სიცრუე,რომელიც არ ვიცოდი 11
"არა არა არა.ის ვერ იქნება!ვინმემ მითხრას რომ მეჩვენება.შეუძლებელია. ოღონდ ის არ იყოს,ოღონდ ის არა.ნებისმიერი მის გარდა ,მაგრამ ის არა.რატო?ყველაფერი მე როგორ მემართება.ჯანდაბა ნეა ჯანდაბა" წამით მივაშტერდი ჩვენსკენ მომავალ ბიჭს.გული მისკდებოდა იმის წარმოდგენაზე რა მოხდებოდა. ბოლოს, როგორღაც კაკის ვკითხე. -ეს არის? -ხო რა იყო? სახეზე გულგრილობა შევინარჩუნე და მხრები ავიჩეჩე. -უფრო სიმპატიური მეგონა. კაკის გაეცინა.ბიჭი ისეთივე გაკვირვებული მიყურებდა ,როგორც რამდენიმე წამის წინ მე მას.კაკის ცივად გაუღიმა და მის გვერდით ჩამოჯდა.მათი ლაპარაკი ცოტახანს არ მესმოდა.სადღაც სხვაგან დავფრინავდი.ათასი ვერსია წარმოვიდგინე,თუ როგორ გაიგებდა კაკი გუშინდელზე,როგორ ვიჩხუბებდით.ისიც არ მახსოვს ჩემი ამერიკანო როდის მოიტანა მიმტანმა.კაკიმ მე შემომხედა და გამიღიმა. -მოკლედ ნეა გაიცანი ეს არის ჩემი უფროსი ძმა დარლა.დარლა ეს ჩემი შეყვარებულია ნეა. დარლას ირონიულად გაეღიმა.მე კი როგორც მჩვევოდა ნერვიულობის ფონზე სარკაზმის აფარება გადავწყვიტე. -ანუ შენ ხარ ის ცნობილი დარლა?სულ მინდოდა გამეგო ზვიადაური ვის შესწირეს. კაკის გაეცინა და დარლას მხარზე დაჰკრა ხელი. ბიჭი ცოტახანს მიმზერდა,მერე წარბები შეკრა და გაბრაზებულმა ლამის ღრენით თქვა. -რამდენი ხანია ეგ ხუმრობა არ გამიგია. ამ დროს კაკის ტელეფონმა დარეკა და მე და დარლა ცოტახანს მარტო დაგვტოვა.ისევ ის ცინიკურუი ღიმილი. უეჭველია ხვდებოდა ვინც ვიყავი.ან როგორ ვერ მიხვდებოდა.ყველაფერი სულ რამდენიმე საათის წინ მოხდა. -არ ელოდი არა შეყვარებულის ძმად რომ შეგრჩებოდი?! ირონიულად მკითხა და მიმტანს ყავა სთხოვა. -და შენ ელოდი? ნიშნისმოგებით შევხედე. -და ჩემმა სულელმა ძმამ იცის მისი შეყვარებული სხვებთან რომ წევს? -შენ როგორ გგონია ეცოდინება? -დებილია მაგრამ გემოვნება ნამდვილად აქვს. ჩემს უკვე ნანახ და ნაფერებ სხეულს თვალი დამშეულივით ააყოლა. -არც იფიქრო. მოკლედ მოვუჭერი და მის უკან გავიხედე,მაგრამ კაკი არსად ჩანდა. -რატო ერთ კაცს ორჯერ არ აძლევ? -არა უბრალოდ ახლა ვიცი რომ შენ ჩემი შეყვარებულის ძმა ხარ. -თუ ასე ძაან გიყვარს ჩემი ძმა... -ასე ძალიან გაინტერესებს ჩემი ,ან შენი ძმის პირადი ცხოვრება? -არა პროსტა ჩუმად ჯდომა არ მიყვარს. -ხო და შეიყვარე. -არა და წუხელ რა ნორმალური ჩანდი. ჩუმად ჩაიდუდღუნა ,მაგრამ მაინც გავიგე.ისეთი შევხედე ,რომ დარწმუნებული ვარ ჩემი სახე ნათლად გამოხატავდა,თუ როგორ მინდოდა მისი მოკვლა.ცივი მზერა არც მას დაუკლი. -ნუ გგონია რომ მაგ ცივი მზერით რამეს დამაკლებ პატარ ქალბატონო. -პატარა ქალბატონს მოგცემ მე შენ იდიოტო. შევუღრინე და მზერა ავარიდე.კაკი მალევე დაბრუნდა. -ძვირფასო ძმაო როგორ გაიცანი შენი შეყვარებული?-"ძვირფასო ძმაო" იმხელა ზიზღით თქვა წამით შევკრთი.კაკის თვალებში წყენამ გაირბინა,ისიც წამით. -ჩემი მეგობრის ბიძაშვილია. ცივად უთხრა და მე გამომხედა -ანუ ბიძაშვილის ძმაკაცი შეგიყვარდა? ირონიულად შემომანათა ლურჯი თვალები და ტუჩის კუთხე ჩატეხა. რელურად ამის თქმა სურდა "ნელ-ნელა წინ მიიწევ,ახლა მის ძმაზე გადმოხვედიო". -არა იმას შევუყვარდი. მეც არანაკლები ცინიზმით ვუთხარი ,თუმცა კაკის თბილად გავუღიმე. -და როგორ? -ჩემი ბიძაშვილის დაბადებისდღეზე იყო და იქ გავიცნაი.ცოტა ჩახლართული ისტორიაა,მე კი გადაღლილი ვარ იმისთვის რომ მოგიყვე. -მე მოვუყვები. კაკიმ გამიღიმა,თუმცა სანამ რამის მოყოლას დაიწყებდა დარლამ ჩააკვეხა. -რამ გადაგღალა ნეტავ? ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა. კაკი გაკვირვებული მიმზერდა ,დარლა კი კმაყოფილი იღიმოდა.თვალები ბრაზისგან ამენთო და რამე რომ არ ჩამერტყა მისთვის სკამს მთელი ძალით ჩავაფრინდი.მერე კი როგორც შემეძლო წყნარად ვუთხარი. -ეგეთი ადგილია ,სამსახური ქვია.გეცოდინება ბოლოს და ბოლოს იაპონიაში სასეირნოდ არ იქნებოდი. მხრები ავიჩეჩე და გავიღიმე.კაკიმ ჩვენი გაცნობის ამბავი მოუყავ,კაფეში კი კიდევ კარგახანს ვისხედით.ირგვლივ ჰაერი ისე იყო დაძაბული სუნთქვა მიჭირდა.დარლა კაკის ესწერვებოდა და მე ისეთ ნამიოკებს მირტყავდა წინა ღამეზე ლამის ადგილზე გავქავვებუკიყავი. თავისმხრივ არც მე ვუთმობდი და როგორც შემეძლო გულგრილად ვპასუხობდი რომ კაკის ჩვენი კინკლაობა არ შეენიშნა და რაიმეში არ დაეჭვებულიყო .ბოლოს ლამის გული გამიჩერდა წასვალმხე ცოტახნით ადრე კაკიმ დარლას რომ ჰკითხა. -წუხელ სად იყავი,რატომ არ მოხვედი ჩვენთან? -კლუბში და მერე ჩემს ბინააში.ერთი საოცრად სექსუალური და ვნებიანი გოგო გავიცანი-წამით თვალი ჩემკენ გამოაპარა და ტუჩის კუთხეზე ღიმილი აუთამაშდა-შენც კარგად იცი რა ცეცხლი ამბები დატრიალდებოდა. და საერთოდ რატო გადარდებს ღლაპო? -ვის ადარდებს.სახლში რომ მივალ უეჭველი მკითხავს თიკა და ხომ უნდა გავცე პასუხი. თავლები აატრიალა.მე კი შეძრწუნებულმა გავხედე დარლას. ზუსტად იმ წამს ტელეფონი აწკრიალდა და ჩემმა ერთადერთმა გოგამ მიშველა. -ხო? -სად ხარ ქალბატონო? -კაფეში.რა ხდება რო? -მალე მოდი რა დათომ რამეს ვუყუროთო. -მარტო რო დაგტოვოთ გვრიტებო არა? -გაგაგვრიტებ მე შენ ქალო..მოდი გთხოოვ ,ხომ იცი შეიძლება რამე სისულელე გავაკეთო. თავი მოისაწყლა და გულიანად გამეცინა. -კაი ხო მოვდივარ,დამელოდეთ.აუ ფოსტა მომივიდოდა წესით და მაგ ვირს ჰკითხე აბა თუ მოვიდა. -ოე დათო ნემა რამე ხოარ მომსვლაიო ფოსტიდან.აჰა კაი გადავცემ.კიო და ოთახში დაგიტოვეო. -ოქროები ხართ,კაი მოვდივარ.-ყურმილი დავკიდე და ჩემს წინ მჯდარ ორ ბიჭს მივუბრუნდი.-მე წავედი. -რატო? -დათომ და გოგამ ფილმს ვუყუროთ მალე მოდიო. -დათი კიდე შენთან რჩება? -მაინც ცარიელ სახლში ვცხოვრობ რატო უნდა იხადოს ფული.უკან დაბრუნებას კიდე არ აპირებს.ის რომ ვიყო არც მე დავბრუნდებოდი. სბედნიეროდ ჩემბი სახლში არასდროს იყვნენ,ამიტომ სახლიდნა წასვალა არ მიწევდა ,თორემ ამას კარგახნის წინად ვიზამდი.ჩანთას ხელი დავტაცე.კაკის ლოყაზე ვაკოცე და წამოვედი. ისეთი დაგრუზული ვიაყვი და თან დაშოკილი ფილმის არ ვუყურებდი.მხოლოდ ეკრანს მივშტერებოდი და დათოს მკერდზე ვიყავი აკრული.უცბად მომწვდა დათოს ხმა. -ისევ რამე მოხდა?რაც ფილმი დაიწყო გაშტერებული ზიხარ. -დაიკიდე არაფერი ისეთი.ცოტა დავიღალე.დააპაუზე და მომიყევი რა ხდებიდა რა. -მოდი დიდი დრო არაა გასული და გადავახვევ უკან. საბოლოოდ ფილმით ნამდვილად ვისიამოვნე. ალბათ ერთადერთი ფილმი იყო ,სადა დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. გვიანობამდე სამსახურში ვიყავი.ოღონდ მართლა გვიანობამდე. უკვე დაღამებული იყო რომ გამოვედი.ჩემი მანქანა ანანომ ამახია და სახლამდე ან ტაქსით უნდა წავსულიყავი ან მეტროთი.ორივე მესიკვდილებოდა. ის იყო გარეთ გამოვედი რომ უეცრად ვიღაცის სხეულს შევეჯახე და დაცემისგნ მხოლოდ მისმა კარგმა რეფლექსებმა მიხსნენს უეცრად ,რომ ჩამავლო დიდი ხელი წელში. -სიარულსაც ახლა სწავლობ? ნაცნობი ბარიტონის გაგონებისას ინსტიქტურად მოვშორდი და უკან დავიხიე.ლურჯად მოელვარე თვალებით მიყურებდა. -აქ რა გინდა? -მოგაკითხე.სახლში წაგიყვან. -ვაუ,როგორი სასიამოვნო სურპრიზია. უნდა გაგახაროთ ზვიადაურის ბატონო და გითხრათ,თქვენთან ერთად მგზავრობას მირჩევნია მიქელამ წამიყვანოს თავისი ეტლით. რევერანსი გავაკეთე.ის იყო შევბრუნდი და წასვლა დავაპირე რომ მაჯაში მწვდა და თავისკენ ძლიერად დამქაჩა.წონასწორობა დაკარგული პირდაპირ მის მკლავებში აღმოვჩნდი.ჩემზე ნახევარი თავით მაღალი იყი.ზემოდან დამყურებდა მის ხელებში მოქცეულს და თავლებში ბრაზი უელავდა. -მე გკითხე რა გირჩევნია თქო? -მომშორდი იდიოტო. ხელი ძლერად ვკარი და მართლა გამიკვირდა რომ ვაჯობე. -ნეა ნეა ნეა... -ისე ჩაილაპარაკა ჩემი სახელი თითქოს სიმღერის ტექსტი ყოფილიყო-ახლა მე და შენ სადმე წავალთ და ვისაუბრებთ. -არ მინდა შენთან ლაპარაკი გასაგებია?!არა!გამეშვი რა! -თუ დამჭირდა ძალით ჩაგტენი მანქანაში გეფიცები. გამაფრთხილა და მანქანის კარი გამოაღო. -ნებით მაინც არ გამოგყვები ერთუჯრედიანო. სახეზე ალმური მოედო.ისე შემომხედა ,მეგონა ადგილზე მომკავდა,მაგრამ ვაი რომ ჩემი ენის დამორჩილება არცერთ "მეს" არ შეეძლო.ჩემკენ ნაბიჯი გადმოდგა ჩემი სახე ცალ ხელში მოიქცია. -ნუ მეტლიკინები ნეა. -და ტლიკინს რას ეძახი?გებუნები არ მინდა შენთან ერთად არცერთ კონტექსტში ყოფნა. -აი მაგას ვეძახი ტლიკინს.ნუ მიბრუნებ გოგო ენას. -ხელი გამიშვი ვირო. ხელზე ძლიერად დავარტყი და დიდი ძალისხმევის შემდეგ ჩემი სახე გავითავისუფლე. ბრაზით მიყურებდა.მე კი ისევ ვერ ვაჩერებდი ენას. -რა?რას მიყურებ?დამანებე თავი.დაღლილი ვარ და შენი ნერვები ოდნავადაც არ მქვს უფროსო ჯიშკარიანო. ისევ შევბრუნდი წასასვლელად ,მაგრამ სანამ ნქბიჯის გადადგმას მოვასწრებდი დაიხარა მხარზე გადამიკიდა და მანქანაში რასაც ქვია ჩამტენა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.