შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 6 თავი


8-09-2022, 12:31
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 151

-ლამაზი მეუღლე გყავთ-ჩავარდნილი ხმით თქვა მიამ და თამუნასკენ გაიხედა რომელიც აივანზე იდგა და ცივი მზერით უყურებდა მათ
-ასეა-დაეთანხმა კახა და მომღიმარი სახით გახედა ცოლს. იმის მიუხედავად რომ ძალიან გაღიზიანდა თამუნა მათი ერთად დანახვისას, მაინც არაფერი შეიმჩნია სახეზე და მოსაწევად გამოსულ ვაჩეს დედასთან ერთად გრაციოზულად დაბრუნდა შენობაში, გაეღიმა, როცა რამდენიმე წამში საყვარელი მამაკაცის ცივი თითების შეხება იგრძნო შიშველ ზურგზე
მაშინვე მისკენ მიტრიალდა და გამომწვევი მზერით თვალებში ჩააცქერდა
-ვიცეკვოთ?-მომღიმარი სახით ჰკითხა კახამ და და ისე რომ მის პასუხს არ დალეოდებია დარბაზის ცენტრისკენ წაიყვანა, როგორც კი მოცეკვავე წყვილებს შეერივნენ თამუნამ მაშინვე კისერზე შემოხვია თბილი ხელები და ცხვირი მის ყელში ჩარგო- სახლში ხომ არ წავსულიყავით?-კიდევ ერთხელ შესთავაზა კახამ და გაბრაზებული სახით რომ ახედა თამუნამ, გაეცინა და უკმაყოფილო ტონით, თავადვე გასცა პასუხი საკუთარ შეკითხვას- ჯერ ტორტი და სანთლები!
-სწორია-შეაქო თამუნამ სიცილით და ინსტიქტურად კარისკენ გაიხედა საიდანაც დაჟინებული მზერით უყურებდა მათ მია, თუმცა ოდნავადაც არ შეიმჩნია მისი თავხედური ქცევა და ქმართან ცეკვა ხასიათის შეცვლის გარეშე განაგრძო.
მია მთელი საღამო უხასითოდ იყო რადგან კახას მისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია.
-მია გთხოვ მეტი აღარ დალიო-შეეხვეწა თათია, როცა მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო გაღიზიანებულმა გოგონამ მეოთხე ჭიქა ჩაცალა
-შენ საერთოდ არაფერი არ გესმის-ჩამწყდარი ხმით უთხრა მიამ და სევდით სავსე მზერით გახედა აღფრთოვანებულ ანას, რომელმაც გრანდიოზულ ტორტზე სანთლები საქმროსთან და მამასთან ერთად ჩააქრო
-მესმის!- ეწყინა თათიას და მოიღუშა
-უნდა წავიდე-უეცრად ფეხზე წამოვარდა თვალებაწყლიანებული გოგონა, ჩანთას ხელი წამოავლო და გარეთ გავარდა
-მოხდა რამე?-ინტერესით ჰკითხა ანამ დაბნეულ თათიას რომელიც გასასვლელ კართან მივიდა
-ისეთი არაფერი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თათიმ და მინის კარიდან თვალი მიაყოლა ქუჩაში, სწრაფი ნაბიჯით მიმავალ დას
-რა დაემართა?-მასზე მიანიშნა ანამ მეგობარი
-არ ვიცი-მოიღუშა თათია დ ამხრები აიჩერჩა
-არ მესმის რატომ აძლევ უფლებას რომ გული გატკინოს-გაბრაზდა ანა და მეგობრების თხოვნით სუფრას დაუბრუნდა.
თორნიკე გაოცებული სახით მიაჩერდა მიას, რომელიც კარის გაღებისთანავე დაუპატიჟებლად შევიდა ბინაში.
-მოხდა რამე-ინტერესით ჰკითხა დაბნეულმა ბიჭმა სახე წაშლილ გოგონას და თვალებში ჩააცქერდა
-აქ არ უნდა მოვსულიყავი-ჩავარდნილი ხმით თქვა მიამ და კარისკენ წავიდა მაგრამ თორნიკე მაშინვე წინ აესვეტა, ცივი მზერით მიაჩერდა სახეში და უემოციო ტონით უთხრა
-ცუდად გამოიყურები
-სახლში უნდა წავიდე-ძლივს გასაგონად თქვა მიამ და თავი დახარა
-ცოტა ხანს დარჩი
-არასწორად მოვიქეცი, შენთან არ უნდა მოვსულიყავი-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აღელვებულ გოგონას და აწყლიანებული თვალებით შეხედა სახე მონგრეულ ბიჭს-გთხოვ გამიშვი
-არა
-მარტო ყოფნა მინდა!-აფეთქდა მია
-ასეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ დაგტოვებ-
გაბრაზდა თორნიკეც
-ასე რა უფლებით იქცევი?
-რატომ მიიღე საქრველოში დაბრუნების გადაწყვეტილება?-უეცრად წყობრიდან გამოვიდა გაღიზიანებული ბიჭი და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას
-შენს გამო არა-დაუფიქრებლად მიახალა მიამ და ცინიკურად გაუღიმა
-ვიცი რომ ჩემს გამო ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდი, მაგრამ ანდრია ფიქრობს რომ...
-ჯერ კიდევ მიყვარხარ?-ირონია გაერია ხმაში მომღიმარ გოგონას და მისაღებში შევიდა
-ასე რატომ იქცევი?
-როგორ ვიქცევი?-შეიცხადა მიამ და დივანზე დაჯდა
-რატომ აგიჟებ?
-ანდრიას?-შეიცხადა მიამ
-ვერ ხვდები რომ შენი ასეთი ქცევით ცხოვრებას უნადგურებ?
-ანდრია ჩემთვის არაფერს ნიშნავს და ეს თავადაც კარგად იცის!-ავარდა მია და უეცრად ფეხზე წამოვარდა
-მაშინ მისი თხოვნით საქართველოში რატომ დაბრუნდი?- მკაცრი ტონით ჰკითხა თორნიკემ დაბნეულ გოგონას და თავზე წამოადგა
-შენს წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობდი- გულწრფელად უპასუხა მიამ და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თაფლისფერ თვალებში
-მხოლოდ ამიტომ?-თვალები დააწვრილა თორნიკემ
-მხოლოდ ამიტომ!-დარწმუნებით უთხრა მიამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-რამეს დალევ?-შესთავაზა მოულოდნელად თორნიკემ
-კი რამე მაგარს-არ დაიბნა მია და ჩვეული სითავხედით უპასუხა
-შაქრით თუ უშაქროდ?-წარბის აწევით ჰკითხა თორნიკემ და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-ყავა არ მიყვარს... როგორც ჩანს დაგავიწყდა- გამომწვევი ტონით უთხრა მიამ თავზე წამომდგარ ბიჭს და სიგარეტის ლურჯი კვამლი მისი სახისკენ მიმართა
-ჩაი ვიგულისხმე-ნიშნის მოგებით იპასუხა თორნიკემ და სამზარეულოში შევიდა გასაკეთებლად. სწორედ ამ დროს მიამ კარადიდან ვისკის ბოთლი გამოიღო ჭიქაში დაასხა და მოიყუდა, როცა თორნიკე მისაღებში შევიდა გაბრაზებული სახით მიაჩერდა მიას რომელამც მეორედ შევსებული ჭიქა ტუჩებთან მიიტანა
-დალევ?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და ისე რომ მის პასუხს არ დალოდებია მეორე ჭიქაც შეავსო და შორიახლოს მდგომ ბიჭს გაუწოდა, თორნიკემ სიტყვის უთქმელად გამაორთვა და ერთი მოყუდებით ჩაცალა
-ოდესმე მაპატიებ?-ინტერესით ჰკითხა გოგონამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ვისკით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა და ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია თორნიკეს არეული სახისთვის ცოტა მოსვა
-არასოდეს გესმის? არასოდეს გაპატიებ იმას რაც გააკეთე!-დაუფიქრებლად უპასუხა თორნიკემ და წამში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი
-ჯერ კიდევ გიყვარვარ ამას ვგრძნობ-გამომწვევი ტონით უთხრა მიამ და ჭიქა ბოლომდე ჩაცალა
-ძალიან გინდა ასე რომ იყოს! -გაეცინა თორნიკეს- მაგრამ შენს მიმართ აღარაფერს ვგრძნობ მას შემდეგ რაც ჩემი ბოლო სასამართლო პროცესის დაწყების წინ მითხარი
-მოსამართლემ დამნაშავედ გცნო!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა
-მე გითხარი რომ დამნაშავე არ ვიყავი, გთხოვდი ჩემთვის დაგეჯერებინა! შენ კი მომახალე რომ შენთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიყავი... მიტრიალდი და წახვედი! -აფეთქდა თორნიკე- სასამართლო პროცესსაც კი არ დაესწრი ისე გამომიტანე განაჩენი
-მე...
-შენ დღემდე გჯერა რომ მე დამნაშავე ვარ რომ ის კაცი მე მოვკალი და სრულიად სამართლიანად მოვიხადე სასჯელი!
-თორნიკე
-შენ! ზურგი მაქციე და წახვედი...
-მხოლოდ მე ვარ დამნაშავე იმაში რაც მოხდა? დაგავიწყდა რომ მანამდე შენც მაქციე ზურგი ანდრიას გამო!-აყვირდა მია
-ამის დედაც. ამის დედასაც შევ.ციიიი-ბოლო ხმაზე იღრიალა გაგიჟებულმა ბიჭმა და ვისკის ბოთლი კედელს შეახეთქა- რატომ არ გესმის რომ ასე იმიტომ არ მოვქცეულვარ რომ მეკიდე
-მაშინ უარი რატომ თქვი ჩვენს სიყვარულზე?
-ის გრძნობა რასაც მე და შენ ერთმანეთის მიმართ განვიცდიდით სიყვარული არ იყო და იმიტომ!
-ამას როდის მიხვდი? ციხეში ყოფნისას?-ირონია გაერია ხმაში მიას
-ზუსტად! ნამდვილი გრძნობა რომ ყოფილიყო ჩვენს შორის შენ ჩემს უდანაშაულობას იწამებდი... და ჩემი ცხოვრებიდან მთელი 8 წელი არ აორთქლდებოდი ისე თითქოს არც არსებულხარ
-ციხეში მოხვედრამდი თქვი შენ უარი ჩვენს სიყვარულზე-წამოენთო მია
-იმიტომ რომ შენ ყოველთვის ჩემი და ანდრიას გრძნობებზე თამაშობდი
-ესე იგი ყველაფერი ჩემი ბრალია-გაეცინა მიას და ჩანთას წამოავლო ხელი
-საით?-წინ გადაეღობა თორნიკე
-სახლში!
-გაგაცილებ
-დაცვა არ მჭირდება-ბრაზნარევი ტონით უთხრა მაიამ და ისე ჩაუარა რომ უხეშად გაჰკრა მხარი.
რესტორნიდან გამოსული გაცეცხლებული კახა სწრაფი ნაბიჯით წავიდა მანქანისაკენ და გაბრაზებული მიუჯდა საჭეს
-კახა გთხოვ ასე ნუ იქცევი- შეეხვეწა თამუნა-მერე რა თუ ახალგაზრდები მარტო დარჩებიან რესტორანში?
-უმეტესობა მათგანი მთვრალია!
-ვაჩეს არ დაულევია
-ახლა დალევს!- წამოენთო კახა
-ცოტა ხანში ანას დავურეკავ და ვთხოვ მალე დაბრუნდეს სახლში... თან რესტორანში დაცვაცააა
-ნუ მამშვიდებ!-უარესად გაბრაზდა კახა
-თუ ასე ღელავ მაშინ დავრჩეთ-შესთავაზა თამუნამ
-არა! არ შეიძლება- მაშინვე იუარა კახამ- არ მინდა ვიღაც-ვიღაცეებმა რაღაცეები არასწორად გაიგონ-ბრაზნარევი ტონით დაამატა გაღიზიანებულმა კაცმა და როგორც კი გზატკეცილზე გაიყვანა ლექსუსის ჯიპი გაზს ბოლომდე მიაჭირა.
-შენი აზრით ტატიანა ასე განზრახ მოიქცა?- მოულოდნელად ჰკითხა თამუნამ ქმარს და მისკენ მიიხედა
-შენი აზრით?-მოიღუშა კახა -ისე დაიწყო ლაპარაკი წასვლისას ქალბატონმა ტატიანამ რომ ჩვენც გვაიძულა წამოვსულიყავით რესტორნიდან და მარტო დაგვეტოვა ახალგაზრდები
-ვფიქრობ ზედმეტად ღელავ ანაზე
-ვაჩე არ მომწონს, არ დედამისი მომწეონა! ქალბატონი ტატიანა...-ბოლო სიტყვები განსაკუთრებით აგრესიით წარმოსთვქა კახამ
-მამამისი?
-არც ის...
-ნეტა ისინი რას ფიქრობენ ჩვენზე?-უფრო თავისთვის ვიდრე კახას გასაგინად თქვა თამუნამ
-დამიჯერე კარგს არაფერს
-ისევე როგორც სოფი და გეგა-გაეღიმა თამუნას
-ეგ ორი არ გამახსენო!-გაეცინა კახას და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა.
ანა მომღიმღი სახით უყურებდა საჭესთან მჯდომ ვაჩეს რომელიც ცარიელ ავტობანზე გადაჭარბებული სიჩქარით მიაქროლებდა შავ ბეემვეს, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა ინსტიქტირად საქარე მინას მიაჩერდა და ,,თბილისის" ნაცვლად ბანერზე შეამჩნია წარწერა ,,გორი"
-ვაჩე?-კითხვა ჩამდგარი თალებით მიაჩერდა გვერდით მჯდომ ბიჭს და მან ყურადღება რომ არ მიაქცია ხმამაღალი ტონით ჰკითხა- შეიძლება გავიგო სად მივდივართ?
-სადღაც-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უპასუხა ვაჩემ და მისკენ მიხედა მომღიმარი სახით
-სადღაც სად?-ანერვიულდა ანა
-მივალთ და გაიგებ
-ვაჩე! გთხოვ-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში დაძაბულ გოგონას- მანქანა მოატრიალე
-რააა?-აფეთქდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი
-უბრალოდ-ჩავარდნილი ხმით დაიწყო ლაპარაკი აღელვებულმა გოგონამ- სახლში წასვლა მინდა
-მე კი შენთან ერთად ყოფნა მინდა- ძალდატანებით გაუღიმა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მისკენ გადაიხარა, ყელში აკოცა და სიჩქარის შეუცვლელად გააგრძელა მოძრაობა.
-ვაჩე გთხოვ სახლში წამიყვანე-შეეხვეწა ანერვიულებული გოგონა
-შანსი არაა-გაუღიმა ვნება მორეულმა ბიჭმა და ისევ მისკენ გადაიხარა, ამჯერად შიშველ მხარზე მიაწება მწველი ტუჩები რის გამოც წამიერად საჭეზე კონტროლი დაკარგა. ანამ უმალ შეკივლა და იქამდე ვერ დაწყნარდა სანამ ვაჩემ საჭეზე კონტროლი სრულად არ აღადგინა
-მანქნაა გააჩერე! ახლავე!- ბრაზნარევი ტონით უთხრა კარგა ხნის სიჩუმის მერე და საპასუხოდ სიჩქარეს კიდევ რომ მოუმატა გაცეცხლებულმა ბიჭმა აკანკალებული ხელებით დაბლოკილ კარს დაეჯაჯგურა
-რას აკეთებ?!-აიბნა ვაჩე და სრულიად გაუაზრებლად მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით შუა გზაზე გააჩერა
-მანქანა მოატრიალე! - კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით სთხოვა დამფრთხალმა გოგონამ რომელსაც ტირილის ნოტები ეპარებოდა ხმაში მღელვარებისგან
-ანა რა გემართება?-ავარდა ვაჩე -გეუბნები რომ მინდა ჩემი ცოლი გახდე რადგან შენთან ერთად ყოფნა მინდა-მეთქი... შენ კი ისტრიკას მიმართავ...
-აღარაფერი თქვა-შეევეწა ანა და აფორიაქებული გადავიდა მანქანიდან
-ჩემთან ყოფნა არ გინდა?- მოულოდნელად წინ აესვეტა სუნთქვა აჩქარებული ბიჭი გაურკვეველი მართულებით მიმავალ დაბნეულ გოგონას თვალებში ჩააცქერდა
-მინდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა ანამ და ოდნავ უკან დაიხია- მაგრამ, ასე არა...
-შენი სიტყვები როგორ გავიგო? მოიღუშა ვაჩე
-მე ყველაფერი სხვანაირად წარმომედგინა... შენ კი...
-მე რა?-ავარდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი- რა გავაკეთე არასწორად? ცოლობა გთხოვე და დამთანხმდი! თითზე ბეჭედი გაგიკეთე! ჩვენი მშობლები ერთმანეთს გავაცანი!
-არ გაუბნები რომ რამე არასწორად გააკეთე... უბრალოდ... ისე მოულოდნელად გამომიცხადე მინდა ამ ღამეს ჩემი ცოლი გახდეო რომ დავიბენი... სულ ესაა
-და სხვა არაფერი?-დაეჭვებით ჰკითხა ვაჩემ
-სახლში წამიყვან თუ ტაქსი გამოვიძახო?-გაბრაზდა ანა
-წაგიყვან-ჩავარდნილი ხმით უთხრა ვაჩემ და მანქანისაკენ წავიდა
-ორ დღეში ფინალური გამოცდები მეწყება...
-ფიქრობ რომ სწავლაში ხელს შეგიშლი?-მისკენ მიტრიალდა გაცეცხლებული ვაჩე
-მე ეგ არ მითქვამს
-მაგრამ იგულისხმე
-ჩემი რატომ არ გესმის?
-შენ რატომ არ გესმის? იცი რამდენი ხანი ვიცნებობდი ამ წუთებზე? შენ კი ლამის გაქანებული მანქანიდან გადამიხტი!
-იმიტომ რომ ახლა ამ წამს მზად არ ვარ ასეთი რთული ნაბიჯის გადასადგმელად
-იქნებ მიზეზი სხვა რამეა!-ავარდა ვაჩე
-ხვდები რას ბოდავ?



№1 სტუმარი ელა1

მიას რაღაცა აქვს ჩაფიქრებული მგონი უნდა რო თავი შეაყვაროს კახას და მერე მიატოვოს და ასე იძიოს შური ათორნიკეს მაგივრად ან ამით უნდა დაუმტკიცოს ყველას რო ცოლიანს კაცს შეუძლია იმის მიუხედავად რომ ცოლი ყავს და სიგიჟემდე უყვარს მაინც შეუძლია უხალატოს ცოლს და ასე დაიმშვიდოს თავის სული ხო ხვდები ნეაკო რაზე ვამბობ?რაც შეეხება თორნიკეს და მიას სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი მაგრამ ისე აქვთ ერთმანეთზე გული ნაყენი რო არც ერთი არ თმობს და არ პატიობს მეორეს.თორნიკე ზურგი რო აქცია მიამ და მია ანდრეა რო აირჩია თორნიკემ და მათ სიყვარულზე უარი თქვა .მაგრამ ასე მგონია რო მიას ქონდა მიზეზი რო ასე მოქცეულიყო მაგრამ არ ვიცი რა მიზეზი.ვაჩე არ მომწონს იცი რა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს რომ გამოიყენებს და მიადგეს ქალს და კიდე დედას ბიჯი მგონია რომეც დედის ქალტას მიჯაჭვული და ყველაფერს უსრულებს,გამგები გამიგებს რისი თქმა მინდა ამით და რაზე ვწერ .

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზი

შეიძლება თუ კაცს ცოლი ცუდია ჰყავს არაფასებს და უყვირის ან საშინლად ექცევა , კიდევ გამართლება აქვს ასეთ კაცთან საქმე დაიჭირო მაგრამ როცა ასეთი კარგი ცოლი ჰყავს უკვე ზღვარს ცდება თითქოს არც არსებობს ბოდიშით მაგრამ მაგიჟებს მიას საქციელი.

რასგადავეკიდე ამ მიას არვიცი მომენტებშიომწონს არადა

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზი

ნეტავ ანანოს სხვა ჰოარ შეუყვარდება საიდან მომაქვს არვიცი ????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიზი

nene gelovani
ძალიან ჩახლართულია ყველაფერი მიას გარშემო და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სინამდვილეში არცერთი არ უყვარს. ძალიანაც კარგი. რასაც ვუყურებ არცერთი იმსახურებს სიყვარულს.

ვაჩეს რაც შეეხება, ფაქტია, რომ მოძალადეა.

რატომ არიმსახურებენ თათიამ რადაშავა? გამიკვირდა ამიტომ გეკითხები თან ვაჩეზე მეც ვეჭვობ და პასუხი მაინტერესებდა

 


№5 სტუმარი Keira.კირა

ქალბატონმა ადვოკატმა თავად თუ იცის რა უნდა? expressionless
ირონიის ქალღმერთი, ჩვენი ტურფა, მემბოხე პრინცესა unamused

მეამბოხეეე*

 


№6 სტუმარი ელა1

ყველაზე მეტად აქ ანა და თათია და თორნიკეს და მეცოდება.ეხლა აგიხსნით რატო.1)ანა იმიტომ რომ მიუხედავათ რომ ოჯახს სიგიჟემდე უყვარს და არაფერს აკლებენ მაგრამ იცი ნეაკო ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ რაღაცა აკლია შეიძლება ნამდვილი სიყვარული და გაგება მშობლებისგან და უნდა რო გაუგონ და მიხვდნენ რომ მას თავისი ცხოვრება აქვს და არ არის პატარა გოგო.ასე მგონია რო ვაჩეს ხელში დიდი ტანჯვა ელოდება და ძალიან ადრე მოუწევს დაქალება და ბევრს რამეს გადაიტანს სანამ ნამდვილ ბედნიერებას იპოვის ნეაკო შენ ისეთი ხარ რო იმედია ამ მდგომარეობიდან გამონახავს რამეს.2)თათია როგორ აგიხსნათ გოგოებო ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ თათია ოჯახში მშობლების სიყვარული არ აკლია მაგრამ როგორ თქვა აკლია დის სიყვარული ,გონია რომ მიუხედავად იმისა რომ შეურიგდა დას და კარგი ურთიერთობა აქვს ისე თუ არა მაინც რაღაცა აწუხებს ეს რაღაცა არის ოჯახის მთლიანობა როცა ყველანი ერთად არის და ბედნიერები არიან.გონია რო ის არის დამნაშავე რო მიას ბავშვობა წაართვა და ის არის დამნაშავე რო მია ასეთია და ყველანაირად ცდილობს მასთან კარგად იყოს.ესარის ჩემი აზრი შეიძლება არ ვარ მართალი.3)ნია მგონია ასე ქვია თორნიკეს დას ეს ყველაზე დაუცველი პერსონაჟია ამ ისტორიაში.ძალიან ძნელი ცხოვრება ქონდა ჯერ ერთი ალბათ მშობლები არ ყავდათ და იმიტომ მოხტა თავშესაფარში არ ვიცი მაგრამ ის ვიცი რომ ის წლები რაც იქ გაატარა ძალიან ძნელი იქნებოდა მისთვის .ძმის გარეშე რომელიც ძალიან უყვარდა და რომელიც ყველაფერი იყო მისთვის ამდენი წლით გაქრა და მერე როცა გამოვიდა ციხიდან არ წაიყვანა მასთან ასეთ დროს მიას ნაირი ბავშვები როგორ გითხრათ თავის თავში იჯკეთებიან და გონაათ რო არავინ ყავთ და ამ ცხოვრებაში მარტო დარჩნენ და ყველაფერზე აუცრუათ იმედები.არ ვიცი ნეაკო მაგრამ ასე მგონია რო ძალიან ძნელი ცხოვრება გაატარა ნიამ თავშესაფარში და ამიტომ არის ასეთი როგორ ვღქცა ჩაკეტილი თავის თავში და არ უნდა რო ვინმე შეუშვას მის პატარა სამყაროში.

 


№7 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაჩეს დედიკო და მამიკო არ გამოჩენილან, მაგრამ უკვე არცერთი მომწონს. მია ერთი მანიპულატორი, საწყალი და ბავშვობა დამახინჯებული გოგოა, ვაჩე პოტენციური მოძალადე, ანდრია სულელი, სიყვარულით დაბრმავებული ბიჭი, თორნიკეც სულელი, რომელსაც ჰგონია შურისძიება კარგს მოუტანს. ანას აქვს შანსი იყოს ბოლომდე ასეთი ,,ჭკვიანი", მაგრამ მაგისი ბოლო გარკვეულია უკვე, ყველაფერს მაინც სიყვარულს დააბრალებს და ვაჩეს მეორე შეძლებისთანავე, მისივე დაძალებით დაუჯდება სახლში. ერთადერთი საღად მოაზროვნე კახუნაა, იმედია თამუნა და ეგ მაინც შეინარჩუნებენ მაგ საღ აზრს ისტორიის ბოლომდე, თორემ ძალიან მღლის ამ უტვინო ბავშვების თავყრილობა უკვე. წარმატებები ნეაკოო❤❤

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიზი

მართლა არდავფიქრებულვარ და ვერმივხვდი ვაჩე რომოძალადეიყო წინათავებში არმახსოვს ასეთი ყოფილიყო თუ მართლა ასეთი დამპალია დიდხანს არდაგვიტოვო მოშორდეს რა , და ანასთვის კარგი მემეტება

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიზი

nene gelovani
სტუმარი ლიზი
nene gelovani
ძალიან ჩახლართულია ყველაფერი მიას გარშემო და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სინამდვილეში არცერთი არ უყვარს. ძალიანაც კარგი. რასაც ვუყურებ არცერთი იმსახურებს სიყვარულს.

ვაჩეს რაც შეეხება, ფაქტია, რომ მოძალადეა.

რატომ არიმსახურებენ თათიამ რადაშავა? გამიკვირდა ამიტომ გეკითხები თან ვაჩეზე მეც ვეჭვობ და პასუხი მაინტერესებდა

ამ შემთხვევაში ის კაცები ვიგულისხმე, ვისთანაც პოტენციური სასიყვარულო ურთიერთობები აქვს.
თათიას არაფერს ვერჩი.

მემეგონა საერთოდ ყველა იგულისხმე

 


№10 სტუმარი სტუმარი ელენე

nene gelovani
სტუმარი ლიზი
nene gelovani
ძალიან ჩახლართულია ყველაფერი მიას გარშემო და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სინამდვილეში არცერთი არ უყვარს. ძალიანაც კარგი. რასაც ვუყურებ არცერთი იმსახურებს სიყვარულს.

ვაჩეს რაც შეეხება, ფაქტია, რომ მოძალადეა.

რატომ არიმსახურებენ თათიამ რადაშავა? გამიკვირდა ამიტომ გეკითხები თან ვაჩეზე მეც ვეჭვობ და პასუხი მაინტერესებდა

ამ შემთხვევაში ის კაცები ვიგულისხმე, ვისთანაც პოტენციური სასიყვარულო ურთიერთობები აქვს.
თათიას არაფერს ვერჩი.

მე ვერჩი.
კრავის "ლუქით" რომ მოძრაობს სანათესაო-სამეგობროში და ჩაგრული პატარა დის როლი აქვს მორგებული, მაღიზიანებს და რა ვუყო.
ან რატო იწირპლება ამ მიას ყველა სიტყვაზე?!
ანგელო'ს'ი unamused

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიზი

ვერმივხვდი ელენე ვინ გაღიზიანებს

 


№12 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი ლიზი
ვერმივხვდი ელენე ვინ გაღიზიანებს

თათია.

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიზი

ზოგი მართლა მასეთია ხოლმე , მაგრამ თათია არვიცი იქნებ დის სიყვარული უნდა მარტო არვიცი მე ვაჩეზეც ვერმივხვდი რო ცუდიიყო მეგონა ვინმემ რამეთუ რა და ჯერ არვიცოდით კომენტარებში ისეთებს ვიგებ რაცმეარვიცოდი

 


№14 სტუმარი სტუმარი ელენე

სტუმარი ლიზი
ზოგი მართლა მასეთია ხოლმე , მაგრამ თათია არვიცი იქნებ დის სიყვარული უნდა მარტო არვიცი მე ვაჩეზეც ვერმივხვდი რო ცუდიიყო მეგონა ვინმემ რამეთუ რა და ჯერ არვიცოდით კომენტარებში ისეთებს ვიგებ რაცმეარვიცოდი

ვაჩე რომ მოძალადეა რა ცოდნა უნდა. შენი შებართვის გარეშე რომ აგიღებენ და წაგიღებენ სადმე, ეს ძალადობაა. აზრს რომ არ გკითხავენ და ისე რომ მოგიყვანენ ცოლად, ძალადობაა. უკან წამოსვლა რომ გინდა და ირიბ ზეწოლას ახდენენ და ნამუსზე გაგდებენ ეგეც ძალადობაა.
ვაჩე მოძალადეა.

 


№15 სტუმარი სტუმარი ლიზი

სტუმარი ელენე
სტუმარი ლიზი
ზოგი მართლა მასეთია ხოლმე , მაგრამ თათია არვიცი იქნებ დის სიყვარული უნდა მარტო არვიცი მე ვაჩეზეც ვერმივხვდი რო ცუდიიყო მეგონა ვინმემ რამეთუ რა და ჯერ არვიცოდით კომენტარებში ისეთებს ვიგებ რაცმეარვიცოდი

ვაჩე რომ მოძალადეა რა ცოდნა უნდა. შენი შებართვის გარეშე რომ აგიღებენ და წაგიღებენ სადმე, ეს ძალადობაა. აზრს რომ არ გკითხავენ და ისე რომ მოგიყვანენ ცოლად, ძალადობაა. უკან წამოსვლა რომ გინდა და ირიბ ზეწოლას ახდენენ და ნამუსზე გაგდებენ ეგეც ძალადობაა.
ვაჩე მოძალადეა.

ასე არდავკვირვებულვარ რა ისტორიებიც წამიკითხია ბოლოს ყველას რაღაც მიზეზი ქონდა და აიყვანენ უხეშები ყველა იცვლებოდა

 


№16  offline მოდერი ნეაკო

ელა1
მიას რაღაცა აქვს ჩაფიქრებული მგონი უნდა რო თავი შეაყვაროს კახას და მერე მიატოვოს და ასე იძიოს შური ათორნიკეს მაგივრად ან ამით უნდა დაუმტკიცოს ყველას რო ცოლიანს კაცს შეუძლია იმის მიუხედავად რომ ცოლი ყავს და სიგიჟემდე უყვარს მაინც შეუძლია უხალატოს ცოლს და ასე დაიმშვიდოს თავის სული ხო ხვდები ნეაკო რაზე ვამბობ?რაც შეეხება თორნიკეს და მიას სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი მაგრამ ისე აქვთ ერთმანეთზე გული ნაყენი რო არც ერთი არ თმობს და არ პატიობს მეორეს.თორნიკე ზურგი რო აქცია მიამ და მია ანდრეა რო აირჩია თორნიკემ და მათ სიყვარულზე უარი თქვა .მაგრამ ასე მგონია რო მიას ქონდა მიზეზი რო ასე მოქცეულიყო მაგრამ არ ვიცი რა მიზეზი.ვაჩე არ მომწონს იცი რა ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს რომ გამოიყენებს და მიადგეს ქალს და კიდე დედას ბიჯი მგონია რომეც დედის ქალტას მიჯაჭვული და ყველაფერს უსრულებს,გამგები გამიგებს რისი თქმა მინდა ამით და რაზე ვწერ .

თორნიკეს და მიას უართიერთობა ის დამთავრდა რომ არც დაწყებულა, რადგან თორნიკე ციხეში მოხვდა მთელი 8 წლით, შესაბამისად ნამდვილი და წრფელი გდძნობები არ ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ. უფრო სწორად ვერ მოასწრეს გარკვევა საკუთარ თავში.
ვაჩე ჩვეულებრივი განებივრებული დედიკოს ბიჭია ❤❤❤❤

სტუმარი ლიზი
შეიძლება თუ კაცს ცოლი ცუდია ჰყავს არაფასებს და უყვირის ან საშინლად ექცევა , კიდევ გამართლება აქვს ასეთ კაცთან საქმე დაიჭირო მაგრამ როცა ასეთი კარგი ცოლი ჰყავს უკვე ზღვარს ცდება თითქოს არც არსებობს ბოდიშით მაგრამ მაგიჟებს მიას საქციელი.

რასგადავეკიდე ამ მიას არვიცი მომენტებშიომწონს არადა

ასეთი კარგი ურთოერთობა რომ აქვთ კახას და თამუნას იმიტომაც ინტერესდება მია მისით. კახა მზრუნველი, ყურადღებიანი, თბილი და მოსიყვარულე კაცია, ამასთან თანამედროვე და დახვეწილი, სწორედ ამიტომ მოიხიბლა მია მისით ❤

ანას ყურადღება რომ ჩამოყალიბებულმა და სერიოზულმა მამაკაცმა მიიქციოს არაა გამორიცხული ❤

nene gelovani
ძალიან ჩახლართულია ყველაფერი მიას გარშემო და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ სინამდვილეში არცერთი არ უყვარს. ძალიანაც კარგი. რასაც ვუყურებ არცერთი იმსახურებს სიყვარულს.

ვაჩეს რაც შეეხება, ფაქტია, რომ მოძალადეა.

მე და ჩემი ჩახლართული იატორიები და დრამა სიყვარულები joy

სტუმარი ელენე
სტუმარი ლიზი
ვერმივხვდი ელენე ვინ გაღიზიანებს

თათია.

ეჰჰჰჰ თათია... ვატყობ ოდესმე ახალ ისტორიას თუ კიდევ დავწერ კახას გამო იქ მომეთხოვება პასუხი, იქ დავისჯები ამ ყველაფერის გამო და შურსაც იძიებ იმის გამო რომ თათიას განხილვა გიწევს კახას ისტორიაში joy

 


№17 სტუმარი სტუმარი ლიზი

რაც თქვი ანაზე იმედია მასეიქნება ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent