შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჟღალუნა (სრულად)


11-09-2022, 22:39
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 32 494

შუაღამეს დატოვა რესტორანი. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ფეხზე დგომაც უჭირდა, მოუთმენლად ელოდა ტაქსის გამოჩენას,რომელიც ჩვეულებრივზე მეტად აგვიანებდა. მანქანის ხმა ,რომ გაიგო და ეს უკანასკნელი მის წინ გაჩერდა იმ წამს გაახილა თვალები . ტაქსის ნაცვლად უცნობი დახვდა, მანქანიდან გადავიდა და გოგონას წინ აღმოჩნდა მაღალი სილუეტი
-თქვენ ხართ შეფ-მზარეული , ხომ?
-კერძის შესაფასება დაგიგვიანებიათ. პირად საუბრებში არ განვიხილავ მომხმარებლის გემოვნებას, მიმართეთ მენეჯერს ...- მზერა გაუსწორა, წარბიც არ შეუხრია ისე უთხრა და ძლივს გამოჩენილ ტაქსს ანიშნა ,რომ გაეჩერებინა
-თვითდაჯერებული მეგონეთ, თურმე ეჭვი გეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში და კომპლიენტის ნაცვლად კრიტიკას ელით - წასვლის საშუალება არ მისცა, წინ გადაეღობა და ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა
-არასამუშაო საათებში შეფასებებს არ ვიღებ, არც კარგს არც ცუდს...უკაცრავად , მეჩქარება . თუ ნებას არ მომცემთ,რომ წავიდე და დავისვენო ხვალ ვერ დააგემოვნებენ გემრიელ კერძებს . ნუ იქნებით ეგოისტი
-მნიშვნელოვანი საქმე მაქვს , დიდ დროს არ წაგართმევთ მინდა ხვალ შევხვდეთ
-როგორც გითხრით ვმუშაობ
-თქვენთან დაკავშირება შეუძლებელია და თუ სულ მუშაობთ არც მობილურზე შემოსულ ზარებს პასუხობთ და არც შეტყობინებებს მაშინ სწორედ ახლა უნდა ვისაუბროთ . ტაქსის გავუშვებ და სადმე დავსხდეთ
-თუ არ გიპასუხეთ ე.ი არ მსურდა და უკვე პასუხიც გქონიათ ... ბოლო დროს ზედმეტად ბევრისთვის გახდნენ მზარეული ქალები სასურველები
-უკაცრავად? თქვენ გგონიათ,რომ ამ დროს აქ თქვენთან ფლირტის სურვილმა მომიყვანა? - გაიცინა და ამით ნამდვილად მიიქცია ქალის ყურადღება, ზედმეტად სიმპათიური იყო - სერიოზული შემოთავაზება მაქვს, საქმიანი და არა სასიყვარულო
-რახან არ იშლით ხვალ დილით მობრძანდით და ვისაუბროთ ... ახლა ნამდვილად არ გამოვა
-მანიაკს ვგავარ?
-სამაგიეროდ მე ვგვარ დაღლილს
-თქვენი კერძებივით გემრიელი ნამდვილად არ ხართ, მიკვირს თაყვანისმცემლები როგორ გყავთ საერთოდ - ერთხელ შეათვალიერა, თითქოს პირველად ხედავდა - ხვალ შევხვდებით . იმედია დასვენებული და გამოძინებული უფრო ადამიანური ხართ- ზურგი აქცია და საჭეს დაუბრუნდა
-თუ გნახავ , სამებას დაჩოქილმა შვიდი წრე დაარტყი - წარბაწეული უყურებდა მიმავალ მანქანას და ხასიათაშლილი მიდიოდა ტაქსისაკენ . ბოლო დროს დაგროვილი უსიამოვნო გამოცდილებით ხელმძღვანელობდა და ამიტომ გააკეთა არასწორი არჩევანი.
დილით უკვე არ ახსოვდა კაცთან შეხვედრის ამბავი. საქმეში ჩართულს სამზარეულოს გარეთ მიმდინარე მოვლენები არ აინტერესებდა და ამჯერადაც ალოდინა უცნობი ,რომლის მოთმინებაც ამოიწურა. ეს იგნორი პასუხად ჩათვალა , გაბრაზებულმა და შეურაცხყოფილმა დატოვა იქაურობა და არც წარმოედგინა,რომ ოდესმე დაუშვებდა მასთან საერთო გეგმების არსებობას არათუ საქმის განხორციელებას.
....................
რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ. მეგობრის აგარაკზე სტუმრობა რომ გადაწყვიტა იმ დღეს თუ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა. გვიან ღამით მიმავალს გზად ბევრი მანქანა აღარ ხვდებოდა ბოლოს კი მხოლოდ ერთი იქცევდა მის ყურადღებას. ხან ერთი მიდიოდა წინ ხანაც მეორე. ელოდა როდის გადაუხვევდნენ გზიდან, მაგრამ ბოლოს ჩხიში ორივენი რომ აღმოჩნდნენ მიხვდა ერთ მისამართზე მიდიოდნენ. ეზოში უცნობმა შეასწრო და მანქანის გარეთ გაჩერება მოუხდა. საბარგულიდან საჭმელით სავსე კონტეინერებს ალაგებდა , ყურსა და მხარს შორის მოქცეული მობილურით სახლის მფლობელთან დაკავშირებას ცდილობდა,მაგრამ სულ ტყუილად. ძლივს ააღწია სახლამდე, წარბებშეკრულმა შეაბიჯა სამზარეულოში და ყველაფერი მაგიდაზე დააწყო. უკანა ეზოდან სიმღერის ხმა ისმოდა, ზაფხულის სიცხეს აუზზე გამართული წვეულებით ებრძოდნენ. შხაპის მიღება სჭირდებოდა სანამ მათთან გადაინაცვლებდა, თავის საყვარელ ოთახთან დატოვა ჩემოდანი, იქედან მხოლოდ საცურაო კოსტიუმი ამოიღო და სააბაზანოში შევიდა. გამოფხიზლდა, დადებითად დაიმუხტა და ოთახში უკვე ჩანთით შევიდა იქ კი შორტისამარა მდგომი კაცი დახვდა. მობილურზე საუბრობდა, ეწეოდა და გვერდულად უყურებდა დაუპატიჟებელ სტუმარს
-შეგიძლიათ საუბარი განაგრძოთ, პრობლემა არ არის ჩანთას დავტოვებ და გავალ - ჩუმად უთხრა , კარადაში დადო ჩემოდანი და წითურ თმაზე თავსაფარი მოიხვია
-ეს ოთახი ჩემია და აქ აპირებთ დარჩენას? - უცნაურად უყურებდა, მობილურზე საუბარი დაასრულა და მისკენ დაიძრა
-რას ნიშნავს თქვენია , არ ვიცი ვინ ხართ, მაგრამ აქ როდესაც ვრჩებით მე ყოველთვის ამ ოთახში ვარ ასე ,რომ გიგას გაესაუბრეთ და სხვაგან დაგაბინავებთ
-უკვე გავესაუბრე და მითხრა რომელ ოთახშიც გსურს იქ შედიო . არ ვიცი რა ტრადიცია გაქვთ, მაგრამ ამჯერად მე დაგასწარით .თუ მძიმეა შემიძლია ჩანთის გატანაში დაგეხმაროთ -კარადის კარი გააღო, ჩანთა აიღო და დერეფანში ისე გადგა ქალს არც მოუსმინა
-რა თავხედობაა
-ნამდვილად, კაცთან ასე შევარდნა ... პირდაპირ საძინებელში
-უკაცრავად?
-არაუშავს, გაპატიებთ
-სერიოზულად?
-დიახ, არ იღელვოთ . გიგას მეგობარი ხართ, ბოლოს და ბოლოს
-ღმერთო ჩემო , სულ გაგიჟდა ეს ხალხი- გაეცინა, მის ირონიულ ტონსა და მზერას ვეღარ უძლებდა. ჩანთა ოთახში შეაგორა , ზურგი აქცია და კიბე სწრაფად ჩაირბინა . იმაზე მეტი ხალხი იყო ვიდრე ელოდა, ძლივს იპოვნა თავისი მეგობრები
-ეე ეს ვინ მოსულა ,ტოო...აბა დაღლილი ვიქნები და ხვალ ამოვალო?- ბიჭი მოეხვია და თავზე აკოცა- შენი დაქალი გაგიჟდება . წუწუნებდა ამდენს რა დაგაპურებთო
-ჩემი ოთახი ვის ჩაუგდეთ ხელში...ვინ არის ის ხისთავიანი გორილა
-შენი ოთახი? აა ხო, შენი ოთახი . ჩვენ არ გვეგონა თუ მოხვიდოდი და ოთახები აღარ გვყოფნიდა
-მერე ვინმე გოგო ვერ შეუშვით? ახლა კეთილი ინებე და ის ორმეტრიანი ახმახი იქედან გაუშვი არც დაეტევა ჩემს საწოლზე
-შენ იმდენს იზამ ორივეც მშვენივრად დავეტევით იმ საწოლზე და ჩატეხვაზეც თუ მიდგება საქმე ერთად ჩავიდენთ მაგ სასიამოვნო დანაშაულს - კაცის ხმა რომ გაიგო ზურგს უკან მთელს ტანში დაუარა ცივმა ტალღამ. მსგავსი უხერხული სიტუაციები აბნევდა და სულაც ვერ გრძნობდა თავს კომფორტულად
-დიმა გაიცანი ეველინა ... სხვათაშორის ლინა , მასზე გიყვებოდა თაკო ახლახანს ააშენა რესტორანი და შეფ-მზარეული სჭირდებოდა. იპოვნე ვინმე შე ჩემა? - ბიჭი სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა, მაგრამ აშკარად არ გამოსდიოდა
-კიდევ კარგი არ დავინტერესდდი, ღმერთმა დამიფაროს მსგავსი უფროსი მყავდეს
-ეს მე ვარ ბედნიერი შენ რომ არ გაგესაუბრე და გემრიელმა კერძებმა არ დამიბრმავეს თვალი . აშკარად ეგ ერთი დადებითი თვისება გიბოძა ღმერთმა - ჭიქა დაცალა და მეორედ შეავსო- ოთახიდან გასვლას არ ვაპირებ -წავიდა, მოცეკვავე გოგონებთან გადაინაცვლა
-ეს საერთოდ ვინ არის, მეგონა ყველა შენს მეგობარს ვიცნობდი
-ნახევარი წლის წინ დაბრუნდა საქართველოში ... ძალიან მაგარი რესტორანი ააშენა და ვერ გავიგე რატო დაძაბეთ , რა ბზიკმა გიკბინათ
-ხეპრეა... ოთახს თუ არ მითავისუფლებ მე მივდივარ - წარბი მაღლა აზიდა და გამოსაფხიზლებლად კოქტეილი მოსვა- ეს ვინ გააკეთა-სახე დამანჭა და უკმაყოფილოდ მოავლო მზერა დანარჩენებს- შენი ცოლი სად არის?
-ჯანდაბაა... ოთახში მელოდებოდა, მომკლააავს - უცებ მიაჩეჩა ჭიქა და სირბილით გაიქცა სახლისკენ
-არანორმალურები- უყურებდა და იცინოდა.
.................
ისე ერთობოდნენ არცერთს გახსენებია საძინებლის მეტოქე . ორივე გათიშული დაეცა საწოლზე და მასპინძლებმა ეშმაკური ღიმილით გამოხურეს კარი
_დილით რომლის ყვირილი გაგვაღვიძებს
_ლინა იკივლებს
_დავნიძლავდეთ?
_დიმა იღრიალებს? ამხელა კაცია
_შენ არ იცი როგორი გაცოფებული იყო შენმა ლინამ რომ დაადო და არც შეხვდა?
_ჰმ, ახლაა ჩემი და შენი არა ხო? ოკ , მისი მომზადებული გემრიელობებით კუჭს რომ არ ამოივსებ ვნახოთ ვინ უფრო შენია ლინა თუ დიმა
_მაგათ დავახოცინოთ ერთმანეთი ჩვენ ნუ ვიჩხუბებთ
_მართლა რომ დახოცონ ერთმანეთი მერე?
_მე და შენ ვერ შეგვედრებიან ... აღარ გახსოვს როგორ დავიწყეთ?
_დღემდე აუტანელი ხარ_დერეფანში მიაბიჯებდნენ და თავიანთ გეგმებს აწყობდნენ დიმა და ლინა კი ამ დროს გათიშულები იწვნენ,მაგრამ იყო ერთი, მაგრამ დემნა, რომელიც არც ისეთი მთვრალი გახლდათ როგორც თავს აჩვენებდა. რა სურდა თავადაც ვერ ხვდებოდა, მაგრამ იმ ოთახიდან გასვლა და ქალის გაგიჟების მცდელობა რომ არ უნდოდა გაეშვა ხელიდან ფაქტია .
_ მძინარე როგორ ხარ ანგელოზივით და ფხიზელი ალქაჯს რატომ ჰგავხარ , ჟღალო ? _ ტუჩებდაბურცულ ქალს მისკენ ჰქონდა სახე შებრუნებული, შემდეგ გადაბრუნდა, ხელი ბალიშს შემოჰხვია ერთი ფეხი გაშალა მეორე კი მოხარა და ისე განაგრძო ძილი. ჭორფლებით დაფარული ღაწვები აწითლებული ჰქონდა, ცხვირს სასაცილოდ ჭმუხნიდა, რამდენჯერმე ხელიც გაისვა და ისეთი საყვარელი გახდა სულ გადაავიწყა კაცს ბრაზი _ცუდი გოგო ხარ , როგორი ლამაზიც არ უნდა იყო მაინც საშინელი ხასიათი გაქვს

ხასიათის რა გითხრათ და ძილის პოზები ნამდვილად არ ჰქონდა ზრდასრული ქალის. ბავშვს ჰგავდა არამხოლიდ თავისი გამომეტყველებებით, არამედ საწოლიდან გადავარდნილი ხან ერთი კიდურით ხანაც მეორეთი. თითქოს გრძნობდა მეორე მხარეს სხვა რომ იწვა და უხილავ ზღვარს არ სცდებოდა სამაგიეროდ ისე დაუვარდა ხელი იატაკზე კაცს მის ნაცვლად ეტკინა. ფრთხილად შეეხო მაჯაზე და საწოლზე დააბრუნა , პლედი დააფარა , გამთენიისას ციოდა და ისედაც უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, მაგრამ ვინ ადროვა შემდეგ ფეხი გადადო , მეორესაც თუ გადაწევდა ნამდვილად იატაკს აეკვრებოდა ისიც ფრთხილად გაუსწორა და ღრმად ჩაისუნთქა
_ღმერთო მოთმინება მომეცი ... არ გახვიდე დიმიტრი, არ გაბედო დანებდე და მისაღების დივანზე დაწვე დაუპატიჟებელი სტუმარივით _ ერთხანს ასე გააგრძელა , პლედის ქვეშ ვერ გააჩერა მერე კი ხელი მოხვია და ორივენი საწოლის ცენტრში აღმოჩნდნენ _ ჯანდაბა , ცუდი აზრი იყო _ ქალის სხეულიდან წამოსული ცხელი ტალღები რომ იგრძნო მოშორება გადაწვიტა , მაგრამ მის ნებაზე არ იყო ამჯერად ამ უკანასკნელმა ისე ჰკრა ხელი გეგონებოდათ ფხიზელი იყო, ხედავდა და ზუსტად გათვალა საჭირო წერტილი ამხელა კაცის საწოლიდან გადასაგდებად. კიდევ კარგი ხალიჩა მის მხარეს იყო და საკმაოდ სქელიც აღმოჩნდა აი ხმა კი ნამდვილად გამომაფხიზლებელ ეფექტად იქცა ქალისთვის. ამჯერად მუცელზე იწვა, ორივე ხელ ფეხი გაშლილი ჰქონდა და ხმაურზე მხოლოდ თავი ასწია, საწოლიდან გადაიხედა , თვალები გაუფართოვდა , მაგრამ სანამ დაიყვირებდა დიმამ პირზე ხელი ააფარა _ჩშშ... მთელ სახლს სძინავს აქ ხალხს ნუ შემიყრი იცოდე თორემ დაგსჯი _როგორ აღმოჩნდა მის სხეულზე მოქცეული არ იცოდა, თან რომ მოძრაობას უზღუდავდა და თან საუბრის საშუალებას არ აძლევდა ფაქტი იყო და შესაბამისი პასუხიც მიიღო მუცელში მუშტის სახით , რომელსაც მსგავსი სიფრიფანა არსებისგან არ ელოდა _ნამდვილი ველური ხარ ! _ საწოლზე გადაწვა , მუცელზე ედო ხელი და წამოწითლებული სახით უღრენდა
_მე ვარ ველური? შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ
_როგორც გითხარი ოთახი ჩემია და ნუ იფარებ ამ პლედს ისე თითქოს ასე არ დადიოდი მთელი საღამო ... რა ბავშვობა იცით ეს ქალებმა . იცი რამდენი საათი იყავი გათიშული ? რამე რომ მდომოდა ვერც გაიგებდი ისე გავაკეთებდი ... არ შეიძლება ასე გათიშვა , ვინმეს მოეწონები
_ახლა რას მეუბნები , რომ შენ კარგი კაცი ხარ თუ მიმანიშნებ , რომ იმდენად არ მიგიზიდე არაფერი გაგიკეთებია
-ერთიც და მეორეც ასე რომ დამშვიდდი ეცადე ადამიანურად მოთავსდდე და მეც დამაძინო- ბალიშს ხელი მოხვია , მეორე პლედი დაიფარა და ზურგი აქცია
_ მანდ ვერ დაიძინებ
_უკვე მძინავს, მადლობა საჭირო არ არის ... ამჯერად გითმობ საწოლის ნახევარს . დავუშვებ გამონაკლისს
_გამონაკლისს უშვებ ჩემს საწოლში მტოვებ?
_არ ტეხავს ისე რომ იქცევი თითქოს შენი სახლია? გასაგებია ახლობელი ხარ, მაგრამ მაინც სირცხვილია
_ამას შენ მეუბნები? ის გოგო სად წავიდა მთელი დღე რომ ებღლარძუნებოდი მის გვერდით ვერ დაწექი?
_წავიდა , სამწუხაროდ თორემ აქ ნამდვილად არ იქნებოდა შენი ადგილი
_რა სამწუხაროაა , დაუკმაყოფილებელი დარჩი და იმიტომ ხარ ასეთი გამწარებული? საბრალო
_მთელი ცხოვრებაა უს.ქსოდ ხარ და აი ზუსტად ამან მოგიშხამა ხასიათი, ეგაა შენი უდიდესი პრობლემა , სხვა არაფერი გაწუხებს ალბათ . გემრიელ საჭმელს ამზადებ ეგეც დასაკომპენსირებლად , ხომ? ცოდო , აქამდე როგორ ვერ გიპოვნეს თაკომ და გიგამ ვინმე , შენნაირების მეტი რა არის . გინდა მე დაგეხმარები კაცის პოვნაში ოღონდ ახლა დამაძინე და ხვალ შემახსენე _ იმდენად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა, ისე კარგად თამაშობდა დამწუხრებული კაცის როლს, რომ გოგო გაოგნებული უყურებდა
_ღმერთო ცოდვას ნუ ჩამადენინებ, არ ღირს ხელების სისხლით გასვრა ვიღაც არაადეკვატური კლოუნის გამო. გაეცალე , გაეცალე ლინა თორემ დაახრჩობ და მისგან სტეიკს გააკეთებ _ სახეც თმისფერი გაუხდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, კაცს აღარ უყურებდა, პლედი მოიხვია, ბალიში აიღო და აივნისკენ დაიძრა
_რა საჭირო იყო ამდენი დროის დახარჯვა, თავიდანვე უნდა დაგეტოვებინე და გეღიარებინა , რომ ვერ გამიმკლავდებოდი
_ბრძოლის დროს უკან დახევა ომის წაგებას არ ნიშნავს _ ბოლოჯერ გაუსწორა მზერა შემდეგ კი აივანის კარი ხმაურით გაიხურა. გარეთ საკმაოდ ციოდა, ჰამაკში ჩაწვა და მალევე დაეძინა, მაგრამ კანკალებდა . დიმა გამჭვირვალე ფარდის მიღმაც ხედავდა და ვერ ისვენებდა. არ დაეძინა, საწოლის მეორე მხარეს გადაბრუნებულს ქალის სურნელი დახვდა , ციებიანივით დაუბრუნდა თავის მხარეს მერე კი მაინც აივანზე აღმოჩნდა . წარბებშეკრულმა დახედა მძინარეს, რომელიც მალე აღმოჩმდებოდა მეთლახზე გართხმული, ხელი სწრაფად მოხვია , ჰაერში ასწია , სხეულზე მიიკრა და ოთახში დააბრუნა . მარცხს ვერ აღიარებდა, ერთხანს უყურებდა მერე კი საერთოდ გაქრა სახლიდან .

_ამათ რომ ჰკითხო გენიოსია , არადა ელემენტარულ სამსახიობო უნარებსაც ვერ შიფრავს. უკვე მეორედ გარბის _ საწოლში კომფორტულად მოკალათდდა, ბალიშში თავი ჩარგო და თვალები დახუჭა _ სურნელი ნამდვილად სასიამოვნო აქვს , ერთადერთი პლიუსი _ ჩუმად თქვა და დადებითი იმპულსებით სავსემ დაიძინა.

....................
რესტორნის მფლობელის მანქანა დილის შვიდ საათზე , რომ დაინახა უკვე ნერვიულობა დაიწყო. მანამდეც ჰქონდა ჭორები მოსმენილი, მაგრამ ვერ იჯერებდა, რომ ნამდვილად სამსახურის გარეშე დარჩენა მოუხდებოდა . ძლივს მოახერხა გუნდის შეკრება და ყველაფერთან ადაპტირება. სხვადასხვა ქალაქში მუშაობდა , რამდენჯერმე ქვეყნიდანაც წავიდა და ახლა როცა კომფორტულად გრძნობდა თავს , ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ყველაზე მეტად მათი დატოვება აღარ უნდოდა .
_ რესტორანი გავყიდე _ საკმაოდ გრძელი მონოლოგიდან ამ ორმა სიტყვამ გამოიწვია ქაოსი. ყველას თავისი პრობლემა ჰქონდა, სამსახურის დაკარგვა არავის აწყობდა. ბოლო ხელფასი ჩაირიცხა და დასრულდა თანამშრომლობა . შენობის დანგრევას და მის ადგილას სულ სხვა ობიექტის აშენებას აპირებდა ახალი მფლობელი შესაბამისად უმუშევრობა გარანტირებული იყო თუ მთელი გუნდისთვის ახალ ადგილს სასწრაფოდ არ იპოვნიდა .
_დაგვ.ნძრა ... აქამდე მაინც ეთქვა ტო . ამ თვეში სესხის ნაწილი თუ არ შევიტანე ჩემი საქმე ცუდად წავა
_შენ ჩემი იკითხე დედაჩემმა რემონტი რომ აიჩემა მთელი ფული დავხარჯეთ . დაჯდეს ახლა და უყუროს ლამაზ კედლებს _ წინსაფარი მიაგდო ბიჭმა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია
_შენ დაამთავრე მაინც და ჩემმა ცოლმა ერთ ოთახში გამოგვკეტა ყველანი...ღამეც აღარ მძინავს ყველაფერს დედა აქვს მოტყნ.ლი ის თუ არ დავამთავრე ოჯახი დამენგრევა ხალხო _ეზოში დადიოდა და ოხრავდა
ყველანი ერთად წუწუნებდნენ ლინა კი ერთ ადგილას იჯდა, თავი დახრილი ჰქონდა და ცდილობდა ეფიქრა
_ერთი კვირა მომეცით , მანამდე იპოვნეთ ვაკანსიები , მაგრამ დამელოდეთ ... ვეცდები რამე მოვიფიქრო .
_ რა უნდა მოიფიქრო ... რაც მახსენდება ყველგან ჰყავთ გუნდი
_ნუ იცი რეზიკო ასე მალე დანებება ... დაისვენეთ ცოტა ხანს . პოზიტიურად შეხედეთ ამ ამბავს , რამდენი ხანია დრო არ გქონიათ , სამზარეულოდან არ გიშვებდით
_შენი დესპოტიზმი თუ მომენატრებოდა რას ვიფიქრებდი
_შენ შეგიძლია წახვიდე _ თვალი ჩაუკრა ბიჭს და ქუდი ესროლა
_ვიხუმრე გოგო რა იყო ... ადეკვატური არ ვარ ვერ მიყურებ ჩემო დონატო?
_მოგიწევს დონატების უნიკალური ვარიანტების შექმნა ასეთი სუნი ტრიალებს ირგვლივ ჩემო ტკბილხელება
_ასე ნუ მეხუმრები სად მაქვს საკონდიტროს გახსნის თავი
_ეს დღეები გამოიყენეთ ახალი შედევრების შესაქმნელად... ვგრძნობ დაგვჭირდება

ყველანი სხვადასხვა მიმართულებით წავიდნენ . ლინა თავის ახალთახალ მანქანაში მოთავსდდა და საჭეს მოეფერა
_რას ვიფიქრებდი შენი თანხის ბოლომდე გადახდას თუ ვერ შევძლებდი... ახლა როგორ მოვიქცეთ მე და შენ? რამე უნდა მოვიფიქრო , გამოსავალს ვიპოვნით ჩემო გოგოო -მანქანა დაძრა და ბევრი ფიქრის გარეშე წავიდა მეგობრებთან შესახვედრად ,რომლებიც მთელი დრე სთხოვდნენ მისვალას
................
_სამსახური დავკარგე . მანქანის სესხის ნახევარიც არ დამიფარავს ჯერ, მთელი გუნდისთვის მჭირდება იდეალური ადგილი იდეალური ხელფასით და თუ კარგი ამბავი არ უნდა მითხრათ სჯობს გაჩუმდეთ . ჩემები სოფელში წავიდნენ, მელოდებიან , ზუსტად ვიცი ბიცოლა კიდე ვიღაც ბიჭს მირიგებს ისევ იმიტომ რომ მთელს სანათესაოს ჩემი ქალიშვილად დარჩენა ანაღვლებს . გამწარებული ვარ, დიახ ... საჭმლის გაკეთება დამეზარა მხოლოდ მე რომ უნდა მეჭამა და რამე თუ გაქვთ აქ მოვამზადებ , თუ არ გაქვთ მოიტანეთ ნებისმიერი პროდუქტი , მშიაა _ სახლში მიაბიჯებდა , ხმამაღლა ლაპარაკობდა და გაშლილ თმას რეზინის სარჭით კოსად იკრავდა ნაცნობ სახეს რომ გადააწყდა . დივანზე იჯდა და ხელში ბავშვი ეჭირა .
ეს ყველაფერი არ მომხდარა , დაივიწყე ლინა უკანსვლით წადი და დაივიწყე ...- მართლაც უკან დგამდა ნაბიჯებს სანამ გიგას არ შეეჯახა
_სად გარბიხარ , წინ ზის შენი მომავალი დამსაქმებელი , რომელიც რესტორნის რემონტს ასრულებს და მალე გრანდიოზული გახსნისთვის მზადებას დაიწყებს, რომელსაც სჭირდება ისეთი მზარეული მხოლოდ კედლების გამო რომ არ მივიდნენ სტუმრები და გურმანებიც ეწვიონ ხშირად _ ზურგზე მიაწვა და წინ წაიყვანა . დივანზე დასვა კაცის გვერდით _ მააა ნათლიასთან მიდი იქნებ დამშვიდდეს _ ბავშვი დიმას აართვა და ლინას მიაჩეჩა _ მე და ჩემი ცოლი აქვე ვართ , ბავშვს ცუდ სიტყვებს ნუ მოასმენინებთ
_სულ ტყუილად ცდილობთ არ ვაპირებ ჩემი რესტორანის მთავარი მამოძრავებელი ძალა ეს ქალი გავხადო
_თავად აღიარე, რომ ჩემი კერძები გემრიელია და
_და როცა მოსალაპარაკებლად მოვედი დამაიგნორე, თანაც ორჯერ
_საქმეს პირადი გრძნობების გამო ნუ ავურევთ ...
_რომელი გრძნობები
_აი ზუსტად, მე და შენ მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გვექნება . მე და ჩემი გუნდი შენს ბიზნესს შემოსავლიანს გავხდით ... პიარზეც ვიზრუნებ
_სერიოზული ადამიანი მჭირდება ვისაც რესტორანს ჩავაბარებ , ვანდობ და ჩემს სხვა საქმეებს მშვიდად მივხედავ შენ კი მეეჭვება შეგეძლოს ადამიანებთან კომუნიკაცია . კაციც ვერ გიპოვნია, ბიცოლას დასახმარებელი ხარ ... არადა საქართველოში ქალი ასე ამზადებდეს და კაცი არ ჰყავდეს , როგორ უნდა მოინდომო , საკვირველია
_ანუ უარს მეუბნები? _უკვე თავის შეკავებას ცდილობდა, როცა საქმეზე გადადიოდა ივიწყებდა პირად ემოციებს
_უარი თავად მითხარი რესტორანში რომ მოვედი და არც გამოხვედი
_წარსულს ნუ გავიხსენებთ, წინ დიდი მომავალია... ისეთი შემოსავლიანი გახდება შენი ბიზნესი , რომ მეორე რესტორნის აშენებაზეც იფიქრებ
_ვერ დამარწმუნებ , უკვე აღარ გენდობი
_ახალ კონცეფციას შევქმნით ... ისეთს მხოლოდ ჩვენს ფილიალში რომ იქნება ხელმისაწვდომი
_ვის რად უნდა უცხო კერძი , ვინ მოვა იმის გასასინჯად რისი გემოც არ ეცოდინება
_ავთენტურ გემოებს შევინარჩუნებთ , მაგრამ ახლებურად შევფუთავთ. უბრალო სასადილოდ ხომ არ გინდა გადააქციო რესტორანი
_მაინც რას გააკეთებთ მწვადს კეცის ნაცვლად მოხატულ ფურცელზე დაყრი?
_შეურაცხყოფაზე ნუ გადახვალ
_უარს ვამბობ , ბავშვი სასეირნოდ მიმყავს ...დასამშვიდებლად კერძს თუ მოამზადებ და დამახვედრებ შეიძლება დავფიქრდე , შანსი მოგცე
_ჩემს გუნდზე კარგს ვერ იპოვნი და შენ ეს შესანიშნავად იცი
_ არ ვიცი, უნდა მაჩვენო დამიმტკიცო , რომ ღირს შენთან კონტრაქტის დადება . მე ასე არაპროფესიონალურად მოქცევა არ მჩვევია მაქვს ვალდებულებები და შესაბამისად მოთხოვნებიც . ორივე მხარე უნდა ასრულებდეს საკუთარ მოვალეობას
-ბავშვს მასთან ერთად უშვებთ? -უყურებდა მიმავალს და მერე ოთახის ბოლოში მდგომ წყვილს გახედა
_შესანისნავად ზრუნავს მასზე... ის უნდა ყოფილიყო ნათლია .
_მე რომ არ ვიყო შენი ცოლი შიმშილით მოკლავდა ბავშვს, უმადურო და ის თუ ეთამაშება იმიტომაა მაგარი?
_ამ ხასიათით მართლა არ ვიცი რა გეშველება
_ბიცოლა ვის გაცნობდა ამჯერად?
_თაკო , შემიძლია გავნო
_არ მინდა ჩავერიო, მაგრამ თუ დაფიქრდები მიხვდებით, რომ მან საქმე დაგიტოვა დრო მოგცა , რომ რაღაც ისეთი აჩვენო
_მე რატომ მგონია, რომ მეთამაშება
_თუ დაარწმუნებ მასზე სანდო პარტნიორს ვერ იპოვნი... თუ გააოგნებ შესაძლოა მეწილეც გახდე. შენ არ იცი რა მაგარი რესტორანი გამოდის , ფანტასტიკა
_რას მეუბნება შენი ქმარი თაკუნი?
_არ მინდოდა მეთქვა , მაგრამ იმ დღეს რომ არ შეხვდი თურმე კომპანიონობას გთავაზობდა, წილს მოგცემდა თუ გაინაწილებდი მართვის პასუხისმგებლობას შენ გადმოგაბარებდა ამ გამზადებულ სამოთხეს . შენ კი დააიგნორე და გააგიჟე
_ღმერთოოო ასეთი უიღბლო რატოომ ვააარ ...ახლა მეუბნებით მაგას? მაშინ ვერ მითხარი? შუაღამეს გავეკიდებოდი ფეხით მის მანქანას
_ჩვენც არ ვიცოდით , უკვე რომ დაადე მერე გავიგეთ . გაცოფებული იყო და ახლაც სულ ეჩხუბები, დატკბი ცოტა
_კარგიი... მაშ დავიხიოთ უკან ისევ ჩემს საკეთილდღეოდ. ეს შენი გამოცდაა ეველინა, საკუთარ თავს უნდა მოერიო იმიტომ , რომ მსგავსი შანსი აღარ გექნება. ახლა მობილიზდი , მოიფიქრე რას გააკეთებ და მოატეხე რქები იმ უგუნურ არსებას
_კიდევ უგუნურიო... ძმაკაცს ნუ მილანძღავ გოგო
_გაჩუმდი გიგა..._ქმარს პირზე ხელი ააფარა და დაქალს გაჰყვა _სად მიდიხარ
_ჩემთან სახლში. აქ ვერ ვკონცენტრირდები . იმ არსების ნომერი მომეცი _ტელეფონი გაუწოდა და დაელოდა
_მოიცა შენთან დაპატიჟებ?
_მეტად კეთილგანწყობილი ვერ ვიქნები, საკუთარი სახლის კარს გავუღებ - ორივეს სწრაფად მოეხვია და უკანმოუხედავად გაიქცა. მისი ტვინი უკვე მენიუს ადგენდა
............
_არ გამითიშოთ ბატონო დიმიტრი, გთხოვთ _ მესამე ზარს ახორციელებდა უკვე. სამზარეულოში იდგა და მაგიდას ეყრდნობოდა ბრაზისგან წონასწორობადაკარგული
_აჰ, ნუთუ ეს თქვენ ბრძანდებით ქალბატონო ეველინა . ცხოვრება ბუმერანგია , არა?
_ჩემთან გეპატიჟებით , ექსკლუზიურად თქვენს წინ შევქმნი ახალ სეტს
_ღმით არ მესაუბრეთ , მანიაკად შემრაცხეთ და ახლა სახლში მეპატიჟებით?
-ვცდებოდი, ახლა გიცნობთ და სასურველ სტუმართა რიცხვის სათავეში გადაგიყვანთ- თავს ძლივს იკავებდა რაიმე მწარე რომ არ ეთქვა
_რა დიდი პატივია, მაგრამ ახლა დაკავებული ვარ. გვიან შესაძლოა გესტუმროთ , იმედია ადრე არ იძინებთ
_როგორ გეკადრებათ, ნებისმიერ დროს მიგიღებთ
_ვიმახსოვრებ ...
_შეხვედრამდე

რას იფიქრებდა შუაღამეს თუ ესტუმრებოდა. იმდენხანს ელოდა, დაიქანცა . ბოლოს გადაწყვიტა სამაგიეროს მიხდის და არ მოვაო . შხაპი მიიღო და ის იყო თმის გაშრობა დაასრულა კარზე ზარის ხმა რომ გაიგო. კართან მისვლამდე არც დაუშვია , რომ ის იქნებოდა . აწეწილი თავით იდგა და კლასიკურ ფორმაში გამოწყობილს უყურებდა
_მდაა, ასე თუ მოამზადებდი არ მეგონა . ალბათ სახლურ ელფერს მისცემ ვახშამს
_ამ დროს ვინ ვახშმობს
_რესტორანს ექვსზე ვხურავთ და მოსახლეობას მოვუწოდებთ დიეტაზე გადავიდნენ? _სახლში შევიდა , მიმოიხედა და სამზარეულოსკენ დაიძრა
_კარგიი, რახან ასეა იყოს ასე ... 10 წუთში დავიწყებ. კომფორტულად მოკალათდდი
_სად მიდიხარ
_მზარეულის ფორმას მოვირგებ
_და გინდა დავისტრესო? უბრალოდ მოამზადე რა , თითქოს მეგობარს უმზადებ ... ძალიან დამღლელი საღამო მქონდა და საშინლად მინდა რამე გემრიელი _ზედმეტად ადამიანური ჩანდა. პიჯაკი დივანზე მიაფინა, პერანგის მკლავები აიკეცა და სააბაზანოში შევიდა _ იმედია წინააღმდეგი არ ხარ
ფორმა არ ჩაუცვამს, მაგრამ ხალათითაც ვერ მოამზადებდა, არ შეეძლო სამზარეულოში ნახევრად შიშველს ემუშავა როცა საქმე ამდენად მნიშვნელოვანი იყო. კაბა ჩაიცვა, თმა დაივარცხნა, ქუდის ნაცვლად თავსაფრით შეიკრა და ასე აღმოჩნდა სამზარეულოს ერთ მხარეს.

_ჯადოქარი _ ჩუმად თქვა ინგრედიენტები რომ დაინახა და ნოსტალგიამ შემოუტია. დიდხანს ვერ უყურა, ერთ ადგილას ვერ ისვენებდა ბოლოს აივანზე გავიდა . ეწეოდა და იქედან ადევნებდა თვალს სამზარეულოსაც და ეზოში მიმდინარე პროცესებსაც. არ გამორჩენია შეკრებილ ბიჭებს შორის ერთ_ერთის ყურადღება ლინას აივნისკენ რომ იყო მიმართული . დამალვა არც უფიქრია, მოაჯირს მიეყრდნო და სამზარეულოდან გამოსულმა სურნელმა თავბრუდაახვია. სხვა იყო, მაგრამ მაინც ძველებური, ნაცნობი . არ უნდოდა საქმიდან გადაეხვია, მაგრამ ზედმეტად მიმზიდველი იყო ლინა , მთლიანად საყვარელ საქმეზე გადართული , სამყაროს მოწყვეტილი როგორ ზრუნავდა თითოეულ დეტალზე. ბევრისთვის ურთულეს პროცესებს ისე გადიოდა თითქოს უმარტივეს მოქმედებას ასრულებდა , ირგვლივ სიმშვიდეს ავრცელებდა . არ მოგბეზრდებოდათ მისი ცქერა და დიმაც თვალს არ აშორებდა. დაღლილობა მოეხსნა, სტრესისგან გათავისუფლდა
_არ გაბედო და არც იფიქრო, რომ მარტო ვივახშმებ _მიხვდა ერთ თეფშს , რომ ამზადებდა და თავიდანვე გააფრთხილა
_საქმეზე რომ უნდა ვისაუბროთ ხომ არ დაგავიწყა ჩემმა სახლმა და სახლურმა ჩაცმულობამ
_არაფერი მავიწყდება , მინდა თავად დააგემოვნო ის რასაც ამზადებ
_დაგემოვნების გარეშე კერძს მომხმარებლამდე არ ვუშვებ
_დანაყრებას ვგულისხმობ და არა გასინჯვას... რა რთული ქალი ხარ მე ვერ გითანხმებ საქმიან ვახშამზე და პაემანზე ალბათ არასდროს წასულხარ
_საქმეს და პირად ცხოვრებას ახლავე თუ გავმიჯნავთ კარგი იქნება
_ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება შენ კი უკვე პირობებს მიყენებ

ბოლოს მაგიდის საპირისპირო მხარეს ისხდნენ. არცერთი არღვევდა სიჩუმეს, ლინა თვალს არ აშორებდა კაცს და მის რეაქციებს. ღელავდა და ეს შეგრძნება ღიმილს ჰგვრიდა. დარწმუნებული იყო საკუთარ თავში, მაგრამ კაცისგან ნებისმიერ კომენტარს ელოდა. ასე მარტივად არ წარმოედგინა პრობლემის მოგვარება
_თაკომ გითხრა თუ გიგამ _უკვე სასმელს აგემოვნებდა, სავარძელს მიეყრდნო და მზერა გაუსწორა
_თაკოს მომზადებული რაიმე გაგისინჯავს? გგონია რჩევის უფლებას მისცემს თავს?
_გინდა დამარწმუნო,რომ იმ ათასობით კერძიდან რისი მომზადებაც შეგეძლო მაინცადამაინც ის აირჩიე, რომელიც წარსულს მახსენებს და რომელიც ბავშვობაში მაბრუნებს?
_კომპლიმენტსაც ასეთი ტონით როგორ მეუბნები , ამასაც ხომ ნიჭი უნდა
_რატომ მაყვლის სოუსი და არა ტყემალი ან რამე სხვა
_მაყვლის სეზონია ... ვერ ვხვდები ახლა რისთვის მთხოვ პასუხს ბჟიტი მაყვლის სოუსით რომაა და არა ტყემლის? ვიცოდე მაინც რა აგიხსნა თუ პასუხს ელოდები_მშვიდი იყო იმდენად , რომ კაცს უფრო მეტად აღელვებდა
_კიდე მინდა ... ეს სოუსი სულ მინდა მომიმზადო. ყოველ საღამოს მოვალ , როცა ქალაქში ვიქნები და მომიმზადებ პირადად შენ
_ისე ნუ მესაუბრები თითქოს პირადად შენი მზარეული ვხდები და არა რესტორნის ბრენდ_შეფი...თუ მთხოვ მოვამზადებ , რაც უფრო ნორმალურო კომპანიონობა გამოგვივა მით უფრო მეტ გემრიელ კერძს მოგიმზადებთ თუმცა წონის მატებისგან თავის დაცვაზეც უნდა იზრუნო
_როგორც არ უნდა სცადო ახლა მაინც ვერ გამაღიზიანებ ...
_არ მეტყვი ასე ძალიან რატომ აღნიშნე მაინცადამაინც მთავარი კერძი , როცა ყველაფერი უგემრიელესია
_პირად თემებს ნუ შევეხებითო ხომ თქვი
_ბებია გიმზადებდა ,იმერეთის რომელიმე სოფელში ? თუ სამეგრელოში
_ბებია 75 წლისაა და თავს შესანიშნავად გრძნობს , მაგრამ ძალიან უნდა დაგვჭირდეს სამზარეულოში რომ შევიდეს _ ერთმა ტარტმა არ დააკმაყოფილა, მეორესაც სიამოვნებით შეექცეოდა
_მაშინ დიდი ბებია ?
_რატომ მიაწერენ ბავშვობის გემოებს სულ ბებიებს ... ბებიას სძაგს მომზადება . ლექტორი იყო და ბოლო 3 წელია მოგზაურობს მეუღლესთან ერთად
_საბრალო, ერთი ბებია გყავს და ისიც ყურადღებას არ გაქცევს? _მაინც ვერ შეიკავა თავი
_პროვინციალიზმი არ ბუდობს ჩვენს ოჯახში
_მე მომიტევე , უგუნურ გლეხს
_კარგი , დროა დავზავდეთ თორემ ისე ვერ გამოგვივა წარმატებული საქმე . ერთმანეთს უნდა ვენდობოდეთ და ვთანხმდებოდეთ კი არ უნდა ვომობდეთ
-შევთანხმდით - ხელი გაუწოდა და დაელოდა
-იმედია მთელი ცხოვრების შრომას არ ჩამიყრის წყალში ეს გადაწყვეტილება- ამოიოხრა და მის გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება
-ჩვენს საერთო საქმეს გაუმარჯოს- ერთი ჭიქა ღვინო ნამდვილად სჭირდებოდა ემოციურად გადამწვარს.
.....................
მას შემდეგ რაც დარწმუნდა, რომ დიმა არ ჩაერეოდა და მხოლოდ შორიდან დააკვირდებოდა ისეთი ძალა იგრძნო მანამ , რომ არ განუცდია. ცხოვრებაში პირველად ყველაფერი მის მხარეს იყო და მას საკუთარი შესაძლებლობები ყოველგვარი ბარიერის გარეშე უნდა ეჩვენებინა. სამოთხეში მოხვდა , კარი დიმიტრის დამსახურებით გააღო ამის არ დანახვა უმადურება იქნებოდა ლინას კი სულ მცირე სიკეთეებიც კი ახსოვდა რაც კი რამ ცხოვრების მანძილზე მიუღია. საქმიანმა ურთიერთობამ ზავიც შეაძლებინათ და რაღაც ეტაპზე უცნაური დასაწყისიც დაავიწყა ორივეს.
დიმას ჩვეულებად ექცა სამსახურიდან პირდაპირ რესტორანში წასვლა. ლინას ხშირად უნახავს დაღლილი სახით რომ მიაბიჯებდა . სიარულის მანერით ხვდებოდა როგორი დღე ჰქონდა , გაბრაზებული იყო, ბედნიერი, კმაყოფილი თუ გაურკვევლობაში მყოფი. სხვადასხვა დროს სხვადასხვა კერძს უმზადებდა, მაგრამ როდესაც დაღლილი იყო ამ დროს მსუბუქი ვახშმით შემოიფარგლებოდა. მდუმარედ იწყებდა მისთვის მზადებას, ექსკლუზიურად მისთვის მხოლოდ თავად დამხმარეების გარეშე. იმ დღეს ელოდა, გიგასგან იცოდა ერთ_ერთ კომპანიონთან პრობლემა რომ ჰქონდა . ყველანი გაუშვა , ფეხს ითრევდა , კარისკენ იყურებოდა და ყოველწამს ელოდა მის გამოჩენას, მაგრამ არ მივიდა. სახლს უახლოვდებოდა უკვე , რომ დაურეკა და წამსვე უპასუხა
_გისმენ
_შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
_ვფიქრობ შენი პირადი მზარეულის ვაკანსია გამოვაცხადო საკუთარი თავი დავნიშნო და შემდეგ ხელფასიც ჩავირიცხო
_კარი ღიაა
_გაქვს სახლში რამე თუ შევიარო მარკეტში
_ყველაფერია , მხოლოდ შენ აკლიხარ

ზუსტად იცოდა როგორც დახვდებოდა. ამიტომ საკუთარი დაღლილობა დაივიწყა და ენერგიით დამუხტულმა შეაბიჯა სახლში
_ამ კარს იმდენად ხშირად ტოვებ ღიას ვგონებ შემოგივარდებიან დიაცნი ამა ქვეყნისანი და მიგაჯაჭვებენ რომელიმე გადაკარგულ სოფელში რკინისთავიან საწოლზე ... სად ხარ? _ფეხსაცმელი , მოსაცმელი და ჩანთა შესასვლელში დატოვა. არც დაფიქრებულა ისე ჩაიცვა საკუთარი ზომა ქალის ჩუსტები და მისაღებისკენ ქოთქოთით დაიძრა. იქ არ იყო , აივანზეც ვერ დაინახა ამიტომ საძინებლისკენ დაიძრა. თვალებზე ხელი აიფარა, თითებსშორის იყურებოდა და ისე მიაბიჯებდა _ იმედია შიშველი არ დამხვდები . რა ვერასდროს ასწრებ ბანაობას ჩემს მოსვლამდე როგორი ზანტი ხარ _ წუწუნებდა სანამ მძინარეს დაინახავდა. კარის ჩარჩოს მიეყრდნო და ისე უყურებდა , შემდეგ უკან დაიხია და ჩუმად გადაინაცვლა სამზარეულოში. გაეღიმა მობილურზე მისი სახე რომ დაინახა, უკვე ასრულებდა მზადებას თავად რომ გამოჩნდა დროსა და სივრცეში არეული მოაბიჯებდა
-მარჯვნივ გამოიხედე და დამინახავ - უპასუხა და მერე ხელი დაუქნია- რატომ არ გყოფნის ის რაც გაქვს და რატომ იკლავ თავს არ ვიცი... მილიარდერი გინდა გახდე და მერე ხომ საერთოდ ვერ მოისვენებ
-საქმე ფულში არ არის... რაც უფრო მეტი მაქვს დასასვენებლად ნაკლები დრო მრჩება და დასახარჯადაც ვერ ვიცლი ,მაგრამ ვიღლები თუ არაფერს ვაკეთებ
-და კვდები ,როცა აკეთებ
-ნუ მეჯაჯღანები ... ახალი საქმე რომ არ მდომოდა დარჩებოდი გუნდის გარეშე და იმუშავებდი სადღაც სხვაგან
-მეტის ღირსი ვარ , რომ მეცოდები... აჰა , შეგიძლია მიირთვა
-სად მიდიხარ, კარგიი რაა ეს გაბუტვები რით ვერ დაივიწყე, ხომ დავზავდით , არა? - თავად დადო მისთვის თეფში და სკამიც გამოსწია- მოდი, დაჯექი მომიყევი რა ხდებოდა დღეს ... ხვალ ვისი ქორწილია?
-ხვალ , ორი ქორწილია და ერთ-ერთში სტუმარი ხარ... შენი ნაცნობის შვილი არ არის ?
-კიდევ კარგი გამახსენე, თორემ საერთოდ აღარ მახსოვდა . ჯანდაბა , თავი მისკდება
-ჩაი დალიე სანამ ცხელია და მერე დაიძინე
-გვირილაა თუ პიტნა - სუნს გრძნობდა, მაგრამ ვერ არჩევდა- თუ ორივეა
-ნუ მანჭავ სახეს
-თითქოს შენ გიყვარდეს ჩაი ... მე მაძალებ და თვითონ არ სვამ
-დამშვიდება და ენერგიის მოკრება შენ გჭირდება
-შენ არა ხომ?
-თუ წინააღმდეგი ხარ ყავის აპარატის გამოყენებაც ვიცი და აღარ ვიწვალებ ამათი არომატების შერევაზე, შენნაირი ჭირვეული კაცი ნეტავ თუ არსებობს კიდევ
-ნწ, ერთადერთი ვარ შენ კი ოქროსხელება ეველინა ხარ ,რომელიც სულ ცეცხლდება - ხელზე ჯერ მოეფერა, მერე თავი დახარა და აკოცა - ხვალ თუ დავთვრები ზეგ დილით ხომ მომიმზადებ ხაშს?
-სადაც არ უნდა წახვიდე,როგორც არ უნდა ცხოვრობდეთ მაინც კლასიკური ქართველი კაცი ხარ
-ღმერთმა ნუ მომიშალოს ხასიათიდან ქართველობა , რომელიც სულაც არაა ჩემი ოჯახის დამსახურება და საიდანაც მოდის იმ ადგილას წაგიყვან ერთ დღეს ...
-რაღაც საინტერესოს მიმზადებთ ბატონო დიმა?
-უინტერესო რა არის ჩემს ცხოვრებაში
-დღის განრიგი,რომლის მიხედვითაც ჩემი წასვლის დროა ... შენ აალაგებ , მჯერა - თვალი ჩაუკრა და ისე უცებ წავიდა კაცმა გაპროტესტებაც ვერ მოახერხა.
......................
შეთანხმება პირად ცხოვრებაზე ხელშეუხებლობის შესახებ ძალაში რჩებოდა, მაგრამ დიდი დრო არ ეწერა ამ პუნქტის შესრულებას. რაც უფრო დიდ დროს ატარებდნენ ერთად მით უფრო ახლობლები ხდებოდნენ და შესაბამისად მეტს იგებდნენ ერთმანეთის შესახებ . ბევრს არ ფიქრობდა , მაგრამ ამის გარეშეც მოახერხა გაღიზიანება
_გამარჯობა ბოს, ჯერ არ გელოდით ...
_მეგობართან ერთად ვარ და ორი წუთით შემოვიარე
_გემუდარები მე გამოსვლას ნუ მთხოვ თუ ვინმე ისეთია, რომ რეკლამაა საჭირო თავად იზრუნე. უამრავი ხალხია და თემოს ხელი აქვს გაჭრლი ცოტახანს ვერ მეხმარება
_რა დაემართა
_ხდება ხოლმე ... უბრალოდ ნაკერები დასჭირდა ამჯერად და კი არის მოსული, მაგრამ დანისგან შორს გავუშვი _არც უყურებდა ისე ლაპარაკობდა და თან საქმეს აკეთებდა _ ამ ღამით თუ ფეხზე დგომა შევძელი და არ ჩამეძინა რაღაც ახალი უნდა გაგასინჯო , შენი აზრი მაინტერესებს
_დიმუუუ , აქახააარ... ღმერთო ძლივს გიპოვნე _ ქალი უეცრად გამოჩნდა , ხელში დათა ეჭირა , ბავშვი ტიროდა და ლამის დაუვარდა ისე მოჰყავდა _ როგორი მტირალა ბავშვია ღმერთოო ვერ გავატორე _ დიმას მიაჩეჩა, არეული თმა გაისწორა ,რომელზეც ცოტა ხნის წინ ბავშვი ექაჩებოდა და მერე იპოვნა ის ვისაც ეძებდა _ თქვენ შეფი ალბათ ხომ? როგორ გქვიათ , დამავიწყდა
_ეველინა გაიცანი ჩემი მეგობარი იანა , რომელიც დათას არ მოსწონს და
_და რა დემუ? უბრალოდ რაღაც უნდა და ვერ გავიგე რა ...ბავშვების ენა ხომ არ მეცოდინება ? _წამსვე გაკაპასდა, დიმას კი რეაქცია არ ჰქონია, ბიჭუნას ეფერებოდა და მის განწყობაზე ზრუნავდა
_უკაცრავად , მაგრამ სამზარეულოს ბარიერის გადმოლახვა არ შეიძლება გარეშე პირებისთვის თანაც ამდენი ხნით _ როგორც კი მზარეულს შეუშალეს ხელი თავისუფლად გადაადგილებაში მაშინვე უთხრა
_უკაცრავად? ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის? აქაურობის მფლობელს აგდებთ თავისივე სამზარეულოდან ? რა თავხედობაა, დიმუ მიკვირს ასეთ კადრს როგორ შეეჩვიე
_ბატონმა დიმიტრიმ იცის, რომ ის თანამშომლებს შორისაა და ნებისმიერ დროს შეუძლია შემოვიდეს , მაგრამ მის უთვალავ მეგობრებს და ყველა მსურველს ვერ მივცემ უფლებას სამზარეულოში შემოსვლისა და უფუნქციოდ ყოფნის . თუ რაიმეს მომზადება გინდათ , ფეხსაცმელი შეცვალეთ , ბახილები მოირგეთ და თმაც შეიკარით ... ხელთათმანებს როგორ გაიკეთებთ ამ თითისსიგრძე ფრჩხილებზე არ ვიცი , მაგრამ რახან დიმიტრის ახლო მეგობარი ბრძანდებით უფლებას მოგცემთ _ ერთხელ ახედა მხოლოდ, ისიც საუბრის დასასრულს და გაუღიმა _გგნებავთ ?
_ვინ მეე? მზარეულობა დავიწყო? ღმერთო ჩემო , როგორი სასაცილოაა
_ძალიან მიხარია თუ გამხიარულდით, გარეთ შეგიძლიათ იცინოთ_ბავშვი მისკენ იწევდა და თავი ვეღარ შეიკავა _ ჩემო სიყვარულო , სულ ორი წუთით აგიყვან და მერე დიმასთან დაბრუნდი კარგიი? _როგორც კი ჩაეხუტა მაშინვე მოეხვია ბიჭუნაც _ ჩემო სიცოცხლეეე , როგორ უყვარხარ ნათლიას _ ლოყები დაუკოცნა და წყვილს ზურგი აქცია , არ გაუგია რა უთხრა დიმამ არც ადარდებდა. გოგონა , რომ გაბრაზებული გაბრუნდა და გაქრა ფაქტი იყო.
_ასეთი უხეშობა და უტაქტობა საჭირო არ იყო ... დიდხანს ისედაც არ დავტოვებდი
_კედელზე უზარმაზარ მინას ხედავ ? იქედან ყველა გვხედავს მათ შორის ისინიც ვისაც სურს აქვე დაჯდეს და კიდევ უფრო ახლოდან დააკვირდეს ყველაფერს. მე პრობლემა არ მაქვს , მაგრამ ეს უკვე ჰიგიენის ნორმებს არღვევს . ბავშვიც არ უნდა იყოს , გითხარი უკვე , ახლა იტირებს ჩემგან რომ წაიყვან და იმ ალქაჯისფრჩხილებიანს მიუყვან. შენს ადგილას ფრთხილად ვიქნებოდი , იმ ფრჩხილებით იარებს დაგიტოვებს ყველგან სადაც შეგეხება
_ჩვენი ზავისა და შენი საუბრის მანერის კონტროლის გადახედვა მოგვიწევს , ვფიქრობ
_სასჯელს გამოვისყიდი ახალ კერძს რომ დააგემოვნებ . ოღონდ გთხოვ იმ ქალთან ყოფნის შემდეგ დამშეული ნუ მოხვალ, უნდა აზროვნენდე და შემფასებლის გონება უნდა გქონდეს შემორჩენილი . ენერგია გამოცლილი დამშეული კაცისთვის არსებობს კერძების გამოძახების სერვისი _ბავშვი დაუბრუნა , ჩუმად უთხრა ბოლო სიტყვები და შემდეგ საქმე განაგრძო
_ამაზე შემდგომ ვისაუბრებთ
_როგორც გგნებავთ ...

არ უსაუბრიათ იმიტომ, რომ დიმას საერთოდ გადაავიწყდა იანასთან მისი საუბარი . ახალი კერძის დაგემოვნების საღამო საბოლოოდ მეგობრების გარემოცვაში შედგა და ამან ეგოისტური ხასიათი გაახსენა. წარბებშეკრული იჯდა რამდენიმე ადამიანის გარემოცვაში , ეჭვიანობდა ყველა მის მეგობარზე რომელსაც მეტ ყურადღებას აქცევდა და მათ შორის საერთო მეგობრებიც შედიოდნენ.
-ლაშა სად არის ?
-ვინ ლაშა, კიდევ ვინმეს ელოდები? აღარ ვსხდებით სუფრასთან?
-თქვენს ლაშიკოზე ვამბობ, რა გჭირს ადამიანო რას იღრინები დღეს არაფერი გიჭამია? აჰაა ეს გასინჯე - კოვზით წვნიანი მიუტანა და ქვემოდან უყურებდა- პირს თუ არ გააღებ ვერ გასინჯავ
-ჩემს აზრს მეგონა არ ენდობოდი აქ იმდენი ვინმე მოიყვანე სეტის შესაფასებლად
-დღეს მამაჩემის დაბადების დღეა , ჩემები არ არიან აქ და მეგობრებთან ერთად ვხვდები ამ დღეს ყოველთვის. მამას ვასინჯებდი ახალ კერძს და ახლა თუ არ გინდა, რომ შენ შეაფასო ფორმალურად მარილისა და სხვა სანელბლების გემო პრობლემა არ არის - თვალები აემღვრა , ხელი უკან დააბრუნა და კოვზი შეფშზე დადო
-არ გითქვამს ... მე მეგონა უბრალოდ - წინადადების დასრულება ვერ მოახერხა , ლაშა გამოჩნდა და ლინაც მისკენ გაიქცა. ბიჭთან აშკარად კარგი ურთიერთობა ჰქონდა, იმაზე კარგი ვიდრე გიგასთან და კიდევ ერთხელ გაუკვირდა ამდენი საერთო მეგობრის მიუხედავად აქამდე ,რომ ვერ გაიცნო .
-ლაშიკო თქვი ვინ მოგაწოდა იმ უგემრიელესი ჩირების იდეა?
-შეენ, შენ მომაწოდე კულინარიის დედოფალო , ჩემი ბიზნესიდეების გენერატორო
-ტკბილეულის მაგნატო რატომ არ მითხარი ლინას შენც,რომ იცნობდი
-ლინას ინფორმატორად მინდოდა დარჩენა, რამე ცუდს თუ იტყოდი მასზე როგორც შენი მეგობარი ისე მოვისმენდი
-ჩემი ბიჭიი, მერე ჩემთვის არაფერი რომ არ გითქვამს?
-ეგ იმიტო ,რომ მე არ მითქვამს ცუდი არაფერი - წარბებშეკრულმა უთხრა და მაგიდასთან მათ შორის დაჯდა. ასე რატომ იქცეოდა არ იცოდა, მაგრამ ფაქტია განსაკუთრებულად ეგოისტობდა ,როცა საქმე ლინას ეხებოდა.
.................
ტელეფონს ხშირად იყენებდა, მაგრამ ამჯერად დასამუხტი იყო და ისე გაიარა მანძილი დანიშნულების ადგილამდე, რომ მისთვის ხელი არ უხლია. სასტუმროში დაბინავებულმა შხაპი მიიღო, ვახშამი შეუკვეთა და სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ზარის განხორციელება. ტელეფონი გათიშული იყო , ჩართო და დაელოდა. ეკრანს თითი რომ გადაუსვა და პირდაპირ გაიხსნა გაუკვირდა. მაგრამ შემოსულ და გასულ ზარებს შორის სრულიად უცნო სახელებისა და ნომრების დანახვისას მიხვდა, რომ ხელში საკუთარი მობილური არ ჰქონდა. Facebook_ში შევიდა და ქალბატონი ეველინას ექაუნთს წააწყდა. ახლადჩართული მობილური არ ჩუმდებოდა,უამრავი შეტყობინება მოდიოდა და თვალიც ინსტიქტურად გაიქცა მესენჯერისკენ . გაუხსნელი შეტყობინებების გრძელი სიის ჩასქროლვა მოუხდა, კიდევ უფრო დიდი იყო მათი რაოდენობა ვინაც მეგობრის სტატუსი ვერ დაიმსახურა. უმრავლესობა , რომ მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ გაცნობის უაზრო მცდელობებით ამ ფაქტმა ერთდროულად სიცილიც მოჰგვარა და ბრაზიც. ყველა წაშალა და წაშლამდე წაიკითხა , ლამის პროფილის ფოტოც შეამოწმა რომ ენახა როგორი ტიპები წერდნენ . წამითაც არ შეყოვნებულა ისე დაუბრუნდა მეგობრების მიერ მოწერილ შეტყობინებებს, ვახშამიც კი დაავიწყდა ისე შეჰყვა კითხვას. განსაკუთრებით ის მიმოწერები აინტერესებდა ვინც ლინას გვერდით ჰყავდა ნანახი და სიცილს ვერ იკავებდა მის უკმეხ პასუხებს რომ ხედავდა. ბოლოს კმაყოფილებისგან ბრწყინავდა , კიდევ უფრო მეტად დააფასა ლინა და მისი ხასიათი . ალბათ ბოლომდე ჩაიკითხავდა ყველაფერს ვიდეო ზარი რომ არ შესულიყო . რამდენჯერმე გაუთიშა ქალს, სავარაუდოდ ლინას ბებიას და შემდეგ შეტყობინება რომ ნახა გადაწყვიტა ეპასუხა, ქალის შეშინება არ უნდოდა . ტელეფონი ჭიქას მიაყრდნო და ისე გასწორდა თითქოს საქმიანი შეხვედრა ჰქონდა . სკაუთარი თავი შორიდან რომ დაენახა სიცილს ვერ შეიკავებდა
_ბება გენაცვალოს , როგორ შემაშინე ბე სადახარ ამდენ ხანს _ ქალი ტელეფონს ასწორებდა და ჯერ კიდევ ვერ ხედავდა დიმას მერე კი თვალებგაფართოებული მიაშტერდა ეკრანს _შენ ვინ ხარ შვილო , ჩემი გოგო სად არის
_საღამომშვიდობისა ქალბატონო ლეილა ...
-დედაა , როგორც იქნაა ბიჭიც დამანახა თავის გვერდით ... სადახარ გოგო გამოჩნდი. აჰაა , გრცხვენია ხომ რომ გაიძახდი მე კაცებს არ ვენდობი არავინ მჭირდება გვერდით მაგათ ვერ გავანადგურებინებ ცხოვრებასო . აი ვინ აღმოჩნდა მართალი მე თუ შენ _დიმას სიტყვის თქმა არ ადროვა, სათვალე მოირგო და ისე აკვირდებოდა სასიძოდშერაცხულს როგორი კარგი ბიჭია ბე , ყოჩაღ შენ . ლოდინად ღირდა
_ძალიან დიდი მადლობა, კომპლიმენტად მივიღებ, მაგრამ უნდა გითხრათ , რომ ცდებით. იცით მე და ეველინას მობილურები აგვერია. სამწუხაროდ თბილისში მინიმუმ 3 დღე არ ვიქნები . ჯერ არ დამკავშირებია, სავარაუდოდ რესტორანშია და მობილური არ უნახავს
_უი რა სირცხვილია... მე კიდე რა არ ვიფიქრე. ტელეფონები როგორ აგერიათ , თქვენც მზარეული ხართ ? ჩემ გოგოსთან მუშაობ , ბები?
_მზარეული არ ვარ, მისი კომპანიონი ვარ
_უი რას მეუბნები შენ ხარ ის ცნობილი დიმიტრი ? დედა ასე სულ სხვანაირი ხარ არადა სურათი ვნახე მეგონა... პროფილის ფოტოში სულ სხვანაირი ხარ , ბებო _ისეთი საყვარელი იყო გაეღიმა _ კარგი აბა თავს აღარ მოგაწყენ. ტელეფონს რომ ჩართავს ხომ ნახავს მინაწერს და იქ მივწერ შენ მესენჯერში
_შემიძლია რომელიმე თანამშრომელს დავურეკო და თავად ლინა დაგიკავშირდებათ თუ სასწრაფოა
_არა გენაცვალე , არ მეჩქარება არსად. უბრალოდ ამ დროს ვსაუბრობთ ხოლმე და არაფერია. აბა კარგად
_კარგად ბრძანდებოდეთ . ნახვამდის _გაღიმებული დაემშვიდობა ქალს მისგან იმდენად დადებითი აურა მოდიოდა სხვაგვარად ვერც მოხდებოდა. მომდევნო ერთი საათი ლინას ზარს ელოდა, ის კი არა და არ რეკავდა ბოლოს უკვე მოთმინება რომ ამოეწურა და დარეკვას აპირებდა იმ დროს შევიდა ზარი . ვერც მიხვდებოდა საკუთარი ნომრიდან რომ ურეკავდნენ , რომ არა ფოტო რომელსაც პიჯაკზე ყვავილები ჰქონდა მიხატული , შუბლზე სათვალე ,ხოლო სახელი " მაყვალა ბჟიტი " იხვის სტიკერით ბოლოში
_112_ის ნომერზე ამდენი ზარი არ შედის რამდენიც შენს ტელეფონზე. ყველას პირველი დახმარება შენ ხარ ? მე ბიზნესმენი მეგონე და ვინ ხარ სინამდვილეში. 10 წუთია ტელეფონი ჩავრთე და სახლში მოსვლამდე 20 ჯერ დაგირეკეს
_ბჟიტის რა მიგავს გოგო ...მაყვალა ბჟიტი როგორ დააწერე ჩემს ნომერს
_პატარა ბავშვივით ნუ იცი ავარდნა...მაყვალი ჯობდა აბა? კი ვიფიქრე, მაგრამ სმაილი ვერ ვიპოვნე. ცუკემბერგს დავუკავშირდეთ ,იმერული ბურდის მაყვალი დაამატოს ყურძნის გვერდით
_ძალიან მინდოდა ბოდიშის მოხდა ამ გაუგებრობისთვის, მაგრამ ახლა ვფიქრობ ყველა შენს გამოთაყვანებულ ბიჭს ვუპასუხებ შენს ნაცვლად და მერე გაარკვიე რომელს შეხვდები ...
_ბავშვივით ნუ იქცევი...ჩემ ნომერს ამდენ უცნობ კაცს ვერ მივცემდი ამიტომ ვუთხარი სოც. ქსელში დაგიკავშირდნენ. იმედია გახსოვს შენი მონაცემები და შეძლებ ჩემებიდან გახვიდე და შენები ჩართო . მე ტელეფონს ვთიშავ და იცოდე შენში დაბუდებული ეშმაკი დააოკე , თორემ ჩვენი საზავო ხელშეკრულება ნაკუწებად იქცევა და უცებ არ მოვინდომო შენი აქაუნთების გამოყენება აქ იმდენი ცნობილი პიროვნება ვიპოვნე
_ტელეფონი გათიშე , ეველინა
_აი რა დონის უფანტაზიო უნდა იყო, რომ სახელის გადაკეთების გარდა ვერაფერი მოიფიქრე. თვითონ ბრაზობს როცა ჩემი ნომერი ისე აქვს ჩაწერილი ვინმეს ქალი გამოძახებით ვეგონები "ჟღალი ეველინა" სადმე ქერა ტანია და მულატი ჟოზეფაც ხომ არ გყავს
_შენ გყავს ჩემ გარდა რომელიმე ფრინველი თუ მე ვარ ერთადერთი და განუმეორებელი
_შენ გაწყვიტე იხვების მთელი ფერმა ... მელია უნდა დამეწერა. რომ დავიბრუნებ მობილურს შევცვლი აუცილებლად . იანა გირეკავს , უკვე მეასეჯერ და გწერს ყველგან სადაც კი შეიძლება . არ ვპასუხობ , ვგრძნობ ბოლო მოგიღებს მე რომ ვუპასუხო . ეცადე ცუდი არაფერი ჩაიდინო, თორემ ახალი ქალის პოვნა დაგჭირდება
_ლეილა ბებოს ვესაუბრე, ძალიან მოვეწონე . საბრალო ქალს გული გავუხარე, ფიქრობს , რომ შინაბერა არ მოკვდები
_რა უთხარი
_რომ ჩემზე გიჟდები
_გავგიჟდები!
_ნუ ოხრავ ასე, სირცხვილია როგორ იქცევი ქალიშვილი გოგო . ნწ , ნწ , ნწ
_იანას შეტყობინება გავხსენი , უკმაყოფილოა , ბოლო დროს თურმე უყურადღებო ხარ, გაცივდი და ბრაზობს. ცეცხლი უკიდია , იწვის და სამაშველოს უნდა გამოვუძახო ? რა საინტერესოა გაციებაში რას გულისხმობს, ყოველ საღამოს რესტორანში მიზიხარ და სურდო ნამდვილად არ გაქვს, არც ახველებდი ... ქალი ცოდოა, რა ვქნა დავრეკო 112_ში? უი , უი როგორი ფოტოები გამოგზავნა . ქალს მკერდი შენთვის გაუკეთებია და თურმე სულ არ ეფერები, ალბათ ეშინია მასაჟის გარეშე სილიკონი არ გაქვავდეს . შენ რა ბოროტი კაცი ყოფილხარ . ბჟიტი კი ისეთი ღუნღულა ,თბილი და საყვარელია . უკვე რაღაც ვოისს აგზავნის, ჩავრთო ?
_ვის მივწერო ლაშას, ანდროს თუ ვახოს... პირველი სამი ესენი არიან. მგონი ერთ ტექსტს დავწერ და ყველას გავუგზავნი. ჩვენს რესტორანში შეხვდები საღამოს 9 საათზე , იდეალური დროა . იმედია რომელიმე ეგოისტი არ არის და სხვებს რამეს არ დაუშავებს
_იანას ჩემს ნუდს დავუბრუნებ და ვეტყვი, რომ მის ხელოვნურს ჩემი ბუნებრივი არჩიე მერე კი ჩემს ბიჭებს მივხედავ
_ახლა გალერეაში შენს ფოტორბს ვათვალიერებ ... ჯერ ჯერობით მხოლოდ მონაზონი და მზარეული ენაცვლებიან
_კარგი, დავასრულოთ . მე მობილურს ვთიშავ . შენ შენს სოც. ქსელებს იყენებ მიმოწერებისთვის და სამ დღეში ვხვდებით _პასუხს აღარ დაელოდა. ზარიც დაასრულა და მობილურიც გათიშა.
.................
თიკას დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა ტელეფონების გაცვლა. ეველინას ნამდვილად არ ჩაურთავს მთელი სამი დღის განმავლობაში მობილური, დიმამ კი ვერ მოისვენა და კვალიც დატოვა
-რატომ წაშლე შეტყობინებები
-შენ რატომ არ წაშალე, პასუხს თუ არ აპირებდი რატომ არ მოიშორებ
-იქნებ და მტკიცებულებად მჭირდება მერე ვინმე იდიოტმა რომ არ თქვას მიმოწერა მქონდაო
-როგორ კაცებთან გაქვს კონტაქტი, სად პოულობ ამდენ იმბეცილს
-შენ როგორ დაამშვიდე იანა თუ სიმწრისგან წაიმტვრია ის მეტრიანი ფრჩხილები და თავად „ჩააქრო ცეცხლი „
-შენ პროფესიაც ხელს გიწყობს და არასდროს გრძელი ფრჩხილები , ის კი
-ის კი უმაქნისი წურბელაა და უთხარი რესტორანში ჩემს გადასამოწმებლად სიარული შეწყვიტოს.
-აქ იყო?
-შეამოწმა მე აქ ვიყავი თუ შენთან ერთად წამოვედი ... სასაცილოა- დანარჩენებთან ერთად სვამდა და უკვე ეტყობოდა ალკოჰოლის მოქმედება
-ამდენს ნუ დალევ,თორემ ხომ გახსოვს ბოლოს ჩემს საწოლში ჩაგაწვინეს იმათ
-პირიქით იყო, შენ იწექი ჩემს საწოლში . დედაც ბებიასთან რჩება, მომატყუეს და საშინლად ვარ ...
-როგორ რჩება
-წავიდა და მითხრა უბრალოდ ვნახავ, მომენატრაო . სეზონურ სამუშაოს ვიშოვი და დავბრუნდებიო, მაგრამ ძიძად დაიწყო მუშაობა , დოკუმენტები მოაწესრიგა , რჩება - სახეზე აიფარა ხელები და მერე უცებ წამოდგა - მაპატიე, დამავიწყდა , პირადი ცხოვრება არ განიხილება ... წავედი, ტორტის გაჭრის დრო მოდის

მთელი საღამო მხოლოდ ეველინას უყურებდა, არ გამოჰპარვია მისი არცერთი ნაბიჯი და ემოციებიც მისი ქმედებების მიხედვით ეცვლებოდა
-ის ვინ არიის? იცნობთ?
_ვინ
_აი ის ს.რი ლინასთან რომ ცეკვავს მთელი საღამოა და ტკიპასავით არ შორდება _ ისე აპარებდა მზერას წყვილისკენ თითქოს არც უყურებდა . სასმელით სავსე ჭიქა დაცალა და ლაშას ამღვრეული მზერა გაუსწორა _ აბა არავინ ჰყავსო? ეგაა არავინ? ხან ვინ ეჩითება ხან ვინ . ერთი კვირის წინ მთელი რესტორანი გაავსო ვიღაც გ.ნდონა ბავშვმა ყვავილებით .
_მე გითხარი არავისთანაა_თქო, არავის მოსწონს_თქო არ მითქვამს. ბრმა ხომ არ ხარ შე ჩემა , შეხედე როგორია შეიძლება არ გაიცნო და არ დაყლ.ვდე ?
_მაგის ბიჭები ისედაც არ აკლებენ ... კიდევ კარგი სწერვაა და მოიშორა ყველა ვისი მიმოწერაც შემხვდა
_რა გააკეთე , გაუტეხე სოც ქსელები ?
_სტალკერს ვგავარ? უბრალოდ ტელეფონები აგვერია და მომენტით ვისარგებლე. პაროლიც არ ედო მობილურზე, ნორმალური არაა თორემ 25 წლის გოგოს ტელეფონი ასე ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გქონდეს?
_განგებ აურიე ხომ?
_არაფერი გამიკეთებია განგებ , უბრალოდ ამერია მე სამი დღით წავედი ქალაქიდან და უკან ვერ დავბრუნდებოდი
_აუ საწყალი გოგო, შენ იმდენი ვინმე გირეკავს
_მობილური გათიშა და ჩამიშალა საქმეები . ჩემ ყველა სოც ქსელში შევედი მაგის ტელეფონით და იქედან ვწერდი ახალ ნომერს . გამაწამა
_მის ნომერზე არავინ დარეკავდა აბა , ყველამ ვიცით გვიან ღამემდე ახლოს არ ეკარება მობილურს, ან დილას ადრიანად
_ბებიამ დაურეკა და მე რომ ვუპასუხე ლამის გული გაუსკდა ქალს სიხარულისგან ... იფიქრა მეშველა გათხოვდაო
_რამდენი მსურველი ჰყავს კი მიხვდებოდი
_საწ....ბი
_თითქოს შენ არ გესიზმრებოდეს და გელანდებოდეს წითელი თმების გამონათება
_შავგვრემანი ქალები რომ მევასებიან არ იცი?
_ვიცი და მეც ეგ არ მიკვირს ? რომ უყურებ დორბლებს ყრი არადა როგორი თეთრია . ისეთი გალეულიც არაა შენ რომ მოგწონს, როგორი ფორმები აქვს
_დადუმდი და ნუ უყურებ
_და რომ ვუყურო რა?
_შენ შ.გ ხო არ გაქ, აბა მეგობრები ვართო?
_სიყვარულსა და მეგობრობას შორის ერთი ნაბიჯია, სახელად ლტოლვა და მე რა იმპოტენტი მნახე . საოცარი ქალია, იდეალურია ... სრულიად ჩემ გემოვნებაშია , მთელი მისი სხეული და არა მხოლოდ
_ვფიქრობ ახლა რა დაგიშავო ასეთი ამაზრზენი საუბრისთვის...
_კაი ხო , კაი დამშვიდდი ლომო მე ნამდვილად არ აგახევ გოგოს , მაგრამ სხვებზე ვერაფერს ვიტყვი . დიდხანს თუ დაიჭერ თავს შორს და ნერვებს მოუშლი დაგპატიჟებს ქორწილში , დაჯექი სუფრასთან ჭიქით ხელში და ირტყი თავში ხელები
_ნუ სისინებ
_მე ჩემი გითხარი , ძმაო
_მსგავსი რამე იანასთან არ თქვა, მაგის ისტერიკების ნერვები არ მაქ . ტვინს მომიტყნ.ვს მერე
_ისე ხო რას ამბობ ... ნეტა საერთოდ როგორ უძლებ მაგ ქალს. თითქოს ს.ქსის გარდა რამე გქონდეთ, ნული კავშირი გაქვთ , ზუსტად ვიცი ლაპარაკს რომ იწყებს ავტომატურად ღიზიანდები და რატომ არ შორდები მიკვირს .
_რას შ..ცი ამ ქალს , სულ რომ ეროჟები
_მე ? მე არა , ძმაო და ჩემ გარდა ყველამ შ.ცა
_ბ.ზად ნუ გამოგყავს
_აბა ვინ არის ... თუ არ გღალატობს მხოლოდ იმიტომ, რომ აკმაყოფილებ თორემ აბა სადმე წახვიდე დიდი ხნით ან პროსტა ხასიათზე არ იყო . ისე წაიკუზება ნებისმიერთან დამნაშავედაც არ იგრძნობს თავს . რატომ? იმიტომ რომ მხოლოდ ჟ.მაობა უნდა და არანაირი კავშირი არ გაქვთ . გჭირდება ქალი ვინც გეყვარება , ასწორებს სიყვარული შე ჩემა
_ამხელა დიალოგი მაგის სათქმელად გამიბი ? შენი რომანტიზმი სიკვდილამდე არ ჩაქრება ხომ?
_ქალი რომ გყავს გვერდით ,რომელსაც აღმერთებ სულ სხვანაირი ხდება ცხოვრება . შეუძლებელს გაგაკეთებინებს
_ან დედას გიტირებს
_რანაირი კაცი ხარ რა ... შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. იმის ნაცვლად ის ქალი მოიშორო დროს კარგავ , თავს იტყუებ და მერე სანანებელი არ გაგიხდეს.

ორივეს ჰქონდა შემორჩენილი დისტანცია წარსულის გამო. ჯერ კიდევ ახსოვდათ დასაწყისი და ეგონათ,რომ მათ საქმიან ურთიერთობას დაასრულებდნენ თუ ზღვარს გადაკვეთდდნენ. უბედურმა შემთხვევამ საბოლოოდ დაალაგა მათ შორის არსებული გაურკვევლობა
-დიმაა შენ ხარ?
-მე კი ვარ ,მაგრამ შენ სად ხარ- ბინაში იყო უკვე , სამზარეულოსკენ დაიძრა, მაგრამ იქ არეულობა დახვდა. ქვაბი იატაკზე ეგდო ლინა კი არ ჩანდა
-სააბაზანოში ვარ ... ხელი დავიწვი - ხმაში ტირილის ნოტებიც რომ გაერია კიდევ უფრო მეტად აჩქარდა. დუშის ქვეშ მდგომი,რომ დაინახა ვერ მიხვდა რა ხდებოდა
-მთლიანად დაიწვი? - ძლივს თქვა სიტყვები
-ხელიი... ხელზე გადამესხაა ძალიან მტკივაა
-სასწრაფოდ წავიდეთ ექიმთან ... მოდი, ფრთხილად გამოდი და წავედით . სულ სველი ხარ
-ვერ მივხვდირ ა გამეკეთებია, ცივი წყლის გარდა არაფერი მომაგონდა- კანკალებდა, ხელი სულ წითელი ჰქონდა , დიმას გული შეეკუმშა მისი დანახვისას
-ყველაფერი კარგად იქნება, დამშვიდდი...
-რა მეშველება, რა სულელი ვარ . იატაკზე წყალი დამეღვარა და ფეხი ამიცურდა ასეთი რამ არასდროს დამმართნია- ქვითინებდა და დიმასაც ტკიოდა მასთან ერთად
-ყველაფერი პირველაად ხდება, სხვა დროს ფრთხილად იქნები
ექიმთან მისვლამდე არ გაჩერებულა მერე კი თითქოს გაქვავდა, აღარც ტიროდა და არც რამეს ამბობდა. დიმა გვიან მიხვდა, რომ ემოციებს უცნობებს არ უზიარებდა და რაც უფრო მეტს ამბობდა ადამიანთან მით უფრო ახლობლად თვლიდა. შეხვეულ ხელს დაჰყურებდა და დაღლილობისგან თვალები ეხუჭებოდა
-თაკოს დავურეკო?
-ნწ, დათას სიცხე ჰქონდა ვერ გამოვა
-ჩემთან წამოხვალ თუ მე მოვიდე და მოვამზადო ხოლმე, კარნახით
-ახალი შეფის აყვანის დროა, თემოს დამხმარე სჭირდება ... ხომ გაიგე მე დიდხანს ვერ გამოვიყენებ ხელს
-მაგრამ იქ იქნები და გააკონტროლებ ყველაფერს...დრო მალე გავა, ცოტა დასვენება გარგებს
-უდროო იყო, იმის ნაცვლად რომ თავდაუზოგავად მემუშავა ახლა საერთოდ ვერაფერს გავაკეთებ- ცხვირი გაუწითლდა, ისევ ატირდა ვერც გაიგო როგორ მიიყვანა სახლამდე
-ჩშშ, დამშვიდდი ... ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი - ფრთხილად მოეხვია, მისგან წინააღმდეგობა რომ ვერ იგრძნო შემდეგ თავზეც მოეფერა- ავიდეთ , დაიძინე და რომ გაიღვიძებ ასე დრამატულად აღარ მოგეჩვენება ხელის დაწვა... ნუ ღელვ შრამი რომც დაგრჩეს ისეთი ლამაზი თითები გაქვს ეგეც მოგიხდება - მეორე ხელის მტევანზე ეფერებოდა და უღიმოდა
-მორჩა ,მეყო ტირილი - გასწორდა და ის ცრემლები შეიმშრალა.
-რომ გამოგყვე და ცოტა ხნით დავრჩე იმედია წინააღმდეგი არ იქნები კარი რომ გაუღო და გადასვლაში დაეხმარა შემდეგ უთხრა. ხელში წამლების პარკი ეჭირა , საერთოდ აღარ ახსოვდა საქმეები , მხოლოდ ლინას დახმარების სურვილი ჰქონდა
_არ მინდა შეგაწუხო ... ერთი ხელითაც შემიძლია რაღაცების კეთება . ბევრჯერ გამიჭრია
_მე მოტეხილი მქონდა და ძალიან დიდ დისკომფორტს მიქმნიდა . უბრალოდ წამოვალ და შენთან შემჩნეულ მაყვლის კომპოტს დავლევ
_ოხ , გამინადგურებს მარაგს
_ვფიქრობ ქარხანა გავაკეთო ... ინფორმაცია უნდა შევაგროვო . გამოვთვალო რამდენად დავზარალდები თუ არ გამოვა და პირველი რასაც წარმოებაში გავუშვებ მაყვლის კომპოტი იქნება
_პლანტაციებიც გააკეთე ... კენკროვანი მცენარეები არცთუ ისე ბევრია _საუბარში შეიტყუა , სახლში შესვლის შემდეგ ისე დაიწყო მილაგება თითქოს სულ ასე იქცეოდა.
_ალბათ არასდროს ალაგებ და ამზადებ მე კი ჩემი პრეტენზიული ხასიათის გამო გაიძულებ
_მზადებას თუ გულისხმობ განტვირთვის საოცარი საშუალებაა . გონებიდან ყველა ცუდი ფიქრი გამიქრა შენ რომ მკარნახობდი რა როგორ უნდა მომემზადებინა , ჩემი ჩანაწერების რვეული ჯერ კიდევ არაა სავსე
_ზედმეტად დიდი მოცულობა ხომ არ აქვს
_კონდიტერიისთვის სხვა ნაწილი მექნება
_გინდა ყველა რეცეპტი მომპარო და 5 წლის შემდეგ დამემშვიდობო?
_ასეთ მშვიდიბიან ურთიერთობას თუ გავაგრძელებთ ვფიქრობ კონტრაქტსაც გავაგრძელებთ ოღონდ სხვა პირობებით... _ მაყვლის კომპოტი დალია , მერე პროდუქტებს გადახედა და ჩუმად დაიწყო მზადება უკვე ნასწავლუ კერძის. მალევე დაასრულა , ერთად ივახშმეს , თავადვე აალაგა ,დარეცხა და დააბინავა ჭურჭელი. მუსიკის გარეშე არ შემიძლიაო თქვა და ისეთი მელოდია ჩართო დაღლილ ლინას მალევე ჩაეძინა. ბევრი არ უფიქრია , საწოლი გაამზადა , გოგონა ხელში აიყვანა და ფრთხილად დააწვინა. ექიმის დანიშნულებას გადახედა, საწოლთან წამალი და წყალი დაუტოვა. წავიდა, მაგრამ ვერ მოისვენა, იცოდა მასთან დარჩენა ზედმეტი იყო, მაგრამ ექიმის გაფრთხილება ახსენდებოდა ტემპერატურის მომატებასთან დაკავშირებით . უკან დაბრუნდა , ბინაში ქურდივით ჩუმად შეიპარა, მძინარე ქალს ჯერ შორიდან უყურებდა, არ უნდოდა დაეფრთხო ,მაგრამ მალევე მიხვდა სიცხისგან როგორ იწვოდა და მომდევნი რამდენიმე საათი მისი ტემპერატურის მონიტორინგში გაატარა.
_დე , დედა დაბრუნდი რა გთხოვ _ ემოციური ფონი უფრო მოქმედებდა ვიდრე ტემპერატურა. ყველაფრით გადაღლილი ორგანიზმი თავის დაცვას ცდილობდა . თვალებს ძლივს ახელდა, მაგრამ დიმას დანახვა მაინც შეძლო . წარბები შეკრა, არ უნდოდა მას ენახა მსგავს მდგომარეობაში, გამოფხიზლებას ეცადა და შუბლზე დადებული ცივი ნაჭერი მოიშორა
_მალე წამალიც იმოქმედებს , მაგრამ ეს არ მოიშორო ცოტას გაგაგრილებს
_არ მინდა , აქ არ უნდა იყო ... გვიანია _გარეთ უკვე თენდებოდა, დილის 6 საათი იყო _ არ შეიძლება
_ვინ თქვა , რომ არ შეიძლება ...თუ გინდა ვინმეს დავურეკო და მოვიყვანო პრობლემა არ არის
_არავინ
_თვალები გეწვის ხომ? დაიძინე , მოდუნდი _ გამშრალი ნაჭერი კიდევ ერთხელ დაასველა წყალში და ხელებზეც წაუსვა
_არ მინდა, შხაპს მივიღებ და გაივლის ... სულ ასე ვიქცევი _ მაინც გაჯიუტდდა , სხვაგვარად არ შეეძლო . წამოჯდა და მერე დადგა , მაგრამ წონასწორობა დაერღვა _ჯანდაბა
_სააბაზანოში წაიქცევი და მერემე მომიხდება შემოსვლა , მზად ხარ ?
_ნუ ხარ აქ, ასე ნუ მეხმარები... მე წლებია მარტო ვუმკლავდები ყველაფერს . ბავშვი აღარ ვარ
_არაფერი დაშავდება ზოგჯერ ბავშვად თუ იგრძნობ თავს _ ჩახუტებული ჰყავდა , იწვოდა გოგო და დიმას გრილ კანს შუბლით ეხებოდა .თითები ყელზე შეუცურა და თვალები დახუჭა _ ყველაფერი გაივლის , უბრალოდ უნდა მოითმინო
_როდის გაივლის, დავიღალე _ტემპერატურას ნამდვილად არ გულისხმობდა და დიმა ხვდებოდა ამას.

რამდენიმე საათს ეძინა და ამ დროში დიმამ წვნიანის მომზადება მოასწრო. გამოფხიზლებულს სასტუმრო ოთახში დახვდა
_როგორ ხარ?
_ანუ სიზმარი არ იყო
არ ვიცი რა ნახე, შეიძლება სიზმარშიც ვიყავი ... მე გავდივარ , თავს აღარ მოგაწყენ. ეცადე კარგად დაისვენო და დატკბე თავისუფალი წუთებით _ შუბლზე გაუაზრებლად აკოცა , უკანსვლით მიდიოდა და ლაპარაკობდა მობილურს ხმა ჩაურთე, დაგირეკავ და მიპასუხე, კარგი?
_გმადლობ
_მეგობრებთან მადლობები არ მოსულა , ეველინა

მეგობრები იყვნენ? ხო , ალბათ ასე იყო და მეტ თავისუფლებას შესძენდნენ ურთიერთობას.

რესტორანში შეხვედრა ჰქონდა და თან მენეჯერს ესაუბრებოდა ლინა , რომ დაინახა . თავიდან ეგონა მომეჩვენაო , მაგრამ ნამდვილად ის იყო . ფორმა მოერგო და თმას შორენა უწნიდა , მალევე გავიდა ყველაფერს ამოწმებდა, გასვლამდე აგემოვნებდა
_ რას მეუბნებოდი ახალ შეფზე?
_ აქ ხარ?
_შენც აქ ხარ მე კი მგონია, რომ ისვენებ
_სამუშაო საათებში დასვენება არ შეიძლება...ორი კანდიდატი მყავს
_დაუკავშირდი , მოელაპარაკე და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მუშაობა თუ საჭიროა ორივე აიყვანე. თავად გადაწყვიტე
_შენ არ ნახავ?
_მე ახლა საქმე მაქვს, თან უნდა ვისადილო და კიდევ უამრავი საქმე მაქვს სანამ თინასთან გავალ
_თინასთან რა ხდება?
_ქორწინებიდან 30 წელი გავიდა და ლაშა ორივეს სიურპრიზს უმზადებს , არ უთქვამს შენთვის?
_მითხრა , მაგრამ დამავიწყდა . რომელ საათზე გამოვიდე?
_ერთად წავიდეთ ... მივეხმაროთ
-მე ამ ხელით ?
-არ ისვენებ და ბარემ ლაშიკოს უშველე

ერთად წავიდნენ ლაშასთან. კარგი იდეა იყო მისთვის ახალი საქმის პოვნა, მეტად გამხიარულდა და ყურადღებაც გადაიტანა იმ რამდენიმე საათის განმავლობაში. ლაშას მშობლებს კარგად იცნობდა იმაზე კარგად ვიდრე დიმიტრი და მათთან მყოფს კიდევ უფრო მეტად დაეტყო სევდა. სტუმრებით რომ გაივსო სახლი იქაურობას გაეცალა და დედასთან დარეკა , დიმა შემთხვევით აღმოჩნდა მასთან ახლოს
_ბავშვები დავაძინე და ოთახს ვალაგებ . შენ რას შვები დე
_უკეთ ვარ ... დაღლილი ჩანხარ
_ხო წუხელ სიცხე ჰქონდა ორივეს, აცრის გამო ალბათ და მთელი ღამე გავათენე . შენ სამსახურში რატო არ ხარ?
_ადრე წამოვედით , ლაშას მშობლების ქორწინების დღეა და ვეხმარებოდით სიურპრიზის მოწყობაში. აგარაკზე ვართ
_ასე ხშირად ნუ გააცდენ დედა არ გაბრაზდეს ის ბიჭი , სორცხვილია . შენ არ ამბობდი საქმე უყვარს და წესრიგის მოყვარულიაო ?
_ხვალიდან ახალი შეფი გვეყოლება ... თავისუფალ დღეებს ავიღებ
_ვინ, მე ხომ არ ვიცნობ
_არა , შენ არ იცნობ ... 2 წლის წინ გავიცანი ,საფრანგეთში ყოფნის დროს. ახალი ჩამოსულია და პირველმა შევთავაზე სამსახური _ ხელს მალავდა და ისე ესაუბრებოდა თითქოს ჩვეულებრივად იყო. დიმას არ გამორჩენია მისი გატეხილი ხმა და საუბრის დასრულებისას ამღვრეული თვალები
_წავედი დე, სანამ გაიღვიძებენ საჭმელი უნდა გავაკეთო ... შენი რეცეპტებით მოვამზადებ და ვნახო როგორი გამომოვა
_მიდი , მიყვარხარ

როგორც კი დაასრულა საუბარი მაშინვე ატირდა. საწოლზე იჯდა და თავდახრილი ქვითინებდა . დიმას შესვლა უნდოდა,მაგრამ მიხვდა მარტო ყოფნა და ემოციებისგან დაცლა სჭირდებოდა ამიტომ უბრალოდ ელოდა , დერეფანში იდგა და პერიმეტრს აკონტროლებდა ვინმეს რომ არ დაერღვია მისი სიმყუდროვე.
-თუ მიდიხარ გამოგყვები მეც - უკვე ქვემოთ იყვნენ დიმას ,რომ უთხრა და ჩანთა აიღო
-ხო, გავიდეთ . ერთი წუთი დამელოდე და მოვალ- მანქანასთან დატოვა და უკან შებრუნდა .
-რა ხდება, ხომ მიდიოდი..რამე დაგრჩა?
-ხვალ თუ არ მოვედი,იცოდეთ, რომ ორი დღის განმავლობაში არ დამიკავშირდებით...ყველაფერი რომ დაემხოს მაინც

ლინა მანქანაში იჯდა . თავი სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი და სახეზე ეტყობოდა დაღლილობა. სევდიანი იყო, დიმა კი უთქმელად გრძნობდა ყველაფერს რაც მის სულში ხდებოდა.
-ხომ გინდოდა გენახა სად შემიყვარდა მაყვალი- მისი ყურადღების მიქცევა მაშინვე სცადა,როგორც კი ტრასაზე გავიდნენ
-არ მჯერა, სენტიმენტების საათი გაქვს?
-კულინარიული ექსკურსიები ხომ გიყვარს...
-მიყვარს
-წამოხვალ ჩემთან ერთად?
-ახლა?
-ზუსტად ახლა უნდა წავიდეთ , სხვა დროს შეიძლება საქმეები გამომიჩნდეს
-შუაღამეა და ნასვამები ვართ
-მე მხოლოდ ორი ჭიქა დავლიე , მაგრამ თუ გეშინია ტაქსით წავიდეთ
-შორს მივდივართ?
-სამ საათში ვიქნებით
-შენ მომიმზადებ , მე გიკარნახებ
-შევთანხმდით !
...............
-მასპინძელოო _ ჭოშკარი გააღო და სახლისკენ დაიძრა. გამთენიისას ქურდივით მიიპარებოდა და ლინაც გვერდით მიჰყავდა_გემკიჯინ (გამომხედე)
_ნამ რექ (რომელი ხარ )_ მალევ გამოჩნდა ქალი , ხელში თოფი ეჭირა და დიმას უმიზნებდა
_ვამიჩინიო?(ვერ მიცანი?) _ ლინასგან განსხვავებით ოდნავადაც არ დამფრთხალა, ზურგიდან აკრულ გოგოს ხელი ჩაკიდა და წინ მდგომს ფართოდ გაუღიმა
_ჩქიმ ბოშ სი რექო?(ჩემო ბიჭო შენ ხარ?) ჩქიმ ცხოვრება,სინათლე დო ბედნიერება,გურიშ გოლვაფირი სკან _ ჯერ თვალებდაწვრილებული უყურებდა მერე ხელები გაშალა, თოფი კარს მიაყუდა და ბიჭს მოეხვია
_მენენატრი
_თაშ მიმოჩქუდ გუგოჭყორდინ (მეგონა დაგავიწყდი)
_ დღას ვაგმოჭყორდუქ (არასდროს)
_ ათე ძღაბ მირე,ოსურ რენო (ეს გოგო ვინაა , ცოლია?_ ერთმანეთს ეხვეოდნენ, ქალი სახეს უკოცნიდა და თან ლაპარაკობდა .
_ამხანაგ რე(მეგობარია) _ გასწორდა , ლინა გვერდით დაიყენა და ისევ გაიცინა _ ეველინა გაიცანი ჩემი ძიძა, ჩემი ბავშვობა , ჩემი ფერადი წარსული , ჩემი უკვდავი სიყვარული , გულიკო
_სასიამოვნოა , დედა ... მობრძანდით. სახლში შემოდით , არ გამეყინოთ . შე მაიმუნო ბიჭო , ამ დროს რამ წამოგიყვანა ... მოდი აქ, ნასვამი ხარ ხომ? ოოოხ როგორ არ იცვლებიი, ხომ ხარ ღირსი მოგცხო
_ყველაფერს ნუ იტყვი თორემ შეაშინებ გოგოს თუ გაიგო როგორ მცემდი
_სიგარეტი მოწია 13 წლის რომ იყო , ვცემდი აბა რას ვუზამდი
_მუ ჯგირო გიერულედინ ქორდუნო?(რა კარგად დარბოდი გახსოვს?)
_მშუ მა იფრელ მშუ...(მახსოვს, მე ყველაფერი მახსოვს) კაი აწი გეყოფა გოგო გაკვირვებული გიყურებს . არ იცოდი მეგრულად რომ ლაპარაკობს ხომ?
_არ მითქვამს. ხელი ტკივა , ცუდ ხასიათზეა და შენთან გამოვიქეცით . შენ გარდა ვერაფერი გვიშველიდა , გულო
_გულო ახლა ოთახებს მოგიმზადებთ. დაიძინეთ, დაისვენეთ _კიბეს მიუყვებოდა და თან ლაპარაკობდა. დერეფანში შეჩერდა და დიმას ახედა_ართ თუ ჟირ ლოგინი(ერთი თუ ორი ლოგინი)
_ჟირი. ხო ქოიწი ამხანაგ რენი. (ორი. ხომ გითხარი მეგობარია)
_კარგი ბატონო იყოს ორი...
_მე მივხედავ ყველაფერს... შენ მომეცი და დანარჩენი ჩემზეა
_ონჯღორე ვაიჩქნო წიე? ხუთ წუთში მზად იქნება ყველაფერი ...

ლინა თვალებგაფართოებული იდგა და უსმენდა ორის დიალოგს მისთვის გაუგებარ ენაზე. შემდეგ კი საძინებელში აღმოჩნდა , გულო დაემშვიდობათ და წავიდა დიმა კი მის წინ იდგა სრულიად მშვიდი გამომეტყველებით
-მეგრელი ძიძა გყავდა ... მეგრულად საუბრობ
-ჯერ მეგრულად დავიწყე საუბარი მისი დამსახურებით და შემდეგ სხვა ენებზე. ესაა ქალი ვის გამოც ყველაფერს გავაკეთებ, ვისაც არასდროს არაფერი შეშლია ჩემთან და ვისი დამსახურებითაც ვარ ის ვინც ვარ
-ზეგ საღამოს წავალთ ხომ?
-თუ უფრო ადრე არ მოისურვებ
-ძილის დროა უკვე, გვიანია
-მაგდებ?
-შენი ოთახი გვერდითაა , ნუ აფიქრებინებ ქალს ,რომ შენი საყვარელი ვარ თავს ნუ მომჭრი თორემ ჩემს მიმართ არსებული კეთილგანწყობა გაუქრება
-ჩემი საყვარლობა სასირცხვილოა?
-შენ საყვარლებს რომ ვიხსენებ იმათ რიგში დამატება , კი ნამდვილად
-ეს მრავლობითი საიდან გაჩნდა... იანას გარდა არავინ მყავს ბოლო დროა
-ვიღაც ყოფილიც ხომ გვესტუმრა, შვილის დაბადების დღეს აღნიშნავდა ჩვენთან და საერთოდ ეგეც რომ არ იყოს რატომ უნდა იფიქროს ის რაც არ არის? დროულად დატოვე ჩემი ოთახი და დამაცადე დავიძინო
-სულ მშხამავს, ყველგან და ყოველთვის მნიშვნელობა არ აქვს როგორ ხასიათზეა , დღის რა მონაკვეთია
-ტკბილი ძილიი... მადლობა - ზღურბლს მიღმა მდგომს მოეხვია, ლოყაზე აკოცა და შემდეგ კარი მიხურა .
-დამშვიდდი დიმა, ნუ აყვები ბავშვი ხომ არ ხარ. ეს რა დაგმართნია - გულზე მიიბჯინა ხელი, ბუტბუტებდა და არეული რიტმის დალაგებას ელოდა.
.................
დილით ჩვეულ დროს გაეღვიძა. საწოლში დარჩენას ფიქრობდა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა. სოფლის ცხოვრება წარსულის შორეულ მოგონებად დარჩა მეხსიერებაში. ერთადერთი ბებია ემიგრანტი , რომ გახდა სულ რაღაც 8 წლის იყო . ბავშვობის წლების უმეტეს ნაწილს სოფელში ატარებდნენ , დედა რესტორანში მზარეულის დამხმარედ მუშაობდა სახლიდან დილაადრიან გადიოდა და გამთენიისას დაქანცული ბრუნდებოდა. ქალისთვის ამ გრაფიკით მუშაობა თანაც ისეთ ადგილას სადაც უმეტესად კაცები იკრიბებოდნენ , არა მხოლოდ ფიზიკურად სულიერად დამღლელი იყო. ბებიასთან ატარებდა დღის უმეტეს ნაწილს , უკან დაჰყვებოდა წიგნით ხელში და გაკვეთილებს აბარებდა მანამ სანამ ის საქმეებს უმკლავდებოდა. ბოსტნეული ჰქონდათ, ხილი და კვირაში ერთხელ ბაზარში გასაყიდად მიჰქონდათ ყველთან და კვერცხთან ერთად. ახსოვდა გამთენიისას როგორ იწყებდნენ ფუსფუსს, ძალიან აინტერესებდა რა ხდებოდა ბაზარში ამ დროს და რამდენჯერმე დაიყოლია კიდეც ბებო, თან გაჰყოლოდა. გაფართოებული თვალებით უყურებდა სრულიად სხვა სივრცეს, უამრავ ადამიანს ვისაც სოფლის ნობათი მოჰქონდა და მზის ამოსვლამდე იწყებდა ვაჭრობას. უამრავი მოხუცი იყო ირგვლივ, ძველისძველ ტანსაცმელში გახვეულები მკლავდებოდნენ დილის სიცივეს . სახლში დაბრუნებამდე საყვარელი შოკოლადები შეიძინეს , თვალებგაბრწყინებული ჭამდა ხოლმე გაღვიძებულს საუზმის სუფრაზე ვაზაში ჩაყრილი ტლბილეული,რომ დახვდებოდა მაშინ კი სურვილი გაუქრა. არ მოეწონა მყიდველების დამოკიდებულება, ხედავდა როგორ წვალობდა ბებო , მის გაყინულ ხელებზე დარდობდა და საკუთარ ახალთახალ ხელთათმანებს უყურებდა. ქურთუკიც ის უყიდეს რომელიც მოეწონა, კოპლებიანი ბოტები ეცვა , სულ არ ციოდა ნოემბრის მიწურულს . იმ დღეს ბევრი დეტალი დაინახა პატარა გოგონამ, გული ეტკინა , მაგრამ არაფერი შეეძლო იმის გარდა, რომ დამჯერე ყოფილიყო, ჭკვიანად მოქცეულიყო , ბებო და დედა სულ აღარ გაებრაზებინა . ესწავლა, საჭმელები არ დაეწუნებინა და ბევრი რამე აღარ მოეთხოვა.
ფანჯარასთან იდგა და უყურებდა როგორ აჭმევდა გულო ფუმფულა შავ კატას, მალე კნუტებიც გამოჩნდნენ მათაც მოეფერა .ბოტებს იცვამდა და აშკარა იყო გასასვლელად ემზადებოდა. ლინას საშინლად მოუნდა ბავშვობის გახსენება , მარტო ჩასვლა არ უნდოდა ამიტომ სასწრაფოდ ჩაიცვა და დიმას კარზე დაუკაკუნა.
_რა ხდება ამ დილაადრიან მამალსაც არ უყივლია ჯერ ... ესაა დასვენება ? _ კარი გააღო , მაგრამ თვალებს იფშვნეტდდა და უჩვეულოდ ბოხი ხმით ელაპარაკებოდა
_ იცი რა ხდება დილით სოფელში ბატონო დიმიტრი? ალბათ წარმოდგენა არ გაქვს , უცებ ჩაიცვი და გავყვეთ გულოს. მიეხმარები თან
_არადა ვიფიქრე გამოვიძინებ, გონებას დავასვენებ_თქო და აქაც სამუშაო მიპოვნა
_ნუ წუწუნებ ...ცალხელა მოგყვები
_და არაფერს გააკეთებ
_გავაკეთებ თუ საჭირო იქნება
_წარბები დააოკე, ამ დილაადრიან ნუ მაშინებ
_მერედა როგორი სუატი გულის პატრონი ხარ
_მოკლედ შენთვის დილა არ არსებობს და ღამე , სულ ერთნაირი ხარ
_წავედით ? _შეათვალიერა
_პირს მაინც დავიბან
_ რომ მოვალთ მერე მაინც დასაბანი იქნები, ამდენი დრო სად გვაქვს _ პატარა ბავშვივით უხაროდა და დიმაც ბედნიერი იყო
_ გულო _ ხმამაღლა დაუძახა და ხელი დაუქნია _ დემელოდ ჩქიხოლო მურთ _ დამელოდე ჩვენც მოვდივართ) _ლინას ხელი ჩაკიდა და ერთ ტემპში დაფარეს მანძილი
_თავს მჭრი ბიჭო? ამ დილაადრიან წამოაგდე გოგო ლოგინიდან?
_სულ პირიქით, თვითონ სულ ამ დროს იღვიძებს . ნამდვილი ჭიანჭველაა და არ მასვენებს მეც _სო მეურქ ?
_კამეჩებთან და ძროხებთან ... წამოხვალ?
_კამეჩები გყავთ? ყველს აკეთებთ ? სულ მინდოდა ეგ პროცესი მენახა _ სიხარულისგან შეხტა, მაგრამ დიმამ უკან რომ დაიხია გაჩერდა _რა ხდება?
_ხოლო გოშკურუნო წიე? (ისევ გეშინია ბიჭო?)
_რა ხდება ? დიმააა
_დიმა ერთხელ მყავდა ჩემთან წამოყვანილი და მაინცადამაინც მაშინ გამოეკიდნენ მეზობლის კამეჩები . სულ პატარა იყო , წიგნში ჰყავდა კამეჩი ნანახი რა ექნა შეეშინდა
_გულოო ყველაფერს ნუ გაიხსენებ ახლა
_ნუ გეშინია, ჩვენ შენთან ვიქნებით და დაგიცავთ . მე გადაგეფარები და შევატორებ ბოროტ კამეჩს
_დამცინე, დამცინე და ნახავ მართლა როგორი ბოროტი სახეები აქვთ. იმხელები არიან ... არაა , მე შიგნით არ შემოგყვებით გარეთ დაგელოდებით და შენ უყურე რძის მიღებისა და ათვოსების პროცესს. მაწვნის მომზადებასაც გასწავლის გულო
_წამოდი , წამომყევი , ნუ გეშინია _ ხელი ჩაკიდა ისევ და გვერდით გაიყოლა
_რანაირი ქალი ხარ არაფრის გეშინია?
_შინაური ცხოველების არა , მაგრამ რამე თუ დამედევნება ჩემი კბენა ან რქენა მოუნდება მეც შემეშინდება , პატალა დიმკას მსგავსად
_ნუ დამცინი ლინა
_მარტო მე? აი ქალბატონი გულოც დაგცინის
_თქვენ ორნი ერთმანეთს კარგად გაუგებთ
_და თქვენ ორმა სად გაიცანით ერთმანეთი?
_მე მზარეული ვარ დიმას რესტორანში
_და წილის მფლობელიც, სულ როგორ გავიწყდება
_პროფესია ჩემი მზარეულობაა და არა ბიზნესლედობა
_ისედაც შეშინებული ვარ იმ ბოროტების ბუნაგთან მიგყავართ და კიდევ თვალებს მიბრიალებს
_მზარეული ხაარ და ხელი დაიწვი შვილო?
_დიახ , უბედური შემთხვევა მოხდა და სამწუხაროდ კარგახანს მომიხდება ასე ყოფნა
_არ იდარდო შვილო, საქმეს რომ დაუბრუნდები ყველაფერი დაგავიწყდება მანამდე კიდე დაისვენე . ჩემთან დარჩი თუ გინდა იმდენ რამეს გასწავლი, შენც მასწავლი
_ორი დღით დავრჩებით და თუ ძალიან შეიტყუებ მეგრულ სამზარეულოში ლინას მეშინია სულ შენთან არ დარჩეს
_ახალი მზარეული ხომ მოგეწონა და აიტან ცოტა ხნით უჩემობას
_იმიტომ მომეწონა, რომ შენი კანდიდატია თორემ მე შენს გარდა არავის ვამზადებინებ ჩემს სამზარეულოში და მითუმეტეს არავისთვის ვამზადებ
_ამზადებ? _ ქალი უსმენდათ და ერთ სიტყვასაც არ ტოვებდა
_შენი გაკვეთილები გამომადგა... ლარჯს მე გავუკეთებ დღეს და დანარჩენი შენზე იყოს
_მე რომ გასწავლიდი წუწუნებდი, არ მინდაო და გამოგადგა ხომ?
_შენ სულ მართალი იყავი ჩემო გულო _ ქალს მოეხვია და ლიყაზე აკოცა _ არ გინდა ჩემთან წამოხვიდე?
_ბავშვები რომ გეყოლება მერე წამოვალ და დაგეხმარებით გაზრდაში თუ ცოლი არ იქნება წინააღმდეგი, მაგრამ აღარ დამაღირსე და თუ დავბერდი მერე იქეთ ვიქნები მოსავლელი
_ რა დროს სიბერეა გულო და შენი წინააღმდეგი როგორ იქნება ვინმე
_ჩემმა რძალმა ბატონო ახლა აღზრდის სხვა მეთოდებიაო და მე ისე ამიბზუა ცხვირი დავტოვე და წამოვედი.
_ჩემთან წაგიყვან მე , სულ ღიაა შენთვის ჩემი სახლის კარი ხომ იცი
_ვიცი და ისიც ვიცი , რომ შენ კარგ გოგოს შეიყვარებ
_კამეჩები გველოდებიან გულოო , ნახე როგორ ხმაურობენ ... ბოროტები

ჯერ შორს იდგა ლინასგან განსხვავებით . შემდეგ კი ახლოს მისვლა აიძულეს
_მოდი , მოეფერე ... ნახე რა საყვარელია . სულ პატარაა
_მზარეული კი არა ვეტერინარი ყოფილხარ მოწოდებით
_დიმა ნუ ბავშვობ _ ხელი მაჯაზე ჩაავლო და პატარა ზაქთან მიიყვანა _ნახე ლანაილიაა _ცალი ხელით ეფერებოდა და მთელი სახით ანათებდა
_ხო , მართლა რანაირია _ გოგოს უყურებდა და თვალს არ აშორებდა გულო კი მათკენ აპარებდა მზერას

_ისევ გესტუმრებით ხელის გამოყენებას რომ შევძლებ _ ქალს მიჰყვებოდა გვერდით . რძით სავსე ჭურჭლები კი დიმას მიჰქონდა სახლისაკენ
_აუცილებლად მესტუმრე ... ნებისმიერ დროს როცა მოგინდება ჩემო გოგო
_ახლა სად მივდივართ?
_გამოვუშვებ ჩემს ქათმებს, ბატებს და კვატებს ... ვაჭმევ და
-ბჟიტი მაყვალში თქვენ შეაყვარეთ დიმას? როგორც კი დაინახა მაშინვე მიხვდა
_ფრინველები უყვარს საერთოდ ... ძროხის და ღორის ხორცზე მეტად . აი მაყვალზე სულ გიჟდებოდა. ვყიდულობდი ხოლმე თბილისშიც და კალათში ჩაძვრებოდა ორივე ხელებით ჭამდა და ძლივს ვაშორებდი სახიდან შავ ფერს დადიოდა გამურული. გადაირია ერთხელ დედამისი ... იცნობ ?
_არა , მე არასდროს მინახავს
_დიდი კუდაბზიკა ვინმეა. დიმა სულ სხვანაირია არც დედამისს ჰგავს და არც მამამისს. ყოველთვის განსხვავებული ხასიათი ჰქონდა . მოზარდობისას კი ურევდა და გამითეთრა თმა. მერე კი წავიდნენ ქვეყნიდან... სულ მირეკავდა, ტელეფონი გამომიგზავნა , მელაპარაკებოდა . ორი დღეც რომ ჩამოსულიყო ჩემს უნახავად არ წავიდოდა.

ლინამ ბევრ მისთვის საინტერესო პროცესს მიადევნა თვალი. ყველისა და სურგუნის მომზადების პროცესში ახალი დეტალები ისწავლა . გულოსთან ვერ მოიწყენდი , ისიც გვერდიდან არ შორდებოდა და თან დიმაზე ახალ _ახალ ამბებს იგებდა
_პირველად რომ შეუყვარდა ადგილს ვერ პოულობდა ... რამდენი წლის იყავი?
_თორმეტის... სხვა მოსაყოლი არაფერია? იმას რატომ არ ამბობ შენს საქმროსთან პაემანზე რომ წახვედი ჩემთან ერთად და დაგავიწყდი
_კი არ დამავიწყდი სადღაც გაბოდიალდი მე რა ვიცი ...
_ დამკარგა და არ აღიარებს
_ ბიჭოო , ნუ გამაბრაზებ თორემ მოგცხებ იცოდე ... შეუყვარდა ვიღაც გოგო , უფროსი იყო ამაზე , მაგრამ ცეკვაში დადიოდნენ ერთად . მოიკლა თავი იმდენხანს ავარჯიშებდა სანამ ამის მეწყვილედ არ გადაიყვანეს . კონცერტის დღეს უნდა ავუხსნა სიყვარულიო , ჩემთამ რეპეტიციობდა ... რა ტექსტი ჰქონდა ნეტავ მოგესმინა, ლექსებს ორი წაკითხვის მერე ყვებოდა და იმდენი იცოდა... ახლა აღარ უყვები გოგოებს?
_ულექსოდაც ვახერხებ ახლა და მაშინ ლექსითაც არაფერი გამოვიდა... საყვარელი , მაგრამ პატარა ხარო მითხრა და ლოყაზე მიჩქმიტა. მეორე წელს ვიღაც ხულიგანს გაყვა ცოლად და ცეკვა სადღა ახსოვდა, ვინღა აცეკვებდა არადა როგორი ნიჭიერი იყო .
_დარჩენილიყო შენთან , მაგრამ ტვინი არ ჰქონდა . შენნაირი ზრდილობიანი, ჭკვიანი და ჰუმანური თუ არ უნდოდათ მაგასაც და დანარჩენებსაც იყვნენ თავიანთ სულელ ქმრებთან ... ჩემო ბრილიანტო, შენ იპოვნი შენს მეორე ნახევარს. შენნაირ გამორჩეულს და განსაკუთრებულს
_მანამდე კი ვისაუზმოთ, თორემ დილიდან იმდენი საქმე გამაკეთებინეთ ენერგიის აღდგენა მჭირდება
ჩვენი შეთანხმება გაიხსენე ლინა მანამდე ჩუმად უსმენდა მათ დიალოგს შემდეგ კი ბიჭს გაუსწორა მზერა
_ვამზადებ მე
_ჩემს ნაცვლად ისწავლი და მერე მე მასწავლი
_ როგორც მიბრძანებთ თქვენო აღმატებულებავ

გულო დიდად არ ერეოდა მათ ამბებში , აკვირდებოდა იღიმოდა და ხშირ_ხშირად ეფერებოდა მონატრებულ შვილობილს. იმ ორი დღის განმავლობაში არაფერზე ფიქრობდნენ , დასვენება ნამდვილად გამოუვიდათ .
-ამ აჯიკის რეცეპტი მჭირდება აუცილებლად , დეტალურად და კიდევ ცოტას თუ გაიმეტებთ ჩემთვის უძალიანესად გამახარებთ
-ჩემ გულოს რას კადრებ, ისე გაგიშვებდა,რომ თავისი სურსათ-სანოვაგე არ გაეტანებინა? რეცეპტს რაც შეეხება, უკაცრავად, მაგრამ ჩემი გული გულიკო არავის ანდობს და ტყუილად ნუ- სამზარეულოში იდგა, წინსაფრითა და ხის კოვზით ხელში
-ფურცელზე დაგიწერო თუ ტელეფონში ჩაიწერ
-რაა? მოიცა რეცეპტს მისცემ?
-შენ მაგ ქვაბს მიხედე ... ბევრს ნუ ლაპარაკობ და მითუმეტეს ჩემს მაგივრად
-სულ არ ვლაპარაკობდი და მიბრაზდებოდი
-ეგ გაკვეთილზე რომ ბრძანდებოდი მუნჯივით იმიტომ და მერეც სიტყვას არ ეტყოდი დედაშენს
-ვინც არ იმსახურებს არც ახლა ველაპარაკები და მას რატომ აძლევ რეცეპტს? ვეჭვიანობ ,იცოდე
-აქ არის , ჩემთან , შენ მოიყვანე და იმიტომ ...
-რომ მიყვარხარ ,იცი?
-მე კი და სხვამ?- წარბი მაღლა აზიდა და ხელი ზურგზე მიარტყა- საქმეს მიხედე თორემ მაგ ჩოგანს მოგცხებ ...

...............
_მზარეულობის სურვილი არ უნდა გამჩენოდა მას შემდეგ რაც დედაჩემი ვნახე სამზარეულოში , მაგრამ ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გამომდიოდა. დედა ხაჭაპურზე მუშაობდა , სახლში არ აცხობდა იმდენად ვეღარ იტანდა . ერთხელ თან წამიყვანა, პირველად მოვხვდი რესტორნის სზარეულოში , იქაურობა ნამდვილად არ ჰგავდა ჩვენსას. სრული ქაოსი სუფევდა დედა კი ერთი და იგივე საქმეს აკეთებდა ყოველ დღე დილიდან ღამემდე. მანამ მუშაობდა სანამ მე არ გავხდი შეფი. სამწუხაროდ ბებოს დაბრუნებისთვის საკმარისი შემოსავალი არ მქონდა. ადამიანები ხომ ვეჩვევით მოცემულობას, ჯერ ვალებს ისტუმრებდნენ შემდეგ სახლს არემონტებდნენ, ბინა ვიყიდეთ და შემდეგ იქაურობაზე ზრუნვა დაიწყეს. ჩემი სწავლის ფული , მოგზაურობა და ცხოვრება . როგორც არუნდა ვეცადო მაინც მირიცხავს ანგარიშზე, სულ ბავშვი ვარ რამდენიც არ უნდა მქონდეს შემოსავალი ჰგონია, რომ არ მყოფნის. რამე რომ არ გამომდის ვგიჟდები ... გესმის ალბათ
_სრულიად ბუნებრივია რასაც გრძნობ და განიცდი... მიზანს აუცილებლად მიაღწევ . შენს ხელს რაც შეეხება ის პრობლემას არ შეგიქმნის , დაიჯერე ეს
_ვეცდები დაგიჯერო შენ და ეს დრო გონივრულად გამოვიყენო სამზარეულოს გარეთ ცხოვრებაში
_ აი სად ყოფილხართ ... რაღაცები ჩავალაგე მე და იცოდე უარი არ გავიგო. ჩამოვალ თბილისში მოვალ თქვენს რესტორანში და გავსინჯავ ყველაზე ძვირიან საჭმელებს. იცოდე მელოდე ყველა წუთს , როდის დაგატყდებით თავს არ გეციდინებათ
_გულოს თუ არ მოეწონება შენი მომზადებული გაგიშვებ სასწავლებლად
_მე მჯერა ჩემი შესაძლებლობების და შენი კრიტიკული გემოვნებისაც ... ნეტავ იცოდეთ როგორ ყველაფერს აკვირდება
_საუკეთესოები ხართ თქვენ, ორივე
_არ იტირო თორემ თან წაგიყვან იცოდე ...
_გითხარი მე როდის წამოვალ და დროს ნუ დაკარგავ ტყუილად
_რა ვქნა ბავშვს მარტო ხო არ გავატონ ქალი ჭირდება აუცილებლად
_ ქუწი გიორსინ (უთხარი რომ გიყვარს )
_გულოო
_არ უნდა გულო მაგას... გამოიხედე თვალში და დაინახავ ყველაფერს . ჰე ახლა ჩაალაგე ესენი მანქანაში და წადი დროულად შუაღამეს რომ დადიხარ ...
_როგორც შენ იტყვი... გაწყვიტე ყველა ფრთოსანი ?
_გასწავლის ლინა ნაირ _ ნაირ რეცეპტებს და მოამზადე . ჭამე კარგად იცოდე თორემ ამდენი მუშაობა დაგტოვებს ძვალს და ტყავს
_უღიპო არავის მოვწონვარ და ღიპიანი ვისღა მოვეწონები
_ისე მაცოდებს თავს ვითომ მე უნდა წავყვე ცოლად
_თქვენ არ ინერვიულოთ ქალების მეტი რა ჰყავს ...
_აეჭვიანენქ ძღაბის? შტერ ბოში ქუწი მალას ვარა ხვალე ქუდოსკიდუქ (აეჭვიანებ გოგოს? სულელო ბიჭო უთხარი მალე თორემ დარჩები მარტო)
_ ვაუორქ ვარ(არ ვუყვარვარ )
_ გავა დრო და მიხვდები ... მოდი ჩამეხუტე ახლა _ ხელები გაშალა და ბიჭი გულში ჩაიკრა . შემდეგ ლინას მოეხვია _ ჩემო მშვენიერო გოგო , არაფერზე იდარდო დრო წაიღებს ყველაფერს . აბა ჰე , ნელა ატარე იცოდე და სახლში რომ მიხვალ დამირეკე
_დაგირეკავ ... თავს მიხედე , ჩემო გულო

ქალი ჭიშკართან იდგა და პირჯვარს სახავდა მიმავალთ.
..................
ახალი მზარეული პროფესიონალი იყო, მაგრამ საკუთარ ამბიციებს ცუდად იყენებდა. თავის გამოჩენის მიზნით ყველას წნეხში ამყოფებდა და დიმასთან დაახლოებას განსაკუთრებულად ცდილობდა. ლინა ყოველდღე არ დადიოდა, მაგრამ რამდენჯერაც მივიდა ყველა ჯერზე შეამჩნია მათ შორის არსებული ფლირტი, რომლის აშკარა წამომწყები ქალბატონი ანა იყო.
-როგორ მალე გაუგეთ ერთმანეთს შენ და ანამ... გამიმართლა ადრე რომ არ დაბრუნდა საქართველოში თორემ ჩემს ნაცვლად ის იქნებოდა შენი კომპანიონი
-საიდან მოიტანე
-მისი მომზადებული ბჟიტი როგორი იყო? გავიგე ვახშამზე მოურთმევია
-არ ვიცი, მე კუჭი მტკიოდა იმ დღეს და მხოლოდ სტუმრებმა მიირთვეს. გერკულესის ფაფას ვჭამ მთელი კვირაა
-რა სამწუხაროა,არადა შენ გამო მოინდომა
-ჩემ გამო არა, ეს მისი სამსახურია... შეკვეთილი კერძი,რომელიც მენიუშია
-აჰაამ, კლუბში რომ ცეკვავდით ერთმანეთში ახლართულები ესეც მისი სამსახურის ნაწილია? იმედია მეც არ მომიწევს შენთან მსგავსი სიახლოვე
-ეს უბრალოდ დამთხვევაა და
-და მე უნდა წავიდე... დრო არ მაქვს . მელოდებიან
-ვინ გელოდება, მოიცა არ გასინჯავ?
-მადა არ მაქვს !

რესტორანში იყო და მენეჯერთან საუბრობდა, ანასთან შესვლას ერიდებოდა არ უნდოდა უნებლიედ დაეწყო შენიშვნების მიცემა და მასთან კონფლიქტის მიზეზი გამხდარიყო. ბევრს ეწუწუნებოდნენ ,მაგრამ მაინც მის მხარეს იყო , თვლიდა რომ შეფს თავად უნდა ეგრძნო კომფორტულად თავი შედეგის მისაღწევად სხვა გზა არ იყო.
-გამარჯობა ეველინა, როგორ ხარ? როგორ მიდის გამოჯანმრთელების პროცესი
-ანა, გამდლობა კარგად... მალე მეც დავბრუნდები და ასეთი დატვირთული გრაფიკი აღარ გექნება
-აქაურობაზე არ იდარდო, პრობლემა არ არის... გავუმკლავდები. დიმა არ მპასუხობს და მეორე ნომერი ხომ არ აქვს?
-არა , მე მხოლოდ ერთი ვიცი ... რამე პრობლემაა ?
-არა, უბრალოოდ ხვალ დაბადების დღე მაქვს და მინდოდა წვეულებაზე დამეპატიჟებინა
-დღეს უნდა შევხვდეთ და გადავცემ თუ მანამდე ვერ დაუკავშირდები
-სად უნდა შეხვდე? აქ მოვა თუ სხვა რაიმე პირადი საქმე გაქვთ?მაპატიე ასე რომ გაკონკრეტებინებ, უბრალოდ მინდა გავიგო მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაქვთ თუ
-საქმიანი ურთიერთობა გვაქვს , მაგრამ როგორც ვიცი დიმას ჰყავს მეგობარი ქალი
-მეგობარი ქალი დღეს ყველას ჰყავს, მთავარია ცოლი არ ჰყავდეს ან საცოლე
-მე მის პირად ცხოვრებაში არ ვერევი,მაგრამ ჩვენი ნაცნობობიდან გამომდინარე შემიძლია გითხრა, რომ ვერაფერს აიძულებ თუ ტავად არ სურს შენთან ყოფნა . მისი ხაფანგში გაბმა შეუძლებელია და ძალიანაც ნუ შეეცდები, შემდეგ გული არ გეტკინოს
-გმადლობ რჩევისთვის, მაგრამ მეეჭვება მე ვიყო ის ვისაც გული ეტკინება... უფრო მისი ახლანდელი ქალი საჭიროებს გაფრთხილებას...
-მე ჩემი გითხარი ,ძვირფასო ანა შენი ცხოვრებისა შენ უკეთ იცი- გაუღიმა და ანიშნა,რომ წასასვლელად ემზადებოდა. საღამოს თავისთან ელოდა, ისეთი ინგრედიენტები დაახვედრა დიმა თავიდანვე დაფრთხა
-აი წინსაფარი, ხელები დაიბანე და დაიწყე. მშია
-საჭმელი გშია თუ ვინმეს ცოცხლად შეჭმა გინდა , იქ ის წითელი სისხლი ხომ არაა ,თუ რას სვამ?
-ბროწეულის წვენია, შესანიშნავად ვარ , მხოლოდ დროულად მინდა საქმეს დავუბრუნდე
-ხომ გითხრა ექიმმა რამდენიმე დღეც მოითმინე და დაიწყეო
-ნაწიბურები დამრჩა...საშინელებაა -ხელს უყურებდა , სახე მოქუფრული ჭკუაზე აღარ იყო- თეთრი რომ ხარ საშინელებაა
-ვერაფერს ვიტყვი, მე არასდროს ვყოფილვარ თეთრი... რას ვაკეთებ? პირიდან ცეცხლი უნდა გამომაშვებინო?
-აზიაში ვიმოგზაურებთ დღეს
-მაშინებ... ჟღალუნა, იქნებ ვილაპარაკოთ? მგონი არაფერი დამიშავებია ასე რომ მიყურებდე
-ჟღალუნას დაძახების ნება როდის მოგეცი?
-არა? არ შეიძლება? კარგი , თუ არ მაშინ არ - ხელები მაღლა ასწია, დანა და წიწაკა ეჭირა სასაცილოდ გამოიყურებოდა, მაგრამ ეველინაზე ვერ მოქმედებდა
-ცრემლები მდიოდა ხოლმე გასინჯვის დროს, ძლივს ვისწავლე მომზადება . იცი რა ვისწავლე ამდენი წლის განმავლობაში? თუ გინდა იყო პროფესიონალი პირადი გრძნობები არ უნდა გაგაჩნდეს
-ეგ როგორ, ცხოვრებას ხომ არ შეწყვეტ
-მხოლოდ ისინი უნდა დატოვო ცხოვრებაში ვინც ბავშვობიდან მოგყვება, ახალი ადამიანები ახალ ემოციებს ქმნიან და პრობლემები მოაქვთ
-მე გაგაბრაზე? რა გავაკეთე ასეთი...დილიდან საქმეებზე დავრბივარ, წინა შეხვედრის დროსაც მეჩხუბე
-ანას ესაუბრე?
-მირეკავდა, მაგრამ არ ვუპასუხე...რესტორანში მოხდა რამე?
-ხვალ დაბადების დღე აქვს და მიწვეული ხარ . რატომ არ უპასუხე?
-ვიფიქრე, რომ თუ საქმეს ეხებოდა შენ დამირეკავდი და თუ საქმეს არ ეხებოდა დრო არ მქონდა მისთვის
-კაცმა ,რომ გკითხოს დრო არასდროს გაქვს და მე სულ მპასუხობ. გუშინ ექიმთანაც წამიყვანე და
-და შენ ჩემი უნიკალური კომპანიონი ხარ ... ის კი თანამშრომელი იმ ათასობით თანამშრომლიდან ერთ-ერთი . ასე რომ ველაპარაკო მე ყველას უსაქმური გავხდები მეც და ისინიც
-შეწყვიტე ... აღარ გვინდა ეგ. სხვა დროს გასწავლი. ახლა რამე ტკბილი მოვამზადოთ - გაუღიმა და მთელი სახე გაუნათდდა
-ღმერთო მადლობა, უდანაშაულო მსხვერპლად რომ არ შეემწირე... დაგიკოცნით ამ ტკბილ ხელებს - დაიხარა, ხელზე აკოცა და მერე თვალებდაწვრილებული დააკვირდა- თავს დავდებ თუ შენ შრამები დაგრჩეს...
- ულვაში შემირცხვესო იტყოდი,მაგრამ სად გაქვს ულვაში
-ულვაშებიანი ბიჭები მოგწონს? არა ცოტას კი წაუძველოდურებ, მაგრამ- ტელეფონი აიღო და საკუთარ გამოსახულებას დააკვირდა- მომიხდება ვითომ?
-მგონი ტკბილზე გადასვლა ვიჩქარე, სჯობს ცხარე განაგრძო
-არა, არა როგორ გეკადრებათ ქალბატონო ეველინა
-მაინც როგორ თვალთმაქცობ, შორიდან მდუმარე ხელმწიფე ხარ, წარბებშეკრული, სერიოზული და სინამდვილეში ნამდვილი მასხარა აღმოჩნდი
-შეშინებული არ ჩანდი ისე შემომიტიე
-იმიტომ არ შეგხვდი, ვიფიქრე გამაწამებს-თქო
-მატყუარა!
-არ გაბრაზდე თორემ უგემური გამოვა ... აი რეცეპტი . აქ წერია ზუსტად
-შენც უნდა მომეხმარო, დროა უკვე დაუბრუნდე სამზარეულოს და ვისთან ერთად დაიწყებ თუ არა ჩემთან?
-არამგონია გამომივიდეს
-გამოგივა!
მანამ არ შეეშვა სანამ არ აიყოლია. დაგემოვნების პროცესში მხოლოდ დადებითი მუხტი ტრიალებდა ირგვლივ.
............
ანას დაბდების დღის წვეულებისთვის ეველინა განსაკუთრებულად მოემზადა. რატომ მოინდომა ასე ძალიან თავადაც არ იცოდა, ძირითადად თავს არ იწუხებდა ახლა კი თავისუფალი დროის ქონას აბრალებდა ყველაფერს. თაკოსთან ერთად დილიდან საშოპინგოდ წავიდა და ისე ანათებდა იუბილარის დაჩრდილვასაც არ მოერიდა
-გამოვიდე თუ დაუბრუნდი საჭეს
-დალევას ვაპირებ ამიტომ მანქანით არ მოვდივარ, თუ არ შეწუხდები წამიყვანე
-გამოჯანმრთელებას აღნიშნავ და მე არ დავლიო?
-მაშინ ორივე ტაქსით წავიდეთ
-გამოგივლი, ერთ საათში გაწყობს?
-უფრო ადრეც შემიძლია, შენ თუ მზად ხარ
-კარგიი და საჩუქრის ყიდვა რომ დამავიწყდა და მდივანს ვთხოვე აზრზე არ ვარ რა არის. იმედია რაღაც ისეთი არაა უხერხული სიტუაცია რომ შექმნას
-თუ სექსუალური პენუარი და საცვლები არ არის ან კიდევ ბუმბულიანი ხელბორკილები
-შემაშინე ახლა, არა მაგათ ჩემი ნინიკო არ იყიდდა... ისე შეფუთული რომ გავხსნა არ გამოვა
-ასე თუ გაღელვებდა მისი რეაქცია შენს საჩუქარზე თავად გეყიდა
-მანაღვლებდა კი და იმიტომ ვიტეხდი თავს არჩევაზე... რას არ იტყვი ხოლმე
-აბა ნუ მატკიებ თავს... გართობას ვაპირებ მე და შენ თუ სხვა გეგმა გაქვს ვიპოვნი წამყვანსაც და წამომყვანსაც
-ოოხ რა აუტანელი ხასიათი გაქვს ჟღალუნა
-ბჟიტო მაყვალა , გეყოს უკვე
-ცეცხლს ეთამაშები იცოდე
-ცეცხლისფერი ვარ , როგორმე გავუმკლავდები ... გელოდები , რომ მოხვალ მომწერე .

მისვლამდე დაავიწყდა საუბრის დასასრულს რომ გაბრაზდა , დაინახა და საუბრის უნარიც დაკარგა. მანქანაში მოთავსდდა, ღვედი შეიკრა და წარბებაზიდულმა გახედა
-არ მივდივართ?
-ასეთი ლამაზი რატომ ხარ?
-გენეტიკის დამსახურებით, არ იცოდი?
-კომპლიმენტს ასე პასუხობ?
-კომპლიმენტის მნიშვნელობაც არ გცოდნია , მიკვირს ამ მონაცემებით როგორ გყავს საერთოდ ქალი. ისე რატომ არსად დაგყავს? ყველგან მარტო რომ დადიხარ
-შენთან ერთად ხომ არ ვარ ,შემთხვევით
-სად მე და სად ის
-ზუსტად !
-რატომ მიღოღავ? საცობს ვერ ვხედავ - რამდენიმე წუთის შემდეგ ჰკითხა
-რა გვინდა ანას წვეულებაზე სრულიად უცხო ადამიანების გარემოცვაში...სადმე სხვაგან რომ წავიდეთ?
-გოგო შენ გელოდება და იუბილრს გაუფუჭებ საღამოს?
-და რომ მივალ რა? არც არაფერი! შენ კი ისეთი ლამაზი ხარ , რატომ ხარ ასეთი ლამაზი?
-ხომ გიპასუხე უკვე? რა ხდება ლამაზი ქალი ციხე-კოშკში უნდა გამოკეტო და მხოლოდ შენ უმზირო?
-ჩემი თუ არის ეს ქალი ყველამ უნდა დაინახოს, სულ გვერდით მყავდეს და იმისთვის ვიცოცხლო,რომ მუდამ კაშკაშებდეს და არასდროს ჩაქრეს , მაგრამ როცა თავისუფალია
-შესაბამისად ვინც შენთან კავშირში არ არის მასზე არც უნდა იფიქრო ... თუ სიჩქარეს არ მოუმატებ ფეხით გავივლი დარჩენილ მანძილს
-მიკვირს ამ მიმიკების ფონზე ნაოჭები როგორ არ გაქვს
-ნუ გშურს ჩემი სილამაზის
-ღმერთო
-ღმერთო როგორი აუტანელი ხასიათი გაქვს - მის ნაცვლად თქვა და გაიცინა
-მეთანხმები ხომ?
-ჩემში ჩემი ხასიათი მიყვარს გამორჩეულად
-მეც
-რა შენც
-მეც ჩემი ხასიათი მიყვარს-თქო , გამორჩეულად ჩემში
-გასაგებია - ისევ გაეღიმა, მაგრამ ამჯერად გზისკენ იყურებოდა და დიმას არ დაუნახავს.
წვეულება ხალხმრავალი აღმოჩნდა და ნაცნობების პოვნა არც ერთს გასჭირდვებია და არც მეორეს. რაღაც დროის განმავლობაში სხვადასხვა გარემოცვაში იმყოფებოდნენ , მაგრამ ორივემ იცოდა ერთმანეთის ადგილსამყოფელი, არ კარგავდნენ თვალებით კონტაქტს. ლინამ რამდენიმე ჭიქა დალია, გამოჯანმრთელებას აღნიშნავდა და ჩანაფიქრს ასრულებდა დიმა კი ერთი ჭიქით შემოიფარგლა. წასვლა უნდოდა, მაგრამ ეველინას გარეშე ფეხის მოცვლას არ აპირებდა ის კი აშკარად რაღაცას ელოდა ეს რაღაც თუ ანასთან იქნებოდა კავშირში ნამდვილად არ ეგონა.
-ეცეკვებით იუბილარს, ბოს?- მთვრალი იყო, ცეკვავდა და თან დიმასკენ იშვერდა ხელს
-მოუხერხებელი მოცეკვავე ვარ , არ ღირს
-ძალიან ,რომ გთხოვოთ?
-ამდენი სტუმარია, შესაშურად კარგი მონაცემებით სჯობს რომელიმე მათგანს გაუწიოთ კომპანიონობა, ანა
-ისევ თქვენობით ვსაუბრობთ? როდის გადახმალთ შენობითზე? მე ხომ უბრალოდ ანა ვარ? - ზედმეტად ახლოს იდგა, თითქოს მუსიკის გამო ვერ აგონებდა ხმას და ასე ცდილობდა საუბარს. შემდეგ ხელი მხარზე დაადო და ყელისკენ გადაიტანა- მოდი ეს საღამო იყოს ჩვენი არაფორმალური ურთიერთობის დასაწყისი, დაახლოების ღამე
-მოდი ეს საღამო იყოს ჩვენს შორის ზღვარის გავლების საღამო . ჩემი როგორც შეფის და შენი როგორც დაქირავებული შეფ-მზარეულის , დისტანცირებული ,საქმიანი და მხოლოდ საქმიანი. თუ ეს ასე არ იქნება ვწუხვარ შენს მსგავს პროფესიონალს თუ დავემშვიდობები , ეველინამ აგიყვანა , მისი არჩეული კანდიდატი ხარ, მაგრამ მომიწევს მე დავასრულო ჩვენი თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ გილოცავ დაბადების დღეს- ჭიქა დაცალა , გაუღიმა და დატოვა- ვიცეკვოთ , თორემ უმოძრაობისგან კუნთები მომიდუნდა- ლინას ხელი მოხვია და მოცეკვავე ახალგაზრდებისკენ წაიყვანა
-მეგონა მასთან იცეკვებდი
-თითქოს ჯადოქარი ხარ, მაგრამ მაინც ვერ შიფრავ უშეცდომოდ - დაატრიალა, ზურგიდან აეკრო , თმა ყურს უკან გადაუწია , ხელი მუცელზე მოხვია და მანამ ცეკვავდა ასე სანამ ლინა არ შებრუნდა- არ ვიცი რას ელოდი, მაგრამ ანასთან არაფერი მექნება
-ვინ გითხრა,რომ ველოდი? შენნაირები ვერ იტანთ ქალი ,რომ დგამს პირველ ნაბიჯს
-მხოლოდ ამიტომ ვამბობ უარს?
-მე მეკითხები?
-ვბრაზობ თუ მწყინს ვერ ვხვდები
-კარგი იყო , არავითარი პირადზე საუბრები ...დროა კვლავ გავააქტიუროთ,თორემ ცუდ მეგობრებს ვემსგავსებით და არა კომპანიონებს
-შენ თუ ასე გინდა, პრობლემა არ მაქვს
-წავიდეთ?
-არც კი ვიცი ამ დრომდე რატომ დავრჩით- წინ წავიდა და გაბრაზებულს სიტყვაც აღარ უთქვამს. ლინაც არ ცდილობდა მასთან საუბარს, თითქოს განგებ აღიზიანებდა,ზუსტად იცოდა დიდხანს არ გასტანდა მისი გაბრაზება.
...........
ჩვეულებად ქცეული ვახშამი ყველა სირთულეს უმკლავდებოდა , მაგრამ ახალი გამოწვევა გაჩნდა მათ ცხოვრებაში
_არ მეტყვი რა ხდება ? _ რამდენიმე წუთს უბრალოდ იჯდა და ჩვეულებისამებრ კარნახობდა როგორ უნდა მოემზადებინა კერძი . პროცესში მალევე ერთვებოდა ახლა კი მისი გონება აშკარად ვერ გადაერთო პრობლემიდამ სამზარეულოში
_პირად თემებზე სამზარეულოში არ ვსაუბრობთ
_ამ განწყობით ვერაფერს მოამზადებ. ხელებიც კი გიშეშდება _ მიუახლოვდა და ხელიდან გამოართვა დანა _ასე თავს დაიზიანებ
-მაპატიე ,გამოუსწორებელი ეგოისტი ვარ . დაღლილ _დაქანცულს აქ მოსვლას გაიძულებ ან შენთან მოვდივარ და დასვენების უფლებას გართმევ _ზურგი აქცია, არ უყურებდა , თავზე ხელი გადაისვა და კეფაზე გააჩერა. იდგა და სუნთქვას ცდილობდა, ყელში გაჩხერილი ბურთი ტკივილის შედეგად იყო გაჩენილი . შეუჩერებლად იზრდებოდა , წამლავდა და მაინც თავს ტირილის უფლებას არ აძლევდა. სიგარეტის ღერი იპოვნა , სწრაფად მოუკიდა და მოწევასთან ერთად ღვინის ბოთლსაც მოხსნა თავი- ჩვევაში მაქვს, მხოლოდ შენთან არ ვარ ასეთი . ყველასგან ბევრს ვითხოვდი და მათ მდგომარეობას არასდროს ვითვალისწინებდი. შენი სიმართლის , რომ გჯერა ბოლომდე აწვები , არა?
_სხვაგვარად შეუძლებელია ბარიერების გადალახვა თუ შენს პოზიციას არ დაიცავ . ყველასა და ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ, ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვართ _წარმოდგენა არ ჰქონდა ასე რა აწუხებდა, რა ვერ გააკეთა ან ვის აწყენინა , მაგრამ თავად ნამდვილად არ გრძნობდა ბრაზს
_ვინმესთან ისე გიჩხუბია, რომ ცხოვრებიდან გაგერიყა და შემდეგ გინანია მასთან არგატარებული ყოველი წუთი?
_სკოლაში ცუდად ვსწავლობდი . ვერ ვიტანდი მასწავლებლებს, ქულებზე გაგიჟებულ ბავშვებს და მშობლებს. უსახსრობის გამო ერთი ბინიდან მეორეში გადავდიოდი და სკოლასაც გამუდმებით ვიცვლიდი. სახლში მიწევდა სწავლა შესაძლოა ერთბაშად გამევლო ნახევარი წლის მასალა , რაღაც გამოცდაზე კი საშინელი ქულა მქონოდა ან თუნდაც გამოკითხვის დროს სხვებისთვის სამარცხვინოდ მეპასუხა. ბოლო სკოლაში მეგობარი მყავდა, ჩარჩოებში მოქცეული წარჩინებული მოსწავლე , რომელთანაც უცნაურად დავახლოვდი და მერე ძალიან მაწყენინა. რატომღაც იფიქრა, რომ მისი ძმა მომწონდა და მითხრა შენ არასდროს მოეწონები, ტყუილად იმედი არ გქონდეს , არ იზიდავენ ქალები რომელთაც მასზე მაღალი IQ არ აქვთო . ის ბიჭი არ მადარდებდა, არც ის დედამისს რომ არ მოსწონდა ჩვენი მეგობრობა, გული მატკინა იმ ამბავმა, რომ სულელად მთვლიდა, ვერ გამიცნო, არ მაფასებდა, არ აღიარებდა ჩემს შესაძლებლობებს და ისიც სხვებს ჰგავდა . არაფერი მითქვამს, ხომ რთული წარმოსადგენია , მაგრამ მსგავს შემთხვევებში ვჩუმდები. ისე გავაქრე ჩემი ცხოვრებიდან, რომ მისი ამბებიც აღარ გამეგო . ქვეყნიდან წასულა,არ ვიცი სწავლის დროს რა შეემთხვა , აქ დაბრუნებულს მანქანა დაეჯახა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო , მისი ოჯახი საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა . თავიდან უბრალოდ პოსტად ჩავთვალე, თანხის გადასარიცხად ვემზადებოდი მისი ძველი ფოტოები რომ აჩვენეს . სუნთქვა ისე შემეკრა ტკივილისგან მეგონა მოვკვდებოდი ... ყველა ზარი გამახსენდა , ყველა შეტყობინება, მეგობრობის თხოვნა ყველა მისი მცდელობა, რომელიც დავაიგნორე . დიდხანს ვფიქრობდი მენახა თუ არა, ისე ძალიან შემრცხვა მსგავსი განცდა არასდროს მქონია. მეშინოდა, რომ იფიქრებდა სიბრალულის გამო გამოჩნდაო _ დიმას დაწყებულ საქმეს აგრძელებდა , ღვინოც დალია და მაინც ხმა გაუტყდა
_მიხვედი ?
_არა . პირადად მანამ არ მინახავს სანამ საავადმყოფოდან არ გამოიყვანეს. მის ამბებს ვიგებდი, შორიდან ვუყურებდი რეაბილიტაციას როგორ გადიოდა . ვნახე როგორ ჩამოეცალნენ გვერდიდან მეგობრები, განათლებული , ჭკვიანი, საქმიანი ადამიანები მისი წრიდან . ფეხი იმდენად ჰქონდა დაზიანებული ხელჯოხის გარეშე სიარული აღარ შეეძლო, კოჭლი კი სტანდარტებს ვეღარ აკმაყოფილებდა. პიცა გავუგზავნე , ზუსტად ისეთი მისი თანდასწრებით პირველად რომ მოვამზადე და ერთმანეთს დავუბრუნდით
_რომ ვერ გადარჩენილიყო ? მასთან საუბარიც , რომ ვერ მოგესწრო
_ვიცოდი , რომ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა ... პრობლემა მისი ეტლიდან ადგომა იყო . სიბრალულს კი ვერ აიტანდა , ყველანი აღიზიანებდნენ და ჩემი დამატება არ სჭირდებოდა ... სხვა შემთხვევაში აუცილებლად მივიდოდი, შიშისა და სირცხვილის მიუხედავად . სათქმელი აუცილებლად უნდა ითქვას, ზოგჯერ შესაფერისი დრო უნდა შეარჩიო ხანაც დაუყოვნებლივ იმოქმედო
_მამაჩემი კვდება ... მამა,რომელიც 10 წელია არ მინახავს. მამა , რომელიც მამა არასდროს ყოფილა და მის მიმართ არსებული სიყვარული ახლა აღმოვაჩინე. მეგონა არაფერს ვგრძნობდი , დარწმუნებული ვიყავი , რომ მამინაცვლის მიმართ მქონდა სიყვარული და ის უბრალოდ შორეული ნათესავის დონემდე აღწევდა. ახლა სადღაც მარტოა , არავინ ჰყავს აღარც ქალები , აღარც მეგობრები,რომლებმაც ცხოვრება დაუნგრიეს , არც შვილები სხვადასხვა ქალისგან,სხვადასხვა ქვეყანაში , რომ მიაგდო . ვფიქრობ , მხოლოდ ფული გავუგზავნო და ექიმებს გადავაბარო თუ წავიდე , მის გვერდით ვიყო სანამ ოპერაციას არ გაუკეთებენ . თითქოს ღვიძლის გადანერგვა უშველის , მერე აღარ დალევს, აღარ იკაიფებს, აღარ მოწევს , ჯანსაღად იცხოვრებს და თავიდან დაიბადება. ზუსტად ვიცი ახლაც ლომკა აქვს , ჩასულს შეიძლება საავადმყოფოდან გაქცეულიც დამხვდეს და ყველა ქუჩაში , რესტორანში თუ ბარში უნდა ვეძებო კაცი გიტარით საოცრებებს, რომ სჩადიოდეს და მაყურებელი ეხვიოს გარს. _ სიმწრის სიცილი ჰქონდა, მორიგი ჭიქა დაცალა და თვალები დახუჭა _მთელი ცხოვრებაა შიში მაქვს , როცა ცუდად ვარ და ვსვამ მგონია,რომ მეც დამოკიდებული გავხდები. იმდენად მეშინოდა არ დავმსგავსებოდი თინეიჯერობისას არც ვეწეოდი, არც ვსვამდი . შემეძლო დამეკრა ნებისმიერ ინსტრუმენტზე , მაგრამ მუსიკასთან სიახლოვეზე უარი განვაცხადე.საერთოდ ხელოვნების სფეროს გავემიჯნე ჩემი მშობლების გამო . იმდენად მეძაგდა მისი ქალების მიმართ დამოკიდებულება სკოლის შეყვარებულსაც კი არ ვღალატობდი. მეზიზღებოდა საკუთარი თავი რამდენიმე გოგო თუ მომწონდა ერთბაშად და ისეთი რთული იყო ,როცა ვიცოდი მოვწონდი , მე კი დისტანციას ვიცავდი . გეიც კი ვეგონე თინეიჯერობისას ჩემს ძმაკაცებს_ამჯერად ხმამაღლა გაეცინა _კაცმა უამრავი კომპლექსი დამიტოვა , ძლივს მოვერიე თავს და მოვიკრიბე ძალა . ახლა კვდება , მირეკავს და ბოდიშს მიხდის , რომ ჩემთან არასდროს იყო, რომ დედაჩემი ყველაზე მეტად უყვარდა, რომ ნანობს ჩვენს ღალატს ... არ ვიცი რა მინდა . პატარა ბავშვივით ვარ, ნებისმიერ დროს რომ შეუძლია დანაშაული დაივიწყოს და გაპატიოს , მიამიტურად სჯეროდეს, რომ ადამიანები იცვლებიან
_პატიება ჩემი სტილი არ არის ... არც ადამიანების ცვლილების მჯერა და დისტანციას ვინარჩუნებ ყველასთან ვინაც ერთხელ მაინც მიღალატა, მაგრამ ნათესავები ,რომელთანაც სიცოცხლით ხარ დაკავშირებული სხვა განზომილებაში ხვდებიან . არ აქვს მნიშვნელობა შეიცვლება თუ არა, როგორია ახლა ან როგორ იქნება შემდეგ შენ ხვალვე უნდა წახვიდე და საკუთარი სული დაამშვიდო. ის სიყვარული გამოხატო,რომელსაც ვერაფერი მოერევა. შენ თავი არ შეიზღუდო, ყველაფერი გააკეთე რაც მოგინდება იმ ჩახუტებით დაიწყე , რომელიც გაკლია და გინდა
_ანუ მეუბნები, რომ წავიდე და ვაპატიო
_ნუ აპატიებ, მაგრამ წადი ... მანამდე კი დაწყებული დაასრულე , მე რომ მამზადებინებ _ ხელში მიაჩეჩა ხის კოვზი და განზე გადგომა სცადა
_ჩახუტებით დაიწყეო, რომელიც ასე გაკლია და გინდაო, არა?
_დიახ, აშკარად არავინ გეხუტება და იმიტომ დაჯაჯღანებ მთელი დღეები
_დაგიჯერებ , რა გაეწყობა _ მკლავები მოხვია და გულში ჩაიკრა _ სულ 5 წუთი და დესერტსაც მოგიმზადებ , ტკბილს, ჰაეროვანს , გემრიელს _ ჩუმად ლაპარაკობდა, ქალის სითბოს მთელი არსებით გრძნობდა, თავი მხარზე დაადო და მოშორებამდე წამით შეახო ტუჩები კანზე .
_შუაღამეს ჭამა დიეტოლოგთან, ენდოკრინოლოგთან და გასტროენტეროლოგთან კომბინირებულ ვიზიტს მაიძულებს , რომელსაც შენ დააფინანსებ . დესერტს ველოდები _პირის სიმშრალეს ღვინით მოერია, შიგნიდან იწვოდა და ცდილობდა თავი გაეკონტროლებინა.

........
მოსვენება დაკარგა მას შემდეგ რაც გაიგო , რომ დიმა მამასთან გაემგზავრა. რესტორანში ყოფნის დროს გონება დაკავებული ჰქონდა სახლში მისულს კი ძილი არ ეკარებოდა. გარეთ კოკისპირულად წვიმდა, ძლიერი ქარი ქროდა და სახლი სიმყუდროვესაც არღვევდა .
_რომ დაბრუნდები რამდენიმე წვნიანის მომზადებას გასწავლი _ როგორც კი დაინახა მაშინვე უთხრა და ხედი აჩვენა
_აქ თოვლია და ყინავს ... ცხელი წვნიანი მეც არ მაწყენდა _კლინიკაში იყო. საწოლიდან წამოდგა და ფნჯრიდან ხედი აჩვენა
_პაციენტის პერანგი რატომ გაცვია დიმა? _თავის შეკავებას აღარ აპირებდა, თამაშს ვერ განაგრძობდა და თავს ისე ვერ დაიჭერდა თითქოს არ ადარდებდა მისი მდგომარეობა
_დონორის პოვნას დრო სჭირდება, მე კი იდეალური ვარიანტი აღმოვჩნდი. ოპერაციისთვის მომამზადებენ
_ღვიძლის დონორი იქნები?
_ნაწილს გადაუნერგავენ, ჩემი ორგანიზმი მალევე აღიდგენს ძალებს ... მოკლედ ეს ექიმური ამბები არ ვიცი, მაგრამ ოპერაციის შემდეგ თუ დავიცავ ექიმების რჩევებს ორივენი კარგად ვიქნებით .
_იცოდი ხომ ? სანამ გაფრინდებოდი, მანამ იცოდი , რომ დონორი უნდა ყოფილიყავი
_გიგას და თაკოს არ უთხრა, დედაჩემთან წამოსცდებათ და გაგიჟდება
_მოიცა რას მეუბნები, რომ არავინ იცის? მარტო აპირებ ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას? შენ მარტივი პროცესი გგონია? წარმოდგენა თუ გაქვს საერთოდ როგორ სუსტად იქნები
_დედაჩემს 32 წლის განმავლობაში არ უზრუნია ჩემზე და შეჩვეული ვარ არ იდარდო. ამ ასაკამდე ყველა ავადმყოფობას ძიძისა და ექიმების დახმარებით ვუმკლავდებოდი . თინეიჯერობის შემდეგ თავად ვზრუნავ საკუთარ თავზე , ასე რომ დედა უბრალოდ უნდა გაბრაზდეს, ვიკამათოთ , მერე მამამ ანუ მისმა ქმარმა უნდა შეგვარიგოს . მოკლედ ზედმეტი თავისტკივილია, თორემ ახლა გასტროლებზე ჰყავს იაპონიაში თავისი საბალეტო დასი და სულ რომ მოვკვდე ოპერაციის დროს მანამ არ ჩამოფრინდება სანამ საქმეს არ დაასრულებს _ისე საუბრობდა ემოციასაც არ გამოხატავდა. აშკარად ზუსტად იცოდა რასაც ამბობდა ეველინა კი გაოგნებული უყურებდა
_იანა ? ის არ ჩამოვა ?
_ თუ ღმერთი გწამს იანა აქ რაში მჭირდება ... მანაც არ იცის და თუ მოვა რესტორანში არც მასთან ისაუბრო
_მხოლოდ მე ვიცი , სხვა არავინ ?
_ შენ და მე გვექნება პაწაწინა საიდუმლო
_მამასთან საუბარმა როგორ ჩაიარა- ღრმად ჩაისუნთქა და თემა შეცვალა
_ბანალურად , ცრემლებით. ნანობს დაკარგულ დროს , მთხოვდა პატიებას თან აქ გიტარით ართობდა ექიმებსა და ექთნებს. არ მითქვამს დონორი მე რომ ვიქნები , იმდენად ამაყია არ დაუშვებს. ჰგონია, რომ უკან დავბრუნდი და მხოლოდ ფულს გადავუხდი , რომელსაც აუცილებლად დამიბრუნებს . ეზიზღება როცა ვინმესთან ვალშია
_მას ჰგავხარ, ამიტომ გიყვარს და ვერ იტან
_უჩემოდ საქმეებს თავს როგორ გაართმევ ჟღალუნა ... გინდა დამხმარეს გამოგიგზავნი . მე არ ვიცი როდის დავბრუნდები
_პრობლემა არ არის , გავუმკლავდები. სხვა საქმეები ვის გადააბარე
_ბიჭები მიხედავენ ... თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდება აუცილებლად მითხარი
_იმედია საქმეზე დარდს არ აპირებ
_დაახლოებით ისეთ რამეს მეუბნები შენ რომ რესტორანში არ იქნები და დაე ყველაფერი გადაიწვასო თქვა . იმედი მაქვს ისე არ წავა საქმე, რომ დროზე ადრე მომოხდეს წამოსვლა
_აქაურობაზე ნუ იფიქრებ, მხოლოდ საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნე და მამასთან ურთიერთობაზე . არც კი ვიცი სხვა რა ბიზნესი გაქვს, ამიტომ ვერაფერს ვიტყვი , მაგრამ რესტორანს უპრობლემოდ დაგახვედრებ
_შენი იმედი მაქვს ... დაიძინე უკვე , თორემ დილით თავს ცუდად იგრძნობ
_მობილურს ხომ არ გამორთავ , რომ დაგირეკავ ეცადე მიპასუხო
_ნარკოზიდანაც კი გამოვალ ზარის ხმას , რომ გავიგებ
_ეგრე თუ არ მოიქცევი ჩამოვალ
_მაგას არ გააკეთებ, შენ არა !
_გგონია საკმარისად არ მაღელვებ?
_ საკმარისად მიცნობ იმისთვის , რომ იცოდე სად მჭირდები ყველაზე მეტად
_დამპირდი, რომ კარგად იქნები
_ცუდად ყოფნისთვის დრო არ მაქვს...
..........
შესვენების ყოველ წამს სასაუბროდ იყენებდა. ოპერაციის დღე მალევე მოახლოვდა და ნერვიულობამაც იმატა. დიმასგან ზარს დილით არ ელოდა , ზედმეტად ადრე იყო . ჯერ კიდევ საწოლში იწვა და პოზაც არ შეუცვლია ისე უპასუხა
_დიმა
_ძალიან ადრეა ხომ? მაპატიე , არ მეძინა და ვერ გავიაზრე რომ გაგაღვიძებდი
_არაუშავს , რა ხდება ? _ გადაბრუნდა,საწოლის თავს მიეყრდნო. გული სწრაფად უცემდა, ისეთი გამომეტყველება ჰქონდა შეაშინა ქალი
_შენი დახმარება მჭირდება
_დღეს ოპერაციას გიკეთებენ და მე რა უნდა გავაკეთო ...
_ოპერაცია დაივიწყე... დავიძინებ, გამოვიღვიძებ და პრობლემაც დასრულდება.
_ღმერთო ჩემოო , აბა პრობლემა რაშია
_ცარიელი მიწა მაქვს , რაღაც მოლაპარაკება მქონდა გეგმებთან დაკავშირებით . ჯერ არ ველოდი თუ ჩამოვიდოდა , მინდა ჩემი არყოფნის კომპენსირება მოახდინოს ვინმემ და მჭირდება ექსკლუზიურად მათთვის მოამზადო სუფრა . ყველა დეტალზე მინდა იზრუნო, აუცილებლად უნდა გახვიდე და პირადად შეხვდე . რამე ისეთს თუ გააკეთებ იქვე , რომ ჩაატარო საოცრებები კარგი იქნება
_და ამის გამო ღელავ?
_მადროვებ ? შენი საქმე რატომ გგონია საქმე და ჩემი არა
_ათეულობით საქმე გაქვს და ნეტავ რამდენად აპირებ გაჭრას რით ვერ ისვენებ ... მილიარდერების სიაში შესვლას აპირებ?
_უძრავ _მოძრავ ქონებას თუ დეტალურად არ შევაფასებ მილიონერი მყარად არ ითქმის ჩემზე და ეს ნამდვილად არ მიქადის უზრნუველ სიბერეს. ეს ყველაფერი დომინოს კენჭებივითაა ერთი თუ ჩავარდა ყველაფერი მიჰყვება და ნულზე დავრჩები . მერე მომიხდება რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა , სიმღერა და კონცერტების გამართვა ... გვაწყობს ახლა ეგ ჩვენ?
_როგორი პესიმისტი ყოფილხარ ...
_გააკეთებ თუ ვერ
_რა თქმა უნდა , რა პრობლემაა. მოვიფიქრებ ყველაფერს. საღამომდე ათას კერძს მოვამზადებ
_მხოლოდ ეს არ არის... მათთან ცოტა ხნით უნდა დარჩე , როგორც ჩემი წარმომადგენელი . იტყვი , რომ ამ საქმეში შენ ხარ მთავარი პირი და მოლაპარაკებას აწარმოებ . თანხაზე ჯერ ბოლომდე არ შევთანხმებულვართ, მინდა წილი მქონდეს
_როგორ მიწას მიჰყიდი და თან წილიც გინდა?
_მიწა წილის სანაცვლოდ
_და სულ რომ არაფერი გამოუვიდეთ მერე ?
_პროექტი უკვე არსებობს ... ვრისკავ
_მაინც რამდენი პროცენტი გინდა ... მიწის ღირებულების ნაწილიც რომ აიღო და ბიზნესის წილიც ?
_როგორ მარტივად უყურებ... გგონია დასთანხმდებიან? ისეთი გაიძვერა კაცია , უარის თქმასაც ვფიქრობდი , მაგრამ მერე იდეა მომეწონა მე მარტო ვერ გავაკეთებ , სასტუმრო უცხო რამეა ჩემთვის . რესტორნის მშენებლობაც ისეთი რთული რამე იყო და ახლა სასტუმროსთან მარტო შეჭიდების ძალა არ მაქვს , ზედმეტად დიდი რისკი იქნება მასზე იდეალურ პარტნიორს კი ვერ ვიპოვნი
_გამოდის მის უპირატესობას აღიარებ და დათმობაზე წახვალ
_უპირატესობას ამ ბიზნესში და არა სხვა რომელიმე ასპექტში
_მე მომიტევეთ, თქვენ ხომ საუკეთესოთა შოროს საუკეთესო ხართ ბატონო დიმიტრი
_ოპერაციის წინ როგორ მელაპარაკები? იქნებ ვერც გავიღვიძო და შენ კიდევ რა დაუნდობელი ვინმე ხარ
_ხელოვნებას გავემიჯნეო და მსახიობობს აქ ... დეტალებს მაინც არ მიხსნი, მაგრამ როგორც გამოვა ვნახოთ და შემდეგ თავად მოიფიქრე რას გააკეთებ . იქნებ უბრალოდ გადავატანინო შეხვედრა, ჩამოხვალ და შემდეგ მოილაპარალებთ
_ამდენი დრო არაა . რაც გამოვა , გამოვა ... თუ მიწის გაყიდვა იქნება ბოლო გამოსავალი უბრალოდ დასახელებულ თანხას არ შეცვლი და ეგაა. შეძლებ თუ დავიკიდო და საერთოდ არ გავყიდო
_თანამშრომლების ნაკლებობა გაქვს ? სხვა ვინმეს რატომ არ გადააბარე საქმე
_ყველას იცნობს და იცის როგორ მოუგვაროს შენ კი შოკის ეფექტი გექნება . შენი მჯერა და მაინც არ ხარ კმაყოფილი
_ისეთ საქმეებს მავალებ პროფესიას შეცვლა არ მაიძულო მალე
_აბა შენ იცი
_ მე კი არა შენ იცი, რომ გამოფხილდები პირველს მე დამირეკავ ...
_ნარკოზიდან გამოსვლასაც არ მაცდის ... არადა ასეთი ემოციური არ ჩანდი საქმის კეთების დროს
_შენი ჯანმრთელობა ჩემი საქმე არ არის , ექიმი რომ ვიყო სხვა თვალით შევხედავდი ყველაფერს
_და ახლა როგორ უყურებ
-გამოფხიზლდი, დაბრუნდი, გამოჯანმრთელდი და შემდეგ ვისაუბროთ...
-გამოფხიზლება რომ არ მინდოდეს ისეთ ინტრიგას მიტოვებ აუცილებლად დავბრუნდები, ჟღალუნა
....................
შეხვედრითვის ემზადებოდა მაშინ , როცა მამა_შვილი ოპერაციაზე შეჰყავდათ . აზრები ეფანტებოდა, დავალების შესრულებაზე მეტად დიმას ზარი აღელვებდა , რაც უიშვიათეს შემთხვევაში ხდებოდა . მხოლოდ მაშინ ანერვიულდა მაგიდასთან მსხდომებს შოროს საკუთარი ყოფილი , რომ დაინახა
_რამე შევცვალოთ , შეფ?
_იმათ შორის , რომელს უნდა მოველაპარაკო
_ცისფერი პერანგითა და ჯინსით რომაა მას
_ჯანდაბა , როგორ რთულ საქმეს მავალებ ყოველთვის , ოღონდ მშვიდობიანად ჩაიაროს დღევანდელმა დღემ და უკანასკნელად წავალ საქმის გამო მსხვერპლზე _ იატაკს უყურებდა და წინ მიაბიჯებდა . თავს ისე იჭერდა თითქოს მასთან ომით არ დაასრულა ყველაფერი _საღამომშვიდობის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება , იმედი მაქვს ამ შეხვედრით ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება და დღეიდან ჩაეყრება საფუძველი ჩვენს საერთო საქმეს_ესალმებოდა და დროს არ კარგავდა. იღიმოდა, თავაზიანი და მშვიდი ჩანდა შიგნიდან წვავდა მისი მზერა, უნდოდა კვლავ რაიმე საშინელება ეთქვა, მაგრამ დავალებაზე ფიქრობდა, დიმას ნდობას ვერ უღალატებდა, საკუთარ პირად გრძნობებს ვერ შესწირავდა ყველაფერს.
_მახსოვს ამტკიცებდით მზარეულობაა ჩემი ერთადერთი საქმიანობაო , როგორც სჩანს ტყუოდი იმდენად კარგი მომლაპარაკებელი ხარ, ეველინა _ მთელი დრო უყურებდა, სხვას არავის და არაფერს იმჩნევდა. საჭმლისთვის თითიც კი არ დაუკარებია _ ყოჩაღ , გამაოცეთ ... შენი კომპანიონისგან ჭკვიანური სვლაა . ჩემ დაიგნორებას ვაპატიებ იმდენად გამაბედნიერა შენმა კვლავ ხილვამ _ თავხედურად ივიწყებდა ყველას ვინც ირგვლივ იყო _ ყველაფერზე თანახმა ვარ , თუ შენ იქნები ჩართული და წილის ნაწილს მიიღებ
_როგორც ავღნიშნე მე ბატონი დიმიტრის ნაცვლად ვსაუბრობ , ჩემი როგორც ეველინას ჩართულობა ამ საქმეში ნულის ტოლფასია . ბატონი დიმიტრის პირობებზე უკვე ვისაუბრე და რაკი ამბობთ , რომ თანახმა ხართ დეტალებს პირადად შეათანხმებთ
_თანახმა არ ვარ თუ შენ არ იქნები , მოლაპარაკებაც ვერ შედგება
_ბატონო ვატო , თქვენ შესანიშნავად გესმით რა ღირს წილი და აფსურდია ის რასაც
_დიმას ნაცვლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება, დაგითმობს თავისი 30 %_დან 5_ს ? _ წილი გაზარდა , სრულიად სერიოზული იყო და თანმხლებების რეაქციებს უარყოფდა. ეს თამაში იყო, კვლავ ორს შორის და ლინა მასთან დამარცხებას ისევ არ დაუშვებდა.
_სიმბოლური ერთი პროცენტი და მიწის თანხის ამ ნაწილს გადაიხდით _ სასაცილო შეთავაზებას აკეთებდა, კაცი თუ დათანხმდებოდა აშკარად წაგებაზე წავიდოდა, მაგრამ ეს იყო კითხვა თუ რამდენად სურდა მას ეველინთან ურთიერთობის აღდგება
_თანახმა ვარ _ ფირცელზე დაწერილი თანხისთვის არც დაუხედავს ისე უპასუხა . ფეხზე წამოდგა , ხელი გაუწოდა და დაელოდა. ლინა ძლივს იდგა , კაცის თითებს საკუთარი შეახო და უსიამოვნო შეგრძნებამ სუნთქვა შეუკრა, როგორც კი მოეხვია. განზრახ მოხვია ორივე ხელი წელზე, ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და შემდეგ ისე უყურებდა ყველასთვის აშკარას ხდიდა საკუთარ დამოკიდებულებას _სასიამოვნოა შენი კვლავ დაბრუნება ლინა
_ხმამაღალი განცხადებების მოყვარული ბრძანდებით , უცვლელად ! ნახვამდის, მე უნდა დაგტოვოთ , ჩვენი თაბამშრომლები მოგემსახურებიან _ წავიდა, იცოდა კაცი გაჰყვებოდა , მაგრამ მაინც ეზოსკენ დაიძრა და გაჩერებისთანავე უკან შებრუნდა
_მე უარი მითხარი და იმ ლაწირაკს დასთანხმდი? სასაცილოა შენი არჩევანი, ლინა
_მისი შემოთავაზება შეურაცხმყოფელი არ ყოფილა
_რესტორნის წილი ჯიბეგაფხეკილ მზარეულს რის სანაცვლოდ მისცა , როგორ მაინტერესებს შენი პრინციპები მასთან არ მოქმედებდნენ?
_ იცი პასუხისმგებლობას არ დავივიწყებ , ზღვარს არ გადავალ და სულში არ ჩაგაფურთხებ , ფრთები გაშალე და საუბრის შესაძლებლობა მოგეცა? _ თბილი ღიმილი ირონიულში გადაეზარდა, ისე უყურებდა თოთქოს მოკვლას უპირებდა
_სულსაც და გულსაც კვლავ ძველებურად ეხები, მაგრამ არ გინდა დაიჯერო
_შენი დღევანდელი დაუფიქრებელი ქცევა ძვირად დაგიჯდება და არ ვიცი როგორ გადაიტან , როდესაც გაიაზრებ შენი საყვარელი ფული როგორ გაფლანგე
_შენთვის არასდროს მენანებოდა და უარყოფა არც გაბედო
_ჩემი ყიდვის პრეტენზია რომ გაუჩნდა შენს პაწაწინა ტვინს მანდ დავსრულდით , ძვირფასო _მიახლოებულს თავად შეუკრა სუნთქვა, ლოყაზე აკოცა და გაუღიმა _ საქმეს ვუბრუნდები, შეგიძლია მიირთვა და ისიამოვნო. ექსკლუზიურად შენთვისაც მოვამზადო იქნებ, ოდესმე
...................
-როგორ ჩაიარა ... ჯერ კიდევ არ იყო ნორმალურად გამოფხიზლებული , როგორც კი მოძრაობა შეძლო და აზროვნება დაიწყო მამის ამბავი გაიგო და დამშვიდდა მაშინვე ლინას დაურეკა
_მე უნდა ვსვამდე ამ კითხვას
_რადგან გესაუბრები ე.ი კარგად ვარ
_მამა როგორაა, რას ამბობენ ექიმები
_იმას რასაც ოპერაციამდე... ყველაფერი მასზეა დამოკიდებული . შენ მითხარი რა მოხდა, ისე გაგაღიზიანა ვატომ როგორც მე მაღიზიანებს თუ საპირისპირო დამოკიდებულება გაგიჩნდა მის მიმართ
_ამდენი ლაპარაკი შეიძლება შენთვის? _ატყობდა პირი როგორ უშრებოდა, რამდენჯერმე შეჩერდა , ნერწყვის გადაყლაპვას ცდილობდა და ტუჩებსაც ისველებდა_იქნებ შემდეგ განგვეხილა, მაგალითად ხვალ
_მალე წამოვალთ. მამას დავარწმუნებ და ჩემთან იქნება დროებით
_გაიგო შენ რომ ხარ დონორი?
_ჯერ არ , მის პალატაში გამიყვანენ რომ გამოფხიზლდება და შემდეგ ვისაუბრებთ. რატომ ცვლი თემას? თუ არ გამოგივიდა ხომ იცი პრობლემა არ არის ... შემიძლია ნებისმიერ დროს ჩავშალო მოლაპარაკება და დავიკიდო ვატო თავისი შემოსავლიანი ბიზნესით
_29 % , მიწის ღირებულების 10% შენს განკარგულებაში იქნება ხელს რომ მოაწერ მაშინვე დაიწყებს
_როგორ? თან წილს მაძლევს და თან მიწის ნაწილს ყიდულობს? მოიცა და რატომ 29 , რას ხლართავს
-წილი მეც შემომთავაზა, უარზე ვიყავი , ვივაჭრეთ და ბოლოს სიმბოლურად 1 % _ზე შევთანხმდით -ჩუმად თქვა და მზერა აარიდა _ შეგიძლია უარი თქვა , მაგრამ ამ შემთხვევაში საერთოდ ჩაშლის მოლაპარაკებას . შენი გადასაწყვეტია
_ვატოს მსგავსი კაცი როგორ გთავაზობთ წილს სრულიად უანგაროდ
_რეალურად ამ წილს შენ გართმევს . ვფიქრობ ამოწმებდა რამდენად დიდი კავშირი გვქონდა ან ჩვენს შორის განხეთქილების ჩამოგდება სურს
_კიდევ ჰყავს ერთი პარტნიორი , ვფიქრობ წილებს ისე ანაწილებს , რომ უპირატესობა თვითონ ჰქონდეს ... მე პრობლემა არ მაქვს , მაგრამ გონს რომ მოვალ დავფიქრდები,უკეთ შევისწავლი ყველაფერს
-ორი სამი დღე მაინც დაისვენე და შემდეგ შეუდექი საქმეებს
_მამას ნებას როგორც კი დართავენ მაშინვე დავბრუნდები და მეორე დღესვე ჩვეულ რიტმში ვიქნები . მანამდე კი აქედან შემიძლია დაგეხმარო
_ჩემთან ყველაფერი რიგზეა
_სამაგიეროდ სხვაგან ურევენ ... შორს ყოფნა და მოდუნება კარგია , სოროში ჩამალული გველები ზედაპირზე ამოდიან .
_შენ კი მოღალატეებზე ნადირობის სეზონს დაიწყებ ... როგორ მიხარია მათ შორის მე რომ არასდროს მოვხვდები
_შენ ყველაზე საშიში მტერი იქნები თუ ოდესმე მხარეს შეიცვლი და ნამდვილად არ ვიცი შემდეგ რა მოხდება
_მტრებად ქცეულ მეგობრებსაც კი არ ვღალატობ , არასდროს . ზურგს უკან თამაში ჩემი სტილი არ არის ამიტომაც ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდებით და არა მტრებად და თუ ისეთ რამეს ჩაიდენ რომ მატკინო უბრალოდ გაქრები ჩემი ცხოვრებიდან . ახლა კი მოდუნდი , მთხოვე რაც გინდა და გგონია , რომ შემიძლია
_ შენთან ერთად გუნდში ყოფნა საკმარისია სიმშვიდისთვის
_და გაოგნებული ხარ, ხომ?
_ვაღიარებ , გაცნობის მომენტში ვერ წარმოვიდგენდი
_ასეა , ადამიანები მოულოდნელობებით ვართ სავსენი
_შენ მთლიანად გამოცანად გადამექეცი ...
_დაიძინე, ნუ ებრძვი თავს _ ეღიმებოდა მის თვალებს რომ ხედავდა . ისე საყვარლად ებრძოდა თავს _ დამირეკე , რომ გამოფხიზლდები
_აუცილებლად
..............
ყოველდღე საუბრობდნენ ,შესვენებისას ტელეფონს იყენებდა და ყველას ყურადღებას იქცევდა .
_მაცივრიდან მელაპარაკები?
_ ყველგან ხალხია და რა გავაკეთო . ერთადერთი ჩუმი ადგილი ესაა
_გაიყინები ...
_დღეს აშკარად უკეთ ხარ
_მამაც კარგადაა , ყველაფერი დასტაბილურდა . ორ დღეში წამოვალთ
_არავის ეტყვი?
_ვის უნდა ვუთხრა , ყველას თავისი ცხოვრება აქვს . არამგონია დასჭირდეს , მაგრამ თუ ცუდად იქნება ექთანს დავიქირავებ და ის იზრუნებს ყველაფერზე
_რა რეაქცია ჰქონდა
_ცუდად გახდა საწოლით რომ შემიყვანეს ... მაშინვე მიხვდა და ლამის გაგიჟდა. ძლივს დავამშვიდე და ასე დავითანხმე გამოყოლაზე . ვნახოთ როგორ მოიქცევა . მშობლებთან მისვლაც არ უნდა , ყველასთან დამნაშავედ გრძნობს თავს... რთული ხალხია , თავიანთ ჩარჩოებში ვერ მოაქციეს . არავინ და არაფერი მოსწონთ
_შენ არ გაქვს გავლენა ორივე მხარეზე?
_მაქვს , მაგრამ დრო დამჭირდება
_მგონი თავად ხარ გაოცებული საკუთარი თავით და ამ უეცრად აღმოჩენილი მიტევების უნარით
_წლების წინ ნამდვილად არ მქონდა შინაგანი სიმშვიდე და ვერ წარმოვიდგენდი თუ ასე მოვიქცეოდი. ასაკის მატებასთან ერთად მოვიდა თავშეკავების უნარიც
_როგორც არ უნდა შეგვეცვალოს ქცევა შინაგანად მაინც ის ვრჩებით რაც ვიყავით ... ძალიან რთულია დაინახო საკუთარი თავი ადამიანები კი სხვების შესწავლას ვიწყებთ და გვავიწყდება ჯერ თავი გავიცნოთ . ამიტომ რაც გულით გინდა ის უნდა გააკეთო ხოლმე , ნუ იპოვნი მიზეზებს მამასთან მეორედ დასაშორებლად
_ზოგჯერ ისე საუბრობ თითქოს 125 წლის ქალი ცხოვრობს შენს გონებაში
_ამას მეუბნება კაცი რომელიც 125 წლის თავადაა
_ მეე? რა სისულელეა
_პირადობის მოწმობას ჩახედე მე კი წავედი... დრო არ მაქვს მეტი.
.................
დიმიტრისთან საუბრობდა ჩამოსვლისთვის მზადების პროცესს ადევნებდა თვალს. მალე აეროპორტში წავიდოდნენ და საღამოს შეხვდებოდა კიდეც.
_მალე რესტორანშიც შემოვივლი
_ისე მეუბნები თითქოს მაშინებ
_როგორ გეკადრებათ ... ისე გაართვით თავი ლამისაა ყველაფერი შენს განკარგულებაში დავტოვო
_თითქოს არც გამიგია _ თვალები აატრიალა და ის იყო კითხვა უნდა დაესვა მენეჯერი ,რომ გამოჩნდა
_გისმენ დეა , რამე პრობლემაა?
_ბატონი ვატოა ჩვენთან, თქვენი ნახვა სურს და მთხოვა გადმომეცა
_უთხარი , რომ დაკავებული ვარ
_უკვე ვუთხარი, როგორც დამავალეთ , მაგრამ გადმოგცათ საქმე ევას ეხებაო
_კარგი გმადლობ _ სახელის გაგებისას აზრი შეიცვალა. უკვე ფეხზე იდგა და მიდიოდა ეკრანს რომ დახედა
_ის ვატოა ვინც მე მგონია თუ ვინმე სხვა
_რომ ჩამოხვალ შემდეგ ვისაუბროთ ... მშვიდობიან ფრენას გისურვებ .

აუცილებლად ეტყოდა სიმართლეს, მაგრამ ასე არ . დარბაზში შესვლას აპირებდა მოულოდნელად რომ ჩაავლო მკლავში ხელი ვიღაცამ და თავისკენ მიიზიდა
_დაგიჭირე , როგორც იქნა _ მხრებზე ჰქონდა ხელი მოხვეული და ზემოდან დაჰყურებდა _ სასიამოვნოა შენი ხილვა , ეველინა _ ლოყაზე შეახო ტუჩები
_ბევრი დრო არ მაქვს ... ევა როგორ არის?
_მას შემდეგ რაც შენ გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან მასაც ენატრები და მინდოდა ჩვენთან დამეპატიჟებინე
_თავისუფალი დრო არ მაქვს და ევას მეეჭვება ვენატრებოდე, ორი დღის წინაც შევხვდი , სკოლასთან კაფეტერიაში _თავი დაიხსნა, აჩქარებულ გულისცემას ყურადღება არ მიაქცია და შეუცვლელი გამომეტყველებით უპასუხა
_ევას ხვდები და მე არ ვიცი?
_შენ ბევრი რამ არ იცი , მხოლოდ გგონია , რომ ყველაფრის აზრზე ხარ სინამდვილეში კი ასე არ არის
_როგორ გიყვარს ჩემი ხელმოცარულად გამოყვანა
_რატომ ვერ ეჩვევი იმ ფაქტს, რომ აღარ მიყვარხარ და ჩემთვის აღარაფერს ნიშნავ
_მე ვერ დაგივიწყე და ჩვენი ეს შეხვედრა ნიშანია
_როგორც სჩანს ცოლს ისევ დაშორდი და დროებით გასართობს ეძებ . პატარა ქვეყანაში ვართ, მაგრამ დავიჯერო ქალები ამოწურე და მეორე წრეზე წასვლას გეგმავ?
_ასეთი სწერვა როდის გახდი ...
_ყოველთვის ასეთი ვიყავი უბრალოდ შენ ჩემს დანახვას არც კი ცდილობდი. გინდოდა ისეთად ჩამოგეყალიბებინე შენ რომ გაწყობდა
_ეს სულელური არგუმენტები ისევ გახსოვს?
_მე მახსოვს, რომ საქმე მაქვს შენ კი აშკარად გაქვს დრო სალაყბოდ _ წასვლას აპირებდა ისევ რომ გადაეღობა წინ
_რომელ საათზე ასრულებ , ისევ ძველებურად შუაღამეს ხომ ? მოვალ და სადმე წავიდეთ , ვისაუბროთ
_დრო არ მაქვს ადამიანებისთვის რომლებიც ცხოვრებიდან წავშალე !
_მიწვევ , ხომ?
_აი რატომ არ ვარ შენს გვერდით ... ამ შენი უაზრო ხედვების
_ფემინისტური უნდა ჩამირთო კიდევ? მაგ აზრებმა დაგვაშორეს ზუსტად , ჯიუტად რომ აწვები შენსას და მაგიჟებ
_ხომ გყავს ქალები რომლებიც შენს მორჩილებაში არიან, შენზე დამოკიდებულები არიან და პარაზიტივით ცხოვრობენ შენი ფულებით.
_ჩემთან რომ ყოფილიყავი საკუთარი რესტორანი გექნებოდა და 24/7 _ზე მუშაობა არ მოგიხდებოდა.
_შენ ახლა ჩემს რესტორანში იმყოფები
_ამ რესტორნის მეწილე როგორ გახდი ეგ კიდევ გასარკვევია... მოულოდნელად ჯეკპოტი მოიგე თუ დიმიტრის გული
_სწორად გავიგე? მიმანიშნებ , რომ მისი პირადი დამოკიდებულების გამო ვარ რესტორნის წილის მფლობელი ?
_ასე უბრალოდ კეთილი ბიჭია და მილიონიანი წილი გადმოგცა? წარმოდგენა თუ გაქვს რა თანხა დასჭირდა ამ რესტორნის აშენებას ... იმდენად გასაოცარი მზარეული ხარ, რომ წილი გაჩუქა , ყველაფერი გადმოგაბარა და გამზადებულზე დაგსვა დედოფლად? მიწაზე დაეშვი
_ის ფაქტი რომ შენთან მაღალ თანამდებობებს ან კაცები იკავებენ, ან შენი ნათესავები, ძმაკაცის დები, ცოლები, შენი და მათი საყვარლები იმას არ ნიშნავს , რომ ყველა შენნაირად აზროვნებს
_იმ წილზე რა თქვა შენ რომ გაქვს ჩვენს საერთო ბიზნესში. უსიტყვოდ დაგთანხმდა ხომ? ჩემთან შეხვედრაზე გამოგგზავნა , მოლაპარაკების უფლება მოგცა , სრული თავისუფლება მოგანიჭა , შენ უბრალო მზარეულს ?თავის მოტყუება გაწყობს და შტერის როლს ირგებ ? ასე გაწყობს , არ იმჩნევ რომ გეჩალიჩება
_მილიონების დახარჯვის გარეშეც მასთან ვიქნებოდი , მე რომ ვუნდოდე _გაუღიმა, საუბრის დასასრულს გონება მოუშხამა და წავიდა .
..............
_ახალი ბინა გაქვს? _ ტაქსიში ისხდნენ , შეცვლილი ქალაქის ქუჩებს მდუმარედ უყურებდა . მისამართი რომ ვერ იცნო მხოლოდ შემდეგ მიუბრუნდა შვილს , რომელააც უკვე მოესწრო ტელეფონის ჩართვა და საქმეზე გადართვა
_შენი ბინა ხელუხლებელია ... იქ არ მიცხოვრია
_ჩემი არ არის , შენია
_ანდერძის წერას აღარ შეეშვი? ხომ გითხრა ექიმმა, რომ კიდევ დიდხანს იცხოვრებ
_განქორწინების შემდეგ ის ბინა შენია და მეგონა იქ იცხოვრებდი , რომ დაბრუნდებოდი . შენი ოთახი მე და კოსტამ მოვაწყვეთ , შენ არ გემახსოვრება
_მახსოვს მამა, შვიდი წლის ვიყავი . ყველაფერი მახსოვს რაც გაგიკეთებია კარგიც და ცუდიც . ყველა სათამაშო მახსოვს რომელიც გიყიდია, ყველა ფეხსაცმელი რომელიც არ მომერგო , მაგრამ მაინც ვინახავდი, ყველა ფეხბურთელის მაისური რომელსაც არ ვგულშემატკივრობდი , მაგრამ მაინც მიხაროდა რომ მოგქონდა . ბურთები ხელმოწერებით და ყველა გიტარაც იქაა პირველიდან ბოლოს ჩათვლით, მაგრამ იქ ვერ ვიცხოვრებდი. მე ჩემი ცხოვრება მაქვს, არ მინდოდა იმ თქვენი ამბებით დამძიმებულ ბინაში დაბრუნება. შენ, რომ გამოჯანმრთელდები შეგიძლია იქ გადახვიდე
_ჩემებს ხვდებოდი ? იციან , რომ დაბრუნდი?
_რა თქმა უნდა იციან და ბებო ერთ ქორეოგრაფ გოგონასაც მაცნობდა ქორწინების მიზნით. უნდა ჩემი შვილები დაუბრუნდნენ ოჯახის ტრადიციებს
_იმედია დაიკიდე და არ გაიცანი ხომ?
_ნუ ღელავ , შენს შეცდომას არ გავიმეორებ და მის არჩეულ გოგოს არ შევირთავ ცოლად
_დედაშენზე იმიტომ არ დავქორწინდი
_ვიცი , რომ შეგიყვარდა , მაგრამ აშკარად არ გვაწყობს ბებიას რჩეული...
_ისე ვინმე გიყვარს?
_შვილიშვილები ხომ გყავს , სენტიმენტები თუ გინდა ქალიშვილთან გაემგზავრე ამერიკაში დათავს მოგეხვევიან ბავშვები
_ის ბიჭი ნორმალური არ არის ... ასე თუ გააგრძელეს ყოველ მეორე წელს ბავშვის გაჩენა ავლენ ათამდე
_ძალიან საყვარლები არიან ...
_ანუ არავინაა შენს ცხოვრებაში?
_არის, მაგრამ არ ვიცი რა იქნება მომავალში _ საუბარი ამით დაასრულეს. ბინაში ავიდნენ , კაცს თავისი ოთახი აჩვენა და დასასვენებლად დაწვა .

_გმადლობ დამლაგებელი რომ მოიყვანე, ყველაფერი ბრწყინავს
_გილოცავ დაბრუნებას _ არ ჩანდა, აშკარად ყურსასმენები ეკეთა და თან რაღაცას ამზადებდა
_არ გცალია ხომ?
_მოგვიანებით დაგირეკავ თორემ გადამიწვავენ სამზარეულოს ... _ გაუთიშა და ცოტა ნაწყენიც კი იყო , მეტ ყურადღებას ელოდა თან საკუთარ თავზე იცინოდა , რატომ ჰქონდა ამხელა მოლოდინები ვერ ხვდებოდა. 10 წუთიც არ იყო გასული რესტორნის კურიერი რომ დახვდა კართან
_გამარჯობათ ბატონო დიმიტრი
_გამარჯობა , ლუკა მგონი ხომ
_დიახ . ქალბატობმა ეველინამ თქვენთან გამომატანა და მითხრა პირდაპირ სამზარეულოს მაგიდასთან მიმეტანა _ უხერხულად გრძნობდა თავს არ უნდოდა სახლში შეჭრილიყო და თან აშკარად მკაცრი გაფრთხილება ჰქონდა _შეიძლება?
_მოდი , მოდი _ ეღიმებოდა, ბიჭი რომ წავიდა და მარტო დარჩა ყუთის წინ შემდეგ უკვე მთელი სახე გაუნათდდა. ფრთხილად გახსნა და სხვადასხვა კერძები რომ დაინახა წარწერებით უკვე იცინოდა
"რესტორანში უამრავი ხალხია , საუბარს ვერ მოვახერხებ. აქ ყველაფერია რაც თქვენთვის დაშვებულია. არ ვიცოდი მას რა უყვარდა , იმედია რომელიმეს მაინც მიირთმევს. დააკვირდი , ჰკითხე და ხვალისთვის მოვიფიქრებ რამე ახალს . გემრიელად მიირთვით...შენი დაბრუნება ჩემთვის შვებაა "
_მან გამოგიგზავნა?
_ვივახშმოთ ... შემიძლია დარწმუნებით გითხრა, რომ ყველაფერი უგემრიელესია
_დიეტური და გემრიელი?
ხხომ გითხარი , რესტორანი საოცრებას ჩავაბარე მეთქი
_აი თურმე რას გულისხმობდი_იცინოდა და ბავშვივით აჟიტირებულ შვილს თვალს არ აშორებდა
..................
_კვირას ლინასთან ვაპირებთ წასვლას . სოფელში სახურავი გაუფუჭდა სახლს და ყველაფერი ნადგურდებაო. დარბის აქეთ_იქით , რომ ნახო ისეა გამხდარი გული გაგისკდება _ლაშასთან საუბრობდა მას მერე რაც გამოიჭირეს და ოპერაციის ამბავი გაიგეს. ძლივს დამშვიდდა, აივანზე იდგა ეწეოდა და თან დიმას ინფორმაციებს აწვდიდა_შენთვის არ უთქვამს ხომ? როგორი გოგოა რა
_ჩვენი მუშები გაუშვი , ზუსტი მისამართი მიეცი და ვინმე გააყოლე ყურადღება რომ მიაქციოს
_არ ქნა ეგ , ლინა გაბრაზდება
_თანხა გადაუხადოს თვითონ მხოლოდ მუშები იქნებიან კვალიფიციურები და ვიღაც არ დაუჭედებს სახურავს
_არ ვიცი, არ ვიცი დაელაპარაკე ჯერ და მერე დაეხმარე რომ დაგთანხმდება
_როგორი ხასიათი აქვს რომელი ქალი ამბობს დახმარებაზე უარს
_დამოუკიდებელი ქალი
_ასე რატომ მიყურებ
_არ მოდის და მოგენატრა ხომ? გალიაში გამოკეტილი ლომივით ხარ , კედლებს ასკდები თან ვერ იტან უპასუხისმგებლო ქცევას,საკუთარ ჯანმრთელობას არ შეუქმნი საფრთხეს თან გინდა აქედან გავარდე . ვინ იფიქრება ლინა თუ მოგეწონებოდა, თორემ აქამდე ხომ გაგაცნობდით
_ტვინს ხომ არ ტყნ.ვ შემთხვევით ?
_რა სიტყვათა წყობაა, რა ფანტაზიის ადამიანმა მოიფიქრა ეგ საერთოდ...უმსგავსობაა პირდაპირ. არ იცოდე მაინც გაუკუღმართებული სექსუალური კავშირები რომ არ მიზიდავს
_წადი ექიმთან ძმურად,გაესინჯე,გამოკვლევები ჩაიტარე იქნებ გეშველოს
_შენ როდის გამოხვალ
_მალე , უკვე კაფგად ვარ
_რა გენაღვლება ისეთ საჭმელებს გიმზადებს და გიგზავნის ეველინა . მეც მინდა ასეთი მზარეული მყავდეს დავიკლებდი მომატებულ 10 კილოს
_იარე რესტორანში და გაჭმევს ან შეუკვეთე და მიიღებ იქ სადაც იქნები
_შერიგდით? _ მისაღებში მჯდომ კაცზე ანიშნა დიდი პაუზის შემდეგ
_როდის ვიჩხუბეთ ... ისე იქნება როგორც თავად გადაწყვეტს. ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი აქვს ან გამოიყენებს ან ვერა
_შენ რომ იმედი არ გქონდეს აქ არ წამოიყვანდი ... მჯერა გამოუვა მასაც და შენც
.........
_სანამ მეჩხუბები მინდა გითხრა, რომ ეს საშუალებაა რათა მალე დაასრულო საქმე და დრო დაგრჩეს ჩემთვის . ჩვენი კულინარიული გაკვეთილები თუ არ განვაახლეთ ყველაფერი დამავიწყდება _სიტყვის თქმა არ ადროვა ისე დაიწყო საუბარი .მიზეზი უკვე მოფიქრებული ჰქონდა და გამოიყენა კიდეც
_გმადლობ .ნამდვილად კარგად მუშაობენ და მალეც დაასრულებენ.
_მაინც როდის
_ხვალ წავლენ. ზეგ ეზოს გავაწმენდინებ მუშებს
_გასაგებია ...
_რესტორნის ამბებს მენეჯერი შეგატყობინებს .
_ვესაუბრე უკვე , ყველაფერი რიგზეა
_თქვენ როგორ ხართ
_უკეთ
_ისევ არ საუბრობთ თუ დაადნე ყინულის კედელი
_ძირითადად ჩემს ბავშვობას იხსენებს... უფრო თავისთვის ვიდრე ჩემთვის . თავს იმშვიდებს რომ ოდესღაც მამური სითბო თუ ყურადღება აქვს გამოვლენილი
_ძალიან რთულია შენი გულის მოგება ხომ? საერთოდ ვინმესთვის გიპატიებია ?
_არ მახსენდება... სისულელეების გამო არც არავის ვშორდები და თუ ისეთი რამ გააკეთა რის გამოც ვდისტანცირდი შესაბამისად პატიება არც განიხილება
_ამ შემთხვევაში ხომ სხვანაირადაა ის ვიღაც კომპანიონი ან მეგობარი ხომ არაა
_მითუმეტეს , მამაა რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან დროს დამივიწყა მიუხედავად იმისა, რომ მისგან სრულიად არაფერი მჭირდებოდა ყურადღებისა და საუბრის გარდა ...
_სამაგიეროს უხდი იმით , რომ არ ელაპარაკები და არაფერს უყვები?
_ნახევარ ცხოვრებაზე მეტს ვერ მოვუყვები ზედმეტად მრავალფეროვანი გზა გავიარე ამისთვის ...
_ჯიუტიი ხარ
_შენ მეუბნები მე მაგას? თვითონ პატიობ ადამაინებს შეცდომებს?
_გააჩნია ადამიანს და გააჩნია შეცდომას
_დარწმუნებული ვარ , რომ დაუნდობელი ხარ მათ მიმართ ვინც გატკენს მან კი მე იმაზე მეტად მატკინა ვიდრე ნებისმიერმა სხვამ
_შანსი უნდა მისცე , იმდენად გიყვარს შემდეგ ინანებ ... დაელოდე , ხელი არ ჰკრა უბრალოდ მოითმინე
.........
_საჭმელი გასაგებია და ეს ქოთნით რა მცენარე გამომიგზავნე?
_მაყვლის ბუჩქია ... უსაქმურობის დროს გაიყვან . აივანზე დადე, გაიზრდება და გექნება შენი მაყვალი
_როდის მოახერხე ამის ყიდვა აბა დრო არ მაქვსო?
_მადლობის მაგიერია? უმადურო
_მაყვალი მიყვარს, მაგრამ მერჩივნა მენახე თუ მაინცადამაინც მე უნდა მოვიდე
_ყვავილები და სხვადასხვა ნერგები უნდა მეყიდა , ჩემთვისაც ვიყიდე ვიფიქრე გავახარებ თან მე ჩამომშორდება თორემ მარაგი გამინადგურა _თქო , მაგრამ აშკარად სხვისი გაზრდილ_გახარებულის ჭამა გიყვარს
_სოფელში მიდიხარ ისევ? ჩემთან მოსვლის გარდა ყველგან დადიხარ... გუშინ დათუნაც კი გამოგიყვანია ბაღიდან
_არავინ ჰყავდათ სხვა და რა მექნა? ნათლულისთვის სულიერი დედა ვარ
_პასუხი ყველაფერზე გაქვს მხოლოდ ჩემ სანახავად არ გამოგიჩნდა მიზეზი
_კერძებს ხომ გიგზავნი და სხვა რა ფუნქცია მაქვს ?
_ასეა ჩვენი საქმე? კარგიი სალაპარაკო აღარ გვქონია. გმადლობ მაყვლისთვის, აღარ შეგაწუხებთ მეტად , ქალბატონო ეველინა

მიხვდა, რომ აწყენინა ,მაგრამ არ დაურეკავს. ელოდ და თავადაც არ იცოდა რას შემდეგ კი მიხვდა რასაც
_სასწრაფოდ ჩემთან უნდა მოხვიდე
_ცუდად ხარ? რა ხდება
_გეძინა?
_ხო , მაგრამ არაუშავს... მოვდივარ
_კარგი ეგრეც არ იჩქარო უბრალოდ შემოტევა მაქვს, მეჩხუბებიან , თავს დამესხნენ და მინდა ვინმემ დამიცვას
_ვერაფერი გავიგე , ჯერ კიდევ მძინავს
_თაკო და გიგა არიან
_გაიგეს რომ მოატყუე და გინდა მეც მეჩხუბონ?
_ლაშას წამოსცდა ჩემი ამბავი . იციან შენც რომ იცოდი
_მოღალატევ
_გეფიცები მე არაფერი მითქვამს მამამ მიახარა ყველაფერი გვაქვს, მზარეული ლინა გვანებივრებსო და დაგვწვა
_საიდან მელაპარაკები
_სააბაზანოში ვარ ჩაკეტილი... გიგას ხომ იცნობ, მართლა ვერ გადავურჩები შენ თუ არ მოხვალ
_მე რა შემიძლია
_ერთად რამეს მოვიფიქრებთ... მოხვალ?
_უკვე გამაღვიძე და სხვა რა გზაა
_კარი ღიაა, პირდაპირ ჩემ ოთახში შემოიპარე

მივიდა და მერე გაიაზრა დილის ექვსი საათი , რომ იყო და ამ დროს არავინ ესტუმრებოდა . უკვე სახლში მიაბიჯებდა, პირდაპირ საძინებელში შეიჭრა და საწოლზე გართხმულს თავზე დაადგა
_გინდა ჩემი ხელით მოგკლა?
_ღმერთო როგორ შემაშინე, ცელი გაკლია მხოლოდ და მიქელა ხარ
_არტისტო , გვიანი არაა სამსახიობოზე ჩაბარება დარწმუნებული ვარ ნაცნობები გეყოლება
-კი , უხვად და ყველა შენი ფანია. რესტორანში ხშირად დადიან , პოსტებს წერენ და გადიდებენ ჩემო ტკბილხელება _ დაჯდა, მოურიდებლად მოხვია თითები მაჯაზე და ხელის ზურგზე აკოცა _ მომიტევე ,პაწაწინა ტყუილი გითხარი , რომ მენახე ლოყა ხელზე დაადო და ისე უყურებდა _ ხომ მაპატიებ ?_ ქალი ახლოს მიიზიდა და ფეხებსშორის მოიქცია _ ასე ნუ მიყურებ , თორემ გული მისკდება
_ამ დროს როგორ გაიღვიძე საერთოდ
_იყო დრო უფრო ადრეც ვიწყებდი დღეს
_დღეს ქორწილის დღეა და ხომ მოგიყევი როგორი პრეტენზიული ხალხია . იდეალურად უნდა გამოვიდეს ყველაფერი მე კი უცნაური შეგრძნება მაქვს . მათთან კონტაქტის ყველა წუთი იმდენად უსიამოვნო იყო და იმდენჯერ მომიხდა თავის შეკავება საშინელებები რომ არ მეთქვა
_ყველაფერი გამოვა , ჩხუბის უფლებასაც არ მივცემთ და თუ გინდა თაიგულსაც დავაჭერინებ ვინმე შინაბერას _უკვე ფეხზე იდგა, წუწუნით გართულ წარბებშეკრულ გოგოს ხელს არ უშვებდა, მტევანი ისევ ტუჩებთან მიიტანა და თან ოთახიდან გავიდა
_მგონი დავიღალე ... არ ვიცი რა მჭირს , მაგრამ უცნაურად ვარ მას მერე რაც შენ წახვედი და მარტო დავრჩი _ ისე საყვარლად ბუზღუნებდა , გამოუძინებელი, მოუწესრიგებელი , ხელში მომხვედრი პირველივე ტანსაცმლით შემოსილი ნაბიჯებსაც კი მძინედ ადგამდა _მალე გამოჯანმრთელდი რა, შენთან ნორმალური ჩხუბი მომენატრა _ ქვემოდან უყურებდა, მოულოდნელად მოეხვია მკლავზე , თავი მხარზე დაადო და სულ აურია გონება ბიჭს
_ნეტავ რომელი საათია, ამ დროს გაგაღვიძებ სულ აშკარად სიმართლის თქმის საათი გაქვს _ ლოყაზე ჩამოყრილი თმა ფრთხილად გადაუწია, თითქმის არ ეხებოდა , მაგრამ თავი მაინც ვერ შეიკავა და ლოყაზე აკოცა _ მაპატიე ყველაფერი შენ რომ დაგიტოვე , ცუდად მოვიქეცი , შემეძლო ვინმე მეპოვნა და
_გაინტერესებდა შევძლებდი თუ ვერ , სწორად მოიქეცი მე რომ ამირჩიე მეწილედ თუ არ . სხვა მსგავსი შემთხვევა არ გექნებოდა ამიტომაც სწორად მოიქეცი ... მეც ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ სულიერად გამოვიფიტე .
_ამ დრომ იმაზე მეტი მაჩვენა ვიდრე ველოდი ... _თავზე ეფერებოდა,ისევ ახლოს იყო უნდოდა კიდევ ერთხელ ეკოცნა, მაგრამ შეჩერდა , მიხვდა დრო არ იყო არადა ლინას ტუჩებს თვალს ვეღარ აშორებდა
_მეც და იმედია ერთნაირად დადებითად დამუხტულები გავაგრძელებთ
_აუცილებლად , დღესვე ვბრუნდები ... ვისაუზმოთ და ერთად წავიდეთ. მთელ დროს რესტორანში გავატარებ და პირადად მივხედავ ყველაფერს რაც სამზარეულოს გარეთ ხდება _ როგორც იქნა გაახსენდა დილაადრიან რატომ მიიყვანა გოგონა სახლში , სამზარეულოს მაგიდაზე საუზმე ჰქონდა მომზადებული _ამ ჟესტით ოფიციალურად ვაგრძელებთ კოლაბორაციას ...
_საინტერესოა მარტოს რა გამოგივიდა
_გაითვალისწინე, რომ ჯერ კიდევ სუსტად ვარ და დიდხნიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი სამზარეულოში_უკან მიჰყვა გოგოს. ორივეს ეღიმებოდა , ლინას ბედნიერებისგან ჰქონდა სახე განათებული დიმა კი უცნაურად ღელავდა , თითქოს გამოცდაზე იყო და ეშინოდა უგემური არაფერი გამოსულიყო
_კვერცხის შეწვის რომელიმე მეთოდს ხომ არ მასწავლიდი ბარემ ...
_გემრიელია , სხვა დროს გასწავლი რამდენიმე ვარიანტს სხვადასხვა დანამატებით ახლა მოდუნდი და ის ჭამე რაც შენთვისაა
_დიეტაზე აღარ ვარ
_ვესაუბრე მე შენს ექიმს და უმჯობესია ჯანსაღად იკვებო _ წამოსცდა , არადა ამდენი ხანი დუმდა ახლა კი ბოლოში გასულმა გასცა თავი
_კიდევ რაო, რა გითხრა _ მაგიდას იდაყვებით დაეყრდნო , ჭამა შეწყვიტა და ქალს უყურებდა . ხედავდა როგორ დაიბნა და ეს ყველაფერი იმდენად ახალისებდა თავს ვერ ერეოდა _ მაინტერესებს პირადმა ექიმმა ჩემ კომპანიონს რა ინფორმაცია გაანდო იმ ყველაფრიდან რაც საიდუმლოდ უნდა შეენახა
_არ მითქვამს , რომ შენ გიცნობდი. მე მხოლოდ შენი მდგომარეობა აღვწერე და ელექტრო სკამზე ნუ დაგვსვამ . შენი კომპანიონისთვის არ უთქვამს , მზარეულს მისცა რჩევა _ გაბრაზდა, აშკარა იყო , რომ ხასიათი რადიკალურად შეეცვალა. ჩანგალი თეფშზე დააგდო , წვენი დალია და წამოდგა _ ლაყბობის დრო არ მაქვს , უკვე ვაგვიანებ . დაბრუნებას გილოცავ, მაგრამ 7 საათზე მოსვლა შენ არ გჭირდება, ათიდან საკმარისი იქნება და თუ ვერ მოახერხებ პრობლემა არ არის . ახლა დავფიქრდი და შენ კიდევ უფრო დააჩქარებ ჩემს სულიერ კვდომას _გონს მოსვლაც ვერ შეძლო ისე წავიდა . არადა ყველაფერი სხვაგვარად წარმოედგინა ,უნდოდა გაეხარებინა და რა გამოუვიდა თავადაც არ იცოდა.
_ჯანდაბა,ჯანდაბა მოსაკლავი ხარ დიმა . ენა გაქვს ამოსაგლეჯი შენ და შენი გამოცდები, აჰაა მიიმწყვდიე ჩიხში და ხო ასე გეტყვის შენზე ვმერვიულობო და მხოლოდ კომპანიონი არ ვარო. იდიოტი ხარ, სწორს გეუბნება _საკუთარ თავს ლანძღავდა და სწრაფად ცდილობდა მომზადებას . მალევე მიჰყვა უკან ეველინას მანქანას , რესტორანში თითქმის ერთდროულად შევიდნენ . გოგო ისე იყო გამოფხიზლებული ქარიშხალივით დაატყდა თავს ყველას.
_ დროულად დავიწყოთ და მივყვეთ გეგმას... დღეიდან თქვენს გვერდით ვიქნები , ბატონი დიმიტრი დაბრუნდა . მიესალმეთ და შემდეგ მხოლოდ მზარეულები დავრჩეთ სამზარეულოში _ ეს რა თქმა უნდა დიმას მიმართულებით თქვა და ზედაც არ შეუხედავს ისე გავიდა გასახდელში. გამოსვლისას ისე შეხედა მიხვდა აზრი არ ჰქონდა საუბრის გაგრძელებას, კიდევ უფრო გაამწვავებდა სიტუაციას, რაც ყველაზე ნაკლებად სურდა ამიტომ ხელები მაღლა ასწია და დაზავების ნიშნად იქაურობას გაეცალა.
.............
ქორწილის მსვლელობა სტაბილურად მიდიოდა , ეველინამ ტორტი თავად გამოიტანა და მხოლოდ ამ ეპიზოდში შეხვდა ნეფე_დედოფალს , მაგრამ დარჩენა მოუხდა. მადლიერებას გამოხატავდა ემოციების ქვეშ მყოფი წყვილი , შემდეგ კვლავ შეაყოვნეს
_თქვენ ხართ შეფი , ხომ? _ნასვამი ახალგაზრდა გადაეღობა წინ, ხელზე ხელი ჩაკიდა და აკოცა _ მინდა გითხრათ , რომ საოცრად ამზადებთ
_გმადლობთ
_კიდევ უფრო მშვენიერი ხართ და გაოცებული ვარ
_გმადლობთ ... უნდა დაგტოვოთ _ ის იყო ბიჭს გაეცალა და აურზაურს თავი დააღწია მოულოდნელად ყვავილის დასაჭერად მდგომი უცნობი რომ დაეჯახა , დატრიალდა და იმ წამს ნასროლი თაიგული ხელში ჩაუვარდა. გაშეშებული იდგა და ყვავილებს დაჰყურებდა,მსგავსი შემთხვევა არასდროს ჰქონია, უამრავი კომენტარი ესმოდა გადაგდებასაც ვერ მოახერხებდა უკვე ყველა მას უყურებდა და დედოფალიც კი ტაშს უკრავდა.
კატასტროფაა , ხომ ვამბობდი რაღაც მოხდება თქო . აიჩემეს თქვენ თავად უნდა გამოიტანოთ ტორტიო, მერე უთვალავი მადლობა ღმერთო ჩემოო , სად გაგონილა თაიგულს მზარეული იჭერდეს . ომი ჰქონდათ ხელისმომკიდეებს გაჩაღებული
_დამშვიდდი შეფ , თაიგულის დაჭერას ვერასდროს ახერხებ და თუ სხვაგან ხარ სულ არ დგები ხოლმე . იქნებ დრო მოვიდა , ჰა?
_იქნებ დროა დაემშვიდობო ყველას და სხვა სამსახური იშოვო ?
_ორი შეკვეთა მივიღეთ ... მზარეული თუ კიდე დაიჭერს თაიგულს კარგი იქნებაო
_მზარეული ცოლადაც უნდა ბევრს და როგორ მოვიქცე? _ დიმას ღიმილი წაუშალა სახიდან . გარეთ გავდივარ და იმედია მორჩებით ლაქლაქს და მიხედავთ საქმეს _ მოკისკისე მეგობრებს გადახედა და სწრაფად დაიძრა კარისაკენ . რამდენიმე წამს ეზოში დააბიჯებდა, ღრმად სუნთქავდა და დამშვიდებას ცდილობდა შემდეგ კი თაიგულის ამბავი საერთოდ დაავიწყდა . ევა ურეკავდა
_პატარავ, ამ დროს რატომ არ გძინავს ?
_მამასთან ვარ ... შეგიძლია მოხვიდე? მოვიდა და უცებ შევარდა ოთახში , იატაკზე მგონი სისხლის წვეთებია ... ეგონა მეძინა და არ ვიცი მივიდე თუ არა ... მოხვალ ?
_შენს ოთახში დარჩი , ეცადე დაიძინო ან რამე წაიკითხე კარგი? მე მალე მოვალ , კარს გამიღებ ხო?
_ღიაა კარი
_მივდივარ ... შენ არ შეგეშინდეს _ შებრუნდა თუ არა მაშინვე დიმა დაინახა _ უნდა წავიდე. ყველაფერი მზადაა და მე აუცილებლად უნდა გავიდე
_რა მოხდა. გინდა გამოგყვე?
_არა . თავად მოვაგვარებ, პირადი საქმეა _ ნივთები აიღო და სწრაფად წავიდა.

სახლში შესვლისთანავე მეორე სართულისკენ დაიძრა ჯერ ბავშვთან აპირებდა შესვლას, მაგრამ კაცი დერეფანში შეეჩეხა
_ევა ?
_რით ვერ გაიზარდე ... არაფერი გცვლის ხომ? კაიფში ხარ ? _ ყბაზე მოუჭირა თითები და მზერა გაუსწორა _ თუ არ გრცხცენია . ბავშვი სახლში გყავს და სად წახვედი ... იჩხუბე და მოგხვდა თუ დაჭრილი ხარ
_არ მიჩჩხუბია... რაღაცას ვაკეთებდი და ხელი გავიჭერი . შენ საიდან მოხვედი
_ევამ დაგინახა და შეეშინდა
_არ სძინავს ?
როგორი ყურადღებიანი ხარ , ღმერთო რამდენად შეეცვალა გრძნობები, ადრე ნერვიულობისგან ცუდად ხდებოდა ახლა კი ოდნავადაც არ აღელვებდა . ბავშვის ოთახისკენ დაიძრა და ისიც უკან მიჰყვა _სად მოდიხარ, ჯერ გამოფხიზლდი
_ფხიზელი ვარ
_კი როგორ არა
_გეყოფა
_მეყო და დავასრულე კიდეც შენთან _კარზე დააკაკუნა და შემდეგ შეიხედა _ შეიძლება ქალბატონო ევა?
_ლინააა _ბავშვი საწოლიდან გადახტა და მთელი ძალით მოეხვია გოგოს _მომენატრეე ... მეგონა ვერ მოხვიდოდი
_მაა ... რა ხდება ? რატო შეაშინე ლინა ?
_უცებ შევარდი ოთახში და კარი მოიჯახუნე იატაკზე კიდე წითელი წვეთები იყო ... ხელი იტკინე?
_მამას გოგოო , შეგეშინდა და ლინას დაურეკე?
_ხომ მითხარი ლინა კარგია და შეგიძლია მასთან დარეკო მე თუ არ ვიქნებიო
_კი მა, ეგრეა ლინა კარგი გოგოა , მაგრამ მე ხო აქ ვიყავი. კარზე რატო არ დააკაკუნე გამოვიდოდი და გეტყოდი, რომ შენ ხის საქანელას ვაკეთებდი და ხელი გავიჭერი. ცუდი ხელოსანი ვარ მა, ხვალ დავურეკავ ვინმეს _ხელი ცუდად ჰქონდა შეხვეული . ბავშვი საწოლზე დასვა და საბანი დააფარა
_ძალიან გეტკინა?
_არა მა,სულ ცოტათი და უკვე აღარ მტკივა.
_დაიძინე პატარავ, მამიკო კარგადაა და საშიში არაფერია
_ხო მა , ხვალ წავიდეთ და ახალი რაღაცები ვიყიდოთ _თავზე აკოცა და მერე ლინას დაუთმო ადგილი . გოგონას მშვიდი ძილი უსურვა და ოთახი ვატოსთან ერთად დატოვა.
_უსაფუძვლოდ მადანაშაულებ სულ
_ნუ გამახსენებინებ ყველა ჩხუბს რომელიც სულელური ეჭვიანობის გამო გაგიმართავს და დანარჩენს , რომლებიც ასევე უაზრო მიზეზებით
_მას მერე დრო გავიდა
_და გაიზარდე? მითხარი , რომ არ მოგიწევია და დაბოლილი არ ხარ
_შენი ნება რომ იყოს წყლის გარდა სასმელსაც არ დამალევინებდი
_ჩემი ნება არ არის და არც შენს ნებაზე ვაპირებდი ცხოვრებას ამიტომ დავშორდით თითქმის ორი წელია
_მომენატრა შენთან ჩხუბიც კი
_თუ მხოლოდ ჩხუბი... არ მახსენდება ერთი დღეც კი რომელიც მშვიდად ჩაივლიდა , სტრესის და თავისტკივილის გარეშე
_ისე საუბრობ თითქოს გაწამებდი და უბედურს გხდიდი
_ცდილობდი ყველაფერი გაგეკეთებინა რასაც კლასიკურად აკეთებენ შეყვარებული ბიჭები და ვერ ხვდებოდი ყვავილები კი არა ნდობა მჭირდებოდა, თავისუფლება და სიყვარული . შენ კი მუდამ ცდილობდი გაგეკონტროლებინე
_არ უნდა მცოდნოდა სად და როგორ იყავი? ფეხებზე უნდა დამეკიდებინა ვიღაც ტიპი რომ გეჩალიჩებოდა და გაწუხებდა , ან რაღაც რომ გიჭირდა არ უნდა დაგხმარებოდი
_არ გჯეროდა, რომ თავად გავუმკლავდებოდი ყველასა და ყველაფერს და თუ ვერ მოვახერხებდი აუცილებლად გთხოვდი დახმარებას
_უნდა დავლოდებოდი როცა შემეძლო პრობლემა მარტივად მომეგვარებინა , შენ უნდა გეწვალა , გეშრომა , გეჩხუბა და მერე ჩავრეულიყავი . ახლა რაც გაქვს ყველაფერი წლების წინ შეგეძლო და არ მიიღე, მშვიდ ცხოვრებას გთავაზობდი, კომფორტულს , უზრუნველყოფილს , ნაკლებ სტრესულს , ჩემთან ერთად
_და შენ ამ დროს ნებისმიერთან შეგეძლო წასვლა ... მე კი ვიქნებოდი შენი გავლენებით გაჩითული ტიპშა , რომელსაც საკუთარი არაფერი ექნებოდა
_ხომ იცი , რომ არასდროს გაგახსენებდი და შენთვის არაფერი მენანებოდა ახლაც არ
_ვიცი, არავისთვის გენანება და ჩემთვის ხომ საერთოდ ყველაფერს დათმობ. ყველაფრის დათმობა რომ შეგიძლია რაც ამდენი წლი განმავლობაში შენმა ოჯახმა და შენ შექმენით სწორედ ამიტომ ვერ გავუგებთ ვერასდროს ერთმანეთს
_არ მჯერა , რომ ოდნავადაც არ გენატრები
მიყვარდი და ყოველთვის გექნება მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში , მაგრამ არა ისე როგორც საყვარელ კაცს . შენთან სიახლოვეს ჩემი გული დუმს _ მშვიდი იყო , დარწმუნებული საკუთარ თავში და სრულიად გარკვეული საკუთარ გრძნობებში ძალიან მინდა იპოვნო ის ვინც შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს და გონის დაკარგვამდე შეგიყვარებს , მაგრამ ასე თუ გააგრძელებ ისევ ისეთებს აიკიდებ როგორებიც გყავდა მუდამ
_და შენ ? შენ ვის ელოდები
_არავის ... მე ვქმნი საკუთარ თავს და ცხოვრებას დავუკავშირებ იმ კაცს ვინც მიმიღებს ჩემი ცხოვრებით მის ცხოვრებაში . მარტოც შესანიშნავად ვგრძნობ თავს
_მეუბნები, რომ შანსი აღარ არსებობს?
_დიდი ხნის წინ გითხარი და როგორც სჩანს დაგავიწყდა ან სერიოზულად არ მიიღე
_არ ვიცი რა მოხდება სხვის გვერდით რომ გნახავ
_გადაიტან როგორმე
.................
_ევანგელინა _ დიმასთან ერთად იყო ვატოს ხმა რომ გაიგო და ინსტიქტურად შებრუნდა. აღმოჩნდა რომ ეს უკანასკნელი ქალიშვილს ეძახდა, რომელიც მისი მიმართულებით გარბოდა და მამას ყურადღებას არ აქცევდა
_ლინააა
_ფრთხილად ჩემო პატარავ _გოგონას მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა _ არ ვიცოდი შენც თუ ჩამოხვიდოდი თორემ აუცილებლად მოვიდოდი თქვენთან
_მომენატრეე ... მამასთან ვრჩები და ყველგან ერთად დავდივართ
_ რატომ ატყუებ? კი არ დავდივართ შენ გარბიხარ და მე ვცდილობ დაგეწიო _ვატოც მივიდა, არც შეყოვნებულა ისე მოხვია ხელი ლინას და ლოყაზე აკოცა _ როგორ ხარ? მეგონა ხვალ ჩამოხვიდოდით
_დრო გამოგვიჩნდა და დღესვე ჩამოვედით
_უნდა გეთქვა, ჩვენთან ერთად წამოხვიდოდი . აქედან გამოგვყევი
_ დარჩენას ვაპირებთ ... პირადი გეგმები გვაქვს _დიმას სიტყვებმა თავადაც კი გააკვირვა აღარაფერს ვიტყვი ვატოზე, რომელსაც გამომეტყველება შეეცვალა _ არ ვიცოდი შვილი თუ გყავდა .... გამარჯობა პატარავ, მე დიმა ვარ , შენ რა გქვია?
_ევა მქვია. შენ ლინას შეყვარებული ხარ?
_სამწუხაროდ არ , მაგრამ ვნახოთ _ ჩუმად უთხრა და ლინას გამომეტყველება დააიგნორა. არ გამორჩენია ვატოს მზერა, არც მისი რეაქციები და ყველაფერი ერთბაშად შეაფასა .
...................
_როდის აპირებდი თქმას
_როცა საშუალება მექნებოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე
_რა საშუალება უნდოდა პირდაპირ გეთქვა დიმა, დღეს შეხვედრაზე ჩემი ყოფილი მოვიდა აღმოჩნდა , რომ მასთან იწყებ თანამშრომლობას . ჩემზე გიჟდება, ვერ მთმობს და ამიტომ გავხდი მეწილე , ჰგონია ასე ახლოს ვეყოლები. იდიოტია და ვერ ხვდება, რომ დამკარგა
_ეს ყველაფერი ერთი შეხედვით დაადგინე და რა საჭირო იყო მოყოლა. ყველაფერი უფრო მარტივად გამოვიდა ვიდრე ველოდი
_ვბრაზობ , ხვდები?
_სრულიად დამსახურებულად, მაგრამ რა შემიძლია რომ ვიღონო?
_უმდა მომიყვე თქვენი ამბავი
_გამორიცხულია
_მაშინ ჩემ წილსაც გადმოგიფორმებ და ითანამშრომლეთ თქვენ ორმა
_შეიშალე?
_არ ვაპირებ სასიყვარულო დრამებში ჩართვას ... ზუსტად უნდა ვიცოდე რა ხდება თქვენთან
_ჩემს წილს ნებისმიერ ხელსაყრელ დროს დაგიბრუნებ და პრობლემა მოგვარდება. ჩემთვის ზედმეტია ამდენი საქმე, მე მზარეული ვარ და არა ბიზნესვუმენი
_მინდა ვიცოდე , მჭირდება
_მე კი საუბარი არ მსურს წარსულზე
_კაცმა ბავშვს შენი სახელი დაარქვა... ამდენი წელი გაკავშირებთ , მის შვილსაც იცნობ
_ერთ სკოლაში ვსწავლობდით ... ბავშვობიდან მიცნობდა , ჩემზე უფროსი იყო სკოლა , რომ დაასრულა ერთმანეთი დიდხანს აღარ გვინახავს. მერე შემთხვევით შევხვდით, ფლირტი გვქონდა როცა მისგან დაორსულდა ევას დედა . შემდეგ ისე მოხდა, რომ მე იმ ბაღში ვიყავი მზარეული სადაც ევა დადიოდა , როგორღაც შეყვარებულები გავხდით , ორი წლის წინ დავშორდით . კარგი იქნებოდა გვარი მეკითხა სანამ შეხვედრაზე მივიდოდი, მაგრამ სიმართლე გითხრა მის გამო საქმეს არ ჩავშლიდი და ჩემს მოვალეობას შევასრულებდი
_როგორ ახერხებ ყოველ ჯერზე როცა დამნაშავე ხარ მშვიდად და აუღელვებლად მესაუბრო და მაიძულო მეც დავივიწყო მომხდარი
_დანაშაულის სიმსუბუქიდან გამომდინარე... ჩემ პირად ცხოვრებას საქმეზე გავლენის მოხდენის უფლებას არ მივცემ . მითუმეტეს, როცა ყველაფერი დასრულებულია
_მე არ ვარ დარწმუნებული , რომ დასრულდა
_ხუთ წუთიანი შეხვედრის შემდეგ დაასკვენი , რომ ჩვენი სიყვარული უკვდავია?
_ტყუილად ცდილობ თავი მომაჩვენო , ვხვდები , რომ შენი პირველი სიყვარულია რომელთანაც ამდენჯერ დაგაშორა ღმერთმა. მისი ხასიათის დამსახურებით ბევრი გადაიტანეთ , მაინც იყავით ერთად და მეეჭვება შენი დაბრუნების სურვილი არ ჰქონდეს
_და მე მაქვს მასთან დაბრუნების სურვილი?
_არ ვიცი , შენს ტვინს რომ არ მოსწონს ვიცი და გულს უყვარს თუ აღარ ეგ რთული სათქმელია
_სულაც არ არის რთული _ ჭიქა ღვინო დაცალა და თვალები დახუჭა _ ერთხელ ვცადე დამეიგმორებინა ჩემი გონება , რომელიც წითლად ანათებდა განგაშის სიგნალს გამოსცემდა და მაფრთხილებდა "ეს ბიჭი არ შეიყვარო , მასთან ვერ ისუნთქებ " , მაგრამ არ დავუჯერე . ბედისწერაა_თქო, ამდენი წელია მიყვარს და ვუყვარვარ უნდა ვცადო_თქო ვთქვი
_მერე , რატომ არ გამოვიდა
_ბევრი მიზეზი მქონდა მაშინ , მაგრამ ახლა ვხვდები , რომ მთავარი მხოლოდ გრძნობების ნაკლებობაა განშორებისას. იმდენად არ მიყვარდა, რომ საკუთარი თავი დამეთმო . უფრო მეტად რომ მყვარებოდა მივყვებოდი მისი ცხოვრების რიტმს , მაგრამ ვერ შევძელი , ვერ დავხუჭე თვალი,ვერ მოვიტყუე თავი და ვერ დავრჩი მასთან.
............
_დღესვე მოდიხარ?
_კი , რაღაცები უნდა ჩავალაგო და ერთ საათში წამოვალ. მაყვალა ბებო გვყავს მეზობლად რომელიც საზამთროს უგემრიელესი მურაბით მამარაგებს , საღამოს მესტუმრე და ერთ _ორ ქილას გავიმეტებ ექსკლუზიურად შენთვის
_ყველა მეზობლისგან რაღაც მოგაქვს ?
_სამაგიეროდ რეცეპტებს გავცემ მე კი ნატურალური პროდუქტებით მამარაგებენ ...
_თეთრი ბლის მურაბაც მოგაქვს?
_კიი , ლიას აქვს ორი დიდიი თეთრი ბლის ხე . რამდენიმენაირი მსხლის მურაბაც მაქვს და გაგასინჯებ, ცოტას
_დიაბეტს ამკიდებთ შენ და შენი მეზობლები
_რაკი არ გინდაა
_როგორ არ მინდა . შენები მანდ რამდენხანს დარჩებიან
_ალბათ მთელი თვით ... აქაურობა მოენატრათ თან რაღაცები მოსაწესრიგებელია . რემონტის გაკეთებაც უნდათ და დიდი ხნით დარჩებიან
_დახმარება თუ დასჭირდებათ ხომ იცი შემიძლია
_ვიცი, შეგიძლია და ბებო ძალიან ბედნიერი იქნება თუ გაჰყვები კაფელ_მეთლახის ასარჩევად
_ნუ დასცინი ბებოს რა
_სულაც არ დავცინი შესანიშნავი გემოვნება აქვს ...
_და ძალიან მოვწონვარ სასიძოდ
_ბებომ თავისი არჩევანი 50 წლის წინ გააკეთა
_ამ ხასიათით როდის დაგაქორწინებს მე არ ვიცი
_ამიტომ ხარ ამ ასაკამდე დაუოჯახებელი ხომ?
_უბრალოდ იმდენად იდეალური ვარ ვერავინ ვიპოვნე ჩემი შესაფერისი
_ღმერთო ჩემო _ ორივე იცინოდნენ . ლინა ქოლგით ხელში მიაბიჯებდა ერთ_ერთ მეზობელთან
_საშინლად წვიმს, იქნებ დღეს დარჩე
_მთელი კვირა ძლიერი წვიმებია და სულ ხომ არ დავრჩე , რას იტყვი?
_ფრთხილად იარე და რომ ჩამოხვალ დამირეკე , ანდაც პირდაპირ ჩემთან მოდი .
_ ვახშამი შენზეა , დესერტი ჩემზე
_სულ შენზე , მადლობა მაყვალა, ლია და თინა ბებიებს რომელთაც ზამთრის მარაგი გაუნადგურე
_ანუ არაფერი წამოგიღო, კარგიი როგორც გინდა
_ნუ მებუტები
_წავედი, ჭორაობის დრო მაქვს გავიგებ ნუნუსგან ახალ ამბებს და ჩემზეც ვეტყვი ერთ ორ სიტყვას
_წარმატებულ ჭორაობას გისურვებ
............
დიმას ვახშამი ჰქონდა მზად და ელოდა . ფოტო გადაუღო სუფრას , შეტყობინება გაუგზავნა "დროულად თუ არ მოხვალ აღარაფერი დაგხვდება" . პასუხს უშედეგოდ ელოდა, ზარზეც არ პასუხობდა მერე კი სქროლვის დროს ვიდეოს წააწყდა , ავარიის კადრები ჰქონდათ ატვირთული , დაინახა როგორ გადმოჰყავდათ მანქანიდან ლინა . რამდენჯერმე გადაახვია, უყურებდა დამტვრეულ მანქანას, გაჭედილ კარს და გამვლელების დახმარებით გადმოყვანილ ქალს. ალისფერი თმები წვიმისგან დასველებულ ბეტონზე ეფინა, მისი იისფერი პალტო სისხლის ქვეთებით იყო დასვრილი , ირგვლივ უამრავი ადამიანი ეხვია, ვეღარ ხედავდა ...
_ტელეფონი თავთან გიდევს , გირეკავ და არ იღვიძებ. წელი ავიტკიე შენ გამო... ვახშამს კი არა მასაჟს უნდა გაკეთებინებდე _ დილიდან ლამის გადმოვარდა ლინას ხმა რომ გაიგო . წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა ისე მივარდა და მოეხვია . მაღლა ასწია და მერე მთელი სახე დაუკოცნა
_კარგად ხარ ... სიზმარი იყო ღმერთოო . იცოდე რომ დაგირეკავ მიპასუხე თორემ გავგიჟდები
_გირეკავდი და მერე შენ არ მპასუხობდი . ასეთი რა დაგესიზმრა , მოვკვდი? ეგ კარგია , სიზმრების ამხსნელ თინას თუ დავუჯერებთ სიზმარში ვინც კვდება ის დიდხანს იცოცხლებს და თუ ტიროდი ხომ საერთოდ ბედნიერება მელის
_ეს რა ჯანდაბა იყო ... ასეთი სიზმარი ბოლოს როდის ვნახე არც კი მახსოვს. ბავშვობაში დამესიზმრა, დედამ ფეხი მოიტეხა და ეგ იყო ყველაზე ცუდი სიზმარი
_და იმედია მერე მართლა არ მოიტეხა
_არაა , მხოლოდ იღრძო
_გადასარევია, ანუ გადავრჩები
_ხუმრობა ამ თემაზე არ მინდა... გული მაქვს ცუდად . მაყვლის კომპოტი მიშველის _ ყუთს თავი ახადა და ქილებს დააკვირდა _ რამდენი რამეაა , შენთვის რა დაიტოვე
_ჩემებს შენი ფოტო ვაჩვენე და ისე მოეწონე ყველას , დამატებით გამომატანეს შენთვის
_სერიოზულად
_სრული სერიოზულობით ვსაუბრობ...შენ კი მეტჯერ ასე უცებ და ასე ძლიერად აღარ ჩამეხუტო , მეგონა ძვლები დამემსხვრა
_ამდენ წუწუნს სჯობს ხელები დაიბანო და ვივახშმოთ
_კარგი დედიკო, ხელების დაბანის გარეშე არაფერს შევჭამ _ბავშვით დაიწყო საუბარი და ენა გამოუყო _სარკეში ჩაიხედე რა სახე გაქვს. სჯობს წყალი შეისხა , გამოფხიზლდე თორემ მგონია , რომ შავებით შეიმოსები და მგლოვიარეებს შორის დადგები ცრემლიანი თვალებით
_ხმა არ გავიგო შენი !
_უკაცრავად?
_ჩუ თორემ დავურეკავ ბებიას და ვეტყვი როგორ მაბრაზებ
_როგორი მასხარა ხარ...
_შენ კი ერთადერთი ქალი რომელიც მაგას მეუბნება და არც რცხვენია , რომ ამ მდგომარეობამდე მიმიყვანა
_ბუზღუნა გახდი , ხვდები?
_ნეტავ რატომ, ვისი გავლენაა _წარბებშეკრული დაჯდა მაგიდის თავში და ისე უყურებდა მომღიმარს
_მინდა ლოყები დაგიჩქმიტო ასე რომ ბრაზდები
_ჩემი გაბრაზება სასაცილოა?
_უძალიანესად
_ჭამის დროს მაინც გაჩუმდი
_ვნახოთ თუ უგემურია რა გამაჩუმებს
_შენი რეცეპტია და თუ არ მოგეწონება საკუთარ თავს დააბრალე
_სჯობს გავჩუმდეთ
_ანუ გემრიელია
_მე გასწავლე, სხვანაირად წარმოუდგენელია
_მეტიჩარა
_მესმის
_ვიცი !
-და ის თუ გახსოვს,რომ დღეს რესტორნის გახსნიდან ერთი წელი გავიდა ...ჩვენი ამბის დაწყებიდან მტელი ერთი წელი შენ კი დადიხარ სოფელში და აგროვებ ზამთრის მარაგს, მე კი აქ ვიშრომე, ვეცადე, მთელი ჩემი ცოდნა გადმოვეცი ამ ვახშამში
_ყოველ ჯერზე იხვეწებით ბატონო დიმიტრი. მხოლოდ საქებარი სიტყვები მემეტება თქვენთვის, ყოჩაღ - დაგემოვნების შემდეგ დასერიოზულდა
_დიდი პატივია თქვენგან ამ სიტყვების მოსმენა
_ჩვენს გოგონას გაუმარჯოს ... ერთწლიან შრომას და შედეგს , რომელმაც მოლოდინს გადააჭარბა
_გაუმარჯოს, მაგრამ ვინ თქვა რომ გოგონაა_ჭიქა ჭიქას შეახო, თვალებში უყურებდა და იცინოდა. მზადების პროცესშიც დალიეს რამდენიმე ჭიქა და ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა
_ ბიჭი რატომ უნდა იყოს ისეთი ლამაზია და რაღაცნაირი
_ რა სექსიზმია, ლამაზი და დახვეწილი კაცი არ გინახავს ? _იცინოდა და ამ დროს ყოველთვის უცვლელად გულის უჩქარებდა ლინას
-გხედავ, ლამაზსა და დახვეწილს , მაგრამ მაინც ჩემთვის გოგოა და ნუ მეწინააღმდეგები უბრალოდ დალიე და აღიარე, რომ ღირდა ის რისკი რაზეც ჩემთან თანამშრომლობის დაწყებისას წახვედი -თავად დალია , თვალები უციმციმებდა , ღაწვები წითელი ჰქონდა და თმის ღერებს თავისუფლებას ანიჭებდა. თვალები დახუჭა , თავი უკან გადასწია და ღრმად ჩაისუნთქა _შვებულება მჭირდება , ბებოსთან და დედასთან ჩავალ , თან ვეტყვი, რომ ბილეთი ვუყიდე და სამშობლოში დავაბრუნებ. ღმერთო ჩემოო , არც კი მჯერა , რომ რეალური გეგმაა და არა ოცნება _ კაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, თვალები გაახილა და მერე უცებ გასწორდა - უჩემოდ ყველაფერს შესანიშნავად გაართმევენ თავს, დეგუსტატორად შენც შეგიძლია იმუშაო, გასვლამდე შეამოწმებ ყველაფერს ... იმედია პრობლემა არ იქნება ხომ ? თუ ერთი კვირა არა , 3 დღე მაინც მჭირდება
_რადგან თვლი, რომ უშენოდ თავს გაართმევენ შეგიძლია წახვიდე . მე შენი უფროსი არ ვარ, კომპანიონი ვარ , ლინა _ისე უნდოდა მანძილი გადაელახა, იმდენად იწვევდნენ ქალის ტუჩები საკოცნელად მათ ნაცვლად კი ღვინის ბოკალს ეხებოდა . მათრობელა სითხე კიდევ უფრო მეტად ზრდიდა სხეულის ტემპერატურას , მოსვენება დაკარგა _ შენ მგონი ისევ საზიზღარი ტიპი გგონივარ და ტეხავს
_სულ ცოტათი აუტანელი ხარ _ ცერა და საჩვენებელი თითებით აჩვენა , თვალები დააწვრილა და თან იღიმოდა _მაგრამ საზიზღარი არ , ცოტათი საყვარელიც ხარ ხოლმე და ძალიან , ძალიან ჭკვიანი , უფრო ძალიან შრომისმოყვარე და კიდევ უფრო მეტად შენში იცი რა მომწონს? რისკზე წასვლა შეგიძლია და არასდროს მეუბნებოდი უარს იმ სიახლეებზე რაც ამ ერთი წლის განმავლობაში შემოგთავაზე
_იქნებ უბრალოდ გენდობოდი, შენს პროფესიონალიზმს , გემოვნებას და ხედვას ვაღიარებ ... როცა გჯერა , რისკიც აღარაა
_და შენ გჯერა , რომ იანას ცოლად შერთვა დიდი რისკი არ არის? _ სრულიად მოულოდნელად გააჟღერა კითხვა , რომელიც გონებას უღრღნიდა
_საიდან მოიტანე, რომ მე და იანას ვქორწინდებით ?
_თვითონ მითხრა, ქორწილს ჩემს ეზოში გავაკეთებთ, მაგრამ მზარეული შენ უნდა იყოო . ტორტზეც ესაუბრა თემოს და ლიკას . ისიც კი ვიფიქრე სანამ იტალიიდან დავბრუნდები მანამ არ დანიშნონ თარიღი_თქო ამ ყველაფრის შემდეგ უარს ნამდვილად ვერ გეტყოდი და ვფიქრობდი წასვლის დრო სწორად ამერჩია . ბარემ თუ მეტყვი როდის გეგმავთ ზუსტად მეცოდინება და მენიუს ჩემ ვარიანტსაც შემოგთავაზებთ ... მხოლოდ ამიტომ წამოვჭერი ეს თემა , საქმე და სხვა არაფერი _არ ამოუსუნთქავს ისე თქვა ყველაფერი , ხედავდა როგორ შეეცვალა გამომეტყველება დიმას, როგორ გაბრაზდა და საშინლად არ უნდოდა მასთან ჩხუბი _ჯანდაბა , ასე რატომ მიყურებ ... კარგი , არაფერი მითხრა შენთან ჩხუბი არ მინდა თანაც დღეს . მე საერთოდ წავალ, სჯობს. მადლობა , რომ თითქმის ყოველ თვეში ამზადებდი ახალ კერძს ... კიდევ თუ გააგრძელებ , ჰედ შეფის ტიტულს მოგანიჭებ , ვფიცავ _ სწრაფად წამოდგა, ნაზვამი რომ იყო და თანაც მღელვარება მოქმედებდა ვერ გაითვალისწინა, წონასწორობა დაერღვა და დიმაც წამსვე მის გვერდით აღმოჩნდა
_ ჩემს ქორწილში შენს მზარეულად მოვლინებას სიზმარშიც არ დავუშვებ
_კარგი , თუ არ გინდა რომ მე ვიყო რამდენიმე კარგ შეფს შემოგთავაზებთ
_ლინაა , იანას ცოლად შერთვას არ ვაპირებ ! _გოგოს სახე ხელებსშორის ქონდა მოქცეული, მზერა გაუსწორა და სიტყვები მკვეთრად გამოკვეთა _ არც ამ ზაფხულს, არც მომავალ წელს და არც არასდროს ! არ ვიცი ეგ სისულელე როდის გითხრა, ორ თვეზე მეტია დავშორდით და მსგავს უაზრო წინადადებას კიდევ ვინმე თუ გეტყვის იმიტომ , რომ გაეჭვიანოს
_საიდან მოიტანე რომ ჩემი ეჭვიანობა უნდოდა? უკაცრავად რა გგონია, რომ მე შენზე და შენს ქალებზე ვეჭვიანობ? _ მანძილი არ გაუზრდია, სიცილი დაიწყო და კაცმაც კიდევ უფრო მეტად შეამცირა მანძილი. თითები ზურგზე გადაიტანა, ერთი ხელი წელზე ჰქონდა მოხვეული თითქოს ქალი მის გარეშე იატაკზე დგომას ვერ შეძლებდა _ ეს მე გითხარი შენ ყოველი ეჭვიანობისას, რომელიმე ჩემი თაყვანისმცემლებიდან ან სხვა ვინმე , რომ მომწონდეს თავად გამოვუტყდებოდი გრძნობებში და
_და რას გააკეთებდი ?
_აუტანელი ხარ , სრულიად შენი სიახლოვე _ ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მაგრამ სრულიად დაამძიმა ვითარება ირგვლივ გავრცელებულმა კაცის სურნელმა _ კარგი იყო, რომ წახვედი, ისეთი შვება იყო
_მე კი მეგონა მოგენატრე ისეთი გაბრწყინებული დამხვდი, მზესავით ანათებდი და სახიდან ღიმილი არ გშორდებოდა _თითები ყელზე შეუცურა, ცერით ქვედა ტუჩზე შეეხო _ მე დავიღალე , შენ არა ?
_არ მესმის რას გულისხმობ
_მთვრალიც კი როგორი შემართებით ხარ, შენი მოდუნება შეუძლებელია ხომ? დინებას არასდროს მიჰყვები
_არ მქონდა ისეთი ცხოვრება დინებას, რომ საინტერესო ადგილთან მივეყვანე... მე სულ თავის დაღწევა მიწევდა შენ კი ყოველთვის იდეალური გარემოცვა გქონდა . შენთვის მარტივია
_ყველაფერი, შენს გარდა
_არ გინდა _ მას აჩერებდა, არადა იცოდა ორივეს ერთი სურვილი ჰქონდა . თავი გვერდით შეაბრუნა , კაცის მკლავი ისევ არ მოუშორებია , ლოყაზე რომ შეეხო მხურვალე ტუჩები ტირილი მოუნდა , კაცი რომ მოეხვია და მისი გულისცემა ახლოდან მოისმინა სუნთქვაც შეეკრა _ უნდა წავიდე , გთხოვ -გაექცააა,მაგრამ იცოდა დიდხნს ვერ დაემალებოდა გრძნობებს.
................
_გიყვარს , ხომ ? _ მანქანიდან გადმოსვლამდე მიუჯდა გვერდით. კარი დახურა და მზერა გაუსწორა. ცუდი განათების მიუხედავად მაინც ჩანდა ჩხუბის კვალი _ვიცი , ვხედავ როგორც უყურებ
_ჩემი გრძნობები შენ არ გეხება ... ვალდებული არ ვარ გითხრა მიყვარს თუ არა
_ აუცილებლად ვალდებული უნდა იყო რამე რომ გააკეთო , არა? _ ჩაიცინა და სახეზე ხელები ჩამოისვა _ როგორი რთულია , იმაზე მეტად ვიდრე მეგონა
_სერიოზულად აპირებ იწუწუნო გულის ტკივილზე ჩემთან , ქალთან რომელსაც შენი უთვალავი რომანი აქვს ნანახი , შენგან ორსული ქალიც კი და ბავშვი , რომელმაც სამუდამოდ დაგაკავშირა ნაშადწოდებულთაგან ერთ_ერთთან ... არც კი გაბედო რაიმე მითხრა გულის ტკივილთან დაკავშირებით, შანსზე ან უსიყვარულობაზე. მე და ჩემმა სიყვარულმა იმაზე მეტი გადავიტანეთ ვიდრე იმსახურებდით შენ და შენს წარმოდგენებში არსებული გრძნობები ჩემს მიმართ. შენ მე ვერ ამიჩუყებ გულს, შენი ტკივილი არაფერია , ეს მხოლოდ ეგოა ,რომელიც შეირყა _ უყურებდა ნაცემს და არ ინდობდა, გონებაში მხოლოდ დიმა ჰყავდა , მისი სავარაუდო მოწინააღმდეგე რომლის მდგომარეობაც ყველაზე მეტად ადარდებდა . მოულოდნელად დაკარგა წონასწორობა , როდესაც კაცმა საუბარი კოცნით შეაწყვეტინა. კეფაზე გაშლილი ხელისგულით აწვებოდა და ტუჩებს უკოცნიდა მანამ სანამ ლინა შეძლებდა თავის დახსნას . მთელი ძალით უბიძგა საწინააღმდეგო მხარეს და მანქანიდანაც სასწრაფოდ გადავიდა.
_ლინა
_არ მომიახლოვდე ! მე ყოველთვის ყველაფერს ვითვალისწინებდი და პატივს ვცემდი ჩვენს ძველ ურთიერთობას , მაგრამ შენ იმდენად არ გაინტერესებს ჩემი არჩევანი , ჩემი აზრები თუ გრძნობები ,იმდენად ეგოისტი ხარ რომ არც კი ისმენ , არ ხედავ არ გინდა გაიგო რას გეუბნები _ გამომეტყველება მთლიანად შეეცვალა, თვალები აემღრვრა და ხმაც გაუტყდა _ უკვე მეშინია იმდენად არ გადაგეკეტოს ტვინი , რომ ხელი ჩამავლო და სადმე გადაკარგულში წამიყვანო , როგორც მაშინ
_გეშინია ? შენ ჩემი მხოლოდ იმიტომ გეშინია , რომ გაკოცე ? შევიშლები ნამდვილად ,რატომ მიყვარს სამყაროში ყველაზე რთული ქალი
_იმ ქალის კოცნა რომელთანაც ურთიერთობა არ გაქვს არაფერია? შენი ყოველთვის მეშინოდა . მიუხედავად იმისა, რომ კამათის დროს ხმის კონტროლსაც აიძულებდი თავს მაინც ისეთი შეხედულებები გქონდა იმდენი რამ მიგაჩნდა ბუნებრივ ქცევად , რომ შინაგანად ყოველთვის ვცდილობდი ყურადღებით ვყოფილიყავი . იმ დღეს სოფელში რომ მიგყავდი და წამითაც არ გიფიქრია, რომ ჩემი ისტერიკისთვის მოგესმინა , რომამტიკულად შერაცხე შენს გონებაში სადღაც მთის სახლში წასვლა . გინდოდა დაგერწმუნებინე,რომ ქორწინების დრო იყო და ვიცი დღემდე ვერ მიხვდი რატომ ვერ ვხედავდი რომანტიკას ჩემი ნების საწინააღმდეგოდ იქ წასვლას როგორი ლამაზი ხედიც არ უნდა ყოფილიყო ფანჯრიდან. უმნიშვნელოვანეს გასაუბრებაზე უნდა გავსულიყავი და გეშინოდა ,თუ ამიყვანდნენ ქალაქიდან წასვლა მომიხდებოდა შენ კი ყელში გქოდნა უკვე ამოსული ჩემი მზარეულის კარიერა , მითუმეტეს შორს წასულს ვერ წარმომიდგენდი ... როგორ უნდა გამეგრძელებინა კაცთან ურთიერთობა , რომელიც ფემიციდს პასუხობდა სიტყვებით "ალბათ ღალატობდა და გამოიჭირა " , ახალგაზრდების ჩხუბის წინააღმდეგი კი არ იყო სულ მონაწილეობდა რაღაც სულელურ გარჩევებში და მეტიც,მხოლოდ იმიტომ დაჭრა ბიჭი , რომ მისგან ყვავილები მივიღე. ყველაფერი გინდა გავიხსენო რის გამოც შემშინებია და რატომაც არ ვარ შენთან? ღმერთო ჩემო, მე ვარ რთული და მე მეშინია უსაფუძვლოდ კაცის რომელიც ახლაც სისხლიანია . დიმა სცემე ? რისთვის , იმისთვის რომ მიყვარს ? გიღალატე და არ ვიცი? თავისუფალი არ ვარ , უფლება არ მაქვს ვინც მინდა ის მიყვარდეს ? _ იმდენად აირია , რომ გონებადაბინდულმა აღიარა გრძნობები . ვეღარ ამჩნევდა ბოლო რამდენიმე წამში როგორ დაიძაბა ვატო , ცრემლები სდიოდა უკვე , ძალა ერთიანად გამოეცალა , გული ისე სწრაფად უცემდა ხმებიც კი აღარ ესმიდა _ რატომ გინდა პირველი სიყვარული სანანებელი გამიხადო...რატომ არ შეგიძლია მიიღო ჩვენი დაშორება . სამუდამოდ დახურო ეს კარი და მიხვდე, რომ მე არ ვარ ის ქალი ვინც გვერდით გჭირდება . ნუ მეტყვი, რომ მე არასდროს არაფერს დამიშავებდი, რომ მე ერთადერთი ვარ ... შენ თავადაც არ იცი რას გააკეთებ იმდენად ღრმადაა სიბნელე შენს ტვინში დალექილი . შენ მე უკვე მაცხოვრე სტრესში, მუდმივ შიშში , რომ რაღაც შეგემთხვეოდა ... ბიჭებთან მეგობრული საუბარიც კი შემბოჭველი იყო ჩემთვის , მიუხედავად იმისა , რომ თავისუფლებას თითქოს არ ვიზღუდავდი ძველებურად მაინც ვერ ვიქცეოდი და ამის გააზრებას დიდი დრო დასჭირდა. შენთან რომ აღარ ვარ და აღარასდროს ვიქნები ამ გადაწყვეტილებაში ჩემს გრძნობებს დიმას მიმართ უმნიშვნელო წვლილი აქვს _ უკან იხევდა _ბოლოს მოგეხვიე და ისე დავასრულეთ ახლა კი უბრალოდ მინდა , რომ წახვიდე _ საუბარი შეწყვიტა როდესაც გაიაზრა, რომ ვატო ვიღაცას უყურებდა . შებრუნებისას ყველას ელოდა იქ დიმას გარდა . ვატოსგან განსხვავებით მოწესრიგებული იყო , ისე გამოიყურებოდა ცემის კვალს ერთი შეხედვით ვერ შეამჩნევდით . ვატოდან მზერა ლინაზე გადმოიტანა, გაყინულ მტევანზე მხურვალე თითები შემოჰხვია და სითბო გაუზიარა.
_მგონი ცხადია , როგორ დასრულდა მასთან პირადი და ჩემთან საქმიანი ურთიერთობა
..............
_თუ მარტო დარჩენა გირჩევნია უბრალოდ წავალ _ ხელს არ უშვებდა , მტევანზე აკოცა და პასუხს დაელოდა
_მთვრალი ალუბალი მინდა , მომიმზადებ ?
_რამე ისეთი რომ ვცადო რაზეც წარმოდგენა მაქვს ?
_ბრმად უნდა მიჰყვე ჩემს მითითებებს
_მთვრალი ალუბალი უნდა მოვამზადო ფხიზელმა?
_ალკოჰოლის მიღების უფლება ჯერ კიდევ არ გაქვს ... ტორტსაც მხოლოდ მე შევჭამ
_რით დავიმსახურე ეს მძიმე სასჯელი?
_მუცელში რომ დაერტყა ჩხუბის დროს მერე რას აპირებდი ? ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება გაქვს საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ? _ როგორ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი, როგორ ცდილობდა ყველაფერი დაევიწყებინა , მაგრა სახლში შესვლის შემდეგ მკვეთრი განათების ქვეშ უკეთ ჩანდა ჩხუბის კვალი და ემოციებიც ისევ აირია. თვალები დახუჭა და ცრემლების შეკავებას ეცადა , ტირილი რომ დაეწყო ამჯერად ვეღარ გაჩერდებოდა
_სერიოზული დამოკიდებულება მაქვს შენს მიმართ ... _ მსუბუქად მოეხვია და თვალები დაუკოცნა , ყვრიმალზე გადავიდა და გაეღიმა ლინამ წარბები რომ აზიდა მაღლა
_ნუთუ
_დიახ , ასეა და რაც შეეხება ჩხუბს, როგორც სჩანს ვატოს არ უთქვამს , რომ ერთმანეთთან არ გვიჩხუბია. ვერ მოვასწარით საუბრის მაგ დონემდე მიყვანა თორემ სიამოვნებით . როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს ერთი ვცემეთ თავის ხროვასთან ერთად და მინდა გითხრა, რომ ფრთებს არ ვმალავ , მეც არ ვარ ანგელოზი
_ღმერთო ჩემო ... მანამ რაზე საუბრობდით
_საქმეზე და შენზე ... წილს მთავაზობდა ჩვენი კონტრაქტი რომ შემეცვალა სასტუმროს აშენების შემდეგ იქ გადასულიყავი შენს გუნდთან ერთად . ვუთხარი, რომ შენ უნდა გადაგეწყვიტა , მაგრამ როგორც ვვარაუდობდი თანახმა არცერთ შემთხვევაში იქნებოდი _ მშვიდად საუბრობდა. სამზარეულოსკენ დაიძრა და ლინას მზერა გაიყოლა _იმედია დეტალების მოყოლას და ჭორაობას არ მომთხოვ ხომ?
_იმედია სასტუმროს წილს ნამდვილად არ დათმობ და ის ყველაფერი დასრულებასთან დაკავშირებით ცხელ გულზე თქვი
_ჩემთვის მნიშვნელოვანი შენ ხარ, მინდა ჩემს ცხოვრებაში იყო და არ ვაპირებ დამატებითი შემოსავლის გამო ვიურთიერთო იმ ადამიანთან ვინც დისკომფორტს გიქმნის . ესეც რომ არ იყოს , არ მჭირდება პარტნიორად კაცი , რომელთან საერთო აზრის გამონახვა არ შემიძლია
_დღეს ზედმეტად ხმამაღალ განცხადებებს ხომ არ აკეთებთ ბატონო დიმიტრი ?
_დღეს ვაკეთებ "მთვრალ ალუბალს " და ხმამაღალ განცხადებას თუ გავიხსენებ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც გონებაში ერთი უმშვენიერესი ქალბატონის სიტყვები ტრიალებს გონებაში გაუჩერებლად და ბედნიერებით მავსებს ... ზუსტ ციტირებს ვერ მოვახდენ თუმცა შემიძლია გაგახსენოთ
_წარმოდგენა არ მაქვს რაზე საუბრობთ ასე აღტაცებით , ვშიშობ ზედმეტად ნაადრევი არ იყოს ეს თქვენი გაცისკროვნებული მზერა და მნათობი სახე . ბისკვიტი თუ ჩავარდება მეორედ მოგიხდებათ მომზადება და სჯობს ყურადღებით მისმინოთ
_მაყვლის კომპოტი შემოგრჩა თუ მთელი მარაგი ამოვწურე, ისე მიყურებ მაშინებ და რამე მჭირდება გასამხნევებლად
_გული მიგრძნობდა რომ მოხვიდოდი და მაცივარში დავდე გასაგრილებლად
_თქვენი გულის გრძნობები ძალზედ მიყვარს და
_და კვერცხის გული ცილისგან უნდა განაცალკევო , დამოუკიდებლად . იმედია წინანდელივით მთელ მარაგს არ ამომიწურავ
_არადა მხოლოდ ორი გავაფუჭე
_ორი რომელიც უკვე გამზადებულ სამს შეურიე და მერე მთლიანად გადაღვარე
_დეტალებს ნუ გავიხსენებთ, მთავარია გემრიელი გამოვიდა და ჩემს ხელებს სხვა ყველაფერთან ერთად კონდიტერიის ნაწილის ათვისებაც შეუძლია
_ზედმეტი ლაპარაკი
_არ უხდება კარგ მზარეულს მზადების პროცესში ... გაკვეთილი პირველი _გასწორდა და ისე თქვა უკანასკნელი სიტყვები
_არასერიოზულად ეკიდები ჩემი ბავშვობის სიყვარულ ტორტს
_შენი ბავშვობის სიყვარულის დღეა დღეს . ჩავინიშნოთ ეს თარიღი და ყოველ წელს ავღნიშნოთ
_რა ავღნიშნო პირველ სიყვარულთან განშორების დღე?
_პირველთან დაშორების და უკანასკნელთან დაწყების დღე
_პირველს დიდი ხნის წინ დავშორდი და უკანასკნელზე ვერაფერს ვიტყვი
_მართალია , ვერაფერს დაამატებ უკვე ისედაც ყველაფერი თქვი რისი მოსმენაც მჭირდებოდა
_ახლა გჭირდება შაქარი, ფქვილი და ბისკვიტის ფორმა
_გულის ფორმა გვაქვს ხომ? _ მარტივად იპოვნა , ყველაფერი იცოდა სად რა იდო და თავს ისე გრძნობდა როგორც საკუთარ სახლში _გადავიტანო უკვე თუ არ?
_ფრთხილად
__ასე რომ მიყურებ ვიბნევი , შენ რომ გააკეთო არ გინდა?
_არა
_და კურსების დაწყებაზე ისევ არ ფიქრობ?
_ვნახოთ ჩემი პირველი მოსწავლე რა შედეგს დადებს
_მთლად ჩემ შედეგებს ნუ დაელოდები ... ხომ თქვი სულ მინდოდა ჩემი აკადემია მქონოდაო
_შორეული მომავლის გეგმაა , რომელსაც მას შემდეგ ავისრულებ კიდევ რამდენიმე ქვეყნის სამზარეულოს საფუძვლიანად რომ შევისწავლი _ აკვირდებოდა და ეღიმებოდა იმდენად სასაცილო სამახავი იყო კუს ნაბიჯებით რომ გადაადგილდებოდა ღუმელთან მისვლამდე _ყოჩაღ
_კრემის მომზადებამდე წამახალისებელ კოცნას არ ვიმსახურებ? თან ყბა მტკივა _ ახლოს მიიწია და დაელოდა როდის აკოცებდა , მაგრამ სულ ტყუილად
_ალუბალი აქ მაქვს ... მზადაა უკვე
_მთვრალია ?
_დიახ
_ახლა რომ გაკოცო ძალიან გაბრაზდები ? _ მაგიდას ეყრდნობოდა ხელისგულებით და მკლავებსშორის ჰყავდა მოქცეული ქალი
_ალუბლებზე მეტად მათრობელა თუ გამოვა არ - ტუჩების შეხებამდე დაიჩურჩულა , თვალები დახუჭა და ბედნერმა
..............

_ჯერ მხოლოდ 5 დღე და 10 საათი გავიდა მე კი საუკუნე მგონია და შენ კიდევ აპირებ ორ კვირიან შვებულებას დაუმატო 10 დღე? _ იქამდე თუ ყოველი საუბრისას თავს იკავებდა შემდეგ სიტყვები ვეღარ დაიჭირა და ლინას წარბების აზიდვაც მიიღო შედეგად
_მომეყურა , ხომ?
_არაა , არა და არა !
_შვებულების უფლება მაქვს თანაც მეუბნები რომ ყველაფერი რიგზეა , ჩემები თავს არაჩვეულებრივად ართმევენ და მომხმარებლებიც კმაყოფილები არიან
_მე ვარ უკმაყოფილო , საკმარისი არა ვარ?
_საკმარისი რისთვის
_აქციისთვის ...მორჩა საუბარს ვასრულებ , ბანერები უნდა მოვამზადო შენი დაბრუნების მოთხოვნით
_დიმიტრი , თქვენ ნამდვილად არ იმყოფებით რაიმე მათრობელა ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ?
_დიახ, ვფიცავ ნამდვილად არ ვიმყოფები მათრობელა ნივთიერების გავლენის ქვეშ , მაგრამ თავბრუდამხვევ გრძნობაზე ვერაფერს ვიტყვი
_მგონი დროა საუბარი დავასრულოთ ...
_სხვა ალტერნატიული გაგრძელება , რომ არსებობდეს დიდი სიამოვნებით შენ კი საუბარსაც ასრულებ . რა ხდება მანდ? ბებომ იტალიელი სიმპათიური ქმრობის კანდიდატი გაგაცნო?
_შენი მოსმენა უკვე შეუძლებელი ხდება , სრულიად არასერიოზული ხარ
_ასეთი სერიოზული არასდროს ვყოფილვარ ... დაბრუნდი თორემ ჩამოვალ
_მუქარის ტონი გაქვს , მაგრამ საშიში პირობა არ _ გაუღიმა და დაასრულა კიდეც. ნამდვილად არ წარმოედგინა დიმას მსგავსი ადამიანი ყველა საქმეს თუ მიატოვებდა და იტალიაში გაფრინდებოდა
_რადგან აქ ვართ ბანალური ვიქნები და პიცის მომზადებას მოვითხოვ ... მინიმუმ რესტორანში უნდა წამოყვანო , ისეთი დამღლელი ფრენა იყო თითქოს საუკუნე გავიდა. გვერდით ქალი იჯდა, თავის მაზლისშვილს მირიგებდა , ფოტოებიც დაურთო ბიოგრაფიას და სხვათაშორის დაფიქრებად ღირს ისეთი რეზიუმე წარადგინა ბიცოლამ
_შენ ... ეს ხედი უკან ფილტრია თუ ნამდვილად აქ ხარ
_ მე კი აქ ვარ, მაგრამ შენ ზუსტად სად ხარ თუ არ მეტყვი ყოვლისშემძლე არ ვარ . ვიცი, ვიცი გგონია დიმიტრის ყველაფერი შეუძლიაო, მაგრამ ეგრეც არ არის _ კამერა შეაბრუნა და ადგილი აჩვენა _ აქ ვიქნები , მოსვლას შეძლებ ? თუ მხოლოდ ჩემთვის შევუკვეთო
_მოვდივარ ...
_ფრთხილად იარე, არ იჩქარო , ლოდინი შემიძლია _ მშვიდი ხმა ჰქონდა ლინა კი მასთან მისვლის შემდეგაც ვერ დამშვიდდა. რომ მიუახლოვდა და მოეხვია ისევ ვერ იჯერებდა , ვერც იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს
_ღმერთო _ უეცრად იგრძნო ყველა ემოცია როგორ შეიკრა ერთ წერტილში, გაერთიანდა და ცრემლებად აფეთქდა
_მინდა მაღმერთებდე, მაგრამ ცრემლიანი თვალებით არ _ ეხვეოდა, თავზე ეფერებოდა მერე ლოყაზე აკოცა და გაეღიმა ქალმა სახე რომ დამალა _ აქ იმისთვის ვარ , რომ გიყურო და შენ მემალები ? ჟღალუნა
-ჟღალუნას მაყვალზე მეტად უყვარხარ ...
-როგორ? თუ მე მიყვარხარ მაყვალზე მეტად
-როგორ გგონია რატომ მოვამზადე მაინცადამაინც მაყვლის საწებელი?
-შანსი არ არის !
-არის
-მაყვალა ხარ ,ჟღალუნა?
-მაყვალა შენ ხარ , ბჟიტო !







.................
იმედია მოგეწონება, ჟღალუნა
................
პ.ს მეგრული ენის პედაგოგს,ჩემს თამუნა ბიბუნას მადლობა



№1 სტუმარი სტუმარი maco maco

წყალივით ხარ უდაბნოში…წაკითხულით მოვბრუნდები:)

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი maco maco
წყალივით ხარ უდაბნოში…წაკითხულით მოვბრუნდები:)

heart_eyes heart_eyes

 


№3  offline წევრი დარინა

ისეთი ტკბილი იყო შენ რომ შეგეფერება მარიამ, სასიამოვნოდ წასაკითხიი და იმდენი ემოციებით დაიხინძლეეე, რა კარგია რომ არსებობ დამიხარია 25 წლის წინ რომ დაიბადეე ❤️❤️ მომნატრებია შენი ისტორიებოს სრულად წაკითხვაა. შენი ძველი წყვილების ნოსტალგიაც კი გამოჩინაა. შემიყვარდენ ეველინა და დიმა განსაკუთრებულად ტკბილები იყვნენ და მიხარია შენი საოცარი თითებით რომ შექმენიი საოცარი ისტორიაა.

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

დარინა
ისეთი ტკბილი იყო შენ რომ შეგეფერება მარიამ, სასიამოვნოდ წასაკითხიი და იმდენი ემოციებით დაიხინძლეეე, რა კარგია რომ არსებობ დამიხარია 25 წლის წინ რომ დაიბადეე ❤️❤️ მომნატრებია შენი ისტორიებოს სრულად წაკითხვაა. შენი ძველი წყვილების ნოსტალგიაც კი გამოჩინაა. შემიყვარდენ ეველინა და დიმა განსაკუთრებულად ტკბილები იყვნენ და მიხარია შენი საოცარი თითებით რომ შექმენიი საოცარი ისტორიაა.

ჩემო ძვირფასო დარინა heart_eyes უღრმესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი თ. ა.

ისეთი საჩუქარი იყო ჩვენთვის საოცრება ნამდვილი. და ეს ისტორია ჩაიწერა რჩეულთა სიაში. მთვრალი ალუბალიც და მაყვალიც. ვერ მოვწყდი სანამ არ გავედი ბოლოში და ბილომდე ვისიამოვნე ამ საყვარელი ისტორიით.

 


№6 სტუმარი სტუმარი მარია

როგორ მომნატრებია შენეული ისტორიები❤
მსუბუქი, ჰაეროვანი, ყველა პრობლემას რო დაგავიწყებს და ღიმილს არ მოგიშლის სახიდან????

 


№7  offline წევრი Elene777

ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის უბედნიერესი ვარ❤️❤️ძალიან მიყვარხარ❤️❤️❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი La-Na

მომეწონა რომელია ლამის გავათენე.სასწაული იყო როგორც ყოველთვის.დიმა და ლინა სუპერ.მომეწონა ლინას მიზანდასახულობა.ბევრს არ შეუძლია.დაბადების დღეზე შენთვის უნდა მოგვერთვა საჩუქრებია და აქეთ გაგვიკეთე საჩუქარი ❤️❤️❤️შენს ნიჭს ვაღმერთებ ????????

მადლობა შენს დედიკოს და მამიკოს შენი არსებობისთვის????????????
--------------------
ლანა

 


№9  offline წევრი anisia

რას მიშვრები მარიამ??? დილის 6ის ნახევარიაა 3საათში ჩემი შვილი ადგება და მე 3 წუთიც კი არმიძინია ჯერ :დ ამ ემოციებით რადამაძინებსს :დ მადლობაა მადლობა და კიდევ მადლობააა. ვგიჟდები ჟღალებზე და მზარეულებზე საერთოდ ვაფრენ

 


№10 სტუმარი სტუმარი მარიამი

ზოგადად შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული, თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ კომენტარი დაგიტოვო და გადმოვცე რას ატრიალებ ჩემს გულსა და გინებაში. ბაბუაჩემი ამბობდა თუ რაიმე კარგი გაქვს სათქმელი ყოველთვის თქვია და ახლა აქ ვარ. შენი ისტორიების კითხვა დაახლოებით 5-6 წლის წინ დავიწყე. იქიდან მოყოლებული ჩემი ყველაზე საყვარელი ავტორი ხარ ამ საიტზე. სულ მინდა წერდე, არამხოლოდ იმიტომ რომ ზე ნიჭიერი ხარ იმიტომაც რომ ამდენ ადამიანს ახარებ. ყოველ ჯერზე უამრავი კომენტარი მხვდება რამდენად აბედნიერებ ყველას ისტორიებით და ამისთვის უდიდესი მადლობა. ვთვლი რომ ამით გქვია კარგი მწერალი. ეხლა როცა ძალიან შორს ვცხოვრობ საქართველოსგან ეს საიტი და კონკრეტულად შენ სულ სახლს მახსენებს და ჩემი კომფორტია აქ შემოსვლა და შენი ძველი ისტორიებიდან დაწყებული დღემდე დაწერილის კითხვა.უდიდესი მადლობა შენ ამისთვის და მინდა სულ წერდე. ძალიან დიდი საგანძური გაქვს წერის წარმოსახვითი უნარის და გადმოცემის მხრივ. მიხარია რომ გიპოვე და იმედი მაქვს კიდევ ბევრ შენს შედევრს მოვესწრები.

მადლობა
შენი ერთგული გულშემატკივარი და მკითხველი.

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

თ. ა.
ისეთი საჩუქარი იყო ჩვენთვის საოცრება ნამდვილი. და ეს ისტორია ჩაიწერა რჩეულთა სიაში. მთვრალი ალუბალიც და მაყვალიც. ვერ მოვწყდი სანამ არ გავედი ბოლოში და ბილომდე ვისიამოვნე ამ საყვარელი ისტორიით.

როგორ მიხარია ჩანაფიქრი რომ შევასრულე დაზუსტად ისეთი გამოვიდა როგორსაც ვგეგმავდი ♡♡♡♡
უღრმესი მადლობაა

სტუმარი მარია
როგორ მომნატრებია შენეული ისტორიები❤
მსუბუქი, ჰაეროვანი, ყველა პრობლემას რო დაგავიწყებს და ღიმილს არ მოგიშლის სახიდან????

სიმბოლურად დავიწყე რთულ დროს მსუბუქი ისტორიის წერა და ძალიან მიხარია რომ თქვენთვისაც სასიამოვნო იყო კითხვის პროცესი ♡♡♡♡♡

Elene777
ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის უბედნიერესი ვარ❤️❤️ძალიან მიყვარხარ❤️❤️❤️

♡♡♡♡♡♡

La-Na
მომეწონა რომელია ლამის გავათენე.სასწაული იყო როგორც ყოველთვის.დიმა და ლინა სუპერ.მომეწონა ლინას მიზანდასახულობა.ბევრს არ შეუძლია.დაბადების დღეზე შენთვის უნდა მოგვერთვა საჩუქრებია და აქეთ გაგვიკეთე საჩუქარი ❤️❤️❤️შენს ნიჭს ვაღმერთებ ????????

მადლობა შენს დედიკოს და მამიკოს შენი არსებობისთვის????????????

ლანა ♡♡♡♡
მადლობა შენ სულ რომ მახარებ ♡

anisia
რას მიშვრები მარიამ??? დილის 6ის ნახევარიაა 3საათში ჩემი შვილი ადგება და მე 3 წუთიც კი არმიძინია ჯერ :დ ამ ემოციებით რადამაძინებსს :დ მადლობაა მადლობა და კიდევ მადლობააა. ვგიჟდები ჟღალებზე და მზარეულებზე საერთოდ ვაფრენ

აი მკითხველების გათენებული ღამეები ცოდვად დამედება მხრებზე და არ ვიცი რა მეშველება იმედია გააბათილებს ის ემოციები რასაც კითხვის დროს იღებთ ♡♡♡♡♡ ძალიან ძალიან მიხარია ამდენად რომ დაგანიტერესათ ♡ უღრმესი მადლობა

სტუმარი მარიამი
ზოგადად შენი ყველა ისტორია მაქვს წაკითხული, თუმცა ხშირად ვერ ვახერხებ კომენტარი დაგიტოვო და გადმოვცე რას ატრიალებ ჩემს გულსა და გინებაში. ბაბუაჩემი ამბობდა თუ რაიმე კარგი გაქვს სათქმელი ყოველთვის თქვია და ახლა აქ ვარ. შენი ისტორიების კითხვა დაახლოებით 5-6 წლის წინ დავიწყე. იქიდან მოყოლებული ჩემი ყველაზე საყვარელი ავტორი ხარ ამ საიტზე. სულ მინდა წერდე, არამხოლოდ იმიტომ რომ ზე ნიჭიერი ხარ იმიტომაც რომ ამდენ ადამიანს ახარებ. ყოველ ჯერზე უამრავი კომენტარი მხვდება რამდენად აბედნიერებ ყველას ისტორიებით და ამისთვის უდიდესი მადლობა. ვთვლი რომ ამით გქვია კარგი მწერალი. ეხლა როცა ძალიან შორს ვცხოვრობ საქართველოსგან ეს საიტი და კონკრეტულად შენ სულ სახლს მახსენებს და ჩემი კომფორტია აქ შემოსვლა და შენი ძველი ისტორიებიდან დაწყებული დღემდე დაწერილის კითხვა.უდიდესი მადლობა შენ ამისთვის და მინდა სულ წერდე. ძალიან დიდი საგანძური გაქვს წერის წარმოსახვითი უნარის და გადმოცემის მხრივ. მიხარია რომ გიპოვე და იმედი მაქვს კიდევ ბევრ შენს შედევრს მოვესწრები.

მადლობა
შენი ერთგული გულშემატკივარი და მკითხველი.

უღრმესი მადლობა თქვენ, რომ გადაწყვიტეთ და "გამეცანით" წერის სურვილს სწორედ მკითხველის ჩემდამი დამოკიდებულება მიმძაფრებს და ვეცდები მიღებული ემოციების ხარჯზე მალევე დავბრუნდე ახალი ისტორიით ♡♡♡♡♡♡♡♡♡

 


№12 სტუმარი ნანამია

ოქრო გოგო ხარ მოკლედ... მომწონს როგორც წერ...კითხულობ და გინდა ბოლომდე ჩაიკითხო,რა მნიშვნელობა აქვს რა დროა და გცალია თუ არა... მთავარია უკვე შეყვარებულ პერსონაჟებს ბოლომდე მიყვე... დიდი მადლობა იმისთვის რომ " გამაცდინე " დიდი მადლობა და წარმატებები,,...

 


№13 სტუმარი One

Rogor visiamovne❤️Madloba mariam, mogvenatree

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

One
Rogor visiamovne❤️Madloba mariam, mogvenatree

მადლობა თქვენ
ვეცდები მალე დავბრუნდე

ნანამია
ოქრო გოგო ხარ მოკლედ... მომწონს როგორც წერ...კითხულობ და გინდა ბოლომდე ჩაიკითხო,რა მნიშვნელობა აქვს რა დროა და გცალია თუ არა... მთავარია უკვე შეყვარებულ პერსონაჟებს ბოლომდე მიყვე... დიდი მადლობა იმისთვის რომ " გამაცდინე " დიდი მადლობა და წარმატებები,,...

laughing აი როგორი კომპლიმენტია თან რო სინდისი მქენჯნის რომ "მოგაცდინეთ" თან მიხარია ,რომ ვერ მოწყდით
heart_eyes heart_eyes

 


№15 სტუმარი სტუმარი ნატალია

სასწაული გოგო ხარ, საუკეთესო საჩუქარი გვაჩუქე შენს დაბადების დღეზე.
საოცრად ტკბილი ისტორია იყო.
ხშირად გაგვანებივრე რა, სულ გელოდებით ❤️

-ჟღალუნას მაყვალზე მეტად უყვარხარ ...
-როგორ? თუ მე მიყვარხარ მაყვალზე მეტად
-როგორ გგონია რატომ მოვამზადე მაინცადამაინც მაყვლის საწებელი?
-შანსი არ არის !
-არის
-მაყვალა ხარ ,ჟღალუნა?
-მაყვალა შენ ხარ , ბჟიტო

კითხვა მაქვს, რა გამომრჩა?
საიდან იცოდა მაყვალზე?

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ნატალია
სასწაული გოგო ხარ, საუკეთესო საჩუქარი გვაჩუქე შენს დაბადების დღეზე.
საოცრად ტკბილი ისტორია იყო.
ხშირად გაგვანებივრე რა, სულ გელოდებით ❤️

-ჟღალუნას მაყვალზე მეტად უყვარხარ ...
-როგორ? თუ მე მიყვარხარ მაყვალზე მეტად
-როგორ გგონია რატომ მოვამზადე მაინცადამაინც მაყვლის საწებელი?
-შანსი არ არის !
-არის
-მაყვალა ხარ ,ჟღალუნა?
-მაყვალა შენ ხარ , ბჟიტო

კითხვა მაქვს, რა გამომრჩა?
საიდან იცოდა მაყვალზე?


არ იცოდა, ლინასაც უყვარს მაყვალი და ამიტომ გააკეთა ის კერძი
smile

 


№17 სტუმარი სტუმარი ლია

საუკეთესო საუკეთესოთა შორის????????????

 


№18 სტუმარი lela

მახარებს შენი გამოჩენა. იმდენ ემოციებს ბადებ ჩემში შენი ნაწარმოებებით რომ ვერ გადმოგცემ. გელი ახალი ისტორიით. heart_eyes

 


№19  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი ლია
საუკეთესო საუკეთესოთა შორის????????????

♡♡♡♡♡♡

lela
მახარებს შენი გამოჩენა. იმდენ ემოციებს ბადებ ჩემში შენი ნაწარმოებებით რომ ვერ გადმოგცემ. გელი ახალი ისტორიით. heart_eyes

მეც ძალიან მინდა ოქტომბერში დავბრუნდე და ვნახოთ
გეგმა მაქვს და თუ გამოვა

 


№20 სტუმარი სტუმარი Elena

გული გამიჩერდა შენი ნიკი რომ დავინახე ????????

რომ დავასრულებ კითხვას იმედია ცოცხლებში ვიქნები და მოვალ ბევრი ემოციით ❤️

 


№21  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Elena
გული გამიჩერდა შენი ნიკი რომ დავინახე ????????

რომ დავასრულებ კითხვას იმედია ცოცხლებში ვიქნები და მოვალ ბევრი ემოციით ❤️

heart_eyes heart_eyes
იმედია მოგეწონება

 


№22 სტუმარი სტუმარი Lusi

ძალიან სასიამოვნო იყოო..კიდე მინდოდა გაგრძელება,არ მეყოო..ქორწილი..შვილები.. გააგრძელეე ან სხვა ასეთი გემრიელი შემოგვთავაზეე..წარმატებებიი

 


№23  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Lusi
ძალიან სასიამოვნო იყოო..კიდე მინდოდა გაგრძელება,არ მეყოო..ქორწილი..შვილები.. გააგრძელეე ან სხვა ასეთი გემრიელი შემოგვთავაზეე..წარმატებებიი

მიხარია ასე რომ მოგეწონათ
heart_eyes

 


№24 სტუმარი სტუმარი მაკო

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,სუპერ გოგო ხარ,იმედია მალე გაგვახარებ ახალი ისტორიით????❤️

 


№25  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი მაკო
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,სუპერ გოგო ხარ,იმედია მალე გაგვახარებ ახალი ისტორიით????❤️

heart_eyes heart_eyes მადლობა
ვეცდები ოქრტომბერში დავბრუნდე

 


№26 სტუმარი სტუმარი Elena

დასრულება არ მინდოდა ^^ იმდენად მსუბუქი, იმდენად სასიამოვნო წასაკითხი იყო. ^^ აი დადებითი ემოციებით რომ დაგმუხტავს ზუსტად ეს სიტყვები შეშვენის. მომეწონა ,,ჟღალუნა'' და ,, ბჟიტი'' :დ ძალიან. როგორც ყოველთვის მოლოდინს აჭარბებს თქვენი ისტორიები. ^^ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვინაცვლებ, და ველოდები შემდეგ საოცრებას. ^^

 


№27 სტუმარი ეთო

მარიამ შენს დაბადების დღეზე ჩვენ მივიღეთ შენგან უმაგრესი საჩუქარი. ❤❤❤ძალიან სასიამოვნო, საყვარელი,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა. მადლობა დიდი ❤❤❤

 


№28 წევრი რუსკიმარუსია

მარიამო, დღეს იმდენად დაძაბული და სევდიანი დღე მქონდა, ეს ისტორია წამალივით იყო ჩემთვის kissing_heart მადლობა შენ ამ სასწაულისთვის, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, პატარა და თბილი ისტორია იყო kissing_heart
შემდეგამდე, მარიამო kissing_heart

 


№29  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი Elena
დასრულება არ მინდოდა ^^ იმდენად მსუბუქი, იმდენად სასიამოვნო წასაკითხი იყო. ^^ აი დადებითი ემოციებით რომ დაგმუხტავს ზუსტად ეს სიტყვები შეშვენის. მომეწონა ,,ჟღალუნა'' და ,, ბჟიტი'' :დ ძალიან. როგორც ყოველთვის მოლოდინს აჭარბებს თქვენი ისტორიები. ^^ ისევ მოლოდინის რეჟიმში ვინაცვლებ, და ველოდები შემდეგ საოცრებას. ^^

ძალიან მიხარია ასე დადებითად რომ დაგმუხტათ ამ ისტორიამ და თავის მიზანს მიაღწია ♡♡♡

ეთო
მარიამ შენს დაბადების დღეზე ჩვენ მივიღეთ შენგან უმაგრესი საჩუქარი. ❤❤❤ძალიან სასიამოვნო, საყვარელი,ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ისტორიაა. მადლობა დიდი ❤❤❤

საჩუქრების მიღება არ მიყვარს, მაგრამ გაცემა კი ♡♡♡

რუსკიმარუსია
მარიამო, დღეს იმდენად დაძაბული და სევდიანი დღე მქონდა, ეს ისტორია წამალივით იყო ჩემთვის kissing_heart მადლობა შენ ამ სასწაულისთვის, რომელიც ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი, პატარა და თბილი ისტორია იყო kissing_heart
შემდეგამდე, მარიამო kissing_heart

იმედია ყველაფერი კარგად გექნება ♡♡♡ ფერადად და ბედნიერად ♡

 


№30  offline წევრი Marikagogolqdze

კიდევ კაი თქვენ ხართ აქ და თქვენი ისტორიები მხვდება, თორემ აღარც შემოვიდოდო. მალამოა სულის????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent