შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფიქტიური ცოლ-ქმარი(თავი2)


19-09-2022, 21:58
ავტორი miravali
ნანახია 2 881

-შე როგორ გაბედე(ბღაოდა ბოლო ხმაზე) როგორ გაბედე როგორ შეეხე შე სი@&
გაოგნებული ვიდექი შუა დარბაზში,ნომრალურად ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო.-------------------------------------------------------------------------------------------------
-გეგი რა გააკეთე?
-ნუ ღელავ სამწუხაროდ ნახევარ საათში კარგად იქნება ეს ნაბო@&&@
-მარტო მაგაზე არ გეკითხები,ჩემი თავის დაცვა მე თვითონაც შემიძლია
-რაღაც არ მგონია,მაგ დონემდე როგორ
მიუშვი,ხელით შეგხებოდა!
-შენ ვინ გეკითხება?!მამაჩემი კი არ ხარ!
-მამაშენმა შენი თავი მე ჩამაბარა რამდენჯერ უნდა გითხრა,ამ საღამოს ვერავინ მოგიახლოვდება,სახლში ისე მიგიყვან როგორც მოგიყვანე
-შენ ნორმალური ხარ საერთოდ?ანუ არ მაქვს უფლება ვინმეს ვეცეკვო ან თუნდაც დაველაპარაკო?
-არ გაქვს არა!
-შენ არავინ გეკითხება ვისაც მომინდება იმას ვეცეკვები და იმას დაველაპარაკები,შენ კიდევ ამაში ვერ ჩაერევი,თავად მშვენივრად ცეკვავდი იმ გოგოსთან ,მე რატომ არ მაქვს უფლება?
-რაო,ხომარ იეჭვიანე?
-შენ ნორმალური ხარ?რატომ უნდა ვიეჭვიანო რას წარმოადგენ,ჩემი სიტყვებიდან სხვა აზრი ვერ გამოიტანე?!როგორ არის ის ანდაზა? მელას რაც ელანდებოდა ის ესიზმრებოდაო!
-რას წარმოვადგენ მაგას ეტაპობრივად გაიგებ და აღარ მინდა შენთან ჩხუბი,არცერთ გოგოს ამდენი პრობლემა არ შეუქმნია ჩემთვის,მოსიარულე შარი ხარ,აღარ მალაპარაკო მეტი,მალე ისედაც უნდა წავიდეთ
მეტის მოთმენა არ შემეძლო ისედაც გაცეცხლებული ვიყავი და ამასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა,მაინც ფეხებზე ეკიდა ჩემი ნათქვამი,მე იმაზე ვბრაზობდი რომ მიბრძანებდა.ვერ მოვითმინე და უკან მივბრუნდი
-რომ იცოდე არავის აქვს უფლება რამე მიბრძანოს ან ბრძანებითი ტონით მელაპარაკოს,მითუმეტეს შენ,აღარასდროს გაბედო და რამე არ მიბრძანო თორემ!
-თორემ რა პატარა ქალბატონო,შენ აღარ გაბედო და არ დამემუქრო მეორედ თორემ !ასეთი მშვიდი ნამდვილად აღარ ვიქნები და არმგონია მოგეწონოს ჩემი იმ მდგომარეობაში დანახვა ახლა კი წამოდი ისედაც გავაფუჭეთ საღამო შენს გამო
ხელი მომკიდა და მანქანისკენ წამიყვანა,თვალებიდან ცრემლები წამსკდა,ხელს ისე მაგრად მიჭერდა,ლამის მომატეხა
-გამიშვი პირუტყვო მტკივა
როდესაც შემომხედა და ჩემი აცრემლებული თვალები დაინახა ხელი ოდნავ შემიშვა,მანქანის კარები გამიღო და მანიშნა ჩავმჯდარიყავი,მეც შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა და უსიტყვოდ ჩავჯექი.
-მისმინე ასეთი არ ვარ,არ მინდოდა ასე გამოსულიყო უბრალოდ ძალიან გავღიზიანდი დღეს,მაგრამ მხოლოდ ჩემი ბრალი არ არის ,შენც ცუდად მელაპარაკე დღეს და ბოდიშიც არ მოგიხდია
ხმა არ გამიცია,მისი ლაყბობის მოსმენა ნამდვილად არ მინდოდა
-ანუ დუმილის ფიცი გაქვს დადებული
-გააჩერე მანქანა ,ბაჩოს უნდა მოვუხადო ბოდიში ასეთი სიტვაციის შექმნისთვის
-ბოდიშს ტელეფონითაც მოუხდი და მე დაველაპარაკები ბაჩოს ეგ ჩვენ შორის არის,უბრალოდ შენ არუნდა დაგეწყო კეკლუცი იმ სთვის!
-მე ვის დავუწყებ კეკლუცს ეგ ჩემი საქმეა,შენ იმ გოგოს მიხედე რომელსაც ეკეკლუცებოდი,სირცხვილიც არ გაქვს ამხელა ხარ ,დარწმუნებული ვარ ცოლი გეყოლება,ან შეყვარებული და პარალელურად გოგონებს დასდევ,შენ უნდა გრცხვენოდეს!
-შენ რა იცი მე ვინ მყავს?!ასეც რომ იყოს ეგ ჩემს ნამუსზე იქნება,შენ რა გაწუხებს?!
ამის მერე ხმა არცერთს ამოგვიღია,მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა და მეც უხმოდ გადავედი
-მოიცია შენ რა არც მემშვიდობები?!
-ნახვამდის ძიძავ
ჩემს ნათქვამზე გაეღიმა,მანამდე არ წასულა სანამ სადარბაზოში არ შევედი.დაღლი და გაღიზიანებული ვიყავი,პირდაპირ აბაზანაში შევედი,შემდეგ დედას ვესაუბრე ცოტა.მომხდარზე არაფერი მითქვამს ცოტახანში კი დასაძინებლად დავწექი,ერთ კვირაში უნივერსიტეტი იწყებოდა მე კიდე მორალურად და ემოციურად მომზადება მჭირდებოდა.ერთი კვირა თითქმის არაფერი მიკეთებია,სახლიდანაც კი არ გავსულვარ,როგორც იქნა დადგა ეს დღე და მეც უნივერსიტეტში გავედი,მთელი დღე ლექციებს ვესწრებოდი,ხუთი საათისთვის ყველაფერს მოვრჩი და ამ დროს ტელეფონმაც დარეკა
-მირა დღეს ხომ გამოხვალ ჩემთან?
-ადა როგორ ხარ?ჯერ მოგეკითხე,დღეს ვერ გამოვალ ჩემო ლამაზო სემინარებისთვის მასალა უნდა მოვამზადო
-ვიცი რომ კარგად ხარ,ერთი კვირა არც შემხმიანებიხარ,რა გგონია მაგას გაპატიებ,გელოდები დღეს ჩემთან ური არ მიიღება,ძალიან კარგად ვიცი უნივერსიტეტში პირველი კვირა სემინარს თუ არ ჩააბარებ არაფერი მოხდება,მერე ისწავლე ერთად,გთხოვ სალაპარაკო მაქვს
-კარგი ადა მოვალ,წინააღმდეგობას ვიცი აზრი არ აქვს
-ჩემი ჭკვიანი გოგო
-ჰაჰა ჩემი ანაკონდა
ტელეფონი გავუთიშე და კიბეებზე დავეშვი,ის იყო კარში უნდა გავსულიყავი რომ ნაცნობი ხმა შემომესმა
-საით პატრა ქალბატონო?
ყურებს არ ვუჯერებდი ნუთუ ის იყო,უკან რომ მივბრუნდი დავრწმუნდი რომ ნამდვილად ის იყო
-ბატონო გეგი თქვენ აქ რას აკეთებთ?!
-მომენატრე და შემოგიარე
-ჰა ჰა ჰა,როგორი ხუმარა ხარ
-რა იყო არ შეიძლება მომენატრო?!მაგრამ იმის შემდეგ რაც გამომატარე ნამდვილად არა
-მწარე ენა გაქვს!
-შენ რა იცი მე როგორი ენა მაქვს
-უზრდელი ხარ!
თითქოს ყურადღება არ მივაქციე,მაგრამ სინამდვილეში ისე გავბრაზდი თავს ძლივს ვიკავებდი კისერში რომ არ ვცემიდი და არ გამეგუდა.ჩქარი ნაბიჯით გზა განვაგრძე,თუმცა წინ ამესვეტა და წასვლის საშვალება არ მომცა
-კარგი ჰო ბოდიში,არ მეგონა ასე თუ გეწყინებოდა,უბრალოდ ვიხუმრე!
-ჰოდა აღარ იხუმრო,მე ისეთი გოგონების კატეგორიას არ მივეკუთნები რომლებსაც შენ იცნობ და რომლებთანაც ურთიერთობა გაქვს!ახალ კი გამეცალე და მეორეად აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა!
-გრძელი ენა გაქვს მაგრამ არაუშავს,თანდათან გასწავლი როგორ მელაპარაკო!
-შენ რა უფლებით მასწავლი რამეს,თანაც არმგონია ერთმანეთს კიდევ შევხვდეთ ასე რომ „არივედერჩი“
-ერთი წუთით ,აქ იმისთვის მოვედი რომ ბაჩომ დარეკა,ჩვენთან საუბარი უნდა,ხომ გინდოდა ბოდიშის მოხდა ხოდა საშვალება გეძლევა
-ჩვენთან რაზე უნდა სუბარი?(გონს მოვეგე მაშინვე და გეგის მივუახლოვდი,გულის სიღრმეში თავს დამნაშავედ ვგრძნობდი ბაჩოს წვეულებას ჩემს გამო პრობლემები რომ შეექმენა)
-არვიცი ასე მითხრა მირას გაუარე და ჩემთან მოდითო
-შენ რა იცოდი აქ რომ ვიქნებოდი ,ან რომელზე გამოვდიოდი ,ეს ყველაფერი საიდან გაიგე
-მაგის გაგება რა პრობლემა იყო,ახლა წამოდი,მანქანაში ჩემი მეგობარი მელოდება,ის გაგვიყვანს მერე საქმეზე უნდა წავიდეთ
-არვიცი ცოტა უცნაურია ბაჩოს ჩემთვი არაფერი უთქვამს,თანაც ჩემს მეგობართან უნდა გავიდე
-დეასთან?გაგიყვანთ არაა პრობლემა,როდესაც საუბარს მოვრჩებით
-შენ რა იცი ჩემი მეგობრის სახელი?რაღაც ჩემს შესახებ ზედმეტად ბევრი იცი და ეგ არ მომწონს!ახლა წამოვალ გავისაუბრებთ და მერე ვეღარასდროს უნდა გნახოს ჩემმა თვალებმა გასაგებია?
-არის მემ! შენი მწვანე თვალები ვეღარასდროს მიხილავს,ახლა კი წამოდი
მანქანამდე მიმიყვანა,რომ დავაკვირდი მისი მანქანა არ იყო,საჭესთან სავარაუდოდ მისი მეგობარი იჯდა როგორც მივუახლოვდი მანქანიდან გადმოვიდა და მომესალმა
-გამარჯობა,მირა ხარ ხომ?მე სანდრო ვარ გეგის მეგობარი
-მაგას ისედაც მივხვდი,გეტყოდი სასიამოვნოამეთქი,მაგრამ შენი მეგობარი გეტყოდა დიდად გულზე რომ არ მეხატება,შენ კი მისი მეგობარი ხარ
-ჰაჰა რა პირდაპირია,ძალიან მომწონს ეს გოგო
კარგი სანდრო გეყოფა წავედით,ისედსც ვაგვიანებთ
მთელი გზა ჩუმად ვისხედით სანამ სიმყუდროვე ზარის ხმამ არ დაარღვია,ყურმილი სანდრომ აიღო,ანერვიულებული ხმა ჰქონდა,მანქანა გააჩერა და გარეთ გადავიდა,გეგიც თან გადაჰყვა მე კი მითხრა მანქანაში დამეცადა,მითხრა რა უფრო ბრძანებას ჰგავდა,მაგრამ მაინც მანქანაში დავრჩი სულაც არ მაინტერესებდა ვის ესაუბრებოდნენა ასე განერვიულებული,ვის ვატყუებ არადა ინტერესი მკლავდა
მესმოდა სანდრო ბოლო ხმაზე როგორ იგინებოდა, გეგი ტელეფონის მიცემას სთხოვდა,ნორმალურად არაფერი მესმოდა ,ერთადერთი ვიღაც რაფაელი ახსენა,სხვა არაფერი გამიგია,სანდრომ ტელეფონი გათიშა და ძირს დაახეთქა,შემდეგ მანქანაში ჩაჯდა,გეგიც თან მოჰყვა და ჩხუბი დაუწყო თითქოს იქ მე არც ვიჯექი
-შე იდიოტო კიდე იმ საქმეში ხარ?რამდენჯერ გაგაფრთხილე,მე ბოლო მომიღო მაგ ხალხმა,შენც იცი თავი ძლივს დავაღწიე ,კინაღამ მომკლეს,ტვინი საერთოდ გამოტუმბული გაქვს?!ახლა რას აპირებ!
-ჩემი საქმეა ნუ ჩაერევი!მაგრამ ახლა სასწრაფოდ უნდა გავიდე,მისამართი მითხრა და თუ არ შევხვდი ცუდად წამივა საქმე,თქვენ ტაქსის გამოგიძახებთ და იქ წადით მე კიდე იმათ უნდა შევხვდე
-შენ ბიჭო სულ გამოსი&@&?მართლა არ მჯერა თავი როგორ გაყავი კიდევ ამ საქმეში,მარტო არსადაც არ წახვალ მირას გავუშვებ ტქსით და მე შენ გამოგყვები
-მოიცა,მოიცა ახლა შემამჩნიეთ რომ აქ ვარ?მარტო არ წავალ მე ბაჩოსთან ისედაც მერიდება იმ ამბის გამო და მარტო ჩემი პასუხისმგებლობა არ არის!
-მირა მაგ ამბის დრო ნამდვილად არ მაქვს ახლა ტაქსს გამოვიძახებ და თუ გინდა სახლში წადი და თუ გინდა ბაჩოსთან
-რა ამაზრზენი ადამიანი ხარ,ჯერ დამარწმუნე რომ უნდა წამოვსულიყავი ახლა კი უკან მიშვებ,არ მჭირდება შენი წაყვანა,ჩემი ბრალია რომ გამოგყევი შენგან რას ველოდებოდი აბა?მე თვითონ დავურეკავ ტაქსს თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სადაც მიდიოდით
-აუ ძალიან დიდი ბოდიში მირა, ჩემი ბრალია,არ მინდოდა ასე გამოსულიყო,გეგის არ გაუბრაზდე იმან მართლა არ იცოდა,მართლა ჩემს გამოა ასე
-არაუშავს სანდრო ტაქსით წავალ,თქვენ შეგიძლია წახვიდეთ
-ტაქსს მე გამოვიძახებ და როდესაც მოვა შემდეგ წავალთ
-არ მჭირდება შენი ვითომ მზრუნველობა
-მზრუნველობა არაფერ შუაშია აქ მე მოგიყვანე და ასე უპასუხისმგებლოდ ვერ გაგიშვებ
-აი თურმე რა ყოფილა
ხმა არცერს სამოგვიღია,ტაქსიც მალევე მოვიდა,შიგნით გადავჯექი და როდესაც ტაქსი დაიძრა მხოლოდ მაშინ წავიდნენ ისინიც,ტელეფონი უნდა ამომეღო დეასთვის რომ დამერეკა,მაგრამ ჩანთა არსად იდო,ტაქსში ყველგან ვეძებდი,როცა თავში გამკრა იმ აზრმა რომ ,ჩანთა მათ მანქანაში დამრჩა,ტაქსისტს ვუთხარი დროზე მოებრუნებინა მანქანა და მათ გაყოლოდა,მანაც ჩემი მითითება გაითვალისწინა და ახლა უკვე მანქანას მივყვებოდით,თან ვფიქრობდი სად უნდა წასულიყვნენ ისეთ ადგილას,ასეთი გაბრაზებულები და ანერვიულებულები იყვენენ,ისიც არ ვიცოდი რამდენად სწორი იყო მათი უკან გაყოლა,მაგრამ ტელეფონი,ბარათები ყველაფერი ჩანთაში მქონდა,ტაქსის ფული რა თქმა უნდა გეგიმ გადაიხადა?მაგრამ მაინც დამჭირდებოდა ფული.აუცილებლად უნდა გავყოლოდი,ტაქსის მძღოლს ვუთხარი სიგნალი მიეცა რომ გაეჩერებინათ,მაგრამ საკარისად ახლოს ვერ მიყვებოდა,საცობი იყო,შემდეგ გზიდან გავედით და მეც დამაინტერესა სად მიდიოდნენ,ტაქსის მძღოლს ვუთხარი სიგნალი აღარ მიეცა და უკან გაჰყოლოდა შორიდან,რაღაც უცნაური იყო ამ ამბავში და რატომღაც მომინდა გამერკვია .როგორც იქნა ჩამოვიდნენ მანქანიდან,იქ ერთი დანგრეული შენობა იყო და სწორედ მის წინ გაჩერდნენ ,ტაქსის მძღილს ვუთხარი აქ გაეჩერებინა თვითონ კი მანქანა სადმე სხვაგან დაეყენებიბდა და იქ დამლოდებოდა,მე იქვე მდგარ ჟანგიან მანქანას ამოვეფარე,რომელიც ვინ იცის რამდენი წელი იდგა ასე კუნძივით,ლამის მიწასთან იყო შესისხლხორცებული,ხუთი წუთი ასე ვიყავი დამალული,მალე ახალი მანქანა გამოჩნდა,თანაც არა ერთი,არამედ ხუთი შავი მანქანა,ახლა კი ძალიან შემეშინდა,გულში ვფიქრობდი რომ აქ ნამდვილად არ უნდა მოვსულიყავი,ეს რა ხალხი იყო,ვისთან ჰქონდათ საერთოდ კავშირი,მაფიოზები იყვნენ თუ სერიული მკვლელები,უამრავი აზრი მიტრიალებდა თავში,ძალიან შეშინებული ვიყავი,აქედან რომც მდომოდა ვერ გავიქცეოდი,დავინახე როგორ გადმოვიდნენ მანქანიდან,ყველა შავებში იყო ჩაცმული,იარაღებიც ჰქონდათ,თვალებიდან ცრემლები უკვე ღაპაღუპით მცვიოდა მეშინოდა,ვკანკალებდი,პირზე ხელს ვიფარებდი რომ ხმამაღლა არ მეტირა.შავებში ჩაცმულები მივიდნენ გეგისთან და სანდროსთან,რა საჭირო იყო ამდენი ხალხი უბრალოდ ვერ ვხდებოდი,ორი ადამიანის წინააღმდეგ ოცამდე ადამიანი იყო,სიტვაცია დაძაბული არ ჩანდა უბრალოდ ლაპარაკობდნენ,მიუხედავად იმისა რომ ძალინ შეშინებული ვოყავი ცოტა ახლოს მივიწიე, რათა უკეთ გამეგო თუ რას ლაპარაკობდნენ,მაინც ვერაფერს ვგებულობდი,რაღაც ფულის გათეთრებაზე საუბრობდნენ,ახლა უფრო დავრწმუნდი რომ აქედან ცოცხალი ვერ გავაღწევდი,ვხედავდი სიტვაცია როგორ დაიძაბა,გეგიმ ხელების შლა დაიწყო ,შემდეგ დავინახე რომ ერთ-ერთმა შავებში ჩაცმულმა იარაღი გეგის შუბლზე მიაბჯინა,ეს ჩემთვის ბოლო წვეთი იყო,ხმამაღლა აღმომხდა ეს არ გააკეთოთ,უცებ ფეხზე წამოვხტი და ოცამდე ადამიანის ყურადღება უკვე ჩემსკენ იყო მობყრობილი,არვიცი ძალა საიდან მოვიკრიბე ან რა მოხდა იმ მომენტში,ვხვდებოდი რომ თვალთ მიბნელდებოდა,გონს რომ მოვედი უცხო სახლში ვიყავი გარშემო კი არავინ იყო,ძალიან საშინლად ვგრძნობდი თავს,ფეხები ისევ მიკანკალებდა,დარწმუნებული იმაშიც არ ვიყავი თუ ნამდვილად ცოცხალი ვაიყავი,ყველაზე ნორმალურ შემთხვევაში კი რომელიღაც შავ პიჯაკიანის სახლში უნდა ვყოფილიყავი გამოსასყიდის მიზნით,ან ალბათ გეგი და სანდრო დახოცეს და მე საწამებლად წამომიყავნეს.თავს ძალა დავატანე პოზიტიურად მეფიქრა და ოთახში იარაღის ძებნა დავიწყე,ვერაფერი ვიპოვნე ისეთი რასაც იარაღად გამოვიყენებდი,ბოლოს მაგიდაზე დადებულ ლარნაკს დავწვდი,შუშის იყო სულ არაობას აჯობებდა,ახლა კი ნელნელა კარს მივუახლოვდი და სახელური დაბლა დავწიე,ჩემდა გასაკვირად კარი დაკეტილი არ მადხვდა,ფრთხილად მიმოვიხედე და იქ არავინ იყო,შემდეგ სწრაფი ნაბიჯით კიბეებზე დავეშვი და მთავარი კარისკენ წავედი,ის იყო კარი უნდა გამეღო რომ კისერთან ცხელი სუნთქვა ვიგრძენი,ინსტინქტირად მოვბრუნდი და უცნობს ლარნაკი თავზე გადავამტვრიე, ახლა კი იატაკზე გაშხლართულ სილუეტს თავზე დავყურებდი.



№1 სტუმარი One

Ahahahhh ra sasacilo da sayvarelia es gogo:dd
Abba vnakhod vin gaagora larnakit:dd
Velodebi didi interesit shemdegs))

 


№2 სტუმარი სტუმარი ლენკა

ძალიან პატარა თავებია. გაადიდე. კარგია.

 


№3 სტუმარი ნანო

სადაა გაგრძელება.ველოდებით❤️

 


№4  offline წევრი miravali

სამწუხაროდ კოვიდი მაქვს და ისე სუსტად ვარ ისტორიას ვერ ვაგრძელებ,მაგრამ როგორც გამოვჯანმრთელდები მთლიანად ავტვირთავ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ვიპნი

ნერვების მომშლელად იქცევა ეს მირა,უზრდელი და უტაქტოა.

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

გამოჯანმრთელებას გისურვებთ,ისტორია ძალიან საინტერესო და განსხვავებულია,სასიამოვნოდ წერთ და ძალიან გთხოვთ არ შეწყვიტოთ

 


№7 სტუმარი ნუნუ

საინტერესოა როდის დაიდება შემდეგი თავები მადლობთ

 


№8 სტუმარი სტუმარი სოფო

დაიდება შემდეგი თავი?

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფიო

აპირებთ გაგრძელებას ?!❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent