შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 28 თავი


30-05-2022, 10:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 10 122

-ვერ ვხვდები რას ხედავ უცნაურს იმაში რომ ახალი ტელეფონი გიყიდე-ნაწყენი ტონით უთხრა ლაშამ ზურგით მდგომ ცოლს და სწრაფად მიუახლოვდა უკნიდან- ხო მართლა ამ საღამოს შენ, ნინის და მარიამს, იოანე წაგიყვანთ რესტორანში- უეცრად შეცვალა საუბრის თემა არსებული დაძაბულობის გასაფანტად შესაბამისად მარტივად მიაღწია მიზანს და თათია დააბნია.
-იოანე?-შეიცხადა გაოგნებულმა გოგონამ და უმისამართოდ იკითხა-საქართველოში დაბრუნდა?
-მხოლოდ რამდენიმე დღით ჩამოვიდა
-გაგიჟდება სიხარულისგან მარიამი... ძალიან მოენატრა ნათლია-ღიმილით თქვა თათიამ და რძიანი შოკოლადის ახლად გახსნილი ფილა სიამოვნებით ჩაკბიჩა. გაღიზიანებულ ბიჭს მის ქცევაზე გაეღიმა და მოულოდნელად შიშველ მხარზე ნაზად აკოცა
-ლაშა! -გაუბრაზდა თათია ქმარს და მისკენ მიტრიალება სცადა მაგრამ ვნება მორეული ბიჭი მაშინვე ზურგიდან აეკრო მას, სწრაფად შემოაჭდო ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ძლიერი ხელები და ხვირის წვერი ყელზე გაიხახუნა
-ეს სურნელი მაგიჟებს-გატაცებით უთხრა და ამჯერად ლავიწის ძვალზე შეაწება ცხელი, მწველი ტუჩები
-რესტორანში შენ რატომ არ მიგყავართ?- უინტერესოდ ჰკითხა შოკოლადის ჭამით გართულმა თათიამ ქმარს და მისკენ მიიხედა
-ვერ მიხერხდება...
-რას ნიშნავს ვერ გიხერხდება?!
-იმას რომ მაგ დროისთვის გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და ვერ მოგაკითხავთ-მოიღუშა ლაშა
-და თამუნა?-შეიცხადა გაბრაზებულმა გოგონამ
-მას მოვიყვან
-რას ნიშნავს მოიყვან?-სულ დაიბნა თათია და მისკენ მიტრიალადა
-იმას რომ მას მოვიყვან-უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული ბიჭი
-შენი სიტყვები როგორ გავიგო?-გაბრაზდა თათია და კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახეში მას
-ისე როგორც გესმის-აღმოხდა აფორიაქებულ ბიჭს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-დრო რატომ შეცვალე?-არ მოეშვა თათია
-აუ... ნუ შემ.ცი რა-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი და სწრაფად მოუახლოვდა ღია ფანჯარას
-რომ იცოდე რესტორანში მხოლოდ თამუნას გამო მოვდივარ-გამაღიაზიანებელი ტონით უთხრა სამზარეულოდან გასვლისას ანერვიულებულმა გოგონამ მას და დარჩენილი შოკოლადის უგემური ფილა იქვე, კარადაზე, დაუდევრად მოაგდო
-მე გკ.დივარ ხო?-აგდებულად უთხრა კართან მისულ გოგონას გაბრაზებულმა ბიჭმა თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის
-მე ეგ არ მითქვამს-ჩავარდნილი ხმით თქვა თათიამ და წამიერად მისკენ მიიხედა, ამ დროს მათი არეული თვალები ერთმანეთს წამიერად ერთმანეთს შეხვდა
-მაგრამ იგულისხმე-ავარდა ლაშა და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი უმისამართოდ მოისროლა ფანჯრიდან, შემდეგ კი სწრაფად მიუახლოვდა ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას რომელუც მთელი ეს დრო თვალის მოუშორებლად უყურებდა მას- რა არ მოგწონს?- ინტერესით ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა
-მთელი დღე ცნაურად იქცევი-გულწრფელად უთხრა თათიამ და უხეშად მოიშორა მისი ხელები სახიდან
-გეჩვენება-გაუღიმა ლაშამ და ამჯერად მაისურის ქვეშ შეუცურა ცივი თითები აფორიაქებულ გოგონას
-თავი დამანებე-გაბრაზდა თათია და სცადა ხელიდან გასხლტომოდა სურვილისგან თვალებანთებულ ბიჭს. ლაშას გაეცინა მის ქცევაზე კიდევ იფრო მეტად მიიზიდა თავისკენ აფართხალებული გოგო და ძლიერ მკლავებში მოიმწყვდია
-ნუ ფართხალებ-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და ყელზე შეაწება ცხელი ტუჩები
-გაგიჟდი? -გაიბრძოლა ისევ თათიამ-ხომ იცი რომ ბავშვები სახლში არიან-ჩურჩულით უთხრა ქმარს და გაბრაზებული მზერით მიაჩერდა სახეში. ლაშამ მაშინვე უკან დაიხია და ცბიერი ღიმილით მიაჩერდა მას არეულ სახეზე
-საძინებელში ავიდეთ-გამომწვევი ტონით უთხრა და თათიას საბოლოოდ რომ წაეშალა სახე სიცილით დაამატა-საღამოსთვის ტანსაცმელი ამარჩევინე-თათიამ თვალები აატრიალა და უკმაყოფილო სახით, პირველი გავიდა სამზარეულოდან, კიბეები სწრაფად აიარა და როგორც კი საძინებელში შევიდა ფეხდაფე მიმყოოლმა ლაშამ კარი შიგნიდან ჩაკეტა გასაღებით
-რას აკეთებ-მაშინვე მისკენ მიტრიალდა გაღიზიანებული გოგონა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-ძალიან მომენატრე-გაუღიმა ბიჭმა და მაშინვე ტუჩებზე დააცხრა
-ლაშა!-უკმაყოფილო ტონით უთხრა თათიამ როცა საწოლისაკენ წაიყვანა მან
-ჩშშ-მბრძანებლური ტონით, ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა გაღიზიანებულმა ბიჭმა და სანამ აღელვებული გოგონა კიდევ რამეს ეტყოდა საწოლზე გაადააწვინა, მაშინვე ზემოდან მოექცა და სურვილისგან ანთებული თვალებით დააცქერდა ზემოდან- მინდიხარ-გამომწვევი ტონით უთხრა და მაშინვე ყელზე შეაწება მწველი ტუჩები.
მთელი საღამო უცნაურად აფორიაქებული და დათრგუნული იყო თამუნა, განსაკუთრებით მას მერე აღელდა რაც ლაშამ დაურეკა და უთხრა რომ 7 საათის ნაცვლად 10-ზე მიაკითხავდა
-რატომ შეცვალე დრო? მოხდა რამე?- ინტერესით ჰკითხა შვილს და მისი პასუხის მოლოდინში სული დაელია
-განსაკუთრებული არაფერი... რაღაც გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და... მოკლეთ 10-ზე მოგაკითხავ რა... იცოდე მზად დამხვდი არ მალოდინო!-ცივად უთხრა ლაშამ და სანამ დაბნეული ქალი რამეს ეტყოდა გაუთიშა. ბევრი ფიქრის მერე თამუნამ ნინისთან დარეკა მაგრამ არაფერის მომცემი აღმოჩნდა ეს საუბარი მასთან და თათიასთან, რადგან არც გოგონებმა არ იცოდენენ ის მიზეზი თუ რატომ შეცვალა რესტორანში მისვლის დრო ლაშამ, რის გამოც კიდევ უფრო გაუფუჭდა ხასიათი მოწყენილ ქალს და უსიამოვნო განცდები გაუმძაფრდა. საბოლოოდ იმდენად აიყოლიეს უაზრო ფიქრებმა რომ სუსტი მოქმედების დამამშვიდებელი დალია და ასე სცადა გამკლავება იმ უაყოფით ემოციებთან რომლებიც რატომღაც დილიდან სულის სიმშვიდეს ურღვევდნენ.
თამუნას გაეღიმა როცა ზუსტად 10 საათზე დაურეკა ლაშამ.
-ჩამოდი გელოდები-მბრძანებლური ტონით უთხრა ბიჭმა და გაუთიშა,რის გამოც ისევ გაუფუჭდა ხასიათი აფორიაქებულ ქალს, რომელმაც სახლიდან გასვლისას უკმაყოფილო სახით შეათვალიერა საკუთარი უღიმღამო ანარეკლი სარკეში.
-კიდევ ერთხელ გილოცავ-როგორც კი მანქანაში ჩაჯდა თამუნა უკანა სავარძლიდან დიდი წითელი ვარდების თაიგული გადმოიღო ლაშამ და გრაციოზულად გაუწოდა
-მადლობა-ჩავარდნილი ხმით უთხრა აფორიაქებულმა ქალმა უცნაურად მომღიმარ ბიჭს და სევდით სავსე მზერით დააცქერდა გამორთმეულ ყვავილებს
-ზურას საჩუქარია- უცნაური ტონით უთხრა ლაშამ თვალებაწყლიანებულ ქალს და მაშინვე მანქანა დაქოქა
-ასე რატომ იქცევით?- უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული ქალი და უკანა სავარძელზე დააბრუნა თაიგული- რის მიღწევას ცდილობთ შენ და მამაშენი?-ინტერესით ჰკითხა ნირ წამხდარ ბიჭს და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა
-ვცდილობთ შენი პატიება დავიმსახუროთ
-ცოტა ხნის წინ მამაშენი სახლში მომივარდა და დამემუქრა
-მთვრალი იქნებოდა
-ნუ ამართლებ!-ავარდა თამუნა
-შენი დაკარგვის ძალიან ეშინია და ასე ამიტომ იქცევა ხომ იცი არა-მშვიდი ტონით უთხრა ლაშამ სახე ალეწილ ქალს და წამიერად მისკენ მიიხედა
-მან მე იმ ღამეს დამკარგა როცა სხვა ქალს შეეხო
-ნანობს-ხმა გაიკაცრა ლაშამ- და შენ ეს კარგად იცი!
-უკვე ძალიან გვიანია სინანული
-ზაზას გამო?-ცინიკური ტონით ჰკითხა ლაშამ აფორიაქებულ ქალს და მისკენ მიიხედა, დროს მათი ამღვრეული თავლები ერთმანეთს შეხვდა
-ზაზა...-უცნაური ტონით გაიმერა თამუნამ და საქარე მინას მიჩერდა, ცივი ცარიელი არაფერიმთქმელი მზერით- ასე მისგამო გააქტიურდით მამა-შვილი?
-თქვენს შორის რამე სერიოზულია?-მაქსიმალურად მშვიდად ჰკითხა ლაშამ გაღიზიანებულ ქალს და მოწოლილი ბრაზის და მრისხანების დასაოკებლად საჭეს ძლიერად მოუჭირა აკანკალებული თითები
-ჩემი და ზაზას ურთიერთობა თქვენ არ გეხებათ!- ბრაზნარევი ტონით, უმისამართოდ თქვა თამუნამ უკმაყოგილო სახით მიაჩერდა ლაშას რომელმაც დიდი ხნის წინ გადააჭარბა ავტობანზე დაშვებულ სიჩქარეს.
-ურთიერთობაში ხართ?-გამოსცრა კბილებში გაცეცხლებულმა ბიჭმა და სულ ერთი წამით მიიხედა სახე ალეწილი ქალისკენ რომელმაც მოულოდნელად უყვირა
-მანქანა გააჩერე! ახლავე!- რის გამოც უეცრად დაშოშმინდა ლაშა და სიჩქარეს ოდნავ უკლო
-კარგი დამშვიდდი-გულგრილად უთხრა გაღიზინებულ ქალს რომელიც ვერ წყნარდებოდა და ჯიუტად ისევ იგივეს იმეორებდა
-მანქანა გააჩერე! გააჩერე-მეთქი! -რის გამოც ისევ წყობრიდან გამოვიდა გაავებული ბიჭი და კბილებში გამოსცრა
-დაწყნარდი რა- და რომ მიხვდა უარესად გააღიზიანა ისედაც გაგიჟებული ქალი საუბრის თემა შეუცვალა
-ცოტნეს იცნობ?- მოულოდნელად ჰკითხა და მისკენ მიიხედა
-ვიცნობ!- ძალდატანებული სიმშვიდით უპასუხა თამუნამ და წამიერად მისკენ მიიხედა
-ნინიმ გაგაცნო?-დაინტერესდა ლაშა და ნელ-ნელა სიჩქარეს ისევ უმატა
-თვითონ გეცნო...
-მასზე გელაპარაკა ნინი? თავადაც უყვარს ეგ ს.რი?-დაინტერესდა ლაშა
-არ უყვარს, შეგიძლია მშვიდად იყო!-უკმაყოფილო ტონით უთხრა თამუნამ და სევდით სავსე მზერა საქარე მინას მიაყინა კვლავ. მომაბეზრებელი სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ლაშა ხმამ დაარღვია
-შეგიძლია ტელეფინი მათხოვო?-ინტერესით ჰკითხა დაბნეულ ქალს და მშვიდად დაამატა- ჩემი დაჯდა
-კარგი-უღიმღამოდ უპასუხა თამუნამ და უყოყმანოდ გაუწოდა. შეკრთა როცა რამდენიმე წუთის შემდეგ ლაშამ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა და გინებით გადავიდა
-მოხდა რამე?-დაიძაბა თამუნა
-ისეთი არაფერი, მგონი საბურავი დავაზიანე, შევამოწმებ
-სათადარიგო გააქვს?
-მააქვს-დაამშვიდა ლაშამ აფორიაქებული ქალი
-ჩემი დახმარება რამეში გჭირდება?
-არა მანქანაში დამელოდე!-ფაქტიურად უბრძანა და სიბნელეში გაუჩინარდა. ლაშას ლოდინით დაღლილი თამუნა უაზრო და მტანჯველმა ფიქრებმა ისე იაყოლიეს რომ რამდენიმე წუთით გაირინდა, რის გამოც ვერ მიხვდა როდის ან როგორ აღმოჩნდა საჭესთან ზურა მის ნაცვლად. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა, სადღაც შორიდან მოესმა საყვარელი მამაკაცის ზედმეტად მონატრებული და საძულველი ხმა
-დაბადენის დღეს გილოცავ...-დაფეთებული თამუნა მაშინვე მისკენ მიტრიალდა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა სახეშიირონიულად მომღიმარ კაცს, რომელმაც მისი დაბნეულობით ისარგებლად და თავხდურად აკოცა ტუჩებში
-შენ რა გაგიჟდი?-აღმოხდა ძლივს აზრზე მოსულ ქალს რომელმაც ხელის ზურგი, ზიზღით მოიწმინდა ტუჩები. სანამ დაბნეული და გაოგნებული თამუნა ცდილობდა დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა და გადაწყვეტილება მიეღო როგორ მოქცეულიყო , ზურამ მანქანა დაქოქა, კარი დაბლოკა და საბურავების ხრჭალით მანქანა ადგილს მოწყვიტა.
რესტორანში დაგვიანებით მისული ლაშა ყალბი ღიმილით მიუახლოვდა სუფრასთან მსხდომთ და მიესალმა
-თამუნა სადაა-მაშინვე ფეხზე წამოდგა თათია და მკვლელი მზერით მიაჩერდა სახეში მას
-დამშვიდდი- გამოსცრა კბილებში მისი ქცევით გაღიზიანებულმა ბიჭმა და სახე ზედმეტად მიუახლოვა თვალებწყლიანებულ ცოლს
-ზურასთან წაიყვანე ხომ ასეა?-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა რის გამოც ყველას ყურადღება მიიქცია
-ტონს დაუწიე-დაუღრინა ლაშამ თვალებაწყლიანებულ გოგონას და მაშინვე მკლავეზე წავლო უხეში ხელი, ძლიერად მოუჭირა და ძალის გამოყენებით დემოსტრაციულად გაიყვანა გარეთ
-ლაშა!-უკან მიჰყვა იოანე მოჩხუბარ წყვილს
-არ ჩაერიო-უბრძანა ლაშამ მეგობარს და წამიერად მისკენ მიიხედა
-არ ჩავერევი თუ დამშვიდდები და ხელს გაუშვებ!-ძლივს შეკავებული მრისხანებით უთხრა იოანემ და როგორც კი ლაშამ თათიას მკლავი გაუთავისუფლა რესტორანში დაბრუნდა შეშინებული ნინის და მარიამის დასამშვიდებლად.
-საშინელი ადამიანი ხარ-ზიზღით უთხრა თათიამ ლაშას როცა მარტოები დარჩნენ ერთმანეთის პირისპირ
-მე უბრალოდ მინდა რომ დედაჩემი სახლში დაბრუნდეს-წინასწარ განზრახული გულიბრყვილობით უთხრა გაბრაზებულმა ბიჭმა თვალებაწყლიანებულ გოგონას და სიგრეტს ნერვიულად მოუკიდა
-რის ფასად?-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა -ხვდები რა შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს?
-ისეთი არაფერი მოხდება-დარწმუნებით უთხრა ლაშამ აღელვებულ ცოლს და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა-ჯერ კიდევ უყვარს თამუნას ზურა, ასე რომ მათი შერიგება მხოლოდ დროის საკითხია
-გინდა რომ ზურამ, სიყვარულის სახელით ღალატის პატიება აიძულოს თამუნას?
-აუ ტვინს ნუ ტყ.ავ რა-გაბრაზდა ლაშა- როგორმე თვითონ გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში
-ზოგჯერ მგონია რომ საერთოდ არ გიცნობ- დანანებით თქვა თათიამ და ცივი მზერა ბნელით მოცულ სივრცეს გაუშტერა
-ზოგჯერ?-ცინიკური ტონით უთხრა ლაშამ ზედმეტად ახლოს მდგომ ცოლს და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში-მე კი მგონია რომ საერთოდ არ მიცნობ
-ალბათ უკეთესიცაა რომ არ ვიცი მიზნის მისაღწევად ზუსტად რაზე ხარ წამსვლელი
-ტვინს ტყნ.ვ-თქო-წამოენთო ლაშა და სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი ტუჩებშოროს მოიქცია ღრმა ნაფაზი დაარტყა და ზედმეტი კვამლი სიამოვნევით გამოუშვა პირიდან



№1  offline წევრი გ უ გ უ

ᲚაᲨასნაირი კაცების მარᲗლა არ მესმის..
დედამისი რომ უყვარდეს ასე არ მოექცეოდა და ზურა კიდე რომელიც Შეუგნებელი ტიპია და საერთოდ არაფრის Ღირსი არ არის..
Მე ᲗაᲗიას ადგილას ერთი წამითაც არ გავᲩერდებოდა ასეთ კაცთან????‍♀️
Საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენებიი. Წარმატებები❤

 


№2  offline წევრი Soraya

სასაცილოა ის ფაქტი რომ ნინიმ უნდა იკითხოს ვინ შეუყვარდება და ვინ არა,ზურას თუ ჰგონია რომ ასეთი “სიურპრიზით” რამეს გახდება, ძალიან ხდება…
ისეთი სიუჟეტია კომენტარს რომ ვერ გაუკეთებ, რადგან ყველაფერი ნათელია…
წარმატებები!

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

აიი ლაშა ყველა თავის მერე კოდევ უფრო და უფრო საზიზღარი ხდება, არ აქვს საზღვარი მის სირეგვენეს და გულქვაობას, მამამისზე აღარფერს ვამბობ, მალე დააღეიონ მეტა თავი თამუნამ თათამ და ნინიმ

 


№4  offline მოდერი ნეაკო

გ უ გ უ
ᲚაᲨასნაირი კაცების მარᲗლა არ მესმის..
დედამისი რომ უყვარდეს ასე არ მოექცეოდა და ზურა კიდე რომელიც Შეუგნებელი ტიპია და საერთოდ არაფრის Ღირსი არ არის..
Მე ᲗაᲗიას ადგილას ერთი წამითაც არ გავᲩერდებოდა ასეთ კაცთან????‍♀️
Საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენებიი. Წარმატებები❤

თათიას წინ ბევრი რთული დღე ელის. თუმცა მისი ბედნიერება მაინც მის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული ❤❤❤❤

Soraya
სასაცილოა ის ფაქტი რომ ნინიმ უნდა იკითხოს ვინ შეუყვარდება და ვინ არა,ზურას თუ ჰგონია რომ ასეთი “სიურპრიზით” რამეს გახდება, ძალიან ხდება…
ისეთი სიუჟეტია კომენტარს რომ ვერ გაუკეთებ, რადგან ყველაფერი ნათელია…
წარმატებები!

მადლობა კიდევ ერთხელ აზრის გაზიარებისთვის ❤❤❤❤

ablabudaa
აიი ლაშა ყველა თავის მერე კოდევ უფრო და უფრო საზიზღარი ხდება, არ აქვს საზღვარი მის სირეგვენეს და გულქვაობას, მამამისზე აღარფერს ვამბობ, მალე დააღეიონ მეტა თავი თამუნამ თათამ და ნინიმ

ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება, ოღონდ ცოტა მტკივნწულად ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent