შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 5 )


15-08-2022, 22:43
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 901

- მაპატიეთ რომ ასე პირდაპირ შემოვიყვანე, უბრალოდ ეს ბიჭი აშკარად ძალიან ცუდად არის და იქ ნამდვილად ვერ მოიცდიდა, -ნატას და საბას მოუბოდიშა რატიმ მერე კი თვალებგაფართოებულ ალექსანდრაზე გადაიტანა მზერა რომელიც დაუპატიჟებელ სტუმრებს თვალს არ აშორებდა...
ნიკოლა ქეითს ეყრდნობოდა მხარზე, სახე გაფითრებული ჰქონდა და ეტყობოდა რომ ძლივს იდგა ფეხზე, ალექსანდრა დაინახა თუ არა მისკენ წავიდა მაგრამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა თუ არა წაბარბაცდა და ქეითი და რატი რომ არა ალბათ წაიქცეოდა, სახე დაემანჭა, მუცელზე მიიჭირა ხელი და ამოიგმინა... გამომეტყველება შეეცვალა ალექსანდრას საბას ხელს ცივად გაუშვა თითები და ფეხზე წამოდგა...
- ნიკ აქ რას აკეთებ? -ძლივსგასაგონად ჩაიჩურჩულა, მასთან მიიჭრა და როცა დაინახა როგორ წვეთავდა მისი მუცელზე მიჭერილი თითებიდან სისხლი პირზე ხელი აიფარა რომ არ ეკივლა, რატის ანიშნა რომ დივანზე დაესვათ და მაშინვე მის წინ ჩაიმუხლა, ყურადღებაც კი არ მიუქცევია, იქვე მდგარი გაშეშებული საბასთვის რომელიც თვალს არ აშორებდა, ნიკოლა აიძულა სისხლიანი თითები მუცლისთვის მოეშორებინა, მაისური აუწია და სისხლმდინარე ჭრილობას დახედა...
- აქ რას აკეთებ, ახლა საავადმყოფოში უნდა იწვე, შენთვის არათუ მგზავრობა და სიარული ფეხზე დგომაც კი არ შეიძლება, ქეით რატომ მიეცი ამის უფლება? -ქეითს მიუბრუნდა რომელიც შესაშურად მშვიდად გამოიყურებოდა და უხმოდ დაჰყურებდათ თავზე, თბილად გაუღიმა ალექსანდრას და ლოყაზე მიეფერა.
- ნიკს მშვენივრად იცნობ, ძალიანაც რომ მდომოდა მაინც ვერ დავაკავებდი იმ საავადმყოფოში, გაიღვიძა თუ არა შენ გიკითხა და მას შემდეგ გაგიჟებული გეძებდა შენ ვერც კი წარმოიდგენ რა არ გააკეთა შენს საპოვნელად, თანაც შენს წინაშე თავს ძალიან დამნაშავედ ვგრძნობ, საავადმყოფოში ისე ცუდად არ უნდა მოგქცეოდი, არ უნდა დამედანაშაულებინე, შენი ბრალი არაფერი არ ყოფილა...
- შენი მესმის, -ნაძალადევი ღიმილით ჩაილაპარაკა ალექსანდრამ, -ის შენი ძმაა შენი ტყუპისცალი და ჩემს გამო სიკვდილის პირას იყო, იმიტომ დაიჭრა რომ მე გადამეფარა...
- რაც არ უნდა ყოფილიყო უფლება არ მქონდა შენთვის ის სიტყვები მეთქვა, ნიკმა როცა იქ ვერ დაგინახა მაშინვე მიხვდა რაც მოხდა, რამდენიმე დღე ძლივს დავაკავეთ საწოლში, დამამაშვიდებლებს ვუკეთებდით რომ ერთ ადგილზე გაგვეჩერებინა რათა ცოტა მაინც მომჯობინებულიყო...
- გაგიჟდი? -ისევ ნიკს მიუბრუნდა ალექსანდრა, -სულ მთლად შეიშალე? აშკარად ს აპირებ, ასეთ მდგომარეობაში როგორ წამოხვედი საავადმყოფოდან.
- შეიძლება გავგიჟდი კიდეც, -ჩახლეჩილი, მისუსტებული ხმა ჰქონდა, -საქმე როცა შენ გეხება ნამდვილად არაადეკვატური ვხდები, როგორ გაბედე წასვლა, სულელო პატარა გოგო, რა იფიქრე რომ უშენოდ უკეთ ვიქნებოდით?
- შეიძლება უკეთ არა მაგრამ უჩემოდ ნამდვილად უსაფრთხოდ იქნებით, ცოტა ხნით მაინც თქვენგან შორს უნდა ვიყო რომ კარგად იყოთ რატომ არ გესმით?
- ამას შენ ვერ გადაწყვეტ ციცქნა, -გაღიმება სცადა, ფრთხილად ასწია ხელი და თავზე გადაუსვა, მთავარია რომ გიპოვე და კარგად ხარ, ახლა მეც კარგად ვიქნები, -კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ ვერ შეძლო, თვალები თავისთავად დაეხუჭა და თავი გვერდზე გადაუვარდა.
- ღმერთო ჩემო, ნიკოლა თვალი გაახილე, -ქეითი მის გვერდით დაეშვა და ფრთხილად შეანჯღრია რომ როგორმე გონზე მოეყვანა.
- დამეხმარეთ, -განწირული ხმით იყვირა ალექსანდრამ, -ჭრილობა გაეხსნა, საბა გთხოვ, -ახლაღა ახედა იქვე მდგარ საბას რომელიც ყბებ დაჭიმული და ძარღვებ დაბერილი უხმოდ ადევნებდა თვალს სიტუაციას, თითები ნერვიულად ჩამოისვა ნიკაპზე, კბილი კბილს მაგრად დააჭირა და თვალცრემლიან გოგოს თვალი მოარიდა...
- სამედიცინო ჩანთა მომიტანე, -ცივი, არაფრისმთქმელი ხმით მიმართა ნატას...

-
ექვსი თვის წინ
-
- ისევ? -ნიკოლამ ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და მაგრად დააჭირა რომ როგორმე სიცილი შეეკავებინა.
- ამჯერად რეკორდთან გვაქვს საქმე, თითქმის წელიწად ნახევარი იმუშავა ერთ ადგილზე, ახლა რაღა მოხდა, წარღვნა, ცეცხლის წვიმა თუ მეორედ მოსვლა? -ქეითმა სიცილით გაუწოდა ცივი ყავით სავსე ჭიქა ალექსანდრას და იქვე დივანზე მიგდებულ ჩანთას დასწვდა.
- ჰოო დამცინეთ, დამცინეთ, -გულმოსულმა ჩაიბურტყუნა.
- არ დაგცინი პატარავ, პირიქით ვამაყობ შენით რომ ამდენი ხანი გაძელი ერთ ადგილზე, ნუ ბრაზობ, ეი ნიკ, მე გავდივარ, ალეს ყურადღება მიაქციე, ყოფილ უფროსზე გაბრაზებულმა აქაურობა არ გადაწვას შემთხვევით.
- მოიცა შენ საიდან იცი რომ უფროსის გამო წამოვედი? -გულუბრყვილოდ აახამხამა თვალები და ახლა უკვე ვეღარ შეიკავა ნიკოლამ სიცილი.
- უბრალოდ ვივარაუდე, -მხრები აიჩეჩა ქეითმა და ღიღინ-ღიღინით წავიდა გასასვლელისკენ.
- აბა იწყებ ჩემთან მუშაობას? -ხელი ხელს შემოკრა ნიკოლამ.
- არა რატომ? უბრალოდ ხვალიდან სხვა სამსახურს მოვძებნი.
- რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?
- სულაც არ ვარ ჯიუტი, -ბავშვივით გაბუსხა ტუჩები და ფეხები სავარძელზე აიკეცა, -სულ არ გაინტერესებს რატომ წამოვედი სამსახურიდან?
- მაინტერესებს თუ არა მაინც მომიყვები, ასე რომ ჩათრევას ჩაყოლა სჯობია და გისმენ დაიწყე, -სავარძელში გასწორდა ფეხი ფეხზე გადაიდო და სერიოზული გამომეტყველება მიიღო.
- საძაგელო, -გაეცინა ალექსანდრას, -მგონი უკვე მართლა ფსიქოლოგი გგონია თავი.
- ვარ კიდეც, შენი წყალობით მალე დისერტაციასაც დავიცავ.
- ჰოდა თუ ასეა მისმინე, ერთი სიტყვით მოკლედ რომ გითხრა ისევ არ ყოფილა ჩემი ბრალი.
- ჰო რათქმაუნდა დარწმუნებული ვარ რომ არ ყოფილა, -კვერი დაუკრა ნიკოლამ, ეჭვიანი მზერით შეათვალიერა ალექსანდრამ და როცა დარწმუნდა რომ არ დასცინოდა გააგრძელა.
- უცხოელი სტუმრები გვყავდა, არაბები, როგორც ყოველთვის საუკეთესო ნომრები ჰქონდათ აღებული და ყველა თავს ევლებოდათ, არაბულის მცოდნე თარჯიმანი არ გვყავს და მე ვეკონტაქტებოდი ინგლისურად, მთელი კვირა დარჩნენ ჩვენთან, ნორმალური ხალხი ჩანდა, გეფიცები მათგან ცუდი არაფერი მიგრძვნია, არც მზერა, არც ცუდად უთქვამთ რამე, ჩვეულებრივი ოფიციალური ურთიერთობა გვქონდა, ერთი კვირის მერე ერთ-ერთმა ნომერში ვახშამი შეუკვეთა და მენეჯერმა რატომღაც მე მთხოვა მისი ატანა მიუხედავად იმისა რომ არ მევალებოდა, მეც უარი არ მითქვამს იმ წუთას მაინც არაფერი არ მქონდა საქმე, ვახშამი ავუტანე და ვარდებით და ფერადი სანთლებით მორთულ ოთახში ამოვყავი თავი, ვიფიქრე რომ ვიღაცას ელოდა და ეს ვახშამიც ამიტომ შეუკვეთა მაგრამ როცა ჩემს ზურგს უკან კარი ჩაკეტა და მთხოვა დავმჯდარიყავი მივხვდი რომ რაღაც ვერ იყო რიგზე...
- მოიცადე არ მითხრა რომ...
- დამშვიდდი არაფერი მომხდარა, -გაეცინა როცა ნიკოლას გაცოფებული სახე დაინახა, -არაფერი მომხდარა თუ იმ არაბის გატეხილ თავს, დამსხვრეულ ავეჯს და დაკარგულ სამსახურს არ ჩავთვლით.
- რა გითხრა? შეურაცხყოფა მოგაყენა? -მუშტები მაგრად შეკრა და ისეთი სახე მიიღო რომ ალექსანდრა მიხვდა გონებაში უკვე იმ საწყალს როგორ აწამებდა ის უტრიალებდა.
- ცოლობა მთხოვა? -მოკლედ მოჭრა.
- რაა? -მოულოდნელობისგან ნერწყვი გადასცდა ნიკოლას და კინაღამ დაახრჩო ხველებამ, -ცოლობა გთხოვა და ამის გამო გაუტეხე თავი?
- თხოვნას გააჩნია, ერთი სიტყვით სიამაყით გამომიცხადა რომ მისი მეოთხე ცოლი გავხდებოდი და ამის გამო ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, იმდენად დარწმუნებული იყო რომ დავთანხმდებოდი, თავი ვერ შევიკავე და მაგრად დავცინე, არა, თავიდან მისი დაცინვა აზრადაც არ მომსვლია მაგრამ რომ წარმოვიდგინე როგორ მივჩანჩალებ მის უკან მის სამ ცოლთან ერთად ჩადრში გახვეული და საღამოობით როგორ ვერთვები კამათში იმის შესახებ თუ ვისთან ერთად უნდა გაატაროს ღამე თავი ვეღარ შევიკავე, რომ მიხვდა მისმა წინადადებამ ვერ მომხიბლა, რაღაც გარიგების მაგვარი შემომთავაზა, მითხრა მენეჯერს უკვე ბლომად გადავუხადე იმისთვის რომ ჩემს ნომერში გამოეგზავნე, მზად ვარ შენს ოჯახსაც გადავუხადო თანხა რომ მათგან გიყიდოო, ისეთ წინადადებას შევთავაზებ უარს ვერ იტყვიან და მაინც ჩემი გახდებიო, საკადრისი პასუხი რომ გავეცი და წამოსვლა დავაპირე სცადა ხელით შემხებოდა და ის მოხდა რაც მოხდა, ახლა თავზე შვიდი ნაკერი ადევს...
- მაპატიე მაგრამ ახლა რომ არ გავიცინო არ შემიძლია, -თავშეუკავებელი ხარხარი აუტყდა ნიკოლას, როგორც კი ოდნავ მოითქვა სული, წამოდგა ალექსანდრას გვერდით მიუჯდა მხარზე ხელი მოხვია და თავზე აკოცა.
- ჩემი ყოჩაღი გოგო, მიხარია რომ თავის დაცვა შეგიძლია.
- შენი წყალობით, -ქვემოდან შესცინა და წამოზრდილ წვერზე წაეთამაშა თითებით, -ხომ ხედავ შენს წვრთნებს და ვარჯიშებს ტყუილად არ ჩაუვლია.
- ჰო ნამდვილად ასეა, შენ ის მითხარი, როცა სასტუმროს მფლობელმა ეს ყველაფერი გაიგო ასე უბრალოდ ადგა და სამსახურიდან გამოგიშვა?
- ჰო ზუსტად უფროსმა გამანთავისუფლა, პირადად დაავალა მენეჯერს ჩემი გაშვება, ერთი მდიდარი გაბღენძილი იდიოტია რომელსაც ფეხებზე კიდია თანამშრომლებიც და საერთოდ სხვა ადამიანები.
- იცნობ მას?
- არა პირადად რათქმაუნდა არ ვიცნობ, ჩვეულებრივ მოკვდავებს თავს არ უყადრებს ბატონი, თუმცა ყველა ამბობს რომ საშინელი ადამიანია, ცივი, უხეში და ბოროტი.
- მგონია რომ ახლა დრაკულა აღწერე.
- ჰო ზუსტადაც რომ დრაკულაა.
- ჰოდა იქნებ გადაიფიქრო სხვა სამსახურის ძებნა სადაც სხვა დრაკულა გეყოლება უფროსად და ჩემთან იმუშაო, გპირდები ცივ ნიავს არ მოგაკარებ.
- დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, -ალექსანდრამ იმ წუთას განათებულ ტელეფონის ეკრანს დახედა და თითი გადაუსვა, ერთხანს წარბშეკრული კითხულობდა მეილს და მერე ტელეფონი იქვე მიაგდო.
- არ მესმის ეს ხალხი რატომ არ იღლება, -გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა.
- რა მოხდა?
- გახსოვს წინა კვირას ვიღაც იდიოტმა რომ მომწერა იტალიიდან შორეულმა ნათესავმა ათი მილიონი დოლარი დაგიტოვაო? ჰოდა ახლა ამერიკიდან მწერენ ოღონდ უკვე ორმოცდაათ მილიონს მიტოვებს ჩემი არარსებული ბაბუა და კიდევ უამრავ უძრავ მოძრავ ქონებას, ისე რა მაგარი იქნებოდა მართალი რომ იყოს წაიკითხე ნახე რა წერია, -მეილი გახსნა და ტელეფონი მიაწოდა.
- ოჰო, ესენი აღარ ხუმრობენ, -დაუსტვინა ნიკოლამ, -ორმოცდაათი მილიონი დიოლარი ნაღდი ფული, იახტა, ვილა იტალიაში, ორი სახლი ამერიკაში, სხვადასხვა მოქმედი ბიზნესი, ჯანდაბა საკუთარი კუნძული?
- მოიცა კუნძულიც ეწერა? ეგ კი აღარ წამიკითხავს, მოკლედ უსაზღვრო ფანტაზია აქვთ რა, იმედია ამ ყველაფრის გადმოსაფორმებლად როგორც ხდება ხოლმე ხუთასი ან ათასი დოლარის გაგზავნას არ მთხოვენ, არადა რა კარგი იქნებოდა საკუთარი კუნძული, მშვიდად და წყნარად დავისვენებდით, წავიდოდით მე შენ და ქეითი ჩვენი იახტით იმ კუნძულზე, გავთიშავდით ტელეფონებს და მინიმუმ ერთი თვე ვიცხოვრებდით ადგილობრივი ველურებივით, ვირბენდით პალმის ფოთლებ შემოხვეულები და შევჭამდით ქოქოსს და ბანანს, -გულიანად გადაიკისკისა, ქვემოთ ჩაცურდა, ფეხები საზურგეზე შეაწყო და მუხლებზე დაადო თავი.
- ახლა წარმოვიდგინე და მგონი არც ისე ცუდი უნდა იყოს ეს ყველაფერი, უბრალოდ წინასწარ ნუ გადაეშვები ოცნებებში, მგონი რაღაც არასწორად წაიკითხე, ან უბრალოდ ყურადღება არ მიაქციე, -გაეცინა ნიკოლას.
- რას გულისხმობ?
- იქ არ ეწერა რომ ბაბუაშენმა ქონება შენ დაგიტოვა, უბრალოდ მისი ქონების ჩამონათვალი იყო და ის რომ ერთ-ერთ მემკვიდრედ დასახელდი, თუმცა ანდერძი ჯერ არ წაუკითხავთ.
- ჰოო, ორმოცდაათი მილიონი და იახტა რომ დავინახე, სხვისთვის არაფრისთვის აღარ მიმიქცევია ყურადღება, ანდა რა მნიშვნელობა აქვს, ეს ყველაფერი ხომ მაინც არა რაის ნამდვილი, ჰოდა ცოტა ხანს ვიოცნებოთ მაინც.
- ვიღაც გირეკავს, -ნიკოლამ ტელეფონი მიაწოდა, ნომრისთვის არც დაუხედია ისე უპასუხა...
- დიახ მე ვარ გისმენთ, ვინ ბრძანდებით? -ისე უპასუხა რომ არ წამომდგარა, ერთხანს პირდაღებული უსმენდა, მერე რამდენიმე სიტყვა ჩაურთო და ცოტა ხანში გათიშა, დივნიდან წამოდგა და ნიკოლას წინ ჩამოჯდა ჟურნალების მაგიდაზე.
- არ გაიჯერებ რა ხდება ნიკ, ამის დედაც, ჯანდაბა, მგონი მართლა გვექნება საკუთარი კუნძული.
- რას გულისხმობ? -ისეთი სახით შეხედა აშკარა იყო ფიქრობდა ხომ არ გაგიჟდა საცოდავიო.
- გგონია რომ გავაფრინე? სულაც არა, ჩემმა ამერიკაში მცხოვრებმა ბაბუამ რომლის არსებობის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა და არ ვიცოდი რომ ცოცხალი იყო თუმცა ახლა უკვე ერთი თვეა მკვდარია, მართლა დამასახელა ერთ-ერთ მემკვიდრედ, ანდერძის წაკითხვა აქ მოხდება ხვალ, ერთ-ერთ სასტუმროში და უნდათ რომ მეც დავესწრო...
- - - - - - - - -
გაშეშებული იდგა და მრავალსართულიან სასტუმროს აჰყურებდა, შესვლა არ შესვლა, საკითხავი აი ეს არის, სულელურად აკვიატებული ფრაზა უტრიალებდა გონებაში, აქამდე რაკი მოვიდა შევა კიდეც, მაგრამ რის გამო, ფულის? ცნობისმოყვარეობის? არა ალბათ უფრო იმის გამო რომ ის ხალხი ახლოდან ნახოს ვისაც მისი ნათესავები ჰქვიათ და... და რა?
- და რა?
- რა? ხმამაღლა ვფიქრობ? -გვერდით მდგარ ნიკოლას ახედა ქვემოდან.
- ჰო ხმამაღლა ფიქრობ და გეტყობა რომ ღელავ, მშვიდად იყავი, სრულიად ბუნებრივია რომ ნათესავების გაცნობა გინდა.
- ესე იგი არ ფიქრობთ რომ აქ მემკვიდრეობის გამო მოვედი?
- უბრალოდ პატარა ცნობისმოყვარე გოგო ხარ, ეს არის და ეს.
- ორივე ძალიან მიყვარხართ, -გულაჩუყებულმა ჩაილაპარაკა და მათგან საპასუხოდ ჩახუტება მიიღო.
- დარწმუნებული ხარ რომ გინდა მე და ნიკოლა შემოგყვეთ? -ქეითმა მაგრად მოუჭირა მხარზე თითები და გამამხნევებლად გაუღიმა.
- რათქმაუნდა მინდა, უთქვენოდ იმ შეხვედრას არ დავესწრები, დარწმუნებული ვარ იქაურობა ჩემი უცნობი ნათესავებით იქნება სავსე რომლებსაც ალბათ ერთი სული აქვთ შუაზე გამგლიჯონ.
- ნუ გეშინია არავის მივცემთ უფლებას გული გატკინოს, ახლა კი წამოდი, გავიცნოთ შენი ნათესავები, -ნიკოლამ ხელი ჩაჭიდა ათრთოლებულ თითებში და წინ გაუძღვა, საკონფერენციო დარბაზამდე ისე მივიდნენ არავინ შეხვედრიათ, ის იყო უნდა შესულიყვნენ რომ კარი გაიღო და გარეთ დაახლოებით ოციოდე წლის ლამაზი ქერათმიანი მაისურსა და მოკლე შორტში გამოწყობილი გოგონა გამოვარდა და პირდაპირ ნიკოლას ჩუვარდა მკლავებში...
- მაპატიეთ, ვერ შეგამჩნიეთ, -დაბნეულმა ჩაილაპარაკა დამტვრეული ქართულით, უკან დაიხია და გვერდზე მოქცეული მაისური გაისწორა, მერეღა შეათვალიერა ნიკოლა თავიდან ფეხებამდე და ჩაიღიმა.
- ესე იგი მთლად ტყუილადაც არ ჩამოვსულვარ საქართველოში, მე ანა მქვია, -ხელი გაუწოდა და თვალები აუჟუჟუნა, ასეთი აშკარა ფლირტის შემხედვარე ქეითმა და ალექსანდრამ ღიმილი ვერ შეიკავეს.
- თქვენ აქ რას აკეთებთ? -ახლაღა შეამჩნია გოგონები.
- ანდერძის წაკითხვას უნდა დავესწროთ, -გაუღიმა ალექსანდრამ რომელსაც რატომღაც თავიდანვე გაუჩნდა აუხსნელი სიმპათიები მის მიმართ.
- ალექსანდრა შენ ხარ?
- კი მე ვარ.
- ღმერთო ჩემო როგორ მიხარია, -მოულოდნელად ეცა და ჩაეხუტა, -მე შენი ბიძაშვილი ვარ, სულ მინდოდა შენი გაცნობა მაგრამ სამწუხაროდ მშობლები ამის უფლებას არ მაძლევდნენ, ჩემს გარდა კიდევ გყავს ორი ბიძაშვილი, ჩემს ძმებს ვგულისხმობ, მაგრამ მათთან ურთიერთობას არ გირჩევ, ნამდვილი უგულო მონსტრები არიან, ჰო მართლა ახლა უნდა წავიდე...
- ანდერძის წაკითხვას არ დაესწრები? -ძლივს მოახერხა და კითხა ალექსანდრამ.
- არაა, ნაკლებად მაინტერესებს ვის რა დაუტოვა ბაბუამ, ვიცი მე მაინც არაფერს დამიტოვებდა არ ვეხატებოდი გულზე მაინცდამაინც, აქაც მშობლებმა მაიძულეს ჩამოსვლა მაგრამ ვეღარ გავუძელი და წავალ სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ, კიდევ გნახავ ლამაზო, ნიკოლას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და უკან მოუხედავად გაიქცა დერეფანში...



ლილა, რაებს ატრიალებ შენ აქ? :)
მეც მინდა მოულოდნელად გამომიჩნდეს მილიონერი ბაბუა და დამიტოვოს ქონება, ოღონდ ისე რომ მერე ამ ქონების გამო არავინ გამიმეტოს სასიკვდილოდ :)
ნიკოლზე ცოტა შემეცვალა წარმოდგენა, ჯერ სულ ცოტათი :დ
აუ, საბამ რა საყვარლად იეჭვიანა ❤️
მემგონი ის უგულო და დრაკულა უფროსი საბაა, ხო?
ველოდები შემდეგს❤️

 


№2 სტუმარი One

Itrigani gogona lila*
Velodebi shédegs, didi interesit, kargi khar❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent