ვტყუივარ შენთან ( თავი 6)
პირველად რომ დაინახა ნანა მაშინვე სიმპატიით განეწყო მის მიმართ. მაგრამ იმაზე მეტად რკინის აღმოჩნდა ვიდრე გიორგის ეგონა. ვერაფრით მოალბო ქალის გული, თუმცა დიდად არც არაფერს აკეთებდა.. ცდილობდა ხშირად მისულიყო ელენესთან იმ მიზეზით რომ პატარა ევა ძალიან ენატრებოდა . სინამდვილეში მხოლოდ ნანა ხვდებოდა გიორგის ხშირი სტუმრობის მიზეზს. მისი ხასიათი კი საშუალებას არ აძლევდა , მამაკაცს გრძნობებშ აჰყოლოდა. ბავშბიდან თავისი შეხედულებები ჰქონდა, ყოველთვის ეგონა რომ ადამიანი რომელსაც შეიყვარებდა მის გარეშემო უნდა ეტრიალა, აქ კი ასე არ იყო. გიორის თავისი საქმე ჰქონდა, რომელიც ძალიან უყვარდა და კარგად იცოდა ნანამ, საქმის გამო ხშირად მოუწევდა უკანა პკანზე გადასვლა, მისი ხისტი ხასიათი კი ამას ვერაფრით ვერ გადაიტანდა, ვერ გაუძლება რომ საყვარელ მამაკაცს უყურადღებოდ ჰყოლოდა. მიუხედავად ამისა საშინლად უყვარდა გიორგი და ყოველ ჯერზე მიდი შეხების სურვილით სული ფორიაქს უწყებდა. რამდენჯერ ნასვამმა აქეთ იძალა სასურველ კაცზე, მაგრამ ის ყოველთვის თავის ადგილას აყენებდა ყველაფერს. იცოდა რომ ერთად გატარებული ღამის მერე ნანა კარგა ხნით ჩამოაწმინდავდა ხელებს და გაუჩინარდებოდა, ის კი ამ უკანასკნელს ვერ გადაიტანდა.. ათი წლის განმავლობაში გრძნელდებოდა მათი კატა თაგვობანას თამაში. ხან ერთი ჩნდებოდა სხვა ქალთან ერთად, ხან მეორე მიათრევდა ჯიბრზე უცხო მამაკაცს საეჭვიანოდ. ამასობაში დრო არც ერთს ინდობდა. მათი შორი ტრფობა უფრო ძლიერი და სასურველი ხდებოდა. ხანდახან შეეძლო გიორგის მაგრად ეცემა ნანჩო ამ უარო გამოხტომების გამო, მაგრამ იცის იცოდა რომ ეს ქალი დაღუპავდა. ამიტომ ახალი გეგმის თანახმად, ნანასგან მაქსიმალურად შორს უნდა ყოფილიყო. ახლაც ზუსტად ამას აკეთებდა. კაბინეტში იჯდა და აფორიაქებული გულის და ერთიანად აფეთქებული ემოციების დამშვიდებას ცდილობდა რომ დემნამ ხელის კვრით შეაგდო ნანჩო ოთახში და თავადაც შეყვა.. - გამარჯობა - ძლივს ამოღერღა გოგომ და გაუღიმა.. - გაგიმარჯოს. არ გელოდი - მშვიდად დაუბრუნა პასუხი და დემნას გახედა.. - უბრალოდ ელენემ გამოგვაგდო ოთახიდან, და შენტან შევაფარეთ თავი. სიმართლე გიხრა მე არა, ხო იცი სემინარზე გავდივარ, ელენე ალბათ ბობოქრობს და ნანას იქ გაჩერება საშიშია, სანამ ევა დაასრულებს და გამოვა, ნანას მიმიხედე რაა . - თვალი ჩაუკრა მეგობარს და კაბინეტიდან გავიდა.. - დაჯექი, რატომ დგახარ - ეცადა მათ შორის არსებული დაძაბულობა განემუხტა და დივანზე მიუთითა.. - მოდი არ გვინდა ეს ძალიან თავაზიანი საუბრები გიორგი. მე და შენ ხო დღეს არ გავიცანით ერთმანეთი.. - დღეს რომ არ გავიცანით ამიტომ ვარ ძალიან თავაზიანი , რომ ჩვენს შორის არსებული დისტანცია არ დავარღვიო. - რომელი დისტანცია? მაგიდიდან დივნამდე? - სიცილით თქვა და მისკენ გაიწია..- მე და შენ დისტანცია ვერ გვაჩერებს დაგავიწყდა? თუ გაგახსენო, ის რაც ორი წლის წინათ იყო.. - ის რაც ორი წლის წინათ იყო.. - ვიცი, მე გავაფუჭე, მაგრამ ეს სამიოდე ნაბიჯი ჩვენს სურვილებს აქრობს? - ხელები კისერზე შემოაწყო თავისზე ბევრად მაღალ მამაკაცს და ტუჩები ნელა შეახო ნიკაპზე..- ახლა რომ გითხრა ძალიან მომენატრე-თქო არ დამიჯერებ. არც იმას დაიჯერებ რომ უშენოდ მარტო ვარ. იმას სულ არა რომ საშინლად მინდა შენი ტუჩების შეხება ვიგრძნო ისევ.. - მორჩი თამაშს !- დატევით თქვა და გოგოს ხელები მაშინვე მოიშორა.. მაჯაში ხელი მაგრად ჩაკიდა და დივანზე ძალით დასვა.. კაბინეტის კარის გასაღები სამჯერ გადაატრიალა ნანას გვერდით მიუჯდა. - ახლა მე და შენ ისე სერიოზულად ვილაპარაკებთ როგორც არასოდეს აქამდე . - და ამისთვის კარი უნდა დაკეტო? - რა თქმა უნდა, შენ ხომ გაქცევა გჩვევია. დაგავიწყდა? თუ გინდა გაგახსენებ. იმ ღამეს, როდესაც მეგონა, რომ როგორც იქნება ერთმანეთს გავუგეთ და მეტი დაჭერობანას თამაში აღარ იქნებოდა ჩვენს შორის, დილით საოცრება დახვდა. - გიორგი მახსოვს და ამისთვის მიზეზები მქონდაა- დარცხვენით თქვა და ბიჭს მზერა აარიდა. - თანაც მიზეზები. აბა ჩამოთვალე, ათი თითი მეყოფა რომ ჩამომითვალო? თუარადა შენს თითებს დავიხმარებ - ირონია არ დაიშურა და მისი სახე ხელებში მოიქცია. აქამდე შენს მაიმუნობებს ვიტანდი, გარბოდი, მერე ისევ მორბოდი, ხან დერეფანშ ხან კულისებში სიგიჟეებს აკეთებდი და ისევ იკარგებოდი. ასე აღარ იქნება, ან ისე მოიქცევი როგორც წესიერი ჩამოყალიბებული ქალი მოიქცეოდა, ან არადა საერთოდ აგიკრძალავ მოახლოვებას. მე შენი სათამაშო არ ვარ, როცა მოგინდება მოხვიდე, როცა მოგბეზრდები მომისროლო. - მე შენ არასოდეს მბეზრდები და ეს კარგად იცი. - ხო?- მე ამას ვერ ვხედავ ნანა, რამდენი წელიწადია ასე მაიმუნობაში ვართ. დავიღალე გესმის? როცა ვფიქრობ რომ ყველაფერი დასრულა, როცა ჩემს ცხოვრებში სხვა ადამიანი ჩნდება, მაშინვე მორიგ სიგიჟეს სჩადიხარ, ისე მაგდებ კალაპოტიდან რომ საკუთარ თავსვერ ვიტან , იმ სხვა ქალს ვინ ჩივის..მაგრამ მორჩა!- დიდი ხანია ამაზე ვფიქრობდი, ეს უკანასკნელი შეხვედრაა ჩვენი. შენი არც დანახვა და არც მოახლოება არ მინდა. დამპირდი რომ ასე მოიქცევი. - ვერ დაგპირდები - აცრემლებული თვალებით ახედა და ნერვიულად დაიკვნიტა ტუჩი. - რატომ ნანაა , რატომ? მოგწონს რომ მაწვალებ? სადისტი ხარ? - იმიტომ რომ მიყვარხარ გიორგი !- გამწარებულმა თქვა და კარისკენ გაიქცა - ჯანდაბა, ეს კარი დაკეტილია - ჩუმად ჩაიფრუტუნა და სახე ხელებში ჩამალა. - გამიღე კარები რა. - ვერ გაგიღებ.- სრულიად დამაჯერებლად გაეპასუხა და ზურგიდან დაუდგა გოგოს. - რატომ? - იმიტომ რომ მიყვარხარ.. - ასეთი სადისტი? - ასეთი სადისტი და არანორმალური , და კიდევ ჩემი - ზურგიდან აეკრო ქალს და მთელი ძალით შემოხვია ხელები . ოდესმე ამ დღეს თუ ვეღირსებოდი არ მეგონა ნან, ყურთან ჩუმად უჩურჩულა და ცხელი სუნთქვა დააფრქვია ყელზე. რამდენი წელიწადია ასე ვკარგავთ დროს.. - გიორგი ხო იცი, რომ ჩემს გვერდით ყოფნა ძალიან ძნელია. ჩემი ხასიათი და ჩემი ფერადი პეპლები თავში ხანდახან საოცრებებს მაკეთებინებს. არ მინდა რომ გული გატკინო .. მე ვერ დაგპირდები რომ იდეალური ვიქნები, რადგან იდეალური არ ვარ.. - მოდი, ერთმანეთს არაფერი დავპირდეთ ნან, როგორცააა ყველაფერი ისე დავტოვოთ. შენ შენი პეპლებით მე ჩემი მინუსებთ, სადღაც მივალ , სადამდეც მივალთ იქამდე ვიაროთ ერთად, უბრალოდ მინდა რომ ჩემთან ახლოს იყო. - ასე ახლოს? - მთელი ტანით დატრიალდა მისკენ და ცხელი ტუჩები შეახო მისას, ასე ახლოს შენთან ყოფნაზე უარს ვერასოდეს ვიტყვი.. იმდენად ჩემი ხარ, იმდენად ჩემი ნაწილი გიორგი, არ ვიცი სადამდე შეძლებ ჩემს ატანას მაგრამ , თუდაც ერთი კვირა გაგრძელდეს თანახმა ვარ. - ჩუმად ეჩურჩულებოდა და მონატრებულ სახეს უკოცნიდა.. 2018წელი. აგვისტო იმ წელს საშინლად ცხელოდა და ყველამ ქალაქგარეთ შეაფარა თავი. ნანამ აიჩემა სიცხე არ მაწუხებს, წადით და თუ სურვილი გამიჩნდა თავად ჩამოვალო, სინამდვილეში მის გულს და სულს სულ სხვა სურვილი ჰქონდა. კარგად იცოდა, სექტემბრის სეზონი მალე დაიწყებოდა, ამ დროს კი როგორც წესი გიორგი თბილისიდან არასოდეს გადიოდა. დილიდან მოყოლებული ასჯერ მაინც აიღო ტელეფონში ხელში რომ დაერეკა ან რაიმ მიეწერა მაგრამ გამბედაობა არ ყოფნინა. თვეზე მეტი ხდებოდა საყვარელი ადამიანი არ ენახა და სისხლში მორბენალი ლეიკოციტებიც კი მის შეხებას ითხოვდა.. ბოლოს გამბედაობის მოსაკრეფად მთელი ბოთლი წითელი ღვინო ჩაცალა და ღამის პირველ საათზე მიადგა გიორგის სახლში... ვერაფრით გაარკვია მისვლის მიზეზი, მაგრამ არც უნდოდა რაიმეს თქმა, უბრალოდ მივიდა და საყვარელი კაცის საყვარელი ტუჩები დააგემოვნა. სახლის შემოსასვლელი სივრციდან მალე საძინებელში გადაინაცვალა და ალკოჰოლში გაბრუებულმა გაატარა ის დაუვიწყარი ღამე გიორგის გვერდით. მთელი ღამე მის კანის სურნელს ხარბად ყნოსავდა, იცოდა დილით გამთენიისას ისევ გაიპარებოდა. საკუთარ თავზე ბრაზობდა რომ ასე მოიქცა. რომ ახლა გზაჯვარედინზე იდგა და არ იცოდა საით უნდა წასულიყო. იცოდა ახლა რომ წასულიყო გიორგის დაკარგავდა, მაგრამ იმასაც აცნობიერებდა რომ დარჩენის შემთხვევაში მაინც დაკარგავდა.. ბავშობიდან ესმოდა ნანას , მისი რთული ხასიათის შესახებ. ეს იდოლები რომლებსაც ადამიანი გარედან უქმნიდნენ მალე კომპლექსში გადაინაცვლა და ვერაფრით ახერხებდა მათგან თავის დაღწევას. გამთენიისას თავისი ტანსაცმელი წამოკრიფა და ფეხაკრეფით გაიპარა გიორგის სახლიდან. მერე მობილური ტელეფონი ქსელიდან გათიშა , და საყვარელ და-ძმასთან და ევასთან მიმავალ გზას უხმოდ დაადგა. ** წელში გასწორებული ნელი ნაბიჯით გაემართა დემნასკენ თიკა და მის წინ გაჩერდა.. აშკარა იყო მამაკაცი ყურადრების მიქცევას არ აპირებდა ისე იყო გართული ევასთან თამაშით. ბოლოს მოთმინება დაეკარგა და რამოდენიმეჯერ ჩაახველა.. - ამ პატარას ძილის დრო არა? - ღიმილით ჩაეკითხა და დემნას მხარზე შეახო ხელი. - ასე მალე არ ვიძინებ დეიდა - ღიმილითვე დაუბრუნა პასუხი და დემნას შეხედა, რომელიც სიცილს ძლივს იკავებდა. - დაიღალე არა თიკა, რამდენი საათია აქ ხარ, მიდი წადი დაისვენე. - არა, არ დავიღალე. უბრალოდ ყველანი წავიდნენ და ამ ბავშვს მშობლები არ ჰყავს? თუ ღამის თევით ტოვებენ აქ . - ყავს, ამ ბავშვს მშობლები ყავს !- გაბრაზებულმა დავუბუნე პასუხი და ევას ხელი გავუწოდე. -წამოდი დედიკო, გვიანია. ნანა გველოდება. - მერე ეს? - მოულოდნელად მკითხა და დემნას გახედა. - დემნა დიდი ბიჭია და თვითონ მიაგნებს სახლს, მაგაზე არ ინერვიულო. - გაბრაზებულმა გავხედე დემნას და მერე თიკას .. - ეს რა შენი შვილია? აქამდე არასოდეს გითქვამს რომ შვილი გყავდა ელენე - გაოცებული დატრიალდა ჩემკენ და ევას ლოყაზე მოუსვა ხელი. - თან როგორი ლამაზი გოგო ხარ . - არ ჩამითვლია უბრალოდ საჭიროდ ამაზე მელაპარაკა თიკა. - ევა წამოდი, დავიღალე, ფეხზე ისედაც ძლივს ვდგავარ რა - დატევით ვუთხარი შვილს და ხელი მაგრად ჩავკიდე. უკვე მერამდენე საათი გადიოდა რაც დემნას ვუცდიდი. ისრები ღამის თორმეტს უჩვენებდა. ის კი არსად ჩანდა. მხრებზე თბილი შალი შემოვიხვიე და ეზოში გავედი.. საკუთარ ცხოვრებაზე ერთიანად მომეძალა დარდი და სახლის წინ მდგარ სკამზე ჩამოვჯექი . როდის ტყდება ხიდი ორ ადამიანს შორის? როდის ხდებიან ისინი იმდენად უცხოები რომ ერთმანეთის დარდი და საწუხარი აღარ აინტერესებს. ადამიანები რომლებიც ერთ დროს სიყვარულით იყვნენ გაჟღენთილნი, ხელჩაკიდებულები მიდიოდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ. რა ხდება როცა ორი მოსიყვარულე ადამიანი ერთმანეთს შორდება , მაგრამ მათი გრძნობა ჯერ კიდევ არაა განელებული. რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა მოიქცე, როდესაც გული ერთს გეუბნება, გონება კი მეორეს. შენ კი ორ ცეცხლს შორის დგახარ და სულაც არ იცი გულს დაუჯერო თუ გონებას.. როგორ უნდა მოიქცე როცა გეშინია რომ ისევ გატკენენ, რომ ისევ გაგტეხავს საყვარელი ადამიანის საქციელი და ამჯერზე უკვე ვეღარ მოახერხებ შენი ნამსხვრევების აკრეფვას და შეკოწიწებას. რას გრძნობ მაშინ, როდესაც გრძნობა ჯერ კიდევ ცოცხალია, თავად კი ნელა-ნელა იწყებ ჭკნობას და კვდომას. როცა უკანასკნელი იმედიც კი გეცლება ხელიდან. ამ დროს კი გაყურებ გზას და იცდი, უბრალოდ ელოდები რაღაცას ან ვიღაცას, მხოლოდ იმიტომ რომ სხვა გზა არ გაქვს, უბრალოდ ამ კითხვებზე პასუხი არც შენ და არც მას არ გაგაჩნიათ. დიდხანს ვატრიალე გაყინულ ხელებში ტელეფონი და ბოლოს მაინც მოვიკრიბე გამბედაობა მასთან დამერეკა. ახლა ყველაზე ნაკლებად მასთან დარეკვა მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა , უკვე შუაღამე იდგა. - რა ხდება? - გაღიზიანებულმა მიპასუხა და ერთიანად დავიბენი. - არ მოდიხარ? ძალიან გვიანია - თავის მართლება დავიწყე და გავიტრუნე. - კი გამოვდივარ ელენე, ხდება რამე? რატომ არ გძინავს, ერთიანად მოლბა, მივხვდი აქამდე მარტო არ იყო. - გელოდებოდი და ვერ დავიძიე. - მადლობა მაგრამ პატარა არ ვარ, არ დავიკარგები. არ ხარ ვალდებული რომ მელოდო, დაწექი და დაიძინე . - ვიცი, უბრალოდ ასეთი ჩვევა მაქვს და. - მახსოვს - მშვიდად გამეპასუხა ნახევარ საათში ვიქნებიო დამამშვიდა და ტელეფონი გამითიშა. სამზარეულოში ვიჯექი და ჩაის ჭიქას დაუნდობლად ვუჭერდი ხელებს. ვიცოდი სადაც იყო და ვისთან ერთადაც. ამაზე ფიქრი კი ტვინში არსებულ ყველა უჯრედს და ხვეულს მიაქტიურებდა.. არეული ნაბიჯით შემოვიდა სამზარეულოში და მაგიდას დაეყრდნო. როგორც წესი მის თვალებში ბოლომდე ვიძირებოდი, იმდენად ღრმად ვიძირებოდი რომ უკან ამოსასვლელი გზა აღარასოდეს მრჩებოდა. დაბღვერილმა ავხედე და უხმოდ წამოვდექი ფეხზე.. რამოდენიმე წამს გაოგნებული მიყურებდა დემნა. ყავით სავსე ფინჯანი წინ დავუდე და ისევ კუთვნილ ადგილს დავუბრუდი. - სად იყავი?- პირდაპირ დავუსვი კითხვა რომელის მთელი საღამო მაგიჟებდა.. - შენ მგონი წელი აღარ გტკივა , ისე მოძრაობ- კითხვა მაშინვე დამიიგნორა და გამიღიმა. - კი ოდნავ მაწუხებს მხოლოდ . და ჩემს კითხვაზე მიპასუხე, სად იყავი დემნა.. - დაკითხვას მიწყობ? ვსვავდი ხომ ხედავ.. - ვისთან ერთად. - ელენე შენი საქმე არაა! -მაგრამ გეტყვი მე და თიკა ვიყავით, მასთან სახლში. - მასთან სახლში?- გაოგნებულმა ვუყვირე და მის წინ დადებული ყავის ფინჯანი ავაცალე.- იცი რას გეტყვი? ყავაც თიკუნამ დაგალევინოს. რამოდენიმე საათი გირკავდი, რა არ ვიფიქრე, ვინერვიულე და შენ თურმე ერთობოდი და თანაც ვისთან, თიკასთან ერთად ! - ეჭვიანობ? - ფეხზე წამოდგა და ძლიერი ხელი შემომდო წელზე. - მითხარი ეჭვიანობ ალისფერო გოგონა? - მეტი საქმე არ მაქვს . - აბა მაშინ რა ისტერიკას მიწყობ ცოლივით, დაგავიწყდა რომ მე და შენ საერთო მხოლოდ შვილი გვყავს . - არა, ეგ შენ დაგავიწყდა მგონი. შენი შვილი გაოცებული გიყურებდა და უნდოდა მასთან ერთად წამოსულიყავი სახლში. შენ კიდევ თიკასთან დარჩი და ახლა ასეთი ნასვამი იჯექი საჭესთან. - რა გინდა ელენე. ახლა ბავშვს აბრალებ შენს გამოხტომებს? - უფრო ძლიერად მიმიკრა მკერდზე და ცხელი ტუჩები შემახო შუბლზე. - რამოდენიმე წამს ორივე გატრუნულები ვიდექით, ბოლოს დუმილი ისევ მე დავარღვიე - დემნა.. - ჩუმად წარმოვთქვი მისი სახელი და თვალები ნელა გავახილე.- მიღალატე? - ძლივს გასაგონად ვკითხე და ყელში გაჩხერილ ცრემლებს გასაქანი არ მივეცი. - არ მიღალატია , დამშვიდდი. მგონი შენს ღალატს ვერასოდეს შევძლებ ვნებით სავსემ დამიბრუნა პასუხი და მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი ყელზე. სწრაფად შემოვხვიე ხელები კისერზე და გათამამებულმა ვაკოცე მონატრებულ ტუჩებს . - უბრალოდ დავლიეთ ცოტა- მშვიდად მითხრა , ნელა მომიშორა სხეულიდან და კიბეებისკენ ნაბიჯარეული წავიდა. ყოველთვის მაინტერესებდა რამდენჯერ შეიძლება ადამიანი რომ სასიკვდილოდ გატეხო და ბოლომდე დააქციო. რამდენჯრ შეიძლება ადამიანს გული გაუტეხო? ერთხელ წლების წინ უვე გაუტყდა გული თაბაგარს და თავი უცხო ქვეყანას შეაფარა, წლები დასჭირდა რომ ატომებად დაშლილი გული ისევ შეეხორცებინა. ფიქრში და ოცნებაში გასული წლები ამაოდ დაუჯდა დემნას, საკმარისი იყო მხოლოდ ერთხელ დაბრუნება უკან მშობლიურ ქვეყანაში რომ ისევ იგივე ტკივილი განეცადა, უფრო სწორად ახლა ბევრად უფრო მწარე და მტკივნეული.. თერთმეტი წლის მერე პირველად იგრძნო რომ ქალი რომელმაც ნამსხვრევებად აქცია მისი გული, წამით არ დაინდო, არ დაინანა. ისევ გაამრთელა , ისეც შეახორცა და ერთი მოძრაობით შეძლო ისევ ისე მოეკლა. ისევ გაენადგურებინა. ისევ გრძნობოს გარეშე დაეტოვებინა.. მაშინ როდესაც იმედის ახალი ტალღა ჰქონდა სხეულში გამჯდარი მამაკაცს, მაშინ როცა ეგონა რომ საქართველოში დაბრუნება ყველაზე კარგი გამოსავალი იყო. არ იყო შეცდომა რომ ისევ შეძლებდა საყვარელი ქალის გვერდით ყოფნას. მაშინ როცა თავის მლავებში მწოლიარ ქალი მოიშორა, საკუთარი სხეულიდან თავად გააგლიჯა გული და ლამის ფეხით გადაუარა ზედ. მხოლოდ ერთს ვერ ხვდებოდა ასე როგორ გაიმეტა, ასე როგორ მოექცა. როგორ არ იფიქრა მომავალზე. ათი წელიწადი მიდი დაბადებიდან ათი წელიწადი არც კი იცოდა რომ იქ სადღაც ოკეანებს გადაღმა მისი სისხლი და ხორცი უცდიდა მას, ყოველ ღამით ოცნებობდა მასზე და უნდოდა როგორც სხვებს მასაც ისევე ახლოს ჰყოლოდა ადამიანი სახელად მამა.. მაგრამ არც შვილზე და არც დემნაზე წამით არ უფიქრია ელენეს. 2009 წელი. ივლისი მაგრად იჭერდა თავზე ხელებს თაბაგარი და არ უნდოდა დაეჯერებინა საყვარელი ქალის არც ერთი სიტყვა. ვერ იაზრებდა რომ ახლა ამ წამს მის წინ მჯდარი უარს ერთიანად ეუბნებოდა ყველაფერზე. ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი.. ჯერ კიდევ ეჭიდებოდა ხავსს. მაგრამ ფაქტი იყო ელენე მასთან ერთად წასვლას არ აპირებდა, თუმცა ხელს არაფერი უშლიდა. მიზეზი თავადაც არ იცოდა.. ბრაზობდა საკუთარ თავზე თუ დემნაზე.. ბოლოს გაბრაზებული წამოხტა აქამდე საწოლის კიდეზე მჯდარი მამაკაცი და ქალი თავისკენ დაატრიალა. - ამიხსენი რატომ არ გინდა წამოსვლა ელენე, აქ რა გაკავებს, ერთად ყველაფერს ავაწყობთ და ჩამოვალთ. გპირდები ყველაზებევრი ორი წელიწადი და წამოვალთ. - არ მინდა, გესმის? იქ რა გავაკეთო? - ჩემთან ერთად უნდა იყო, რას ნიშნავს რა გააკეთო. შენთვისაც მოვნახავ რაიმეს გოგო. ყველაფერი დალაგდება. ელენე დაფიქრდი.. მოდი ვიქორწილოთ სეტქემბრის ბოლომდე ხომ გვაქვს დრო და ერთად წავალთ როგორც ოჯახი. წარმოიდგინე რა მაგარი იქნება. - ოჯახი შევქმნათ მე და შენ? მეხუმრები ახლა? შენ ოჯახი რა გგონია დემნა, ამერიკაში წასავლელად გამოგყვე ცოლად? - ცოლად იმიტომ უნდა გამომყვე რომ ერთმანეთი გვიყვარს , ამერიკა რა შუაშია? - გამწარებულმა უყვირა ქალს და საწოლზე ძალით დასვა, მის წინ დაიმუხლა და გაყინული ხელები თავის ხელებში მოიქცია.. - გთხოვ ელ, მე ხო მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად ჩემო ალისფერო გოგო. - ხოდა თუ გიყვავარ არ წახვალ და აქ მარტოს არ დამტოვებ. - ელენე ბავშობ !- ამერიკაში მიწვევენ ბათუმში კი არა. იქ ყველაფერი სხვანაირადაა. აქ არაფერი ხდება ხო ხედავ, იქ ყველაფრის აწყობას შევძლებთ. გახოსვს ჩვენი ოცნების სახლი? ზუსტად ისეთის აშენებას შევძლებთ. ნაძვებს შორის, ბუხრით, დიდი ეზოთ და აივნებით როგორც შენ გინდოდა. მაგრამ ამისთვის უნდა წამომყვე ელენე, უშენოდ ვერაფერს შევძლებ.. - მუდარით ახედა დემნამ და საკოცნებად გაიწია რომ თავი აარიდა და ფეხზე წამოდგა. - ასე ოჯახს ვერ შევქმნი დემნა. მე და შენ ერთად ვწევართ, კარგად ვართ, ერთმანეთს ვუგებთ , მაგრამ ოჯახი ეს ოცდაოთხი საათი კვირაში შვიდი დღე ერთად ცხოვრებაა. ჩვენ კიდევ კვირაში სამი დღე ვართ ახლა ერთად, ამიტომ ერთმანეთი გვეადვილება. კარგად იცი ჩემი აუტანელი ხასიათის ამბავი, ჩემი გამოხტომები , ჩემი მოვლენები.. - მე ყველანაირს აგიტან, მხოლოდ წამოდი რა. ჩემთან ერთად წამოსვლას დათანხმი და გპირდები ყველაზე ბედნიერები ვიქნებით - მიყვარხარ ელენე ასეთი როგორიც ხარ, ასეთი სულელი და ასეთი მოუსვენარი , ასეთი გიჟი და გადარეული. უბრალოდ მიყვარხარ - საწოლზე დაჯდა დასაყვარელი ქალი პატარა ბავშვივით ჩაისვა კალთაში. ნელა შეახო ტუჩები ყელზე და მაშინვე იგრძნო ქალის სურვილები, ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ფრთხილად გადაწვა საწოლზე და ათრთოლებული ელენე ზემოდან მოიქცია. ** დემნას ტელეფონის ზარმა და კარზე გაბმულმა კაკუნმა ადრიანად გამომაღვიძა.. სწრაფად შემოვიცვი ხალათი ტანზე და კიბეებზე სირბილით ჩავედი.. კედელზე დამაგრებულ ეკრანზე მკაფიოდ დავინახე ქერა გოგო და სიბრაზემ მაშინვე დამიარა მთელს სხეულში. - დილა მშვიდობისა - ღიმილით მითხრა და სიცივისაგან გაყინული ხელი გამომიწოდა. - მე ლინდა ვარ, დემნას სძინავს? - კი მაგრამ გავაღვიძებ, შემოდი მოდი , გარეთ ცივა . - სამზარეულო ალბათ იცი სადაცაა, შეგიძლია ყავა დალიო და ახლავე მოვალ.ხო მართლა მე ელენე ვარ . - ვიცი - მშვიდად მითხრა და სამზარეულოსაკენ შეტრიალდა. - ასე ადრიანად ვინააა? - ოთახში შესულს მაშინვე დამაწია კითხვა და სპორტული შარვალი სწრაფად ამოიცვა ტანზე. - ლინდაა, გელოდება. - მოხდა რამე? - გაოცებულმა გამომხედა და კარისკენ წავიდა. - მე რა ვიცი მოხდა თუ არა. იქნება ზემოდანაც ჩაგეცვა რამე და ასე ტარზანივით არ ჩახვიდე. - დამშვიდდი, ლინდას უამრავჯერ ვყავარი ნანახი ასე - თვალი ჩამიკრა და კიბეებზე სირბილით ჩავიდა. კარგა ხანი გავატარე ცხელი შხაპის ქვეშ. საკუთარ ფიქრებს თავს და ბოლოს ვერ ვუყრიდი. ერთი დაზუსტებით ვიცოდი ვეჭვიანობდი ყველა მდედრობით სქესზე რომელიც დემნას გვერდით სუნთქავდა. მგონი ჩემს თავზეც კი დავიწყებდი მალე ეჭვიანობას, რომ მასთან ასე ახლოს ვიყავი და მისი სხეულით თრობა არ შემეძლო. კიბეებზე ნელა ჩავედი და მალულად დავაყურადე მათი საუბარი. მათგან არც ერთ სიტყვა არ მესმოდა. მხოლოდ ლინდას ჩურჩული მხვდებოდა ყურში, იქიდანაც ცალკეულ სიტყვებს ვაანალიზებდი.. - უჩემოდ დალიეთ ყავა? - სიტუაცის განსამუხტად შევედი სამზარეულოში და ლინდას გავხედე. - კი ასე მოხდა. ჩემი წასვლის დროა - ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა რომ გავაჩერე. - სად გეჩქარება ასე ? გვესაუზმა ერთად, ერთმანეთს გავიცნობით კარგად.. - მერწმუნე ელენე შენზე იმაზე ბევრი ვიცი ვიდრე შენ გგონია. - ხო? მაინც რა? - გაოცება ვერ დავმალე და ჯერ დემნას გავხედე მერე ლინდას. - რაც საჭიროა მხოლოდ ის - მოდი სხვა დროს ვისაუბროთ მე და შენ . ახლა მართლა მეჩქარება ელენე. შეხვედრა მაქვს დემნას თხოვნით და არ მინდა დამაგვიანდეს. - კარგი, მაშინ არ დაგაყოვნებ - ღიმილით გავეპასუხე და გასასვლელის კარი გავუღე. სამზარეულოში შესულს დემნა იქ აღარ დამხვდა. მივხვდი თავი საძინებელს შეაფარა ჩემი რისხვისაგან. გული ბოღმით მევსებოდა რომ ყველამ რაღაცა იცოდა ჩემზე და , ვერც კი ვწვებოდი რა ! ევა შევაღვიძე რომ სკოლაში დროულად მისულიყო და საძინებელში ნახევრად შიშველ დემნას გადავეყარე. „ჯანდაბა აი ეს მაკლდა ახლა „ - საკუთარ თავზე გაღიზიანებული დავტრიალდი მისგან ზურგით და გავიტრუნე. - რას აკეთებ მანდ, ლოცულობ? - სიცილით მკითხა და გულიანად გადაიხარხარა. - ჩაიცვი, რა უბედურებაა ეს შიშველი დგომა. - ჩემს საძინებელში ვდგავარ შიშველი. და რას ხედავ ისეთს რაც არ გინახავს. - დემნა საკმარისია. ჩაიცვი. - მაცვია ელენე, მაცვიააა - გაღიზიანებულმა მტაცა ხელი და სწრაფად დამატრიალა თავისკენ. ვერ უძლებ ჩემს ყურებას? გინდები? სისხლი გიდუღდება სხეულში? - სწორია - პირველად მოვახერხე მისთვის სრულიად ჭეშმარიტება უყოყმანოდ მეთქვა. - კარგად მიხვდი, სისხლი მიდუღდება სხეულში. სურვილის ჩასაკლავად საკუთარ ტუჩებს სისხლის დენამდე ვიჭამ. ხო ასეა , რატო მიყურებ გაოცებული. ეს თამაში შენ დაიწყე დემნა. იქ მაშინ საგრიმიოროში ისევ ამირიე გონება. და ახლა რა გინდა? - მე დავიწყე თამაში? მე არასოდეს მითამაშია, არც სცენაზე და არც საგრიმიოროში გოგო. შენს წინაშე ყოველთვის მართალი და გულახდილი ვიყავი, შენგან განსხვავებით. - ოდესმე დაივიწყებ ამას? - გაღიზიანებულმა ვუყვირე რაც ძალა მქონდა და ერთიანად ამიდუღდა სხეულში სიხლი. - არასოდეს ! არასოდეს გაპატიებ რომ შვილს მიმალავდი . დაიმახსოვრე. შენს პატიებას ვერასოდეს შევძლებ. - აღარ გიყვარვარ !- გადაჭრით ვუთხარი და ცრემლების შეკავება ვეღარ მოვახერხე. - ძალიან მიყვარხარ , მაგრამ ისევე ძალიან მძულხარ როგორც მიყვარხარ - ჩუმად მიჩურჩულა ყურთან , შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. გაოგნებული ვიდექი ოთახის შუაში და საკუთარ ანარეკლს ვუყურებდი კარადაზე მიმეგრებულ უზარმაზარ სარკეში. ტირილისაგან ჩაწითლებული თვალები და გაბერილი ტუჩები , თვალის ქვეშ ჩაშავებული უპეები, სულაც არ იყო ჩემი მუდმივი მახასიათებელი. მაგრამ ახლა ზუსტად ამ ვიზუალით ვიდექი და ვიცოდი ეს გამოსახულება კარგა ხანს არ გაქრებოდა .. - ქალბატონო, როგორ ბრძანდები? - ტელეფონი ავიღე თუ არა თეაკოს ხმაზე უმალ გამოვფხიზლდი. - თეაკუნა- ჩემთვის უჩვეულო ფრაზით გავიწელე და ცრემლები მოვიშორე.. - ჩემო გოგო, გილოცავ დაბადების დღეს, ხომ არ გეგონა დამავიწყდა.. - არც მიფიქრია დაო, იმიტომ გირეკავ რომ რვაზე ვიკრიბებით, მისამართს მოგწერ , წინასწარ გაფრხილებ რომ მერე რაიმე საქმეს არ გადააბრალო. - არც ვაპირებდი თავის არიდებას, პირიქით ეგ ახლა ყველაზე მეტად მჭირდება. რვაზე მანდ ვარ - გკოცნი და დროებით - ამაყად ჩავძახე დაქალს და ოთახში ყავის ფინჯნით შემოსულ დემნას გავხედე.. - სადმე მიდიხარ? - სასხვათაშორისოდ მკითხა და კარადიდან ჯინსი გამოაძრო. - მივდივარ. - სად მიდიხარ? - დაბადების დღეზე - ვისი? - დაქალის - რომლის? - თეაკოსი. - გვიან მოხვალ? - რა გამიხურე საქმე. მოთმინება დაკარგული ვეტაკე დემნას და წინ ავესვეტე. მე გკითხე შენი ნაშა რისთვის იყო მოსული, რა უნდოდა. რა შეხვედრაზე გაუშვი. ან რატომ ყავხარ ნანახი შიშველი ? გკითხე მე? - ხოდა ნურც შენ მეკითხები გაიგე? შენი საქმე არაა , სად მივდივარ ვისთან და როდის მოვალ. - ჩემი ნაშა ვინაა, უკაცრავად ,ლინდა? - გულიანად გადაიხარხარა და საწოლზე ჩამოჯდა. მაჯაში ხელი მომკიდაა და მუხლებზე დამისვა. - ეჭვიანობ ? -ამღვრეული მზერა მომავლო და ცერა თითი ნელა გადამისვა ტუჩზე. - შენს თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ხო არა გაქვს? - წამოდგომას შევეცადე რომ დამიჭირა და სწრაფად შემიცურა თმაში ხელი. მთელი ძალით მიმწია თავისკენ და ვიგრძენი როგორ დამიწყო სისხლმა უკუსვლა. კნუტივით გავიტრუნე მის მკლავებში და ვიგრძენი როგორ წამიერად მომაშორა სახე დემნამ. - რას აკეთებთ? - ევას ხმაზე პატარა ბავშვივით შევკრთი და ფეხზე წამოვხტი. - მეც მინდა მასე თქვენთან - სწრაფად გამოიქცია ჩვენკენ და დემნას მუხებზე დაიმკვირდა ადგილი. - მოდი აქედან შენ დედიკო. მოდი, მოდი - ხელი მაგრად მომკიდა და ამაყად დამითმო ადგილი მეორე ფეხზე.. - მამიკოს გოგოები - სიცილით თქვა და პატარა ხელები მაგრად შემოხვია დემნას. - მამიკოს პატარა გოგო ხარ შენ- ალერდით უტხრა შვილს და თავზე აკოცა. - და დედიკო? - დედიკოც ჩემი გოგოა, ოღოდ შენგან განსხვავებით საშინლად აუტანელი, თავნება და ჯიუტი - წამიერად მოახერხა ჩემი დახასიათება და კალთიდან წამომაყენა. - ხოდა ეს ჯიუტი, და აუტანელი გოგო დღეს გვიან მოვა სახლში, ამიტომ კეთილი ინებე და შვილს მიხედე.- ნაწყენმა ვუთხარი და ოთახიდან სწრაფად გავედი. მთელი საღამო ალკოჰოლის წრუპვაში გავატარე, გეგმაში მქონდა სახლში მისულს დემნასთან საუბარი, მაგრამ სულაც არ მახსოვდა რომ მე და ალკოჰოლი მსოფლიოში ყველაზე ცუდი ტანდემი ვიყავით. სამი ხდებოდა ეზოს უზარმაზარი ჭიშკარი მხრით რომ შევიტანე და ნელა გადავხოხდი სახლამდე მიმავალ ბილიკზე. საკუთარ ქმედებაზე გიჟივით ვიცინოდი და სიცივისაგან გათოშილ ხელებს პირზე ვიფარებდი სიცილის შესაკავებლად. ნელა გადავატრიალე გასაღები და სახლში ჩუმად შესვლას შევეცადე რომ კართან დადგმულ უზარმაზარ ლარნაკს ჩემი მიმზიდველი წითელი ქურთუკი წამოედო და იატაკზე ხმაურით დაეცა.. - რა ჯანდაბა გჭირს - წამში გაჩნდა დემნა ჩემთან და ჩემი სახის დანახვაზე თვალები გაუფართოვდა. - ბავშვს რომ სძინავს არც გახსოვს ალბათ. - მახსოვს და იმ ბავშვს სძინავს მესამე სართულზე, და მე პირველზე ვანგრევ- მორიგი სისულელე ვუთხარი და გულიანად გადავიხარხარე. - ელენე მთვრალი ხარ !- გაღიზიანებული ხმა როგორც კი აღიქვა ჩემმა სმენის ორგანოებმა სახიდან ღიმილი დავკარგე და ქურთუკი დივანზე მოვისროლე. - და მერე შენ რა გინდა, მე მთვრალი ვარ თუ გალეშილი. - არც არაფერი . - ხოდა ნუ მედები ფეხებში . როგორმე მივხედავ თავს- ჯიბრზე გავეპაუხე და ხელის ერთი მოძრაობით გავწიე განზე. ბარბაცით მივაღწიე კიბეებამდე და მოაჯირს მთელი ძალით დავეყრდენი. ალმაცერად გავხედე დემნას რომელიც დოინჯშემოყრილი იდგა ისევ იმ ადგილას და ღიმილით მიყურებდა. ჰაერი ფილტვებამდე ღრმად ჩავატარე რომ საკუთარი კოორდინაცია დამეცვა და ამაყად ავდგი ფეხი კიბეებზე. წამიერად დავბარბაცდი და საკუთარი თავის დასამაგრებლად კიბეებზე დავჯექი. - მანდ იძინებ? - ამაყად ამიქცია გვერდი დემნამ და ერთით ზედა საფეხურზე გაჩერდა.. - დემნააა მომეშვი ხო. - ელენე რომ მოგეშვა, ხო იცი რომ მანდ მოგიწევს დაძინება. რა დალიე ასეთი გოგო? - სიცილით მკითხა და ხელი გამომიწოდა. - არაყი! - ამაყად განვაცხადე და ხელზე ხელი დავადე. -არაყი დავლიე ხუთი ჭიქა. - შენზე რომ სუნიც მოქმედებს დაგავიწყდა მგონი. და ხუთი ჭიქა დავლიეო. - დაქალის დაბადების დღეზე დალევა მოსულა.. - რა თქმა უნდა მოსულა ოღონდ ზომიერად. - ნუ მეტლიკინები რა, თუ მეხმარები დამეხმარე, თუარადა ევას გავაღვიძებ. - რატომ, უნდა აჩვენო ევას რომ დედამისი ფეხზე ვერ დგას? - თავხედი და აუტანელი კაცი ხარ დემნა თაბაგარო და ვერ გიტან. - არც მე ვგიჟდები შენზე, მაგრამ საძინებლამდე მიგიყვან- ნელა შემომხვია წელზე ხელი და ზედ მიმიკრა. წამიერად მოვდუნდი და მისი სუნამოს სურნელი ხარბად შევიყნოსე. - ოდესმე მაპატიებ? - მოულოდნელად დასმულმა კითხვამ, დემნას სახიდან ღიმილი გაუქრო და საძინებლის კარი ნელა შეხსნა.. - ოდესმე გაპატიებ- მხოლოდ საკუთარი თავისთვის ჩაილაპარაკა და ოდნავ შემახო ტუჩები.- ახლა მიდი დაწექი, დაიძინე ყველაფერს ჯობია. - აბაზანაში შევალ და დავიძინოთ - უკვე ნირწამხდარმა ვუთხარი, ფეხსაცმელები ოთახის კუთხეში მივყარე და სააბაზანოში შევედი.. გრილმა წყალმა უმალ მომიყვანა გონებაზე. მიუხედავად იმისა რომ დემნა მართალი იყო და ალკოჰოლის სუნიც კი ჩემს დათრობას იწევდა, ახლა ეს ყვეაზე ნაკლებად მაღელვებდა. მისი სიცივე ერთადერთი იყო რასაც ჩემი ჭკუიდან გადაყვანა შეეძლო. ყველაზე მეტად მასტან ალერსი და ჩახუტება მინდოდა, თუმცა ნასვამ გონებაზეც კი ვაანალიზებდი იმას რომ დემნას გატეხვა ასე მარტივი არ იქნებოდა. უკვე საკმაოდ გონს მოსული გავედი სააბაზანოდან და საწოლის კიდეზე მჯდარ დემნას ალმაცერად გავხედე. ნელა გამოვხსენი კარადის კარები და საკუთარ მოსაზრებებში დავეჭვდი, საჭირო იყო, ახლა ზედმეტის გაკეთა თუ მხოლოდ ის უნდა გამეკეთებინა რასაც გული მთხოვდა. მისკენ წავედი და გვერდით დავუჯექი. მისი ხელი ჩემს ხელებში მოვიქციე და გავიტრუნე. ნელა გავიხედე მისკენ და მივხვდი ჯერ კიდევ გაოგნებული იყო ჩემი სითაამით, რადგან არასოდეს ვყოფილვარ თამამი, მითუმეტეს ალერსის დროს . მთავარსარდის წოდებას ყოველთვის დემნას ვაძლევდი და ისიც გადასარევად ინარჩუნებდა ამ პოზიციას. - მისმინე, ჯობია დაიძინო - ძლივს მოახერხა სიტყვების გადაბმა და ვიგრძენი როგორ გაუხშირდა სუნთქვა. - დავიძინებ, ოღონდ ჯერ ერთი საქმე უნდა დავსრულო.. - რა ჩაიფიქრე ელენე? - ღიმილით მიპასუხა და ხელის გაცლას შეეცადა რომ დავიჭირე და მისი ხელი მკერდზე დავიდე. - არაფერი არ ჩამიფიქრებია. უბრალო მინდა რომ ის გავაკეთო რაც ახლა ყველაზე მეტად მჭირდება.. - ძალიან დავიღალე გესმის? დემნა, მე ხომ მაქსიმალურად ვცდლობდი შენგან შორს ყოფნას და შენ არ მადროვე. მე ხომ გაგირბოდი და შენ უკან მომდევდი ამიხსენი რა გინდოდა. რატომ ამირიე ცხოვრება. რას მერჩოდი. მე ხო ისედაც გეტყოდი ევას არსებობის შესახებ. - ეხლა შენ ალკოჰოლი გალაპარაკებს თუ მართლა ვერა ხარ? - სახეზე გაბრაზება გამოესახა და ალმაცერად გამომხედა. როდის მეტყოდი, კიდევ ორი თვეე რომ გავიდოდა მერე? - თუნდაც, მაგრამ ასე არ მინდოდა. მინდოდა ყველაფერი მე მეთქვა. მაგრამ შენი შვილი შენსავით ჯიუტია და სიტყვა ვერ გავაგებინე. რაცაა ესაა. ამას ვერ გამოვასწორებ, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებ. - უკან დახევაში რას გულისხმობ? - აი ამას,- ფრთხილად ვაკოცე და მისი რეაქციის მოლოდინში გავიტრუნე.. - ელენე, ახლა ვიცი რომ ნასვამი ხარ,უფრო სწორად ნასვამზე მეტი - ფრთხილად მომიშორა და ფეხზე წამომაყენა.. - ეგ რა შუაშია? სრულიად გააზრებულად გელაპარაკები დემნა. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? მეტი აღარ შემიძლია ვერ იგებ? დავიღალე, ასე ცხოვრებას ვეღარ ავიტან, უბრალოდ ძალა აღარ მყოფნის გესმის? ყოველ დღე მიწევს თამაში, და ეს თამაში იმას სულაც არ ჰგავს რომელსაც სცენაზე ხედავ დემნა. ძალა მეცლება, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად ვშორდებით ერთმანეთს.. - და რა გინდა რომ გავაკეთო? - უკვე აღარაფერი გესმის? უკვე სულ ერთია... - გაბრაზებულმა ვუყვირე და ინერციით მივეჯახე კარადას. გაუაზრებლად გამოვაღე კარი და ტანსაცმელი იატაკზე გადმოვყარე. გაოცებული და შეშფოთებული მიყურებდა დემნა და ამ წამს ზუსტად არაფერს ვგრძნობდი მის მიმართ... - რას აკეთებ? - ხელებში მტაცა და ფეხზე წამომაყენა. - ელენე რას აკეთებ-თქო? - და რას ვაკეთებ? ტანსაცმელს ვალაგებ. ვერ ხედავ? მივდივარ შენგან- თუმცა შენთან არაც არასოდეს ვყოფილვარ. შენი სახლიდან მივდივარ. გეცლები რომ მშვიდად და ბედნიერად იცხოვრო.. - მერე ევაზე არ ფიქრობ? - და შენ ფიქრობ ევაზე? შენ იცი რომ ევა ყოველ საღამოს მეკითხება რატომ არ ვლაპარაკობთ, რატომ ვიტირე, რატომ ვარ მოწყენილი. ესაა ის ბედნიერება რომელსაც ჩვენს შვილს დაპირდი? უაზრობააა ყველაფერი დემნა. გაიგე. ასე უფრო ცოდოა ევა. ყველასთვის ასე აჯობებს.. - სისულელეებს მოეშვი. ! - გაბრაზებულმა მიყვირა და ჯერ კიდევ ცარიელი ჩემოდანი ხელიდან გამაცალა.- არსად არ გაგიშვებ, ახლა როცა ამდენი წლის მერე ჩემს სახლში შემოხვედი არსად გაგიშვებ. - აბა რა გინდა? გვიამოვნებს ასე რომ მტანჯავ? - არა, უბრალოდ სამაგიეროს გიხდი . - ავადმყოფი ხარ და მეტი არაფერი ! - ატირებულმა ვუყვირე და მთელი ძალით გავარტყი სახეში. - შეიძლება. მაგრამ არც შენ ხარ ნაკლები - ათრთოლებული დაიხარა ჩემკენ და ცხელი ტუჩები შემახო ყელზე. - ყოველ ღამე ვფიქრობ რამ შემაყვარა შენნაირი ქალი ელენე. ვწევარ და ვფიქრობ რატომ არ შემიძლია უშენოდ ყოფნა. მაშინ როდესაც შენ მშვიდად გძინავს , მარტო მაშინ შემიძლია შენი ყურება და შენით ტკბობა. მძინარეს გიკოცნი ტუჩებს რომ ენერგიით ავივსო.. მაგრამ იცი რა ხდება? მერე მახსენდება როგორ მომექეცი. და გული ერთინად მიცივდება შენს მიმართ.. ახლაც კი როცა ჩემს წინ ასეთი დამფრთხალი დგახარ, გინდა რომ წახვიდე და მზად ხარ შენთვის ყვეაზე ძვირფასი შვილიც კი დამითმო, მიუხედავად იმისა რომ საშინლად ვბრაზობ არ შემიძლია შენი გაშვება.. განა იმიტომ რომ ეს არ მინდა, უბრალოდ იმიტომ რომ ახლა თუ წახვედი ზუსტად ვიცი უკან არ დაგაბრუნებ. ნუ მაიძულებ გევედრები ისეთი რამის გაკეთებას რასაც მერე ვერც მე და მითუმეტეს შენ ვერ გამოვასწორებთ.. მოდი ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის.. - არ მინდა გესმის? - სასოწარკვეთილმა ვუყვრე და ამაოდ გავიფართხალე მის ხელებში. - აბა რა გინდა ელენე? - შენ მინდიხარ, ბედნიერება მინდა. ოჯახი და სითბო მინდა დემნა. შენი წასვლის დღიდან არც ერთი ღამე მშვიდად არ მძინებია, არ ყოფილა ღამე რომ შენზე არ მეფიქრა და შენს სურათთან არ მელაპარაკა. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის თითქოს ჩემს ჯიბრზე ახალ სურათებს მიდებდი, მე მაინც ის დემნა მიყვარდა შენში რომელსაც გული ვატკინე.. - სწორია!- ის დემნა, რომელსაც გადაჭრით უთხარი რომ მასთან ოჯახის შექმნისთის მზად არ იყავი და ლოგინი და ოჯახი განსხვავდებოდა.. - მაგრამ მიყვარდი, მაშინაც მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ. ამაში ეჭვი არ შეიტანო გთხოვ.. - ჩუმად ამოვღერღე და თავი დავხარე.. - და ეს რას ცვლის? შენი სიყვარული რაიმეს ცვლის ელენე? მე გიპასუხებ - არაფერს ! მას მერე რაც გავიგე რომ ევა ჩემი შვილია, ვიჯექი და ვფიქრობდი ნუთუ ამ ქალს გული მართლა არ აქვს, ნუთუ შეეძლო ჩემთვის ყველაზე ძვირფასი დაემალა-თქო, იცი რა მინდოდა? შენი გამართლება მინდოდა საკუთარი თავის წინაშე და არ გამომდიოდა. იმიტომ რომ შენს საქციელს გამართლება არ აქვს.. ყოველთის უცნაური იყავი, ხანდახან ზედმეტად ცივი და ხისტიც კი მაგრამ შენ ის ხაზი გადალახე რომელსაც ზღვარი ჰქვია - დაძაბულმა ჩამომიყალიბა აზრი და ხელები გამიშვა.. - მაგრამ ყოველთვის მიყვარდი . - და ეს მაინც არაფერს ცვლის !- გამწარებულმა მიყვირა და საწოლის კიდეზე ფრთხილად ჩამოჯდა. - ყველაფერს ცვლის დემნა. სიყვარული ყველაფერს ცვლის. იცი რა არის? ყოველთვის მეგონა რომ სიყვარული ადამიანს აძლიერებდა, რაღაცა ახალით ავსებდა, ფერს აძლევდა, მაგრამ ახლა ვხვდები რომ ასე არაა. არ ვიცი სხვები როგორ არიან, მაგრამ მე სიყვარული მასუსტებს, შენს წინაშე ისეთი სუსტი და დაუცველი ვდგავარ, ყოველ ჯერზე როდესაც დამნაშავე არ ვარ, თავის მართლებაც კი არ შემიძლია შენს წინაშე. იმიტომ რომ შენი თვალების სიღრმეში მეტად და მეტად ვიძირები, სიტყვები მეკარგება დემნა. გახსოვს ჩვენი ბოლო ღამე? იმ ღამით რამდენი დავლიეთ, თითქოს ორივეს გვინდოდა რომ თვითმფრინავზე დაგეგვიანა, რომ გონებიდან საერთოდ ამოგეგდო წასვლა. მაგრამ არაფერი შეიცვალა. შენ მაინც წახვედი და მე მაინც დავრჩი.. მაშინაც ამაყები ვიყავით და ასეთებივე დავრჩით, მაგრამ აღარ მინდა ამაყი ვიყო, მინდა რომ შენს წინაშე ის პატარა გოგონა ვიყო რომელიც სინამდვილეში ვარ, მინდა რომ მეც მყავდეს ძლიერი ზურგი და მეც მელოდებოდეს სახლში ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.. მხოლოს ერთს გთხოვ რომ მაპატიო . - მის წინ მუხლებზე დავდექი და მისი სახე გავარვარებულ ხელის გულებს შორის მოვიქციე. როგორც ჩვენი გაცნობის პირველ დღეს ახლაც გაოცებული ვუყურებდი მის სახეს და სურვილი მკლავდა სათითაო ნაკვთი დამეკოცნა.. ნელა დავუსვი ხელი სახეზე და ვიგრძენი როგორ ესიამოვნა ჩემი შეხება. გამოკვეთილ სახის ნაკვთებზე ფრთხიალდ გადავატარე რბილი თითის ბალიშები რომლებსაც სიგიჟემდე ჰქონდათ მონატრებული მისი სახის კანის შეგრძნებაა, მისკენ ნელა გავიწიე და ტირილისაგან მლაშე სითხით დასველებული ტუჩებით შევეხე ტუჩებზე... წამიერად შევკრთი, თითქოს ჩემში რაღაც გაიყინა. რაღაც მოკვდა.. რაღაც რაც აღარასოდეს გაცოცხლდებოდა და იცით ამას რა ერქვა ? უკანასკნელი იმედი... დიახ.. ამ დღეს ჩემი უკანასკნეი იმედი მოკლა დემნა თაბაგარმა, მაგრამ დამნაშავე მხოლოდ მე ვიყავი.. უკანასკნელი იმედი მოკლა როგორც მაშინ როცა მიდიოდაა.. „სექტემბერი იდგა, როგორც წესი სექტემბერიც ცხელი თვე არის საქართველოში და არც ეს წელიწადი იყო გამონაკლისი. საშინლად ცხელოდა. გავარვარებულ სხეულს კიდევ უფრო მეტად ადუღებდა ალკოჰოლი და სხეულზე პატარა წვეთებად აჩენდა ცვარს.. როგორ არ უნდა ეს დღე რომ დასრულებულიყო.. იცოდა რომ ხვალ ეს ადამიანი მის გვერდით აღარ იქნებოდა.. მზე კიდევ მის ჯიბრზე აჭერდა მთელი ძალით და სულაც არ ცდლობდა მათ გაფრთხილებას. არც ელენეს ადარდებდა დიდად მისი სიძლიერე რადგან გულში სულ სხვა ტკივილი ჰქონდა.. როგორ უნდოდა რომ არასოდეს წასულიყო დემნა. როგორ სჭირდებოდა მისი გვერდით ყოფნა. მაგრამ იცოდა, დიახ ზუსტად იცოდა რომ ამაყი თაბაგარი თავის სიტყვას არ გადათქვამდა. თანხობა უკვე დიდი ხნის გაგზავნილი იყო, ამიტომ სხვანაირად არ მოიქცეოდა.. ისიც იცოდა რომ არც ელენეს სთხოვდა მეტად წაჰყოლოდა, რადგან ხვეწნაშ ლამის სამი კვირა გაატარა, მაგრამ ვერაფრით გატეხა მასზე ჯიუტი ქალი და შეეშვი, უბრალოდ ბედნს დანებდა.. ყველაფერთან ერთად იმ ტკივილს და წყენას ვერ ერეოდა რომელსაც მუდმივად გუგუნის სახით ისმენდა მისი ყურები.. იცოდა ამას ჯიბრზე ეუბნებოდა, მაგრამ სადღაც რაღაც ჭია, სახელად ეჭვი გულის სიღრმეში მოსვენებას არ ძლევდა, იქნებ ელენე მართალი იყო და მართლა ასე ფიქრობდა. იქნებ მიაჩნდა რომ მათი ერთად ყოფნა დიდხანს ვერ გასტანდა. მაგრამ ხომ უყვარდა, რამდენი რამე აიტანა დემნასგან, რამდენი ცრემლი და ტკივიი სანამ მიხვდა რომ მასაც უყვარდა.. „ ** დღეები ნელა-ნელა მიიწევდნენ წლის ბოლოსკენ... ახალი იმედებით და ახალი სურვილებით ახალ წელი დადგებოდა და იქნებ ამ წელს მაინც გამართლებოდა მასაც.. გარეთ საშინლად ყინავდა. დეკემბრის ყინვა ფანჯრის მინებზე უწესრიგოდ იკლაკნებოდა და თავქვე ეშვებოდა წყლის წვეთად გადაქცეული სიცივე... დივანზე ფეხებაკეცილი იჯდა ნანჩო და გიორგის მკერდს მოდუნებული ეყდებოდა. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა რომ ასეც ხდებოდა.. ასე მარტივად შეიძლებოდა მათი ერთად ყოფნის დღე დამდგარიყო... ბედნიერებისაგან გაბრუებული მამაკაცი ქურდივით იპარავდა საყვარელი ქალის თმიდან სურნელს და დრო და დრო უკოცნიდა მხრებს.. - წამო დემნასთან წავიდეთ - მოულოდნელად გაისმა გიორგის ხმა ცარიელ ოთახში და მაშინვე შეიშმუშნა ფიქრებში გართული ქალი.. - ანუ ელენესთან - უმალ გადაუსწორა და მიამიტი მზერა მიაპყრო მამკაცს. - წავიდეთ. ევა ისე მომენატრა. თანაც ხო იცი ჩემი და არ მელაპარაკება იქნებ შემირიგდეს.. - წამოდი, წამოდი , იქნებ ისინიც შევარიგოთ- იმედი ჩაესახა გიორგის და თავის მკერდზე მიწოლილი გოგო სწრაფად წამოაყენა ფეხზე.. მანქანა ჭიშკართან გააჩერა და ეზოში ნელი ნაბიჯით შევიდა გიორგი. უკვე გვარიანად ბნელობა და დამფრთალი ნანა ზურგს უკან შეშინებული ბავშვივით მიყვებოდა.. კაკუნის ზმა ზარის გაბმულმა ხმამ შეცვალა და ერთმანეთს გადახედეს.. - ოხ, რა ხალხი მოსულა , და თანაც ერთად - ირონია არ დაიშურა დემნამ და მეგობრები სახლში შეატარაა.. - სად ხართ აქამდე, მივიყინეთ.. - გაბრაზებულმა უთხრა გიორგიმ და გეზი პირდაპირ აგიზგიზებული ბუხრისკენ აიღო - ზემოთ სართულზე ვიყავი და არც გამიგია.. გვიან შემომესმა ზარის ხმა. - რას აკეთებდით? - ნანჩოს კითხვამ სახეზე ფერი უცვალა მამაკაცს და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა.. - საიდუმლოა. - ვიცი ეგ თქვენი საიდუმლო მე.. - კარგად შეინახე ნან - როგორც ადრე ახლაც თითების სწრაფი მოძრაობით აუჩეჩა მეგობარს თმა და კიბეებზე ჩამომავალ ელენეს გახედა.. - აქ საიდან გაჩნდით ? - სიხარული ვერაფრით დავმალე და ორივეს ერთად ჩავეხუტე.. - რა მაგარია რომ მოხვედით, თორე მოწყენილობისაგან გავაფრინე.. - ვითომ? - რა ხდება ძმაო გოგოს ვერ ართობ? თუ ასე ჩამოქვეითდი? - აირტყავ ჯორჯ - სიცილით გაეპასუხა ძმაკაცს და ღვინის ბოთლი გამოართვა. ბუხრის წინ პატარა მაგიდის გარშემო იატაკზე ისხდნენ და დანიელის მონაყოლით აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მისი წარმატებისკენ სავალი გზა იმდენად ჭრელი და მრავალფეროვანი იყო, ვერც კი იჯერებდნენ რომ ამდენი წვალება გადაიტანა სრულიად მარტომ, სრულიად უცხო ქვეყანაში. ცარიელი ჭიქები წითელი სითხით შეავსო გიორგიმ და ალმაცერად გახედა დემნას.. - მისმინე, რაღაცის თქმა მინდა, დიდი ხანია .. რას ფიქრობ იმაზე რომ ცოტნეც ჩავრთათ ჩვენს სქემაში დემნა? კარგი მსახიობია და პირველ რიგში კარგი ადამიანია.. - მოდი ჩავთვალოთ რომ არ გითქვამს და არც მე გამიგონია.. - რატომ უნდა წავიყრუოთ ვერ ვხვდები? - მაშინვე მოვეგე გონს და ერთიანად დამიარა ტანში გაბრაზებამ. - ცოტნე მართლა კარგი ადამიანია, ბევრი რამ იცის, თავისი ტექნიკა აქვს. სხვებსაც თუ გაუზიარებს რა არის ამაში ცუდი. - ვთქვი არა-თქო და ასეც იქნება. რატომ მეჩრები ვერ ვიგებ? - იმიტომ რომ ადამიანებს ანცალკევებ დემნა. რითი არ მოგწონს ცოტნე? - და შენ რითი მოგწონს ცოტნე? აააა, არა არ მითხრა ისედაც ვიცი. იმით რომ კულისების კედლებს გაწმენდინებს? თუ იმით რომ გულზე მიკრული დაყავხარ ? - ზედმეტი მოგდის ! რა ლაპარაკია? - სახეზე ალმური მომედო და ჭიქა მაგიდაზე დავახეთქე.. - ზედმეტი მომდის? არ თქვა რომ კედელზე აკრული არ ჰყავდი! უბრალოდ ხელი შეგიშალეთ მოსიყვარულე გვრიტებს. და ხო მართლა მანამდე და მერე ლაპარაკით კარგად გავიაზრე, ასე რომ ისე რომ არაფერი ყოფილა და ეს ის არაა რაც მგონია ეს ჰოლივუდური ფრაზააა და ჩვენ კინოში არ ვართ-თქო ელენე ასჯერ გითხარი უკვე.. - ჩვენს შორის არაფერი ყოფილა დემნა.. - და არც მიკითხავს რა იყო ან რა არის. ჩემთვის სულ ერთია. - სულ ერთი რომ იყოს ასე შიზოფრენიკივით არ მოიქცეოდი - მაშინვე დამიცვა ნანამ დემნას შეხედა.. ერთი შეხედვითაც კი ჩანს რომ ეჭვიანობ ცოტნეზე. დიახ ცოტნეს ელენე რომ უყვარს ეს ყველამ კარგად ვიცით , ძალიან კარგად ვიცით და არც არასოდეს დაუმალავს. არასოდეს გაუშვია შანსი ახლოს ყოფილიყო, მასთან ერთად ეთამაშა და მასზე ეზრუნა. და შენ კიდევ.. - და რა მე კიდევ??? დაასრულე წინადადება ნანა. - არაფერი.. - დაასრულე, რადგან დაიწყე დაასრულე, რა მე კიდევ? მე კიდევ წავედი და შენი და დავაგდე . არც შვილზე ვიზრუნე და არც საყვარელ ქალზე არა?? რას იზავ ცოტნესგან განხვავებით მე არასოდეს მომსვლია თავში აზრად რომ საყვარელი ქალი კულისებში დამეჭირა... - მაპატიე.. ზედმეტი მომივიდა. მართლა არ მინდოდა ასე - მაშინვე იმართლა თავი ნანამ და აცრემლებულ დას გახედა.. - თანახმა ვარ. ცოტნეს უფროსების ჯგუფი გადააბარე. კვირაში ორჯერ ჩაატაროს სემინარი.. - რადგან ასე გგონიათ რომ ცოტნე ეჭვიანობის გამო არ მომწონს გაჩვენებთ რომ ფეხებზე ცოტნეს და მისი სიყვარულის ობიექტიც.. - დამშვიდდი ძმაო. რა ლაპარაკია.. წამოდი მოვწიოთ - ძალით წამოაყენა გიორგიმ დემნა და საკიდრიდან ჩამოღებული ქურთუკი გაუწოდა.. ეზო საკმაოდ დიდი იყო. ამიტომ საუბარი და სეირნობა პრობლემას სულაც არ წარმოადგენდა. სიგერეტს სიგარეტზე ეწეოდა განერვიულებული დემნდა და მეგობრის დაშტერებულ მზერას თავისას აშორებდა.. - საშინლად ვეჭვანობ. ვერც კი გადმოვცემ ისე. არ ვიცი ვის და რას შევადარო ეს გრძნობა ძმაო.. იმის წარმოდგენაც კი მაგიჟებს რომ ეს ახვარი ჩემს ელენეს ხელს კიდებს.. თავს ვერ ვერევი... - ვიცი რომ ეჭვიანობ. დემნა სახეზე გაწერია, მაგრამ ისიც ხომ იცი რომ ელენეს შენ უყარხარ და შენს გარდა არავინ უნდა.. - გიორგი მითხარი - წამიერად შედგა და ძმაკაცს შეხედა - მათ შორის რა იყო, სანამ მე არ ვიყავი.. - არ ვიცი ძმაო, მართლა არ ვიცი. ცოტნე რაც მოვიდა მას მერე ელენეს მიმართ სიმპატიას საჯაროდ აჩენს, მაგრამ ელენესგან არაფერი დამინახავს წასული.. - არ ვიცი , არც კი ვიცი... ყველაზე ცუდი ისაა რომ ვერც დავადანაშაულებ ელენეს. მე ამდენი წელიწადი არ ვიყავი. ის მარტო იყო. არც ფიქრობდა რომ დავბრუნდებოდი. სრულიად თავისუფალი ქალი იყო.. - დემნა მისმინე.. მესმის რომ გული გატკინა, შეიძლება ცხოვრებაც კი აგირია, მაგრამ ეს ელენეა, ჩვენი ელენე და ის სულ ასეთი იყო. გახსოვს რა ხდებოდა როცა თავისი წითელი თმით ოთახებს შორის დადიოდა?? ყველას უყვარდა, ყველას უნდოდა.. ახლაც ასეა. აქვს რაღაც ელენეს რაც კაცებს იზიდავთ.. - ცეცხლი! - ცეცხლი აქვს გიორგი.. და ვერ ვაქრობ.. ჩაქრობას ვინ ჩივის მეც შიგნით მწვავს.. - დანანებით გაიქნია თავი და ქურთუკის საყელო აიწია.. - ხოდა შეურიგდი. რატომ იტანჯები ვერ ვიგებ ... ისედაც ძალიან დიდი დრო დაკარგეთ. ახლაც დროს კარგავთ.. ევა მაინც არ გეცოდებათ? ბოლოს რომ იყო მოსული ძალიან ცუდ ხასიათზე იყო. მითხრა დედა და მამა სულ კამათობენ, გონიათ რომ არ მესმის მაგრამ ღამე ჩუმად ვტირი, მინდა რომ ერთად ვიყოთო.. - ევამ გითხრა? ღმერთო ჩემო ეს ბავშვი ისეთი პატარაა დაა ისეთი დიდია გიორგი, ყველაფერს აქცევს ყურადღებას, ისეთ კითხვებს სვამს პასუხებს ვერ ვპოულობთ მარტივად.. - ხოდა ევას გამო შეცვალე რამე.. შვილს ასე უყვარხარ დემნა და ნუ დაივიწყებ რომ ეს ელენეს დამსახურებაა. - არ ვივიწყებ ძმაო, არააა. წამოდი შევიდეთ თორემ ძალიან ცივააა - დაღვრემილმა უთხრა და ძმაკაცს სახლისკენ წარუძღვა.. გაყინული ხელები ერთმანეთს გადაუსვა დემნამ და სახლში შევიდა.. სამზარეულოში მოფუსფუსე საყვარელ ქალს გახედა და ერთიანად მოედო სახეზე ღიმილი.. იცოდა რომ მის გარდა სხვა ქალი არასოდეს შეუყვარდებოდა , იცოდა და ეს უარესად აგიჟებდა.. მთელი წლების მანძლზე გულიდან მის ამოგლეჯვას უშედეგოდ ლამობდა.. მის გონებას საყვარელი კადრივით ჰქონდა ჩაბეჭდილი მათი ყოველი ერთად გატარებული დღე. მათი სიყვარულით და კამათით გაჟღენთილი ღამეები .. ხმაურით გამოსწია სკამი და ნელა დაეშვა.. ზურგიდან უცქერდა ელენეს და გული როგორც მაშინ როცა პირველად გამოუტყდა სიყვარულში ახლაც ისევე უხმაურებდა.. „ უნივერსიტეტში მისულს ლექტორმა ამცნო, ელენე როლზე დაამტკიცეს და ლაშასთან ერთად უნდა ითამაშოს, მაგრამ საქმე იმაშია რომ ცოტა ინტიმური სცენებია და კარგად იცი ელენე ამაზე მარტივად არ დამთანხმდებაო.. - სიბრაზისაგან ერთიანად მოედო ცეცხლი თაბაგარს და აუდიტორია სწრაფი ნაბიჯით დატოვა.. კაფეტერიაში მსხდომი მეგობრების ტალღა მარტივად გაარღვია და „ალისფერი გოგონა“ ცალკე გაიხმო.. - მიშამ მითხრა რომ როლზე დაგამტკიცეს.. იცი რომ ლაშასთან ერთად თამაშობ? - კი დემნა, ვიცი, რამე ხდება? - წამწამები თოჯინასავით ააფახუნა და გაუღიმა. - ხდება. იცის გითხრა რომ მისი ხვევნა-კოცნა მოგიწევს? - მითხრა, და შენ რა გაბრაზებს ვერ გავიგე. მსახიობი ვარ, ამიტომ რა არის აქ გასაგიჟებელი ვერ ვიგებ.. - ელენე , ნუ მაგიჟებ ! - საუბარი ჩხუბში გადაუვიდა და გოგონა სწრაფად გაიყვანა შენობიდან. - დემნა მეტკინა ხელი, რა გჭირს ვერ გავიგე? - ის რომ არ მოგცემ უფლებას, სხვა კაცს აკოცო - გადაჭრით თქვა და გოგონას მაგრად შემოხვია ხეები.. - ხო არ გადაირიე? - ეჭვიანობ? - ქალური ეშმაკობით გაჟღენთილმა დაუბრუნა კითხვა და საყვარელ კაცს თვალებში ჩააშტერდა.. - მერედა როგორ !- არ მინდა რომ სხვას აკოცო, სხვას ეხებოდა. სხვას უყურებდე ისე როგორც მე. მინდა რომ მარტო მე ვიყო შენთვის. მიყვარხარ ელენე- რამდენი ხანი უნდა ვმალო კიდევ არ ვიცი.. უბრალოდ მიყვარხარ და მორჩა! - დემნა ..- დამფრთახლმა სიტყვები ერთმანეთს ვერ გადააბა , ისე შემოხვია პატარა ხელები კისერზე და მთელი ძალით მიეკრო ზედ მონატრებულ ბიჭს“ საქართველოდან წასვლის მერე ღამეები კოშმარს დაემსგავსა... ერთმანეთის მიყოლებით ათენდებოდა თავზე თეთრად და ნერვიულობისაგან გადაფითრებულ სახეს კიდევ უფრო ავადმყოფურ იერს აძლევდა. არაფერი იცვლებოდა, ერთ ტკივილიან ღამეს მეორე მოსდევდა და ასე გადაჰქონდა კვირიდან კვირაზე თაბაგარს ცხოვრება.. ყოველი მომდევნო ღამე კი ახალი სიმპტრომით იყო გაჯერებული, თუმცა ყველა სიმპტომის სათავე ერთი ადამიანი იყო, იცოდა და ეს უარესად ანადგურებდა რადგან მისგან გაქცევას ვერაფრით ახერხებდა.. სადღაც გულის სიღრმეში იცოდა რომ ეს ტკივილი უნდა გაეშვა. მის გარეშე ცხოვრება უნდა ესწვლა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ხომ არსებობს რაღაცეები, რაც ჩვენზე ანუ ადამიანებზე ძლიერია, ჩვენს ძალებს აღემატება, ჩვენზე შორს იხედება. ეს მონატრებაც ასეთი იყო. ჩასვლიდან ერთი კვირა საწოლში გაატარა გათეთრებულ ჭერს მიშტერებულმა. სულაც არ აინტერესებდა სად იყო და რას სთავაზობდნენ. ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და მიხვდა რომ წინ რამოდენიმე ნაბიჯით მაინც უნდა წასულიყო. რომ მის ნაცვლად ვერავინ გააკეთებდა ვერაფერს. დადიოდა და უამრავ ადამიანში დაეძებდა მონატრებულ თვალებს და სულის გაჟღენთვამდე დამახსოვრებულ სურნელს. მხოლოდ თავად იცის რამდენჯერ ეცადა ამ სურნელის დავიწყებას, მაგრამ როგორც ხელფეხშეკრული წყლის ფსკერზე ისე იწყებდა ყვინთვას საკუთარ მოგონებაში და სულის შეხუთვამდე სტკივდებოდა სხეული... ბოლოს მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა.. ამას ვერავინ და ვერაფერი უშველიდა. კარგად გააანალიზა რომ ამ შეგრძნებასთან ერთად უნდა ეცხოვრა. ეს მისი სასჯელი იყო, მისი პირადი სასჯელი.. „დრო არ შველის ტკივილს ,უფრო მეტიც ვერაფერს ვერ აკლებს მას“ - ერთხელ რომელიღაც სცენარის დაწერისას ხმამაღლა წარმოთქვა ის სიტყვები რისი ძალაც ყველაზე კარგად თავად იცოდა და მერე გიჟივით გაეცინა. გაეცინა იმიტომ რომ მისი მიტოვებიდან უკვე ხუთი წელიწადი იყო გასული. ხუთი ტკივილიანი და უფერო წელიწადი.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.