შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ცოლ-ქმარი (თავი1)


18-09-2022, 22:42
ავტორი miravali
ნანახია 3 114

მირა სწრაფად გაახილე თვალები, ნანასთან თუ კიდევ ერთხელ დააგვიანებ იცოდე აღარასდროს მიგიღებს,ათი საათია და თერთმეტის ნახევარზე ხარ ჩაწერილი,დროზე ადექი ეს წვეულება მნიშვნელოვანია მამაშენისთვის. ხომ უნდა მოემზადო?!
-დედა ახლავე,ვდგები,ახლავე! ვიცი რომ მნიშვნელოვანია მაგრამ ვერ ვხდები რატომ?მამაჩემის მეგობრის წვეულებაზე მე რატომ უნდა ვიყო?
-მირა ხომ იცი რომ მამაშენი ვერ ახერხებს ჩამოსვლას,მე კიდევ შენს პატარა ძმას უნდა მივაქციო ყურადღება,ბაჩო მამაშენის საუკეთესო მეგობარია და შენც ძალიან უყვარხარ,ეს ხიმ იცი?ამიტომ უპატივცემულოდ გამოვა თუ არცერთი წავალთ.ახლა ადექი და გაემზადე.
-აუ დედა ხომ იცი არ მიყვარს ისეთ ადგილებში წასვლა სადაც არავის ვიცნობ იქ რა ვაკეთო? ბაჩოს მორიგი სასტუმროს გახსნაა და კიდევ უამრავი ექნება.კარგი ჰო აზრი არ აქვს წუწუნს ვიცი,მაინც მომიწევს წასვლა, კაბა სად არის გუშინ რომ მიყიდე?
-კარადაშია,მაგრამ ჯერ სალონში წადი,თორემ ნანა ნამდვილად არ დაგელოდება,მე ბავშვის გამო სულ ვაგვიანებხოლმე და შენც რომ დააგვიანო სირცხვილია,ისედაც უამრავი ადამიანი ჰყავს ჩაწერილი.
-კარგი ჰო გავრბივარ
ცოტა რამ ჩემი და ჩემი ოჯახის შესახებ: ჩემი სახელია მირა,ესესაა მესამე კურსზე შევაბიჯე და დაიწყო ჩემი ჩვეული რუტინა,რაც შეეხება მშობლებს: ანა და თემო მოსიყვარულე მშობლები არიან, ყველაზე საყვარელი წყვილია ვინც აქამდე მინახავს,ალბათ ასე იმიტომ ვფიქრობ რომ ისინი ჩემი ოჯახი არიან. არ ვმუშაობ რადგან ძალიან ბევრი სასწავლი მაქვს,ამის გარდა,არეული ცხრილი,ასე რომ,ერთმანეთს ნამდვილად ვერ ვუთავსებ.მუშაობა ძალიან მომწონდა,როდესსც პირველ კურსზე ვიყავი ვმუშაობდი სუპერმარკეტში და ძალიან ვერთობოდი,თანაც ჯიბის ფულსაც გამოვიმუშავებდი,მართალია ამის აუცილებლობა არ გვქონდა,რადგან ხელმოკლედ ნამდვილად არ ვცხოვრობდით,მამა საზღვარგარეთ იყო სამსახურიდან გამომდინარე,ერთ-ერთი საწარმოს წარმომადგენელი იყო ლონდონში,დედა ყოველთვის დიასახლისი იყო,ვერ მუშაობდა,რადგან ძალინ მშიშარაა და ძიძას პატარა დემეტრეს აღზრდას ნამდვილად არ ანდობდა,ჰო მართლა ჩემი პატარა ძმა უკვე ხუთი წლისაა,ჩემი გული,ჩემი სული,ჩემი ყველაფერია,აქამდე დედისერთად ვიზრდებოდი,შემდეგ ჩემი პატარა ძმა გაჩნდა და ყველაფერი გააფერადა.მამა ყოველთვის ლონდონში არ ყოფილა,ბოლო ორი წელია იქ წავიდა,ამ დრომდე საქართველოში მოღვაწეობდა ბაჩოსთან ერთად,პარტნიორები იყვნენ,მაგრამ შემდეგ ორივე მათგანმა კარგი შეთავაზება მიიღო ლონდონში,ბაჩოს საქართველოში დარჩენა უნდოდა,ამიტომ,არ გაჰყვა მამას და ასე მოხდა,მათი გზები გადაიკვეთა,თუმცა ახლაც შესანიშნავი მეგობრები არიან და კონტაქტი დღემდე აქვთ.მამას გართულება იმაზე არასდროს ჰქონია რომ ვმუშაობდი,პირიქით სულ ამბობდა რომ კარგია როცა იცი შრომით გამომუშავებული ფულის მნიშვნელობა,მე როგორც სტუდენტი სხვაგან ვერც ვიმუშავებდი,რადგან ისედაც ოთხ საათიანი სამუშაო გრაფიკი მაწყობდა,მეორე კურსზე უკვე იმდენი მასალა დამემატა საერთოდ აღარაფრის დრო მრჩებოდა და იძულებული გავხდი უარი მეთქვა სამსახურზე. პირად ცხოვრებას რაც შეეხება,მე ის საერთოდ არ მქონია,შეყვარებული უცხო იყო ჩემთვის,რადგან ვთვლიდი რომ ამას შესაბამისი დრო სჭირდებოდა,ჩემთვის კი ეს დრო ჯერ არ იყო.
ჩემი გარეგნობა რომ ავღწერო:ქერა თმები, დიდი მწვანე თვალები, სავსე ტუჩები და ოდნავ კეხიანი,პატარა ცხვირი მაქვს,სიმაღლეში 1.77 ვარ,სილამაზე დედისგან მერგო,როგორც ყველა ამბობდა,მამაც სიმპათიური კაცია,მაგრამ დედას გაჭრილი ვაშლივით ვგავარ,ყველა ამას ამბობდა ვისაც დედას ახალგაზრდობა ახსოვდა. ბევრი ადამიანი საუბრობდა ჩემს სილამაზეზე,მაგრამ ჩემთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა,ბევრისთვის ფიზიკური სილამაზე საჩუქარია,ბევრისთვის სასჯელი,ბიჭებს არასდროს ვენდობოდი შეიძლება იმიტომ რომ ვფიქრობდი ჩემში მხოლოდ ფიზიკურობა მოსწონდათ,არც ბიჭი მეგობარი არასდროს მყოლია, ყველას უხეშად ვესაუბრებოდი, სხვა თვალით რომარ შემოეხედათ ჩემთვის,დროთა განმავლობაში ძალიან ჩავიკეტე და ხალხთან ურთოერთობაც ნაკლებად მქონდა,მთლიანად სწავლას ვუთმობდი დროს,ერთადერთი ჩემი ამ მდგომარეობიდან გამოყვანა სამსახურმა შეძლო და ისიც დასრულდა,ახლა ისევ ჩემს თავში ჩავიკეტე,ალბათ ბევრს გაგიკვირდებათ ჩემი ასეთი ქცევა,მაგრამ მიზეზი ნამდვილად მქონდა და მოგიყვებით თუ რა მიზეზიც:ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობდიხოლმე მამას ჩემთვის არასდროს ეცალა სკოლაში ან უნივერსიტეტში რომ ვეტარებინე,ერთ ერთი მგზავრობის დროს ერთი ბიჭი უკან გამომყვა და გზაში მესაუბრებოდა თუ როგორი ლამაზი ვიყავი და მასთან დროის გატარებაზე მესაუბრებოდა,მე თავაზიანად ვუთხარი თავი დაენებებინა ის კი ისევ აგრძელებდა ამაზრზენ საუბარს,შემდეგ ვუყვირე და თავი მაინც არ დამანება,ისევ მომყვებოდა იმ ტრანსპორტში ამოდიოდა რომელშიც მე ავდიოდი,სამი ტრანსპორტი შევიცვალე ამ ადამინის გამო და სამივეში ამოვიდა,მაშინ ძალიან მერიდებოდა ვინმესთვის დახმარების თხოვნა,ამის ძალა ნამდვილად არ მქონდა,თანაც ამაყი ვიყავი და დახმარებას არავის ვთხოვდი,ბოლოს აკანკალებულმა გავაჩერებინე ტრანსპორტი და სადაც შევძელი იქ მივიმალე,მადლობას ღმერთს ვუხდიდი რომ ის ბიჭი აღარ დამინახავს,არავსითვის არაფერი მითქვამს ისე გავაგრძელე ცხოვრება და არა მარტო ეს შემთხვევა,კიდევ არაერთ მსგავს ფაქტს გადავაწყდი ,ზუსტად ვიცი მარტო მე არ ვიყავი ამ მდგომარეობაში,ბევრ თქვენგანს შეგემთხვეოდათ მსგავსი რამ,მაგრამ მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი,ძალიან შეშინებული და დამბრთხალი,ამ ყველაფრის შემდეგ ნდობა დავკარგე ბიჭების მიმართ,აღარავის ვენდობოდი,ვფიქრობდი რომ დრო დამჭირდებოდა ვინმეს მიმართ ნდობის გამოსაცხადებლად და როგორც ზემოთ ვახსენე ეს დრო ჯერ არ დამდგარა.
დღეს ისეთი სუსტი და მშიშარა გოგო აღარ ვარ,დღეს მყარად ვდგავარ ფეხზე და საკუთარი თავის დაცვა შემიძლია,არავის ვაძლევ უფლებას თავზე გადამიაროს,ჩემი საუკეთესო მეგობარი დეა ყოველთვის გვერდით მედგა მხოლოდ მან იცოდა ჩემი ყველა გრძნობა და განცდა,სკოლიდან ერთად მოვდიოდით,მაგრამ მე უნივერსიტეტში სწავლა გადავწყვიტე,ის კი დედამისის ბიზნესს გაყვა,დრო არ ჰქონდა იმისთვის რომ რაც უნდოდა ის ეკეთებინა,მაგრამ მაინც ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს,ერთმანეთის გარეშე დიდხანს ვერ ვჩერდებოდით.
ეს არის ჩემი ცხოვრების შესახებ მოკლე ისტორია,დანარჩენს თანდანათ გაიგებთ,ახლა კი სალონში მივდიოდი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გასაკეთებლად,ჯინსის შარვალს დავწვდი,თეთრი უბრალო მაისური გადავიცვი,ფეხზე კი,თეთრი კედები მოვირგე,თმებიი უბრალოდ მაღლა ავიწიე და სახლუდან თავქუთმოგკეჯილი გავარდი,ტაქსი გამოვიძახე რომელიც ხუთ წუთში მოვიდა და მეც დაუყივნებლივ ჩავსკუპდი მანქანაში.ზუსტად ათ წუთში სალონში ვიყავი
-მოხვედი ქალბატონო?
-მოვედი ნანა დეიდა ცოტა დამაგვიანდა,ბოდიშს გიხდით
-მოდი ჩემო გადარეულო გოგო,დასკუპტი,შენ მაკიჟი რად გინდა ისედაც ულამაზესი ხარ
-მადლობა ნანა დედია,რამე ძალიან უბრალო მაკიაჟი მინდა,ვარცხნილობაც თქვენ შემირჩიეთ გენდობით
-კარგი ძვირფასო მალე მოვრჩეთ ,თან ცოტა დააგვიანე,გოგონაც მელოდება და დიდხანს რომ არ ვაცდევინოთ
- არ არის პრობლემა
ზუსტად ორმოცდა ხუთ წუთში მზად ვიყავი სარკეში რომ ჩავიხედე გაოცებას ვერ ვმალავდი,მაკიაჟი მართლაც საოცრება იყო,მადლობა გადავუხადე და წამოვედი.
სახლში მისვლისთანავე კარადა გამოვაღე და გძელი წითელი ბარხატის კაბა გამოვიღე, რომელიც ძალიან გრძელი იყო და ფეხსაცმელი საერთოდ არ ჩანდა,უკან ზურგი მთლიანად მოხსნილი ჰქონდა,ჩემს უბრალო მაკიაჟს და მაღლა აწეულ თმას ძალიან მოუხდა,სარკეში კმაყოფილმა ჩავიხედე და სწორედ ახლა დავიწყე ფიქრი თუ ვინ წამიყვანდა წვეულებაზე
-ანა ტაქსით უნდა წავიდეთ იქ?
-მირა ტაქსით ვინ გაგიშვებდა ასეთ დღეს მამაშენის მეგობარი წაგიყვანს,სადაცაა მოვა,მამაშენმა დამირეკა გამოსულია უკვეო
თხუთმეტ წუთიანი ლოდისნის შემდეგ,მამამ ისევ დარეკა და მისი მოსვლა შეგვატყობინა,მეც ბინის კარები გამოვხურე და დაბლა დავეშვი,სადარბაზოდან რომ გავედი გარშემო მიმოვიხედე და წინ მომღიმარი ბიჭი დავინახე,აშკარად მე მიღიმოდა,გულში გავიფიქრე დებილი იყო,აბა რატომ მიღიმოდა არც კი ვიცნობდი,შავ ტოიოტას ჯიპს მიყრდნობოდა,სიგარეტს ნერვიულად აბოლებდა და დროდადრო ღიმილიანი სახით ქვემოდან ამომხედავდა,ყურადღება არც მივაქციე ისევ აქეთიქით ყურება დავიწყე,მამაჩემის მეგობარს ვეძებდი თვალებით რომელიც არც კი ვიცი როგორ გამოიყურებოდა,უცებ იმ უცნობის ხმა გავიგონე,აშკარად მე დამიძახა,არმგონია მირა სხვას რქმეოდა კიდევ
-მირა ხარ ხომ?
-დაუშვათ და თქვენ ვინხართ?საიდან იცით ჩემი სახელი
-სასიამოვნოა მე გეგი ვარ მამაშენის მეგობარი,შენს წასაყვანად მოვედი
ისე შემრცხვა სულ გავწითლდი სახეზე,როგორ წარმოვიდგენდი ეს თუ მამას მეგობარი იქნებოდა,უფრო ორმოცდა ხუთი წლის კაცს ველოდებოდი,მგონი მიხვდა ჩემს დაბნეულობას და ყურადღების გადასატანად ისევ წამოიწყო
-ვერ მიცანი?
-ვერა,საიდან უნდა გიცნობდე
-კარგი მანქანაში დაჯექი
არ მომეწონა მისი ნათქვამი მანქანაში დაჯექი,თან არც კარი გამიღო,თვითონ დასკუპდა მანქანაში,მე კიდევ უკანა კარგი გამოვაღე და უკან მოვთავსდი,გეგის ამ ჟესტზე გაეცინა
-წინ რატომ არ დაჯექი,აქ ცხელა,ვინტილაცია წინ უკეთ უბერავს და უფრო კომფორტულია. ეს მეც ვიცოდი და წინ ჯდომაც ძალიან მიყვარდა,მაგრამ "იხტიბალს"ხომარ გავიტეხავდი.
-არა იყოს უკან მირჩევნია
-წინ გადმოდი,თან უკან მეფარები,სარკეში კარგად ვერ ვუყურებ
-შეხედავ როგორმე,აქ კარგად ვზივარ
აღარაფერი უთქვამს და არც მაქანა დაუძრავს,მივხვდი არც დაძრავდა თუ წინ არ გადავიდოდი,არ მოეწობა ბიჭს მძღოლის ამპულაში ყოფნა,დეგენერატი,ეს ბოლო სიტყვა როგორც ჩანს ხმამაღლა წამოვროშე,ზოგადად მჩვევია ჩემს თავთან საუბარი
-რა თქვი?
-არაფერი,ჩემს თავს ველაპარაკებოდი
დაბლა ჩამოვედი და წინ გადავჯექი,ახლა ინება მანქანის დაძვრა
-შენს თავს რატომ ელაპარაკები ეგ საშიშია
-ხო საშიში ვარ
ისევ გაეღიმა ჩემს რეპლიკაზე,ცოტახანში სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა,დუმილი მე დავარღვიე
-რომ მკითხე ვერ მიცანიო,საიდან უნდა მეცნე?აქამდეც მყავხარ ნანახი?
ამაზე არაფერი მიპასუხა და გაზს მოუმატა,უზრდელი გონებაში ვთქვი,ან არა.შემომხედა გაბრაზებულმა და კვლავ გაზს უმატა
-ნელა ატარე მანქანა,ადამიანი მიგყავს ცნობისთვის
-დარწმუნებულიხარ?
ეს რა მითხრა ახლა ნამდვილად გავწიწკნიდი ამას,რამდენს მიბედავდა,მაგრამ ძალა მოვიკრიბე და წყნარად ვუპასუხე
-მე რომ ადამიანი ვარ დარწმუნებული ვარ ,მაგრამ შენ რა ხარ ეგ არ ვიცი
-ახლა უკვე ზედმეტი მოგდის და იცოდე მანქანიდან ჩახვალ
-შენ ვინ გგონია თავი რა უფლებით მელაპარაკები ესე
-ღმერთი მომეცი მოთმინება,შენ მიწოდე უზრდელი,დეგენერატი და კიდე მე გესაუბრები ცუდად?
რომ დავფიქრდი გარკვეულწილად მართალი იყო,მაგრამ მან დაიწყო,მან მითხრა უხეშად მანქანაში დაჯექიო,არც კარი გამიღო და მერე წინ გადმოდიო ისე მიბრძანა,ვინ ეკითხებოდა,სადაცაა გავცეცხლდებოდი
-მანქანა გააჩერე
-რა?
- რაც გაიგე,მანქანა გააჩერე!
-შენ გიჟი ხარ?სად მიდიხარ ასეთ ფორმაში,ფეხით
- ხო მითხარი გადახვალ მანქანიდანო ,ხოდა გადავდივარ,როგორ წავალ მაგაზე შენ არ იდარდო
ისევ დუმდა და გზას განაგრძობდა,მე კიდევ საჭეს დავწვდი და ტრიალი დავუწყე რომ მანქანა გაეჩერებინა,როგორც იქნა გააჩერა.
-შენ გოგო ნორმალური ხარ?სიკვდილი გინდოდა?რა გინდა ჩემი ნერვები უნდა შეიწირო?რა გიყო ახლა მე შენ!
-ავადმყოფო
ბოლო სიტყვა დავუტოვე და მანქანიდან გადმოვედი,გვერძე დავდექი და მანქანისკენ დავიწყე ყურება,იქნებ ტაქსს გამოევლო
-რას აკეთებ შენი პატარა ჭკუით?!აქ ტაქს ვერ გააჩერებ,მანქანაში დაჯექი!
-შენ ვინ ხარ რომ მიბრძანებ?! არსადაც არ დავჯდები,შენს გზაზე წადი მე ჩემს გზაზე წავალ
-ახლა ჭკუიდან გადამიყვანს,არ უნდა წამომეყვანა,ხომ ვიცოდი შარში გავეხვეოდი,მისმინე არც მე მინდა დიდად შენი წაყვანა ,მაგრამ მამაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა და უვნებლად უნდა მიგიყვანო შინ,აი მერე კი სადაც გინდა იქ წადი
-თავი დამანებემეთქი,შენისთანა უხეშ ადამიანთან ერთად არსადაც არ წამოვალ
-ახლა ნანდვილად გავგიჟდები,უხეში მე ვარ კიდევ?არასდროს არცერთი გოგსთვის ასე არ მიმიმართავს ,შენ მაიძულე
-არ აქვს მნიშვნელობა შენ მაინც არ გამოგყვები
-ეგრე ჰო?!
მომვარდა და ხელში ამიტაცა
-დამსვი ველურო,მხეცო,როგორ ბედავ,მამაჩემს ყველაფერს ვეტყვი,ამ სიტყვებზე ისტერიული სიცილი აუტყდა,წინა სავარძელზე დამსვა და კარი ჩამიკეტა
-ჩემს შვიდი წლის დას გავხარ,თუ რამე ეწყინა ყველაფერზე გაიძახის მამას ვეტყვიო
ხმა არ გამიღია,გაცეცხლებული ვიყავი,როგორც იქნა სასტუმრომდე მივედით,საკმაოდ ცხელოდა,კარი გააღო თუარა სახელურს დავწვდი და ნელი ნაბიჯით გადმოვედი,ვიცოდი თვითონ მაინც არ გამიღებდა კარებს
-ჩანთა გრჩება
-გაბრაზებულმა გავხედე,უკან მივტრიალდი და ჩანთა ავიღე,შემდეგ თავი ისევ ამაყად ავწიე და გზა განვაგრძე,თვითონაც დამეწია და ჩემთან ერთად შემოვიდა შენობაში.
სასტუმრო მართლაც ულამაზესი იყო,დიდი მისაღებით,უზარმაზარი ნათურით,სასწაული გარემო იყო,ნაზი მუსიკა უკრავდა სადარბაზო ოთახში,ბაჩო დავინახეთუარა მაშინვე მისკენ გავემართე,გეგიც უკან გამომყვა
-ჩემი კუდი ხარ?რას დამყვები?!
ჩემს სიტყვებზე გაიღიმა და მანიშნა ხელკავი გამომდეო,მე რათქმაუნდა მისი ქცევა დავაიგნორე,თვითოინ კი იძულებით აიღო ჩემი ხელი და ხელკავი გამაკეთებინა,ისე მაგრად ეჭირა ჩემი ხელი წინააღმდეგობა ვერ გავუწიე
-გილოცავთ ბატონო ბაჩო,ულამაზესია ყველაფერი
-გილოცავ ბაჩო,კიდევ მრავალის გახსნაზე შევხვედრილიყავით
-გეგი,მირა მადლობა რომ მოხვედით,მამათქვენებს კი საყვედური,ისინი უნდა ყოფილიყვნენ აქ,მაგრამ რას ვიზავთ,ყველას თავის საქმე აქვს,გაერთეთ ბავშვებო მე დაგტოვებთ,ამის მერე გეგიც წავიდა და თვალიც არ მომიკრავს,მთელი საღამო მარტო ვიდექი მაგიდასთან,შემდეგ ვიღაც ბიჭი მოვიდა და მასთან ცეკვა შემომთავაზა,მე რათქმაუნდა უარით გავისტუმრე.ცოტა ხნის შემდეგ გეგის მოვკარი თვალი,ვიღაც გოგო გამომწვევად ეცეკვებოდა,მასაც მოხსნილზურგიანი კაბა ეცვა და გეგიც მაცდურად ააყოლებდა მის ზურგს ხელს,რატომღაც გული დამწყდა როდესაც იმ გოგოსთან დავინახე,რატომ დამწყდა გული ვერ აგიხსნით,მე ხომ სულ რაღაც ორი ან სამი საათის წინათ გავიცანი გეგი და ჩხუბის მეტი არაფერი გაგვიკეთებია,საუბარიც კი არ დამყარებულა ჩვენს შორის,თანაც ოცდა ათ წლამდე იქნებოდა,ვინ იცის იქნებ ცოლ-შვილიც ყავდა,ფიზიკურად რომ ავღწერო გეგის გარეგნობა,მართლაც რომ შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა:შავგვრემანი,შავი დიდრონი თვალებით,თმა ბოლომდე შეკრეჭილი ჰქონდა,სიმაღლეში დაახლოებით 1.90,არც გამხდარი ეთქმოდა,საშვალო წონის,მოკლედ ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავდა ფიზიკურობით,მაგრამ მე არა,ჩემთვის მისი ფიზიკურობა არაფერს ნიშნავდა,თვალს შეიძლება მოსწონდა,მაგრამ არა გულს!დარწმუნებული ვარ ერთი ტიპიური მექალთანე ბიჭია,რომელიც გოგონებისგან მხოლოდ უსიტყო მორჩილებას და კომპლიმენტებს არის მიჩვეული.ფიქრებში ვიყავი გართული როცა ის უცნობი რომელიც უკან გავისტუმრე ისევ ცეკვის სათხოვნელად იყო მოსული,ამ მომენტში თითქოს მომინდა მასთან მეცეკვა,მაგრამ ეს გრძნობა ჩემთვის უჩვეულო იყო,თითქოს მინდოდა გეგის ჯიბრზე გამეკეთებინა ეს ყველაფერი,მაგრამ რატომ?არასდროს არავის ვეჯიბრებოდი და არც არასდრო არაფერს ვაკეთებდი სხვის დასანახად.დავთანხმდი იმ უცნობს და შუა დარბაზში გავედით ვალსის საცეკვაოდ,უცნობმა ნაზად მომხვია წელზე ხელი და ახლოს მიმიკრა რის გამოც ზიზღის გრძნობა დამეუფლა,რადგან რეალურად არ მინდოდა ამ ადამიანთან ცეკვა,ამას იძულებით ვაკეთებდი,გეგის გავხედე ის კიდევ მე მიყურებდა დაბღვერილი თვალებით,ყურადღებაც არ მივაქციე ისე ავწიე თავი ამაყად და ცეკვა გავაგრძელე,უცნობმა თავი ახლოს მომიწია და ყურში ჩამჩურჩულა“ძალინ სექსუალური ხარ პატარავ“,მისი სიტყვები გულის ამრევი იყო,ხელი ვკარი და უკან დავიხე,მან კი ისევ დამიჭირა ხელი და ახლოს მიმიკრა,ამჯერად ხელი საჯდომზე წამავლო,არ ვიცი გეგი აქ როგორ გაჩნდა,გონს მაშინ მოვეგე როცა იატაკზე გაშხლართულ უცნობს მოვკარი თვალი . გეგიმ მუშტი ისე უთავაზა რომ გონება დაკარგა
-შე როგორ გაბედე(ბღაოდა ბოლო ხმაზე) როგორ გაბედე,როგორ შეეხე შე სი@&
გაოგნებული ვიდექი შუა დარბაზში,ნომრალურად ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამარჯობა,ესეც ჩემი ისტორია,აუცილებლად გავაგრძელებ თუ მოგეწონებათ.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგად წერთ. გააგრძელეთ

 


№2 სტუმარი სტუმარი ვერიკო

ძალიან კარგი წერის სტილი გაქვთ,აუცილებლად გააგრძელეთ წერა.ისტორია კი ძალიან საინტერესოდ დაიწყო.

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

საინტერესოა იმედი მაქვს გააგრძელებთ ისტორიას

 


№4  offline წევრი miravali

მადლობა ყველას რომ კითხულობთ და აუცილებლად გავაგრძელებ❤️

 


№5 სტუმარი ,ლია

დააკვირდი, როგორ წერენ ფეფო ამირეჯიბი, თუკა და სხვები.
აუდედა და ასეთი რამე არ გინდა დაწერე გამართულ, ყველასთვის მისაღები ენით და ნახე რამდენი მკითხველი გეყოლება.

 


№6  offline წევრი ლელა მუმლაძე

ძალიან მომეწონა საინტერესო ისტორია ჩანს და იმედია განვითარებაც კარგი იქნება
დიდი მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent