შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ… (თავი 5)


30-08-2022, 17:02
ავტორი nensimila
ნანახია 1 153

ერთმა გადაწყვეტილებამ სრული ქაოსი მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. 27 წლის მანძილზე მშობლები მეგონა ის ვინც სინამდვილეში არავინ და არაფერი ყოფილან ჩემთვის. და ჩემი და? ღმერთო ნუთუ ანიტამაც იცოდა და არაფერი უთქვამს მას ჩემთვის . ვინ ვარ საერთოდ რას წარმოვადგენ? იქნებ საერთოდ ვიღაც წყალწაღებულის შვილი ვარ . ვერ ვიჯერებ . ასე როგორ მომექცნენ . ყველივე მათი ქცევა ჩემს მიმართ ამიტომ იყო განსხვავებული . რათქმაუნდა ალბათ ძალიან რთულია გაზარდო სხვისი ნაშიერი და უწილადო შენი საკუთარი შვილის სამყოფი. აუცილებლად გავიგებ რატომ მომექცა გიორგი ასე რატომ დამიმალა სიმართლე .
ჩემს წინ მუხლებზე დამხობილი ალექსანდრე იდგა რომელიც განუწყვეტლივ იმეორებდა მე მოვკალი ანიტა , ჩემი ანიტაო.
-დიახ შენი ბრალია . ყველაფერი ეს შენი ბრალია. შენ დაგვიმგრიე ცხოვრება მე და ჩემს დას. როგორ სუნთქავთ და როგორ ცოცხლობთ ასეთი ხალხი , ნუთუ გულს არაფერს აკარებთ . მდაბიო და უგულოები ხართ - სიტყვები რაც პირზე მომადგა ყველაფერი ვუთხარი . გამამწარეს ცხოვრება დამინგრიეს .
-შენი და არაა? მაგ პატარა და სულელ თავში ვერ შეუშვი რომ ანიტა შენი და არ არის? მისთვის არაფერს წარმოადგენდი , უბრალოდ ზედმეტად კეთილი იყო, ამიტომაც გედგა სულ გვერდში . განა მან არ იცოდა რომ მისი ბიოლოგიური და არ იყავი? უბრალოდ დაგიმალა . რადგან გული არ უნდოდა გტკენოდა . -იცოდა? რატომ დამიმალა ? მან ხომ ასე უფრო დიდი ტკივილი მომაყენა, თავზე ჩამომენგრა ყველაფერი. და მზის სხივი რომელიც სულ ოდნავ ანათებდა , სულ ჩამიქრეს. სიბნელეში დამტოვეს მარტო , და ალბათ , ოდესმე თავს დავაღწევს ამ ქაოს და ვაპატიებ ყველას იმ დანაშაულს რაც ჩემს მიმართ ჩაიდინეს , თუმცა გულში მუდამ იქნება ის წყენა მცირე რაოდენობით მაინც.
-ანიტას საფლავზე წამიყვანე სასწრაფოდ.მე არ ვიცი მისი საფლავი - ჩემდა გასაკვირვად მის საფლავზეც კი არ ვარ ნამყოფი გიორგიმ არ მითხრა სად იყო დასაფლავებული. ყოველთვის ყველაფერს მალავდა ჩემგან . ალექსანდრე გაკვირვებული მიყურებდა? რათქმაუნდა გაუკვირდებოდა საკუთარი დის საფლავზეც კი არ ვარ ნამყოფი .
-როგორ თუ არ იცი ? დის რომელზეც ასე გიჟდებოდი სად არის დასაფლავებული არ იცი? გიორგის ვერ კითხე? -მეკითხებოდა გაკვირვებული . ზოგჯერ მეგონა ტვინი ჩემს გარდა არავის უმუშავრბდა.
-უი როგორ დამავიწყდა მეკითხა. ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე? -გავიკვირვე და მანაც დაიჯერა. - შენი აზრით არ ვკითხავდი? -ბოლო ხმაზე ვყვიროდი - არ დამაინტერესებდა ჩემი დის დაფლვი ? რომ დავბრუნდი საქართველოში მოვიძიე თუმცა არავინ არაფერი მითხრა სად იყო დასაფლავებული. -და მაინც რატომ არ მითხრეს ? რათქმაუნდა ალბათ კიდევ რამეს მალავენ , ამ ხალხისგან არაფერი არის გასაკვირვი.
-ხომ მაგრამ არც მე ვიცი ზუსტად სად არის. მისი სიკვდილის ამბავი რომ გავიგე 2 კვირა უგონოდ ვიყავი. მდგომარეობიდან რომ გამოვედი გიორგისთან მივედი თუმცა მითხრა რომ სვანეთში დაკრძალეს. მასთან მისვლია უფლება ამიკრძალა . მეც არ გავჯიუტდი , ჩემთვის ისედაც აზრი არაფერს ქონდა , ქალი რომელიც მიყვარდა მომიკლეს და მამამისი მისი საფლავის სანახავადაც არ მიშვებდა რომ სააბოლოოდ დავმშვიდობებოდი . ამიტომ გადავწყვიტე სამაგიერო მისი მეორე ქალიშვილით გადამეხადა და ამიტომ მოგიყვანდ ცოლად. - მთელი სხეულით მაკანკალებდა , ისევ გამომიყენეს , ისევ თავისი მიზნების მსხვერპლი გამხადეს.-შენ რა გეგონა აბა მიყვარდი და მაგიტომ მოგიყვანე? ღმერთო ჩემო არ დაფიქრებულხარ შემეფერებოდი თუ არა შენ? ვერც კი მიხვალ ანიტასთან . ის სხვა იყო, შენ კი , შენ უბრალოდ შენ ხარ.- მთელი ზიზღით მელაპარაკა რაც კი გულში ქონდა ყველაფერი ამოაფრქვია. დიდად გულზე მისი სიტყვები არც მომხვედრია ბევრად უფრო დიდი საფიქრალი მაქვს ვიდრე ის მოვეწონები თუ არა ამ ხეპრეს .კარზე კაკუნი იყო კინაღამ კარი ჩამოიღეს. გასვლა დავაპირე როდესაც უკნიდან მომაძახა ვაჟბატონმა , -დღეიდან ჩემთან ერთად იცხოვრებ . არმინდა ხალხმა ილაპარაკოს-მარტო ის ადარდებს ხალხი რას იტყვის.
-ერთი შენიც და შენი ხალხისიც. -მივაძახე და კარი გამოვიჯახუნე . დარბაზში გასულს უკვე ხალხი ირეოდა. ღმერთო რა ვერ დაიშალნენ. ერთი სული მქონდა ეს კაბა გამეხადა და საკუთარ თავთან მარტო დავრჩენილიყავი. შუა ღამე იყო ხალხი რომ საბოლოოდ გავისტუმრეთ , მხოლოდ მე ალექსანდრე , მისი მშობლები და მეჯვარეები დავრჩით.
-ალექსანდრე ხომ არგინდათ ჩვენთან გადმოხვიდეთ სახლში? თანაც დიდი სახლია ყველა დავეტევით ნენესაც კარგად გავიცნობთ .-ალექსანდრეს დედა ნინელი ერქვა , ძალიან თბილი და მოსიყვარულე ქალი ჩანდა , მხოლოდ მისი შვილის სითავხედის და უგულობის გამო მძულდა ყველა მისიანი. თუმცა ამ ქალმა რა დააშავა.
-არა დედა სჯობს ცალკე ვიცხოვროთ. ჩვენთვის ახლა მარტო ყოფნა უფრო უკეთესია.- თვალები ააციმციმა ვინმეს ეგონება დიდი სიყვარული გვაკავშირებდეს. თვალთმაქცი. ძალიან დავიღალე . დამღლელი ყოფილა ქორწილი.
-წავიდეთ დედა სახლში დაგტოვებთ და ჩვენც წავალთ შემდეგ ჩვენს სახლში.-კბილებში ვამოსცრა “ ჩვენს სახლში” სულაც არ მინდა ამ მკვლელთან ცხოვრება. თუმცა სამაგიეროს გადავუხდი თუ იქ მასთან ვიცხოვრებდი . ყველაზე მწარედ ვატკენ გულს თუ ოდესმე სტკენია რამეზე. ხოლო შემდეგ ჩემს ვითომ მშობლებზე გადავალ . ყველა უნდა დაისაჯოს ვინც კი დამნაშავეა ჩემი და ჩემი დის ცხოვრების დანგრევაში. მშობლებიც დატოვა სახლში და მანქანის დაძრისთანავე მომიბრუნდა.
-ხომ არ გეშინია პირველი ღამის? - მკითხა და თან სიცილი მოაყოლა. -არ შეგეშინდეს ფრთხილი და ნახი ვიქნები , მხოლოდ შენთვის. -მის ამაზრზენ ლაპარაკზე კინდება მოვკლა და დავისვენო ყველა პრობლემას ერთიანად მოვიდორებ თავიდან.
-სულაც არ მეშინია . პირველად არ მოხდება ეს . ამ საქმეში ბევრად გამოცდილი ვარ ვიდრე შენ გგონია. - გაკვირვებული მიყურებდა ჩემს ასეთ პასუხს არ ელოდა. ჩემს ნათქვამზე დავფიქრდი , როგორ გამოცდილი . ბიჭისთვის ნაკოცნიც კი არ მაქ წესიერად.
-ძალიანაც კარგი წინ დიდი და სასიამოვნო ღამე გველის.



№1  offline წევრი Soraya

მაშინ მიზეზი რა არის? რა არის იმის მიზეზი რომ ცოლად ნენე შეირთო? რატომ უნდა გაუშვა შენს საქმეზე სხვა, რომელიც გიყვარს, და მითუმეტეს იცი რომ საფრთხე ემუქრება? ან რა მიზეზი უნდა იყოს იმის რომ დის (ნუ საყვარელი ადამიანის) საფლავს არ გეუბნებოდნენ?
იმედი მაქვს ისტორიაში ამ კითხვებს პასუხი გაეცემა
წარმატებები!

 


№2 სტუმარი სტუმარი ვიპნი

ჩემი აზრით ანიტა ცოცხალია და იმედი მაქვს რომ ალექსანდრეს გმირის გარომანტიულებას არ შეეცდებით.ბარიგების ,ნარკომანების და მოძალადების გარომანტიულებას ნუ შევეცდებით გთხოვთ :* წარმატებები :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent