შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 2 თავი

17-08-2022, 07:01
ავტორი ნეაკო
ნანახია 19 219

მეგობრებო ბევრი ფიქრის მერე პირველი თავი დავარედაქტირე და ცოტნეს პერსონაჟს სახელი შევუცვალე... რადგან საშინლად აღარ მომწონს ეს სახელი... დღეიდან ცოტნე იქნება ვაჩე... ვიცი, ჩემი, როგორც მწერლის მხრიდან ეს არასწორია, რის გამოც ბოდიშს გიხდით მაგრამ სხვანაირად... უბრალოდ წერას ვერ გავაგრძელებდი...

გამთენიისას, შინ დაბრუნებული ნასვამი კახა უხმაუროდ შევიდა სახლში და პირდაპირ ანანოს საძინებლისაკენ წავიდა, კარი ფრთხილად შეაღო და სიყვარულით სავსე მზერით მიაჩერდა მძინარე ცოლ-შვილს. თუმცა მალევე შეეცალა სახის გამომეტყველება, რადგან მოულოდნელად მის გულში, არსაიდან მოსული სევდა უმიზეზოდ გამეფდა...რის გამოც მაშინვე მიხურა კარი და მისაღებ ოთხაში გავიდა არეული სახით. მოწოლილი მძიმე ემოციებით დაღლილი აივანზე გავიდა, სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა. გაუგებარი მიზეზების გამო მისი გონება ისევ ვაჩეზე და ანანოზე დამღლელმა ფიქრმა წაიღო რის გამოც რაღაც მომენტში გაირინდა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მომაბეზრებელი სიჩუმე ზურგს უკან დგომი საყვარელი მეუღლის ხმამ დაურღვია.
-როდის მოხვედი?- საყვედურნარევი ტონით ჰკითხა თამუნამ და ტელეფონის ეკრანი გაანათა
-ახლახანს-მომღიმარი სახით მიტრიალდა კახა გაბრაზებული ქალისკენ და ტუჩებშორის მოქცეული სიგარეტის ლურჯი, მწველი კვამლი სიამოვნებით ჩაისუნთქა
-ამ ბოლო დროს ბევრს ეწევი-ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ და უკმაყოფილო სახით დაბრიცა ტუჩები. კახას მის ქცევაზე გაეცინა და მაშინვე, მაგიდაზე დადებულ მინის განჭვირვალე საფერფლეში ჩააჭყლიტა ნახევრად ჩამწვარი ღერი- ეს... არაფერს ცვლის-მშვიდად მიუთითა თამუნამ მომღიმარ კაცს საფერფლეზე, რომელშიც სრულად ჩამწვარი რამდენიმე ღერი სიგარეტის ნამწვი მოჩანდა
-თავს დავანებებ! ოღონდ ახლა არა!- მოულოდნელად ისეთი მკაცრი ტონით უთხრა კახამ, რომ დაბნეულმა თამუნამ ვერაფრის თქმა ვეღარ მოახერხა, ამიტომ გაჩუმება არჩია, თუმცა მზერით მაინც აგრძნობინა წყენა ქმარს, ცოტა ხნის სიჩუმის მერე კი სახლში შესვლამდე მშვიდად ჰკითხა
-ყავა გინდა?
-ყავა არა შენ მინდიხარ-სიცილით უთხრა კახამ გაბუტულ ცოლს და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი, თავზე წამოადგა გაღიზიანებულ ქალს და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა მწვანე ჩამუქებულ სფეროებში. თამუნა მისმა ქცევამ არ დააბნია, ამიტომ მიტრიალება და სახლში შესვლა სცადა, მაგრამ სურვილისგან თვალებანთებულმა კაცმა მაშინვე მინას მიაბჯინა ორივე ხელი და შუაში მოიქცია აღელვებული ქალი
-რას... აკეთებ?!-აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ ქალს როცა საყვარელი მამაკაცის მწველი ტუჩების შეხება იგრძნო ყელზე
-ჩშშ-ყურს უკან დაუჩურჩულა კახამ და სანამ დაბნეული ქალი აზრზე მოვიდოდა ტუჩებზე დააცხრა, რის გამოც რამდენიმე წამის განმავლობაში თამუნამ თავი დაკარგა და ქმრის ვნებიან გიჟურ კოცნას იგივე ვნებითა და სიგიჟით უპასუხა, თუმცა მალევე მოვიდა აზრზე და ცივად მოშორდა მის მხურვალე სხეულს, რის გამოც წამიერად ადგილზე გაიყინა კახა
-ყავა მინდა-გამომწვევი ტონით უთხრა თამუნამ ზედმეტად ახლოს მდგომ დაბნეულ კაცს და გამარჯვებულის იერით მიაჩერდა სახეში
-ყავა?!-ბრაზნარევი ტონით ჩაეკითხა კახა მომღიმარ ქალს და გაღიზიანებული მაშინვე მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს და სანთებელას მიწვდა, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა.
-კახა გთხოვ ამდენს ნუ ეწევი-შემრიგებლური ტონით უთხრა აივანზე გასვლისას თამუნამ სავარძელში მჯდომ კაცს და ყავის ჭიქით ხელში წამოადგა თავზე. კახამ გამომწვევი მზერა ააყოლა მის ფეხებშორის მოქცეულ ქალს და გაუღიმა
-გემრიელია?-ინტერესით ჰკითხა და სიგარეტის ახლად გაკიდებული ღერი საფერფლეში ჩააქრო
-არც ისე-გამომწვევი ტონით უპასუხა თამუნამ და კახას სურვილით, მის მუხზე მოკრძალებით ჩამოჯდა
-კარგია რომ აღიარებ მაინც!-გაეცინა კაცს და ცივი თითები კაბის ქვეშ თავხედურად შეუცურა
-კახა-აკისკისდა თამუნა და ყავა ისე მოსვა თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა
-რა?!-უინტერესოდ ჰკითხა კაცმა და გამომწვევი მზერა მის ტუჩებს მიაყინა
-ყავას გაგიკეთებ ცოტა აზრზე მოხვალ-წამოდგა თამუნა და საძინებლიდან იმ წამს გამოსულ გაბრუებულ ანანოს გახედა ფანჯრიდან რომელმაც ვერ კი შეამჩნი ისინი ისე შევიდა სააბაზანო ოთახში.
-თამუ-სამზარეულოსაკენ მიმავალი ქალი შეაჩერა აფორიაქებული კახას ხმამ - წუხელ?ძალიან განიცადა ჩემი რეაქცია ანანომ?
-ძლივს დავაწყნარე-მოიღუშა თამუნა და ისევ მიუახლოვდა ქმარს- დილით, შენი მოსვლაც იმიტომ ვერ გავიგე რომ მასთან ერთად ჩამეძინა
-სახლში რომ შემოვედი და ვერ დაგინახე მისაღებსი მივხვდი რომ მასთან ერთად ჩაგეძინა-გაეღიმა კახას
-გთხოვ ნორმალურად დაელაპარაკე... ძალიან განიცდის რომ ასეთი საშინელი რეაქცია გაქვს მისი და ვაჩეს ამბავზე... ბავშვებს ერთმანეთი უყვართ... რა არის ცუდი ამაში?
-სიყვარული სხვაა! ქორწინება სხვაა!- აღელდა კახა
-შენი მესმის, მაგრამ...
-არ მინდა რომ ასეთ პატარა ასაკში გათხოვდეს და ოჯახი შექმნას...
-არც მე მინდა! მაგრამ უკვე ძალიან გვიანია ამაზა ლაპარაკი... გადაწყვეტილება მიიღეს და ახლა ყველაზე სწორი ის იქნება ჩვენი მხრიდან რომ ჩვენს შვილს გვერდში დავუდგეთ
-ამის დედაც-აღმოხდა გაღიზიანებულ კაცს- თავიდანვე არ უნდა მიმეცა უფლება რომ ასე დაახლოებულიყვნენ...
-ხომ იცი ვაჩეს სკოლიდან უყვარს ანა, თავს არავის და არაფრის გამო არ დაანებებდა დამიჯერე... ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით... პირიქით... ჩვენი ჩარევით და წინააღმდეგობის გაწევით, ვფიქრობ კიდევ უფრო დავაჩქარებდით მოვლენებს
-ჯანდაბა! მაგიჟებს იმაზე ფიქრი რომ ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდა, თან ისე რომ აზრზე ვერ მოვედით...
-გთხოვ დამშვიდდი... ვაჩე კარგი ბიჭია... შენც ხომ იცი... ასე თუ ისე მის ოჯახსაც ვიცნობთ...თან ბოლო კურსზეა...
-ნუ მამშვიდებ!-წამოენთო კახა და ფეხზე წამოდგა-რაც არ უნდა მითხრა მაინც ვერ შევეგუები ამ ნაჩქარევ და გაუაზრებელ ქორწინებას!
-ყველაზე მეტად სწორედ ახლა სჭირდება ანას ჩვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა!
-მესმის მაგრამ მაინც ვერ ვეგუები იმ აზრს რომ უნდა გათხოვდეს!
-ხანდახან ძალიან ეგოისტი და აუტანელი ხარ!-აკისკისდა თამუნა
-ვარ!-დაეთანხმა კახა და როცა ანანო ისევ საძინებელში შეიკეტა ცოლს ტუჩებში ვნებიანად აკოცა.
მაგიდასთან მჯდომი კახა უცნაური მზერით მიაჩერდა ანას, რომელიც გადაფითრებული სახით, მოკრძალებით დაჯდა სუფრასთან მის გვერდით
-ბეჭედი რატომ მოიხსენი?-ინტერესით ჰკითხა კახამ შვილს და სიყვარულით სავსე მზერი შეხედა უკვე აწყლიანებულ თვალებში
-მე... უბრალოდ-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას და აკანკალებული თითები მაგიდის ქვეშ ჩამალა
-გაიკეთე-ღიმილით უთხრა კახამ და სუფრას გადაავლო თვალი
-მე...-კიდევ უფრო დაიბნა ანანო და ცრემლიანი თვალები შეანათა დაძაბულ კაცს
-გაიკეთე!-ამჯერად უფრო დარწმუნებით უთხრა კახამ რის გამოც თვალებგაბრწყინებული გოგონა მაშინვე ფეხზე წამოდგა და საძინებელში შევიდა
-მიხარია აზრი რომ შეიცვალე-გაუღიმა თამუნამ გვერდით მჯდომ ქმარს და ტუჩის კუთხეში ნაზად აკოცა
-აზრი არ შემიცვლია!-მოიღუშა კახა-ჯერ კიდევ მაქვს სურვილი რომ ცხვირპირი გავუერთიანო იმ ნაბიჭ.... ჯანდაბა...
-კახა!
-მოკლეთ! აზრი არ შემიცვლია! უბრალოდ არ მინდა რომ ანანოს უარესად ვატკინო გული...სწორედ ამიტომ ვცდილობ შევეგუო ამ აუზრო ქორწინებას...
-მამა-სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული კახას რომ ოთახიდან სახე გაბრწყინებული ანა გამოვიდა რომელიც ზურგს უკნიდან ნელა მიუახლოვდა დაძაბულ კაცს, მოულოდნელად მთელი ძალით ჩაეხუტა და ლოყაზე ხმაუროთ აკოცა- საუკეთესო ხარ-აღფრთოვანებული ტონით უთხრა და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. აქ უკვე კახამ ვეღარ გაუწია წინაადეგობა საკუთარ გრძნობებს და მაშინვე ფეხზე წამოდგა, გულში ძლიერად ჩაიკრა ატირებული გოგონა და თავზე აკოცა.
.....
ტელეფონში თავჩარგული თორნიკე ზიზღით სავსე მზერით დაჰყურებდა ბრილიანტის პაწაწინა, ბრჭყვიალა თვლებით გაწყობილ ოქროს ბეჭედს, რომელიც საოცრად შვენოდა ფოტოებში ანას ნაზ, თლილ თითებებს და თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ აღიზიანებდა ასე ძალიან, თითქმის უცნობი გოგონას მოულოდნელი ნიშნობის ამბავი რომელიც ცოვრებაში სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი ინტერესის გამო, ისიც შორიდან.
-რა გჭირს შეჩ.მა-მომღიმარი სახით მიუახლოვდა ანდრია აივანზე ზურგით მიყრდნობილ მეგობარს და გახსნილი ლუდის ბოთლი გაუწოდა-მოხდა რამე? სახეზე ფერი არ გადევს- ინტერესით ჰკითხა და თვალებში ჩააცქერდა
-ისეთი არაფერი-უღიმღოდ უპასუხა თორნიკემ და საჩქაროდ ჩაიდო ჯიბეში ტელეფონი
-უხასიათოდ მეჩვენები
-ნიცა ნახე?-სხვა თემაზე გადაიტანა საუბრი თორნიკემ, ანდრია მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ აღარ ჩაეძია და მის ნებას დაჰყვა
-ჰო ვნახე... სულ შენზე მელაპარაკება...
-ძალიან მენატრება-ჩამწყდარი ხმით თქვა თორნიკემ და თვალები დახუჭა, წამიერად სუნთქვა შეეკრა და თავი ძალიან ცუდად იგრძნო
-რა გჭირს ეე?
-არაფერი-უემოციო ტონით უპასუხა თორნიკემ და ცოტა ლუდი მოსვა თუმცა საშინლად არ ესიამოვნა და ბოთლი მაგიდაზე დადო -მანქანის გასღები მომეცი- ხელი გაუწოდა მეგობარს და თვალებში ჩააცქერდა
-იცოდე ჭკვიანად!-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ანდრიამ და გასაღები გაუწოდა.
შავი X6 ხმამაღალი მუსიკის ფონზე გადაჭარბებული სიჩქარით მიჰქროდა ავტო ბანზე. იმის მიუხედავად რომ თორნიკემ არ უთხრა ანდრიას სად და რატომ მიდიოდა მან უზუსტესად იცოდა რა მიმართულებით მიდიოდა და რა სიჩქარით მოძრაობდა მისი მეგობარი, რადგან ყოველ საათში ერთხელ გადაჭარბებული სიჩქარის ჯარიმები მისდიოდა ტელეფონზე ესემეს შეტყობინების სახით. თუმცა ერთხელაც არ უფიქრია მისთვის დაერეკა და პასუხი მოეთხოვა ამ ყველაფრის გამო.
........
რამდენიმე საათის განმავლობაში იგდა თავშესაფრის წინ მინებდაბურული მანქანა, რომელიც ეზოში გასულმა ნიცამ შეამჩნია თუ არა იმავე წამს ადგილს მოწყდა საბურავების ხრჭიალით. ამ დროს საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა ნიცას, რადგან კიდევ ერთხელ მოუწია იმედგაცრუების საშინელ გრძნობასთან მარტოდმარტო გამკლავება... რომელიც ყოველ ჯერზე სულ უფრო და უფრო ანგრევდა მის ისედაც ცარიელ ნაცრისფერ უგრძნობ სამყაროს! ყოველ ჯერზე როცა მის გულში იმედის ნაპერწკალი აკიაფდებოდა, იმავე წამს უსასრულო მოლოდინის ნისლში იძირებოდა ძმასთან შეხვედრის საოცნებო წუთები...
......
ანდრია უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა თორნიკეს როცა მან მანქანის გასაღები გაუწოდა
-ნიცასთან რატომ წახვედი?
-ანგარიში უნდა ჩაგაბარო?
-ის გრძნობს... გრძნობს როცა მასთან ახლოს ხარ გესმის?
-უნდა მენახა... უნდა დამენახა...ძალიან მომენატრა
-არასწორად იქცევი!
-ვიცი... ვიცი მაგრამ ამ შემიძლია მისი ნახვა... ძალა არ მეყოფა რომ თვალებში ჩავხედო გესმის?
-შენ მისთვის... სამყაროზე მეტი ხარ... მაგრამ ამის გაგება და დანახვა არ გინდა... იმიტომ რომ გეშინია...
-ჰო მეშინია... ძალიან მეშინია რომ ერთ დღეს მის თვალებში ზიზღს დავინახავ იმ ყველაფრის გამო რისი გადატანაც ჩემს გამო მოუწია!
-შენთან სიშორე ანადგურებს... რატომ არ გესმის?
-ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა
-რა გგონია შურს თუ იძიებ, ნიცას ეს ბედნიერებას მიანიჭებს? გგონია შურისძიების ცეცხლში თუ დაიწვები ამით შენს დაშვებულ შეცდომებს გამოასწორებ?
-ანდრია!
-გგონია მერე ნიცასთვის თვალებში ჩახედვა გაგიადვილდება?
-შურისძიებას არ გადავიფიქრებ! თუ საქმიდან გასვლა გინდა გადი!
-არასწორს ბაზრობ!-წამოენთო ანდრია
-მაშინ დამეხმარე რომ ცხოვრება ზუსტად ისე დავუმახინჯო იმ ნაბ.ჭვარს როგორც მან დაგვიმახინჯა მე და ნიცას.
-შენთან ვარ ბოლომდე!-მოიღუშა ანდრია და კარგა ხნის სიჩუმის მერე ხმა დაბალი ტონით დაამატა- მაგრამ მაინც მგონია რომ ამ შურისძიებას მსხვერპლად მხოლოდ ანა და მამამისი არ შეეწირება.

№1  offline წევრი Soraya

მართლაც რომ სიყვარული სხვაა ქორწინება სხვა. იმის მიუხედავად რომ წყვილს რომელსაც ერთმანეთი უყვართ სულ რაღაც 1 ნაბიჯი აკლიათ ხოლმე მაინც, სიყვარული და ქორწინება სხვადასხვა რამეა…უნდა ვაღიაროთ(პირადად მე ვაღირებ,უფროსწორად ვფიქრობ) რომ ქორწინებას სიყვარულის გარდა ბევრი რამ სჭირდება,ნუ მთავარი სიყვარულია მაგრამ მაინც…სიმართლეა.
რაც შეეხება თორნიკეს, თვალთახედვა დაბინდული აქვს, შურისძიების წყურვილი კლავს იმდენად რომ ვერაფერს ვერ იაზრებს, ტიპიური ადამიანი რომელსაც უნდა შურისძიება.კახამ ალბათ რამე “მიქარა” წარსულში, ეს “მიქარვა” კი თორნიკეს ოჯახს ეხება, დიდი ალბათობით.
ამ ისტორიაში ყველაზე დადებითად ანდრიას ვხედავ, იმის მიუხედავად რომ მაინც შურისძიების გეგმაშია,მგონია რომ კარგი ვინმეა.და ხო,თორნიკე მეცოდება…
(რატომღაც წინასწარ ვიცი ანანოს რეაქციები იმაზე როცა თორნიკეზე გაიგებს,ხო…)
წარმატებები! ველი შემდეგ თავს,კარგია რომ გამოჩნდი))))

№2 სტუმარი სტუმარი თიკო

კიდევ კარგი ახლაც ისე არ დავაგვიანე როგორც ჩემი ოქროსფერის დაბადების დღეზე. როგორ ხართ? მომენატრეთ ძალიან.

№3 სტუმარი ელა1

ნეაკო ძალიან კარგია მე მომწონს.ასე მგონია რო აქ ღალატის კი არა რაღაცა მოხრა კახას წარსულში რაც აიძულა თორნიკეს შურისძიებაზე ფიქრი.ჩემი აზრით კახა ისე აგვიღწერე შენ რო არამგონია რო რამე ისეთი Dეცდომა დაეშვა,ეხლა იტყვი რომ ვცდები მაგრამ ასე მგონია რო კახა ნაწილობრივ ამ შურისძიების მსხვერპლია და არაფერი დაუშავებია.

№4 სტუმარი სტუმარი ელენე

ელა1

კახა და ღალატი?
შანსი-ზერო!

№5 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
კიდევ კარგი ახლაც ისე არ დავაგვიანე როგორც ჩემი ოქროსფერის დაბადების დღეზე. როგორ ხართ? მომენატრეთ ძალიან.

უი თიკუნა შენი კომენტარი სულ გამომრჩა. შენ როგორ ხარ აბა?
ჩვენც მოგვენატრე <3

არც კარგად, არც ცუდად. ჩვეულებრივად.

№6 სტუმარი სტუმარი თიკო

შენ ხომ იცი აქ ეგ პასუხი არავის დაგვაკმაყოფილებს, ისე გვიყვარხარ. ამიტომ მოიფიქრე რა გაგხდის კარგად ან რა აქცევს ჩვეულებრივ დღეს არაჩვეულებრივად და მე მზად ვარ ვიზრუნო მაგაზე smile kissing_heart (დარწმუნებული ვარ სხვებიც).

ჩემი ნენეკო❤❤
პ.ს. მგონი დაბადების დღის მისალოცი ,,წერილი" ადრესატს არ წაუკითხავს. იმედია უყურადღებობას მაპატიებს და დაგვიანებულს მიიღებს.

№7 სტუმარი სტუმარი ელენე

უი არ ვიცოდი და ახლა ვნახე.
მადლობა, ცალო ❤
რა გაქვს კაცო საპატიებელი. საიდან უნდა გცოდნოდა ჩემი დაბადების დღე.
შენი რომ იქნება მითხარი. მეც მოგილოცავ (განსაკუთრებულად). kissing_heart

№8 სტუმარი გვანცა პრიანიკი

გამარჯობუნები
დამეხმარეთ კეთილო ხალხოო!!!
დავრბივარ ისტორიიდან ისტორიებში პინკი პრამანიკივით.
გამძვრა ქანცი და ამასთან ერთად ნერვებიც.
რაღაც ისტორია წავიკითხე ერთი წლის წინ ძაან კარგად მახსოვს ზუსტად ამ საიტზე და ვისაც მოვუყევი არ არსებობსო ეგეთი ისტორიაოო.
აუ ამტკივდა თითები ამდენი წერისგან დამეღალა თვალებიც.
აზრი არ აქვს შინაარსის მოყოლას მაინც არავის ეცოდინება და ჯობია საკუთარ თავს დავაჯერო რომ ასეთი ისტორია არ არსებობს.
ჰოდა რა ქვია, კარგია სახელი რომ შეუცვალე და ცოტნეს მაგივრად ვაჩე დაარქ
ნახვამდული
პ.ს ჩემს ნიკზე არაფერი მკითხოთ პრიანიკი რატომ გაწერიაო და ეგიო და იგიო უგრძესი ისტორიაა.
მე მაინც ვერ მივხვდი აგია იგი თუ იგია აგი.
ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ თქვე შემოგევლეთ მეე.

(აიი ძალიან მრცხვენიაა, მაპატიეთ ასეთი კომენტარი, უბრალოდ ნიძლავი წავაგე და სადმე უნდა დამეწერა, მე კიდევ ეს საიტი ავირჩიე. იმედია არ გამაბუნძულებენ ამ საიტიდან, მსგავსი კომენტარის გამო :დდ)

№9 სტუმარი სტუმარი ელენე

გვანცა პრიანიკი

რავი მე ისეთებს ვწერ და არ მაბუნძულებენ და...

№10 სტუმარი გვანცა პრიანიკი

სტუმარი ელენე

ვაიმე laughing

№11  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
უი ფოტო არ გინდა? :დ

აუ კი ძალიან ძალიან მინდა ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი თიკო
კიდევ კარგი ახლაც ისე არ დავაგვიანე როგორც ჩემი ოქროსფერის დაბადების დღეზე. როგორ ხართ? მომენატრეთ ძალიან.
❤❤❤❤❤❤❤❤

ელა1
ნეაკო ძალიან კარგია მე მომწონს.ასე მგონია რო აქ ღალატის კი არა რაღაცა მოხრა კახას წარსულში რაც აიძულა თორნიკეს შურისძიებაზე ფიქრი.ჩემი აზრით კახა ისე აგვიღწერე შენ რო არამგონია რო რამე ისეთი Dეცდომა დაეშვა,ეხლა იტყვი რომ ვცდები მაგრამ ასე მგონია რო კახა ნაწილობრივ ამ შურისძიების მსხვერპლია და არაფერი დაუშავებია.

ელა შენი კომენტარებით ყოველთვის მაბედნიერებ, რადგან ყოველჯერზე ზუსტად წვდები ისტორიის რეალურ არს ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

Soraya
მართლაც რომ სიყვარული სხვაა ქორწინება სხვა. იმის მიუხედავად რომ წყვილს რომელსაც ერთმანეთი უყვართ სულ რაღაც 1 ნაბიჯი აკლიათ ხოლმე მაინც, სიყვარული და ქორწინება სხვადასხვა რამეა…უნდა ვაღიაროთ(პირადად მე ვაღირებ,უფროსწორად ვფიქრობ) რომ ქორწინებას სიყვარულის გარდა ბევრი რამ სჭირდება,ნუ მთავარი სიყვარულია მაგრამ მაინც…სიმართლეა.
რაც შეეხება თორნიკეს, თვალთახედვა დაბინდული აქვს, შურისძიების წყურვილი კლავს იმდენად რომ ვერაფერს ვერ იაზრებს, ტიპიური ადამიანი რომელსაც უნდა შურისძიება.კახამ ალბათ რამე “მიქარა” წარსულში, ეს “მიქარვა” კი თორნიკეს ოჯახს ეხება, დიდი ალბათობით.
ამ ისტორიაში ყველაზე დადებითად ანდრიას ვხედავ, იმის მიუხედავად რომ მაინც შურისძიების გეგმაშია,მგონია რომ კარგი ვინმეა.და ხო,თორნიკე მეცოდება…
(რატომღაც წინასწარ ვიცი ანანოს რეაქციები იმაზე როცა თორნიკეზე გაიგებს,ხო…)
წარმატებები! ველი შემდეგ თავს,კარგია რომ გამოჩნდი))))

მეც ძალიან მიხარია რომ დაგიბრუნდით ❤❤❤❤❤❤❤
გეთანხმები, ქორწინებ რთული თამაა და სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შ მხოლოდ სიყვარული არ კმარა ურთიერთობების შესანარჩუნებლად.

№12 სტუმარი 2832773

მალე დაგვიბრუნდი

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent