არეული გრძნობები 29 თავი
თათიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ ერთი წამით შეხედა ქმარს ზიზღით სავსე მზერით და მაშინვე ზურგი აქცია მის მომღიმარ სახეს -საით?- ცინიკური ტონით ჰკითხა ლაშამ მიბრუნებულ ცოლს და უეცრად მაჯაზე უხეშად წაავლო ძლიერი ხელი, მოულოდნელად თავისკენ მიატრიალა და მაქსიმაურად მიიზიდა. გაეცინა როცა გაბრაზებულმა თათიამ გაიბრძოლა და მისი ხელიდან გასხლტომა სცადა- მიყვარხარ- მოულოდნელად ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და მისმა სიტყვებმა მაინც რომ ვერ დააშოშმინა აფორიაქებულ გოგონა სიგარეტიანი ხელი წელზე შეუცურა და ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სუსტი, ნაზი სხსეული -ლაშა!-აღმოხდა მისი ზედმეტი სიახლოვით დამფრთხალ გოგონას და წამიერად მზერა გაუსწორა მის ჩამქრალ თვალებს- გამიშვი-ძლივს გასაგონად დაიჩურჩულა და ბნელ სივრცისკენ მიმართა აწყლიანებული თვალები -არ გაგიშვებ...-დაუღრინა მისი წინააღმდეგობის გაწევით გაღიზიანებულმა ბიჭმა და სახე იმდენად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას რომ ინსტიქტურად თათიამ მზერა გაუსწორა მის არეულ სახეს. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეეფეთა. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა, რომელიც ისევ, ლაშას ირონია ნარევმა ხმამ დაარღვია-სულ რატომ მეწინაადეგები?-ინტერესით ჰკითხა ცოლს და ცხვირის წვერით, ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო საფეთქელზე -აქ ყოფნა აღარ მინდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიამ და თავი ოდნავ უკან გასწია და გვერდზე მიატრიალა -კარგი წავიდეთ-მშვიდი ტონით უპასუხა ლაშამ, რომელმაც არ შეიმჩნია ცოლის ეს გამომწვევი ქცევა და ოდნავ უკან დაიხია, სიგარეტის ახალ ღერს სწრაფად მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. -ნინი და მარიამი?-შეიცხადა თათიამ -იო წამოიყვანს -ხო მაგრამ... -სახლში წასვლა გინდა თუ არა?-გაბრაზდა ლაშა და ხელგადახვეულმა მანქანისაკენ წაიყვანა გაღიზიანებული გოგონა. სახე წაშლილი თამუნა ერთ ადგილზე მიყინულივით იჯდა, ავტობანზე, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალ მანქანაში და საქარე მინას მიშტერბოდა არაფრისმთქმელი, ცივი, ცარიელი ჩამქრალი თვალებით. ბოლოს ვეღარ მოითმინა და ჩამწყდარი ხმით ჰკითხა, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დიზისგან სახე მონგრეულ კაცს -რისი იმედი გაქვს? მართლა გგონია რომ იმ ყველაფერის მერე რაც ჩაიდინე შენთან დავბრუნდები? -ვიცი რომ შენი ნებით არ დაბრუნდები-გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა კაცმა და სიჩქარეს კიდევ მოუმატა -თავს რატომ არ მანებებ?! რა გინდა ჩემგან?-დაღლილი ხმით ჰკითხა თამუნამ ქამრს და სულ ერთი წამით მიიხედა მისკენ, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა -იცი რაც მინდა-თავხედური ტონით უპასუხა ზურამ და ისევ გზას გახედა მომღიმარი სახით -შენთან ყოფნა არ მინდა! აღარ მინდა, რატომ არ გესმის?- ავარდა თამუნა -ჯერ კიდევ გიყვარვარ ამას ვგრძნობ!-დარწმუნებით უთხრა ზურამ გაგიჟებულ ქალს და მისკენ მიიხედა -მიყვარხარ... მაგრამ მძულხარ... -აგრესიული ტონით უპასუხა თამუნამ ირონიულად მომღიმარ კაცს და მშვიდად განაგრძო საუბარი- რადგან შენ... შენს საოცნებო ქალთან ღალატით მაიძულე, ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი გრძნობა... ზიზღნარევი სიყვარული განმეცადა... -ვიცი რომ გატკინე... ვიცი რომ იმედები გაგიცრუე... ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი მაგრამ... -ზურა, ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა! დამთავრდა გესმის? -არა! -შენ მე მიღალატე! -მხოლოდ ერთხელ... ეს მხოლოდ ერთღამიანი შეცდომა იყო! -შენ რა დამცინი?-სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სახეზე სასოწარკვეთილ ქალს -ვიცი რომ შეცდომა დავუშვი... საშინელი შეცდომა... მაგრამ ამის გამო ჩემი ცხოვრებიდან წასვლის უფლებას არ მოგცემ.. ვერ დაგარგავ -შენ მე იმ ღამეს დამკარგე როცა სხვა ქალს შეეხე!-ტირილის ნოტებშეპარული ხმით უთხრა თამუნამ გაღიზიანებულ კაცს -მხოლოდ ერთხელ! ერთხელ გესმის? -გგონია ამას ჩემთვის მნიშვნელობა აქვს?-ცინიკური ტონით უთხრა თამუნამ გაგიჟებულ კაცს და ირონიულად გაეცინა -ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემთან დაბრუნწბა გაიძულო... რადგან ვიცი რომ ჩემი პატიება შეგიძლია-უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული კაცი -გინდა რომ სიყვარულის სახელით ღალატის პატიება მაიძულო?-ავარდა თამუნა -მე შენ მჭირდები... მჭირდები გესმის?-უცბათ სტრატეგია შეცვა ზურამ -შენ მე არ გიყვარვარ! არასდროს გყვარებივარ! ერთადერთი მიზეზი ჩემთან ყოფნა რატომაც გინდა ეს უკიდეგანო ეგიოზმია და მეტი არაფერი! -ტონს დაუწიე!-გამაფრთხილებლად უთხრა ზურამ და მისკენ მიიხედა -ნუ მიბრძანებ რა გავაკეთო! -ნუ გავიწყდება რომ ჯერ კიდევ ჩემი ცოლი ხარ- ცინიკური ტონით უთხრა მომღიმარმა კაცმა სახე წაშლილ ქალს და სიჩქარეს მაქსიმალურად უკლო -მეზიზღები!- აგრესიული ტონით უთხრა თამუნამ სურვილისგან თვალებანთებულ კაცს რომელიც მოულოდნელად მისკენ გადაიხარა და ლავიწის ძვალზე აკოცა -რას აკეთებ! შენ რა გაგიჟდი?-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ქალი, რომელიც ინსტიქტურად დაბლოკილ კარს დაეჯაჯგურა-გააღე! ახლავე გააღე!-უყვირა ისევ სახე მონგრეულ კაცს რომელიც საწყის პოზიციას უმისამართო გინებით დაუბრუნდა-გააღე-მეთქი!- ამჯერად ტირილის ნოტებშეპარული ხმით მიმართა თამუნამ ქმარს და მისკენ მიიხედა ამღვრეული თვალებით. ზურამ მისი მზერა დააიგნორა და ნელ-ნელა სუჩქარეს უმატა- ასე რატომ იქცევი? რა გინდა ჩემგან-აღმოხდა სასოწარკვეთილ ქალს, როცა ავტობანზე მიმავალი მანქანის სიჩქარემ დასაშვებს მნიშვნელოვნად გადააჭარბა -ისევ შენთან ყოფნა მინდა რადგან მინდიხარ! რა ვერ გაიგე ეს მოტყნ.ლი- ფეთქდა უეცრად ზურა -გულს მირევ-გულწრფელი ზიზღით, მშვიდი ტონით უთხრა თამუნამ გაგიჟებულ კაცს რის გამოც გაცოფებულმა ზურამ რამდენიმე წამის განმავლობაში თავზე და მანქანზე კონტროლი ერთდროულად დაკარგა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მის დახშულ სმენას სადღაც შორიდან მიწვდა საყვარელი ქალის სასოწარკვეთილი კივილის ხმა-გააჩერე! ახლავე გააჩერე ეს წყეული მანქანა!. -ზურამ წამიერად მისკენ მიიხედა ცივი, ვარიელი არაფრისმთქმელი თვალებით და გზას გახედა.. სვალ ნაწილიდან გადასული მანქანა მკვეთრი მანევრით დააბრუნა გზაზე და სიჩქარეს მოუმატა -ზურა გთხოვ მანქან გააჩერე-შეეხვეწა სასოწარკვეთილი ქალი გაგიჟებულ კაცს და აკანკალებული ხელებით მოიწმინდა გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სახიდან. გაბრაზებულმა ზურამ მის საპასუხოდ სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა რის გამოც თამუნა ისევ აყვირდა -ჩემგან განსხვაავებით იმ ნაბ.ჭვეის შეხება გულს არ გირევს ხო?-კარგა ხნის სიჩუმის მერე გამოსცრა კბილებში გაავებულმა კაცმა და გაოგნებული თამუნასკნ მიიხედა რომელიც იმდენად დაიბნა ქმრის აგრესიულმა სიტყვებმა რომ კარგა ხანს თავი ვერ მოუყარა სათელ სიტყვებს -რას ბოდავ?-მხოლოდ ეს დაიჩურჩულა ძლივს გასაგონად და თავი დახარა -უკვე იწექი მასთან?-ცინიკური ტონით ჰკითხა ზურამ ხელახლა ატირებულ ქალს რომელიც მისკენ მიტრიალდა და შეძლების დაგვარად მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი -სიტყვებს დაუკვირდი, შენს თავში ნუ გეშლები!- ავარდა თამუნა -მისგამო არ გინდა ჩემთან დაბრუნება!- ამჯერად სხვა მიმართულებით წაიყვანა საუბარი სასმლისგან ჯერ კიდევ ტვინარეულმა კაცმა -შენს გამო! ყველაფერში დამნაშავე მხოლოდ შენ ხარ! და შენ ეს კარგად იცი -განქორწინებაც მისგამო გინდა -გაგიჟდი? შეიშალე? -ჩემი შეხება იმ წამიდან გირევს გულს როცა ის ნაბ.ჭვარი გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში -სულ გაგიჟდი ხო? -მთელი ეს დრო ვცდილობდი შენი პატიება დამემსახურებინა... -დაგემსახურებინა?-გაეცინა თამუნას- შენ მხოლოდ იმის ცდაში იყავი რომ ჩემთვის ტკივილი მოგეყენებინა -მინდოდა ჩემთან დაბრუნებულიყავი -ძალდატანები? მუქარით? იძულებით? -ნებისმიერი გზით-გამოსცრა კბილებში გაავებულმა კაცმა -ასე იმიტომ მექცევი რომ არ გიყვარვარ... არც თათა გიყვარს... წარმოდგენაც არ გაქვს რა არის სიყვარული... ვინც უყვართ იმას არ ტკენენ... -ზაზამ სწორი წარმოდგენები შეგიქმნა? -თუ ეს დაგამშვიდებს გეტყვი რომ ჩვენს შორის არაფერი არ ხდება, მაგრამ ეს იმას არ ცვლის რომ შენ მე გულს მიერევ შენთან დაბრუნებას სიკვდილი მირჩევნია-დაუფიქრებლად მიახალა თამუნამ და თვალი თვალში გაუყარა -გგონია ამ სიტყვების გამო უკან დავიხევ და ერთად ყოფნის უფლებას მოგცემთ? თუ ჩემი არ იქნები არავისი არ იქნები!-აყვირდა ზურა და გაზს ბოლომდე მიაჭირა, საჭეს ხელები გაუშვა და ღვედი შეიხსნა, სასოწარკვეთილმა თამუნამ კი ინსტიქტურად გაიკეთა და თვალები დახუჭა. რეანიმაციიდან გამოსული ნინი ტირილისგან თვალებდასიებული თვალებით მივარდა ლაშას და მკერდზე ხელები დაარტყა -ყველაფერი შენი ბრალია, ეს ავარია შენს გამო მოხდა! -ნინი-სწრაფად მიუახლოვდა იოანე სასოწარკვეთილ გოგონას, თვალებაწყლიანებულ ძმას მოაშორა და გულში ჩაიკრა. იქამდე ტიროდა მისავათებული გოგონა სანამ სრულად არ დაიცალა მძიმე ემოციებისგან -არ მეგონა ასეთი რამ თუ მოხდებოდა- ჩამწყდარი ხმით აღმოხდა ლაშას და სკამზე მჯდომ ნინი გახედა რომელიც ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა მას |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.