შურისძიების მსხვერპლი 10 თავი
-ჩემთვის არაფერს, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ის რაც ჩვენს შორის ამ ღამეს მოხდა, ამიტომ აქ შენთან ერთად დარჩენას არ ვაპირებ გასაგებია?-მკაცრი ტონით უთხრა ანამ და მისთვის გვერდის ავლა სცადა, მაგრამ გაღიზიანებულმა ბიჭმა მაშინვე კედელს მიაბჯინა ორივე ხელი და შუაში მოიქცია ანერვიულებული გოგონა -ჩემს დარწმუნებას ამაოდ ცდილობ! მაინც არ გაგიშვებ!- ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა და გამომწვევი მზერით ჩააცქერდა თვალებში. -აქ დარჩენას ვერ მაიძულებ!-ავარდა ანა -როგორც ჩანს გასაგებად ვერ აგიხსენი- წამოენთო თორნიკე -შენ აქ დარჩები! ამ სახლში! ჩემთან ერთად და ჩემი ცოლი გახდები!მბრძანებლური ტონით უთხრა დაბნეულ გოგონას და ოდნავ, სულ ოდნავ შეეხო ცხვირის წვერით საფეთქელზე -შენ რა გაგიჟდი? შეიშალე?-აფეთქდა ანა- ნუთუ მართლა გგონია რომ ჩვენი ერთღამიანი ურთიერთობის გამო ცოლობაზე დაგთანხმდები?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა გაღიზიანებულ ბიჭს და მკერდზე მიბჯენილი ხელებით უკან დახევა აიძულა -და ვინმემ აზრი გკითხა?- ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ ერთ ადგილზე მიყინულ გოგონას და ზემოდა დააცქერდა მომღიმარი სახით -ცოლად არასდროს გამოგყვები!- კარგა ხნის სიჩუმის მერე გადაჭრით უთხრა ანამ და აწყლიანებული თვალებით ახედა თავზე წამომდგარ ბიჭს -გამომყვები!-დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და უნებურად ცივი მზერა მის წითელ სავსე ტუჩებს მიაყინა. -ასე რატომ იქცევი? რა მიზანი გაქვს? რის მიღწევას ცდილობ- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და პასუხი რომ ვერ მიიღო სახე მონგრეული ბიჭისგან მისაღებ ოთხაში გავიდა ანერვიულებული რადგან უკვე საშინლად აღიზიანებდა თორნიკეს ზედმეტი სიახლოვე, გახშირებული სუნთქვის ხმა, დაჟინებული მზერა და სურნელი- ოღონდ არ მითხრა რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაგიჩნდა-კარგა ხნის სიჩუმის მერე ცინიკური ტონით ჰკითხა ზურგს უკნიდან მიახლოებულ ბიჭს დაძაბულმა გოგონამ და მისკენ მიტრიალდა ცრემლიანი თვალებით, ამ დროს თორნიკეს გაეღიმა და სრულიად გაუაზრებლად ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს- ნუ მეხები- თვალის მოუშორებლად, ზიზღით უთხრა ანამ და მის ჰაერში შეყინულ ხელს ცივი მზერა მიაბჯინა. თორნიკე იმდენად გააღიზიანა ანას ხმის ტემბრმა და ინტონაციამ რომ მომენტალურად აუკანკალდა ორივე ხელი მოწოლილი ბრაზისა და მრისხანებისგან მაგრამ მაშინვე მთელი ძალით მომუშტა ორივე და ძირს დაუშვა მორჩილად-თორნიკე-კარგა ხნის სიჩუმის მერე შეეხმიანა აფორიაქებული გოგონა სახე წაშლილ ბიჭს და ჩამწყდარი ხმით უთხრა- გთხოვ სახლში წასვლის უფლება მომეცი, აქ შენთან ერთად ყოფნა არმინდა... -გუშინ ძალიან ვნებიანი და დამაჯერებელი იყავი- გამომწვევი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ გოგონას და სახე ზედმეტად მიუახლოვა -გუშინ რაც მოხდა შეცდომა იყო- ავარდა ანა -დარწმუნებული ხარ?-ჩაეკითხა თორნიკე და თავხედურად ააცურა ცივი თითები მის შიშველ ზურგზე, ანამ ამ დროს უკან დახევა სცადა მაგრამ სურვილისგან თვალებანთებულმა ბიჭმა მაშინვე წელზე შემოაჭდო უხეში ხელები და თავისკენ მიიზიდა დაფრთხალი გოგონა -რას აკეთებ?!- აიბნა ანა -ისეთს არაფერს რაც შენ არ გინდა რომ გავაკეთო-ცინიკური ტონით უპასუხა თორნიკემ და კიდევ უფრო მჭიდროდ მიიკრო ტანზე მისი სიფრიფანა სხეული -თორნიკე არ გაბდეო!-აღმოხდა საოწარკვეთილ გოგონას და მისთვის წინაადეგობის გაწევა სცადა მაგრამ ვნება მორეული ბიჭი მაშინვე ტუჩებზე დააცხრა და კოცნით დაუხშო ხმა. თუმცა საყვარელი გოგონას კოცნის ჟინი და სურვილი მალევე დაკარგა რადგან ანას ტუჩები საშინლად უგრძნობი, ცივი და უგემური ეჩვენა. ანამ როგორც კი თავის დახსნა შეძლო თორნიკეს მარწუხივით შემოჭდობილი ხელებისგან, დაფანტულ აზრებს თავი მოუყარა, მოძრაობის, აზროვნების და მეტყველები უნარი დაიბრუნა მაშინვე მთელი ძალით გაარტყა სახეში ხელი ირონიულად მომღიმარ ბიჭს და სწრაფი ნაბიჯით წავიდა გასასვლელი კარისკენ. სწორედ მაშინ როცა საკეტი გადაატრიალა და სახელური დაქაჩა იგრძნო როგორ აეკრო ზურგს უკნიდან თორნიკე რომელმაც უხეშად შემოაჭდო ძლიერი ხელები მუცელზე და ყურს უკან ჩასჩურჩულა -მე შენთვის წასვლის უფლება არ მომიცია! -ხელი გამიშვი ახლავე!-დაუღრინა გაღიზიანებულმა გოგონამ და მისი მარჭუხივით შემოჭდობილი ხელიდან გასხლტომა სცადა -ნუ მიწვევ-მშვიდი ტონით უთხრა თორნიკემ და კედელზე ააკრა სუნთქვა აჩქარებული გოგონა, გასაღები დემოსტრაციულად გადაატრიალა რკინის კარზე და შარვლის ჯიბეში შეინახა -ასე რა უფლებით მექცევი?! თავი ვინ გგონია- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა ანამ და მაქსიმალურად გაუწია წინაადეგობა მოწოლილ ცრემლებს -შენი საქმრო-ცინიკური ტონით უპასუხა თორნიკემ და ოდნავ უკან დაიხია რადგან მისთვის არცისე სასიამოვნო აღმოჩნდა იმის ყურება თუ როგორ კანკალებდა მთელი სხეულით, ნერვებს აყოლილი გოგონა -მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი ცოლი გავხდე-კარგა ხნის სიჩუმის მერე ტირილის ნოტებშეპარული ხმით უთხრა ანამ და როცა თორნიკე თმაზე შეეხო გველნაკბენივით უკან გახტა -ცხოველი არ ვარ- აგრესიული ტონით უთხრა მისი ქცევით გაღიზიანებულმა ბიჭმა და მისაღებ ოთახში შევიდა, გახსნილი ღვინის ბოთლი მოიყუდა და იქამდე არ შეწყვიტა სმა სანამ ყელი არ დაუწვა სისხლისფერმა მჟავე სითხემ. კედელზე ზურგით მიყრდნობილი, ძალა გამოცლილი, შეშინებული, სასოწარკვეთილი და იმედაკარგული გოგონა ნელ-ნელა იატაკისკენ დაცურდა და უხმოდ ატირდა. შეკრთა როცა მის დაძაბულ სმენას ნივთების მტვრევის ხმა მიწვდა მისაღები ოთახიდან თუმცა არც ამჯერად ჰქონია რეაქცია თორნიკეს მორიგ გაგიჟებაზე და იმაზე დაიწყო ფიქრი თუ როგორ აღმოჩნდა თათიას დაბადების დღის წვეულებიდან თორნიკეს საწოლში, მაშინ როცა სულ 4 ჭიქა თეთრი ღვინო ჰქონდა დალეული მთელი საღამოს განმავლობაში თათიასთან ერთად, ისიც მიად დაძალებით. იმის გამო რომ ასეთ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა თავისი გაუაზრებელი ქმედებების გამო გადაწყვიტა მთელი საღამო დეტალურად გაეხსენებინა და დაიწყო ფიქრი. პირველი რაც გაახსენდა იყო ის რომ წვეულებაზე მისვლიდან მალევე დალიეს მან, მიამ და თათიამ 3 ჭიქა თეთრი ღვინო ზედიზედ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის საღ გონებაზე ყოფილიყო, ისიც კარგად ახსოვდა წვეულებაზე ანდრიას და თორნიკეს უეცარი გამოჩენის გამო როგორ აჟიტირდა თათია რომელიც გაცნობის წამიდან მოიხიბლული იყო ანდრიათი. ისიც არ დარჩა შეუმჩნეველი, როცა ანდრიამ საცეკვაოდ გაიწვია თათია, როგორ გაღიზიანდა მია მათი ერთად დანახვისას, მერე როგორ დალია რამდენიმე ჭიქა ღვინო ზედიზედ და როგორ აიძულა თორნიკე საცეკვაოდ გაჰყოლოდა. ისიც კარგად ახსოვდა ყველას დასანახად როგორ თავხედურად აკოცა ტუჩებში მთვრალმა მიამ ანდრიას და როგორ შეიკეტა სასტუმროს ნომერში ატირებული თათია რომელმაც მის გარდა კარი არავის გაუშღო. ბოლოს რაც ახსოვდა ის იყო რომ ძლივს ხასიათზე მოსული თათია როცა ისევ ჩაიყვანა ეზოში დაბადების დღის წვეულები მთვრალ სტუმრებთან, მოულოდნელად თორნიკე აესვეტა წინ და ა ფაქტიურად ვალსის ცეკვა აიძულა. მერე მიას დაჟინებული თხოვნით მეოთხე და ბოლო ჭიქა ღვინო დალია თათიასთან ერთად და თორნიკეს საწოლში გაიღვიძა. სასტუმროში მივარდნილი გაგიჟებული კახა ყველას თვალწინ საყელოში წვდა შეშინებულ მენეჯერს და ბოლო ხმაზე უყვირა -რას ნიშნავს კამერის ყველა ჩანაწერი წაიშალა? რას ნიშნავს წარმოდგენა არ გაქვთ ეს როგორ მოხდა? რას ნიშნავს არავის არაფერი გაუგია და დაუნახავს? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.