შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 9 )


6-10-2022, 22:15
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 972

ექვსი წლის შემდეგ
-
ჩვეულებრივი, ხმაურიანი, თბილი და არაფრით გამორჩეული საღამო იდგა ნიუ იორკში, უზარმაზარი, მდიდრული, მრავალპროფილიანი დასასვენებელი კომპლექსის ერთ-ერთ რესტორანში ისხდნენ და ვახშამს მიირთმევდნენ, დაღლილი სახე ჰქონდა დათას უძილარი, შევცლილი იყო, გამხდარი, წვერი სუფთად ჰქონდა გაპარსული ხოლო საკმაოდ მოზრდილი თმა უწესრიგოდ ჰქონდა ჩამოყრილი სახეზე, უბრალო ნაცრისფერი მაისური, ჯინსის შარვალი და სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.
- ბილეთები დაჯავშნე? -მის წინ მჯდარ შაკოს მიმართა რომელიც მადიანად ილუკმებოდა, შაკომ თავი დაუქნია.
- ხვალ დილით არის ფრენა, ისე ცოტახანს კიდევ რომ დავრჩენილიყავით კარგი იქნებოდა, ვერ ვხვდები ასე ძალიან სად გეჩქარება? მოდი იცი რა, რამდენიმე დღე კიდევ დავრჩეთ, დაისვენებდი, გაერთობოდი...
- დასასვენებლად და გასართობად არ მცალია ხომ იცი.
- ნუ აზვიადებ, მშვენივრად გცალია, საქართველოში საქმეს ნიკუშა და რეზიც მშვენივრად უძღვებიან, ახალი სასტუმროს მშენებლობა უკვე თითქმის სრულდება, აქაურობას რაც შეეხება, აქაც ყველაფერი კარგად მიდის, როგორც იქნა ამდენი ხნის სანატრელი კონტრაქტიც გავაფორმეთ, თანაც საუკეთესო პირობებით, როდისმე წარმოიდგენდი რომ ეს კომპლექსი ჩვენი იქნებოდა? -იქაურობას სიამაყით მოავლო თვალი შაკომ და ნებივრად გადაწვა საზურგეზე.
- ამდენი წელია ვფიქრობ და მაინც არ მესმის... -დათას აშკარად ეტყობოდა რომ ახლა საქმეზე არ ფიქრობდა.
- რას გულისხმობ?
- მაშინ რა მოხდა? როცა ლარა ასე უგზო უკვლოდ გაუჩინარდა, შენ და ბიჭები ჩემთან მოხვედით რომ ჩემთვის მხარი დაგეჭირათ და გვერდში ამომდგომოდით, არადა მეგონა რომ სამუდამოდ დაგკარგეთ.
- ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, -სევდიანად გაიღიმა შაკომ.
- ალბათ როდისმე გამიმხელ რა იყო ის მიზეზი რამაც ჩემთან შერიგება გაიძულა.
- ალბათ.
- თქვენ რომ არა ახლა ალბათ ცოცხალიც აღარ ვიქნებოდი, აღარც ჩემი კომპანია იარსებებდა რადგან იმ მდგომარეობაში მუშაობას ნამდვილად ვერ შევძლებდი, არც კი იცით მაშინ ჩემთვის რამდენს ნიშნავდა თქვენუ მხარდაჭერა, თქვენმა მხარდაჭერამ შემაძლებინა ლარას გარეშე ცხოვრების გაგრძელება, ის რაც დღეს გამაჩნია თქვენი დამსახურებაა.
- ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ყველაფერს თვითონ მიაღწიე, დღეს და ღამეს ასწორებ, ექვსი წელია ერთი დღეც კი არ დაგისვენია ისე მუშაობ.
- ჰოო, რომ დავისვენო და საქმის გარდა სხვა რამეზე ვიფიქრო გავგიჟდები და იმიტომ, საკუთარ თავს ვერ ვიტან როცა ასე ვლაპარაკობ ხოლმე, ჰო ვიცი რომ სუსტი ვარ, ოდნავ მაინც მოვადუნებ თუ არა ყურადღებას, მაშივე ლარაზე ვიწყებ ფიქრს და ლამის შევიშალო, -ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ თითებზე დაეყრდნო ნიკაპით და თვალები დახუჭა.
- ახალი არაფერია?
- არა, ვერავინ გაიგო ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერაფერი ვერ გავარკვიე, ცუდად ვარ, რომ მახსენდება როგორ მოვექეცი ვკვდები, სიგიჟემდე მენატრება, ერთხელ მაინც რომ მანახა, სულ რამდენიმე წამით, უბრალოდ მინდა ვიცოდე რომ კარგად არის...
საუბარი მოულოდნელმა ხმაურმა შეაწყვეტინათ, დათამ უსიამოვნოდ მოღუშულმა გაიხედა შემოსასვლელისკენ და გაოცებული გაშეშდა, მისკენ ფერადი ბურთი მოგორავდა რომელსაც ხუთიოდე წლის ბიჭუნა მოსდევდა, ბიჭუნას ფეხდაფეხ კი რესტორნის უნიფორმაში გამოწყობილი პუტკუნა გოგონა მორბოდა ქოშინით, პირდაპირ დათას ფეხებთან გაჩერდა ბურთი, წამოდგა, ჩაიმუხლა და აიღო, სწორედ ამ დროს მოირბინა ბიჭუნამ მასთან...
- მაპატიეთ ბატონო დათა, -თავზე წამოადგათ თანამშრომელი, -საბავშვო ზონაში ელოდებოდა დედამისს და ვერ გავიგეთ როდის და როგორ მოახერხა გამოპარვა.
ხელით ანიშნა დათამ დაგვტოვეო, გოგონამ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია და თავდახრილი გადგა გვერდზე, თვალებგაფართოებული უყურებდა პატარა მწვანეთვალება, შავთმიან, წითლად ლოყებ დაბრაწულ ყაჩაღანას და ეგონა რომ წინ საკუთარი ბავშვობა ედგა, ღიმილით გაუწოდა ბურთი...
- მე დათა მქვია, -ხელი გაუწოდა და პატარამაც მაშინვე შეაგება მარჯვენა.
- მე ლუკა, შენ მამაჩემი ხარ? -უაქცენტო, სუფთა ქართულით ჰკითხა, გაოცებულმა შეხედა შაკოს რომელიც გასუსული უგდებდა ყურს მათ საუბარს, რა ვქნაო მზერით ანიშნა, მე რა ვიციო ალბათ დაახლოებით ამას ნიშნავდა შაკოს აჩეჩილი მხრები.
- მე მამაშენი არ ვარ პატარავ, -რაც შეეძლო მშვიდად და თბილად ქართულადვე უპასუხა და რატომღაც გული დაწყდა იმის გაცნობიერებისას რომ მართლაც არ იყო ამ პატარა ანგელოზის მამა, არადა მართლა შეიძლებოდა მისი არა მაგრამ სხვა პატარის მამა ყოფილიყო, თავისუფლად შეიძლებოდა ახლა მისი ტოლი შვილი ჰყოლოდა რომ არა... თვალები მაგრად დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა რომ მწარე წარსულის გახსენებით მოგვრილი ბრაზი, სევდა და დანაშაულის გრძნობა უკუეგდო, ის დანაშაულის გრძნობა სიცოცხლეს რომ უმწარებდა და შიგნიდან ღრღნიდა.
- რაღაც გეშლება, ალბათ უბრალოდ ვგავარ მამაშენს, -კიდევ ერთხელ სცადა მისი გადარწმუნება და გული ეტკინა როცა დაინახა როგორ აკიაფდნენ მის თვალებში ცრემლები.
- არა, შენ მამაჩემი ხარ, -დაიჟინა ბავშვმა, -არავისში არ მეშლები, დედიკოს ტელეფონში შენი ფოტო აქვს, თანაც ყოველთვის მეუბნება ხოლმე რომ მხოლოდ მამაჩემს აქვს ჩემნაირი უცნაურად ლამაზი მწვანე თვალები, შენ კი ზუსტად ჩემნაირი თვალები გაქვს...
გაშეშდა დათა, სუნთქვა შეეკრა, პირი გაუშრა, ლარას სასაცილოდ ნათქვამი კომპლიმენტი ამოუტივტივდა გონებაში...
- ‘’ საოცარი თვალები გაქვს, უცნაურად ლამაზი, ასეთი მწვანე ფერი არასოდეს მინახავს, განსხვავებულია...’’
მარცხენა მხარეს იქ სადაც წესით გული უნდა ჰქონოდა საშინელი წვა და ტკივილი იგრძნო, მკერდზე ხელი მიიჭირა და ამოიოხრა.
- კარგად ხარ? -შაკო დაფეთებული უყურებდა გაფითრებულ, ტუჩებ გალურჯებულ დათას.
- რა ქვია დედაშენს, -ათრთოლებული ხმით ჰკითხა ბავშვს რომელიც უცნაური მოლოდინით სავსე ღიმილით უყურებდა...
- ქეით მაპატიე, აიზეკს დახმარება სჭირდებოდა და... სად არის ლუკა? ეს პატარა ცუღლუტი, ვერასდროს ვახერხებ რომ ცოტა ხნით მაინც გავაჩერო ერთ ადგილზე,
ნაცნობი და სიგიჟემდე მონატრებული ხმა რომ მოესმა სახეზე ხელები აიფარა და აცახცახდა, როდის როდის მოეგო გონს, მუხლებზე დაჩოქილი იდგა ქვემოდან აჰყურებდა მის წინ მდგარ მთლად სახეგათეთრებულ და მობუზულ ლარას, დრო და დრო მზერა ლუკაზე გადაჰქონდა და ცდილობდა ის ყველაფერი გაეთავისებინა რაც ხდებოდა.
- დედიკო შეხედე მამა ვიპოვე, -ლუკას წკრიალა ხმამ რესტორანში გამეფებული სიჩუმე დაარღვია, შაკო თვალზე ცრემლმომდგარი უყურებდა ამ ამაღელვებელ სცენას და ვერ გადაეწყვიტა ჩარეულიყო თუ არა.
- დედიკო, -ხმაში ტირილის ნოტები შეეპარა ლუკას, შეჰყურებდა გაშეშებულ და დაბნეულ ლარას აცრემლიანებული მწვანე თვალებით, -თითქოს მისგან ელოდა დასტურს, ელოდა როდის ეტყოდა რომ ეს მის წინ დაჩოქილი მამაკაცი ზუსტად მისნაირი თვალები რომ ჰქონდა ნამდვილად მამამისი იყო.
- პატარავ მოდი ჩემთან, -ძლივს ამოიხრიალა და ხელები ფართოდ გაშალა, კიდევ ერთხელ შეხედა ლუკამ დედას და რომ დაინახა თანხმობის ნიშნად როგორ დაუქნია თავი, მთელი ძალით ჩაეხუტა, მის ძლიერ მკლავებში ჩაიკარგა, პატარა ცხვირით ყელზე მიეკრო და კისერზე შემოხვია ხელები, რესტორანში მყოფი სტუმრები გაფაციცებულები ადევნებდნენ თვალს ამ ყველაფერს თუმცა დათას არაფერი აინტერესებდა, იმ წუთას არაფერი აღარ არსებობდა მისთვის მის მკლავებში მოქცეული ერთი ციცქნა სხეულის სურნელის და სითბოს გარდა, გამეტებით, იკრავდა გულში, ხარბად ისრუტავდა მის სურნელს, აცახცახებულ თითებს მის აბრეშუმივით სრიალა თმებში დააცურებდა და ფიქრობდა რომ თუნდაც ამ ერთ ჯადოსნურ წუთად ღირდა ის ტანჯვა რაც გამოიარა...
- არ მჯერა რომ გხედავ, მართლაც რა პატარა ყოფილა სამყარო, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ აქ გნახავდი, -შაკომ ხელი მოხვია ლარას, მკერდზე მიიკრა და შუბლზე ნაზად აკოცა, -მომენატრე ციცქნა, ყველას ძალიან მოგვენატრე, მოდი დაჯექი თორემ ასე მგონია რომ უნდა წაიქცე, -ოდნავ მოშორებით, ცარიელ მაგიდასთან მიიყვანა, სკამზე დასვა და მის წინ ჩაიმუხლა, ღიმილით შესცქეროდა და ნაზად ეფერებოდა სახეზე და თმებზე.
- რატომ არაფერს მეკითხები, ჩემზე ნაწყენი ხარ? -ჩაიჩურჩულა ლარამ და ჯერ ისევ ჩახუტებულ მამა-შვილს შეავლო თვალი.
- როგორ შეიძლება შენზე ნაწყენი ვიყო იმ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა, მაგრამ იცოდე კითხვების დროც მოვა, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება და მერე მოგთხოვ პასუხს იმის გამო რომ ჩემს ნათლულს ამდენი ხანი მიმალავდი, -ღიმილით მოუთათუნა ხელი ლოყაზე.
- ნათლულს? -გაეღიმა ლარას, -როგორ მიხვდი რომ მე... მე მინდოდა...
- ერთი წამითაც კი არ მიფიქრია რომ როდისმე პატარა გეყოლებოდა და სხვა მონათლავდა თუმცა ასეთ რამეს ვერ წარმოვიდგენდი, თავი გადააქნია და ღრმად ამოიოხრა.
- ახლა რა უნდა ვქნა? რა გავაკეთო? აღელდა და შაკოს ხელზე ხელი მაგრად მოუჭირა როცა დაინახა როგორ წამოდგა ფეხზე დათა, როგორ ჩაკიდა ლუკას ხელში და როგორ წამოვიდა მისკენ.
- ახლა თქვენ უბრალოდ ილაპარაკებთ და ყველაფერს გარკვევთ, -შაკო წამოდგა და დათას წინ აესვეტა, გამაფრთხილებლად გააქნია თავი.
- ფრთხილად იყავი, დამშვიდდი, სანამ რამეს ეტყვი ლარას კარგად დაფიქრდი, კიდევ ერთხელ ნუ გააკეთებ ისეთ რამეს რასაც მერე მთელი ცხოვრება ინანებ.
- სათქმელად ადვილია, -ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა და მაგიდასთან მჯდარ ლარას შეხედა, -ახლა შეიძლება გავგიჟდე, ნახე როგორია, საერთოდ არ შეცვლილა, ისევ ისე გამაოგნებლად ლამაზი და სასურველია, სუნთქვა მეკვრის ისე მინდა რომ ჩავეხუტო.
- მასზე არ ბრაზობ? -გამომცდელად შეხედა სახეში შაკომ.
- ხუმრობ? -მწარედ ჩაიცინა და ნერვიულად გადაისვა თავზე აცახცახებული თითები, -შენი აზრით უფლება მაქვს რომ მასზე გაბრაზებული ვიყო? რა აღარ ვუთხარი, რა აღარ დავაბრალე, ჩემი ბრალია რომ აქ მოუწია გადმოხვეწა და ჩვენი შვილის მარტო გაზრდა, ღმერთმა იცის რა გადაიტანა და რა გაჭირვება გამოიარა, -ისევ გადადგა ლარასკენ რამდენიმე ნაბიჯი, ისიც წამსვე წამოდგა ფეხზე და მიუახლოვდა.
- მოდი ჩემთან, -ხელები გაუწოდა ლუკას.
- მამასთან მინდა, -ჯიუტად გააქნია თავი და ტუჩებგაბუსხულმა შეხედა დედას, კბილი კბილს დააჭირა და ხელები მაგრად მომუშტა ლარამ.
- გთხოვ, იქნებ ცოტა ხნით დარჩეს ჩემთან თანაც ჩვენ სალაპარაკო გვაქვს, -დათას ხმაში და თვალებში, მუდარის მეტი არაფერი იკითხებოდა, -ლარა გთხოვ ახლა მაინც უნდა დავჯდეთ და ყველაფერზე ვისაუბროთ... ყველაფერი უნდა გავარკვიოთ...
- შენ უკვე გქონდა ყველაფრის გარკვევს შანსი, -სიტყვებს ამდენი ხნის ნაგროვები ტკივილი ამოაყოლა და თვალები აუცრემლიანდა, ამდენი წლის შემდეგ, იმ ყველაფრის შემდეგ რაც გადაიტანა ისევ მის წინ იდგა და თავს ისევ იმ პატარა და შეყვარებულ გოგოდ გრძნობდა დათას დანახვისას სუნთქვა რომ ეკვროდა ხოლმე, ეცადა მაგრამ ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა...
- დედიკო რატომ ტირი? -ლუკამ დათას მკლავებიდან თავი გაინთავისუფლა და ლარას მოეხვია ფეხებზე, -არ მინდა რომ ტიროდე, არ მიყვარს როცა ტირი ხოლმე.
დათამ წარბებშეჭმუხნილმა გადახედა შაკოს და ანიშნა რამე გააკეთეო, რაღაც უნდა მოეფიქრებინა, ლარას ასე ვერ გაუშვებდა, არადა იცოდა თუ წასვლას და ლუკას წაყვანას მოისურვებდა ხელს ვერ შეუშლიდა, ამის არანაირი უფლება არ ჰქონდა.
- მოდი აქედან გავიდეთ, ისეთ ადგილზე წავიდეთ სადაც მშვიდად და წყნარად საუბარს შევძლებთ და ყველაფერს გავარკვევთ, გთხოვ ლარა უარს ნუ მეტყვი, შენც იცი რომ ასე უნდა მოიქცე, ახლა მაინც ნუ მისცემთ სიჯიუტეს უფლებას ცხოვრება საბოლოოდ დაგინგრიოთ...
მშვიდად უსმენდა ლარა შაკოს, ხვდებოდა რომ მართალი იყო, აქამდე რაც არ უნდა ყოფილიყო, ახლა უკვე როცა დათამ ლუკას შესახებ იცოდა ვეღარაფერი ვეღარ იქნებოდა ძველებურად...
- კარგი წავიდეთ, -მოკლედ მოჭრა, დათას ანთებულ თვალებს მზერა აარიდა და შაკოს ხელით ანიშნა წინ გამიძეხიო...



№1 სტუმარი ნესტან

არ ველოდი ასე თუ მობრუნდებოდა საქმე კარგია ბავშვი მაინც დაიტოვა და არ გასწირა ჭირს წ წირა

 


მთლად ასეთ განვითარებასაც არ ველოდი. კარგია რომ დათა თავის შეცდომებს ბოლომდე ითავისებს და იმედია როგორ მშვიდადაც დაიწყებენ საუბარს ისევე დაასრულებენ❤️ თუმცა ჯერ შერიგებას და პატიებას არ ველი.
ველოდები შემდეგს❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნანა

ახალ თავს როდის დადებთ. გელით

 


№4 სტუმარი Ana-maria

იმედია პატარა ლუკა შეარიგებთ,თანაც ისევ ძალიან უყვართ ერთმანეთი. წარმატებები

 


№5 სტუმარი სტუმარი Elena

ძალიან ძალიან მომწონს ^^ შემდეგ თავს იმედია მალე ვიხილავთ

 


№6 სტუმარი Mari

Axal tavs velodebi dzalian kargia

 


№7  offline წევრი ლილა ნესი

Mari
Axal tavs velodebi dzalian kargia


ორშაბათ საღამოს ავტვირთავ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent