შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი ( სრულად )


2-10-2022, 19:19
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 13 890

მე, მანიაკი და თვითმარქვია გამომძიებელი
-
-
-


დილაუთენია ტელეფონის ზარმა გამაღვიძა და ისეთი ეროტიული სიზმარი გამაწყვეტინა შუა გზაზე რომ სიმწრისგან ლამის ვიტირე, გაცოფებულმა დავხედე ეკრანს, ვინ იქნებოდა თუ არა უსაქმური მაკა.
- ახლა რაღა ჯანდაბა გინდა, -ღრენით ვუპასუხე და შიშველი ფეხები გადმოვალაგე საწოლიდან
- რა უნდა მინდოდეს ხომ არ დაგავიწყდა რომ დღეს ლიკუნას დაბადების დღეა.
დაეჭვებულმა შევხედე საათს, აშკარად დილის რვას აჩვენებდა, არანორმალური ამ დილაუთენია მხოლოდ იმიტომ დამირეკა რომ ის დაბადების დღე შეეხსენებინა რომელიც ისედაც მახსოვდა, წამოვდექი გულიანად გავიზმორე და ამოვიხვნეშე.
- გინდა გითხრა ახლა რას აკეთებ, -სადღაც შორიდან მომესმა მაკას ხმა და ტელეფონი უფრო ახლოს მივიტანე ყურთან, ან ამ უპატრონოს, რამდენიმეჯერ ასფალტზე დახეთქებულს და მრავალ ჭირვარამ გამოვლილს ჭირდა რამე და ან აშკარად მე მქონდა სმენის პრობლემა, გამწარებულმა გავაქნიე თავი, სმენის პრობლემაღა მაკლდა ამ ოცდაერთი წლის ასაკში.
- მიდი აბა მითხარი რას ვაკეთებ, -არ ვაწყენინე მაკას.
- დგახარ ქვედა საცვლის და იმ თეთრი, ჩრჩილის თუ რაღაც ჯანდაბის მიერ ნახევრად შეჭმული მაისურის ამარა სარკის წინ, იზმორები, გაბურძგნილი და თვალებდასიებული და თან გულში მაგინებ, ხომ ასეა? -გულიანად ჩაიხითხითა და გააგრძელა,
- მიდი ჩაიცვი დაემსგავსე ადამიანს და გავიაროთ რომელიმე სავაჭრო ცენტრში, ლიკუნას საჩუქარი ვუყიდოთ, ჩვენთვისაც შევარჩიოთ რამე.
- აუ კარგი რა, რაც მაქვს იმით წამოვალ არ მაქვს ახლა არაფრის თავი და არც ზედმეტად დასახარჯი ფული მაქვს ხომ იცი რომ ვაგროვებ.
- შენთვის არ უთქვამს რომ სახლში გადახდა გადაიფიქრა და კლუბში აღნიშნავს?
- მართლა? -წინასწარ წარმოვიდგინე ჩაბნელებული გარემო, ხმამაღალი მუსიკა, უამრავი ხალხი, ერთმანეთში არეული სუნამოს, ოფლის და სასმლის სუნი, წარმოვიდგინე და ტანში გამცრა...
- მიდი, მიდი გაემზადე ნახევარ საათში შენთან ვიქნები, -პასუხს არ დალოდებია ისე გათიშა და დამტოვა ასე საგონებელში ჩავარდნილი, კარზე რომ ბრახუნი გაისმა მაშინღა შევამჩნიე რომ მისაღებში დივანზე ისეთ მდგომარეობაში ვიჯექი როგორ მდგომარეობაშიც საწოლიდან ავდექი, ვერაფრით გავიხსენე საძინებლიდან აქამდე როგორ გამოვედი და ახლა რატომ ვიჯექი ჯერ კიდევ გაბურძგნილი და პირდაღებული, ღრმად ჩავისუნთქე და გამოსაფხიზლებლად ლოყაში ისე მწარედ შემოვირტყი ხელი რომ სიმწრისგან დავიღმუვლე და თვალებიდან ნაპერწკლების ყრით გავვარდი კარის გასაღებად.
- რას აკეთებ გოგო გაგიჟდი? -შეიცხადა მაკამ როგორც კი დამინახა, -ატყობ რომ შიშველი ხარ? ვინმემ რომ დაგინახოს მერე რას შვრები?
- ვინ უნდა დამინახოს, ერთადერთი მეზობელი მყავს რომელიც სანამ მზე არ ჩავა მანამდე არ იღვიძებს ბომბი რომ შეუგდო მაინც.
- აჰა ესე იგი მეზობელიც გყავს? მეგონა ეს ბინა ცარიელი იყო.
თვალებმოჭუტულმა შევხედე მუქ შინდისფრად შეღებილ კარს, უკვე ერთი თვეა რაც ჩემი მეზობელია და ჯერ ვერ გავარკვიე, ვინ არის და რას წარმოადგენს, კაცმა რომ თქვას ბევრი არც მიწვალია მისი ვინაობის დაგენისთვის, ერთი ჩვეულებრივი უინტერესო ვინმე ჩანდა, კარი ბოლომდე გავაღე და მაკა შევიპატიჟე, -მოდი რაღას ელოდები.
ის იყო მაკა შემოვიდა რომ ჩემი ბინის მოპირდაპირედ მდებარე ბინის კარი გაიღო და წელსზემოთ შიშველი ვამპირი ვასიკო გამოვიდა თავის ქექვით, ჩემი ბედის რა ვთქვა, რაღა ახლა გაიღვიძა ასე ადრე, კაცისშვილს არ უნახია დღისით მზისით, ვიდექით ასე პირდაღებულები, მე მის მადისაღმძვრელ მუცლის პრესს და ფართო მხრებს ვერ ვაშორებდი თვალს ის კი ჩემს შიშველ, არცთუ ისე ურიგო ფეხებს, შავ სექსუალურ საცვალს და უზარმაზარი ნახვრეტების მქონე მოკლე მაისურს, ვუყურებდით ერთმანეთს და ენის წვერით ვილოკავდით ტუჩის კუთხეებში ჩამოღვრილ ნერწყვს, აშკარად ვცდებოდი, შიშველი ვასიკო ნამდვილად საინტერესო ვინმე ჩანდა.
- ვასო, -ყურისწამღებად იკივლა მის ზურგს უკან მდგომმა ქერათმიანმა ქალმა, რომელიც რატომღაც აქამდე არ შემიმჩნევია.
- ინა, -ყურში ჩამყვირა მაკამ, მხარში მწვდა, თითქმის ძალით შემათრია სახლში და კარი გამეტებით მიაჯახუნა ჩემს ზურგსუკან, ღიმილით მივეყრდენი კედელს.
- აი კიდევ რომ იღიმის რა, შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ, -ქოთქოთებდა მაკა და ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ვერ გადამეწყვიტა გამეცინა თუ დაბნეული და დარცხვენილი გოგოს როლი მეთამაშა, ბოლოს ვეღარ მოვითმინე, მისაღებში შევვარდი, ხალიჩაზე გულაღმა გავგორდი და გულიანად ავხარხარდი.
- დაინახე ჩვენს ვასიკოს რა სახე ჰქონდა?
- არც შენ გქონდა ნაკლები, -მაკა ჩემს გვერდით წამოგორდა და თვითონაც აუტყდა სიცილი.
- ჰოო, ნახე რა მაგარი სხეული ჰქონია მაგ უჯიშო ვამპირს? არადა მაგარი უცნაური ვინმეა, ღამღამობით დაბოდიალობს ხოლმე სულ სადღაც და თან ისეთი აჩაჩულ-დაჩაჩული...
- ფრთხილად იყავი ის ქერათმიანი ისე გიყურებდა არ გამიკვირდება რომ მოგივარდეს და ერთი გემრიელად გაგჩეჩოს, ჩემს ვასოს ასე რატომ უყურებდიო.
- მგონი ზედმეტი მომივიდა არა? -წამოვჯექი და თავი ხელებში ჩავრგე, -მაპატიე, თვითონაც არ ვიცი ასე რატომ ვიქცევი ხოლმე უბრალოდ ხანდახან თავს ვერ ვერევი.
- ჰორმონების ბრალია, -დაასკვნა მაკამ და წამოდგა.
- ეგ რა შუაშია?
- შუაში კი არა თავშია, უკვე ოცდაერთი წლის ხარ, ულამაზესი, სექსუალური ქალი ხარ ინა, შეიგნე ბოლოს და ბოლოს რომ ბავშვი აღარ ხარ და ვიღაც გჭირდება გვერდით ვისთანაც ენერგიას დახარჯავ და შენს ფანტაზიებს აიხდენ, არ მესმის ასე როგორ ძლებ.
- შენ და ლიკუნა თუ ყოველ თვე იცვლით ბიჭებს ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდა მოვიქცე,
-ჩავიბურტყუნე, წამოვხტი და გაცოფებული ტყაპატყუპით წავედი საძინებლისკენ.
- ჰო შეგიძლია ასე ასკეტური ცხოვრება გააგრძელო, წელსზემოთ შიშველი მეზობლის დანახვაზე ნერწყვები ყლაპო, ფსიქიკა დაიზიანო და ძილში გაათავო ხოლმე, რა გჭირს? იძახი რამდენიმე წელი გათხოვებას არ ვაპირებო და როდემდე აპირებ ასე ყოფნას?
- აუ ტვინს ნუ მიბურღავ რა, არ შემიძლია ასე უბრალოდ ავდგე და ვიღაცასთან დავწვე მხოლოდ იმიტომ რომ ჰორმონები დავიმშვიდო, არ გეგონოს რომ მაინცდამაინც სიყვარულს და სამუდამო ურთიერთობას ვეძებ, უბრალოდ მინდა რომ რაღაც გრძნობა მაინც მქონდეს იმის მიმართ ვისთანაც პირველად მექნება სექსი, თანაც სადღაც ჯანდაბაში ჩემი გულისთვის გადახვეწილ ჩემს მშობლებს რომლებიც ასე მენდობიან იმედს ვერ გავუცრუებ.
- სერიოზულად? -მაკამ გულიანად გადაიხარხარა და ჩემს საწოლზე გულაღმა გაიშხლართა, -ვიღაცამ რომ გისმინოს საცოდავი გოგო ეგონები ვისი მშობლებიც ემიგრანტები არიან და ქანცის გაწყვეტამდე მუშაობენ რომ საყვარელ შვილს სწავლის საფასური გამოუგზავნონ, საკმარისი ფული გაქვს, დარწმუნებული ვარ მამაშენი მშვენივრად გრძნობს თავს თავის მეორე ცოლთან ელენასთან ერთად მოსკოვში, დედაშენმა კი ამ დილით ატვირთა ჯორჯთან ერთად ბორა ბორაზე გადაღებული უახლესი ფოტოები, ორივე თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და მათ ნუ აბრალებ შენს უხასიათობას და სულელურ პრინციპებს.
უხერხულად გავიღიმე და აბურდული თმა მოვიქექე, ხანდახან არც თუ ისე სასიამოვნოა როცა საუკეთესო მეგობარი საუკეთესოდ იცნობს შენს არარსებულ ოჯახს, თანაც თუ ეს მეგობარი მაკასნაირი პირდაპირი და დაუფიქრებელი არსებაა, ისე მომახლის ხოლმე ყველაფერს არც კი ფიქრობს იმაზე რომ შეიძლება გული მატკინოს, თუმცა შეიძლება ფიქრობს კიდეც და იცის რომ უკვე დიდი ხანია აღარ მაინტერესებს რას იფიქრებენ ან რას გააკეთებენ ჩემი მშობლები, რომლებიც რეგულარულად მიგზავნიან ფულს და თვეში ორჯერ ან სამჯერ მირეკავენ, მამა უკვე თერთმეტი თვეა თვალით არ მინახავს, დედა კი ექვსი თვე ხდება რაც ინგლისელ ჯორჯს გაყვა ცოლად რომელიც კაცმა არ იცის საიდან გამოჩხრიკა და ახლა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ, მე კი ვცხოვრობ მარტოდმარტო თბილისის ცენტრში სამოთახიან კომფორტულად მოწყობილ ბინაში, მყავს ერთი მოცუცქნული ავტომობილი რომელსაც თითქმის საერთოდ არ ვიყენებ, ვსწავლობ უნივერსიტეტში, მაქვს მცირეოდენი დანაზოგი და დიდი გეგმები სამომავლოდ...
- რაზე ფიქრობ? ისევ ზედმეტი მომივიდა არა? -მაკა წამოიწია და დამნაშავე ხბოს თვალები შემომანათა.
- არა, შენ რა შუაში ხარ, ჩემს ბედოვლათ მშობლებზე ვფიქრობდი, ახლა ჩავიცვამ და გავიდეთ თორემ მართლა ვერ მოვასწრებთ საღამომდე საჩუქრის ყიდვას და მერე მომზადებას, -გრძელი წაბლისფერი თმა კეფაზე შევიკარი, ჯინსის მოკლე შორტი და ნაცრისფერი ჭრელი ნახატებით გაფორმებული მაისური ჩავიცვი.
- ლიფს ისევ არ იცვავ?
- რომელი სამი ზომა მკერდი მე მაქვს რომ ლიფი მჭირდებოდეს, -კმაყოფილმა შევათვალიერე საკუთარი თავი სარკეში, მუქი ხორბლისფერი კანი მქონდა, დიდი თაფლისფერი თვალები, ვარდისფერი ტუჩები და საყვარელი ფოსოები ლოყებზე.
- ნეტავ შენნაირი სხეული მქონდეს, -მაკა გვერდით ამომიდგა და უკმაყოფილოდ ამოიოხრა, მრგვალი და გამოკვეთილი ფორმები აქვს, მადისაღმძვრელი საჯდომი, წვრილი წელი და ფუმფულა მკერდი, რომ იცოდეს რამდენჯერ მინატრია მისნაირი მკერდი მქონოდა, ასეა ყოველთვის ის გვინდა რაც არ გვაქვს და ვერადროს ვაფასებთ საკუთარს.
- - - - - - - - - - - -
- მეჩვენება თუ ეს ტიპი ჩვენ გვითვალთვალებს, -ეჭვით გადავხედე ჩვენგან რამდენიმე მაგიდის გამოტოვებით მჯდარ ახალგაზრდა მამაკაცს რომელსაც მიუხედავად იმისა რომ სავაჭრო ცენტრში ვიყავით კეპი ეხურა და შავი სათვალე ეკეთა.
- საიდან შეატყვე რომ გვითვალთვალებს? -მაკამ უინტერესოდ გადახედა და ისევ თავის შოკოლადის ნამცხვარს მიუბრუნდა.
- საიდან და დღეს უკვე რამდენჯერმე შევამჩნიე, სულ ჩვენს გვერდით ტრიალებს, ასეთი დამთხვევების არ მჯერა, თანაც ქუდი ახურავს და შავი სათვალე უკეთია, საეჭვოდ არ გეჩვენება?
- რაღაცეები ნუ გელანდება რა, იქნებ უსინათლოა და იმიტომ უკეთია სათვალე ან სულაც მოსწონს და იმიტომ, ყველაფერს კუდს ნუ გამოაბავ ხოლმე.
- ისიც მელანდება რომ ჯერ ქუჩაში შეგვხვდა სამჯერ სხვადასხვა ადგილზე, მერე პარკინგზე და ახლა აქ დაბოდიალობს ჩვენთან ერთად?
- ალბათ მანიაკია, დაგვდევს რომ გაგვიტაცოს და გვაწამოს.
- ჰო შენ იხუმრე და მგონი მართლა მანიაკია, -კაცი კიდევ ერთხელ შევათვალიერე დაკვირვებით და უსიამოვნო შეგრძნებამ დამიარა მთელ სხეულში, ისე იჯდა მხოლოდ მის პროფილს ვხედავდი, სადღაც სივრცეში იყურებოდა და მშვიდად სვავდა ყავას თუმცა ისეთი შეგრძნება მქონდა რომ თვალს არ მაშორებდა.
- მოდი წავიდეთ რა აქედან, ვიყიდოთ ის საჩუქარი და მოვრჩეთ, -წამოვდექი და მაკაც წამოვაყენე, მთელი გზა დაფეთებული ვიყურებოდი უკან თუმცა მამაკაცი აღარსად შემიმჩნევია, მშვიდად მივედით სახლამდე, ერთად მოვემზადეთ და მაკას ბიჭმა დაგვირეკა თუ არა ჩანთა და გასაღები ავიღე და კარი გავიხურეთ, ის იყო ლიფტის ღილაკს მივაჭირე რომ ზურგს უკნიდან დაბალი სასიამოვნო ხმა მომესმა.
- საღამო მშვიდობის, კარის მეზობელო.
ნელ-ნელა შევბრუნდი ამ ხმის პატრონისკენ და ვიგრძენი როგორ გამიხურდა სახე სირცხვილისგან, ჩემს წინ ვამპირი ვასიკო იდგა და ყურებამდე გაღიმებული მიყურებდა, თვალს ვერ ვაშორებდი მის მწვანე თვალებს და მუქ ყავისფერ უწესრიგოდ აჩეჩილ თმებს, ურცხვად ამათვალიერა ქვემოდან ზემოთ და მზერა ჩემს რატომღაც ნერვიულად ათრთოლებულ ტუჩებზე შეუჩერდა.
- გიხდება ჩაცმა, -ჩახლეჩილი ხმით მითხრა და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.
- მე იგივეს ვერ ვიტყოდი შენზე, -ვუთხარი პირველივე რაღაც რაც პირზე მომადგა.
- რააა? -აშკარად არ ელოდა, ლიფტმა და მაკას სწრაფმა რეაქციამ გადამარჩინა, სწრაფად შემტენა ჩემმა მეგობარმა კაბინაში, გაშტერებული ვუყურებდი უცნაურად მომღიმარ ვასიკოს სანამ კარი არ დაიკეტა.
- - - - - - - - - -
ღამის თორმეტის ნახევარი იყო, რამდენიმე ჭიქა მქონდა დალეული და საერთოდ აღარ მაწუხებდა არც ხმაური, არც სხვადასხვა სასმლის და სუნამოს სუნი და არც მაკას და მისი გულისსწორი ლევანის ერთმანეთზე გადახლართული სხეულები, ახლა ჩემთვის ყველაფერი ფერადი და სასიამოვნო იყო, ლიკუნა თავის ბიჭთან ერთად ცეკვავდა, დანარჩენებიც შეძლებისდაგვარად ერთობოდნენ, მხოლოდ მე ვიჯექი მარტო, სასმელს ვწრუპავდი და დროდადრო მომაბეზრებელ იდიოტებს ვიცილებდი თავიდან, ის იყო სასმლის ასაღებად წავედი ბარისკენ რომ ის შევამჩნიე, თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა მაგრამ არა, საკმაოდ კარგი მახსოვრობა მქონდა, მისი აღნაგობა, თმა, პროფილი, დაძარღვული მკლავები და გრძელი თითები, ეს ნამდვილად აღარ არის დამთხვევა, ეს კაცი მე და მაკას დილიდან გვითვალთვალებდა და ახლა აუცილებლად უნდა გამერკვია რა ხდებოდა, ახლაც ისე იქცეოდა ვითომ არაფერ შუაში არ იყო, იჯდა მშვიდად ბართან და საერთოდ არ გვიყურებდა ისე წრუპავდა სასმელს, იმ განსხვავებით რომ ამჯერად არც ქუდი ეხურა და არც შავი სათვალე ეკეთა, ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი და მის გვერდით ჩამოვჯექი, ყურადღებაც კი არ მომაქცია.
- გამარჯობა, -ჩავილაპარაკე და ყურადღებით შევათვალიერე, იქნებოდა დაახლოებით ოცდათხუთმეტი წლის, საკმაოდ სიმპათიური, მოკლედ შეჭრილი შავი თმით, მკვეთრად გამოკვეთილი სახის ნაკვთებით, შემომხედა შავი თვალებით და ისე რომ არ უპასუხია ყურადღება ისევ სასმლით სავსე ჭიქაზე გადაიტანა.
- თქვენ გელაპარაკებით, ბევრი მიკიბვ-მოკიბვა არ მიყვარს ასე რომ პირდაპირ გეტყვით, ვიცი რომ მთელი დღეა მე და ჩემს მეგობარს გვითვალთვალებთ, ვინ ხართ და რა გინდათ ჩვენგან, -პირდაპირ მივახალე და ახლა მოუთმენლად ველოდი პასუხს, ისევ შემომხედა და ოდნავშესამჩნევად ჩაეღიმა.
- ვერ ვხვდები რას მეუბნებით მაგრამ უარს არ ვიტყოდი თქვენთან ერთად დალევაზე, მე გეპატიჟებით.
- სულელი გგონივართ? -ვატყობდი როგორ ვკარგავდი მოთმინებას.
- არა რას ბრძანებთ, პირიქით ვფიქრობ რომ ძალიან ჭკვიანი ქალბატონი ბრძანდებით, გთხოვთ მხოლოდ ერთი ჭიქა დალიეთ ჩემთან ერთად და გპირდებით ყველა კითხვაზე გიპასუხებთ.
მიყურებდა დიდი შავი თვალებით, მიღიმოდა და ისეთი მიამიტი და გულწრფელი ჩანდა რომ უარი ვერ ვუთხარი, სულელი ვარ, ნამდვილი სულელი, ტყუილად არ მეუბნებოდა ხოლმე ლიკუნა რომ ჩემი მიმნდობი ხასიათი ერთ დღესაც დამღუპავდა, საიდან უნდა მცოდნოდა რომ ეს ერთი დღე ზუსტად დღეს იქნებოდა...


- - - - - - - - - - - - - - - - - -


გამშრალი ტუჩები ენით მოვილოკე და თვალები გაჭირვებით გავახილე, პირველი რაც შევამჩნიე თეთრად შეღებილი ჭერი და უცნაური ფორმის ბროლის ჭაღი იყო
- რა უნდა საძინებელში ამხელა ბროლის ჭაღს? -პირველი რაც გავიფიქრე ეს იყო და მერეღა დავფიქრდი იმაზე რომ შეიძლება სულაც არ იყო საძინებელი ან მე რას ვაკეთებდი აქ, აშკარად არ ვიყავი სახლში, არც ლიკუნას და არც მაკას არ ჰქონდათ ასეთი ჭაღი, სადღაც სხვაგან ვიყავი, ოთახში აშკარად დღის ნათელი იდგა, ესე იგი დილა იყო, თავს ძალა დავატანე რომ გამეხსენებინა რა მოხდა ღამით მაგრამ ერთადერთი რასაც ვიხსენებდი უცნობის შავი თვალები იყო რომელიც ღიმილით მთავაზობდა სასმელს, რაც უფრო მეტად ვფიხზლდებოდი მით მეტად მიპყრობდა ამოუხსნელი ფორიაქი, აშკარად რაღაც ჩამიყარა ჭიქაში და მომიტაცა, ფუ შენი აი თუ არ არსებობენ მანიაკები, მაკასთვის რომ გეკითხა რაღაცეები მეჩვენებოდა თურმე, ახლაღა მივაქციე ყურადღება იმას რომ კიდურებს ვერ ვგრძნობდი, გულაღმა ვიწექი, ხელები თავს ზემოთ მეწყო ფეხები კი ფართოდ მქონდა გაშლილი და აშკარად დაბმული ვიყავი, ღრმად ამოვისუნთქე და თავს ვაიძულე რომ პანიკას არ ავყოლოდი, ისედაც არ ვიყავი მშიშარა და ახლა უფრო მეტად მჭირდებოდა საღ გონებაზე ყოფნა...
- დამშვიდდი ინა, დამშვიდდი, სანერვიულო არაფერია, -ჩავიჩურჩულე და ვეცადე რომ ხელები გამემოძრავებინა,
- ყოჩაღ ჭკვიანი გოგო ხარ, სანერვიულო მართლაც რომ არაფერი გაქვს, -მომესმა უკვე ნაცნობი ხმა და დაფეთებული ისე ავფართხალდი რომ მგონი რამდენიმე წამში დამიბრუნდა მგრძნობელობა და ვიგრძენი როგორ ჩამეჭირა კიდურებში ცივი ლითონი, ამის დედაც, ამ მანიაკს ბორკილებით ვყავდი დაბმული, კიდევ ერთხელ მოვქაჩე ხელებს და რომ მივხვდი ვერაფერს გავაწყობდი გავჩერდი.
- ასე, ასე, კარგი გოგო ხარ, -ვიგრძენი როგორ ამიტარა ცივი თითები ფეხზე და თან მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგა ჩემს წინაშე, საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა ჰქონდა, იდაყვებამდე აკეცილი თეთრი პერანგი და მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა, დამყურებდა უცნაურად მოელვარე შავი თვალებით და ტუჩის მარჯვენა კუთხე ისე უთამაშებდა ვერ გამეგო იღიმოდა თუ უბრალოდ ნერვიულობდა, ერთხანს ასე უბრალოდ ვუყურებდით ერთმანეთს, მერე ხელებზე მწვდა, თავიდან მეგონა რომ ჩემს განთავისუფლებას აპირებდა მაგრამ უბრალოდ ის ჯაჭვი მოუშვა რომლითაც დაბმული ვიყავი, წამოჯდომაში დამეხმარა და ზურგს უკან ბალიშიც კი ამომიდო რომ კომფორტულად ვყოფილიყავი, მერე უკან დაიხია იქვე მდგარ სავარძელში ჩაჯდა, ფეხები გაშალა, თვალები დახუჭა, თავი უკან გადააგდო და ამოიხვნეშა, საშუალება მომეცა რომ საკმაოდ გემოვნებით მოწყობილი ოთახი შემეთვალიერებინა, უზარმაზარ საწოლზე ვიწექი, წითელი ტანზე მომდგარი კაბა მეცვა, თმა გაშლილი მქონდა...
- მე გამოგიცვალე იმედია ეს კაბა მოგწონს, -ისეთი თვალებით შემომხედა და ისე გამიღიმა რომ მივხვდი აშკარად ვერ იყო კარგად, ისე კაცმა რომ თქვას ამ სიტუაციაში მე უფრო ვგავდი არანორმალურს ვიდრე ის, ვიწექი უცხო სახლში უცხო მამაკაცის წინ ბორკილებით დაბმული და ისე მშვიდი ვიყავი თითქოს მთელი ცხოვრება ასე ძაღლივით დაბმულს გამეტარებინოს, ყოველთვის ასე ხდებოდა ისეთ სიტუაციებში სადაც სხვები შეიძლება პანიკაში ჩავარდნილიყვნენ და შიშისგან სული გაეცხოთ ყოველთვის შესაშურ სიმშვიდეს ვინარჩუნებდი ხოლმე, ამის გამო უგრძნობს და უგულოსაც კი მეძახდნენ ლიკუნა და მაკა, თუმცა სინამდვილეში არავინ იცოდა რად მიჯდებოდა ეს ყალბი უდარდელობა.
- ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან? -საცოდავად ამოვიკნავლე და მოსალოდნელი უსიამოვნო პასუხის მოლოდინში სუნთქვა შემეკრა.
- მეგონა ამას აღარასოდეს მკითხავდი, -სავარძლიდან წამოდგა, საწოლს მოუახლოვდა ჩამოჯდა და მარჯვენა ხელი მოურიდებლად მომიჭირა მოშიშვლებულ ფეხზე
- რას აკეთებ? -უმწეოდ გავფართხალდი მაგრამ სულ ტყუილად ჯაჭვები სულ მცირედი მოძრაობის საშუალებას მაძლევდნენ მხოლოდ.
- დამშვიდი, ტყუილად მიწევ წინააღმდეგობას, სულ ერთია რაც არ უნდა გააკეთო, მაინც მივიღებ იმას რაზეც უკვე დიდი ხანია ვოცნებობ, ჩემი გახდები, სამუდამოდ ჩემი, შეგიძლია იყვირო, იკივლო, რაც გინდა ის გააკეთო, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, იცი რამდენი ხანია გითვალთვალებ? ერთი სული მაქვს როდის გაგლოკავ თავიდან ბოლომდე, ახლა გაგაშიშვლებ და ისე მაგრად რომ მთელი ცხოვრება გემახსოვრება,
-აღგზნებული საუბრობდა და საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი სურვილები, კაბა ნელ-ნელა ამიცურა ზემოთ და შავი, მაქმანებიანი საცვალი გამომიჩინა, არც ეს საცვალი იყო ჩემი, ალბათ ესეც თვითონ ჩამაცვა...
- შემომხედე, თვალებში მიყურე, -ავისმომასწავებლად დაიღრინა და მაიძულა მისი ავადმყოფური ჟინით ანთებული თვალებისთვის მზერა გამესწორებინა, ერთმანეთზე დაშორებული ბაგეებით ღრმად სუნთქავდა, მისი თითები კი უკვე ჩემი საცვლის შიგნით დაცოცავდნენ, ენაჩავარდნილი, ზურგით საწოლს მიყრდნობილი გაუნძრევლად ვიჯექი და არ ვიცი შიშისგან თუ მღელვარებისგან მთელი სხეულით ვცახცახებდი.
- მოგწონს არა როგორც გეფერები? -ვნებამორეულმა ჩაიჩურჩულა და მეორე ხელი თითქმის ჭიპამდე ჩახსნილ გულისპირში შემიცურა, აშკარად არასწორად გაიგო ჩემი სხეულის თრთოლვა, ჩემი შიშველი მკერდი ხელში მოიქცია და მტკივნეულად მომიჭირა.
- ძალიან გთხოვ შემეშვი, რა გინდა ჩემგან, ვინ ჯანდაბა ხარ, რა დაგიშავე? -უცრემლოდ ამოვიტირე და კიდევ ერთხელ მთელი ძალით დავქაჩე ჯაჭვებს, მაჯები გადამეყვლიფა და საშინლად ამეწვა, ის ჩემს ფერებას არ წყვეტდა, ხელებს უმისამართოდ დაასრიალებდა ჩემს სხეულზე, მისმა გრძელმა თითებმა უბოდიშოდ რომ შეაღწია ჩემს ვაგინაში და დატრიალდა ვეღარ გავუძელი, თვალები დავხუჭე და ხმამაღლა ამოვიკვნესე, თვითონაც კმაყოფილმა დაიგმინა, ნიკაპში ხელი ჩამავლო, თავი დამიჭირა და ტუჩებზე დამაცხრა, მომთხოვნად მკოცნიდა, მაიძულა პირი გამეღო რომ ენა შემოესრიალებინა, ნახევრად დახუჭული თვალებიდან დავინახე როგორ ჩაიხსნა შარვალზე ელვა შესაკრავი და დაბინდულ ტვინში დაგვიანებით მაგრამ მაინც ამენთო უზარმაზარი, წითლად მობრდღვიალე ნათურა, მთელი ძალით ვუკბინე ტუჩზე.
- არ მომეკარო მანიაკო, არ გაბედო ჩემთან მოკარება, -მთელი ხმით ვიკივლე როგორც კი მომშორდა, ერთხანს გაცოფებული მიცქერდა მერე ცერა თითით სისხლი მოიწმინდა, დახედა, გიჟივით გადაიხარხარა და როცა მეგონა რომ ყველაფერმა ამით ჩაიარა ისე შემომცხო სახეში რომ თვალებიდან ნაპერწკლები გადმოვყარე, ვიგრძენი როგორ ვკარგავდი გონებას, ბოლო რაც დავინახე მისი შეშლილი მზერა იყო, რომ გამოვფხიზლდი, ხელფეხი გახსნილი მქონდა, ის საწოლზე იჯდა მე კი მის მუხლებზე მედო თავი, მაჯები შეხვეული მქონდა და ლოყაზე რომელიც საშინლად მეწვოდა ყინულით სავსე პატარა ტომსიკა მედო, თმაზე მეფერებოდა და თავისთვის ბურტყუნებდა რაღაცას გაუგებრად, წამოდგომა ვცადე მაგრამ მაიძულა ისევ მის მუხლებზე დამედო თავი.
- მაპატიე რომ გაგარტყი, არ მინდოდა მაგრამ შენ მაიძულე, მე მხოლოდ მინდოდა რომ მოგფერებოდი და შენთვის სიამოვნება მომენიჭებინა... შენ კი... შენ ცუდი გოგოსავით იქცევი თუმცა ვიცი რომ ყველაფერი შეიცვლება და მალე ერთი ოჯახი გავხდებით, მე შენ და ჩვენი პატარა რომელიც სულ მალე დაიბადება...
ოჰო ესღა მაკლდა, შორეული მომავლის გეგმებიც კი ჰქონდა დაწყობილი, უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ მასთან საუბარს აზრი არ ჰქონდა თუმცა მაინც უნდა მეცადა.
- შენ მოძალადე ხარ, მომიტაცე და ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ აქ გამომკეტე, გთხოვ გამიშვი,
-შევაწყვეტინე და მორიგი ნერვიული აფეთქების მოლოდინში მოვიკუნტე თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა, ისე გულიანად გაიცინა თითქოს რაღაც სასაცილო მეთქვას, გიჟი იყო, ნამდვილი გიჟი...
- ვიცი რომ ჩემზე გიჟდები, ვიცი რომ შენც ისე გიყვარვარ და გინდივარ როგორც მე მინდიხარ, წინააღმდეგობას აზრი არ აქვს, ტყუილად ინაზები, რაც არ უნდა გააკეთო მაინც ჩემი გახდები, აქ იმდენ ხანს დარჩები სანამ მაგ თავში არ შეუშვებ რომ ჩემი ხარ და ვერსად გამექცევი, სანამ საკუთარ თავს ჩემს სიყვარულში არ გამოუტყდები, აი ნახავ როცა სექსი გვექნება მიხვდები რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ჩვენი ბედი იქ გადაწყდა, ზეცაში, -ისეთი ხმით მელაპარაკებოდა ისე იყო იმ ყველაფერში დარწმუნებული რასაც ამბობდა რომ ლამის იყო მეც დამაჯერა, თავი მის მუხლებზე მედო, ვუსმენდი და გამწარებული ვფიქრობდი რისი გაკეთება შემეძლო მისგან თავის დასაღწევად, ყველაფერი უნდა გამეკეთებინა იმისთვის რომ კიდევ არ დავები, დანარჩენს გზადაგზა მოვიფიქრებდი.
- აბა გავაგრძელოთ დაწყებული? იმედია დღეს ჩვენი შვილი ჩაისახება, -ჩამჩურჩულა და წამოჯდომაში დამეხმარა, დაფეთებული მივაშტერდი, ისევ ისეთი ალალი ღიმილით მიღიმოდა როგორც იქ ბარში, აი სწორედ ამ ღიმილით შემაცდინა, ჯანდაბა, როგორ შეიძლება გიჟი, შეშლილი, აშკარად სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მანიაკი ასეთი სიმპათიური იყოს, საწოლიდან წამოდგა და გახდა დაიწყო, ნელ-ნელა შეიხსნა პერანგის ღილები, გაიძრო და დაკუნთული სხეული გამოამზეურა, მერე შარვალი გაიხადა, საცვლისკენ რომ გაცურდნენ მისი თითები მარცხენა მხარეს ზუსტად იქ სადაც წესით გული უნდა მქონოდა საშინელი წვა ვიგრძენი, ხოლო როცა მთლიანად შიშველი, უზარმაზარი ერეგირებული ასოთი წარსდგა ჩემს წინაშე, ჩემმა გულმა რომლის არსებობა აქამდე არც კი მახსოვდა ამდენ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო, ტკივილმა სახე დამიმანჭა, ხელი მკერდზე ვიტაცე და სუნთქვაშეკრული გულაღმა გადავვარდი საწოლზე.
- ინა რა გჭირს, როგორ ხარ, ჯანდაბა სულ მთლად გალურჯდი... რა უნდა გავაკეთო... -ნაწყვეტ ნაწყვეტად მესმოდა მისი შეშფოთებული ხმა და მიუხედავად თითქმის აუტანელი ტკივილისა მშვენიერი რაღაც მოვიფიქრე მისგან თავის დასაღწევად.
- გული... გულით ავადმყოფი ვარ, წამალი მჭირდება, -ძლივსგასაგონად ამოვილუღლუღე, -წამალი უნდა მომიტანო თორემ ასე მოვკვდები...
- რა წამალი, რა მოგიტანო? -ოთახში უთავბოლოდ დარბოდა შიშველი ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა, აშკარად მნიშვნელოვანი იყო მისთვის რომ ცოცხალი და უვნებელი ვყოფილიყავი, იქამდე მაინც სანამ საწადელს არ აისრულებდა, გონება დავძაბე და გამახსენდა ჩემს კორპუსში მესამე სართულზე მცხოვრები გულით ავადმყოფი ნათელა ბებო რომელმაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამაგზავნა აფთიაქში წამლებზე...
დასახელება ვუთხარი და თან ვლოცულობდი რომ გულის წამალი აღმოჩენილიყო და არა კუჭის აშლილობის, ორიოდე წუთში ჩაიცვა და ისე გავარდა ბინიდან რომ არც ჩემი დაბმა გახსენებია და არც საძინებლის კარის დაკეტვა.
რამდენიმე წუთი გაუნძრევლად ვიწექი და ვცდილობდი დავმშვიდებულიყავი, ჩემი გულისტკივილი ისედაც სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა უბრალოდ მოძალადეს თავს ვაჩვენებდი რომ უფრო მეტად შეშინებოდა, როცა კი მივხვდი რომ არაფერი მჭირდა თამამად წამოვდექი, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი მისაღებში და შემოსასვლელ კარს დავეჯაჯგურე რომელიც რათქმაუნდა ჩაკეტილი აღმოჩნდა, სათითაოდ დავუარე ფანჯრებს და ვერცერთის გაღება რომ ვერ მოვახერხე სასოწარკვეთილი ჩავიკეცე, ის იყო ყველაფერზე ხელი უნდა ჩამექნია რომ ჟურნალების მაგიდაზე მიგდებული ტელეფონი შევამჩნიე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როცა ჩავრთე და ვნახე რომ მუშაობდა, 112 ავკრიფე და მერეღა დავფიქრდი რა უნდა მეთქვა როგორ უნდა ამეხსნა მათთვის სად ვიყავი, საძინებლის უზარმაზარ ფანჯარასთან მივვარდი და ფარდა გადავწიე, ჩემდა ბედად საკმაოდ ცნობილი შენობის და ძეგლის მეშვეობით ჩემი ადგილმდებარეობის მითითება არ გამჭირვებია და იმასაც ადვილად მივხვდი რომ მეორე სართულზე ვიყავი, გატაცების შესახებ შევატყობინე და პოლიცია გამოვიძახე, საძინებლის ფანჯრიდან დავინახე როგორ გამოვიდა ზუსტად ბინის მოპირდაპირე მხარეს მდებარე აფთიაქიდან ჩემი სიმპათიური გამტაცებელ-მანიაკი ხელში სავარაუდოდ წამლებით სავსე პაკეტით და სწრაფი ნაბიჯით წამოვიდა შენობისკენ, ახლა კი შევატყვე როგორ ნელ-ნელა მიპყრობდა პანიკა, რა ვქნა ისე მოვიქცე ვითომ აქაც არაფერი და დაველოდო როდის მოვა პოლიცია თუ კარი ჩავხერგო არ შემოვუშვა და ისე დაველოდო? სულ რამდენიმე წამი დამჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად როცა გამახსენდა ერთი თვის წინ როგორ მოვიდა პატრული ორმოცდახუთი წუთის შემდეგ როცა ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოვიძახეთ, როცა როგორც იქნა მოვიდნენ, თამაზიც გაკოჭილი გვყავდა უკვე მეზობლებს და ლელაც შეხვეულ-შებინტული.
შიში ოხერიაო ტყუილად არ ამბობენ თურმე, ზუსტად ორი წუთის შემდეგ შემოსასვლელ კარს რომ შევხედე მართლა გულწრფელად გამიკვირდა რომ ეს ყველაფერი მე გავაკეთე, ფეხსაცმელების კარადით და ორი სავარძლით ისე საგულდაგულოდ მქონდა იქაურობა ჩახერგილი ის ხომ ვერ შემოვიდოდა და ნეტავ მე როგორ ვაპირებდი აქედან გასვლას, ის იყო ბარიკადის წინ ფეხმორთხმით ჩავჯექი იატაკზე რომ გასაღების ჩხაკუნის ხმაც მომესმა და ერთიანად დამეჭიმა სხეული...
- რა ხდება ამის დედას შე....ი -ხმამაღლა შეიგინა და მთელი ძალით მოაწვა კარს, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე რომ პასუხი გამეცა.
- ტყუილად არ სცადო შემოსვლა, კარი ჩავხერგე და პატრულიც გამოვიძახე, იცოდე ჩემი გატაცებისთვის გიჩივლებ და ციხეში მოგიწევს წასვლა.
- ეს რატომ გააკეთე ინა? -ისეთი ტკივილით სავსე ხმით მკითხა რომ ცოტ არ იყოს და შემეცოდა,
-ნუთუ შენთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, გთხოვ გააუქმე გამოძახება და გააღე კარი, გთხოვ...
სხვა მის ადგილზე როცა გაიგებდა რომ პოლიცია უკვე გზაში იყო უკანმოუხედავად გაიქცეოდა ის კი ჯერ კიდევ კართან იდგა და მემუდარებოდა გამეღო მე კი ლამის იყო ცრემლები წამომსვლოდა ისე მეცოდებოდა, ჯანდაბა, მარტო ის კი არა მეც არანორმალური ვიყავი, გული გულს ცნობსო ხომ გაგიგიათ, ალბათ იგრძნო რომ მეც ვერ მქონდა თავში ყველაფერი რიგზე და ამიტომ მომიტაცა...
ტელეფონის ზარმა შემაწყვეტინა ჩემს შავბნელ ფიქრებთან ჩაღრმავება, ჩურჩულით შევატყობინე ტკბილხმიან ოფიცერს რომ ბინაში ვიყავი ჩაკეტილი და მოძალადე კართან იდგა, რამდენიმე წუთის შემდეგ ხმაური მომესმა, მივაყურადე თუმცა იმდენად ხმადაბლა საუბრობდნენ რომ ვერაფერი გავიგე.
- ქალბატონო შეგიძლიათ კარი გააღოთ? -მომესმა უკვე ნაცნობი ხმა და შვებით ამოვისუნთქე, თუმცა მაინც დაეჭვებულმა ვკითხე.
- დარწმუნებული ხართ რომ საფრთხე არ მემუქრება? ის მანიაკი ცოტა ხნის წინ კართან იდგა.
- გააღეთ კარი პირობას გაძლევთ, არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, -ცოტა არ იყოს დაღლილი და მობეზრებული ხმით მიპასუხა, მეც აღარ დამიყოვნებია გაჭირვებით გავათრიე გვერდზე სავარძლები და ფეხსაცმლის კარადა, კარი რომ გავაღე და ჩემს წინ ორ პუტკუნა პოლიციელთან ერთად მდგარ ყურებამდე გაღიმებულ მანიაკს მოვკარი თვალი მუხლი მომეკვეთა, მისი სწრაფი რეაქცია რომ არა იქვე ჩავიკეცებოდი, წამში გაჩნდა ჩემთან წელზე ხელი მომხვია და გულზე ამიკრა, ენა ჩამივარდა როცა პოლიციელებს შევხედე რომლებიც მორცხვად იღიმოდნენ და დანანებით აქნევდნენ თავებს.
- რა ჯანდაბა ხდება? ეს მე გამოვიძახე პოლიცია, ეს კაცი მანიაკია, მოძალადეა, მან მე მომიტაცა და ძალით ვყავარ აქ გამოკეტილი, -ძლივს ამოვიხრიალე და გაცოფებულმა შევხედე პოლიციელებს.
- ხომ გითხარით, ხედავთ არა რა დღეშიც არის? დღეს ჩემს მეუღლეს წამლის დალევა დაავიწყდა და ისევ აურია, ბოდიშს გიხდით რომ ტყუილად შეგაწუხეთ, მადლობა რომ ასე ოპერატიულად მოხვედით, -ისე საუბრობდა მის სიმართლეში ეჭვს ვერ შეიტანდი, გიჟად გამომიყვანა და როცა შემოსასვლელში ზუსტად ჩემს პირდაპირ კედელზე დამაგრებულ უზარმაზარ სარკეში მოვკარი თვალი ჩემს თავს აღარ გამკვირვებია თუ რატომ სჯეროდათ პოლიციელებს მისი და არა ჩემი, ფეხშიშველი ვიყავი, თმაგაწეწილი, თვალებჩაშავებული და ამ დილაუთენია, წითელი სექსუალური საღამოს კაბა მეცვა, მათთვის რამის ახსნას აზრი არ ჰქონდა, ახლა მე მათ თვალში შეშლილი ქალი ვიყავი მანიაკი კი უბედური ერთგული მეუღლე რომელიც იტანჯება, მაგრამ მაინც უვლის შეშლილ ცოლს, რაღაც უნდა მომეფიქრებინა, აქედან უნდა გამეღწია, ირგვლივ მიმოვიხედე, თვალში ფეხსაცმლის კარადაზე მიგდებული ვაზის ნამსხვრევები მომხვდა რომელიც ბარიკადის გაკეთებისას გამიტყდა, მთელი ძალით ვკარი ხელი მოძალადეს, მოულოდნელობის ეფექტმა გაამართლა და წამით ხელი გამიშვა, მინის ნამსხვრევს ხელი დავავლე და...
გგონიათ ვენები გადავიჭერი? არა, მე უფრო ჭკვიანური რამ მოვიფიქრე, ახლა საავადმყოფოში მოხვედრა ნამდვილად არ მაწყობდა ასე რომ ბასრპირიანი მინა მთელი ძალით დავუსვი ხელზე ჩემთან შედარებით ახლოს მდგომ პოლიციელს, ისეთმა განწირულმა იყვირა რომ მაშინვე ვინანე ჩემი საქციელი, სისხლი ღვარად წამოუვიდა ხელიდან, უკვე ცოტა ხანში პატრულის მანქანიდან ნიშნისმოგებით შევყურებდი გაფითრებულ მანიაკს რომელიც პოლიციელებს არწმუნებდათ რომ საკუთარი მანქანით გაყვებოდათ უკან და თხოვდათ რომ ფრთხილად და ნაზად მომქცეოდნენ, განყოფილებაში რომ შემიყვანეს, ყველა ფეხზე რომ ადგა და პირდაღებულები რომ ვერ ახერხებდნენ ჩემთვის თვალის მოშორებას მაშინღა დავფიქრდი იმაზე მართლაც რა საშინლად გამოვიყურებოდი, თუმცა არაფერი შევიმჩნიე, წელში გავიმართე, თავი ამაყად ავწიე და შიშველი ფეხების ტყაპატყუპით წავედი მითითებული ოთახისკენ.
- აქ იჯექი და არ გაინძრე, თავად უფროსი გამომძიებელი დაგკითხავს, -ჩაიღრინა ჩემს მიერ დაჭრილის მეწყვილემ და სავარძელზე მიმითითა, უხმოდ ჩავჯექი სავარძელში და შვებით ამოვისუნთქე, რაც მთავარია აღარაფერი მემუქრებოდა, იმედი მქონდა რომ როცა ყველაფერი გაირკვეოდა იმ პუტკუნა გულუბრყვილო პატრულის დაჭრასაც მაპატიებდნენ, ოთახი მოვათვალიერე, ჩემს წინ მდგარ მაგიდაზე განთავსებულ აბრაზე მკვეთრი ასოებით ეწერა გამომძიებლის სახელი და გვარი, ვასილ მაღლაფერიძე...
- აბა დღეს როგორ გიკითხოთ? -ბოხმა სასიამოვნო ხმამ ელექრტოდენივით გაიარა სხეულში და ადგილზე მიმალურსმა, ხოლო როცა მაგიდასთან მდგარ ტყავის სავარძელში მაღალი მოხდენილი სხეული ჩაეშვა, თავი ასწია და მწვანე თვალები შემომანათა ემოციები ვეღარ შევიკავე და უკონტროლო ნერვიული სიცილი ამიტყდა...


- - - - - - - - - - - - - - - - - -


- უკეთ ხარ? -თბილი მზრუნველი ხმით მკითხა, ხელში წყლით სავსე ჭიქა მომაჩეჩა, ჩემს წინ ჩაიმუხლა, გამიღიმა და ფრთხილად, ძალიან ფრთხილად მომწმინდა კაცმა არ იცის სიცილისგან თუ ტირილისგან ღაწვებზე ჩამოღვრილი ცრემლები, სახეზე ხელები ავიფარე და ამოვიოხრე, გავიგონე როგორ ამოიოხრა მანაც, წამოდგა და ისევ თავის სავარძელს დაუბრუნდა.
- შეგიძლია მომიყვე რა მოხდა? -მისი თბილი ტონი არ შეცვლილა, თვალი გავუსწორე, რაღაცნაირად უცნაურად მიყურებდა, თვალები სხვადასხვა გრძნობების ნაზავით ჰქონდა სავსე, ცნობისმოყვარეობა, გაურკვევლობა, თანაგრძნობა და ოღონდაც ეს არა...
- გეცოდები? -წამომცდა უნებურად და გამეღიმა როცა დავინახე როგორ აწია მარცხენა წარბი.
- სახალისოდ გაქვს საქმე? -შემომიბრუნა კითხვა და მაგიდაზე ნერვიულად აათამაშა გრძელი თითები.
- რა მეტყობა ახლა მე ხალისის, -ხელები გავშალე და გულიანად გამეცინა.
- მართლა ყველაფერი რიგზე გაქვს? -ისე მკითხა რომ მივხვდი ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი ეპარებოდა თუმცა არ მწყენია მე თვითონ მეპარებოდა ეჭვი და მასაც რომ შეპარვოდა დიდი ამბავი.
- უცნაური ვინმე ხარ, -ფეხი ფეხზე გადავიდე კომფორტულად მოვეწყვე და სალაპარაკოდ მოვემზადე.
- რას გულისხმობ? -ვატყობდი ძლივს იკავებდა ღიმილს და დიდ ძალისხმევად უჯდებოდა სერიოზული სახის შენარჩუნება.
- წესით ახლა არ უნდა დამკითხო?
წამოიწია, მაგიდას ხელებით დაეყრდო, ერთხანს თვალმოუშორებლად მიყურებდა და უხმოდ იკვნეტდა ტუჩს, მერე თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღოო ისევ იგივე პოზიციას დაუბრუნდა.
- ვიფიქრე დამშვიდებისთვის და გონების მოკრებისთვის დროს მოგცემდი, ბოლოს და ბოლოს კარის მეზობლები ვართ, მაგრამ თუ სიკეთეს ვერ ხვდები მიდი დაიწყე და თავიდან ბოლომდე მომიყევი რა მოხდა.
- ჯერ ტელეფონი მათხოვე რომ მეგობრებს დავურეკო, -ხელი გავუწოდე მანაც მაშინვე გამომიწოდა, ასეც ვიცოდი, ლიკუნა და მაკა ერთად იყვნენ და უკვე რამდენჯერმე გამოტირებულიც ვყავდი ორივეს, თვალებმოჭუტული ვისმენდი ჯერ სიხარულის გამომხატველ ლუღლუღს და მერე მუქარას რომ მათი ასე შეშინებისთვის დამახრჩობდნენ და გამანადგურებდნენ, როგორც იქნა ორივე დავამშვიდე და დავპირდი რომ ცოტა ხანში ისევ დავურეკავდი, მერე კი ტელეფონი გადავდე და ისევ გავჩუმდი.
- დაიწყებ თუ არა ბოლოს და ბოლოს, -აშკარად ვატყობდი რომ მოთმინება ელეოდა.
- ასე უბრალოდ დავიწყო და მოგიყვე?
- აბა როგორ უნდა მომიყვე? დამსწრეები გჭირდება რომლებიც შენი ყოველი წინადადების შემდეგ ტაშს დაუკრავენ? -ისეთი ცინიკური იყო ცოტა არ იყოს და გავბრაზდი, მართალია ჩემი კარის მეზობელი იყო და თანაც ძალიან სიმპათიური მაგრამ ახლა პოლიციის განყოფილებაში ვიყავით სადაც მე მსხვერპლი ვიყავი ის კი გამომძიებელი და არანაირი უფლება არ ჰქონდა ასე მომქცეოდა, მგონი ძალიან დიდხანს ვფიქრობდი მის ირონიულ ტონზე, როცა მიხვდა რომ ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, ისევ ტკბილი ენით სცადა ხვრელიდან გველის ამოყვანა.
- ვიცი რასაც გულისხმობ, ყველაფერს ოფიციალურ სახეს მივცემთ უბრალოდ ახლა მინდა რომ ყველაფერი დაწვრილებით მომიყვე რათა სიტუაციაში გავერკვე და შენი დახმარება შევძლო.
- ესე იგი იმის გამო რომ პოლიციელი დავჭერი ჩემს გაციმბირებას არ აპირებ? -დაეჭვებულმა ვკითხე, ჩაეღიმა და აციმციმებული მწვანე თვალები შემომანათა.
- სანამ აქ შემოვიდოდი ის ოფიცრები გამოვკითხე და აშკარაა რომ შეცდომა დაუშვეს, ვინ ვინ და მე მაინც მშვენივრად ვიცი რომ არც გათხოვილი ხარ და არც ფსიქიკურად დაავადებული, ასე უბრალოდ არაფრად ჩააგდეს შენი სიტყვები და მხოლოდ იმ მოძალადის სიტყვებზე დაყრდნობით ცალსახად გადაწყვიტეს რომ ის ამბობდა მართალს და მასთან გტოვებდნენ, ისინი უფრო იმსახურებენ სასჯელს ვიდრე შენ, ჭკვიანურად მოიქეცი და იმ სიტუაციიდან გამომდინარე რა სიტუაციაშიც იყავი ის რაც გააკეთე იმ მომენტისთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო...
პირდაღებული ვუსმენდი, იმდენად დაუჯერებლად მეჩვენებოდა ის რომ ასე კარგად ესმოდა ყველაფერი ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი, ვინ იფიქრებდა რომ ჩემს მეზობელ ვასიკოს როდესმე ისე შევხედავდი როგორც ზეციდან სპეციალურად ჩემთვის ჩამოსულ ღმერთს, ერთი წუთითაც კი აღარ მიყოყმანია, ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, როგორ ვიგრძენი რომ გვითვალთვალებდა როგორ მივედი მასთან სალაპარაკოდ ბართან, როგორ გამეღვიძა მის საძინებელში ბორკილებით დაბმულს, ყურადღებით მისმენდა და ცდილობდა ემოციები არ შეტყობოდა თუმცა არ გამომპარვია, მისი მაგრად შეკრული მუშტები და დაჭიმული სხეული, მაინც ვაგრძელებდი მოყოლას და მხოლოდ მაშინ შევჩერდი როცა დავინახე როგორ გაუფართოვდა გაოცებისგან თვალები, ოჰ შენი, არც კი დავფიქრებულვარ ისე გადავედი გახდის ეპიზოდზე, პირდაღებული მიყურებდა და თვალებს საყვარლად ახამხამებდა...
- მომესმა თუ რამდენიმე წამის წინ მართლა მითხარი რომ გამტაცებელს უზარმაზარი ჰქონდა,
-ჩახლეჩილი ხმით მკითხა.
- მგონი არ მოგესმა, -საცოდავად ამოვიკნავლე და სირცხვილისგან გახურებულ და დიდი ალბათობით გვარიანად აწითლებულ ლოყებზე ავიფარე ხელები, ესღა მაკლდა ალბათ რა საძაგლობას აღარ იფიქრებს ჩემზე, თუმცა რატომ უნდა იფიქროს? ან რატომ არ უნდა იფიქროს...
- რასთან შედარებით უზარმაზარი? -მომესმა და იმდენად გავოცდი რომ კიდევ ერთი დაუფიქრებელი პასუხი გავეცი.
- რასთან და სხვა პენისებთან შედარებით, -პირზე ხელი ავიფარე მაგრამ უკვე გვიან იყო, ხომ გაგიგიათ, სიტყვა რომ გაფრენილი ტყვიასავით არის, უკან ვეღარ დააბრუნებ, მოჭუტული თვალებით შევხედე, ჩემდა გასაკვირად იღიმოდა...
- პოლნოებს უყურებ ხოლმე პატალავ? -ენის მოჩლექით, მოგუდული ხმით მითხრა და სიცილი აუტყდა, ისე გულიანად იცინოდა მეც ვერ შევიკავე ღიმილი, ბოლოს როგორც იქნა დაწყნარდა და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
- მაპატიე მაგრამ სასაცილო იყო და რა მექნა, -ხელები გაშალა და ისე საყვარლად შემომხედა რომ გაბრაზებული რომ ვყოფილიყავი მაშინვე გადამივლიდა გაბრაზება.
- ჯობია საქმეს მივხედოთ, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ მოძალადე გაიქცა და ჯერჯერობით არავინ არ იცის სად არის...
- აბა იმ პუტკუნას რა ეგონა რომ მართლა მანქანით გამოგვყვებოდა უკან? -ახლა უკვე ნამდვილად გაბრაზებულმა შევაწყვეტინე.
- რა დიდ გულზე ხარ, ბოლოს და ბოლოს პოლიციელი დაჭერი, -არც ის ჩამომრჩა და სიტყვის განსამტკიცებლად ხელიც კი დაარტყა მაგიდაზე.
- მერე ვისი ბრალი იყო თუ დავჭერი? საიდან მოგყავთ ეს პოლიციელები? გაგებაში არ არიან საკუთარი საქმის, კაცმა ერთი უთხრათ რომ ჩემი გიჟი ცოლიაო და მაშინვე დაუჯერეს, თავში აზრად არ მოსვლიათ მისი სიტყვების გადამოწმება, კაცური სოლიდარობა გამოუცხადეს, ასე უბრალოდ მანიაკის ხელში მტოვებდნენ რომელიც კაცმა არ იცის რას მიპირებდა
- მგონი უკვე ვიცით რასაც გიპირებდა, -შემაწყვეტინა და ახლა მე დავსცხე ხელი მაგიდაზე, -შენ რა დამცინი? საერთოდ რანაირი გამომძიებელი ხარ, ზიხარ აქ და უცნაურ შეკითხვებს მისვამ, ეგღა მაკლია იმ პოლიციელის დაჭრაში დამადანაშაულოთ როცა თვითონ არის დამნაშავე მე მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენას ვცდილობდი რადგან ისინი თავის მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებენ...
- დამშვიდდი? -მკითხა უკვე მაშინ როცა ლაპარაკი შევწყვიტე და სუნთქვააჩქარებული მივეყრდენი სავარძლის საზურგეს, შევხედე, დაჟინებით მიყურებდა და არ ვიცი მომეჩვენა თუ არა მაგრამ თვალებში ისეთი ეშმაკური ნაპერწკლები უციმციმებდა აშკარად რაღაც უცნაურს გეგმავდა.
- მოდი ახლა აგიხსნი რისი გაკეთება შეგვიძლია, რაკი მოძალადე გარეთ თავისუფლად დადის და იქიდან გამომდინარე რაც გითხრა ირკვევა რომ დიდი ხანია გითვალთვალებს, დიდი ალბათობით შენი საცხოვრებელი ადგილიც ეცოდინება, ასე რომ სახლში ვეღარ დაბრუნდები.
- დაცვის პროგრამა, -წამოვიძახე რატომღაც გამხიარულებულმა და გამეღიმა.
- რა დაცვის პროგრამა? -ისე შემომხედა აშკარად ვერ მიხვდა რა ვუთხარი, ეს მართლაც რანაირი გამომძიებელი იყო თუ დაცვის პროგრამაზე არ ჰქონდა წარმოდგენა.
- რა დაცვის პროგრამა და ის ფილმებში რომ არის, დანაშაულის მოწმეს სახელს, გვარს, გარეგნობას უცვლიან და მერე სხვა შტატში ან სხვა ქვეყანაში მალავენ, თუმცა რა მიხარია, უცბად დამავიწყდა საქართველოში რომ ვარ, თქვენ დიდი დიდი ხაშურამდე ჩამიყვანოთ, ქერად თმაშეღებილი, ვიღაც ლამზირია ლაბაძის სახელით და გვარით, -თავი გადავაქნიე და ამოვიოხრე, არადა რა სახალისო იქნებოდა...
- ქერა თმა არ მოგიხდება, -გამომიცხადა ბატონმა ვასიკომ სრულიად სერიოზულად და ისეთი მზერა ამატარა სხეულზე რომ უცბად დამცხა და უხერხულად ავწრიალდი ახლაღა დავფიქრდი იმაზე რომ ჩვენი საუბარი თანდათან გამომძიებლის და დაზარალებულის საუბარს სცდებოდა და უფრო და უფრო ემსგავსებოდა, ერთმანეთზე გაბრაზებული შეყვარებულების საუბარს, ის იყო ამ ყველაფრის გაპროტესტება დავაპირე რომ კარი დაუკაკუნებლად გაიღო და ვიღაც შემოვიდა, ოდნავ შევტრიალდი რომ დამენახა ვინ იყო, კარში მაღალი, გამხდარი, ოდნავ თმაშევერცხლილი ორმოცდახუთიოდე წლის მამაკაცი იდგა და გაოცებულ მზერას არ მაშორებდა.
- აქ რა ხდება ვასო? -იკითხა და მისკენ წავიდა, ვასიკოს სახე შეეცვალა, მომეჩვენა თითქოს ახლად შემოსულს რაღაცას ანიშნებდა, ფეხზე წამოიჭრა და მის წინ აისვეტა.
- ორი წუთით გარეთ გამოდი ნოდარ შენთან საქმე მაქვს, -თითქმის მუდარით მიმართა მამაკაცს რომელმაც შუბლი შეჭმუხნა და ცალი წარბი ასწია თუმცა ისე გაყვა არაფერი უთქვამს, რამდენიმე წუთში დაბრუნდნენ უკან, იმ სავარძელში რომელშიც აქამდე ვასიკო იჯდა ახლა ბატონ ნოდარად წოდებული მამაკაცი ჩაეშვა, ვასიკომ კი ჩემს წინ ჩაიმუხლა და ჩემი თითები ხელში მოიქცია.
- ინა მე აუცილებელი საქმე გამომიჩნდა, შენს ჩვენებას ბატონი ნოდარი ჩაიწერს და ყველაფერს გააკეთებს რაც საჭიროა იმისთვის რომ შენი გამტაცებელი დააკავონ, დაახლოებით ნახევარ საათში მოვრჩები ჩემს საქმეს და დავბრუნდები, სახლში მე წაგიყვან.
- სახლში? აკი დაცვის პროგრამაო? -საცოდავად ამოვიკრუსუნე, იმის წარმოდგენაზეც კი ცუდად გავხდი რომ შეიძლებოდა ისევ იმ მანიაკის ხელში აღმოვჩენილიყავი.
- მერე ვინ გითხრა რომ შენს სახლში მიმყავხარ? -გაეღიმა და ბატონ ნოდარს გადახედა, რომელმაც როგორც იქნა ინება ხმის ამოღება.
- დღეიდან ჩვენი მთავარი გამომძიებელი იზრუნებს თქვენს უსაფრთხოებაზე, ახლა კი ვასო მარტო დაგვტოვეთ რომ დაზარალებულს ჩვენება ჩამოვართვა, ხელი მობეზრებულმა აიქნია და ვასიკოსაც აღარაფერი უთქვამს წამოდგა და უხმაუროდ გაიხურა კარი, ვუყურებდი ბატონ ნოდარს და რაღაცნაირად კმაყოფილიც კი ვიყავი რომ ვასიკოს მაგივრად ის იჯდა ჩემს წინ, მართლაც ყველაფერმა ისე ჩაიარა როგორც უნდა ჩაევლო, ჩვენებას ხელი მოვაწერე, რათქმაუნდა პოლიციელის დაჭრაშიც არავის დავუდანაშაულებივარ, დაკითხვა დაახლოებით ორმოცი წუთი გაგრძელდა, ყველაფერი მორჩა და კაბინეტის კარი გავაღე თუ არა ნაცნობ მწვანე თვალებს შევეჩეხე.
- რაღაცეები მოგიტანე, -ხელში ღიმილით შეათამაშა ქაღალდის პაკეტი.
- რა საჭირო იყო? -მოვიღუშე.
- საჭირო იყო, -ჩაილაპარაკა და პაკეტიდან თხელი კაპიუშონიანი მოსაცმელი და დაბალძირიანი სპორტული ფეხსაცმელი ამოიღო, ჩემი პროტესტის მიუხედავად იქვე ჩამაცვა თავისი ხელით, მერე ხელი ჩამკიდა და არაფრის თქმა არ დამაცადა ისე გამიყვანა განყოფილებიდან, ავტომობილის კარი გამიღო და ჩაჯდომაში დამეხმარა, როცა თვითონაც ჩემს გვერდით მოთავსდა მომიტრიალდა და ასე უბრალოდ მკითხა...
- მენდობი?
- გენდობი, -ისე ვუპასუხე რომ არც კი დავფიქრებულვარ და ჩემი პასუხი ნამდვილად არ იყო ტყუილი, დავინახე როგორ გაუნათა სახე თბილმა ღიმილმა.
- მიხარია რომ ასეა, დღეიდან სანამ იმ მოძალადეს არ დაიჭერენ შენს უსაფრთხოებაზე მე ვიზრუნებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ უსაფრთხოდ იყო.
- სად მივდივართ? იქნებ სანამ სადმე წავიდოდით სახლში შემეარა რომ ნივთები ამეღო, -ჩავილაპარაკე, დავამთქნარე და თვალები დავხუჭე.
- გეძინება არა? -ხმაზე შევატყვე როგორ საყვარლად იღიმოდა, -ეცადე დაიძინო და დაისვენო, ყველაფერს მე მივხედავ შენ ხომ მითხარი რომ მენდობი, მართლაც შეგიძლია მენდო და ყველაფერში გქონდეს ჩემი იმედი...
მისი მონოტონური თბილი და ტკბილი ხმა ნელ-ნელა მაბრუებდა და ძილის საუფლოსკენ მიმიძღოდა, ალბათ ვერასდროს ვისწავლი ჭკუას, ვასიკოც რომ მანიაკი აღმოჩნდეს მერე რაღა უნდა ვქნა, ისე სიმპათიურ მანიაკებში კი მიმართლებს, გამეღიმა თუმცა დამძიმებული თვალების გახელა ვეღარ მოვახერხე, ბოლო რაც ვიგრძენი ჩემს სახეზე მოსეირნე გრილი თითები იყო და საბოლოოდ გავითიშე.
- - - - - - - - - - -
ბურგერი მესიზმრა, უზარმაზარი, წვნიანი და სურნელოვანი, ჩემგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი მაგიდის შუაგულში იდო, თითქოს მეპატიჟებოდა რომ ამეღო და დამეგემოვნებინა, მინდოდა მივსულიყავი მაგრამ როგორც კი ნაბიჯს გადავადგავდი ბურგერი დაპატარავებას იწყებდა, ვჩქარობდი რომ მიმეღწია მაგრამ მაგიდამდე მისულს ხელში ცარიელი თეფში მრჩებოდა, მერე ისევ უკან ვიხევდი ისიც ისევ იზრდებოდა დიდდებოდა და ასე იწყებოდა კოშმარი თავიდან, დაუსრულებლად...
გაცოფებულმა გავახილე თვალები, თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, მერეღა გამახსენდა დაცვის პროგრამა და შვებით ამოვისუნთქე, საწოლში წამოვჯექი და ოთახი ყურადღებით მოვათვალიერე, საკმაოდ განიერ რბილ საწოლში ვიწექი, კედლები თეთრ ვარდისფრად იყო შეღებილი, ფარდებიც ამავე ფერის, ფერადი რბილი ავეჯი და უზარმაზარი მაკიაჟის მაგიდა რომელიც სუნამოებით კრემებით და კაცმა არ უწყის კიდევ რითი იყო სავსე ცხადყოფდა რომ აქაურობა მდედრობითო სქესის წარმომადგენელს ეკუთვნოდა, წამოვდექი და სარკეში ჩემი თავი შევათვალიერე, იასამნისფერი შორტი და მაისური მეცვა, ჯანდაბა ალბათ მან გამომიცვალა, ის არ მეყოფოდა მანიაკი რომ მიფათურებდა ხელებს, ახლა ვასიკოც დამემატა, მუცელმა უცნაური ხმები რომ გამოსცა ახლაღა მივხვდი რომ ჩემი კოშმარები შიმშილის და საძინებლის ოდნავ შეღებული კარიდან შემოსული მადისაღმძვრელი სურნელის ბრალი იყო, მართალია სახლში არა ბურგერის არამედ ვანილის სუნი იდგა მაგრამ ამასაც არა უშავდა, წელამდე ჩამოშლილი გაწეწილი თმები შეძლებისდაგვარად მოვიწესრიგე და ფრთხილად გამოვაღე კარი.
სამზარეულოს პოვნა არ გამჭირვებია, ახლა კი ვიდექი და ღიმილით ვუცქერდი საჭმლის მომზადებაში გართულ გამომძიებელს, ისიც ჩემსავით ფეხშიშველი იყო, გრძელი სპორტული შარვალი და მოკლემკლავიანი საყელომოღეღილი ცისფერი მაისური ეცვა, თმა საყვარლად ჰქონდა აჩეჩილი და ხელში ოსტატურად ატრიალებდა ტაფას.
- დიდხანს უნდა მიყურო ასე? -არ შემობრუნებულა ისე მითხრა და ჩემმა ლოყებმაც არ დააყოვნა აწითლება.
- არ ვიცოდი ბლინების გაკეთება თუ გეხერხებოდა, -როგორც ყოველთვის ახლაც სისულელე წამომცდა.
- საიდან უნდა გცოდნოდა, -მხრები აიჩეჩა და კიდევ ერთი ბლინი დააგდო თეფშზე მოთავსებულ გორაზე, მერე კი მაგიდისკენ მიმითითა.
- დაჯექი და ერთად ვივახშმოთ.
- ვახშამი? -ახლაღა შევამჩნიე რომ ფანჯრებიდან უკუნეთი ღამე მიმზერდა, ნუთუ ამდენი ხანი მეძინა?
- საღამოს ათი საათია, -თითქოს ჩემს კითხვას გასცა პასუხი, -გვიანია, ასე რომ შეგვიძლია მსუბუქად ბლინებით და ჩაით დავნაყრდეთ, მოდი მოდი ნუ გერიდება, -სკამი გამომიწია, ჩაი დამისხა და თეფშზე ორი ცალი ბლინი დამიდო.
- იქნებ ახლა მაინც მითხრა სად ვართ? -მადიანად ვილუკმებოდი და თან ცნობისმოყვარეობით სავსე მზერას არ ვაშორებდი.
- ვერ გეტყვი, ეს დაცვის პროგრამის წესებს ეწინააღმდეგება, -უცნაურად ჩაეღიმა, ჩაი მოსვა და უდარდელად მიეყრდნო საზურგეს.
- რას ნიშნავს წესებს ეწინააღმდეგება?
- შეიძლება ისე რომ თვითონაც არ გინდოდეს შენი ადგილსამყოფლის მდებარეობა წამოგცდეს, მაგალითად მეგობრებთან ტელეფონით საუბრისას, უკეთესი იქნება თუ არ გეცოდინება სად ხარ.
- ასე როდემდე უნდა გაგრძელსეს?
- ნუ გეშინია იმ ტიპს მალე დაიჭერენ, მე ყველაფერს დაწვრილებით გაგაგებინებ ხოლმე.
- აქ მარტო უნდა ვიყო?
- წესების თანახმად შენთან ვიღაც უნდა დარჩეს რომ დაგიცვას, შემიძლია მოვითხოვო რომ ვინმე მოგამაგრონ.
- ეს აუცილებელია?
- აუცილებელია, -დამიდასტურა და მეც უსიამოვნოდ შევიშმუშნე, ახლა იმაზე ფიქრიც კი არ მინდოდა რომ ვიღაც უცხო ადამიანთან ერთად მომიწევდა ცხოვრება, ვასიკოს თვალი გავუსწორე რომელიც უცნაური მოლოდინით სავსე მზერით შემომცქეროდა.
- იქნებ შენ დარჩე ჩემთან ერთად, თუკი რათქმაუნდა შენთვის პრობლემა არ იქნება ხომ გესმის, ოჯახი ან ცოლი, ან...
- დავრჩები, -მოლკედ მომიჭრა და როცა დაინახა როგორ ამოვისუნთქე შვებით, გაეღიმა.
- უცნაური ვინმე ხარ ინა, პატარა ბავშვივით მიმნდობი, გულუბრყვილო და საყვარელი, ჰო და თუ ასე ძალიან გაინტერესებს ცოლი არ მყავს.
ის იყო უნდა მეპასუხა რომ მისმა ტელეფონმა დარეკა, ორი წუთით გავალო მითხრა აივანზე გავიდა და კარი გაიხურა, სახე მაგიდაზე დაყრდნობილ ხელებზე ჩამოვდე და დავფიქრდი, მართლაც რომ ზედმეტად მიმნდობი ვარ, მერე რა რომ ჩემი მეზობელია და თან გამომძიებელი ასე ძალიან რატომ ვენდობი, არის მასში რაღაც ისეთი რაც მისკენ მიზიდავს და მეუბნება რომ უკანასკნელი ვისიც შეიძლება მეშინოდეს ისაა, არ მჯერა რომ ცოტა ხნის წინ თითქმის შევეხვეწე ჩემთან ერთად დარჩენილიყო, არადა მართლა რა დიდი სიამოვნებით გავატარებდი ღამეს მასთან ჩახუტებული...
- გამოფხიზლდი ინა, გამოფხიზლდი, -ხმამაღლა ვუთხარი ჩემს თავს და ერთი გვარიანადაც ვიჩქმიტე მკლავზე რომ ასეთ სისულელეებზე აღარ მეფიქრა, კარზე კაკუნმა შემაწყვეტინა თვითგვემა, აივანს გავხედე, ვასიკო ვიღაცას ისეთი გაცხარებული ესაუბრებოდა აშკარად ვერ მოიცლიდა კარის გასაღებად, წამოვდექი და შემოსასვლელისკენ წავედი, როგორც ყოველთვის ახლაც არ გამხსენებია რომ სათვალთვალოში გამეხედა ან მეკითხა ვინ იყო პირდაპირ გამოვაღე კარი, ჩემს წინ მაღალი გრძელფეხება ქერათმიანი ქალი იდგა რომელიც რატომღაც ძალიან მეცნობოდა.
- შენ? შენ აქ რას აკეთებ, -იკივლა და ალბათ უარეს რამესაც გააკეთებდა მაგრამ ხელის აწევით გავაჩერე, აშკარად ისეთი გაცოფებული სახე მქონდა რომ როცა გვერდზე გავწიე არ შემწინააღმდეგებია, ვიდექი, ვუყურებდი ჩემი ბინის კარს და ვერ გადამეწყვიტა, მეცინა, მეტირა თუ ვასიკოს ბინაში შევბრუნებულიყავი და საშინელი წამებით მომეკლა...


- - - - - - - - - - - - - - -


- კარგად ხარ? -მხარზე შეხება ვიგრძენი ისეთი თვალებით მიყურებდა აშკარად ვეცოდებოდი, ალბათ რა საშინელება მეწერა სახეზე რომ მასაც კი შევეცოდე, ხელები საფეთქლებზე მოვიჭირე და ნაძალადევი ღიმილით შევხედე, სახეზე გაურკვევლობა ეტყობოდა, ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და ვერ გადაეწყვიტა როგორ უნდა ემოქმედა.
- იმედია ეს ტანსაცმელი შენი არ არის, -ჩემს შორტზე და მაისურზე ვანიშნე.
- ჩემი რატომ უნდა იყოს? მე ასეთ უხარისხო ძონძებს არ ვიცმევ, -ცხვირი აიბზუა და ისედაც ხელოვნურად დაბერილი ტუჩები უფრო მეტად დაბერა.
- ჰოო, ცოტა მომეშვა, -რატომღაც გამეცინა და კარის ჩარჩოს მივეყრდენი რომ არ შეემჩნია როგორ მიცახცახებდა ფეხები, წამით თვალები დავხუჭე და დავფიქრდი, პრინციპში კაცმა რომ თქვას რატომ უნდა ვყოფილიყავი გაბრაზებული ვასიკოზე, ჩემთვის არაფერი დაუშავებია, პირიქით საკუთარ სახლში მომიყვანა რომ დავეცავი, მართალია მომატყუა მაგრამ ამ ტყუილს მისი მწვანე თვალები ანეიტრალებს, კიდევ ღიმილი და საოცარი სურნელი, არადა მაინც როგორ მომატყუა, ჰმ, დაცვის პროგრამა, მართლაც რომ პატარა ბავშვივით მიამიტი ვარ, რომელი მკვლელობის მოწმე მე ვიყავი რომ ასე უბრალოდ ჩავერთე ვინმეს დაცვის პროგრამაში ნამდვილი სულელი ვარ როგორ გამაცურა, თუმცა ვერ ვიტყვი რომ კმაყოფილი არ ვიყავი როცა დავინახე როგორ მიმზადებდა ბლინებს, თან რა სექსუალური იყო ფეხშიშველი და თმაგაჩეჩილი...
- როდემდე უნდა იდგე ასე, მითხარი რა გინდოდა ჩემი ბიჭის ბინაში, ოღონდ წინასწარ გეუბნები არ დავიჯერებ რომ ორი თავი ხახვის ან ერთი ჭიქა შაქრის სათხოვნელად შემოიარე, -დოინჯშემოყრილი მელოდა როდის გავცემდი პასუხს, კიდევ ერთხელ შევხედე ჩემი ბინის კარს და რატომღაც გადაულახავ მანძილად მომეჩვენა ის რამდენიმე ნაბიჯი რომელიც ჩემს მყუდრო ბუდეს მაშორებდა, უფრო სწორად აქამდე რომ მყუდრო და თბილი მეგონა იმ ბუდეს, მგონი მართალი იყო მაკა როცა მიმტკიცებდა რომ ძალიან დიდხანს ვიყავი მარტო, იქნებ ღირდა მეცადა...
- იცი რა, შეიძლება არ დაიჯერო მაგრამ ვასიკო უბრალოდ მეხმარება და...
- რაში გეხმარება? -ისეთი ხმით მკითხა და თან ისეთი შიში და სასოწარკვეთილება იმალებოდა ამ ვითომდა მხნე ხმაში რომ რატომღაც შემეცოდა და გადავწყვიტე ამეხსნა.
- რაღაც პრობლემა მქონდა, ვიღაც არანორმალური გადამეკიდა ჰოდა ის ხომ გამომძიებელია და ჩემს საქმეს იძიებს, უბრალოდ როგორც მეზობელს ისე მეხმარება.
- რა სისულელეა, უკეთესი რამ ვერ მოიფიქრე? ამას ისევ ის ჯობდა გეთქვა რომ ხახვის სათხოვნელად მოხვედი, გამომძიებელი? რა სის...
- შენ აქ რას აკეთებ? -ვასიკოს ხმამ შეაწყვეტინა და ცოტა ხნის წინ ძუ ვეფხვივით თავდასასხმელად მომზადებული და აფოფრილი ახლა პატარა უპატრონო კნუტივით მოიბუზა.
- გეკითხები აქ რას აკეთებ მეთქი? -გაუმეორა და ახლა მე გადმომხედა ისეთი სახით თითქოს რამე დანაშაული მქონოდეს ჩადენილი და ახლა რატომღაც ელოდა რომ შემრცხვებოდა ან შემეშინდებოდა.
- ის რას აკეთებს აქ? -ქერამ როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა და შეტევაზე გადავიდა, მე არაფერი მითქვამს, გულზე ხელები დავიკრიფე, ჩარჩოს მივეყრდენი და სეირის საყურებლად მოვემზადე.
- ინა შედი სახლში, -ცივი არაფრისმთქმელი ხმით მითხრა.
- რომელ სახლში? -მეც იგივე ტონით შევაგებე საპასუხო კითხვა და წარბაწეულმა გავუსწორე მზერა.
- ინა გთხოვ შედი, რამდენიმე წუთში შემოვალ და ყველაფერს აგიხსნი, -ხმა შესამჩნევად დაუთბა თუმცა ეს სიტუაცია არ მეთმობოდა.
- დავრჩები და მოგისმენთ ან ჩემს ბინაში დავბრუნდები, -რატომღაც გავჯიუტდი.
- შედი სანამ ადამიანურად გელაპარაკები, -ისეთი ხმით იღრიალა რომ მე და ქერა ზუსტად ერთდროულად და ერთნაირად შევხტით, მის მზერაში არცთუ ისე კარგად შენიღბულმა მუდარამ გადამაფიქრებინა საპასუხო შეტევა, უსიტყვოდ დავიხიე უკან და კარი ხმაურიანად მივაჯახუნე, მისაღებში რბილ სავარძელში ჩავეშვი, ფეხები ავიკეცე და თვალები დავხუჭე, ახლა როცა უკვე ვიცი რომ არანაირი დაცვის პროგრამა არ არსებობს და მის ბინაში დარჩენის საჭიროება აღარ არის ალბათ სახლში დაბრუნება მომიწევს, არადა...
- მაპატიე ამ გაუგებრობისთვის ყველაფერს აგიხსნი, -ზედ ყურთან მომიტანა ტუჩები და ისე ჩამჩურჩულა, გამაჟრჟოლა როცა მისი ცხელი სუნთქვა მომეფრქვა და მერე მისი ტუჩებიც ვიგრძენი ყელზე, ისე რომ თვალი არ გამიხელია ამოვიოხრე და თავი უკან გადავაგდე რომ მისთვის ჩემს ყელში თარეში გამეადვილებინა, დამიჯერეთ ვიგრძენი როგორ გაეღიმა, ერთი წამითაც კი არ უფიქრია რომ შანსი ხელიდან გაეშვა ისე გააგრძელა ჩემი ალერსი, არც მე მიფიქრია მისი მოშორება და როცა ტუჩებამდე მოაღწია და რამდენიმე წამს გაჩერდა სანამ შემეხებოდა, ვეღარ მოვითმინე მკლავები შემოვხვიე და შეშლილივით დავეძგერე, სავარძლიდან წამომაყენა, სხეულზე ამიკრა, ერთი ხელი წელზე მომხვია ხოლო მეორე კეფაში ჩამავლო და თავი უკან გადამაწევინა.
- თვალები გაახილე, შემომხედე, -ვნებიანი ხმით ჩამჩურჩულა, ერთხანს დაბინდული მწვანე თვალებით დამყურებდა არ ვიცი რის ამოკითხვას ცდილობდა ჩემს სახეზე მაგრამ როცა ხელში ამიტაცა და თავისი საძინებლისკენ წამიყვანა აშკარა გახდა რომ ზუსტად ამოიკითხა ჩემი სურვილები...
ეს იყო ნამდვილი სიგიჟე, მისი ტუჩები და ხელები ჩემს შიშველ სხეულზე დაცურავდნენ და უსაზღვრო სიამოვნებას მანიჭებდნენ, არ მიფიქრია რომ გამეჩერებინა, ამ წუთას საერთოდ არ მაინტერესებდა ის რომ მომატყუა ან ის რომ კარგად არ ვიცნობდი, საოცარ მოთმინებას იჩენდა, ფრთხილად მექცეოდა ცდილობდა მაქსიმალური სიამოვნება მოენიჭებინა ჩემთვის, კიდევ ერთხელ ჩამხედა თვალებში სანამ ჩვენი სხეულები გაერთიანდებოდნენ, თითქოს ნებართვას მთხოვსო და მერე იყო ზღვარსგადასული სიამოვნება და ჩვენი ვნებიანი ხმებით პირთამდე სავსე ოთახი...
- - - - - - - -
- ესე იგი არ მიბრაზდები რომ მოგატყუე? -მკითხა და უფრო მაგრად მიმიკრა მკერდზე.
- სერიოზულად? -გულიანად გამეცინა, -მგონი ჩვენი პოზა საკმარისად დამაკმაყოფილებელი პასუხია შენს კითხვაზე ასე არ არის?
- ჰოო? -შიშველ ზურგზე ჩამომიტარა გრძელი თითები და ჩემი რეაქციით გახალისებულმა გაიცინა, ზემოდან მომექცა და ტუჩებზე დამეწაფა, სული რომ მოვითქვით ისევ გულაღმა გადაწვა და მეც თავისკენ მიმიზიდა.
- ესე იგი მართლა პორნოებს უყურებდი ხოლმე?
გამეღიმა, ისიც ჩემსავით არასტანდარტული და არაპროგნოზირებადი იყო, იმის მაგივრად რომ ეკითხა კარგად ვიყავი თუ არა, ან მომეწონა თუ არა, მეკითხებოდა პორნოს თუ ვუყურებდი ხოლმე, ესე იგი მართლა ცუდად ჩარჩა გულში ის რაც დაკითხვაზე მოვუყევი.
- მართლა გეგონა რომ საყვარლები მყავდა?
- არ მაგრამ არც ის მიფიქრია რომ ქალიშვილი იქნებოდი.
- რატომ?
- იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხარ ინა, ძალიან სექსუალური და სასურველი, ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი რომ აქამდე არავინ გეყოლებოდა, თითქმის ერთი თვეა შენი მეზობელი ვარ და იმის მერე რაც პირველად დაგინახე შენზე ვგიჟდები, უბრალოდ შენთან მოახლოებას ვერ ვბედავდი.
ყურებამდე გაღიმებული ვუსმენდი მის აღსარებას, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ მოვწონდი, კიბეზე ლიფტში ან ეზოში ხშირად ვხვდებოდით, თუმცა ერთმანეთს არც კი ვესალმებოდით, უბრალოდ შემომხედავდა და გვერდს ჩამივლიდა ხოლმე.
- ყოველთვის ძალიან სერიოზული და მიუწვდომელი იყავი, თანაც სულ სხვებთან ერთად გხედავდი ხოლმე, როცა განყოფილებაში დაგინახე ვიფიქრე რომ ასეთი შანსი მეორედ არ მომეცემოდა, ის ბიჭი კი რომელიც მოდიოდა ხოლმე...
- ალბათ ჩემს კურსელ გოგას ან ლიკუნას ბიჭს გულისხმობ, ხშირად გვაკითხავდა ხოლმე, -ჩავილაპარაკე და მის დაკუნთულ მკერდზე უაზროდ დავიწყე ფიგურების მოხატვა.
- ანუ არავინ გიყვარს ან მოგწონს? -ვერ ისვენებდა და მე საშინლად მომწონდა რომ ასეთ ინტერესს იჩენდა ჩემს მიმართ.
- მაისურს მათხოვებ? -სიტყვა ბანზე ავუგდე.
- ჩემი მაისური რად გინდა შენი არ გაქვს? -ისე გაიკვირვა თითქოს არ იცოდა რომ მის ბინაში არაფერი არ მქონდა, ნუ ჯერჯერობით მაინც.
- ხომ იცი როგორც ფილმებშია, სექსის მერე შეყვარებულის მაისურით რომ დატანტალებენ ხოლმე ყოველთვის ვოცნებობდი ასეთ რამეზე.
- ესე იგი შეყვარებულები ვართ? -გაეღიმა.
- ეს არ მითქვამს, მე... მე უბრალოდ...
- კარგი ყველაფერი გასაგებია, -ვასიკო აშკარად დაიტანჯა ჩემი საცოდაობით, საწოლიდან წამოდგა, კარადასთან მივიდა და ცისფერი მაისური გამოიღო, ჩემსკენ რომ შემოტრიალდა მაშინღა გავაცნობიერე რომ პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი ვუყურებდი, პირველად ვხედავდი სრულიად შიშველ კაცს და თან ასეთ სრულყოფილს, ვატყობდი როგორ ხალისობდა როცა ასეთ დაბნეულს მიყურებდა, დოინჯი შემოირტყა ცალი ხელით თავს ზემოთ დაატრიალა მაისური და მესროლა.
- ახლა წყალს გადავივლებ, მერე აბაზანას გაგიმზადებ, მერე კი ცოტა დავისვენოთ, -უხმოდ დავუქნიე თავი, მე ცოტა მაინც მეძინა დღეს ის კი ალბათ მართლა ძალიან იყო დაღლილი, აბაზანიდან რომ გამოვედი თეთრეული გამოცვლილი დამხვდა, ვასიკო თვალებმილულული იწვა და მელოდა, ცოტა ხანში მის მაისურში გამოწყობილი და მის მკერდზე მიკრული და სასიამოვნოდ მოთენთილი ვკრუტუნებდი სიამოვნებისგან.
- მართლა კარგად ხარ ინა? -სრულიად მოულოდნელად მღელვარებაშეპარული ხმით მკითხა და თან თავზე ნაზად მაკოცა.
- ძალიან კარგად ვარ, ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ, -ოდნავადაც კი არ გამიზვიადებია.
- ვიცი რომ ვიჩქარეთ, ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ არასდროს შეგეპაროს ეჭვი იმაში რომ ძალიან მომწონხარ და სრულიად გაცნობიერებული მქონდა რასაც ვაკეთებდი, არ მინდა რომ ინანო რაც ჩვენს შორის მოხდა.
- არ ვნანობ და არასოდეს ვინანებ, არასოდეს, -ჩავილუღლუღე და ძილმა წამართვა თავი.
- - - - - - - - -
თვალი რომ გავახილე პირველი ტუმბოზე მოთავსებული საათი შევამჩნიე რომელიც თორმეტს აჩვენებდა და მეორე შავ მოოქროვილ ჩარჩოში ჩასმული ფოტო, ფოტოზე ვასიკო იყო თვრამეტიოდე წლის მწვანეთვალება გოგონასთან ერთად, ბედნიერები ეხუტებოდნენ ერთმანეთს და იცინოდნენ, გოგო იმდენად გავდა ვასიკოს ერთი წუთითაც კი არ შემპარვია ეჭვი იმაში რომ მისი და იყო, ნეტავ ახლა სად არის? ალბათ მისია ის ოთახი, ის ტანსაცმელიც...
- გაიღვიძე ძილისგუდავ? -საძინებლის კარში იდგა მომღიმარი და მიყურებდა.
- დიალა მშვიდობის, -უხერხულად შევღიმე და თვალი ისე ავარიდე თითქოს წუხელის ის გადარეული ვნებიანი ქალი მე არ ვყოფილიყავი, მომიახლოვდა საწოლზე ჩამოჯდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ტუჩებზე დამეწაფა.
- ჩემი არასოდეს შეგრცხვეს ინა, არც იმის რაც ჩვენს შორის ხდება და არც იმის რასაც ერთმანეთის მიმართ ვგრძნობთ, ჩვენ არაფერს ვაკეთებთ არასწორს.
- კარგი, -პატარა ბავშვივით დავეთანხმე და კიდევ ერთხელ მოვგვარე ღიმილი, ამჯერად შუბლზე მაკოცა და წამოდგა.
- საუზმე მზად არის, -შენ გელოდები და სადაცაა შიმშილისგან გული წამივა, მალე გამოდი და ვჭამოთ, -კარი გაიხურა და დამტოვა გაღიმებული, წამოვდექი და აბაზანაში შევედი, ნიჟარაზე დაყრდნობილი ვუყურებდი ჩემს აწითლებულ ლოყებს და ბედნიერებისგან გაბრწყინებულ თვალებს, კიდევ ერთხელ ვაღიარე მაკას სიტყვების ჭეშმარიტება, მართალი იყო როცა მეუბნებოდა რომ მხოლოდ სიზმრები და ოცნებები ბედნიერებას ვერ მომიტანდა.
ვასიკო სასადილო ოთახში მელოდა, ცოტა არ იყოს შემრცხვა როცა მაგიდას გადავხედე, იმდენი რამე ჰქონდა მომზადებული, მე კი არასდროს მეხერხებოდა სამზარეულოში ტრიალი, ღიმილით შემხვდა, სკამი გამომიწია და დაჯდომაში დამეხმარა, არა რა , ძალიანაც რომ მოინდომო ერთ ნაკლსაც ვერ უპოვი.
- შენს საძინებელში ფოტო ვნახე, შენი დაა? -პირდაპირ ვკითხე და კიდევ ერთ ნაჭერ პურს გადავუსვი კარაქი.
- ჰო ჩემი დაა, -უგემურად გაღეჭა ბლინი და ჩანგალი ხმაურით დააგდო თეფშზე.
- ის ოთახი სადაც გუშინ მეძინა მისი საძინებელია?
- მისი საძინებელია და ის ტანსაცმელიც მისია რაც გეცვა, -ვატყობდი რომ ნაძალადევად მცემდა პასუხს კითხვებზე აშკარად არ სიამოვნებდა დაზე საუბარი.
- კარგი, უბრალოდ დამაინტერესა, მეტს აღარაფერს გკითხავ, ისედაც არ მახასიათებს ზედმეტი ცნობისმოყვარეობა.
უცნაურად დასევდიანებული თვალებით შემოხედა, შეეცადა რომ გაეღიმა თუმცა სახე ტკივილისგან დაემანჭა, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და წამოდგა.
- მაგიდა მერე ავალაგოთ, წამოდი მისაღებში დავსხდეთ და ყველაფერს მოგიყვები, -დივანზე დაჯდა და მანიშნა რომ მის გვერდით დავმჯდარიყავი.
- ოცდარვა წლის ვარ, მე თვრამეტის ვიყავი ხოლო ნატა ათი წლის როცა ჩვენი მშობლები ავტო კატასტროფაში დაიღუპნენ, ბიძაჩემმა გვიპატრონა, თუმცა ისიც იმდენად დაკავებული იყო თავისი საქმეებით რომ ჩვენი თავის მიხედვა ჩვენ თვითონ გვიწევდა, მშობლების სიკვდილის შემდეგ მე ვიყავი ნატასთვის დედაც მამაც ძმაც და მეგობარიც, ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, მაგრამ გულჩათხრობილი და თავის თავში ჩაკეტილი, მეგობრები არ ყავდა, შეყვარებული არასდროს ყოლია, თვრამეტი წლის იყო როცა გაუჩინარდა, ასე უბრალოდ ერთ დღეს სახლიდან გავიდა და აორთქლდა...
შეჩერდა თავი ხელებში ჩარგო და ისე ამოიხვნეშა თითქოს გულიც თან ამოაყოლაო, მთელი სხეული დაჭიმული ჰქონდა, ვხვდებოდი როგორ უჭირდა ამ ყველაფერზე საუბარი მაგრამ მისი შეჩერება არც მიფიქრია, აშკარად მოთხოვნილება ჰქონდა ის ყველაფერი გამოეშვა გარეთ რაც ამდენ ხანს შიგნით ჰქონდა დაგროვილი და სტანჯავდა, ასე რომ არ ყოფილიყო საუბარს არ დაიწყებდა.
- მისი ძებნა არ შეგვიწყვეტია, მაგრამ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ ვერ გავიგეთ, არსად არანაირი კვალი არ ჩანს, თავისით არ წავიდოდა, ვიცი რომ მარტო არ დამტოვებდა, რაღაც მოხდა, ვიღაცამ აიძულა ამის გაკეთება, მისი გაქრობის შემდეგ ჩვენს სახლში ცხოვრება აღარ შემეძლო, ისედაც იქაურობა დედ მამას მახსენებდა, ახლა ნატაც დაემატა, ამიტომაც სახლი გავყიდე, ეს ბინა ვიყიდე და საცხოვრებლად აქ გადმოვედი, ნატას საძინებელი ოთახი უცვლელად გადმოვიტანე, ვიცი რომ ვიპოვი, ვიცი რომ ერთ დღესაც დაბრუნდება და მინდა ყველაფერი ისე დახვდეს როგორც დატოვა...
ვღარ მოვითმინე, მისკენ მივიწიე, ხელები მოვხვიე და სახე მის ყელში ჩავრგე და ღრმად შევისუნთქე უკვე ჩემი საყვარელი სურნელი.
- ნატას აუცილებლად იპოვი, ყველაფერი კარგად იქნება, -ჩამწყდარი ხმით ვუთხარი თუმცა ძალიან ვეცადე რომ არ შემტყობოდა როგორ არ მჯეროდა სასწაულების.
- შენ თუ ჩემს გვერდით იქნები ყველაფერი კარგად იქნება, ოღონდ შენ არ წახვიდე, არ მიმატოვო, ხომ არ წახვალ ინა? დარჩები ჩემთან, აქ ჩემს ბინაში? -თავი ამაწევინა და კიდევ ერთხელ მაიძულა მის მწვანე თვალებში ჩაკარგვა, უნებურად ამიტყდა სიცილი, გაოცებულმა გამიშვა ხელი.
- რა გაცინებს?
- შენზე მეცინება, მაინც რას ფიქრობდი როცა მატყუებდი? გარეთ თუ არ გავიდოდი ფანჯრიდან ხომ მაინც გადავიხედავდი და ვიცნობდი აქაურობას.
- ისე ძალიან მინდოდა შენთან ერთად ყოფნა რომ ამაზე არ მიფიქრია, -ხელები გაშალა და დამნაშავე ბავშვივით გამიღიმა, -ისე შემეძლო სადმე უფრო შორს წამეყვანე მაგრამ ამ შემთხვევაში სამსახურის დატოვება მომიწევდა არადა ამ ბოლო დროს იმდენი საქმე მაქვს არ მინდა გავაცდინო.
- დღეს არ მუშაობ? -საათს შევხედე რომელიც უკვე ორს აჩვენებდა.
- საღამოს წავალ რამდენიმე საათით.
- გამომძიებლებს ღამის ცვლებიც აქვთ? არ ვიცოდი.
- გამომძიებლებს? ა, ჰო, ხანდახან გვიწევს ხოლმე, -რაღაცნაირად დაბნეულმა მიპასუხა და ფეხზე წამოდგა.
- პასუხს თავს არიდებ, მაინც არ მიპასუხე გადმოხვალ თუ არა ჩემთან საცხოვრებლად?
- ახლა რომ ვფიქრობ ამას გადმოსვლა კი არა გამოსვლა უფრო ერქმევა, -გულიანად გადავიკისკისე.
- ანუ?
- ანუ თანახმა ვარ, -ვთქვი და მერეღა გავიაზრე თუ რაოდენ სერიოზული გადაწყვეტილება იყო, პირველად მივიღე ასე უცბად ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება და ამან საოცრად გამაბედნიერა, ვასიკოც ისეთი სახით მიყურებდა მივხვდი აშკარად არ ელოდა რომ დავთანხმდებოდი, ბოლოს როგორც იქნა გამოერკვა, გახარებულმა ხელში ამიტაცა და ერთ ადგილზე დამატრიალა.
- - - - - - - - -
- მეტს არაფერს ჩაალაგებ? -გაოცებული დაჰყურებდა ერთ მომცრო ჩემოდანს.
- კარგი რა ბოლოს და ბოლოს ჩემი ბინა არსად არ გარბის როცა რამე დამჭირდება შემოვალ და ავიღებ.
- ინა მგონი ვერ მიხვდი მე რა გთხოვე, ისე იქცევი თითქოს სადმე რამდენიმე დღით მიდიოდე სტუმრად, მე მინდა რომ ერთად ვიცხოვროთ, არა ერთი და ორი დღით ან ერთი თვით...
- მგონი ძალიან ვუსწრებთ მოვლენებს წინ, -ჩავილუღლუღე და ისეთი თვალებით შემომხედა რომ მეტი აღარ გამიგრძელებია, კარადის თავზე შელაგებულ ჩემოდნებზე მივუთითე, -დამეხმარები რომ ჩამოვიღო? -სახე გაუბრწყინდა და იმის გააზრებამ თუ რა მცირე რამ აბედნიერებდა მეც გამაბედნიერა, იდილია კარზე ზარის ხმამ დაგვირღვია.
- ალბათ ჩემი გოგონები მოვიდნენ, ბარგის ჩალაგებაში დამეხმარებიან.
- და მერე მე გამჭორავთ არა? -ეშმაკურად შემომღიმა და ნაზად მაკოცა ცხვირის წვერზე.
- არც მთლად უმაგისობა იქნება, -კარისკენ წავედი და გამოვაღე, მაკა და ლიკუნა ერთმანეთზე მიყრდნობილები იდგნენ და მეკრიჭებოდნენ, უცბად სერიოზული სახეები რომ მიიღეს და გაიჭიმნენ მივხვდი რომ ზურგსუკან ვასიკო მედგა, გოგონებს გავაცანი და დავემშვიდობე, კარი დავხურე თუ არა მაშინვე მეცნენ, მისაღებში გამათრიეს სავარძელზე დამაგდეს და სუთამხუთავებივით დამადგნენ თავზე.
- ესე იგი ვამპირი ვასიკო არა? -შენ რა ჩუმჩუმელა ყოფილხარ, მაკამ მუქარით დამიქნია თითი და თვალები დამიბრიალა.
- რა ვამპირი გოგო რას ბოდავ, რა მაგარი ბიჭია, ნამდვილი ოცნებაა, -ლიკუნამ თვალები თეატრალურად აატრიალა და დივანზე მიესვენა.
ცოტა ხანში თვალებდაჭყეტილები და სმენადქცეულები, ქაფქაფა ყავის თანხლებით თანმიმდევრობით ისმენდნენ ისტორიას რაც ამ რამდენიმე დღეში გადამხდა.
- ახლა რა მოხდება? -ლიკუნამ ჭიქა გადადო და აღელვებულმა ააკაკუნა თითები მაგიდაზე.
- რა უნდა მოხდეს, პოლიციაში განვაცხადე, ჩვენება მივეცი, ალბათ დაიჭერენ მალე, უბრალოდ მანამდე ფრთხილად უნდა ვიყო.
- ესე იგი დაცვის პროგრამაო არა? რა ხარ ასეთი შტერი, შენ არასდროს არაფერი არ გეშველება, -მაკამ ისეთი სიცილი ატეხა ძლივს მოვასულიერეთ.
- ყოჩაღ ვასიკო, კი შეგვიცდინა ეს მარადქალწული დაქალი, -არც ლიკუნა ჩამორჩა მაკას.
- თქვენ ვისი მეგობრები ხართ მისი თუ ჩემი? -ფეხზე წამოვდექი და დოინჯშემორტყმული გაცეცხლებული სახით მივაცქერდი მოხითხითე მოღალატეებს.
- შენი რა თქმა უნდა, ჰო აბა რა შენი, -წამში დასერიოზულდნენ.
- საფრანგეთში მივდივარ ორი კვირით სამსახურიდან, მე მაგზავნიან ახალი პროექტისთვის მოდელების შესარჩევად, ლიკუნა ფოტოგრაფად შევთავაზე ჩემს უფროსს, დამთანხმდა და ერთად გვიწევს წასვლა, -უცბად მომახალა მაკამ და ისე მოიბუზა თითქოს ელოდა რომ პანიკური შეტევა დამემართებოდა.
- ძალიან კარგი მიხარია რომ მიდიხართ, ისედაც რამდენი ხანია ელოდი რომ პარიზში შენ გაგიშვებდნენ.
- ესე იგი არ ბრაზობ რომ მარტო გტოვებთ თან ასეთ დროს?
- გაგჟდით? როგორ შეიძლება თქვენმა წარმატებამ გამაბრაზოს? ასეთი ეგოისტი გგონივართ?
ერთხანს უხმოდ მიყურებდნენ, მერე წამოხტნენ და ისე ჩამეხუტნენ რომ სუნთქვა შემიკრეს, თუმცა ამავდროულად მაგრძნობინეს რომ მარტო არ ვიყავი.
- - - - - - - - -
- დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეა, საღამოს ჩვენს საყვარელ კლუბში აღნიშნავს, მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე, -პირდაპირ მომახალა და თან მონდომებით გააგრძელა ჩემი ზურგის გახეხვა, უფრო კომფორტულად მოვეწყვე მის ფეხებს შორის და თავი მხარზე დავადე, ახლა მკერდზე ჩაატარა რბილი ღრუბელი, მუცლის გავლით ფეხებშუა ჩააღწია და ჩემმა მოურიდებელმა კვნესამაც არ დააყოვნა.
- გგონია რომ უკვე დროა შენი მეგობრები გავიცნო? -ძლივსგასაგონი ხმით ვკითხე.
რათქმაუნდა დროა უკვე ერთ კვირაზე მეტია ერთად ვცხოვრობთ, შენთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები მაქვს, მინდა რომ ჩემი მეგობრები ჩემს საყვარელ ქალს იცნობდნენ, დარწმუნებული ვარ ყველა ძალიან მოგეწონება, განსაკუთრებით გიგა...
- გიგა?
- ჰო, დღეს ვისი დაბადების დღეც არის ის, ბავშვობიდან ვმეგობრობთ ძალიან კარგი ადამიანია, ყოველთვის გვერდში მედგა, მშობლების დაღუპვისას, მაშინაც როცა ნატა დაიკარგა, ჩემსავით თუ არა ჩემზე ნაკლებად არ ყვარებია ნატა.
- კარგი რაკი ასეა გამაცანი დღეს შენი მეგობრები, -ძალიან მსიამოვნებდა იმის შეგრძნება რომ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ვიყავი.
- უკვე კარგად იყო შებინდებული როცა კლუბში მივედით, მოკლე შავი კაბა და დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, მსუბუქი მაკიაჟი, თმა კი უბრალოდ გაშლილი.
- ულამაზესი ხარ, -გამიღიმა, ტუჩებზე მსუბუქად შემეხო და ხელი ჩამკიდა, ჩვენ რომ მივედით უკვე ყველანი იქ იყვნენ, მხოლოდ იუბილარი არ ჩანდა, ვასიკომ ყველა გამაცნო, სასიამოვნო ადამიანები ჩანდნენ, ის იყო უნდა დავმჯდარიყავი რომ მხარზე მსუბუქად შემახო ხელი,
- როგორც იქნა ჩვენი იუბილარიც მოვიდა, გაიცანი ჩემი საუკეთესო მეგობარი გიგა, -გაღიმებული შემოვტრიალდი, თუმცა დავინახე თუ არა პირზე ღიმილი შემაშრა და ჩამოსართმევად გაწვდილი ხელი ჰაერში გამიშეშდა...


- - - - - - - - - - - - - - - - -


შევატყვე რომ ისიც არ ელოდა თუ აქ და თანაც თავისი საუკეთესო მეგობრის შეყვარებულის ამპლუაში მიხილავდა მაგრამ ჩემზე ბევრად უკეთესი მსახიობი აღმოჩნდა, სახეზე გულწრფელი ღიმილი აიკრა, ხელი ჩამომართვა და მაგრად მომიჭირა, თითქოს მაფრთხილებდა რომ თავი შემეკავებინა და არაფერი წამომცდენოდა, სიმართლე რომ ვთქვა არც ვაპირებდი ერთი ამბის ატეხვას, მალევე მოვედი გონს და ახლა ჩემი ტვინი გამალებით მუშობდა ამ ყველაფრის გადასახარშად და გამოსავლის საპოვნელად.
- ეს გიგას მეუღლეა თიკუნა, -ვასიკომ გიგას გვერდით მდგარი საშუალო სიმაღლის, გამხდარი, სასიამოვნო გარეგნობის მქონე გოგონა გამაცნო, თიკუნამ მსუბუქად მომიჭირა გრილი თითები და ისე საყვარლად გამიღიმა რომ საპასუხო ღიმილის გარდა სხვა გზა არ დამიტოვა, როგორც იქნა მაგიდასთან მოვთავსდით, ერთი მხრივ ვასიკო მეჯდა მეორე მხრივ თიკუნა თიკუნას გვერდით გიგა იჯდა, მის წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული და ყურში აშკარად სასიამოვნო რაღაცას ეჩურჩულებოდა, ლოყებაწითლებული გოგო სიამოვნებისგან თვალებს ნაბავდა, საოცრად სასიამოვნო და უშუალო ადამიანის შთაბეჭდილებას სტოვებდა გიგა, რამდენიმე წამით ისიც კი გავიფიქრე ხომ არ მომეჩვენა და უბრალოდ ხომ არ მივამსგავსე ჩემს გამტაცებელს, ჯანდაბა, ამის დედაც ასეთ უცნაურ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ, მაინც როგორ შეეძლო ასე უდარდელად მოქცევა, ნეტავ მის ტვინში ჩახედვა შემძლებოდა რომ გამეგო რატომ არ ეშინოდა, რატომ იყო დარწმუნებული რომ ახლა არ ავდგებოდი და ყველას არ მოვუყვებოდი მისი არანორმალურობის და არაკაცობის შესახებ, ცოლი ჰყავდა, გვერდით ცოლი ეჯდა და... როგორ შეეძლო...
- თავს როგორ გრძნობ? -ვასიკომ ჩემი ხელი თითებში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და ნაზად მაკოცა, ამ რამდენიმე დღეში ისეთი მნიშვნელოვანი გახდა ჩემთვის მისი არსებობა, იმდენად დამოკიდებული გავხდი მასზე, ვუყურებდი და ისეთი ბედნიერი იყო ისეთი ლაღი და ხალისიანი, დღეს ნამდვილად არ გავუფუჭებდი განწყობას, მაგრამ დამალვასაც არ ვაპირებდი, ხვალ დილით აუცილებლად მოვუყვებოდი ყველაფერს, მერე კი პოლიციაში განვაცხადებდი, ოოჰ, შვებით ამოვისუნთქე როგორც კი გადაწყვეტილება მივიღე.
- კარგი მეგობრები გყავს, სასიამოვნო ადამიანები არიან, -არცთუ ისე გულწრფელი ღიმილით ვუთხარი, არაფერი რომ არ შეემჩნია მზერა მოვარიდე და ყელში ვნებიანად ვაკოცე, დაიძაბა და კბილი კბილს დააჭირა.
- ნუ ცუღლუტობ ინა, -ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა.
- წამოდი მოსაწევად გავიდეთ, -გიგამ შეგვაწყვეტინა ფლირტი, გასასვლელისკენ წავიდა და ვასიკოც თან გაიყოლა, თავდაჯერებული თვითკმაყოფილი იდიოტი, ასე უბრალოდ დამტოვა მეუღლესთან ერთად...
- კარგი წყვილი ხართ უხდებით ერთმანეთს, -ვასიკოზე მანიშნა თავით თიკუნამ, ხმაც კი სასიამოვნო ჰქონდა, ეს საყვარელი გოგო ნამდვილად არ იმსახურებდა გვერდით ასეთ მანიაკს.
- მადლობა, შენ და გიგაც ძალიან უხდებით ერთმანეთს, გეტყობათ როგორ გიყვართ ერთმანეთი, დიდი ხანია რაც დაქორწინებულები ხართ?
- ექვსი წელია ცოლ ქმარი ვართ.
- შვილები გყავთ?
- ძალიან გვინდა მაგრამ ჯერჯერობით არ გვიჩნდება, პრობლემები გვაქვს, -უხერხულად გაიღიმა.
- მაპატიე, არ უნდა მეკითხა, -მართლა შევწუხდი.
- არაუშავს ეს ისედაც ყველამ იცის, ვმკურნალობთ მაგრამ შედეგი არ გვაქვს, ახლა ხელოვნურ განაყოფიერებაზე ვფიქრობ, გიგა ჯერ ვერ დავითანხმე მაგრამ ვნახოთ რა იქნება...
საუბარი ტელეფონის ზარმა შეგვაწყვეტინა, თიკუნამ შუბლშეჭმუხნულმა უპასუხა და მაშინვე სახე შეეცვალა, აშკარად რაღაც ცუდი შეატყობინეს, უკვე წასასვლელად მომზადებული შეხვდა დარბაზში შემოსულ გიგას, რომელიც თვალს არ გვაშორებდა.
- მამაჩემია ცუდად წასვლა მომიწევს, მაგრამ გიგის თქვენ გიტოვებთ მიმიხედეთ, -ღიმილით დაგვემშვიდობა, გიგას რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა, გიგა ღიმილით მომიჯდა გვერდზე, თვალებით ვასიკო მოვძებნე, არსად ჩანდა...
- ნუ გეშინია შენს შეჭმას არ ვაპირებ, -ირონიულად ჩაილაპარაკა და მაგიდის ქვეშ თითები ჩემს ფეხზე აასრიალა, კაბა ამიწია და ის იყო ფეხზე წამოდგომას ვაპირებდით რომ ვასიკო მოგვიახლოვდა და გვერდით მომიჯდა.
- ინა ძალიან გთხოვ არ გამიბრაზდე, სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ახლავე უნდა წავიდე, შენს სახლში მიყვანასაც კი ვერ ვასწრებ, დარჩი ცოტა ხანს გაერთე და გიგა მიგიყვანს.
- რატომ უნდა გავბრაზდე, მშვიდად მიხედე საქმეს, გაყვანას რაც შეეხება საჭირო არ არის ტაქსით წავალ,
-იმის გაფიქრებაზეც კი შემეკრა სუნთქვა რომ გიგას მანქანით უნდა მემგზავრა.
- გთხოვ უფრო მშვიდად ვიქნები თუ ის მიგიყვანს, -შეპასუხება აღარ დამაცადა, ვნებიანი კოცნით გამაჩუმა და უკანმოუხედავად გავარდა დარბაზიდან, კიდევ ერთხელ დავფიქრდი იმაზე თუ რამდენად ჭკვიანური იქნებოდა მისთვის ამ ყველაფრის მოყოლა, საკუთარი თავივით ენდობა...
- ჰოო, დაფიქრება ნამდვილად არ გაწყენდა, არა მგონია იმ ყველაფერზე საუბარი ღირდეს რაც ჩვენს შორის მოხდა, -მხოლოდ ჩემსგასაგონად ჩაილაპარაკა და ისევ ჩემსკენ გამოაცოცა თითები, არაფერი მითქვამს წამოვდექი და ყველას მოვუბოდიშე რომ ასე მალე მიწევდა მათი დატოვება, გიგაც ჩემთან ერთად ადგა.
- ინას სახლში დავტოვებ და დაგიბრუნდებით, -დაპირდა მეგობრებს და გასასვლელისკენ გამიძღვა, გარეთ როგორც კი გავედით მანქანისკენ მანიშნა.
- საჭირო არ არის ტაქსით წავალ, -უხეშად ავუქნიე ხელი ად ზურგი შევაქციე, ფეხდაფეხ გამომყვა, ჩემს გვერდით მოაბიჯებდა თუმცა არ მეხებოდა.
- ნუ ჭირვეულობ უბრალოდ სახლამდე მიგიყვან და ეგ იქნება, გგონია შენთვის რამის დაშავებას გავბედავ, მაშინ როცა ვასიკოს შეყვარებული აღმოჩნდი და თანაც ყველამ იცის რომ სახლში მე მიმყავხარ?
- ვერ გაბედავ მაგრამ გინდა ხომ ასეა? -პირისპირ დავუდექი და თვალი გავუსწორე, მის თვალებში ქარბორბალასავით მოძრავმა გრძნობების ნაზავმა შემძრა და ადგილზე გამაშეშა.
- უბრალოდ სახლამდე მიგიყვან ინა, თანაც ხომ ვიცი უამრავი კითხვა გაქვს, შემიძლია ყველა კითხვაზე გიპასუხო, -თბილი შემპარავი ხმით მელაპარაკებოდა და ისევ იმ მიამიტი ღიმილით მიღიმოდა, მანიპულატორი, ისე კი იყო მის სიტყვებში რაღაც სიმართლის მარცვალი, დღეს ნამდვილად ვერ გაბედავდა ჩემთვის რამის დაშავებას, თავი დავუქნიე და უხმოდ წავედი ავტომობილისკენ, მშვიდი, თანაბარი ნაბიჯით გამომყვა უკან.
უკვე ათი წუთი იყო გზაში ვიყავით, ის ხმას არ იღებდა, მშვიდად მართავდა ავტომობილს, ყურადღებას არ მაქცევდა საჭეზე თითებს ათამაშებდა და გზას გაჰყურებდა, ვეღარ მოვითმინე...
- ეს რატომ გააკეთე? სრულიად ნორმალურ ადამიანს გავხარ, მეგობრები გყავს, ცოლი გყავს, ოჯახი გაქვს, რამ გაიძულა ჩემი გატაცება...
- მონოლოგი უეცარმა დამუხრუჭებამ შემაწყვეტინა, ღვედი რომ არა ალბათ შუბლით მივენარცხებოდი საქარე მინაზე, ჩემსკენ შემობრუნდა და გაცეცხლებული სახით ანთებული თვალებით მომაშტერდა,
- გინდა გაიგო რამ ან ვინ მაიძულა? ეს შენ იყავი ინა, რაც პირველად დაგინახე მის მერე გონება ამერია, სხვაზე ვერავისზე და ვერაფერზე ვფიქრობდი, ძილშიც და ცხადშიც მხოლოდ შენ იყავი ჩემს გონებაში, კინაღამ გავგჟდი, იმდენად არეული მქონდა გონება რომ პირველად დავუშვი ასეთი შეცდომა.
მისი აღიარებით პირდაღებული ვუსმენდი და ვცდილობდი სწორად გამეგო რასაც ამბობდა თუმცა ვერ ვხვდებოდი რისი თქმა უნდოდა, ჩემი შემთხვევა პირველი იყო და აქამდე მსგავსი რამ არ გაუკეთებია თუ პირველად დაუშვა ისეთი შეცდომა რამაც მსხვერპლის გაქცევა გამოიწვია, პირველად ჩაეშალა ყველაფერი, მგონი უფრო მეორე, აშკარად არ გავს გამოუცდელ დამწყებს...
- შენ იფიქრე მე კი გადავალ და წყალს ვიყიდი, -ქუჩის მოპირდაპირედ მდებარე პატარა მაღაზიაზე მიმითითა და კარი გააღო, -ფეხი არ მოიცვალო ახლავე მოვალ, -დამიბარა და სწრაფი ნაბიჯით გადაჭრა ქუჩა, შეტყობინების ხმა რომ მომესმა და სარეკლამო მესიჯმა მისი ტელეფონის ეკრანი გაანათა, სახე სიხარულისგან გამებადრა, პირველად მოხდა რომ სარეკლამო შეტყობინების დანახვა გამიხარდა, ეს რომ არა ვერც კი შევამჩნევდი ტელეფონი მანქანაში რომ ჰქონდა დატოვებული, ფრთხილად დავავლე ხელი და თან ვლოცულობდი რომ დაბლოკილი არ ყოფილიყო, ჩემდა გასაკვირად თითი გადავუსვი თუ არა გაიხსნა, არ ვიცოდი რას ვეძებდი ამიტომ ყველაფერი გავჩხრიკე, ზარები, შეტყობინებები, მეილებიც კი, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, ის იყო ხელი ჩავიქნიე რომ ფოტოები გამახსენდა, ჯანდაბა, აქამდე რატომ ვერ მოვიფიქრე, გულისფანცქალით გავხსენი გალერეა იმ იმედით რომ იქ მაინც ვიპოვიდი რამეს, ყველგან მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტოები ჰქონდა, ჩამოვუყევი, ოჰო... ამას ნამდვილად არ ველოდი, ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა, პირი გამიშრა და თითები ამიცახცახდა, სულ რაღაც ერთი კვირის წინ გადაღებული ფოტოდან ვასიკოს და ნატა მიმზერდა, ნამდვილად ის იყო, მისი ვასიკოსნაირი მწვანე თვალები არ შემეშლებოდა, თუმცა იმ უდარდელ ლამაზ მხიარულ გოგოს არ ჰგავდა რომელიც ფოტოებზე ვნახე, გამხდარი იყო, უპეებამოშავებული, სევდიანი თვალებით უყურებდა კამერას და ხელში რამდენიმე თვის ბავშვი ეკავა, იმ შოკმა რაც მისი დანახვისას განვიცადე, დრო დამაკარგვინა და ფოტოს ჩემთან გადაგზავნა ვეღარ მოვასწარი, ტელეფონი თავის ადგილზე დავაბრუნე თუ არა გიგაც გამოჩნდა, უხმოდ მომიჯდა გვერდით, ტელეფონისთვის არც კი შეუხედავს, შვებით ამოვისუნთქე, მეტი აღარ გვილაპარაკია, სახლთან მიმიყვანა და კარი მივხურე თუ არა საბურავების ღრჭიალით მოწყვიტა მანქანა იქაურობას.
- - - - - - - -
- აქ რატომ გძინავს? -თავზე ვასიკო მადგა, სახეზე მეფერებოდა და მიღიმოდა, სავარძლიდან ფეხები ჩამოვწიე, გაშეშებული კისერი ძლივს გავამოძრავე, მკლავები შემოვხვიე და მანაც არ დაახანა, ხელში ამიტაცა და საძინებლისკენ წამიყვანა.
- შენ გელოდებოდი, -ჩავჩურჩულე და ყელში მივაკარი ტუჩები, ტანსაცმელი შემომაძარცვა, საწოლზე გადამაწვინა და ისეთი აღფრთოვანებული მზერით შემომხედა რომ დავდნი და დავიფერფლე, ახლა მხოლოდ მასზე მინდოდა ფიქრი, მისი ხელების და სხეულის გარდა, სხვა ვერაფერზე ვაზროვნებდი.
- მინდა რომ ყველაფერი დამავიწყო, -ჩავიჩურჩულე და მის თვალებში აალებული ცეცხლი წამში მომედო მთელ სხეულზე.
სასიამოვნოდ დაღლილს ჩამეძინა მის მკერდზე მიკრულს, დილით უცნაური შეგრძნებით გამეღვიძა, ცუდი წინათგრძნობის, თვალის თამაშის, ფეხის ტკივილის და ასეთი სისულელეების არასოდეს მჯეროდა მაგრამ ახლა ისეთმა გრძნობამ შემიპყრო თითქოს რაღაც ძალიან ცუდი მელოდა, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, ვასიკო ჩემს გვერდით არ იწვა არადა ჯერ მხოლოდ ცხრის ნახევარი იყო, მთქნარებით გავედი სამზარეულოში, მაგიდასთან იჯდა წინ ყავის ჭიქა ედო და თავჩაღუნული ჩასჩერებოდა, როგორც კი იგრძნო რომ შევედი თავი ასწია და თვალებჩაწითლებულმა შემომხედა.
- რა გჭირს ცუდად გეძინა? -ვკითხე მაგრამ ხელის აწევით შემაწყვეტინა და სკამზე მიმითითა.
- დაჯექი სალაპარაკო გვაქვს.
- მეც მინდოდა შენთან დალაპარაკება და თანაც საკმაოდ სერიოზულ საკითხზე მაგრამ თუ გინდა ჯერ შენ მითხარი რა ხდება.
- ვეჭვობ რომ ერთიდაიგივე რამეს ვგულისხმობთ ასე რომ დაჯექი, -უემოციოდ მესაუბრებოდა, ცივად, ასეთ ვასიკოს პირველად ვხედავდი, ყურადღება მოვიკრიბე რომ მომესმინა მაგრამ უკვე ვიცოდი რაც უნდა ეთქვა.
- დღეს დილით გიგამ დამირეკა, შენზე მესაუბრა, -თვალი გამისწორა და გაჩუმდა თითქოს გონების მოსაკრებად დროს მაძლევდა, არ გამკვირვებია უბრალოდ გამეღიმა, გუშინვე მიხვდა რომ ვასიკოს ყველაფერს მოვუყვებოდი და დამასწრო, დამაგვიანდა, მაშინვე უნდა მეთქვა ყველაფერი როცა დავინახე, ახლა კი ჩემს წინ მჯდომი საყვარელი მამაკაცი ისეთი თვალებით მიყურებდა აშკარა იყო ძალიან გამიჭირდებოდა მისთვის გიგას ბრალეულობის დამტკიცება.
- არაფერს მეტყვი? -ხმაში ნელ-ნელა შეერია ბრაზი და სახეზეც შეეტყო რომ ცოტაც და აფეთქდებოდა.
- გააგრძელე გისმენ, -სრულიად მშვიდად ვუთხარი და უფრო თავისუფლად მოვეწყვე.
- გავაგრძელო? კარგი რაკი ასე გინდა გავაგრძელებ, მომიყვა როგორ იკამათეთ გზაში როცა სახლში მოყავდი, როგორ დაადანაშაულე იმაში რომ ის იყო შენი გამტაცებელი, როგორ მიამსგავსე მას...
- მივამსგავსე? შენ რა ერთი წუთითაც კი არ გიფიქრია რომ გატყუებს? გგონია ასეთ რამეს ვინმეს ტყუილუბრალოდ დავაბრალებდი? -ჯერ კიდევ სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი.
- გეყოფა, -ისე იღრიალა ადგილზე შევხტი, -ჩემს საუკეთესო მეგობარს რომელიც გუშინ პირველად ნახე ასეთ საზიზღრობას აბრალებ თანაც მას შემდეგ რაც ჩემი დის გატაცებაში დაადანაშაულე.
- კი მაგრამ მე... მე მისთვის შენს დაზე არაფერი მითქვამს.
- არც უნდა გეთქვა იმიტომ რომ შენ არანაირი უფლება არ გაქვს ჩემს დაზე ილაპარაკო, შენ მას არ იცნობდი, შენ ჩემს გვერდით არ ყოფილხარ როცა მას ვეძებდი და როცა გიგა ჩემთან ერთად ღამეებს ათენებდა, შენ არაფერი არ იცი...
ორივე ხელით მაგიდას ეყრდნობოდა, ჩაწითლებული თვალებით მიყურებდა და მიყვიროდა, ოჰ ის მანიპულატორი, მიხვდა მიხვდა რომ მისი ტელეფონი გავჩხრიკე და დამასწრო, ახლა ვასიკო აღარაფერს დამიჯერებდა, ახლა მასთან ლაპარაკს არანაირი აზრი არ ჰქონდა.
- ეს რატომ გააკეთე ინა, რა გინდოდა, რა მიზანი გქონდა? -დაჯდა და ნიკაპით ხელებს დაეყრდნო, -არ მეტყვი ეს რატომ გააკეთე?
- ზუსტად ამ თემაზე მინდოდა შენთან საუბარი მაგრამ ახლა ვხვდები რომ აზრი არ აქვს, ჩემი სიტყვა მის წინააღმდეგ, თანაც ყოველგვარი სამხილის გარეშე, რა აზრი აქვს რამის თქმას მაინც არ დამიჯერებ, -ხელები ფართოდ გავშალე და გავიღიმე.
- ანუ არ ამბობ რომ უბრალოდ შეგეშალა და შეცდომა დაუშვი? არ აპირებ რომ გიგას ბოდიში მოუხადო?
- შენ რა დამცინი? ბოდიში? კარგი რა, -ჩემი თავის მიკვირდა რომ ასე მშვიდად მოქცევა შემეძლო არადა მთელი გონება და ორგანიზმი მიდუღდა ბრაზისგან, გიგაზე გაცოფებული ვიყავი ხოლო ვასიკოს დაკარგვის შიში შიგნიდან მღრნიდა და მანადგურებდა.
- მოდი ასე გავაკეთოთ, შეიძლება უკვე ისიც აღარ გჯერა რომ ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის ძალიან ძვირფასია მაგრამ მაინც გეტყვი, ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ არასდროს არავის მიმართ არ მიგრძვნია, ამ ათიოდე დღეში მოახერხე და ჩემთვის ყველაფერი გახდი, მეგობარი, ოჯახი, საყვარელი, უძვირფასესი ადამიანი, არ მინდა ამ მცირეხნიანმა გაურკვევლობამ ჩვენს ურთიერთობას საფრთხე შეუქმნას, ახლა ორივეს ცოტა ხნით მარტო ყოფნა და დასვენება გვჭირდება ამიტომ მე წავალ...
თავჩაღუნული ავდექი და ზურგი შევაქციე, ვიცოდი მის უძირო მწვანე თვალებში კიდევ ერთხელ რომ ჩამეხედა უფრო მეტად გამიჭირდებოდა წასვლა, შემოსასვლელში გასაღები ავიღე და პირდაპირ ასე ფეხშიშველი გავედი სადარბაზოში, ხანდახან უპირატესობაც ჰქონია თურმე ასე ახლოს გადასვლას, ის იყო საკეტს გასაღები მოვარგე რომ მხრებში მთელი ძალით ჩამაფრინდა ვიღაც, მაშინვე ვიგრძენი მისი სურნელი და არ შემშინებია, თავისკენ შემაბრუნა გულში ჩამიკრა და გიჟივით დამაცხრა ბაგეებზე, სული რომ მოვითქვით შუბლზე შუბლით დამეყრდნო და გაყუჩდა.
- ესე იგი მტოვებ? -ძლივს ამოღერღა.
- გინდა რომ დაგტოვო? -ჩემი სადღაც გაპარული ხმა ძლივს ვიცანი.
- მიყვარხარ ინა, ჯანდაბა, ძალიან მიყვარხარ, -სასოწარკვეთილს აღმოხდა, იქვე კედელს მიეყრდნო და სახე ხელებში ჩარგო, სულელივით გაღიმებული ვიდექი, ‘’მიყვარხარ ინა’’ ჯერ კიდევ ზარივით ჩამესმოდა ყურებში და სულში საოცარ სითბოდ მეღვრებოდა, ძლივს მოვახერხე თავის ხელში აყვანა და სერიოზული სახის მიღება.
- შენგან წასვლას არ ვაპირებ, შემომხედე ვგავარ სადმე წამსვლელს? -მის წინ ხელებგაშლილი დავტრიალდი.
- თუ არ მიდიხარ მაშინ აქ რას აკეთებ? იმის მაგივრად რომ ყველაფერი ამიხსნა უბრალოდ გარბიხარ.
- არ გავრბივარ უბრალოდ ცოტა ხნით მარტო ყოფნა მჭირდება, შენც გჭირდება რაღაც რაღაცეებზე დაფიქრება, მოდი ახლა უბრალოდ დაისვენე მერე კი ხვალ, ზეგ ან არ ვიცი როდის, იქნებ მაზეგ ისევ დავსხდეთ და უფრო მშვიდად ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ვიცი ახლა რომ შენთან დავრჩე ერთმანეთს შეიძლება ისეთი რაღაცეები ვუთხრათ რისი პატიებაც შეუძლებელი იქნება მე კი არავინ და არაფერი არ მიღირს შენს დაკარგვად.
ძალიან დიდ ძალისხმევად დამიჯდა რომ მისი გაფითრებული სახისთვის და აწყლიანებული თვალებისთვის ყურადღება არ მიმექცია, ბინაში შევედი და კარი დავხურე, როცა მარტო დავრჩი მაშინღა ვიგრძენი მუხლებში სისუსტე, ჩემმა ცარიელმა და ცივმა ბინამ რატომღაც ციხის საკანი მომაგონა, ალბათ ასე მარტო და მიტოვებულად გრძნობდნენ თავს ალკატრასის ბინადრები, მისაღებში იატაკზე ჩავიკეცე და პატარა ბავშვივით ავღრიალდი.
- - - - - - - - - - -
განყოფილების წინ ვიდექი და გონებაში კიდევ ერთხელ ვიმეორებდი უკვე კარგად დაზეპირებულ გეგმას, ბოლოს როგორც იქნა გამბედაობა მოვიკრიბე და შევედი.
- ვასილ მაღლაფერიძის ნახვა მინდა, -იქვე შესასვლელშივე მჯდარ პოლიციელს მივმართე და როცა საკმაოდ დაეჭვებულმა შემათვალიერა მაშინღა გამახსენდა რომ ქუდი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა, ორივე მაშინვე მოვიხსენი და შევღიმე.
- აქ არის? შეიძლება ვნახო?
- რასთან დაკავშირებით? -ამჯერად ხმაში მცირეოდენი კეთილგანწყობა შევატყვე.
- გადაეცით რომ მისი ძმისშვილის ვასიკოს მეგობარი ინა კითხულობს.
ცოტა ხანში პოლიციელი გაღიმებული დაბრუნდა და მისი კაბინეტისკენ წამიყვანა, ფრთხილად დავაკაკუნე კარზე და შევაღე.
- შემოდი შემოდი, -ღიმილით შემიპატიჟა და სავარძელზე მიმითითა, ოთახს თვალი მოვავლე, სულ რაღაც ორიოდე კვირის წინ მის წინ დაზარალებულის სტატუსით ვიჯექი და ჩვენებას ვაძლევდი.
- აბა, ჩემთან საქმესთან დაკავშირებით ხარ თუ ისე როგორც ჩემი ძმისშვილის მეგობარი, -უნებურად გამეღიმა, საკმაოდ სასიამოვნო ადამიანი ჩანდა.
- შეიძლება ითქვას რომ ორივე საკითხთან დაკავშირებით ვარ თქვენთან, -როგორც იქნა დავიწყე მოყოლა თუმცა წამსვე შემაწყვეტინა.
- ესე იგი ვასიკომ ყველაფერი მოგიყვა?
- იმის შესახებ რომ თქვენი ძმისშვილია და სულაც არ არის გამომძიებელი?
- ოჰო, მეგონა უფრო დიდხანს გააგრძელებდა ამ თამაშს, მე კი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმ დღეს ჩემთან იყო რაღაც საქმეზე მოსული და მაშინ დაგინახა როცა პოლიციელებს განყოფილებაში შემოყავდი, ისე ძალიან მთხოვა რომ ცოტა ხნით ჩემი როლის თამაშის უფლება მიმეცა უარი ვერ ვუთხარი, ძალიან მიყვარს, ჩემი ძმისგან ის ერთადერთიღა დამრჩა, -თავი გააქნია თითქოს მოგონებების განდევნას ცდილობსო.
- ესე იგი ასე უბრალოდ მიხვდი ყველაფერს?
- ვასიკოს გონია რომ კარგი მატყუარაა მაგრამ სულაც არ არის ასე, თვითონ არ უთქვამს უბრალოდ არ გამჭირვებია ამ ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება.
- არ მიკვირს, საკმაოდ ჭკვიანი გოგო ჩანხარ, მაშინაც ბევრი ვერ გააკეთებდა და მოიფიქრებდა იმ ყველაფერს რაც შენ გააკეთე იმ მანიაკისგან თავის დასაღწევად.
- აი სწორედ ამ თემაზე მინდოდა თქვენთან საუბარი...
- ვმუშაობთ ამ საკითხზე, -ამოიოხრა და თმებში შეიცურა თითები, -ვმუშაობთ მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ახალი არაფერი გავქვს, ის მოძალადე ძალიან ჭკვიანი აღმოჩნდა, ის ბინა სადაც შენ ყავდი რამდენიმე დღით ჰქონდა ნაქირავები, არსად თითის ანაბეჭდები არ დაუტოვებია, არსად არანაირ კამერას არ დაუფიქსირებია...
- ტყუილად წვალობთ უკვე ვიპოვე.
- ჰოდა იმას ვამბობდი რომ ადრე თუ გვიან მაინც დავიჭერთ, რა? რა თქვი? -ახლაღა გამოერკვა და გაითავისა რაც ვუთხარი.
- როგორ თუ იპოვე? რას ნიშნავს იპოვე?
- აი ასე უბრალოდ ვიპოვე, მანიაკი თქვენი ძმისშვილის მეგობარია გიგა ბურდული...
- - - - - - - - - -
ყველაფერი თავიდან ბოლომდე მოვუყევი, დაძაბული მისმენდა ისე რომ სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ გატოკებია, მხოლოდ მაშინ შეეტყო ნერვიულობა როცა იმ ადგილამდე მივედი მის ტელეფონში ნატას ფოტო რომ ვნახე, ერთმანეთს ოდნავ დაშორებული ტუჩებით ღრმად სუნთქავდა და მკერდი ძალუმად აუდ ჩაუდიოდა.
- იმედია თქვენ მაინც დამიჯერებთ, -როგორც იქნა დავასრულე და ემოციურად დაღლილი და გამოფიტული მივეყრდენი სავარძლის საზურგეს.
- ვასიკოზე ნუ გაბრაზდები, არ გეწყინოს რომ შენი დაჯერება გაუჭირდა, შეიძლება ერთი შეხედვით ძლიერი, ხალისიანი და მხიარული ჩანს მაგრამ სინამდვილეში ძალიან მგრძნობიარეა, ბევრი რამ გადაიტანა და ამ ყველაფერს აი აქ შიგნით ინახავს, -გულზე მიირტყა ხელი და თვალები დახარა.
- მშობლების სიკვდილი ძალიან ძნელად გადაიტანა, ისე ვწუხვარ რომ მაშინ საკმარის დროს ვერ ვუთმობდი, მერე კი ნატა დაიკარგა და მისთვის სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა, ოჰ ღმერთო იმედია ნატას უვნებელს ვიპოვით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი და ყველაფერი მომიყევი, არც კი იცი შენი რა მადლიერი ვარ, ახლა ყველაფერს მე მივხედავ, ამის შემდეგ ერთადერთი რაც გევალება ის არის რომ სახლიდან არ გამოხვიდე და საკუთარ თავს და ჯანმრთელობას გაუფრთხილდე, სერიოზულად გეუბნები, სახლიდან გარეთ ცხვირი არ გამოყო ინა, ყველაფერი მე მომანდე, იმ ნაბჭვარს თავბედს ვაწყევლინებ.
ისეთი სახე ჰქონდა, ისე უელავდა თვალები წინასწარ შემეცოდა მის ხელში ჩავარდნილი გიგა, წარმოდგენაც კი არ მინდოდა რას უზავდა.
- წამოდი სახლამდე მიგიყვან და მერე როგორც გითხარი სახლიდან გარეთ აღარ გამოხვალ, -ფეხზე წამოდგა და ავტომობილის გასაღები აიღო.
- ჯობია თუ მარტო წავალ, აქამდეც შენიღბული მოვედი, გიგა შეიძლება ახლაც მითვალთვალებდეს, თქვენ გიცნობთ და ჩემთან ერთად რომ დაგინახოთ მიხვდება რომ ყველაფერი იცით.
- არასოდეს გიფიქრია დეტექტივობაზე? -გულიანად გაეცინა და მხარზე ხელი მომითათუნა, იქვე დავემშვიდობეთ ერთმანეთს, განყოფილებიდან გასვლისას ისევ მოვირგე ქუდი და სათვალე და ტაქსს ხელი დავუქნიე, ეზოში შევედი თუ არა სადგომისკენ ავიღე გეზი, ჩაჟანგებული კარი რის ვაივაგლახით გავაღე და ჩემი ციცქნა იასამნისფერი ოთხთვალა გამოვაგორე, მართალია ვასიკოს ბიძამ დამიჯერა მაგრამ გამოცდილებამ მაჩვენა რომ ბოლომდე ვერავის ვენდობი და არ შეიძლება ყოველთვის სხვის იმედზე ვიყო, ასე რომ დრო იყო ჩემი გეგმის მეორე ეტაპის განხორციელება დამეწყო...


- - - - - - - - - - - - - - - - - -


საჭესთან ვიჯექი, დილის მზე თვალებში მაჭყიტებდა თუმცა მაინც ჯიუტად არ ვაშორებდი თვალს ალაგ-ალაგ სუროთი და ხვიარა ვარდებით დაფარულ ქვის გალავანს რომლის შიგნითაც სიმწვანეში ჩაფლული ორსართულიანი წითელი აგურით ნაშენები სახლი იყო მოქცეული და ვფიქრობდი, ღირდა კი ამ ყველაფრის გაკეთება? ღირდა, ნამდვილად ღირდა, მხოლოდ ჩემთვის ან ვასიკოსთვის არა, ნატასთვის ღირდა რომლის თვალები აგერ უკვე ერთი კვირა იყო გონებიდან არ ამომდიოდა, გიგას სახლის პოვნა არ გამჭირვებია, იმ დღეს რესტორანში თიკუნამ მითხრა სადაც ცხოვრობდნენ, მართლაც რომ ოცნების სახლი იყო, შენიღბვაც ასეთი უნდა, ის ყველაფერი რომ არა რაც დამემართა, რეიკის არსებობას უფრო ვირწმუნებდი ვიდრე იმას რომ გიგასნაირი კაცი შესაძლოა ასეთი ზნედაცემული და სულით ავადმყოფი ყოფილიყო, სიმპათიურია, ფაქტიურად იდეალური, მშვენიერი მეუღლე ყავს, სახლი აქვს, სამსახური, მეგობრები ყავს, უკვე ორი დღეა კუდში დავყვები და არც გართობას იკლებს და არც სტუმრებს, ის საცოდავი გოგო კი კაცმა არ იცის რომელ ჯურღმულში ყავს ჩაკეტილი...

ისევ აზუზუნდა ტელეფონი, ისე გავთიშე რომ არც კი დამიხედავს იმის გასაგებად თუ ვინ იყო, ალბათ ისევ ვასიკო იქნებოდა თუმცა ახლა მისი ბოდიშების მოსასმენად ნამდვილად არ მეცალა, მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩემი თვალით დავინახე წინა ღამით როგორ ახრჩობდა დარდს სასმელში გიგასთან ერთად, ვიცოდი რომ მეძებდა, ჩემს ბინაში აღარ ვრჩებოდი, ბიძამისს დაველაპარაკე თუ არა იმდღესვე ლიკუნას მშობლებს მისი ბინის გასაღები გამოვართვი და იქ გადავედი, იმ დღიდანვე დავყვები კუდში გიგას, თითქმის ერთი კვირა გავიდა რაც ვუთვალთვალებ, თუმცა ჯერ ვერაფერი გავარკვიე, საეჭვო არაფერი შემიმჩნევია, ვასიკოს ბიძისგანაც ახალი არაფერი ისმის სდანდარტული პასუხების გარდა.
- ხელს ნუ გვიშლი ინა,
- მოთმინება გმართებს ინა,
- სახლიდან გარეთ არ გამოხვიდე ინა,
- სულ ცოტაც და დავიჭერთ,
- სამხილებს ვაგროვებთ,
- ფაქტზე უნდა ავიყვანოთ და ბლა ბლა ბლა...
შეიძლება ბევრს ვერაფერს ვაკეთებდი და მართლაც ხელს ვუშლიდი გამოძიებას მაგრამ ჩემს თავს ნატას ადგილზე რომ წარმოვიდგენდი ხოლმე, საშინლად ცუდად ვხვდებოდი, იყო სადღაც ჯანდაბაში გამოკეტილი, ყველას მკვდარი ეგონო და ნელ-ნელა კვდებოდეს იმის იმედი შენში რომ როდისმე მოგაგნებენ და ამ ჯოჯოხეთიდან დაგიხსნიან, ალბათ რა საშინელებაა...

მზემ იმდენად შემაწუხა რომ სახეზე კეპი ჩამოვიფხატე, დაღლილობამ თავისი გაიტანა, ვერც კი მივხვდი როდის ჩამეძინა, კარზე მობრახუნებამ შემაკრთო და თვალები დავაჭყიტე, საათს დავხედე, თითქმის ოთხი საათი გასულა რაც მძინავს, ეს როგორ დამემართა, გიგა ამასობაში ახალი მსხვერპლის გატაცებასაც კი მოასწრებდა, მინა ჩავწიე და მოღუშული მივაშტერდი ათიოდე წლის ხუჭუჭთმიან ბიჭუნას რომელსაც ბურთი ჩაებღუჯა და შეშინებული მიცქერდა დიდი შავი თვალებით.
- მოდი აქ, -თითით მოვიხმე და თან გაღიმება ვცადე რომ არ შეშინებოდა, ფრთხილად მომიახლოვდა და მანქანისგან ორიოდე ნაბიჯის მოშორებით გაჩერდა.
- ბოდიში დეიდა არ მინდოდა, შემთხვევით მომიხვდა, ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობდით და... -მორცხვად გაიღიმა და ქუჩის კუთხეში შექუჩებული ყაჩაღანებისკენ მანიშნა რომლებიც გაფაციცებული გვადევნებდნენ თვალს და ელოდნენ რა მოხდებოდა, ‘’დეიდა’’ არ შევიმჩნიე და კეპი უფრო მაგრად ჩამოვიფხატე.
- დღეს დიდი ხანია აქ თამაშობთ?
- კი, კარგახანია აქ ვართ, -გაკვირვებულმა მიპასუხა, აშკარად ელოდა რომ ვიწივლებდი, ვიკივლებდი და გამოვლანძღავდი, მერე კი შეიძლებოდა სულაც მშობლებთან წამეთრია ყურით, ჩემი მეზობელი ნაზიკო გამახსენდა რომლის გამოც მთელი ბავშვობა გამწარებული გვქონდა უბნის ბავშვებს და გამეღიმა.
- იმ სახლს ხომ ხედავ? -გიგას სახლზე ვანიშნე, მანაც უხმოდ დამიქნია თავი.
- დღეს იმ სახლიდან გამოსული ვინმე ხომ არ დაგინახავთ?
- კი როგორ არა, კარგა ხნის წინ გამოვიდნენ, ის ბიჭი მაგარი მანქანა რომ ყავს, ლამაზ გოგოსთან ერთად გამოვიდა და სადღაც წავიდნენ.
ანუ თიკუნასთან ერთად გავიდა სახლიდან, ნეტავ ახლა სადღა წაბრძანდა ეს უწესიერესი ოჯახის კაცი, ეს იდეალური მატყუარა, სხვა რაღა დამრჩენია უნდა დაველოდო, ჯიბიდან ოცლარიანი ამოვაძვრინე და ბიჭუნას გავუწოდე.
- გამომართვი, შენ და შენმა მეგობრებმა ნაყინი იყიდეთ, აქვე ქუჩის კუთხეში ძალიან გემრიელი ჩამოსასხმელი ნაყინი იყიდება.
- მართლა? -საყვარლად გაოცებულმა მკითხა.
- ჰო მართლა, -კიდევ ერთხელ გავუღიმე.
გაუბედავად მომიახლოვდა და ფული ჩამომართვა, ერთხანს ასე მორცხვად იდგა, მერე დიდი მადლობა დეიდაო მომაძახა და გახარებულმა მოკურცხლა, მის ყურებაში გართულს კინაღამ გამომეპარა როგორ გაჩერდა გიგის მანქანა ჭიშკართან, მოთვალთვალის პოზიცია მივიღე და მოვემზადე, პირველი თვითონ გადმოაბიჯა და ყურებამდე გაღიმებულმა გამოაღო უკანა კარი საიდანაც თიკუნა გადმოვიდა ხელში საბავშვო კალათით, ორივეს სახე უბრწყინავდათ და აშკარად ძალიან ბედნიერები იყვნენ, ეს როგორ? ნეტავ ვისი ბავშვი იყო? მათ ხომ შვილი არ ჰყავდათ, ნუთუ იშვილეს? ახლა უკვე სრულყოფილ ოჯახს გავდნენ, ნეტავ თიკუნა რას გააკეთებს როცა ყველაფერი გაირკვევა, წარმოდგენაც კი არმინდა რას იგრძნობს...
- - - - - - - -
მეორე დილით გამიმართლა, გიგა ჩვეულებისამებრ სამსახურში წავიდა, მაგრამ მანამდე თიკუნა ბავშვთან და საშუალო ასაკის ჭაღარათმიან ქალთან ერთად სავაჭრო ცენტრში დატოვა, როგორც კი გიგა სამსახურში დავიგულე და დავრწმუნდი რომ იქიდან რამდენიმე საათი ვერ გამოვიდოდა, მაშინვე სავაჭრო ცენტრს მივაშურე, თიკუნას მოძებნა არ გამჭირვებია ერთ-ერთ სათამაშოების მაღაზიაში მივაგენი, ბავშვი მის თანმხლებ ქალბატონს ეჭირა ხელში თვითონ კი სათამაშოებს არჩევდა, ჩემი დანახვისას გულწრფელი სიხარული გამოესახა სახეზე, მეც ისე გავიკვირვე ვითომ მართლაც შემთხვევით შევხვდი.
- ძალიან გამიხარდა შენი ნახვა ინა, ცუდია რომ იმ დღის შემდეგ ერთმანეთს ვეღარ შევხვდით, გიგასგან გავიგე რომ შენ და ვასიკო ერთმანეთს დაშორდით.
- მთლად ასეც ვერ ვიტყოდი, უბრალოდ ცოტა ხნით შესვენება ავიღეთ, -უგემურად გავიღიმე და რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის და ჯიშის ფუმფულა ვარდისფერი ცხოველი ხელში შევატრიალე, თიკუნა მიხვდა რომ ამ თემაზე საუბარი არ მსიამოვნებდა და მაშინვე სხვა რამეზე გადაიტანა ყურადღება.
- აქ რას აკეთებ? შენც სათამაშოებს არჩევ?
- ჰო ჩემი მეგობრის ბავშვისთვის ვარჩევ საჩუქარს, დაბადების დღე აქვს, მეც ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, ეს პატარა ვინ არის? არ გამაცნობთ? -ბავშვისკენ შევბრუნდი და როგორც კი თვალებში ჩავხედე ერთ ადგილზე გავშეშდი, პირი გამიშრა და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე, ერთი წამით თვალები მაგრად დავხუჭე და მერე ისევ გავახილე, მაგრამ ეს პატარა საოცრება არსად არ გამქრალა...
- გაიცანი ინა ეს ჩემი ბიჭია, უტა დავარქვით, საყვარელია არა, -აშკარად ვერ შეამჩნია ჩემი აღელვება, ბავშვს ნაზად მოწმინდა ტუჩებზე მომდგარი ნერწყვი და სახეზე მოეფერა.
- კი მაგრამ შენ ხომ მითხარი რომ შვილი არ გყავთ, ეს როგორ...
- ვიშვილეთ, დღეს დილით წამოვიყვანეთ ბავშვთა სახლიდან, ეს ქალბატონი ნანაა მისი ძიძა, გიგა ისე განიცდიდა რომ შვილი არ გვყავდა... ხომ იცი საქართველოში როგორი ძნელია ბავშვის აყვანა, იმდენი პროცედურებია გასავლელი, მაგრამ ბედად გიგას ნაცნობი დაგვეხმარა და ახლა ეს საოცრება ჩვენთან არის...
ისეთი ბედნიერი იყო თიკუნა, ისეთი აღფრთოვანებული ამ ახალი მდგომარეობით და მე მაინც არ მესმოდა როგორ შეეძლო ყოფილიყო ასეთი სულელი, როგორ შეეძლო ეს არანორმალური მსგავსება ვერ შეემჩნია, ბავშვი გიგას ზუსტი ასლი იყო ნატასნაირი მწვანე თვალებით...
- - - - - - - -
უკვე ბინდდებოდა, ვიჯექი მანქანაში ჩვეულებისამებრ შენიღბული, გიგას სამსახურის მოპირდაპირე მხარეს, კარს თვალს არ ვაშორებდი და საკუთარ თითებს მთელი ძალით ვკბენდი თუმცა ვერაფერს ვგრძნობდი, სიბრაზის, გულისტკივილის და სასოწარკვეთის გარდა, ჰაერი აღარ მყოფნიდა, მინა ჩავწიე თუმცა მაინც ვერ მოვახერხე ნორმალურად ჩასუნთქვა, გადმოვედი, ცალი ხელით მანქანაზე დავეყრდენი და იმ ნაბიჭვრის ოფისის ფანჯრებს თვალი შევავლე, უკვე ყველაფერი გასაგები იყო, სულელი და ბრმა უნდა ვყოფილიყავი რომ ეს ყველაფერი ვერ დამენახა და ერთმანეთთან ვერ დამეკავშირებინა, თუმცა უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა მისი არაადამიანობის გააზრება, გოგო გაიტაცა, დიდი ალბათობით მასზე იძალადა, დააფეხმძიმა, არავინ იცის სად ყავს გამოკეტილი ორი წელი და ახლა უკვე ბავშვიც წაართვა, ღმერთო ჩემო საკუთარი შვილი, საკუთარ ცოლს როგორც ნაშვილები ბავშვი ისე შეატყუა, კაცმა არ იცის ახლა ნატა რა მდგომარეობაშია, ლოყებზე დაუკითხავად ჩამომეღვარა ცრემლები, თვალები დავხუჭე და უკონტროლო, პანიკური სიცილი ამიტყდა, გიჟივით ვხარხარებდი, საერთოდ არ მაინტერესებდა რომ გამვლელ გამომვლელები უცნაურად მიყურებდნენ, ერთმანეთს ჩემზე ანიშნებდნენ და ჩურჩულებდნენ, როგორც კი ცოტა სული მოვითქვი ჩემს ჯიბეში ტელეფონი აწკრიალდა გონება ისე მქონდა გაფანტული არც დამიხედავს ვინ იყო, ვუპასუხე...
- ინა... ინა ძალიან გთხოვ არ გამითიშო, სალაპარაკო გვაქვს, -ნაცნობი ხმის გაგონებისას ტანში გამცრა და მთლად მოღვენთილი ჩავიკეცე ასფალტზე...
- ინა აუცილებლად უნდა გნახო, გთხოვ მითხარი სად ხარ და მოვალ, -აღელვებული იყო, სწრაფად საუბრობდა თითქოს ცდილობდა ყველაფრის თქმა მოესწრო სანამ გავუთიშავდი, მინდოდა მეპასუხა, მინდოდა მეთქვა როგორ მიყვარდა და მენატრებოდა, უწყლოდ დარჩენილი თევზივით ვაფჩენდი პირს მაგრამ ჩემს თავს ვერაფრით ვაიძულე რომ მისთვის პასუხი გამეცა...
- ბიძაჩემს ველაპარაკე, ყველაფერი მომიყვა, გთხოვ ინა, ბოდიში მინდა მოგიხადო, არ ვიცი რას აკეთებ მაგრამ არ მინდა რომ ამ საქმეში ჩაერიო, მე და ბიძაჩემი ყველაფერს მივხედავთ, მითხარი სად ხარ...
ბედად ფეხზე წამოვდექი და დავინახე როგორ ჩაჯდა გიგა ავტომობილში, მეც სასწრაფოდ მივუჯექი საჭეს და ძრავი ჩავრთე.
- აუცილებლად ვილაპარაკებთ ოღონდ ახლა არა, -ჩამწყდარი ხმით მოკლედ მოვუჭერი და გავთიშე, კარგა ხანს მივყვებოდი გიგას უკან, გზაში რამდენჯერმე შეჩერდა სხვადასხვა ადგილას, აფთიაქთან, მარკეტთან, საცხობთან, გამიკვირდა როცა ერთ-ერთ მიყრუებულ გარეუბანში შევიდა, აქა-იქ კანტი კუნტად ჩანდა სახლები, ძლივს მბჟუტავი ლამპიონები მისტიკურ ელფერს სძენდნენ იქაურობას, როგორც კი დავინახე რომ სვლა შეანელა, ძრავი გამოვრთე და გავჩერდი, ჩემგან საკმაოდ მოშორებით, პატარა ძველ სახლთან შეჩერდა რომელსაც გარს ძველისძველი გვერდზე საცოდავად გადახრილი ღობე ერტყა, მანქანიდან გადმოვიდა და სავსე პაკეტებით დატვირთული სწრაფი ნაბიჯით შევიდა ეზოში, უკან მივყევი, ღობესთან მივიპარე და იქაურობა მოვათვალიერე, ხმა არ ისმოდა, ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იყო გამეფებული, აშკარად არ უნდა მქონოდა ძაღლის შიში, ფრთხილად შევაღე ჭიშკარი, რამდენიმე მეტრი სირბილით დავფარე და სახლის კედელს ავეკარი, იქაურობა ჩაბნელებული იყო, სახლიდან მცირედი სინათლეც კი არ გამოდიოდა, ის იყო იმ რამდენიმე მორყეულ კიბეზე უნდა ავპარულიყავი რომელსაც შესასვლელთან მივყავდი რომ კარის ხმა გავიგე და შევდექი, უფრო საიმედოდ ამოვეფარე სახლის კუთხეს, სახლიდან გიგა გამოვიდა, ხმაურით ჩამოირბინა კიბეებზე, ირგვლივ მიმოიხედა, სწრაფი ნაბიჯით გავიდა ეზოდან, საჭეს მიუჯდა და წავიდა, დიდხანს ვიდექი გაუნძრევლად, მინდოდა იმაში დავრწმუნებულიყავი რომ არ დაბრუნდებოდა, ბოლოს როგორც იქნა გავბედე, კიბეზე წელში ოთხად მოხრილი ავიპარე და საკეტს წავეტანე, რა თქმა უნდა დაკეტილი აღმოჩნდა, აი ახლა გამომადგებოდა ის რასაც მამაჩემი მასწავლიდა ხოლმე როცა ჩემთვის ეცალა, გაგიკვირდებათ და გიჟდებოდა რთულ საკეტებზე და უკუნეთ ღამეში ბოდიალზე, მისთვის და უკვე ჩემთვისაც ასეთი მარტივი საკეტის გაღება საბავშვო გასართობი იყო და სიბნელისაც მისი წყალობით არ მეშინოდა, ახლა რომ ვუფიქრდები არასდროს არ ყოფილა ცუდი ადამიანი უბრალოდ მოწოდებით მამა არ იყო მაგრამ მეგობრობა შეეძლო, უცნაურმა მონატრებამ შემომიტია და აჩქარებულ გულზე ხელი მივიჭირე, ამ აბდაუბდა სიტუაციას თავს დავაღწევ თუ არა აუცილებლად უნდა დავურეკო, გადავწყვიტე, გახალისებულმა ამოვაძვრინე ჯიბიდან მრავალპირიანი დანა და როცა გისოსებს უკან მოქცეულ კარის მინაში საკუთარი თავი დავლანდე გამეღიმა...

ნეტავ ახლა რას იტყოდნენ ჩემი მშობლები ასე რომ დავენახე, შუაღამისას, ჯაშუშივით ჩაცმული, ხელში დანით, როგორ შევდივარ უნებართვოდ სხვის საკუთრებაში, ნეტავ რა რეაქცია ექნებოდათ, ან საერთოდ თუ ექნებოდათ? მამა საქციელს მომიწონებდა, თვალს ჩამიკრავდა და გამამახნევებდა, დედა კი გულშეღონებულის როლს ითამაშებდა და ჯორჯის მკერდზე მიკრული იწუწუნებდა თუ რა ცუდად აღზრდილი და როგორი ველური ქალიშვილი ჰყავდა, ვასიკო? ნეტავ ის რას იტყოდა...

საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი გაიღო, უხმაუროდ შევსხლტი შიგ და ზურგსუკან მივხურე, შევედი თუ არა საშინელმა სინესტის და სიძველის სუნმა შემიღიტინა ნესტოებში და უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, ფაქტიურად ვერაფერს ვხედავდი მაგრამ ახლა ფანარს ნამდვილად ვერ გამოვიყენებდი, ბავშვობაში როცა ფილმებს ვუყურებდი ყოველთვის მიკვირდა ხოლმე სახლში უნებართვოდ შეპარული ადამიანები რატომ დადიოდნენ წინ და უკან გაბრდღვიალებული ფანრებით, სულ მალე სიბნელეს თვალი შევაჩვიე და იქაურობის დათვალიერებაც დავიწყე, რამდენიმე წუთში მოვრჩი დათვალიერებას, სახლი სულ ერთი სართული იყო, მისაღებისგან, სამზარეულოსგან, აბაზანისგან და ერთი საძინებლისგან შედგებოდა, რბილ ავეჯს შალითები ჰქონდა გადაკრული, სამზარეულოს მაგიდაზე თითის სისქის მტვერი იდო, მაცივარი ცარიელი იყო და არ მუშაობდა, არც საძინებელს ეტყობოდა რამე რომ იქ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვინმეს ეძინა, არადა აქ რამდენიმე სხვადასხვა პაკეტით შემოვიდა, სად წაიღო ის საჭმელი, წამლები და სხვა რაღაცეები რაც გზაში შეიძინა, ნეტავ რაშია საქმე?

ჩამოვჯექი რომ მშვიდად მეფიქრა ამ ყველაფერზე, რა შეიძლება რომ ხდებოდეს? ყველა ფილმი გავიხსენე რაც კი ასეთ თემებზე მქონდა ნანახი და დავასკვენი რომ აქ სადღაც საიდუმლო ოთახი ან სულაც სარდაფი უნდა ყოფილიყო, შეიძლება ახლა ზუსტად იმ სარდაფის ჭერზე დავაბიჯებდი რომელშიც ნატა ჰყავდა გამოკეტილი, სათითაოდ დავათვალიერე ყოველი კუთხე-კუნჭული, კედლების და იატაკის ყოველი სანტიმეტრი გავსინჯე მაგრამ ვერაფერს მივაგენი, ორიოდე საათის უშედეგო ძიების შემდეგ ღონემიხდილი მივეყრდენი მისაღების ერთ-ერთ კუთხეში მდგარ ჭურჭლის კარადას, როცა კარადა დაიძრა და გვერდზე გაჩოჩდა თავიდან ვიფიქრე რომ დაღლილობისგან ყველაფერი მეჩვენებოდა და კარადა კი არა მე ვმოძრაობდი და სადაცაა იატაკზე გავიშხლართებოდი მაგრამ როცა კარადის უკან საკმაოდ მოზრდილმა კარის მაგვარმა ხვრელმა დააღო პირი გაკვირვებისგან დავუსტვინე, ესეც ასე როგორც იქნა მივაგენი, ახლა იმაზე უნდა მეზრუნა რომ ჩემი შესვლის შემდეგ ეს ფარული კარი ისევ არ დახურულიყო და შიგნით არ მოვემწყვდიე, იქვე მდგარი დაბალი კომოდი ძლივსძლივობით გავახოხე იატაკზე და კარადასა და კედელს შორის საიმედოდ ჩავჭედე მერე კი მოხერხებულად გადავევლე ზედ და მორყეულ ხის კიბეზე დავეშვი, ისეთი სიბნელე იყო თვალთან თითს ვერ მიიტანდი, ფანარი ავანთე და იქაურობა მოვათვალიერე, რამდენიმე კვადრატ ფილაქნით მოპირკეთებულ იატაკზე ვიდექი და ჩემს წინ უზარმაზარი რკინით ნაჭედი კარი ჩანდა რომელიც გაგიკვირდებათ და ურდულით იყო ჩაკეტილი, გამიხარდა კიდეც რომ დავინახე რომ სხვა არანაირი საკეტი არ ჰქონდა, ახლა ნამდვილად არ მქონდა იმის დრო რომ მის გაღებაზე მეწვალა...

კარს ფრთხილად მივუახლოვდი და მივაყურადე, რამდენიმე წუთი გასუსული ვუსმენდი მაგრამ ჩქამიც კი არ ისმოდა, შეიძლება შიგნით მართლაც არავინ არის ან უბრალოდ ეს კედლები და კარი ხმაგაუმტარია, ფრთხილად წავავლე აცახცახებული თითები ურდულს მაგრამ მაშინვე ჩამოვუშვი, საქმე ის იყო შემეძლო კი იმ ყველაფერთან გამკლავება რასაც შიგნით შეიძლებოდა გადავწყდომოდი, რამდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე, მთელი გამბედაობა მოვიკრიბე და ურდული ავწიე, საკმაოდ მძიმე იყო, გაჭირვებით გამოვაღე კარი რომელიც საკმაოდ უხმაუროდ გაცურდა გვერდზე, ჩარჩო შევამოწმე, მისი ჩაკეტვის საშიშროება ნამდვილად არ არსებობდა, გაბედულად შევაბიჯე სუსტი შუქით განათებულ ოთახში, ინსტიქტურად მოვაფათურე მარჯვენა ხელი კედელზე და როგორც კი ჩამრთველი ვიპოვე თითი დავაჭირე, იქაურობას უცნაური მუქი ყვითელი შუქი მოეფინა, გაოცებული ვათვალიერებდი საკმაოდ კომფორტულად მოწყობილ ორმოციოდე კვადრატ ოთახს და ოთახის ერთ-ერთ კედელთან მდგარ უზარმაზარ საწოლზე საცოდავად მოკუნტულ, სპორტულ შარვალსა და ზედაში გამოწყობილ გამხდარ გრძელთმიან არსებას რომელსაც ეძინა და ძილში შფოთავდა, ოთახი რბილი ავეჯით იყო სავსე თუმცა მაცივრის გარდა სხვა ტექნიკა არსად ჩანდა, ის პატარა კარი რომელიც საწოლის პირდაპირ მდებარე კედელზე ჩანდა ალბათ სააბაზანოში გადიოდა, ფანჯარა არსად იყო, ალბათ რაღაც სპეციალური ვენტილაციის სისტემა იყო სადმე დამონტაჟებული სხვა შემთხვევაში ნატა ამ ჯურღმულში აქამდე გაიგუდებოდა, ერთ-ერთ კედელთან საბავშვო საწოლი იდგა, სათამაშოებით და სხვადასხვა ნივთებით სავსე, თუმცა ბავშვი არსად ჩანდა, ამან უფრო მეტად გაამყარა ჩემი ეჭვები, არ მინდოდა ნატა შემეშინებინა ამიტომ ფეხაკრეფით მივუახლოვდი, საწოლთან ჩავიმუხლე და ფრთხილად შევეხე სახეზე, უკმაყოფილოდ ამოიზმუვლა და გვერდი იცვალა, ახლა მხარზე შევეხე და შევანჯღრიე...
- ნატა უნდა გაიღვიძო გთხოვ, -ხმადაბლა ჩავჩურჩულე და თავზე ხელი გადავუსვი, მაშინვე თვალები ჭყიტა წამოხტა, საწოლის თავს აეკრა და შეშინებული მომაშტერდა, ისე მიყურებდა აშკარად ან სიზმარში ეგონა თავი ან ფიქრობდა რომ მოჩვენება ვიყავი.
- შენ ნატა ხარ არა? მე ინა ვარ როგორც იქნა გიპოვნე, -შევეცადე ხმაში რაც შეიძლება მეტი სითბო ჩამექსოვა რომ ჩემი არ შეშინებოდა, -ადექი აქედან სასწრაფოდ უნდა წავიდეთ სანამ გიგა მოსულა.
- მართლა აქ ხარ? არ მეჩვენები? -ძლივს ამოიხრიალა, თხელი თითები კანკალით წამოიღო ჩემი სახისკენ და ფრთხილად შემეხო ლოყაზე, მერე ისე რომ საერთოდ არ ველოდებოდი მეცა და ჩამეხუტა, ერთხანს მაგრად მხვევდა ხელებს მერე ისევ მომშორდა და გიჟივით დაიყო სიცილი, მწვანე თვალები არაბუნებრივად უელავდა და ხელებს უმიზნოდ აქნევდა ჰაერში, სუნთქვაშეკრული ვუყურებდი, აშკარად არ ჰქონდა ფსიქიკა წესრიგში, ან კი როგორ ექნებოდა, ველოდი რომ დაწყნარებულიყო, როგორც იქნა გაჩუმდა და ეჭვით სავსე თვალებით შემომხედა.
- ესე იგი მიპოვეთ? შენ ვინ ხარ? არ გიცნობ.
- შენი ძმის ვასიკოს მეგობარი ვარ, -შევამჩნიე ვასიკოს ხსენებისას როგორ გაუბრწყინდა და გაუთბა თვალები და უფრო გულმოცემულმა გავაგრძელე, -იცი რომ დღემდე არ შეუწყვეტიათ შენი ძებნა? ისიც გეძებს და ბიძაშენიც, მეც გეძებდი და აი მოგაგენი კიდეც, ახლა ადექი და წამოდი, სწრაფად, ბევრი დრო არ გვაქვს.
- ღმერთო ჩემო როგორც იქნა, როგორც იქნა იმ მანიაკს, იმ შეშლილს თავს დავაღწევ, ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა და წამოხტა თუმცა მალევე გაფითრებული დაეშვა საწოლზე...
- მე... მე არ შემიძლია ვერ წამოვალ, -საცოდავად ამოილუღლუღა, თავზე ხელები მოიჭირა და წინ და უკან რწევა დაიწყო, ვუყურებდი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ფრთხილად შევეხე მხარზე, თავი ასწია და ცრემლებდაგუბებული თვალებით შემომხედა.
- გიჟი გგონივარ არა? შეშლილი და არანორმალური, შეიძლება ვარ კიდეც მართლა მიკვირს აქამდე როგორ ვარ ცოცხალი, გამიტაცა გესმის? იმ ადამიანმა გამიტაცა რომელსაც ჩემს მეორე ძმად ვთვლიდი, რომლის თვალწინაც გავიზარდე და რომელზეც ხანდახან ვფიქრობდი რომ ვასიკოზე მეტად მიყვარდა, აქ მომიყვანა, ჩემზე იძალადა, გამაუპატიურა, ცხოველივით გამომკეტა და რაღაც საშინელებების გაკეთებას მაიძულებდა, რამდენჯერმე ვცადე თუმცა ყოველთვის ახერხებდა ჩემს გადარჩენას და მერე უარესად მექცეოდა, ყველაზე საშინელი კი იცი რა არის? თავი დამნაშავედ არ მიაჩნია, რაც არ უნდა გააკეთოს სინდისი და დანაშაულის შეგრძნება არასოდეს აწუხებს, პირველი რამდენიმე თვე დამამაშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ გავატარე, თითქმის ყოველდღე მოდიოდა და ძალადობდა ჩემზე, მერე დავფეხმძიმდი და არ ვიცი როგორ გითხრა, არ ვიცი როგორ შევძელი მაგრამ ჯერ კიდევ მუცელში ყოფნისას შემიყვარდა ჩემი პატარა, გიგაც შეიცვალა როცა ჩემი ფეხმძიმობის შესახებ შეიტყო, უფრო თბილი და დამთმობი გახდა თუმცა ახლა უკვე ბავშვით მაშანტაჟებდა, აქ ვიმშობიარე, ამ საწოლზე სრულიად მარტო, ვერ აღგიწერ რა ვიგრძენი როცა ხელში ავიყვანე და გულზე მივიკარი, მან გადამატანინა ის ყველაფერი რისი წარმოდგენაც კი ბოლოს მოუღებს ადამიანს, მე კი ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, ჩემი ბიჭი მაძლევდა ცხოვრების ძალას, ახლა კი წაიყვანა გესმის? ჩემი პატარა წაიყვანა, მეუბნება რომ თუკი მისგან გაქცევას კიდევ ერთხელ შევეცდები ვეღარასოდეს ვნახავ...
- ვუსმენდი, მთელი სხეული მიცახცახებდა და ლოყებიდან ღვარად ჩამომდიოდა ცრემლები, ის სულ რაღაც ოცი წლის იყო და უკვე რამდენი რამ ჰქონდა გადატანილი, თითქმის ჭკუიდან იყო შეშლილი, მუჭებით მოვიწმინდე ცრემლები და ვაიძულე რომ ჩემთვის თვალი გაესწორებინა.
- მე შენი პატარა ვნახე ნატა, კარგად არის და არაფერი უჭირს, დარწმუნებული ვარ გიგა არაფერს დაუშავებს, ახლა კი ადექი და წამომყევი...
- მართლა ნახე? -შემაწყვეტინა და თვალები უცნაური ცეცხლით აენთო, კარგად არის?
უსიტყვოდ დავუქნიე თავი და თითქმის ძალით წამოვაყენე საწოლიდან, შებარბაცდა მერე კი მთელი ძალით ჩამეხუტა და ხმამაღლა აქვითინდა, შემდეგ უცბად შეწყვიტა ტირილი და სახეზე უცნაური მხიარული ღიმილი მოეფინა.
- ლამაზია არა? ხომ ლამაზია?
- ჰო ძალიან ლამაზია, -თმაზე ხელი ჩამოვუსვი და თბილად გავუღიმე.
- წამოდი წავიდეთ.
სახე რომ შეეცვალა ვიფიქრე რომ კიდევ ერთი პანიკური შეტევა ჰქონდა, მაგრამ როცა ჩემს ზურგსუკან გაუშტერდა მზერა, თვალები შიშით აევსო და აცახცახდა მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე, ნელ-ნელა შევტრიალდი, კარის ჩარჩოზე გიგა იყო მიყრდნობილი და ისევ იმ საყვარელი უცოდველი ღიმილით იღიმოდა.
- სად აპირებ წასვლას პატარა ქალბატონო, ასე მალე მტოვებ? ჯერ ხომ ახლა მოხვედი, -მზერა გამისწორა, დათაფლული ხმით ჩაილაპარაკა და ჩვენსკენ ნაბიჯი გადმოდგა...


- - - - - - - - - - - - - - - - - - - -


უკან დავიხიე და ინსტიქტურად ავეფარე შიშისგან აცახცახებულ ნატას, მე არ შემშინებია, ამ ნაბიჭვარს არ ვასიამოვნებდი და არ ვაფიქრებინებდი რომ მისი მეშინოდა, ვუყურებდი და მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი, გულისრევის შეგრძნება მეუფლებოდა და ბრაზისგან ყელში რაღაც მიჭერდა როცა ვხედავდი როგორ უდარდელად იღიმოდა თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს.
- არ მომეკარო, არ გაბედო, -ვიყვირე და ნატასთან ერთად ორი ნაბიჯით უკან დავიხიე, სახე შეეცვალა, ღიმილი წამში ჩამოერეცხა და ისეთმა გაოცებულმა და გულნატკენმა შემომხედა მეც გამაოცა.
- ჩემი რატომ გეშინია პატარავ? ბოლოსდაბოლოს შენი ფეხით მოხვედი აქ.
- მართლა გიჟი ხარ, შეშლილი, არანორმალური, -აღმომხდა და ჯიბეში ხელი მოვაფათურე რომ დანა ამომეღო, თუმცა ვერ ვიპოვე, ჰმ, ჩემი ბედის რა ვთქვი, ნეტავ სად ამომივარდა?
- შემიძლია რაღაც შემოგთავაზო საყვარელო, -ხმა ისევ ისეთი ჰქონდა ნაზი, თბილი და შემპარავი.
- ჯერ მე შემოგთავაზებ, აქედან გაგვიშვი და გპირდები არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით, -ვუთხარი და დავინახე როგორ დამცინავად ჩაიღიმა, ჯიბიდან წამლით სავსე შპრიცი ამოაძვრინა და დემონსტრაციულად გააქანავა ჰაერში.
- არჩევანი გაქვს ინა, ან ახლა გავალ გარეთ, კარს დავკეტავ და იმდენ ხანს არ მოგაკითხავთ სანამ შიმშილისგან და წყურვილისგან საბოლოოდ არ მიხვალთ სიკვდილის ზღვარზე ან ამ შპრიცს მოგცემ და შენი ნებით გაიკეთებ, დამშვიდდები, დაწყნარდები და დამჯერი გოგო გახდები, მე შენ და ნატა, მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთ ერთად, აბა რას იტყვი?
საფეთქლებზე ხელები შემოვიჭდე და დავფიქრდი, მასთან არანაირი შანსი არ მქონდა, რა სულელი ვარ, როცა შესასვლელი აღმოვაჩინე მაშინვე უნდა დამერეკა პოლიციაში ან პირდაპირ ვასიკოს ბიძისთვის, სად მოვდიოდი რომ მოვდიოდი ასე დახმარების გარეშე, უიარაღო...
- ჩემს მოთმინებას ბოროტად იყენებ ინა, -გველივით ჩაისისინა, წამში ამესვეტა წინ და მკლავში მტკივნეულად ჩამავლო ხელი.
- უკან დაიხიე და განძრევა არ გაბედო, თორემ ხომ იცი რაც შემიძლია დაგმართო და რა შეიძლება გავუკეთო შენს შვილს, -დაუღრინა ნატას და მანაც მაშინვე მიშვა აქამდე წელზე მოხვეული ხელი, უკან სვლით მივიდა საწოლთან, დაჯდა, ფეხები აიკეცა და გამხდარი მკლავები შემოიხვია მუხლებზე, ჩემი მდგომარეობის არა, მისი უსუსურობის გამო მომადგა თვალზე ცრემლი და მთელი ძალით გავიბრძოლე.
- არ გინდა გიგა, უკვე ყველამ ყველაფერი იცის, მაინც გვიპოვნიან, ჩემი დაკარგვა ასე უბრალოდ არ ჩაივლის, -წყალწაღებულის ხავსის მოჭიდებას ჰგავდა ჩემი ლუღლუღი, თუმცა მას არაფერი ესმოდა, ცდილობდა ჩემთვის ხელები გაეკავებინა რომ შეეკრა, მერე კი ალბათ წამალს გამიკეთებდა, მთელი ძალით ვეწინააღმდეგებოდი და ვცდილობდი მისგან თავი დამეხსნა მაგრამ არაფერი გამომდიოდა ბოლო ძალა მოვიკრიბე როგორღაც ხელი გავითავისუფლე და მთელი ძალით დავარტყი სახეში, მერე კი მისი მოქნეული მარჯვენა ისე შემეხეთქა ლოყაზე თვალთ დამიბნელდა, თავი ვეღარ შევიკავე და მთელი ძალით დავენარცხე იატაკზე, დანარცხება დარტყმაზე არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდა, ასე მეგონა ყველა ძვალი ერთდროულად დამემსხვრა, გამწარებულმა დავიკვნესე და ხელის ზურგით მოვიწმინდე გახეთქილი ტუჩიდან ჩამოღვრილი სისხლი, ისე რომ გამომეტყველება არ შეცვლია წამში მომექცა ზემოდან, ხელები გამიკავა და შპრიცს პირით მოხსნა დამცავი, თავი გვერდზე გადავაგდე და სასოწარკვეთილი თვალები მივაპყარი ნატას, მერე ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით განვითარდა, ჩხვლეტა ვიგრძენი, წამალი გამიკეთა დაიხარა და ყბაზე მომაკრო გახურებული ტუჩები, დავინახე როგორ წამოიწია ნატა, მის ხელში ჩემმა დანამ გაიელვა რომელიც აშკარად მაშინ დამივარდა საწოლზე როცა საწოლიდან მის წამოყენებას ვცდილობდი, არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა მაგრამ გიგას არაფერი უნდა შეემჩნია, უკვე განთავისუფლებული ხელები კისერზე შემოვხვიე, სხეული მაღლა ავზიდე და საშინელი ზიზღის მიუხედავად მის ტუჩებს შევეხე, ჯერ გაშეშდა მერე კი სიამოვნების ტალღამ გადაუარა სახეზე.
- ასე არ ჯობია? რა კარგია რომ უკვე ვუგებთ ერთმანეთს, -ჩაიჩურჩულა ჩახლეჩილი ხმით და მთელი ძალით დამაცხრა ტუჩებზე, თვალდახუჭული გახელებული მკოცნიდა, მე კი ფრთხილად მოძრავ სახეგაფითრებულ და თვალებგაფართოებულ ნატას არ ვაშორებდი თვალს, მოგვიახლოვდა, როგორც კი გიგას ზურგს გაუსწორდა, შემზარავად იკივლა და დანა მთელი ძალით ჩაარტყა ზურგში, გიგამ ამოიკვნესა და სიმწრისგან ისე მწარედ მიკბინა ტუჩზე კინაღამ გონება დავკარგე, თვალები ფართოდ გაახილა, ხელი გამიშვა და გაოცებული სახით შეეცადა უკან მიხედვას, ნატას არ დაუხანებია, დანას ხელი ჩაავლო და ჭრილობიდან ამოაძრო, ის იყო მეორედ უნდა დაერტყა რომ გიგამ დაიღრიალა და ფეხზე წამოდგომა სცადა, მთელი ძალით ვკარი ხელი და როცა იატაკზე გულაღმა გაიშხლართა დავინახე აცახცახებული ნატა როგორ მოექცა ზემოდან და მთელი ძალით ჩასცხო დანა მკერდის არეში, უკვე თავბრუსხვევას ვგრძნობდი, წამალი მოქმედებას იწყებდა, ძლივს მოვახერხე წამოდგომა და მესამედ დასარტყმელად მოქნეული ხელი ჰაერში დავუჭირე.
- რას აკეთებ? -იკივლა სასოწარვეთილმა, ეს უნდა მოვკლ,ა იმ ყველაფრისთვის უნდა ზღოს რაც დამიშავა, სიკვდილს იმსახურებს.
გიგას გასისხლიანებულ, ძლივსშესამჩნევად მოძრავ გულ მკერდს, მაგრად დახუჭულ თვალებს და გათეთრებულ სახეს დავხედე და მერე ისევ ნატას მივუბრუნდი.
- ახლა მისთვის სიკვდილი ყველაზე მსუბუქი სასჯელი იქნება, უნდა იცოცხლოს რომ ნახოს როგორ გავანადგურებთ მის ცხოვრებას რომლითაც ასე ამაყობდა, ყველასგან მიტოვებულს, მარტოდმარტო მოუწევს ციხეში წლების გატარება, მერწმუნე, მისთვის ამაზე უკეთესი სასჯელი სიკვდილი ნამდვილად არ იქნება, დადე დანა და გთხოვ გარეთ გასვლაში დამეხმარე თორემ ვატყობ რომ რამდენიმე წუთში გავითიშები.
შეშლილი თვალებით შემომხედა, ეტყობოდა როგორ ებრძოდა თავს თუმცა როცა დაინახა როგორ წავბარბაცდი მაშინვე გააგდო დანა ხელიდან, წამოხტა და მხარში ამომიდგა, ნახევრად გათიშული ძლივს ამიყვანა კიბეებზე, კარი ღია დაგვხვდა, კომოდი ისევ ისე იყო ჩაჭედილი კარადასა და კედელს შორის როგორც მე დავტოვე, მარტივად გადახტა და მერე მე დამეხმარა გადახოხებაში, თითქმის ხელით მიმიყვანა გასასვლელ კარამდე, ვერ ვხვდებოდი ამ ერთ ციდა გამხდარ გოგოს საიდან ჰქონდა ასეთი ძალა, ერთი ხელით წელზე მაგრად მომეჭიდა მეორე კი საკეტისკენ წაიღო, ვგრძნობდი როგორ სუნთქავდა ღრმად და ცახცახებდა.
- მიდი ნატა შენ ყველაფერი გამოგივა, გააღე ეს წყეული კარი, -ძლივსგასაგონად ჩავილაპარაკე, სახელური ჩამოსწია და როგორც კი გარეთ გავედით ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა როგორც ჰოლივუდურ ფილმებშია, დამაბრმავებლად ციმციმებდნენ პოლიციის მანქანის შუქები, ეზო ფორმიანი ხალხით იყო სავსე, იქვე კიბეზე ჩავიკეცე, ნატამ ჩემი წამოყენება ვერ შეძლო მაგრამ არ მიმატოვა გვერდით მომიჯდა და მომეხვია, მერე ვიგრძენი როგორ დაიძაბა, დაბინდული მზერა მის მზერას გავაყოლე, ძლივს გავარჩიე ჩვენსკენ სირბილით მომავალი სილუეტი, მერე ნაცნობი საყვარელი სურნელი ვიგრძენი ახლოს, სულ ახლოს და წყვდიადში გადავეშვი...
- - - - - - - - - - -
შეხებას ვგრძნობდი, ნაზ ფრთხილ შეხებას, ხელებზე, მკლავებზე, სახეზე, ტუჩებთან ახლოს ვგრძნობდი ტუჩებს და თბილ სუნთქვას, მერე ნელ-ნელა ხმების აღქმაც დავიწყე მელაპარაკებოდა, დაბალი ხრინწგარეული ხმით მეჩურჩულებოდა, მებოდიშებოდა, მეუბნებოდა რომ სიგიჟემდე ვუყვარვარ რომ მოვენატრე, მემუდარებოდა რომ თვალები გამეხილა, არიადნეს ძაფივით კაშკაშებდა ჩემი გონების ბნელ ლაბირინთებში მისი ხმა და მეც ახალი ფეხადგმული ბავშვივით მასზე ჩაბღაუჭებული მივიწევდი მოციმციმე სინათლისკენ, როგორც იქნა თვალი გავახილე და მაშინვე მის აწყლიანებულ მწვანე თვალებს შევეფეთე, გამეღიმა როცა მივხვდი რომ ყველაფერი ცუდი უკან მოვიტოვეთ მან კი შვებით ამოისუნთქა როცა მომღიმარი დამინახა, ფრთხილად შემახო თითები სახეზე, ჩემსკენ დაიხარა და თვალებში ისე ჩამაშტერდა თითქოს ნებართვას მთხოვსო, არაფერი მითქვამს მკლავები შემოვხვიე და ბაგეებზე დავეწაფე.
- კარგად ხარ? -ათრთოლებული ხმით მკითხა როცა ერთმანეთს მოვწყდით.
- კარგად ვარ, არაფერი მჭირს, უბრალოდ იმ ნაბიჭვარმა დამამშვიდებელი გამიკეთა ეს იყო და ეს.
- რამე დაგიშავა? -ჩავარდნილი ხმით მკითხა და შევამჩნიე როგორ დაეჭიმა მთელი სხეული პასუხის მოლოდინში.
- თუ ამას არ ჩავთვლით, -ხელი გამსკდარ ტუჩზე მივიდე, -სხვა ვერაფრის დაშავება ვერ მოასწრო, ახლა სად არის, იმედია ცოცხალი გადარჩა რომ ყველაფრისთვის ზღოს.
- ახლა რეანიმაციაშია მაგრამ ექიმები ამბობენ რომ გადარჩენის შანსი აქვს, დანა რამდენიმე მილიმეტრით ასცდა გულს...
- ჰოდა ძალიან კარგი, უნდა გადარჩეს რომ მერე ისე დაიტანჯოს როგორც იმსახურებს, -თვითონაც კი არ მესიამოვნა ისეთი ბრაზით და ზიზღით იყო გაჯერებული ჩემი სიტყვები.
- მაპატიე, ძალიან გთხოვ მაპატიე, მაპატიე რომ თავიდანვე არ დაგიჯერე... -საშინლად გამოიყურებოდა, წარმოდგენაც კი არ მინდოდა ახლა მის გულში და გონებაში რა ცეცხლი ტრიალებდა, ადამიანი რომელსაც ენდობოდა, რომელიც ძმად მიაჩნდა შეშლილი ფსიქოპათი აღმოჩნდა...
- არ გინდა ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, ალბათ მეც გამიჭირდებოდა დაჯერება შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, -გაჩეჩილ თმაში შევუცურე თითები და მოვეფერე.
- ღმერთო ჩემო რა ძალიან მენატრებოდი, -ამოვიკვნესე და სიამოვნებისგან თვალები მივლულე როცა კიდევ ერთხელ მომაკრო ტუჩებზე თავისი მხურვალე ბაგეები.
- მიყვარხარ პატარავ, მთელი ცხოვრება შენთან ვალში ვიქნები, შენ ჩემი დაიკო გადაარჩინე, ჩემი ნატა, შენ რომ არა ვინ იცის...
ჯანდაბა, ახლაღა გამახსენდა ნატა, დაფეთებული წამოვხტი, პალატა მოვათვალიერე და როცა იქვე ახლოს დივანზე მძინარეს მოვკარი თვალი დავმშვიდდი.
- კარგად არის? -შევეკითხე ვასიკოს რომელიც სიყვარულით სავსე მზერას არ აშორებდა პლედის ქვეშ საცოდავად მოკუნტულ ნატას.
- არ არის კარგად, -ნაძალადევი ღიმილით გადააქნია თავი, საწოლზე ჩამომიჯდა და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, -კარგად არ არის თუმცა ახლა ჩემს გვერდითაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ კარგად გახდეს, რაც გიპოვეთ მას შემდეგ გვერდიდან არ მოგშორებია, ჩემთვის არც კი შემოუხედავს, ხმას არ მცემს არ მელაპარაკება, როცა ექიმებმა მისი ცალკე გაყვანა და გასინჯვა დააპირეს პანიკაში ჩავარდა, ახლახანს ჩაეძინა შენს საწოლთან და როგორც იქნა მოვახერხე რომ დივანზე დამეწვინა, ბოდავდა, ამბობდა რომ შენ იცი სად არის მისი შვილი, ამბობდა რომ შენ ერთადერთს შეგიძლია მას შვილი დაუბრუნო, არ ვიცი, ვერაფერი გავიგე, საერთოდ აღარაფერი მესმის, რა შვილი? რა შვილი ინა...
ნუთუ მისთვის არავის არაფერი უთქვამს? მართალია იმ სარდაფში ბავშვი არ იყო მაგრამ უამრავი საბავშვო ნივთი იყო და ადვილად მიხვდებოდნენ ყველაფერს.
- პოლიციელებს არაფერი უთქვამთ? ან ბიძაშენს?
- ეს რა შუაშია? თანაც სად მქონდა მათთან საუბრის დრო, სასწრაფოს გამოვყევი და მთელი ღამეა აქ ვარ, ალბათ ახლა უკვე მოვლენ რომ დაგკითხონ შენ და ნატა.
- გიგას ცოლმა თიკუნამ იცის ყველაფერი?
- იცის და ისიც აქ არის...
საუბარი ფრთხილმა კაკუნმა შეგვაწყვეტინა, პალატაში თავჩაღუნული შემოვიდა თიკუნა და იქვე შედგა, გაფითრებული იყო, თვალებჩაშავებული, ისე გამოიყურებოდა თითქოს ერთ დღეში რამდენიმე წლით დაბერდაო, გაუბედავად გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ და თან თვალს დივანზე მძინარი ნატასკენ აპარებდა.
- ინა შეიძლება რომ ვილაპარაკოთ, -ძლივსგასაგონი ხმით მკითხა.
- მე დაგტოვებთ და ისაუბრეთ, ვასიკო ასადგომად წამოიწია მაგრამ მკლავში ჩავეჭიდე და დაჯდომა ვაიძულე.
- დარჩი, მინდა შენც გაიგო რაზეც ვისაუბრებთ.
- ბოდიში მინდა მოგიხადოთ, -ძლივს ამოღერღა თიკუნამ.
- არ გინდა, ვის ვის და შენ ნამდვილად არაფერი გაქვს საბოდიშო, -ღიმილით შევაწყვეტინე და მერე ისევ სახე დამემანჭა იმის გაფიქრებისას რაც მისთვის უნდა მეთქვა.
- მგონი მე მომიწევს შენთვის ბოდიშის მოხდა, არ ვიცი როგორ უნდა გითხრა მაგრამ რომ არ გითხრა ისეც არ გამოვა, ვწუხვარ...
- რას ამბობ? რას ამბობს? -ჯერ მე შემომხედა და მერე ვასიკოს შეხედა გაკვირვებულმა, ვასიკოც გაოცებული მიცქერდა მაგრამ არაფერს მეუბნებოდა.
- ხომ გახსოვს წეღან მეკითხებოდი რას გულისხმობდა ნატა როცა თავის შვილს ახსენებდა.
- რათქმაუნდა მახსოვს, -თავი დამიქნია და ხელი უფრო მაგრად მომიჭირა ხელზე.
- ნატას გიგასგან ბავშვი ჰყავს, პატარა უსაყვარლესი და ულამაზესი დისშვილი გყავს, ბიჭია, ჯერ ერთი წლისაც არ არის...
მხოლოდ მაშინ მიხვდა როგორ მიჭერდა ხელს როცა სიმწრისგან ამოვიკვნესე, ფეხზე წამოდგა ხელები თავზე შემოიჭდო და გიჟივით დაიწყო პალატაში სიარული, ვერ ჩერდებოდა, სიმწრისგან მუჭებს იკბენდა რომ არ ეღრიალა, თიკუნა გაშეშებული, თვალებგაფართოებული იდგა კედელთან და უხმოდ ტიროდა, წამოვდექი, ვასიკოს უკნიდან მივუახლოვდი, ხელები შემოვხვიე და ზურგზე ავეკარი, შემობრუნდა და საწოლისკენ წამიყვანა, დამაწვინა თავქვეშ ბალიში ამომიდო და მხოლოდ ერთი სიტყვა მითხრა...
- გააგრძელე.
გამშრალ პირში ენა ძლივს მოვატრიალე და ნერწყვი ხმაურით გადავყლაპე, ახლა ყველაზე ძნელი რამ უნდა მეთქვა, თიკუნასთვის.
- გიგამ ამ რამდენიმე დღის წინ ნატას ბავშვი წაართვა, ბავშვთა სახლში მიიყვანა, მერე კი მან და თიკუნამ იშვილეს, თიკუნას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა რომ ის ბავშვი გიგას შვილი იყო...
- ინა გაიღვიძე? როგორც იქნა, -ნატას ხმის გაგონებისას ყველანი შეთქმულებივით გავჩუმდით, დივნიდან წამოხტა და ისე რომ ვასიკოსთვის და თიკუნასთვის ყურადღებაც კი არ მიუქცევია ჩემს საწოლთან მოირბინა.
- კარგად ხარ ინა? ახლა შეგიძლია რომ ჩემს შვილთან წამიყვანო? ხომ შემპირდი? გახსოვს მითხარი რომ იცოდი სად იყო ჩემი შვილი...
პალატას თვალი მოვავლე, ვასიკო გაფითრებული, სუნთქვაშეკრული, თვალებჩაწითლებული დაჩერებოდა ერთადერთ დას, თიკუნა ძლივს იკავებდა თავს რომ არ წაქცეულიყო, მეტის გაძლება აღარ შემეძლო, ეს ყველაფერი უკვე ჩემს შიგნით ვეღარ ეტეოდა, სახეზე ხელები ავიფარე და ცრემლებს უფლება მივეცი ჯებირები გადმოელახათ.
- ღმერთო ჩემო, -ამოიხრიალა თიკუნამ, მუხლებზე დაეცა და მოთქმით ატირდა...
- - - - - - - - -
- დედიკოს ბიჭი, ჩემი პატარა, ჩემი ლამაზი, -მხიარულად აჭყლოპინებულ ბავშვს დასჩერებოდა ნატა და ბედნიერი იღიმოდა.
- შეხედე ინა როგორი ლამაზია, -ხელით მიმიხმო და მეც მაშინვე გვერდში ამოვუდექი, მართლაც საოცარი ბავშვი იყო, აბრიალებდა უზარმაზარ მწვანე თვალებს და უკბილო პირით ყურებამდე გაღიმებული შემოგვცქეროდა.
- წავიდეთ ნატა წასვლის დროა, -ვასიკომ მხარზე ფრთხილად შეახო ხელი და როცა ნატა შეკრთა და უკან დაიხია, სახე ტკივილისგან დაემანჭა.
- სად უნდა წავიდეთ? -ნატამ რატომღაც მე შემომხედა.
- სახლში წავიდეთ ნატა, ჩვენს სახლში, -ვასიკომ ხელი გაუწოდა და თბილად გაუღიმა, ნატამ ბავშვი გულზე მიიკრა და შეშინებულმა მიმოიხედა ირგვლივ.
- მე... მე... არ ვიცი, არ მინდა, არ ვიცი...
- თუ გინდა ჩემთან იცხოვრე, -არც კი ვიცი საიდან მომივიდა თავში აზრად ეს შესანიშნავი რამ, ნატამ გაოცებულმა შემომხედა და როცა სახეზე ღიმილი გადაეფინა ვასიკომ შვებით ამოისუნთქა და ისეთმა მადლიერმა შემომხედა რომ ლამის კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული.
- აღარ მივდივართ? -უცნაურად გამხიარულებულმა გაგვიღიმა ნატამ, წამოდი სიხარულო წავიდეთ,
-ჩასჩურჩულა პატარას, -დღეიდან ინა დეიდასთან ერთად ვიცხოვრებთ, გიხარია არა? ხომ გიხარია? -ასე ლაპარაკ-ლაპარაკით ჩაიარა კიბე, გაიარა ბაღი, ჭიშკრიდან გავიდა და ვასიკოს მანქანის უკანა სავარძელზე მოთავსდა, ყურადღებაც კი არ მიუქცევია ჭიშკართან მდგარი თვალცრემლიანი თიკუნასთვის რომელიც თვალს არ აშორებდა პატარას და ერთიანად ცახცახებდა...
- - - - - - - - - -
ნატას დედაჩემის საძინებელი გავუმზადე, მას მაინც აღარ დაჭირდებოდა, კიდეც რომ ჩამოსულიყო ალბათ ჯორჯი ახალ, უფრო მეტად დიდ და კომფორტულ ბინას უყიდდა, ახლა ერთი პრობლემა გვქონდა, არც მას და არც ბავშვს საერთოდ არაფერი ჰქონდათ, ნატას ჩემს ტანსაცმელს ვათხოვებდი სანამ საყიდლებზე წავიდოდით მაგრამ ბავშვისთვის სასწრაფოდ უნდა შეგვეძინა აუცილებელი ნივთები.
მარტო ვიჯექით ჩემს სამზარეულოში მე და ნატა და ყავას ვსვამდით, ბავშვს იქვე მისაღებში ეძინა დივანზე და მშვიდად ფშვინავდა, ნატა თვალდახუჭული ნეტარებით წრუპავდა ქაფქაფა სასმელს.
- როგორ მომნატრებია, ალბათ არ დაიჯერებ რომ გითხრა რომ ორი წელია ყავა არ დამილევია.
- როგორ? რატომ? -გამიკვირდა, აშკარად ჩანდა რომ ყავა უყვარდა.
- იმ ნაბიჭვარმა გადაწყვიტა რომ ჩემთვის საზიანო იყო, საჭმელსაც კი მისი შედგენილი მენიუს მიხედვით ვჭამდი, -მოიღუშა და ჭიქას ხელები ისე მოუჭირა რომ მთლად გაუთეთრდა, თუმცა მალევე აიყვანა თავი ხელში და გაიღიმა.
- ვასიკო სად არის, რატომ არ შემოდის? ხომ მითხარი რომ აქვე ცხოვრობს.
- უბრალოდ რატომღაც ვიფიქრე რომ თავს არიდებდი ჰოდა ვთხოვე რომ შენთვის ცოტა ხნით მარტო ყოფნის და დამშვიდების საშუალება მოეცა, ისედაც აგიშალეს იმ პოლიციელებმა ნერვები, კითხვებით დაგღალეს.
- ჰოო, ბიძაჩემის და ვასიკოს დამნაშავე სახის ყურება მკლავს, შენ გგონია ჩემთვის ძალიან ადვილი იყო როცა ბიძაჩემი ასე ცივად გავისტუმრე აქედან? ვასიკოსთან ურთიერთობაც მიჭირს, თუმცა ვიცი რომ მისთვის ახლა ჩემგან შორს ყოფნა ძალიან ძნელია, შეგიძლია დაუძახო?
- რა თქმა უნდა ახლავე, -მაშინვე წამოვხტი ფეხზე, კართან მისული შემაჩერა მისმა ხმამ, ჩემს ზურგს უკან იდგა და მორცხვად მიღიმოდა.
- ყველაფრისთვის დიდი მადლობა ინა, შენ რომ არა არც კი ვიცი რა იქნებოდა, ალბათ ისევ იმ სარდაფში ვიქნებოდი გამოკეტილი, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ.
- სამადლობელი არაფერია, -თვალი ჩავუკარი, გავუღიმე და ფრთხილად გამოვიხურე კარი, დაკაკუნებაც არ დამჭირვებია, თითქოს ჩემი მისვლა იგრძნოო, ვასიკომ კარი გააღო და წინ ამესვეტა.
- რა ხდება? ნატა კარგად არის? რამე ხომ არ გიჭირთ?
- დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ შენთან ლაპარაკი უნდა.
- მართლა? გახარებულმა ამიტაცა ხელში და გულში ჩამიკრა, ცოტა ხანში ერთად განვიხილავდით თუ როგორ უნდა მოგვეწყო ბავშვისთვის ოთახი, ნატამ კატეგორიული უარი განაცხადა ვასიკოსთან გადასვლაზე და ცალკე ბავშვის ოთახიც არ მოინდომა ამიტომ გადავწყვიტეთ რომ საწოლი შეგვეძინა და მის საძინებელში დაგვედგა, ასევე ტანსაცმელი, პამპერსები სათამაშოები და საკვები გვქონდა საყიდელი.
- აბა მივდივართ საყიდლებზე? -ვასიკომ ხელისგულები ერთმანეთს გაუხახუნა და ყურებამდე გაღიმებულმა შემოგხედა, -ძიას საყვარელ პატარა კაცს უამრავი რაღაც უნდა ვუყიდო.
თვალი ნატასკენ გავაპარე რომელიც სახე არეული თვალებაწყლიანებული მისჩერებოდა ძმას, დროდადრო მის სახეზე სიხარულს ეჭვი ცვლიდა.
- გგონია შეძლებ რომ ჩემი შვილი შეიყვარო? -უცნაურად ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა და თავი ჩახარა, -ის ხომ... ის...
- რას ამბობ ნატა, მე ის უკვე მიყვარს, იმიტომ მიყვარს რომ შენი შვილია, სხვას არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, -წამოდგა მიუახლოვდა ნიკაპში ხელი ჩაავლო, თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა.
- არ მინდა რომ ასეთმა სულელურმა ეჭვებმა შეგაწუხოს, გესმის პატარავ?
აცახცახებული მკლავები შემოხვია ნატამ კისერზე და მთელი ძალით მიეკრა მკერდზე მონატრებულ ძმას, მის თმაში დაატარებდა თითებს ვასიკო და გაბრწყინებულ თვალებს არ მაშორებდა.
- - - - - - - -
- საყიდლებზე ვერ წამოვალ, არ მინდა ბავშვი გადავღალო, ასე რომ თქვენ უნდა წახვიდეთ, -გამოგვიცხადა ნატამ და უზარმაზარი სია გამოგვიწოდა, არ გაგვიპროტესტებია და როცა დაგვპირდა რომ მარტო კარგად იქნებოდა გულდამშვიდებულებმა დავტოვეთ იქაურობა, უკვე ბინდებოდა როცა სავაჭრო ცენტრებში სიარულს მოვრჩით, საწოლი და ეტლი შევუკვეთეთ და ხვალ მოგვიტანდნენ, უამრავი პაკეტი ძლივს ჩავტენეთ მანქანაში და შვებით ამოვისუნთქეთ, ვასიკოს ღიმილი არ ცილდებოდა სახიდან თუმცა ვატყობდი რომ იმ ყველაფერზე საუბარს გაურბოდა რაც მოხდა, თუმცა მისი მესმოდა და ვცდილობდი ამ თამაშში ავყოლოდი, ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა უბრალოდ სულ ცოტა დრო იყო საჭირო...
ავტომობილი დაძრა თუ არა მისი ტელეფონი აზუზუნდა, გაბეზრებული სახით დახედა ეკრანს თუმცა ბოლოს მაინც უპასუხა, ერთხანს უსმენდა და მერე ისე გათიშა რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს
- გიგა გონს მოვიდა, -თქვა და ტელეფონი უხალისოდ მიაგდო.
- ახლა რა უნდა გავაკეთოთ.
- ის ყველაფრისთვის პასუხს აგებს ჩვენ კი ცხოვრებას გავაგრძელებთ, ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება ვიდრე იყო, ყველაფერი კარგად იქნება, ძალიან კარგად, -თითქოს მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობდა, თავისთავს არწმუნებდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
- გააჩერე, გააჩერე, -უფრო ავუმაღლე ხმას როცა მივხვდი რომ ვერ გაიგონა, გაოცებულმა გადმომხედა გზიდან გადავიდა და უზარმაზარი, მწვანე ვარჯიანი ხის ქვეშ დაამუხუჭა, ღვედი შევიხსენი, მისკენ მივჩოჩდი და მისი სახე ხელებში მოვიქციე, ფრთხილად შევეხე ტუჩებზე, კოცნაზე მიპასუხა, სავარძელი უკან დაწია, თეძოებში ხელი ჩამავლო და მუხლებზე დამისვა, კაბაში ხელები შემიცურა და ამიწია მე კი მისი შარვლის სათავეს წავეტანე.
- როგორ მომნატრებიხარ, -ამოვიკვნესე როცა ჩემში ვიგრძენი, ცოტა ხანში ვნებადამცხრალები ვეხუტებოდით ერთმანეთს,
- ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება, -ვეჩურჩულებოდი და წვერმოზრდილ სახეს ვუკოცნიდი.
- - - - - - - -
- აივანზე ვისხედით და ვუყურებდით როგორ დაბაჯბაჯებდა პატარა მწვანეთვალება ანგელოზი, დღეს ორი წლის გახდა და საღამოსთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, უკვე თითქმის ექვსი თვე ხდებოდა რაც ვასიკოსთან საცხოვრებლად გადავბარგდი და ჩემი ბინა ნატას დავუთმე, უკვე კარგად იყო, თუმცა მაინც დასჭირდა რამდენიმეთვიანი კონსულტაციები ფსიქოლოგთან, ახლა კი თავს მშვენივრად გრძნობდა და უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადებოდა, ბიძამისი თითქმის ყოველდღე მოდიოდა მის სანახავად, პატარა ყაჩაღს კი აღმერთებდა ისე უყვარდა.
- აბა როგორ ხართ, -ლიკუნა და მაკა ყიჟინით შემოცვივდნენ აივანზე და პირველ რიგში ბავშვს დაეტაკნენ, მაკამ დაასწრო და აიყვანა.
- როგორ ხარ სიმპათიურო, -გემრიელად ჩაკოცნა და საყვარლად დახუჭუჭებული თმები აუჩეჩა.
- მეც დამაჭერინე რა, -აწუწუნდა ლიკუნა, მაკამ ბავშვი მიაწოდა და წარბაწეულმა გადმოგვხედა, -რომ შემოვედით რაზე იცინოდით?
- ინა მიყვებოდა როგორ მოატყუა ჩემმა ძმამ რომ გამომძიებელი იყო, -ნატამ გულიანად გადაიკისკისა.
- ის გითხრა თავიდან ვამპირს რომ ეძახდა?
- რატომ?
- იმიტომ რომ მთელი დღე ეძინა და მხოლოდ საღამოს გადიოდა ხოლმე სახლიდან.
- ალბათ ბარის გამო, დედ-მამა რომ დაგვეღუპა რაღაცაზე გულის გადაყოლება სჭირდებოდა და ბარი გახსნა, მთელ ღამეებს იქ ატარებდა ხოლმე, მამაჩვენის ბიზნესსაც მართავდა მაგრამ ის ბარი რატომღაც განსაკუთრებით უყვარს.
- ჰო არც კი მითხრა რომ მისი იყო როცა იქ წამიყვანა, -გამეცინა და უეცრად წარმომიდგა თვალწინ როგორ გამაცნო გიგა, თავი გადავაქნიე რომ მისი სახე გონებიდან განმედევნა, ახლა მხოლოდ ის მამშვიდებდა რომ კარგა ხანს მოუწევდა ციხეში ყოფნა, მე ჯერ ისევ ვსწავლობდი, მამაჩემთან რომელიც ოჯახთან ერთად საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად ასე თუ ისე ურთიერთობა ავაწყვე, დედაჩემი კი ჯორჯთან ერთად მოგზაურობდა და ნაკლებად აინტერესებდა როგორ ვიყავი, ჩემი სიყვარული კი, ჩემი ერთადერთი ბედნიერება, ჩემი ნავსაყუდელი...
- ისევ ჩემზე ფიქრობ? -სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად შესულს ზურგიდან მომეხვია, შეუმჩნევლად მოპარული ვასიკო და ლოყაზე ხმაურით მაკოცა.
- როგორ ხვდები? -გულიანად გამეცინა.
- ისეთი ნეტარი სახე გაქვს ხოლმე... მოიცა თუ სხვებზე ფიქრისასაც გაქვს ასეთი სახე?
- ნუ მასხარაობ რა.
- ნახე რა მოგიტანე? -ცხვირწინ აფთიაქის პაკეტი ამიფრიალა, მაშინვე მივხვდი რაც იყო, უკვე ორი კვირაა გადამიცდა, ვასიკო ამტკიცებს რომ ხასიათებიც შემეცვალა და სხვანაირი გავხდი, მე ვერაფერს ვატყობდი ჩემს თავს ამიტომაც კატეგორიულად უარს ვამბობდი ტესტის გაკეთებაზე, თუმცა გულის სიღრმეში იმიტომ ვამბობდი უარს რომ მეშინოდა მხოლოდ ერთი ხაზის დანახვის...
- მიდი რა ბოლოს და ბოლოს, -ლამის შემეხვეწა და მეც უარი ვეღარ ვთქვი, აბაზანაში ჩაკეტილი ფეხების კანკალით ველოდი შედეგს.
- აუუ როდის გამოხვალ? -კართან მოუთმენლად წუწუნებდა, მას ჩემზე მეტად უნდოდა რომ შედეგი დადებითი ყოფილიყო, როგორც იქნა დრო მოვიდა, დავხედე, სიხარულისგან ლამის ხტუნვა დავიწყე, შვებით ამოვისუნთქე, გულისფანცქალით გამოვაღე კარი, ბედნიერი ღიმილით შევხედე და ტესტი გავუწოდე...
-
-
-

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი One

Kargi ikneboda xshiri muzebi gkonodat))
Warmatebebi

 


№2  offline წევრი Lucien Vanserra

One
Kargi ikneboda xshiri muzebi gkonodat))
Warmatebebi


ახლა ვწერ ახალს და ვნახოთ რა გამოვა, აბა ასე მამისერთად ხომ არ დავტოვებ ამ ისტორიას smile

 


№3 სტუმარი მე

მიდი, გამოუშვი???????????????????? გემრიელად წერ. ვიტირე კიდეც ... ყველაზე ცუდსაც კი იუმორში ატარებ.

 


№4  offline წევრი Lucien Vanserra

მე
მიდი, გამოუშვი???????????????????? გემრიელად წერ. ვიტირე კიდეც ... ყველაზე ცუდსაც კი იუმორში ატარებ.


მადლობა heart_eyes
მგონი მალე ავტვირთავ ახალს

 


№5  offline წევრი ლელა მუმლაძე

ძალინ მომეწონა საინტერესო ისტორია იყო.

 


№6 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა.უამრავი ემოცია გამოიწვია ჩემში. სიყვარული,მეგობრობა,იუმორი და ძალადობის ფაქტები ისე კარგად ერწყმოდა ერთმანეთს,ღიმილით ვკითხულობდი. წარმატებები და დაველოდები ახალ ისტორიებს.

 


№7 სტუმარი alamaria

ველოდებიტ ახალს აუცილებლად

 


№8 სტუმარი მირიანი

წერა არ შეწყვიტო

 


№9 სტუმარი სტუმარი ირმა

უხხხხ ემოციებში ვარ

 


№10 სტუმარი სტუმარი ნენე

ძალიან კარგი იყო, კარგად წერთზ დიდი მადლობა

 


№11  offline წევრი TamoTi

საიტის ასე თუ ისე აქტიური მკითხველი ვარ და ძალიან გამიკვირდა რომ არ ვიცოდი თქვენი ისტორიები♥️♥️ძალიან კარგი იყო,სხვებსაც ავყვები♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent