კარგად დაფიქრდი დათა! იცოდე ცხოვრებას ინგრევ....საყვარელ ქალთან განშორება ყველაზე დიდი ომის დასაწყისია საკუთარ თავთან! მე ამ ომში უკვე ვარ! არ გირჩევ ამის გამოცდას! -არ მინდა ვატკინო! -ახლა ჩვენ ყველა ერთად და აუტანლად ვტკენთ! ხვდები ამას? -არ შემიძლია! -როგორ არა?! შეგიძლია! ყველაფერს გადავლახავთ და მასთან იქნები! -ამაზე საუბარი არ მინდა!-ზურგი აქცია და კვლავ წასასვლელად მოემზადა. -სულ ვერ გაიქცევი! -გავიქცევი! .................................. უკევ თენდებოდა...ისევ საკუთარი სახლის აივანზე იჯდა ყურსასმენებით და ცდილობდა ყურადღება ნებისმიერ რამეზე გადაეტანა ოღონდ არსებულ რეალობაზე არ ეფიქრა.თავზე ხელი რომ გადაუსვეს, მხოლოდ მაშინ ისურვა გონს მოსვლა. -რომელი საათია ელე?! -ხუთი სრულდება დე!-მიხვდა ეს რიტორიკული შეკითხვა რომ იყო და გაეცინა-დავიძინებ! -უნდა დაიძინო, მაგრამ მანამდე იქნებ გინდა მესაუბრო?! -მინდა, მაგრამ ამ სახლში არა! ამჯ საზოგადოების ფონზე არა! -ელენე! -შენც ხომ იცი არა?! აქაურობა სულს მიხუთავს! მათი აზროვნება მკლავს დედა! ცხოვრება თავზე მენგრევა, მაგრამ ეს ვინმეს ადარდებს? -მე მადარდებს! როგორ წარმოგიდგენია არ გადარდებდეს? -მაშინ რამე გააკეთე ქეთევან! უფლება არ მისცე ასე მომექცნენ! -ზურა კარგი ბიჭია! საუკეთესო შესაძლებლობებს მოგცემს! ამ ჯოჯოხეთს მოშორდები!-სევდიანი თვალები მიანათა ქალმა. -მაგრამ მე მასთან ცხოვრება არ მინდა! -ეს ერთადერთი გამოსავალია! -ჩემი დანაშაული რა არის დედა? გოგოდ რომ დავიბადე? -რას ამბობ!-მიეხუტა და თავზე აკოცა. ტკიოდა ის, რომ მისი შვილი ასე ფიქრობდა. -მაშინ რატომ ვერ შემიყვარეს! -მათ უყვარხარ! თავისებურად!... -ქეთევან!...ქეთი!-კაცის ყვირილი გაიგონეს და მაშინვე გამოჩნდა კიდეც კარის ზღურბლთან-ქეთევან იჩქარე! -რამე მოხდა!-მაშინვე წამოცივდნენ. -ამირეჯიბები!....ავარიაში მოყვა! -ვინ?-მაშინვე მისკენ გაიქცა ელენე-ვინ მოყვა ავარიაში?....მამა მითხარი! -უმცროსი! დათა!....ქეთევან ჩაიცვი უნდა წავიდეთ! შენ სახლში რჩები!-თითი დაუქნია ქალიშვილს და ოთახი დატოვა. მანქანაში რომ მოთავსდა ელენე უკვე იქ დახვდა- ახლავე გადადი! გითხარი რჩები მეთქი!- მიუხედავად ბრძანებისა, ელენეს სახეც კი არ შეცვლია- ელენეე! -ფეხს არ მოვიცვლი! თუ გინდა მომკალი! ამ მანქანიდან არ გადავალ! მე იქ უნდა ვიყო!-სხვა რა გზა ჰქონდა, ძალიან ეჩქარებოდა, ამიტომ მანქანა დაძრა და საავადმყოფოში წავიდა. .................. მომდევნო თავს ცოტათი დააგვიანდება...უნდა მომიტევოთ ველი შეფასებებს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.