ვტყუივარ შენთან (თავი 3)
სამზარეულოში ვიჯექი და მოთმინებით შევყურებდი ევას რომელიც აშკარა იყო ტირილის შეწყვეტას არ აპირებდა. - რა ხდება?- გაოცებულმა შემომხედა ნანჩომ და მერე ევას გახედა. - რატომ ტირიხარ დეიდა? - ევა შემხედე, ხო იცი დღეს უნდა წაგიყვანო მე და შენ რომ ვიცით საიდუმლო საქმეზე.. - ვერსად წამოვა, დასჯილია ეს და სახლში იჯდება.. - რას ნიშნავს დასჯილია. რა გააკეთა ასეთი იტყვი? - იჩხუბა, სკოლაში კლასელთან. მიზეზს არ ამბობს ქალბატონი. აშკარაა დამნაშავე იყო, თორემ სხვა შემთხვევაში ამას ტლიკინს ვინ დაასწრებდა.. - ევა შემომხედე, მისი ცრემლიანი სახე ხელებში მოიქცია და ლოყაზე აკოცა, უთხარი დეიდას რატომ იჩხუბე ჩემო ანგელოზო.. - ხო იცი დეიდა სულ შენს გვერდითაა. - ნანჩო გეყოფა რა. არ უნდა მაგას კოცნა და ალერსი, ამდენმა თავზე ხელის გადასმამ გაატუტუცა ვერ ხედავ? სკოლაში დაიწყო ჩხუბი, ესღა მაკლდა თითქოს ის არ იყო საკმარისი რომ ყოველ თვე რაღაცა თავად ემართება, ახლა სხვებს სცემს. - შენ შენი ყავა დალიე და მორჩი ისტერიკას. ბავშვია და იჩხუბა. რა გჭირს, შენ რა არ ჩხუბობდი სკოლაში? - არა! - სრულიად დამაჯერებლად ვუთხარი და ევას შევხედე.. - არა???- უსინდისო ქალი ხარ ელენე- გადაჭრით მითხრა და ამომხედა, შენ არ იყავი , სალომე რომ თმით ითრიე, შენი თეთრი ქუდის გამო, მერე გიორგი რომ ძირს გაიფინე და წიხლით შესდექი? - ნანა მორჩი-თქო. !- მე რადგან ასე მოვიქეცი ესეც ასე უნდა მოიქცეს? - რა უზნეობაა. - უზნეობა კი არა გენეტიკაა გენაცვალე, არ იცი „დედა ნახე, მამა ნახეო“ - სრულიად დამაჯერებლად მითხრა და ხელი შემომხვია - ახლა მოყევი გოგო შენ კიდევ , რატომ სცემე ის საწყალი ბავშვი. - არ მიცემია, უბრალოდ დავარტყი - სლუკუნით თქვა და შემომხედა.. - რატომ ევა, რატომ დაარტყი დედიკო. ჩხუბით რას აგვარებ , ბიჭი ხარ? - სკოლაში სპექტაკლს ვდგამთ, მასწავლებელმა მთავარი როლი მე მომცა, ნინომ კიდევ იჩხუბა, მასწავლებელს უთხრა ევა ვერ ითამაშებს ჯულიეტას როლს მაგას მამა არ ჰყავსო. - რას ქვია მამა არ ჰყავსო? - გამწარებულმა იყვირა ნანჩომ და პირთან მიტანილი ხელში შეყინული ჭიქა გამაცალა.. - რას ნიშნავს მამა არ გყავს , მაგან რა იცის მამა გყავს თუ არა? აბა წერომ მოგიყვანა თუ მართლა კომბოსტოში გიპოვეთ. იცი როგორი მამა გყავს? ყველა რომ გაგიჟდება ისეთი, ყველას რომ უყვარს ისეთი ევა.. მამაშენი საუკეთესო ადამიანია. - შენ რა იცი? - ტირილით უთხრა და მე შემომხედა. - რა იცი დეიდა, მამა სადაა იცი? მითხარი მამა სადაა? - საკმარისია რა, ნამდვილი ცირკია. ეს ერთი ბღავის, მეორე კიდევ უარესად აგიჟებს.. - შეწყვიტე ახლავე ეგ ტირილი და ჭამე წვნიანი. აბრძანდი მერე და იმეცადინე - საკუთარ თავზე გამწარებულმა ვუყვირე ევას და წვნიანით სავსე ჯამი მისკენ მივწიე.. - არ მჭირდება შენი წვნიანი გაიგე? - პირველად მიყვირა გულნატკენმა და ჯამი იატაკზე დაახეთქა. შენი გაკეთებული საჭმელი არ მჭირდება..- მე მამა მინდა, სადაა მამაჩემი? ასეთი ბოროტია რომ არ მაჩვენებ? ასეთი ცუდია? ყველა ბავშვს მამა აკითხავს., ყველას დედა ჩემს გარდა. მეც მინდა მამა მყავდეს. - ჩემკენ წამოვიდა და ხელები წელზე შემომხვია. - მითხარი დედიკო, მამას არ ვუყვარვარ და ამიტომ არ ამბობ? მითხარი მამას სხვა შვილები ყავს? - რას ამბობ ევა ! - მლაშე სითხე ლოყებზე ჩამომიგროდა და მაგრად შემოვხვიე ხელები შვილს. - მამაშენი ყველაზე კეთილი, ყველაზე მზრუნველი ადამიანია. უბრალოდ ევა მამამ არ იცის რომ შენ ჰყავხარ . - პატარა ხარ, არ ვიცი როგორ აგიხსნა. - ხელები გავაშვებინე სკამზე დავჯექი და ევა კალთაში ჩავისვი - გპირდები მამას აუცილებლად გაგაცნობ, ცოტა დრო მომეცი კარგი? სულ ცოტა დრო და მამასთან მე თვითონ წაგიყვან. უბრალოს პატარა საქმეებს მოვაგვარებ და განახებ მამას. - მპირდები? - ტირილისაგან დაღლილმა მითხრა და გაბრწყინებული თვალებით შემომხედა.. - გპირდები , ხო იცი როცა რაღაცას გპირდები იმას ყოველთვის ვაკეთებ.. - გპირდები რომ ყველაფერს გამოვასწორებ.. - ჩუმად ვუჩურჩულე ევას და თავზე მაგრად ვაკოცე.. განადგურებული ვიჯექი და ჩართულ ტელევიზორს გაშტერებული ვუყურებდი. ფიქრებით სულ სხვაგან ვიყავი. მოგონება მოგონებაზე მიტივტივდებოდა. გუშინდელი მისი ალერსი და კოცნა ჩემს გონებას კიდევ უარესად აგიჟებდა და მზად ვიყავი დემნასთან წავსულიყავი და ყველაფერი მეთქვა.. ერთიანად გამემხილა მისთვის ყველა ჩემში არსებული სიმართლე და სინანული. ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი სითბო. სულ მცირედიც კი.. ვიცოდი რომ საშინელი შეცდომა დავუშვი წლების წინ, მაგრამ ახლა ამ დიდი შეცდომის გამოსწორებას ასე მარტივად ვერ მოვახერხებდი. ვერანაირად გავაგებინებდი დემნას რატომ მოვიქეცი ასე როცა მიზეზი თავადაც არ ვიცოდი.. - რას აპირებ?- ნანჩოს ხმამ გონებაზე მომიყვანა და მისკენ დავტრიალდი.. - არ ვიცი.. ასე მგონია გილიოტინასკენ საკუთარი ფეხით მივიდვარ და გამოსავალი არ არის.. - გამოსავალი სულ არის ელენე. ხომ ხედავ ბავშვი რა დღეშია, ძლივს დავაძინე. ძილშიც კი სლუკუნებს.როგორ არ გეცოდება ამხსენი.. - მეცოდება ნანა, მეცოდება. ისე ამბობ, თითქოს მე უგრძნობი ვარ . - უგრძნობი ხარ ზუსტად!- ასჯერ, ათასჯერ გთხოვე, გეჩხუბე დემნასთან დაგერეკა, ახლა რა უნდა გაკეთო? როგორ მოიქცევი? იმ წამს შენ არც შვილი გეცოდებოდა და არც დემნა, წარმოიდგინე როდესაც გაიგებს რომ ევა მისი შვილია.. - ძალიან გთხოვ ამაზე არ ვილაპარაკოთ რა, ევას დავპირდი და მამას გავაცნობ. აუცილებლად გავაცნობ .. უბრალოდ მეშინია დემნას რეაქციის სულ ესაა.. - მეც მეშინია , კარგად იცი როგორი ფეთქებადია, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი, დემნა ევას ზურგს არასოდეს აქცევს .. ოცნების ფრთებს ყველაზე მარტივად ახლობელი ადამიანები გვამტვრევენ. იმდენად ხელაღებით და სასტიკად გვითელავენ ჩვენს წლობით ნალოლიავებელ ოცნებებს, მხოლოდ რეალობის წინ სახტად დარჩენილი ხვდები რომ ფართოდ გახელილი თვალებით მხოლოდ გამჭვირვალე რეალობას შეჰყურებ. ისინიც სახეზე ირონია გადაკრულები გიყურებენ და ვერც კი იაზრებენ რომ უკვე სულ ერთია შენთვის ყველაფერი, რომ უკვე ყველაფერი დაკარგა ფერი და აზრი.. ** თბილისის ცა ღრუბელს დაეფარა. უკვე მერამდენე დღე იყო გადაუღებლად წვიმდა.. ზამთრის მოახლოვებას ამცნობდა ამინდი ადამიანებს. ქურთუკის საყელო შეისწორა და თეატრის შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.. ბავშობიდან უყვარდა ასეთ ამინდში სეირნობა. მაგრამ ახლა საქმეები თავზე საყრელად გააჩნდა თაბაგარს, გუშინელი მიღებული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ საეჭვოდ ეჩვენებოდა, საკუთარ თავს აჯერებდა რომ ხანდახან პატარა ბავშვები უფრო კარგად ახერხებდნენ ემოციის გადმოცემას ვიდრე დიდები. თავის ფიქრებში გართული შევიდა გიორგის კაბინეტში და მშვიდი სალამით დააჯილდოვა თავშეყრილი საზოგადოება. - დემნა ?? შენ? როდის დაბრუნდი?- გაოცებული წამოდგა ფეხზე, გამხდარი ქერა გოგო და დემნას ხელები შემოხვია. დაბნეულმა გახედა ჯერ გიორგის და მერე ელენეს თაბაგარმა და გოგონა სწრაფად ჩამოიშორა.. - დემნა , თიკა ვერ იცანი? - თვალაძე, ახლა გიცანი, დამენახე გოგო- როგორ შეცვლილხარ, გალამაზებულხარ , მართლა ვერ გიცანი ..- გაოცებულმა გაშალა ხელები და გოგონას ლოყაზე აკოცა. - რაღა უჭირს გამდიდრდება - კბილებში გამოვცერი და დემნას შევხედე.. - ძალიან ლამაზად გამოიყურები, ეს თმაც რაღაცა სხვანაირად გაქვს. კაი ვიდზე ხარ ხო იცი - ცერა თითი აუწია და გიორგისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა..- აპილპილებული ვუყურებდი დემნას რომელიც აშკარად გრძნობდა ჩემი გაბრაზების პიკს, მაგრამ არაფრად მაგდებდა, ღიმილით შეყურებდა თიკას ჩემს ჯიბრზე და ისიც მალიმალ ხელს ვითომ შემთხვევით ადებდა ხელზე. - რა ქენი აბა, როგორ ჩაიარა კასტინგმა ? - ბოლოს ისევ გიორგიმ გამოასწორა მდგომარეობა და დემნა თავისკენ გაახედა. - ძალიან კარგად. უბრალოდ ვნერვიულობ, ბავშვი სულ რაღაც 10 წლისაა, ბავშვი კი არა საოცრებაა, წარმოიდგინეთ ისე შეასრულა მიცემული დავალება, ისე ითამაშა ლინდაც კი ააცრემლა.. - რაღა გვიჭირს - გაუაზრებლად ვუთხარი და ყველას მზერა მაშინვე ვიგრძენი. - ელენე რა გჭირს შენ დღეს? - ნაზად შემომხედა ცოტნემ და ხელი შემომხვია. - რაღაც უხასიათოდ ხარ თუ მეჩვენება. - გეჩვენება, ეს სულ ასეთია - ვალში არც დემნა დამრჩა და საუბარი განაგრძნო. - მოკლედ ერთ კვირაში დავიწყებ მასტერკლასს და მერე უკვე რეპეტიციებს. - სიმართლე რომ ვთქვა ძალიან ვნერვიულობ. მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა ჩვენი თეატრის მსახიობია და ამ პატარა ბარტყზე განსაკუთრებით ვღელავ.. - მერე ისეთი აგერჩია დემნა ვისაც ცოტა რაიმე შეხება ჰქონია - გაბრაზება გამერია ხმაში და დემნას გავხედე. - მეც ვიფიქრე, ორი დღეა ორი ბავშვიდან ერთის ამორჩევაზე ვარ ორიენტირებული, მაგრამ ეს ისეთი საოცრებაა არ ვიცი. გაიცნობთ და ნახავთ. რაღაცნაირად ჩემი სულის ადამიანია.. როგორც კი დავინახე მაშინვე მომინდა რომ ამ გოგოს ისე კარგად შეესრულებინა დავალება რომ ამომერჩია, მისგან იმხელა სითბო მოდის ელენე , უბრალოდ ჩემმა სინდისმა უფლება არ მომცა... - ვერაფერს იტყვი - მხრები აიჩეჩა გიორგიმ და სკამიდან წამოდგა. - მოკლედ უნდა გავიდე, თიკა მომყვება თქვენ ორს გტოვებთ და ერთმანეთი არ დაჭამოთ - ორივეს თითი დაგვიქნია და ოთახიდან გავიდა.. - რა შუაშია ეგ? - გაოცებულმა ავიხედე და ანთებულ ტელეფონს დავხედე . დიდი ასოებით ეწერა გულებს შორის „ევა“. ბოდიში მოვიხადე და დერეფანში გავედი..- რამდენჯერ გითხარი სკოლიდან ნუ მირეკავ -თქო ევა.. - დედიკო. გაკვეთილები დამიმთავრდა, იმიტომ გირეკავ რომ დეიდასთან ერთად მივდივარ .. - რაღაცა ეჭვი მაქვს შენ და დეიდაშენი შარში გამხვევთ ევა. - არა დე, მართლა.. ნანჩო დამპირდა წუხელ ფუნჯებს, ხოდა მიყიდის.. - სადაა ევა ნანჩო , დამალაპარაკე. - ელენე რატომ გვაწუხებ ამიხსენი რა. - მაშინვე დამიტია ნანამ და გავისუსე.- ბავშვი ჩემთანაა. მაღაზიებში გავივლით. ნაყინს შევჭამთ. - ვინ აჭმევს ბავშვს ნაყინს ნოემბერში გოგო? - მაშინ ცხელ შოკოლადს დავლევთ. მერე საკოსთან ავალთ და მოვიყვან . ხო არ დავკარგავ არა.. - გული რაღაცას მიგრძნობს ნანჩო და იცოდე ვერ გადამირჩები.. - გული რაღაცას რომ გიგრძნობს არ მიკვირს, ალბათ გარშემო მყოფი ადამიანების ბრალია.. - ნუ სისინებ ამის დრო არ მაქვს. მისმინე, ხვალ დილით 3 დღით მიწევს თბილისიდან გასვლა ხო გახსოვს, ევას გაბარებ ნან.. - არის უფროსო, - სიცილით გამეპასუხა და გაიტრუნა. - სიძე მომიკითხე ელ.. - თმას გაგაცლი ნანა!- აუცილებლად გადავცემ შენს მოკითხვას და შენს ნაცვლად ვაკოცებ კიდევაც. - აჰაა, აკოცე, აკოცე - ირონია არ დაიშურა ნანამ და მის ბავშურ ქცევაზე გულიანად გამეცინა.. - ვინ დაგაბარა მოკითხვა? - ღიმილით მკითხა დემნამ და როგორც სჩვევია ზურგიდან ამეკრა. - ჩემმა დამ - ბავშური მიამიტობით ვუთხარი და მისკენ დავტრიალდი.. - ხო? მერე შენს დას რომ დაპირდი ვაკოცებო , ეგ კოცნა სადაა? - მოულოდნელად შემომხვია ხელები წელზე და მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი სახეზე.. - დემნა გამიშვი - ძლივს ჩავიბურტყუნე და ჩიტივით ავფართხალდი.. - ჩემი ბარტყი გოგო - როგორც ადრე ათი წლის წინათ ყურთან ზუსტად იგივე სიტყვები მიჩურჩულა და ერთიანად შევწყვიტე ფართხალი. - ხო იცი სანამ დანაპირს არ შეასრულებ მანამდე არ გაგიშვებ. - დემნა რა ბავშობაა. - ხანდახან ხო შეიძლება მეც ვიყო ბავშვი ელენე. - კი მაგრამ... - არანაირი მაგრამ, ერთი კოცნა და თავისუფალი ხარ. ფეხის წვერებზე ავიწიე და საკოცნელად გავიწიე რომ პრინციპულად მოტრიალებულ დემნას პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე . სწრაფად ამეკრა მკერდზე მთელი ძალით და ცალი ხელით ჩამომიშალა, აქამდე უწესრიგოდ შეკრული თმა. ეს კოცნა და ალერსი ახლა ყველაფერს მერჩივნა, თუმცა ვიცოდი ერთხელ თუ მისკენ გავიწეოდი , მეტჯერ საკუთარ თავს ვერ დავაოკებდი, ვერ ავუკრძალავდი საკუთარ გრძნობას და სურვილს მისგან გაცლას. ვგრძნობდი როგორ მივლიდა ტანში სურვილის საშინელი და ეშმაკური ტალღა. როგორც სისხლში შემძვრალი დემონები ისე იწყებდა მისი ალერსის სურვილი ჩემს ტვინში ბოდიალს. ერთხელ რომ ვაკოცო რა მოხდება? ერთხელ რომ შევიგრძნო მისი სხეულის სითბო რას დავაშავებ. ყოველ ღამე ძილის წინ ამაზე ვოცნებობდი, ყოველ ღამით ვნატრობდი რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო. ისე როგორც მაშინ ზურგიდან მეგრძნო მისი სხეულიდან წამოსული ცხელი ჰანგები, მერე მუცელზე გადაებანტა ხელები და ასე დამეძინა. ოცნებები კი ოცნებებად მრჩებდა. დილით ისევ მწარე რეალობას ვაწყდებოდი. რამდენი თვე ვიღვიძებდი ტირილისაგან დასიბელი თვალებით . თვალები დავხუჭე და სრულიად მივენდე დემნას სურვილს. ვნებას აყოლილმა შემოვხვიე ხელები კისერზე და ბაგეები ერთმანეთს დავაშორე. - მხოლოდ ერთხელ მაკოცე , მხოლოდ ერთხელ და მორჩა. უბრალოდ ახლა ისე მჭირდება შენი სითბო როგორც არასოდეს - გაუაზრებლად, ჩემივე თავისაგან დამოუკიდებლად ვლაპარაკობდი და გაასმაგებული სურვილით ვკოცნიდი თაბაგარს. სწრაფად ამიყვანა ხელში და საგრიმიოროს კარები ზურგს უკან გადაკეტა. ფრთხილად დაეშვა დივანზე და პატარა ბავშვივით ჩამისვა კალთაში. მხრებზე დაყრილი თმა გადამიწია და ცხელი ტუჩები ნაზად შემახო კისერზე. ვნებიან კოცნას ტკივილის განცდა მოჰყვრა, მივხვდი ამ ჯერზე მისი მსხვერპლი ვიყავი, მაგრამ სულაც არ მინდოდა გაცლა, პირიქით ძალიან მინდოდა მისი სიახლოვე. მისი სათითაო ნაკვთის შეგრძნება. ნელა შევუცურე მაისურის ქვეშ ათრთოლებული ხელები და რაღაც საოცარი დაძაბულობა ვიგრძენი მკერდიდან მუცლისკენ . მთელი სხეული მასთან ალერსს მთხოვა.ტვინში ერთიანად მენთებოდა განგაშის ძახილი.. ამღვრული მზერით შემომხედა და სწრაფად გადამაწვინა დივანზე. გავარვარებული ხელის გულების შეხება ვიგრძენი მუცელზე, რომელიც მალე ცხელმა ტუჩებმა შეცვალა. სწრაფად გამაცალა ტანიდან ზედმეტი ტანსაცმელი და ზემოდან მომექცა.. გული გამალებით მიძგერდა. სული მიკიოდა მისი სიახლოვის სურვილით. ტუჩებით წითელი კოცნის კვალი დავუტოვე ყელზე და ნელა დავუსვი ხელები ზურგზე.. როგორ მიყვარდა მისი ძლიერი ბეჭები, მისი მხრები. ეს საოცარი სურნელი მისი კანის, რაღაც ამოუხსნელი სურნელი, რომელიც წლებს ვერ შეეცვალა, წლებს ვერაფერი დაეკლო... - დემნა- ძლივს ამოვიკვნესე და სიამოვნებისაგან განცდილი ხმები თამამად გამოვუშვი ფილტვებიდან. ჩემს გახშირებულ სუნთქვას მისი გაგიჟებული გულის ფეთქვა ერთვოდა და ერთიანად მებინდებოდა გონება. - საშინლად მინდიხარ ელენე- ყურთან მიჩურჩულა და გამომშრალ ტუჩებზე გადამისვა ენა.. მზერას არ ვაშორებდი მის თვალებს და ვგრძნობდი მასში არსებული ყველა ფიქრი ჩვენზე იყო.. ყველაფერი რასაც ახლა განიცდიდა მხოლოდ ჩვენ ორს გვეხებოდა და სხვას არავის. ორი გული და ორი სხეული იმ წამს ერთი მთლიანობა იყო. ერთმანეთისაგან განუყრელი და ერთმანეთზე ვნებით გადაჯაჭვული .. - როგორ მენტრებოდი რომ იცოდე - უკვე დამშვიდებულმა მითხრა და შიშველ ზურგზე თბილი ადიელა მიმაფარა.. - როგორ ვნატრობდი ასე გვერდით მყოლოდი, შემძლებოდა შენი თმების სურნელის და შენი კანის სურნელი შეგრძნება ელენე. - დემნა, ხო იცი ეს რაც მოხდა, წამიერი სისუსტე იყო და მეტი არაფერი.. - ძალიან გთხოვ , სერიალის გმირივით ნუ მელაპარაკები კარგი? ეს რაც მოხდა ორივეს ძალიან გვინდოდა. ეს რაც მოხდა მონატრების და სიყვარულის დამსახურებაა ელენე. რატომ ხარ მშიშარა, რატომ არ გინდა გამოტყდე.. მითხარი რომ ნანობ, რომ არ გიყვარვარ, არ გენატრებოდი და გპირდები არასოდეს შეგეხები.. - არ ვნანობ იმიტომ რომ ამაზე ათი წელიწადი ვოცნებობდი, მაგრამ არ შემიძლია ჯერ არ შემიძლია.. - შენ ეს უკვე შეძელი სულელო - სიცილით მითხრა და შუბლზე შემახო ცხელი ტუჩები. რამდენი დრო დავკარგეთ ამას იაზრებ? ათი წელიწადი ელენე. ახლა ალბათ ორი შვილი უნდა გვყავდეს. ორი თუ არა ერთი მაინც. ჩვენ კიდევ პატარა ბავშვებივით მოვიქეცით და ერთმანეთის ლოდინში გავლიეთ წლები.. - მისმინე - უნდა ვილაპარაკოთ , ძალიან სერიოზულად დემნა - აცრემლებული თვალებით შევხედე და წამოვჯექი. შიშველ მკერდზე მისი მაისური ავიფარე და სალაპარაკოდ მოვემზადე. - გთხოვ ახლა არაა. როცა დაბრუნდები ვილაპარაკოთ. გთხოვ, ჩვენი საუბარი არასოდეს დასრულებულა კარგად, გული მიგრძნობს ახლაც საოცრებას მოვისმენ, ამიტომ ეს დღე მაჩუქე და მერე რაც გინდა ის მითხარი. - კარგი. მაგრამ უნდა ვილაპარაკოთ იცოდე.. - ვიცი ჩემო ბარტყო - სიცილით მითხრა და მკერდზე გადამიწვინა. „მისი წასვლიდან ორ კვირაში მივხვდი რომ ორსულად ვიყავი.. საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებოდი, არ მინდოდა დაჯერება რომ წავიდა და შვილი სახსოვრად დამიტოვა.. ბოლოს ჩემი დის და დაქალების ძალის გამოყენებით ექიმმა დამიდასტურა ჩემი ფიქრები .. ყოველ ღამით ძილის წინ ვაწყობდი გეგმას როგორ დავურეკავდი და როგორ ვეტყოდი შვილის შესახებ.როგორ ავუხსნიდი რომ ახლა მე და ბავშვს ის ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მაგრამ ჩემში დალაგებული ეს დიალოგი დილით სადღაც ქრებოდა და მომავალ ღამემდე ვივიწყებდი... როგორც წესი მე და ღამე ყველაზე კარგად ვუგებდით ერთმანეთს.. ღამით ვეფერებოდი ჩემში აფართხალებულ ევას და ვუყვებოდი როგორი კარგი და საუკეთესო მამის შვილი იყო.. მასზე ფიქრში და ოცნებაში ვიძინებდით ორივე მანამდე სანამ დილით მზის სხივები არ გვამცნობდა გათენებას. ბოლოს როდესაც მყარი გადაწყვეტილება მივიღე დემნასთან დარეკვის , ევას მოვლენამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი.. იმ დილით საოცარი განცდით გამეღვიძა.. სოციალურ ქსელებში გასართობად შესულს კი დემნას და უცხო გოგოს ფოტოები დამხვდა, სადაც მკაფიოდ იყო ხაზგასმული მათი გრძნობების შესახებ. მეგონა ქვეყანა თავზე დამექცეოდა. მეგონა გული მეფლითებოდა ტკივილით და ამ განცდას ვერავინ და ვერაფერი უშველიდა.. ნერვიულობის შედეგად ევა იმ ღამით მოევლინა ქვეყანას. როდესაც გულზე დამაწვინეს და პაწაწინა ცხვირი გამისვა მკერდზე, დავიფიცე რომ ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი გოგო გაიზრდებოდა.. მაგრამ პირობა ვერ შევასრულე.. ევა იზრდებოდა და ჩემი პრობლემებიც მატულობდა. სად იყო მამა, რატომ არ ჰყავდა მამა ? როგორი იყო მამა, მამას უყვარდა თუ არა. ყოველ ღამით ძილის წინ ახალ კითხვას მისვამდა. მერე ტირილით მთხოვდა მომეყვანა მამა. ამასობაში წლები მიდიოდა, ევაც იზრდებოდა. თავის ასაკთან შედარებით უფრო მეტად გონება გახსნილი და ჩამოყალიბებული ხდებოდა. ცდილობდა მამის შესახებ ინფორმაცია ნანჩოს და სანდროსგან გაეგო. ჩემთნ მამაზე ლაპარაკს თავს არიდებდა, მეც სრულ სიმშვიდეს ვგრძნობდი , რატომღაც სულ ვაჯერებდი თავს რომ ევა მამის გარეშეც კარგად იქნებოდა.. ვაჯერებდი თავს მანამდე სანამ დემნა არ დაბრუნდა და სანამ ევამ სკოლაში ისტერიკა არ მოაწყო. ** ყოველთვის როდესაც თბილისიდან სხვა ქალაქში მიწევდა წასვლა, გული დამშვიდებული მქონდა. ვიცოდი ნანჩო საკუთარი შვილივით უვლიდა ევას და ხშირად ევას ნანასთან ყოფნა ერჩივნა ვიდრე ჩემთან. როგორც წესი ნანჩო ყველანაირად ათამამებდა დედა კი ცდილობდა ყველაფერი ზომის ფარგლებში ჰქონოდა ჩემს გოგოს. - შენ არ სვამ არა? - ღიმილით მკითხა გიორგიმ და გვერდით მომიჯდა.. - ხო იცი არა. იშვიათად, ისიც რაიმე ძალიან განსაკუთრებული უნდა ხდებოდეს. - დაღილი ხარ ელენე. არ თქვა რომ ანშლაგით დამთავრებულმა სპექტაკლებმა დაგღალა. - არა. უბრალოდ სახლში მინდა. რაღაცნაირად ევა მომენატრა. გუშინ ველაპარაკე, წესიერად არც მელაპარაკა, მითხრა მე და ნანჩო ვერთობითო, ისიც კი ვერ გავიგე სად იყვნენ. - მერე ამაზე დარდობ? ევა დიდი გოგოა, თანაც ხო იცი ნანას შვილივით უყვარს. - ხო მაგრამ საქმეც მაგაშია რომ ევა იზრდება და მასთან ნაკლებ დროს ვატარებ.- აქდან რომ ჩავალთ მინდა რამოდენიმე დღე გავიყვანო . ერთად დავისვენოთ, იგრძნოს რომ დედას ძალიან უყვარს. - მგონი აჭარბებ ელენე, ევამ ისედაც იცის რომ გიყვარს. მაგრამ...- ბოლომდე დამთავრება ვერ მოახერხა წინადადების რომ ხორხოცით შემოვიდნენ გოგოები და ბუხრის წინ დასხდნენ. - დემნა რატომ არაა აქ? - ალბათ როგორ მოიწყენდა უჩემოდ - უკვე კარგად შეზარხოშებულმა განაცხადა თიკამ და თითები ნერვიულად გადაიმტვრია.. - დემნა რა შუაშია აქ?- გაბრაზება ვერ დამალა ნატომ და თვალი ჩამიკრა..- დემნას ახლა მოსაწყენად არ მგონია რომ ეცალოს. კარგად ვიცით ყველამ რა დღეშიცაა. კაცი ამდენი წლის მერე ახალი პროექტის გასაკეთებლად დაბრუნდა და შენ კიდევ აკვირვებ შენი სპეტქაკლის ანშლაგით? - და შენი სახით დემნას ადვოკატი მგონი არ სჭირდება ნატალია, თუ ვცდები - მწარედ გაკრა კბილი მაშინვე თიკამ.. - მე კიდევ მგონია რომ შენი ზრუნა უადგილოა დემნას მიმართ თინათინ- როგორც მახსოვს შენთვის თავი არ შეუცოდებია.. - დემნა იმ კატეგორიის კაცი არაა ვინმეს დაცვა და ზრუნვა სთხოვოს, ასე რომ დამშვიდდით ორივე- თავად მოაგვარებს რა უნდა და როგორ- გაღიზიანებულმა ვუთხარი და გვერდზე გავიხედე.. - და შენ რა იცი როგორ კატეგორიას მიეკუთვნება დემნა?!- შენ საერთოდ კაცების გაგებაში არა ხარ - ირონიულად გამომხედა და პატარა ბავშვივით გამომიყო ენა. - და შენ ხო სულ დემნაზე ხარ გადავლილი რა! - გამწარებულმა მიახალა ნატომ და თიკა თავისკენ გაახედა.. - შენ რა გგონია დემნა ის კაცია ვინც შენთან რომანს გააბავს და ამ იმედით დაეკიდე იმდღეს კისერზე? - მე რა იმედიც მაქვს, ეგ თქვენ არ გეხებათ არც ერთს. და მეორეც, დემნა ის კაციც არაა , ოჯახს სათავეში ჩაუდგეს. დარმუნებული ვარ ამერიკაში გატარებული თერთმეტი წელი ქალიდან ქალზე გადასვლის მეტი არაფერი უკეთებია. ასე რომ აქაც თუ ვინმესთან სექსი ექნება იმის იმედი მგონი არავის ექნება რომ ერთი თვის მერე ხელს ჩაკიდებს და ყველას წინაშე მას საყვარელ ქალად წარადგენს.. ასე რომ, მე რა მინდა ძალიან კარგად ვიცი, სხვებისაგან განსხვავებით..- წამიერად ჩამოაყალიბა აზრი თიკამ და წითელი ღვინო ნაზად მოსვა. სამი დღის წინანდელი ჩვენი თავზეხელაღებული სექსის სცენა მაშინვე ამომიტივტივდა და ვიგრძენი რომ სადღაც რაღაც ეტაპზე, შეიძლება მართალიც იყო. იქნებ მეც მისთვის ისეთივე რიგითი ქალი ვიყავი როგორც სხვა ყველა დანარჩენი. იმ განსხვავებით რომ ჩემთან შეხების სურვილი მას წლები ჰქონდა. მაგრამ ეს რამეს ცვლიდა? არაფერს არ სცვლიდა, სრულიად არაფერს. მეც და სხვა ქალიც მისთვის ერთ მყარ ადგილას ვიდექით. ამერიკიდან დაბრუნებულს, ემოცია მოჭარბებულს ხელში მე მოვხვდი. მე სულელმა კი რა არ ვიფიქრე. საერთოდ როგორ ვიფიქრე, როგორ დავუშვი ასეთი რამე.. ცრემლები ყელში ბურთივით გამეჩხირა. საკიდიდან ქურთუკი ჩამოვიღე და სასტუმროს ეზოში განცალკევებით მდგარი სკამისკენ ავიღე გეზი.. აცრემლებულმა ამოვიღე ტელეფონი ჯიბიდან და ეკრანზე დაყენებულ ევას სურათს ხელი გადავუსვი.. არასოდეს ვიყავი გახსნილი ადამიანი, არც არავს გაკვირვებია ჩემი ორსულობა არც შვილის უმამოდ გაჩენა.. თუმცა კითხვაც არავის დაუსვამს ვინ იყო ევას მამა.. სიმართლე მხოლოდ ძალიან ახლობლებმა იცოდნენ და სრულიად საკმარისი იყო.. რაც უფრო ნაკლებ ადამიანს ეცოდინებოდა მით უფრო მეტად დაცული ვიქნებოდი.. - ელენე ..- მხარზე ხელის შეხებამ შემაკრთო და გიორგის ავხედე.. - რაღაცა გაწუხებს, ან ვიღაცა. რაღაც არ ვიცი რა უნდა იყოს, თმცა ვიღაცაში ვისაც ვგულისხმობ ორივემ ვიცით.. - შეიცვალე, დაძაბული ხარ, ნერვებიულობ. დემნას ჩამოსვლამ ასე რატომ შეგცვალა. რა ხდება? - არ მინდა ამაზე ლაპარაკი გიორგი. ყოველ შემთხვევაში ახლა არაა. - ეჭვიანობ - გადაჭრით მითხრა და მუხლზე ხელი დამადო. - სახეზე გაწერია რომ თიკაზე ეჭვიანობ. - არ ღირს.. - მოდი რეალობას თვალი გავუსწოროთ, ვთქვათ მე მაწუხებს დემნას ჩამოსვლა, ვეჭვიანობ, ამით დემნას რა? დემნასთვის სულ ერთი ვარ.. - რაღაცა არ მჯერა რომ მისთვის სულ ერთი ხარ . ორივემ კარგად ვიცით რომ მისთვის სულ ერთი არასოდეს ყოფილხარ. მაგარამ მხოლოდ ერთი რამე არ მესმოდა არასოდეს. მისი წასვლის მიზეზი შენი ღალატი იყო? - რას ნიშნავს ღალატი გიორგი - შეშფოთება ვერ დავმალე და ფეხზე წამოვხტი. - დამშვიდი და დაჯექი. - მისი წასვლიდან ცხრა თვეში ევა გააჩინე, რა უნდა მეფიქრა. ვიფიქრე რომ უნებლიედ.... - შანსი არაა - ამჯერად თავად წამოხტა ფეხზე და ნერვიულად მაქცია ზურგი.- აქამდე როგორ ვერ მივხვდი. ევა დემნას შვილია? - ძალიან გთხოვ .. - მისი შვილიაა გოგო? - რა მნიშვნელობა აქვს ამას? - გაბრაზება ვერ დავმალე და ცრემლები ურცხვად დამედინა ლოყებზე. - იცოდე არ გაბედო თქმა, თორემ კარგად იცი ამას ცხოვრებაში არ გაპატიებ.. - ამას არ ველოდი - მხრები აიჩეჩა და წასასვლელად მოემზადა რომ მოულოდნელად შედგა და ჩემკენ დატრიალდა.- სანამ დროა სიმართლე უთხარი, თორემ დემნას ისე დაკარგავ კიდევ თერთმეტი წელიწადი დაგჭირდება მის შემოსარიგებლად - მშვიდად მითხრა. ნელა დაიხარა ლოყაზე მაკოცა და შენობაში სწრაფი ნაბიჯით შევიდა.. ** - რატომ არ გძინავს პატარა ქალბატონო?? - ღიმილით ჰკითხა საწოლზე მჯდარ ევას და მისკენ წავიდა.. - იმიტომ რომ დედიკო ასე ადრე არ მაძინებს - უმალ გაეპასუხა და დემნას სახეზე ევას პასუხმა ღიმილი მოჰგვარა. - აბა რომელ საათზე გაძინებს დედიკო? - გვიან. როცა დედიკო სამსახურიდან მოდის მერე ზღაპარს ვკითხულობთ ერთად და მერე გვიან გვიან ვიძინებ.. - ცუღლუტი გოგო ხარ შენ პატარა ქალბატონო. მაგრამ ძალიან ლამაზი და საყვარელი. სულ მინდოდა შენნაირი გოგო მყოლოდა. - დანანებით ჩაილაპარაკა და ევას ხელი შემოხვია. - შვილი არ გყავს? - მალულად ახედა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა - არ მყავს . - მერე რა, არც მე მყავს მამა, მაგრამ ხომ გავიზარდე - სრულიად გაუაზრებად უთხრა და ფეხზე წამოხტა. -დედიკო მეუბნება რომ მამა შორსაა, არ უნდა რომ ვიცოდე ვინაა მამა, მაგრამ მე რომ ცნობილი გავხდები ვიპოვი და ვეტყვი რომ ევა მასთან მივიდა.. - ალბათ დედიკოს მიზეზი აქვს და ამიტომ ევა.. - ხო მაგრამ, მე ხომ მინდა მამა მყავდეს, ისე როგორც სხვებს ჰყავთ. ჩემი კლასელები მეუბნებიან მამა არ გყავს და ვერ ითამაშებო. - მისმინე, სხვებს არ უსმინო. შენს პატარა გულს მიენდე. როგორც შენი გული გიკარნახებს ისე მოიქეცი. სხვებმა რაც უნდათ ის თქვან. ჯერ პატარა ხარ გაიზრდები და უამრავ წარმატებას მიაღწევ. ყველაფერი ერთიანად არ მოვა ცხოვრებაში, მაგრამ ნახე შენ ხომ შეგარჩიეთ, ახლა აქ ხარ ჩვენთან ერთად, მალე ახალ სპექტაკლში ითამაშებ , მერე ყველა გაგიცნობს , შენი კლასელებიც დაგინახავენ და მიხვდებიან რომ არ აქვს მნიშვნელობა მამა გყავს თუ არა, მთავარია ვინ ხარ შენ შინაგანად. - მე რომ თქვენნაირი მამა მყავდეს ყველასგან დამიცავდა ხო? - აცრემლებულმაა კითხა და კუთვნილ ადგილს დაუბრუნდა. - დაგიცავდა აბა რას იზამდა, მაგრამ სანამ შენს მამიკოს იპოვი , გპირდები რომ მე დაგიცავ ყოველთვის. სულ შენს გვერდით ვიქნები კარგი? - კარგი- ძლივს წარმოთქმულ სიტყვას სლუკუნი ამოაყოლა და დემნას ახედა. - ჩემთან ერთად დაიძინებ ცოტა ხანი? მარტოს ძილი არ მიყვარს. დედა ძილის წინ ზღაპარს მიყვება ხოლმე მერე მე დავიძინებ და გამეპარე ისე როგორც დედა.. - კარგი პატარა ქალბატონო, აბა ჩაძვერი - თბილად ამოუკეცა გვერდიდან საბანი დემნამ ევას და გვერდით მიუწვა.. - ერთიც რომ გკითხო? - ეშმაკური მზერა მიაპყრო და ნაზად გაუღიმა.. - მკითხე პატარა მელაკუდა .. - ჩემმა კლასელმა მითხრა მიყვარხარო და აბა ეს სიყვარული რა არის? თქვენ რომ შვილი არ გყავთ , ესეიგი არ იცით სიყვარული? - ნეტავ ამ პატარა თავში ასეთი კითხვები საიდან მოგდის გოგო?- გულიანად გაიცინა დემნამ და ევას პატარა ხელი თავის დიდ ხელებში მოიქცია. - ერთხელ მეც მიყვარდა , ძალიან მიყვარდა შენსავით ლამაზი გოგო. ისიც შენნაირი ტლიკინა იყო, მაგრამ ჭკვიანი. ბრაზიანიც და მოსიყვარულეც.. - მაგრამ შვილი არ გყავთ ... - შვილს, მარტო სიყვარული არ შველის ევა - სერიოზულად დაფიქრდა თაბაგარი და ევას ზემოდან ჩახედა.. მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა შვილი არ მყავს. მოკლედ ეს ცოტა რთული რაღაცაა , ისიც კი არ ვიცი როგორ უნდა აგიხსნა , გაიზრდები და მიხვდები.. - ალბათ- მშვიდად ჩაიფრუტუნა ევამ და ძილის სამეფოში ნელა გადაინაცვლა.. კარგად ხანს იწვა გაუნძრევლად თაბაგარი. ეშინოდა რომ მისი ადგომა პატარა ქალბატონის გაღვიძებას გამოიწვევდაა.. ბოლოს ნელა წამოდგა ფეხზე და მის მკლავზე დაძინებული ლურჯთვალა ბავშვი ფრთხილად გადააწვინა... რამდენჯერ უნატრია ასეთი გოგო... რამდენჯერ დასიზმრებია ბავშვი რომელიც მისკენ მირბოდა.. რამდენჯერ აფორიაქებია გული და რამდენჯერ გამხდარა საკუთარი ფიქრების მსხვერპლი. ჯერ კიდევ ამერიკაში წასვლამდე აწყობდა გეგმას ელენესთან ერთად .. მაგრამ რა იცოდა რომ ელენემ მის გარეშე დააწყო ყველა გეგმა და რა იცოდა რომ ბავშვი რომელიც ყველაზე მეტად ესაყვარლებოდა მისი შვილი იყო. მის ძარღვებშიც მისი სისხლი ჩქეფდა.. რომ ამ ბავშვსაც ისევე უყვარდა ფოთლებში სიარული როგორც თავად დემნას.. არ იცოდა რომ ევაც ისევე ბრაზდებოდა შენიშვნებზე როგორც თავად. რომ მასაც ისევე არ მოსწონდა დილით ადრე გაღვიძება როგორც თაბაგარს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.