შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვტყუვარ შენთან (თავი 7)


23-09-2022, 22:56
ავტორი თუკა
ნანახია 3 778

დილიდან ვერ გრძნობდა თავს კარგად. თავი საშინლად სტკიოდა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც წავიდა თეატრში, საქმე ელოდებოდა.
როდის იყო თავის ტკივილი აშინებდა დემნა თაბაგარს..
არეული ნაბიჯით შევიდა შენობაში და გიორგის კაბინეტში მდგარ დივანზე მოწყვეტით დაჯდა..
- რა სახე გაქვს? - მისკენ უმალ მიიწია თიკამ და ნელა დაადო ფეხზე ხელი..
- თავი მტკივა , საშინლად - ძლივს ჩაიფრუტუნა და თვალები მილულა..
- ყავას მოგიტან და წამალს.
- თიკა არ გინდა..
- რას ამბობ დემნა. ახლავე დავბრუნდები - სწრაფად გავარდა ოთახიდან და რამოდენიმე წუთში ხელში ყავის ჭიქით და გამაყუჩებლით დაბრუნდა..
- გაწვალე - ჩუმად ჩაილაპარაკა და წამალი ენაზე დაიდო..
- ეგ არაფერი, შენთან მინდოდა ისედაც ლაპარაკი, ვიცი რომ გტკივა მაგრამ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მე ყოველთვის მზად ვარ შენთან ვიყო დემნა, ოღონდ დამიძახე და ერთხელ დამირეკე. მუდამ მინდოდა შენს გვერდით ყოფნა და არც ახლა ვიტყვი ამაზე უარს.
- გმადლობ, მაგრამ ვერ გავიგე იცი ? საკუთარ თავს მთავაზობ თუ მეგობრობას?
- სიყვარულს დემნა, სიყვარულს გთავაზობ. ვიცი რომ აქაც ბევრი გეტრფის, არც მანამდე გაკლდა ქალების ყურადღება და არც ახლა გაკლია, მაგრამ მე ნამდვილს გრძობას და ვნებას გთავაზობ. მინდა უბრალოდ..
- უბრალოდ გაჩუმდი კარგი? - მთელი ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოდგა დემნა. გაჩუმდი და მეტი მსგავსი რამ არ მითხრა . ასე როგორ შეგიძლია მელაპარაკო..
- დასამალი არაფერი მაქვს. სასურველი მამაკაცი ხარ, მიზიდავ , მინდიხარ. რატომ უნდა დავმალო ამიხსენი..ყოველთვის მინდოდი, ახლა უკვე ორივე შემდგარი ადამიანები ვართ, შენ არავინ გყავს მეც სრულიად თავისუფალი ვარ, რატომ არ შეიძლება ერთად ვიყოთ?!- წყენა შეეპარა ხმაში და დემნას ნელა დაუსვა მხარზე ხელი.
- იმიტომ რომ შენს თავს უნდა სცემდე პატივს და ამდენს ასე არ ლაპარაკობდე.. - ნერვიულად მოისრისა შუბლი და ზურგი აქცია.- როგორ შეგიძლია ასე მელაპარაკო? ხანდახან მგონია რომ შენ ცხოვრობდი ამერიკაში და მე საქართველოში ჩავრჩი ჩემივე წესებით და კანონებით.
- დემნა, აქ გასაგიჟებელი არაფერია. მოდი შევთანხმდეთ რომ სექსი დანაშაული არაა..
- შეიძლება , მაგრამ ასე ადამიანს შენი საკუთარი თავი შესთავაზო ეს დანაშაულია . - მერწმუნე ასე არც მე და არც ერთ კაცს არ ენდომები ურთიერთობისთვის, თუ არ ჩავთვლით ერთი ღამის გართობას - ფრთხილად უთხრა და კაბინეტიდან აჩქარებული ნაბიჯით გავიდა..
დამტვერილ სცენაზე ჩამოჯდა თაბაგარი და მთელი დღის დგომისაგან გადაღლილი ფეხები ჩაუშვა.. მაგრად იჭერდა ხელებს თავზე და მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა, მალე დამთავრებულიყო ეს დღე და როგორმე სახლამდე მიეღწია.
- დაიღალე ?-უცვლელი ხმის ტემბირით გაემართა მისკენ და წინამდებარე დიალოგი წამიერად გადაისროლა წარსულშ. თიკას ხმაზე თითქოს შეშინდა კიდევაც და თავის ტკივილისაგან წამიერად გათავისუფლდა. - დილის მერე ფეხზე დგახარ, არც გიჭამია, რაღაცა ფერიც არ გადევს, გინდა ჩემთან ავიდეთ, მოგივლი, დაგასვენებ დემნა.. - ნელა დაუსვა სახეზე ხელი და თავისკენ დაატრიალაა.
- თიკა, სხვა დროს იყოს. რაღაც არ ვარ კარგად..
- მეც მაგას გეუბნები, კარგად რომ არ ხარ. მისმინე, რატომ მგონია რომ თავს მარიდებ და გამირბი? საშუალებას არ მაძლევ რომ გვერდით გყავდე და მოგიარო. არასოდეს მაძლევდი ამის უფლებას. კარგი ადრე ელენე იყო, ყველასთვის საყვარელი ელენე, ხო ხედავ ახლა ელენეს ფეხებზე ჰკიდიხარ, შვილი ყავს და რავიცი კიდევ ..
- როგორ გგონა, ახლა იმის ხასიათზე ვარ რომ რაღაცეები ვარჩიოთ? - გაღიზიანება ვერ დამალა და ფეხზე ნელა წამოდგა. - არ ვარ კარგად, დასვენება მინდა, სულ ესაა . მადლობა რომ გინდა ჩემზე იზრუნო, მაგრამ არაა საჭირო თავადაც მოვახეხებ.
- ხო მაგრამ არავინ გყავს ვინც მოგივლის დემნა, მოდი ნუ მომატყუებ - უკან დახევას არ ლამობდა თვალაძე და უფრო და უფრო მეტად მიიწევდა მისკენ.
- არავის მოვლა არ მჭირდება. საკმარისად დიდი ვარ რომ თავს მივხედო. ჩემთვის მარტოობაშია შვება ..
- გასაგებია. ასე ლაპარაკს ჯობია პირდაპირ მითხრა რომ შეგეშვა და მეც შეგეშვები..
- რატომ ართულებ გოგო ვერ ვიგებ. მე და შენ მეგობრები ვართ, არა მეგობრებიც არ ვართ, კოლეგები ვართ. და მგონი ზედმეტი არც არასოდეს ვყოფილვართ ერთმანეთისათვის თიკა. არ მინდა რომ გაწყენინო, არ მინდა გული გატკინო, მაგრამ მაიძულებ რომ უხეშობა გამოვიჩინო...
- გამოიჩინე, მე შენი უხეშობაც მიყვარს -ჯიბრზე უთხრა და ნელა შემოადო ცალი ხელი კისერზე... - მე შენ ყველანირი მიყვარხარ და ყოველთის ყველანაირი მიყვარდი , ამას ოდესმე თუ გაიგებ და დაიმახსოვრებ ძალიან გამახარებ.
- კარგი დავიმახსოვრებ !- ძალა გამოცლილმა ჩაიფრუტუნა და გასასვლელისაკენ დაიძრა რომ ბავშვის დაძახების ხმაზე კულისებისკენ დატრიალდა..
- სახლში წამიყვან? - სირბილით მივიდა მამასთან და დაშუბლულმა გახედა თიკას. - დედიკოს აგვიანდება და..
- რა თქმა უნდა ჩემო პაწაწინა წაგიყვან - ღიმილით დაუბრუნა შვილს პასუხი და ხელი გაუწოდა..
- ერთი წუთით - შენ როგორ წაიყვან , როცა ცუდად ხარ, თან ამდენს როგორ ივლი დემნა..
- ჩემთან წავიყვან - ნერვიულად მოისრისა შუბლი და ევა ზედ მიიკრა..-
- ცუდად ხარ? - ამღვრეული თვალებით ახედა მამას და ტუჩი აუკანკალდა. - დედიკოს დავურეკავ ..
- დამშვიდდი ევა. არ ვარ ცუდად, წამოდი სახლში წავიდეთ, ცხელი ჩაი დავლიოთ და რაიმეს ვუყუროთ , ხომ მომივლი? - ღიმილით უთხრა შვილს და თავზე აკოცა..
სახლამდე ძლივს მიიტანა სხეული თაბაგარმა და მოწყვეტით ჩაჯდა სავარძელში.. გაფითრებული და შეშინებული უმზერდა ევა მამას და არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა ტირილის გარდა.. თავი სავარძლის ზურგზე გადადო და პერანგის საყელოს ღილები შეიხსნა აქამდე სულს რომ უხუთავდა.
ოფლისაგან დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ევას გახედა.. მიხვდა რომ შვილს აშინებდა, მაგრამ ძალა არ ჰქონდა, სათითაო ძვალი სტკიოდა და ვერაფრით ახერხებდა საკუთარი ტკივილის ერთ მუჭაში მოქცევას.
გაყინული ხელის შეხებამ ძილიდან გამოიყვანა და ძლივს გაახილა თვალები.. ოდნავ წამოსწია სხეული და დივანზე ჩაძინებულ ევას გახედა..
- ჯანდაბა, ბავშვი დავტანჯე - ატკიებულ კისერზე მოისვა ხელი და ამოსუნთქულ ჰაერს ტკივილი ამოაყოლა.- მგონი სიცხე მაქვს ..
- მგონი კი არა მაღალი სიცხე გაქვს, სანამ გეძინა გაგიზომე. ფეხზე ადგომას ხომ მოახერხებ, საძინებლამდე ასვლაში დამეხმარე, მარტო ვერ შევძლებ დემნა..
- ცოტა ხანს მადროვე და ავდგები კარგი? ყველაფერი მტკივა, როდის მოვასწარი ასე გაციება არ ვიცი.
- როდის და გუშინ, შიშველი რომ გავარდი გარეთ ემოციების დასაცხრობად...
- ახლა არ დაიწყო რა. ისედაც ორად გხედავ გოგო.- გაღიზიანებულმა დამიბრუნა პასუხი და ზანტად წამოდგა ფეხზე..
ატომებად დაშლილი სხეული საწოლზე მოწყვეტით დაეცა და თვალები თავისით დაეხუჭა...ბოლოს თავი ასე ცუდად როდის იგრძნო არც კი ახსოვდა, ალბათ ბავშობაში, მას მერე ასე არასოდეს ყოფილა. სხეულის სათითაო ნაკვთი სტკიოდა თაბაგარს.. ბოლოს მაინც მოახერხა თვალების გახელა. ნელა წამოსწია დამძიმებული სხეული და საწოლის თავს მიეყუდა... მაგრად მიიჭირა საფეთქლებზე ძლიერი ხელები და გვარიანად ჩაახველა..
- ევა დავაწვინე და ახლა შენ მოგხედავ. ცხელ ჩაის მოგიტან და რაიმეს რომ შეჭამო დარწმუნებული ვარ არაფერი გიჭამია. მერე წამლებს დაგალევინებ და ხვალ იქნები ჩიტივით - მშვიდად ვუთხარი და სიცხისგან დაცვარულ შუბლზე ხელი გადავუსვი..
- როგორ შეგიძლია ასე კარგად მომექცე? - მოულოდნელად დასმულ კითხვაზე ცოტა დავიბენი და ოდნავ გავუღიმე.
- რატომაც არა, შენ ჩემი შვილის მამა ხარ და გარდა ამისა..
- რა გარდა ამისა?
- გარდა ამისა მე და შენ გვაქვს ის საერთო გრძნობა რაც ორივემ ვიცით და არც ერთი ვამბობთ..
- მოსიარულე ფილოსოფოსი ხარ - თვალები აატრიალა და აცახცახებულ სხეულზე საბანი აიფარა..
ოთახში ცხელი ჩაის ფინჯნით დავბრუნდი და მძინარე დემნას გვერდით მივუჯექი.სიცხისაგან მთელი სხეული უცახცახებდა. ეს ის შემთხვევა იყო როდესაც არ ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი. როდესაც მისი ტკივილი მტკიოდა და ვერაფრით ვშველოდი. დაცვარულ შუბლზე კიდევ ერთად გადავუსვი ხელი და ტელეფონის განათებულ ეკრანს დავხედე.
„ გირეკავდი და არ მიპასუხე, ვნერვიულობ დემნა, ჩემთვის ზრუნვის საშუალება რომ მოგეცა ახლა კარგად იქნებოდი“
თიკას მესიჯის წაკითხვის მერე ერთიანად ამასხა თავში სისხლმა. სურვილი გამიჩნდა დემნა საწოლში ჩამეკლა, მაგრამ ისიც ვიცოდი დემნა მას ახლოს არ მიუშვებდა, თიკასთან რომანს არ გააბავდა მაგრამ სადღაც რაღაცა ქალური ეჭვიანობა სისხლს მიდუღებდა, იქნებ და ჩემს ჯიბრზე დაეწყო მასთან ურთიერთობა. სამაგიეროს გადახდის მიზნით გადაედგა ეს ნაბიჯი.
მე კი მისი წასვლის მერე ვერავინ გავიკარე, ყოველთვის დამყვებოდა ღალატის განცდა..
როგორ არ ეცადა ჩემი უთქმელი ჭრილობების მოშუშებას ცოტნე, მაგრამ ყოველთვის უშედეგოდ, ყოველთვის უარესობისაკენ იცვლებოდა ჩვენი ურთიერთობა.. ვერასოდეს ვიაზრებდი მის საქებარ სიტყვებს ან უბრალოდ არ მინდოდა რომ გამეაზრებინა, სერიოზულად მიმეღო, ის სიტყვები რომელი სიტყვების გამოც სხვა ნებისმიერი ქალი ყველაფერზე წავიდოდა..არ მიყვარდა როდესაც შესვენებების დროს აცახცახებულ მხრებზე თავის პიჯაკს მახურებდა , არ მიყვარდა როდესაც რაღაც სისუსტეს ხედავდნენ ჩემში. ყოველთვის ძლიერი ქალის იმიჯი მქონდა, ოჯახშიც და მეგობრებშიც. რა იყო სიტყვა სუსტი უბრალოდ არ მახსოვდა.
ამ სიტყვის მნიშვნელობა დიდი ხნის დავკარგე, მაშინ როდესაც ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, მაშინ როდესაც მარტომ ვიტვირთე შვილის გაზრდა და ჩვენს ცხოვრებაში მკაცრად გადავხაზე მამრობითი სქესის არსებობა..
მე კი მარტოობა ვარჩიე, თავად გავიმეტე საკუთარი თავი ამისათვის.
ის კი ცდილობდა როგორმე ამ ჩარჩოებიდან გამოვეყვანე , მაგრამ ვერაფერსს გახდა, ვერც ვერაფერს გახდებოდა რადგან არ მინდოდა.
გულს არ უნდოდა მასთან ერთად ყოფნა, რადგან ყოველთვის ყოველ მის საქციელს დემნას ვადარებდი, მისი ყოველი სიტყვის მერე ვეკითხებოდი ჩემს თავს ნეტავ ამას დემნა როგორ მეტყოდა-თქო..
ჩემივე ფიქოლოგიურმა აშლილობამ იმდენამ დამღალა, ჩემსა და ცოტნეს შორის არსებული რაღაც სიმპათია ჩემი მხრიდან სრულიად გადავხაზე და ორის სავალ გზაზე ცოტნე მარტო დავტოვე..
- წყალი მინდა - დემნას ხმამ ფიქრებიდან გამომიყვანა და ინსტიქტურად მივაწოდე ჭიქა..
- როგორ ხარ? სიცხემ ცოტა დაგიწია, წესით უკეთ უნდა იყო - ნელა დავიხარე მისკენ და ტუჩები ოდნავ შევახე შუბლზე..
- არ ვიცი ჯერ კიდევ ყველაფერი მტკივა. შენ არ იძინებ? ასე ხომ არ იჯდები მთელი ღამე, გვიანია დაწექი - ისე მითხრა თვალები არც გაუხელია და ნელა გადაატრიალა დამძიმებული სხეული საპირისპირო მხარეს..
ევას ხმაზე შეშინებულმა გავახილე თვალები და ჯერ კიდევ მძინარე დემნას გავხედე.. ხელით ვანიშნე ევას რომ მამასთან დარჩენილიყო სანამ თავს მოვიწესრიგებდი.. ღამით უაზრო პოზაში ძილმა თავისი შედეგით დამაჯილდოვა და ატკიებული კისრით და დაბუჟებული სხეულით ძლივს შევედე სააბაზანომდე.
რბილი ხალათის ქამარი მაგრად შემოვიჭირე ტანზე და პირველი სართულიდან უცნობი ქალის ხმის გაგონებაზე ყურები დავცქვიტე..
- დილა მშვიდობისა რძალო - ტატოს ხმაზე კარისკენ გავიხედე და მერე ევას გვერდით მდგარ გოგოს შევხედე.. - ჩემი ცოლია თამო, ევას ნახვა გვინდოდა და მოვედით . ცუდი დრო შევარჩიეთ მგონი - დაბნეულმა მითხრა და ჩემკენ წამოვიდა..
- სასიამოვნოა შენი გაცნობა , ღიმილით გავხედე გოგოს და ევას ვუთხარი წადი მამა ნახე-თქო.
- ხდება რამე? - მაშინვე შიში ჩაუდგა თვალებში უფროს ძმას.
- წუხელ ძალიან ცუდად იყო, ისე შემეშინდა, მაგრამ შემრცხვა რომ დამერეკა შენთან. ლამის ორმოცი ჰქონდა სიცხე, მერე ცოტა დაუწია და დაიძინა , მაგრამ ახლაც სიცხე აქვს.
- მამიკოს ისევ სძინავს - მშვიდად გვითხრა ევამ და საუზმის ჭამა განაგრძო.
- შეგიძლია ევა რომ წაიყვანო? ნანას ვეტყოდი მაგრამ ახლა არ მინდა რაღაცეები ავურიო. მხოლოდ ერთი დღე თუ ძალიან არ შეგაწუხებთ და ხვალ დილით წამოვიყვან .
- რა ლაპარაკია ელენე, წავიყვნათ, ლაშიკოც გაერთობა, წინაზეც ისე კარგად ითამაშეს. მაგრამ არ გინდა შენთან დავრჩე?
- არა ტატო, მარტოც მივხედავ უბრალოდ ევაზე ვდარდობდი გუშინაც..
- გუშინ მამიკო ძალიან ცუდად იყო იცი ტატო ბიძია? აქ დაეძინა დივანზე. მე ვუვლიდი იმიტომ რომ დავპირდი მოგივლი-თქო. იმიტომ რომ თიკამ ..
- რა შუაშია თიკა აქ დედიკო? - აფორიაქებულმა ვკითხე და მის წინ დავიხარე..
- უნდოდა რომ წამოგვყოლოდა და მამიკომ არაო უთხრა. ევა მომივლისო დედიკო იმ გოგოს არ მოვწონვარ და რატომ არ იცის რომ დემნა ჩემი მამაა.
- დამშვიდდი კარგი? როგორც კი მამიკო კარგად გახდება , ამასაც მოვაგვარებთ. ოღონდ არ იტირო.
- მპირდები?
- რა თქმა უნდა, გპირდები ჩემო ლამაზო. მიდი ახლა საუზმე დაამთავრე მერე შენი ნივთები ჩანთაში ჩაალაგე და ბიძიას გაყევი..
- ელენე - ნებისმიერ დროს დამირეკე. თუნდაც შუაღამე იყოს. ჩემი ძის სიცოცხლე ჩემთვის ყველაზე მთავარია, არანაირი მომერიდა და მსგავსი სისულელეები არ გამაგონო, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ და ერთმანეთის გვერდით უნდა ვიყოთ..
- მადლობა ტატო - რაც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და თამოს გავხედე.
- - ამ პატარა პრობლემეს მალე გადავლახავთ და ახალ წელს აუცილებლად შევხვდეთ ყველანი ერთად კარგი? - თავის თბილ ხელებში მოიქცია ჩემი ხელები და ლოყაზე მაკოცა..
- აუცილებლად თამო, მთავარია დემნა გამოჯანმრთელდეს და ყველაფერი იქნება- სრულიად დარწმუნებულმა ვუთხარი და ყავის მადუღარა გაზქურაზე შემოვდგი.
**
კარგად განათებულ სცენაზე მკაფიოდ ისმოდა ბავშვის ხმამაღალი სლუკუნი და მსახიობთა დასის განცვიფრებული სახეები უფრო მეტად ამძიმებდა არსებულ სიტუაციას.
თავდახრილი იდგა ევა სცენის შუაში და პატარა ხელის გულებით იწმენნდა ლოყებზე ჩამოგორებულ ცხელ მარილიან ცრემლებს.
მერე ერთიანად დატრიალდა და სირბილით გაიქცა კიბეებისკენ. ტირილით შევარდა კაბინეტში და გიორგის მთელი ტანით მიეკრა ზედ, პატარა ხელები მძლავრად შემოხვია კისერზე და სლუკუნს უმატა..
- ევა რა მოხდა? ვინ გაწყენინა - შეშფოთება ვერ დამალა და ბავშვის მოშორება სცადა, თვალბში ჩასახედად, მაგრამ აშკარა იყო ევა მთელი ძალით უძალიანდებოდა.. - მისმინე, ახა თუ არ დამელაპარაკები ვერ გიშველი, შემომხედე და მითხარი ვინ გაწყენინა . მე და შენ ხომ მეგობრები ვართ..
- მე ვაწყენინე - ამაყად შეაბიჯა კაბინეტში თიკამ და სახეზე ჩამოშლილი ქერა თმა უკან გადაიწია.. - ერთი წინადადება ვერ დაიმახსოვრა, რა დაინახა დემნამ რომ ამას თამაშის ნიჭი აქვს არ ვიცი- ხელები ჰაერში აატრიალა და ირონიულად გაიღიმა.
- ბავშვზე ასე ნუ ლაპარაკობ !- გაღიზიანება შეერია ხმაში და ფეხზე წამოდგა. რადგან დემნამ გადაწყვიტა ევას ამ გუნდში ყოფნა ესეიგი ასე იყო საჭირო..
- გიორგი მოდი გულახდილად ვთქვათ, იმიტომ რომ ელენეს შვილია? არ ვიცი ,მე ამ ბავშვი ვერაფერი დავინახე განსაკუთრებული. რატომ ხედავთ თქვენ ყველანი რაღაც საოცრებას..
- გითხარი რომ ბევრს ლაპარაკობ თიკა და პრობლემები გექნება დამიჯერე. რაც არ უნდა იყოს და ვისი შვილიც არ უნდა იყოს, ეს პირველ რიგში ბავშვია და არ გაქვს უფლება ასე ატირო და მასზე ასე იმოქმედო..
- კარგი არ გამაცინო. სკოლაში ბავშვებს არ სჯიან? თუ ჩემი შენიშვნა ასეთი მწარეა? ბავშვმა ერთი წინადადება ვერ დაიზეპირა, ამდენი ხალხის წინაშე უნდა დავაყენოთ და რა უნდა ქნას? თვალები დააფჩინოს და პირი დააღოს თევზივით?
- სახლში ვისწავლი , და ნუ მიყვირი გაიგე? - გაავებული დაუდგა წინ ევა თიკას და დოინჯი შემოიყარა..
- შეხედე, სუფთა დედამისია, ისტერიკებიანი და უვიცი. იმასაც თავი სულ რაღაც ჰგონია.. შენგან რა უნდა გამიკვირდეს შვილო რომ ასეთი ხარ, სადაც გაიზარდე ისეთიც ხარ. დედის სითბო შენ არ გქონია, და მამას ხო სულ არ ადარდებდი..
- მორჩი თიკა! - ეს თემა არ გეხება, და ბავშვს გულს რატომ სტკენ?!- მაგრად მოუჭირა ხელი და მაგიდიდან დივნისკენ გასწია. - ენა ჩაიგდე და ბავშვს თავი დაანებე. ელენე ასწავლის და ყველაფერი კარგად ჩაივლის.
- არ გამაცინო რააა - ირონიულად დაიძახა და გიორგის გახედა. - ელენემ ვის რა უნდა ასწავლოს. რაც თვითონაა შვილსაც იმას ასწავლის. ეს საწყალი ბავშვი მარტო უგდია ალბათ სახლში და თვითონ გარე-გარე დადის.
- დედაჩემზე ასე ნუ ამბობ - ბოროტი ხარ და დედა არ გიყვარს . ცხელ ცრემლები ჩამოუგოდა ლოყებზე და განერვიულებულმა დააბაკუნა ფეხები..
- ჩემთან ტლიკინი შენ კარგს არაფერს მოგიტანს. უზრდელი ბავშვი ხარ და ასეთი იქნები . ან ვინ უნდა გასწავლოს კულტურა და მოქცევა, ვიღაცის ხარ !- კბილებში გამოსცრა და გაღებულ კარში მდგარი დემნასაკენ გაიხედა...
სახეზე წითელი ფერი გადაჰკვროდა თაბაგარს. გაავებისაგან მუჭებს ნერვიულად კრავდა რომ სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ქალზე ხელი არ აეწია. მყარი ნაბიჯით წავიდა ევასკენ და მის გამოწვდილ პატარა ხელს თავისი ძლიერი მტევანი შეაგება.
- გაიმეორე რა უთხარი ბავშვს?- კბილები გააღრჭიალა და თიკას წინ დაუდგა.
- რატომ უნდა გავიმეორე, თუ უკვე გაიგე რაც ვთქვი. ამ ბავშვს შენი დაცვაღა აკლია რა. ქალი ბავშვს ათი წელიწადი მალავდა, მითხარი რა, წესიერი ქალი შვილს როგორ დამალავს. სცხვენოდა რომ კაცმა მიაგდო კნუტივით, მისი შვილიც ფეხებზე დაიკიდა და ისე სხვათაშორის დარწმუნებული ვარ ისიც კი არ იცი ვინაა ამ ბავშვის მამა. ვინაა შვილო მამაშენი იცი მაინც? - სიცილით ჩაეკითხა ევას და მისკენ დაიხარა.
- ვიცი - ტკივილი ამოაყოლა ერთ უბრალო სიტყვას და დემნას ახედა.
- რა ხდება აქ? - ატირებულ ევას გავხედე თუ არა მაშინვე ხელში ავიყვანე და გიორგის გავხედე.- ევა რატომ ტირი? გტკივა რამე? - უარის ნიშნად გაიქნია თავი და ხელები მაგრად შემომხვია კისერზე..
- უიმე, მოვიდა დედა დედოფალი და მუსრს გაავლებს მტერს ახლა.
- ჩემს შვილს რა უთხარი? ევა სწრაფად გადავაწოდე გიორგის და გააფთრებულმა გავიწიე მისკენ . ასჯერ დაგპირდი რომ მაგ სახეს გაგილამაზებდი და ამას ახლა შევასრულებ ! - ბავშვი როგორ ატირე გოგო .
- რა უნდა მეთქვა შენ კიდევ ისეთი, რაც თავადაც არ იცი.
- მაინც? - დაეჭვებულმა გავხედე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე.
- ის მაინც თუ იცი ვისი შვილია , ამდენი წელიწადი რომ მალავდი მიძინებულ ქონებასავით. თუ შენი პათოლოგიური სიმთვრალის დროს რაიმე უზნეობას ჰქონდა ადგილი?- გესლიანად მომაყარა სიტყვები და გულიანად გადაიხარხარა.
- საკმარისია ! მორჩა! ყელში ამოხვედი ამ შენი უაზრო ლაპარაკით. რაც ჩამოვედი მას მერე ვცდილობ შენს ყველა ქცევას გამართლება მოვუძებნო , მაგრამ არის რაღაც ზღვარი, რასაც არ უნდა გადააბიჯო!- მაგრად მოუჭირა მკლავში ხელი და თავისკენ მისწია. - ერთი ზედმეტი სიტყვა არ გავიგო, ხმას არ აუწიო და არ გაბედო, რომ ჩემს შვილს უყვირო და მითუმეტეს ატირო, თორემ საკუთარ პრონციპს დავივიწყებ და იმასაც დავივიწყებ რომ ქალი ხარ.
- შენს შვილს? - გაოცებულმა შეხედა ცოტნემ ევას და მერე მე ამომაყოლა მზერა. ევა შენი შვილია?
- ევა ჩემი შვილია ! მეტის ცოდნა თქვენთვის საჭირო არაა ! ჩემი და ელენეს პირად ცხოვრებას სხვებთან არ განვიხილავ. ევა ჩემი შვილია და ეს საკმარისია !.
- წარმოუდგენელია- აცრემლებულმა ჩაიფრუტუნა თიკამ და დივნის კიდეზე ჩამოჯდა.
- წარმოიდგინე და წარმოსადგენი გახადე, შენ ხომ მსახიობი ხარ. - ირონია არ დაიშურა დემნამ და ევას ცრემლით დასვენებული თვალები დაუკოცა. - ეს ბავშვი ჩემი შვილია, ვმალავდი იმიტომ რადგან არ მინდოდა გეფიქრათ რომ მიზანმიმართულად ვიქცეოდი ასე. ახლა ყველასათვის ყველაფერი ნათელია. დღეისათვის თავისუფლები ხართ - გადაჭრით თქვა და ევას ხელი გაუწოდა, მანაც მაშინვე შეაგება მამას თავისი პატარა ხელი და სიამაყის ნიშნად გამოუყო თიკას ენა..
ყოველთვის, ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა რომ მოხდეს, და რაც გვინდა რომ მოხდეს..
ერთს ვგეგმავთ და მეორეს ვაკეთებთ.. სწორედ არ ვუშვებთ შეცდომას.. ერთნი ამტკიცებენ რომ დღევანდელი დღით არ უნდა იცხოვრონო,მეორენი იმაზე კამათობენ რომ დრევანდელი დღე მთავარია, ვინ იცის დაგვიდგება კი ხვალინდელი...
„წლების წინ..
გადაკრიალებულ ცას შეჰყურებდა დემნა, თავი მის კალთაში ედო და ბედნიერებისაგან გაყუჩებული უკოცნიდა ხელებს. ყოველთის ონებობდა დიდ და ლამაზ სიყვარულზე. ლამაზ ოჯახზე და შვილებზე. მთელი ბავშობა აკლდა ეს სითბო. მამამ მაშინ მიატოვათ, როდესაც ყველზე მეტად უნდოდათ სითო და სიყვარული. დიდ ხანს მოუწიათ დედის ცრემლიანი თვალების ყურება.. მიუხედავად იმისა რომ ოჯახს არაფერი აკლდა, მაინც არ გრძნობდა თავს კარგად დემნა.
მერე გაიზარდა, წლები გავიდა.. ორივე ძმამ დაამთავრა უმაღლესი და სამსახურიც დაიწყეს მაგრამ ვერაფრით ამოივსო თაბაგარმა ეს ტკივილი, რომელიც ასე ჰქონდა გამჯდარი...
- შენ ხო არასოდეს მიმატოვებ? - მოულოდნელად დასმულ კითხვაზე, ერთიანად შეკრთა ელენე და დემნას თვალებში ჩახედა..
- რატომ უნდა მიგატოვო სულელო, მე ხომ მიყვარხარ..
- ესეიგი , მამაჩემს არ ვუყვარდი?
- რას ნიშნავს არ უყვარდი,-დაბნეულობა გამოესახა სახეზე და მორცხვად შეიშმუშნა.. მშობელს ყოველთვის უყვარს თავსი შვილი დემნა..
- მაშინ რატომ მიმატოვა. მაშინ როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. იცი რა? მე არასოდეს მივატოვებ ჩვენს შვილს ელენე და არც შენ მიგატოვებ არასოდეს.. დაიფიცე რომ არასოდეს არ დამტოვებ მარტოს - ლამის ხვეწნით წარმოთქვა ბოლო სიტყვები და მწვანე ბალახზე წამოჯდა..
- იქნებ რაიმე მიზეზი ჰქონდა მამას?- ანერვიულებლმა ჰკითხა და მისი ხელები თავის პატარა ხელებს შორის დაიქცია..
- სხვა ოჯახი მიზეზია , ნამდვილად.. მაგრამ , ელენე, დაიფიცე რომ არასოდეს წახვალ ჩემგან.
- გეფიცები , რომ არასოდეს მიგატოვებ,არასოდეს გაგიშვებ ჩემგან და ყოველთვის მეყვარები.
- მიყვარხარ....“

ფიქრის ძაფი ევას ხმამ გაუწყვიტა დემნას, ერთიანად გამოფხიზლდა და მოტიტინე შვილს გახედა.. თვალები უციმციმებდა ევას, დემნამ კი მიზეზი ძალიან კარგად იცოდა.. იცოდა და ასმაგად ეამაყება ასეთი შვილის ყოლა..
- მოდით პიცა ვიყიდოთ - ღიმილით თქვა და მშობლებს შეხედა..
- ვიყიდოთ - მშვიდად გახედა ელენეს და სარკეში თვალი ჩაუკრა შვილს..
- დე, შენ ხომ გიყვარს პიცა..
- კი დე, მიყვარს.
- მაშინ ვიყიდოთ და პიკნიკი გავაკეთოთ..
- გარეთ ცივა ევა, რა დროს პიკნიკია.
- სახლში გავაკეთოთ ბუხართან. მამიკომ დღეს ყველას უთხრა რომ ჩემი მამაა, ხოდა პიკნიკი გავაკეთოთ ამიტომ..
- გავაკეთოთ კარგი.. - სიცილით გაეპასუხა შვილს და მისკენ დატრიალდა.. - მაშინ ტორტიც ვიყიდოთ, ბევრი გაზიანი სასმელიც და ბევრი შოკოლადიც.
- შენ რომ მაგეებს არ მაჭმევ.
- დღეს შეიძლება, მხოლოდ დღეს.
- მამა გვიყიდის.
- ვითომ რატომ? ეგ ყველაფერი თქვენ გინდათ და თქვენზე იყიდეთ - სრულიად დამაჯერებლად უთხრა და შვილს გახედა.
- მერე შენ რომ მამა ხარ, მამა კიდევ ვალდებულია შვილს უყიდოს.
- ნუ, ახლა თუ ვალდებული ვარ, მაშინ გიყიდი.
- ჩვენ ხომ შენი გოგოები ვართ? - ეშმაკურად ჩაეკითხა ევა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა.
- კი, ჩემი გოგოები ხართ, თქვენთვის ყველაფერს ვიყიდი ..
- დემნა, დაბალ ხმაძე დავუძახე და მისკენ დარცხვენილმა გავიხედე- მადლობა რომ დღეს ევა დაიცავი..
- ნუ სულელობ, ევა ჩემი შვილია, ხო, მე არ გამიზრდია მაგრამ ამიერიდან გვერდით მეყოლება და მუდამ დავიცავ..
- ვიცი - აცრემლებულმა დავუბრუნე პასუხი და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი მალულად მოვიშორე სახიდან.
ბუხრის წინ იჯდა თაბაგარი, ხელში წითელი ღვინით სავსე მოზრდილი ბაკალი ეჭირა და მის ჩამოქნილ ტანზე თითებს ათამაშებდა. ცეცხლის მოთამაშე ალს შურით უმზერდა და ზღვისფერ თვალებში მისი ანარეკლი ესახებოდა..
კიბეებიდან ჩამომავალ მონატრებულ ქალს ღიმილით გახედა და ხელით ანიშნა გვერდით დაჯდომოდა.. ისეთი ბავშური იყო საშინაო ტანსაცმელში, ისეთი საყვარელი ცდუნებას ვერ გაუძლო და ნელა დაუსვა ხელი ლოყაზე.
- დასამალი აღარაფერი გვაქვს, ყოველ შემთხვევაში მე ..
- არც მე - ოდნავ დამფრთხალმა გავხედე და გავუღიმე..
- და ცოტნეზე არაფერს მეტყვი? - უმალ აეჭრა სახე დემნას და ხარბად მოსვა სისხლისფერი სითხე..
- მითუმეტეს ცოტნეზე არაფერი მაქვს სათქმელი დემნა.
- ელენე, აღარ მინდა ტყუილები. რაც არის არის, რაც არ უნდა იყოს ერთ სხლში ვცხოვრობთ. შეიძლება გადასარევი ურთიერთობა არ გვაქვს მაგრამ, ევას გამო ყველაფერი უნდა შევძლოთ. ძალიან რთული წლები გამოვიარე, შენ რომ ვერ წარმოიდგენ ისეთი, ამისი გახსენებაც კი არ მინდა.
- არც მე ვიყავი კარგად .
- არ შეადარო, უცხო მხარეში სრულიად მარტო ვიყავი. იცი რა მაძლებინებდა?შენზე ფიქრები , ჩვენი ერთად ყოფნის დღეები და ის მოგონებები თან რომ წავიღე. ვერ წარმოიდგენ როგორ მენატრებოდი..
- მე ახლაც მენატრები - აცრემლებული თვალებით ავხედე და მისკენ გავიწიე. ძალიან მენატრები. ყველაზე დიდი სასჯელი ასე ახლოს მყავდე და ვერ გეხებოდე . ვერ ვგრძნობდე რომ ჩემთან ხარ , უბრალოდ მეტის ძალა აღარ მაქვს.
- მოდი ჩემთან - სწრაფად მომკიდა მკლავში ხელი და ვნებასატანილმა კალთაში გადამისვა. –
- დემნა..
- არაფერი თქვა ახლა, ყველაფერს გააფუჭებ როგორც ყოველთვის. - ევამ დაიძინა? - ყურთან ჩუმად მიჩურჩულა და დასტურის მერე სწრაფად გამაცალა მაისური ტანიდან. ძლიერი ხელები დამისვა ზურგზე და მოწყურებულმა დამიკოცნა მკერდი. ფრთხილად შევუცურე ხელები მაისურის ქვეშ და ვიგრძენი როგორ დაეჭიმა ყელზე განლაგებული ძარღვები..
- მაღლა ავიდეთ რა - ლამის მუდარით ვთხოვე და მაშინვე მიმიხვდა სურვილს,პატარა ბავშვივით ამიტაცა ხელში და კიბეებს სწრაფად აუყვა..
კარი ზურგს უკან გადაკეტა და ფრთხილად გადამაწვინა საწოლზე. სურვილისაგან ათრთოლებული თითები თავის თითებში გადახლართა და გავარვარებული ხელის გულები მაშინვე ვიგრძენი. თვალები თავისით დამეხუჭა სიამოვნებისაგან, მისი ასე ახლოს ყოფნაც კი მაბედნიერებდა.
ყოველთვის უყვარდა თაბაგარს ჩემზე ბატონობა, ახლაც მისი წესების მიხედვით ვთამაშობდით. მაგრად მომიჭირა ხელები თეძოებზე და ტკივილისა და სიამოვნებისაგან დავიკვნესე, როგორც სჩვევია ირონიული ღიმილი გადაეფინა სახეზე და ოდნავ შემახო ტუჩები მუცელზე. უმალ ვიგრძენი მისი სურვილი, ოდნავ წამოვწიე აცახცახებული სხეული და ხელები მხრებზე შევახე. აზრი არ ჰქონდა, მისთვის რაიმეს თქმას და რაიმე მოქმედებას, თავის სურვილებში გახვეული მარტო მოქმედებდა დემნა , თითქოს იმასაც ვერ იაზრებდა რომ ჩვენს სიყვარულში მარტო არ იყო..
ხარბად მიკოცნიდა მონატრებულ ტუჩებს და მკერდს, ჩემს სიამოვნებას მისი გახშირებული სუნთქვა ემატებოდა და მისი შეხების სურვილს მიასმაგებდა.. იმდენად დიდხანს ველოდი მისი სიგიჟის გამოვლინებას, მისი შეხების ჟინს ვერ ვიკლავდი, მინდოდა ეს ღამე არასოდეს დასრულებულიყო...
ბოლოს ძალა გამოცლილი გადაწვა საწოლზე და მკერდზე მიმიკრა. ორივე ვდუმდით ახლა საუბრის არც დრო იყო და არც სურვილი გაგვაჩნდა რომელიმეს.
ნელა წამოვიწიე და შიშველ მკერდზე მისი მასური ავიფარე. ალმაცერად გამომხედა თაბაგარმა და ხელის ერთი მოსმით გამაცალა მაისური..
- რას აკეთებ? - გაოცებულმა შევხედე და მისკენ დავტრიალდი..
- შენ რა გჭირს, ჩემი გრცხვენია?
- არა, უბრალოდ..
- მაშინ არაა საჭირო ჩვენს შორის მაისური იდგეს. მინდა რომ ასე იწვე ჩემს გვერდით ელენე, ამაზე მაინც არ მეკამათო..
- კარგი, მაგრამ შემცივდა..
- ჩემი მცივანა გოგო. მოდი შემოძვერი,- საბნის კუთხე სწრაფად ასწია და ზურგიდან ამეკრა.. - შენი კანის სურნელი როგორ მიყვარს იცი? ამდენი წლის მერეც კი არ შეცვლილა, რაღაც სხვანაირია, არავის რომ არ ჰგავს..
- და შენ ბევრის კანის სურნელი იცი როგორია? - გაღიზიანება ვერ დავმალე და მისკენ გადატრიალებას შევეცადე რომ საშუალება არ მომცა..
- ძალიან ბევრის , მაგრამ არ გადმოტრიალდე, თორემ ვიჩხუბებთ და მე კიდევ სულაც არ მინდა ახლა ჩხუბი...
- კარგი - ჩუმად ჩავიფრუტუნე და თვალები ნელა დავხუჭე.. ნერვიულობისაგან აფორიაქებულს უმალ მაჯობა ძილის სამეფომ.
დილით ადრიანად გამომაღვიძა სიცივემ, ინსტიქტურად გადავწიე ხელი და დემნას ადგილად არსებული სიცარიელის შეგრძნებაზე საწოლში ჯერ კიდევ ნახევრად მძინარე წამოვჯექი. სწრაფად შემოვიცვი ხალათი მხრებზე და ფეხშიშველმა ჩავირბინე კიბეები.
სამზარეულოში მოფუსფუსე მამა-შვილის დანახვაზე ბედნიერება ჩამეღვარა სულში და მათკენ წავედი..
- დილა მშვიდობისა დედიკო - ევას წკრიალა ხმაზე მისკენ გავიხედე და ჯერ კიდევ მოჩეჩილ თმაზე ნაზად შევახე ტუჩები.
- დილა მშვიდობისა მძინარა - ძლიერი ხელი შემომხვია წელზე დემნამ და ცხელი ტუჩები შემახო ტუჩებზე.- როგორ გეძინა?
- ძალიან კარგად. დარცხვენით გავეპასუხე და ევას გავხედე..
- შერიგდით? - ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფს დამაწია კითხვა და შუაში ჩაგვიდგა.. - ესეიგი აღარ იჩხუბებთ??
- ევა როდის ვჩხუბობდით? - გაოცებულმა დაუბრუნა კითხვა დემნამ და ევას წინ დაიმუხლა..
- არ ჩხუბობდით მაგრამ არც ისე იყავით როგორც სხვა ბავშვების მშობლები. მე კიდევ მინდა რომ ისე ვიყოთ როგორც კინოებშია..
- ვიცი ჩემო პრინცესა, ახლა სულ ასე ვიქნებით .
- მპირდები?
- გპირდები ..იცოდე რომ ძალიან მიყვარხარ , ძალიან და რაც არ უნდა მოხდეს მამას სულ ეყვარები ..
- ვიცი მამიკო - სიყვარულით გაბერილი ტუჩებით აკოცა დემნას და კიბეებისკენ გაიქცა..
- მე? - მოწყენიმა ვუთხარი და სკამზე ჩამოვჯექი.
- რა შენ?
- მე არ გეყვარები სულ?
- თუკი მთელი ათი წელიწადი მიყვარდი , ახლა რა შეიცვლება სულელო ..
- დემნა მეშინია, რომ ისევ რაიმე მოხდება და ისევ აირევა ყველაფერი..
- არაფერი მოხდება, მთავარია კარგზე იფიქრო. წადი მოწესრიგდი და ვისაუზმოთ, თორემ წუხელ ენერგია გამაცალე ..
- დემნააა - გაბრაზებულმა დავუტიე და ალმაცერად გავხედე..
- რა დემნა, რაც სიმართლეა ის ვთქვი და მინდა ყოველი ღამე ასეთი იყოს - ნიშნისმოგებით მითხრა და თლილი თითები დამისვა ყელზე..
- ჯობია ჩავიცვა წავიდე - ძლივს გადავაგორე ნერწყვი ყელში სააბაზანოსკენ ავიღე გეზი.
სააბაზანოდან გამოსულს დემნა ოთახში დამხვდა, ცალი მხრით კედელს მიყუდებული მიცდიდა და ირონიულად მიღიმოდა.. ალმაცერად გავხედე და ხალათის ქამარი მაგრად გადავკვანძე.
- რას აკეთებ აქ, ევასთან ერთად არ დაგტოვე?- ეჭვის თვალით გავხედე და სარკეში საკუთარ თავს გავუღიმე.
- ევა ლაშას ელაპარაკება და საჩუქრებს არჩევენ, კარგა ხანდ არ მორჩებიან, ხოდა ვიფიქრე რომ ტყუილად ვიჯექი და მოცდენა არ მინდოდა.
- რას აპირებ?- სიცილით ვუთხარი და მისკენ დავტრიალდი.
- გთხოვ, მეტი არ მიმატოვო , შენი კანის და თმის სურნელი რომ არ შევიგრძნო ყოველ დღე , გავგიჟდები. არ ვიცი ასე როგორ მაგიჟებ მაგრამ ჩემი ცხოვრება შენს გარეშე არ არსებობს ელენე -
ჩურჩულით მითხრა და ყელთან ხარბად დამაფრქვია ვნებით გაჟღენთილი სუნთქვა.. პატარა ბავშვივით ამიყვანა ხელში და მაგიდაზე ნელა შემომსვა. ნელი მოძრაობით გამიხსნა აქამდე გულითადად გადაკვანძილი ხალათის ქამარი და ათრთოლებული თითები დამისვა შიშველ მკერდზე. მისი შეხებით გაბრუებულმა გასაქანი მივეცი საკუთარ სურვილს, ეს კაცი ერთადერთი იყო რომლის გარეშეც ვერ ვიცოცხლებდი. მისი ყოველი ნაკვთი მიყვარდა ისე რომ შემეძლო მათი შენერჩუნებისათვის შიშველი ხელებით მებრძოლა ნებისმიერი ქალთან .საყვარელი პოზა უმალ დაიკავა და თბილი ტუჩებით დამიყვა მკერდიდან მუცლის მიმათულებით, სურვილს და ვნებას აყოლილმა სწრაფად შევუცურე ხელები თმებში და ათრთოლებულმა დავაშორე ბაგეები ერთმანეთს . უმალ განვათავისუფლე ფილტვები აქამდე დაგროვილი ვნებით გაჟრენთილი ჰაერისაგან. ნელა დამაჭირა მკერდზე ხელი და მაგიდაზე მთელი ტანით გადამაწვინა. ერთიანად უხეში და ცივი ზედაპირი უმალ შეიგრძნო სხეულმა და შემკრთალმა დავიკვნესე. სხეულიდან სწრაფად გამაცალა ხალათი და მტელი ტანით ამეკრა ზედ. ყოველთვის ასე იყო, მისგან წასვლას ვერაფრით ვახერხებდი. მისი სიახლოვე და მისი თბილი თითების შეხება იმდენად მაგიჟებდა ყველა ტკივილს და წყენას ერთიანად ვივიწყებდი.. ცხელი ტუჩებით შემეხო მფეთქავ არტერიასთან და ზღვარ გადასულ ქმედებას გასაქანი მისცა.. ერთიანად ვიგრძენი მისი სხეულის სწრაფი მოძრაობა და ტკივილსა და სიამოვნებაში არეული ხმა მჭახედ გაისმა ოთახში. ვგრძნობდი მის ყოველ ქმედებას, ვიცოდი რომ ეს მხოლოდ სექსი არ იყო, სადაც ორივე მხოლოდ ვნებებს ვიცხრობდით ეს უფრო მეტი იყო. რაღაც სხვა განზომილება, სხვა სამყარო სადაც ჩვენ მხოლოდ ორნი ვიყავით. ჩვენი სიყვარული კი ამ სამყაროშ ყველაზე ლამაზი და ვნებიანი იყო რაც კი გაგვაჩნდა. მისი ცხელი სუნთქვა სახეზე მეფინებოდა და დროდადრო ვახერხებდი მისი ბაგეების დაგემოვნებას. არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს სიგიჟე რომელსაც არც დასაწყისი გააჩნდა და არც დასარული მაგრამ ვიგრძენი მისი სხეულის სიმხურვალე როგორ განელდა ჩემს სხეულთან ერთად და გადაღლილმა მიმიკრა მკერდზე.



№1 სტუმარი სტუმარი kkkk

არ მეყოოოო ????ძალიან მაგარია,უზომოდ კარგად წერ

 


№2  offline აქტიური მკითხველი uchveulo

მართლა არ მყოფნის შენი ისტორიები , დატვირთულიი დაღლილიი გაუბედურებული დღის სასიამოვნო დასასრულს მიქმნიი ❤️❤️❤️

 


№3  offline ადმინი თუკა

uchveulo
მართლა არ მყოფნის შენი ისტორიები , დატვირთულიი დაღლილიი გაუბედურებული დღის სასიამოვნო დასასრულს მიქმნიი ❤️❤️❤️

მართალია ისე ხშირად ვეღარ ვწერ, როგორც ვწერდი და ვდებდი მაგრამ. შენი კომენტარები იქაც ხომ სულ მხვდებოდა და აქაც არ მტოვებ. heart_eyes heart_eyes heart_eyes

სტუმარი kkkk
არ მეყოოოო ????ძალიან მაგარია,უზომოდ კარგად წერ

უზომოდ დიდი მადლობააა ჩემო კარგოო
--------------------
4love.ge

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

[quote=თუკა][quote=uchveulo]მართლა არ მყოფნის შენი ისტორიები , დატვირთულიი დაღლილიი გაუბედურებული დღის სასიამოვნო დასასრულს მიქმნიი ❤️❤️❤️[/quote]
მართალია ისე ხშირად ვეღარ ვწერ, როგორც ვწერდი და ვდებდი მაგრამ. შენი კომენტარები იქაც ხომ სულ მხვდებოდა და აქაც არ მტოვებ. heart_eyes heart_eyes heart_eyes

აუცილებლად აბა <33 შენი ისტორიების გარეშე მე არ შემიძლია <333

 


№5 სტუმარი kkkkk

როდის დაიდება ახალი თავი?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent