შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება ( 6 )


18-08-2022, 22:36
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 724

-
აწმყო
-
ჭრილობას დახედა, გულდასმით შეამოწმა, საგანგაშო არაფერი იყო, მის ახალ ‘’პაციენტს’’ ღრმად ეძინა იმ საწოლში რომლითაც აქამდე ალექსანდრა სარგებლობდა, ყურადღებით შეათვალიერა, წელსზემოთ შიშველი, სახეგაფითრებული მამაკაცი, მერე იქვე დივანზე საცოდავად მობუზულ გოგოზე გადაიტანა მზერა, თეთრი კაბა ეცვა, მარცხენა ხელი თავქვეშ ჰქონდა ამოდებული, გაშლილი წითური თმა ცეცხლოვან ტალღებად ეშვებოდა იატაკზე და საოცრად ამაღელვებელ სურათს ჰქმნიდა, ფეხებმა თავისთავად მიიყვანეს მასთან, ხოლო ამოუხსნელმა სურვილმა რომ მის სახეს თუნდაც წამით შეხებოდა მის წინაშე დაჩოქება აიძულა, თითები თავისთავად გაცურდნენ მისი სახისკენ, ნაზი გლუვი კანის შეხებისას თვალები დახუჭა და სხეულში უნებურად დავლილ ჟრუანტელს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხა გაეღიმა...
ფრთხილად მოეფერა ლოყაზე, ყელზე გადაატარა თითები და შიშველ მხრებზე ჩამოუყვა, დაიხარა, ცხვირი მის თმებში ჩარგო და ხარბად შეისუნთქა ის სურნელი ასე რომ აგიჟებდა...
- ნიკოლა, -ამოიკვნესა ალექსანდრამ და საბამაც ცივად გაუშვა ხელი, -ნიკოლა, ნიკ, -ისევ დასცდა გოგოს გაფითრებულ ბაგეებს.
თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, წამსვე შეეცვალა გამომეტყველება, წამოდგა, დივნის სახელურზე მიკიდული კოხტად დაკეცილი პლედი აიღო, ალექსანდრას გადააფარა და გაბრუებული, უამრავი სხვადასხვა ფიქრით თავგზაარეული და გონება აბურდული გამოვიდა ოთახიდან, იქვე შედგა, კედელს მხრით მიეყრდნო და სიბრაზისგან რომ არ ეღრიალა საკუთარ შეკრულ მუშტს ჩაავლო კბილები, გოგო რომელიც რატომღაც ჭკუიდან შეშლამდე მოსწონდა და უნდოდა, სხვის სახელს ბოდავდა, როგორ, როგორ მოახერხა ამ ცეცხლისფერთმიანმა საოცრებამ და ამ უმცირეს დროში მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გახდა, არასდროს არავის მიმართ უგრძვნია ასეთი რამ, არც მაშინ ადრე როცა ჯერ კიდევ ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა ცხოვრებას და ყველა და ყველაფერი უყვარდა და უხაროდა, თვალწინ აჩქარებული კინოკადრებივით გაურბინა საკუთარმა განვლილმა ცხოვრებამ...
- როგორ არის? კარგად იქნება? -მთრთოლვარე ხმამ გამოარკვია ფიქრებიდან, მის წინ გამხდარი შავთმიანი გოგო იდგა და თითქოს მისგან რაღაცას ელისო ისეთი თვალებით შესცქეროდა, თავი გადააქნია და საფეთქლები მოისრისა რომ ცოტა მაინც გამოფხიზლებულიყო.
- მე ქეითი ვარ ნიკოლას ტყუპისცალი, გვაპატიეთ რომ ასე შემოგეჭერით, -ხელი გაუწოდა და სცადა გაეღიმა თუმცა არაფერი გამოუვიდა.
- მე ნუ მებოდიშები, ამ სახლში მეც სტუმარი ვარ, -ცოტა არ იყოს უხეშად გამოუვიდა და როცა ამას მიხვდა ცალყბად გაუღიმა, -შენი ძმა კარგად იქნება, ნუ გეშინია, უბრალოდ ჭრილობა გაეხსნა მაგრამ საშიში არაფერია, ორ დღეში შეძლებს წამოდგომას.
- ალე როგორ არის, შეიძლება რომ შევიდე და ვნახო? ცუდად გამოიყურებოდა.
- ორივეს ძინავს, ნუ გააღვიძებ? ალექსანდრას არაფერი უჭირს, ჭრილობები უკვე შეუხორცდა და...
- ჭრილობები? რას ამბობ? -ხმამაღლა იყვირა და მერე პირზე ხელი აიფარა რომ კიდევ არაფერი წამოსცდენოდა, -ალე დაჭრილია? -დაიჩურჩულა როგორც კი ცოტა დამშვიდდა.
- ჰო ორი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა, მარჯვენა მხარში და ბარძაყში, ტყის პირას ვიპოვე ცოცხალ-მკვდარი და აქ ჩემი მეგობრების სახლში მოვიყვანე, ახლა კი მგონი დროა მითხრა თქვენ ვინ ხართ მისთვის, -გამომცდელად ჩააჩერდა გაფითრებულ გოგოს თვალებში რომელმაც მაშინვე აარიდა მზერა.
- ამას ახლა კითხულობ? სახლში შემოგვიშვი, ნიკოლას უმკურნალე, იქნებ და ვინ ვიყავით.
- თქვენი დანახვისას ალექსანდრას მზერა საკმარისი იყო იმისთვის რომ ზედმეტი აღარაფერი მეკითხა, აშკარაა რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანები ხართ.
- ალე ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ვცოვრობთ, ჩვენი ოჯახის წევრია, -ქეითს ხმა დაუთბა და სახეზე ღიმილი გადაეფინა, -მე და ნიკს ჩვენი პატარა დასავით გვიყვარს.
- რაღაც ვერ შევატყვე რომ შენს ძმას ალექსანდრა დასავით უყვარდეს, -ისეთი ხმით ჩაილაპარაკა ძალიან უნდა გეცადა რომ ამ ხმაში დაფარული სიბრაზე და ეჭვიანობა ამოგეცნო.
- ჰმ, მის მიმართ ნიკოლას გრძნობები მართლა ასეთი შესამჩნევია? -ქეითი მოიღუშა და თავი დახარა.
- არ ვიცი მაგრამ მე ნამდვილად არ გამჭირვებია იმის დანახვა რომ მასზე გიჟდება, უბრალოდ ერთი რამ მაინტერესებს, თუკი ერთი ოჯახი ხართ და ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი როგორ მოხდა რომ უკვე ორ კვირაზე მეტია არანაირი ურთიერთობა არ გაქვთ და არც იცით ვინ და რის გამო დაჭრა ალექსანდრა.
- შეიძლება ითქვას რომ ვიცით, ჩემი ბრალია ყურადღება ვერ მივაქციე, ნიკოლა სიკვდილს ებრძოდა და ცხელ გულზე ისეთი რამ ვუთხარი ძალიან ვაწყენინე, ისიც უბრალოდ გაიქცა...
- იმიტომ გაგექცათ რომ აწყენინე?
- იმიტომ გაიქცა რომ ჩვენი, ჩემი და ნიკოლას დაცვას ცდილობდა.
- ვერ ვხვდები რას ამბობ, ვისგან ან რატომ გიცავდათ? -ყურადღებით უსმენდა და ცდილობდა მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი პასუხებიდან აზრი გამოეტანა თუმცა ერთმანეთს ვერ უკავშირებდა და მთლიან სურათს ვერ ქმნიდა, ფაზლს ჯერ კიდევ უამრავი ნაწილი აკლდა...
- ვფიქრობ ჯობია ყველაფერი ალემ მოგიყვეს, ასე ჯობია, -ქეითმა ნაძალადევად გაუღიმა და ზურგი შეაქცია.
- მოიცადე, -მკლავში სწვდა და შემოაბრუნა, -მინდა გავიგო...
- აი თურმე სად ყოფილხართ, აქ რას აკეთებთ? წამოდით ჩაი დავლიოთ, -ნატამ შეაწყვეტინათ საუბარი, საბამ ცივად გაუშვა ქეითს ხელი და გასასვლელისკენ წავიდა.
- ეზოში ვიქნები, ჩაი თქვენ დალიეთ, -უკანმოუხედავად მიაძახა მეგობარს და ისეთი სწრაფი ნაბიჯით გავიდა გარეთ თითქოს ვიღაცას ან რაღაცას გაურბოდა, ხეების ქვეშ ჩამოკიდებულ ჰამაკში ჩაწვა და თვალები დახუჭა, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი და ეცადა დამშვიდებულიყო თუმცა არაფერი გამოუვიდა მის გონებაში გაჩაღებულ ბრძოლას ვერაფერი მოუხერხა...
- იქნებ უბრალოდ ადგე წახვიდე და ყველაფერი დაივიწყო, -არ ეშვებოდა ქვეცნობიერში ღრმად გამჯდარი შემპარავი ცბიერი ხმა.
- არა ვერ წავალ არ შემიძლია, -გამწარებული გმინავდა და კედლებს აწყდებოდა საღი აზროვნება.
- არ სჯობს კომფორტის ზონას დაუბრუნდე?
- რას გულისხმობ?
- შენი საქმე, პარტნიორებთან ურთიერთობა, ღამეული გართობა, ქალები...
- ჰმ, იყო კი ეს კომფორტის ზონა?
- თავისუფლება? შენ რა გინდა ისევ მეგობრების ახლობლების, საყვარელი ქალის გარემოცვაში იცხოვრო და მათ მარწუხებში მოექცე? მათი ცხოვრებით ცხოვრება გინდა? დაგავიწყდა რომ მარტო ყოფნისას უფრო ძლიერი ხარ? მონასავით გინდა იცხოვრო? შენ თავისუფლება გჭირდება.
- თავისუფლება? ვიყავი კი თავისუფალი? -პირველად ახლა დაფიქრდა ამ ყველაფერზე, ანიჭებდა კი ბედნიერებას ის ცხოვრება რომლითაც ამდენი წელი ცხოვრობდა, ჯანდაბა ახლა რომ ფიქრობს უკეთ ხვდება ყველაფერს, ჯაჭვით დაბმული ცირკის ცხოველივით იყო გალიაში გამოკეტილი და თავის დაღწევას ვერ ახერხებდა, მისი ცხოვრება უზარმაზარი თეატრის სცენა იყო და სხვა არაფერი, მოსწონდა ეს ყველაფერი? გრძნობდა კი იმ სიხარულს და სიამოვნებას რასაც თავისუფალი და ბედნიერი ადამიანები გრძნობენ? არა, არასდროს უგრძვნია ის სიმსუბუქე და აღმაფრენა რასაც მაშინ გრძნობს როცა ალექსანდრას, ხედავს, ეხება...
- სიყალბე ყოფილა, მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი სიყალბე ყოფილა, უბრალოდ ილუზია, ყალბი კომფორტი, ყალბი ბედნიერება, ყალბი თავისუფლება...
- - - - - - - -
- ვერ წარმოიდგენ რა კარგი შეგრძნებაა როცა შენნაირ არანორმალურს პოულობ, -ნაცნობი ხმის გაგონებისას თვალი გაახილა თუმცა არ წამომდგარა, თავქვეშ ხელებ ამოწყობილი შესცქეროდა ეშმაკურად მომღიმარ ალექსანდრას.
- რას გულისხმობ? -თვითონაც ვერ შეიკავა ღიმილი.
- იმას რომ შენც ჩემსავით გყვარებია საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარი, გინდა რაღაც გაგიმხილო? რამდენიმე წლის წინ საკმაოდ ხშირად ვაკეთებდი ხოლმე ამას, ჰოდა ქეითმა გადაწყვიტა რომ ფსიქოლოგი მჭირდებოდა...
- მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარ თავს ხმამაღლა ესაუბრებოდი?
- სიმართლე რომ ვთქვა მხოლოდ ამიტომაც არა, ამ ყველაფერს წინ სხვა ბევრი რამ უძღოდა, თოთხმეტი წლის ვიყავი რომ მშობლები დამეღუპა, მეურვე დამინიშნეს რომელმაც ჩემი გაუპატიურება სცადა, სახლიდან გავიქეცი და შუაღამისას ვიღაც საძაგელი ნარკომანებისგან ქეითმა და ნიკოლამ გადამარჩინეს, სახლში წამიყვანეს და მას შემდეგ მათთან ერთად ვცხოვრობ, ორივე ძალიან მიყვარს, ისინი ჩემი ერთადერთო ოჯახი არიან...
იდგა და უცნაურად აციმციმებული თვალებით რაღაც ამოუხსნელი მოლოდინით შეჰყურებდა, ყველაზე მეტად ახლა ის არ უნდოდა რომ ნიკოლას შესცდოდებოდა და მის მიმართ სიბრალული ეგრძნო, ეს უფრო მეტად ატკენდა გულს ვიდრე ის რომ საერთოდ არაფერი ეთქვა და აქედან უსიტყვოდ გაეგდო.
- ასე კომფორტულად ხარ? -მხიარულად გაუღიმა ალექსანდრას და ხელით ანიშნა ახლოს მოდიო.
- რაა? რას გულისხმობ? -სულ მთლად აიბნა გოგონა.
- იმას ვგულისხმობ რომ როდემდე უნდა იდგე ფეხზე, მოდი დაწექი, ჰამაკი დიდია და ორივეს დაგვიტევს, ნუ გეშინია არ ჩაწყდება, -ხელი გაშალა და როცა დაინახა რომ ალექსანდრას ერთი წამითაც არ უყოყმანია, სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება გადაეფინა, მკერდზე მიიკრა და ფრთხილად გადაუწია სახეზე ჩამოყრილი თმები, მის აჩქარებულ გულისცემას გრძნობდა, გახშირებული სუნთქვა ესმოდა და უკვე ასი პროცენტით იყო დარწმუნებული იმაში რომ ყველაფერს გააკეთებდა ამ ურთიერთობის გასაღრმავებლად და შესანარჩუნებლად.
- მერე? რა თქვა ფსიქოლოგმა? -უკვე მოთენთილ, ბურანში წასულ ალექსანდრას ჰკითხა და მანაც გაოცებულმა დააჭყიტა თვალები.
- რა თქვა და მესამე სეანსზე ნიკოლას შეეხვეწა, ოღონდ აქ აღარ მოიყვანოთ და აქეთ გადაგიხდით ფულსო.
- სერიოზულად, -გულიანმა სიცილის ხმამ გადაუარა ღამის სიბნელეში ჩაფლულ გაყუჩებულ ბაღს.

-
ექვსი თვის წინ
-
- ასეთი უიღბლო რატომ ვარ ქეით, რა ჯანდაბა მჭირს ასეთი? ყველაფერი მე რატომ მემართება? -ქეითის მხარზე მიკრულმა დაიწუწუნა და მადიანად ჩაკბიჩა ბურგერი.
- კაცს ეგონება ნერვიულობით კვდები არადა შენს მადას ნერვიულობის არაფერი ეტყობა გაეცინა ნიკოლას.
- კარგი რა ხომ იცი როცა ცუდ ხასიათზე ვარ მაშინ უფრო მეტს ვჭამ, მანიაკი ბაბუაჩემის ბრალი იქნება ამ ბურგერების გამო რომ წონაში მოვიმატებ და მერე ვარჯიშით რომ მომიწევს, არა მაინც როგორ შეიძლება ადამიანს ასეთი ავადმყოფური აზროვნება ჰქონდეს?
- ჰო ვფიქრობ და ვერ გამიგია რატომ დაწერა ასეთი ანდერძი, -ქეითმა მოღუშულმა გადააქნია თავი.
- რატომ და ვერ დაინახე მისი შვილები რძლები და შვილიშვილები? ყველას ეტყობა რომ უბრალოდ ფულზე არიან დახარბებულები და აშკარად მათზე შური იძია, -ნიკოლამ ცივი სასმელი მოსვა და საზურგეს თავისუფლად მიეყრდნო.
- ჰო მაგრამ მე რას მერჩოდა, -უცრემლოდ ამოიტირა ალექსანდრამ.
- ყველაფერზე უარი რომ თქვა?
- ეტყობა კარგად არ მოგისმენია ძმაო, მხოლოდ ერთი წელი აქვს ვადა, თუ უარს იტყვის მთელი ქონება საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემათ, თუ დათანხმდება და მემკვიდრეობას მიიღებს მომავალი ხუთი წლის განმავლობაში იმის უფლება არ ექნება რომ სხვა რომელიმე სხვა ნათესავს გადაუფორმოს ქონება, მემკვიდრეობის მიღების შემდეგ თუ რამე დაემართება და გარდაიცვლება, ქონება მაინც ფონდებს გადაეცემათ, ერთადერთ შემთხვევაში მიიღებენ მისი ნათესავები მემკვიდრეობას, თუკი ალექსანდრა მემკვიდრეობის გადაცემამდე დაიღუპება მანამდე სანამ ერთი წელი გავა, -დაზეპირებული გაკვეთილივით ჩამოარაკრაკა ქეითმა და გაჩუმდა.
- ჰოო მეტად ჩახლართული სიტუაციაა, -ნიკოლამ ნერვიულად აათამაშა თითები მაგიდაზე.
- მათი მეშინია, ნეტავ საერთოდ არ წავსულიყავი იმ შეხვედრაზე.
- ეს არაფერს შეცვლიდა, ასე თუ ისე მემკვიდრე მაინც შენ ხარ, ნუ გეშინია ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, ბოლოს და ბოლოს შენი ნათესავები არიან, -ნიკოლამ ხელში მოიქცია მისი თითები და ტუჩებთან მიიტანა.
- ჰო შენ ასე გეგონოს, იცი რომ დამემუქრნენ?
- რაა? როგორ თუ დაგემუქრნენ? როდის? -ზედიზედ მიაყარა კითხვები ქეითმა.
- მაშინ როცა მე გთხოვეთ რომ რამდენიმე წუთი მარტო დაგეტოვებინეთ მათთან, ვიფიქრე უბრალოდ დაველაპარაკებოდი და ერთად ვიპოვიდით გამოსავალს, სადღაც იმის იმედიც კი მქონდა რომ შევძლებდი მათთან ნორმალური ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა, სულაც არ ვაპირებ მთელი ქონება ჩემთვის დავიტოვო, ვიფიქრე რომ მემკვიდრეობას გავიფორმებდი და ხუთი წლის მერე ყველაფერს მათ დავუბრუნებდი მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე არ მენდობიან, საშინელი რაღაცეები მითხრეს, თურმე ერთი სხვის ქონებაზე მონადირე ძუკნა ვარ და მეტი არაფერი...
- ვწუხვარ, -ქეითმა ხელი მოხვია და მკერდზე მიიკრა, -მათ სიტყვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ, რაც მთავარია ჩვენ ვიცით როგორი ხარ.
- უბრალოდ გული მეტკინა ქეით, იცი როგორ გავს ბიძაჩემი მამას? ხელები მიცახცახებდა ისე მინდოდა მასთან ჩახუტება, ის კი დამემუქრა, ბიძაშვილებიც, ცხოველებივით მიღრენდნენ და ისეთი სახეებით მიყურებდნენ შემეშინდა ჩემთვის რამე არ დაეშავებინათ, არ გაბედო და საბუთებს ხელი არ მოაწეროო, ბიძაჩემმა გამომიცხადა...
- მოიცა, თუ საბუთებს ხელს არ მოაწერ ერთ წელიწადში მთელი ქონება საქველმოქმედო ფონდებს გადაეცემათ, ეს რაში უნდა აწყობდეთ? -ნიკოლა ერთხანს ჩაფიქრებული უყურებდა გაფითრებულ გოგონას, მერე მოღუშულმა დასცხო მუშტი მაგიდაზე.
- ახლა არ მითხრა რომ იგივეს ფიქრობ რასაც მე, -თვალი თვალში გაუყარა ქეითმა.
- ჰო ასეა და ალექსანდრა სასწრაფოდ უნდა გავარიდოთ საქართველოს, მოემზადე ალე, რამდენიმე დღეში სამოგზაუროდ მივდივართ.
- - - - - - - - -
თვალებამოღამებული და გაფითრებული იჯდა საავადმყოფოს დერეფანში, სისხლით მოსვრილი თეთრი მაისური ეცვა, თმა აწეწილი ჰქონდა, იჯდა და კარს უყურებდა საიდანაც ექიმი უნდა გამოსულიყო, როგორც კი კარი გაიღო, ქეითი მაშინვე წამოხტა და ექიმისკენ გაიქცა რომელიც დაღლილი იწმენდდა სახეზე ოფლს, თვითონაც წამოდგა მაგრამ მუხლებმა უმტყუნა და იქვე ჩაიკეცა.
- როგორ არის? -ძლივსგასაგონი ხმით ჰკითხა უკან მობრუნებულ ქეითს.
- სიკვდილს ებრძვის თუმცა გადარჩენის შანსი მაღალია, ეს როგორ დაგვემართა, ძმა მიკვდება, ტყუპისცალი რომლის მეტი არავინ გამაჩნია, შენ... შენ რომ არ ყოფილიყავი...
- მე? მე მადანაშაულებ? -ძლივს ამოილუღლუღა და გულზე ხელი მიიჭირა თითქოს არანორმალურად აჩქარებულ გულისცემას ასე დაიწყნარებდა.
- აეროპორტის შესასვლელთან შენ გადაგეფარა, ის ტყვია მოხვდა რომელიც შენ უნდა მოგხვედროდა, შენს გამო მივდიოდით ქვეყნიდან, შენს გამო დაგვდევდნენ მკვლელები, მას რომ რამე დაემართოს... რომ ვერ გაუძლოს, მოვკვდები, ვერ გადავიტან...
მისი ყოველი სიტყვა, შხამიანი ისრებივით ესობოდა გულში, ნიკოლა სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით სიკვდილს ებრძოდა, ქეითი კი... ქეითი... ჯანდაბა, მასთან მიმართებაში ქეითი სრულიად მართალი იყო, ნიკოლა მის გამო კვდებოდა, იმიტომ რომ მას გადაეფარა, ისედაც არავინ ჰყავდა ახლა კი ისინიც დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა ამ სამყაროში, ვეღარაფერზე ფიქრობდა, თვალწინ მხოლოდ ნიკოლას გასისხლიანებული სხეული და გაფითრებული სახე ედგა, მისი აქ ყოფნა არ შეიძლებოდა, მატთან ახლოს ყოფნით მათაც საფრთხეში აგდებდა, უნდა წასულიყო, მათგან რაც შეიძლება შორს, ასე უფრო დაცულები იქნებოდნენ, მისგან შორს, მის გარეშე...
ძლივს წამოდგა სკამიდან და ბარბაცით გაიარა წამლის სპეციფიკური სუნით გაჟღენთილი დერეფანი, კიბეებს ჩაუყვა და მთავარი შესასვლელიდან გავიდა გარეთ, ყურადღება არ მიუქცევია ცნობისმოყვარედ მომზირალი ადამიანებისთვის, არც შესასვლელში მდგარი დაცვის წევრისთვის რომელმაც ჰკითხა დახმარება ხომ არ ჭირდებოდა, მიდიოდა ოღონდ არ იცოდა საით, ეზო გადაჭრა და ქუჩაში გავიდა, რამდენიმე ნაბიჯი თუ ექნებოდა გადადგმული რომ მის წინ საბურავების ღრჭიალით გაჩერდა დაბურულმინებიანი ავტომობილი...



საბამაც შეამჩნია ნიკოლის გრძნობები :) მაგრამ ჩვენი ბიჭი უკონკურეტოა ❤️
მე ახლა ის ახალი გოგო, ანა, მაინტერესებს. საინტერესო გმირია, თან გიჟქალა, აი ნიკოლის შესაფერისია :)
ველოდები შემდეგს❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent