შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიების მსხვერპლი 12 თავი


7-10-2022, 04:13
ავტორი ნეაკო
ნანახია 11 791

-არაფერს მეტყვი?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა მისი ზედმეტი სიახლოვით ანერვიულებულმა გოგონამ სახე მონგრეულ ბიჭს და მისი სიჩუმით გაწამებულმა გაბედულად ასწია თავი, რათა მის თვალებში მაინც ამოეკითხა ის ბნელი სიმართლე რომელსაც გაცნობის წამიდან ძალიან ღრმად და საგულდაგულოდ მალავდა თორნიკე გაყინულ სულში
-მაინც რისი მოსმენა გინდა?-ცინიკური ტონით ჰკითხა გაღიზიანებულმა ბიჭმა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას და თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორები მისი ჩამუქებული მწვანე სფეროებისთვის
-სიმართლის-დაუფიქრებლად უპასუხა ანამ და სახე კიდევ უფრო მეტად მიუახლოვა ირონიულად მომღიმარ ბიჭს- მინდა ვიცოდე რეალურად რა მიზნით დამიახლოვდი და...
-და რა?- ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ მოულოდნელად ხმა ჩამწყდარ გოგონას და მისგან პასუხი რომ ვერ მიიღო გამარჯვებულის იერით მიაჩერდა სახეში, თუმცა მალევე შეეცვალა სახის გამომეტყველება და ამჯერად მკაცრი ტონით ჰკითხა-კითხვაზე არ მიპასუხებ?-და კვლავ რომ ვერ მიიღო მისგან პასუხი კედელს გამეტებით დაარტყა ხელი რის გამოც დამფრთხალი გოგონა ადგილზე შეხტა შიშისგან-მინდა რომ კითხვაზე მოპასუხო!- მბრძანებლური ტონით მიმართა უკვე მთელი სხეულით აკანკალებულ გოგონას მისი სიჩემით გაღიზიანებულმა ბიჭმა და ოდნავ სულ ოდნავ შეეხო ცხვირის წვერით საფეთქელზე. სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა ოქროსფერი მზის მოციალე სხივებით განათებულ ოთახში რომელიც მოულოდნელად ანას ტირილის ნოტებ შეპარულმა ხმამ დაარღვია
-ნუ მეხები!
-ჩემი გეშინია?-დამცინავად ჰკითხა თორნიკემ და ოდნავ უკან დაიხია თან ისე რომ წამით თვალი არ მოუშორებია მისი არეული სახისთვის
-უნდა მეშინოდეს?- ინტერესით ჰკითხა ანამ და ირონიულად მომღიმარ ბიჭს და ცრემლიანი თვალები შეანათა. იმის გამო რომ თორნიკემ ამჯერადაც უპასუხოდ დატოვა მისი კითხვა, თავი ამ ქვეყნად ყველაზე უმწეო, საცოდავ და უსუსურ ადამიანად იგრძნო... თუმცა იმის მიუხედავად რომ შინაგანად სრულიად დანგრეული და განადგურებული იყო სახეზე მაინც არაფერს იმჩნევდა თორნიკესთან და მაქსიმალურად ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, რადგან ზუსტად იცოდა რომ თუ ოდნავ სისუსტეს გამოიჩენდა, ხალხის რისხვის, მშობლებისათვის იმედგაცრუების, ვაჩეს სიძულვილის და მომავლის შიშის გამო მარტივად მოექცეოდა თორნიკეს გავლენის ქვეშ და ამ შეცდომითი ერთღამიანი ურთიერთობის საფასურის გადახდა საკუთარი თავისუფლებით მოუწევდა, რომელიც ერთადერთი ღირებული რამ იყო რაც დარჩენოდა შელახული ღირსებისა და თავმოყვარეობის ფონზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ყველანაირი შესაძლებლობა გამოეყენებინა რომ, როგორმე თავი დაეღწია ცოლის, რძლის და პატარძლის საზიზღარი სტატუსისგან რათა სამუდამოდ არ დაემახინჯებინა საკუთარი ცხოვრება, სხეული და ფსიქიკა.
აფორიაქებულმა კახამ სწრაფი ნაბიჯებით აიარა საავადმყოფოს კიბეები და ფრთხილად შეაღო პალატის კარი. გაუკვირდა როცა მისი დანახვისთანავე სახეზე ხელები აიფარა თვალცრემლიანამ გოგონამ და ხმამაღლა ატირდა. ათასი კითხვა უტრიალებდა კახას თავში მაგრამ ხმას არ იღებდა რადგან ასლუკუნებული თათია ვერაფრით წყნარდებოდა ბოლოს როცა დამშვიდდა და აზრზე მოსვლა შეძლო დაძაბულმა გოგონამ მშობლებს მასთან მარტო დარჩენა სთხოვა. დავითს და ლიკას ცოტა გაუკვირდათ, თუმცა არაფერი შეიმჩნიეს სახეზე და მისი სურვილი ზედმეტი კითხვების დასმის გარეშე შეასრულეს. როგორც კი მარტო დარჩნენ კახა და თათია პალატაში კითხვების დასმის გარეშე დეტალებში დაიწყო დაბადების დღის წვეულების ამბების მოყოლა ანერვიულებულმა გოგონამ, რომელიც დროდა დრო ჩუმდებოდა და გადმოდენილ სიმწრის ცრემლებს მაჯით იწმენდდა გაფითრებული სახიდან
-ყველაფერ ჩემი ბრალია...არ უნდა დამეტოვებინა მარტო... მაგრამ წესიერად მეც არაფერი მახსოვს...
-არ გახსოვს როდის და რა ვითარებაში დაშორდით ერთმანეთს?-ინტერესით ჰკითხა დაძაბულმა კაცმა თვალცრემლიან გოგონას მაჯის საათს დააცქერდა ამღვრეული თვალებით
-არ მახსოვს-ხელახლა ატირდა თათია- მეოთხე ჭიქა ღვინის მერე საერთოდ არაფერი მახსოვს
-როცა სვამდი... იმ დროს ანაც იქ იყო?
-დიახ იქ იყო, ერთად დავლიეთ...მაგრამ მერე რა მოხდა და რა ვითარებაში დავშორდით ერთმანეთს არ მახსოვს
-როგორც ვიცი წვეულებაზე ფოტოგრაფი გყავდათ- მოუთმენლად ჰკითხა კახამ
-დიახ მაგრამ როგორც მახსოვს ვიღაც შემთხვევით დაეჯახა, აპარატი დაუზიანა, ამიტომ დროზე ადრე წავიდა
-ტელეფონით არ გადაიღეთ შენ და ანამ ფოტოებს?
-არა
-შეგიძლია ყველა სტუმრის სახელი და გვარი ჩამომიწერო?
-სანამ მოხვიდოდით მამასთან ერთად ჩამოვწერე, იქნებ რამეში დაგეხმაროთ-სევდიანი ღიმილით უთხრა თათიამ ანერვიულებულ კაცს და ფურცელი საჩქაროდ გაუწოდა. კახამ სწრაფად ჩაიკითხა უცნობი ადამიანების სახელი და გვარები, საეჭვო რომ ვერაფერი აღმოაჩინა ისევ თათიას მიუბრუნდა კითხვებით
-ვინმე ხომ არ გამოგრჩა? ვინმე ვინც დაგვიანებით მოვიდა... ან დაუპატიჟებლად?-კახა მაინც თირნიკე შერვაშიძის ძიებაში იყო- ან იქნებ რამე საეჭვო შენიშნე იმ საღამოს?
-არა ყველა დავწერე-დაუფიქრებლად იუარა გოგონამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ყოყმანით დაამატა-კახა ძია... იცით... მიას მეგობარი... თორნიკე... გაცნობის წამიდან აშკარა და დაუფარავ ინტერეს იჩენდა ანას მიმართ... იმის მიუხედავარ რომ იცოდა დანიშნული იყო ვაჩეზე... თან იმ ღამეს... დაუპატიჟებლად დაგვადგენ რესტორანში ის და მისი მეგობარი ანდრია რესტორანში- თორნიკე და ანრიას სახელების ერთად გაგონებაზე კახა მაშინვე ადგილზე გაიყინა და რამდენიმე წამის განმავლობაში მოძრაობის უნართან ერთად მეტყველების აზროვნების და მხედველობის უნარი დაკარგა, გონს მხოლოდ თათიას შეშინებულმა ხმამ მოიყვანა
-კახა ბიძია კარგად ხართ? გინდათ ექიმს დავუძახო? სახეზე ფერი არ გადევთ მოხდა რამე?- კითხვები მიაყარა დაბნეულმა გოგონამ სახე წაშლილ კაცს რომელიც ცივი, ცარიელი არაფრისმთქმელი თვალებით მისჩერებოდა მას- კახა ბიძია
-ანდრია და თორნიკე...-ჩავარდნილი ხმით გაიმეორა კახამ ბიჭების სახელები და სიას ჩახედა- ანდრია აბესაძე და თორნიკე ასათიანი-მათი სახელები და გვარები ამოიკითხა და კითხვა ჩამდგარი თვალებით მიაჩერდა სახე გადაფითრებულ გოგონას
-მოხდა რამე?-დაიბნა თათია
-დარწმუნებული ხარ რომ ეს მათი ნამდვილი გვარებია?
-მე...მათზე ბევრი არაფერი ვიცი... მიამ ასე გაგვაცნო ორივე მე და ანას
-ეს იგი მიამ?!-ჩაეკითხა გაღიზიანებული კახა დაბნეულ გოგონას და აკანკალებულ თითებშორის მოქცეული ფურცელი დაკუნჭა
-დიახ ისინი მიას ბავშვობის მეგობრები არიან
-ესე იგი დიდი ხანია რაც მათ იცნობს-გამოსცრა კბილებში გაცეცხლებულმა კახამ გამწარებულმა ხელები ძლიერად მომუშტა მოწოლილი ბრაზის დარისხანების დასაოკებლად- სანამ შენ და ანას მეოთხე ჭიქა ღვინო გონებას დაგაკარგვინებდათ ის ორი ნაბ.ჭვარიც იქ იყვნენ და გვერდიდან არ გშორდებოდნენთ არა?
-დიახ
-რა თქმა უნდა მიაც იქ იყო?!
-დიახ-ისევ ასლუკინდა კახას რეაქციით დაზაფრული თათია
-იმ ტიპებზე კიდევ რა იცი
-ბერვი რაფერი
-რაც იცი მოყევი!
-ორივე მიას ტოლია ანუ 28 წლის...ბავშვობოდან იცნობენ ერთმანეთს როგორც ვიცი უნივერსიტეტშიც ერთად სწავლობდნენ სამივე... მერე... მეორე კურსზე რაღაც მოხდა და თორნიკემ სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო... და ჰყავს... მაგრამ სახელი არ ვიცი
-საავაყოფოში ვინ მოგიყვანა?-სხვა თემაზე გადავიდა უცბათ კახა
-მიამ
-მიამ!-გამოსცრა კბილებში კახამ
-გონს აქ მოვედი-მორიდებით თქვა თათიამ და წვრილი თითების მტვრევას მოჰყვა
-და მთელი ეს დრო სად იყავით შენ და მია?!
-წარმოდგენა არ მაქვს, თვალები პირველად აქ გავახილე, პალატაში...ჩემი მშობლების გვერდით
-იმ ნაბ.ჭვრებზე არავის არაფერი უთხრა კარგი?- ჩავარდნილი ხმით უთხრა კახამ დაბნეულ გოგონას და მისგან თანხმობა რომ მიიღო გიჟივით გავარდა პალატიდან და მიას მიუვარდა სახლში
-ჩემი შვილი სადაა? სად წაიყვანა იმ ნაბ.ჭვარმა?-კარის. გაღებისთანავე ბოლო ხმაზე უღრიალა გაცოფებულმა კაცმა დაბნეულ გოგონას და მკლავში უხეშად წაავლო ხელი, სახლში ძალდსტანებით შეიყვანა და კარი გემეტებით მიაჯახუნა
-კახა-გაურკვევლობაში მყოფი გოგონა დაბნეული მზერით მიაჩერდა სახეში გონება ამღვრეულ კაცს და უნებურად მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა
-კითხვაზე მიპასუხე!-დაუღრინა მისი სიჩუმით გაღიზიანებულმა კაცმა ანერვიულებილ გოგონას და კედელთან ისე მიიმწყვდია რომ მაქსიმალურად შეუზღუდა მოძრაობის უნარი
-ხელი გამიშვი მტკივა-მისთვის წინააადეგობის გაწევა სცადა გაღიზაინებულმა გოგონამ რამაც კიდე უფრო გააცოფა ისედაც გავიჟებული კაცი ამიტომ მუქარა ნარევი ტონით ,ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა
-უფრო მეტად გეტკინება თუ ჩემს კითხვებს არ უპასუხებ!
-კახა, მტკივა-კიდევ ერთხელ სცადა შეწინააღმდეგება მისი უხეშობით გაღიზიანებულმა გოგონამ და გინება ამღვრეულმა კაცმა კიდევ უფრო მეტად რომ მიიწება მისი სიფრიფანა სხეული ტანზე, სახეზე კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა
-ჩემთან თამაშს არ გირჩევ!- ავარდა უეცრად კახა და სახე ზედმეტად მიუახლოვა სუნთქვა აჩქარებულ გოგონას
-მინდა რომ გამიშვა- ჩამწყდარი ხმით უთხრა მიამ და ცივი მზერა მის ვნებიან ტუჩებს მიაყინა
-მითხარი სად არიან!
-არ მესმის რაზე მელაპარაკები
-თორნიკე შერვაშიძეზე გელაპარაკები!-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული კაცი და უნებურდ კიდევ 7ფრო ძლიერდ მოუჭირა უხეში თითები გოგონას სუსტ მაჯებს
-კახა წარმოდგენა არ მაქვს სადაა შენი შვილი, ან ვისთან ერთად-უკან დახევა არც უფიქრია მიას იმის მიუხედავად რომ აშკარად გაოცდა როცა თორნიკეს ნამდვილი გვარის გაიგო კახასგან
-შენ რა ჩემი გავიჟება გინდა?
-კახა მართლა არაფერი ვიცი ანას შესახებ
-ეს ყველაფერი ერთად დაგეგმეთ?!- დაუღრინა გაგიჟებულმა კაცმა ანერვიულებულ გოგონას და განზრახ ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-რას გულისხმობ?- დაიბნა მია
-ვიცი რომ ის ნაბ.ჭვარი შენ გააცანი ანას



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

კარგია და მალე დადე ახალი თავი ძალიან დიდი შუალედია

 


№2 სტუმარი ელა1

ნეაკო რა ადგილას შეწყვიტე,თუმცა ინტრიგა მიყვარს და დაველოდები შემდეგ თავს.რაც შეეხება ამ თავს ძალიან საინტერესო იყო.იცი კახას ნაირი მამა დღეს იშვიათია ანუ ასე რომ ღელავს შვილზე და დარწმუნებული ვარ რო მომოვალშიც გვერდით დაუდგება ანას და ვხედავ რომ ანას ძალიან რთული დღეები ელოდება.ეხლა რაც შეეხება თირნიკეს და ალექსანდრეს ასე მგონია რო იმ დღეს როცა ავარია მოხტა რაღაცა ისეთი მოხტა რო ეს ორი მეგობარი დააშორა და როგორ ვთქვა მტრად აქცია.ასე მგონია რო კახამ იცოდა რომ თირნიკე ნარკოტიკის მომხმარებელი იყო და არ უნდოდა რო ალექსანდრეს თორნიკესთან ურთიერთობა ქონოდა არ ვიცი შეიძლება ვცდები მაგრამ ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ავარიაში არც თონიკეა დამნაშავე და არც კახას ოჯახი.თორნიკე ძალიან მეცოდება როცა ახალგაზდა ხდება ნარკოტიკის მომხმარებელი როგორ თქვა თავისი სურვილით არ ხდება ან რაღაცა აიძულებს ამას ან ძალიან როგორ თქვა თავში ავარდნილი ბიჭი უნდა იყოს.რასაც არ მგონია რო თირნიკე მეორეს მიეკუთნოდეს,თორნიკე არის ჩემი აზრი პატარა მაგრამ დიდი ბიჭი რომელსაც როგორც ყველას თინეიჯერის პერიოდDი ოჯახთან პრობლემა ქონდა ან ვაფშე არ ყავდა მDობლები გვერდში და გაიზარდა სიყვარულს გარეშე და იმ ცხოვრებამ და +ციხემ გახადა ასეთი უგულო ადამიანად რომელსაც სინადვილეში არ არის ასეთი კურსებს სიყვარული და ყრთიერთ გაგება.რავი ეს ჩემი აზრი არის და ვნახოთ ნეაკო შენ რას იტყვი შეიძლება არ დაამთხვეს ჩვენი აზრები.ყოველთვის უნდა გახსოვდეს რომ მონეტას ორი მხარეა აქვს და არასოდეს არ უნდა შეხედო ერთ მხარეს.

 


№3  offline მოდერი ნეაკო

მეგობრებო დიდ ბოდიშს გიხდით რადგან
დღეს 13:17 საათზე ბოლო ნაწილი ( კახა მიას დიალოგი)

დ ა ვ ა რ ე დ ა ქ ტ ი რ ე

რადგან აზრობრივად საშინლად არ მომწონა ის რაც დავწერე კახას და მიას დიალოგში.

 


№4 სტუმარი სტუმარი ელენე

კახა რომ კედელზე აგაკრავს, არ უნდა იყოს ცუდი შეგრძნება. joy

 


№5 სტუმარი სტუმარი ლია

ყველა რომანის გმირი წრთნაერი რატომ გყავთ? გოგოები მტირალა და უნებისყოფოები, ბიჭები მოძალადე ნარკომანები.ძალიან პროგნოზირებადი და უინტრესო ხდება

 


№6 სტუმარი Keira.კირა

სტუმარი ელენე
კახა რომ კედელზე აგაკრავს, არ უნდა იყოს ცუდი შეგრძნება. joy




მიას ადგილას წარმოიდგინე თავი smiley

 


№7 სტუმარი სტუმარი ელენე

Keira.კირა
სტუმარი ელენე
კახა რომ კედელზე აგაკრავს, არ უნდა იყოს ცუდი შეგრძნება. joy




მიას ადგილას წარმოიდგინე თავი smiley

უკვე წარმოვიდგინე და მაგ სცენის გაგრძელებაც წარმოვიდგინე joy

 


№8 სტუმარი სტუმარი თიკო

საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ?

 


№9 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ?

კარგად და შენ სად დაგვეკარგე? ❤

ცოტა ვერ ვიყავი ეს დღეები, თან მომენატრეთ, თან ნეაკოზე ვფიქრობ ახლა რას იზამს.

 


№10 სტუმარი სტუმარი თიკო

nene gelovani
სტუმარი თიკო
nene gelovani
სტუმარი თიკო
საღამო მშვიდობისა, როგორ ხართ?

კარგად და შენ სად დაგვეკარგე? ❤

ცოტა ვერ ვიყავი ეს დღეები, თან მომენატრეთ, თან ნეაკოზე ვფიქრობ ახლა რას იზამს.

იმედია ახლა კარგად ხარ, ხომ?
ნეაკოზე და მის სამომავლო გადაწყვეტილებაზე მეც სულ მეფიქრება. :(( ყველაფერი შეიძლება მოგვარდეს და ყველა პრობლემა გადაიჭრას, რაც ადამიანს წერაში ხელს უშლის, მაგრამ თუ წერის სურვილს კარგავს, მაგას ვერავინ და ვერაფერი შველის, სამწუხაროდ, თუ ისევ დავად ავტორმა არ დაიბრუნა ეგ სურვილი.

კი, უკეთეს ხასიათზეც ვარ დღეს.
ნეაკო ისე მიყვარს, ისე. მისი ამ ისტორიების დამსახურებაა თქვენ რომ ,,შეგხვდით".

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

ვაიმე, წარმოვიდგინე და რა უცნაურად მომეჩვენაა. იქ რომ სულ სულ მარტო ვიქნებით, აღარ ვიფიქრებთ იმას სხვა ვინმე ნახულობს ამ ყველაფერსაც-თქო. joy მე ისე მივეჩვიე ნეაკოს ისტორიების ქვეშ თქვენთან ურთიერთობას, მართლა სულ სულ სხვანაირი იქნება სხვა სოც. ქსელის გამოყენება. მაგრამ მაგაზეც თანახმა ვარ მე პირადად.

 


№12  offline მოდერი ნეაკო

nene gelovani
მეც სიამოვნებით გადავინაცვლებ იქ. იმიტომ რომ არც ერთის დაკარგვა არ მინდა აქედან :(
თუ შეწყვიტა წერა ჯგუფი გავაკეთოთ და წავიდეთ იქ. joy

წერის სურვილი არ გამქრალა... ვფიქრობ არც არასოდეს გამიქრება ❤ უბრალოდ ცხოვრებაში არის ხოლმე მომენტები როცა ყველა და ყველაფერი უბრალოდ აზრს კარგავს... შესაბამისად წერის სურვილი და მუღამი მეკარგება... მაგრამ ეს როგორც ყოველთვის დროებითია ❤❤❤❤გარკვეული პერიოდის მერე, არ ვიცი როგორ მაგრამ ისევ ვპოულობ ძალას საკუთარ თავში და ვიბრუნებ საკუთარ დაკარგულ მეს... შესაბამისად მიბრუნდება წერის სურვილიც...

წერა ძალიან მიყვარს, უზომოდ, უსაზღვროდ და შესაბამისად ვერასდროს შევევლევი ისტორიების წერას, მაგრამ იმის გამო, რომ ამ საიტზე მკითხველი აწესებს ზღვარს, ზოგჯერ ამის გამიც მეკარგება ხოლმე წერის სურვილი.

იმის გამო რომ ვერ ცვლიან რეალობას მწერრლებს აჩუმებენ! ( საერთოდ აღარ მინდა იმაზე ლაპარაკი თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ყოფილმა/ მოქმედმა ქმარმა ან მეგობარმა მამაკცმა და ამ ყველა სისატიკეს როგორ მდუმარედ და შემგუებლურად შეხვდა ჩვენი საზოგადოება რომელიც აქ, ამ საიტზე გამუდმებით იმის ცდაშია რომ არასებულ გამოგონილ ისტორიებში შემდგარ და ძლიერ ქალად წამოეჩინონ პერსონაჟები რათა მოზარდების ფსიქიკა არ დავამახინჯოთ ჩვენ მწერლებმა...

კონკრეტულად არავის და არაფრის გამო არ ვწერ ამას, უბრალოდ გული მწყდება იმის გამო რომ მკითხველ მხოლოდ მწერლის გასაჩუმებლად ჰყოფნის ძალა და რეალობის შეცვლელად ოდნავი გამბედაობაც არ აქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent