შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვტყუივარ შენთან ( თავი 5)


19-09-2022, 13:12
ავტორი თუკა
ნანახია 12 628

თითქოს ვერ გაიგო, თითქოს არ უნდოდა გაგება დემნას. ერთიანად დაფრთხა, შეშინდა. მის წინ მდგარი გოგონა რომელიც მამას ეძახდა სულაც არ იყო მისი შვილი და არც ის იყო მამამისი.
- ევა აქ რა გინდა? - გაოცებულმა ჰკითხა დემნამ და მის წინ მუხლებზე დადგა, რატომ ტირი, აქ ვინ მოგიყვანა ასე გვიან. - ტირილის ჩასაკლავად ხელები პირზე ავიფარე და გიორგის გავხედე. ნერვიულად გაიქნია თავი, უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი. გაოცებული შეყურებდა დემნა მტირალა ბავშვს და ვერაფრით არკვევდა რა ხდებოდა. - ევა არაფერს მეტყვი?- სახეზე ჩამოყრილი თმა უკან გადაუწია და ნაზად აკოცა ლოყაზე.
- შენ მამაჩემი ხარ - დამარცვლით უთხრა დავინახე როგორ გადაურბინა სახეზე ღიმილმა დემნას.
- შენნაირი ლამაზი გოგოს მამა სიამოვნებით ვიქნებოდი, მაგრამ მე შვილი არ მყავს პატარავ.ჩვენ ამაზე ხომ ვილაპარაკეთ ევა - არ გინდა მითხრა აქ როგორ აღმოჩნდი, ვინ მოგიყვანა. –
- გიორგი ბიძია უთხარით რომ მამაჩემია რა , დამიჯეროს - ტირილს უმატა და ერთიანად დამფრთხალი წამოდგა ფეხზე დემნა.
- გიორგი რა ხდება? ვერაფერს ვხვდები მართლა. ევას იცნობ?- გახევებული იდგა გიორგი და საკუთარ ფეხსაცმელებს გაშტერებული უყურებდა. იცოდა მათ საქმეში არ უნდა ჩარეულიყო. ელენეს წინ ვერ გადაახტებოდა მის სათქმელს სიტყვებს დემნას ვერ ეტყოდა..
- უთხარით რა გიორგი ბიძია, გთხოვ უთხარით დაგიჯერებს, თქვენ ხომ იცით რომ მამაჩემია .
- ევა დამშვიდდი გთხოვ - მტირალა ბავშვი გულზე მაგრად მიიკრა და ცრემლით დასველებული სახე შეუმშრალა.
- ევა, მე მართლა არ მყავს შვილები.არც არასოდეს მყოლია, არ ვიცი რატომ ამბობ რომ მამაშენი ვარ. საიდან მოიგონე - ანერვიულებულმა ჰკითხა ევას და მხრებში ნელა მოკიდა ხელები.
- დედიკო გთხოვ, უთხარი სიმართლე რა- კულისებისკენ დატრიალდა ევა და შეშინებულმა დავიწიე უკან სიბნელისაკენ. - მარტო შენ დაგიჯერებს, გთხოვ, დედიკო თუ გიყვარვარ უთხარი რაა - ისტერიულად მიყვიროდა ევა და ეს ჩემი სისუსტის მწვერვალი იყო. ჩემი შვილი ასეთი არასოდეს მენახა. ევა არასოდეს ტიროდა. ახლა კი მისი საქციელი ყოველგვარ ზღვარს სცდებოდა.. ჩემი შვილის სიმშვიდის გამო უნდა მეთქვა სიმართლე.
- არ იტირო - რაც შეეძლო მშვიდად უთხრა დემნამ და ევას მაგრად შემოხვია ხელები .
- დემნა - რაც შემეძლო მშვიდად დავუძახე და ჩემკენ გამოქცეულ ევას ხელები გავუშალე ჩასხუტებლად. - ევა მართალია.. ის შენი შვილია. უფრო სწორად ჩვენი შვილია , ჩემი და შენი - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და ვიგრძენი როგორ აიმღვრა რაღაცა დემნას შიგნით . ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ და ევა თავისკენ დაატრიალა ..
- ვერ გავიგე, როგორ? - დაბნეულმა და განერვიულებულმა ჩაილაპარაკა და წამიერად მოეგო გონს. -წარმოუდგენელია - ძლივს გასაგონად თქვა და მაგრად შემოხვია ხელები შვილს.
- მამა , მამიკო. მაინც გიპოვე მამიკო - ტირილით ამბობდა ევა და დემნას მთელი ძალით ეკვროდა ზედ.
- გაჭრილი ვაშვილით გგავს - ხმამაღლა წარმოთქვა გიორგიმ და ორივე რეალობაში დაგვაბრუნა..
სწრაფად წამოდგა ფეხზე და მტვრიანი შარვალი ჩამოიბერტყა. მაგრად ჩაკიდა ევას ხელი გამწარებული თვალებით შემომხედა..
- მხოლოდ ერთი რაღაც მაინტერესებს. ათი წელიწადი მიმალავდი შვილს, რატომ? - მთელი ძალით მიღრიალა და ადგილზე შევხტი. - რა უფლებით დამიმალე შვილი გოგო ?
- მაპატიე - როგორღაც ამოვიკნავლე და ევას ხელი გავუწოდე..
- გაპატიო? არასოდეს არ გაპატიებ ამას ელენე. შენ მე ყველაზე ლამაზი და ყველაზე ძვირფასი ათი წელიწადი წამართვი შვილთან ყოფნის. - და კიდევ ერთი ევა ჩემთან ერთად წამოვა..
- ევას ვერ წაიყვან . - მაშინვე ჩამერთო დედის ინსტიქტი და მორიგ მხეცად ვიქეცი..
- წავიყვან და შენ წინ ვერ დამიდგები .
- არ გაბედო დემნა, ჩემი შვილის წაყვანაა. ევა წამოდი გვიანია - სახლში ვილაპარაკოთ .
- მამასთან წავალ- მშვიდად მიპასუხა და დემნას ზურგს უკან აეფარა..
- ევა წამოდი-თქო .
- ბავშვს ნუ უყვირი, მხოლოდ იმიტომ რომ შენ დააშავე. ევა ჩემთან ერთად წამოვა და მორჩა. - შენ მერე დაგელაპარაკები - ნერვიულად გასძახა გიორგის და სწრაფი ნაბიჯით წავიდა კულისებისაკენ..
**
რკინის კარები ზურგს უკან მივიხურე და იატაკზე მოწყვეტით დავჯექი ძალა გამოცლილი. სახე ხელებში ჩავმალე და ტირილი ისტერიულად გადამივიდა ბღავილში. შეშინებული მანჯღრევდა სანდრო და ნანას წყლის მოტანას სთხოვდა.. მესმოდა მათი საუბარი, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი, მინდოდა მეთქვა რომ ორივე ყველაზე მეტად მძულდა მაგრამ ძალაგამოცლილი ვიყავი.
თვალები რო გავახილე საკუთარ საძინებელში ვიწექი და საშინლად მტკიოდა თავი.. ცხელი ცრემლები ხარბად დამედინა ლოყებზე. ჩემი შვილი დღეს პირველად არ იყო ჩემთან. გული ტკივილისაგან გასკდომას ლამობდა და ვერაფრით ვიმშვიდებდი სულს. ცხელი შხაპის მერე სპორტულები გადავიცვი და კიბეებზე სწრაფად ჩავირბინე.
ჩემს დანახვაზე სამივე ფეხზე წამოდგა და თამამად წამოვიდა ჩემგან ნანა..
- როგორ ხარ? - მშვიდი ხმით მკითხა და მხარზე დადებულ ხელზე ხელი ავუკარი.
- ამაზე კარგად არც კი ვიცი როგორ უნდ ვიყო..
- ელენე აქ სცენა არ გაქვს- ხმაში სიმკაცრე გაერია და მაგიდის კიდეს მიეყრდნო.
- როგორ გაბედე და ჩემი შვილი მამამის ისე მიუყვანე არც კი გამაფრთხილე ნანა, ტვინი სად გქონდა? ამიხსენი.
- ესეიგი სიმართლე გაიგე.. - შენგან განსხვავებით ეს ძალიან მარტივად მოვახერხე. ბავშვს ის ოცნება ავუსრულე რაზეც ასე ოცნებობდა. მამის გვერდით გავატარებინე მთელი ეს დრო. რა დაშავდა ამით?
- შენ კიდევ ვერ აზროვნებ საღად? დემნამ ევა წაიყვანა და წავიდა . ეს გინდოდა? ამისი მიღწევა გინდოდა? - გამწარებულმა ვუყვირე ფერწასულ ნანას.- რამდენჯერ გელაპარაკე რომ დემნა ასე მარტივად ვერ გაიგებდა ამ ყველაფერს, შენ კიდევ რანაირად მომექეცი.
- დამშვიდდი კარგი? - ხელები მაგრად შემომხვია მხრებზე სანდრომ და ძალით დამსვა დივანზე. - ევა მამასთანაა და ესეიგი კარგადაა. ხო იცი დემნა არაფერს დაუშავებს. ადროვე ელენე. მიეცი დრო ერთად იყვნენ.თავად დაგირეკავს, ყველაფერს მოაგვარებთ.
- მაგრამ ასე არ უნდოდა მომხდარიყო სანდრო. ასე არ მქონდა დაგეგმილი. ეს მისთვის მე უნდა მეთქვა მე. ახლა იცით რა იქნება? დემნა არასოდეს მაპატიებს არ ტყუილს, არც ათი და არც ოცი წლის მერე. ჩემკენ აღარასოდეს გამოიხედება... ახლა გამოდის რომ დემნაც დავკარგე და ევაც..
- ნუ სულელობ. - ჩემს წინ მუხლებზე დადგა და ცრემლებისაგან დასველებული სახე ხელეში მოიქცია.- ეს იმიტომ გავაკეთე რომ სხვა გზა არ დამიტოვე. ხო იცი ევას როგორ უყვარხარ ელენე. შენ დედამისი ხარ, როგორ შეგიძლია იფიქრო რომ ევას არ ენდომები..
- ძალიან მეშინია ნან - ხელები შემოვხვიე და ბატარა ბავშვივით ავტირდი.. ჩემი ზლუქუნი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა. დიდი ასოებით ეწერა ეკრენაზე დემნა.
**
ცრემლები მაქსიმალურად შევიკავე და და გაუბდავად დავაჭირე ზარის ღილაკს თითი. რამოდენიმე წამში გაიღო ეზოს ჭიშკარი და ასევე გაუბედავად შევაბიჯე. სიცივისა და ნერვიულობისაგან ერთიანად ვკანკალებდი.
ფიქრიც კი არ მინდოდა იმის შესახებ რომ ევა მამასთან მოინდომებდა ცხოვრებას. ვიცოდი წინ საშინელი საუბარი მელოდა. დილიდან მოყოლებული ვალაგებდი აზრებს, სიტყვებს მაგრამ ვერაფრით გავდიოდი ნაპირზე, ისევ სადღაც ზღვის შუაგულში ვიყავი და გამალებით ვფართხალებდი..
საკუთარ ფიქრებში გართული შევედი სახლში და გამეფებულ სიმშვიდეს მოვავლე თვალი.
- დედიკო მოვიდა - ევას ხმა წკრიალით გაისმა ოთახში და პატარა ხელებით შემომეხვია..
- როგორ მომენატრე - ჩუმად ვუჩურჩულე ევას და რბილი ლოყები ხარბად დავუკოცნე..
- მამა, ნახე დედა მოვიდა - სმზარეულოდან გამომავალ დემნას ოდნავ გავუღიმე და ადგილზე გავიყინე.
- უნდა ვილაპარაკოთ , გადაჭრით მითხრა და ევას გახედა.. - არ გინდა შენს ოთახში ახვიდე და რამეს უყურო? მე და დედიკო ვილაპარაკებთ და მოვალთ .. - თბილად უთხრა შვილს და კიბეებისკენ სირბილით მიმავალ ევას აცრემლებული მზერა გავაყოლე.. ვხვდებოდი რომ უკვე ვკარგავდი, იმას ვინც ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა ვკარგავდი..

უხმოდ ვისხედით სამზარეულოში მაგიდასთან და ლაპარაკის დაწყებას ვერც ერთი ვერ ვახერხებდით. ვიცოდი მას ახლა ჩემზე მეტად სტკიოდა. სტკიოდა ამხელა ტყუილი და ჩემგან მიყენებული იმედგაცრუება..
- დემნა - ბოლოს ისევ მე მოვიკრიბე გამბედაობა და ხელზე ფრთხილად შევეხე, ჩემდა გასაოცრად არ გაწეულა, არც კი შემოუხეავად ისევ ისე გაყინული სახით იჯდა და ყავისფერ სითხეს თამამად დაჰყურებდა..- ევა არ წამართვა გთხოვ, ამას ვერ გადავიტან. ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი, ოღონდ ევას არ დამაშორო ..
- ევა ჩემთან ერთად იცხოვრებს ელენე, გინდა ეს შენ თუ არ გინდა, მოგწონს თუ არ მოგწონს არ მადარდბს და არც დიდად გეძიები.- ევა ჩემი შვილია, შენ ყველაზე ძვირფასი ათი წელიწადი დამაკარგვინე , ამას ვერასოდეს დავივიწყებ. - სწრაფად წამოდგა ფეხზე და ჩემკენ დაიხარა.- ეს როგორ გამიკეთე არ ვიცი, ვფიქრობ და ვერ ვიჯერებ , ასეთი გულცივი არასოდეს ყოფილხარ, ასეთი ქალი როგორ მიყვარდა. მაგრამ მე შენნაირი არ ვარ, მე ასე ვერ გაგიმეტებ. წუხელ ყველაფერზე ვიფიქრე. კიდევ გიმეორებ არ მაინტერესებს მიიღებ თუ არა ჩემს შემოთავაზებებს.
- გისმენ- სლუკუნით მოვახერხე გაპასუხება და ცრმლები ხელის გულით მოვიწმინდე.
- ევაზე ყველანაირ უფლებას მივიღებ როგორც მამა . ასევე ევას ჩემი გვარი ექნება როგორც კი საბუთებზე ხელს მომიწერ და ბოლოს ევა აქ იცხოვრებს..
- დემნა გთხოვ...
- დამასრულებინე - გაღიზიანებულმა გამოსცრა კბილებში და მოწყვეტით დავჯექი უკან სკამდე. - ევა აქ ამ სახლში იცხოვრებს მამამისის გვერდით. ვიცი რომ ევას გარეშე ვერ იქნები, ამიტომ გთავაზობ აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად. ორივე ძალიან კარგი მსახიობები ვართ . არ გაგვიჭირდება ბედნიერი ოჯახის თამაში , ევას გამო. გუშინ მთელი ღამე მიყვებოდა თავისი ოცნებების შესახებ, მის ოცნებებში კი დედა და მამა ერთად არიან. მხოლოდ იმიტომ რომ ბავშვს შერყეული დედა ყავს, ამის გამო ოცნებებს ვერ დავუნგრევ.. - გასაგებია?
- გასაგებია. თანახმა ვარ - მშვიად ვუთხარი და ფინჯანს მაგრად შემოვხვიე ხელები.
საწოლზე იწვა და წიგნს კითხულობდა. ფრთხილად შევიდა დემნა და შვილს ნაზად გადაუსვა თავზე ხელი.
- დედა სადაა? - ღიმილით იკითხა და ცარიელ ოთახს მოავლო თვალი.
- დედა წავიდა..
- არ მოვა? - ცრემლმორეულმა კითხა მამას და საწოლზე წამოჯდა. მამა, დედა მენატრება..
- მოვა ოღონდ ხვალ. თავის ნივთებს აიღებს და მოვა..
- ერთად ვიცხოვრებთ? გაოცებულმა შეხედა ევამ დემნას და ხელები შემოხვია..
ფრთხილად ჩაისვა დემნამ ევა კალთაში და საჭირო სიტყვების მოძებნას რამოდენიმე წამი შეალია..
- მისმინე, შენ ხომ დიდი გოგო ხარ, მამა მარტივად იპოვე. ჩემთან მოხვედი თამამად ახლა მინდა რომ კარგად მომისმინო.. - დედიკო ხვალიდან ჩვენთან იქნება ევა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფერი ვაპატიე.. ძალიან მატკინა გული, როცა შენნაირი ლამაზი შვილი დამიმალა, ჩემთვის ტყუილის პატიება ძალიან რთულია. ვიცი რომ გინდა სამივე ერთად ვიყოთ, მაგრამ ჩემიც გაიგე.
- დედა არ გიყვარს? - ეჭვის თვალით ახედა მამას და თავი ნელა წამოსწია.
- რა თქმა უნდა მიყვარს, ძალიან მიყვარს.მაგრამ არ ვიცი როგორ აგიხსნა ევა..
- მამიკო , ასე ძალიან რატომ მგავხარ? - გაოცებულმა ჰკითხა და წითელი ტუჩები შეახო მამას ლიყაზე.
- ღმერთო ჩემო რა სასაცილო ბავშვი ხარ . იმიტომ რომ მამაშენი ვარ - სიცილით უთხრა და ლოყებზე თითები მოუჭირა. - არ ვიცი როგორ ვცხოვრობდი შენამდე- დანანებით ჩაილაპარაკა დემნამ და შვილი მაგრად მიიკრა მკერდზე. ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რომ ამხელა გოგო ჰყავდა, რომ ეს გოგო საოცრად ჰგავდა. მასაც შავი თმა და დიდი ზღვისფერი თვალები ჰქონდა.. ვერ იჯერებდა რომ მისი სისხლი და ხორცი ასე მარტივად დაუმალა ელენემ მხოლოდ იმიტომ რომ წავიდა.. საშინლად უჭირდა ელენესათვის პატიება, მიუხედავად იმისა რომ მთელი სულით უყვარდა იგი.
**
ფეხებაკეცილი ვიჯექი საწოლზე და ჩემს წინ დალაგებულ ჩემოდნებს ვუყურებდი.. სევდიანი მზერა მოვავლე ოთახს და გამეღიმა. ყველაფერი ისეთი გემოვნებით და სისადავით იყო მოწყობილი, ზუსტად ისე როგორც ჩვენ გვინდოდა, ჩვენ ერთად და არა ცალკ-ცალკე. მაგრამ ასე გამოვიდა ბედმა თუ ჩემმა ტყუილმა ისევ დაგვაშორა ერთმანეთს და ახლა ყველაზე მეტად მიჭირდა მის გვერდით ყოფნა, როცა ასე ახლოს იყო და ასევე შორს. ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე...
არადა სულ რაღაც ერთი კვირის წინ ორივეს გვეგონა რომ ყველაფერი დავალაგეთ და ახლა მის გარეშე სხვა ოთახში მომიწევდა ყოფნა.. იმდენად არ უნდოდა ჩემი დანახვა, იმდენად ვძულდი რომ ჩემგან შორს ძილი ამჯობინა ..
კარზე კაკუნის ხმა დემნას სილუეტმა შეცვალა, ხელები გულზე გადაიჯვარეინა და კარადის კიდეს მიეყრდნო..
- ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ აქ დაბრუნება ასე შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას . აქედან რომ მივდიოდი ჩემი ცხოვრება შენით იყო დანგრეული ელენე, ჩამოვედი და ისევ შენ დაანგრიე.
- ასე არ მინდოდა. ვცდილობდი შენთვის ყველაფრის თქმას დემნა, რამდენჯერ ვეცადე მაგრამ არ მაცადე - ანერვიულებულმა ვუთხარი და მისკენ წავედი.
- ახლა ცდილობდი და ის ათი წელიწადი სად იყავი? როცა გაიგე რომ ორსულად იყავი რატომ არ დამირეკე?
- იმიტომ რომ გაბრაზებული ვიყავი, რომ ასე მარტივად წახვედი და მიმატოვე.
- ახლა ხვდები მაინც , ცოტას მაინც იაზრებ რას ლაპარაკობ? - მე შენ ერთი თვე გეხვეწე ჩემთან ერთად წამოსულიყავი გოგო, შენ უარი განმიცხადე, გახსოვს რა მითხარი? გახსოვს?- ბრაზმორეულმა მიყვირა და შეშინებული შევკრთი. –„მე და შენ უბრალოდ ერთად სექსი მოგვწონს , ოჯახი სხვა საქმეა არ ვიცი შენთან ერთად ოჯახს როგორ შევქმნი დემნა, ამიტომ წადი ჯობია“ - გახსოვს ეს სიტყვები? რა უნდა მექნა ამიხსენი, ქალი რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა რომ თურმე მარტო საწოლი გვქონია საერთო და სხვა არაფერი. ახლაც ვერ ვიჯერებ ასეთი რაღაც რატომ მითხარი.. როგორ მოიფიქრე ასეთი რაღაც გეთქვა ელენე.
- არ ვიცი , მართლა არ ვიცი, ძალიან ვიყავი გაბრაზებული რომ მიდიოდი, მინდოდა გული გტკენოდა - ჩემი ტირილნარევი ხმა გაისმა ოთახში და ზურგი ვაქციე..- ახლა რა იქნება, ასე უნდა დამტანჯო ახლა? ეს ცალკე ოთახები რატომ მოიგონე, ევას როგორ ავუხსნით..
- შენს გვერდით ვერ დავიძინებ. არ შემიძლია შენი შეხება - ყურთან მიჩურჩულა და ტუჩები ოდნავ შემახო კისერზე..
- დემნა გთხოვ ..
- მართლა არ შემიძლია ევას გეფიცები. თავს ვერაფერს ვუხერხებ შენს გვერდით ძილი ჩემთვის ტანჯვა იქნება დაიმახსოვრე. აქ მხოლოდ იმიტომ ხარ რომ ევას ასე უნდა და არა იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცად ღირხარ, შენ ჩემთვის უკვე აღარაფერი ხარ- გადაჭრით მითხრა და ოთახიდან გავიდა.
იატაკზე მოწყვეტით დავჯექი და უზარმაზარი კარადის წინ მდგარ სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყუებდი.

შუაღამე იდგა.. გარეთ ისევ საშინლად წვიმდა. წვიმაც ჩემს ტკივილს ითავისებდა. ოთახი სევდის და ტკივილის სუნით იყო გაჟღენთილი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მე ამას ვგრძნობდი. ფილტვებამდე ხარბად ვატარებდი ტკივილის სურნელს და გაქვავებული შვყურებდი ფანჯრის რაფაზე მოლიცლიცე წვიმის წვეთებს..
სულ ცოტა ხნის წინათ ბედნიერებისაგან ვიყავი სავსე.. სულ რამოდენიმე დღის წინათ ჩვენი გულები სიხარულით და ვნებით სავსე ერთ საწოლში იღვიძებდა.. არადა ყოველთვის მიყვარდა მის გვერდით მწოლიარეს საუბარი სისულელეებზე, იმ ყველაფერზე რაც ჩვენთვის ფასეული იყო, რაც ჩვენს ცხოვრებას ფერებს სძენდა.. ახლა კი..
ახლა კი ყველაფერს ისევ ისე ედო ნაცრისფერი, სევდის ფერი როგორც წლების წინათ. ახლა ისევ ჰქონდა გადაფარებული ჩემს გულს ცრემლების ნაბადი, ვიცოდი ეს ყველაფერი მალე არ დასრულდებოდა, მაგრამ ხომ შეგვეძლო გვეცადა მაინც რაღაც შეგვეცვალა, თუმცა ვერ შევძელით. ამისი სურვილი არც ერთს არ გვქონდა.
ისეთი საშინელი სიცარიელე იყო ოთახში სული მტკიოდა, მუხლები ნიკაპთან მივიტანე და ხელები მაგრად შემოვხვიე, როგორმე თავის დამშვიდება უნდა მესწავლა, ჩემი ემოციების და ტკივილის მართვა უნდა შემძლებოდა.
მიყვარდა და ეს სიყვარული ასმაგად მასუსტებდა...
ახლა როცა ასე თამამად შემეძლო მასთან მელაპარაკა ჩემს გრძნობებზე, ახლა ჩემგან ისე შორს იდგა ზურგით ხმასაც კი ვერ ვაწვდენდი..
უკვე მერამდენე დღე იყო მისი ხმაც კი არ გამეგო.. რამდენი ხანი მაინც? ერთი საათი, ერთი დღე, ერთი კვირა? ერთი კვირა, ზუსტად ერთი კვირის წინ განმიცხადა სანამ ევა ბანაკიდან არ დაბრუნდება ეცადე თვალში არ მომხვდეო... დიახ, ერთი კვირა გადიოდა რაც მისი თვალებიც კი არ მენახა, ისეთი სიზუსტით მარიდებდა თავს, ისე ახერხებდა რომ არ ვენახე საკუთარ თავზე გაბრაზებული ვტიროდი უმისოდ გატარებულ ათ წელიწადს..
მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა.. ყოველ დღე უფრო და უფრო მეტად მიყვარდებოდა, ეს გრძნობაც თითქოს ჯინაზე იდგამდა ფესვებს ჩემში. მალულად შევდიოდი მის საძინებელში, მალულად ვიყნოსავდი ფილტვების დახეთქვამდე მისი მაისურიდან სუნამოს სურნელს.მალულად ვდებდი თავს იმ ბალიშზე რომელსაც ეძინა და მალულად ვკოცნიდი მაგიდაზე დატოვებულ ყავის ჭიქას.
- დილა მშვიდობის - სახეზე აკრული მსახიობური ღიმილით დავუძახე კაბინეტთან მდგარ მეგობრებს და ხელი დავუქნიე..
- ელენე მოდი - გიორგის ხმა მჭახედ გაისმა და მათკენ წავედი..
- რა ხდება? - ინტერესით შევხედე ჯერ გიორგის მერე დანარჩენებს და პასუხის ლოდინში გავიტრუნე.
- პატარა პრობლემა გვაქვს, შეგიძლია დღეს დემნასთან ერთად ახლებს დაეხმარო? გუშინ ვუყურებდი და რაღაც არ არის ისე. ბავშვებმა კი მითხრეს დემნამ მასტერ კლასი ჩაგვიტარა ელენესთან ერთადო , მაგრამ ვერ მივხვდი რა იგულისხმეს, რადგან ასე მოეწონათ ეს თქვენი ახსნა იქნებ კიდევ სცადოთ.
- კი მაგრამ გიორგი..
- რა მოხდა პრობლემა ჩემშია? - ზურგს უკან დემნას ხმის გაგონებაზე დავფრთხი და ალმაცერად გავხედე.
- შენში რატომ უნდა იყოს, ვერ გავიგე..
- მაშინ რატომ ცდილობ თავი დაიძვრინო. გამცდილი მსახიობი ხარ, თამაში და ტყუილები ყველაზე კარგად გამოგდის ეგ უნარი მგონი დაბადებიდან გაქვს თანდაყოლილი, ამიტომ წავიდეთ და ვასწავლოთ იმ სულელებს როგორ უნდა თქვან ტყილი დამაჯერებლად.
- თქვენ კიდევ იჩხუბეთ? - გიორგის ხმაზე ორივემ მისკენ გავიხედეთ და ოდნავ შესამჩნევად გავუღიმეთ..
- კარგი, ათ წუთში დარბაზში ვიქნები , ყავას დავლევ თორემ ჯერ კიდევ მძინავს- მშვიდად ვთქვი და წასასვლელად მოვემზადე..
- წუხელ არ დაგაძინეს? - უმალ დაიჭირა ჩემი სიტყვები თიკამ და სათავისოდ დაატრიალა..
- უბრალოდ ცუდად მეძინა - მიამიტი ბავშვივით ვიმართლე თავი და ნატოს ვანიშნე გამომყევი-თქო..
- აჰამ, მჯერა. უძილობის გამო არ მპასუხობდი წუხელ რომ გირეკავდი ალბათ..
- ალბათ ..- მხრები ავიჩეჩე და კაბინეტისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი.
გამწარებულმა დავაგდე ჩანთა დინავზე და მაგიდას ხელებით დავეყრდენი... გავარვარებული სისხლის დასაცხრობად ბაგეები ერთმანეთს დავაშორე და თვალები დავხუჭე. რაც თეატრში თიკას სასურველი ადგილი დავიკავე მას მერე მტრად მიმიჩნევდა. თუმცა უნდა ვაღიარო არც მანამდე იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი, უბრალოდ ყოველთვის თანამშრომლები ვიყავით. ჯერ გიორგი ჰყავდა მიზანში მერე დემნა, ერთმა ყურადღება არ მიაქცია მეორემ დაჰკრა ფეხი და ამერიკაში წავიდა. თიკას ბოღმა კი პიკს აღწევდა..
- როგორ ხარ? - დაქალის ხმაზე მისკენ დავტრიალდი და გავუღმე.
- თუ გეტყვი რომ კარგად დამიჯერებ?
- უფრო ვიტყოდი რომ საშინლად- დამაჯერებლად შემისწორა ნატალიმ და ხელი შემომხვია.. - რა ხდება ელენე?
- არ მკითხო , დემნამ გაიგო რომ ევა მისი შვილია. ახლა იცი რა ხდება? მეც და ევაც დემნასთან ვცხოვრობთ, ხო ასე ნუ მიყურებ რა უნდა გავაკეთო, ევას მამასთან უნდა, დემნას შვილთან. იძულებული ვარ ევას გამო დათმობაზე წავიდე, ვერ წარმოიდგენ როგორი ბედნიერია როცა ერთად გვხედავს..
- ანუ დალაგდა ყველაფერი?
- არაფერი არ დალაგებულა , მთელი დღეები ისე გადის ხმას არ ვცემთ ერთმანეთს ,ცალკ-ცალკე საძინებლებში გვძინავს როგორც მეზობლებს და ყველაზე დიდი ვახშმის დროს დავსხდეთ ერთად ისიც იმიტომ რომ ევას ასე უნდა..
- გამოდის რომ ბავშვს ატყუებთ გოგო? გაბრაზება ვერ დამალა და ალმაცერად გამომხედა..
- რა გავაკეთო ამიხსენი. დემნასთან დავტოვო და წამოვიდე? ევას გარეშე ვერ ვიცოცხლებ ნატალი, თანაც იცის რომ ჯერ კიდევ ნაწყენია მამა ჩემზე და ამას გაგებით ხვდება. ყოველ შემთხვევაში ზედმეტ კითხვებს აღარ მისვამს..
- და თიკას რა უნდა?
- რა კი არა ვინ .. დემნა უნდა - გადაჭრით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი..
- და შენ რას იზამ თავისი რომ გაიტანოს?
- ვერ გადავიტან - აცრემლებულმა შევხედე დაქალს და წყლის მოზრდლი ყლუპი მოვსვი.. - დემნას ღალატს ვერ გადავიტან, მოვკლავ ამ ქალს ერთხელაც იქნება და დავისვენებთ ყველა..- ახლა ეს რა მოიგონა გიორგიმ დემნასთან ერთად მაიმუნობების კეთება..
- დამშვიდდი და საქმეს ისე შეხედე როგორც პროფესიონალმა, ძალიან კარგი მსახიობი ხარ და არც ეს გაგიჭირდება ხო იცი - ირონიით სავსე სიტყვებით დამამშვიდა დაქალმა და დარბაზისაკენ ორივე ერთად წავედით .
ჩაბნელებულ სცენას სევდიანი მზერა მივაპყარი და თავი კედელს მივადე.. აქ ამ სცენაზე პირველად შევეხე დემნას ტუჩებს , და ახლა ისევ აქ ამ სცენაზე მიწევდა მის გვერდით ყოფნა. ეს ყელაფერი ერთდროულად სასიამოვნოც იყო და საშინელებაც. ყოველ ჯერზე სცენაზე გასვლის წინ, როგორც ლოცვას ისე ვამბობდი დემნას სახელს და მთელი შემართებით გავდიოდი მის სახელთან ერთად, ახლა აქ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და სრულიად უცხოები ვიყავით. არაფერი გვქონდა საერთო. ემოციაც კი სრულიად განხვავებული იყო ჩვენი..
- მარტო რატომ დგახარ? - თბილი ხმის გაგონებაზე ოდნავ გავიხედე გვერდზე და ცოტნეს გავუღიმე..
- ველოდები ბავშვებს და დემნას..
- გასაგებია.. მე არ მელოდებოდი ესეიგი - დანანებით მითხრა და ნელა შემახო ხელი ლოყაზე..
- ცოტნე, ისევ იწყებ? ჩვენ ხო ამაზე ბევრჯერ ვილაპარაკეთ..
- რაზე ელენე, რაზე ვილაპარაკეთ. არც ერთხელ არ მაცადე ბოლომდე გითხრა ის რისი თქმაც მინდა..
- არ ღირს მეტის თქმა - ჩუმად ჩავიჩურჩულე და გაცლა ვამჯობინე რომ მკლავში მტაცა ხელი და კედელზე ზურგით მიმაკრო..
- მეტის თქმა ყოველთვის ღირს, ოდესმე გაიგებ რომ მიყვარხარ?
- ცოტნე გეყოფა, მეტკინა . გაწითლებულ ხელზე დავიხედე და გაავებულმა ავხედე.. - მე შენთვის ამისი უფლება არ მომიცია. და მეორეჯერ არ გაბედო და არ შემეხო გასაგებია?
- უფლება არ მოგიცია? დარწმუნებული ხარ ამაში? გაიხსენე რამოდენიმე თვის წინ რაც ხდებოდა ელენე და უსინდისოდ ნუ იტყუები...
- ელენეს უყვარს ტყუილები მეგობარო - დემნას ხმამ ორივე შეგვაკრთო და ანერვიულებულმა გავხედე მის აჭრილ სახეს.. -მაგრამ, მოდით ეგ მერე გაარკვიეთ ახლა საქმეს უნდა მივხედოთ - გადაჭრით გვითხრა და ამაყად გაიარა ჩემსა და ცოტნეს შორის.
ნერვიულობისაგან მთელი სხეული მიცახცახებდა.. ვიცოდი დემნამ ყველაფერი მოისმინა. რაც არ უნდა მემტკიცებინა რომ ჩემსა და ცოტნეს შორის არაფერი ყოფილა მაინც არ დაიჯერებდა. ამიტომ მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი არაფერი ამეხსნა. არც დემნა იკლავდა თავს ამაზე ლაპარაკის სურვილით .
პირველი რიგის სკამის სახელურზე ვიჯექი და ვუსმენდი როგორ უხსნიდა ახალგაზრდებს თავიაანთი ქმედებების ძლიერ და სუსტ მხარეებს.
მისი გაშლილი მხრები, გამოყვანილი წელი და ლამაზი მკლავები, იმდენად შესანიშნავ სანახაობას ქმნიდა , საკუთარ ოცნებებში გართული ხმას არ ვიღებდი . ძალა არ მყოფნიდა რაიმე გამეკეთებინა.. საოცარი სურვილი მკლავდა ერთანად რამოდენიმე ღერი სიგარეტი მომეწია, რომელსაც არ ვეწეოდი. სულ ასე იყო. დემნას სიარულის მანერა და მისი ქმედება ტვინის ჯანსაღ ნაწილს მიბლოკავდა და მხოლოდ მისი მიახლოვების სურვილს მიღვივებდა..
რამოდენიმე საათი გავატარე ასე , ვიცოდი ხვდებოდა რომ ვუყურებდი მაგრამ არც ერთხელ არ დატრიალებულმა ჩემკენ.. ბოლოს მოთმინება დავკარგე და სცენაზე ფრუტუნით ავედი..
- თუ აქ მარტომ უნდაა ილაპარაკო მე რატომ ვარ?
- შენც ილაპარაკე მერე, ვინ აგიკრძალა? - სასხვათაშორისოდ მიპასუხა და გვერდზე გაიხედა..
- თვალს რატომ მარიდებ? - გაბრაზებამ მძლია და მკლავში მაგრად მოვუჭირე ხელი.
- არ მინდა შენი სახის დანახვა, მგონი მარტივი მისახვედრია.. - ვიგრძენი როგორ წამეკიდა ცეცხლი შიგნიდან და როგორ ამიდუღდა სხეულში აქამდე მდორედ მორბენალი სისხლი .
- შეგიძლიათ შეისვენოთ - ხმამაღლა გამოვაცხადე და ახალაზრდებს გასასვლელისაკენ ვანიშნე.- შენ სად მიდიხარ? - კიბეებისკენ წასულ დემნას დავუძახე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
- შენ არ განაცხადე შევისვენოთო? ხოდა მივდივარ რომ შევისვენო..
- შენ არ ისვენებ!- გადაჭრით ვუთხარი და მისკენ წავედი .- მე და შენ ვილაპარაკებთ .
- მოდი სახლში ვილაპარაკოთ, მართლა დავიღალე, შენ სანამ ჩემს ზურგს უკან იჯექი და ვნებებს იცხრობდი ჩემი ყურებით მე აქ ვმუშაობდი.
- მორჩი ! - არ მეცინება .
- რა გინდა , რა? - გაოგნებულმა მიყვირა და კულისებისკენ წასულს დამედევნა, მაჯაში მაგრად მომკიდა ხელი და კედელზე მთელი ძალით მიმაკრა. - ვიგრძენი როგორ მეტკინა რაღაც ზურში და ტკივილისაგან სახე დამემანჭა.. - გამაგებინე რა გინდა , ცოტნე არ გყოფნის?
- ცოტნე რა შუაშია , აცრემლებული თვალებით შევხედე და მზერა ავარიდე..
- ელენე გეყოფა. ცოტნე შუაში კი არა თავშია.. - რა იყო დემნა დაბრუნდა და ცოტნე აღარ გინდა. ახლა დემნა მოგინდა? ბოლოდაბოლოს შენი შვილის მამაა და გირჩევნია ისევ შეჩვეული ჭირი გყავდეს? თუ ცოტნე ისეთი მაგარი ვერაა ლოგინში როგორც მე.. - კბილებში გამოსცრა უკანასკნელი სიტყვები და გაშლილი ხელი მთელი ძალით გავარტყი სახეში.
- ნაგავი ხარ - გამწარებულმა ვუთხარი და სირბილით წავედი კაბინეტისკენ..
საკუთარი ქმედებისაგან გაოგნებული იდგა თაბაგარი და ვერ აცნობიერებდა თავისსავე საქციელს. ზუსტად იცოდა რომ ცოტნეს და ელენეს შორის არაფერი იყო, მაგრამ მზად იყო მთლიანად ფეხქვეშ გადაეთელა ქალი რომელიც ასე ძალიან უყვარდა..
უნდოდა მასაც ისევე სტკენოდა გული როგორც დემნას სტკიოდა. უნდოდა და ამას მარტივად ახერხებდა. ეჭვიანობა შიგნიდან სჭამდა, მთლიანად ანადგურებდა, ცოტა ხნის წინათ მოსმენილ ცოტნეს სიტყვებს ვერაფრით ივიწყებდა, მის საყვარელ ქალს ასე თამამად ეხებოდა სხვა კაცი ეს უკვე სრულიად საკმარისი იყო თაბაგარისათვის რომ ჯავრი ელენეზე ეყარა.

თეატრში ადრიანად მივედი და საქმეს ჯერ კიდევ მაშინ შევუდექი როცა არავინ იყო.. ცხრა საათი ხდებოდა პატარა მსახიობებმა რომ მოსვლა დაიწყეს და დარბაზის პირველ რიგზე ჩამწკრივებულ სკამებზე გადანაწილდნენ.. ჩემი სწავლება სულ სხვა მეთოდებზე იყო დამყარებული. დემნა მათ ტექნიკას უხსნიდა მე კი ემოციებით თამაში ყველაზე მეტად მიყვარდა..
ყოველთვის მჯეროდა რომ ის რასაც ადამიანი აკეთებს უნდა გრძნობდეს, მხოლოდ გინდოდეს არაფერია, თუ მისი შიგთავსი მიდი დადებითი და უარყოფი მხარეები არ შეიცანი მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევ..
მიყვარდა თამაში იმიტომ რომ მხოლოდ მაშინ შემეძლო მეტირა გულით და იმ ტირილში ჩამექსოვა ჩემი ცრემლებიც. ამიტომ გიორგი ყოველთვის დამცინოდა რომ ტირილი ყველაზე კარგად გამომდიოდა..
გაფართოვებული თვალებით მიყურებდნენ და ვცდილობდი მათ გულამდე მიმეტანა ის რასაც ვამბობდი, ეგრძნოთ ის რაც მინდოდა რომ ჩემიდან მათ აზროვნებამდე დასულიყო.. რამოდენიმე საათი გადაბმულად გავატარეთ საუბარში. ერთიანად იკითხებოდა მათ სახეზე აღფრთოვანებაც და ინტერესიც.

დივანზე გვერდიგვერდ ისხდნენ და როგორც ძველ დროში ახლაც ისე საუბრობდნენ დემნა და გიორგი.. იცოდა რომ ახლა საუბარი და გულის გადაშლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა მაგრამ ამისი გაკეთება თაბაგარისათვის ძალიან რთული რაღაც იყო..
მისთვის დასასრული ყოველთვის დასასრულს ნიშნავდა..
ეს ყველაფერი დაასრულა, დაამთავრა თერთმეტი წლის წინათ, ელენეს სურნელი კანიდან ჩამოიფერთხა და ისე დაიწყო ახალ საფეხურებზე ასვლა. მაგრამ ყველაფერმა ისევ იქ დააბრუნა საიდანაც წავიდა..
ცხელ ყავის ფინჯანს ატრიალებდა ხელში და გიორგის დემაგოგიას უსმენდა.. ხანდახან თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა და უბრალო ღიმილს იფარებდა სახეზე.
- არ მინდა რომ ვინმემ გაიგოს, ახლა არ ვარ ახსნების ხაიათზე , ამისი არც დრო მაქვს და არც სურვილი - გადაჭრით უთხრა გიორგის და ცხელი სითხე მოსვა..
- სულ ვერ დამალავთ ხო იცი..
- გიორგი სულ არ ვამბობ, ახლა ცოტა ხანი მაინც, მინდა რომ ეს ყველაფერი დავასრულო.. ვერ ვიჯერებ რომ შვილი დამიმალა, უბრალოდ როცა ამაზე ფიქრს ვიწყებ ტვინი მიდუღდება. ევას რომ არ მოესმინა და არ ეძალა ჯერ კიდევ არ მეცოდინებოდა მისი არსებობის შესახებ.. - დანანებით გაიქნია თავი და მეგობარს გახედა..
- ახლა როგორ იქნება ყველაფერი, ამაზე გიფიქრიათ რომელიმეს?
- უკვე ყველაფერი მოგვარებულია. ევა ჩემთან ცხოვრობს, ელენე ევას გარეშე ვერ იქნება ისე როგორც ევა დედამისის გარეშე, ანუ გამოდის რომ სამივე ერთ სახლში ვართ. - ხო ასე ნუ მიყურებ სამივე ერთად ვცხოვრობთ ევას ბედნიერებისათვის. მაგრამ ვერ აგიღწერ რა საშინელებაა ეს ყველაფერი, ასე მგონია მეზობლები ვართ, სრულიად უცხო ადამიანები..
- არ გეცოდება? - ინტერესით ჩაეკითხა გიორგი და მუხლზე ნელა დაადო ხელი . - მე არ ვიცოდი ევა შენი შვილი თუ იყო. სულ ცოტა ხნის წინათ გავიგე. მაგრამ ერთი რაც ვიცი ისაა რომ შენს იქით ელენეს არავის ჰყოლია. სულ მთელი დრო ვფიქრობდი რომ თქვენი დაშორების მიზეზი ელენეს შეცდომა იყო, რის შედეგადაც ევა გაჩნდა.. მჯეროდა რომ, ამიტომ არ აჩენდა ელენე ბავშვს ასე საჯაროდ.
- უნდა მეცოდებოდეს?- ამ ყველაფრის შემდეგ გიორგი რაც...
წინადადების დასრულება ვერ მოახერხა დემნამ რომ ფერწასული შევარდა ოთახში ნატალია და აცრემლებული თვალებით ჯერ გიორგის შეხედა მერე დემნას..
- ნატო რა მოხდა? - სწრაფად წამოდგა გიორგი და მეგობარს მკლავში ხელი მოკიდა..
- ელენე.
- რა ელენე - მაშინვე წინ აესვეტა დემნა და მისი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა..
- ელენე სცენიდან გადავარდა, ძალიან ცუდადაა , მაგრამ როგორც სჩვევია ჯიუტობს, საქმეს ბოლომდე მივიყვან და მერე წავალო.
- რას ნიშავს სცენიდან გადავარდა? - სადაა?- შეშინებულმა იყვირა დემნამ და სირბილით წავიდა დარბაზისაკენ.
ოთახში ვიჯექი და ტკივილის ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.. ამდენი ხალხი რომ არ ყოფილიყო ჩემს ოთახში პატარა ბავშვივით ვიტირებდი...
წყლით სავსე ჭიქას ნერვილად ვუჭერდი ხელს და ერთი სული მქონდა მარტო დავრჩენილიყავი... ქარიშხალივით შემოვარდა დემნა ოთახში და ჩემს წინ ჩაიცუცქა. ათრთოლებული ხელებიდან ჭიქა ნელა გამაცალა და ჩემი სახე თავის რბილ ხელებში მოიქცია..
მისი სითბო ვიგრძენი თუ არა. მაშინვე დამედინა თვალებზე ცრემლი და ნაძალადევად გავიღიმე.
- რა გტკივა ჩემო პატარა ?- რაც შეეძლო მშვიდად მკითხა და ცრემლები ცერა თითებით მომწმინდა..
- ზურგი და წელი. - ძლივს გასაგონად ჩავიფრუტუნე და ჩემს წინ მდგარ საზოგადოებას მოვავლე თვალი.
- წამოდი სახლში წავიდეთ - სრულიად დამაჯერებლად მითხრა და ჩემს პასუხს არც დალოდებია ისე ამიტაცა ხელში. ტკივილისაგან ოდნავ შევკივლე და დემნას ხელები შემოვხვე კისერზე..
- იქნებ საავადმყოფოში წაგვეყვანა - უშედეგოდ შეეცადა ცოტნე ჩარევას და დემნას ჯიქურ შეხედა..
- მოვაგვარებ უშენოდაც როგორმე - კბილებში გამოსცრა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან.
თვალები რომ გავახილე საკუთარ საწოლში ვიწექი და გამოძრავებაც კი მიჭირდა.. ნელა გადავწიე ხელი ტელეფონისკენ და საათს დავხედე. სადღაც რაღაცა საშინლად მტკიოდა და ვერაფრით ვაცნობიერებდი რა იყო..
ცრემლები მონაცვლეობით დამედინა ლოყებზე და თავს უფლება მივეცი ამ დღეს მეტირა , ყველანაირი ცრემლები წელის ტკივილისათის დამებრალებინა და გული დამეცალა იმ დარდისაგან რასაც უკვე ბოლო კვირეები იყო, თან ვატარებდი..
- დედიკო გაიღვიძე? - ევას ხმაზე ცრემლები სწრაფად მოვიშორე და ხელები გავუშალე..
- ჩემი გოგო მოსულა. როდის ჩამოხვედი დედი? - მაგრად ჩავიკარი გულში და მონატრებული შვილის სურნელი ჩავისუნთქე..
- მამიკომ მომიყვანა ცოტა ხნის წინ. გტკივა წელი? - აცრემლებუმა მითხრა და მაშინვე მოიღუშა..
- არაფერია მალე გამივლის.. შენ მითხარი როგორ მოგეწონა ბანაკში , ისწავლე რაიმე?
- კი, ძალიან მაგარი რამეები, მერე გასწავლი... მაგრამ წამოსვლა მინდოდა და გუშინ ვიტირე - დარცხვენით თქვა და მამას ახედა.
- რატომ იტირე ევა? - საუბარში ჩაერია დემნა და შვილის პატარა ხელები თავის თბილ ხელებში მოიქცია..
- თქვენთან მინდოდა . მენატრებოდით. მეტი არსად აღარ წავალ.- გადაჭრით თქვა და გაიღიმა.. - დედიკო, აქ რატომ წევხარ? - ინტერესიანი მზერა მოვლო ევამ ოთახს და მერე მამას ახედა.
- აბა , სად უნდა ვიწვე ევა? - გაოცებულმა ავხედე დემნას და მისი გაოცებული მზერა უმალ გადამეყარა..
- მამიკოს ხომ მეორე ოთახში სძინავს, შენ აქ მარტოს გძინავს? იჩხუბეთ?
- რა კითხვებია ეს ევა? როგორმე თავად გადავწყვეტავ სად დავიძინო - გაღიზიანებულმა ვუპასუხე შვილს და მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები..
- წამოდი, ტანსაცმელი ამოვალაგოთ და დაისვენე - მშვიდად უთხრა დემნამ და ევა ოთახიდან გაიყვანა.. - უბრალოდ დედას წელი ძალიან სტკივა და გაღიზიანებულია, გადაუვლის და ყველაფერი კარგად იქნება -
- კარგი - მოწყენილმა დაუბრუნა პასუხი და ოთახში შევიდა.
საკმაოდ გვიანი იყო ლაპარაკის ხმამ რომ გამომაღვიძა, ევას სიცილი მთელს სახლში ისმოდა. დროდადრო ევას სიცილს მამაკაცების ხმა სცვლიდა და ამ ხმებში დემნას ხმის ამოცნობას ამაოდ ვლამობდი..
ფრთხილად წამოვდექი საწოლიდან და კიბეებზე ნელა ჩავედი..
ჩემს წინ საოცარი სანახაობა იყო. ბიჭებს ევა შუაში ეჯდათ და გაცხარებით თამაშობდნენ კარტს. ჩემს დანახვაზე ყველა მაშინვე გაჩერდა და ჩვეული საუცხოო ღიმილით წამოვიდა ჩემკენ ტატო..
- სულ არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ლამაზი ხარ , და როგორ მიხარია აქ რომ გხედავ - მთელი გულით მითხრა და ხელები მაგრად შემომხვია.
- როგორ მიხარია შენი ნახვა. რამდენი ხანია არ მინახავხარ ტატო- რაც შემეძლო თბილი ღიმილით დავაჯილდოვე და დანარჩენების სანახავად გავიწიე..
- ევას გასაცნობად მოვედით, როცა დემნამ მითხრა, გულმა ვერ მომითმინა, იმედია არ ბრაზობ.
- რას ამბობ, პირიქით , მიხარია რომ ევას გაცნობა გინდოდათ , დიდი ხანია მოხვედით? -- თემის გადატანას შევეცადე და დემნას გავხედე.
- საკმაოდ. შენ როგორ ხარ, გაგიარა წელმა? - მხარზე ხელი შემომხია ტატომ და დივანზე ნელა დამსვა..
- ოდნავ, მაგრამ მაინც მტკივა.. - არც კი ვიცი რანაირად მოხდა..
- არაუშვას, ყველას სტკივა რაღაცა, გაგივლის - აჭრილმა მითხრა დემნამ და მზერა ამარიდა.
- რა თქმა უნდა გაუვლის, აბა სულ ასე კი არ ეტკიება, ხვალ უკეთესად იქნება. წამალი გაქვს? დემნა, შენ გეკითხები წამალი უყიდე?
- ვუყიდე - უგულოდ გაეპასუხა ძმას და სამზარეულოსაკენ წავიდა..
სახეზე მსახიობური ღიმილი მოვირგე და სამზარეულოში გავედი.. გამოხსნილ ფანჯარასთან იდგა და ხარბად ეწეოდა სიგარეტს. ჩემი შესვლა არც გაუგნია იმდენად იყო გართული თავის ფიქრებში.
ყოველთვის მიყვარდა მისი ყურება მაშინაც კი როცა არ მიმჩნევდა.. ვიცოდი გრძნობდა ჩემს მზერას. სულ ასე იყო. მაშინაც კი როცა ჩვენს ურთიერთობას არავის ვუჩენდით, როცა ორივემ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ბედნიერებას ყვირილი არ სჭირდებოდა, ერთმანეთს თვალებით ვესაუბრებოდით მალულად.
- დემნა - დაბალ ხმაზე დავუძახე და მხარზე ხელი შევახე..
- გისმენ - ისე გამცა პასუხი არც კი შემოუხედავს.
- შეგიძლია დამეხმარო წამლის წასმაში, უბრალოდ მარტო ვერ მოვახერხებ.
- ახლა არ მცალია ხო ხედავ, ბიჭები რომ წავლენ მერე - სწრაფად მომაყარა სიტყვები და სამზარეულოდან გავიდა.
- კარგი - გულნატკენმა დავუტოვე პასუხი რომელიც არც გაუგონია და ლოყებზე ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად მოვიშორე.
მისაღებში გავედი და მოხორხოცე ბიჭებს გავხედე. ფერწასული იჯდა თაბაგარი და ხმას არ იღებდა, მთელი ძალით იკრავდა ევას ზედ და ისიც კნუტივით ეხუტებოდა მამას . მოაჯირს მთელი ძალით დავეყრდენი და კიბეებზე ნელა ავედი. საკუთარ თავზე გაბრაზებული შევედი ოთახში და სარკის წინ გავჩერდი. ტკივილის ატანა უკვე აღარ შემეძლო, ცრემლების დამალვას აზრი არ ჰქონდა, ლოყებზე ნაკადულივით დამედინა ცრემლები და ზურგით სარკისკენ დავტრიალდი..
- მომეცი წაგისვამ - მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე კარისკენ გავიხედე და ალმაცერად ავხედე.
- არაა საჭირო, თავადაც მოვახერხებ. თუ დამჭირდა ევას დავუძახებ. წადი სტუმრებს მიხედე.
- ელენე ახლა ჯიუტობის დრო არაა, ვიცი უხეშად გითხარი, ბოდიშს გიხდი მართლა. მომეცი ახლა წაგისვამ და ჩავალ. - სწრაფად გამაცალა ხელიდან მაზი და საწოლზე დაჯდომაში დამეხმარა.. - გაიხადე მაისური მიდი..
- ასე წამისვი - პატარა ბავშვივით გავჯიუტდი და გახშირებულ გული ძგერას ყური დავუგდე.
- ელენე, ახლა ამაზე არ მახვეწნინო რა, მე თავად გაგხდი თბილად მითხრა ყურთან და მის ხმაში გაბრუებულმა თვალები დავხუჭე..- ნელა გამაცალა მაისური ტანიდან და მისი ცხელი ხელები ვიგრძენი ზურგზე. მთელი სხეულით მივენდე დემნას, ერთიანად მოვდუნდი და მთელი ტანით მივეყუდე. - რა ლამაზი ხარ, აღელვებულმა მითხრა და მისი სიტყვების თამაში ტუჩებმა შეცვალა . ფრთხილად მკოცნიდა მხრებზე. ნელი მოძრაობით გადამიწვინა ხელზე და ცრემლებით დასველებულ თვალებში ჩამხედა . - უბრალოდ როცა გეხები არ ვიცი რა მემართება - მაშინვე თავის მართლებას შეეცადა და საწოლზე მიფენილი მაისური გამომიწოდა.. - ჩაიცვი და ჩემს ოთახში დაიძინე.
- რატომ? - გაოცებულმა გავხედე და მისკენ დავტრიალდი..
- იმიტომ რომ ბედნიერ ოჯახს ცალკ-ცალკე არ სძინავს.
- შენ თავად მითხარი რომ..
- ვიცი რაც გითხარი, მაგრამ ევას კითხვები მაგიჟებს, სულ წელის ტკივილს ხო ვერ მოიმიზეზებ. - იქეთ დაიძინე და მორჩა.
- ჩემი ნივთები აქაა დემნა.
- ელენე იქეთ დაიძინე და ხვალ გადაიტანე ეს დედა აფეთქებული ნივთები - გაბრაზებულმა მიყვირა და ოთახიდან სწრაფად გავარდა.
შუაღამე იყო, მისი ნაბიჯების ხმა რომ გავიგონე. ფეხაკრეფით შემოიპარა საძინებელში და ჩემს წინ დაიმუხლა.. თბილი ხელის გული ნელა დამადო ლოყაზე და მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი შუბლზე..
ალკოჰოლის მძაფრი სურნელი ფილტვებში ჰქონდა გამჯდარი.. სახეზე ჩამოყრილი თმა გადამიწია და ღრმად ამოისუნთქვა. მიხვდი რომ ნერვიულობდა მაგრამ დუმილი ვამჯობინე..
ვიცოდი ახლა ძალიან უჭირდა და ამაში დამნაშავე ისევ მხოლოდ მე ვიყავი.
- ძალიან გთხოვ თავი შორს დაიჭირე ჩემგან, თორემ ხანდახან მგონია ყველაფერი შემიძლია დაგიშავო, იმდენად ძლიერია ჩემი ბოღმა შენს მიმართ. ასე აჯობებს ორივესთვის.- დამარცვლით მითხრა და სწრაფად წამოდგა ფეხზე, საწოლს მეორე მხრიდან შემოუარა და მოწყვეტით გადაწვა.
დილით ადრიანად გავახილე თვალები და შეშფოთებულმა გავაანალიზე რომ თავი მის მკერდზე მედო, დემნა კი მთელი ძალით მიკრავდა ზედ. მივხვდი ჩემმა გამოძრომის სურვილმა ისიც გააღვიძა, მძაფრი გადატრიალების შედეგად პატარა ბავშვივით ვიკივლე და შეშინებული დატრიალდა ჩემკენ.
- რა მოხდა, წელი გეტკინა? - ნელა გადამაწვინა საწოლზე და გვერდით დამიჯდა. ექიმთან წავიდეთ და გადავიღოთ სურათი ელენე.
- არაფერი მჭირს მართლა. დღეს უკეთ ვარ, ხვალ უკეთესად ვიქნები .. ხო მართლა, წუხელ ისე დამეძინა ევა ვერც ვნახე . შენ დააწვინე?
- ევა, ჩემმა ძმამ წაიყვანა .
- რას ქვია შენმა ძმამ წაიყვანა?- სწრაფად წამოვჯექი საწოლში და ატკიებულ წელზე მაგრად მივიჭირე ხელი..
- ჩემმა ძმამ წაიყვანა თავისთან, ევას უნდოდა და გაყვა. ლაშას გააცნობს. რა პრობლემაა.
- თუ სწორად მახსოვს შენი ძმა სვამდა აქ წუხელ და ბავშვი ნასვამ კაცს გაატანე?? - გამწარებულმა ვუყვირე და საწოლიდან ძლივს გადავწიე ფეხები.
- ისეთი არაორმალური ვარ რომ ბავშვი მთვრალ ძმას გავატანო?? - თამომ მოაკითხა და ევაც წაიყვანა.. - მოდი ზედმეტ პრობლემებს ნუ შევქნით რა.
მაგრად მივაჭირე ხელი კედელს რომ საკუთარი სხეული დამეჭირა.. ბაგეები ერთმანეთს ტკივილის გამოსასვებად დავაშორე და ცრემლით ამევსო მაშინვე თვალები.. ეს წელის ტკივილი ჩემს ჯინაზე არ აპირებდა გასვლას. ნაბიჯის გადადგმაც კი არ შემეძლო ტკივილისაგან. ლოყაზე გადმოგორებული მოღალატე ცრემლები მოვიშორე და კარისკენ ნელა დავიძარი. მოულოდნელად ვიგრძენი სიმსუბუქე და გაოცებულმა ავხედე დემნას.
- ენა ხომ გაქვს, ლაპარაკიც შეგიძლია. იქნებ მითხრა სად გინდა წასვლა და წაგიყვან..
- სააბაზანოში.
- გასაგებია - მკერდზე მთელი ძალით მიმიკრა და სუსტი ხელები შემოვხვიე კისერზე. ახლა მქონდა საშუალება მისი სხეულის სურნელი ხარბად შემეყნოსა. მის სითბოში გართულმა ვერც კი შევნიშნე როგორ ვაკოცე ყელზე . - რას აკეთებ, გინდა რომ ხელიდან გამივარდე? - აფორიაქებულმა მითხრა და სააბაზანოს იატაკზე ნელა დამსვა.
- მაპატიე. მე ..- დაბნეულმა ავხედე და მოულოდნელად შემოვხვიე ხელები დემნას. - მეტი აღარ შემიძლია დემნა. ძალიან ცუდად ვარ. ვიცი რომ დავაშავე და ვტყუივარ შენთან. ვიცი მაგრამ როგორ მოვიქცე რომ მაპატიო. ძალიან მიჭირს ასე შენგან შორს ყოფნა..
- ჯერ ხო შორს ყოფნა არც დაგვიწყია ელენე. - ისე მითხრა სახე არ აუწევია ჩემი თმებიდან. - მაგრამ არ შემიძლია, გესმის? შენ მე ისეთი რაღაც დამიმალე და თანაც იმდენი წელიწადი რომ წარმოუდგენელია გიყურებდე და შენთან რაიმე მინდოდეს.
- კი მაგრამ დემნა..
- არავითარი კი მაგრამ - ფრთხილად გამაშვებინა ხელები და სარკისკენ დამატრიალა.. - აი შეხედე შენს თავს , და ჰკითხე შენს საქციელს გამართლება თუ აქვს. და თუ შენ იპოვი შენს თავში რაიმე გამართლებას მაშინ მეც გაპატიებ - მშვიდად მითხრა და საბაზანოდან გავიდა.
ადამიანებს გვიყვარს ტანჯვა..
ეს დიდი ხნის წინათ დადგენილი ცნობილი განცდაა.. ხანდახან რაღაცა პატარა ემოციას დრამატიზირებასაც კი ვუკეთებთ, მხოლოდ იმიტომ რომ ტკვილის ემოცია რაღაცა სხვა გზაზე გვაყენებს..
მერე ამ ტკივილში ვიკეტებით და დიდხანს, ძალიან დიდხანს დავბორიალებთ გამოუვალი ლაბირინთიდან...
გვიყვარს შიგნით ხეტიალი. სწორედ მაშინ გვახსენდება რომ წლების წინ რაღაცა ჩავიდინეთ, ვირაცა ვატკინეთ ან ვაწყენინეთ.
დედა სულ მეუბნებოდა ხოლმე, ის რასაც დააშავებ იმას უკვე აღარაფერი ეშველება, ყოველთვის ვერ შეძლებ დანაშაულის გამოსწორებას ამიტომ ყველაფერზე კარგად დაფიქრდიო, მე კიდევ ეს კარგად დაფიქრება არასოდეს მიყვარდა.. ბავშობიდან ასეთი ვიყავი. უცებ ვიღებდი გადაწყვეტილებას და მერე ამ უცებ მიღებულის შედეგით ვიყავი დიდხანს გაოცებული..
გავიზარდე და ახლაც ასეთი ქალად დავრჩი, სპონტანურობა ჩემში არ კვდებოდა.. ხოდა ზუსტად ამ ჩემმა ხასიათმა მიმიყვანა იქამდე რომ ახლა თეატრის წინ ვიდექი და შიგნით შესვლა არ მინდოდა.. მიუხედავად იმისა რომ საქმე თავზე საყრელად მქონდა. არც წელი ტკივილი მეშვებოდა, მაინც უნდა მეკეთებინა ჩემი საქმე. გულის სიღრმეში ასრ ცვდილობდი საკუთარი თავის დასჯას..
რამოდენიმე საათი გავატარე დარბაზში და სკამის საზურგე დაყრდნობილი ვუხსნიდი დამწყებ მსახიობებს რა როგორ უნდა გაკეთებინათ..
- როდის მოხვედი? გაგიარა წელის ტკივილმა? - ცოტნეს მჭახე ხმაზე ნახევარი ტანით გავიხედე კარისკენ და ოდნავ გავუღიმე..
- დილით. აზრი არ ჰქონდა სახლში ჯდომას. მაინც მტკივა. ასე რომ საქმის კეთებისას ტკივილი მავიწყდება მაინც.
- ელენე კარგად ხარ? წამოდი ყავა დავლიოთ .- შეისვენეთ ერთი საათით - სცენაზე მსხდომ ბავშვებს გასძახა და მაგრად შემომხვია წელზე ხელი. მაშინვე სიმსუბუქე ვიგრძენი. ჩემს წeლზე გაჩერებულ მის ხელს ჩემი ხელი ზემოდან დავადე და ერთიანად მოვდუნდი.
- კარგად ვარ ცოტნე, უბრალოდ დავიღალე . - ყავას დავლევ და გამივლის. ოღონდ გიორგის კაბინეტისკენ წავიდეთ რა, პატარა საქმე მაქვს და იქ დავლიოთ ყავაც.
- როგორც მეტყვი - აღელვებულმა დამიბრუნა პასუხი და შევატყვე როგორ დაიძაბა მისი სხეული.
ნელი ნაბიჯით შევედით კაბინეტში და მივხვდი რომ მორიგი შეცდომა ისევ მე დავუშვი რომელსაც ისევ ვერ გამოვასწორებდი. ფანჯრის რაფაზე მიყუდებული გაავებული მზერით გვიყურებდა დემნა. სწრაფად ჩააყოლა ლურჯი თალების რისხვა ცოტნეს და ჩემს წელზე გაჩერებულ ხელს დააშტერდა. დაძაბულობა ერთანად მოგვედო ყველას. სწრაფად წამოდგა ფეხზე გიორგი და ცოტნეს მკლავებიდან განმათავისუფლა. გული ისეთი გამალებით მიძგერდა მეგონა მკერდს გადმოანგრევდა და ვეღარასოდეს დავიბრუნებდი სიმშვიდეს.
- დალიე - ყავის სითხით სავსე ჭიქა გამომიწოდა და გულიანად გამიღიმა.
- მადლობა ცოტნე რომ დამეხმარე - იმ ბავშვივით დავიწყე თავის მართლება დანაშაულზე რომ წაასწრეს.
- შენ ოღონდ მოინდომე და მე ყოველთის მზად ვარ შენთან ვიყო - მორიგი სისულელე გაასაჯაროვა და შეშინებულმა ავხედე დემნას , რომელიც მთელი ძალით აჭერდა კბილს კბილზე..
- მორჩით ამ მადლიერი სახეებით ყურებას და საქმეს მივხედოთ - გაბრაზებულმა თქვა და მორიგი სიტყვები სახეზე შეეყინა ცოტნეს. - ახლა ამისთვის გვცალია? ისედაც რამოდენიმე დღე დავკარგეთ, აქ ამისთვის კი არ ჩამოვედი რომ თქვენს ლაზღანდარობას ვუყურო. იქ საქმეები დავტოვე რომელიც მელოდება და თქვენგან განსხვავებით უკან უნდა დავბრუნდე - გადაჭრით და ხაზგასმით წარმოთქვა ჩემს გასაგონად და ვიგრძენი როგორ დამიარა ტკივილმა მორიგმა ტალღამ.
- უნდა დაბრუნდე? - გაოცება ვერ დავმალე და დემნას ავხედე.
- რა თქმა უნდა !- აბა აქ რა მაკავებს.
- იქნებ „ვიღაც“?- ღიმილით თქვა გიორგიმ და დემნას მაგრად დააჭირა მხარზე ხელი.
- ეგ „ვიღაც“, ყოველთვის ჩემთან იქნება ძმაო, ასე რომ პრობლემა არააა.
- ოოოო, აი სად ყოფილხართ, შემოვირბინე მთელი სართული თქვენს ძებნაში - მორიგი სიკეკლუცით შემოვიდა თიკა და დემნასკენ აიღო გეზი.
- ჩვენს ძებნაში თუ ამდენი დრო დაკარგე, გამარჯობა მაინც გეთქვა, თუ შენმა თვალებმა მარტო დემნა დაინახა?- ეჭვიანობისაკან მაშინვე ცეცხლი მომედო და ირონიულად გავხედე ..
- ჩემმა თვალებმა მხოლოდ დემნა დაინახა მართლაც - ჯიბრზე მითხრა და დემნას გვერდით დაიმკვიდრა ადგილი მყარად.
- რაო თიკუნა, რა ხდებაო? ასე რომ გვეძებდი?
- რა და, სულ პატარა მოვიდა, კიდევ რამოდენიმე და შენი ვამპირი დაც .
- ჩემს დაზე წესიერად ილაპარაკე, - სანამ თავად გაიგო რომ უდიერად იხსენიებ მის სახელს და გაგალამაზა. კარგად იცი ამას მეორედაც გააკეთებს. - და იმ პატარას სახელი აქვს სხვათაშორის რომ იცოდე- გადაჭრით ვუთხარი და ყავა ხარბად მოვსვი.
- ნანჩო აქაა? - გიორგის გაბზარულ ხმაზე უმალ გამახსენდა ჩემი დის სიგიჟეები და ხელი გავუწოდე დასახმარებად.
- მიმიყვან ნანჩომდე გიო? ბარემ შენც ნახავდი ..
- მე მიგიყვან ჩემს საყვარელ ნანჩომდე, რამდენი ხანია არ მინახავს- ღიმილით მითხრა და სწრაფად წამოვიდა ჩემკენ.
- სწორია, დემნა მიგიყვანს, მე ცოტა მერე ვნახავ კარგი? - დაბნეულმა მითხრა და სიცილის შესაკავებლად ტუჩები ერთმანეთს დავაჭირე.
ძლიერი ხელი მაშინვე შემომხვია წელზე დ მთელი ძალით მიმიკრო ზედ. მივხვდი რომ ამას ჯიბრზე აკეთებდა. სამაგიეროს მიხდიდა იმის გამო რომ სულ ცოტა ხნის წინათ საშინლად ვატკინე გული. ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც დემნა ეჭვიანობდა მერე ასმაგად მთელავდა, ახლაც ამას აკეთებდა. ისე აკეთებდა რომ შედეგზე არ ფიქრობდა..
კაბინეტში გაღრეჭილი შევედი, რომ ნანჩოს არაფერი შეემჩნია და მაგრად ჩავეხუტე მონატრებულ დას.
- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, სიძე შე ძველო -მთელი ძალით დაჰკრა ხელი ნანამ დემნას მკერდზე და ჩაეხუტა.
- სიძე?- გაოცებულმა გაიმეორე ნანას სიტყვა და შემომხედა. - ნანჩო როგორ გალამაზებულხარ. არა ახლა მანამდე ხო იყავი საოცრება და ახლა საერთოდ. გასაგებია რატომ გაგირბის გიორგი ასე სასტიკად .
- გიორგი გამირბის? - დემნას სიტყვებზე გულიანად გადაიხარხარა და დივანზე მოწყვეტით დაჯდა.- ხო, ვნახოთ რამდენ ხანი ირბენს პატარა ბავშვივით .
- ნანა მორჩი !- უმალ დავუტიე და სავარძლისკენ გავიწიე და წელმა მაშინვე შემახსენა თავი და მოულოდნელად დასცდა ჩემს ბაგეებს ტკიილის ხმა..
- გეტკინა? - მაშინვე ზედ მომვარდა დემნა და ხელი შემაშველა.. - უბრალოდ შენი ჭკვიანი და სცენიდან გადავარდა და წელი იტკინა - ყველაფერი ერთ წამში გაანდო ნანას და მის სიცილს აჰყვა.
- სასაცილოა? - გაბრაზებულმა ვიყვირე და ნანას გავხედე. - სასაცილოა რომ ადამიანს რაღაც სტკივა? გასართობია ხო ეს თქვენთვის? - ორივე გადით აქედან , მალე!
- ელენე.
- ნანა გადი-თქო , წადი და გიორგის უშალე ნერვები.
- კარგი.- დასჯილი ბავშვივით დახარა თავი და დემნასთან ერთად ოთახიდან გავიდა.
რამოდენიმე წამს ვადროვე ევას რომ დამშვიდებულიყო ჩემი მოულოდნელი ისტერიკის მერე და ოდნავ გავუღიმე..
- მოდი მე და შენ ვილაპარაოთ კარგი? - მშვიდად ვუთხარი და გვერდით მდგარ სკამზე ვანიშნე რომ ახლოს დამჯდარიყო.- ვეცდები მარტივად აგიხსნა. ცოტა ხანი დემნას მამა არ დაუძახო აქ კარგი?
- რატომ? - სევდიანი თვალებით ამომხედადა გაიტრუნა.. - ის ხო ჩემი მამააა.
- რა თქმა უნდა დედიკო, ის მამაშენია, მაგრამ ცოტა ხანი ევა. წინაზეც გთხოვე ცოტა ხანი არ უთხრა დემნას თქო და მაინც გავარდი, ახლა მაინც დამიჯერე. მამა ხომ გინდოდა, მამა გყავს. ცოტა დრო მჭირდება რომ ყველას ვუთხრა შენზე და დემნაზე..
- აქ არ იციან რომ შენი შვილი ვარ?
- ბევრმა არ იცის, მაგრამ ეს სულ ერთია ევა, მე არ გეუბნები დამალო რომ ჩემი შვილი ხარ, ან ის რომ დემნას კარგად იცნობ, მხოლოდ მამა არ დაუძახო.
- კარგი - დანანებით მითხრა და პატარა თითები ერთმანეთში გადახლართა.
- ვიცი რომ გამებუტე, მაგრამ სულ ცოტა ხანი და გპირდები ყველაფერს ისე გავაკეთებ რომ არანაირი პრობლემა არ გექნება, გპირდები ევა. მამა სკოლაშიც გატარებს და აქაც. ოღონდ ახლა დამიჯერე..
- მართლა? - აცრემლებული თვალებით მკითხა და ლოყაზე მაკოცა..
- გეფიცები. - ახლა მიდი გაიქეცი და მამა მონახე. და კიდევ ერთი ევა, ყურადღებით უსმინე მამას. ის რომ ის მამაშენია სხვებისაგან არ გამოგარჩევს არაფრით.
- კარგი დე - ბედნიერმა დამიქნა ხელი და ოთახიდან სირბილით გავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგად წერთ. ველით ახალ თავს.

 


№2 სტუმარი სტუმარი ანანო

უსაყვარლესი ამბავია <3 ხშირად დადე ხოლმე, ასე ნუ გვეკაგები <3

 


№3  offline აქტიური მკითხველი uchveulo

აუუუ რა მაგარი იყოოო <3 დემნუშააა მიყვაარს გიორგიზე ვაფრენ და ნანაზე ვგიჟდებიი <3 ველი შემდეგ თავს სასწრაფოდ <33

 


№4 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია მადლობა წარმატებები

 


№5  offline ადმინი თუკა

სტუმარი ნანა
ძალიან კარგად წერთ. ველით ახალ თავს.

დიდი მადლობა ახალი თავი დღეს იქნება

uchveulo
აუუუ რა მაგარი იყოოო <3 დემნუშააა მიყვაარს გიორგიზე ვაფრენ და ნანაზე ვგიჟდებიი <3 ველი შემდეგ თავს სასწრაფოდ <33

როგორ მიხარია შენი დანახვა ისევ. რამდენი წელიწადია შენი კომენტარები სულ მხვდება. <3

სტუმარი ნესტანი
კარგი თავი იყო მომეწონა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია მადლობა წარმატებები

მადლობა ძალიან დიდი. მიხარია რომ მოგწონთ

სტუმარი ანანო
უსაყვარლესი ამბავია <3 ხშირად დადე ხოლმე, ასე ნუ გვეკაგები <3

მეტს არ დავიკარგები, ახალ თავს კიდევ დავდებ დღეს ..
--------------------
4love.ge

 


№6  offline წევრი M.Z°_°

იმდენად გავითავისე მსახიობები თითქოს მათთან ერთად ვცხოვრობ,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♡♡

 


№7 სტუმარი სტუმარი ანნა

თუკა საიტზე ყველაზე მაგარი ნოველები გაქვს ♥️????

 


№8  offline ადმინი თუკა

სტუმარი ანნა
თუკა საიტზე ყველაზე მაგარი ნოველები გაქვს ♥️????

როგორ მიხარია მსგავსი სიტყვების მოსმენა..
ძალიან ძალიან დიდი დიდი მადლობააა

M.Z°_°
იმდენად გავითავისე მსახიობები თითქოს მათთან ერთად ვცხოვრობ,მოუთმენლად ველი შემდეგ თავს♡♡

ჩემი მიზანიც სწორედ ეს იყო რომ მათი ემოციები მომეტანა თქვენამდე..
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent