ელფერის სასახლის ქურდი (თავი 16)
_ ელფერიიი?! შეენ! ბოდიში, მაპატიე... _ კაცი მისკენ დაიძრა და ხელები გაუხსნა. _ თავისუფალი ხართ, ქალბატონო... _ ქალბატონი არა, შენ ჩემი ძმის მეგობარი იყავი და მიპატიებია! მაგრამ ახლა ჩემს მხარეს იქნები! და არ გაამხელ, ვინ ვარ სინამდვილეში! მხოლოდ ფაბიმ და ელეონორამ იციან ვინც ვარ! _ გპირდებით, ამას არ გავამხელ. _ პირადად ვინ გიბრძანა, არ იცი?! _ არა... _ ფული მანახვე..._ თქვა ქალმა და ფულს დახედა, ჯერ დააკვირდა და ფულზე დანიშნული წარწერები შენიშნა. _ წერილი დაწერე! თქვენი ბრძანება შევასრულეთ, ბატონო ელიან და ქალბატონი ფერი მოვიშორეთ! ტყეში ხეზე ზურგი იტკინა, მაგრამ არ უწვალია... და პირადად ბატონს მიეცი ხელში! მხოლოდ მას! და ეს კაბაც _ ფერიმ კაბას მოახია, კაცს მიაწოდა, ზედ კულონი და თმისამაგრიც დაადო. _ იცოდე, ეს ყველაფერი მხოლოდ ბატონს მიეცი! არა! _ თქვა უცებ: _ მე შევიპარები და თვითონ მივუტან! შენ მაგ ფულით ოჯახი დაიცავი. თუ გკითხეს, ჩემზე უთხარი, მოვკალი და ჩანჩქერში გადავარდა-თქო! ახლა კი აქ ცოტა ხანს დავრჩები და მერე წავალ! შენც წადი! _ მაპატიეთ, ქალბატონო ელფერი... _ ახლა ფერი მქვია! მიპატიებია და ეს ჩვენ შორის დარჩეს! _ თქვა და კაცს დაემშვიდობა. უკვე ღამე იყო, როცა ფერიმ ქოხი დატოვა, ჩანჩქერისკენ წავიდა და გვირაბში ჩავიდა თუ არა, ჩუმად შევიდა საიდუმლო ოთახში. იქიდან თავის ოთახში შეიპარა, წერილი და კაბის ნაგლეჯი, თმის სარჭი და კულონით ელიანის დივანზე დადო, უკან გამოვიდა და კედელს მიეყრდნო. იქვე ჩაიკეცა და ატირდა. ჩემი სასახლისგან შორს ყოფნა ნუთუ ისევ მომიწევს?! აქ ამ საიდუმლო გვირაბში! უფრო მეტად მძულხარ და ვერ გიტან! ელიანი კლარას ოთახში დააწვინეს. ექიმმა ჭრილობიდან ტყვია ამოუღო. კაცი მკერდშიშველი იწვა ლოგინზე. კლარა, ფერნანდა, რაფაელი და კამილა ერთად იყვნენ ოთახში და ექიმს მისჩერებოდნენ შეშინებულები... ფერიმ ჩუმად გაიხედა აივნიდან, უცბად ხელები იგრძნო პირზე. ფაბი იყო. კაცმა შიგნით შეიყვანა ქალი. _ ფერი! რას გავხარ, სად იყავი?! _ ჩემი მოკვლა უნდოდათ, რობერტოს დაავალეს. მითხრა, ელიანმა დამავალაო! _ ფერი! ელიანი დაჭრილია! გავიგონე, შენს სახელს იძახდა და კლარაც გაიძახოდა, ფერი სადაა, მან ჩაიდინა ეს ყველაფერი, რადგან ელიანი მის გაგდებას აპირებდა სასახლიდანო! _ მერე ქალს ხელი წაავლო და მაშინვე აბაზანაში შეიყვანა. სახეზე წყალი შეასხა და როგორც კი ფერი გამოფხიზლდა, მისი ნახვა მინდაო, ითხოვა. ფაბი დაეხმარა ქალს და ჩუმად ანიშნა, კაცთან როდის შესულიყო. ქალმა ნაბიჯი გადადგა და ლოგინზე გაშოტილი კაცის სხეული დაინახა... მხოლოდ შარვალი ეცვა და უსულოდ ესვენა საწოლზე. კლარა ქოთქოთებდა: _ როგორ გაბედა იმ ქალმა! უნდა, რომ შენი თავი წამართვას! მე კი ძალიან მიყვარხარ! _ ფერიი... ფერიიი... _ ამოიგმინა ამ დროს ელიმ და ისიც უცებ დაიმალა ფარდის უკან. _ ფერიიი... ფერიიი... რატომ მესროლეე... სასახლიდან გაგდება რომ გიხსენე, იმიტო?.. რატომ, ფერიი... რატომ გძულვარ და გეზიზღები... რატომ მომკალი... რატომ მესროლე... _ ესმოდა ფერის და პირზე აიფარა ხელი. ცრემლები გადმოუგორდა და როგორც კი კლარა ზურგისკენ შებრუნდა, უცბად გავარდა ოთახიდან. ფაბიმ ხელი სტაცა და თავის ოთახში შეიპარნენ ორივენი. ფაბიმ ქალის დატოვებული ნივთები აიღო და მაშინვე ფერის მიჰყვა საიდუმლო ოთახისკენ. ფაბიმ მაშინვე დაწერა წერილები. ერთი ელაიანთან გაგზავნა, მეორე კი ქალაქში. ფერის ხელი წაავლო და თავის ოთახში ძალით შეიყვანა. ქალი ტიროდა და კაცის სიტყვებს სრულიად არ აქცევდა ყურადღებას. კაცმა ხელი მაგრად მოუჭირა და თვალებში შეხედა: _ ფერი! გამოფხიზლდი! ახლავე უნდა ჩაიცვა და აქედან წახვიდე! ქალაქში! ფერდინანდი დაგელოდება! გაიგონე, რასაც გეუბნები! _ არა! აქ მინდა ყოფნა! ეს ჩემი სასახლეააა! _ ფერი, ეს შენი სასახლეა თუ ელიანის, ამას მერე გაარკვევთ! შენ კი აქედან უნდა წახვიდე! _ არაა! არაა! არ მინდა აქედან წასვლა! _ ქალი ლოგინზე დავარდა და ისევ ატირდა: _ რომ მოკვდეს... მე მისთვის არ მისვრიაა... მას რომც დაევალებინა ჩემი მოკვლა, მე მას ვერ მოვკლავდი... _ ფერი... შენი სპილო კლარამ მოწამლა! შეიძლება მან დაგეგმა ეს ყველაფერი თქვენს დასაშორებლად! მომისმინე, შენ აქ არ უნდა დარჩე! _ დარწმუნებული ხარ?! ჩემი სპილო მართლა კლარამ მოკლა?! _ დაიყვირა და კაცმა უცბად ააფარა პირზე ხელი: _ ჩუუ ნუ ყვირი... _ ელიანს ეს უთხარი?! მოუყევი ეს ამბავი?! _ არა... ვერ მოვასწარი. _ დამპირდი, რომ არ ეტყვი! მათ ერთმანეთი უყვართ! მას ის ქალი უყვარს! მისი დასჯა არ შეუძლია... არ უნდა და არც დაუსჯია ჩემთვის დაბრალებული დანაშაულების გამო! შენ მას ამას არ ეტყვი! _ არ ვეტყვი! მაგრამ შენ აქედან წახვალ ფერდინანდთან! _ დაითანხმა ბოლოს ქალი და სასახლიდან ჩუმად გაიყვანა... კლარა და ფერნანდა ელიანის ლოგინზე ჩამომსხდარიყვნენ. კლარა ტიროდა, დედამისი კი ცივ ტილოებს აფენდა კაცს შუბლზე... სიცხე მატულობდა და არ იკლებდა. კაცმა რამდენიმე საათში თვალები გაახილა. ორივე ქალი მის სხეულს მიეხუტა. ფერი ფიქრებში იძირებოდა: მისი კოცნაა... მისი ჩახუტებააა.. .ის მთელი ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა და კალისტოს ეხმარებოდა საქმეებში. ხეხილიც ისე დარგო, სანამ არ მორჩა, არ დაუსვენია... ოფლი ჩამოსდიოდა და მაინც აგრძელებდა მუშაობას... რამდენჯერ ჩუმად მივეპარე და შორიდან ვაკვირდებოდი. შეშაც დაჩეხა და დაალაგა. როგორ უვლიდა და ასუფთავებდა ცხოველების სადგომს, ისე წმენდდა, არც უფიქრია საქმის მიტოვებაზე! ის მათ დაეხმარა და მათ მიმართ კარგად იყო განწყობილი... შრომობდა მათთან, ყოველდღე საქმეს აკეთებდა და ამდენს შრომობდა, ოფლის და დაღლის მიუხედავად მაინც აგრძელებდა მუშაობას დაღამებამდე... არა, ეს არ უნდა მომხდარიყო! მე სხვა რამ მინდოდა.... ჩემი სასახლე და ოჯახთან ერთად ისევ აქ დაბრუნება... _ შეფიქრიანებული მიდიოდა ქალი ქალაქისკენ და ცრემლებს იწმენდდა: _ როგორ ვესროდი მას... მე ის შ... არაა! არაა! არაა, ფერიიი! ეს არ შეიძლებაა! არ შეიძლებაა! მას არ უყვარხარ... მას კლარა უყვარს... _ ამ დროს ფაბიმ ხელი მოკიდა მკლავში. ფერდინანდი დაინახა თუ არა, ფერი მაშინვე ჩამოვიდა მანქანიდან და კაცს ჩაეხუტა. ფაბი ორივეს დაემშვიდობა და წავიდა... *** _ შვილო... შვილო... როგორ მიხარია თვალებგახელილს რომ გხედავ... როგორ შემაშინე... _ დაიყვირა ფერნანდამ და შვილს ხელები მოხვია. _ ელიან... როგორ გაბედე ჩემი მიტოვება, როგორ... მე ხომ მიყვარხარ... _ იკივლა კლარამ. _ კარრგადდ ვარრ... _ ამოთქვა ძლივს და თვალები ისევ დახუჭა. მაშინვე გაახსენდა ჩრდილში მდგომი ფერი. _ ეს როგორ გამიკეთე... ასე მკაცრად როგორ მომექეცი... სიძულვილის გამო! ზიზღის გამო! ნუთუ ის კოცნა დამშვიდობების იყო! ნუთუ ასე წავიდა ჩემგან, ასე უნდოდა ჩემი მოშორება! ერთი კოცნა გაიმეტა დამშვიდობების და მომიშორა! _ ხელები მომუშტა და თვალები ისევ გაახილა. _ სად არის?! სად არის, დედააა?! _ ფერი, შვილო?! _ ფერი! _ დაიყვირა უცბად კლარამ და კაცს შეხედა: _ გაიქცაა! არსად არ არის! შენ გესროლა და გაიქცა! _ კმარააა! გადით აქედან! _ დაიყვირა კაცმა და ფერისთან ყოფნის ბოლო ფრაგმენტები კვლავ წარმოიდგინა. როგორი ბედნიერი ღიღინებდა... ნუთუ იმ დროს უკვე ფიქრობდა ჩემს მოშორებას! მე ხომ შემიყვარდა! ასე როგორ მომექცა! როგორ გაიმეტა ჩემი გული და სული ამ ტკივილისთვის! ფერი! შენ ვერ წახვალ, ასე ვერ მიმატოვებ! _ ელიან! მან შენ გესროლა! გესროლა! შენ მას სძულდი, ეზიზღებოდი და თავიდან მოგიშორა. სანამ შენ დაასწრებდი აქედან გაგდებას, მან მოგიშორა! ფერიმ შენ გესროლა. იფიქრა, რომ მოგკლა და გაიქცა! _ ამიხსენით, რა ხდება! _ მოისმა ეზოდან ხმა და ორივე ქალი მაშინვე გავარდა გარეთ. კლარა უცბად მივარდა მოსულებს და დაუყვირა: _ სად არის თქვენი მკვლელი ქალიშვილი! მან ელიანს ესროლა და გაიქცა! _ ჩემი და ამას არ იზამდა! ამას ის ვერ ჩაიდენდა! ტყუილად სდებთ ბრალს! _ სად არის ელიანი?! _ დაიყვირა ელაიანმა და ფერნანდას შეხედა. ქალმა ოთახი აჩვენა და კაციც მაშინვე შიგნით შევარდა. ელიანმა მზერა შეავლო სიმამრს და იქ შემოსულებს. _ ფერი ამას არ ჩაიდენდა! _ ამოიხვნეშა მამამ და კაცის სხეული შეათვალიერა: _ ფერიიმ გესროლათ?! მისი სახე დაინახეთ?! _ არ დამინახავს... _ თქვა კაცმა ჩუმად და დაახველა. _ ამას ფერის გარდა არავინ ჩაიდენდა! ის ქალი რაც აქ მოვიდა, სუყველაფერი არია! ის ქალი მკვლელიააა! _ წამოიყვირა კლარამ და მტრულად გადახედა ახალმოსულებს. _ მკვლელი აქ მხოლოდ შენ ხარ! _ გაისმა ამ დროს ხმა და ყველამ უკან გაიხედა. ფაბიმ ქალს ხელი წაავლო და მაგრად დაუჭირა მაჯა: _ შენ ხარ მკვლელი! შენ მოკალი სპილო! _ ფაბიიი... რას ამბობ?! _ თქვა ძლივს ელიანმა და ორივეს გადახედა. _ ამ ქალმა მოწამლა სპილო. მხოლოდ ეს ქალია აქ მკვლელი და მატყუარა! _ ფაბი! მე რატომ არ მითხარი ეს?! _ ამოიკვნესა ელიმ და წამოიწია ლოგინიდან თუ არა, დედამისი მივარდა: _ შვილო... ჯერ სუსტად ხარ და დამშვიდდი... _ ვაპირებდი, მაგრამ ეს ამბავი მოხდა და ვერ მოვასწარი! თანაც ფერიმ მთხოვა არ მეთქვა, არ უნდოდა გტკენოდათ, რადგან ეს ქალი გიყვართ! _ კმარა! სადაა ჩემი და?! ის არაფერს არავის დაუშავებდა! სად არის ჩემი და! _ გაცოფდა ანხელი. _ ფერიი... _ ამოიხვნეშა ფაბიმ და ლოგინზე დააგდო ქალის კაბის ნაგლეჯი, წერილი და მისი ნივთები. _ ფერი მოიტაცეს... ეს წერილი ვნახე და მისი ნივთებიც... _ თქვა კაცმა და ძმა უცბად დასწვდა წერილს. წაიკითხა თუ არა, მამამ გამოსტაცა, იმანაც წაიკითხა და ფილიპემ და ფელისიამაც. უცებ ელაიანი წაბარბაცდა. _ მამააა! მააამააა! ელაიან! _ დაიყვირეს ერთხმად და იქვე დივანზე დასვეს კაცი. _ შენ ჩემს დას რა უქენი! რა უქენი ჩემს დას! _ დაუყვირა ანხელმა ელის, მაგრამ ჭრილობა დაინახა თუ არა, ხელი გაუშვა მის მკლავს. _ მანახეთ ეს წერილი! _ დაიყვირა ელიანმა და ფილიპემაც მიაწოდა. `თქვენი ბრძანება შევასრულე, ბატონო ელიან და ქალბატონი ფერი მოვიშორე! ტყეში ხეზე ზურგი იტკინა, მაგრამ არ უწვალია... ჩანჩქერში გადავარდა სისხლიანი~... ელიანმა წაიკითხა და დაიყვირა: _ არაააა! არააა! მე ეს არ ჩამიდენიააა! მე მისი მოტაცება არ დამივალებიაა! ის! ის... არ მოკვდებოდააა... _ თვალები დახუჭა და ქაღალდი ხელში მოჭმუჭნა. _ ეს შეუძლებელია! ის მკვდარი ვერ იქნებაა! ვერაააა! _ იყვირა. დედამისმა გააკავა: _ შვილო, დამშვიდდი, დამშვიდდი! ის კარგად იქნება... მჯერა, რომ კარგად არის... _ ის არ დამტოვებდა! _ თქვა ძლივს კაცმა და წამოდგომა სცადა. _ ფერიიი! ფერიიი! სად არის ფერიიი! ფერიიი! მოძებნეთ! ის არსად წავიდოდააა! ოთახში ნახეთ! საჯინიბოში! სპილოებთან! ჩანჩქერთან! _ შვილოო... დამშვიდდი... ფერი გამოჩნდება, ის არ წავიდოდა... მან პირობა დადო, რომ ცუდად არ მოგექცეოდა! ის არსად გაიქცეოდა, მაგრამ იქნებ მოიტაცეს. იქნებ ვინმემ მართლა მოკლა... _ თქვა ქალმა და შეძრწუნებულმა პირზე აიფარა ხელი. ფელისიას გული წაუვიდა და ახლა მას მივარდნენ ყველანი. ფაბის ისევ ხელი ჩაეჭიდა კლარასთვის და არ უშვებდა. _ აღიარე შენი ტყუილები! აღიარე! _ არაააა! არააა! ფერი არ მოკვდებოდააა! ის არ მოკვდებოდააა! _ დაიყვირა ანხელმა, ხელი გაიქნია და ოთახში ყველაფერი დალეწა, მაგიდა აატრიალა, ყველაფერი გადმოყარა თაროდან. უცებ ჰაერში ფულის კუპიურებიც აფრიალდა... ფაბიმ ფულს ხელი წაავლო და ყურადღებით დააკვირდა... _ ეს! ეს! საიდან გაქვს ეს ფული, საიდან გაქვს! _ დაუყვირა კლარას და ყელში ჩაავლო ხელი. _ კმარა! ფაბი! გაუშვი ხელი! _ დაუძახა ელიანმა და ლოგინიდან წამოიწია. _ ფერის მოშორება მე არავისთვის დამივალებია! ახლა მთავარი მისი მოძებნაა! ყველამ უნდა მოვძებნოთ! _ დაიყვირა და წამოდგომა სცადა, მაგრამ მამამისმა არ დაანება და ძალით გააჩერა ლოგინზე. _ ახლავე გავარკვევთ, ეს ქალი სხვას რომ აბრალებს მკვლელობას, თვითონ რამდენი რამე ჩაიდინა! ეს ფული საიდან გაქვს! _ დაუყვირა ფაბიმ კლარას და ხელი მოუქნია. კლარა ძირს დავარდა და ტირილით დაუძახა ელიანს, მიშველეო. _ საიდან გაქვს ეს ფული! _ არ ეშვებოდა ფაბი, რომელსაც ანხელი იჭერდა. _ ნათესავმა გამომიგზავნა! _ ეს ფული ჩვენია! ჩვენი მოსახლეებისაა და არა შენი ნათესავის! ჩემი პირით ვუთხარი ყველას, ფული დაენიშნათ! _ გაგიჟებული ფაბი მეგობარს ხელიდან დაუსხლტა და ფულს დასწვდა: _ აი, ეს ნიშანიი მე დავადე, მე და ჩემმა მეზობლებმა! ეს ფული ჩვენია! წლებია გვქურდავდი! ჩვენ კი გვეგონა, რაფაელს და ელიანს ვაძლევდით! მაგრამ თურმე შენ გვქურდავდი! ამ ფულით დასეირნობდი ქალაქში და ძვირფასეულობას ყიდულობდი! გამოტყდი! _ ბიჭმა ქალს ისევ ხელი მოუქნია. _ ფაბი! კმარა! _ გააჩერა ფილიპემ და კაცს ქალი გააშვებინა. _ მე არაფერი დამიშავებია... ეს ფული ნათესავმა გამომიგზავნა... _ კმარა! _ დაიყვირა ელიანმა და ყველას გაჩუმება უბრძანა. ფული მოითხოვა და თვითონაც გადასინჯა, თავისი დანიშნული ფულიც ნახა და მოხუცი ცოლ-ქმრის აკანკალებული ხელით დანიშნულიც. მერე კლარას გადახედა: _ კლარა! ახლავე თქვი სიმართლე! _ მე არაფერი დამიშავებია ელიან... მე შენ მიყვარხარ... მხოლოდ მე მიყვარხარ... ყველა ტყუილს გეუბნებაა... ყველა გატყუებს, უნდათ, რომ შენთან დამაშორონ... არ დაუჯერო მათ... მე შენ მიყვარხარ და შენთან მინდა ყოფნა... მიყვარხარ... _ ფერი დაისაჯა! ახლა შენი ვალია, ელიან, ახლავე გაარკვიო სიმართლე და კლარა დასაჯო! შენ ის არ დაგისჯია თავისი ტყუილების გამო! შენ ფერი უდანაშაულოდ დასაჯე! ვინ იცის, ახლა სადაა და როგორ! სულ მას სჯიდი და არა ნამდვილ დამნაშავეს! ერთი წელია ამ ფულს ჩვენ სასახლეს ვუხდით! არასდროს გიფიქრიათ, რატომ დადის აქ მხოლოდ დედაჩემი ქალბატონთან და მეტი არავინ?! რატომ უჭირს ხალხს და მაინც არაფერს გთხოვთ?! იმიტომ, რომ თქვენ ფულს გიხდიდათ ამდენი ხალხი, თანაც არც ისე ცოტას! ახლავე გავარკვევთ სიმართლეს! იმასაც, რაც ფერის დააბრალეს! _ ფაბიმ კლარას ხელი ისევ სტაცა და ელიანის წინ დააყენა. _ აღიარებინე და დასაჯე! მოიქეცი ისე, როგორც ფერის მოექეცი! ახლა ნამდვილი დამნაშავე დასაჯე! _ შვილო, ახლა ამის დრო არ არის, ახლა ელიანი ცუდადაააა... გთხოვ, ფაბი, შვილო... _ არააა! _ დაუყვირა ბიჭმა ფერნანდას და ელიანს შეხედა: _ მოიქეცი სამართლიანად! ელიანმა ამოიხვნეშა და ლოგინიდან წამოიწია. ქალს თვალებში ჩახედა და ანხელს მიუბრუნდა. _ ანხელ... როგორც გინდათ, ისე მოექეცით და აიძულეთ სიმართლე თქვას! წესიერების ფარგლებში! _ თქვა და თვალები დახუჭა. მერე ხელი წაავლო ქალს და ელიანმა თვალებდახუჭულმა დაიწყო: _ კლარა! ორსულად იყავი?! _ კი, ელიან, ამას როგორ მოგატყუებდი... დამიჯერე... მე შენ მიყვარხარ... _ გეყოფა, კლარა! ეს მეტჯერ აღარ მითხრა! იცოდე, სიმართლეს თუ არ მეტყვი, მე თვითონ გცემ! მიპასუხე, იყავი ორსულად თუ არა?! _ ბიჭებს გადახედა და ქალს ხელი ატკინეს თუ არა, ქალმაც წამოიყვირა: _ არაა, არ ვიყავიი! მოგატყუე, რომ ის ქალი მომეშორებინა! მისი ორსულობაც მე მოვიგონე! სპილოც მე მოვკალი! ბავშვიც მე გადავაგდე ჩანჩქერში! ტყეშიც მე გავუგზავნე მკვლელი! ის ქალი ყველაფერში ჩაერია! შენ მას სულ სხვანაირად უყურებდი! შენ მასთან სულ სხვანაირი იყავიი! მას უცქეროდი და მისით შორიდან ტკბებოდიიი! ის ქალი შენს თავს ვერ წამართმევს! მას სძულხარ და ეზიზღები! ახლა ვერ წამართმევს შენს თავს! ის მოკვდა! მე ვუბრძანე მისი მოკვლა! _ ამის გაგონებაზე ანხელმა ქალს ხელი რამდენიმეჯერ გაარტყა... _ კლარა! _ ელიმ ქალს შეხედა: _ მე ვიცოდი. გავიგე, რომ ორსულად არ იყავი და არ დაგსაჯე! ჩავთვალე, რომ ეჭვიანობდი და ამიტომაც მოიქეცი ასე, მაგრამ ამას აღარ გაპატიებ! _ იმ ქალმაც გატკინა, ელიან! ხომ ხედავ, როგორი სიძულვილით გიყურებს და ზიზღით! მე ასეთი მზერით არასდროს შემომიხედავს შენთვის! მე ყოველთვის ვზრუნავდი შენზე და მიყვარდი! გტკიოდა და შენთან ვიყავი! მან კი დაანგრია ჩვენი ურთიერთობაც და ყველაფერი! _ კლარა, ეს შენ დაანგრიე ყველაფერი! მე შენ გენდობოდი, შენ კიდევ ამდენი სისულელე ჩაიდინე! სპილოს, ტყუილებს, ყველაფერს გავიგებდი ეჭვიანობის გამო! მაგრამ ფერის რაღას ერჩოდი! რას ერჩოდი ქალს, რომელიც მომწონდა?! ახლავე გაეთრიე ამ სასახლიდან! გაეთრიე, შენი დანახვაც არ მინდა! _ ის ქალი შენთან ვეღარ იქნება, ელიან! შენ მხოლოდ ჩემი ხარ, ჩემიიი! მე ვართმევდი ფულს ამ ხალხს! შენ აქედან ვერ გამაგდებ ვერ გამაგდებ! _ დაიყვირა ქალმა. _ მე გესროლე! გესროლე, რომ ფერის დაბრალებოდა! ფერი აღარ დაბრუნდება, მას სძულდი და ეზიზღებოდი, მე მიყვარდი! ახლაც მიყვარხარ! _ შენი სიყვარულიი არ მჭირდება! _ დაიყვირა კაცმა. რაფაელმა დაიჭირა და ლოგინში ჩააწვინა შვილის მისუსტებული სხეული. ამ დროს ფერნანდა კლარასკენ დაიძრა, ქალს ორივე ლოყაში გაულაწუნა და დაუყვირა: _ ეს ფერის გამო და სპილოს გამო! _ მერე მესამეჯერ გაარტყა: _ ეს ელის გამო! ახლავე გაიყვანეთ აქედან, ქალაქში წაიყვანეთ და იქ დატოვეთ ორივე, ეგეც და კამილაც! _ არააა! არაა! _ დაიყვირა ელიანმა და ყველამ მისკენ მიიხედა გაკვირვებულმა. _ ჯერ არ დამისრულებია! კამილაც მოიყვანეთ! _ უბრძანა კაცებს და მამამისს მიუბრუნდა: _ კამილაც მომიყვანეთ და ეს ქალიც! _ ანიშნა კლარაზე და ისევ წამოიწია ლოგინიდან. მალე ორივე ქალი მის წინ იდგა. კლარა ცრემლებს ღვრიდა, მაგრამ ელიანი მის საუბარს აღარ აქცევდა ყურადღებას. იგი კამილას მიუბრუნდა: _ ახლავე მითხარი, ეს სასახლე როგორ იყიდე! ვის ემუქრებოდი! ვის წაართვი ეს სასახლე! მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ ორმა! გამეცი პასუხი! იცოდე, ჩემი ხელით მოვკლავ შენს შვილიშვილს! _ ჩემი შვილიშვილი ერთადერთი იყო, ვისაც უყვარდი! სამაგიეროს ასე გვიხდით?! შენ, ფერნანდა! _ მიუბრუნდა ელის დედას: _ შენ გინდოდა ქალაქიდან შორს სახლი და მეც დაგეხმარე! ეს სასახლე გიშოვე და აქ მთელი 20 წელიწადი ცხოვრობდით ბედნიერები! ჩემი დახმარებით ცხოვრობდით აქ მშვიდად, რომ ელიანს არაფერი დამართოდა! მისი ჯანმრთელობა ქალაქში საფრთხეში იყო! აქაური ჰაერი სჭირდებოდა და მეც დაგეხმარე! დაგეხმარე და ეს სასახლე მოგეცი! _ ეს სასახლე მე ვიყიდეე შენ მირჩიე და მეც ვიყიდე! _ თქვა ფერნანდამ და მისკენ გაიწია. _ ეს სასახლე ჩვენ ვიყიდეთ! _ მაგრამ არ გითქვამს, რომ ეს სასახლე ძველ მეპატრონეს წაართვი! თანაც ისე, რომ მისთვის არაფერი მიგიცია, ალბათ! ასეა?! მას ფული არ მიეცი?! _ ჩაერია საუბარში ისევ ელიანი და მკაცრად გადახედა ორივეს. კამილამ გაიცინა და ელიანს შეხედა: _ თქვენ მთელი 20 წელიწადი იცხოვრეთ ამ წართმეულ სასახლეში! ვინ იცის, რამდენი მტერი გყავთ სასახლის გარეთ და ის ოჯახიც! თქვენ ბედნიერები იყავით ამ სასახლეში! _ კმარა! შენი ხმის გაგონებაც აღარ მინდა! _ მიუბრუნდა კლარას ფერნანდა და სილა გააწნა: _ გაჩუმდი, შენი ხმა აღარ გავიგონო! _ მერე კამილას მიუტრიალდა და ზიზღით შეხედა: _ ვწუხვარ! რომ შენისთანა ქურდებს დავუჯერე და სახლში შემოგიშვით! ვწუხვარ! თქვენ ორის ასეთი სიძულვილის და ბოღმის გამოო! თქვენში მხოლოდ ეს ორი რამ დარჩა! მეტი ადამიანური არაფერი გაგაჩნიათ! ორივე ქურდები და მკვლელები ხართ! _ შემდეგ კლარას ეცა: _ სად არის ფერი! ვის დაავალე მისი მოშორება! ახლავე თქვი! _ არაფერს ვიტყვი! მას უკვე ვეღარ უშველით! _ თქვა ქალმა და გადაიხარხარა. _ ელიან! ახლავე ციხეში გავუშვათ ორივე! _ არა! _ თქვა კაცმა და ამოიხვნეშა. ელაიანს მიუტრიალდა: _ ფერის მაინც ვიპოვი! ცოცხალს თუ მკვდარს, მაინც ვიპოვი! ახლა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა უყოთ ამ ქალებს! ამის უფლებას თქვენ გაძლევთ! _ თქვა და ფეხზე წამოდგომა სცადა... _ ფილიპე... ფერის ოთახში ამიყვანე. _ ითხოვა და კაციც მის გვერდით დადგა. _ დედა, შენ და ქალბატონი ფელისია დამშვიდდით, ფერის მაინც ვიპოვი... _ კაცებს მიუბრუნდა და ყველას გადახედა: _ ამ ქალების არცერთი ნივთი აქ არ დავინახო და არც ეგენი დავინახო აქ ამ წამიდან! ფული კი, ფაბი, დაურიგე ისევ ხალხს... და გადაეცი, რომ ყველას ბოდიშს ვუხდი. ყველას პირადად ვნახავ და დავეხმარები, როგორც შევძლებ... ყველამ ელაიანს შეხედა. კაცს ჯერ ვერ გაერკვია, რა ექნა. რაფაელს მიუბრუნდა ბოლოს: _ მინდა მხოლოდ ის ვიცოდე, ფერი სადაა და ვის დაავალეს მისი მოკვლა... მერე კი ესენი ქალაქში წაიყვანეთ და იქ დატოვეთ... _ თქვა კაცმა და ოთახიდან გავარდა. ელიანი, დედამისი და ფილიპე ერთად გაემართნენ ფერის ოთახისკენ, უკან ჩაფიქრებული ფელისია მიჰყვებოდათ, რომელმაც უცბად ანხელს უჩურჩულა:. _ ანხელ... საიდუმლო ოთახში ნახეთ... ამასობაში ფაბი ჩუმად იყო, მაინც არ გაამხილა, რომ ფერი თვითონ გააპარა... ორივე ქალი გაკოჭეს... მათი ყველა ნივთი, ტანსაცმელი, სამკაულები ფაბიმ ყუთებში ჩაალაგა და გარეთ გაიტანა მეზობლებში დასარიგებლად. ღამესვე წაიყვანეს ორივე გაკოჭილი და თვალებახვეული... ორივე სულ სხვა ქალაქში დატოვეს, ცოტაოდენი ფული დაუტოვეს და მეტი არაფერი... ანხელი საიდუმლო ოთახში შესვლას ცდილობდა, მაგრამ კაბინეტიდან ვერ გააღო და გაბრაზებული დაფიქრდა პაროლზე, რომელიც ფერის უკვე შეეცვალა. ელიანი ფერის ლოგინზე იწვა დედის თხოვნით და ჭრილობაზე ხელს იდებდა. ქალი მის გვერდით იჯდა, ჭრილობას ხელახლა უხვევდა და ელიანის სახეს ისევ ცივ ტილოებს ადებდა სიცხის დასაგდებად. კაცი არეული იყო და მხოლოდ ფერის სახელს იძახდა თვალდახუჭული. ცოტა გვიან მომიხდა ატვირთვა, ბოდიშით ვინც კითხულობდით და ელოდებოდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.