ვტყუივარ შენთან (თავი 2)
- წარმოუდგენელია რომ დაბრუნდი - გაოცებულმა უთხრა გიორგიმ დემნას და გვერდით დაუჯდა. - მას მერე იმდენი წელიწადი გავიდა, ვინ იფიქრებდა რომ ასე მოულოდნელად თავს დაგვესხმეოდი .. - რამდენჯერ გთხოვე დაბრუნება შენ კიდევ არც ფიქრობდი.. - რას იზამ. ხო იცი ყველაფერს თავისი დრო აქვს ძმაო.. - ვიცი , ვიცი, როგორ არ ვიცი. ხო ხედავ ახლა შენ ცნობილი ადამიანი ხარ, მე ერთი უბრალო მსახიობი .. - უბრალო მსახიობი რომელიც ქვეყნის მთავარი თეატრის დირექტორია..- რა თავმდაბალი ხარ - გულიანად გადაიხარხარა დემნამ და მეგობარს ახედა. - აბა, ახლა მოყევი რა ხდება და რა გინდა..- რაღაცა პროექტიო, დაფინანსებაო მოკლედ ვერაფერი გავიგე იმდღეს, თანაც ისე გაუჩინარდი ვეღარც კი გიპოვე.. - ა ხო - დაბნევა გამოესახა დემნას და გაახსენდა ელენესთან გავეთილის ჩატარება. - ელენე ვნახე და საუბარს შევყევით .. - ელენე ? ჩვენი? - კი ბატონო ჩვენი..- გაზრდილა, გალამაზებულა, დახვეწილა და წინაც წაწეულა.. - კი ასეა. ხო იცი ჯერ კიდევ იმ დროიდან მოვდივართ ერთად სამივე დემნა. როგორც კი დამაწინაურეს, მეც მაშინვე ელენეზე სანდო არავინ მყავდა, ამიტომ ახლა ჩემი მოადგილეა, პლიუს ამას თანამედროვე სტილის პატარა ნოველებით სპექტაკლებს დგავს, უნდა ვაღიარო, ყველას ძალიან მოსწონს. განსაკუთრებით ახალგაზრდებს.. - ძალიან მიხარია, მაგას რა ჯობია.. როგორც ჩანს ჩემი წასვლა ორივეს მოგიხდათ - დანანებით გაიქნია თავი და ინტერესით ახედა გიორგის.- ახლა აქ არის ელენე? საინტერესო იქნებოდა მასთან გასაუბრებაც, მისი აზრი .. - ელენე აქ არის, მაგრამ ჯერ მე ამიხსენი რა გვჭირდება ხვალისთვის და მერე წადი ელენესთან იმიტომ რომ თხუთმეთ წუთში უნდა გავიდე გადაღლილი ვიდექი და მოთმინებადაკარგული ვუყურებდი სცენაზე მდგარ ორ დამწყებ მსახიობს. მალე დებიუტი უნდა ჰქონოდათ, მე კი ვერაფრით მიმქონდა მათ გულამდე სათქმელი. ნერვიულად მოვისრისე შუბლი და ატკივებულ აფეთქლებზე ხელები მივიჭირე. ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კიდევ ერთხელ შევეცადე მათთვის ახსნას. - ქალბატონო ელენე ასე კარგია? - მოსმენებას არ მაძლევდა ზუკა და კითხვას კითხვაზე მისვამდა.. - საშინელებაა, ნამდვილი საშინელება. მისმინეთ. მსახიობობა რთული საქმეა, მარტო სცენაზე დგომა არაა ყველაფერი. მაყურებლამდე უნდა მიიტანო რეალურად ის რასაც გრძნობ, ის რაც გაწუხებს და რაც გიხარია უნდა იგრძნოს და დანახოს. შენ კიდევ დგახარ და შუშის თვალებით უყურებ ქალს რომელიც გიყვარს - გაბრაზებულმა ვუთხარი და მზერა ავარიდე.. -მისკენ დაიხარე, მისი ხელები ხელებში მოიქციე, ნაზად ჩახედე თვლებში , დაანახე რომ შენთვის მთელი სამყაროა, მიუხედავად იმისა რომ გატკინა, მიგატოვა. - ორი წუთი მოგვეცით დრო და გაჩვენებთ ყველაფერს - დარწმუნებით მითხრა ზუკამ და პარტნიორს შეხედა.. სცენის ყველაზე ბნელი ადგილისკენ წავედი და ვცდილობდი საკუთარი აზრებისათვის თავი მომეყარა. ვგრძნობდი რომ დემნას ჩამოსვლამ რაღაცა შეცვალა ჩემში, სულში აქამდე დალაგებული ნოტები ერთმანეთის მიყოლებით მერეოდა. მაგრამ თავს არ ვუტყდებოდი, არ მინდოდა აღიარება რომ მიუხედავად ამდენი გასული წლისა ჯერ კიდევ მქონდა მიძინებული გრძნობები თაბაგარის მიმართ. - რომ მორჩები საგრიმიოროში შემოდი - ზურგიდან ამეკრა და ყურში ისე ჩუმად მიჩურჩულა, ადგილზე შევხტი დამფრთხალი. - ვნახოთ - ისე გავეპასუხე მისთვის არც შემიხედავს. - ეგ არასწორი პასუხია, ნახევარ საათს დაგიცდი და თუ არ შემოხვალ მოვალ და ძალით შეგიყვან. - არ მცალია დემნა, ხომ ხედავ, ვნახოთ თქო - ჯიუტად ვუპასუხე ისევ და წასასვლელად გავტრიალდი რომ სწრაფად მომკიდა მაჯაში ხელი და ზედ ამიკრა. ცერა თითი მოშიშვლებულ ზურგზე ჩამიყოლა და ცხელი ტუჩები შემაყო ყბაზე.. - მოხვალ - ამღვრეულმა მითხრა და სცენის კიბეებზე გრაციოზული მოძრაობით ჩავიდა. მაგრად მივიჭირე ხელი გულზე და საკუთარი თავის დასამშვიდებლად თვალები დავხუჭე. ახლა ყველაზე მეტად ამ შენობიდან გასვლა მინდოდა. გული გამალებით მიძგერდა, მიუხედავად ამდენი გასული წლისა დემნას სიახლოვე თავიდან ბოლომდე მრევდა.. ჯერ კიდევ გახევებული ვიდექი ერთ ადგილას და უაზროდ გავყურებდი შავ ფონს, რომ ფიქრებიდან ზუკამ ხმამ გამომიყვანა. - ელენე , ასე კარგია? - საშინებელებაა, ნამდვილი საშინელება.. -გადაჭრით ვუთხარი და წასასვლელად მოვემზადე რომ ძლიერმა ხელმა დამიჭირა და ზურგიდან ამეკრა..- რას აკეთებ? - გაოცებულმა ძლივს ამოვიხავლე და გაცლა ვცადე რომ უფრო მეტად მომიჭირა მკლავზე ხელი და მისი გულის ფეთქვა ვიგრძენი ბეჭზე. - მასტერ კლასს ვატარებ მაცადე - ყურთან მიჩურჩულა და ცხელი ტუჩები შემახო კისერზე - საყვარელ ქალს მსოფლიო უნდა დაანახო მსახიობო , ირონიით უთხრა და ხელი სცენისკენ გაიშვირა. - უნდა ითამაშო, უნდა აჩვენო რომ შენთვის ყველაფერია , ოღონდ სიტყვებით არა, მზერით უნდა აჩვენო, თვალებში ჩახედე და ყველაფერი თვალებით უთხარი, - სწრაფად დამატრიალა თავისკენ და ორი თითი ნიკაპქვეშ ამომდო. დამფრთხალმა შევხედე და ვიგრძენი როგორ ჩავიძირე მის უძირო თვალებში. მეორე ხელი სწრაფად შემომხვია წელზე და მკერდზე მთელი ძალით მიმიკრა. - უბრალოდ უნდა ჩახედო თვალებში, უბრალოდ მისი ამღვრეული მზერა უნდა დაინახო. უნდა იგრძნო როგორ გაუხშირდება სუნთქვა და როგორ დაუწყებს გული გამალებით ძგერას . აქამდე ნიკაპქვეშ მოთავსებული ხელი გამაცლა და მკერდზე დამადო. - ერთიანად შევკრთი მის ქცევაზე და ორიოდე დაბიჯით დავიხიე უკან. - მოხვალ საგრიმიოროში ?- იგივე კითხვის გაგონებამ წყობიდან გამომიყვანა და ალმაცერად გავხედე აჭრილა. - არა !- გადაჭრით ვუთხარი და სცენისკენ დავტრიალდი .. - ისევ არასწორი პასუხია - ზურგიდან მიჩურჩულა და ხარბად შეიყნოსა თმებიდან სურნელი.. - სწრაფად შემომხვია ზურგიდან ხელები და მუცელზე ერთმანეთში გადახლართა. - დემნა მომშორდი - გაღიზიანებულმა ძლივს ჩავილაპარკე და გაცლა დავაპირე რომ მთელი ძალით მიმიკრა ზედ და გაოცებული ზუკას და მისი პარტნიორის დანახვაზე ლოყები ამიწითლდა. - ეი, მსახიობო - ისევ თავის ამპლუაში გადავიდა დემნა და ზუკას გასძახა.. - შენს წინ მდგარ გოგოს შეხედე ამას ნუკი უყურებ , მიდი მიიწიე მისკენ , ცალი ხელი წელზე შემოხვიე, მეორეთი შენკენ მისწიე ეს ყველაფერი გრძნობით გააკეთე. - არ გამომდის, სხვა ქალს ვერ ვეხები - დასჯილი ბავშვივით დაიყვირა სცენიდან ზუკამ და დემნას შეხედა.. - ეს ქალი ახლა შენია, ამ წამს შენია და შენ უნდა ითამაშო.. სხვანაირად ვერასოდეს დადგები მსახიობი, მაშინ მაგ სცენაზე რა გინდა.. - შემომხედე და გაიმერე - ბრძანება გასცა და წინიდან ამესვეტა.. - არ გაბედო !- გადაჭრით ვუთხარი და დამფრთხალმა დავიწყე უკან სვლა რომ ზუსტად იგივე გეგმას მიყვა რაც ზუკას ასწავლა..- სწრაფად შემომდო ძლიერი ხელი წელზე და მთელი ძალით მიმწია თავისკენ, წონასწორობა დაკარგულმა ორივე ხელი მკერდზე დავადე და მზერა ავარიდე. - მეორე ხელით სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია და ნელა შემიცურა თმაში. - ვგრძნობდი საქმე საითაც მიჰყავდა, გიჟივით დამიწყო გულმა ფართხალი, ბაგეები ერთმანეთს დავაშორე რომ ჰაერი როგორმე ფილტვებამდე ჩამეტარებინა. თვალისდაუხამხამებლად დამყურებდა ტუჩებზე და ვგრძობდი წუთი-წუთზე მისი ცხელი და წითელი ბაგეები ისევ შემეხებოდა. ნელა დაიხარა ჩემკენ და ცხელი სუნთქვა დამაფრქვია ტუჩებზე, ინსტიქტურად დავხუჭე თვალები და მის ბაგეებს ჩემი შევაგებე. აქამდე მკერდზე დაწყობილი ხელები სურვილს აყოლილმა შემოვხვიე კისერზე, არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ჩვენი ერთობრივი სიგიჟე , მაგრამ გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე როცა დემნამ ჩემი ტუჩების და ენის ტანჯვა შეწყვიტა.. - ახლა შენ სცადე მიდი - მისმა ხმამ გონს მომიყვანა და გაოგნებულ ზუკას და სალომეს მაშინვე ზურგი ვაქციე. - ეს საჭიროა? მასე მეც უნდა ვაკოცო?- - შენი ნებაა, თუკი ფიქრობ რომ კოცნა საყვარელ ქალს შენკენ მოატრიალებს აკოცე, თუკი გგონია რომ შეხება და ალერსი ისევ დაგიბრუნებს მის თავს ასეც მოიქეცი, შენ უნდა ითამაშო.. - ავადმყოფი ხარ - განერვიულებულმა მივახალე სწრაფად და სირბილით გავედი დარბაზიდან. საგრიმიოროში ვიჯექი სარკის წინ , ხელები სახეზე მქონდა მიფარებული და მგონი არც კი ვსუნთქავდი. ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს, ვერ ვიაზრებდი რომ საკუთარი სურვილით გადავდგი მისკენ ნაბიჯი. ცხელი ცრემლები ლოყებზე ჩამომიგორდა და აწკრიალებულ ტელეფონს დავხედე.. - დედიკო დედააა - ევას ხმამ მაშინვე მომიყვანა ხასიათზე და ცრემლები ხელის ზურგით მოვიწმინდე.. - დედიკო, შეიძლება დღეს დეიდას გავყვე? - სად ევა? - რაც შეიძლება მშვიდად ვუთხარი რომ გატეხილი ხმა ვერ შეეტყო. - მაღაზიებში წავიდეთო, თეკაც მიდის და მეც წავყვები.. - წადი , თუ წაგიყვანს და არ გაააბრაზებ. ჭკვიანად მოიქეცი .. - მიყვარხარ დეე.. - მეც ძალიან , ევა იცოდე არაფერი აყიდინო თორემ გაგიბრაზდები.. - კარგი დე. - ბედნიერმა მიპასუხა და ტელეფონი გამითიშა. ჯერ სულ პატარა იყო. ყოველი შემთხვევისათვის ჩემთვის პატარა, აბა ათი წელი რა იყო.. მაგრამ როგორც დიდი გოგო მუდამ ასე იქცეოდა, პირველად ოთხი წლის იყო მამაზე რომ მკითხა, გაკვირდებული მოვიდა ბაღიდან , აცრემლებული თვალებით შემომხედა და მკითხა მამა სად იყო. - იმ წამს სულაც არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა , ყოველ ღამით ზღაპრებს ვუყვებოდი მამაზე, რომ ყველაზე კარგი, თბილი და მოსიყვარულე მამა ჰყავდა ევას და რომ ერთ დღეს აუცილებლად მოვიდოდა. ისე ლამაზად ვფუთავდი ამ ტყუილს, საკუთარი ტყუილის მომსწრე თავად გავხდი , ახლა მამამისი აქ იყო და ვერაფრით ვხვდებოდი რა როგორ უნდა გამეკეთებინა. კარის დაკეტვის ხმაზე საკუთარი ფიქრებიდან გამოვერკვიე და კარებზე აკრულ დემნას გავხედე.. - რას აკეთებ? - გაბრაზებულმა ვკითხე და მისკენ დავტრიალდი.. - გიყურებ . - რას მელაპარაკები, ვერ დაგინახე. - აქ რას აკეთებ -თქო, ან რა მასკარადი მომიწყვე იქ.. - მასკარადი კი არა მასტერ კლასი იყო და რა არ მოგეწონა? - გაოგნებულმა მკითხა და ჩემკენ წამოვიდა.. - არ მომიახლოვდე გირჩევნია - პატარა ბავშვივით დავემუქრე და სწრაფად წავედი კარისკენ რომ მკლავში მომკიდა ხელი და წინ დამიყენა, მოულოდნელად დამატრიალა სარკისკენ და ზურგიდან ამეკრა, ზუსტად ვიცოდი ეს მისი საყვარელი პოზა იყო, ზუსტად ვიცოდი ამას იმიტომ მიკეთებდა რომ , მისი გაგიჟებული გულის ძგერა მეგრძნო. - დემნა გამიშვი - ბავშვივით გავიფართხალე, მაგრამ ამაოდ. - შეხედე ელენე, როგორც ადრე თერთმეტი წლის წინათ , ახლაც ისევ ამ საგრიმიოროში ვდგავართ, ახლაც ისევე გეკვრი ზურგიდან როგორც მაშინ, ახლაც ისეთივე გაოცებული სახე გაქვს როგორც მაშინ გქონდა. მოვდიოდი და ვფიქრობდი რომ ყველაფერი უფრო მეტად მარტივი იქნებოდა, რომ ქალი სახელად ელენე ლაშხი ჩემთვის ცარიელი ადგილი იყო. მაგრამ დაგინახე და არ ვიცი რა მოხდა, საკუთარი თავი ისევ დავკარგე.. იცი როგორ მომენატრე? ყელზე დამაფრქვია ცხელი სიტყვები და ერთიანად გამიფართოვდა თვალები. - შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელიც ვერ დავივიწყე . - არ ვიცი ალბათ კიდევ თერთმეტი წელიწადი რომ გავიდეს, მაინც ვერ დაგივიწყებ, იმდენად დიდი კვალი დატოვე ჩემში .. - რა სისულელეს ამბობ დემნა - ძლივს მოვახერხე სიტყვების გადაბმა და საკუთარ ანარეკლს დავაკვირდი.. - სისულელეს კი არა სიმართლეს ვამბობ. დააკვირდი საკუთარ თავს, შენს გულს ჰკითხე რა უნდა. ჩვენ ერთად იმდენი რამ გამოვიარეთ, იმდენი დრო დავკარგეთ, ახლა ისევ გვეძლება შანსი ყველაფერი გამოვასწოროთ. - ყველაფერი გვიანია დემნა - ჩუმად ჩავილაპარაკე და ხელები გავაშვებინე. - ის რაც იყო გუშინ, ის რაც დღეს გააკეთე, არაფერს არ აქვს აზრი, ყველაფერი გვიანია. მე შევიცვალე, შენც აღარ ხარ ის დემნა. - რა შეიცვალა ელენე? შენს ცხოვრებაში სხვა მამაკაცი არსებობს, სხვა გიყვარს? - ამღვრეული თვალებით ჩამხედა თვალებში და მზერა მაშინვე ავარიდე.. - არავინ არაა - გადაჭრით ვუთხარი და კარადისკენ წავედი ქურთუკის გამოსაღებად. - მაშინ გვიანი არ ყოფილა, მაშინ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი.. - არანაირი შანსი ! - გთხოვ, თავი შორს დაიჭირე , გთხოვ !- ბრძანებანარევი ტონით ვუთხარი და დერეფანში გავედი.. საკუთარ ფიქრებში გართული მივდიოდი კაბინეტამდე . ერთი სული მქონდა მისი არსებობა დამევიწყებინა ამისათვის კი უნდა წავსულიყავი, საყვარელ ადგილას, იქ სადაც მარტო მე და ჩემი გრძნობები ვიყავით ხოლმე მუდამ. ჩემი ცხოვრების თერთმეტ წელიწადში, რამდენჯერ ვცადე ცხოვრების თავიდან დაწყება.. რამდენჯერ მოვინდომე რომ სხვა მამაკაცი შემომეშვა, მაგრამ ვერ შევძელი.. ერთადერთი რაც გამომდიოდა ეს ფლირტი იყო.. ამის გამო არავინ გამკიცხავდა , ვერავინ მეტყოდა რომ მათ გულებში ადგილს ვიმკვიდრებდი, რომ მათით ვთამაშობდი. ეს უბრალოდ მე მჭირდებოდა, მჭირდებოდა იმისათვის რომ თავი ქალად მეგრძნო, ეს რაღაც ძალას მაძლევდა, რაღაც სტიმულს რომ შემექმნა ახალი . რომ ახალი ენერგიით ავსებულიყავი, იმისათვის რომ მეთამაშა, რომ მაყურებლამდე მიმეტანა ის რაც ჩემში იყო... გარეთ საშინლად წვიმდა. გამოხსნილი ფანჯრების წინ ვიდექი თვალებდახუჭული და თინეიჯერი გოგოსავით ვისვამდი თითებს ტუჩებზე. ჯერ კიდევ ვგრძნობდი მისი სხეულის სითბოს.. მიუხედავად იმისა რომ დეკემბერი იდგა, ჩემში რაღაცა იწყებდა ყვავილობას. ჩემში ფერადი ყვავილები იწყებდა გაშლას. აქამდე ჩემში არსებული თეთრი ფურცელი რომელიც შევსებას და შეფერადებას ელოდებოდა ნელა-ნელა იწყებდა შევსებას, ნელა- ნელა ფერადდებოდა. საკუთარ ქცევაზე გამეღიმა, ტუჩები ერთმანეთს დავაჭირე რომ როგორც მჩვევია ნერვიული სიცილი არ დამეწყო.. მივხვდი რა მაკლდა.. მივხვდი რა მინოდა.. ახლა შემეძლო საკუთარი თეთრი ფურცელი , მოვარდნილი ემოციებით და ვნებებით შემევსო.. ** - აბა როგორ ჩაიარა კასტინგმა? - მხიარულად ჰკითხა თამომ და მაზლს გახედა.. - სხვათაშორის ცოტა გაოცებულიც კი ვარ, ასეთი ნიჭიერი ბავშვები თუ დამხვდებოდნენ არ მეგონა. - ვიფიქრე მათთვის რთული იქნებოდა ასე უცხო ხალხის წინაშე თამაში თამო, მაგრამ ჯერაც ვერ მოვდივარ გონს.. - ანუ აარჩიე უკვე? - ზრდასრულებს დიდად არც ისე ვარჩევდი ხო იცი, გიორგის იმდენი მსახიობი ჰყავს, მათთან ვიმუშავებ , ყველაზე მეტად ბავშვები მინდოდა მენახა. ორი გოგონა განსაკუთრებით მომეწონა. აი ახლა ვზივარ და ვფიქრობ რომელი მათგანი უფრო კარგი იქნება როლზე დასამტკიცებლად. - არ ვიცი, მაგ ამბავში მე არ გამოვდგები ხო იცი.. რომელიც შენს გულთან უფრო ახლოსა ის აირჩიე დემნა- ღიმილით უთხრა მამაკაცს და მხარზე ხელი დაუსვა.. - ვერ წარმოიდგიენ როგორ ვნერვიულობ, ისეთი სათუთები არიან . აქამდე ბავშვებთნ არასოდეს მიმუშავია. ოდნავ ხმამაღალი სიტყვაც კი თვალებს უსველებთ, მათთან ძალიან რბილი მაგრამ ამავდროულად მომთხოვნი უნდა იყო. შენიშვნის მიცემა აბნევთ. ახლა წარმოიდგინე რა ხდება ყველა ზის და ელოდება საბოლოო შედეგებს. მე კიდევ მხოლოდ ერთი უნდა ავირჩიო. - მესმის, ლაშუკაც ასეა, მიუხედავად იმისა რომ მალე თოთხმეტის ხდება, როგორც კი შენიშვნას მისცემ მაშინვე იბუტება. საოცარი თაობა იზრდება დემნა. ჩვენ ასეთები არ ვიყავით. როგორ გავბედავდი მშობლისთვის სიტყვა შემებრუნებინა ან მათი ნათქვამი არ გამეგო..ამათ კიდევ ათჯერ ნათქვამი არ ესმით. - ჩვენ ბნელი პერიოდის თაობა ვართ თამო. ესენი თანამედროვე ბავშვები არიან. სხვა გარემოში იზრდებიან, სხვა პრიორიტებები აქვთ. რომ გენახა როგორ თამაშობდნენ, როგორ იაზრებდნენ რა უნდა გაეკეთებინათ,აი ახლაც კი გაოცებული ვარ. - აი ტატოც მოვიდა - წამოდი ახლა ვივახშმოთ, შენს დაღლილი ჩანხარ , თქვენ ისაუბრეთ მე კიდევ ლაშას დავაწვენ - თბილად უთხრა დემნას და სამზარეულოსაკენ გაუძღვა. არსებობს წინათგრძნობა? - დემნა თაბაგარისათვის არა !. „ნაბოდვარია, მონაჩმახია - ეს რა სისულელეა. მსგავსი რამის დაჯერება როგორ შეიძლება. კარგი რა ელენე როგორ დავუჯერო ვარსკვლავებს როცა მე თავად ვარებობ, იმათ იციან რა მოხდება ხვალ თუ რამეს გავაკეთებ და მე არა? რა წინათგრძნობა, რა სიზმარი, ნამდვილი ბავშვი ხარ „- ყოველ ჯერზე ერთი და იგივე პასუხებს იღებდა ელენე.. არსებობს კი ნამდვილად წინათგრძნობა? - ახლა ამაზე პასუხი არ ჰქონდ დემნას, რაღაცას გრძნობდა, რაღაც მაგიური ძალები ეუბნებოდა რომ ეს ლურჯთვალება ბავშვი აუცილებლად უნდა აერჩია. რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შეცდომას დაუშვებდა. რაღაც იზიდავდა ამ პატარისაკენ მაგრამ რა თავადაც ვერ ხსნიდა. არსებობს კი ის წინათგრძნობა, თუ მხოლოდ ჩვენი ძლიერი წარმოსახვის უნარია. იქნებ უბრალოდ ისაა რისიც გვჯერა ან გვინდა რომ გვჯეროდეს. იქნებ არც არაფერი არსებობს და უბრალოდ ეს ბავშვი მეორეზე უფრო მეტად ლამაზია, მაგრამ არა ამას ვერ დააჯერებს თავის თავს, შეცდმა იქნება, ბავშვების წინაზე არ იქნება მართალი , მეორე გოგონაც უზადოდ ლამაზია, თუმცა... - დემნა რა გჭირს, არ მისმენ? -ძმის ხელის შეხებაზე, დაბნეულმა აიხედა და რამოდენიმე წამს თვალები მაგრად დახუჭა. - ცუდად ხო არ ხარ, რა გჭირს, ისევ უძილობა? - არა ტატო, ფიქრებში გავერთე და სულ ესაა. - მეგონა ტრანსში იყავი, რამდენი ხანია გეძახდი იცი? რამე ხდება? - ხდება.. - არ მითხრა, ვიცი რაც ხდება, ელენე ხდება არა? - ხო ელენე ხდება !- ბრაზმორეულმა უთხრა ძმას და აივანზე გავიდა. როგორ მონატრებია თბილისის სიცივე , არა აქ სულ სხვანაირი ზამთარი იცის, ხან საშინლად ცივა, ხანდახან ისე დააჭერს მზე გინდა აქამდე ტანზე მოდებული ქურთუკი სადღაც შორს მოისროლო . აქ ამინდიც კი ადამიანის ხასიათს გავს. - რაღაცა ამერია, ასე არ ვგეგმავდი ძმაო - დანანებით თქვა და თავი ნერვიულად გაიქნია. - იმდენი წელიწადი გავიდა, აქამდე ოჯახიც უნდა შეექმნა, შვილები ჰყოლოდა , მზრუნველი ქმარი, მან კი დაბნეულმა მითხრა არავინ მყავსო. - იცი იმ წამს რა ვიგრძენი? - ვიგრძენი რომ ეს ქალი საშინლად მიყვარს ტატო, მიუხედავად იმ ტკივილისა ,მიყვარს. - მაგ ლოგიკით თუ მიდიხარ, შენც უნდა გყავდეს ოჯახი დემნა. ეგ არაფერ შუაშია ძმაო. რა ჯობია მაგას, თუკი მასაც არავინ ჰყავს, ისიც მარტოა, იქნებ ყველაფერი თავიდან დაგეწყოთ. დარწმუნებული ვარ არც ელენე იქნება გულგრილი შენს მიმართ. - მეშინია რომ თუკი ყველაფერი კარგად იქნება, ისევ არ იქნება მყარი თავის გადაწყვეტილებაში, ისევ გამიშვებს, ისევ მარტივად გამიშვებს ხელს, და მეორედ ამას ვეღარ გავუძლებ, არავინ არ იცის რა გადავიტანე იქ ტატო. ახლაც კი როცა მის გვერდით ვარ, ისეთი დამფრთხალი მიყურებს, ვერ ვხვდები რას ელოდება ჩემგან, რა უნდა ძმაო ვერ ვიაზრებ. ხან დაუცველი ბავშვივით ჩემკენ მოიწევს ხან ხელს მკრავს, ფიქრისგან თავი მისკდება უკვე - მაგრად მიიჭირა ხელები საფეთქლბზე და ძმას გახედა.. - მესმის..- მშვიდად გაეპასუხა და ხელი შემოხვია ძმას.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.