შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 23


15-09-2022, 08:16
ავტორი ნაამა
ნანახია 8 069

ბასტეტი უკანა სავარძელზე  მოვათავსე,მანქანას შემოვუარე და საჭეს მივუჯექი,რა თქმა უნდა,მისი სიცელქის პატრონს სულაც არ  გასჭირვებია მანქანაში  აქეთ-იქით  ბოდიალი და ბოლოს ჩემს მუხლებზე მოკალათებულს დაძინება.ხელში  აყვანილი,მძინარე კნუტით ავედი  მეხუთე სართულზე და დარლას კარზე დავაკაკუნე,სახლში მარტო  იყო.დიდხანს ეთამაშა პატარა  არსებას.მის საწოლზე ზურგით  ვიწექი და თეთრ ჭერს  მივშტერებოდი,ჩემს ფეხებშორი მოკალატებულ დარლას თავი ჩემივემუცელზე ედო,თმაზე ვეთამაშებოდი და ისიც თვალებს ნელ-ნელა ხუჭავდა.
-იცი?ზოგჯერ მგონია რომ შეგვიძლია ერთად  კარგად ვიყოთ.
მის ბოხ ხმას სითბო გარეოდა,ისე ხმამაღლა გაიჟღერა ჩურჩულმაც კი, რომ პირდაპირ ტვინში ჩამესო მისი  სიტყვები,გრძნობებზე ისე მომედო თითქოს ცეცხლი ყოფლიყოს, ცეცხლი,რომელიც დაწვის ნაცვლად უკეთ გამხდიდა.
-მეც.უკვე ზუსტად ვიცი ,ჩვენი  სულელური სიამაყისა და სიჯიუტის გარეშე ერთმანეტთან იდეალური ადამიანებივით ყოფნა ძალგვიძს.
-ძალიან მომწონს...
წინადადება არ დაასრულა, წამოვიწიე და ზემოდან დავხედე თვალებდახუჭულს.
-რა?
თვალები გაახილა და პირდაპირ ჩემს მწვანეებში ჩაიკარგა.
-მსგავს სიტყვებს რომ იყენებ. ერთურთი,ძალგვიძს...ამას ისე მექანიკურად აკეთებ,არც კი ფიქრობ.სიტყვებს ყოველთვის ზუსტად  პოულობ.მუდამ იცი რა უნდა თქვა.
-ცდები.
მუცელზე გადმობრუნდა,ხელები  ჩემს ირგვლივ დააყრდნო და სახეში შემომხედა.
-რაში ვცდები?
იდაყვებზე დაყრდნობილი ოდნავ უკან დავიხიე.
-არ ვიცი რას ვამბობ,თავში რაც  მომდის იგივე ენაზე მადგება და  მახრჩობს,რომ არ ვთქვა.
-ზუსატდ ეგ მომწონს,და ის რომ იცი, კარგად იცი შეგვიძლია იდიოტური  კლიშეებისა და სიძულვილის გარეშეგვქონდეს ურთიერთობა.
-ეგ შენც იცი.
-რა თქმა უნდა,ვიცი.
იმ ღიმილით გაიღიმა...
-შენ რა მოგწონს?
-შენში?
-ხო.
-ალბათ ის რომ შენს თავს არ  მიმალავ,იდელური არ ხარ და  როგორც არ უნდა გძულდე მუდამ  ცდილობ ჩემი თავი შემაყვარო, კომფორტულად მაგრძნობინო და  მაჩვენო რომ მარტო არ ვარ.
პირდაპირ თვალებში მიყურებდა, ცდილობდა გამოეცნო ვატყუებდი თუმართალს ვამბობდი.საწოლზე კატა  ამოხტა და ორივე შევკრთით.
-ონავარია,არაფერს გვაცდის.
გამეცინა და უკვე ჩემს მხართან  მოსული კნუტი გულზე დავისვი. დარლა ღიმილნარევი მზერით მიყურებდა,თმა ყურსუკან გადამიწია და მკითხა.
-დღეს ბექა არ იქნება,ღამის ცვლაშია,დარჩები?
-ხვალ ვმუშაობ.
-აქედან წადი,მე გაგიყვან თუ  მოგინდება.
-არა იყოს,მანქანით ვარ.
-ანუ დარჩები?
-ბასტეტს დაიტოვებ ხვალ?
-სახლში დავტოვოთ ,არაფერი მოუვა.თან ბექაც ხომ მოვა ,გავაფრთხილებ და მიხედავს.მეტი მაინც რა საქმე აქვს.
-კარგი.
-მაშ რჩებიდა ხვალაც გამოივლი არა?
-კი ეგრეა.რომც არ მინდოდეს იმდენს მიფახუნებ მაგ თავლებს მაიძულებ.
-ანუ არ გინდა?
-ვინ თქვა რომ არ მინდა.
ბასტეტმა დაიხავლა და დარლას  მიუჩოჩდა,თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ეს ყველაფერი ერთი  ჩვეულებრივი დღე იყო.თითქოს  დარლა,რომელიც ისევ ძველ  პოზიციას დაუბრუნდა და თავი ჩემს  მუცელზე ედო,ჩემი ცხოვრების  უდიდესი ნაწილი ყოფილიყოს. წარმოვიდგინე,როგორი ლამაზი  ცხოვრება მექნებოდა,უზურუნველი. ბედნიერებით და მხარდაჭერით  სავსე,რადგან დარლა,ეს  ჩვეულებრივი ადამიანი, ის ვისაც უამარავი ნაკლი ჰქონდა და არც კი მალავდა,საუკეთესო რამ იყო,რაც კი შეიძლება ადამიანს  დამართნოდა, მითუმეტეს ჩემნაირს. მიტოვებულს და გამუდმებით  საკუთარ მეში გამოკეტილს.არც მისიცხოვრება იყო იდეალური და ეს  ვიცოდი.სიმართლე რომ ვთქვათ, არასდროს ვეძებდი იდეალურ რამესან ვინმეს,ჯობია იცოდე რომ ნაკლი აქვს ვიდრე იდეალურობის პიკზე  მყოფმა გიმტყუნოს და ის გააკეთოს, რასაც არასდროს მოელი.ამიტომ  იყო დარლა ის ვისგანაც ყველაფერს მოველოდი და ვინც იმედებს  არასდოდეს მიცურვებდა. თეთრ  ჭერს მიშტერებული  წარმოვიდგენდი ,რომ ეს სახლი,  სადაც არც თუ ისე ცოტა დრო ,გამეტარებინა, ჩვენი იყო.არა დარლასი , არამედ ორივესი,რომ ის კატა გულზე რომ აწვა ჯიშკარიანს ჩვენი პატარა  ბავშვიიყო.მხოლოდ წამით წარმოვიდგინე და დავინახე როგორი ლამაზი იქნებოდა ეს ყველაფერი, საოცარი იყო ,მაგრამ დარლამ უფლება და უამრავი მიზეზი მომცა ამის წარმოსადგენად.მაშინ ვერ ვაცნობიერებდი,მაგრამ ახლა, როც ამ ყველაფერს ვიხსენებ ,შემიძლია ვთქვა ,რომ ოქტომბრის იმ საღამოს,დარლაც და სახლიც ჩემი იყო,ისევე როგორც მე მისი. დარლამ თავად მომცა გასაღები ,მითხრა როცა მოგინდება მოდიო,სიტყვებით არა ,მაგრმამ იმ ღამეს ჩემს სახლში შემოპარულმა თვალებით მიტხრა, როცა გინდაო...
-რაზე ჩაფიქრდი?
ფიქრებიდან ისევ მან გამომაფხიზლა,ზღვისფერთვალება ბიჭმა.
-რა?აა..არაფერზე.გავშტერდი.მემართებ ხოლმე
-ლამაზი იყავი.
-მგონი მკაცრი და ბოროტი დარლა უფრო მომწონდა.
დავიჭყანე და მერე მომხიბვლელად გავუღიმე.
-არ მიხდება სიკეთე თუ რა?
-არა კი... მაგრამ ის უფრო ზრდასრული და სხვანაირი ჩანდა.
-რა იყო ძალადობაზე გაქვს ფეტიში?
-არა.
თავი გავაქნია.კიდევ ცოტახანს ვიყავით ჩუმად.ისევ მან დაარღვია.
-დაიძინებ?
-არ გშია?
-გაგიკეთო რამე?
-აუ კი რა,გთხოოვ.
-პილმენი მაქვს მაცივარში გინდა?
-იმედია ხორცის არა ხო?
-რა თქმა უნდა, არა.ხორცს არ შემოგთავაზებდი.შეგიწვავ.
-საინტერესოდ ჟღერს,დაგეხმარო?
-წამოდი.ოღონდ ეს ციცქნა დავაწვინოთ.
-შვილად ავიყვანეთ უკვე?
-იმ დღის მერეა ჩემი შვილი რაც ვიპოვნე და შენ მოგიყვანე.
გამეღიმა,ეს საუკეთესო რამ იყო რაც მას უთქვამს.მჯეროდა მასზე უკეთესს მშობელს ვერავინ ინატრებდა,შეიძლება ჯერ არც ცოლი და არც შვილი ჰყავდა,მაგრამ როცა რომელიმე ეყოლებოდა ისინი მისით ყოველ წამს იამაყებდნენ. იამაყებდნენ ,რადგან გვერდით ისეთი კაცი ეყოლებოდათ ვინც საკუთარი თავებისგანაც კი დაიცავდათ.უხმოდ გავყევი სამზარეულოში,დაწყებისთანავე მივხვდი რომ მიხმარება მეზარებოდა,ამიტომ დახლთან მჯდარი ყურადღებით ვაკვირდებოდი მის ყოველ ქმედებას.ვიმახსოვრებდი იმ საჭმლის რეცეპტს ,მე რომ მიკეთებდა.ვიცოდი მოგვიანებით მის გაკეთებას თავად ვცდიდი.ის პასტა მცხეთაში რომ გამიკეთა უკვე ჩემით მოვამზადე,რომ გითხრათ დარლასავით კარგი გამომივიდა თქო,მოგატყუებთ,მაგრამ მაინც გემრიელი იყო.უკვე ასრულებდა უკნიდან რომ მივეპარე და მკერდით ზურგზე ავეკარი,ერთიანად ტაომ დააყარა.გაზი გამორთო და ჩემსკენ შემობრუნდა.ისე მომიქცია მკლავებში რომ კარგად დავენახე.
-რა იყო თავი ფილმში გგონია?
-არა,უბრალოდ მომინდა.
-მაშინ უბრალოდ გააკეთე.
-უფლება არც მითხოვია.
-რადგან ასეა არც მე ვითხოვ ამის უფლებას.
დაასრულა თუ არა ტუჩებზე დაამცხრა,ეს სჭირდებოდა.ეს უნდოდა.მისი გრძნობებიც არ იყო ბოლომდე ცივი.ყოველთვის ვუნდოდი ,როცა მხედავდა.უნდოდა ხოლემ სადმე გამოვეკეტე და არავისთვის ვეჩვენებინე.როცა ვინმეს გვერდით მხედავდა, განსაკუთრებით კაკის გვერდით , ადრენალინის მოზღვავებას და სურვილს გრძნობდა...სურვილს მისი ნაძირალა ძმა იქვე მიეხრჩო,ის ხელები დაეტეხა,რომლითაც მეხებოდა. არც მე და არც დარლამ ზუსტად არ ვიცით ეს როდის დავუშვით.როდიდან დავივიწყეთ პირობა,ერთამნეთი არ შეგვებოჭა.
-მგონი ზედმეტი მოგვდის.
-ზედმეტი?რას გულისხმობ?
-არავითარი გრძნობები და მოვალეობები.
-კი მახსოვს,მუდამ ამას ნუ იმეორებ თორემ ვიფიქრებ რომ გიყვარდები.
-სისულელეა,მე ის მიყვარს ვისაც ვუყვარვარ და ეს შენი ძმაა.
-რა თქმა უნდა.ჭამე.
დახლს მივუჯექი თუ არა გაბრაზებული და ნაწყენი ხმით თქვა.
-ყველას იდეალურად მასთან მიაჩნიხარ,ჰგონიათ რომ ორი მშვენიერი ქმნილებ ერთმანეთს უპრობლემოდ გაუგებს,უპირობოდ ეყვარებათ და რაც მთავარია გულს არასდროს ატკენენ.არ იციან რომ უპირობო სიყვარული არ არსებობს,სიყვარული სიყვარული იმიტომ არის რომ ერთი მეორესგან გამუდმებით რაღაცას მოელის, მუდამ რაღაცას ითხოვს ,ან ყურადღებას,ან მიტოვებას.უპირობო ამ ქვეყნად არაფერია,სიცოცხლეც კი.ხალხს მასთან ჰგოიხარ იდეალური,რადგან თავად თქვენ ორნი ჰგონიხართ უნაკლონი.ორივემ კარგად ვიცით რომ არც შენ ხარ უნაკლო და მითუმეტეს არც კაკი.ისეთი რელიგიური რომ ვიყო როგორც ზოგიერთი ,ვიტყოდი ჯოჯოხეთი არ ასცდება თქო,მაგრამ არ მჯერა ამის.უფრო მეტად მგონია რომ ჩემს ვითომ და ძმას ცუდი რეინკარნაცია ექნება,საშინელი მარტოსული ცხოვრებით.იმისთვის დაისჯება რაც ჩაიდინა.იმისთვის გადაიხდის საზღაურს რაც სხვებს დაუშავა.
-მართალი ხარ.გოგას დათოს და ანის გარდა ყველას ის მოსწონს,ჩემი ჩათვლით.ალბათ რომ გაიგონ რას ვაკეთებ ხოლმე,როგორ ვექცევი ჩამქოლავენ.
ნაძალადევად გავიღიმე და ჩანგალი პილმენებზე ავათამაშე.
-რატომ არ შორდები?
-რადგან ვუყვარვარ და მიყვარს.
-ოდესმე მისთვის გითქვამს?
პირთან მიტანილი ლუკმა უკან დავაბრუნე და დახლს დაყრდნობილ,გაბრაზებულ დარლას შევხედე.მიზანში გაარტყა,როგორც ყოველთვის.არასოდეს მითქვამს რომ მიყვარდა.მხოლოდ ერთი უბადრუკი სიტყვა „მეც“თითქოს ამით  გამოვხატავდი გრძნობებს, მაგრამ რეალურად ეს თანხმობა იყო,თანხმობა რომ მას ვუყვარდ და მაღმერთებდა.
-არა.
დანანებით ვთქვი და თვალი ავარიდე.ისე ოსტატურად გამომიჭირა სიმართლეში.ასე იყო მუდამ სწორ დროს სვავდა სწორ კითხვებს.ისეთს მთელს სამყაროს წინ რომ გადაგაშლევინებდა.
-თითქმის 1 წელია ერთად ხართ...
-და ნახევარი რაც შენთან ვღალატობ.ამის გამო ზოგჯერ თავიც კი მეზიზღება.მასზე დიდ დროს შენ გითმობ.
-შენი თავის გარდა ყველა შეიძულე ნეა.შენი თავის გარდა შეგიძლია არავიზე იფიქრო,ეს შენ ხარ და ნუ ექცევი საკუთარ თავს უკანასკნელი ნაგავივით.
-ამას შენ ამბობ?ვხედავ შიგნიდან რომ გჭამს შენივე თავი.რაღაც გტკენს და გაანდგურებს,შენ კი ყურადღებასაც არ აქცევ,გგონია რომ მალე გაივლის?ვიცი რა გრძნობაა ტკივილი და უფრო მეტად ისეთი ,როგორიც არასოდეს შეივსება.ვი ი ის სიცარიელე შენში რომ არის.გინდა შეავსო,ათას გზას ეძებ.ყველაფერს ცდილობ და ის შევსების ნაცვლად უფრო ფართოვდება.გულის მეტ ნაწილს ჭამს და სისხლისფერ ორგანოს ბნელში ახვევს
-ასეთი არა.ასეთ ტკივილს ვერც გამოცდი.
-ვიმედოვნებ რომ ვერა,მაგას უკვე ვეღარ გავუძლებ.ისედაც გატეხილი ჭურჭელი ვარ ,რომლიდანაც სისცლი წვეთობით იღვრება.მალე მოვკვდები და ეს მახარებს.
-სულ გაგიჟდი ხო?
დამიყვირა და სახე კუშტად შეკრა.
-არ იცი ,მაგრამ სიცოცხლე არაფრად მიღირს,მუდამ ასე იყო.სიკვდილზე იოლი ამქვეყანად არაფერი მგონია. უბრალოდ მოკვდები და ერთადერთი საზრუნავი ის გექნება ხელახლა დაბადებისას მაინც იყო ბედნიერი.შენს გვამზე სხვები იზრუნებენ და ეს მათი პრობლემა იქნება.კიდევ იმ მატლების სხეულს რომ ათას ნაეილად დაჯიჯგნიან. გუშინ ვფიქრობდი როგორი სასიამოვნო იქნებოდა დანის პირის ვენასთან შეხვედრის წამი,ის წამი ვენა რომ იხსნება და სისხლი გადმოდის. ნელა,აუჩქარებლად,ან პირიქით სწრაფად.ისეთი გრძნობა რომ გაქვს თითქოს აზრი აღარაფერს აქვს.
ისე უგულოდ ვჭამდი,ისე უაზროდ გაშტერებულივსაუბრობდი.უგრძნობლად...უემოციოდ.დარლამ დახლს ხელი დაჰკრა და მას შევხედე.ნელი არაფრის მომცემი მზერით.
-ნეა ნუ მაგიჟებ,ნუ იძახი სისულელებს!მაგ მზერას ვერ ვუძლებ,ცივს,უგრძნობს.საშინელი დასანახი ხარ მსგავსი.არა იმიტომ რომ მაწუხებ,უბრალოდ არ მინდა ცუდად იყო.არც კი გაბედო... ფიქრადაც არ გაივლო ...არ იცი რას უზავ ხალხს შენს ირგვლივ.როგორ დაამსხვრევ და საკუთარვე სისხლში როგორ გაგუდავ,ვერც კი წარმოიდგენ როგორი გრძნობა იქნება მისთვის ვისაც უყვარხარ შენი გვამის პოვნა.სისხლი რომ ყელში ებჯინება,რომ იხრჩობა,გული რომ გიჟივით უცემს და სული შენს სულს თან მიჰყვება.ფილტვებს რომ ივსებს და გახვრეტილი ჭურჭელივით ჰაერი მაინც ეპარება,რომ ვეღარ სუნთქავს და ჟანგბადი ხელიდან უსხლტება.ვერ წარმოიდგენ როგორ იყინება,როგორ სცივა შენთან მოსული სიკვდილის გამო,როგორ ეყინება გულიდან წამოსული თითოული ძარღვი,ყველა ძვალი როგორ ეფშვენბა.ვერც კი წარმოიდგენ რა გრძნობაა ,როცა სამარეს უნდა მიგაბაროს და იცის რომ შენი ნახვა აღარსოდეს შეუძლია,მიწას რომ გაყრის და ნატრობს შენს ნაცვლად იწვეს.შენს ნაცვლად კვდებოდეს,შენს ნაცვლად ერწყმოდეს ახალ სიცოცხლეს. მიწას რომ გაყრის და იცის შემდეგ ცხოვრებაში შეიძლება ვეღარც გიპოვნოს.-დახლს მოუარა,ჩემს წინ დადგა და ჩემი ატირებული სახე მკერდზე მიიხუტა.იხუტებდა მთელი არსებით ,ისე თითქოს უნდოდა თავის სხეულში გამოვეკეტე. ვტიროდი გოდებით და მის ცრემლებს ჩემს თავზე ვგრძნობდი.ავდექი და მისი ნამიანი სახე ხელებში მოვიქციე.
-მე გასაგებია და შენ რა გატირებს?
-თუ ვიცოდე.ამას არ გამიკეთებ ხო?არც დათოს და გოგას,არც ლევანის ,ანოს,ლადოს.არც შენ ოჯახს და შეყვარებულს.ამას არავის გაგვიკეთებ ხო?
-არა.
-დამპირდი,ნეა დამპირდი რომ ამას არ იზავ.არასდროს მოექცები სხვებს და პირველ რიგში შენს თავს ეგრე.
თავი გადავაქნიე და ჩავეხუტე.
-გპირდები.
-კარგი გოგო ხარ.
თავზე მაკოცა.არ ვიცოდი ,როგორ იტანჯებოდა,როგორ შეეშინდა როცა ვუთხრაი მინდოდა თქო,როგორ დაუარა სხეულში მარტოობამ,სევდამ,მონატრებამ და ზამთრის ყევლაზე ძლუერმა სუსხმა. ეს ერთხელ უკვე გამოიარა,უკვე გაუძლო სიკვდილს,სხვისი კი არა მსხვერპლის ხელით მოსულს.უკვე დაემსხვრა გული.ათასჯერ და ათიათასჯერ,იმდენჯერ გაუტყდა რამდენჯერაც ის დღე გაიხსენა
მე რომ ამაზე ვესაუბრე შიგნიდან საშინელმა მწველმა გრძნობამ მოიცვა. თითქოს ნელ-ნელა ჭამდა,ყველა უჯრედს უწვავდა.მჟავასავით მოქმედებდა და ისე ედებოდა მთელს სხეულზე ფიქრობდა თუ არ ამხოეთქავდა მოკვდებოდა.მის მკლავებში მომიქცია და ისე დაიძინა.ეშინოდა რომ იმ ღამესვე ვიზვადი რამე სისულელეს.რამეს რაც გაანადგურებდა,კიდევ ერთხელ ამოუბრუნებდა სამყაროს.
და თუმც მე ძმაზე შურისძიების და უბრალოდ ღამის სათამშო ვიყავი ის უკვე შემეჩვია.უკვე უნდოდა მისი ყველა სახე მენახა.უნდოდა ისევ ის 22 წლის ბიჭი ყოფილიყო,ლაღი ცხოვრებოთ,გაშლილი ფრთებით და ფართო ღიმილით.ის ბიჭი ჯერ ისვე კიბის მოაჯირებზე სრიალით რომ ერთობოდა. საყვარელ ქალს გვირილებს ხალისით უკრეფდა და მის გაცინებას ცდილობდა.ალბათ სასაცილოა მაგრამ თავის თავი ენატრებოდა.
მე კი მის მკავებში თავს მშვიდად ვგრძნობდი,უკვე აღარ მადარდებდა ცხოვრება და სიკვდილი,აღარც ნათესავები რომლებიც ერთ დღესაც,თუ კი ჩემი და დარლას ამბავი გასკდებოდა გაგიჟდებოდნენ.
მეორე დღეს დაღლილი ,მაგრამ აჟიტირებული მივედი დარლასთან,კარი ჩემით გავაღე,რადგან სახლში არავინ იყო.
ბარონესას რომ ვეთამაშე და ტელევიზორის ყურებაც მომბეზრდა უცბად კარზე დარეკეს. ფეხზე გახარებული წამოვფრინდი. კარებისკენ წავედი,კარი რომ გამოვაღე ჩარჩოს გამომწვევად მივეყრდენი და...
-მოგენატრე სიხ....
ადგილზე გავშრი,სიტყვაც ვერ დავასრულე ,როცა ჩემს წინ ასვეტილი,მომხიბლავი ოდნსვ ბავშვური ნაკვთების მქონე ახალგაზრდა კაცი დავინახე. გაოგნებული ქარვისფერი თვალებით მიყურებდა...
-ამმ.მგონი მისამართი შემეშალა.
პარკიანი ხელით შუბლი მოიქავა და გაბრუნებას აპირებდა უცბად ბასტეტი რომ კარში გავარდა...
კნუტის გაქცევაზე დავიკივლე და დავედევნე.
-ბასტეტ არა..
ალბათ ამან მაიხვედრა ვინც ვიყავი...
-ღემრთო კნუტი.
პარკები შესასვლელთან დაყარა და კარი მოხურა.მერე კიბეებს ჩამოუყვა და ჩემთან ერთად გამოეკიდა.
ასე სწრაფად როგორ გაიქცა არც კი ვიცი.ვერსად ვიპოვე,ატირებული ისევ დარლას ბინაში დავბრუნდი სადაც ჩემზე ადრე ბექა დაბრუნებულიყო.
-კარგად ხარ?
-არა...ძალაინ პატარაა,რამე რომ დაემართოს?ვერსად ვნახე.როგორვ ჩანს ვერც შენ
-აუ არ იტირო ტო...ახალს მოგიყვან გეფიცები.ოღონდ არ იტირო.
-ბექა არა?-ხელი გავუწოდე-მე ნეა.
-აჰა ესეიგი შენ ხარ ის ნეა.
-ვინ ის?
სიცილით ვკითხე.
-ეგრე არ ჯობია ,ნახე რა კარგი ღიმილი გაქ.
ამაზე უფრო მეტად გამეცინა,დარლას ხმამ გამაჩერა თორემ კიდევ დიდხანს არ გავჩერდებოდი.
-რატომ ეფლირტავები ჩემს საყვარელს?
-არა საყვარელო ეს ის არ არის რაც შენ გგონია.გეფიცები ამ გოგომ შემაცდინა.ო რომეოო,არ წახვიდე რომეოოო!!
ისეთი დრამები დადგა დარლა გაშტერებული უყურებდა მე კი სიცილით ვკვდებოდი.
-რომეოს მოგცემ თუ წამოვიდა სახეში.-შეუბღვირა და ბექაც უცბად დასერიოზულდა-უი ნახეთ რა ვიპოვნე.
მის ხელებში მომწყვდეულ ბასტეტს ახლაღა დავაკვირდი.ისვე ისეთი საყვარელი იყო.საშინელი დეჟავიუ მქონდა ახლაც მის მკლავებში ეძინა,ცისფერი თვაელბი მიელულა და ცხვირი სასაცილოდ უთამაშებდა.
-ბასტეტს გავს ხო?-კატას ცხვირზე თითი დაჰკრა და მე შემომხედა გაბადრული სახით.ალბათ როგორი გახარებული იყო კიდევ ერთი კნუტი რომ მომიყვანა გასაზრდელად. ემოციები მომაწვნენ და სლუკუნით ვუთხარი.
-კი არ გავს ისაა.სად ნახე?
მისკენ გავიქეცი და პატარა კნუტი გამოვართვი.მთელი ძალით ვიკრავდი გულში,ისე როგორც წლების მონატრებულ შვილს.
-გაგექცა?.
გაოცებული სახე ჰქონდა,ხან მე მიყურებდა ხან ბასტეტს და ხანმაც საკუთარ მეგობარს.
-ხო.
სირცხვილით თავი ჩავხარე.ბექა უტარო დანასავით ჩაეკვეხა საუბარში.
-ტიროდა...
ჯიშკარიანმა ორი გაბრაზებული თვალი მომაპყრო.არასდროს მოსწონდა როცა "უაზრობებზე" ვტიროდი.ალბათ იმიტომ რომ დიდხანს არ მიცნობდა,შეიძლება იმიტომ რომ მისი ძმის გაცნობამ ბევრი რამ შეცვალა და გაყინული ქმნილებიდან სლაბ ,უსუსურ გოგოდ მაქცია...ასეთად გამიცნო და ალბათ სამუდამოდ საწყალი გოგო დავრჩებოდი მისთვის.
-ნეა?
-რა დაიკარგა და..ხომ იცი ჩემი შვილია...შვილზე მეტიც.
-მოდი შე სულელო მოდი...
მის მკლავებში კომფორტულად მოვთავსდი და ბექას ,რომელიც საწყლად გვიყურებდა ,დავეჭყანე.
-ეეე დარლა შენ თავს მახევს ეს გოგო.
-ბექა გაგაგდებ სახლიდან.
-აუ ნეა შენ შემიფარებ?ნახე როგორ ძალადობს ჩემზე.მემუქრება.
-ვერა მე უკვე მყავს პარაზიტი და მეორე არ მჭირდება.
დავეტლატე და გავიცინე.შრეკის კატის თვალებით მიყურებდა,ალბათ ამიტომ მეგობრობდა დარლა მასთან.მხიარული იყო და იცოდა როგორ უნდა ემართე,თუმცა არ გაჭრა.მერე უცბად შეიცვალა განწყობა და ინტერესით სავსემ თან გაბრაზებულმა მომაყარა კითხვები.
-ვინ გყავს?რატო გყავს,მე არ გამითვალისწინე ხო? ნწ ნწ.საყვარლის ძმაკაცებზე ეგრე ზრუნავ?არ გრცხვენია?
მის მორიგ ბავშვურ სისულელეზე გადავიკისკისე და ბასტეტთან ერთად დივანზე ჩამოვჯექი
-რომ იცოდე მის ძმაკაცებზე არნახულად ვზრუნავ რა.
-ვიზე?
-დათოზე და გოგაზე.
-საიდან იცნობ ჩვენს პრინცუკებს?
-ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან გოგა მითუმეტეს.მათზე ახლო მეგობარი ამ ეტაპზე აღარავინ მყავს.
-აუ რა მაგარია.
ჩემკენ უფრო ახლოს მოიწია.ფაქტი იყო გარეგნუალდაც და ამ ორ წინადადებაში რაც კი გავცვალეთ უკვე მოვწონდი.
-ისა და ნეტა იცის ამან?
დარლას გახედა რომელიც ტელევზორს უყურებდა.კოპებშეკრულმა გამოხედა და პულტით ხელში დაუქნაი ხელი.
-ბექა იცოდე გაჩუმდი!
-რატო მისი მეგოარიც ხომაა და...
-რისი თქმა გინდა აბა ბექუ?
-ბექა ან მე მოგკლავ ან ის!
-არა ორივეს გიყვარვართ და ვერ  იზავთ-წამწამები აუფახუნა.
-ბექა ხმას ამოიღებ და ისე გცემ  შენმა საყვარლებმაც ვერ გიცნონ.
-უფ ეგენი ისედაც ვერ მცნობენ რა.-ხელი სიცილით ჩაიქნია.-ფუფ...აუტანელი ხარ.
-ეტყვი და მოგკლავ,ნუ გაქვს გრძელი ენა.
-რატომ მაინტრიგებთ ხალხო?
საწყლად გავხედე ხან ერთს ხან მეორეს,დარლა ისევ ის მოზვინული და აუტანელი ტიპი გამხდარიყო მე რომ ასე მეჯავრებოდ,წამდაუწუმ ბრძანებებს რომ გასცემდა და მოჯღანული სახით იყურებოდა,ისეთით იფიქრებდი ახლა არ მომკლასო
-ნეა,შენ მაინც არ გინდა.
თავი ცალმხარეს გადააგდო და ისე მანიშნა არ ქნა გეხვეწები ეგო,არ ვიცი ეშინოდა თუ უბრალოდ არ უნდოდა რომ მცოდნოდა,მარგამ საიდუმლოს შენახვას ისევ გამალებით ცდილობდა.ეს მის პიროვნებაში ერთ -ერთი საუკეთესო თვისება იყო,საიდუმლოს რომ მოგეკლა არ გაგიმხელდა.სისხლის ბოლო წვეთიც რომ წაგერთმია არას დიდებით არ გეტყოდა.
-არა მაინტერესებს,რა იცით ჩემს ბიჭებზე ისეთი რაც მე არ ვიცი და არც უნდა ვიცოდე.
ბევრი წვალება მომიწია იმის  გასაგებად რომ ...
-კაროჩე ეცოდინება და ვკითხოთ რა?
-ბექა!
-დარლა!
იმხელაზე ვუღრიალებ ბარაბნენი ლამის მე დამისკდა,სანაცვლოდ არც მან დამაკლო.
-ნეა გეყოს!საიდუმლო რომ არ იყსო ხომ გეტყოდით.თქმა რომ უნდოდეს თავად გეტყოდა,ჩვენ რატომ უნდა ჩავეკვეხით და გითხრათ.
დარლა არც მე და არც ბექამ არ შევიმჩნიეთ.
-კაი ჩემო ვარდის კოკორო-ბექამ დაიწყო და ჩემი ხელი  თავისაში მოიქცია.
-რას არ მოიგონებ ხოლმე-გადავიხარხარე და შევხედე.
-კაი მაცდი ძვირფასო?
-ნუ ეფლირავები მაინც.-ხელები გადააჯვარედინა ჯიშკარიანმა და გაბრაზებულმა  შემოგვხედა.იმაზე ცალკე ბრაზობდა რომ მაინც არ ჩუმდებოდა ბექა და იამზე ცალკე რომ მეფლირტავებოდა.
-ისე ბექასთან ხომ არ გიღალატო?
-მე რა კაკის უღალატებ ისევ .ჩემი  შეყვარებული კი არ ხარ.
-სხვასთან რო დავწვე არ გაქ ანუ  პრობლემა?
-ნწ.
თავი გააქნია,მაგრამ აშკარად მიმახვედრა,რომ პრობლემაზე  ბევრად მეტი მექნებოდა თუ ამას ვიზავდი.
-მოკელდ მაცადე რა.
ბავშვივით გაიბუტა და  აწყლიანებული თვალებით შემომხედა ბექამ.
-მიდი მიდი გააგრძელე არ უსმინო  შენ ზვიადაურის ბატონს.
-ჰეჰ სად გაგიხსენა ცოდვები... მოკლედ LGBT ხალხთან რა დამოკიდებულება გაქჰომოფობი ხოარ ხარ შემთვხვევით?
-არა,რა სისულელეა,პირიქით მყავს  კიდეც გეი მეგობარი.
გავუღიმე და დაველოდე როდის განაგრძობდა საუბარს.
-აი ხო გითხარი ჯიშკარიანო 
ეცოდინება-თქო, ჩვენთანაც  მეგობრობს ხო ეგ ბიჭი?
ხელით თავისზე და დარლაზე მანიშნა.თავი დავუქნიე და  გავაცნობიერე რომ გოგაზე საუბრობდა.
-რამდენი ხანია ვიცი ვინ მოთვლის, და მეორე რომ უყვარს ეგეც იცით ხო?
-კი სულ მაგაზე ტირის ტარიელივით.
-აუ კი,მიყვარს ეგ ვირი მაგრამ არ  სჯერა რომ ვეუბნები მიდი და  აუხსენი-თქო,ჰგონია რომ სცემს  და მეგობრობასაც დაკარგავენ. აუ თან რა საყვარლად იციან ცეკვა რომ დათვრებიან,ისე ფლირტაობენ მგონია  მარტო ერთი კი არა  ორივე აღმერთებს ერთმანეთს.
-კი ხელს რო შემოხვევენ ხოლმე  წელზე და მუსიაკს ყვებიან...
-აბა თუ მორჩეთ ჭორაობას,მეც აქ  ვარ.
-ნუ ბრაზდები.ისე ბექა  მომეწონასავით.
-დაგსჯი!
-შემეშინდა ძალია.
თვალები ავატრიალე და კნუტთან თამაში გავაგრძელე.
☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆☆
-ანოოოო.
დაქალისკენ გავიქეცი და მთელი  ძალით მოვეხვიე.ლევანი სიცოლით გადაეხვია ჯერ გოგას,მერე დათოს  და ლადოს და ბოლოს კაკის.
-რა ხდებოდა ჩვენ არ ყოფნაში?დაიმხეთ მთელი თბილისი თავზე თუ ვერა?
-ნეა გვაგიჟებდა და ვცხოვრობით ასეჰარმონიულად.
მკვლელი თვალებით გამომხედა და მაინც წამკბინა ლადომ. დაბღვერილმა გავხედე და მერე  ლევანის ავეკარი.
-რა ჩამომიტანეთ?
-მმმ დავფიქრდე ბიძაშვილო.-ჩაფიქრებული სახე მიიღო და მერე  წამში მოეყინა- სიკვდილის  განაჩენი ჩემი მეგობრების  გაბრაზებისთვის.დღესვე აღვასრულებ.
-აუ აუტანელი ხარ რა.-მკლავზე ვუჩქმიტე-წამო ანო მე და  შენ ვიჭორაოთ.
ხელკავი გამოვდე მეგოაბრს და  მისი ჩანთა ბორბლების რახუნით  გავასრიალე.ანოს ჩემს ქმედებაზე ჩაეცინა.ბიჭებმა კი დანანებით ჩაიქნიეს ხელი ან თავი გადააქნიეს.
-აბა როგორი გრძნობაა გათხოვება?
-სასწაული.
აღფრთოვანებით თქვა და მკლავზე მომეწება.ცისფერ თვალებს მიფახუნებდა და მეუბნებოდა როგორ გიჟდებოდა ჩემზე(კარგი ცოტა გავდრამე და გავანარცისე)
-ოჰო,დაგვედო ბორკილები და ჩვენი ძალადობის ფეტიში ამოქმედდა?
გამომცდელად ვუყურებდი.
-გაგფეტიშებ.შენ და კაკი რას შვებით?ერთი სული მაქვს გავიგო რა მოხდა ქორწილის მერე .იმ დღეს ხომ არ დამცალდა გაგება და მერე დროც  აღარ გვქონია რომ გვეჭორავ.
-რა დრო გვექმებოდა წაგართვა იმ ვირმა ტელეფონი და ერთი თვით  მოგიტაცა. ჩემგან მოგიტაცა ხვდები?
გავიბუტე და უკან მოტოვებულ ლევანის გავხედე.
ბარგი საბარგულში ჩავტენე, მანქანის კაპოტს მივეყრდენი და დაქალს პირდაპირ შევხედე.
-აბა მოემზადე.3...2...1..
-მალე მალე მალე.
-მაცდი?
-თქვიიიიი!
-კაკისთან სექსი მქონდა.
- რა როდის?ქორწილის ღამეს?ისე სასწაულად იქცეოდით.მმმმ
-კი და მერეც...
-ანუ ვსო დალაგდით?
-ვსო დავლაგდით.
აღფრთოვანებულმა ვუთხრაი,მაგრამ ბოლომდე სიმართლეც არ ყოფილა.
-ღალატს რომ აპირებდი  გადაიფიქრე ხო?მშვენიერი.
-ნუ ხო...
...და რა იცოდა იმ ჩემმა დაქალმა  რომ მე კაკის მისთვის ყველაზე ახლო ადამიანთან ვღალატობდი. მასთან ვისზეც ვერასოდეს  იფიქრებდა.რა იცოდა ანომ რომ მე  დარლას მივეკედლე და ახლა ის იყოჩემთვის ყველაფერი.მთავრეც და ვარსკვლავებიც,ზღვაც კი ის იყო იმ დროს ჩემთვის.ამას არ ვაღიარებდი,მაგრამ დარლა ისე იყო ჩემთვის როგორც წვიმა ,ან ზღვა. მისი დაკარგვა არც კი  წარმომედგინა,მაგრამ თუ დავუშვებდი და წარმოვიდგენდი  რომ ის ჩემთან აღარ იყო ალბათ გავგიჟდებოდი.ბოლომდე ვერ ,მაგრმა მასწავლა როგორ მყვარებოდა ჩემი უსულ-გულო თავი.ის სხეული რომელშიც მშობლებმა გამომკეტეს.მასწავლა და დამაჯერა რომ წარსული ერთი დიდი უაზრო მოგონებების გროვა იყო და მასში ჩახრჩობა სრული უაზრობა.არ ღირდა სევდით სავსე მოგონებებისთვის უფლება მიმეცა ჩემი სხეული კვლავ ნაღველითა და ტკივილით აევსოთ და ნელ ნელა დავესაკუთრებინე.ვერ ვიცხოვრებდი იმ ადამაინის გარეშე ვინც ცდილობდა ჩემთვის მოტივაცია მოეცა და ყველანაირად გვერდში მდგომოდა.
-კიდევ რა ხდებოდა აქეთ?
მანქანას გოგა და დათო მოუახლოვდნენ და აქეთ-იქიდან ამომიდგნენ ხელებგადაჯვარედინებულები.
-დეპრესია ჰქონდა და მცხეთაში  გადაიხვეწა,თან ისე რომ არც კი გავუფრთხილრბივართ.მთელი კვირა გვანერვიულა და მერე აღმოჩნდა რომ სიცხიანი იყო...
-ჰა?სუ გააფრინე გოგო შენ?
-უშენობამ რა დამმართა ხო ხედავ?
თვალები ავუფახუნე და თავი 
მკერდზე დავადე.მუცელი სულ  ოდნავ წამოზრდოდა.პატარა ღიპს შევეხე და ისე დაველაპარაკე თითქოს ხორცის ნაგლეჯი მასში რომ იყო რამეს გაიგებდა.
-აბა მამიდას გოგოვ როგორ გივლიდა დედიკო?!
-რა იცი რო გოგოა?
-მე მამრს ვერ ავიტან სახლში.
ცხვირი ავიბზუე და ანოს მოვშორდი.
-ჩემს შვილზე რეებს იძახი 
ბიძაშვილო?
-ჰაჰ რა იცი რო შენია?
ჩავიფხუკუნე და ანოს თვალი  ჩავუკარი.ორივე გაშტერებულები  მიყურებდნენ.
-აბა ვისია?
-მმმ დავფიქრდე ბოლოდროს 
ვისთან იწვა ანანო...
-ნეა!
კბილებში გამოსცრა ლევანიმ.
-ხო აი გამახსენდა.ჩემი იქნება უეჭველად.
-უფალო შენ და გოგას რა გჭირთ?
-რაზე დათიკო?
გავეფლირტავე და თვალები ,როგორც იტყვიან, ავუჟუჟუნე.
-ამან შვილი უნდა გავუჩინო ვინმე ბიჭსო,შენ კიდე ანო ჩემგან არის 
ორსულადო.
-ბიოლოგია გვავიწყდება ნელ-ნელა.
დავბერდით ხო გოგ?
-შენ კი მე არა.ნახე ჭაღარა გაქ.
-დაანებე შენ მაგ ჭაღარას თავი.
ჩემი თმისკენ გამოწვდილ ხელზე ხელი ძლიერად დავარტყი.
-ნეა როდის გათხოვდები და 
მომშორდები?

გულწრფელად იკითხა ლევანიმ,
რომელიც შუბლს ისრესდა და ჩემს წინ მომაბეზრებლად აყუდებულიყო .
-არასოდეს.
-დაიცა ხელი რო გთხოვო ცოლად არ გამომყვები ტო?
კაკიმ ხელი გადამხვია და გაოცებულმა შემომხედა.
-მმ.შეიძლება დავფიქრდები.
-შეიძლბა ხო?განახებ როგორ  შეიძლება.
-და როგორ?
-აბა დაფიქრდი!
მაცდურად  ამათვალიერ-ჩამათვალიერა.
-გაფუჭებულო.
-შენ ეგ გიკვირს დაო?
ანომ ცალი წარბი ამიწია.
-შენ ჩუ თორე დავიწყე შენი  საყვარლების სიის შედგენა და ეგ ბავშვი რომ დაიაბდება კი მოვრჩები.
-შენ...
ლადომ უჯიკა გაჩუმდიო.კაკიმ ჩემ  სექსზე დამოკიდებულებაზე ჯერ ისევ არაფერი იცოდა.
-არა ამათ როგორ უძლებ ლევან?
-ლადო მეხამრება ავიტანო ეს ოთხი შეშლილი.
-ლადოც გიჟია ,ნინე უყვარს და არ უხსნის სიყავრულს.
-ნეა კარგი რა, ხომ იცი რატომაც?!.
-იმიტორო ძმიშვილზე ზრუნავს და შენთვსი არ ცალია ხო?
-ხო.
-ხო და ადექი და მასთან ერთად  იზრუნე.დებილო.
-შენ თუ გყავს კაკი ძაან იცვლება  რამე?
-კი,თუ მომინდა დილსი 5საათზე გავარბენ და ტირილით ამოვწყდები მის წინ,ნებისმიერ რამეში დამეხმარება. ხო ეგრეა კაკი?
-რა თქმა უნდა ,პატარავ.
მისი დაძახებული პატარავ სხვანაირად ჟღერდაარ ვიცი მის გვერდით  ყოფნა მართლა მსიამოვნებდა, მაგრამ რაც მეტი დრო გადიოდა მითუფრო ცუდად ვგრძნობდი თავს.ის ისევ იდეალური იყო,მხოლოდ ჩემთან თუ შეეშლებოდა რამე, ყურადღებას დამაკლებდა ან არ  ვიცი...ჩხუბით არასოდეს გვიჩხუბია, მაგრმა ჩემზე მეტი ყურადღება  ყოველთვის მეგობრებს და ოჯახს ჰქონდათ.ეს მაწუხებდა და ნერვებს  მიშლიდა. ან კი რომელ წესიერ შეყვარებულს მოეწონებოდა მისი ბიჭი ასე რომ მოჰქცეოდა?!დარწმუნებული ვარ სხვა ჩემს ადგილზე დიდი ხნის წინ დაშორდებოდა.
   თავი მხარზე ჩამოვადე და მეგობრებს შევხედე,რომლებიც დაჭყანულები მიმზერდნენ.
-სად შემიძლიხართ?!
-ნაფტალინი მოაყარე არ დაგემჩიჩოს დანელიავ.
გოგამ თავის სასწაული სიცილით გაიცინა.ხუმრობები გავუტარეთ,კაკის მანქანაში წინა სავარძელზე წამოვსკუპდი და სახლში წავედით.
   ერთის მხრივ ყურადღების ნაკლებობას სიყვარულის გაქრობად მივიჩნევდი,მაგრამ მეორეს მხრივ კაკის მართლა მთელი მისი არსებით ვუყვარდი.პათოლოგიურად არა ,მაგრამ ვუყვარდი.ისე ვუყვარდი ,შეეძლო გავეშვი,საკუთარ თავზე უარი ეთქვა და ხელი გაეშვა,ყოველ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობის პირველ წელს მაინც ფიქრობდა ასე.
  ნელ-ნელა უფრო და უფრო ვშორდებოდი და დარლას ვეწებებოდი.მასთან ისეთი ურთიერთობა დავიწყეთ სხვა საყვარელბთან არასოდეს რომ არ მქონია.აკაკიც გავიცანი და მისი საცოლეც.საოცრად კარგ დროს ვატარებდი დარლასა და მისი მეგობრების გარემოცვაში.ყველგან ერთად დავდიოდით,იქნებოდა ეს კლუბი,ბარი ,ქუჩა თუ რომელიმე ჩვენგანის სახლი.ნოემბერი იდგა,მისი სუსხი ჯერ ისევ ვერ მიყინავდა ძარღვებში სისხლს,ისე ვერა როგორც მიყვარდა. კაკიმც ნელ-ნელა კლუბებში შეხვედრებზე სიარული დაიწყო და  ერთ მშვენიერ დღეს მე და დარლამაც გადავწყვიტეთ თავი მაქსიმალურად აგვერიებინა მისთვის,ამიტომ იქ დავდიოდით სადაც კაკის ნაკლებად ვნახავდით.ისეთ ადგილებში სადაც უმეტესად  LGBT ადამიანები დადიოდნენ.ასე მეტად დავიზღვევდით თავს და გარყობითაც გავერთობოდით.კაფეებსა და აბრებში სიარულიც შევწყვიტეთ.მხოლოდ ჩვენი სახლები და კლუბი.აკაკის და ბექას ხშირად ვხედავდი.ორივეს მოვწონდი.
-აშკარად ტყუილად ვლანძღე.ძალიან კარგი ტიპია.მხიარული.
-არცისე აკაკი.
დანანებით ჩაიდუდღუნა დარლამ
-რა?
-ფსიქოლოგი ესაჭიროება, ვიღაცასთან დადის ხოლმე,მაგრამ აშკარად ვერ შველის.
-რა სჭირს რო?ხოარ ვუშველო?
-ცუდი ბავშვობა ჰქონდა და მაგაზე მისი ნებართვის გარეშე შენთან ლაპარაკს არ ვაპირებ.მეც ძლივს მითხრა,ალბათ უფრო იმის გამო რომ ავად იყო და ბოდავდა.
-მესმის.შენ და შენი ნებართვები. მისმინე კიდევ იდანაშაულებ თავს?
-იმდენად აღარ,მაგრამ ნეასაც იგივე რომ მოუვიდეს...
-არ მოუვა,მასთან ხარ.მის გვერდით.
-მართალია,არ მივცემ უფლებას ცუდად იყოს...
-აი ეს ძმაკაცი მიყვარს მე და არა ის მოჯღანული ტიპი.
მხარზე ხელი ღიმილით დაჰკრა.დარლამ კი სუსტად გაუღიმა.იცოდა აკაკიმ როგორ იტანჯებოდა ,შველიდა მაგრამ ბოლომდე ვერასდროს.დარლას განკურნება ისევ დარლას შეეძლო ,სხვა ყველა უძლური იყო.
  ☆☆☆☆☆☆☆☆
   მუსიკას მთელ ტანს ვაყოლებდი, თავს უკან ვაგდებდი და დარლას სხეულს იმდენად ვეყრდნობოდი, რამდენადაც ამის ატანას ორივე შევძლებდით.ხელები ჩემს თეძოებზე ედო და მოძრაობაში ისიც მყვებოდა,ეს ყვეალფერი ჩვენს პირველ შეხვედრას მახსენებდა.
ვნებითა და ალკოჰოლით დამძიმებული ჰაერი,ხმამაღალი მუსიკა,აჩქარებული გილისცემა...გაუჩერებლად მოძრავი სხეული,მკრთალად განათებული ოთახი.წითელ და მოიისფრო ფერებში,სახეები გაირჩეოდა.ყევალფერი უფრო მეტად მიმზიდველად და გასაოცრად გამოიყურებოდა.
-წავიდეთ თუ კიდე დიდხანს განაგრძობ ჩემს გრძნობებზე თამაშს.
ყურში ჩამყვირა და თეძოზე ხელი მომიჭირა.თავი კიდევ უფრო მეტად გადავაგდე უკან და ყურთან ვუყვირე.
-კიდევ.
გველივით გავუღიმე და მის მკლავებში დავტრიალდი,შიგნიდან ხურდა,სისხლის მაგივრად გახურებული რკინა ესხა ვენებში და ყველა ძარღვი სურვილისგან ეწვოდა.ზუსტად არ იცოდა რატომ ვახდენდი ასეთ გავლენას მასზე, მაგრამ უკვე იცოდა რომ მარტივად ვეღარ გაიღვიძებდა ცარიელ საწოლში.ვერც საბანი გაათბობდა ისე, როგორც ჩემი სხეული.უკვე კარგად იცოდა რომ მე მხოდოდ ძმაზე შურისძიების იარაღი აღარ ვიყავი,დიდი ხანი იყო რაც შურისძიება გვერდზე გადადო და ჩემში ადამიანის აღქმა დაიწყო.იმ ადამიანის,რომელსაც მისი ესმოდა,და თუ არ ესმოდა ცდილობდა მაინც.უსმენდა და მის გრძნობებს  ფეხქვეშ არ თელავდა. მისთვის იმ ეტაპზე საყვარელზე მეტიც ვიყავი.ის ნეა ვიყავი, რომელსაც ენდობოდა და არა ის რომელიც ძმის შეყვარებულობის გამო მთელი არსებით სძულდა.ზღვის იმ საშინელ ღამეს აღარც კი ვიხსენებდით,გონება ამის ნებას არ გვრთავდა.სადღაც გამოემწყვდია და მასთან ერთად ყველა საშინელი მოგონება.მის მკლავებში მომწყვდეულს მაკვირდებოდა და ვერ წარმოედგინა ეს ყველაფერი თუ აქამედ მოიყვანდა,ისევ ვერ იჯერებდა რომ ის ნეა მის მკლავებში რომ იყო მომწყვდეული,თითქმის ყოველ დღე მის გევრდით რომ იღვიძებდა და მასთან ერთად გათენებამდე სვავდა კაკის შეყვარებული იყო.მისი ძმის და არა მისი. სხვისი ერქვა,ყველა სხვისად იცნობდა. ისევ ვერ იჯერებდა რომ ამდენი მცდელობის მიუხედავად მის გულში პაწაწინა ადგილი მაინც დავიკავე.
-რას ცდილობ?
გამომწვევად მკითხა.აი ეს მომწონდა,სხვა არ ვიცი და ეს მართლა მომწონდა.ჩვენს შორის ვნება არასდროს ცხრებოდა, ერთმანეთთან ყოფნა ამის გარეშეც შეგვეძლო,მაგრამ უცხო თვალიც დაინახავდა როგორი ქიმია იყო ჩვენს სხეულებს შორის.ალბათ კიდევ მრავალი ცხოვრების მანძილზე გასტანდა . კიდევ ბევრიბცხოვრების მანძილზე ვიქნებოდი მის გვერდით ან თუ არ ვიქნებოდი ვიგრძნობდი მაინც რომ არასწორ ადამიანთან ვიყავი და სწორი სადღაც შორეული მიწების მიღმა მელოდა.ვიგრძნობდი რომ რაღაც,ჩემი ნაწილის მსგავსი მაკლდა.
-მე?არაფერს.
წელზე ხელები უფრო მომიჭირა და სხეულზე მთელი ძალით ამიკრა.
- გავიდეთ?
ყურში ჩამყვირა და პასუხისთვის არც დაუცდია ისე მწვდა მაჯაში,
.საპირფარეშოსკენ მიდიოდა და კარგად ვხვდებოდი რაც უნდოდა. მის ნაბიჯებს ჩემი ავაყოლე,სიცილით თავს ვაქნევდი და მივყვებოდი.მაჯაზე მისი ხელი ძლიერად არ მეჭიდებოდა,მსიამოვნებდა კიდეც.კლუბი მოწითალო მოიისფროდ იყო განათებული,სილუეტები გაირჩეოდა,მაგრმა სრულიად სხვაგვარად,ისე რომ მინდებოდა დარლა მუდამ ასეთად დარჩებილიყო.ნახევარი სახე ,შეიძლება მეტიც ჩრდილისგან ჩაბნელებოდა.ხატვა რომ შემძლებოდა სამუდამოდ ასეთს დავტოვებდი. თითქმის მისულები ვიყავით,ჩემს ფიქრებზე ჩამეღიმა,მაგრამ ღიმილი წამში გაშეშდა და გაოცებისგან პირი დავაღე, როცა  საპირფარეშოს კართან კედელზე აკრული დათო და ვიღაც უცნობი ბიჭი დავინახე.დარლამ ხელზე დამქაჩა.არ გავნძრეულვარ, შეშინებულმა მომხვია ხელები სახეზე.
-ნეა! ნეა! კარგად ხარ? ეი,მომხედე.რა მოგივიდა?
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და დარლას გავხედე.
-შენ...შენც ხედავ?თუ ზედმეტი მომივიდა?
თვალებით კედელზე ვანიშნე,წამით გაახილა მაისურაძემ მინაბული თვალები და გაშრა,როცა მის წინ,კლუბის სუსტ განათებაში ჩემი სახე გაარჩია,ისევე გაშტერდა როგორც მე.მთელს სხეულში რაღაც სასიამოვნომ დამიარა,გოგა... უნდა სცოდნოდა,უნდა სოდნოდა რომ დათოსთვის თქმა ღირდა,ღირდა ეთქვა როგორ უყვარდა 8
წლის მანძილზე,წყეული 8 წელი....მისთვის დამღუპველი ტრფობა არცისე უადგილო გამოდგა,მაგრამ არ მესმოდა დათოს ქალებიც ჰყავდა უამრვაი...ესეც მალევე გადავხარშე ,გადავხარშე და მივხვდი რომ არც ჰეტერო იყო არც გეი,ბი იყო ...ღირდა თქმად და ცდად... ღირდა დაკარგული რვა წელი და ის დიდი გრძნობა გოგა რომ გულით ატარებდა. იმ გრძნობის აღაირებად ღირდა გოგას რომ ტანჯავდა და ანადგურებდა.წამში გამიელვა ყველა მოგონებამ.ყველა მათმა ცეკვამ,დალევამ.იმ დღემ გოგას რომ აკოცა,აი იმ მომენტმა რომ ვერ გამეგო დამესიზმრა თუ მოვიგონე,გამახსენდა როგორ გადაიხარა დივნიდან დათო და დივანზე თავდადებულ გოგას ტუჩებში აკოცა.როგორ უჭერდა ხელებს ლოყებზე,ისიც როგორ წამოდგა მეტრეველი და მასსა და სავარძელს შორის გამოკეტა დათო.მერე ისიც გამახსენდა კალთაში რომ ჩაიჯინა და უფრო მეტი ვნებით დააცხრა მაისურაძე მეტრევლის ტუჩებს.ჰაერი რომ არ ეყოთ მოშორდნენ და ორივეს ჩაეძინათ.არცერთს ახსოვდათ, ან ახსოვდათ და არ იმჩნევდნენ.ზოგადად ხშირად ხდებოდა როცა მთვრალზე გათიშვამდე მინიმუმ ნახევარ საათს ვერ იხსენებდნენ ვერც გოგა და ვერც დათო.
დათო ბიჭს მოშორდა და ჩემსკენ წამოვიდა,დარცხვენილი გაქვავებული სახით,არ უნდა მენახა.არ უნდოდა რომ მენახა,არც დარლას...ან...მოიცა დარლას სულაც არ გაჰკვირვებია!ნუთუ?.... ანუ მას გულისხმობდნენ დარლა და ბექა და არა გოგას...
-მე ...უნდა წავიდე.
დარლას ხელი უხეშად გამოვგლიჯე და გონებარეული,აზრების დალაგების მცდელობით ხალხს გავერიე,ყველას ვეჯახებოდი და კლუბიდან გასვლას ვცდილობდი.ისეთი გრძნობა მქონდა რომ იმ ჩაკეტილი სივრციდან გასვლას ვერასოდეს მოვახერხებდი.მთელი სამაყრო ტრიალებდა.გარეთ რომ გავედი ჰაერი მთელი ძალით ჩავისუნთქე, სუნთქვა ასე არასდროს გამჭირვებია. არა იმიტომ რომ ჩემს მეგობარს ბიჭები მოსწონდა,არამედ იმიტომ რომ ასე საწყლად და დარცხვენით ჩემს წინ იდგა.ჩემი სრცხვენოდა,მეგობრის რომელიც მუდამ მის გვერდით იყო,იმ გოგოსი მასთან ერთა რომ იძინებდა. ჩავიკეცე და ტელეფონი კანკალით ამოვიღე ჯიბიდან.გოგას ნომრის ძებნაში დათო და დარლაც გამოვიდნენ გარეთ.
-პატარვ კარგად ხარ?ნეა შემომხედე,მე მიყურე!რა გჭირს?
-მას...მას გულისხმობდა ბექა?შენ საერთოდ არ გაგკკვირვებია...ისე შეხედე რომ მხოლოდ ის გაგიკვირდა იქ რომ ნახე,ასე კი არა...
-და შენ არ გულისხმობდი დათოს?
-არა!ის...არც ვიცოდი.
-ნეა არ მინდოდა...
საუაბრი დაიწყო მაგრამ არ ვაცადე ფეხზე წამოვდექი და მის ჭროღა თვალებს მკაცრი მზერით მივაშტერდი.
-გოგა მოგწონს დათო?
-რა?
-მიპასუხე გოგა გიყვარს?გიყვარს?
იმხელაზე ვუღრიალე მეგონა ყველა ჩვენ გვიყურებდა
-მე...
-რა შენ ?ნუ ბლუყუნებ და ნუ გგონია რონ გაგკიცხვა თუ ბიჭები მოგეწონება,მითხარი გიყავრს მეტრეველი თუ არა?!



დავბრუნდი,არ ვიცი კიდე როდის დავბრუნდები ან გავქრები,მოკლედ მოთმინებიტვის მადლობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent