შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არეული გრძნობები 23 თავი


5-05-2022, 12:22
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 190

შუაღამისას, შინ დაბრუნებული ნასვამი ლაშა ჩაწითლებული თვალებით მიაჩერდა დივანზე მჯდომ, კონსპქტებში თავჩარგულ ცოლს, რომელმაც მისი იქ ყოფნა ოდნავადაც არ შეიმჩნია და ისე განაგრძო მეცადინეობა თითქოს მის გარშემო კვლავ არავინ იყო
-თათია-შეეხმიანა მისი იგნორით გაღიზიანებული ბიჭი და მოულოდნელად თავზე წამოადგა
-რაა?!-მომაბეზრებლად ჰკითხა გოგონამ ისე რომ მისკენ არ მიუხედია და წიგნში, რამდენიმე წინადადების ქვეშ წითელი კალმით ხაზები გაატარა
-გირეკავდი... რატომ არ მიპასუხე?-ინტერესით ჰკითხა ბიჭმა და თათიას ქცევით გაღიზიანებულმა წიგნი თავხედურად დაუხურა
-ზარის ხმა ვერ გავიგე, ვმეცადინეობდი- უკმაყოფილო ტონით უთხრა გოგონამ და წამიერად ზიზღით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში
-ნუ მიწვევ! -მუქარით უთხრა ლაშამ და მშვიდად შეტრიალდა კარადისკენ. ღვინის დაბეჭდილი, უკვე გახსნილი ბოთლი გამოიღო და მოიყუდა
-ასე რატომ იქცევი?-ვერ მოითმინა თათიამ და ნაწყენი ტონით ჰკითხა
-რა არ მოგწონს?!-გაბრაზდა ლაშა და თითქმის ნახევრად დაცლილი ღვინის ბოთლი ხმაურით დადო მაგიდაზე. თათიამ არაფერი უპასუხა, მშვიდად გადაშალა წიგნი და კითხვა განაგრძო მაგრამ მისი დახშული გონება წაკითხულის დამახსოვრებას კი არა გააზრებასაც ვეღარ ახერხებდა, ამიტომ ისევ დახურა და ცრემლიანი თვალებით მიაჩერდა ლაშას რომელიც ღვინის სმას ბოთლიდან განაგრძობდა
-ვერ ვიტან ასე რომ იქცევი-ზიზღით უთხრა და მაშინვე ფეხზე წამოდგა, მარიამის ოთახში შესვლა დააპირა, მაგრამ მომღიმარი ბიჭი მაშინვე წინ აესვეტა აციმციმებული თვალებით და ხელი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-გიყვარვარ?-ინტერესით ჰკითხა ცოლს და ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო ცხვირის წვერით საფეთქელზე.
-ლაშა მორჩი-გაღიზანდა გოგონა როცა ბიჭის ცივი თითების შეხება იგრძნო, მაისურის ქვეშ, ნაზ კანზე
-შენთან ყოფნა მინდა-გამომწვევი ტონით უთხრა ვნება მოერეულმა ბიჭმა და სანამ გაბრაზებული გოგონა რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა, თან წელზე ძლიერად შემოაჭდო უხეში ხელები და ტანზე მჭიდროდ მიიკრო მისი სიფრიფანა სხეული, ხელიდან რომ არ გასხლტომოდა
-მთელი დღე სად იყავი? მეგონა ისევ არ მოხვიდოდი სახლში-ბრაზნარევი ტონით უთხრა თათიამ, როცა ლაშა მის ვნებიან ტუჩებს როგორღაც შეელია და უცნაური მზერით ჩააცქერდა თვალებში
-ხომ მოვედი?!-ირონიული ტონით უთხრა ბიჭმა და ამჯერად ყელზე მიაწება ცხელი ტუჩები
-იცი? უკვე დიდი ხანია მნიშვნელობა აღარ აქვს ჩემთვის შინ როდის დაბრუნდები... ან საერთოდ დაბრუნდები თუ არა!- აგრესიული ტონით უთხრა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს, თან მკერდზე მიაბჯინა ორივე ხელი და უკან დახევა აიძულა
-ასე რატომ მელაპარაკები?!-უეცრად წყობრიდან გამოვიდა ლაშა და ზედმეტად მიუახლოვდა აღელვებულ ცოლს
-იმიტომ რომ შენთვის სულ ერთია მე რას ვგრძნობ და გავნიცდი...
-ასე არაა-მოიღუშა ბიჭი
-შენთვის არაფერს წარმოვადგენ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ცოლად მომიყვანე ჩემი ხატიასთან უცნაური მსგავსებაა!
-ხვდები რას ბოდავ?-ავარდა უცბათ ლაშა
-ვხვდები!- წამოენთო თათია
-სისულეებზე ფიქრს მოეშვი!- ფაქტიურად უბრძანა გაღიზიანებულმა ბიჭმა და ხელი ნაზად ჩააყოლა მის ოქროსფერ თმას
-გეყოფა-თავი გვერდზე მიატრიალა თათიამ და ოდნავ უკან დაიხია
-მეჩვენება თუ ჩემთან ურთიერთობისთვის თავის არიდებას ცდილობ?-გაბრაზდა ლაშა
-გეჩვენება!
-ტონს დაუწიე!- უბრძანა მისი სიმშვიდით გაღიზიანებულმა ბიჭმა და საფეთქელზე, ოდნავ სულ ოდნავ შეეხო ცხვირის წვერით
-მთვრალი ხარ- მომაბეზრებლად უთხრა თათიამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ ლაშამ მაშინვე წელზე შემოაჭდო უხეში ხელები და სხეულზე მჭიდროდ მიიკრო
-რატომ არ გინდა რომ შეგეხო?
-შენ მე გამუდმებით ტკივილს მაყენებ!- სლუკუნით უთხრა თათიამ და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს
-ჩემგან რას ითხოვ? რა გინდა რომ გავაკეთო შენთვის?-გამოსცრა კბილებში წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-არაფერი... აღარაფერი...რადგან უკვე სულ ერთია ჩემთვის ყველაფერი-აღმოხდა სასოწარკვეთილ გოგონას და ზურგი აქცია ქმარს
-თათია!- მაჯაზე უხეშად წაავლო ხელი მიბრუნებულ გოგონას გაბრაზებულმა ბიჭმა და თავისკენ მიიზიდა
-გამიშვი-წინააღდეგობის გაწევა სცადა თათიამ
-რატომ არ გინდა რომ შეგეხო?- უეცრად წამოენთო ლაშა
-შენ მიიყვანე ჩვენი ურთიერთობა აქამდე!
-შენ ჩემი ცოლი ხარ
-ცდილობ ჩემი ვალდებულებები შემახსენო?-სიმწრის ღიმილმა გადაირბინა გაფითრებულ სახეზე, აღელვებულ გოგონას
-შენთვის ჩემთან ს.ქსი ვალდებულებაა?- აფეთქდა ლაშა
-ხელი გამიშვი! მტკივა! -გაიბრძოლა თათიმ. ამ დროს ლაშამ მკლავებში მოიმწყვდია თვალცრემლიანი გოგონა და ტუჩებში ნაზად აკოცა
-რატომ არ გესმის რომ მიყვარხარ- ყურს უკან დაუჩურჩულა და ცხელი ვნებიანი ტუჩები ლავიწის ძვალზე შეაწება
-გთხოვ გამიშვი-შეეხვეწა სუნთქვა აჩქარებული გოგონა სახე მონგრეულ ბიჭს და როგორც კი დანისლულ მწვანე სფეროებში ჩააცქერდა ლაშა ჩაწითლებული თვალებით, უნებურად სიმწრის ცრემლები გადმოუცურდა გაფითრებულ სახეზე. წამიერად სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ლაშას ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია
-ცოლად რატომ გამომყევი?- ინტერესით ჰკითხა დაბნეულ გოგონას და განზრახ ჯიუტად ააცქერდა თვალებში
-მეგონა გიყვარდი-სლუკუნით უთხრა თათიამ და ნაწყენი მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს
-მიყვარხარ-დაუფიქრებლად უთხრა ლაშამ და მისი არეული სახე ხელებშორის მოიქცია
-ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია- მკაცრი ტონით უთხრა თათიამ და ცივად მოიშორა მისი უხეში ხელები სახიდან
-ამის დედაც. ამის დედასაც შე ვ. ციიი-იღრიალა მოულოდნელად წყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და ღვინის თითქმის დაცლილი ბოთლი კედელს შეახეთქა, რის გამოც შეშინებულმა გოგონამ შეკივლა- რატომ არ გესმის ეს დედა მოტყ.ული რომ მიყვარხარ-უღრიალა ბოლო ხმაზე გაგიჟებულმა ბიჭმა ცოლს და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი. თათიაზე იმდენად იმოქმედა მისმა თავშეუკავებელმა ქცევამ რომ შეშინებულმა უკან-უკან დაიხია, რის გამოც კედელს მიეჯახა ბეჭებით. ლაშამ მაშინვე ისარგებლა მისი დაბნეულობით, კედელს მიაბჯინა ორივე ხელი და შუაში მოიმწყვდია დამთრთხალი გოგონა- ჩემი რატომ არ გჯერა?- ხმა დაბალი ტონით ჰკითხა და ღრმად შეისუნთქა მისი თმის გამაბრუებელი სურნელი
-თავს ზედმეტად და არა საჭირო ადამიანად ვგრძნობ შენს ცხოვრებაში
-რატომ?-წამოენთო ლაშა
-ვფიქრობ მიზეზები საკუთარ თავში უნდა ეძებო
-იქნებ პრობლემა შენშია და არა ჩემში?...-ბრაზნარევი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა ცოლს- გიფიქრია ამაზე?
-რის თქმას ცდილობ?- აღელდა თათია
-გამუდმებით თავს მარიდებ... გამირბიხარ...
-ესე იგი ყველაფერი ჩემი ბრალია-ბანალური ფრაზით სცადა თათიამ ამ უსიამოვნო საუბრისგან თავის დაღწევა
-უკვე ერთი კვირაა მარიამის ოთახში გძინავს...
-შენთვის მხოლოდ ესაა პრობლემა?
-შენ ჩემი ცოლი ხარ! მგონი ეს გავიწყდება
-უკვე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა
-მეც-გაუღიმა ლაშამ და ყელზე შეაწება ვნებიანი ტუჩები.
-გთხოვ-მშვიდი ტონით უთხრა თათიამ და შეშინებული თვალებით მიაჩერდა თაფლისფერ, დანისლულ სფეროებში ვნება მორეულ ბიჭს. ლაშამ უსიტყვოდ დაიხია უკან და უცნაური მზერით მიაჩერდა სახეში ცოლს. წამიერად მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო თათიამ მის დაჟინებულ მზერას და მარიამის ოთახში შევარდა აღელვებული. შეკრთა როცა კვლავ მტვრევის და ლეწვის ხმა მოემა მისაღები ოთახიდან. თავი საშინლად იგრძნო... მიხვდა რომ ამ ქაოსის გამომწვევი მიზეზი ნაწილობრივ თვითო იყო ამიტომ მისაღებ ოთახში გავიდა და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა ლაშას რომელმაც კვლავ ღვინით სავსე ბოთლი მოიყუდა
-მეტი აღარ დალიო-ბრაზნარევი ტონით უთხრა ქმარს და სწრაფად მიუახლოვდა. ლაშამ არაფერი უპასუხა მშვიდად დადო მაგიდაზე ბოთლი და გამოწვევი მზერა ააყოლა მის ნაზ, სუსტ სხეულს -ლა შა!- აღმოხდა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას როცა ბიჭის ცივი თითები მისი მაიურის ქვეშ შეცურდნენ, ნელ-ნელა კი ზემოთ, მკერდისკენ აცურდნენ
-შენ ჩემი ცოლი ხარ!- მბრძანებლური ტონით უთხრა ბიჭმა და თავისკენ მიიზიდა მისი სუსტი, ნაზი, გამხდარი სხეული -მიყვარხარ-გამომწვევი ტონით უთხრა და ტუჩებზე დააცხრა, ნელ-ნელა უკუ სვლით წაიყვანა, დივანზე ფრთხილად გადააწვინა და ზემოდან, სხეულის მთელი სიმძიმით დააწვა. ვნება მორეული და მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან გონება ამღვრეული ბიჭი წამიერად ისევ აწმყოსა და წარსულში დაიკარგა, რის გამოც საყვარელი გოგონას სხეულით ტბობს დროს ვერც კი მიხვდა როგორ აღმოხდა სახელი ხატია.....
ქუჩის კუთხეში გააჩერებინა ტაქსისტს მანქანა თათიამ, უკანასკნელი 20 ლარიანი გაუწოდა და ხურდის გამორთმევის მერე სწრაფად გადავიდა. აკანკალებული თითები ძლიერად მოუჭირა პატარა ხელჩანთას და ცრემლიანი თვალებით გახედა მშობლიურ სახლს. კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე მიყინულივით და ვარ ბედავდა წინ წასვლას, რადგან ზუსტად იცოდა რომ იქ, იმ სახლში სიხარულით არავინ დახვდებოდა, მეტიც, აშკარად აგრძნობინებდნენ რომ იქ მისი ადგილი უკვე დიდი ხანია აღარ იყო... მაგრამ იმის გამო რომ სხვაგან წასასვლელი უბრალოდ არსად ჰქონდა იძულებული იყო დაბრუნებულიყო მშობლიურ სახლში იმის მიუხედავად რომ ზუსტად იცოდა მამა და ძმა მის გაგებას ოდნავადაც არ ეცდებოდნენ, მითუმეტეს მხარს არ დაუჭერდნენ მიღებულ გადაწყვეტილებაში. თვალცრემლიანმა გადაკვეთა ქუჩა და ნელი ნაბიჯებით გაუყვა გზას. შეკრთა როცა ჩიხში შემოვარდნილმა მანქანამ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა ზუსტად მის ფეხებთან რამდენიმე სანტიმეტრით მოშორებით. დაფეთებული გოგონა მაშინვე მანქანისკენ შეტრიალდა და უცნაური მზერით მიაჩერდა საჭესთან მჯდომს. ამ დროს მისი და გიორგის ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა, რის გამოც დაბნეული გოგონა ადგილზე გაიყინა. თათიას მოულოდნელი ნახვით თავგზააბნეული ბიჭი თვალის მოუშორებლად უყურებდა საყვარელი გოგონას წაშლილ სახეს და ცდილობდა დაფანტული აზრებისთვის თავი მოეყარა მაგრამ ამაოდ, ვერაფრით ახერხებდა დამშვიდებას და აზრზე მოსვლას. გონს ხოლოდ მაშინ მოვიდა როცა თათიამ მზერაა არიდა მას და გზა დაუთმო, ამიტომ მასზე თუ საკუთარ თავზე გაბრაზებულმა, გაზს ბოლომდე მიაჭირა და მანაქანა საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა იმის მიუხედავად, რომ ზედმეტად მონატრებული გოგონას ხმის გაგონება, მისი თმის გამაბრუებელი სურნელის შეგრძნება, სევდიან თვალებში ჩახედვა და ნაზ კანზე შეხება სიგიჟემდე უნდოდა... რამდენიმე მეტრის გავლის მერე კვლავ მკვეთრი დამუხრუჭევბით გააჩერა თავგზააბნეულმა გიორგიმ შავი იქს ექვსი რადგან სარკიდან გახედვისას დაინახა როგორ თვალის მოუშორებლად უყურებდა ერთადგილზე მიყინული გოგონა მის მინებდაბურულ მანქანას, რის გამოც დროის რაღაც მონაკვეთში მანქანიდან გადასვლაც კი დააპირა, მაგრამ ძალა არ ეყო რადგან ზუსტად იცოდა გაუსაზლის ტკივილს მიაყენებდა იმ გოგონასთან პირისპირ შეხვედრა ვინც მისი სიყვარული უარყო. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე მანქანა ისევ დაქოქა და წამში გაუჩინარდა თათიას თვალთა ხედვიდან.
გიგა მრისხანე მზერით მიაჩერდა ტირილისგან თვალებდასიებულ გოგონას და ნიკას გახედა რომლის სახეზეც აშკარა უკმაყოფილება გამოისახა თათიას დანახვისას.
-ამ დილაადრიან აქ რას აკეთებ?-უკმახად ჰკითხა გაბრაზებულმა კაცმა შვილს და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-უბრალოდ მოვედი არ შეიძლება?-სლუკუნით ჰკითხა თათიამ უმიზეზოდ გაღიზიანებულ მამას და აკანკლებული თითები ძლიერად მოუჭირა ზურგჩანთის სახელურს
-მარტო რატომ მოხვედი?-არ მოეშვა გიგა აღელვებულ გოგონას რომელიც ეზოში თავდახრილი იდგა და ძლივს იკავებდა თავს რომ არ ეტირა
-იჩხუბეთ შენ და ლაშამ?-ჩაერია ნიკა
-მე...-დაიბნა თათია და ცრემლიანი თვალებით ახედა აივანზე მდგომ ძმას და მამას
-იცის აქ რომ ხარ?-წარბები შეკრა გიგამ
-არა-აღმოხდა ატირებულ გოგონას და როცა კაცმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან კიბეები სწრაფად აირბინა და შეეხვეწა-გთხოვ არ დაურეკო... მასი ნახვა არ მინდა
-სახლში შედი!-უბრძანა გაცეცხლებულმა კაცმა და როგორც კი თათიამ მისი ბრძანება შეასრულა ლაშასთან დარეკა რომელიც სიმამრის უდროო ზარმა ძლივს მოიყვანა გონს



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

მგონი თათიას ცხოვრებაშიც იწყება გარდატეხა და ეს ძალიან კარგი იქნება... გიორგის რეაქცია.. ალბათ ძალიან მტკივნეულია ადამიანი რომელიც ძალიან გიყვარს შენთან რომ არ არის... იმედია მალე ვნახავთ თამუნასაც და თათიასაც ბედნიერებს და მამა-შვილი თავის შეცდომებს გაიაზრებენ

 


№2  offline წევრი Soraya

რა მნიშვნელობა ჰქონდა თათიას ტკივილს ლაშა მიაყენებდა თუ თავისი ოჯახი? ხომ მაინც აყენებენ ტკივილს?
გულწრფელად გეტყვით მეგონა რომ გიგა სახლში არ შეუშვებდა, მაგრამ როგორც ვხედავ რაღაცაში მაინც გამართლდა მოვლენები.

 


№3 სტუმარი Keira.კირა

ძალიან გამიკვირდა მამა-შვილისგან hushed
გასაკვირი არც ის იქნებოდა უკანვე რომ გამოებუნძულებინათ laughing

 


№4 სტუმარი ელა1

კარგია ნეაკო თათია კარგად იქცევა

 


№5  offline მოდერი ნეაკო

ელა1
კარგია ნეაკო თათია კარგად იქცევა

❤❤❤❤❤❤❤

Keira.კირა
ძალიან გამიკვირდა მამა-შვილისგან hushed
გასაკვირი არც ის იქნებოდა უკანვე რომ გამოებუნძულებინათ laughing

მამა-შვილის ეს ქცევა იმას არ ნიშნავს რომ თათიასი ესმით, უბრალოდ მისი თავიდან მოშორება უმტკივნეულოდ უნდათ joy

nene gelovani
დამაბნია გიგამ :დ წარმოდგენა არ მაქვს რას გააკეთებს, მაგრამ ვისურვებდი, რომ ერთხელ მაინც გამაოგნოს თავისი ადეკვატური ქცევით. უფრო სწორად, შენ უნდა მოინდომო და გამაოგნო. joy

გიგა და ადეკვატურობა ნენე? მომავალში გაგაოცებს ოღონდ უარყოფით კონტექსტში :(

Soraya
რა მნიშვნელობა ჰქონდა თათიას ტკივილს ლაშა მიაყენებდა თუ თავისი ოჯახი? ხომ მაინც აყენებენ ტკივილს?
გულწრფელად გეტყვით მეგონა რომ გიგა სახლში არ შეუშვებდა, მაგრამ როგორც ვხედავ რაღაცაში მაინც გამართლდა მოვლენები.

გიგას თავისი მიზეზები აქვს, რის გამოც არ გააგდო თათია სახლიდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მის სასოწარკვეთილ შვილს მხარდ დაუჭერს და გვერდში დაუდგება ❤

ablabudaa
მგონი თათიას ცხოვრებაშიც იწყება გარდატეხა და ეს ძალიან კარგი იქნება... გიორგის რეაქცია.. ალბათ ძალიან მტკივნეულია ადამიანი რომელიც ძალიან გიყვარს შენთან რომ არ არის... იმედია მალე ვნახავთ თამუნასაც და თათიასაც ბედნიერებს და მამა-შვილი თავის შეცდომებს გაიაზრებენ

იქამდე ძალიან შორია თუმცა საბოლოოდ მაინც ყველა შეძლებს საკუთარი წილი ბედნიერების პოვნას ❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

ავტორი უფრო ბოროტია თუ გიგა, ვერ გაიგებს კაცი smirk

 


№7 სტუმარი ელა1

ლაშას ნაირი კაცი არასოდეს გამოსწორდება .ასეთები მარტო თავის თავზე ფიქრობს და არავინ არ უყვარს.ბეაკო შენ ისტორიებშიბლაშაზე უარესი პერსონაჟები იყვნენ მაგრამ ნამდვილმა სიყვარულმა გამოასწორა ისინა და სულ სხვანაირები გახდნენ მაგრამ ლაშას პერსონაჟი არ გამოსწორდება არასოდეს.

 


№8 სტუმარი ელა1

თათიას კი ადვილი სიყვარული აკლია გიორგის სეხით

 


№9 სტუმარი ელა1

გიორგისაც მესმის ძნელია გიყვარდეს ქალი რომელიც გათხოვილია და გონია რომ ის ქალი ბედნიერია

 


№10 სტუმარი სტუმარი თიკო

ზურიკო ბიძია დამაკლდა ამ თავში, კიდევ კარგი ლაშიკომ და გიგუნა ბიძიამ მაინც რომ გამიფერადეს ეს საღამო heart_eyes

 


№11 სტუმარი ელა1

გიგა რაღაცა სარგებელს ელის ამ ქორწინებიდან 1,არ უნდა რო მეორე შვილიც დაუჯდეს სახში და არ უნდა ყველა მაზე ლაპარაკობდნენ და2ფინანსური პრობლემა აქვს და ლაშას იმედი აქვს.ასე მგონია რომ ლაშა ზურა გეგა ერთნაირები არიან.

 


№12  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ავტორი უფრო ბოროტია თუ გიგა, ვერ გაიგებს კაცი smirk

ისევ აქ ხარ ბავშვი ? joy ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი თიკო
ზურიკო ბიძია დამაკლდა ამ თავში, კიდევ კარგი ლაშიკომ და გიგუნა ბიძიამ მაინც რომ გამიფერადეს ეს საღამო heart_eyes

სტუმარი თიკო
ზურიკო ბიძია დამაკლდა ამ თავში, კიდევ კარგი ლაშიკომ და გიგუნა ბიძიამ მაინც რომ გამიფერადეს ეს საღამო heart_eyes

სტუმარი თიკო
ზურიკო ბიძია დამაკლდა ამ თავში, კიდევ კარგი ლაშიკომ და გიგუნა ბიძიამ მაინც რომ გამიფერადეს ეს საღამო heart_eyes

ვეცდები შემდეგ თავებში ავანაზღაურო დანაკლისი joy ❤❤❤❤

ელა1
გიორგისაც მესმის ძნელია გიყვარდეს ქალი რომელიც გათხოვილია და გონია რომ ის ქალი ბედნიერია

ელა მიხარია რომ კვლავ გამიზიარე შენი აზრი ❤❤❤❤❤❤❤ აბსოუტურად გსთანხმები თითოეული პერსონაჟის შეფასებაში ❤❤❤❤

ზოგადად ადამიანებს გვაკლია სიყვარული

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent