შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ... (თავი 6)


1-09-2022, 13:26
ავტორი nensimila
ნანახია 1 121

შიშმა მთელი სხეული მოიცვა . რას ვატლიკინებდი ენას რა მინდოდა. გზაში ჩემი ნერვიულობა არც მას გამოპარვია. მანქანა დიდ 3 სართულიან სახლთან გააჩერა , გარედან ისეთი ლამაზი იყო წარმომიდგენია შიგნით რა იქნებოდა. ცოტა რთულია ამხელა სახლში მარტო ცხოვრება.
-დიდი სახლია ერთისთვის. მარტო როგორ უვლი ? ძალიან ლამაზი და სუფთა ეზოც გაქვს . -მართლაც ძალიან ლამაზი სახლია დიდი ეზოთი და აუზით, ყვავილებით მორთული თუმცა ბევრი რამის დამატება შეიძლებოდა .
-დათვალიერებას თუ მორჩი სახლში შევიდეთ. ქეთო გველოდება.-ჩემს პასუხსაც არ დალოდებია ისე შეიჭრა სახლში. ღმერთობგატხოვ ამ სახლში გამაძლებინე. მეც უკან მივყევი. შიგნით მთელი საოცრება იყო ყველაფერი ფერად ფერებში იყო. ავეჯიც იშეთი შესაფერისი იყო . ეტყობოდა რომ ძალიან გემოვნებიანმა ადამიანმა მოაწყო სახლი.
-საოცრებაა, ვინ მოაწყო -ვიკითხე ინტერესით . -ძალიან ლამაზია და გემოვნებიანი. შენი გემოცნება ამას ვერ გაქაჩავდა.
-ანიტას უნდოდა ასეთი სახლი . ერთად ცხოვრებას ვგეგმავდით და ამიტომაც სახლი ისე მოვაწყვე როგორც მას სურდა თუმცა ბედმა არ მოისურვა ჩვენი ერთად ცხოვრება ამ “საოცრებაში” - ჩემს სიტყვაზე გააამახვილა ყურადღება . თუ კი რამ ხდება ყველფერი ჩემს დას უკავშირდება მე უბრალოდ მარიონეტი ვარ მათთვის .-ქეთო - დაუძახა სამზარეულოში მყოფ ქალს, ოთახიდან სუსტი დაბალი ქალი გამოვიდა იქნებოდა ალბათ 60 წლის ან ცოტა მეტის, თუმცა კარგად მოვლილი .-ჩემო ქეთო გაიცანი ეს ჩემი მეუღლეა, ნენე არღვლიანი, გთხოვ მისი ოთახი აჩვენე . მე საქმე მაქვს უნდა გავიდე.-თქვა და სადღაც წავიდა. ძალიან ჩქარობდა . ქეთომ ოთახი მაჩვენა, მყუდრა პატარა ოთახი იყო, დიდ ოთახს ხომ არ დამითმობდა აბა. თუმცა ჩემი ნივთებისთვის საკმარისი იყო .
-თუ რამე დაგჭირდე აქ ვიქნები, სანამ ალექსანდრე მოვა დავიცდი და შემდეგ წავალ. -ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ქალი ჩანდა, მაგრამ მგონი დიდად არ მოვეწონე .
-ქალბატონო ქეთო , რაღაც მინდა გკითხოთ თუ შეიძლება.-ვკითხე მორიდებით.თავი დამიქნია.-ანიტას თქვენ იცნობდით? მაინტერესებს რა ურთიერთობა ქონდა მას და ალექსანდრეს.-ჩემმა კითხვამ დააბნია , ეტყობოდა იმაზე მეტი იცოდა ვიდრემე წარმომედგინა , მაგამ რათქმაუნდა თქმას არ აპირებდა როგორც ჩანდა.
-ანიტას ვიცნობდა, ის ალექსანდრესთვის ყველაფერი იყო, მაგრამ მე ამაზე არ უნდა მეკითხებოდე , თავად მას უნდა კითხო, -მის საუბარში დიდი სევდა იყო, როგორც ჩანს ჩემს დას კარგად იცნობდა.-ალექსანდრემ დღემდე ვერ დაივიწყა ვერც ანიტა და ვერც მისი ვერ დაბადებული შვილი.-თითქოს გული ამოეგლიჯა ქალს ისეთი არაამქვეყნიური ხმით თქვა , თავი ვერ შეიკავა და ოთახიდან ტირილით გავიდა.
-შვილი? ანიტა ორსულად იყო ?ღმერთო ამხელა ტვირთით ცხოვრებას როგორ აგრძელებენ . მის გამო ორი ადამიანი დაიგუპა. სიმწრის ტირილი წამსკდა. ყველაფრისთVის წერტილი უნდა დამესვა . კაბა გავიხადე ჩემოდნიდან ჯინსის შარვალი ტოპი ზედა და კედები ამოვიღე უცებ ჩავიცვი და ტაქსი გამოვიძახე. გიორგის მისამართი ვუთხრა, ყველაფერი რაც გულში მქონდა უნდა მეთქვა, უნდა მეთქვა ის თუ რას ვგრძნობდი, როგორ მომატყუეს და ამის შემდეგ თითქოს არაფერი ისე გაააგრძელეს ცხოვრება. ტაქსის მძროლი ჩქარა დადიოდა და მისვლაც არ დამგვიანებია. გარეთ ნაცნობი მანქანა შევამჩნიე , ალექსანდრეს ეკუთვნოდა ,სახლის კარი კი ღია იყო , და შიგნიდან ყვირილის ხმა გამოდიოდა.
-მან არ უნდა გაიგოს რომ ის ცოცხალია, თორემ მწარედ ინანებთ, ყველაფერს მოვუყვები , და საბოლოოდ გაიგებს სიმართლეს.-ნუთუ ჩემი დის შვილი ცოცხალია, გადარჩა არ მომკვდარა? და ამის ჩემთვის დამალვას რატომ ცდილობენ ?იმდენი კითხვა დამიგროვდა , უბრალოდ ატანაც კი აღარ შემეძლო ამდენის. შიგნით შევედი და ისეთმა სიჩუმემ დაისადგურა თითქოს ცოტახნის წინ არ საუბრობდნენ და ეს მხოლოდ ჩემი ილუზია იყო.
-არ მელოდით? ძალიან გამიხარდა რომ სამივე აქ ხართ , ერთი გაკლიათ თუმცა საფლავიდან ხომ ვერ წამოდგება ? ხომ ასეა მამა? მცხვენია კიდეც რომ მამას გეძახდი ოდესღაც . თქვენ თვითმარქვია ხალხი ხართ. სამარცხვინო მატყუარა არარაობა ხართ. ხალხით თამაშობთ, ტკენთ მაგრამ ეს თქვენთვის მცირედია არა , რაც მე გამიკეთეთ , როგორც მომექეცით, საკუთარი თავი შემაძულეთ, ისიც კი არ ვიცი ვინ ვარ , და რათქმაუნდა ესეც შენი წყალობით ნაგავო არღვლიანო.-გული გამალებით მიცემდა , მინდოდა მისთვის ყველაფერი ის რაც კი აქამდე ვითმენდი ყველაფერი მეთქვა მაგრამ თAვს ამის ფულებასაც კი არ ვაძლევდი, ამის ღირსიც კი არ იყო.
-ნენე, წესიერად მელაპარაკე მე გინდა თუ არა მაინც მამაშენი ვარ.
-მამა არაა? ნუთუ არ გრჩხვენია ამ სიტყვას რომ იყენებ.? შენ მე საკუთარ მამას დამაცილე მათ ჩემი თავი გამოსტაცე და შენ წამომიყვანე , რატომ ჯოჯოხეთად რომ გექცია ჩემი ცხოვრება? არარაობა ხარ, შენ მეც კი არარაობად მაქციე-არვიცოდი ჩემს წინ ვინ იდგა საერთოდ ვინ იყვნენ ასე რატომ მოიქცნენ თუმცა მათი დანახვა აღარ მინდოდა-ქალბატონო ნინო შენ გგონია, შენ მარტივად გამოხვალ? არასოდეს მექცეოდი ისე როგორც შვილს, ყოველთვის ცუდს ეძებდი, შენი სიამაყე მხოლოდ ანიტა იყო, თუმცა დღეს ისიც არ გყავს , მიმოიხედე სულ მარტო დარჩით-ოთახსი ხელი გავიქნიე , იმის საჩვენებლად რომ მარტო იყვნენ ამ დიდ სახლში-ხედავ ? არავინ აღარ გყავთ საკუთარი შვილი მიწაში ჩადეთ , მე კი ცხოვრებიდან სამუდამოდ ამომშალეთ. ხვალიდან პირადად მე ჩავუდგები ამ საქმეს , გამოვიძიებ ჩემს საქმეს , ვინ არიან ჩემი მშობლები , ვინ ვარ მე, და ასევე ანიტას მკვლელობას,თუ რათქმაუნდა ესეც თქვენი შეთხზული ამბავი არ არის.-წამოსვლა დავაპირე როდესაც უკნიდან ნინოს ხმა მომესმა,
-არარის საჭირო გამოძიება , მე გეტყვი სიმართლეს.26 წლის წინ გიორგის ერთ ქალთან ქონდა ურთიერთობა , რომელიც დაქორწინებული იყო და ყავდა შვილი , მიუხედავად ქმარ შვილისა გიორგისთან ურთიერთობა გააგრძელა , ქმარი და შვილი მიატოვა, და სახლიდან წამოვიდა , გიორგიმ ოჯახი არ მიატოვა და იმ ქალს საბოლოოდ დაუკეტა გზა მასთან მისასვლელი.ეს ქალი ერთ ერთ სოფელში ცხოვროს , იქ სადაც შენ წლების უკან სამუდამოდ დატოვე ის ადგილი. ხოლო კაცმა გადაწყვიტა შვილი ბავშვთა სახლში დაეტოვებინა , ასეც მოიქცა, ეს ბავშვი შენ იყავი.გიორგიმ შეგიცოდა და გიშვილეთ. თუმცა შენ უმადური აღმოჩნდი, ყოველთვის გინდოდა პირველი შენ ყოფილიყავი, გამოგარჩევდა ყველა , აი ამიტომაც გაგიშვით ამერიკაში რომ ანიტასთვის ხელი არაფერში შეგეშალა. როგორ ფიქრობ საკუთარ შვილზე წინ დაგაყენებდი?ახლა სიმართლე იცი შეგიძლია გვარზეც უარი თქვა.-ჩემი თავი ზღაფარში მეგონა , ჯერ კიდევ მის მოყოლილს ვიაზრებდი თუმცა ასეთი სიბოროტე ვერ წარმომედგინა.
-თქვენ გვარი გაღელვებთ მხოლოდ? არმჭირდება თქვენი გვარი, ხვალვე შევიცვლი გვარს.-ცხოვრებაში არ მიგრძვნია თავი ესე უსუსურად. არავინ მყავდა , საერთოდ არავინ.-და ალბათ დადგება დღე როდესაც საკუთარი თავი ისე შეგძულდებათ როგორც დღეს მე მძულხართ-უკან გამოვბრუნდი და სახლში წამოვედი, ალექსანდრეც უკან გამომყვა.
-ნენე , ნენე , დამელოდე,-ყვიროდა უკნიდან და თან მე მომყვებოდა-გეფიცები ამდენი რამ არც მე ვიცოდი შენს მშობლებლე პირველად აქ გავიგე ახლა,-ეტყობოდა რომ სიმართლეს ამბობდა თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არქონდა , მაინც ვერ გადაფარავდა იმას რაც მანამდე ჩაიდინა.
-ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, შენც მათსავით მომატყუე გამომიყენე, არაფრით განსხვავდები მათგან .-ტირილი ვერ შევიკავე და ცრემლებმა ჩემს სახეზეც გაიკვალეს გზა.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა,ველი გაგრძელებას????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინა

გამიხარდა ახალი თავი რომ ვნახე დადებული მალე დადე შემგედი თავი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent