გზა შენამდე [თავი მე-6]
წვეულებას ერთი მდიდარი ბიზნესმენი აწყობდა, იმ წვეულებაზე მხოლოდ ფულიანი ხალხი იყო მიპატიჟებული, სანდროს ძალიან გაუჭირდა მოსაწვევის შოვნა, თუმცა საბოლოოდ მაინც შეძლო. მისთვის უჩვეულო იყო ასეთ ადგილზე მისვლა, ყველას ძვირადღირებული მანქანა ჰყავდა მათ გვერდით აშკარა იყო, რომ სანდრო მათ წრეს არ ეკუთვნოდა, თუმცა საკმაოდ სოლიდურად გამოიიყურებოდა, შავი შარვალ-კოსტუმი ეცვა, თეთრ პერანგზე ლამაზი ბაფთა ეკეთა, შეხედულებითაც მშვენიერი ახალგაზრდა იყო. შესასვლელში ხალხი ირეოდა ყველას შესვლა უნდოდა, თუმცა მოსაწვევის გარეშე მაინც ვერავინ შვიდოდა, ბევრ ჟურნალისტს მოეყარა თავი და ამ ფოტოაპარატებების სინათლის ცენტრში ცოტნეც გამოჩნდა, სანდრომ თავიდან არ შეიმჩნია და შესასვლელისკენ წავიდა, თუმცა ცოტნემ მისი დანახვა მაინც შეძლო. -ბატონო სანდრო. – ღიმილით დაუძახა ცოტნემ. სანდრომ ღრმად ამოისუნთქ და ცოტნესკენ წავიდა, ოდნავ გაუღიმა და ხელი ჩამოართვა, ცოტნე ძალიან ბედნიერი ჩანდა სანდროს დანახვით, მხარზე ხელი წავლო და ისე იღიმოდა თითქოს ბავშობის მეგობრები ყოფილიყვნენ, სანდროს ეს ყველაფერი ძალიან აღიზიანებდა, თუმცა ახლა მის შეკავებას უფრო მარტივად შეძლებდა. -ბატონო სანდრო აქ რამ მოგიყვანათ. -ვამოწმებ რამე არალეგალური ხომ არ ხდება. მწარედ მიუგო სანდრომ, ამაზე ცოტნემ სიცილი დაიწყო, შემდეგ მხარზე ხელი გადახვია და კამერებისკენ მიატრიალა. -ეს ბატონი სანდროა, ამ ქალაქის საუკეთესო გამომძიებელია,ჩენი ქალაქის სადარაჯოზე სწორედ ეს პატიოსანი ადამიანი დგას, შეგიძლიათ კითხვები მასაც დაუსვათ ვფიქრობ საინტერესო რეპორტაჟი გამოგივათ. ეს თქვა ცოტნემ და იქიდან წავიდა, თითქოს სანდრო ჟრნალისტებს მიუგდო საძიძგნად, თუმც სანდრო მზად იყო ამისთვის, იცოდა რომ აქ მოუწევდა ჟურნალისტებთან შეხვედრა. -ბატონო სანდრო დღეს აქ რა საქმისთვის ხართ? -ხანდახან გამომძიებლებიც დავდივართ წვეულებებზე გასართობად. -მართალია, რომ სერიული მკვლელი დაიჭირეთ? -დიახ მართალია. -თქვენ და ბატონ ცოტნეს რა ურთიერთობა გაკავშირებთ? -არანაირი, მას უბრალოდ ვიცნობ. -ინფორმაცია მაქვს, რომ იგი მაფიის ბოსი გგონიათ და მის წინაააღმდეგ სამხილებს ეძებთ, მართალია? -არა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. -მართალია, რომ მის სახლში ჯაშუში შაგზავნეთ? ნუთუ ეს კანონდარღვევა არ არის?! -ასე არ ყოფილა, ახლა კი მომიტევეთ უნდა დაგტოვოთ. სანდრო კარისკენ წავიდა, თუმცა ჟურნალისტები კითხვების დასმას არ წყვეტდნენ და უკან მიჰყვებოდნენ. -მართალია რომ თქვენი ჯაშუში მოკლეს? სანდრო მათ თავს არიდებდა, აქ დათოზე კითხვებს არ ელოდა ან საიდან გაიგეს ეს ყველაფერი, დათოს ხსენებამ თავგზა აურია, თუმცა უეცრად არსაიდან ცოტნე ისევ გამოჩნდა სანდროს მხარზე ხელი გადახვია და ჟურნალისტებს მიაძახა. -ჩემი მეგობარი ნუ დაღალეთ კითხვებით, ახლა უნდა დაგემშვიდობოთ და ჩვენი წრის ხალხს შევუერთეთ. ცოტნემ სანდრო შიგნით შეიყვანა, სანდრომ ვერც გაანალიზა რა მოხდა ჯერ კიდევ დათოზე ფიქრობა, თუმცა რთული მისახვედრი არ იყო ვინ მიცა ეს ინფორმაცია ჟრნალისტებს, რა თქმა უნდა, ეს ცოტნე იყო, ჯერ ჟურნალისტებს უფლება მისცა მასზე გადაევლოთ და შემეგ გმირივით მოევლინა, ეს უკვე ძალიან ღრმად ტოპავდა. დერეფანი გაიარეს და დარბაზში შევიდნენ, ნათელი დარბაზი იყო, ყელაფერი მოწესრიგებულად ეწყო, კარიდან ხელმარცხნივ მაგიდები იყო სადაც სასუსნავები და სასმელი გაეწყოთ, მდიდარი ხალხი მდიდრულად დააბიჯებდა დარბაზში, ყველა ერთობოდა და მხიარულებდა, თითქოს ეს ქალქი ნაგავში არ ყოფილიყო ჩაფლული, მდიდრები კარგად ცხოვრობდნენ ღარიბების სისხლის წოვით კომფორტს იქმნიდნენ, თმცა განა ბუნება ასე არაა მოწყობილი, ძლიერი სუსტს ჭამს. უცბად ცოტნემ სანდროს მხარზე ხელი დაარტყა და გაუღიმა. ცოტნე:-სასიამოვნო საღამოა არა?! მიკვირს აქ რომ გხედავთ. -კი კარგი საღამოა. -იცით ბოლოს ჩვენი საუბარი ცუადად დასრულდა ამიტომ მინდა თავიდან დავიწყოთ, იქნებ დამეგობრებაც კი შვძლოთ. -სასიამოვნო იქნებოდა. - ცივად ჩაუღიმა სანდრომ. -ვიცი არ დამეთანხმებით, მაგრამ ვფიქრობ რომ მე და თქვენ ბევრი საერთო გვაქვს. -მაგალითად? -ორივე ჭკვიანები ვართ და ჩვენი საქმის გასაკეთებლათ ყველაფერზე ვართ წამსვლელები. -მე ყველაფერზე წამსვლელი არ ვარ. ადამიანს არ მოვკლავ ჩემი მიზნებისთვის. - მკვახედ მიუგო სანდრომ, თითქოს ცოტნეს რეაქციის ნახვა უნდოდა, თუმცა ცოტნეს არანაირი რეაქცია არ ჰქონია უბრალოდ ჩაიღიმა. -არც მე მომიკლავს არავინ ბატონო გამომძიებელო. -მაგას მე გავარკვევ. -ნება თქვენია თუ რამე საინტერესოს იპოვნით ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და თუ ღია არ იქნება არ მგონია მისი გაღება გაგიჭირდეთ. სანდროს ეს სიტყვები უცნაურად მოეჩვენა, თუმცა ყურადღება არ მოიქცევია. გვერდით მიმტანმა ჩაიარა ცოტნემ ორი ჭიქა ღვინო აიღო და ერთი სანდროს მიაწუხა, მანაც გამოართვა ერთმანეთს გაუღიმეს და თითო ყლუპი მოსვეს. სანამ სანდრო და ცოტნე დარბაზში საუბრობდნე, ტომი და ემა ცოტნეს სახლში შეპარვისთვის ემზადებოდნენ. მის სახლს უზარმაზარი ჭიშკარი ჰქონდა, წინიდან შესვლა შეუძლებელი იყო, დაცვა აკონტროლებდა, უკანა მხრიდან კი 4 მეტრიანი ქვის კედელი იყო, ამ კედელზე გადაძრომა მარტივი სულაც არ აღმოჩნდა, ერთმანეთზე მიწოლით და ბევრი ხტომიალით ბოლოს კედელზე გადაძვრნენ, თუმცა ამ კედლიდან სახლამდე დიდი გზა იყო და ამ გზაზე დაცვა შესამოწმებლად ხშირად დადიოდა, გარშემო ბნელოდა და ჩუმად ქურდებივით მიიიპარებოდა ეს ორი პოლიციელი. ტომი:-სულ გავგიჟდით, კანონდამცველები კანონს ვარღვევთ. ემა:-ჩუმად იყავი და ფეხი გაადგი. -სანდროც ხვდება რომ სისულელეს გვაკეთებინებს, მაგრამ მაინც თავისას აგრძელებს. -ის უფროსია უკეთ იცის რაც უნდა გავაკეთოთ. -ჰო მაგრამ ყველას საფრთხეში გვაგდებს. -წინ იარე და წუწუნს მორჩი. -ვიღაც მოდის დაიმალე. ორივე ხის უკან დაიმალნენ, ტომმა ემას ხელები მოხვია და გულთან ახლოს მიიხუტა, თან თვალებს აცეცებდა, ცდილობდა გაეგო დაცვა წავიდა თუ არა, გული სწრაფად უცემდა თითქოს ცოტაც და გასკდებაო. ემას ცივმა ოფლმა დაასხა შეშინებული ეხუტებოდა ტომს, ბოლოს ხმა შეწყდა და ტომმა ხის უკნიდან გამოიხედა, ირგვლივ ყველაფერი შეათვალიერა, ვერავინ რომ ვერ დაინახა ემას ხელი ჩაჭიდა და სახლისკენ გაიქცა. სახლის უკანა კართან მივიდნენ ტომმა დაცვის სისტემა გათიშა და სახლში შევიდნენ, სახლში შსვლისთანავე, ტომი კამერების სადენებთან მივიდა და კამერები გადატვირთა,ახლა მათ სახლში ბოდიალი თავისუფლად შეეძლოთ, ცოტნეს არ უყვარდა როცა დაცვა მის სახლში დაბოდიალობდა ამიტომ სახლში შესვლის უფლება იქამდე არ ჰქონდათ სანამ არ დაბრუნდებოდა.ორივე მეორე სართულზე ავიდნენ, ცოტნეს კაბინეტი მოძებნეს და შევიდნენ, თითქოს ყველაფერი ზედმეტად მარტივი ჩანდა ორივემ საბუთებში ქექიალი დაიწყეს. წვეულება დიდი არაფეი იყო სანდროს უკვე მოწყინდა კიდეც, მაგრამ მარტო სანდროს არა ცოტნესაც ეტტყობოდა რომ გადაიღალა, უცბად ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიწყო სიარული, სანდრო შეშინებული წამოხტა და ცოტნეს გაეკიდა. -ბატონო ცოტნე. -გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? -უკვე მიდიხართ? -დიახ, ვფიქრობ აქ უკვე აღარ ვარ საჭირო, დაგემშვიდობებით. -მეკი ვიფიქრე რომ ერთმანეთთან მეტს ვისაუბრებდით. -მე თქვენთვის არაფერი მაქვს სათქმელი. -ვიცი გიჟურად ჟღრს ჩემგან ეს ყველაფერი, ერთმანეთს ხშრად ვეკამათებით ვიფიქრე უკეთ თუ გაგიცნობთ იქნებ შემეცვალოს თქვენზე აზრი. -ზუსტად ვერ ვხვდები რა ჩაიფიქრეთ, მაგრამ თამაშში აყოლა მეზარება, სახლში მივდივარ. -არა მოიცადეთ. - სანდრომ აღარ იცოდა რა ექნა და უცბათ ის თქვა რაც არ უნდა ეთქვა - მინდა დათოზე გელაპარაკოთ. -დათოზე?! -დიახ დათოზე, იქნებ სადმე მშვიდ ადგილზე წავსულიყავით. -ისევ ჩემზე თუ აპირებთ რაღაცების დაბრალებას მაშინ მე უარს ვაცხადებ. -არა თქვენ ვერ გამიგეთ, მე მინდა რომ უბრალოდ მასზე ვისაუბროთ, თუ ის მართლა თქვენთის მნიშვნელოვანი იყო მაშინ ჩემს ტკივილს გაიგებთ. -გინდათ რომ თქვენს ტკივილზე ვინმეს ესაუბროთ და ეს ვინმე მე ვარ? -დიახ სწორად გამიგეთ. ცოტნემ ღრმად ამოისუნთქა თითქოს წამიერად დაფიქრდა და შემდეგ მშვიდად წარმოთქვა. -რა გაეწყობა თუ ასე გაწუხებთ სათქმელი, მაშინ მზად ვარ მოგისმინოთ. -ძალიან კარგი. -ჩემს ერთ-ერთ რესტორანში წავიდეთ იქ სიმშვიდე იქნება. ორივე რესტორნისკენ წავიდნენ. ამ დროს ტომი და ემა გამალებით იქექებოდნენ ცოტნეს საბუთებში, ბევრი არც არაფერი იყო, უაზრო კომპანიის საბუთები, თუმცა არალეგალური არაფერი იყო. კაბინეტი და საძინებელი გაერთიანებული იყო, ფაქტიურად ახალა ისინი ცოტნეს საძინებელში იყვნენ, უბრალო დიდად არაფრით გამორჩეული ოთახი იყო, საიდუმლო სამალავებიც კი არ ჰქონდა, როგორც ფილმებშია ხოლმე, ყველა საბუთი მაგიდაზე ან მაგიდის უჯრებში ეწყო, ერთი კედელი წიგნებით იყო სავსე და პატარა სეიფიც იქვე გამოსჩენად იდო. ემა:-იქნებ სეიფში იყოს რამე, მოდი გავხსნათ. -არ მგონია რამე იყოს, ასე გამოსაჩნად არ დადებდა. - ეს თქვა, თუმცა სეიფის გახსნა მაინც დაიწყო. -ეს ცოტნე თუ მაფიის ბოსია უკეთესი ოთახი ვერ გაიკეთა, რისთვის უნდა ფული. -არ ვიცი, მართლაც საინტერესა ამდენ ფულს რაში ხარჯავს. - ეს თქვა ხელი გადაატრიალა და კარიც გაიღო. ემა გამწარებული მივარდა სეიფს, ძალიან აინტერესებდა შიგნით რა იდო. საბუთები ეწყო, ყველა საბუთი თავისი ანგარიშებიდან გადარიცხულ ფულს უკავშირდებოდა, როგორც საბუთებიდან ჩანდა უმეტესად ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და სავაადმყოფოებს ურიცხავდა ფულს. ტომმა საბუთები უკან დამწუხრებულმა შეაწყო და კარი დახურა, თითქოს შერცხვა კარის გატეხვის და აქ შემოპარვის. ტომი:-იქნებ ეს ცოტნე არც ისეთი ცუდი ადამიანია. -აბა რას ამბობ ტომ მან ხო ამდენი ადამიანი დახოცა. -მაგრამ ჩვენ მტკიცებულებები არ გვაქვს, უბრალოდ ამაოვიჩემეთ რომ ცუდია და ახლა ყველაფერს მას ვაბრალებთ, ხომ ხედავ ობოლ ბავშვებს ეხმარება, შენი აზრით ბოროტი მკვლელები ბავშვებს ეხმარებიან?! -არ ვიცი, მე მხოლოდ ის ვიცი რომ აქ ჩვენ საქმისთის მოვედით და პირად გრძნობები გვერდით უნდა გადავდოთ, სანდროს ჩენი დახმარება ჭირდება და ჩვენ ამ დროს რას ვაკეთებთ სულელური საბუთებს გარდა ვერაფერი ვნახეთ. -ძებნა განვაგრძოთ მე მაგიდას ვნახავ ისევ, შენ წიგნები შეამოწმე. -კარგი. ძებნა გრძლდებოდა, სანდროს კი ყველანაირად უნდა ეცადა ცოტნე შეეჩერებინა, თუნდაც მის მუხლებში ჩავარდნა დასჭირებოდა, ეს უნდა ექნა.ორივე რესტორანში შევიდნენ და პატარა ოთახში დასხდნენ, მაგიდის და სკამების გარდა არაფერი ეწყო, ცოტნემ ორი ყავა შეუკვეთა და სთხოვა არავის შეეწუხებინა ისინი. ცოტნე მიშტერებოდა სანდროს, თითქოს ელოდა სანდრო როდის დაიწყებდა საუბარს, აი სანდრო კი აზრზე არ იყო რა უნდა ეთქვა, დათო მოულოდნელად ახსენა ამაზე არც უფიქრია, სიტყვებს ეძებდა თუ საიდან დაეწყო. ბოლოს თვალების აქეთ-იქეთ ცეცებას მორჩა და მშვიდად დაიწყო საუბარი. -დათოსთან მართლა მეგობრბდით? -მოდი თქვენობით ლაპარაკი არ გვინდა, თითქმის ერთ ასაკის ვართ, - სანდრომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ცოტნემაც განაგრძო - რაც შეეხება დათოს კი მე მას მეგობრად ვთვლიდი, თუმცა არ ვიცი ის თუ მთვლიდა მეგობრად. კარგი ბიჭი იყო მუდამ მეხმარებოდა, დღე მასთან ერთად სწრაფად გადიოდა და თან უფრო მშვიდადაც ვიყავი, მის გვერდით თავს კარგად ვგრძნობდი, ვფიქრობდი რომ ჩემი ნამდვილი მეგობარი ვიპოვნე. -ჰო მის გვერდით ყველაფერი უკეთესად იყო. -მარტო შენ არ დაგიკარგავს მეგობარი, ხომ ხედავ ის მეც დავკარგე. -მესმის, მაშინ აღელვებული ვიყავი და ბევრი ცუდი რამ გითხარი. -არაუშავს მესმის შენი. -მაგრამ არ ბრაზობთ იმის გამო, რომ ის ჩემი მეგობარი და თქვენთან შემოგზავნილი ჯაშუში იყო? ცოტნემ ამოისუნთქა და სევდიანად ახედა სანდროს. - იცი არ ვბრაზობ, მაგრამ მწყინს რომ სიმართლე დამიმალა, მე მას მეგობრად ვთვლიდი ის კი ჩემზე სულ სხვანაირად ფიქრობდა, ეს გულსატკენია. -ახლა რომ ცოცხალი იყოს რას ეტოდით? -ნეტავი ეს მართალი იყოს და მის მიმართ ყველა წყენა გამიქრებოდა. მისმინე სანნდრო ვიცი მდიდარ საშიშ კაცს ვგავარ, მაგრამ გრძნობები მეც მაქვს, მეც მტკივა, მეც მჭირდება მეგობრები გულის გადასაყოლებლად, შენ არ დამიჯერებ, მაგრამ დათო ჩემი პირველი ნამდვილი მეგობარი იყო. -ის ჩემთისაც პირველი მეგობარი იყო, რა ირონიულია. -ერთმანეთი სად გაიცანით. -ჩვენ ორივე ქუჩის ბავშვები ვიყავით, ასეთები ერთმნეთს ყოველთვის იცნობენ, დიდი დრო არ დაგვჭირდა დასამეგობრებლად, საერთო ტკივილი მარტივად გვაერთიანებდა. -აი მე ქუჩაში არასდროს მიცხოვრია, ყოველთვის მდიდარი ვიყავი, მაგრამ ვისურვებდი ღარიბი მოვმკვდარიყავი შიმშილით, ვიდრე ამ მდიდარ ხალხში მეტრიალა. -რატომ? განა ეს არ არის ყველას ოცნება?! -ღარიბებს გონიათ, რომ მდიდრები ბედნიერები არაიან რადგან ფული აქვთ, მაგრამ ხანდახან ფულია ის რაღაც რაც განადგურებს. -რას გულისხმობთ? -უბრალოდ ხალხი შორიდან ვერ ხედავს მდიდარი ხალხის რეალურ სახეს, აი მაგალითად ყველას ყოველთვის ეგონა რომ მამაჩემი კარგი კაცი იყო , მზრუნველი მამა და მოსიყვარულე ქმარი, მაგრამ ის არც კარგი მამა და არც კარგი ქმარი ყოფილა, თუმცა არც დედაჩემი ყოფილა იდეალური. -განა მათ არ უყვარდით?! -მათ მხოლოდ ფული უყვარდათ, მამაჩემი დედაჩმს სულ ცემდა მე ხელს არ მკიდებდა, მაგრამ მაჯენდა და მაყურებინებდა თუ დედას როგორ ეჩხუბებოდა,ამბობდა ტკივილს უნდა შეეჩვიო და კაცი გახდეო, არ ვამბობ რომ შენზე რთული ცხოვრება მქონდა, მაგრამ იდეალური ნამდვილად არ ყოფილა, არასდროს მაძლევდნენ უფლებას ის მეკეთებინა რაც მომწონდა, რადგან უნდოდან რომ ამ სამყაროში არაფერი მომწონებოდა, ამბობდნენ რომ თუ გრძნობები არ მექნებოდა ძლიერი მმართველი ვიქნებოდი და კომპანიას ავაყვავებდი, მაგრამ ვერ ხვდებოდნენ რომ ნელ-ნელა რობოტი ვხდებოდი, რომელიც მათ სურვილებს ასრულებდა... იცი სასიამოვნოა შენთან ამაზე საუბარი, თითქოს თავს უკეთ ვგრძნობ. - ეს თქვა და ჩაიღიმა. -ამიტომ არ გყავს მეგობრები? -ჰო მამაჩემს არ უნდოდა მეგობრები მყოლოდა, ამბობდა ,,მეგობრები სისუსტეაო,, , თუმცა ნაწილობრივ მართალიც იყო, დათოს დაკარგვა მტკივნეული იყო, აჯობებდა თუ ამ ტკივილს არ გადავიტანდი. -არ ვიცი მე დათოსგან ბევრი ვისწავლე და მიხარია რომ გავიცანი. ცოტნემ ჩაიცინა და ჩაილაპარაკა - სადღაც შენც მართალი ხარ. იმ საღამოს ცოტნემ ბევრი დალია, ბოლოს ორივე დაიღალა საუბრით და სახლში წასვლა გადაწყვიეს. უკვე გვიანი იყო ალბათ ტომი და ემაც წამოვიდოდნენ ცოტნეს სახლიან. ორივე გარეთ გამოვიდა სანდრომ ცოტნეს სახლში წაყვანა შეთავაზა, რადგან ძალიან ნასვამი იყო, არ უნდოდა სახლში მარტო გაეშვა. უკვე ბნელოა და ქარიც ქროდა, ორივე მანქანაში ჩაჯდა, სანდრო მძინარე ცოტნეს თვალს არ აშორებდა, ისე მოკუნტულიყო ამ პატარა მანქანის სავარძელზე, რომ ეს მაღალი ბიჭი სულმთლად დაპატარავებულიყო, ნუთუ მას მართა შეეძლო დათოს მოკვლა?! კითხვა ხმამაღლა გაისმა სანდროს თავში, ეშინოდა ნუთუ ის არ არის და უდანაშაულო ადამიანს დავსდევ. ამ ფიქრებში გართულმა ვერც შეამჩნია უკან მანქანა და 2 მოტოციკლეტი როგორ წამოეწია, სანდრომ გზა დაუთმო თუმცა გასწრებას არცერთი ჩქარობდა, ბაიკერმა იარაღი ამოიღო და მანქანას ესროლა, სანდრომ მანქანის საჭ დაატრილა და ჩიხში გადაუხვია, სიჩქარეს ფეხი დაადგა, ხმაურზე ცოტნესაც გამოეღვიძა და დაინახა რო მოსდევდნენ. ცოტნემ ანერვიულებული ხმით დაიძახა - აი აქეთ ამ ჩიხში გადადი, ტყისკენ წავიდეთ და იქ ჩამოვიცილოთ, აქ შეიძლება ხალხიც დავაზიანოთ. -ვინ არიან? -არ ვიცი მე ბევრი მტერი მყავს და აგერ ერთთან მანქანაშიც ვზივარ. -სიცილით წარმოთქვა. სანდროს ამაზე სულაც არ გაეცინა, ორივე ტყისკენ წავიდნენ, გზიდან არ გადადიოდნენ, მაგრამ გზაზე შუქები არ ეყენა და რთული იყო იქაურობის დანახვა. მოულოდნელად ცოტნემ იარაღი ამოიღო, სანდრო იარაღის დანახვამ გააკვირვა. ცოტნე:-ნუ ღელავ ტარების ლიცენზია მაქვს. -ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად მადარდებს. ცოტნეს ჩაეცინა, მანქანიდან თავი გადაყო და ბაიკერს ესროლა, თუმცა აცდა, კიდევ რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა უშედეგოდ, ბნელოდა და რთული იყო დამიზნება. სანდრო:-მოდი შენ საჭე დაიჭირე მაგათ მე მივხედავ. ცოტნემ საჭეს მოკიდა ხელი, სანდრომ კი მანქანის კარიდან ვინჩესტერ 1200 ამოიღო, ცოტნეს გაუკვირდა პოლიციელი მანქანით ამ იარღს რომ დაატარებდა, მდევრები ახლოს იყვნენ ამიტომ ეს იარაღი მათ ჩამოსაცილებლად ნამდვილად გამოდგებოდა. იარაღი გადატენა და ერთ ბაიკერს პირველივე გასროლაზე ბორბალი დაუზიანა, შემდეგ მეორესაც ესროლა, თუმც აცდა, კიდევ ერთელ გაისროლა და ბაიკერმა წონასწორობა დაკარგა, ხეს შეეჯახა, ახლა მხოლო მანქანა დარჩა მოსაშორებელი, მაგრამ სანამ მათ ესროდა, უცბად გზა შეწყდა მოსახვევი გამოჩნდა, ცოტნემ მოახრხა სწრაფად მოტრიალება, მაგრამ მდევარმა მანქანამ ვერ დაინახა მოსახვევი და ვერ მოასწრო მოხვევა, კლდიდან გადავარდა და მდინარეში ჩავარდა. ორივემ ამოისუნთქ ვერც გაეგოთ რატომ ან ვინ მოსდევდათ, მაგრამ მაინც ორივეს უხაროდათ გადარჩნდა. სანდრო ისევ საჭესთან დაბრუნდა და მანქნა მოაბრუნა, რამდენიმე კილომეტრისს გავლის შემდეგ მანქანა გაჩერდა. ცოტნე:-რა ხდება? -მგონი საწვავი გამოგველია. -რაა? ახლა რა უნდა ვქნათ? -დარეკვას ვცდი. -ჩვენ ხომ სადღაც ჯანდაბაში ვართ აქ ტელეფონი არ დაიჭერს, ჯანდაბას ყველაფერი გაუარესდა. -სხვა გზა არ გვაქვს ქალაქამდე ფეხით უნდა მივიდეთ. -ამხელა გზა გინდა ფეხით გავიაროთ?! -დიახ თქვენო უდიდებულესობავ. სანდრომ იარაღი მხარზე გადაიკიდა და ფეხით საირული დაიწყო, ცოტნემ გარშემო მიმოიხედა, ბნელოდა თანაც ტყეში იყო,ახლა მარტო აქ დარჩენას რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა ერჩივნა, ამიტომ სანდროს წამოეწია და გვერდით ამოუდგა.ბნელოდა სანდრო ფანრით ანათებდა გზას, ირგვლივ ჭრიჭინების ხმა ისმოდა, სასიამოვნო გარემო არ იყო.სანდრო შიშმა აიტანა, თუ მართლა ცოტნეა დათოს სასტიკი მკვლელი, მაშინ რა გამოდის ახლა მკვლელთან ერთად ბნელ ტყეში დაბოდიალობს, მაგრამ არა თუ ცოტნე თავს დაესხმევა სანდრო მის მოერიებას ნამდვილად შეძლებს. სანდრო ჩუმ-ჩუმად აპარებდა ცოტნესკენ თვალსა, რათა შეემოწმებინა რამეს ხომ არ აპირებდა. ცოტნე:-ასე ნუ მაშტერდები, შენს მოკვლასს არ ვაპირებ. -ვინ თქვა რომ მაგიტომ გყურებ. - სანდრო ამან უფრო შეაშინა, გეგონება მის აზრებს კითხულობსო. -ისე მიყურებ ან გგონია რომ მოგკლავ ან კიდევ სახეზე რამე მაცხია და თქმის გერიდება. - ცოტნებ ჩაიცინა, სანდრომაც უხერხული ღიმილით გაიღიმა და ორივემ გზა განაგრძო.უცბად ტყიდან ხმა მოისმა, ცოტნე სადროს უკან ამოეფარა და იქიდან შეშინებული აცეცებდა თვალებს, ეს ამხელა მაფიოზი პოლიციელის ზურგს უკან იმალებოდა. სანდრომ ამის დანახვაზე სიცილი ატეხა. -რა გაცინებს, იქ რაღაც არის. -ეს ტყეა, რა თქმა უნდა, აქ ყოველთვის არის რაღაც, შეგიძლია შეშინებული კურდღლივით აღარ მოიქცე და გზა განაგრძო. -მე არ მეშინია უბრალოდ თავს ვიზღვევ. თანაც დაგავიწყდა მე ხომ სასახელეში მდიდარივით ვცხოვრობდი ტყეს მიჩვეუი არ ვარ. -მოგიწევს მიეჩვიო. სასაცილოა ამხელა ბიზნესმენი, რომლისაც მთელ ქალქს ეშინია ჩემ უკან იმალება, რა ირონიაა. -გეყოფა დაცინვა, უკვე ძალიან დაბნელდა ეს საშიშია. -მართალი ხარ ჯობს ცოტახანს დავისვენოთ, თორემ უკვე ფეხებიც აგტკივდა ვატყობ. -არაფერიც არ მტკივა, მაგრამ დასვენება კარგი აზრია. ორივე მოტეხილ კუნძზე ჩამოჯდნენ და გარშემო იყურებოდნენ, სანდრო უხერხულად გრძნობდა თავს, ეს სიჩუმე უკვე შემაწუხებელი იყო. სანდრო:-აბა მეტყვი ისინი ვინ იყვნენ და რატომ მოგსდევდნენ? -მე? და რა დარწმუნებულიხარ რომ მე მომსდევდნენ იქნებ შენი მდევრები იყვნენ?! -და მე რატომ უნდა გამომკიდებოდა ვინმე? -მე რა ვიცი ამდენი მტერი გყავს, თანაც ქალქში ხმა დადის, რომ ჩამოსული პოლიციელი დიდ თევზზე ნადირობს, ამბობენ რომ მალე უნდა გაგასაღონ თორემ პრობლემებს ქმნი. -კონკრეტულად ვის უნდა ჩემი მოკვლა? -მე რა ვიცი, რა ჩემი საქმეა. -ანუ ახლა მდიდარი ხალხი ჩემ მოსაკლავად ყველაფერს აკეთებენ?! საინტერესოა. -რო მოგკლავენ აღარ იქნება საინტერესო. -ვერავინაც ვერ მომკლავს. -გგონია პირველი პლიციელი ხარ ვისაც სამართლიანობის აღდგენა უნდა?! შენამდეც ბევრნი იყვნენ, მაგრამ ახლა ისინი მიწის ქვემოთ არიან, მალე შენც მათთან წახვალ ცოტა თუ არ შეანელებ ტემპს. -მემუქრები? -მე შენ ფეხებზე , არ მადარდებს იცოცხლებ თუ არა, ამიტომ არა არ გემუქრები, მე უბრალოდ დათოს ხათრით გაფრთილებ და ინფორმაციას გაწვდი შენს მომავალზე. -შენი დახმრება არ მჭირდება! -და არც ვაპირებდი დახმარებას, როგორც უკვე ავღნიშნე , მაგრამ ახლა ამ ყ*ე სიტუციაში ერთად აღმოვჩნდით და ერთად გავალთ, თუმცა გასვლის შემდეგ ორივე ჩენს გზაზე წავალთ... და კიდევ რადგან საერთო მეგობარი გვყავდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მადარდებ და შენს გვერდით დავდგები. -ძალიანაც კარგი. სანდრო ფეხზე წამოდგა და სიარული გააგრძელა, ცოტნეც წამოხტა და გაეკიდა. ცოტნე:-ჰეი დამიცადე აქ არ დამტოვო. -2 წუთის წინ ძალიან მამაცი იყავი ახლა რა დაგემართა?! შეგეშინდა? ქათამო. -შენ რა გეწყინა რაც გითხარი? -სულაც არ მწყენია, უბრალოდ დიდხანს ვიჯექით დროა სვლა განვაგრძოთ. გზად ხმა აღარავის ამოუღია, ორივე ჩუმად აგრძელებდა სიარულს, თითქოს ეს უხერხული სიჩუმეც აღარ აწუხებდა არცერთს. მალე ქალქიც გამოჩნდა, შუქები ანათებდა მთელ ქლაქს, ორივემ ბედნიერებისგან სვლას მოუმატეს და ქალაქში შევიდნენ, სანდრო ტაქსში ჩაჯდა, ცოტნემ თავის ხალხს დაურეკა, ორივე იქდან ისე წავიდნენ რომ ერთმანეთს არც კი დაემშვიდობნენ. სანდრო სახლში მივიდა და დაწვა, ძალიან დაღლილი იყო, დღვანდელი დღე საშინელება იყო, თმცა ცოტნეზე აზრის შეცვლას მაინც არ ფიქრობდა, როგორც დათომ თქვა მას ხასიათი ძალიან უცნაურად და სწრაფად ეცვლება, თუმცა ახლა ამაზე ფიქრს აღარც აპირებდა, იმდენად დაღლილი იყო ძილის გარდა არაფერი უნდოდა. დილით განყოფილებაში წასვლამდე ემას და ტომს უნდა შეხვედროდა კაფეში, ვეღარ დაიძინა და ადრიანად მივიდა, სასიამოვნო დღე იყო, ყავა შუკვეთა და გარშემო იყურებოდა, ათვალიერებდა ვინმე ხომ არ გამოყვა, შეიძლება ცოტნეს არ ენდობოდა, თუმცა იმის შანსი მაინც იყო რომ ვინმე მდიდარს მისი მოკვლა მართლაც სდომოდა, უცნაური არაფერი ხდებოდა ამიტმ თვითონაც დამშვიდდა. დათქმულ დროს ემამ და ტომმა კარი შემოაღეს და სანდროს მაგიდასთან დასხდნენ. სანდრო:-გუშინ რამე ხომ არ გართულდა? ტომი:-არა ყველაფერმა წყნარად ჩაიარა, მე ვიტყოდი ზედმეტად წყნარადაც, ხელი არავის შუშლია და არც არავის დავუჭერივართ, ცოტათი მეუცნაურა ამხელა სახლს ასეთი დებილი დაცვა როგორ ყავს. სანდრო:-რამე იპოვნეთ? ემა:-სამწუხაროდ არა, კაბინეტში ბევრი საბუთი იყო, მაგრამ ისეთი არა რაც ჩვენ გამოგვადგებოდა, გამოდის უაზროდ დავხარჯეთ დრო. სანდრო:-არაუშავს, მთავარია თქვენ თქვენი საქმე კარგად გააკეთეთ და არავის დაუნახიხართ. ტომი:-მაგრამ მაინც ვერაფერში გამოგადექით. სანდრო:-ამაზე ნუ იდარდებთ მე სხვა გეგმაც მაქვს. ემა:-რა გეგმა? -ამაზე საუბარი ჯერ არ მინდა, როცა ყველაფერს გავარკვევ ყველას გაგაგებინებთ... ახლა წადით დიდი ხნით თუ დავიკარგებით განყოფილებიდან ხალხი დაეჭვდება. -კარგით, თქვენ არ წამოხვალთ. -მე ცოტა გვიან მოვალ. ემა და ტომი დამწუხრებულები გავიდნენ, თუმცა სანდრო რატომღაც დამწუხრებული სულაც არ ჩანდა, ყავის სმა განაგრძო,მაგრამ ტელეფონის ზარმა სმა შეაწყვეტინა. -გისმენ ზი? -ბატონო სანდრო საქმე გვაქვს, ქალბატონმა მაიამ ახალი საქმე მოგვცა, ბანკის და ოქროს მაღაზიების მძარცველები არიან, უკვე თვეებია რაც მათ დაჭრას ვერავინ ახერხებს და ქალბატონმა მაიამ გადაწყვიტა ჩვენთვის მოეცა ეს საქმე. -კარგი ზი განყოფილებაში მალე მოვალ და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე. -კარგით. სანდრომ ტელეფონი გათიშა და კაფიდან გამოვიდა, მაგრამ განყოფილებსკენ არ წასულა, სასაფლაოზე წავიდა დათოსთან. დათოს ამობურცული სასაფლაო ნელნელა გასწორებულიყო, დრო ძალიან სწრაფად გავიდა, გუშინდელივით ახსოვდა ერთად რამდენ საქმეს იძიებნენ, თუმცა მარტო დათო არა სანდროც შეცვლილიყო, ადრე აქ სევდიანად იდგა ახლა კი სევდა სადღაც გამქრალიყო. -დათო ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, როგორც ვფიქრობდი ემამ და ტომმა ვერაფერი იპოვნეს, გამოდის რომ მოღალატე ამ ორს შორის ერთ-ერთია, ახლა უკვე ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი გამარჯვებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.