შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 8 თავი


11-09-2022, 13:35
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 023

თორნიკე მოუთმენლად ელოდა მიას და ანდრიას გარეთ გასვლას, თან სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა ანას, რომელიც მოკრძალებით იჯდა მაგიდასთან. იმის მიუხედავად რომ მათ შორის დიდი მინის კედელი იყო აღმართული დაძაბულმა გოგონამ მაინც იგრძნო მისი დაჟინებული და მწველი მზერა ზურგს უკნიდან, ამიტომ უნებურად მისკენ მიიხედა, ამ დროს მათი ამღვრეული თვალები კიდევ ერთხელ შეხვდა ერთმანეთს.
-თვალს ვერ გაშორებს-კისკისით უთხრა თათიამ ანას, მას შემდეგ რაც ანრიას დაჟინებული მოთხოვნით მია სასაუბროდ გაჰყვა მას და სუფრასთან მარტოები დარჩნენ
-თავს ცუდად ვგრძნობ... გთხოვ მალე წავიდეთ აქედან- ჩავარდნილი ხმით უთხრა ანამ მეგობარს და სევდიანად გაუღიმა
-აუ ვაჩეს შეურიგდი რა, ამიფეთქა ტელეფონი- უცბათ სხვა თემაზე გადავიდა აჟიტირებული თათია
-სანამ თავის შეცდომას არ მიხვდება და ჩემს დადანაშაულებას არ შეწვეტს იმაში რომ მისე ძლიერ არ მიყვარს როგორც თავად მას მე, მასთან ლაპარაკს არ ვაპირებ მითუმეტეს შერიგებას.
-გინდა რომ ჭკუიდან გადაიყვანო და საბოლოოდ გააგიჟო?- შეიცხადა თათიამ
-ისედაც გიჟია- გაეცინა ანას და ცოტაოდენი ვისკი მოსვა მოსადუნებლად.
დამფრთხალი მია, შეშინებული თვალებით მიაჩერდა სახეში გაცეცხლებულ თორნიკეს, რომელმაც გარეთ გასვლისთანავე მკლავზე უხეშად წაავლო ხელი და შენობის უკანა მხარეს ძალდატანებით წაიყვანა
-რას აკეთებ? შენ რა გაგიჟდი?- აყვირდა უეცრად ტკივილისგან შეწუხებული გოგონა და მისთვის წინაადეგობის გაწევა სცადა
-მშვიდად-დაუღრინა გაცოფებულმა ბიჭმა და როცა დარწმუნდა რომ მათ გარსშემო ანდრიას გარდა არავინ იყო, მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა გაღიზიანებულ გოგონას-ანას საიდან იცნობ?
-მასთან რა გაკავშირებს ? მისით ასე ძალიან რატომ ინტერესდები?- დაიბნა მია
-შენ რა მეთამაშები?- ავარდა უცბათ თორნიკე და სახე ზედმეტად მიაუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას- აქ განზრახ მოიყვანე?- აგრესიული ტონით ჰკითხა და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში
-ხელი გამიშვი -დაუღრინა მისი უხეშობით დაბნეულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და იქვე მდგომ ნადრიას გახედა რომელიც ცივი მზერით უყურებდა მას
-კითხვაზე მიპასუხე!- ხმას აუწია მოთმინება დაკარგულმა ბიჭმა და თავისკენ მიიზიდა აფორიაქებული გოგონა
-მტკივა-უემოციო ტონით უთხრა მიამ და არაფრისმთქმელი, ცარიელი მზერა მისი წაშლილი სახიდან, მის გრძელ თითებზე გადაიტანა რომლებიც მარწუხივით უჭერდნენ მკლავზე. ამ დროს თორნიკემ წამიერად თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ივლისის ცხელი ჰაერი აზრზე მოსასვლელად, ოდნავ რომ დამშვიდდა უკან დაიხია და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა სახე წაშლილ გოგონას
-მია მითხარი ანას საიდან იცნობ და რატომ დაგეგმე ეს შეხვედრა
-ანასთან არაფერი მაკავშირებს თათიას გარდა, მას წასიერად არც კი ვიცნობ-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა
-იცოდე არ გაბედო ჩემი მოტყუება- მუქარით უთხრა თორნიკემ და თავზე წამოადგა
-ორივე არანორმალურები ხართ- ზიზღით თქვა გაცეცხლებულმა გოგონამ და ანდრიას გახედა ნაწყენი სახით რომელმაც მის დასაცავად თითიც კი არ გაატოკა
-არც შენ ხარ დალაგებული-ირონიული ტონით უპასუხა ანდრიამ და ზურგი აქცია მას
-ვერცერთს ვერ გიტანთ-აღმოხდა გაცეცხლებულ გოგონას და სწრაფი ნაბიჯით წავიდა რესტორნის ცენტრალური შესასვლელისკენ
-შენი აზრით სიმართლეს ამბობს?- ინტერესით ჰკითხა თორნიკემ მის წინ მიმავალ ბიჭს
-მემგონი კი-უფრო თავისთვის ვიდრე თორნიკეს გასაგონად თქვა ანდრიამ და მისკენ მიიხედა
-ხომ იცის რომ ციხეში იმ ნაბ.ჭვარი კახას და მისი ს.რი შვილის, ალექსანდრეს გამო მოვხვდი?
-მია სასამართლო პროცესებს არ ესწრებოდა, არ მგონია დეტალებში იცოდეს იმ ავარიის ღამე... ხომ იცი შენი დაკავების დღიდან, ჩემგანაც შორის იჭერდა თავს
-იმ დღიდან რაც დამაკავეს ორივე წაგვშალა თავისი ცხოვრებიდან- დანანებით თქვა თორნიკემ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-საწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ მისი და ანას ნაცნობობა შემთხვევითია
-მეც ასე ვფიქრობ-დაეთანხმა თორნიკე მეგობარს და მასთან ერთად მშვიდად დაბრუნდა რესტორანში.
ანას გაცნობის დღიდან თორნიკემ მოსვენება დაკარგა, ამიტომ მიას გამოყენებით ხშირად ხვდებოდა მას ქუჩაში, რესტორანში და კაფეში ,,შემთხვევით", მაგრამ თავისი ბნელი და ხისტი ხასიათიდან გამომდინარე, გოგონა გამუდმებით გაურბოდა მასთან ურთიერთობას, რაც თორნიკეს, მისადმი ინტერეს კიდევ უფრო ამძაფრებდა, მითუმეტეს მისი და ვაჩეს დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
-რა ხდება შეჩ.მა ანას მიმართ გრძნობები ხომ არ გაგიჩნდა?- ერთ საღამოს, ცინიკური ტონით ჰკითხა ანდრიამ მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებ ჩაწითლებულ ბიჭს და თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი მონგრეული სახისთვის სიგარეტს მშვიდად მოუკიდა
-დალევ?-ღვინის თითქმის დაცლილ ბითლზე მიანიშნა თორნიკმე ირონიულად მომღიმარი მეგობარი და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო მერამდენეღაცა ჭიქა შეივსო და მოიყუდა
-ჩემს კითხვას არ უპასუხებ?- ინტერესით ჰკითხა ანდრიამ დაძაბულ ბიჭს და თვალი თვალში გაუყარა
-ხვდები რა ყ..ობას მეკითხები?
-სულ ანას გვერდით ტრიალებ და იმიტომ გამიჩნდა ეგ ყ..ობა კითხვა
-გგონია ოდესმე იმ საშინელების დავიწყებას შევძლებ რისი გადატანაც მისმა ძმამ და მამამ გვაიძულეს მე და ნიცას? -წამოენთო თორნიკე
-ყოველ შემთხვევაში ანას არაფერი დაუშავებია შენთვის და შენი ოჯახისთვის
-არც მე დამიშავებია არაფერი კახასთვის და ალექსანდრესთვის, მაგრამ მათგამო 8 წელი ციხეში ვიჯექი იმ დანაშაულის გამო რაც არ ჩამიდენია... ამ ყველაფერს კი მამაჩემის სიცოცხლე შეეწირა...როგორ ფიქრობ იმ ყველაფრის მერ რისი გადატანაც მე და ნიცას მოგვიწია მათ გამო... ამ შურისძიებაზე უარს ანა გამო ვიტყვი?!
-მეგონა აზრი შეიცვალე მას მერე რაც ანას დაუახლოვდი
-ეს ყველაფერი გეგმის ნაწილია...
-დარწმუნებული ხარ რომ ანას მიმართ არაფერს გრძნობ?-დაეჭვებით ჰკითხა ანდრიამ სახე წაშლილ ბიჭს- ამას იმიტომ გეკითხები რომ არ მინდა საკუთარი შურისძიების მსხვერპლად იქცე...
-არ ვიქცევი!-დარწმუნებით უთხრა თირნიკემ და გაუღიმა
-ვფიქრობ ზედმეტად დაინტერესებული ხარ ანას პიროვნებით... მე კი ეს არ მომწონს
-უკვე ხომ გითხარი ჩემთვის მთავარია მათ ტკივილი მივაყენო... ვნახო როგორ იტანჯებიან ანას გამო...და სულ ერთია დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში მე რას ვიგრძნობ.
- ისევ არასწორა მსჯელობ... იცი? მეგონა ანასთან სიახლოვე აზრს ოდნავ მაინც შეგაცვლევინებდა
-ნიცას ხვალ ჩამოიყვან?-უცბათ სხვა თემაზე გადავიდა თორნიკე
-ჰო და პირდაპირ თქვენს ახალ სახლში მოვიყვან
-ძალიან კარგი- კმაყოფილო ტონით თქვა მან და ტელეფონის ჩამქარალი ეკრანი გაანათა, ანას გამომწვევ ფოტოს ცივი, ცარიელი არაფერისმთქმელი თვალებით დააცქერდა და კიდევ ერთი ჭიქა შავი ღვინო ჩაცალა.
........
შინ დაბრუნებული კახა მომღიმარი სახით მიუახლოვდა სამზარეულოში ყავის მომზადებაში გართულ ცოლს და ზურგს უკნიდან აეკრო
-კახა-აღმოხდა მისი უეცარი გამოჩენით დამფრთხალ ქალს და მისკენ მიტრიალდა არეული სახით-როდის მოხვედი?- უინტერესოდ ჰკითხა და სევდიანი მზერით ჩააცქერდა თვალებში
-თამუ? მოხდა რამე? უხასიათოდ მეჩვენები-დაძაბული ტონით ჰკითხა აღელვებულმა კაცმა დაბნეულ ქალს და სახე ზედმეტად მიუახლოვა
-უკვე ერთი საათია ანას ვურეკავ და არ მპასუხობს-ჩავარდნილი ხმით უთხრა თამუნამ და მოწოლილი ცრემლების დასამალად თავი დახარა
-მერე რა რომ არ გპასუხობს?!-შეიცხადა კახამ- ალბათ არ ესმის
-არც თათია მპასუხობს- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში აფორიაქებულ ქალს და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა
-თამუ-კახამ ნიკაპზე ნაზად მოჰკიდა ხელი ცოლს თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა- ანა კარგადაა, ცოტა ხნის წინ რესტორნის მენეჯერს ვესაუბრე...
-არვიცი რატომ მაგრამ მასზე ძალიან ვნერვიულობ
-არც მე მომწონს თათიამ დაბადენის დღის გადახდა ქალაქგარეთ რომ დაიჟინა სასტუმროს რესტორანში, მითუმეტეს მშობლების და უფროსების თანხლების გარეშე მაგრამ ანას იქ წასვლას ვერ დავუშლიდით... ხომ ხვდები... ამიტომ დავითს რესტორნის მენეჯერის ნომერი გამოვართვი ცოტახნის უკან
-სიმართლე გითხრა ვაჩე რომ ბათუმშია და იქ არაა ოდნავ მშვიდად ვარ
-ეგ ტიპი თბილისში რომ დაბრუნდება უნდა დაველაპარაკო...
-კახა გთხოვ მათ ურთიერთობაში ზედმეტად არ ჩაერიო და ანას გული არ ატკიონო
-ჩავერევი იმიტომ რომ ჩემს ლამაზ და ჭკვიან გოგონას თავგზას ურევს ის... ტიპი!
-მეც ვფიქრობ რომ ანა სრულიად გაუაზრებლად დათანხმდა ვაჩეს ცოლობაზე და ბეჭედი დაუფიქრებლად გაიკეთა თითზე, მაგრამ ჩვენი მხრიდან არასწორი იქნება მათ ურთიერთობაში უხეშად ჩარევა...
-თუ ჭკვიანად იქნებიან რა თქმა უნდა უხეშად არ ჩავერევი-გაეცინა კახას-მაგრამ თუ კიდევ ეცდება ანას ნების საწინააღმდეგოდ მის წაყვანას...-მუქარით თქვა კახამ მაგრამ თამუნამ წინადადება არ დაასრულებინა და ინტერესით ჰკითხა
-საიდან გაიგე რომ ანას წაყვანა სცადა ვაჩემ?
-რა მნიშვნელობა აქვს?!
-მაინტერესებს
-უბრალოდ გავიგე და მორჩა
-მიამ გითხრა?-გაეცინა თამუნას და უკმაყოფილო მზერით მიაჩერდა სახეში ქმარს- ცდილობს დაგიახლოვდეს არა?
-თამუ-გაბრაზდა კახა როცა ცოლმა ზურგი აქცია, ამიტომ მანშინვე წინ აესვეტა- სერიოზულად?- ჰკითხა გაოგნებულმა როცა მის თვალებზე ცრემლები შენიშნა
-თავი დანამებე-გაუბრაზდა თამუნა ქმარს და მისთვის გვერდის ავლა სცადა მაგრამ ირონიულად მომღიმარმა კაცმა მაშინვე მკლავებში მოიმწყვდია და ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-ვიცი როგორ უნდა დაგაშოშმინო-და სანამ თავზგააბნეული ქალი რამეს ეტყოდა ტუჩებზე დააცხრა
-კახა ახლა შენი თავი არ მაქვს- მოიღუშა თამუნა და უპასუხოდ დატოვა მისი კოცნა, რის გამოც კახას სახეზე აშკარა უკმაყოფილება გამოისახა
-თამუ?!
-გთხოვ ახლა არა!- სიტყვის თქმის უფლება არ მისცა გაღიზიანებულმა ქალმა დაბნეულ კაცს და მისაღებ ოთახში გავიდა არეული სახით
-მართლა არ მესმის ასე რატომ იქცევი-უკან მიჰყვა გაღიზიანებული კახა ცოლს და ზურგს უკნიდან აეკრო -მაგრამ ვიცი ეს ყველაფერი როგორ გამოვასწორო- არეული ხმით უთხრა და მაშინვე თავისკენ მიატრიალა
-ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი-ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ თავა თამუნამ და მისი ძლიერი მკლავებიდან გასლტომა სცადა
-მეჩვენება თუ ეჭვიანობ?-შეიცხადა კახამ და როცა მის სახეზე ირონიული ღიმილი გაკრთა თამუნა საშინლად გაბრაზდა საკუთარ თავზე
-გეჩვენება-გამომწვევი ტონით უთხრა ქმარს ტუჩებში აკოცა.
-მაგიჟებ-აღმოხდა უნებურად ვნება მორეულ კაცს და მაშინვე საძინელებელი ოთახისაკენ წაიყვანა თვალებჩამქრალი ქალი
-ვიცი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ, თუმცა მის ხმაში ძველებური თავდაჯერებულობა აღარ იგრძნობოდა, მაგრამ კახასთვის შეუმჩნეველი დარჩა ამ ერთი ჩვეულებრივ და მისთვის უკვე ძალიან ნაცნობ და საყბარელ სიტყვში გამოხატული ის მძიმე განცდები და ემოციები რაც თამუანამ თავისდაუნებურად გამოხატა. სწორედ მაშინ როცა კახას მწველი ტუჩები ყელიდან მკერდისკე დაცურდნენ, ხოლო მისი გრძელი, ცივი თითები კაბის ქვეშ მუხლიდან ზევით აცურდნენ თამუნას ტელეფონი აწკრიალდა
-ჯანდაბა-აღმოხდა გაღიზიანებულ კაცს და ისევ საწყის პოზიციას დაუბრუნა ახურებული ტუჩები
-კახა!-აღმოხდა მისავათებულ ქალს
-არ უპასუხო-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა სურვილისგან გონება ამღვრეულმა კაცმა და ორივე ხელი ისე აასრიალა საყვარელი ქალის ნაზ კანზე რომ ამჯერა კაბის კიდესც აიყოლია
-კახა შეიძლება ანანაოა-უმისამართოდ დაიჩურჩულა თამუნამ და მისი მოშორება სცადა
-მგონი ისევ იმ აზრზე ვარ რომ ჯობია გავათხოვით ყოველთვის უდროო დროს რეკავს- აბუზღუნდა კახა და როგორც იქნა შეელია საყვარელი ქალის მხურვალე სხეულს
-დე მირეკავდი? ისეთი ხმურია ვერ გავიგე, არ ინერვიულო ყველაფერი რიგზეა, მე კარგად ვარ... მიაც აქ, მამას აკოცე ჩემს მაგივრად, თუ რამე... სახლში ტაქსით მოვალ...-მიაყარა სათქმელი ანამ და ორი სიტყვის ძლივს ათქმევინა თამუნას -კაი დე ნუ ნერვიულობ, გპირდები ტაქსით წამოვალ სახლში ნებისმიერ დროს როცა დავიშლებით, ტელეფონთან ყურადღებით ვიქნები და აქ არ დავრჩები ღამის გასათენებლად არავითარ შემთხვევაში... კაი მიდი მიყვარხარ გკოცნი.
-რაო რა მინდაო?
-როცა დავიშლებით ტაქსით წამოვალ სახლშიო
-არ უნდა რომ მივაკითხო არა?-გაეცინა კახას
-რა თქმა უნდა არა-აკისკისდა თამუნა- სიტყვის თქმაც კი არ მაცდა შენზე მაშინვე ის მითხრა ტაქსით წამოვალ სახლშიო, კახა სანამ ანა არ მოვა ვერ დავმშვიდდები ყავაუნდა გავიკეთო და გინდა შეენც?- გამომწვევი ტონით ჰკითხა თვალებაციმციმებულ კაცს რომელმაც მწველი მზრაა აყოლა მის სიფრიფანა სხეულს
-რა დროს ყავაა თამუ? -ცინიკური ტონით ჰკითხა კახამ, იქვე საწოლთან შორიახლოს მდგომ ფეხშიშველ ქალს. მოულოდნელად ფეხზე წოდგა ტუჩებზე დააცხრა და მაშინვე საწოლზე გადააწვინა
......
თვალები სუსტად გაახილა და მაშინვე მილულა მისავათებულმა ანამ, თუმცა როგორც კი გააცნობიერა რომ სრულიად შიშველი იწვა უცხო საწოლში მაშინვე ფართოდ გაახილა ჩამუქებული მწვანე სფეროები და ინტერესით მოატარა მზერა მისთვის უცნობ ოთახს. როგორც კი თვალი ჰკიდა ღია ფანჯარასთან მდგომ წელს ზემოთ შიშველ თორნიკეს, რომელიც სიგარეტს მშვიდად ეწეოდა და კმაყოფილი სახით, თვალის მოუშორებლად უყურებდა მას, დაფეთებული მაშინვე საწოლის კუთხეში მიიყუჟა, გადასაფარებელი კი აკანკალებული ხელებით ნიკაპამდე მიიტანა. -დილა-მშვიდობიდა- სამარისებური სიჩუმე თორნიკე ბოხმა ხმამმ დაარღვია რის გამოც
შეშინებულ გოგონას ერთიანად დაეჭიმა სხეული-თავს როგორ გრძნობ?- უფრო ლაპარაკში მის ასაყოლიებლად ჰკითხა ვიდრე ინტერესისთვის თორნიკემ და ამჯარადაც რომ ვერ მიიღო პასუხი თვლებაწყლიანებული გოგონასგან რომელიც იმდენად დაბნეული შეშინებული და გაოგნებული იყო მომხდარის გამო რომ მეტყველების ,აზროვნების და მოზრაობის უნარიც კი დაკარგვოდა მბრძანებლური ტონით მიმართა- იქ ბააზანაა შეგიძლია თავი მოიწესრიგო-თეთრი კარისკენ მიუთითა, და ისევ რეაქცია რომ არ ჰქონდა მის სიტყვებზე უკვე თვალებაწყლიანებულ გოგონას საწრაფად მიაუხლოვდა საწოლს და სახეზე ჩამოყრილი თმა მახარ უკან გადაუწია
-ნუ მეხები-ჩავარდნილი ხმით ზიზღით უთხრა ანამ
-თავს ისე ნუ იჭერ თითქოს ეს შენ არ გინდოდა და ძალა დაგატანე -გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა ბიჭმა და უხეშად წაავლო ხელი გოგონას აცახცახებულ ნიკაპს



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

ანაზე და თორნიკეზე თავიდან ვიფიქრე ერთად ბოატენგი იქნებიანთქო მერე გადავიფიქრე ეხლა თუ ეს თორნიკე მიატოვებს გავგიჟდები ამ გოგოს სიყვარული ჰო უნდა ეღირსოს :დ

ბოატენგი არვიცი რადარის თვალიმოვკარი კლავიატურა გაგიჟებულა :დდ

 


№2 სტუმარი ელა1

ნეაკო რა მაგარი თავის იყო ამ თავში იმდენი რამე თქვი არ ვიცი საიდან დავიწყო.მაშ დავიწყებ თორნიკე და ამათი:იცი თორნიკე და ანას რო ვუყურებ გამახსენდა შენი ერთი ისტორია :იძულებითი ქორწინება სადაც იგივე მდგომარეობაშია იყვნენ ოღონდ ალექსანდრე და თათია თუ არ ვცდები.მაგრამ ის განსხვავებაა რო ალექსანდრემ შეგნებულად შეაყვარა თავი და მერე ერთი ღამე მთლიანად შეცვალა მათი ბედი,ძალიან გავს ეს ოთხნი ერთმანეთს რაღაცათი,მაგრამ თორნიკეს ალექსანდრესთან განსხვავებით არამგონია რო ანასთვის რამე დაეშავიბინა უბრალოდ უნდა რო ანამ იპიქროს ასე და იძულებული გახდეს თორნიკეს თან იყოს და ამით თორნიკე ცდილობს შური იძიოს კახაზე.მაგრამ არამგონია რო რამე გამოუვიდეს მართალია არ ამბობს მაგრამ ანა გულში ჩაუვარდა იმ წამიდან როგორც კი მისი სურათები დაათვალიერა სოციალურ ქსელში უბრალოდ ვერ ხვდება ჯერ ფიქრობს გამოვიყენებ და მერე როგორ თქვა მივუგდებ მამამის რო დაიტანჯოს ისე როგორც მე ვიტანჯებოდიო,თუ ასე გაგრძელება მგონი ამისგან და თორნიჯესგან კარგი წყვილი დადგება მაგრამ არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული ამ ორთან მიმართებაში.რაც შეეხება კახას და თამუნას ასეთი განცდა გამიჩნდა რო იმის მიუხედავად რომ თამუნას სიგიჟემდე უყვარს კახა და ბედნიერი მასთან ეაEაცა აწუხებს არ ვიცი რა შეიძლება ანაზე ღელავს ან ცოტათი ეჭვიანობს კახაზე.იცი რა .ე მგონია ანდრეა უფრო შეეფერება მიას ვიდრე თორნიკე.ველი მოუთმენლად მოვდევნო თავს.არ ვიცი ნეაკო ჩვენი აზრები თუ ემთღვევა ერთმანეთის მაგრამ ასე მგონია ეს ისტორია არის როგორ ვთქვა იმაზე როგირი მაგალითი უნდა მისცეს მშობლებმა შვილებს და რო შეცდომის დაშვებას არ დაშვება ჯობია,და თუ დაუშვებ შეცდომას ეს შეცდომა უნდა გამოასწორო.

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზი

ვისაც თავისუფლება უნდა მთავარია გვთხოვონ ადამიანებს ვისაც მათი ბედი ადარდებს და აუცილებლად დავეხმარებით დარწმუნებულივარ

ერთი ვიღაცის კომენტარი ვნახე რო იქნება ფინანსურად უჭირს მშობელს და ამიტომ ცემსბავშვსო ეს რასისულელეა მეც მიჭირდა ფინანსურად მოვიდეს რომელმაც ეგთქვა და მასზე ვიყრი ჯავრებს ასეთი სისულელე კომენტარი არასოდეს მინახავს

მოკლედ ყველა ბავშვს და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ბედნიერებს ვუსურვებ იმედია ასეთებს თავს დააღწევენ

 


№4 სტუმარი გიო ოსმანოვ

სტუმარი ლიზი
ვისაც თავისუფლება უნდა მთავარია გვთხოვონ ადამიანებს ვისაც მათი ბედი ადარდებს და აუცილებლად დავეხმარებით დარწმუნებულივარ

ერთი ვიღაცის კომენტარი ვნახე რო იქნება ფინანსურად უჭირს მშობელს და ამიტომ ცემსბავშვსო ეს რასისულელეა მეც მიჭირდა ფინანსურად მოვიდეს რომელმაც ეგთქვა და მასზე ვიყრი ჯავრებს ასეთი სისულელე კომენტარი არასოდეს მინახავს

მოკლედ ყველა ბავშვს და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ბედნიერებს ვუსურვებ იმედია ასეთებს თავს დააღწევენ



❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ლიზი

❤️❤️❤️❤️ ❤️❤️ ❤️❤️❤️ ❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ელენე

არა, როგორ გეკადრება. შენ ოღონდ ირაკლიმდე მიდი მალე და კახას ჯანიც გავარდნია.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent