შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 5 თავი


3-09-2022, 12:41
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 209

-შენი კარიერა იმიტომ გარისკე და საქართველოში დაბრუნდი რომ თავს დამნაშავედ გრძნობ თორნიკეს წინაშე! რადგან მას მერე რაც დააკავეს დაიკიდე...თუმცა დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში არც შენ გჯერა მისი დანაშაულის ისევე როგორც მე... ცდილობ დაშვებული შეცდომები გამოასწორო
რადგან მასთან ძველი ურთიერთობის აღდგენა გინდა...
-ასე არაა! უბრალოდ მისი დახმარება მინდა
-ისევ გაქვს გრძნობები მის მიმართ!
-მანქანა გააჩერე!-ავარდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და დაბლოკილ კარს აკანკალებული ხელებით დაეჯაჯგურა, საპასუხოდ გაღიზიანებულმა ბიჭმა სიჩქარეს მაქსიმალურად მოუმატა. -ანდრია-კარგა ხნის სიჩუმის მერე შეეხმიანა დაძაბული გოგონა თავგზააბეულ ბიჭს და მისკენ მიიხედა ამღვრეული თვალებით
-ამის დედასაც შევე.ი-აღმოხდა ძლივს აზრზე მოსულ ბიჭს და სიჩქარეს უკლო
-მანქანა გააჩერე-ამჯერად მიას ხმაში შიში გაკრთა
-მიგიყვან-მბრძანებლური ტონით უთხრა ანდრიამ და მისკენ მიიხედა
-შენი მზრუნველობა არ მჭირდება-მოიღუშა მია და საქარე მინას მიაყინა ცივი არაფერისმთქმელი თვალები
-ვიცი-დარწმუნებით უთხრა ანრიამ და საჭეს ძლიერად მოუჭირა აკანკალებული თითები- და ისიც კარგად ვიცი ასე ძალიან რატომ გძულვარ
-არ მძულხარ-ცინიკური ტონით, უმისამართოდ თქვა გაღიზიანებულმა გოგონამ და შუშის თვალები მის პროფილზე გადაიტანა
-თავის დროზე თორნიკემ შენზე უარი ჩემს გამო თქვა...
-შენს გამო?! მგონი თავს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებ-ირონია გაერია ხმაში თავხედურად მომზირალ გოგონას
-და იმის მიუხედავად რომ კარგად ხვდებოდი რა ძლიერ მიყვარდი და რატომ თქვა უარი შენზე თორნიკე მაინც ორივეს გვეთამაშებოდი ისე როგორც ახლა!
-ეჭვიანობ?-ცინიკური ტონით ჰკითხა მომღიმარმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და შეკივლა როცა გაცეცხლებულმა ანდრიამ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა, მაგრამ როცა ორივე დამშვიდდა უემოციო ტონით ჰკითხა- რა საკეთებ შენ რა გაგიჟდი?-
-ჰო გავგიჟდი!..შენ მაგიჟებ!-აღმოხდა სასოწარკვეთილ ბიჭს და თვალებდახუჭულმა სავარძლის საზურგეს მიაყრდნო თავი
-სიგარეტი გააქვს?-კარგა ხნის სიჩუმის მერე უმისამართოდ იკითხა მიამ და როცა ანდრიამ გაუხსნელი კოლოფი გაუწოდა, ისე გამოართვა დაძაბულ ბიჭს რომ მისთვის არ შეუხედია- მადლობა-ხმა დაბალი ტონით უთხრა და აკანკალებული თითებით ერთი ღერი ამოაძვრინა. კოლოფის უკან დაბრუნებას რომ აპირებდა ანდრიამ ჩავარდნილი ხმით უთხრა
-დაიტოვე
-მადლობა- ირონია ნარევი ხმით უთხრა მიამ და მშვიდად მოუკიდა.
სახლამდე ისე მივიდნენ რომ მთელი გზა ხმა არცერთს აღარ ამოუღია, მაგრამ სანამ მია მანქანიდან გადავიდოდა ანდრიამ ჰკითხა
-დარწმუნებული ხარ თორნიკეს სასამართლო პროცეს მოვიგებთ?
-ეჭვი გეპარება ჩემს შესაძლებლობებში?- ცინიკური ტონით ჰკითხა მიამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში აღელვებულ ბიჭს
-საფრანგეთში როდის ბრუნდები?
-შეიძლება აქ დავრჩე...
-რატომ?-მოიღუშა ანდრია
-გინდა რომ წავიდე?-ირონიული ტონით ჰკითხა მიამ და გაეცინა
-არა... მე... უბრალოდ- ენა აერია დაბნეულ ბიჭს
-კაი წავედი-მანქანიდან მშვიდად გადავიდა მია და კარი ფრთხილად დახურა
-ძილი ნებისა-მიაძახა ანდრიამ მიბრუნებულ გოგონას და იქამდე არ დაიძრა ადგილიდან სანამ ბნელ სადარბაზოში მისი ჩრდილი არ გაქრა.
........
მიას არასდროს ეპარებოდა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, ამიტომ სასამართლო პროცესზე უინტერესოდ ისმენდა მოსამართლის საბოლოო განაჩენს რომელმაც რა თქმა უნდა თორნიკეს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.
-ახლა უკვე ხელს აღარაფერი გიშლის რომ ნიცა წამოიყვანო თავშესაფრიდან-ამ სიტყვებით მიულოცა ანდრიამ მეგობარს გამარჯვება და მეგობრულად დაარტყა მხარზე ხელი
-უკვე დავიწყე ამ საკითხზე მუშაობა- ცივად გაუღიმა მიამ გაოცებულ მეგობრებს და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- თუ მოინდომებთ რამდენიმე დღეში მია სახლში დაბრუნებას შეძლებს
-ესე იგი იმდენად იყავი დარწმუნებული საკუთარ თავში და შესაძლებლობებში რომ ამ სასამართლო პროცესი მოიგებდი, რომ პარალელურად, ნიცას საქმეზე დაიწყე მუშაობა?!- აღმოხდა გაოგნებულ ანდრიას
-ამ ყველაფერს მხოლოდ თორნიკეს გამო ვაკეთებ- თავხედური ტონით თქვა მიამ
და ზედმეტად მიუახლოვდა სახე მონგრეულ ბიჭს, ამღვრეულ ჭაობისფერ თვალებში გამომწვევი მზერით ჩააცქერდა და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა- მხოლოდ მის გამო- და სანამ მისი სიახლოვით თავგზააბნეული ბიჭი აზრზე მოვიდოდა უკან დაიხია
-წავიდეთ-ხმა დაბალი ტონით თქვა, იქვე შორიახლოს, უხერხულად მდგომმა თორნიკემ რომელიც მათ პასუხს არ დალოდებია ისე ჩაჯდა მანქანაში.
მთელი გზა ისე იარეს რომ ხმა არცერთს ამოუღია, ბოლოს თორნიკემ ვეღარ მოითმინა ეს მომაბეზრებელი სიჩუმე და ხმა დაბალი ტონით უმისამართოდ თქვა
-ხვალ ბათუმში წავალ... ნიცას ვნახავ... დაველაპარაკები... ყველაფერს ავუხსნი...
-გინდა გამოგყვე?-შესთავაზა ანდრიამ და სარკიდან გახედა სახე გადაფითრებულ მეგობარს
-არა მირჩევნია მარტო წავიდე-იუარა თორნიკემ
-შეიძლება შენთან ლაპარაკი არ მოისურვოს
-ვიცი მაგრამ...
-თუ შენი ნახვის სურვილი არ ექნება ძალას ნუ დაატან-ჩამწყდარი ხმით, უმისამართოდ თქვა მიამ და ცივი, ცარიელი არაფერისმთქმელი თაფლისფერი თვალები საქარე მინას მიაყინა- რადგან ზუსტად ვიცი რას გრძნობს ის ადამიანი ვინც ყველას ცხოვრებაში ზედმეტია!
-მია-დაიძაბა ანდრია
-მანქანა გააჩერე!-მოულოდნელად, მბრძანებლური ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ დაბნეულ ბიჭს და მისკენ მიტრიალდა
-სახლამდე მიგიყვან
-გააჩერე გთხოვ-ჩამწყდარი ხმით უთხრა მიამ და აკანკალებული თითებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. ანდრიამ ხმის ამოუღებლად შეასრულა მისი სურვილი და მანქანიდან სიტყვის უთქმელად გადასულ გოგონას სევდით სავსე მზერა გააყოლა იქამდე სანამ თვალს არ მიეფარა ის
-მისი არასდროს მესმოდა... არც ახლა მესმის- ბრაზნარევი ტონით თქვა როცა თორნიკემ მიას ადგილი დაიკავა წინა სავარძელში და გაზს ბოლომდე მიაჭირა.
იმის მიუხედავად რომ თორნიკე კარგად ხვდებოდა ანდრიას და მიას ჯერ კიდევ დაძაბული ურთიერთობის მიზეზი თავად იყო, მაინც ჯიუტად გაურბოდა მეგობართან ამ საკითხზე საუბარს, რადგან არ უნდოდა თავმოყვარეობა შეელახა მისთვის, იმის ხაზგასმით რომ გაცნობის წამიდან მია მისით უფრო იყო დაინტერესებული ვიდრე ანდრიათი, იმის მიუხედავად რომ მას თავდავიწყებით შეუყვარდა ის. თუმცა ეს სიჩუმე მასაც და ანდრიასაც შინაგანად ანადგურებდა.
თორნიკეს მოულოდნელმა დანახვამ ნიცაზე ისე საშინლად იმოქმედა რომ გონება დაკარგა, თუმცა როგორც კი აზრზე მოვიდა და ფეხზე წამოდგომა შეძლო მაშინვე ზურგი აქცია ძმას და ატირებული ოთახიდან გავარდა
-ნიცა გთხოვ უფლება მომეცი ყველაფერი აგიხსნა-უკან მიჰყვა დაძაბული ბიჭი გაგიჟებულ გოგონას
-უთხარით წავიდეს-შეეხვეწა ნიცა იქვე მდგომ მასწავლებეს და თორნიკეზე მიანიშნა
-არსად წასვლას არ ვაპირებ იქამდე სანამ არ მომისმენ
-შენი მოსმენა არ მინდა!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-ნიცა გთხოვ-შეეხვეწა თორნიკე უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას და სანამ ხელახლა ატირებული ნიცა აზრზე მოვიდოდა გულში ჩაიკრა
-მაინც არ გაპატიებ იმას რაც გააკეთე-ბრაზნარევი ტონით უთხრა ნიცამ სახე მონგრეულ ბიჭს როცა ერთმანეთს დაშორდნენ და სევდით სავსე მზერით მიაჩერდა თაფლისფერ ჩამუქებულ სფეროებში
-ნიცა გთხოვ... ახსნის უფლება მომეცი... ხომ იცი რისი გადატანა მომიწია მთელი ეს წლები...
-გგონია მხოლოდ შენ იტანჯებოდი?
-ვიცი... ვიცი რომ შეც ძალიან დაიტანჯე მაგრამ...
-მაგრამ რა?!- მოიღუშა ნიცა
-ციხიდან რომ გამოვედი, ვერ შევძელი...ვერ შევძელი გესმის?! ძალა არ მეყო შენთან მოსასვლელად...
-და ახლა რატომ მოხვედი? არც ისე დიდი ხანია რაც ციხიდან გამოხვედი
-მინდა რომ დაგიბრუნო!
-გთხოვ წადი...
-ნიცა...
-ვიცი რომ გოგას სასამართლო პროცესი მოუგე...
-........
-აქ მხოლოდ მას მერე მოხვედი რაც სახლის და ფულის უკან დაბრუნება შეძელი... გგონია ამ ყველაფერს ჩემთვის რამე ნიშვნელობა ჰქონდა?
-ვიცი რომ არ ჰქონდა მაგრამ...მე... როცა ციხიდან რომ გამოვედი არაფერი გამაჩნდა გესმის? საერთოდ არაფერი! ანდრიას ბებიასთან ვცხოვრობდი სოფელში...მერე მისი დახმარებით თბილისში სახლი ვიქირავე...მაგრამ სამსახურს ვერ ვშოულობდი... არავის უნდოდა ჩემთან, როგორც ყოფილ პატიმართან საქმის დაჭერა...
-შენ ჩემი ძმა ხარ... ერთადერთი ადამიანი ვინც ამ ქვეყნად დამრჩა... მე შენ ყველანაირს მიგიღებდი... ჩემთვის შენი ერთი ჩახუტება საკმარისი იქნებოდა იმისთვის რომ ცხოვრების გასაგრძელებლად ძალა მეპოვა... მაგრამ შენ არ მოდიოდი... მე კი ყოველდღე გელოდებოდი....
-მაპატიე... არ მეგონა ასე თუ გატკენდი
-თორნიკე... გთხოვ წადი... შენი მოსმენა აღარ მინდა- მკაცრი ტონით უთხრა ტირლისგან თვალებდასიებულმა გოგონამ ძმას და ზურგი აქცია.
.......
კახა მოღუშული სახით უყურებდა თამუნას რომელიც ძლივს იკავებდა თავს რომ არ გასცინებოდა
-ეს ტიპი ძალიან მაღიზიანებს-ბრაზნარევი ტონით, უმისამართოდ თქვა გაღიზიანებულმა კაცმა და ვაჩეს გახედა, რომელიც გვერდიდან არ შორდებოდა იუბილარ ანას
-კახა მაგ ტიპის ვაჩე ჰქვია და შენი სასიძოა-გაუღიმა თამუნა ქმარს და გამომწვევი მზერით მიაჩერდა სახეში
-სახლში ხომ არ წავსულიყავით?-მისი გამოწვევა მიიღო კახამ და მუხლზე დადებული ხელი თავხედურად შეუცურა კაბის ქვეშ
-ახლახანს მოვედით
-მერე რა?
-კახა ნუ სულელობ-გაეცინა თმუნას და სუფრასთან მჯდომთა შეუმჩნევლად მოიშორა მისი ხელი ფეხიდან
-მოვწევ და მოვალ- ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა მომღიმარ ცოლს და ფეხზე წამოდგა.
-დე მოგწონს აქაურობა? ხომ კარგი რესტორიანია?- ზურგს უკნიდან მიუახლოვდა თვალებაციმციმებული ანა დედას და ხელები მოხვია- ყველაფერი ვაჩემ დაგეგმა
-რა თქმა უნდა მომწონს-გაუღიმა თამუნა შვილს და ხმაურით აკოცა ლოყაზე
-ვაჩეს მშობლებზე რას იტყვი?
-კარგი ხალხი ჩანს
-თათია და მია არ ჩანან... ვურეკავ და არცერთი არ მპასუხობს... შენი აზრით არ მოვლენ?- ინტერესით ჰკითხა ანამ მომღიმარ ქალს და მაგიდასთან კახას ადგილი დაიკავა
-თათია შენი ბავშვობის მეგობარია... არ მგონია რომ შენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს მარტო დაგტოვოს... აი მიაზე კი რა გითხრა არ ვიცი... ცოტა უცნაური გოგოა
-ცოტა?-აკისკისდა ანა.
იმის მიუხედავად რომ ვაჩეს მეგობერების და მშობლების გაცნობამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, კახა მაინც ძალიან დაძაბული და გაღიზიანებული იყო მთელი საღამო, რაღაც უსიამო განცდა ჰქონდა რომელსაც დალევამაც ვერ უშველა...ამიტომ ეზოში გასულმა და ფიქრებში წასულმა რამდენიმე ღერი ზედიზედ მოწია, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა მის დაძაბულ სმენას თათიას მხიარული ხმა მიწვდა შორიდან
-კახა ბიძია გილოცავთ ანას დაბიდუბის- აღფრთოვანებულმა გოგონამ სწრაფად მიირბინა მასთან ლოყაზე ხმაურით აკოცა და მის უკნა გარაციოზულად მომავალ მიას გახედა, კახას გაეღიმა თათიას ბავშვურ ქცევაზე და მადლობა გადაუხადა გულითადი მილოცვისთვის შემდეგ კი ცივი მზერა მიაზე გადაიტანა რომელიც მთი ეს დრო თვალის მოუშორებლად უყურებდა მას. გამაყრუებელი სიჩუმე ჩამოწვა წამიერად ბნელ სივრცეში რომელიც მიას ხმამ დაარღვია
-გილოცავთ-თავშეკავებული ტონით უთხრა გოგონამ უემოციო სახით მომზირალ კაცს და ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად
-მადლობა- მშვიდად უპასუხა კახამ და ჩამორთვა ხელი
-შევიდეთ-რესტორნისკენ მიუთითა თათიამ დას
და ნაბიჯი წინ წადგა
-შენ შედი, მე მოვწევ და მერე შემოვალ!-მბრძანებლური ტონით უთხრა მიამ დას და გრძელი წვრილი თითებით სანთებელა და სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან
-კარგი-მხრები აჩეჩა თათიამ და ჩქარი ნაბიჯით წავიდა თვალისმომჭრელად განათებული შენობისაკენ. ამ დროს მიამ აკანკალებული თითებით ტუჩებშორის მოიქცია ნაწვალები სიგარეტის ღერი და მოკიდება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. სწორედ ამიტომ ზედმეტად მიუახლივდა მას კახა და სიტყვის უთქმელად მიუტანა ანთებული სანთებელა სახესთან, მიამ ნერვიულად მოუკიდა და ცივად გადაუხადა მადლობა.
-არაფერს-უღიმღამოდ უპასუხა კახამ და მერემდენეღაცა ღერს მშვიდად მოუკიდა მიასგან განსხვავებით- როგორც გავიგე ჩვენს ფირმასთან თანამშრომლობას დათანხმდი-
უხერხული სიჩუმის გასაფანტად საუბარი წამოიწყო კახამ
-არ მეგონა ჩემი ამბით თუ დაინტერესდებოდი- გამომწვევი ტონით უმისამართოდ თქვა მიამ და სიგარეტის ლურჯი, მწველი კვამლი სიამოვნებით ჩაისუნთქა ტუჩებშორის მოქცეული თითქმის ბოლომდე ჩამწვარი ღერიდან
-როგორც ჩანს ის განსაკუთრებული მიზეზი იპოვე რის გამოც საქართველოში დარჩენა გადაწყვიტე?!- მომღიმარი სახით კითხა კახამ და მისკენ მიიხედა
-შეიძლება ასეც ითქვას- მშვიდი ტონით უპასუხა მიამ და მზერა მის შევერცხლილ თმას მიაყინა, სწორედ ამ დროს კახამ საშინელი მწველი მზერა იგრძნო ზურგს უკნიდან




№1 სტუმარი სტუმარი ელენე

ის მწველმზერიანი თამუნა იქნება და ძაან კაია. ცოტა დავიღალე ამათი იდილიით. expressionless
უბრალოდ მერამდენე სასიყვარულო ფრონტის ხაზი უნდა გაუხსნა ამ მიას ვერ გავიგე joy

 


№2 სტუმარი ელა1

ნეაკო როგორც ყოველთვის კარგია.ეხლა რა შეიძლება მიას ანდრეას და თორნიკეს.ასე მგონია რო თორნიკეს დღემდე უყვარს მია უბრალოდ ანდრეას გამო იკავებს თავს არ უნდა რო გული ატკინა,რაც ერთი მხრივ სწორია და მეორე მხრივ ასე მგონია რო არასწორია. სწორი მიმაჩნია იმიტომ რომ ძმაკაცის გამო გადადგა ესეთი ნაბიჯი და არასწორი იმიტომ ამ შემთხვევაში თორნიკეს უნდა გაერკვია ჯერ მიას ვინ უყვარდა მერე გადადგა ეს ნაბიჯი.მაგრამ რატომღაც მგონია რო მიას თორნიკე ჯერ კიდევ უყვარს და არ ვიცი რა მოხტა მათ შორის წარსულში და რატო იჯდა ციხეში თორნიკე მაგრა ისე უბრალოდ არ ეხმარება მია თორნიკეს აქ სიყვარულის ამბავია.ეხლა რაც შეეხება თორნიკეს და მის დას ასე მგონია რო თორნიკე არასწორედ მოიქცა როცა გამოვიდა ციხიდან უნდა გამოეყვანა მისი და თავშესაფრიდან,მაგრამ მისი მესმის არაფერი არ ქონდა და ალბათ იფიქრა რა უნდა მივცეო ჩემ დას.და კიდე ასე მგონია რო ძალიან საინტერესო და ჩახლართული ისტორია გველოდება წინ.

 


№3 სტუმარი სტუმარი თიკო

ნენე ამბობდა მგონი წინა თავის კომენტარებში დაახლოებით ასეთ რამეს და მეც ვიზიარებ, ვერ ვხვდები რა ხდება, სად ხდება და რატომ ხდება. არაფერი ვიცი ჯერ დაზუსტებით, არც მიას ,,ვარქმევ" ძლიერს, მაგას დრო და მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. ელენესი არ იყოს, მართლა გამაღიზიანებელია კახას და მიას ეს ,,იდილია". და ცოტა ექშენი არ გვაწყენდა. საერთოდ არ ვისურვებდი თამუნას ჩარევას, სჯობს კახამ ,,მოუგვაროს" მარტივად და უმტკივნეულოდ. სხვას ვერაფერს ვიტყვი ჯერ-ჯერობით.

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიზი

სულ მგონია კახა უღალატებს ცოლს მიასთანთქო შეიძლება ვცდები მაგრამ ძაან უცნაურია მათი ურთიერთობა

 


№5  offline წევრი Soraya

ნიას ისევ უყვარს თორნიკე, მაგრამ ისე ჩანს რომ მია მხოლოდ ანდრიას უყვარს, არ ვიცი, არ ვიცი…
რაც შეეხება კახას, არ ვიცი რატომ მაგრამ გული მიგრძნობს კახა თამუნას უღალატებს, თან მიასთან…ანის რაც შეეხება ვფიქრობ რომ შეიძლება თორნიკე გამოჩნდება მის ცხოვრებაში, კახაზე შურისძიების გამო…(პირველი თავის გათვალისწინებით მაინც ველოდები, და თან სათაურის გამოც)
წარმატებები!

 


№6 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
ნენე ამბობდა მგონი წინა თავის კომენტარებში დაახლოებით ასეთ რამეს და მეც ვიზიარებ, ვერ ვხვდები რა ხდება, სად ხდება და რატომ ხდება. არაფერი ვიცი ჯერ დაზუსტებით, არც მიას ,,ვარქმევ" ძლიერს, მაგას დრო და მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. ელენესი არ იყოს, მართლა გამაღიზიანებელია კახას და მიას ეს ,,იდილია". და ცოტა ექშენი არ გვაწყენდა. საერთოდ არ ვისურვებდი თამუნას ჩარევას, სჯობს კახამ ,,მოუგვაროს" მარტივად და უმტკივნეულოდ. სხვას ვერაფერს ვიტყვი ჯერ-ჯერობით.

მოიცა ჯერ ღალატამდე მივიდეს საქმე, თამუნას და ელენეს რომ ნერვები დაეძიძგნოთ და მერე გააჩეროს შუა გზაში კახუჩამ. joy
პ.ს. ისე გეტყობათ თქვენ ორს იდილია რომ არ გიყვართ. რამდენჯერაც ეგ მომენტი დაგიდგათ იმდენჯერ ძალით დადგით დრამები და დასცხეთ ერთმანეთს joy

ღალატი იმ ბოსტნეულს ,,არ უკადრებია" და კახასგან მაგას რომ არ მოველი, ცხადია.

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

მე ხო იდეალური ვარ და გარშემო იდეალურს ვეღარაფერს ვიტან. relieved
------
ისე კი წაიკითხავდა კაცი რამე კაი ისტორიას ბოსტნეულის შესახებ...

 


№8 სტუმარი Keira.კირა

აუ კახაა, შენ მაინც მისვი მია თავის ადგილას grimacing
იმედია არ "იმასიზამს" ახლა ამ მიაკოსთან.

 


№9 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
აუ ისე ხუმრობის გარეშე, ცოტა "იმასქნას" რა მართლა მიასთან. ღალატით ნუ უღალატებს მაგრამ მატარა ფლირტი რომ ჰქონდეს და თამუნამ იეჭვიანო უფრო საინტერესო არ გახდება ისტორია?

გააჩნია მაშინ მიას როგორ დაასრულებს ბოლოს თამუნა და როგორ მიაყოლებს კახას. თუ საინტერესო "დასასრული" ექნებათ მაგ ორს, კი ბატონო, დიდი სიამოვნებით დაველოდები.

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

მე ამ ისტორიაში დეიდაჩემს ვენდობი, როგორც თვითონ მოაფიქრდება ისე იყოს ყველაფერი. უბრალოდ ჩემთვის კახასგან ღალატი ძნელად წარმოსადგენია.

 


№11  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი ელენე
ის მწველმზერიანი თამუნა იქნება და ძაან კაია. ცოტა დავიღალე ამათი იდილიით. expressionless
უბრალოდ მერამდენე სასიყვარულო ფრონტის ხაზი უნდა გაუხსნა ამ მიას ვერ გავიგე joy

ვერც მე joy

სტუმარი ელენე
მე ამ ისტორიაში დეიდაჩემს ვენდობი, როგორც თვითონ მოაფიქრდება ისე იყოს ყველაფერი. უბრალოდ ჩემთვის კახასგან ღალატი ძნელად წარმოსადგენია.

ჩემი ტკბილო ბავშვი ❤❤❤
ეს ისტორია უსასრულოდ უნდა ვწერო joy

ელა1
ნეაკო როგორც ყოველთვის კარგია.ეხლა რა შეიძლება მიას ანდრეას და თორნიკეს.ასე მგონია რო თორნიკეს დღემდე უყვარს მია უბრალოდ ანდრეას გამო იკავებს თავს არ უნდა რო გული ატკინა,რაც ერთი მხრივ სწორია და მეორე მხრივ ასე მგონია რო არასწორია. სწორი მიმაჩნია იმიტომ რომ ძმაკაცის გამო გადადგა ესეთი ნაბიჯი და არასწორი იმიტომ ამ შემთხვევაში თორნიკეს უნდა გაერკვია ჯერ მიას ვინ უყვარდა მერე გადადგა ეს ნაბიჯი.მაგრამ რატომღაც მგონია რო მიას თორნიკე ჯერ კიდევ უყვარს და არ ვიცი რა მოხტა მათ შორის წარსულში და რატო იჯდა ციხეში თორნიკე მაგრა ისე უბრალოდ არ ეხმარება მია თორნიკეს აქ სიყვარულის ამბავია.ეხლა რაც შეეხება თორნიკეს და მის დას ასე მგონია რო თორნიკე არასწორედ მოიქცა როცა გამოვიდა ციხიდან უნდა გამოეყვანა მისი და თავშესაფრიდან,მაგრამ მისი მესმის არაფერი არ ქონდა და ალბათ იფიქრა რა უნდა მივცეო ჩემ დას.და კიდე ასე მგონია რო ძალიან საინტერესო და ჩახლართული ისტორია გველოდება წინ.

ელა შენი შეფასება აბსოლუტურად სწორი და სამართლიანი თორნიკეს მიმართ, მაგრამ იმის გამო რომ ის ციხეში მოხვდა შესაძლებლობა აღარ ჰქონდა რომ მიასთან საბოლოოდ გარკვია უერთიერთობა ❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი ლიზი
სულ მგონია კახა უღალატებს ცოლს მიასთანთქო შეიძლება ვცდები მაგრამ ძაან უცნაურია მათი ურთიერთობა

შეილება კი და შეიძლება არა ნელნელა კიდევ უფრო ჩაიხლართება სიტუაცია ❤❤❤

Keira.კირა
აუ კახაა, შენ მაინც მისვი მია თავის ადგილას grimacing
იმედია არ "იმასიზამს" ახლა ამ მიაკოსთან.

ვაიმეე კირა რა საყვარლად ბრაზდები ხოლმე joy

სტუმარი თიკო
ნენე ამბობდა მგონი წინა თავის კომენტარებში დაახლოებით ასეთ რამეს და მეც ვიზიარებ, ვერ ვხვდები რა ხდება, სად ხდება და რატომ ხდება. არაფერი ვიცი ჯერ დაზუსტებით, არც მიას ,,ვარქმევ" ძლიერს, მაგას დრო და მოვლენების განვითარება გვიჩვენებს. ელენესი არ იყოს, მართლა გამაღიზიანებელია კახას და მიას ეს ,,იდილია". და ცოტა ექშენი არ გვაწყენდა. საერთოდ არ ვისურვებდი თამუნას ჩარევას, სჯობს კახამ ,,მოუგვაროს" მარტივად და უმტკივნეულოდ. სხვას ვერაფერს ვიტყვი ჯერ-ჯერობით.

მ ო კ ლ ე ა ღ წ ე რ ა

მოკლეთ თამუნას და კახას შვილია ანა (ანანო), რომელი დანიშნულია ვაჩეზე. ანას მეგობარ თათიას, ჰყავს ნახევარ და მია რომელიც არ ურთიერთობდა მასთან (თათიასთან) და მამაისთან ( დავითთან) წლების განმავლობაში.

თორნიკე და ანდრია მეგობრები არიან მათ შურისძიება უნდათ კახაზე რადგან წარსულში კახასათნა დაკავშირებული გაუგებრობის გამო ციხეში აღმოჩნდა თორნიკე. მია, (თათიას და, დავითის შვილი და ლიკას გერი joy) მათი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მას წარმოდგენა არ აქვს რომ თორნიკე და კახა ერთმანეთს იცნობენ და მეტიც მტრობენ ერთმანეთს.
joy joy joy

 


№12  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
მე დავალაგე უკვე ყველაფერი. გავერკვიე ამათ ურთიერთობებში. ნეაკო, ხომ არ იცი შემდეგი თავის დაწერას როდის შეძლებ? ❤

დღეს დავდებ ახალ თავს ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent