შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიდევ ერთხელ(თავი მეხუთე)


22-09-2022, 03:57
ავტორი girasole
ნანახია 9 772

ბოლოს სტუმრები გააცილეს, ემოციურად დაღლილმა ოთახის კარი შეაღო, და გაეღიმა, როდესაც საკუთარი და დაინახა საწოლზე გაშოლტილი, პატარა სწორი ცხვირი შეჭმუხნოდა, დრო და დრო მოიქექებდა კიდევაც, გვერდით მიუწვა, თავზე აკოცა, და გაირინდა. გულში რაღაც გრძნობამ გაუელვა, ამ გრძნობას სახელს არ არქმევდა თუმცა ეს ხომ დური სიყვარული იყო…
დილით რომ გამოეღვიძა, ისევ გარედან სიცილის ხმა მოესმა, თვითონაც გაიცინა, გოგონების მხიარულ ხმაზე, და გარეთ გავიდა. ქალი სიცილით ამზადებდა საუზმეს, ორი ახალგაზრდა გოგო კი “კაკანით” იკლებდა მთელ სვანეთს, ვერც კი წარმოიდგენდა რომ ასეთი ოჯახის წევრი ეს მოკისკისე გოგონა იქნებოდა, ვერც ვერავინ, თვითონაც კი.
-დილამშვიდობისა - უთხრა ნესამ ღიმილით
-დილამშვიდობისა - თეკლეს თავზე აკოცა და მაგიდაზე დადებულ ჩაის დასწვდა - თეკლე, დღეს საღამოთი მე წავალ
-ასე მალე? - ნაწყენი ტონით უთხრა ქალმა
-თბილისში რაღაც “საქმეები” მაქვს - უთხრა და გაბუტულ ქალს ლოყაზე აკოცა
-მაინც რა საქმეები გაქვს? - ჰკითხა ქალმა
-გამოფენის მოწყობას ვფიქრობ - უთხრა, და მათ რეაქციას დაელოდა
-მართლა? - აღფრთოვანდა ქალი
-კი - დაუქნია თავი ღიმილით
-რამდენი ხანია გამოფენა არ გქონია? ახლა რამ გადაგადგმევინა ეს ნაბიჯი?
-არ ვიცი, უბრალოდ დავფიქრდი და დროა ნახატები საზოგადოებაში გავიტანო - ნესა უყურებდა სახით რომელიც იმედივნებდა რომ მასაც დაპატიჟებდნენ - ნესა შენც შეგიძლია მოხვიდე, ლილუ, დიდი პატივი იქნება შენც თუ მოხვალ
-მოვალ რა თქმა უნდა, ბევრი მსმენია შენს ნამუშევრებზე, შეიძლება შენ არ იცი, მაგრამ ხალხიც და ნესაც ბევრს ლაპარაკობს შენს შემოქმედებაზე - ღიმილით გახედა გოგომ
ნესა კი გახარებული და გაკვირვებული იყო ერთდროულად, უკვირდა ასე მალე რამ მოახდინა ცვლილება, მაგრამ მთავარი იყო რომ უხაროდა, უხაროდა ყურადღება გამოხატული ევასგან, მთელი არსებით უხაროდა.
ისევ შეექცეოდნენ თეკლეს მომზადებულ საუზმეს, რომელიც ერთ სიამოვნებად ღირდა, ბედნიერი სახით შეჰყურებდა მოხუცი ქალი პატარა ქალბატონებს.
-ლილუ შენ ძმა გყავს არა? - ჰკითხა
-კი - ძმის ხსენებუსას გოგის სახე გაუბრწყინდა
-დამიანე, რამდენი ხანია არ მინახავს - წამოიძახა ნესამ
-იცნობ მის ძმას? - გაკვირვებული მზერა მიაპყრო
-რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ადამიანია - უნდოდა ეთქვა მკვლელი არისო, თუმცა ენას კბილი დააჭირა. ასე ისხდნენ, პლედმოხვეულნი, საღამომდე. ლილუც დაემშვიდობა ოჯახს, და სახლისკენ გზას გაუდგა. ნესაც ოთახში შევიდა,როცა მიხვდა რომ წასვლის დრო იყო, წამოდგა, და ოთახის კარი გააღო. ის იყო ოთახში უნდა შესულიყო, როცა ნესა დაინახა, რომელიც ბარგს ალაგებდა, და თავისთვის ბუტბუტებდა
-სად მიდიხარ?
-მე…მე ვიფიქრე რომ თბილისში წამიყვანდი - უთხრა, და ჩანთა შეკრა
-კარგი, 10 წუთი მომეცი ჩავალაგებ - უთხრა, და ოდნავ გაუღიმა.
10 წუთში ორივენი თეკლეს ეხვეოდნენ
-გამიხარდა შენი გაცნობა ნესა, კიდევ ჩამოდი კარგი? - ეხვეოდა ქალი და თან ემშვიდობებოდა
-აუცილებლად - უთხრა ქალს და გაუღიმა
-ჩემო გოგო, ჩემო ევა - უთხრა და გადაეხვია - არ ჩაიდინო ისეთი რამ რასაც ინანებ - გადაუჩურჩულა. ნეტავ თეკლემ იცოდა მერამდენე ადამიანი იყო რომელიც ამას ეუბნებოდა? თუმცა ადამიანი ხომ ბრმა არის როცა შურისძიება სწყურია, ასე დაბრმავდა მენაბდის ქალიც.
-მიყვარხარ - ერთი უთხრა, და მანქანაში ჩაჯდა.
ორივე ჩუმად იყო მანქანაში, ორივე გზას გასცქეროდა. როცა სიჩუმემ თავად არც შეაწუხა, ხმა ამოიღო:
-ლილუსთვის დამავიწყდა თქმა თუმცა, რომ ნახავ გადაეცი რომ მის მთელ ოჯახს ვპატიჟებ გამოფენაზე - უთხრა, და პასუხს დაელოდა
-კარგი, გადავცემ - უთხრა, და წინადადების წამოწყება სცადა თუმცა გაჩერდა, და თვალი უკვე ფანჯარას გაუსწორა
-რამის თქმა გინდა?
-არა
-და ხო, გიორგიც და ნატალიაც დაპატიჟებულები არიან - გოგონას სათქმელს რომ მიუხედავად თქვა
-მაგრამ შენ ხომ გიორ…
-მართალი ხარ არ მიპატიება, და არც ვაპატიებ - უთხრა მკაცრად - მინდა საკუთარი მამა თვითონვე დავპატიჟო, და არა მალულად მოვიდეს, შემდეგ კი ყველას მოუყვეს
გოგონას ხმა არ ამოუღია, და ცოტახანში მისი გონებაც ძილს მიეცა
დიდ ხნიანი გზის შემდეგ თავის ვინაა მიუახლოვდა, ახედა კორპუსს, გაახსენდა დღე როდესაც პირველად მოვიდა დამიანე მასთან, გაბრაზებული, გაცხარებული იყო იმ დღეს, და წყნარად მდგომ ბიჭს უღრიალებდა, ახსოვს მისი იდიოტურად წყნარი სახე, და ღიმილი რომელიც თვალებიდან არ ამოდიოდა.
თვალები დახუჭა, და ნესა ფრთხილად გააღვიძა
-ნესა მოვედით - უთხრა და მხარზე ხელი შეახო
-მადლობა რომ მომ…მოიცა სად ვართ? - გაკვირვებული ჩანდა ნესა
-ჩემს კორპუსთან, არ მოდიხარ? - რომ მიხვდა რომ გოგონა გადმოსვლას არ აპირებდა შეხედა და ჰკითხა
-კი კი - სწრაფად გადმოვიდა გოგონა მანქანიდან.
ბინის კარი შეაღო თუ არა სიცარიელე სახეში შეეფეთა, გაყინულ სახლში ფეხი შედგა, და სიცივემ ტანში ჟრუანტელად დაუარა, გზა სასტუმრო ოთახამდე გაიკვლია, და ჩანთაც იქვე დააგდო, ოთახს თვალი მოავლო, და დივანზე დაემხო
-შენ აქ დაჯექი, გათბობას ჩავრთავ, და ჩაის გავაკეთებ - უთხრა ნესას, რომელსაც თვალები ეხუჭებოდა, და თან სციოდა
“იმ” ოთახში არ შესულა, ალბათ მზად არ იყო, “ალბათ”. იქ ხომ მთელი მისი პიროვნება იყო, მოგონებების ამსახველი კადრები, იქ იყო ყველაფერი ის რომელიც გონებაში ჩაბეჭდილი ჰქონდა, ახლა კი მის დასანახად მზად არ იყო…სამზარეულოში შესულმა ჩაიდანი გაზზე დადგა, სკამზე ჩამოჯდა, და ფიქრი დაიწყო. გადაიტანდა იმ ყველაფერს რომელიც ამ შურისძიებას მოჰყვებოდა? ნუთუ ამდენად ძლიერია? მხდალობს, ყველა შემთხვევას ისახავს გონებაში,რაც შეილზება მოხდეს ერთის გარდა…
ფიქრი ნესას შემოსვლამ გააწყვეტინა
-გამოფენას როდის აწყობ? - ჰკითხა ინტერესით და დას დააკვირდა
-20 ნოემბერს ვფიქრობ, მაგრამ უნდა დავურეკო ადამიანებს ვინც დამეხმარება - უთხრა, და ჭიქებში წყალი ჩაასხა, ფერი მისცა და მაგიდაზე დადგა.
ჩაი დალიეს, ღიმილიანი სახით ყვებოდა ნესა მის პირველ ნახატზე
-შემდეგ, მამამ შენი ნახატები მანახა - უთხრა, და ჩაი მოსვა - მაშინ პირველად ვინატრე რომ შენნაირად დამეხატა, თუმცა მე ხატვის სხვა სტილი ავირჩიე, ბევრი არც ეძახის ამას ხელოვნებას
-თუ შენ შენი გრძნობები ტილოზე გამოხატე, ხელოვნებად ითვლება, რადგან ადამიანის გრძნობები ხელოვნების მთავარი საწყისია - უთხრა, და ფანჯარაში გაიხედა.
ნესამ დაიძინა, დრო იხელთა, და კარისკენ წავიდა, რომელიც ასე გულიანად ჰქონდა ჩაკეტილი გონებაში.მუქი ხის კარის წინ იდგა, და შესვლას ვერ ბედავდა…ურდული ჩამოწია, და ზღურბლს გადააბიჯა, საღებავის სუნი ცხვირთან მოხვდა, გაეღიმა, თითქოს ისევ პატარა ბავშვივით იყო, რომელიც ყოველი ახალი საღებავი უხაროდა, ბინის ამ მხარეს დიდი ფანჯარა იყო, ფანჯარასთან მოლბერტი იდგა, რომელზეც ტილო დადებულიყო, არ დამთავრებული ნახატი.სევდიანად შეხედა ქალს მოლბერტზე, ცრემლიანი თვალები ჰქონდა, სისხლიან ხელებს დაჰყურებდა, ლამაზ თითებს, რომლებსაც წითელი, თითქმის შინდისფერი სითხე ს რომელიც ქალის ხელებზე დაღვრილიყო. თვალი მოავლო თითოეულ ნახატს, და მზერა შავ თვალებზე გაუშტერდა, მისი თვალები იყო…სწრაფად მოსწყვიტა მზერა ნახატს…
ემოციებით გავსებული გამოვიდა ოთახიდან, და საზინებელ ოთახში შევიდა, ტანსაცმელი გაიხადა, გაშიშვლდა, და ფეხშიშველმა გაიკვლია გზა სააბაზანოსკენ…გზის გამო დაღლილს, ცხელი წყალი მისთვის შვება იყო.მოდუნებული პირსახოც შემოხვეული გამოვიდა, პენუარი ჩაიცვა, და სველი თავი ბალიშზე დადო.
დილით, სამზარეულოდან მსხვრევის ხმა რომ გაიგო, თვალები ჭყიტა, სწოლიდან წამოდგა, და ფეხშიშველი გაემართა სამზარეულოსკენ, სადაც გოგო დახვდა, რომელიც თავის თავს ეჩხუბებოდა
-ჯანდაბა ნესა, ერთხელ ისე გააკეთე რომ რამე არ დაწვა, ან გატეხო, რა მინდოდა? გაიღვიძებდა, და მოამზადებდა რამე, თან ჭურჭელიც დავუმსხვრიე, ღმერთო ჩემო… - თან ნამსხვრევებს იღებდა, და ტან თავის თავს უბრაზდებოდა
-დილამშვიდობისა - უთხრა, ღიმილით
-დილამშვიდობისა…ბოდიში თეფშის გამო, სამზარეულოს აღარ გავეკარები - წაიჩურჩულა ბოლო სიტყვები
-არაუშავს, უბრალოდ თეფშია,მე აივანზე გავალ - უთხრა, და აივანზე გავიდა, მზე იყო, თუმცა მაინც ციოდა, სიცივეს ყურადღება არ მიაქცია, და სკამზე დაჯდა, მაგიდაზე დადებულ კოლოფს და ასანთს დასწვდა, და სიგარეტს მოუკიდა, ღრმა ნაპასი დაარტყა, ესიამოვნა მოწევა.
ტელეფონი მოიმარჯვა, და ნომერი აკრიფა
-გამარჯობა ოთარ- ყურმილის აღების შემდეგ თქვა, და მეორე ნაპასი დაარტყა
-გამარჯობათ?
-ევა ვარ, მენაბდე - უთხრა და კაცს დაელოდა
-ევა, ველოდი შენს ზარს - უთხრა კაცმა
-დიახ,მეც იმ თემაზე მინდა დაგელაპარაკო, რის გამოც ელოდი ჩემს ზარს…თანახმა ვარ რომ გამოფენა მოვაწყო, თქვენ შეარჩიეთ ადგილი, ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, თუმცა სტუმრებს უთხარი რომ არცერთი ნახატი არ გაიყიდება! - მკაცრად უთხრა
-ვიცი შენი წესი, რა თქმა უნდა ვეტყვი, გაეხარდა რომ დამირეკეთ, ყველაფერი მზად იქნება 20 ნოემბერს
-მადლობა, შეხვედრამე - უთხრა და დაკიდა.
ნახატები? მისი სულის ნაწილი იყო, არავის ჩუქნიდა, და არც ყიდდა, ყოველთვის ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ თუ რომელიმე ნამუშევარს გაჰყიდდა, მისი რაღაც ნაწილიც თან გაყვებოდა, ის კი მის პიროვნებას იცავდა, ბოლო ერთ თვეს თუ არ ჩავთვლით.ოთარი უნივერსიტეტში მისმა მასწავლებელმა გააცნო, ეს კარგი ადამიანი ორმოცდაათ წლამდე მამაკაცი იყო, რომელიც ცდიოლობდა მხატვრების ნამუშევრები ხალხისთვის დაენახებინა, და ასეც მოიქცა, პირველი გამოფენის შემდეგ ყველამ გაიცნო ევა მენაბდე, როგორც ერთ ერთი დიდი მხატვარი.
აივნიდან სახლში შესვლას აპირებდა, როდესაც ტელეფონმა დარეკა, მეტრეველი გვარი რომ დაინახა, ეკრანს ხელი გადაუსვა, და კაცს უთხრა
-მეტრეველო, მიხარია რომ დამირეკე
-რა ჩაიფიქრე?
-დავით თუ არ გეუბნები, ესეიგი არც მინდა რომ გითხრა - უთხრა ტ=დაღლილი ხმით, უხეშად
-შენთვითონაც კარგად იცი რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდება, შენ კი მაინც არ ჩერდები - გაბრაზებულმა უთხრა
-მეტრეველო, მე გავაკეთებ იმ ყველაფერს რაც უკვე დიდი ხანია მოვიფიქრე - უთხრა რბილი ხმით - კიდევ ვიმეორებ ვერ შემაჩერებ
-არარც ვცდი, დაველოდები ამ ამბის ბოლოს - უთხრა განწყრომით
-დავით ქალი გჭიდება - უთხრა უეცრად
-რა?
-ქალი, ამდენი ხანია გიცნობ ენ კი ისევ სამსახურზე შეყვარებული ნაბი*ვარი ხარ - უთხრა, და სიგარეტს ისევ მოუკიდა, აივანს გადაეყრდნო, და ოდნავ გაიღიმა - რას გაჩუმდი?
-ისეთივე გიჟი ხარ როგორიც იყავი - უთხრა და გათიშა, გულიანად გადაიკისკისა, და სახლში შევიდა. ნესას საუზმე მოემზადებინა, და ევას ელოდებოდა
-აბა? - ჰკითხა ნესამ
-20 ნოემბერს გამოფენაზე გეპატიჟები - გაუღიმა, და ომლეტის ერთი ნაჭერი გადაიღო
ნესამ გაიცინა, და პური მოკბიჩა.
ნესა სახლში დატოვა, და ისევ თავის ბინას დაუბრუნდა, საღამომდე აივანზე იჯდა, სანამ ვიღაცამ კარზე არ დააკაკუნა, კარი რომ გააღო, და მეტრეველი დაინახა, გაეცინა, თვითოაც უკვირდა როგორ იღიმოდა ან იცინოდა
-რა გაცინებს? - გაბრაზებული სახით შეხედა, და სახლში შევიდა
-რა არა ვინ მაცინებს, მეტრეველო რა დაგემართა? - სახეზე დააკვირდა, წარბ გახეთქილი, გაბრაზებული იჯდა სავარძელზე
-არაფერი, ვიღაც სი*ი შემხვდნენ გზაში
-დარწმუნებული ვარ ასე ვიღაც, და მითუმეტეს სი*ზე გაბრაზებული არ იქნებოდი - ბამბა სპირტით დაასველა, და წარბზე მიადო - არ მოყვები?
-ვიღაცას ვეჩხუბე
-კაი? რას მეუბნეი, მე მეგონა შენს თავს დაარტყი - უთხრა ცინიზმით
-არაფერი არ მომხდარა - ფეხზე წამოვარდა მეტრეველი, და აივანზე გავიდა
-თუ არ გინდა ნუ მეტყვი - ბამბიანად გავიდა, წარბზე ძლიერ მიაჭირა, და მას ანიშნა დაიჭირეო. სიგარეტს მოუკიდა, და გააბოლა.
-მოვა დრო და მომიყვები - უთხრა გაფრთხილების მიზნით
-შეიძლება, მე წავედი - უთხრა, და აივნიდან სახლში შევიდა
-ასე მალე?
-ხო - უთხრა და ლოყაზე აკოცა
გაღიმებული უყურებდა კარებს, საიდანაც რამდენიმე წამის წინ დავითი გასულიყო. დივანზე დაჯდა,ამოიოხრა, და დივანს თვალებ დახუჭულმა თავი მიადო,გაეღიმა დამიანეს წარმოდგენისას, ისევ მშვიდი ეშმაკური თვალებით უყურებდა,მის სუნთქვას ეხლაც კი გრძნობდა კისერზე,შეხებასაც კი, თიტქოს ანაბეჭდი დატოვა, და აღარც იშლებაო.
ვერც კი მიხვდა, როგორ აღმოჩნდა მოლბერტის წინ, და ხატვა დაიწყო, ბრეტელებიანი მაისური მხარზე ცამოგდებოდა, წაბლისფერი თმები კოსად აეწია, რაც მის მაღალ თხელ კისერს აჩენდა, ჭაობისფერი თვალებით უყურებდა ტილოს, ის იყო, დაიანეს პორტრეტი, პირველად დახატა მისი მთლიანი სახე. შავი თვალები მიგიზიდავდა ნახატთან მხოლოდ და მხოლოდ. საღებავში ამოსვრილმა, ტანზე გაიხადა, და სააბაზანოში შევიდა, გამოსულმა, დაღლილობა იგრძნო, საწოლზე დაწვა, და გაირინდა.
დილით ტლეფონის ზარმა გამოაღვიძა.ყურმილი აიღო
-ევა,ხომ არ გაგაღვიძე? - ოთარი იყო
-კი, მაგრამ არაუშავს
-უკვე ყველაფერი მზად არის, მინდა რომ ხვალამდე ნახო გარემო, უი და კიდევ ნახატებს დღეს წამოიღებენ შენი სახლიდან, და 21 ნოემბერს დააბრუნებენ - უთხრა, და ევას დაელოდა
-კარგი, ერთ საათში მოვალ, დიდი მადლობა ოთარ
-რას ამბობ - უთხრა და დაკიდა.
წამოდგა, მოწესრიგდა, ჩაიცვა და სახლიდან გავიდა.
შენობაში შევიდა, დიდ სივრცეს სამი გამჭირვალე მინის კედელი ჰქონდა, დანარცენი კი ჩვეულებრივი თეთრი ფერის კედლები. გარემოს ვინტაჟურობა ხიბლს აძლევდა, ჭერზე დაკიდულმა ჭაღებმაც მიიქცია მისი ყურადღება, და როცა ნახატები წარმოიდგინა კედლებზე, ამ გარემოში ბავშვივით გაუხარდა, თუმცა ეს სიხარული ერთმა ფიქრმა ჩაახშო “არ დაგავიწყდეს ამ გამოფენას რატომ აკეთებ” შესძახა საკუტარ თავს, და ოდნავ გაუღიმა მისკენ მომავალ ლევანს, რომელმაც გადაკოცნა, და სახეზე დააკვირდა
-მოგწონს?
-შესანიშნავია - უთხრა და უფრო ფართე ღიმილით შეხედა კაცს
-მიხარია თუ მოგწონს - უთხრა კაცმა
ისაუბრეს, მისი პირველი გამოფენაც გაიხსენეს. გონებაში იხსენებდა პირველ გამოფენას, როდესაც დამიანეც კი იქ იყო, ახსოვს როგორ ნერვიულობდა, იმის მიუხედავად, რომ ხალხის აზრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ იყო, მაინც ნერვიულობდა, ცქმუტავდა, ეს იყო იმ დღეებიდან ერთ - ერთი მათგანი, როდესაც ის ვერ ისვენებდა.
ოთარს დაემშვიდოა, და სახლში წავიდა. ბინის კარი შეაღო, ფეხსაცმელები იქვე მიყარა, და ოთახში შევიდა.
ნახატები წაიღეს, სარამოს კი აივანზე იჯდა, და განათებულ თბილისს გაჰყურებდა, იცოდა რომ ხვალიდან ყველაფერი შეიცვლებოდა, თუმცა ამ უცნაურ გრძნობას აიგნორებდა. ხვალ იწყებოდა…ღამე ფიქრებმა და შეგრძნებებმა არ მოასვენეს, თითქოს ერთი მე ჩასძახოდა რომ არ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი, მეორე კი პირიქით უბიძგებდა შურისძიებისკენ…
დილით გვიან გაიღვიძა, წამოდგა თუ არა ფეხზე აივანზე გავიდა, და ნერვიულად სიგარეტს მოუკიდა, მკაცრად, და სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი.მთელი დღე ბორგავდა, რატომ ბორგავდა არც კი იცოდა, როცა მიხვდა რომ ასე ვერაფერს მოიმოქმედებდა, დამშვიდდა, და მიხვდა რომ მზადება უნდა დაეწყო. შხაპი მიიღო, ტავზე პირსახოც შემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან, და სარკის წინ დადგა. შავი კოჭებამდე მომდგარი კაბა მოირგო,ოვალური დეკოლტითა, და ამორებული ზურგით, სადან ხერხემლის რამდენიმე პატარა ძვალი მოუჩანდა. შევსებული ტანი, და გამოყვანილი წელი ჰქონდა, თეძოები, რომლებიც უფრო ქალურს, და მიმზიდველს ხდიდნენ. მუქი, ნაზი კანი ჰქონდა. თვალებზე შავი ფანქარი წაისვა, რომლებიც უფრო გამოჰკვეთდნენ ჭაობისფერებს. ფეხზე დაბალი წვრილ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა, თმები სამაგრით დაიმაგრა, ცანთა აიღო, ერთხელაც დააკვირდა ტავის თავს, და სახლიდან გავიდა.
შენობაში შევიდა, ბევრი ხალხი ირეოდა ევანგელია მენაბდის გამოფენაზე, ბევრი აკვირდებოდა ნახატებს, ელიტის წარმომადგენლებსაც შენიშნავდით, რომელიც დაკვირვებიტ უმზერდნენ მენაბდის ნამუშევრებს, და გაოცებას ვერ მალავდნენ. ისიც მორიგი ადამიანივით აკვირდებოდა თიტოეულ ნახატს, რომლებშიც დიდი გეძნობები და ემოციები ჩატეულიყო. ნახევარ საათში დაინახა როგორ შემოვიდა როგორც ყოველთვის ნერვიული ნესა, რომელსაც გრძელი აბრეშუმის მალინისფერი კაბა ჩაეცვა, თმები გაეშალა, და მეტყველ თვალებს აქეთ - იქით აცეცებდა.ნესას მოჰყვა ქალი, რომელიც ღიმილით დააკვირდა ადგილს, და ნესას რარაც გადაუჩურჩულა. ლამაზი ქალი იყო ნატალია, ქერა კულულები მხრებზე დაეყარა, და დიმას გვერდს უმშვენებდა. დიმა რომ დაინახა მოუნდა რომ ცახუტებოდა, თუმცა ტავი შეიკავა, სიამაყეს და პრინციპებს არ გადააბიჯა.
ოჯახი მას მიუახლოვდა, ნატალია დასჯილი ბავშვივით დაბლაიყურებოდა, ნესა ახფრთოვანებული იყო, დიმა კი ევას რეაქციას აკვირდებოდა
-ძალიან მომწონს აქაურობა, და ნახატები საოცრებაა - უტხრა, თავი ვერ შეიკავა, და ქალს გადაეხვია
-მიხარია რომ მოგწონს
-ევა - დინჯი ხმით დაიწყო - გაიცანი ნატალია, ნატა ეს ევაა
-აღფრთოვანებული ვარ შენი ნამუსევრებით, გულწრფელად ვამბობ - ქალს ნერვიულობა დასტყობოდა
-ნატალია, მინდა პირდაპირ გითხრა - ერთი ამოისუნტქა და განაგრძო - ტავს ნუ იდანასაულებ, და დასჯილი ბავშვივით ნუ იყურები, აქ მხოლოდ ერთი ადამიანია დამნაშავე, და ეს ყველამ ვიცით ვინც არის - დიმას გახედა, რომელსაც სევდიანი თვალები ჰქონდა, და შვილს უყურებდა. - ცოტახნით დაგტოვებთ - გრზნობდა სუნტქვა გაუნელდა, დიდ ვერანდაზე გავიდა, და საღამოს ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა
-არ მაპატიებ არა? - უკნიდან მოესმა მამაკაცის ხმა
-პასუხი ხომ შენთვითონაც იცი დიმიტრი?
-ვიცი… - უთხრა, სიგარეტი ამოაძვრინა, ღერს მოუკიდა, და ახლა კოლოფი ევას გაუწოდა
-საიდან იცი რომ ვეწევი? - კოლოფს დახედა
-მე შენზე ყველაფერი ვიცი - ამოიოხრა, და ღრმა ნაპასი დაარტყა
-საინტერესოა საიდან… - ირონიულად უთხრა, და აივანს გადაეყუდა
-არ არის საჭირო ირონია…შეიზლება არასდროს იცოდი, მაგრამ შენზე ყველაფერი ვიცოდი,და ვიცი კიდევ,შენი საყვარელი ფერიც კი,ისიც ჯირითი რომ გიყვარს,მე დამიანეზეც… და ლაპარაკი შეწყვიტა, მიხვდა ზედმეტი მოუვიდა
-დამიანეზე რამე იცი?
-მას მე ვიცნობდი - უთხრა და წერტილს გაუშტერა თვალი - ის შენ ამას გიმალავდა, იმიტომ რომ იცოდა გაბრაზდებოდი
-ჯანდაბა, სერიოზულად? - ამოიოხრა, და ცასი გაიხედა
-გინდოდა თუ არა ეს, მე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი,ლილის სიკვდილი კი ცემი ბრალი არ არის - უტხრა და დატოვა, დატოვა ფიქრებტან და გონებასთან, თითქოს უკანა ფონზე მისი გამოფენა არ ყოფილიყოს, გაოგნებული ცანდა ნატქვამით, გულში ჩაწყდა, მაგრამ ის ხომ ჯიუტი იყო?
10 წუთი იდგა ვერანდაზე, და გაჰყურებდა ძველებურ ქუცებს, რომლებსაც ლამპიონების შუქები ანათებდნენ.
დარბაზში შევიდა თუ არა გაქვავდა, გაიყინა, ვიბლიანების ოჯახი უკვე მოსულიყო, პატარა წევრი ერთ დიდ ნამუსევართან იდგა, და სევდიანი თვალებით შეჰყურებდა ნახატს. მზერა ანდრიაზე გააჩერა, ისიც შეჰყურებდა ნამუსევარს, სადაც ქალი იყო გამოსახული,სისხლიანი ხელებიტ. ერთი ამოისუნტქა და ვიბლიანისკენ გაემართა, გვერდით ამოუდგა.
-სევდიანია არა? - უთხრა, და ნახატს დააკვირდა
-შენ - კაცმა ნახატიდან ქალზე გადაიტანა მზერა. “ნუთუ არ იცის რომ მისი მტრის ცოლი ვარ?” “შეუძლებელია რომ არ იცოდეს”
-მე - უთხრა, და ეშმაკური მზერით შეხედა კაცს. - აქ ოთარმა დაგპატიჟათ?
-არა - დაინახა როგორ გავიდნენვიბლიანების ოჯახი დარბაზიდან, ვერ ხვდებოდა სად წავიდნენ, ნერვიულობდა, ყველაფრის დასაწყისი იყო, და ნერვიულობა იპყრობდა.ცოტა ხანში ლულუ მივიდა მათთან
-ანდრო - გახარებული ხმიტ თქვა - გაიცანი ევა?
-შესაძლოა ასეც ითქვას - ფეხის თიტებიდან მზერა ააყოლა, ამ მზერამ უფრო აანერვიულა, “ხომ არაფერს მიხვდნენო” იფიქრა - ლილუ, მე უნდა წავიდე, სასიამოვნო იყო ტქვენი გაცნობა ევანგელია - თვალები გააფართოვა, პირველად დაუძახეს ევანგელია დამიანეს შემდეგ, ყველამ იცოდა, რომ ამის თქმის უფლება არავის ჰქონდა, სიტყვაც კი ვერ თქვა , ისე დატოვა მაღალმა სილუეტმა დარბაზი.
გამოფენა სრულდებოდა, და მაინც ცაესმოდა ბოხი მარიტონი ყურებში, და მისი სახელი “ევანგელია”
ყველა გარეთ იყო გამოსული თვითონაც დატოვა დარბაზი. მანქანაში ჯდებოდა, როდესაც ყვირილი მოესმა უკნიდან
-სახანძროში დარეკეთ - და გონებასი მხოლოდ ერთ სიტყვამ გაუელვა “ნახატები” კაბის ბოლო დაიჭირა, და შენობისკენ გაიქცა
-ოღონდ ეს არა… - ჩურჩულებდა, ყველა შენობის წინ შეკრებილიყო, როცა მისკენ წაიწია, იქვე მდგომმა ანდრომ დაიჭირა
-ხელი გამიშვი, იქ ჩემი მთელი ცხოვრებაა - დაუყვირა, და ბრაზით სავსე თვალები შავ თვალებს გაუსწორა, როცა მკლავზე უფრო მოუჭირა ხელი ანდრიამ უფრო ხმამაღლა დაიყვირა - გამიშვი - ხელი გამოჰგლიჯა, და შენობაში შევიდა, კაბაზე მოხვეული შარფი ცხვირზე მივიდა, ნახატს ეძებდა, თვალებს ეზებდა, ღამისფერებს, გრძნობდა რომ ცოტაცდა ვეღარ გაუძლებდა
ნახატი კედლიდან ჩამოხსნა, უფრო გაუნელდა გულის ცემა, გრძნობდა როგორ აევსო ფილტვები მომწამლავი ჰაერით, ცოტაც და ჩაიკეცებოდა, როცა მირაცის ხელი იგრძნო მკლავზე, სეხედა, ვიბლიანი იყო, ჯანდაბა ანდრია იყო…

იმედი მაქვს მოგეწონებათ, ბოდიშით შეცდომებისთვის,პატივისცემით girasole



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საოცრებაა მაგარი თავი იყო ძალიან მომეწონა შემეცოდა ევა,საინტერესოა ცეცხლი საიდან გაჩდა ველოდები ახალ თავს მადლობა წარმატებები ❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent