შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამბობენ , სიძულვილიდან სიყვარულამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიაო (1)


10-08-2022, 02:01
ნანახია 16 417

პროლოგი
ახალი ისტორიის დაწერა,ახალი ცხოვრების დაწყებას ჰგავს,თითოეული სიტყვა შენი შერჩეულია,თითოეული მოქმედება შენი მოფიქრებული,თითოეული პერსონაჟი შენი თვისების გამოხატულებაა,ისტორიებში მუდმივად ვხვდებით კეთილ და ბოროტ პერსონაჟებს,ისევე როგორც ცხოვრებაში,თუმცა ცხოვრებისგან განსხვავებით ისტორიაში ყველა ბოროტმოქმედური თუ კეთილშობილური ზრახვა და ქმედება შენი,როგორც ავტორის ჩანაფიქრია,შენი სიბოროტისა და სიკეთის ნაყოფია,რამდენად ცუდი ან რამდენად კარგი შეგიძლია იყო,ამიტომ თითოეული პერსონაჟი და მათი ქცევები მხოლოდ ერთი ადამიანისგან,ავტორისგან მომდინარეობს,წიგნის კითხვის დროს ადამიანებს გვჩვევია ამა თუ იმ პერსონაჟის გაკიცხვა ან შექება,თუმცა ხშირად გვავიწყდება იმაზე ფიქრიც,რომ რასაც ვხედავთ და ვკითხულობთ ყველაფრის,აბსოლუტურად ყველაფრის უკან ავტორი დგას,ისტორიის ღმერთი ავტორია,რადგან მისი შემოქმედების ნაწილია ის სამყარო,სადაც ჩვენ ვიძირებით. საინტერესოა ეს სამყაროც ისეთი მიმზიდველი იქნება,რომ ვინმე მასში ჩაიძიროს? თუ პირიქით, ეს სამყარო ისეთი იქნება,რომ მოისროლოს მკითხველმა და აღარასდროს დაუბრუნდეს მას.
თავი I - დასაწყისი
შემოდგომისას განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი ქალაქი,თბილისი,რომელიც ჯერ კიდევ არ გამოღვიძებულა ზაფხულის ცხელი და ხმაურიანი დღეებისგან,ქალაქში ნაკლები მოძრაობა და მეტი სიმყუდროვეა, იტალიურ ეზოში განსაკუთრებით დილაობით,მეტად სასიამოვნო გარემოა,დილით გაღვიძებულს მეზობლების საუბარი და ახალი მოხარშული ყავის სუნი,რომ გცემს, მისთვის ეს სახლი ბევრს ნიშნავს, კედლები მოძველებულია და ნესტის სუნი უდის, კარადაში ძველი, მათთვის დამახასიათებელი სუნის წიგნებია, იქვე დევს ოჯახური ალბომები, რომლებსაც მტვერი დასდებიათ, იატაკზე სიარულისას მისი ჭრაჭუნის ხმა გესმის. ოთახის ცენტრში მრგვალი მაგიდა დგას, ძველებური გადასაფარებლით და შუაში ლარნაკით, მზის სხივი მაგიდას ეცემა ხოლმე, ამ დროს განსაკუთრებით უყვარს მაგიდასთან ჯდომა, ყავის დალევა და წიგნის კითხვა,ოთახში ბუხარიც არის, რაც კომფორტს უფრო მეტად მატებს ბინას, უყვარს ამ ბინის პატარა, მაგრამ მოხერხებული სამზარეულო და განსაკუთრებით იზიდავს გრძელი, ყვავილებით სავსე აივანი, ეს სახლი პატარა ქალბატონს , ნატალია მაჩაბელს ეკუთვნოდა, რომელიც მას ბებიასაგან ანდერძით ერგო, იქამდე სანამ 18 წლის გახდებოდა იგი მშობლებთან , აბაშიძეზე ცხოვრობდა , მისთვის დიდ , სრულიად ცარიელ სახლში, სადაც ამ ბინის ხელა მხოლოდ მისი ოთახი იყო, უცნაურია რაში სჭირდება სამ ადამიანს ამხელა სახლი,უფროსწორად უკვე ორს, რადგან ნატალიას დედა ერთი წლის წინ, ავადმყოფობით გარდაიცვალა, მისთვის და მამამისისთვის ეს წარმოუდგენლად რთული გადასატანი იყო, მისი სიკვდილის შემდეგ მთელი ცხოვრება შეეცვალა ერთიბეწო გოგოს ერთ დროს პოპულარული,უდარდელი და სრულიად უზრუნველყოფილი ცხოვრება, მარტოსულ, ტკივილნარევ ცხოვრებად ექცა, ჯერ უდარდელობა გაქრა, შემდეგ „მეგობრებიც“ ბოლოს კი თავად თვითონაც გაქრა ,იმ დროინდელი ნატალია ,თითქოს ერთ კვირაში წლებით გაიზარდაო, იმის შემდეგ უამრავი რამ გადააფასა და მარტო ცხოვრება არჩია , ყველასგან და ყველაფრისგან შორს , აღარ სურდა მეგობრები, არც პოპულარობა, ერთადერთი რაც მის ცხოვრებას აზრს სძენდა ეს მისი პროფესი იყო , რომელსაც ახლა ეუფლებოდა ,უფროსწორად აპირებდა , რომ დაუფლებოდა , წელს ჩაირიცხა იურიდიულ ფაკულტეტზე,თუმცა მამამისისთვის ეს არ უთქვამს,მასთან აღარ აქვს ძველებური ურთიერთობა დედას სიკვდილის შემდეგ, ფიქრობდა , რომ ისიც თავს არიდებდა რაღაც მხრივ, როგორც არ უნდა იყოს, კვირაში ერთხელ მასთან ერთად ვახშმობდა და ერთმანეთს ამბებს უზიარებდნენ ,თუმცა ერთმანეთთან გულახდილები მაინც არ იყვნენ ,დღეს კვირაა,ამიტომაც აპირებდა , რომ საღამოს ვახშამზე ეთქვა მისი სტუდენტობის შესახებ , იმ დღეს სამყარომ გადაწყვიტა , რომ დრო იყო ნატალია მაჩაბელს ცხოვრების მძიმე ჭიშკარი შეეღო და მის სრულიად ბნელ ლაბირინთში შესულიყო...როგორი ირონიულია ბედისწერა...

რამდენიმე მანქანამ ჩაიქროლა ჭავჭავაძის გამზირზე და ერთ-ერთ ჭიშკართან გაჩერდა,მანქანიდან მეტად საპატივსაცემო გრიგოლ მაჩაბელი ჩამოვიდა,ქალაქისთვის იგი ერთ-ერთ ბიზნესმენად იყო ცნობილი,კაცს ჭაღარა შეპარვოდა წვერ-ულვაშში,თუმცა ისევ ახალგაზრდული აღნაგობა ჰქონდა,რა თქმა უნდა,თან ჰქონდა მაჩაბლების საგვარეულო ბეჭედი,ვერცხლის უცხოური ორნამენტებითა და შიგნით შავი თვლით,ეს ბეჭედი თაობიდან თაობას გადაეცემოდა,როგორც ვაჟებს ასევე ქალიშვილებსაც,ასე აღმოჩნდა გრიგოლის ხელშიც,გრიგოლმა ნელი ნაბიჯით გაიარა დასაფარი მანძილი და მისი პარტნიორის კახა შერვაშიძის პირისპირ აღმოჩნდა.
-კახა,ჩემო მეგობარო...-ულვაშებში ჩაიღიმა გრიგოლმა.
-გრიგოლ...-გადაეხვია შერვაშიძე მეგობარს და სახლში შეიპატიჟა.
კახა შერვაშიძეც ცნობილი ბიზნესმენი გახლდათ,თუმცა გრიგოლისაგან განსხვავებით კახას სკანდალები არ აკლდა,მისი შვილი მუდმივად შარში ეხვეოდა ამიტომაც ხშირად კახას შემოსავალი ტელევიზიებისა და გაზეთების გაჩუმებაში მიდიოდა.
-გრიგოლ,შენ ჭკვიანი კაცი ხარ და მიხვდებოდი,რომ აქ ტყუილად არ დაგიძახებდი.
-დამიძახე და გეახელი,კახაბერ-თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია მაჩაბელმა.
-ტვირთი უკვე საზღვარზეა,თუმცა ამჯერად საზღვრის გამოვლა მეტად გაუჭირდა - ვისკი ჩამოასხა შერვაშიძემ.
-და მაინც რატომ გაუჭირდა..-ჭიქა გამოართვა გრიგოლმა.
-მესაზღვრეები გაჯიუტდნენ,მათი დადუმება ჯერ გაძვირდა,ახლა კი საერთოდ უარს აცხადებენ, ყოველ ჯერზე ვცადე მათთან საუბარი,მაგრამ უარს ამბობენ შეხვედრაზე,თავად მოგეხსენება,რომ ჩვენ იქ ვერ მივალთ.
-ჩვენ რატომ უნდა მივიდეთ კახაბერ? აქეთ მოვათრიოთ ეგ ღორიშვილები.
-გრიგოლ,მე არ მეკადრება მაგის სწავლება, სიკვდილითაც კი დავემუქრე,თუმცა არაფერი..სრულიად არაფერი.
-რას ქვია არაფერი!-მაგიდაზე ხელი დაარტყა გრიგოლმა და ფეხზე წამოდგა-ვინ არიან?! რამდენს ბედავენ!
-დამშვიდდი გრიგოლ,როგორც ჩანს მათთან მუქარა არ ჭრის,ან უნდა მოველაპარაკოთ ან კიდევ ხომ იცი - იარაღი შუბლტან მიიტანა კახაბერმა.რომ გრიგოლისთვის მისი სათქმელი თვალსაჩინო გაეხადა.
-მოლაპარაკება არ გამოვა-თავი გაიქნია გრიგოლმა-რაც უფრო მეტს მივცემთ უფრო მეტი და მეტი მოუნდებათ.
-აბა რა ვქნათ,მოვკლათ? თანაც ფულს კიარ ითხოვენ,უბრალოდ უარს აცხადებენ.
-არა,კახაბერ..შეგვიძლია მუქარის მძიმე ფორმები გამოვიყენოთ-ჩაიღიმა გრიგოლმა.
-ხომ გითხარი გრიგოლ,მუქარ....-შერვაშიძე გაჩუმდა და გრიგოლს შეცბუნებულმა გადახედა,სიამოვნებისგან მისი სახის ყველა კუნთი დაეჭიმა და ფართოდ გაღიმებულმა ჭიქა ასწია სადღეგრძელოს დასალევად.

ნატალიამ საათს დახედა, უკვე დრო იყო , ამიტომ ტაქსი გამოიძახა, სახლის კარი ჩაკეტა და გასაღები ქოთანში ჩააგდო, უნივერსიტეტში ჩარიცხვის ამონაწერი ხელში ეჭირა, კიბეებს სწრაფად ჩაუყვა და ცენტრალურ გზაზე გავიდა, სადაც ტაქსი უკვე ელოდა, მგზავრობისას მუდმივად უტრიალებდა თავში თუ როგორი რეაქცია ექნებოდა დედას, ალბათ იამაყებდა, ის მხარს ყოველთვის უჭერდა არჩევანში,განსხვავებით მამისგან, რომელიც მუდმივად ცდილობდა იმ მდიდრულ წრეებში გაერია, ასე ჭირივით,რომ ეზიზღებოდა, ტაქსიდან ნელა ჩამოვიდა,ყოველთვის არაკომფორტულად გრძნობდა თავს ამ დღეს, რესტორანში შესვლისას პირდაპირ მათი მაგიდისკენ აიღო გეზი და უკვე იქ მყოფ მამამისს მიუახლოვდა.
-გამარჯობა მამა-მიესალმა და მისი ყურადღება საბუთებიდან თავისზე გადაატანინა.
-სალამი ნატალია-გაიღიმა და თეფშზე დადებული ნაჭერი მუხლებზე დაიფინა.
მაგიდასთან დაჯდა და ამონაწერი მიაწოდა.
-ეს რა არის?-ჰკითხა მაჩაბელმა და დიდი კონვერტი გახსნა,სადაც დამტკიცებული იყო,რომ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა მისი ერთადერთი ქალიშვილი.
-ეს ჩემი მომავალია.-უთხრა გადაჭრით და წყლის ბოთლი აიღო,თუმცა თავზე მდგომმა ოფიციანტმა გამოართვა და თავად დაუსხა.
-იურიდიული?!-ოდნავ ხმამაღლა მოუვიდა გრიგოლს.
-ჰო-მოკლედ უთხრა და შეეცადა მამის სახეზე ფიქრები წაეკითხა.
-რატომ მაინც და მაინც იურიდიული? რაში გამოგადგება? გინდა,რომ ბიუროში იმუშავო და ვიღაც კრიმინალები სასამართლოში დაიცვა? ამაში გინდა გაფლანგო მთელი შენი ცხოვრება?
-ჰო-ისევ მშვიდად უპასუხა და უემოციოდ დაიწყო შემწვარი ხორცის გაჭრა.
-გამაგიჟებ ნატალია, რას იფიქრებდა დედაშენი..-თავი ჩაქინდრა კაცმა.
-დედაჩემი-წამოიყვირა და დანა-ჩანგალი გააგდო, როდესაც მიხვდა, რომ ზედმეტი ემოციები გამოხატა ჩაისუნთქა და მშვიდად განაგრძო - დედაჩემი, მე ყოველთვის მხარს მიჭერდა იმაში, რაც მსურდა, ის მუდამ ჩემ გვერდით იყო და მამხნევებდა,ამიტომ თუ იგივეს გაკეთება არ შეგიძლია არ გამტყუნებ, თუმცა დედაჩემს ნუ იყენებ შენი დამოკიდებულების წარმოსაჩენად.
-ჯერ სახლიდან გაიქეცი და მარტო დამტოვე,სადღაც იტალიურ ეზოში გადაბარგდი იმ ნესტის სუნად აყროლებულ სახლში,ახლა კი ის პროფესია აირჩიე,რომელიც ყველაზე მეტად მეზიზღება - მშვიდად თქვა და ვახშმის ჭამა დაიწყო - რატომ მებრძვი შვილო? რა დაგიშავე - სევდიანად გამოხედა სათვალიდან.
-და რატომ გეზიზღება? - დაეჭვებული ნატალია სკამს მიეყრდნო და ღვინის ჭიქით ხელში გახედა მამამისს - რა არის ამაში ისეთი რომ გეზიზღება? - თვალები მოჭუტა და მის რეაქციას დააკვირდა.
- ახალგაზრდები ვერ ხვდებით ამ ცხოვრების წესებს და რითმებს , გგონიათ , რომ ყველაფერი ისე მიდის როგორც ეს კანონებში და წიგნებშია გაწერილი , ის პროფესია , რომელიც შენ აირჩიე თეორიულად გვთავაზობს იდეალურ სამყაროს , რომელიც შესასრულებლად შეუძლებელია.
- შეუძლებელს ეძახი იმას , რაც უბრალოდ არგინდა - ღვინო მოსვა ნატალიამ და განაგრძო ვახშმის მირთმევა.
- და რა გასაკვირია რომ არ მინდა?! , არ მინდა ჩემი ნაშრომი სახელმწიფოს შევწირო , არ მინდა თანასწორად მიმიჩნევდნენ იმათ შორის ვისზეც აღმატებული ვარ , რადგან ამას ვიმსახურებ , მე უფრო დიდი შრომა ჩავდე ამ ცხოვრებაში და შესაბამისი მოპყრობა მინდა.
- შენ შენი ამბიციები გჭამს , შენი შრომით ისე ცხოვრობ როგორც გსურს სხვებისგან განსხვავებით , თუმცა ეს არ გყოფნის , გინდა , რომ ამ ცხოვრების ღმერთი იყო და შენ გადაწყვიტო სხვების ბედიც - ნატალიამ დანა-ჩანგალი დადო და ფეხზე წამოდგა - მადა დამეკარგა , კარგად იყავი , მშვიდ კვირას გისურვებ - უთხრა მამას , აიღო ჩანთა და წამოვიდა.
გრიგოლ მაჩაბელი დიდხანს უყურებდა ჩარიცხვის ფურცელს და ხვდებოდა , რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდა მისი ქალიშვილი ამ სფეროში არ უნდა გაეშვა , თუმცა გული ცუდს უგრძნობდა.

საღამო საშინელი გამოდგა,მამამისისგან მეტს არც მოელოდა,იცოდა,რომ ასე იქნებოდა ის ხომ გრიგოლ მაჩაბლის ერთადერთი ქალიშვილია და მისი მთავარი მოვალეობაც მამამისის სუვენირად ყოფნაა , მამამისი თავს ყოველთვის ისე აგრძნობინებდა თითქოს მოსიარულე რეკლამა იყო, ძვირადღირებული სამკაულებით დამშვენებული თოჯინა, რომელსაც საკუთარი მამა იყენებდა. თავს ნივთად გრძნობდა, ხალხი მასზე ჭორაობდა, განიხილავდა მის ჩაცმულობასა და ვარცხნილობას, მის თითოეულ ქცევას, საკუთარი ცხოვრება აღარ ჰქონდა, ხანდახან საერთოდ სურდა, რომ გამქრალიყო, აი ასე უბრალოდ შეეწყვიტა არსებობა და მოშორებოდა ამ დამძიმებულ,უაზრო ცხოვრებას,რომელიც მუდმივად ადამიანის ცდაშია, სანაპიროზე მიაბიჯებდა, აქაურობა ყოველთვის უყვარდა, ბავშვობაში როდესაც ის და დედამისი აქ მოდიოდნენ ჩიტების ყურებით ერთობოდნენ, ხედავდნენ როგორ კრავდნენ ისინი ჯგუფს ცაში და როგორ დაფრინავდნენ, მასაც ეს სურდა, გაფრენა, ფრთები თავისუფლებასთან ასოცირდება მისთვის ამიტომაც ხშირად თავის ოცნებებში დიდი ფრთები ჰქონდა, რომლითაც ფრენა შეეძლო, ნაბიჯებს აუსწრაფა, შემოდგომის თბილი ჰაერი უბერავდა და თმას უწეწავდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, კიდევ ერთი, კიდევ...და გრძნობდა როგორ სწრაფად ფარავდა მანძილს, თვალები დახუჭული ჰქონდა, ხელები გაშლილი და წარმოიდგენდა, რომ ისიც დაფრინავდა, ალბათ ეს წარმოსახვა უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა შემთხვევით ვიღაცას,რომ არ შეჯახებოდა.
-უკაცრავად-უთხრა უცნობს და საკუთარი საქციელის შერცხვა, შეჯახების არა, იმის,რომ ხელებგაშლილი და თვალებდახუჭული მირბოდა, სავარაუდოდ , ეს ადამიანი ჩათვლიდა,რომ გოგონა მისკენ მირბოდა ხელებგაშლილი.
-არაუშავს-უთხრა და სახეზე დააკვირდა, თავი არაკომფორტულად იგრძნო, იცოდა,რომ რომელიმე ჟურნალისტი იყო და ხვალ მასზე სტატია დაიბეჭდებოდა თუ როგორ მირბოდა გაურკვეველ მდგომარეობაში სანაპიროზე, ამიტომაც თავი აარიდა და გზა გადაჭრა, ტაქსი გააჩერა და სახლში მივიდა.

მაჩაბლების სახლი დიდმა ხმაურმა მოიცვა ამ საღამოს, გრიგოლის წყალობით ყველა მომსახურე პერსონალმა იცოდა ახალგაზრდა ქალბატონის ნატალია მაჩაბლის გადაწყვეტილების შესახებ და სამზარეულოშიც ამაზე იყო ბჭობა გამართული.
-ყოველთვის ვიცოდი,რომ ეს გოგო თავისას გაიტანდა.
-ჩშშ,გგონია ბატონი გრიგოლი ამას დაუშვებს?
-უკვე დაუშვა,ვერ გაიგე? გოგო უკვე იურიდიულის სტუდენტია.
-მე მაინც ვერ ვიგებ რა პრობლემა აქვს ბატონ გრიგოლს გოგონას გადაწყვეტილებასთან.
-საქმე გამოგელიათ?!-ლაპარაკში ნატალიასთან მეტად დაახლოებული გოგონა ჩაერთო.
-ოჰ,სად დაბრძანდებოდი ქალბატონო?!-გოგონას დედამისი მიეჭრა.
-ბავშვებთან ერთად ვიყავი-დივანზე ჩამოჯდა გოგონა.
-მოიცადე, ელზა შენი გოგოც ხომ იმ ფაკულტეტზეა,რომელზეც ნატალია ჩაირიცხა?-წამოიყვარა ერთ-ერთმა მზარეულმა.
-ნატალიამ უნივერსიტეტში ჩააბარა?-ფეხზე წამოხტა ლიზა.
ლიზა და ნატალია ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ და ერთმანეთს ყველაფერს უზიარებდნენ, თუმცა ბოლო წლებში ისინი მეტად დაშორდნენ ერთმანეთს, ეს იმით იყო განპირობებული, რომ ნატალია ყოველ საღამოს ელიტურ წრეებში დადიოდა შეხვედრებზე, დღის განმავლობაში კი მისი ასაკისთვის შეუფერებელი საქმეებით იყო დაკავებული, ლიზა კი მეგობრებთან ერთად ერთობოდა და ბავშვობას ისე ატარებდა,როგორც ეს ნორმალურ თინეიჯერებს სჩვევიათ, ნატალიას დედის გარდაცვალების შემდეგ გოგონები საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს,რადგან ნატალია ჩაიკეტა და არავის დანახვა სურდა, ერთ დღეში სხვა ადამიანად იქცა, ერთ დროს მხიარული, ლაღი გოგონა უკვე ნამდვილ ზრდასრულ ქალს დაემსგავსა და ლიზასთანაც გაწყვიტა კავშირი.
ლიზამ ახალი ინფორმაციის გაგების შემდეგ თავი ჩაქინდრა და ეს მოვლენა მინიშნებად მიიღო, ფეხზე წამოხტა და სახლიდან სწრაფად წავიდა, ცხადია დედამისის კივილი ჭიშკართან დაეწია, თუმცა ლიზას ეს დიდად არ ადარდებდა, სწრაფად დაეშვა მთავარ გამზირზე და ტაქსი გააჩერა, ნატალიას სახლთან ჩამოვიდა,კიბეები სწრაფად აირბინა და კარზე მთელი ძალით ბრახუნი ატეხა,რამდენიმე წამში კარი შეცბუნებულმა,ხალათში გახვეულმა გოგონამ გაუღო.
-შემომიშვებ?- ჰკითხა ლიზამ და ოდნავ გაიღიმა.
გოგონები ერთმანეთის პირისპირ იდგნენ რამდენიმე წამის განმავლობაში, ჰაერი მძიმე იყო, თუმცა მის სიმძმებს შემოდგომის თბილი ნიავი აბალანსებდა, გული სწრაფად უცემდათ ,ბავშვობის მეგობრის ამდენი ხნის შემდეგ ნახვა გაუკვირდა, ეგონა, რომ სამუდამოდ დაკარგა, დუმილი რამდენიმე წუთი გაგრძელდა , საბოლოოდ ნატალიამ მოიკრიბა ძალა და ემოციებისგან თავის არიდებით გვერდით გადგა.
-შემოდი.
ლიზა შევიდა , სახლს თვალი მოავლო და დივანზე ჩამოჯდა -არ ვიცოდი ჩაბარებას თუ აპირებდი - უთხრა დაბნეულმა და შეეცადა თვალი აერიდებინა ნატალიასთვის.
-არც მე ვიცოდი.
-ყოველთვის ასეთი მშვიდი როგორ ხარ, შენი ხმის ტემბრი არასდროს იცვლება - გადაიხარხარა ლიზამ და მონატრებულ მეგობარს გადახედა - ნატალია ჯერ შეცბუნდა ლიზას უეცარი ხასიათი ცვლილებით , შემდეგ კი ჩუმად თავისთვის ჩაეღიმა ამ ფაქტზე.
-იცი ვეღარ გცნობ - ისევ დასერიოზულდა ლიზა- ეს როგორ მოხდა, ისე როგორ გავუცხოვდით, რომ ვერც მივხვდით, დიდი ხანია მინდა შენთან მოსვლა,მაგრამ ჩვენი ბოლო საუბრისას...
-ჰო,ბოლო საუბრისას ჭიქა გესროლე-თავი ჩახარა ნატალიამ.
-ამცდა, მაგრამ სხვათაშორის ძვირიანი ჭიქა იყო , ელზას ყვირილი ახლაც ჩამესმის -საუბრის განმუხტვა სცადა ლიზამ.
-მაპატიე,მაშინ საკუტარ თავს არ ვგავდი - ნატალიას შერცხვა , კარადასთან მივიდა და შოკოლადების გამოლაგება დაიწყო , იცოდა რომ ლიზას განსაკუთრებით უყვარდა ტკბილეული.
-მეც მაპატიე, რომ უკან დავიხიე და როცა ჭიქა მესროლე ოტახი დავტოვე, რომ შემეძლოს იმ მომენტში პირიქით შენთან მოვიდოდი და მაგრად ჩაგეხუტებოდი.
-შენი აქ ყოფნა...შენი აქ ყოფნა ჩემთვის ბევრს ნიშნავს. - ზურგით იდგა ლიზასგან და ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა.
-მართლა? რაღაც ვერ ვხედავ ჩემ საყვარელ შოკოლადებს მაგიდაზე.
ნატალია უცბად მობრუნდა და ის შოკოლადები , რომლებიც ბავშვობაში ყველაზე მეტად უყვარდათ ლანგარზე დაუდო.
-რაღაცები არასდროს იცვლება ხო?- გაღიმებულმა დახედა ლიზამ შოკოლადებს.
-ჰო,ალბათ.
-შენ კი ძალიან შეიცვალე,თუმცა შენი მესმის.-უთხრა ლიზამ.
-მეც კი არვიცი,ახლა როგორი ვარ და რა მხრივ შევიცვალე.
-განაცრისფერდი.
-რა?
-რა და განაცრისფერდი, რა გგონია ეს ყვავილები, რომ გიდგას აივანზე და მათ გაყვავებაზე ზრუნავ შენც გიშველის? თუ ამხელა ცეცხლი,რომ გაქვს ამ ბუხარში და დილით მზის სხივი,რომ გეცემა სულს გითბობს? ნაცრიფერი ხარ, უსიცოცხლო, დამჭკნარი...გგონია მაგარი გოგო ხარ და ტკივილს კარგად მალავ? გგონია არაფერი გეტყობა არა? მიდი ქალბატონო აღიარე, აღიარე, რომ სიცოცხლეს ვერ გრძნობ, აღიარე, რომ ყოველი დილა შენთვის უაზროა, გგონია ვინმე შეგიცოდებს? გგონია გარეთ ის ჟურნალისტები ან რომელიმე მამაშენის პარტნიორი შენ ემოციებს შეხედავს და ცრემლებს მოგწმენდს? გგონია ამ გაბოროტებულ სამყაროში,სადაც ადამიანები საკუტარ ტკივილს სხვისი ტკივილით ანელებენ ვინმე მხარში დაგიდგება? გამოფხიზლდი, გამოცოცხლდი, მორჩა, დაასრულე ეს უაზრობა და დაუბრუნდი ისეთ ცხოვრებას , რომელიც დედაშენს შენთვის სურდა , შოკოლადი დააგდო ლიზამ და ერთიანად გაწითლებული სახით ფეხზე წამოხტა.
-ასე უცბად რა დაგემართა?-გაკვირვებულმა ნატალიამ მეგობარს შეხედა.
-რა დამემართა? ადექი!-ფეხზე ააგდო ლიზამ მეგობარი და საძინებელში შეიყვანა,სადაც დიდ სარკეში ჩაახედა - შეხედე! ჰო მიდი უყურე,რას ხედავ? შენ თვალებს შეხედე,შენ კანს შეხედე ,ცოცხალ-მკვდარი ხარ, მითხარი - ლიზამ ჯიბიდან თავისი და ნატალიას სურათი ამოიღო, რომელიც 2 წლის წინ სკოლის დაჯილდოებაზე ჰქონდათ გადაღებული - ამ სურათზე არსებულ გოგოს, ამასთან რამე საერთო აქვს?-ჰკითხა და სურათი ხელში მიაჩეჩა, სურათში ნატალია და ლიზა იცინოდნენ და ერთმანეთზე გადახვეულები იყვნენ.
-რის დამტკიცებას ცდილობ?-კვლავ უემოციოდ უთხრა ნატალიამ ,რომელსაც შიგნიდან იმდენი რამ ჰქონდა დაგროვებული სათქმელი,რომ ცოტაც და ამოხეთქავდა,თუმცა თავს მაინც აკონტორლებდა.
-იმის,რომ შენ იგივე ადამიანი აღარ ხარ, იმის, რომ ჩემი მეგობრის დაბრუნება მინდა.
-მაპატიე ლიზა-სურათი დაუბრუნა - მე იგივე ვეღარ ვიქნები და რომც მინდოდეს არც კი ვიცი ეს როგორ გავაკეთო, ამიტომ თუ ასეთად ვერ მიმიღებ ვწუხვარ, მაგრამ მე ვერაფრის და ვერავის გამო შევძლებ შეცვლას.
-აააჰ-ლიზამ თავში ხელი შემოირტყა- აქ ამისთვის მართლა არ მოვსულვარ, მაპატიე ზედმეტი მომივიდა,უბრალოდ განვიცდი,რომ გადასხვაფერდი, თუმცა არაუშავს- ხელი ჩაკიდა ლიზამ -ამას დრო სჭირდება.
ნატალიამ არაფერი უთხრა, თუმცა უკვირდა რატომ ცდილობენ ადამიანები მუდმიად სხვების შეცვლას, რატომ არ შეუძლიათ, რომ ერთმანეთი ისეთები მიიღონ როგორებიც არიან, თუმცა ფიქრი შეწყვიტა, რადგან ადამიანებთან...მას ადამიანებთან არავითარი კავშირი აღარ სურდა.
გოგონებმა იმ ღამეს დიდი ხანი ისაუბრეს, გაიხსენეს ძველი მოგონებები, თუმცა ნატალია მაინც არაკომფორტულად გრძნობდა თავს, იჯდა და უსმენდა თავის ბავშვობის მეგობარს, რომელიც ენას არ აჩერებდა და ცდილობდა მოგონებებში არსებული ნატალია ახლანდელ გოგონაში აღმოეჩინა, რომელიც მისთვის უცხო იყო ამიტომაც მისი ეს მცდელობა უშედეგო იყო მას ვერსად პოულობდა, ამავდროულად ლიზაც ხვდებოდა, რომ მის წინ მჯდომი ადამიანი სხვა იყო და ამას ვერ ეგუებოდა, ძველი მეგობარი სულ გამქრალიყო და ერთადერთი რაც მისგან დარჩა მისი უსიცოცხლო სხეული იყო.

მაშინ,როდესაც ნატალია და ლიზა ღამეს გამოტოვებული დროის ასანაზღაურებლად იყენებდნენ, თბილისის მიტოვებულ გარეუბანში გრიგოლ მაჩაბელი და კახაბერ შერვაშიძე საკუთარი ბიზნესის პრობლემებს აგვარებდნენ,საწყობში შესულებს თვალახვეული და ხელ-ფეხ შეკრული კაცი დახვდათ,რომელსაც წამების შედეგად სისხლი ჩამოსდიოდა ჭრილობიდან.
-ესე იგი ეს ძაღლიშვილია ის,ვინც ჩვენ ტვირთს აფერხებს?-ცინიკურად იკითხა გრიგოლმა,
-ხელები გამიხსენი და თვალის სინათლეც არ დამჭირდება ისე გამოგჭრი ყელს შე ნაბი*ვარო - კაცმა გრიგოლს ფეხებთან დაუფურთხა.
გრიგოლმა გულიანად გადაიხარხარა.
-როგორი ვაჟკაცური გამოხტომა იყო, ასეთი ვაჟკაცი თუ ხარ აქ როგორ მოხვდი?-გაიცინა გრიგოლმა და კახაბერს გადახედა.
-თქვენნაირი არაკაცებით, რომ გაივსო ქვეყანა იმიტომ ვარ აქ, ჩამისაფრდით, შეიარაღებულები დამესხით თავს ზურგიდან და ისიც კი არ იკადრეთ,რომ სახეში შემოგეხედათ, გამთიშეთ და ისე მომიყვანეთ აქ, თანაც იმის ვაჟკაცობაც არ გყოფნით,რომ სახეები დამანახოთ.
-ეს როგორი მამაცი ყოფილა - შერვაშიძე მიუახლოვდა ტყვეს.
-მიდი,მითხარით რა გინდათ,ისედაც ვიცი ვინც ხართ.
-ხოდა თუ იცი-გრიგოლმა თვალებიდან ნაჭერი ჩამოხსნა ტყვეს - იმასაც უნდა ხვდებოდე,რომ ახლა მორალის კითხვას უნდა შეეშვა და ერთი ადგილი დააყენო.
-მე ჩემი სათქმელი გითხარით უკვე - კბილებში გამოსცრა კაცმა - იმ ტვირთს ჩემ საზღვრებში არ შემოვატარებ, რაც გინდათ ის ქენით არც ფული მჭირდება და არც თქვენი მეშინია.
-გაოგნებული ვარ- განცვიფრებისგან თმა ყალყზე დაუდგა გრიგოლს - შენი სახელი და გვარი მითხარი.
-ლევან გირგვლიანი - კაცმა მტკიცედ თქვა და თვალი თვალში გაუყარა.
-ბატონი ლევან გირგვლიანი , სვანეთის გამორჩეული მკვიდრი და ადგილობრივი საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც უფლებას არ გვაძლევს ჩვენი ბიზნესი მშვიდობიანად ვმართოთ, არადა წინა თავმჯდომარესთან მსგავსი პრობლემა არ შეგვქმნია, ასე არ არის გრიგოლ?-პარტნიორს გადახედა შერვაშიძემ.
-მე, წინა თავმჯდომარე არ ვარ, სანამ ცოცხალი ვარ არ დავუშვებ არაკანონიერებას ჩემ საზღვარზე.
-აჰ,რავქნათ? მოლაპარაკება შენ არ გინდა,ფული შენ არ გინდა,რა გინდა ბატონო ლევან?-ცინიკურად გაიღიმა გრიგოლმა-იქნებ ეს გინდა? - პალტოს ჯიბიდან იარაღი ამოიღო და შუბლზე მიადო.
-მე ჩემი სათქმელი უკვე გითხარი,მაჩაბელო,თქვენნაირი ძაღლიშვილები შეიძლება ბევრ ფულს ჭრით, მაგრამ კაცობა არ გაგაჩნიათ, გგონიათ თქვენი ძვირადღირებული მანქანები და სახლები დიდხანს დაგრჩებათ? - ჩაიღიმა გირგვლიანმა- გგონიათ ის ფულის კუპიურები ასე ძალიან, რომ ამაყობთ რამედ ღირს? ეს ცხოვრება წამია, დღეს ხარ, ხვალ არ იქნები, შენც ისეთივე გვამი იქნები, როგორც მე, შენ ხორცსაც ისე შეჭამენ მიწისქვეშ , როგორც ჩემსას და შენი ფულიც ისე აორთქლდება, როგორც შენ, ბოლოს კი, როცა უკან მოიხედავ, არაფერი დაგრჩება, ვერ იტყვი მე ღირსეული კაცი ვიყავიო, გგონია იარაღის ქონა რამე მნიშვნელობას გძენს? გგონია თუ ხელ-ფეხს შემიკრავ, დამასისხლიანებ და იარაღს მომადებ ამით რამე შეიცვლება? იარაღი კი არა,სულ,რომ ტანკის ლულა მომაბჯინო შუბლთან, მაინც შენზე ღირსეული და ამაყი ვიქნები, ამიტომ მიმიფურთხებია თქვენთვის, ღორიშვილო,ნაბი*ვრებო! გირგვლიანმა სისხლნარევი ნერწყვი შეაფურთხა გრიგოლს,შემდეგ კი ზემოთ აიხედა და ჩუმად ჩაიბურტყუნა- ხოჩამდ ხვარი! -და იარაღის ხმაც გაისმა.....
საქმე გადაწყვეტილი იყო,ყველაფერი ისედაც ნათელი გახდა ლევან გირგვლიანის სიტყვების შემდეგ, გრიგოლს მხოლოდ ერთი მოქმედება ჰქონდა დარჩენილი, არც წინ ჰქონდა წასასვლელი, არც უკან, მისმა სიტყვებმა თითოეული ნერვი აუწიოკა და მთელი მისი სხეული შიშმა მოიცვა, შიშმა, რომელიც აქამდე არ უგრძვნია, სიკვდილის შიშმა, ერთადერთ გამოსავლად კი ამ შიშის ჩასახშობად მისი დამთესავის მოკვლა მიაჩნდა, მართალი იყო გირგვლიანი, იარაღი გრიგოლს ეჭირა, მაგრამ სიტუაციურად ყველაფერი აირია თითქოს ამჯერად გრიგოლი იჯდა მიბმული სკამზე ლევანი კი თავზე ედგა და მხოლოდ სიტყვებს ეუბნებოდა, სიტყვებს, რომელიც ნებისმიერ ირაღზე საშიშია,ღირსეული ადამიანის სიტყვებს, რომლებსაც დიდი ძალა აქვთ, ასეა მკითხველო, რაც არუნდა ძლიერი გეგონოს თავი, რაც არუნდა მეტი უპირატესობა გქონდეს სხვაზე, იმ ადამიანს მსხვერპლად ნუ გაიხდი ვისაც უპირატესობა არ სჭირდება, ვისაც შიშველი ხელებით და საკუთარი სულით შეუძლია დაგანახოს რამდენად მაღლა დგას შენზე, ნუ დაუმიზნებ იარაღს მას, ვისი მოკვლაც ფიზიკურად ვერ მოხერხდება,რადგან იგი თავისი ბრწყინვალებით ირგვლივ ყველაფერს დააჩოქებს,მათ შორის,შენც.
-გრიგოლ! რას აკეთებ?-შერვაშიძე მივარდა პარტნიორს,რომელიც გაშეშებული დაჰყურებდა წინ მყოფ გვამს.
-აქედან წავიდეთ კახაბერ-ჩუმად ჩაილაპარაკა მაჩაბელმა და უკან წამოვიდა.
-მეგონა,მხოლოდ მუქარას აპირებდი,რატომ არ გამაფრთხილე? იცი მაინც ამას რა მოყვება? ხომ გითხარი ვინც იყო ეს კაცი!
-გგონია ვინმეს ვაპატიებ ჩემ შეურაცხყოფას?-იარაღი შეინახა გრიგოლმა-იმის მაგივრად,რომ მე მომთხოვო პასუხი გერჩივნა,როცა დრო იყო მაშინ მოგესვა ისინი ადგილზე,
-აზრზეც კი არხარ რამხელა შარში გაგვხვიე! ამის შემდეგ რაც მოხდება მხოლოდ და მხოლოდ შენ აგებ პასუხს-მანქანაში ჩაჯდა შერვაშიძე და კარი მიიჯახუნა.
მარტო დარჩენილი გრიგოლი ჩაიკეცა და თავზე ხელები მიიდო,გონებიდან არ ამოსდიოდა გირგვლიანის სიტყვები, არა, თავის საქციელს ნამდვილად არ ნანობდა,მაგრამ ის სიტყვები,რომლებიც სიკვდილის წინ უთხრა,მოსვენებას უკარგავდა,სწრაფად ჩაჯდა მანქანაში და იქაურობას გაეცალა.

ლევან გირგვლიანის ამბავი მთელ სვანეთს მოედო, ხალხი ეკლესიაში სანთლებს ანთებდა და მისთვის ლოცულობდა,ღირსეული კაცი იყო ლევანი ,აი ისეთი ერთხელ ნახვაც,რომ საკმარისი იყო მის შესაყვარებლად,გულითადი და უღალატო მეგობარი,ოჯახისთვის მტკიცე და თბილი ადამიანი,უცხოებისთვის პატივსაცემი და ღირსეული პიროვნება,დიდი თუ პატარა,სულელი თუ ბრძენი,ყველა იცნობდა მას,ყველა პატივს სცემდა და ყველას სტკიოდა თუმცა ამ ტკივილს უფრო ამძაფრებდა კითხვები,რომლებიც მის სიკვდილთან დაკავშირებით არსებობდა, როდის მოკვდა? ვინ მოკლა? სად არის ახლა მისი ცხედარი...ეჭვები არსებობდა,თუმცა დაზუსტებით არავინ არაფერი იცოდა.

ლევან გირგვლიანის სიკვდილის შემდეგ ორი წელი გავიდა, ნატალია უფრო დამოუკიდებელ და ძლიერ ქალად იქცა, რომელიც საუკეთესო იყო მის ფაკულტეტზე, თუმცა ასევე ყურადღებას იქცევდა მისი უკარებობაც რაც ხშირ შემთხვევაში მასთან ურთიერთობის მცდელობისას წარმოჩინდებოდა. ცხოვრება თითქოს რითმულად მიდიოდა მის ირგვლივ, თუმცა თანდაყოლილი სევდა და კოშმარები ჯერაც აწუხებდა. მაჩაბელმა და შერვაშიძემ ბიზნესის აქციები გაინაწილეს და სხვადასხვა გზაზე წავიდნენ, გრიგოლს დიდად არ აწუხებდა წარსულის ამბები,შერვაშიძეს ხომ საერთოდ ამოეშალა ის დღე მისი ცხოვრებიდან და ერთადერთ სადარდებლად მისი სკანდალური ვაჟი რჩებოდა,რომელიც მუდმივად პაპარაცების მსხვერპლი იყო,მოკლედ თბილისში ცხოვრება კი ჩქეფდა,თუმცა ბედისწერა ყველას ხმამაღლა დასცინოდა.

თებერვლის ცივ,თოვლიან საღამოს,როცა ნატალიამ ახალი სემესტრისთვის მზადება დაასრულა და პროკურატურაშიც განაცხადა სტაჟირების დაწყების თაობაზე, მისი შედეგებით კმაყოფილი დივანზე ისვენებდა, მის კარებზე კაკუნი მოესმა, გაუკვირდა, ლიზა კურსელებთან ერთად ბაკურიანში იყო, ის კი არავის ელოდა, წამოდგა და კარი გააღო, კარებში კურიერი იდგა.
-ნატალია მაჩაბელი?-ჰკითხა და ჩანთაში ქექვა დაიწყო.
-დიახ..
კურიერმა კონვერტი ამოიღო და გაუწოდა.
-მადლობა-უთხრა ნატალიამ და შიგნით შევიდა,კონვერტი გახსნა და შიგნით უცნაურ პერგამენტზე დაწერილი მხოლოდ ერთი წინადადება ეწერა.
„ამიერიდან შენი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცევა,მაჩაბელო“
ოდნავ ჩაეღიმა,კონვერტი დაკეცა და მაგიდაზე დააგდო,ზოგადად ნორმალური ადამაინის ემოცია ამ დროს შიში,გაურკვევლობა ან ანერვიულება იქნებოდა,თუმცა მაჩაბელს პირველი თავში რაც მოუვიდა იყო ის,რომ მისი ცხოვრება უკვე ჯოჯოხეთი იყო და ვიღაცის მუქარა ამას ვერ შეცვლიდა. ბუხარს მიუჯდა და წითელი ღვინო დაისხა. როგორც სჩვევია, ცეცხლს მიაშტერდა,საათობით იჯდა ასე,შემდეგ კი მაინც დააინტერესა ამ წერილის ავტორმა და გადაწყვიტა მომავალ დღეს კომპანიას დაკავშირებოდა და გაერკვია ვინ გამოგზავნა.

უცნაურია როგორ სწრაფად შეიძლება ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს,ჩვენ ადამიანებს გვჩვევია მოვლენების დალაგება,ვცდილობთ ყველაფერი ჩვენ ინტერესებს მოვარგოთ,მაგრამ რეალურად მხოლოდ ერთადერთ შემთხვევას,მხოლოდ რამდენიმე წუთს და წამსაც კი შეიძლება შეეძლოს მთელი ჩვენი დალაგებული წლების არევა,ალბათ ცხოვრების ხიბლიც ამაშია,ალბათ კი არა ნამდვილად ასეა,წარმოიდგინეთ ადამიანის ცხოვრება,რომელიც დაბადებიდან დაგეგმილია,სისულელეა,ცხოვრება მხოლოდ იმიტომ მსურს,რომ მაინტერესებს რა მოხდება ხვალ,ფილმს ჰგავს,რომელიც ყოველი სერიის ბოლოს დამაინტრიგებლად სრულდება,დღეს ვიძინებთ,თუმცა წარმოდგენა არ გვაქვს რა შეიძლება მოხდეს ხვალ,ბეწვის ხიდზე დავდივართ და არსებობს მხოლოდ ერთი გზა,რომელიც ჩვენი გასავლელია,მის ბოლოს ყველამ ვიციტ რა არის,თუმცა გზაში რა მოხდება არავინ,სწორედ ასეთია ცხოვრება,რომელსაც მოულოდნელად შეუძლია,როგორც უდიდესი ბედნიერების ისე უბედურების მონიჭება ჩვენთვის, ამიტომ ნუ დაგეგმავთ ცხოვრებას დეტალებში,რადგან ხშირად ეს სილის გაწნის ტოლფასია,სწორედ ასეთი სილა გააწნეს ორიოდე წლის წინ ადამიანს,რომელსაც მთელი ცხოვრება დაგეგმილი ჰქონდა,ადამიანი რომელიც შორს იდგა თავისი გზიდან,მწარე ბედისწერამ კვლავ დააბრუნა საკუტარ მიწაზე და აიძულა აერდაერია ყველაფერი,საინტერესოა რა მოხდებოდა იმის შემდეგ რაც იგი საკუთარ გზას დაასრულებდა? ამიერიდან ყველაფერი აირეოდა და ამას ყველა მოქმედი გმირის გეგმები შეეწირებოდა,ყველაფერი ახლა იწყებოდა,ამ ცივ,თებერვლის,თოვლიან ღამეს...

დილა მშვიდობიანად დაიწყო,წიტელი ღვინისგან შემთვრალს მშვიდად მიეძინა და მეორე დღისით კარგ განწყობაზე გაიღვიძა,დღეისთვის ბევრი საქმე არ ჰქონდა,შეეცადა საქმეები წინა დღეებში მოეგვარებინა რათა ხვალისთვის უნივერსიტეტში დასვენებული მისულიყო,სემესტრი ახლა იწყებოდა და ენერგიის დასაზოგად კარგი გამოსავალი იყო წინა დღით დასვენება,მოწესრიგების შემდეგ ფოსტის ოფიში დარეკა და ოპერატორთან ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ სასურველი დიალოგის საშუალებაც მოეცა.
-გამარჯობა,ლალი გისმენთ-უთხრა ოპერატორმა.
-გამარჯობა,გუშინ გზავნილი მომიტანეს,შეგიძლიათ მითხრათ ვისგან იყო?
-დიახ,მისამართი და სახელი მითხარით - საჭირო მონაცემები უთხრა და პასუხს დაელოდა,თან წერილს ატრიალებდა.
-ქალბატონო ნატალია გზავნილზე ინფორმაციას არ აჩვენებს არც გამომგზავნზე არის ინფორმაცია მითითებული.
-უკაცრავად ეგ რას ნიშნავს?
-არვიცი,ასეთი შემტხვევა არ გვქონია ორი წუთიტ დამელოდეთ..
ოპერატორი რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
-ქალბატონო , დარწმუნებული ხართ,რომ ჩვენმა კურიერმა მოგიტანათ?
-დიახ,თქვენი სერვისით ბევრჯერ მისარგებლია,იქნებ კიდევ გადაამოწმოთ,
-გადავამოწმეთ მთავარ ბაზაშიც,მაგრამ ასეთი გზავნილი ჩვენთან არ ჩაუბარებიათ,იქნებ კურიერის სახელი იცოდეთ და ტავად ჰკითხოთ..
-კარგით,მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის-ყურმილი დაუკიდა და წერილი ისევ შეათვალიერა.
ეს ამბავი ეუცნაურო,ჯერ მუქარის წერილი,შემდეგ არაოფიციალური გზავნილი,ოფიციალური კომპანიის შენიღბვით,იქნებ გრიგოლი აშინებდა,რათა სწავლა შეეწყვიტა? და ასე იმიტომ, იქცეოდა,რომ უკვე გაიგო მისი პროკურორობის შესახებ გადაწყვეტილება,უცნაური იყო,თუმცა ამავდროულად მისთვის,როგოც იურისტისთვის საინტერესო. ქურთუკი აიღო და გარეთ გავიდა,ცოტა სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად,დღეს წესით მისი პასუხი უნდა ყოფილიყო სტაჟირებაზე ამიტომ თავს არწმუნებდა,რომ როგორი პასუხიც არ უნდა მიეღო მაინც მიაღწევდა მის მიზანს,მანამდე კი ბედს ცდიდა და ქალაქში ყველაზე დიდ საკანცელარიო მაღაზიაში პერგამენტს მოძებნიდა,ასეც მოიქცა,გადაქექა ყველანაირი ფურცლები,ყველანაირი ბლოკნოტი და წიგნი,თუმცა მსგავსი ვერაფერი იპოვა,ამის იმედი დიდად არც ჰქონდა უბრალოდ დრო უნდა გაეყვანა პასუხის მოსვლამდე,საღამოს სახლში დაქანცული მივიდა და ლეპტოპი ნერვიულად გახსნა,მეილზე შესულს შეტყობინება დახვდა,სადაც მის სტაჟირებაზე თანხმობა იყო.
-კარგია!-შეყვირა და ფეხზე წამოხტა,თუმცა დამშვიდდა და ადგილზე ჩამოჯდა,ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მისთვის.
მეორე დღეს სწრაფად მოემზადა უნივერსიტეტისთვის და სახლიდან საუზმის გარეშე გავარდა,იცოდა,რომ დეკანთან შეხვედრა მოუწევდა ამიტომ სანამ ლექცია დაიწყებოდა იქამდე უნდა მისულიყო უნივერსიტეტში,სისწრაქფის მიუხედავად საცობები დახვდა გზაზე და სულ რაღაც 3 წუთით ადრე შეაღო უნივერსიტეტის კარი,სწრაფად აირბინა პირველი სართული და დეკანის კაბინეტზე დააკაკუნა.
-დიახ-მოისმა ხმა კაბინეტიდან, ნატალიამ კარი შეაღო.
-გამარჯობა ბატონო ვაჟა,შეიძლება?- იკითხა ეკატერინამ.
-მოდი,მოდი ნატალია - ფეხზე წამოდგა ვაჟა და ხელი ჩამოართვა მის სტუდენტს.
-როგორ ბრძანდებით?-ჰკითხა და სკამზე ჩამოჯდა.
-მადლობა,თქვენ როგორ გიკითხოთ?
-კარგად მადლობა,ბატონო ვაჟა არვიცი იციტ თუ არა მაგრამ წელს პროკურატურის კონკურსში მივიღე მონაწილეობა და შევძელი ამ სტაჟირების მოპოვება,ახლა კი თქვენი ხელმოწერაა საჭირო და თუ შეგიძლიათ,რომ დამიდასტუროთ?
-პროკურატურის? ხო მაგრამ მანდ ხომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო გამოყოფილი? ნუთუ იმ ერთში მოხვდი?
-დიახ-უხერხულად შეიშმუშნა ნატალია და საათს დახედა.
-ყოჩაღ! საოცარი ახალგაზრდა ხართ,მიხარია,რომ ჩემმა სტუდენტმა ამდენს მიაღწია,ეს ჩვენი უნივერსიტეტისთვის დიდი პრესტიჟია,ამასთან აუცილებლად უნდა დავგეგმოთ ფოტოსესია და სტატია ამ წარმატების შესახებ-დეკანი აგრძელებდა და აგრძელებდა საუბარს, ნატალიას კი ლექციაზე აგვიანდებოდა,სადაც სულ ახალი ლექტორი ჰყავდა.
-ბატონო ვაჟა,დიდი ბოდიშიტ-შეაწყვეტინა ნატალიამ- ლექციაზე მაგვიანდება და ხელი,რომ მომიწეროთ ან დაგიტოვებტ და დღის ბოლოს გავიტან.
-უი მაპატიეთ,თქვა ვაჟამ და ხელი ნაჩქარევად მოუწერა საბუთებზე.
-მადლობა და ნახვამდის-კარი გამოიკეტა.
-ფოტოსესია არ დაგავიწყდეთ!-სიტყვა დააწია დეკანმა ნატალიას ,რომელიც მთელი ძალით აუდიტორიისკენ გარბოდა არ უნდოდა ახალ ლექტორზე ცუდი შთაბეჭდილების მოხდენა,რადგან ეს ლექტორიც პროკურატურაში მუშაობდა და ის საგანიც,რომელსაც იგი კითხულობდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, აუდიტორიის კარებთან შეჩერდა, თმა ოდნავ შეისწორა და კარი ფრთხილად გააღო, უნდოდა შეუმჩნეველი ყოფილიყო და ჩუმად შესვლა გადაწყვიტა, ასეც გამოუვიდა, ლექტორმა ვერ შეამჩნია, რომელიღაც მაგიდასთან მოთავსდა და თავისი ბლოკნოტის მოსაძებნად მთლიანად ჩანთაში ჩაძვრა,როდესაც საბოლოოდ მოაწესრიგა თავისი მაგიდა ლექტორს შეხედა და გულში გაკრა, გულისცემა აუჩქარდა, თითქოს რომელიღაც სიმაღლიდან გადმოაგდეს და ფრენა შეეძლო, წინ ახალგაზრდა ლექტორი ედგა, ყავისფერი თმა და თაფლისფერი თვალები ჰქონდა, წვერი ოდნავ მოშვებული და თმაც გადაწეული, განიერი მხრები , რომელსაც თეთრი პერანგი უფარავდა და კლასიკური სტილის შარვალი, ძალიან სიმპათიური იყო, ამას ნატალიაც მშვენივრად ხვდებოდა და ამაში მისი გოგო კურსელების მზერამაც დაარწმუნა,აქამდე არასდროს უგრძვნია მსგავსი რამ,მისი საუბარიც იმდენად საინტერესო იყო და მისი ხმაც იმდენად სასიამოვნო,რომ უნდოდა თავი დაედო,მისთვის ესმინა და ისე ჩასძინებოდა,ძალიან მოიხიბლა მისით და ის იდეა,რომ ამ კაცს პროკურატურაშიც ნახავდა უფრო ხიბლავდა,მთელი ორი საათი უსმენდა და მზერა არ მოუშორებია,თუმცა ლექტორს ერთხელაც არ შეუხედავს მისთვის,ალბათ ვერ ამჩნევდა ან მისგან დაინტერესებას ვერ ხედავდა, ნატალიამ მისი სახელი და გვარიც არ იცოდა,მხოლოდ ის იცოდა,რომ მისი ახალი ლექტორი პროკურორი იყო. ფიქრობდა , რომ ეს მისი ცხოვრების სასიამოვნო ეტაპის დასაწყისი იყო,მისით აღფრთოვანებული და მოხიბლული იყო,ლექცია,რომ დასრულდა სწრაფად ჩაალაგა ჩანთა,სურდა ლექტორს გამოლაპარაკებოდა და გაერკვია ის ინფორმაცია რაც გამოტოვა,რა ტქმა უნდა,კურსელებისგან გაიგებდა რა წიგნი სჭირდებოდათ გასავლელად,ან ვინ იყო ეს კაცი,მაგრამ საუბრის მიზეზი სჭირდებოდა,ამიტომ ჩქარობდა,თუმცა წამებში ლექტორი აუდიტორიიდან გაქრა,დერეფანში გასულ ეკატერინას მხოლოდ მისი ზურგი მოხვდა თვალში,რომელიც დერეფნის ბოლოში იყო უკვე ამიტომაც გადაწყვიტა დასწეოდა,თუმცა:
-ნატალია-შემოესმა ხმა ზურგიდან.
მოტრიალდა და წინ პირველი სემესტრის ლექტორი დახვდა .
-გამარჯობა ქალბატონო ქეთი-გაუღიმა ნატალიამ საყვარელ ლექტორს.
-გამარჯობა, გავიგე შენი სტაჟირების ამბავი და მოლოცვა მინდოდა,შენით ძალიან ვამაყობ და უდიდეს წარმატებას გისურვებ.
-ძალიან დიდი მადლობა,ეს ტქვენი დამსახურებაცაა,ტქვენ რომ არა დიდი ალბათობით სისხლის სამართალს არც გავყვებოდი.
-მიხარია თუ ასე თვლი-დაემშვიდობა ლექტორი და წავიდა,უკან მოტრიალებული ნატალია უკვე ვეღარ ხედავდა ახალ ლექტორს,გული დაწყდა,თუმცა იცოდა,რომ ეს უკანასკნელი შეხვედრა არ ყოფილა ამიტომ შეეცადა კონცენტრაცია არ დაეკარგა და დღის ბოლომდე ჩართული იყო ლექციებსა და სასემინარო დავალებებში,სახლში დაღლილი მივიდა,მართალია შრომა არასდროს ეზარებოდა,თუმცა არდადეგების მერე მაინც მძიმე აღმოჩნდა,ცოტახანი დივანზე გაუნძრევლა იჯდა და ფიქრებში წავიდა,კვლავ ლექტორზე ფიქრობდა,სასწრაფოდ ადგა და უნივერსიტეტის ბაზაში მასზე ინფორმაცია წაიკითხა. აღმოჩნდა,რომ ეს ლექტორი უტა აბაშიძე იყო,ბაკლავრიატი უცხოეთში ჰქოდა დამთავრებული,პროკურატურაში პროკურორის პოზიცია ეჭირა, დანარჩენი მასზე ცნობილი არაფერი იყო,ბაზაში არც ფოტო იძებნებოდა,არც მობილურის ნომერი,მხოლოდ იმიელი და განათლების შესახებ ინფორმაცია,არც ინტერნეტში იყო რამე, მობილური ამოიღო და ლიზას ნომერი აკრიფა,რომელი ჯერ კიდევ ბაკურიანში იყო და სულაც არ ადარდება ის ფაქტი,რომ რამდენიმე ლექცია უკვე გააცდინა.
-გისმენთ-ყვირილით უპასუხა ლიზამ ყურმილს,აშკარად ნასვამი იყო,თანაც ხმამაღალი მუსიკებიც კარგად ესმოდა ნატალიას.
-მე ვარ-მშვიდად უთხრა ნატალიამ.
-არ მესმისსს-ისევ იყვირა ლიზამ.
-მე ვარ მეთქი!-ტონს აუწია ნატალიამ და არაკომფორტულად იგრძნო თავი,ბოლო წლების განმავლობაში მაღალ ტონალობაში იშვიათად საუბრობდა.
-ვაა, ნატალია-გაეცინა ლიზას-რასშვრებიი?
-მესიჯები ნახე!-ისევ უყვირა ნატალიამ.
-ჰა? აა ხო კარგი-დაეთანხმა ლიზაც და ყურმილი გათიშა, ნატალიამ მობილური მოიმარჯვა და ლიზას მიწერა.
-„ჩვენ უნივერსიტეტში ახალი ლექტორია სისხლის მიმართულებთ,პროკურორია,ყავისფერი თმა აქვს,რამე თუ იცი მასზე,გამირკვიე გთხოვ,გკოცნი და ჭკვიანად იყავი“
მობილური ნიკაპთან მიიტანა და თავადაც გაკვირვებული იყო იმ ფაქტით,რომ ასე ძალიან სურდა ამ პიროვნებაზე მეტის გაგება,ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით დაიწყო სიარული,რამდენიმე წუთში მიხვდა,რომ არასერიოზულად იქცეოდა ყველაფერიც,რომ გაერკვია მისი ლექტორი იყო და ამასთანავე თანამშრომელიც ამიტომ ყველაფერი უაზროდ ეჩვენა და მობილური დივანზე მიაგდო. სამზარეულოში გავიდა და ჩაი დაისხა თან მოახლოებულ არაკომფორტულ საუბარზე ფიქრობდა,რომელიც მამამისთან ელოდა და ეს ყველაფერი აღიზიანებდა,რადგან წინასწარ იცოდა რა დამოკიდებულებად გამოავლენდა გრიგოლი,ფიქრები მესიჯის ხმამ გაუფანტა,ფეხზე სწრაფად წამოდგა თუმცა კვლავ გაახსენდა მისი ქცევის არასერიოზულობა და გადაწყვიტა,რომ მობილურს არ შეამოწმებდა,გაშეშებულ მდგომარეობაში იჯდა ერთი საათის განმავლობაში და ცდილობდა,რომ საკუთარ თავში არსებულ ბავშვს მორეოდა,თუმცა ვერ შეძლო,ელვის სისწრაფით მიუახლოვდა მობილურს,გახსნა და ლიზას მესიჯი წამში გადაიკითხა.
„ უტა აბაშიძე, 27 წლის,თანამდებობა- პროკურორი/მოწვეული ლექტორი სისხლის სამართლის მიმართულებით,თავის კურსზე საუკეთესო იყო,ოჯახი არ ჰყავს ამიტომ მიაწექი დაო მაგარი ტიპია,ფოტო მანახეს“
დიდი ვერაფერი გაიფიქრა ნატალიამ და თავი გააქნია,ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ამიტომ გასეირნება და ფიქრების დალაგება გადაწყვიტა.
ქუჩას ნელა მიუყვებოდა , შემოდგომა განსაკუთრებით უყვარდა , მოსწონდა თბილი ნიავი და მყუდრო გარემო , რომელსაც გაყვითლებული ფოთლები ქმნიდნენ ქუჩებში , ამ დროს განსაკუთრებით ხშირად ეფიქრებათ ადამიანებს სიყვარულზე , რა საოცარია , რამდენნაირად შეიძლება აღიქვას ადამიანმა სიყვარული ამას ვერც აღვწერთ , თუმცა ერთი კი ცხადია , სიყვარული ერთადერთი გრძნობაა , რომელიც ერთ წუთში დაუჯერებელ აღმაფრენას იწვევს ჩვენში , ხოლო მეორე წუთს ისე დაგვცემს , ისე დაგვაბეჩავებს , რომ ფეხზე დადგომის მაგივრად ტკივილისგან ფორთხვას დაგვაწყებინებს , რა ელოდა ნატალიას ? ის ერთი წუთი , რომელიც მის აღმაფრენას მთელ ცხოვრებად გაწელავდა? თუ პირიქით ? იქნებ ორივე ან იქნებ არცერთი ეს არავინ იცოდა , არავინ , გარდა ერთი პირისა , რომელიც ამ ყველაფრის შემოქმედი იქნებოდა.



№1 სტუმარი სტუმარი სალომე

ჯერ თებერვალი და ზამთარი ხომ ძალიან მიყვარს, სიცივე , რომელიც ამ სეზონზეა და ყველაფერს სხვა ელფერს სძენს. ამ ისტორიამ პირველ რიგში იმით მომაწონა თავი, რომ სწორედ ამ სეზონზე მიმდინარეობს მოქმედება. შენ სტელი სწირი, დეტალებზე ორიენტირება და იმ სინათლის სხივიც კი, რომელიც მართლა მეც ძალიან მიყვარს მაგიდაზე , რომ ეცემა დიდ მოწონებას მატებს ისტორიას. ასევე, მინდა შეგიქო ნაწერის ზომა, მართლაც ისეთია, რომ არც პატარაა და არც ძალიან დიდი და სავსებით დამაკმაყოფილებელი. საბოლოოდ, მადლობა შენ , ვგრძნობ რაღაც საოცარი ისტორია გველის წინ. მოუთმენლად ველი შემდეგ თავს❤️არ გვალოდინი ბევრი რაა, თორემ ინტერესი მკლავს უკვე????

 


№2 სტუმარი mariami

ვაუუუუუ, ძააან მაგარი დასაწყისიაა, როდის დადებ შემდეგს?

 


№3 სტუმარი Елка

Момецона далиан да дидханс ну гвалодинебт. Царматебеби

 


№4 სტუმარი ana

rodis dadeb shemdeg tavs?

 


№5  offline წევრი OKI ME

ძალიან საინტერესო ისტორია ჩანს. იმედი მაქვს გააგრძელებ ამ ისტორიას heart_eyes heart_eyes

წარმატებები და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი Елка

Агар дебт шемдег тавс?

 


№7 სტუმარი მ ა რ ი

ერთი სული მაქ როდის დაიდება შემდეგი ნაწილი☺️

 


№8 სტუმარი სტუმარი ანა

მგონი ტყუილად დაგიწყე კითხვა,არამგონია გაგრძელდეს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent