შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დანაშაული{6}


15-08-2022, 03:29
ავტორი dara
ნანახია 9 632

თეთრი კედლების დანახვისას უსიამოვნო მოგონებებმა იჩინეს თავი. სხეულის კანკალი შეიგრძნო, თუმცა თავს უფლება არ მისცა სისუსტე გამოეჩინა. თავს აიძულებდა არ ეტირა, ხალხისთვის მისი გრძნობები არ ეჩვენებინა, მაგრამ ახლა ესეც არ შეეძლო, თავს ვერაფრით უმკლავდებოდა და ერთადერთი რაც რეალურად სურდა ამირეჯიბის მხარზე ტირილი, მისი სურნელის შეგრძნება, მისი მწვანეების ცქერა იყო. უნდოდა მისი ბაგეები შეეგრძნო და საბოლოო სიმშვიდე მოეპოვებინა.
დათას ოჯახს რომ შეხედა, უარესად გახდა. უფროსი ამირეჯიბი იქვე, მოსაცდელ სავარძელზე იჯდა, ხელებით ხის ჯოხს, თავით კი ხელებს ეყრდნობოდა. მართა მეუღლის მხარზე ქვითინებდა. ლევანი უსიცოცხლო მზერით გაჰყურებდა სივრცეს და მის თვალებში არსებული სასოწარკვეთა მარტივად იკიტხებოდა. რეხო აქეთ-იქით ნერვიულად დააბიჯებდა. მარიტა გარშემო ვერავის აღიქვამდა, საოპერაციოს კარს უყურებდა და ცრემლებად იღვრებოდა. ერთადერთი, ვინც არ ჩანდა, ზურა იყო. ავთო რეზოსთან მივიდა და საუბარი დაუწყო, ცდილობდა, გაეგო რატომ მოხდა ავარია. თავადაც უნდოდა მოესმინა თუმცა ვერაფრით შეძლო. ერთადერთ იმედად მარიტა დარჩა. ახლა ისიც არ აინტერესებდა რას იფიქრებდა გოგონა.მის წინ დადგა და მუხლებზე დაეშვა.
-მარ...მარიტა შემომხედე!- მისი სახე ხელებში მოიქცია და მხოლოდ ასე აიძულა შეეხედა- რა მოხდა?
-მომშორდი!
-მარიტა! გადაწყვიტე ან ახლავე მომიყვები ყველაფერს ან თავს მოვიკლავ! დამიჯერე მე დასაკარგი საერთოდ არაფერი მაქვს!
-რაც გინდა ის ქენი კარგი?...-მერე გაიაზრა რაც უთხრა და ცოტათი ინანა კიდეც. წამოდგა ხელი ჩაავლო და ცარიელ ოთახში შეიყვანა-ზურა და დათა საუბრობდნენ....ზურა ეუბნებოდა, რომ შენთვის რამე უნდა გაეკეთებინა! ის კი უარზე იყო, ამ საუბრის შემდეგ ისევ წავიდა...მე... არ ვიცი! ცხოვრებაში მაღალი სიჩქარით არ უმოძრავია...ახლა კი ამბობენ, რომ გიჟივით მიქროდა და გზიდან გადაიჩეხა!-ტირილით ძლივსძლივობით ამოთქვა და სახე ხელებში ჩამალა.
-ექიმმა რა თქვა?
-სასიცოცხლო ნიშნები დაბალია! არავინ იცის გადარჩება თუ არა! ხერხემალი დაუზიანდა!
-გაივლის?
-ზუსტად არ ვიცით!
-რომ მოკვდეს-სასოწარკვეთილს აღმოხდა- მე ისიც არ მითქვამს რომ მიყვარს მარიტა! რომ მოკვდეს საკუთარ თავს როგორ უნდა ვაპატიო?!
-არ მოკვდება!...ამაზე არ უნდა იფიქრო!..ყურადღებას ვიქცევთ, გავიდეთ!-გარეთ გასულებს იქ უკვე ზურა დახვდათ, რომელიც მშვიდად უხსნიდა ოჯახისწევრებს თუ რა უთხრა ექიმმა.
-ზუსტ პასუხებს როდის გვეტყვიან?
-ზუსტა პასუხებს ჯერჯერობით ვერავინ გეტყვით, დათამ უნდა გაიღვიძოს, რომ ყველაფერი დავაზუსტოთ!
-ზურა რამე გააკეთეთ...ლოდინი რას უშველის?!
-ნუ გეშინია მართა!-ბიცოლას მოეხვია- ვაკეთებთ ყველაფერს რაც შეგვიძლია, ახლა ერთადერთი გამოსავალი ლოდინია და მოთმინებით დაველოდებით მოვლენების განვითარებას...ხომ იცი რამის გაკეთება რომ შემეძლოს, მთებს შევძრავდი!
-გააკეთე რაც შეგიძლია, გთხოვ!
-გავაკეთებ!-ღრმად ამოისუნთქა და ქალს ხელი შეუშვა. უკვე თავადაც ვეღარ უმკლავდებოდა ემოციებს, არ შეეძლო ამ ქვის სახით დიდხანს მდგარიყო საკუთარი ოჯახის წინ და მოესმინა მათი თხოვნა თითქოს პალატაში მართლა რიგითი პაციენტი იწვა და არა მისი ბიოძაშვილი. საკუთარ თავს ადანაშაულებდა ყველაფერში რაც დათას თავს ხდებოდა. თავის კაბინეტში შევიდა და თავი ხელებში ჩარგო. ყველა ემოცია ერთად აწვებოდა და სადაც იყო გადაიწვებოდა, მაგრამ თავს იმაგრებდა, ცდილობდა სისუსტე არავისთვის ეჩვენებინა. ამას ისიც ემატებოდა, რომ კარგად ხვდებოდა რამ გამოიწვია ავარია. დათა ყოველთვის იდეალურად მართავდა მანქანას და საჭესაც ისე ფლობდა გამორიცხული იყო ვერ დაემორჩილებინა. მანქანა სრულ წესრიგში იყო, რაც, თავის მხრივ, იმაზე მეტყველებდა, რომ მძღოლმა ყველაფერი განზრახ გააკეტა. დათას უნდოდა ყველაფერი უბედურ შემთხვევას დამსგავსებოდა და შეძლო კიდეც ეს. ამას რომ უფიქრდებოდა, ორმაგად ცუდად ხდებოდა, პარალელურად ბრაზობდა უმცროს ამირეჯიბზე, ასეთი ეგოიზმის გამო, ვერ პატიობდა ყველა რომ გაიმეტა.
-მოვედი!-ოთახში ქარიშხალივით შემოვარდნილ ნუცას გაუსწორა მზერა-მოვედი ზურა!- ქალი ძლიერად მოეხვია.
-შეიძლება მოკვდეს!-ამოიხრიალა და მის მხარზე ატირდა-ვერ გავუძლებ!
-არ მოკვდება ზურა! შენ არ მიყვებოდი, ყველაზე ძლიერი ადამიანია ვისაც კი ვიცნობო? არ მოკვდება! ომს გაუძლო, ტყვიების კორიანტეკს გადაურჩა! ამასაც გაუძლებს!
-და თუ არ უნდა, რომ გადარჩეს?
-ეს რას ნიშნავს?
-ვფიქრობ, ყველაფერი განზრახ გააკეთა!
-ზურა!
-ასე ნუ მიყურებ!...საჭეს ყველა სიტუაციაში იმორჩილებდა, გზები იდეალურად იცოდა...ავარია ისეთ ადგილას მოხდა, ბავშვიც კი სწორად გაატარებდა!
-სიკვდილი რატომ უნდა სდომოდა?
-უნდოდა! ჩვენი ოჯახის გამო უნდოდა! ელენეს გამო უნდოდა! მაქსიმეს სიკვდილი ვერ მოინელა! კოშმარები სტანჯავდა! ცუდად იყო და მე ვერაფერი გავაკეთე, ხვდები?
-თავი არ უნდა დაიდანაშაულო!
-ფაქტობრივად მე გავზარდე! არასდროს ყურადღება არ დამიკლია, მაგრამ მაშინ, როცა ყვეელაზე მეტად დავჭირდი ისეთი უყურადღებო გავხდი, რომ მერე ჩემი დანაშაულის გამოსწორება ვერ შევძელი.
-შენი ცხოვრება გაქვს! და ამ ცხოვრებაში უშეცდომო არავინაა! მუდმივად სხვაზე ვერ იფიქრებ!
-ვალდებული ვიყავი!
-არ იყავი! მითხარი ამ წლების მანძილზე ვინ იზრუნა შენზე? ვინ მოგიწონა არჩევანი, ვინ დაგიდგა გვერდით!
-დათა! ის ყოველთვის ჩემს გვედით იყო!
-მაგრამ ამბობდი, რომ ურთიერთობა გაგიცივდათ!
-მე მასთან უნდა ვყოფილიყავი...დამეცვა! თავიდანვე მივმხვდარიყავი, რა აწუხებდა და ყველაფერი დამენგრია! მაგრამ არა! ყველას გრძნობები, ჩემიც კი, ფეხებზე დავიკიდე და ეგოისტურად მოვიქეცი!
-ვერაფერს მივხვდი!
-არცაა საჭირო! უბრალოდ ჩამეხუტე!-ალბატ ნახევარი საათი იდგნენ ჩახუტებულები. ასეც გააგრძელებდნენ ოთახში ელენე რომ არ შემოსულიყო. ნუცა მაშინვე უხერხულად გაიწია უკან-მოდი ელენე!
-უკაცრავად, მე დაგტოვებტ!-ნუცა აცრემლებული თვალებით გავარდა ოთახიდან,თუმცა მისი გამოდევნების ან დამშვიდების თავიც არავის ჰქონდა.
-ზურა, სიმართლე მითხარი! გადარჩება?
-არაფერი ვიცი!-თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა- მართლა! უბრალოდ უნდა დაველოდოთ!
-და მაინც რას ფიქრობ?
-ვფიქრობ, რომ შანსი მოგვეცემა ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ! მე და შენ შევძლებთ ყველაფერი გამოვასწოროთ, შეძლებთ ერთად იყოთ!
-გეფიცები, ყველაფერს შევცვლი! შიშებს გავაქრობ!...აღარ დავთმობ! უბრალოდ უნდა გადარჩეს!
-ნუ ღელავ! იბრძოლებს! თქვენთვის! და ჩემთვისაც!...უნდა მაპატიოს!-გოგოს ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
-ყველაფერი მამაჩემის ბრალია!
-აქ ერთი კონკრეტული პიროვნება არაა დამნაშავე!
-თავს ვერ ვაპატიებ, რამე რომ მოუვიდეს!
.................................
რამდენიმე დღე ისე გავიდა საერთოდ არაფერი შეცვლილა.
საათი დილის ხუთს აჩვენებდა საავადმყოფოს დერეფანში ქალი რომ გამოჩნდა. ამირეჯიბების ჩაძინებულ ოჯახს გვერდი აუარა და პალატაში შევიდა. უგონოდ მყოფ დათას აკვირდებოდა. მხოლოდ ახლა გაიაზრა, როგორ მოენატრა ძველი მეგობარი. მის თავთან დაიხარა და მოზრდილ თმაზე ხელი გადაუსვა.
-თურმე დიდი ხნის წინ გაპატიე დათა!-ამოიჩურჩულა თოლორდავამ-ვცდილობდი ყველაფერი შენთვის დამებრალებინა, მაგრამ მაინც ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს მაქსიმეს სურვილი იყო...ჩემიც! არასდროს ვაღიარებდი, მაგრამ ვამართლებდი გამოყოლისთვის! ის თუ არა ალბათ მე გამოგყვებოდი!...ასე რომ მოეშვი ამირეჯიბო!...ადექი და დაგვიბრუნდი შენი სიდინჯით, მომხიბვლელობით, ისევ დაადნე გოგონები და იბრძოლე ელენიკოსთვის!....ვიცი ახლა რა სახითაც შემომხედავდი, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით?! ის და ზურა ერთად ბედნიერები ვერ იქნებიან!...არ დაემსგავსო საცოდავ კაცებს და იმოქმედე!....შენ უბრალოდ გაიღვიძე, მე აქ ვარ! ლილიანი აქაა...ისევ ერთად ვიმოქმედებთ! ყველაფერს შევძლებთ ჯარისკაცო!
-მიხარია, რომ მოხვედი!-ზუსრგს უკან ზურას ხმა გაიგონა.
-ის ჩემი ბავშვია! მე გადაგატანინეთ მისი მოზარდობა! მე ვაძლევდი რჩევებს და ის იყო ადამიანი რომელთანაც ისე ვიოხებდი გულს, როგორც საკუთარ თავთან!...რაც არ უნდა ვთქვა ის ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია!
-იმედია ესმის. ძალიან გაუხარდებოდა!
-მაპატიებ ამ წელს?-კაცს მოეხვია და ქვემოდან ახედა!
-მთავარია შენ გვაპატიო ლილ!
-ძალიან სულელი ვიყავი! თავიდან გიშორებდით იმ ადამიანებს, რომლებიც რეალურად წყალივით მჭირდებოდა!
-საბოლოოდ მაინც აქ ვართ! ჩვენ სამი! მაქსიმე იამაყებდა!
-ეს როგორ მოხდა! ვერ დამაჯერებ, რომ საჭე ვერ დაიმორჩილა!
-არ ვიცი. ვფიქრობ რომ სიკვდილი უნდოდა!
-ჩვენი დათა ამას არ გააკეთებდა!
-ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა ლილიან! თავს ვერაფერს პატიობს...მაქსიმე, ელენე, ჩემ წინაშეც კი დამნაშავედ გრძნობს თავს... ფიზიკური ტკივილი სტანჯავს და ამას სიზმრებიც ემატება! ომის კვალია!
-ყველაფერს შევცვლით!
-მთელი წელია ამას ვცდილობ იცი?
-ვიცი!...ყველაფერი ვიცი!
-კი მაგრამ...
-ინფირმატორები მყავს! მაქსიმეს წყალობით!....ნუცაზეც ვიცი!
-ნუცა წარსულია!
-მე ვიტყოდი ნუცა მომავალია!...სხვათაშორის ძალიან მომწონს ეგ გოგო!
-თანდათანობით ყველაფერი შეუძლებელი ხდება!და თუ დათა არ გაიღვიძებს...ჩვენი ცხოვრება წარმოუდგენლად ამოყირავდება!
-დათა გაიღვიძებს! ელენიკოსთან ვალი აქვს! და ერთი კარგი შემოლაწუნება გჭირდებათ საერთოდ ყველას.... ცოტახნით მოვდუნდი და ეს რა ქენით!
-მთავარია ახლა დაბრუნდი!-შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
-დავეხმარებით!...შენი იმედი მაქვს, ხომ იცი ერთადერთი ხარ, რომელიც ყოველთვის საღ აზრს ინარჩუნებს!
-ცხადია!
-ნენე ნახე?
-ყოველდღე აქ ზის!ესაუბრება და ცდილობს დაარწმუნოს, რომთუ გაიღვიძებს სამყარო უკეტეს ფერებში დახვდება!...ღმერთო რეებს ვბოდავ!
-საერთოდ გძინავს?
-მძინავს! ყოველთვის, როცა საშუალებას ვპოულობ! სხვაგვარად სტრესს ვერ მოვერევი!
-წადი, დაიძინე! ცოტახნით კიდევ დავრჩები და მეც წავალ!
-ისევ გნახავთ ხომ?
-ამიერიდან ყოველდღე!
-მიყვარხარ ლილ და საოცრად მომენატრე!-ისევ გადაეხვია და შემდეგ ოთახი დატოვა.
***
ერთი კვირა ისე გავიდა სიახლე არ ყოფილა. ყველა ერთად ელოდა დათას გამოფხიზლებას, თუმცა ახალი ამბავი ძალიან იგვიანებდა. ოჯახმა ლამის გარდაცვლილად გამოაცხადა და გლოვა დაიწყო. ზურა ცდილობდა ოპტიმისტურად ეფიქრა, ამაში ლილიანი და ნენეც ეხმარებოდნენ, თუმცა იმედი თანდათან მასაც ეწურებოდა.უფრო და უფრო კარგავდა ფერს, აღარ ჭამდა, სხვებთანაც იშვიათად კონტაქტობდა და მაშინაც უხეში იყო. რაც შეეძლო მეტი ეძინა იმისთვის, რომ არსებულ რეალობაზე არ ეფიქრა.
-იმედი უნდა გქონდეთ დათო ბაბუ!- ნენეს თავი კაცის მხარზე ედო და ისე ესაუბრებოდა.
-ნენე, გთხოვ, აცადე დაისვენოს!-ლილიანი მიუახლოვდათ- არ გინდატ სახლში წაგიყვანოთ?
-არა ლილიან! მირჩევნია აქ ვიყო!
-კარგით!როგორც გნებავთ!
-ზურა სად არის?
-აქ ვარ დედა! მოხდა რამე?
-ექიმი გეძახდა!- ეს გაიგო თუ არა მაშინვე მისკენ გაიქცა და უკან სასიხარულო ამბით დაბრუნდა.უმცროსი ამირეჯიბის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაში მოდიოდა და მალე გაიღვიძებდა კიდეც. იმდენად გაბედნიერდნენ სხვა ყველა დეტალი დაივიწყეს და რეალობას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდნენ, როცა გონსმოსულმა დათამ ფეხები ვერ იგრძნო.
............
დიდი მადლობა მოთმინებისთვის...ამიერიდან ყველა თავი განსაზღვრულ დროში დაიდება. გპირდებით აღარ დავიგვიანებ. ველი შეფასებებს



№1  offline წევრი OKI ME

ჰოო, ნამეტანი კაი თავი იყო. მოდი დღეს ეგოისტი უმადური მკითხველი ვიქნები და გეტყვი რომ პატარა თავი იყო., არ მეყო laughing laughing laughing შესაძლოა სულაც არ იყო პატარა სინამდვილეში და მე წავიკითხე ასე ერთი ამოსუნთქვით. laughing laughing მოკლედ ძალიან ძალიან აკრგი თავი იყო. დილით შენგან სიახლის დანახვამ გამაბედნიერა. heart_eyes heart_eyes

ახლა რაც შეეხება ბატონ დავითს angry როგორ გამაბრაზა ამ თავშიი. რა წესია ახლა ეს. რა იცის ამ ბიჭმა ეს გაქცევები. ჯერ ომში ახლა კიდევ თვითმკვლელობა angry angry კარგი რა დათა, არ გეკადრება შენ ეს laughing laughing heart_eyes

თუმცა მისმა ამბავმა კარგი ის მოიტანა რომ ლილიანი მიხვდა და გაიაზრა რომ დიდი ხნის ნაპატიებელი ჰქონდა დათასთვის ყველაფერი. heart_eyes heart_eyes

ერთი ზურა და ნუცა მეჩაგრებიან ძალიან და მეორე ნენე და თვისი კაცი (აღმოვაჩინე რომ სახელი დამვიწყებია ნენეს ყმაწვილის laughing laughing ) laughing laughing laughing

დიდ იმედს ვიტოვებ რომ დათას და ზურას ოჯახისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება და შეცვლიან ბევრ რამეს. smirk smirk

წარმატებები heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№2 სტუმარი ნესტან

ძალიან მომეწონა ეს თავი ნამდვილად ღირდა თავის გაწირვა ლილიანამ და ელენემ სიმართლე აღიარეს იმედია დათა ხეიბარი არ გახდება უფრო მეტად არ დატანჯავს თავისებს ნუცა და ზურა მეცოდება უფროსებმა აირჩიეს ცხოვრება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ❤️????????????

 


№3  offline წევრი dara

OKI ME
ჰოო, ნამეტანი კაი თავი იყო. მოდი დღეს ეგოისტი უმადური მკითხველი ვიქნები და გეტყვი რომ პატარა თავი იყო., არ მეყო laughing laughing laughing შესაძლოა სულაც არ იყო პატარა სინამდვილეში და მე წავიკითხე ასე ერთი ამოსუნთქვით. laughing laughing მოკლედ ძალიან ძალიან აკრგი თავი იყო. დილით შენგან სიახლის დანახვამ გამაბედნიერა. heart_eyes heart_eyes

ახლა რაც შეეხება ბატონ დავითს angry როგორ გამაბრაზა ამ თავშიი. რა წესია ახლა ეს. რა იცის ამ ბიჭმა ეს გაქცევები. ჯერ ომში ახლა კიდევ თვითმკვლელობა angry angry კარგი რა დათა, არ გეკადრება შენ ეს laughing laughing heart_eyes

თუმცა მისმა ამბავმა კარგი ის მოიტანა რომ ლილიანი მიხვდა და გაიაზრა რომ დიდი ხნის ნაპატიებელი ჰქონდა დათასთვის ყველაფერი. heart_eyes heart_eyes

ერთი ზურა და ნუცა მეჩაგრებიან ძალიან და მეორე ნენე და თვისი კაცი (აღმოვაჩინე რომ სახელი დამვიწყებია ნენეს ყმაწვილის laughing laughing ) laughing laughing laughing

დიდ იმედს ვიტოვებ რომ დათას და ზურას ოჯახისთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება და შეცვლიან ბევრ რამეს. smirk smirk

წარმატებები heart_eyes heart_eyes heart_eyes

ნენეს კაცს კონსტანტინე ჰქვია და რადგან ცოტა ჩავაწყნარე ცოტახნით არ ავაბობოქროთ გელოვანი???? ნუცას და ზურას ვუშველო იქნებ❤ ვნახოთ რა როგორ იქნება❤ მაბედნიერებ შენი კომენტარებით❤

ნესტან
ძალიან მომეწონა ეს თავი ნამდვილად ღირდა თავის გაწირვა ლილიანამ და ელენემ სიმართლე აღიარეს იმედია დათა ხეიბარი არ გახდება უფრო მეტად არ დატანჯავს თავისებს ნუცა და ზურა მეცოდება უფროსებმა აირჩიეს ცხოვრება ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ❤️????????????

მადლობა თქვენ, რომ კითხულბთ და აფასებთ❤დათას ავარიამ ყველაფერი ამოატრიალა ნამდვილად და იმედია მოგეწონებათ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent