შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 11 თავი


3-10-2022, 14:36
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 026

-დაწყნარდით თორემ იძულებული ვიქნები დაცვას დავუძახო- სათვალის სწორებით უთხრა კედელზე აყუდებულმა გაღიზიანებულმა მენეჯერმა გაგიჟებულ კაცს და მისმა სიტყვებმა კიდევ უფრო რომ გააცოფა კახა, კართან მდგომ ბიჭებს ანიშნა საქმეში ჩარეულიყვნენ, რის გამოც საბოლოოდ დაკარგა თავზე კონტროლი წყობრიდან გამოსულმა კაცმა და მათთვის წინაადეგობის გაწევა სცადა. გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა შემთხვევით ცოლის ცრემლიან თვალებს ჰკიდა თვალი
-ამის დედაც, ამის დედასაც შევეცი-უმისამართოდ შეიგინა გაცეცხლებულმა და დაცვის ბიჭებისთვის წინაადეგობის გაწევა შეწყვიტა
-გაუშვით-მოულოდნელად ბრძანა, ამაყად მომზირალმა მენეჯერმა და ცივი მზერით მიაჩერდა სახეში სახე ალეწილ კაცს
-თუ ჩემი შვილის გაუჩინარებასთან რამე გაკავშირებს იცოდე ცხოვრებას ჯოჯოხეთად გიქცევ! -მუქარით უთხრა კახამ და მის წინ მდგარი გაწყობილი მაგიდა ააყირავა, შემდეგ მშვიდად მიტრიალდა და სიყვარულით სავსე მზერით მიაჩერდა ცოლს, აწყლიანებულ თვალებში.
-კახა გთხოვ ასე ნუ იქცევი-ჩამწყდარი ხმით უთხრა თამუნამ, როცა ზედმეტად მიუახლოვდა სახე მონგრეული კაცი და ზემოდან დააცქერდა ამღვრეული თვალებით
-წავედით-ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა კახამ დაბნეულ ცოლს და გასასვლელისკენ მიანიშნა.
-სად მივდივართ?- კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით ჰკითხა თამუნამ საჭესთან მჯდომ დაძაბულ კაცს და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა
-ჯერ არ ვიცი-გამოსცრა კბილებში გაღიზიანებულმა კახამ და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა, ამ დროს თამუნამ ტელეფონი ამოიღო ჩანთიდან და ცრემლიანი თვალებით დააცქერდა საწყის ეკრანზე დაყენებულ ანას მომღიმარ ფოტოს
-თათიას დავურეკავ ისევ, იქნებ ამჯერად მაინც მიპასუხოს- ტირილის ნოტებ შეპარული ხმით თქვა და უიმედოდ გაუშვა 38-ე ზარი მის ნომერზე.
-ვიპოვი-დარწმუნებით უთხრა კახამ, თათიას უპასუხო ზარზე ატირებულ ცოლს და თბილი თითები მის გაყინულ თითებში ახლართა
-მპირდები?- სლუკინით ჰკითხა თამუნამ მისკენ მიიხედა ჩაწითლებული თვალებით
-გპირდები!-მტკიცედ უთხრა სუნთქვა აჩქარებულმა კაცმა ხელებაკანკალებულ ქალს და მაჯაზე ნაზად აკოცა.
კარგა ხანს ისე იარეს რომ ხმა არცერთას არ ამოუღია ბოლოს ისევ თამუნას ჩავარდნილმა ხმამ დაარღვია მოსაბეზრებელი სიჩუმე
-კიდევ ერთხელ უნდა დავურეკო თათიას- ნერვიულად თქვა და აკანკალებულ თითებშორის მოქცეული ტელეფონის ეკრანი გაანათა
-მიასაც დაურეკე-დაუფიქრებლად უთხრა კახამ და თავისი ტელეფონი გაუწოდა
-მისი ნომერი გაქვს?!-ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თამუნამ ქმარს და ცივი მზერა მის პროფილს მიაყინა. კახამ ვერაფერი უპასუხა გაღიზიანებულ ქალს, რადგან მის ასეთ მზაფრ რეაქციას არ ელოდა ამ ფაქტზე, ამიტომ ხმის ამოუღებლად ამოიღო ჯიბიდან სიგარეტის თითქმის დაცლილი კოლოფი სანთებელასთან ერთად, სწრაფად მოუკიდა და ნერვიულად გააბოლა. -არ პასუხობს- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა თამუნამ ანერვიულებულ კაცს მას შემდეგ, რაც მისი ტელეფონიდან მეთვრამეტედ გაუშვა ზარი მიას ნომერზე
-თამუ?!-დაიძაბა კახა
-გთხოვ არაფერი თქვა-ნაწყენი ტონით უთხრა თამუნამ და ტელეფონი ისე გაუწოდა რომ მისთვის არ შეუხედია
-იმიტომ ვურეკავდი, რომ ვიფიქრე, შეიძლებოდა თათიას ან ანას შესახებ რამე სცოდნოდა
-არაფერის ახსნა არაა საჭირო!
-მაშინ ნუ მახსნევინებ!- წამოენთო კახა
-არაფერის მოსმენა არ მინდა რაც იმ გოგოს ეხება! გასაგებია?-ავარდა ქალი
-ხვდები?! რომ უკვე ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებ იმ გოგოს არსებობას, ჩვენს ცხოვრებაში?-
აფეთქდა უეცრად კახა მაგრამ იმ წამსვე დაშოშმინდა როგორც კი თამუნას მწვანე ჩამუქებულ სფეროებზე ძლივს შეკავებული ცრემლები შენიშნა. -მიყვარხარ-მოულოდნელად ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ანერვიულებულ ქალს მისკენ გადახრილმა ვნება მორეულმა კაცმა და შიშველ მხარზე ნაზად აკოცა
-კახა!- გაბრაზდა თამუნა
-რა?-გაეღიმა თვალებაციმციმებულ კაცს და უხეში, ცივი თითები მისი მუხლიდან, მოკლე ქვედა ბოლოს კიდისკენ გააცურა, თუმცა მისი ეს თავდავიწყება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა და მალევე მოვიდა აზრზე, ამიტომ ხელი ცივად დააბრუნა საჭეზე და სიჩქარეს მოუმატა - თამუ ახლა მე შენ სახლში წაგიყვან- კარგა ხნის სიჩუმის მერე მძიმედ დაიწყო საუბარი და სანამ ანერვიულებული ქალი რამეს ეტყოდა სწრაფად დაამატა- და გპირდები რომ უკან ანასთან ერთად დავბრუნდები
-არა!
-თამუ! შენთან ერთად მის მოძებნას ვერ შევძლებ- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა კახამ მისკენ მიბრუნებულ ცოლს და ხელის ზურგი ნაზად ჩააყოლა მის გაფითრებულ სახეს
-ხო მაგრამ...
-ვიცი რომ გეშინია... მაგრამ გპირდები რომ ანას ვიპოვი და ცოცხალს და უვნებელს მოვიყვან სახლში!-მომღიმარი სახით უთხრა კახამ ცოლს მაგრამ როცა მოულოდნელად უცხო ნომრიდან რამდენიმე სიტყვიანი ეტყობინება მიიღო მაშინვე სახე წაეშალა და თავზე კონტროლი დაკარგა -ამის დედაც ამის დედასაც შევეცი-იყვირა გაცოფებულმა და საჭეს გამეტებით დაარტყა ხელი
-რა მოხდა? რამ გაგაგიჟა? ვინ მოგწერა? ანასზე გაიგე რამე?- კითხვები მიაყარა შეშენებულმა ქალმა გაგიჟებულ კაცს
-ანას არ ეხება!- ბრაზნარევი ტონით უპასუხა კახამ და სიჩქარეს მაქსიმალურად მოუმატა
-მაშინ პოლიციაში წავიდეთ -შეეხვეწა მისი უეცრაი გაგიჟებით დაზაფრული თამუნა ქმარს
-არ შეიძლება!- იუარა კახამ და გამწარებულმა ორივე ხელი ძლიერად მოუჭირა საჭეს
-რატომ?- დაიბნა თამუნა
-საამისოდ ბევრი მიზეზი არსებობს- მოიღუშა კახა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა
-რატომ ხარ დარწმუნებული რომ ანანოს პოვნას მარტო შეძლებ?!- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თამუნამ ხელებაკანკალებულ კაცს და მისკენ მიიხედა კითხვა ჩამდგრი თვალებით, ამ დროს კორპუსიის წინ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა კახამ და უემოციო მზერით შეხედა ცოლს
-გადადი-მკაცრი ტონით უთხრა თან ისე რომ მისკენ არ მიუხედია
-კახა რამე სისულელე არ ჩაიდინო-ანერვიულდა თამუნა
-გადადი!- მბრძანებლური ტონით გაუმეორა კახამ თვალებაწყლიანებულ ქალს და მისკენ მიიხედა არეული სახით
-ფიქრობ რომ ეს თორნიკეს შურისძიებაა?!- ტირილით ჰკითხა ხმა აკანკალებულმა ქალმა გაღიზიანებულ კაცს და მთელი ძალით გაუწია წინაადეგობა მოწოლილ ცრემლებს
-იცოდე არავისთვის არაფერის თქმა არ გაებედო- გამაფრთხილებელი ტონით უთხრა აღელვეულმა კაცმა, უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ ცოლს და მისკენ გადახრილი ტუჩებზე დააცხრა
-კახა-ატირდა თამუნა როცა მოწოლილი მძიმე ემოციები ვნებიანი კოცნით დაიცხრეს
-ჩშშ-გაცრეცილ ტუჩებზე თითი მიადო სახე მონგრეულმა კაცმა და ცხვირზე აკოცა ატირებულ ქალს- მიდი გადადი- უბრძანა და როგორც კი თამუნამ მისი მოთხოვნა შეასრულა მანქანა ადგილზე მოატრიალა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა.
.....
იატაკზე მჯდომი ანა ზიზღით უყურებდა ნასვამ თორნიკეს რომელიც სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მას
-მამაჩემი მაინც გვიპოვის და აქედან წამიყვანს- კარგა ხნის სიჩუმის მერე დარწმუნებით უთხრა ანამ უცნაურად მომზირალ ბიჭს და როგორც კი მისკენ ნაბიჯი წადგა თორნიკემ მაშინვე ფეხზე წამოვარდა -ჩემთან მოკარება არ გაბედო- მკაცრი ტონით უთხრა და მაქსიმალურად უკან დაიხია, შეკრთა როცა სახე მონგრეულმა ბიჭმა წამებში დაფარა მათ შორის არსებული მანძილი და თავზე წამოადგა უარესი დაემართა, როცა გაღიზიანებულმა ბიჭმა მოულოდნელად კედელს მიაბჯინა ორივე და შუაში მოიმწყვდია- ასე რატომ იქცევი? რის მიღწევას ცდილობ? რატომ გინდა რომ გული მატკინო-ინტერესით ჰკითხა ანამ თვალებჩაწითლებულ ბიჭს და თავი დახარა რადგან ძალა აღარ ეყო გამკლავებოდა მის დაჟინებულ და გამომწვევ მზერას



№1 სტუმარი Елка

Далиан агвианебт да патара тавебс дебт ар гецхинот убралот тквен адре ковелтвис моцесригебулад дебдит новелебс. Миквархарт да михариа твени новелебис цакитхва

 


№2 სტუმარი სტუმარი თამო

მეათე თავი არ დევს, თუ მე ვერ ვპოულობ?????????????????

 


№3  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი თამო
მეათე თავი არ დევს, თუ მე ვერ ვპოულობ?????????????????

სათაური მეწერა შეცდომით, ჩავასწორე და ახლა ნახავთ ❤

Елка
Далиан агвианебт да патара тавебс дебт ар гецхинот убралот тквен адре ковелтвис моцесригебулад дебдит новелебс. Миквархарт да михариа твени новелебис цакитхва

მიხარია რომ კითხულობთ ჩემს ისტორიებს ❤❤❤❤
დროის ფაქტორიდან გამომდინარე ახალი თავის დადება ცოტა მიგვიანდება

nene gelovani
ძალიან იწელება რაა disappointed კი ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ, მაგრამ მართლა ძალიან ნელა ვითარდება ყველაფერი და იქნებ რამე შეცვალო რა ამ მხრივ.
აი ამ თავშიც ფაქტიურად არაფერი არ მომხდარა.

აუ ღარაა წერა ჩემი სტიქია აშკარად joy

 


№4 სტუმარი სტუმარი თიკო

ნეაკო, მგონი ,,შვებულება" გჭირდება.

 


№5  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
მესმის :( ალბათ მოგბეზრდა.
სავარაუდოდ, მალე დავიშლებით აქედან ყველანი. :(

აზრებს ვეღარ ვალაგებ, წინა ისტორიაზეც ასე დამემართა...პირადში ქაოსი აქაც თავგზას მირევს ხოლმე...ალბათ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი სულ ეს იყო :( თუმცა ამ ისტორიას მაინც დავასრულებ თუნდაც 2023 წელს. ❤❤❤❤❤
მომბეზრდა წერა-თქო ვერ ვიტყოდი... მემგონი უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ უკვე ამოვწურე საკუთარი თავი ამ სფეროში.

უთქვენოდ ძალიან გამიჭირდება, ამიტომ ზუსტად არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებ ქეთი/ირაკლის ისტორიის ალტერნატიული დასასრულის დაწერის შემდეგ ❤❤❤❤❤❤❤❤❤

სტუმარი თიკო
ნეაკო, მგონი ,,შვებულება" გჭირდება.

არ მგონია მიშველოს თიკო ❤❤❤❤❤❤ ვფიქრობ უფრო სწორი იქნება თუ ისტორიების წერის შეწყვეტაზე საბოლოოდ დავიწყებ ფიქრს❤❤❤❤❤ თუმცა ზუსტად არ ვიცი რას გადავწყვეტ.
უთქვენობას რომ ვერ გადავიტან ეგ ზუსტად ვიცი... ამიტომ ვნახოთ რა იქნება ❤❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent