და ალბათ… (თავი 9)
ამ არეულ ცხოვრებაში როგორიც მე მაქვს რთულია საკუთარი თავის შესწავლა. როცა უბრალოდ რამეც კი არ გცოდნია საკუთარ თავზე. ცხოვრობდი ტყუილში , და ახლა როცა სიმართლის რაღაც ნაწილი იცი მაინც ვერ თმობ სრულიად წარსულს , რაღაც მაინც იქნება , რაღაც მიზეზი მაინც მოიძებნება რაც წარსულში აუცილებლად დაგაბრუნებს. ნინელიმ სახლში შემიპატიჟა , ჯერ კიდევ გაოცებული სახე ქონდა , ვერ აცნობიერებდა რომ ერთ დროს ძალიან მოატყუეს და , ამ ტყუილით უწევდა აქამდე ცხოვრება. სიჩუმე მე დავარღვიე. -რატომ მიმატოვე? ასეთი რა დაინახე იმ კაცში, რომელმაც ცხოვრება ასე მოგისპო? -ვინ მიგატოვა? ან ვინ კაცზე საუბრო? -დაიბნა ნინელი, მეც დავიბენი ვერ გამეგო რა ხდებოდა.- მე მითხრეს რომ ცოცხალი არ იყავი.ზამთრის საღამო იყო 7 დეკემბერი საშინელმა ტკივილმა შემაწუხა მამაშენს ეძინა, თავიდან მეგონა ცრუ ტკივილები იყო თუმცა იმის მაგივრად ტკივილს ეკლო უფრო მომიმატა . მამაშენი გავაღვიძე და საავადმყოფოში წამიყვანა . აუტანრლი ტკივილები მქონდა და როცა ეს ტკივილი დამთავრდა დიდი ბედნიერება მოვიდა ჩემთან შენი სახით , ისეთი პატარა და თბილი იყავი, გულზე დამიწვინეს შენი თავი . შემდეგ ვიღაც ქალი მოვიდა , ბავშვს კვლევა უნდა ჩავუყაროთო და წაგიყვანეს. ის წამები იყო და მე მას შემდეგ არ მინახიხარ . პირადმა ექქიმმა მითხრა რომ გულის სარქველი გქონდა დაზიანებული რის შედეგადაც ვერ გაუძლო გულმა და გაგიჩერდა . მოვითხოვე რომ მამაშენი შემოეშვათ და შენი თავი მოეცათ , თუმცა ბებიაშენი შემოვიდა , განადგურებული სახით . -ანდრო აღარ გვყავს . ის მოკლეს ჩემო ნინელი-და ტიროდა გულის ამოვარდნამდე. -თავზე ჩამომექცა ყველაფერი შვილო . იმ დღეს ცხოვრების სურვილი დავკარგე , იმ დღეს მეც მოვკვდი თქვენთან ერთად თუმცა . ფიზიკურად არა სულიერად.მაგრამ შენ , შენ ცოცხალი ხარ, და ამდენი ხნის შემდეგ ისევ ჩემთან ხარ .-წრემლებმა მის სახეზეც გაიკვალეს გზა ადგა და ჩამეხუტა , პირველად ვიგრძენი რომ ვიღაცას ვუყვარდი ვჭირდებოდი. და ყოველგვარი თამაშის გარეშე. შემეცოდა ნინელი იმდენი რამ გამოუვლია და დღემდე მარტო მოვიდა. ძლიერი ქალის ეტალონია. -მამა როგორ გარდაიცვალა? - დიდი პაუზის შემდეგ ისევ დავუსვი კითხვა -მამაშენს მაშინ პატარა კაფე ქონდა აქვე ჩვენთან სოფელში და როცა ტურისტები ჩამოდიოდნენ ხშირად დადიოდნენ იმ კაფეში . მას მეწილეც ყავდა ერთად დაიწყეს საქმე იმ დროს . თუმცა მათ შორის შეკამათება მოხდა , ძალიან დაეძაბათ ურთიერთობა , ანდროს უთხრა რომ კფე გაეყიდა და მისი წილი მიეცა . ანდროსთვის ეს კაფე ყველაფერი იყო, ფურის ფულს აქედან შოულობდა. თუმცა არც კაფე შერჩა და არც მე დამრჩა ანდრო იმ კაცმა იმ დღეს მომიკლა ცხოვრების მეგზური . და მას შემდეგ დავაბიჯებ დედამიწაზე მიზეზის გარეშე. -რა უსამართლოა ცხოვრება , ხვალ რა იქნება არავინ იცის. ვერავის ენდობი და თუ კი ისე გადაგივლიან , ისე გაგყელავრნ თითქოს ერთ დროს მისი საყრდენი არ იყავიო. გული მეტკინა არავინ იმსახურებს ასეთ სიკვდილს როცა მართალი ხარ და არაფერი დაგიშავრბია, მე ხომ არც ვიცნობდი მას და ვერც ვერასოდეს ვიგრძნობდი რა იყო მისი სიყბო რა იყო ნამდვილი მამის სითბო და სიყვარული. ნინელი ისევ ტიროდა , თვალეინ დაუგა ის დღე ალბათ , მარტივი არაა 27 წელი ტვირთი ატარო მხრებით და არ დაიღალო. -და ანდროს მკვლელი არ დაიჭირეს? იმ დროს ხომ სამართალი ბევრად უკეთ ზეიმობდა ვიდრე დღეს დღეობით ქვეყანაში? -ვინც მოკლა ის დაიჭირეს თუმცა მას საერთოდ არანაირი შეხება არ აონდა ანდროსთან , ის მხოლოდ დამხმარეა , დამკვეთი არ დაუწერიათ, -შევატყვე რომ იცოდა ვინც იყო დამკვეთი ანდროს სიკვდილის. -შენ იცი ხომ ვინც არის მისი მკვლელი? -ვიკითხე და მის პასუხსაც დაველოდე. -რათქმაუნდა შვილო მად მხოლოდ ერთი ემტერებოდა და ის მისი მეწილე იყო , კაფე რომ არ გაყიდა გამწარდა და ქმარი მომიკლა. ახლა თბილიში ცხოვრობს როგორც ვიცი , ცოლი ყავს და 2 ქალიშვილი მგონი . ზუსტად არვიცი, გიორგი არღვლიანი ცოლ კი ნინი ქვია .- ვხოვრებაში არასოდეს მსმენია და არც ზღაპრები მინახავს მსგავსი ისტორიით . არასოდეს მსმენია ასეთ ბოროტებაზე, ასეთ უგულო ადამიანებზე როგორც ესენი იყვნენ. ჩემი ცხოვრება ხომ არიეს მაგრამ მამაც მომიკლეს. დედას მომაცილეს. ნუთუ საერთოდ არ აწუხებდათ ამდენი უდანაშაულო ადამიანის განწირვა. ნუთუ არასოდეს დადგება ამ ქვეყანაში სამართალი. რომ პასუხი აგოს ყველამ თავიან მცირე დანაშაულეც კი. სუნთქვა გამიჭირდა , იმ მომენტში თვალებშიც ვერ ვიხედებოდი კარგად,ნინელიმ წყალი მომიტანა . -დალიე უკეთ იქნები? ვიცი შემზარავი ამბავია . მაგრამ ამ კაცის ხსენებაზე დაგემართა ეს? რატომ შვილო. ხომ არ გსმენია რამე?- იკითხა ინტერესით, რა უნდა მეთქვა . ერთერთი მისი დვილიდან რომელსაც იცნობ მე ვართქო. თუმცა არც დამალვას ვაპირებდი , ამდენი ტყუილის შემდეგ სიმართლეს ვეღარ ვხდები რა სრის . ამიტომ არა , ყველაფერი უნდა იცოდეს. -მე ვარ იმ 2 ქალიშვილიდან ერთ ერთი. მე ვარ იმ მკვლელის ვითომ შვილი . მთელი ეს წლები როგორც ჩემს მშობლებს ისე ვიცნობდი. მაგრამ მამაჩემის მკვლელი აღმოჩნდნენ . ჩემი ცხოვრება დაანგრიეს , ტყუილში მაცხოვრეს წლები, თვალებში მიყურებდნენ და როგორ ღმერთო რატომ გამწირე ასე, როგორ მეზიზღება თავი , მამის მკვლელს ვეძახდი მამას და იმ სითბოთი და სიყვარულით ვუყურებდი რასაც საკუთარ მამას ვერასოდეს ვაგრძნობინებდი. ნინელიმ გონება დაკარგა , ვერ აიტანა ამდენი სტრესი, წყლის წვეთებმა გინა მოიყვანეს , არაამქვეყნიური ზიზღი ქონდა მოფენილი სახეზე. -ნენე შვილო ყველანი უნდა დაისაჯონ იმისთვის რაც დაგვმართეს . ყველა დანაშაული უნდა აღმოიფხვრეს და დამანშავე შესაბამისად დაისაჯოს. სადაც ანდროს კაფე ქონდა იქ ახლა მხოლოდ ნანგრევებია ის ადგილი უნდა დავიბრუნოთ რომ მამაშენმა საბოლოოდ ჰპოვოს სიმშვიდე . -განწირული ხმით საუბრობდა ქალიც მის თვალებში იმხელა დარდი იყო, როგორ დაიტანჯა , ამდენი ხანი მარტო უმკლავდებოდა ყველაფერს , და ამ დარდმა თავისი ქნა . -აუცილებლად დაისჯება ყველა ვინც კი ჩვენ ასე მოგვექცა. - დავამშვიდე ქალი. გარედან თითქოს ყველაფერი მარტივად გახავიტანე ისე ჩანდა მაგრამ განადგურებული ვიყავი, საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი რომ მკვლეს მამას ვეძახდი, და ისიც ამ ყველაფერს იყენებდა , ანიტა ? მან თუ იცოდა ყოველივე ეს. ფიქრები მკლავდნენ , მაგრამ დრო მოვა და ყველა თავის სასჯელს მიიღებს. დღეები დღეებს მისდევდა , უკვე ერთი თვე გასულიყო რაც თბილისიდან წამოვედი , დღემდე არავისთან დამირეკავს არც მაშოსთან , მანაც კი არ იცოდა სად ვიყავი. ყველაფერი ჩემთვის ფარსი იყო , დიდად არც მსურდა არავისთან შეხმიანება. ყოველ დილით გაღვიძებისას გული მერეოდა უკვე 1 კვირაა ასე ვარ მოწამლული ვერ ვიქნები? რა გჭირს ნენე ? ახლა ცუდად გახდომის დრო არ გაქვს. მაგრამ , უცებ გამახსენდა რომ გადამიცდა , არა ღმერთო? გთხოვ ასე ნუ გამწირავ. ჩვენი სახლიდან ცოტა მოშორებით აფტიაქი იყო, სასწრაფოდ ვუთხარი ნინელის რომ გავდიოდი, თუმცა მიზეზი არ მითქვამს არც თვითონ ჩამძიებია, სასწრაფოდ ვიყიდე ტესტი და უკნ დავბრუნდი. სააბაზანოში შევვარდი და ყველაფერი ისე გავაკეთე როგორც შეფუთვაზე ეწერა, რამდენიმე წუთი დაველოდე და როდესაც 2 ხაზი დავინახე ცოტაც და შევწუხდებოდი. ღმერთო არა, ახლა ამისთვის მზად არ ვარ. თან მარტოს როგორ გავზრდი, არ მინდა ბავშვმა ის იგრძნოს რაც მე დღემდე მკლავს . აბაზანიდან გამოვედი და საწოლზე დავწექი უნდა დავწყნარდე და დავმშვიდდე ასე არ შეიძლება. უკვე მოსაღამკვდა , ქვემოდან ნინელი მეძახდა ჩამოდი საჭმელი მზად არისო. მე ქვემოთ ჩავედი. -დედა ხვალ თბილიში მივდივარ. რაღაც საქმეები მაქს ხომ იცი არმინდა მაგრამ მიწევს.- მოვატყუე ქალს რაც ყველაზე მეტად არ მინდოდა მაგრამ ჯერ ვერაფერს ვეტყვი , სანამ დანამდვილებით არ მეცოდინება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.